Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > პანიკური აშლილობა, პანიკის შეტევა


Posted by: DrJohnes 23 Apr 2019, 22:33
პანიკური აშლილობა (panic disorder) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს განმეორებადი პანიკის შეტევები, ხოლო პანიკის შეტევებს შორის მუდმივად აქვს მოსალოდნელი პანიკის შეტევის შიში.

პანიკის შეტევა ხასიათდება მრავალი ნიშნებით, რომელთაგან არ არის სავალდებულო ყველას არსებობა. ესენია ტახიკარდია, სუნთქვის გახშირება, ჰაერის უკმარისობა (ჰიპერვენტილაცია, დისპნეა), გულისრევის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში, თავის ტკივილი, სიკვდილის ან/და გაგიჟების გაძლიერებული შიში, დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, კიდურების და/ან სახის დაბუჟება, პირის სიმშრალე და სხვ.

პანიკური აშლილობის ეტიოლოგია (წარმოშობის მიზეზი) უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე განსხვავებული თეორია მათ შესახებ. წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიურიც. დადგენილია გენეტიკის დიდი როლი პანიკური აშლილობის განვითარებაში, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე ისეთი გარემო ფაქტორი, როგორიცაა ფსიქოლოგიური ტრავმები.

პანიკური აშლილობა შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად ან თან ახლდეს რომელიმე ფსიქოლოგიურ პათოლოგიას. ერთი რიგი მეცნიერებისა თვლის, რომ პანიკის შეტევებს იწვევს გარკვეული ნივთიერებების დისბალანსი ტვინში, ხოლო მეორე რიგი მეცნიერებისა (ფროიდის ჩათვლით) თვლის, რომ პანიკის შეტევის მიზეზი ფსიქიური ტრავმაა ან რეპრესირებული სურვილები, უფრო მეტად კი ისინი, რომლებიც ბავშვობის პერიოდში იქნა გადატანილი.


მკურნალობა მრავალი სახისაა, მედიკამენტური (ბენზოდიაზეპინები, ანტიდეპრესანტები), ფსიქოთერაპია (უმრავლეს შემთხვევებში ესაა კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, ცხოვრების სტილის მნიშვნელოვანი შეცვლა, ნატურალური საშუალებები და სხვ.


ყველაფერი რაც ზევით დავწერე არის საყოველთაოდ აღიარებული აზრი.

რაც შეეხება ჩემს აღმოჩენებს და აზრს...

1. პანიკის შეტევები 2 სახისაა: სიტუაციური და სპონტანური. ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ორივესაც. სიტუაციურია, როდესაც პანიკის სიმპტომები იწყება გარკვეული ტრიგერის არსებობის შემთხვევაში, მაგ.: თუ ადრე ადამიანს გადატანილი აქვს ცუდი ინციდენტი ძაღლთან დაკავშირებით, შესაძლოა მას ძაღლის დანახვისას, სუნის შეგრძნებისას ან რაიმე სახით ინტერპრეტირებისას განუვითარდეს პანიკის შეტევის სიმპტომები, რამაც შეიძლება მიიყვანოს პანიკამდე. სპონტანური შეტევის დროს ადამიანი შესაძლოა საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობდეს და ამ დროს უცაბედად და მოულოდნელად განვითარდეს პანიკის შეტევა.

2. პანიკური აშლილობის განვითარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული კანაბის (პლანის) მოხმარებასთან.

3. პანიკის შეტევა არის ბუნებრივი ნორმალური მოვლენა, როცა ის დაკავშირებულია გარკვეულ შიშის წყაროსთან, მაგ.: ლომის ახლოდან დანახვის დროს (თუ ის გალიაში არ არის) დიდი ალბათობაა, რომ ადამიანს გაუჩნდეს პანიკა. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანს ბუნებრივად განუვითარდა ეს დაცვითი მექანიზმი, პანიკის დროს გული ჩქარდება, რომ სისხლის მეტი რაოდენობა მიეწოდოს ორგანოებს, იმატებს ოფლიანობა, რომ გააგრილოს ორგანიზმი და ამზადებს ადამიანს 1 წამში გასაქცევად ან საბრძოლველად. ანუ პანიკის შეტევა არის ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ნორმალური მოვლენა, რომელიც ასახავს მის დაცვით ფუნქციას - რეალური საფრთხის არსებობისას უმოკლეს დროში გადაიყვანოს ადამიანის ორგანიზმი გაქცევა/შებრძოლების რეჟიმში.

4. როდესაც არ არსებობს რეალური გარე საფრთხე და ადამიანი მაინც განიცდის პანიკის შეტევას, ამას ფსიქოლოგიაში ეძახიან ფსიქოპათოლოგიას. თუმცა, ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა არასწორია. პანიკის შეტევის დროს მხოლოდ გარე საფრთხის არსებობა არ არის აუცილებელი. პანიკური აშლილობის დროსაც საფრთხე ადამიანისათვის რეალურია, ვინაიდან პანიკის სიმპტომების გამოვლენის დროს ადამიანს ჰგონია, რომ კვდება და/ან გიჟდება, ხოლო ეს მისთვის წარმოადგენს საფრთხეს, რასაც მიჰყავს იგი ბუნებრივ მექანიზმამდე - პანიკის შეტევამდე.

5. პანიკის შეტევა ადამიანისათვის არის ყოვლად უსაფრთხო. მისგან სიკვდილი შეუძლებელია, რადგან ამ დროს ორგანიზმი ყველაზე უფრო დაცულია, ყველაზე უფრო მომზადებულია.

6. პანიკური აშლილობა არის წრედი, რომლის დროსაც პანიკის შეტევის შიშით ადამიანს ემართება შემდეგი პანიკის შეტევა. პანიკური აშლილობა ეს არის შიშის შიში, ეს შიში შემდეგ იწვევს უფრო მეტ შიშს, რომლის დროსაც გამოიყოფა ადრენალინი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ პანიკის შეტევის სიმპტომებს, ხოლო ეს სიმპტომები თავის მხრივ, იწვევენ უფრო მეტ შიშს. თუ ადამიანი მოახერხებს ამ წრედის ნებისმიერ საფეხურზე შიშის შეჩერებას, შეჩერდება პანიკის შეტევაც.

7. მართალია პანიკის შეტევის დროს იზღუდება რაციონალური აზროვნება, მაგრამ დამიჯერეთ, რაციონალური აზროვნება ერთადერთია, რაც აგარიდებთ მომავალ პანიკის შეტევას. პანიკის შეტევის სიმპტომის გაჩენისთანავე აუცილებელია, რომ არ ავყვეთ შიშს და მიღებულ იქნას ეს სიმპტომი ისე როგორც არის. მას არ შეუძლია რაიმე ზიანის მოყენება და თუ არ შეგვეშინდება ის მალევე გაივლის.
ამდენად, თავად პანიკის შეტევის აცილება შეიძლება მარტივად, რაციონალური აზროვნებით, თუკი ნებისმიერ ცუდ აზრს ან შეგრძნებას მივანიჭებთ "უბრალოდ შიშის" სტატუსს და მისი არ შეგვეშინდება.
რაც შეეხება განკურნებას, ასეთ დროს უნდა ვისაუბროთ იმ სიმპტომების აღმოფხვრაზე, რომლებიც იწვევენ შიშს და შედეგად - პანიკის შეტევას. ერთი-ორი პანიკის შეტევა კი უკვე გადაიზრდება პანიკურ აშლილობაში, რაც თავის მხრივ, მალე იწყებს აგორაფობიას - ყველაზე ცუდ შემთხვევაში სახლში ჩაკეტვასა და გაუსვლელობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პანიკის შეტევის გადატანის შიშის გამო.

ანუ სქემა ასეთია:

პანიკის სიმპტომი >>>> შიში >>>> უფრო მეტი ან/და ძლიერი სიმპტომი >>>> პანიკის შეტევა>>> პანიკის შეტევის შემდგომი შიში >>>>განმეორებითი პანიკის შეტევა >>> პანიკური აშლილობა >>>> აგორაფობია ან/და დეპრესია


ახლა მთავარია კითხვა, რა არის პანიკის სიმპტომი და რატომ გვიჩნდება ის იმთავითვე?

პასუხი არც ისე მარტივი და ცალსახაა, თუმცა ისევ ჩემი აღმოჩენებითა და დაკვირვებებით დავადგინე მნიშვნელოვანი რამ:

პანიკური სიმპტომი ეს არის იმ სიმპტომთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, თუმცა ყველა მათგანის ცალკეულად არსებობა არ იწვევს პანიკის შეტევას, არამედ მხოლოდ რამდენიმე. ესენია: გულისმხრივი ან სუნთქვისმხრივი სიმპტომები, დეპერსონალიზაცია/დერეალიზაცია, სიკვდილის/ცუდად გახდომის შიში.

რატომ გაგვიჩნდა ეს სიმპტომი იმთავითვე?

