forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (139) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 12), UFC, Bellator, ONE FC etc.
 
მიდიხარ საჩხუბრად და წინასწარ იცი რომ იქ დაგხვდება 5 გამოუცდელი კაცი, რომელსაც ჩემპიონის წონა აქვს. რომელი ჩემპიონის იმედი გექნებოდა ყველაზე მეტად? რომელ ჩემპიონს წაიყვანდი მათ დასამარცხებლად?
სეხუდო [ 3 ]  [4.41%]
ჰოლოვეი [ 4 ]  [5.88%]
ხაბიბი [ 11 ]  [16.18%]
უსმანი [ 3 ]  [4.41%]
უიტაკერი [ 4 ]  [5.88%]
ჯონსი [ 34 ]  [50.00%]
კორმიე [ 9 ]  [13.24%]
Total Votes: 68
  
zeppelnick
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8820
წევრი No.: 164018
რეგისტრ.: 21-March 13

გამოგზავნილია: 30 May 2019, 15:57  #54736324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

MMA - Mixed Martial Arts შერეული საბრძოლო ხელოვნება საბრძოლო სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა, სადაც გამარჯვებისათვის აუცილებელია ფლობდე რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას. დღეს სპორტის ეს სახეობა ბევრად განვითარებული და პოპულარულია, აგრეთვე კარგად ანაზღაურებადია თუ მებრძოლი გამოდის UFC - Ultimate Fighting Championship-ში. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავისი ეგიდით ატარებს ივენთებს. ასეთი ორგანიზაციებია UFC, Bellator, ONE, Cage Warriors, Wsof, M1-Global და სხვები.

ყველა ორგანიზაციისგან გამორჩეული და საუკეთესოა UFC - Ultimate Fighting Championship, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლები. ორგანიზაცია წელიწადში რამდენჯერმე ატარებს ე.წ. ივენთებს და ათამაშებს რამდენიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრებს. აღნიშნული ივენთები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყურებადი მმა-ს ივენთებია, შესაბამისად ყველაზე დიდია ანაზღაურებით.

ამ შესანიშნავი სპორტის მცირე ისტორია კი ასეთია.

ბრძოლა წესების გარეშე სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან როდესაც ტარდებოდა შეჯიბრებები ე.წ. პანკრატიონში და ეს სახეობა შესული იყო ოლიმპიურ თამაშებზე 648 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.
თანამედროვე ბრძოლა წესების გარეშე, რომელსაც უკვე მოგვიანებით ეწოდა შერეული საბრძოლო ხელოვნება (1995 წ. (Mixed martial arts) - სათავეს იღებს 1900 წლიდან.
გრეისების ოჯახის ვალე ტუდო შერეული ხელოვნებებში ტურნირები ტარდებოდა 1920 წლიდან.
იაპონიაში სპორტის ეს სახეობა გამოჩნდა 1970 წელს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სპორტმა თავი იჩინა 1993 წელს, როდესაც შეიქმნა Ultimate Fighting Championship (UFC). ბრაზილიელი როის გრეისი იყო პირველი ვინც მოიგო პირველი ჩემპიონატი და გახდა ჩემპიონი.
ამავე დროს, იაპონიაში Shooto-მ (ვალე ტუდო) პოპულარობის ისეთ პიკს მიაღწია, რომ 1997 წელს შეიქმნა Pride fighting Championship. იგივე წლების განმავლობაში ამ სპორტის პოპულარობა იზრდებოდა, რამაც გამოიწვია უამრავი სხვა შერეული საბრძოლო ხელოვნების პრომოუტერი კომპანიის შექმნა. თუმცა, ლიდერები ამ საქმეში დარჩნენ UFC და Pride FC. 2007 წელს პრაიდი დაიკეტა. გამოჩნდა ბევრი სხვა პრომოუტერი. მაგალითად, STRIKEFORCE, M1 global, bellator fc, UFC-ის შვილობილი WEC, K-1. K-1 გვთავაზობს როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირებს, აგრეთვე K-1 კიკბოქსინგს შეცვლილი წესებით.

რომ არ დავუკარგოთ თავისი უდიდესი დამსახურებები ამ სპორტის სახეობის პოპულარობასა და ცნობადობაში მსოფლიოს მასშტაბით, დავძენ რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ისეთმა მებრძოლებმა როგორებიც იყვნენ როის გრეისი, დან სევერნი, დონ ფრაი, ფრენკი და კენ შემროკები, ტანკ აბოტი, მარკ კოულმენი, ფედორ ემილიანენკო, ბას რუტენი, კიმბო, დან ჰენდერსონი, ვიტორ ბელფორტი, კაზუში საკურაბა, პატ მილეტიჩი და კიდევ სხვები..... ჩამოთვლილ სიაში რა თქმა უნდა ყველა არ არის.

