axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
წერილები: 26937
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#36447990 · 16 May 2013, 16:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთის აღზევება
ეკუთვნის კიდევაც. რუსეთი დედამიწაზე ყველაზე დიდი ქვეყანაა რუსებს იმდენი და იმდენად მაღალხარისხიანი მწერლები და კომპოზიტორები ჰყავთ, რომ ყველა დედამიწელი განათლებული ადამიანი თავისი სიცოცხლის არანაკლებ 1000 ჯადოსნური საათისა იყო რუსი. რუსეთი არის იმ ერის ქვეყანა, რომელიც ერთადერთია თეთრკანიან ერებს შორის, რომელიც ზანგებს უწევს კონკურენციას ოლიმპიადებზე. რუსებს ნობელის პრემიანტთა 1000ეული ყავთ, ყველა განათლებული მეცნიერი უმაღლეს განათლებასთან ერთად ეცნობა არანაკლებ 100 უდიდეს რუსს, რომელთაც მის არჩეულ მეცნიერებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. უცხოპლანეტელს ადამიანთა გასაცნობი 10 ტომი რომ გავუგზავნოთ, მინიმუმ ერთი ტომი რუსეთს დაეთმობა რუსეთი მთელი დანარჩენი მსოფლიოს საპირწონე იყო 60 წლის განმავლობაში და ცოტა დააკლდა, რომ ალფა მამრი არ გამხდარიყო დედამიწაზე.
რუსი საუკეთესო ჯიშია, ის არამარტო სპორტშია სუპერწარმატებული, არამედ გლობალური აღიარება აქვს როგორც სილამაზის მწვერვალს, სლავთა და მონღოლთა ჰეტეროზისით საუკეთესო ჯიში შეიქმნა. მსოფლიო აღიარებს რუსთა მნიშვნელოვანობას, ჭკვიანობას, სილამაზეს, და პლიუს, პიროვნული ურთიერთობისთვის ღიაა, უფრო მეტად, ვიდრე ჩინელთან, ინდოაზიელთან, მუსულმან არაბ-სპარს- თურქთან. რუსეთი ფლობს ნახშირწყალბადების უზარმაზარ მარაგს, რომლის ფასიც სულ უფრო და უფრო გაიზრდება დედამიწაზე და მსოფლიომ იცის, რომ მომავალში უფრო დამოკიდებული იქნება რუსეთზე.
დანარჩენმა მსოფლიომ რუსეთის შიშით შექმნა ნატო და დღესაც კმაყოფილია, რომ ერთად აღემატება რუსეთის ძალას და იმპერიალისტურ ჟინს და ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მსოფლიო პოლიტიკას ისევე როგორც ბოლო 5 დეკადის განმავნობაში, მომავალი 5 დეკადის მთავარ მისიად რუსეთის ჩარჩოებში დატოვება ევალება.
ის ამაზე მუდმივად ზრუნავს. უხდის ფულს ნატოს ( საწევროს), ქმნის ათასგვარ მექანიზმს რუსეთის ექსპანსიის შესაჩერებლად. იცავს საკუთარ ხალხს რუსეთის ხიბლისგან, ამისათვის სისტემატიურად ქმნის რუსეთის მამხილებელ ფილმებს, დიდი ობიექტივით აკვირდება რუსულ ნიუსებს, რათა სასაყვედურო წამოსაძახებელი არ გამორჩეს, რათა თავისი მოსახლეობა იყოლიოს რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად მზად. ჩამოთვლაც არ უნდა, ჰოლივუდმა არანაკლებ 300 მეტნაკლებად წარმატებული ფილმი აჩვენა მთელ მსოფლიოს, სადაც რუსეთი მტერია, რუსი კი მსოფლიო ბატონობის მანიით შეპყრობილი ჭკვიანი და ბოროტი მტერი.
ეს სტრატეგიაა, რომელსაც არ ეღალატება, იმიტომ რომ საფრთხე რეალურია, რუსეთს 70 წელი ჰქონდა გაცხადებული მიზანი, მთელს მსოფლიოში მისი ქვეშევრდომი კომუნისტური მთავრობების დასმა, და ეს მას დიდი განუხრელი წარმატებით გამოსდიოდა 1990 წლამდე. რუსეთის გავლენა არამხოლოდ 14 მოკავშირე რესპუბლიკაზე, არამედ მის მიერ ჰიტლერისგან "გათავისუფლებულ" ნახევარ ევროპაზე, შემდეგ კი აზია აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, კარიბების ქვეყნებზეც გავრცელდა. მინგისტუ ჰაილე მარიამი, სადათი, სანდინო, ჰონეკერი, ჩაუშესკუ, ბაბრაქ ქარმალი, ფიდელ კასტრო, წითელი კხმერები, თამილელი ვეფხვები, არაფატისტები, დედამიწის არცერთ კუნჭულს არ ეძინა მშვიდად წითელი საფრთხის ახლო სუნთქვის ხმით შეშინებულს. კომუნისტური პარტიები ბობოქრობდნენ საფრანგეთში, იტალიაში, ბრიტანული პროფკავშირები რუსების ორგანიზებითა და ფულით მეაშახტეთა ერთთვიან გაფიცვებს აწყობდნენ. ეს ისტორიაში არ წამიკითხავს, ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა 20 წლის წინ.