პასუხი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ყველა შემთხვევაში კომპლექსური მიდგომაა საჭირო. შესაძლებელია ეს ძლიერმა ან/და ხანგრძლივმა სტრესმა გამოიწვია. ეს სიმპტომები ასევე სტრესის სიმპტომებიცაა, მაგრამ თუ თქვენ ვერ უკავშირებთ რაიმე ტრავმატულ მოვლენას თქვენს შეტევებს, მაშინ საქმე სწორედ თქვენს არაცნობიერშია, ბავშვობაში გადატანილ ფსიქიურ ტრავმებსა ან რეპრესირებულ სურვილებშია. იმისათვის, რომ განიკურნოთ, აუცილებელია მიაკვლიოთ სიმპტომების წარმოშობის მიზეზს თქვენს არაცნობიერში. არაცნობიერი გესაუბრებათ სწორედ ასეთი სახით. არსებობს ასეთი გამოთქმაც "what mind represses, body expresses". ჩვენი არაცნობიერი ისეა მოწყობილი, რომ დისკომფორტის ჟამს არასასიამოვნო ენაზე გვესაუბრება, ესაა ფსიქოსომატური დაავადებები, ალერგიები, წყლული, პანიკის შეტევის სიმპტომები და სხვ.
გამოიცანი და გაარკვიე რა აწუხებს შენს არაცნობიერს და შენ იპოვი ჯადოსნურ წამალს პანიკური აშლილობისაგან განკურნებისათვის.

იმისათვის, რომ გაიგო რა უნდა არაცნობიერს, ჩაერთე რომელიმე ფსიქოთერაპიაში, ესაუბრე პროფესიონალს, გაარკვიე ჰიპნოზის მეშვეობით, ან უბრალოდ მოუსმინე შენს გონებას.
კარლ იუნგის თანახმად არაცნობიერი ჩვენ გვესაუბრება ჩვენი სიზმრების მეშვეობით, ხოლო სიზმრების სწორი ახსნით შესაძლებელია გავიგოთ რა გვინდა სინამდვილეში, რა გვაწუხებს და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ჩემი დაკვირვებით, ეს არის პანიკის შეტევის გადალახვის ქვაკუთხედი: გადალახე სიკვდილის შიში და დაამარცხებ პანიკურ აშლილობას.

დაელოდეთ ჩემს შემდომ ინფორმაციას.
იმედი მაქვს თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო.


ამასთანავე გაცნობებთ, რომ მე მინდა გამოვიკვლიო ეს საკითხი, რომ აღმოვაჩინო საუკეთესო საშუალება პანიკური აშლილობის წინააღმდეგ. ამისათვის გთხოვთ, ჩაერთოთ ჩემს გამოკვლევებში და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.
დაწერეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ, რით დაიწყო, როდის, როგორ განვითარდა, რა იღონეთ და თუ დაამარცხეთ, რა დროში და როგორ, ასევე დაწერეთ, პანიკის განკურნებიდან რა დრო გავიდა.
© medhelp

გირჩევდით ასევე ჯანი ფრანცესეტის შესანიშნავ წიგნს - "პანიკური შეტევები"

Posted by: White_Shark 23 Apr 2019, 22:58
ფიქსირება ......
მოკლედ თითქოს ცოფის შიში გამინელდა ეხლა აივის შიში ამეკვიტა ისევ

Posted by: xifati11 24 Apr 2019, 00:50
White_Shark
პოსტები წავიკითხე და თითქოს ამბობ, რომ ძაღლმა თუ ჩამიარა ვიზმენდები ხომ არ მიკბინაო? ნაკბენი ხომ დაგეტყობოდა ან გეტკინებოდა? რატომ ფიქრობ რომ გიკბინა?

Posted by: White_Shark 24 Apr 2019, 21:01
xifati11
საქმე იმაშია რომ გონება ყველაზე ცუდ ვარიანტს მტენის ანუ იკიდებს ყველა რაციონალურ აზრს და მაიძულებს რომ დავიჯერო რომ მიკბინა

Posted by: xifati11 25 Apr 2019, 00:28
White_Shark
დიახ, მაგრამ რომ დაითვალიერებ სხეულს და არ არის ნაკბენი, არც სისხლი და არც ნაკაწრი, მაინც გგონია რომ გიკბინა?
მე მაგალითად გონების დაკარგვის შიში მაქვს ყოველ წამს, და ამის გამოხატული სიმპტომებიც არსებობს ხოლმე დღის განმავლობაში: შეგრძნება რომ გული ფეხებთან ჩაგივარდა, თავში ჩარტყმის შეგრძნება და ა.შ.

Posted by: White_Shark 25 Apr 2019, 00:37
xifati11
მაინც ვერ ვაჯერებ გონებას
ეხლა წამლებს ვიღებ და თითქოს ცოტა უკეთ ვარ

Posted by: shavi_kheli 25 Apr 2019, 17:18
White_Shark
Ra wamlebs svam?
.........................


Posted by: White_Shark 25 Apr 2019, 17:25
shavi_kheli
1 ესციტალოპრამი
2 დეპაკინი
............
რა ხდება რო ?

Posted by: shavi_kheli 25 Apr 2019, 17:29
White_Shark
Da diagnozi ra gaqvs?

........................

QUOTE
რა ხდება რო ?

Damainteresa
Sheni sashveli Rom AR arsebobs saukuneebia


Akviateba da bipolarulis maniakalurs shoris mgoni gansxvavebaa.

Gadmocema michirs sitkvebit
Magram orivenairi mkavs nanaxi da aris sxvaoba.

Posted by: White_Shark 25 Apr 2019, 17:35
shavi_kheli
1 გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
2 ქრონიკული დეპრესია
3 ობსესიები

Posted by: shavi_kheli 25 Apr 2019, 17:40
White_Shark
Saintetesoa.

Shen is xar Xom mteli sheni cxovreba Rom AR gimushavia da xan tavad xar Tavis mkurnali xan ra
Nikebs icvli da
Yvela nikit xelaxla atrialeb plastinkas.

Posted by: White_Shark 25 Apr 2019, 17:44
აკვიატება არის ძალიან ცუდი რამ smile.gif ჩათვალე რომ ადამიანმა რაციონალური აზროვნების უნარი დაკარგე და კონკრეტულ შიშ ემორიჩილები სრულად

Posted by: shavi_kheli 25 Apr 2019, 18:11
Dzaglma mikbina
Shidsi gadamdes da a. Sh.

Anu vigac dagdevs gerchis da a. Sh.

Da AR mesmis xolme amas obsesiashi ratom tvlian.

Shen Rom ambobde Rom dedamiwa samkutxedia, magram mrgvaliao - kidev xo

Posted by: White_Shark 25 Apr 2019, 18:24
shavi_kheli
მაგას ბოდვა ქვია უკვე და სულ სხვა რამეს ახასიათებს smile.gif
* * *
ისე ცოტა აგდებულად ხომ არ მესაუბრები ??
რო ვიცვლი ნიკს მერე რა რო ??

Posted by: Tornike Alashvili 25 Apr 2019, 23:41
DrJohnes https://forum.ge/?f=15&showtopic=34986112&st=1905

წინა თემაში კითხვა დასვით როგორ ფსიქოტიპეს აქვთ ნიკოტინზე ისეთი რეაქცია , რომ პანიკური შეტევები განვითარდეს. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება ამ საკითხში და ვეცდები დავაჯამო. ბოლო პაციენტი მყავდა გელზემიუმის ტიპის. არსებობს თვითონ ტაბაკუმის ტიპიც და ისინი ყველაზე უფრო მგრძნობიარენი არიან . ყოფილან აკონიტის ტიპის ასევე ფოსფორის.ან კალციუმ ფოსპორიკუმის- მაგრამ ესეც ფოსპორის ჯგუფში შედის. მაგრამ საქმე რაშია. დაუშვათ პაციენტი არის აკონიტის ტიპის და მშვენივრად რეაგირებს ამ პრეპარატზე, მაგრამ ბოლომდე შიშები არ ეხსნება სანამ -1 არ შეეშვება ნიკოტინს და 2 ჩატარდება მკურნალობა ტაბაკუმით. პირიქით - თუ ტაბაკუმით დავიწყებთ -კიდევ უფრო უკვეთესი შედეგია. არის პაციენტები,რომელთაც ვერც არსენიკუმით ვერც აკონიტით, გელზემიუმი თუ არგენტუმ ნიტრიკუმით ვერ მოუხსენით შიშებიმ სანამ ტავაკუმი არ ჩავატარეთ( ესენი არიან ტაბაკუმის ტიპის)

https://forum.ge/?f=15&showtopic=35088553 - მაქვს ასეთი თემაც - მინდა ჯერ სხვების აზრიც მოვისმინო და პირადი გამოცდილება საკუთარ თავზე თუმდაც

რაც შეეხება მექანიზმებს - ადრენალინის ჭარბად გამოყოფას უწყობს ხელს როგორც ჩანს ნიკოტინი. ასევე თავბრუ იწვევს ხშირად შიშის შეგრძნებას ან ახლოსაა მათი ცენტრებიც

დავგუგლოთ ჯერ რაშაზე -
ესენი ვერ გარკვეულან https://vk.com/topic-7704380_25428383
ზოგი ფსიქოლოგი ასეთ სისულელეებსაც თავაზობს https://zen.yandex.ru/media/psyholog_su/vozmojny-li-panicheskie-ataki-i-vsd-posle-kureniia-5bc53b42f4355200abcab0ff

აქ კი ცოტა აზრზე არიან https://propanika.ru/panicheskie-ataki/kurenie-i-panicheskie-ataki/

პაციენტები უფრო ზუსტად აღწერენ პრობლემას ვიდრე ექიმები იძლევიან კომენტებს - https://v1.fobii.net/node/782
ზოგს უმწვავდეპა პა სიგარეტის თავის დანებების შემდეგ https://ne-kurim.ru/forum/threads/brosil-kurit-nachalis-panicheskie-ataki.55925/

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ოტია იოსელიანი - მინახავს როგორ გახდა ცუდათ 20-30 წუთი რომ გავიდა და არ ქონდა სიგარეტი მოწეული. ფერი დაკარგა , ქანავი დაიწყო. მეგონა ჯერ გვიანია და ეძინება თქვა.უთხარი-დაისვენეთ,ხვალ მოვალ და მერე გავაგრძელოთ- თქო . - სიგარეტი ამომიტანე მაღაზიიდან -ო. მივხვდი რომ ამის გამოთ იყო ცუდათ . სირბილით ჩავედი სუპერმარკეტში და 2 პაჩკა ქემელი ამოვარბენინე. მეშინოდა მარტო არაფერი მოუვიდესო. მოწია თუ არა ფერზეც მოვიდა და კიდევ 1 საათი ვიყავით ღამის 2 საათამდე. იყო დრო 6-7 თვით დავანებებინე თავი ჰომეოპათიით(ონკოლოგიის გამო) მაგრამ ისევ დაიწყო,რომ მოძლიერდა. მას არ ქონდა პა , მაგრამ ვეგეტოდისტონია ნამდვილად უნვიტარდებოდა ლომკის დროს

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 00:07
Tornike Alashvili
Homeopati xar?