ქალების დაინტერესება, სპორტის ამ სახეობაში ჩართვა და პოპულარობა კი დიდწილად არის ამერიკელი ძიუდოისტის, რონდა როუზის დამსახურება, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ბრინჯაოსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის, აგრეთვე პანამერიკული თამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ამ თემის ძველი ლინკები


Mixed Martial Arts - UFC, Bellator and etc
MMA - UFC * Bellator * ACB * FGN etc.
UFC Ultimate Fighting Championship - And All MMA
MMA, UFC, Bellator and Other
Mixed Martial Arts / VoL 7
Mixed Martial Arts / VoL 6
MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 5)
MMA- შერეული საბრძოლო ხელოვნება (VOL 4)
MMA- შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 3)
MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება
UFC - ბრძოლა წესების გარეშე


სასარგებლო საიტების ლინკები საიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ ყველა მმა-ს ივენთები


http://fighttracker.ru/
http://rutracker.org/forum/viewforum.php?f=257
http://mmatracker.ru/
http://sport.adjara.com/tags/29110/main


საიტების ლინკები, საიდანაც შეგიძლიათ ონლაინში უყუროთ მმა-ს ივენთებს


https://mmashare.fullfight.video
https://www.allthebestfights.com
https://www.mma-core.com
https://ringside24.com
https://www.myvideo.ge/?user_id=1124798
http://wsenet.ru


შერეული საბრძოლო ხელოვნების საინფორმაციო საიტები სადაც ყველანაირი ინფორმაცია და სიახლე იდება


http://www.sherdog.com/
https://mmajunkie.com/
http://www.lowkickmma.com/
https://www.mmafighting.com/
https://www.bjpenn.com/


ორგანიზაციების ოფიციალური საიტები

http://www.ufc.com/
http://www.bellator.com/
https://www.onefc.com/
https://cagewarriors.com/
https://www.pflmma.com/


რადგანაც საუბრის 99% შეეხება იუ-ეფ-სი-ს ორგანიზაციას ამიტომ გავეცნოთ ამჟამინდელ მოქმედ ჩემპიონებს

user posted image

user posted image

user posted image

მძიმე წონის ჩემპიონი დენიელ კორმიე - http://www.ufc.com/fighter/Daniel-Cormier

ქვემძიმე 94 კგ-მდე წონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი - https://www.ufc.com/athlete/jon-jones

საშუალო წონის 84 კგ-მდე ჩემპიონი რობერტ უიტაკერი - http://www.ufc.com/fighter/robert-whittaker

ქვესაშუალო წონის 77 კგ-მდე ჩემპიონი კამარუ უსმანი - https://www.ufc.com/athlete/kamaru-usman

მსუბუქი წონის 70 კგ-მდე ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი - http://www.ufc.com/fighter/Khabib-Nurmagomedov

ქვემსუბუქი წონის 65 კგ-მდე ჩემპიონი მაქს ჰოლოვეი - http://www.ufc.com/fighter/Max-Holloway

ზემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ამ ეტაპზე ვაკანტურია და მალე გათამაშდება

ყველაზე მსუბუქი წონის 57 კგ-მდე ჩემპიონი ჰენრი სეხუდო - http://www.ufc.com/fighter/Henry-Cejudo

ქალთა შორის ჩემპიონები

65 კგ-მდე წონის ჩემპიონი ამანდა ნუნეში - https://www.ufc.com/athlete/amanda-nunes

61 კგ-მდე წონის ჩემპიონი ამანდა ნუნეში - https://www.ufc.com/athlete/amanda-nunes

58 კგ-მდე წონის ჩემპიონი ვალენტინა შევჩენკო - https://www.ufc.com/athlete/valentina-shevchenko

52 კგ-მდე წონის ჩემპიონი ჟესიკა ანდრაჟი - https://www.ufc.com/athlete/jessica-andrade

ეს კი ორგანიზაცია უფც-ს ვიკიპედიის გვერდი - https://en.wikipedia.org/wiki/Ultimate_Fighting_Championship

აქვე ახალი უსერებისთვის დავწერ რამდენიმე საინტერესო მომენტს რათა უფრო დაგეხმაროთ ამ სპორტის დაფასება და შეყვარებაში

ყოველი წლის ბოლოს ვლინდება ხოლმე გამარჯვებულის ნომინაციები სხვადასხვა კატეგორიებში, მაგალითად წლის მებრძოლი, წლის ჩხუბი, წლის ტრენერი და ა.შ.

