მეც გილოცავ, მრავალს დაესწარით
კაი საქმეა, მარა ჩემის მოკლე ჭკუით ცოტა სხვანაირად გაკეთება უფრო მომგებიანი იქნებოდა:
ახლა ის რომ "გამოგვიგზავნეთ ნიჭიერი ბავშვების ჩანაწერები" - ეს არის გარანტირებული შარი და თავის ტკივილი, რადგან როგორც მოგეხსენებათ საქართველოში ყველა დიდიან პატარიანად ვართ ნიჭიერები და ზარმაცები
, პლიუს ყველა ყვავს თავის ბახალა მოწონს, რაღა იქით წავიდე აგერ ცოცხალი მაგალითი: ჩემს ბავშვს ჯერ ენა არ ამოუდგამს, რაღაც მელოდიას (მეცო თუ რაღაც ეგეთი იყო ჩართული, მოკლედ...) ვითომ ღიღინით აყვა (არა და შიოდა და მაგას ჩიოდა მგონი
), ჰო და ავტეხეთ იმწამსვე - ეგაა. სმენა აქვს (იასნია ეგეც დავამტკიცეთ რომ აბსოლუტური ექნება რომ გაიზრდება), ვსიო დიდი მუსიკოსი გამოვა. ბებია, ბაბუამ ვაბშე დაგლიჯა - მამამის უნდა აჯობისო
(გეგონება მამამისმა სულ კრამიტები აყარა Covent Garden-ში
).
ჰო და უყურე ახლა:
ვისაც რაიმე შეხება აქვს მუსიკასთან რომელიმე მუსიკალურ სასწავლებელთან მაინც იქნება კავშირში, ახლა კერძოდ მოსიარულე იასნია რომ "შავი ტყე... თეთრი ტყე..." და ეგეთი რამეები იქნება და არც გჭირდებათ, სპონსორის პოვნა და პირიქით სასწავლებლების დავლა არ გირჩევნიათ?
თქვენთან რა მუსიკაც მოვა უმეტესად იქნება "ინიციატივიანი ხალხის", იასნია ნიჭიერი ბავშვები მაგათ გარშემოც არის, თან ბევრი (მაინც ნიჭიერები ვართ რა...
), მარა ვაი და უარი წაგიცდა სადმე, ხომ გამოგლანძღეს იმსამსვე: "ჩაწყობითაა ყველაფერი... ჩემი ლიზიკო არ ჯობია იმ მუგუზალივით შავი ბავშვია როა იმას, ჯერ რას გავს?! ცარიელი ყურებია და ა.შ. (თან შენგან დამოუკიდებლად ეცოდინება რომ იმ ბავშვმა "გაიმარჯვა" და თან ეგეთია)"
თან ახლა დათიკო არ თქვა, რომ ცოტა მოზრდილი რომ იყოს ჩემი ბალღი და რაიმე ნამეტანი "პრაწივნად" რომ დაეკრა, უკმეხად უარით გამომისტუმრებდი (იასნია მეც არ მოვიყვანდი, მარა ჰიპოტეტიურად ვიმუსაიფოდ
)
რავი მე მგონი ინიციატივის აღება სჯობს ხელში და თვითონ ძებნა, მეც და თქვენც გინახავთ ისეთი ნიჭიერი ბავშვი რომ mp3-ს გამოგზავნის კი არა მასწავლებლის ფული არ აქვს ოჯახს და თქვენამდე როგორ მოაღწევს?
რაღაც ნამეტანი ვიპროფესორე ახლა მე
, მარა რავი იქნება გამოგადგეთ ეს რჩევაა თუ რაც არის.
ჰო და, თუ რამე დაგჭირდეთ მიგულეთ თქვენს გვერდით, ბავშვებს ვეძებ, ჯერ არ მიპოვია, არ აქვთ მშობლებს მაგის დრო, სადოღრიალო იყო ახალ წლებზე ბევრი.