Ooo gmerto chemo basas kolega kopilxar lol.gif lol.gif

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 00:10
shavi_kheli ხდება ზოგჯერ old.gif

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 00:16
Tornike Alashvili
An Iqneb konkurentebic xart da ertmaneti gejavrebat lol.gif lol.gif


Xo da Isa Rom AR gavaoffo

Dr Jones AR agrovebs gamocdilebas, egetebi AR ainteresebs, eg arigebs aqet


biggrin.gif

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 00:21
shavi_kheli
რომ დაარიგო -უნდა მოიპოვო.

ძალიან კარგადაც დაინტერესდა თორემ არ მე დავწერდი ამდენს



#54557883 ბოლო პოსტი აქ https://forum.ge/?f=15&showtopic=34986112&st=1905

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 00:23
Tornike Alashvili
Tabakumi genzeliumi da a. Sh. Ras nishnavs?


Gkitxa da mito dawere?tu saidan moitane Rom dainteresda?

Saswauli


lol.gif

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 00:27
http://www.curamediana.ge/anbani9.html
http://www.curamediana.ge/portretebi6.html

აქა ნახავ რასა ნიშნავს

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 00:33
psyxo

Telefonit var da ver vakopireb da vsvam

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif



Cimicifuga – ციმიციფუგა
ჩამრგვალებული ქალი. პრეკლიმაქსურ ასაკში. მხდალი. აწუხებს რევმატიზმი. პერიოდულად იპყრობს სევდა


Cudad var lol.gif

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 00:34
shavi_kheli https://forum.ge/?f=15&showtopic=34986112&st=1905 წინა თემის დაბოლოებას ხომ ხედავ


Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 00:37
Tornike Alashvili
Eg shen ginda Rom magas aintetesebdes da shen uziarebde ragaceebs da ikot dadaqmebul dakavebuli msoflio sevdit.

Eg sheni fantaziaa.


lol.gif


Davamatebdi Rom sheni enciklopediit CALCAREA
CARBONICA tipia


lol.gif

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 00:40
shavi_kheli
ვინც რასაც ამბობს - მის თავზეო.

smile.gif smile.gif

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16039414

https://www.youtube.com/watch?v=f75qe4GEw3c

როდესც შეფასებას აკეთებ რამის -ჯერ დაფიქრდი. საკუთარზე ხომ არ საუბრობ

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 00:44
Tornike Alashvili
Ramdeni ragaceebi, wignebi da kidev Ramdeni tavari gilagia iq taroebze

Dzaan qaosuri tipi chanxar.


Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 00:48
shavi_kheli
რამდენი რამ თქვი ახლა საკუთარ თავზე.

ფანტაზიორი. ქაოსური

მოკლედ სულფურს გირჩევდი

https://www.youtube.com/watch?v=GDFATmzb6gA

მეც ახლოს ვარ - სულფურ
ჰიდროგენიუმი

მაგრამ ეს ახალი პრეპარატია და ასე ყველგან ვერ წაიკითხავ

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 00:52
Tornike Alashvili
Inglisuri AR vici me

Ras ambobs raze vimkurnalo?

2014 Wels aris Video atvirtuli, raga axali

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 00:54
ქართული ხომ იცი&

http://www.curamediana.ge/anbani13.html

http://www.curamediana.ge/portretebi5.html

ან რუსული https://fil.wikireading.ru/64181

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 00:59
Tornike Alashvili
Es googlit targmne?

Teqsti mainc gagemarta,

ranairad weria titqos lolitas da janas dawerili teqstia.

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 01:03
shavi_kheli
მე არ მითარგმნია
და ალბათ 20 წლის წინანდელია . მაგრამ აზრი მაინც გადმოიცემა. ახალი გამოვა მალე - ალბათ 10 წელიწადში

ტექსტს კი ნუ აფასებ - პრეპარატი როგორ მოგწონს &

თემას რომ დაუბრუნდე- არის ზოგჯერ ამითაც მკურნალობენ ფობიებს

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 01:10
QUOTE
პრეპარატი როგორ მოგწონს &

Sulfur – სულფურ (გოგირდი)
კანის ქავილი და წვა. მოქავება იწვევს ქავილის შემსუბუქებას და იწვევს წვას. სიცხის შეგრძნება. ავადმყოფს აქვს „წვის“ შეგრძნება ტერფებში, ამიტომ ყოფს მას საბნიდან გარეთ. ავადმყოფს ძინავს გორგალივით მოკუნტულს. გამოიყენება როგორც სათადარიგო საშუალება, როდესაც შესაფერისი (იდეით) საშუალება არ გვეხმარება. განწყობილება უარესდება ღამით, თბილ საწოლში და ხანგრძლივი გდომისას. მდგომარეობა უარესდება აგრეთვე ბანაობისას. გაუმჯობესება წინ და უკან ნელი სიარულისას.



Momewona dzalian. up.gif




Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 01:11
რაც შეეხება ცოფის, შიდსის და სხვა ამგვარი დაავადებების შიშს და აკვიატებებს - არსენიკუმ ალბუმ

Arsenicum

http://www.curamediana.ge/portretebi3.html

4-5 დღის წინ პაციენტმა მთხოვა მიმეცა ეს წამალი. მე სულ სხვა რამ მქონდა დანიშნული და გამიკვირდა -რატომ -თქვა. ადრე დამალევინე და 30 წუთში მომოხსნა უამრავი შიშები // ვნახე ანკეტაში და მართლაც. ისე დამამშვიდა - სულ ვიცინოდი, ძილშიც კი-ო. განმეორებით დოზებმა მეტი ასე არ იმოქმედა-ო . -ახლა გააქვს შიშები? -არა / -რად გინდა აბა? - სვებს ვაძლევ და იმდენი მყავს მომადლიერებულიო. ძალიან გამიკვირდა , მაგრამ ფაქტი ფაქტია . გავაფრთხილე - ერთი დოზის მეტი არ მისცე და ისეთებს , ვისაც შიშები აქვთ ახლობლების გარდაცვალების შემდგომ.

თუ თავად მოხვდა ავარიაში ან გულის შეტევა ქონდა ან სიკვდილს ჩახედა თვალებში და ამ ნიადაგზე დაეწყო ფობიები - აკონიტია წამალი

Posted by: xifati11 26 Apr 2019, 01:17
ფსიქოთერაპევტების აზრით - თუ რაიმე სომატურად გამოხატული ჩივილი გაქვს, უნდა მოუსმინო შენს ორგანიზმს, გესაუბრება და გაფრთხილებს პრობლემის შესახებ.
მაგ: ყური გიგუბდება? - რაღაცის მოსმენის ან გაგონების სურვილი არ გაქვს.
ჩემს შემთხვევაში, მაქვს წამიერი ყანყალები)), თითქოს მყარად არ ვდგავარ მიწაზე.
ფსიქოლოგიურად ამჟამად იმდენად დაშლილი ვარ, თითქოს ჩემს თავს ვერ ვპოულობ, საერთოდ ვინ ვარ და სად ვარ. ზოგადად მგონია, რომ ფიქრიც კი არ შემიძლია, გადაკეტილი მაქვს.
რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ყანყალები და ჩემი ფსიქიკური არამდგრადობა ერთმანეთთან დაკავშირებული?
ნუ ამასთან ერთად, აკვიატებულ მდგომარეობაშიც ვარ, გამუდმებით ვაკვირდები ჩემს შეგეძნებებს, ეხლა როგორ ვარ, ხომ არ ვიქცევი, თავბრუ მეხვევა, თავი მტკივა... და ასე დაუსრულებლად.

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 01:52
xifati11
ვინ ვარ- კითხულობ .
თან არავინ . წესით არც არსებობ.
თან კი -უფლის შვილი. უფალი თავად ჭეშმარიტებაა და ყველა არსებულზე არსებული. (ზოგ არარსებულს გონია,რომ არსებობს და უფალი-პირიქით)
მისი ანარეკლები ვართ
პატარა.
უნდა უფალე ეძებო საკუთარ თავში და იპოვნი შენს თავსაც.

წინა გვერდზე საუბარი იყო ნიკოტინზე. თუ ეწეოდი და როგორ იტანდი

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2019, 01:55
Tornike Alashvili
Me veweodi da panikuri ashlilobis dros da xandaxan ki shemayanyalebda xolme.