აღნიშნული ნომინაციები სათავეს განსხვავებული წლებიდან იღებს

2008 წლიდან კი იმართება ნომინაცია წლის ბრძოლა, წლის ნოკაუტი და წლის საბმიშენი (მტკივნეული ილეთი), სადაც აღნიშნულ წელს ჩატარებული ორთაბრძოლებიდან საუკეთესო სახელდება და რომელსაც გირჩევთ, რომ აუცილებლად უყუროთ რათა უფრო დააფასოთ ეს სპორტის სახეობა და ამასთან ბევრად უკეთესად გარკვევაშიც დაგეხმარებათ, ეს კი გამარჯვებულები.

user posted image

ამასთან ერთად უამრავი ბრძოლაა რომელიც რა თქმა უნდა გამარჯვებული ვერ გახდა ვინაიდან მხოლოდ 1 გამარჯვებული სახელდება, მაგრამ აუცილებლად იმსახურებს ნახვას და ესეთი ბრძოლებია

ჯასტინ გეჯი ვს დასტინ პორიე

ჯონ ჯონსი ვს დანიელ კორმიე 1

დან ჰენდერსონი ვს მაიკლ ბისპინგი

ლუკ როკჰოლდი ვს კრის ვაიდმანი

რობერტ უიტაკერი ვს იოელ რომერო I და II

ჯონ ჯონსი ვს რამპეიჯ ჯექსონი

დენიელ კორმიე ვს ალექსანდერ გუსტაფსონი

ნეიტ დიაზი ვს კონორ მაკგრეგორი I და II

მაიკლ ბისპინგი ვს ანდერსონ სილვა

სტიპე მიოჩიჩი ვს მარკ ჰანტი

კეინ ველასკესი ვს ჯუნიორ დოს სანტოსი I, II და III

ჯუნიორ დოს სანტოსი ვს სტიპე მიოჩიჩი

ჯორჯ სენ-პიერი ვს ბიჯეი პენი I და II

ტაირონ ვუდლი ვს სტივენ ტომპსონი I და II

ჯორჯ სენ-პიერი ვს ჯონი ჰენდრიკსი

რობი ლოულერი ვს რორი მაკდონალდი I და II

ჯორჯ სენ-პიერი ვს მათ ჰიუზი I, II და III

და კიდევ უამრავი, დაინტერესების შემთხვევაში უბრალოდ კითხვა დასვით და პასუხიც ობიექტური იქნება

წლევანდელი გამორჩეული მეინ ივენთები

მარლონ მორაისი VS რაფაელ ასუნსანი
https://mmashare.fullfight.video/viewtopic.php?f=36&t=344
user posted image

ტიაგუ სანტუსი VS იან ბლახოვიჩი
https://mmashare.fullfight.video/mma-videos...owicz-t426.html
user posted image

ჯონ ჯონსი VS ენტონი სმიტი
https://mmashare.fullfight.video/mma-videos...smith-t474.html
user posted image

ჯუნიორ დუს სანტუსი VS დერიკ ლიუისი
https://mmashare.fullfight.video/mma-videos...lewis-t475.html
user posted image

დარენ ტილი VS ხორხე მასვიდალი
https://mmashare.fullfight.video/mma-videos...-till-t505.html
user posted image

სტივენ ტომფსონი VS ენტონი პეტისი
https://mmashare.fullfight.video/mma-videos...mpson-t552.html
user posted image

ედსონ ბარბოზა VS ჯასტინ გეიჯი
https://mmashare.fullfight.video/mma-videos...ethje-t587.html
user posted image

მაქს ჰოლოუეი VS დასტინ პორიე 2
https://mmashare.fullfight.video/mma-videos...ier-2-t619.html
user posted image

როუზ ნამაჯუნასი VS ჯესიკა ანდრაჟი
https://mmashare.fullfight.video/mma-videos...junas-t727.html
user posted image

და უმაგრესი ქო-მეინ-ივენთი

იზრაელ ადესანია VS კელვინ გასტელუმი
https://mmashare.fullfight.video/mma-videos...sanya-t618.html
user posted image



