forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (36) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძიუდო ევროპულ თამაშებზე, 22-25 ივნისი
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8606
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 10 Jun 2019, 16:35  #54788762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ისტორია

პირველი ევროპული თამაშები ჩატარდა 2015 წელს ბაქოში, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, 2019 წელს კი მინსკის გარდა ღონისძიების მასპინძლობის სურვილი ჰქონდათ შემდეგ ქალაქებს: გლაზგო, პოზნანი, სტამბოლი, ყაზანი/სოჭი.

ღონისძიებას ატარებს ევროპის ოლიმპიური კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტი ასევე ორგანიზებას უწევს ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელიც 1991 წლიდან ტარდება და ევროპის მცირე მხარეთა თამაშებს (მონაწ: ანდორა, კვიპროსი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, მალტა, მონაკო, მონტენეგრო, სან მარინო) , რომელიც 1985 წლიდან ტარდება. ძიუდო ყველა ზემოთჩამოთვლილ ღონისძიებათა მონაწილეა.

შეჯიბრს კონკრეტულ სახეობაში შეიძლება მიენიჭოს ევროპის ჩემპიონატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვეაში თუ ამის შესახებ თანხმობას კონკრეტული სპორტული სახეობის ევროპის და საერთაშორისო ფედერაცია განაცხადებს. წლევანდელ ევროპულ თამაშებს ძიუდოში, ისევე როგორც ბაქოში პარალელურად ევროპის ჩემპიონატის სტატუსიც ექნება.

ბაქო 2015 - ძიუდო

ოქრო (2): ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81) ; ადამ ოქრუაშვილი (+100)
ვერცხლი (3): ნუგზარ ტატალაშვილი (-73) ; ვარლამ ლიპარტელიანი (-90), მამაკაცთა ეროვნული ნაკრები
ბრინჯაო (1): ამირან პაპინაშვილი (-60)

user posted image

მინსკი 2019 - ძიუდო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა (განთესვის ნომერი)

-60
ამირან პაპინაშვილი (#1)
ლუხუმ ჩხვიმიანი (#3)
-66
ვაჟა მარგველაშვილი (#1)
ბაგრატ ნინიაშვილი (-)
-73
ლაშა შავდათუაშვილი (#2)
-81
ლუკა მაისურაძე (-)
-90
ბექა ღვინიაშვილი (#8)
-100
ვარლამ ლიპარტელიანი (#1)
+100
გურამ თუშიშვილი (#1)

-57კგ
ეთერ ლიპარტელიანი (-)
-70კგ
მარიამ ჭანტურია (-)

მამაკაცთა და ქალთა შერეული ნაკრები

წარმატებები !!!


* * *
--------------------------------------

user posted image


--------------------
★ ★ ★ ★ ★ ★
nocs_13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5623
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 10 Jun 2019, 17:42  #54789059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანუ ევროპის ჩემპიონატის მაგივრად ეს იქნება?
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6606
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 13 Jun 2019, 11:51  #54801808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ანუ ევროპის ჩემპიონატის მაგივრად ეს იქნება?


დიახ.... წელს ეს იქნება....
iverieli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6992
წევრი No.: 54332
რეგისტრ.: 25-February 08

გამოგზავნილია: 13 Jun 2019, 12:03  #54801864      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები.

მოგვესმინოს საქართველოს ჰიმნი


--------------------
ვარ ვინმე უცხო, ყარიბი,
ამა სიტყვისა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი,
მონა ვარ მისი მუდამჟამ
და მისი შემამკობელი
Scoffield
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12328
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 13 Jun 2019, 12:28  #54801982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერ მივხვდი ანუ მარტო ძიუდოში ჩატარდება ? სხვა სპორტის სახეობაში არა ?
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6606
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 13 Jun 2019, 13:27  #54802302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვერ მივხვდი ანუ მარტო ძიუდოში ჩატარდება ? სხვა სპორტის სახეობაში არა ?


სხვა სპორტის სახეობებშიც....
მათ შორის ძიუდოშიც...
bernabeu7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1499
წევრი No.: 207747
რეგისტრ.: 17-September 15

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 12:58  #54806908      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მარიამ ჭანტურია აღარ მიდის, რატომღაც 63-ში მისცეს ლიცენზია და არა 70-ში, ჩვენებს მიუმართავთ შეცვალეთო მაგრამ უარი მოუვიდათ, მერე იმაზე მიწერეს თუ 63-ში გვაძლევთ ლიცენზიას მაშინ მზია ბებოშვილს მიეცითო და ამაზეც უარი უთხრეს. სხვათაშორის მარიამ ჯანაშვილმაც მიიღო ლიცენცია 52-ში მაგრამ სამბოში გამოდის.
Scoffield
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12328
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 13:47  #54807101      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩვენი დელეგაციის შემადგენლობა არ დევს არსად ?