080808 ომის შემდეგ ამ გლობალური ლაგენდა ნარატივის ახალი თავი გაიხსნა, საინტერესო, დეტექტიური მარცვლით, ინტრიგით.
ერთის მხრივ მსოფლიო ოფიციოზის მტკიცე სოლიდარობა პატარა ქვეყანას, რომელიც თავისი მიწისა და ღირსებისთვის რუსეთთან ომში შევიდა,
და
მეორე მხრივ ჰოლივუდი, რომელიც მის წიაღში ისტორიაში პირველად დაწყებულ ტენდენციას ინტენსიურად ტირაჟირებს- შეიქმნა 4-10 ფილმი, სადაც რუსი მოკავშირეა, მისი დახმარება აუცილებელია რაღაც უფრო დიდი მტრის მოსაგერიებლად.
ფაქტია რომ რუსეთმა ომით ღირსების ქულები დაიგროვა. ეს არ აირეკლა საერთაშორისო პოლიტიკაზე ( ჯერ), მაგრამ გამოჟონა ჰოლივუდური განწყობით.
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტენსივობით რუსეთის ხიბლში ბევრი ელიტარული ქვეყანა ჩავარდნილა. დღეს ამერიკის ჯერია. ეს ტალღა საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გაორმაგდება.
ჩვენმა საპარლამენტო არჩევნებმა ამერიკელთათვის ყველაფერი დაალაგა: "ეგ ქართველები მერყევი და არასანდო ხალხია, მათ რუსეთი უკეთ იცნობს, არც ღირს თავის გადაკვლა 5 მილიონიან, ანუ უმნიშვნელო მოკავშირეობაზე, ვეცდები დავიცვა საკუთარი ინტერესი - ნავთობ და გაზსადენი საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან ზომიერი და პრაგმატული პოლიტიკით, ეგ ტერიტორია ჩემი ემოციების ღირსი არ აღმოჩნდა, კიდევ კარგი რომ მეტად არ გავფიცხდით 080808 ომის დროს, თორემ ახლა ვიქნებოდით შერცხვენილები რუსებთან".
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პერსონაჟი რომელმაც 080808 ომის შედეგად ასევე მიიღო ღირსების ქულები, როგორც რუსეთმა. ეს საქართველოა. საქართველოს ღირსების აღიარების სიტყვები რომელიც საქართველოს ევროპელმა პოლიტიკოსებმა უთხრეს ( სარკოზი თბილისში, ბუში, ობამა, ჰილარი კლინტონი ეტქ) შეიძლება ვერ მიეღო სხვა ქვეყანას 5 ჯერ მეტი მსხვერპლის გაღების შემთხვევაშიც. საქართველო მსოფლიოს ჯილა, ფავორიტი გახდა. მასზე დადეს ფსონი, მისი წარმატებულობა საკუთარი ქვეყნის თუ პირადი პოლიტიკის მიზნად მიიჩნიეს. გლობალურად საჩვენებელი ლეგენდა- პატარა თავისუფლებისმოყვარე ერზე, რომელიც დიდი ნაბიჯებით მიიწევს წარმატებისკენ მიუხედავად რუსეთის მიერ უსამართლო იმპერიული აგრესიისა, ამუშავდა. საქართველოსადმი სენტიმენტები თბილისის მერის არჩევნების შემდეგ გაორმაგდა - ანუ ეს ხალხი ომზე პასუხისმგებლობას ღებულობს? ანუ ჩვენიანია?
ევროპას ქართველებისგან მტკიცე პასუხი არ მოუსმენია, მან მხოლოდ ალბათობა დაინახა რომ ამ ქვეყანას ჯიგარი გააჩნდა, და საქართველო მას შემდეგ 2 ჯერ გააძლიერა. საჭირო იყო რომ ერს უკვე საპარლამენტო არჩევნებზე აეღო პასუხისმგებლობა ომზე. წინ კიდევ ბევრი სურპრიზი გველოდა. მაგრამ ეს გლობალური სცენარი მისმა უდიდებულესობა ქართველმა უჩინარმა და უსახელო ხალხმა ხელში ჩაიგდო და გვარიანად აბურდა.
გმირი ჯიუტი დაჩაგრული პატარა, ავტორმა მომრევის მიმართ მომბოდიშებელ მოლუღლუღედ, ხოლო გამომსარჩლებლების მიმართ უმადურ სუბიექტად აქცია. მთავარი ისტორიული მნიშვნელობის შემფასებელი ევროპაამერიკელები არიან. მათ მოუწევთ ბალანსირება საკუთარი ქვეყნის პოლიტიკოსებისა და ჰოლივუდის რუსოფილურ ტრენდს შორის. საქართველოს შეეძლო ამ ქვესტის ახსნა გაეადვილებინა მათთვის, მაგრამ ვერ შეძლო, პირიქით. ქართველებმა ამ ევროპისთვის სასარგებლო ლეგენდის ფუნდამენტური პოსტულატები გააცუდეს.
This post has been edited by axalirevolucia on 16 May 2013, 17:07
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|