ასევე ძალიან მაგარი ივენთები მოდის

Henry Cejudo vs. Marlon Moraes

Tony Ferguson vs. Donald Cerrone

Francis Ngannou vs. Junior dos Santos

Jon Jones vs. Thiago Santos

Amanda Nunes vs. Holly Holm

Jorge Masvidal vs. Ben Askren

Jan Błachowicz vs. Luke Rockhold

Max Holloway vs. Frankie Edgar



MMA პრომოების იუთუბ არხები


https://www.youtube.com/user/DreistStudios/videos
https://www.youtube.com/channel/UCMEyHPe9sl3rDlqtC_Nnq2g


ბრძოლის ანალიზები ვისაც გაინტერესებთ


https://www.youtube.com/user/TheWeasle17
https://www.youtube.com/channel/UCNMZWa1QP42jHrmmzayFEeg
https://www.youtube.com/user/tristargymcanada
https://www.youtube.com/channel/UCQ2xsPeC159i2RzHAme1gmg



user posted image

This post has been edited by zeppelnick on 30 May 2019, 18:21


--------------------
Don't cry in front of Mexicans.

© Cliff Booth
nocs_13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5623
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 30 May 2019, 16:20  #54736478      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რომ არ დავუკარგოთ თავისი უდიდესი დამსახურებები ამ სპორტის სახეობის პოპულარობასა და ცნობადობაში მსოფლიოს მასშტაბით, დავძენ რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ისეთმა მებრძოლებმა როგორებიც იყვნენ როის გრეისი, დან სევერნი, დონ ფრაი, ფრენკი და კენ შემროკები, ტანკ აბოტი, მარკ კოულმენი, ფედორ ემილიანენკო, ბას რუტენი, კიმბო, დან ჰენდერსონი, ვიტორ ბელფორტი, კაზუში საკურაბა, პატ მილეტიჩი და კიდევ სხვები..... ჩამოთვლილ სიაში რა თქმა უნდა ყველა არ არის.


up.gif

ყველა არ არის მარა 'ნიჩევო'....
Mr-Raptor
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7986
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 30 May 2019, 22:22  #54738144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალი თემა ხალი ივენთების იყოს <3

წინა ძალიან გაგვეწელა biggrin.gif
dadu-l
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 234
წევრი No.: 17518
რეგისტრ.: 22-February 06

გამოგზავნილია: 31 May 2019, 00:18  #54738652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
გამოკიითხვა არ იქნება? ვის გულშემატკიივრობთ ან რაღაც ეგეთი smile.gif
zeppelnick
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8820
წევრი No.: 164018
რეგისტრ.: 21-March 13

გამოგზავნილია: 31 May 2019, 08:28  #54739199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (dadu-l @ 31 May 2019, 00:18 )
გამოკიითხვა არ იქნება? ვის გულშემატკიივრობთ ან რაღაც ეგეთი smile.gif

ცოტა სახალისო გამოკითხვა დავამატე. ადრე მგონი სულ ერთი და იგივე იყო gigi.gif
nocs_13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5623
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 31 May 2019, 10:50  #54739624      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მიდიხარ საჩხუბრად და წინასწარ იცი რომ იქ დაგხვდება 5 გამოუცდელი კაცი, რომელსაც ჩემპიონის წონა აქვს. რომელი ჩემპიონის იმედი გექნებოდა ყველაზე მეტად? რომელ ჩემპიონს წაიყვანდი მათ დასამარცხებლად?


"ნეტუ ლუჩშე კარატე, ჩემ ვ კარმანე დვა ტტ"...

boli.gif
FranziskanerWeissbier
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3384
წევრი No.: 207197
რეგისტრ.: 3-September 15

გამოგზავნილია: 31 May 2019, 11:16  #54739733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.mmaweekly.com/ufc-champ-jessica...gunpoint-brazil
ჯესიკა ანდრადე და მაგის ცოლი ფერნანდა გაუძარცვავთ lol.gif lol.gif რა თესლი ცოლქმარია lol.gif
innuendo7
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5667
წევრი No.: 105450
რეგისტრ.: 21-November 09

გამოგზავნილია: 31 May 2019, 13:20  #54740350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zeppelnick
მშვენიერი ნამუშევარია!

გმადლობ!

smile.gif


--------------------
Why Not?!

