ანტი-უტოპია "Котлован"-ში ანტი-საბჭოურის კონტექსტშია და არა ფართო მასშტაბით, მაგალითად, როგორც ზოგადად ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული.
ოღონდ ამ ორს შორის არ უნდა დავინახოთ ისეთი მიმართება, სადაც უფრო ვრცელი (მაგალითად ორუელის) კონტექსტი ანტი-საბჭოურსაც მოიცავს და ამით მისი ნაწარმოებების თემატიკა მეტია მასზე, არა, უბრალოდ ორივე სხვადასხვა თემაა.
ასევე, არასწორია პლატონოვის გაგება, როგორც მხოლოდ ანტი-უტოპისტისა.
არის კიდევ ორი ხაზი, რომელთაგანაც ორივე ძირითადია, პირველი ეს არის ეგზისტენციალური პრობლემატიკა მისი ტექსტების და მეორე ეს არის სიკვდილის თემატიკა.
ნამდვილად არ მაქვს წაკითხული ყველა ავტორის წიგნი, ვერც ბევრ ავტორობაზე გავიწევი ალბათ, მაგრამ რაც წამიკითხავს იმათგან, არცერთ მწერალთან არ არის ასე საინტერესოდ და უჩვეულოდ წარმოჩენილი სიკვდილი, როგორც ანდრეი პლატონოვთან.
სიკვდილის სუნი იგრძნობა წიგნის ყველა გვერდზე, იმდენად ყველგან, რომ ეჩვევი, ბუნებრივი ხდება, რაღაც უცნაური უნარი აქვს ამ ადამიანს, პერსონაჟები ისე მოგიკლას (გამონაკლისების გარდა), რომ არ ივსები თანაგრძნობით, ვერ განიცდი ისე, როგორც ბავშვობაში ბიძია თომას ქოხის კითხვისას განიცდიდი.
მაგრამ მერე გახსენდება, თუნდაც, საფრონოვი და კოზლოვი.
ოღონდ, უბრალოდ გახსენდება და შენთვის გეფიქრება იმ ცრემლებზე, სიკვდილის წინ თვალებთან რომ შეაშრათ.
ეს მომენტი ამაღელვებელიცაა და ჩვეულებრივიც.
სიკვდილიც ხომ ჩვეულებრივი რამეა.
ფიქრობ და ხვდები, რომ პლატონოვი გცვლის.
ალბერ კამიუმ "სიზიფეს მითი" 1942 წელს გამოაქვეყნა, ადამიანი აცნობიერებს ყოფიერების აბსურდულობას, არ იცის რისთვის გააგრძელოს სიცოცხლე, მაგრამ მაინც აგრძელებს.
პლატონოვმა "Котлован"-ი 1929-1930 წელს დაწერა, ვაშევთანაც და პრუშევსკისთანაც დაახლოებით ამგვარი ეგზისტენციალური რეფლექსია გვხვდება, მაგრამ რა არის ის, რისთვისაც ისინი მაინც აგრძელებენ ცხოვრებას?
ეს უფრო მოთმინებაა და არა იმედი.
ვაშევისნაირი მუდმივად სევდიანი (ნასტიას რომ ეუბნება, "Не расти, девочка, затоскуешь!"-ო),
ჩაფიქრებული (ამაზე ეს დიალოგი მახსენდება
"- Ты зачем здесь ходишь и существуешь? - спросил один, у которого от изнемождения слабо росла борода.
- Я здесь не существую, - произнес Вощев, стыдясь, что много людей чувствуют сейчас его одного. - Я только думаю здесь.")
და ყოველივეს მიღმა მყოფი პერსონაჟი ვერ იქნება იმედიანი და ვერც რაიმეს აბსურდულობის გაცნობიერება გააბედნიერებს.
ისე, ამის გაცნობიერებაც უკვე გარკვეული ჭეშმარიტების ცოდნაა, რაღაცის ცოდნა კი უკვე დასრულებული აქტი.
ვაშევი კი მუდმივად მისი ძიების პროცესში იყო.
ვაშევი, ჩემი ინტერპრეტაციით, არაკამიუსეული სიზიფეა. აბსურდულობის განცდას აქ გაურკვევლობის განცდა ენაცვლება, ხოლო გაცნობიერებით მონიჭებულ ბედნიერებას კი თმენის უნარი.
არსებობის ტრაგიკულობა და მისგან არ გაქცევა კი ორივესთვის საერთოა.
ძალიან საინტერესო პერსონაჟია, ცოტა გული დამწყდა, რომ ნაწარმოების მეორე ნახევარში იშვიათად ჩნდებოდა, მაგრამ იქ უკვე ჩიკლინი და სხვა რამდენიმე პერსონაჟი იყო საინტერესო.
ჭეშმარიტებაზე გამახსენდა, საინტერესო რაღაცას ეუბნება ერთი - "А зачем тебе истина?? Только в уме у тебя будет все хорошо, а снаружи гадко."
ამას წინათ сокровенный человек-დან წავიკითხე ერთი ფრაზა და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ოზონიდან პირველ რიგში მაგის ყიდვას ვაპირებ.
დიდი მასშტაბის მწერალია პლატონოვი.
This post has been edited by Manuelo Costa on 24 Nov 2014, 00:57
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".