სემიუელ ბეკეტი დაიბადა 1906 წლის 13 აპრილს, დუბლინის მდიდარ გარეუბანში, ფოქსროკში მდებარე დიდ სახლში, რომელიც მამამისმა, უილიამ ბეკეტმა 1903 წელს ააშენებინა. სემიუელი ჯერ დუბლინის ცენტრში მდებარე Earlsford House School-ში სწავლობს, შემდეგ კი შედის ენისკილენის Portora Royal School-ში, ლიცეუმში, რომელშიც ადრე ოსკარ უაილდი დადიოდა.
1923-1927 წლებში ბეკეტი ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს სწავლობს დუბლინის Trinity College-ში. ხელოვნების ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ ჯერ ბელფასტის კამპბელ კოლეჯში ასწავლის, შემდეგ კი პარიზის პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის ლექტორი ხდება. სწორედ აქ გაიცნობს იგი ჯეიმზ ჯოისს. ამ შეხვედრამ ბეკეტზე დიდი გავლენა მოახდინა, იგი ჯოისს ეხმარებოდა კვლევით საქმიანობაში.
1929 წელს ბეკეტი აქვეყნებს თავის პირველ ნაწარმოებს, კრიტიკულ ესსეს, დანტე... ბრუნო. ვიკო.... ჯოისი, რომელშიც იცავს ჯოისის წერის სტილს. ორ მწერალს შორის ურთიერთობა გაფუჭდება მას შემდეგ, რაც სემიუელი უარს ეტყვის ჯოისის ქალიშვილის, ლუსიას სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამავე პერიოდში ქვეყნდება ბეკეტის პირველი ნოველა Assumption. შემდეგ წელს კი პოემა Whoroscope გამოდის. ეს უკანასკნელი დეკარტის ბიოგრაფიითაა შთაგონებული.
1930 წელს ბეკეტი ტრინიტი კოლეჯში ლექტორად ბრუნდება. მას მალე ბეზრდება საუნივერსიტეტო ცხოვრება და თავის იმედგაცრუებას ორიგინალური ფორმით გამოხატავს: უნივერსიტეტში კითხულობს თავის სტატიას, რომელშიც აკრიტიკებს დუბლინის Modern Language Society-ს და დასცინის ლიტერატურულ პედანტიზმს. 1934 წელს Dublin Magazine-ში ქვეყნდება მისი ლექსი გნომი, რაც ბეკეტის შემოქმედებაში გარდატეხას მოასწავებს.
ამის შემდეგ ბეკეტი რამდენჯერმე მოგზაურობს გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე კი სახლდება პარიზში. თავისი პირველი რომანის, მარფის დაბეჭდვაზე ავტორი 36-ჯერ მიიღებს უარს გამომცემლებისგან, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოები მაინც იხილავს დღის სინათლეს.
ომის დაწყებისას იგი ირლანდიაში იმყოფება, მაგრამ საფრანგეთში გადავა, რადგან, მისივე თქმით, ომში მყოფი საფრანგეთი ურჩევნია მშვიდობიან ირლანდიას. იგი აქტიურად მონაწილეობს ნაცისტების წინააღმდეგ მოძრაობაში. მოძრაობის აღმოჩენის შემდეგ ძლივს გადაურჩება გერმანულ პოლიციას და თავს შეაფარებს ჯერ მწერალ ნატალი საროტთან, შემდეგ კი სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრება.
1960იანი წლები ბეკეტის როგორც პირად, ასევე მწერლის ცხოვრებაში დიდი ცვლილებების პერიოდია. 1961 წელს ცოლს ირთავს და ინგლისში მოკრძალებულ საქორწილო ცერემონიალს მართავს. მისი პიესები უკვე საქვეყნოდაა ცნობილი, ამის გამო ავტორს ბევრი მოგზაურობა უხდება მთელ მსოფლიოში, ესწრება თავისი პიესების წარმოდგენებს. 1956 წელს BBC სთავაზობს რადიოფონული პიესის გაშვებას, ასე შეიქმნება All That Fall (ყველაფერი, რაც ვარდება). დროდადრო იგი წერს ხოლმე რადიოსთვის, კინოსთვის და ტელევიზიისთვის. ამ დროს იგი ისევ იწყებს ინგლისურად წერას, თუმცა ფრანგულადაც განაგრძობს.
1969 წელს ბეკეტი ნობელის პრემიას იღებს ლიტერატურაში. თავად მწერალი ამ ფაქტს აღიქვამს, როგორც „კატასტროფას“[1]. რადგან ეს ფაქტი აძლიერებს მისი შემოქმედებისადმი უნივერსიტეტის ყურადღებას, იწყება მისი ნაწარმოებების საუნივერსიტეტო კვლევები, მიიჩნევენ მას როგორც „მეტრს“ - იწყება ყოველივე ის, რასაც ბეკეტი მთელი ცხოვრება გმობდა. ბეკეტი თავად უარს ამბობს პრემიის მიღებაზე, თუმცა მის მაგივრად ამ პრემიას მისივე გამომცემელი, ჟერომ ლენდონი აიღEბს.
1989 წლის 17 ივლისს გარდაიცვლება ბეკეტის მეუღლე. თავად მწერალი ამ დროს პარკინსონიზმითაა დაავადებული და მოხუცთა თავშესაფარში მიდის, სადაც გარდაიცვლება კიდეც იმავე წლის 22 დეკემბერს. ცოლ-ქმარი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში. ბეკეტის საფლავი მასიური გლუვი გრანიტის ქვითაა გაწყობილი, რომლის წინ განმარტოებული ხე დგას: ეს არის დეკორაცია მისი ყველაზე ცნობილი პიესიდან, გოდოს მოლოდინში.
წყარო
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%A2%E1%83%98ესეც რუსულად
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D0%B5%...%8E%D1%8D%D0%BB ინგლისურად :
http://en.wikipedia.org/wiki/Samuel_Beckettნორმან ბერლინი – რატომ მაინცდამაინც "გოდოს მოლოდინში"http://arilimag.ge/%E1%83%9C%E1%83%9D%E1%8...3%9B-%E1%83%9B/სემუელ ბეკეტი – ეჰ ჯოSAMUEL BECKETT
EH JOE
ეჰ, ჯო
ტელეპიესა
http://arilimag.ge/%E1%83%A1%E1%83%94%E1%8...83%AF%E1%83%9D/გოდოს მოლოდინში წავიკითხე და მომეწონა ხოდა რატომღაც არ დამხვდა ამ კაცზე თემა და გავხსენი
This post has been edited by Andy_Kaufman on 8 Jan 2014, 22:52