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 01:57
shavi_kheli
ზოგი ვერც კი გრძნობს , რომ სიგარეტიდან ხდება ცუდათ და სიკვდილის შიში მის გამო ემართება. ამგვარი რამ გამოვლინდა მხოლოდ ტაბაკუმი - წამლის მიღების შემდგომ. ნიკოტინის თავის დანებებაც არ არის ხოლმე საკმარისი, ანდა უკვეთესია რა თქმა უნდა. უნდა გაწმენდაც მოხდეს მისგან და მერე უკვე დიდია განსხვავებაა

Posted by: უცნობი.მეგობარი 26 Apr 2019, 02:40
Tornike Alashvili
QUOTE
ზოგი ვერც კი გრძნობს , რომ სიგარეტიდან ხდება ცუდათ და სიკვდილის შიში მის გამო ემართება.

სიკვდილზე უარესი რაღაცები მემართებოდა აღარ დავწერ ახლა მეშვიდედ.
და სადღაც 1 კვირაა გადავაგდე სიგარეტი და მგონი მეშველა. ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რომ გამიარა. მაგრამ 6 თვის წინ მონაწევ პლანს ვაბრალებდი და რადგან ფორუმზე დაწერეს სიგარრტის ბრალიც შეიძლება იყოსო და რადგან დღეს მონაწევ სიგარეტზე ფაბრალება უფრო ლოგიკურია ვიდრრ 6 თვის წინ პლანზე, მგონი მართლა ასეა. ნუ პლანის მოწევამდე არაფერი არ მჭირდა მანამდეც ვეწეოდი სიგარეტს მაგრამ როგორც აქ თქვეს სიგარეტი პლანის მოქმედებებს აღვიძებსო ისევ და მოკლედ მგონი მეშველა ეს 1 კვირააა. ბოლომდე არა მაგრამ ისე აღარ ვარ. გამოვცოცხლდი იმენა დამიბრუნდა ცხოვრების მუღამი.


QUOTE
უნდა გაწმენდაც მოხდეს მისგან და მერე უკვე დიდია განსხვავებაა


ეს როგორ ხდება?

Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 23:12
უცნობი.მეგობარი
QUOTE
ეს როგორ ხდება?
ამით ხდება
https://www.boironusa.com/products/tabacum/

Posted by: White_Shark 27 Apr 2019, 00:26
საერთოდ არ ვერევი თქვენს კომპენტეციაში უბრალოდ რატომ ხართ დარწმუნებული რომ ქრონიკულად მიმდინარე მწვავე ობსესურ კომპულსიურ აშლილობას რომელსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება ესაჭიროება 30 წუთში მოაგვარებს რაღაც ბალახული წამალი ? smile.gif

Posted by: Tornike Alashvili 27 Apr 2019, 00:40
White_Shark
არ მე არ მინდა კამათი. -ისე კარგად დაიწყეთ
QUOTE
საერთოდ არ ვერევი
და ბალახი არ გამოგივიდათ. ამიტომ ცოტას მეც არ ჩავერევი -
ჰომეოპათია რა არის ბალახ-ბულახი.war.gif
30 წელია ვმუშაობ და ათასობით პაციენტისთვის ფობიები მაქვს მოხსნილი ყოველგვარი ხანგრძლივი ფსიქოტროპული მედიკამეტების გარეში


---------------------------------------------------------------------------------------------
ისე არც პაციენტებს არ მოწონთ გაუთავებელი. დაუმთავრებელი მკურნალობა.
მაგრამ გემოვნებებზე არ დაობენ , ვიღაცას ალბათ მოწონს .


DrJohnes
მოკლედ მაინც ჩამითრიე კამათში .
მე - დავასტოპე თუ თავად არ გაქვს რამე კითხვები

Posted by: უცნობი.მეგობარი 27 Apr 2019, 16:50
QUOTE
და სადღაც 1 კვირაა გადავაგდე სიგარეტი და მგონი მეშველა.

უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.
არ მეშველა facepalm.gif

Posted by: xifati11 27 Apr 2019, 19:20
სიგარეტს რაც შეეხება, არ ვეწეოდი როცა დამეწყო ეს ყველაფერი. შემდეგ ბოლო რამოდენიმე თვეა დავიწყე მოწევა და იმ მომენტში მშველის. მამშვიდებს

Posted by: White_Shark 27 Apr 2019, 19:43
მე თუ მკითხავთ სიგარეტს ყველაზე ნაკლები როლი აქვს ფსიქიკურ აშლილობებში , სიგარეტის მოწევა ზრდის ინფარქტის ინსულტის ფილტვების სიმსივნის კუჭის სიმსივნის და დიაბეტის რისკს

Posted by: დოჩანა 27 Apr 2019, 19:56
White_Shark
პანიკურად მეშინია ერთ ადამიანთან კონტაქტის
უბრალოდ ცუდად ვხდები როდესაც მისი ნახვა მიწევს

Posted by: Re-hanna 27 Apr 2019, 21:25
დოჩანა

ნეგატიური ენერგიის მქონე ადამიანებს მოერიდე.

Posted by: Fluminense 27 Apr 2019, 21:31
მატარებლით უნდა ვიმგზავრო მომდევნო 8 საათი. რა მეშველება არ ვიცი

Posted by: დოჩანა 27 Apr 2019, 22:03
Re-hanna
რაც შეიძლება ვერიდები, უბრალოდ მიწევს მაინც ხანდახან მათი ნახვა

Posted by: NinjaRacer 27 Apr 2019, 22:14
დოჩანა
რატომ გეშინია რომ თქვა, იმ დროს რაზე ფიქრობ მე მგონი დაგეხმარება ცოტა დაძლიო.

Posted by: დოჩანა 27 Apr 2019, 22:20
NinjaRacer
რავი არ ვიცი.
ფიზიკურად ვერ ვიტან მასთან ერთად ყოფნას

Posted by: NinjaRacer 27 Apr 2019, 22:40
QUOTE
ფიზიკურად ვერ ვიტან მასთან ერთად ყოფნას

მეც ვიყავი მასე ერთი პერიოდი. ის რა დამოკიდებულებაშია შენთან.

Posted by: Tornike Alashvili 28 Apr 2019, 11:03
დოჩანა

ვერ ვიტან - სხვაა და მეშინია - კიდევ სულ სხვა. უნდა დააკონკრეტო და რის შემდეგ დაიწყო




სიგარეტს რაც შეეხება - არის თემა ამაზე https://forum.ge/?f=15&showtopic=35088553 თითქოს აწყნარებს მაგრამ მერე აძლიერებს შიშებს და ქრონიკული ინტოქსიკაციისას ასევე თუ ორგანიზმი მგრძნობიარეა -საშინელებებს ატრიალებს .
ექიმებმა ეს საკითხი 99,9% შემთხვევაში არ იციან უბრალოდ

Posted by: დოჩანა 28 Apr 2019, 13:50
Tornike Alashvili
ვერ ვიტან და მეშინია და ვუფრთხი კიდევაც.
ხან ნორმალურად ვიტან
ხან ვერა
ეტყობა ჩემშია პრობლემა

Posted by: Tornike Alashvili 30 Apr 2019, 10:39
დოჩანა
ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა მაგრამ პანიკურ აშლილობებთან არავითარი კავშირი არააქვს. უნდა ფსიქოლოგი შეარჩიო და გაესაუბრო - გაანალიზო

Posted by: tekicho 30 Apr 2019, 11:21
დოჩანა
მე ვერ ვიტანდი , ვერც ახლა ვიტან, ერთ ადამიანს და იმის დანახვაზე სულ შეტევა მემართებოდა ან შფოთვა მიძლიერდებოდა. მერე დაკიდება ვისწავლე და აღარ მაქვს რეაქცია, როცა ვხედავ, ამიტომ ვერ დავეთანხმები ბტნ. Tornike Alashvili - ს , ძალიანაც კავშირშია, იმიტომ რომ უსიამოვნო გრძნობას გიჩენს, რომელიც შენში შფოთვას და მერე შეტევას იწვევს. ვისაც სხვა ადამიანის მიმართ ესეთი მძაფრი ზიზღი არ ქონია, ვერასდროს გაიგებს.
რაც შეეხება ნიკოტინს და აშლილობას, აი მანდ ვერ ვხედავ ვერანაირ კავშირს. პირველად რომ შეტევა დამემართა და სრულმა ისტერიკამ მომიცვა, მაშინვე დავანებე მოწევას თავი, ყავასაც კი უკოფეინოს ვსვამდი, ოღონდ კარგად გავმხდარიყავი, მაგრამ სულ ტყუილად. დაახლოებით, 20 დღე ვეწამე, შფოთვა და შეტევაც ისევ ყოველდღიური მქონდა, მიუხედავად ჩემი მცდელობებისა)) ამიტომ სანაგვეზე მოვისროლე უკოფეინო ყავა და ისევ ვიყიდე სიგარეტი. დღეს ერთ 7-8 ჭიქა ძლიერ ყავასაც ვსვამ და ერთ კოლოფსაც გეახლებით, მაგრამ მშვენივრად ვგრძნობ თავს smile.gif

Posted by: NinjaRacer 30 Apr 2019, 11:35
keticho
QUOTE
დაახლოებით, 20 დღე ვეწამე, შფოთვა და შეტევაც ისევ ყოველდღიური მქონდა, მიუხედავად ჩემი მცდელობებისა)) ამიტომ სანაგვეზე მოვისროლე უკოფეინო ყავა და ისევ ვიყიდე სიგარეტი. დღეს ერთ 7-8 ჭიქა ძლიერ ყავასაც ვსვამ და ერთ კოლოფსაც გეახლებით, მაგრამ მშვენივრად ვგრძნობ თავს 


ლოგიკა?
ყავა და სიგარეტი კარგია და შფოთვებს კურნავს?

