დროშა
გერბი
ფოთი, პორტი შავ ზღვაზე, საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავში. ქალაქის ტერიტორია შეადგენს 69 კვ. კმ-ს, მოსახლეობა – 47149. (1990 წ. დაახლოებით)
ქვეყანა-საქართველო
რეგიონი-სამეგრელო
კოორდ.-42°09′00″N 41°40′00″E
წინა სახელები-ფაზისი
მოსახლეობა -53 000 კაცი (2007წ)
დროის სარტყელი- UTC+3
ტელ. კოდი- +995 493
ქალაქი ფოთი არის ანტიკური ფაზისის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა ძვ . წ. VII საუკუნეში და იგი მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს წარმოადგენდა. მიწათმოქმედების, ხელოსნობის, საფეიქრო, კერამიკული და სხვა დარგების განვითარებამ ანტიკური ქალაქი ფაზისი კოლხეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ცენტრად აქცია. ქალაქი თავისი კულტურითაც იყო ცნობილი. აქ ფუნქციონირებდა რიტორიკული სკოლა – ფაზისის აკადემია. ძველი ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის სიტყვებით ფაზისში თავს იყრიდა 60 ტომი.
კაპიტალიზმის განვითარებამ ფოთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკვანძო სატრანსპორტო ქალაქად აქცია. 1858 წელს ფოთი გამოცხადა საპორტო ქალაქად. 1871 წელს კი გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო ხაზი: ფოთი-შორაპანი. ფოთსა და თბილისს შორის რკინიგზის ხაზის გაყვანამ მისი მნიშვნელობა ძალიან გაზარდა. იგი ახლაც რჩება საქართველოს საზღვაო კარიბჭედ.
იგი მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში ქალაქი გაიზარდა და სრულიად შეიცვალა იერსახე. აშენდა ახალი საცხოვრებელი მასივები, სამკურნალო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტულ-ტურისტული ბაზები. ფოთი გახდა კოლხეთის ჭაობების დაშრობისა და ათვისების სამეცნიერო ცენტრი. ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდია, გ.ჩიტაიას სახელობის კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმი და მრავალი სხვა დაწესებულება. ქალაქი არის ფოთის ეპარქიის ცენტრი.აქ არის ნავთობგადამამუშავებელი, გემთმშენებლობის, გემთშემკეთებელი, კვების მრეწველობის საწარმოები.
This post has been edited by esamocdasamiamg on 17 Sep 2011, 00:02