//////////////////////
bernabeu7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1499
წევრი No.: 207747
რეგისტრ.: 17-September 15

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 14:10  #54807205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6606
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 16:25  #54807959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მარიამ ჭანტურია აღარ მიდის, რატომღაც 63-ში მისცეს ლიცენზია და არა 70-ში, ჩვენებს მიუმართავთ შეცვალეთო მაგრამ უარი მოუვიდათ, მერე იმაზე მიწერეს თუ 63-ში გვაძლევთ ლიცენზიას მაშინ მზია ბებოშვილს მიეცითო და ამაზეც უარი უთხრეს. სხვათაშორის მარიამ ჯანაშვილმაც მიიღო ლიცენცია 52-ში მაგრამ სამბოში გამოდის.


ჯერ ერთი, ლიცენზიას იღებს კონკრეტულად სპორტსმენი და არა ეროვნული ფედერაცია.... აქედან გამომდინარე, მოთხოვნა მზია ბებოშვილს მიეცითო, დაუსაბუთებელი და შეუსრულებელი....
მეორე, ლიცენზიას იღებს კონკრეტულ წონაში მოგროვებული ქულების მიხედვით და არა ძიუდოისტის სასურველ წონაში.... აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ჭანტურიას -63 კგ-ში მოპოვებული ლიცენზია, მიეცით ლიცენზია -70 კგ-ში, ასევე დაუსაბუთებელი და შეუსრულებელი....
არა მგონია, ძიუდოს ფედერაციას იმედი ჰქონოდა თავისი თხოვნების შესრულებისა თხოვნის გაგზავნის დროსაც კი......
* * *
თუ არ მეშლება, ჭიდაობის სხვა სახეობებში ლიცენზიას ეროვნული ფედერაცია მოიპოვებს და არა კონკრეტული სპორტსმენი...
bernabeu7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1499
წევრი No.: 207747
რეგისტრ.: 17-September 15

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 16:51  #54808129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanakari
ხოდა საქმე მაგაშია, როგორ მოიპოვა ლიცენზია, როცა ბებოშვილს უკეთესი პოზიცია აქვს 63 კილოში. რაღაც აფსურდია. თან საქმე იმაშია რომ რეალურად ლიცენზია არ მოუპოვებია მარიამ, ვირაცებმა უარი თქვეს და თამაშის ორგანიზატორებმა მიიწვიეს. მაგრამ რა ლოგიკით მიიწვიეს სპორტსმენი 63 კილოში როცა წელიწადზე მეტია სხვა წონაში გამოდის, თან მაშინ როცა იმ კონკრეტულ წონაში იმავე ქვეყანას უკეთესი რეიტინგის მქონე სპორტსმენი ყავს.

This post has been edited by bernabeu7 on 14 Jun 2019, 16:55
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6606
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 17:09  #54808213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
sanakari
ხოდა საქმე მაგაშია, როგორ მოიპოვა ლიცენზია, როცა ბებოშვილს უკეთესი პოზიცია აქვს 63 კილოში. რაღაც აფსურდია. თან საქმე იმაშია რომ რეალურად ლიცენზია არ მოუპოვებია მარიამ, ვირაცებმა უარი თქვეს და თამაშის ორგანიზატორებმა მიიწვიეს. მაგრამ რა ლოგიკით მიიწვიეს სპორტსმენი 63 კილოში როცა წელიწადზე მეტია სხვა წონაში გამოდის, თან მაშინ როცა იმ კონკრეტულ წონაში იმავე ქვეყანას უკეთესი რეიტინგის მქონე სპორტსმენი ყავს.


ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს მიიწვიეს.....
თუ ძიუდოისტზე რეიტინგში წინმდგომები იტყვიან უარს მონაწილეობაზე, მას მიწვევის გარეშეც ერგება ლიცენზია....
თუ ე.წ. "ველურ ბარათზეა" საუბარი და ამის საფუძველზე პერსონალურად მიიწვიეს, ვინაიდან სულ ერთი პოზიცია აშორებს ლიცენზიას -70 კგ-ში, მაშინ მიმწვევი წყვეტს, რომელ წონაში ვინ მიიწვიოს....
პირველ შემთხვევაში ერგება და მეორეში, კეთილი ჟესტი გააკეთეს...
* * *
https://s3.eu-west-3.amazonaws.com/eju-prod...5Q1srAQ2Y5P.pdf

