სრული რეპერტუარი ლიგელთა "ანზაკის ტესტის" პირველ ტაიმში ზელანდიამ ბევრი უტია,
მაგრამ მეორეში ავსტრალიამ იძალა და 20 ქულით გაიმარჯვა >>>
http://Qaflan.netai.net/2013/ანზაკის ტესტი ტრადიციულია და მსოფლიო ომებში დაღუპულ ოზთა და კივთა ხსოვნას ეძღვნება. წელს თამაში ჩატარდა ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში, რომელიც 100 წლისა მოიყარა. მასპინძლებს რესურსი ამოუწურავი აქვთ, სტუმრებს კი აკლდნენ ბენჯი მარშალ, საიმონ მენერინგ და თვით ნარაგბალი სონი-ბილ ვილიამს’ი.
13-კაცა რაგბის მმართველი რლიფ’ი უცნაურობით ირბ-ს აჭარბებს: თუ ელიტარულ "ეროვნულ ლიგაში" (ნრლ) შეცვლა ათია და თანაც როტაციული, ტესტები არქაული წესებით ტარდება - თამაშს ორის ნაცვლად ერთი რეფი სჯის და თითო-ჯერადი შეცვლაც ოდენ ოთხია, რაც ერთობ ანელებს რაქიდან ოვალის გამოსვლასა და ბურთაობასაც.
ლოგო, სთრიმი, ობობასამაგიეროდ, გონება-გახსნილია ნრლ: იმიჯის გასაახლებლად ლოგო შეცვალა და ავსტრალიურად ააფერადა; აკრძალა ერთობ სახიფათო დაცვითი ილეთი "მხრით დაჯახება, შოუს მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად კი უცხოელთათვის შემოიღო მთლად მუქთი, ფრიადი ხარისხის სთრიმინგი:
http://new.livestream.com/nrlკადრის ზომა 720 x 400 წერტია და მთელ ეკრანზე იწელება; თამაშს უცქერ ცოცხლად, დასრულების შემდეგ კი ჩანაწერი იქვე არქივდება და ინახება; ნებისმიერ დროს შეგიძლია გადახვევ-გადმოხვევა; გინდ ლაივისა და გინდაც დაარქივებულ სთრიმს ჩამოტვირთავ "ფაიარ ფოქსის" "დაუნლოუდ ჰელპერ’ით და "დივიდი დისკზეც" ჩაწერ.
ყოველ თამაშს წინ უძღვის გემრიელი შესავალი; კამერებს დაემატა "ობობა,
რომელიც შეტევას ფრონტულად მიყვება და კომპუტერული თამაშის ეფექტს ჰქმნის,
რეპერტუარი კი სრულია: ნრლ-ის 199-ვე მატჩი,
http://stats.rleague.com/rl/seas/2013.html#ladსამივე "სთეით ოვ ორიჯინ" (ივნის-ივლისში)
http://qaflan.netai.net/2012/M7/06_ORIGIN.htmდა კანტი-კუნტად სანაკრებო ცოდვილობანიც.
სამჯერ გაწბილებულნიავსტრალია და ზელანდია 1908 წლიდან ლიგაობენ. კანბერის ტესტი რიგით 126-ე იყო (აქამდე 93-29*3) მალევე ჰავბექი ქუპერ ქრონქი ახლოს წაეპასავა ბურჯ მეთ სქოთს და ლელოში შევარდა.
მერე გაუქმდა მარბიელ სემ თაიდეის ლელო, რაკი გარემარბ ბრეთ მორისს აწეულის აღებისას წინ თამაში დაუდგინდა, ტაიმის ბოლომდე კი ტელი-რეფმა სამჯერ გააწბილა სტუმრები:
დაასკვნა, მარბიელმა ალექს გლენმა დამიწებისას ბურთი დაკარგაო; ჯეისონ ნაითინგეილმა გზა შეუკრა მბოჭავსო; ქიარან ფორანის გადაკიდებულის აღებისას კი ფრენქ პრიჩარდს წინ დაუვარდაო.
კალათბურთული პასისამართალმა პური ბოლო შეტევაში ჭამა - ჯოშ ჰოფმანმა პრიჩარდის შეგორებული იხელთა და ტაიმი 6:6 დასრულდა. მესამე მეოთხედში ბილი სლეითერის დაგდებული გრეგ ინგლისმა დადო, პოლ გალენს ეპატია ბლოკი, ტელი-რეფმა ლელო ჩათვალა და კივები წახდნენ.
ჰოდა, კენგურუებმა უმალ სამიც გაიტანეს: ლუქ ლუისის რეიდის შემდეგ სლეითერმა კალათბურთულად უპასა მორისს; იმავე ლუისმა გალენის მოკლე გადაცემით იხეირა, დარიუს ბოიდმა კი "ნულოვან ბოჭვაზე" ჯონათან სერსთონის ფრთისკენ გაგორებული აიღო.
რაგბი-ლიგის "ანზაკ ტესტ"ქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1
ავსტრალია 32:12 ზელანდიაავს: სლეითერ ბოიდ ინგლის (გედლი 70) ჰოჯის ბ.მორის
<6-7> სერსთონ ქრონქ /
სქოთ (მაილზ 14) სმით^კაპ ტამოუ;
ბერდ თაიდეი (ლუის 53) გალენ (ვოთმოუ 28) -
6ლ: ქრონქ ინგლის მორის ლუის ბოიდ ჰოჯის; 4გ: სმით
ზელ: ჰოფმან პერეთ ქენი-დაუალ ფარე ნაითინგეილ
<6-7> ფორან^კაპ ჯონსონ /
ბრომიჩ (მატულინო 18) ლუქ ვერეა-ჰარგრივზ (მაკქენდრი 50)
პრიჩარდ პროქთორ (თეილორ 20, ჰარის 53) გლენ -
2ლ: ჰოფმან პრიჩარდ; 2გ: ჯონსონ
რეფ კლაინ (ავს) @ კანბერა (25 628)
6:0(7) 6:6(40) /
12:6(52) 16:6(54) 22:6(60) 26:6(62) 32:6(75) 32:12(79)
ვიდეო >>
პირველი
https://acrossthetasman.com/attachment.php?...98&d=1366385921მეორე
https://acrossthetasman.com/attachment.php?...99&d=1366389040"სთეით ოვ ორიჯინ">> ქვინზლენდი - ახალი სამხრეთი უელსი
სამ-სამი კვირის შუალედით, ოთხშაბათობით,
ჩვენებურად დღის ორზე (13.45 საქ)
5/06 სიდნეი (ასუ, 26/06 ბრისბენ (ქზლ, 17/07 სიდნეი (ასუ)
@