ნაციათა ლიგა შეიქმნა იმისთვის, რომ სანაკრებო თამაშები შეემცირებინათ იდეაში და რა თქმა უნდა, ფული გაეკეთებინათ, რადგან სულ უფრო უარესი ხდებოდა ,,პაუზები"
ნაციათა (ეროვნებათა) ლიგა (გადანაწილდა უეფას კოეფიციენტით)
,,ა დონის" გუნდებს შორის თამაშდება ,,ნაციათა ჩემპიონი" და გამარჯვებული მიიღებს სადღაც 25 მილიონამდე, მარტო მონაწილეობისთვის ჯგუფებში მიიღებენ 15 მილიონს (ჩვენნაირ ჯგუფებში სადღაც (მაქსიმუმ) 5 მილიონი, ასე გავიგე, არ ვიცი ზუსტად)
ჰოდა
ჯგუფის თამაშები გაიმართება:
სექტემბერში (6–8, 9–11), ოქტომბერში (11–13, 14–16) და ნოემბერში (15–17, 18–20)
+ არის 2 სხვა დღეც, როცა ნაკრებებს შეუძლია თავად მონახონ მეტოქენი და ითამაშონ, მეტი სანაკრებო თამაშები აღარ იქნება
პირველ ადგილზე გასულები ,,ფინალურ ოთხეულში" გავლენ: 1/2 ფინალები და მოგებული ფინალს ითამაშებენ, წაგებულები მე–3 ადგილისთვის. ეს ფინალები 2019–ის ივნისშია (5–9)
და როცა გაირკვევა ყოველი ჯგუფის პირველადგილოსანი, მაშინ აირჩევენ ამათ შორის მასპინძელს...
გავიმეორებ, ა დონე: 4 ჯგუფია სულ და თითოში 3 გუნდი, აი გერმანია–საფრანგეთი–ჰოლანდია არის ,,სიკვდილის" და ბელგია ყველაზე მარტივია
რაც შეეხება სხვა დონეებს, ეგენი თამაშობენ იმისთვის(აც), რომ პირველზე ვინც გავა, შემდეგი ნაციათა ლიგისთვის უკვე 1 დონით დაწინაურდება...
საქართველოს აქ მაინც ,,არ უნდა გაუჭირდეს" და შემდეგი ნაციათა ლიგისთვის თუ 3 გუნდიანში მოხვდა სუსტი მეტოქეებით, არც ეგ ჩანს რაღაც სასწაული დასაძლევი
უკეთესი ამხანაგურებისთვის ვიბრძვით ასე ვთქვათ
მაგრამ
ნაციათა ლიგა მარტო ამხანაგურები არაა, ამ ტურნირით 4 გუნდი გავა ევროზე...ევრო რჩება ძველებურად, ანუ იქნება წილისყრა: 5 გუნდისგან შემდგარი 5 ჯგუფი და 6 გუნდისგნ შეემდგარი კიდევ 5 ჯგუფი
ანუ სულ 10 ჯგუფი შეიქმნება და პირველ–მეორე ადგილოსნები მოხვდებიან ევროზე
წილისყრა 2019–ის მარტშია როგორც მივხვდი – დამიზუსტებთ? და თამაშები სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში)
20 გუნდი მოხვდება ევროზე + 4 გუნდი მოხვდება ნაციათა ლიგიდანანუ ადრე რომ იყო პლეიოფები ,,საუკეთესო მერაღაცადგილოსანთა შორის" და მსგავსი, ეგ გაუქმდა
და აი
აქ მთავარი ჩემი შეკითხვა, ნაციათა ლიგის ვინ 4 გუნდი?ვერ მივხვდი ამას...
გავიგე მხოლოდ ის, რომ ა დონე, ბ დონე, ც დონე და დ დონიდან იქნებიან ის გუნდები, რომლებიც ,,ჩვეულებრივ საკვალიფიკაციო ჯგუფებში" ჩარჩნენ
ანუ, გაიმართება წილისყრა, შედგება 10 ჯგუფი და ერთ–ერთში შეიძლება ჩარჩეს სიტყვაზე ჰოლანდია
ჰოდა ამ ჰოლანდიას ან იგივე
საქართველოს, შეუძლია ნაციათა თასით მოხვდეს ევრო–2020–ზემაგრამ აი აქ ვერ გავიგე, სულ რამდენი გუნდი გაითამაშებს ამ 4 საგზურს?
ასე იქნება?
ა დონიდან 4 საუკეთესო (რომლებიც ევრო–საკვალიფიკაციოს ,,10 ჯგუფში" ჩავარდნენ)
ბ დონიდან 4 საუკეთესო (რომლებიც 10 ჯგუფში ჩავარდნენ)
ც დონიდან 4 საუკეთესო (რომლებიც 10 ჯგუფში ჩავარდნენ)
დ დონიდან 4 საუკეთესო (რომლებიც 10 ჯგუფში ჩავარდნენ)
სულ 16 ნაკრები (რომლებიც 10 ჯგუფში ჩავარდნენ)
როგორ დაწყვილდებიან ან დაჯგუფდებიან, 4 საგზური რომ მოიპოვონ?
პ.ს. ყველანაირად შევეცადე მაქსიმალურად გასაგებად ამეხსნა, ვისაც უკეთ შეუძლია ახსნას
ერთი ისაა, რომ ,,ნაციათა ლიგა" სხვაა (ამხანაგურებია) და ,,ევრო–საკვალიფიკაციო" სხვა, ანუ ძველად რაც იყო ის...
უბრალოდ, ,,ამხანაგურებითაც" შეიძლება ახლა ევროზე გაღწევა...
* * *
ერთა–ლიგა, ელემენტარული სახელიც ვერ ვთარგმნე
* * *
ახლა ვნახე ქართული საიტები და ,,დ დონის პირველი ადგილი" პირდაპირ ხვდებაო ევროზე
მაგრამ 99%–ით ეგრე (სამოთხე სუსტი გუნდებისთვის) არაა...ანუ ა, ბ, ც და დ დონეებმა მერე უნდა გაითამაშონ ეგ 4 საგზური
მე როგორც გავიგე–დავწერე, 16 გუნდი გაითამაშებს...