- ბატონო გია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანცელარიაში თქვენ და კოკა ყანდიაშვილმა დაიბარეთ სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები, მავანთა აზრით, თქვენ უკვე სარეკლამო ბიზნესის კონტროლს ცდილობთ…
- ეს არის სრული აბსურდი. დიახ, ყანდიაშვილთან ნამდვილად იმყოფებოდნენ სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები. როგორც მე ვიცი, ეს შეხვედრა სწორედ მათი ინიციატივით შედგა, აინტერესებდათ ამ მიმართულებით სახელმწიფო ტენდერების პროცედურა და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულების მენეჯმენტი.
- თქვენ არ დასწრებიხართ შეხვედრას?
- ამ შეხვედრაზე შევედი ორიოდე წუთით. მე იქ მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობა არ მიმიღია და საერთოდ, არც ვიცი, კონკრეტულად რაზე იყო ლაპარაკი. შევედი ერთადერთი მიზნით - როგორც ხედავთ, პირდაპირ ლეგენდა ლეგენდაზე იქმნება ჩემ შესახებ, შესაბამისად, ჩემამდეც მოვიდა ხმები, რომ ვიღაც ცდილობს, ახლა სარეკლამო ბიზნესის დაპატრონება დამაბრალოს. სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ არავის დაუჯერონ და თუ ჩემი სახელით ვინმემ სპეკულირება სცადა, მაშინვე შემატყობინეთ-მეთქი. სხვა არავითარი ურთიერთობა მე ამ სარეკლამო კომპანიებთან არ მქონია. ეს ხმებიც იმ ბინძური კამპანიის ნაწილია, რაც უკვე კარგა ხანია დაიწყო და მიმდინარეობს. რაღა დაგიმალოთ, ჩემზე განხორციელებული შეტევის მასშტაბურობა მეც კი მაკვირვებს. ამან უკვე სისტემატური ხასიათი შეიძინა. ხომ ცხადია, რომ ამის უკან სერიოზული ინტერესჯგუფი და ფული დგას. კილაძე და ამირეჯიბი მხოლოდ ინსტრუმენტები არიან ვიღაცის ხელში...
სრულად:
http://www.kvirispalitra.ge/politic/17117-...epatronebi.html