Posted by: tekicho 30 Apr 2019, 11:38
ლოგიკა ის არის რომ შფოთვას არც იწვევს და არც აძლიერებს. კარგი რომ არ არის მაგაზე არავინ დავობს. სხვა რამე კურნავს, სიგარეტი და ყავა არ კურნავს)) მილიონჯერ დამიწერია რა გეხმარება და რა ვერ დაგეხმარება ამ მდგომარეობის დასაძლევად, ვისაც უნდა გაიგებს.

Posted by: დოჩანა 30 Apr 2019, 11:39
ყავა რომ მავნეა მაგაზე ორი აზრი არ არის. მე რაც ყავას დავანებე თავი, ერთი 3 თვე იქნება და აზარტის გრძნობაც შემიმცირდა , უფრო მშვიდი გავხდი და უკეთესადაც მძინავს.
ახლა თამაშს ვანებებ თავს მეექვსე დღეა თეთრი არ მითამაშია, შემდეგი ნაბიჯი სიგარეტი იქნება.
მე ერთხელ ღმერთს ვთხოვე თამაშზე და სიგარეტზე დამოკიდებულება მომიხსენი მეთქი, და ვიცი რომ ამისრულდება.
ეს ყველაფერი უკვე დაიწყო ყავაზე თავის დანებებით.

Posted by: NinjaRacer 30 Apr 2019, 11:42
keticho
ყავა წევს წნევას მაღლა და სისხლის მიწოდებას ანახევრებს ტვინში.
სიგარეტიც იგივეს.

პანიკური შეტევა რომ გაქვს და ამ დროს ყავას და სიგარეტს მოიხმარ.

შენზე თუ არ მოქმედებს უმეტესობაზე ცუდად მოქმედებს. შენ თუ გაგიარა შეტევებმა ეს სიგარეტთან და ყავასთან რა კავშირშია? rolleyes.gif

Posted by: tekicho 30 Apr 2019, 11:53
))) მოკლედ, არ ვარ ვალდებული რამე ავხსნა, თუმცა გარკვევით დავაფიქსირებ ვინც ვერ გაიგო: აქ წინა გვერდებზე პოწტები იყო ნიკოტინისა და პანიკურ აშლილობის ურთიერთდამოკიდებულებაზე, მე ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ დიახაც, სისულელედ მიმაჩნია, პირადი გამოცდილებით, ნიკოტინის ზეგავლენის პანიკურ აშლილობასთან რაიმე სახით დაკავშირება. თუ მანამ სანამ აშლილობა დამემართებოდა იმავე დოზით ვეწეოდი და ყავას ვსვამდი რა დოზითაც აშლილობის დროს, ან აშლილობის შემდეგ, ვერავინ დამაჯერებს, რომ ან ნიკოტინმა გამოიწვია, ან უზომო ყავის მოხმარებამ. იმ აშლილობას თავისი გამომწვევი მიზეზი ქონდა, რომელიც დამთავრდა, აღმოიფხვრა და გარკვეული დროის და ნერვების დასვენების შემდეგ გაიარა აშლილობამაც.
ვისაც რისი უნდა იმის სწამს და იჯერებს, მეტი არაფერი.

Posted by: NinjaRacer 30 Apr 2019, 11:56
keticho
ეგ სიგარეტი და ყავა რომ იწვევს აქ ყველა ნორმალურ და 60-ზე ზევით „IQ' მქონეს მიგვაჩნია სუსულელედ.


საქმე სხვა რამეშია.

როდესაც პანიკური შეტევები გაქვს ამ დროს ისედაც უკმარისობა გაქვს ჰაერის. ისედაც პულსი გაქვს 200-ი და სიგარეტიც და ყავაც არ უწყობს ხელს მაგ ამბავს.

თუ რამე ვერ გაიგე. შეგიძლია გაატარო.

Posted by: tekicho 30 Apr 2019, 12:05
NinjaRacer
რავიცი, სულ სხვა რამეს ამბობთ და მე სულ სხვა რამეზე ვწერ, სავარაუდოდ, თქვენ ვერ გაიგეთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რაას ნიშნავს და საჭირო არ არის აქ უსაგნო პოლემიკის გამართვა, მით უმეტეს, ცოტა უტაქტო ტონით.

Posted by: NinjaRacer 30 Apr 2019, 12:10
QUOTE
რავიცი, სულ სხვა რამეს ამბობთ და მე სულ სხვა რამეზე ვწერ, სავარაუდოდ, თქვენ ვერ გაიგეთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რაას ნიშნავს და საჭირო არ არის აქ უსაგნო პოლემიკის გამართვა, მით უმეტეს, ცოტა უტაქტო ტონით.


???????????????????????

Posted by: White_Shark 30 Apr 2019, 15:51
ძილის წინ დანიშნული მაქვს ზოლაფრენი 5 მგ ჩემი ფეხები ვერ ვიძინებ ვაბშე
უნდა შევაცვლევინო

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2019, 16:24
ყავა რა შუაშია აქ? ყავა იწვევს მარილების ჩალაგებას (სახსრებში) კენჭებს( ნაღველში და თირკმლებში) . შიშებს არ იწვევს თუ ვინმეს ზედმეტად მგრძნობელობა არააქვს .

ალბათ სიგარეტიც იმათში იწვევს შიშებს, ვისაც მომატებული მგრძნობელობა გააჩნიათ

Posted by: zurieli 30 Apr 2019, 17:27
გამარჯობათ,
ცოტას დავწერ მეც.
მსჯელობა და მიზეზების ძებნა ყოველთვის კარგია როდესაც რაღაც პრობლემის წინაშე დგას ადამიანი, თუ იპოვნი ეგრედ წოდებულ "მიზეზს" დაიჯერებ რომ ეგ იყო ყველაფრის გამომწვევი რაღაც დროით აუცილებლად გეშველება ამ მიზეზის დაძლევით. ეს ცნობილი და აპრობირებული მეთოდია პლაცებოს ეფექტი. სულ სხვა რამეს იღებ და სულ სხვა შედეგი დგება, მაგრამ ესე ერთ კონკრეტულ წრეში მოქცევა იმის რაც ჯერ ისევ ითვლება მსოფლიოს გამოწვევად მემგონი ცოტა არასწორია, ეს ჩემი პირადი და სუბიექტური აზრია.
მე როცა მქონდა შფოთვები 1.5 წელი არც ვეწეოდი და არც ყავას ვსვავდი, ვვარჯიშობდი კარგად ვიკვებებოდი და კარგად მეძინა მაგრამ შედეგი ვერ მივიღე, ეხლა ვიცი რატომაც მაგრამ ამის კიდევ და კიდევ რუტინულად აქ დაწერაც აღარ მინდა.
როცა რაღაცის დაძლევა გინდა ჯერ უნდა აღიარო პრობლემა, მერე ის რომ სუსტი ხარ ამ ყველაფერთან, მერე დაისახო მიზანი და ყოველგვარი შამანობის გარეშე დაიწყო საკუთარი თავის განვითარება, ასწავლე შენს ქვეცნობიერს ცნობიერთან კონტაქტი და ნუ გახლიჩავ აზრებს და რეალობას ერთმანეთისგან, იყავი მონდომებული, მიიღე ბევრი ინფრომაცია და დააკვირდი გარემოს, მალევე იპოვნი პასუხს ყველაფერზე, მაგრამ ჯერ აღიარება, მერე სურვილი და მერე მონდომება, აი ესაა წარმატების გასაღები.
მე არავის არ ვედავები რა რას იწვევს და რას როგორ უნდა მკურნალობა, უბრალოდ ამ საკითხზე უკვე იმდენი და იმხელა გამოცდილება მაქვს რომ როცა მოისურვებთ მაშინ შეგვიძლია დისკუსია ან სასიამოვნო ინფორმაციის გაცვლა მოვაწყოთ.
ეს ყველაფერი ისეთივე ილუზიაა როგორც ღამის კოშმარი და მას იმდენი ახსნა აქვს რამდენიც კოშმარულ სიზმარს.
ასე რომ დამშვიდდით და მეტი მონდომებით შეხედეთ მომავალს, თქვენ თავზე უკეთესი საყრდენი არარსებობს და ვერავინ გაიგებს ამ ყველაფერს სანამ ბოლომდე არ გაივლის.
წარმატებები ყველას

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2019, 17:39
zurieli

დაავადება საერთოდ ილუზიაა.
ანუ სამყარის და საკუთარი თავის არასწორი აღთქმა
მაგრამ ეს ხომ ქვეცნობიერების დონეზეა
ასე იოლია საკუღარი დელუზიების დანახვა-გამისწორება?

Posted by: zurieli 30 Apr 2019, 17:44
Anna Ricci
QUOTE
დაავადება საერთოდ ილუზიაა.
ანუ სამყარის და საკუთარი თავის არასწორი აღთქმა

რაღაც დოზით მართალია, მაგრამ მთლად ეგრეც არაა, ბევრია დაავადება რომელიც გინდა ადამიანს რომ იყოს ილუზია მაგრამ საწუხაროდ არაა.
ეს კონკრეტული შემთხვევა რასაც პანიკა ქვია ახსნილი და განმარტებული სრულად არსად არაა, იმდენი აზრია რამდენ ადამიანსაც აქვს, უბრალოდ ბაზა აქვს საერთო და ამის გამოსწორება და დალაგება შესაძლებელია. მე პირადად ვარ მაგალითი და ვიცნობ კიდევ ბევრს, აქ კიდევ იმიტომ ვარ რო როცა მე მიჭირდა დამეხმარა ხალხი და მეც იგივეს გავაკეთებ სანამ ამის შანსი მექნება.