აქ არის მოცემული ლიცენზიების მქონენი და რეზერვები და იქ ბებოშვილი საერთოდ არ არის რეზერვშიც კი....
* * *
მე-2 ევროპული თამაშების დებულებიდან ირკვევა, რომ ძიუდოისტმა იმისთვის, რომ მიიღოს ლიცენზია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ 2 ტურნირზე უნდა იასპარეზოს.....
ბებოშვილს ბოლო ერთი წლის მანძილზე 2019 წლის 8 აპრილის მდგომარეობით მხოლოდ ერთ ტურნირზე აქვს მონაწილეობა მიღებული და შესაბამისად გამოეთიშა ლიცენზიას, რაც ერგო ავტომატურად ჭანტურიას...
* * *
To be eligible to participate at MINSK 2019all athletes must have competed in a minimum of two (2) tournament, counting towards the IJF World Ranking List (WRL) during the European Games Qualifying period ending by 8 April 2019.

This post has been edited by sanakari on 14 Jun 2019, 17:13
ძამა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3436
წევრი No.: 219533
რეგისტრ.: 9-June 16

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 18:32  #54808653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბევრზე ბევრი მედლები ჩვენ
შემომეფიქსირდა................
solo-solo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5773
წევრი No.: 84417
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 23:38  #54809971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს განაახლეს ევროპის თამაშების შემადგენლობა, კაცებში სულ 11 ძიუდოისტი შეიცვალა, აქედან 5 ებრაელი (საინტერესოა რატომ).
ამ თერთმეტიდან ექვსია აღნიშვნის ღირსი: 66 - შმაილოვი, ფლიკერი; 81 - მუკი, რესელი; 100 - პალტჩიკი; +100 - სასონი.

უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ევროპის თამაშებზე შემდეგი განთესვა იქნება:

60 კგ:
1. PAPINASHVILI - 8. LESIUK / 4. TSJAKADOEA - 5. MCKENZIE; 2. GARRIGOS - 7. KHYAR / 3. CHKHVIMIANI - 6. VERSTRAETEN

66 კგ:
1. MARGVELASHVILI - 8. SHIKHALIZADA / 4. GOMBOC - 5. SHAMILOV; 2. VIERU - 7. GAITERO MARTIN / 3. ZANTARAIA - 6. LOMBARDO

73 კგ:
1. ORUJOV - 8. MOGUSHKOV / 4. HEYDAROV - 5. GJAKOVA; 2. SHAVDATUASHVILI - 7. IARTCEV / 3. MACIAS - 6. BUTBUL

81 კგ:
1. DE WIT - 8. CHOUCHI / 4. KHUBETSOV - 5. IVANOV; 2. CASSE - 7. WIECZERZAK / 3. ALBAYRAK - 6. EGUTIDZE

90 კგ:
1. SHERAZADISHVILI - 8. GVINIASHVILI / 4. MEHDIYEV - 5. KUKOLJ; 2. TOTH - 7. TRIPPEL / 3. MAJDOV - 6. VAN T END

100 კგ:
1. LIPARTELIANI - 8. IDDIR / 4. FONSECA - 5. ZANKISHIEV; 2. KORREL - 7. NIKIFOROV / 3. FLETCHER - 6. GASIMOV

+100 კგ:
1. TUSHISHVILI - 8. SARNACKI / 4. HEGYI - 5. GROL; 2. KRPALEK - 7. TASOEV / 3. MEYER - 6. KOKAURI

This post has been edited by solo-solo on 15 Jun 2019, 00:09
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25747
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 15 Jun 2019, 00:45  #54810206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanakari
QUOTE
ჯერ ერთი, ლიცენზიას იღებს კონკრეტულად სპორტსმენი და არა ეროვნული ფედერაცია.... აქედან გამომდინარე, მოთხოვნა მზია ბებოშვილს მიეცითო, დაუსაბუთებელი და შეუსრულებელი....

მანდ სხვა რამეა: თუ 63-ში გვაძლევთ, მაშინ ბებოშვილს მიეცითო, რადგან მაგ წონაში ჭიდაობს და რეიტინგშიც წინაა ჭანტურიაზეო.
QUOTE
ბებოშვილს ბოლო ერთი წლის მანძილზე 2019 წლის 8 აპრილის მდგომარეობით მხოლოდ ერთ ტურნირზე აქვს მონაწილეობა მიღებული და შესაბამისად გამოეთიშა ლიცენზიას, რაც ერგო ავტომატურად ჭანტურიას...

და ჭანტურიას აქვს 63-ში ნაჭიდავები?


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (36) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0274 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]