So far..so good:)

მთლად გამობიძინდა ერი!

zeppelnick
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8820
წევრი No.: 164018
რეგისტრ.: 21-March 13

გამოგზავნილია: 31 May 2019, 14:32  #54740674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
innuendo7

გაიხარე. მე ცოტა რამ მივამატე, ძირითადად Mr-Raptor-ის აღწერა მაქვს გადმოტანილი.
Mr-Raptor
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7986
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 31 May 2019, 14:48  #54740741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FranziskanerWeissbier
QUOTE
ჯესიკა ანდრადე და მაგის ცოლი ფერნანდა გაუძარცვავთ     რა თესლი ცოლქმარია 


ჩემ ცოლს არ ესროლოთ აგერ წაიღეთ რაც გინდათო ჯესიკა ყვიროდა ალბათ biggrin.gif ჯესიკა და მისი ცოლი lol.gif lol.gif როგორ ხმარობს ნეტა biggrin.gif

ელიას თეოდორუ გააგდეს უფც-დან, გამისწორდა, ყოვლად საზიზღარი მოჩხუბარი იყო

კამარუ უსმანმა თქვა წლის ბოლოსთვის ვიჩხუბებო, ეხლა ქამარი მოიპოვა და ამან დაიწყო სირობები და დროის გაწელვები, უნდა დაუწესონ გარანტირებულად წელიწადში ქამრის მინიმუმ ორჯერ დაცვა თორე ქამარს აიღებენ და ნება რო მისცე ვაფშე აღარ იჩხუბებენ

zeppelnick
ყველა რო რაღაცას მივამატებთ ინფოც გაიზრდება და კარგია

პ.ს. აღწერას დავამატებ რო 2018 წლის საუკეთესო ჩხუბად დასახელებულია უიტაკერი ვს რომერო II

This post has been edited by Mr-Raptor on 31 May 2019, 14:52
zeppelnick
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8820
წევრი No.: 164018
რეგისტრ.: 21-March 13

გამოგზავნილია: 31 May 2019, 14:55  #54740786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mr-Raptor
QUOTE
კამარუ უსმანმა თქვა წლის ბოლოსთვის ვიჩხუბებო, ეხლა ქამარი მოიპოვა და ამან დაიწყო სირობები და დროის გაწელვები, უნდა დაუწესონ გარანტირებულად წელიწადში ქამრის მინიმუმ ორჯერ დაცვა თორე ქამარს აიღებენ და ნება რო მისცე ვაფშე აღარ იჩხუბებენ


კი, მეც ვფიქრობ რომ თუ ტრამვა არ აქვს მებრძოლს, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა დაიცვას ქამარი. კამარუს მგონი ტრამვა აქვს ამჟამად.
chuvak_lexo
ზეპ ვოლცოვი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8280
წევრი No.: 52291
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 31 May 2019, 16:21  #54741251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mr-Raptor
QUOTE
ელიას თეოდორუ გააგდეს უფც-დან, გამისწორდა, ყოვლად საზიზღარი მოჩხუბარი იყო

მიზეზი? rolleyes.gif


--------------------
- ###ზე დაიკიდე
- რა დავიკიდო 25 წელი მომისაჯეს

გინდა სურათი გადაგიღო? © კახა
https://www.youtube.com/watch?v=1ERP54s7-2Y#t=43


ადმინ პირში აღებით მელაპარაკე
Mr-Raptor
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7986
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 31 May 2019, 17:13  #54741514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chuvak_lexo
რაღა მიზეზი გინდა, რა სტილიც ქონდა მაგის გამო, დოღის ცხენივით დარბოდა ტიპი წინ და უკან biggrin.gif ბრანსონთან ჩხუბი ბოლო წვეთი იყო ეტყობა და დანამ ეგრევე გააჯმეინა
Diaz
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1486
წევრი No.: 249258
რეგისტრ.: 11-March 19

გამოგზავნილია: 31 May 2019, 18:19  #54741811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ელიას თეოდოროს მე ვცემ ერთი-ერთზე მაგას იუეფსიში რა უნდოდა ან ის წინა ჩხუბები რანაირად მოიგო :დ

ბრუნსონთან რო ვუყურე ვერ ვიგებდი ტიპი რას აკეთებდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შოკში იყო მგონი

და უსმანი იგივენაირი *ლეა როგორიც ვუდლი და უკვე დაუწყია აგერ ტრ***** თამაში
zeppelnick
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8820
წევრი No.: 164018
რეგისტრ.: 21-March 13

გამოგზავნილია: 31 May 2019, 18:27  #54741845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image


------------------------------------
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (139) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0436 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]