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2019, 17:53
zurieli
QUOTE
გინდა ადამიანს რომ იყოს ილუზია მაგრამ საწუხაროდ არაა

მასტერ და მარგარიტაში რომაა ვოლანდთან დიალოგი იმის არ იყოს - რომელი დაავადება არ არის ილუზია? პოზვოლტე ვასს სპროსი ტ !

კარგია რომ გეშველად . და სურვილი გაგვთ სხვებს დაეხმაროთ. მაგრამ ისტინა დაროჟე

Posted by: zurieli 30 Apr 2019, 18:03
Anna Ricci
QUOTE
რომელი დაავადება არ არის ილუზია?

სამწუხაროდ ბევრია, ონკოლოგიური დაავადებები, ლეიკემია, ფიზიკური ტრამვები, ნაკლი.
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება მშვენიერია, იმდენად რომ მისგან ამ ყველაფრის მიღებაც შეიძლება ღირდეს))
QUOTE
მასტერ და მარგარიტაში რომაა ვოლანდთან დიალოგი იმის არ იყოს
. )))))

Posted by: Anna Ricci 30 Apr 2019, 19:07
zurieli
ონკოლოგია დიდი ხნის ბოღმის ტარების ბრალია. ან დათა თუთაშხიასავით სამართლიანობისთვის მებრძოლებს ემართებათ. კი არის გენეტიკური მიდრეკილებაც და კანცეროგენების გავლენაც. მაგრამ 70% დელუზიაა და არასწორი ემოციები. ბოღმა

ტრავმას რაც შეეხება - შედეგი -ანუ დაავადების მიმდინარეობა განწყობაზეა დამოკიდებული. ზოგს პატარა ტრავმა და პატარა ინფექცია ურთულდება. ზოგს კი -სეროზული გადააქვს და მძიმე სეფსისით მიმდინარეც

Posted by: tekicho 30 Apr 2019, 19:27
პანიკური შიშები მართლა მოკლებულია ყველანაირ ლოგიკას, ისევე როგორც შფოთვები, რომელიც, როგორც წესი, შეტევებს თან ახლავს. როცა გამოხვალთ მდგომარეობიდან მერე გაგეცინებათ რისიც გეშინოდათ იმის, რაზეც შფოთავდით იმისიც. იმაზეც გაგეცინებათ, რომ გეგონათ ყავა გულს გიჩქარებდათ, ან სიგარეტი გახრჩობდათ. კი, ნამდვილად ცუდია, ვნებს, მაგრამ მხოლოდ "ხორცს" და არა "სულს". ეს ფიზიკური სიმფტომები კი, რაც პანიკას ახლავს, რეალურია. შეგრძნებების დონეზე, მართლა ჩქარდება გულის ცემა, მაგრამ პულსი სხვა რამის დროსაც იმატებს, თუმცა სულაც არ ითვლი მას და არ გეშინია, რომ, მაგალითად, ვარჯიშის დროს მოკვდები, იმიტომ რომ არ ფიქრობ ამაზე. მაშასადამე, ყველაფერი ჩვენი ფიქრებით იწყება და ფიქრებივე ასრულებს. თუ შეგეშინდება და აიკვიატებ, რომ ყავა ერთხელაც გულს გაგიჩერებს, რა თქმა უნდა, ამ აზრზე მყარად იდგები და შემთხვევითაც კი, კოფეინის დოზის ჩვეული, დღიური ნორმის გადაჭარბება, გულის ცემას აგიჩქარებს და დაგაპანიკებს.
ყველამ ვიცით, სად არის სიმართლე, უბრალოდ ზოგს ძალიან მოსწონს უბედურად ყოფნა, ბევრად უფრო მარტივია საცოდავის ამპლუაში ცხოვრება, როცა ყველა დაგფოფინებს და გეხმარება, ან არ დაგფოფინებს, არ გეხმარება და შენ ამით საბაბი გეძლევა ცხოვრებაზე გაბრაზდე და კიდევ უფრო უბედურად იგრძნო თავი.
დაიმახსოვრეთ, ყველაფერი თქვენი ფიქრებიდან მოდის, კვებეთ ის ლოგიკით და მართლა, უკეთესად გახდებით .

Posted by: zurieli 30 Apr 2019, 19:35

QUOTE
ონკოლოგია დიდი ხნის ბოღმის ტარების ბრალია

Anna Ricci
ოპტიმისტურად ჟღერს, თუმცა სამწუხარო ფაქტია რომ ის მაინც ერთ ერთ დაუძლევად დაავადებად ითვლება დღეს.
QUOTE
დათა თუთაშხიასავით სამართლიანობისთვის მებრძოლებს ემართებათ

ბოღმა და თუთაშხია აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსია)))
QUOTE
ტრავმას რაც შეეხება - შედეგი -ანუ დაავადების მიმდინარეობა განწყობაზეა დამოკიდებული. ზოგს პატარა ტრავმა და პატარა ინფექცია ურთულდება. ზოგს კი -სეროზული გადააქვს და მძიმე სეფსისით მიმდინარეც

აი ეს ტრამვაზეც შეიძება ითქვას მაგრამ პანიკას უფრო შეესაბამება და თან 100% ით))
keticho
ეს გოგო ჭეშმარიტებას ამბობს, ბევრი გვაქვს ნასაუბრები ამ თემაზე, ბევრ ჭრილში განხილული და ეხლა ჩვენი აზრები 80% თანხვედრაშია)))

Posted by: NinjaRacer 30 Apr 2019, 19:40
სადღაც 10 წელია აღარ მქონია არავითარი შეტევა.

ყავა დადგენელია რომ წნევას წევს მაღლა. ყველაზე ერთნაირად მოქმედებს.
ასევე სიგარეტიც წნევას წევს მაღლა ესეც დადგენელია. ყველაზე ერთნაირად მოქმედებს.

როცა წნევა გაქვს მაღალი. იღებ წნევის ამწევს თუ დამეწევს? დამეწევს. ლოგიკა არის მარტივი. პასუხებია კი ან არა.
ე.ი მივედით დასვნამდე როცა გაქვს მაღალი წნევა. გული გუცემს 200-ით ამ დროს კიდე წნევის მომატება ხელოვნურად, არ არის კარგი ხო?

სრულაიდ ჯამრთელი ვარ აგერ და მე დავანებე. ბევრი ყავისგან ხელები მიკანკალებდა ზოგჯერ. ვერ ვახდენდი კონცენტრაციას და ადვილად ვღიზიანდებოდი. ბევრად უკეთესადაც მძინავს და ბევრად დამილაგდა ხასიათიც.

აი ვინც ფინრქრობთ რომ ყველა დაავადება ილუზიაა. კბილის ექმითნამ რომ მიხვალ და იმან რომ მასტერ ი მარგარატიგა გაშალოს და ყველაფერი ილუზიააო რომ გითხართ და უკან გაგიშვათ. ბოღმა მერე ნახეთ. ან პატარა ბავშვებს რომ ლეიკემიაა აქვთ იმათაც ბოღმა ახრჩობს ხო? facepalm.gif ან კიდევ უკეთესი გეტყვი ეგრე მომგწონს ყოფნაო lol.gif ტავს აცოდებ ყველასო. ვინც მაგას ამბობთ ღირსები ხართ მაგის. yes.gif

Posted by: zurieli 30 Apr 2019, 19:53
NinjaRacer
თქვენი ეს პოსტი ნაწილობრივი გააზრება იმის რაც დაიწერა, კონკრეტულ თემებს ვეხებით და სხვადასხვა ჭრილში განვიხილავთ, ამიტომ ითქვა რომ არსებობს რაღაც დადგენილი დაავადებები და ისეთებიც რომლის წარმოშობის ეტიოლოგია უცნობია და მისი დინამიკაში დაკვირვება შედეგს ვერ იძლევა, სიგარეტი რომ მავნებელია ეს ყველამ ვიცით, შეიძლება ამ ყველაფრის ერთ ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორიც, მაგრამ არა ამის გამომწვევი და ამასთან მჭიდრო კავშირში მყოფი.
აქ არიან იუზერები ვინც არც ეწევა და არც კოფეინს იღებს ზედმეტი ოდენობით, მაგრამ მწვავედ განიცდიდნენ ამ ყველაფერს.
ისეთივე გამოსაცნობი შეგრძნება რომ ქონდეს პანიკას როგორც კბილის ტკივის აქვს არავის შეაწუხებდა, სტომატოლოგებისგან განსხვავებით ამ დარგში ცოტა რთულად გვაქვს საქმე, რეალური შედეგი თითქმის არავის ადარდებს და მიდის ეგრევე შეგრძნებების მინიმუმამდე დაყვანა მედიკამენტების დახმარებით, სულ ძილიანობა გაბრუება და ირეალურ სამყაროში ყოფნა არაა ამის დაძლევა, მინახავს წამლებით გაშტერებული ადამიანები რომლებსაც რეფლექსებიც კი შენელებული აქვთ და ესაა გამოსავალი??
სამწუხარო რეალობა ისაა რომ ჰიპოკრატეს ფიცი მანამდე ახსოვს უმრავლესობას სანამ სტატუსს და სახელს მოიხვეჭს, მერე ფულის მოხვეჭა იწყება და არავინ ფიქრობს იმაზე თუ როგორ დღეში არიან ადამიანები რომელთაც პანიკები ტანჯავთ.
იგივენაირად რომ სტომატოლოგმა გიმკურნალოს და ცდები ატაროს არამგონია მშვიდად გაჩერდე და დაელოდო როდის აღმოაჩენს შენზე მორგებულ მეთოდს.
მე არ ვამბობ რომ ექიმებთან რამე პრეტენზია მაქვს, უბრალოდ რომელი ექიმიც ამბობს რომ ამ ყველაფრის დაძლევაში უდიდესი როლი საკუთარ თავს არ მიუძღვის ის ყველა იტყუება და იგივე უნდა გაიაროს რასაც პანიკის დროს გრძნობს ადამიანი.
დაავადებების გამიჯვნა მემგონი კარგად იყო დაწერილი და ეგრე თუ ერთმანეთის წინადადებებიდან ის სიტყვები ვარჩიეთ რაც ჩვენს ლოგიკას გაამყარებს ვერასდროს მივალთ საღ აზრამდე და დაემსგავსება პოლიტიკოსების უაზრო დებატებს))
აქ კიდევ აზრების და გამოცდილებების გაცვლა მიდის და არა მეთოდებით მარიაჟობა))

Posted by: NinjaRacer 30 Apr 2019, 20:10
zurieli
up.gif

კარგი ხარ. გეტყობა რომ გესმის საკითხი გამოცდილი ხარ და წერ იმიტომ რომ სხვებს დაეხმარო up.gif

გაიხარე

Posted by: zurieli 30 Apr 2019, 20:51
NinjaRacer
QUOTE
კარგი ხარ. გეტყობა რომ გესმის საკითხი გამოცდილი ხარ და წერ იმიტომ რომ სხვებს დაეხმარო

მადლობა დადებითი შეფასებისთვის, ყველა ესეა აქ წესით.
არსებობს პრობლემა და არსებობს მისი მოგვარების საშუალება, ვისაც როგორ შეგვიძლია, მთავარი მონდომებაა))

Posted by: Tornike Alashvili 30 Apr 2019, 23:03
zurieli
QUOTE
ბოღმა და თუთაშხია აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსია)))

დათამ ვერ გაუძლო რაღაც სიტუაციებს და გაიქცა აბრაგად - ეს უკვე ბოღმაა გარკვეულ წილად.
ყუფარია ჩააგდო ზღვის პირას https://www.myvideo.ge/v/2151853 მეგობარი მოუკლენ და გააბრაგდა ...
თითქოს კაი კაცს თამაშობს და სამართლიანს მარა უკანონო შვილი გააკეთა და სხვა მრავალი უკანონო საქმე
ყველა ერთად მოუტრიალდება და ტყვიას დაასობს კისერში (მარტო ერთი შვილი კი არა ) ... არც დათას და არც მუშნის არაფერი არ უკეთებიად
თავის ცხოვრებაში რელიგიული. არც ერთი საქმე და მიტომ ყველა მთავრედებოდა ბოროტებით და არა სიკეთით/
საკუტარი ამპარტავნებიდან გამომდინარე სამართლიანობისთვის ბრძოლა - დიდი შეცდომაა და ცოდვა.




რაც არ უნდა კაი კაცად ეცადოს წარმოაჩინოს თავი დათამ ან მუშნიმ- სწორედაც ამგვარი ბრძოლა ბევრ ბოღმის აკრებასთან არის კავშირში და სიმსივნის მთავარი გამომწვევი მიზეზია . ან მისი ნაკეთები საქმეები უტრიალდება შვილივით და ურტყამენ კისერში.

ის რაც დათამ ვერ შეძლო -მოუწია ავტორს-ჭაბუა ამირაჯიბის გაკეთება - წავიდა ამ ცხოვრებიდამ მამა დავითად .


თავდაბლობა და სიყვარული იცავს კაცს სიმსივნე და სხვა სნეულებებიდანაც.
ინფაქტს, მაგალითად ეგოისტური სიყვარული იწვევს - ანუ თუ ვერ ღებულობს კაცი იმ სიყვარულს რასაც ითხოვს (და თავად გასცემს) - მთავრდება ინფარქტით

Posted by: zurieli 1 May 2019, 00:30
Tornike Alashvili
QUOTE
დათამ ვერ გაუძლო რაღაც სიტუაციებს და გაიქცა აბრაგად - ეს უკვე ბოღმაა გარკვეულ წილად

წაკითხული გაქვს აშკარად ეს ნაწარმოები და მოდი ცოტა ჩავუღრმავდეთ, ის რაც აქაა აღწერილი იმაზე ღრმაა ვიდრე გააბრაგება და მერე გუდუნას სასჯელი, აქ ძირეულად ჩახედვაა საჭირო, როცა ძალმომრეობა და უსამართლობა გინის დაბრკოლებას არუნდა დაჯდე და იტირო, არამედ იმოქმედო დაა ეცადო ცოტა მაინც შეცვალო კარგისკენ ცუდი სიტუაცია, არუნდა მიყვე დინებას და არუნდა ეძახო დათვს ბაბაია რადგან დათვია, ის რაც შემობრუნდა ისაა რომ სახელწიფოსთან ბრძოლა ყოველთვის მსგავსი შედეგით სრულდება და იცი რატომ? სახელწიფო ბინძური და ჩირქიანი მეთოდებით იბრძვის, მისთვის არაფერია წმინდა საკუთარი ინტერესის გამო.
მუშნის და დათას ასეთ ჭრილში წარმოჩენა ისაა რომ ადამიანის შესაძლებლობა უსასრულოა, მთავარია საით წავა და რას მოინდომებს, რატომ მიდიან ასეთი კაცები ხელმწიფის სამსახურშიო გახსოვს ალბათ, ისიც გემახსოვრება რომ ადამიანებთან ბოლომდე გულღიად საუბარი და კარგის კეთებას ყოველთვის არ მოაქვს შედეგი, პიტიქით უფრო ხდება ესაა ძირითადი გულისტკივი, ეს რომანი ისეა აგებული რომ სადამდეც არუნდა ჩაყვე ყველგან უფრო და უფრო მეტი სიღრმე გხვდება.
ბოღმა და შიში რომ არ ქონდა იმიტომ ეშინოდათ დათასი თორე აბრაგი მაშინ 30% იყო მოსახლეობის მაგრამ რატომღაც თუთაშხიას ყველა დათა ბატონს ეძახდა.
ეგაა დათას ბოლო სიტყვებიც როცა გუდუნა ესვრის, "რამ მოაფიქრა ეს", ანუ წესიერი კაცისთვის წარმოუდგენელია ეგეთი საქციელი და ამიტომ შეეშალა, წიგნში ბევრად კარგადაა ეს ახსნილი ვიდრე კინოში.
ყველო ყუფარიას ურმიდან ჩაგდება კიდე ისეთი საქციელია რაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ერს, ეგეთი ორგული ფლიდი მოღლატე და ცრუ ადამიანები რომ არიან ამიტომაა ჩვენი ქვეყანა ამდენ ნაწილად გაგლეჯილი, ის ვისაც მართლა უყვარს, ვისაც მართლა.მეგობრობა შეუძლია, ვისაც საკუთარი ქვეყანა თავის თავზე წინ შეუძლია დააყენოს და სხვისი გულისთვის თავი გაწიროს იმან იცის ჭეშმარიტი ცხოვრების გემო.
როცა კაჟა ბულავები უმრავლესობაა ქვეყანაში იმ ქვეყნის საქმე წასულია, როცა ჩვენში აღარაა იმის განცდა რომ გამარგვლა ჩვენც დავიწყოთ და ვეცადოთ ცუდი კარგისკენ შევცვალოთ ეგ გვხევს უკან, როცა გასაჭირში ჩავარდნილი ადამინის მიტოვება და ხელის არ გაწოდება შეგვიძლია არუნდა გვიკვირდეს ის გარემო რაც ესე გვთრგუნავს, როცა ჩემს საკეთებელსაც და შენს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე არ ჯობია ის საქმე ფლიდი და ცრუა.
უსასრულოდ შეიძლება ამაზე საუბარი, აქ პარალელი შეიძლება ის გაევლოს რომ ნებისმიერ საკითხს სადაც გაურკვევლობა გვეუფლება ან გზას გვაცდენს ბრძოლა ჭირდება და ხანდახან გამარგვლაც))
ის მომენტიც გაიხსენე რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს როგორ უშენებია, კარგადაა ახსნილი, ისიც რა ვიყავით და რანი ვართ დღეს და ბოლოს ისიც რამდენ ჯონჯოლიას ხედავ ყოველდღე და რამდენ ისეთს ფულის გამო ადამიანის მოკვლა რომ შეუძლია, არაა აქ ფიზიკურ სიკვდილზე ლაპარაკი, როცა მის ადგილს ცდილობ დაიკავო და არ გაინტერესებს ის როგორ ცუდ დღეში აღმოჩნდება მაშინ ადამიანობიდან გამოსული და ამ დროს მაღალ მატერიებზე საუბარი უბრალოდ აბსურდია.
მორალი ისაა აქ რომ იცი ვერანაირად ვერ შეიძლებ რომ გაიმარჯვო მაგრამ ხელჩაწვდილი და დამფრთხალი არ ხვდები სიტუაციას, დაბოღმილი და გამწარებული მაგ ნაწარმოებში მეწისქვილეა მარტო, შეგიძლია წაიკითხო ეგ დიალოგი და მიხვდები სადაა ბოღმა და სად ბრძოლა.

Posted by: levani_echo 1 May 2019, 00:42
ლოთებს არაყი
მწერალს კალამი
პანიკიორებს ჩემგან სალამი ))))

შემომიტია შფოთვებმა ამ ბოლო დროს და დავბრუნდი ,
მაგრამ ოპტიმისტურად და შემართებით როგორც ყოველთვის !!

Posted by: zurieli 1 May 2019, 00:47
levani_echo
შენ აღარ ხუმრობ მეგობარო)))
ჰა თქვი დღე და მოვაწყოთ ისევ გულღია აზრების გაცვლა)))

Posted by: levani_echo 1 May 2019, 02:14
24/7 ზე მე მზად ვარ ნებისმიერ დროს

Posted by: Tornike Alashvili 1 May 2019, 10:27
Anna Ricci მე მთელი 100 % გეთანხმები. კარგია რომ 80% -იც გაგვიგენ
wink.gif
* * *
NinjaRacer
ლეიკემიას ბავშვებში დიდწილად იწვევს აცრები. ამ მამა თუ უშვილობას ტესტოსტერონით მკურნალობდა .და კიდევ ანალოგიური ფაქტორები. ეს ქიმიური აგრესიაა . ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის დაავადებებში მშობლების მიერ გადატანილ სტრესებს და გაბატონებულ ემოციებს.... ანალიზი უნდა და არა სახლში წაი ახლა - ყველაფერი ილუზიააო. ეს ილუზია გაუცნობიერებულია და აზრი არააქვს პაციენტტან ამგვას საუბარს. ეს ექიმმა უნდა გააცნობიეროს და გაანალიზოს.
გამოიკვლიოს როგორც გამომძიებელმა

დაავადებაა ილუზიაო - ასე არა , მაგრამ შენ არ არსებობო - კი შეიძლება ზოგჯერ უთხრა და ამით პესიმიზმი დააძლევინო. რეალური ცხოვრება სადღაც ეთერშია. ეს სამყარო პროექციაა ამ ეთერის - კვანტური ნაწილაკებიდან დაწყებული ყველა მერე მათგან შემდგარი ყველა სხეული, მათ შორის შენ... კი აზროვნებ და ხედავ ისმენ - ეხები. მაგრამ რეალურად ამას ყველაფერს ნამდვილ ფორმაში ნახავ ქრისტეს გზას რომ გაივლი - მოკვდები და მერე ამაღლდები ზეციურ სამეფომდე. მანამდე გვიწევს ტკივილის დათმენა , ტანჯვის და დაავადების. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი სულიერი სიძლიერესთვის. გაკვეთილია.
ან ნორმალურ ,ჯანმრთელ მდგომარეობაში ვსწავლობთ და ვშრომობთ, ვაკეთებთ სიკეთეს. ან თუ უარი ვთქვით რაღაც სწავლა და შრომაზე ჩვენი ნებით - უნებლიეთ გვიწევს შრომა და ამ უნებლიე შრომას უძახით ხოლმე დაავადებას, ეს როგორც რეპეტიტორთან სწავლაა,თუ სკოლაში არ ვღებულობთ სათანადო განათლებას- გვჭირდება რეპეტიტორი. ინტენსიური სწავლება.
მაგრამ მთავარია უფალს უყვარვართ -დავითმინოთ და დაგვაჯილდოვებს. ყველა განსაცდელს ბედნიერება ჩაანაცვლებს. ტკივილს -სიხარული . მაგრამ არა პასიური ლოდინით მოვა ეს ყველაფერი. ამოცანას უნდა ამოხსნა. ტვინს -ფიქრი , ყველა ნიჭი რაც უფლიდან გვაქვს და ძალა -სიკეთეს მოახმარო და საკუტარ თავზე კი არ ილოცო- შენზე გაჭირვებულს რომ დაინახავ -მასზე თხოვე უფალს (და შენც გეშველება)
მოკლედ ვწერ ახლა ქრისტიანული ფსიქოთერაპიის ანა ბანას და არც კი ვიცი საბოლოოდ ასე უნდა თუ არის სადმე უკვეთ...
ქრისტე აღდგა !!

Posted by: xuzain 2 May 2019, 11:43
მეგობრებო მაქვს ესეთი აკვიატება რაღაც სიტყვები მომდის თავისით გონებაში და ამ სიტყვას რო ვიაზრებ ქვეცნობიერად ფსიქიკას მიცვლის და თუ არ გავიმეორე ის სიტყვა ცუდად მხდის. ობსესიურ კომპულსიური აშლილობა მეგონა მაგრამ ექიმმა მითხრა არარისო. შეგიძლიათ მითხრათ რა დაავადებაა ეს

Posted by: White_Shark 2 May 2019, 11:55
2 თვეა მედიკამენტს ვიღებ და დიდი შედეგს ვერ ვხედავ .. ცოფის შიშის აკვიატება ისევ მაქვს + უძილობა ის წამალი რაც დამინიშნეს უძილობისთვის საერთოდ არ მოქმედებს , დილით კიდე საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ საერთოდ არ მინდა არაფერი არსად წასვლა და არავისთან ურთიერთობა უბრალოდ მინდა რომ სახლში ვიჯდე
მოკლედ ჩემს შემთხვევაში მკურნალობა არის უშედეგო და ვფიქრობ რომ შევწყვიტავ + ძალიან ძვირი მიჯდება ეს ყველაფერი

Posted by: shavi_kheli 2 May 2019, 12:19
White_Shark
Me shens adgilas fanjikidzestan mividodi kamarashi, ufaso terapia Xom aqvs?

Posted by: Tornike Alashvili 3 May 2019, 23:22
zurieli
რა თქმა უნდა დათა თუთაშხიაში უამრავი სიბრძნეა და ფილოსოფია ისტორიულიც და ცხოვრებისეული. მაგრამ გამოსავალი მაინც არ ჩანს . დასმულია კითხვები და პასუხი უმრავლესობაზე თავად უნდა ეძებოს მკითხველმა. უბრალოდ იმაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ეკლესიურ ოჯახში არიან დათა და მუშნიც გაზრდილები და საერთოდ არ ჩანს მათ საქმეებში რელიგიული რამ .
2 ჯერ ეუბნებიან დათას - ერთხელ ებრაელი ბერიკაცი და მეორედ დედაო- დეიდამისი რომ ეკლესიაა მისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი. მაგრამ არა - ყურადაც არ იღო პირველად. მეორედ -დავფიქრდები ამაზეო, შემოაჯდება ცხენს და მიჰქრის ტყვიისკენ(ვინაიდან სინამდვილეში მისი -დავფიქრდები ნიშნავს სწორედავ არც გაფიქრებას) .... ავტორი დგამს იმ ნაბიჯს,რასაც დათა თუთაშხია ვერ ახერხებს. ეს არის მნიშვნელოვანი/დათა თან გმირია და თან კარგად თუ ჩაწვდები - როგორი წესით კაცი არ უნდა იყვეს.
QUOTE
"რამ მოაფიქრა ეს"
დათა ბევს ფიქრობდა და ყველა ვარიანტებს განიხილავდა გარდა უფლის წინაშე რა არის სწორი და რა არა -ამ საკითხებისა. მოგეწონა ქალი და აკოცე -შეგიყვარდა? უკეთებ შვილს,მაშინ როდესაც ცოცხალი ქმარი ყავს კიდევ .თუმდაც დაუძლურებული. ასევე უკანონოა ბევრი მისი ნაკეთები საქმეები. რა თქმა უნდა ჭორებს და ტყვილებს ეუბნებიან მერე ბეჩუნის და გადაამტერებენ ამ მთასავით კაცს, მაგრამ კანონიერი შვილი რომ ყოფილიყო -მასე იოლად დაუპირისპირებდნენ?


წმინდა მამა იოანე კრონშტანტელი გვეუბნება:
- აკეთეთ ყოველ დღე რაც შეიძლება ბევრი მცირე სიკეთე.

მრავალი -გასაგებია და რატომ მცირე? როგორც მდოგვის მარცვალი მცირეა, მაგრამ იზრდება და იძლევა ნაყოფს , ისევე მცირე სიკეთე იძლევა ნაყოფს . დიდი სიკეთის გაკეთებას რომ მოინდომებ -ბოროტებად იქცევა ხშირად - ანუ კი არ მრავლდება და იზრდება , არამედ იკარგება და ცუდი შედეგით მთავრდება - ვისაც ჩააცმევ ის გაგხდის და ა. შ. (დიდის კეთება ბევრს არც შეუძლია და ამის გამო ვერ გამრავლდება , ცუდათ მთავრდება, ვინაიდან შურს აღვიძებს ) მოკლედ ყველას არ შეუძლია დიდი სიკეთის კეთება ისე, რომ არ მოყვეს შედეგი ცუდი. მნიშვნელობა აქვს უფლის სახელით აკეთებ თუ შენი(კაცის) ... კი გასაგებია რომ ეს ნაწარმოები საბჭოთა პერიოდში იყო დაწერილი და არც იყო ასეთი რელიგიული ცოდნა მაშინ და არც მისაღები იყო ცენზურისთვის... მაგრამ ვისურვებდი ამგვარი დიდი ლიტერატურული ძეგლების შეჰქნისას მეტი სამაგალითო გმირები ყოფილიყო .
რაც აქვს შოთა რუსთაველს მაგალითად ...
გამარგვლა არის ხოლმე საჭირო. მაგრამ საკუტარი თავი უნდა გამარგლო ვირუსები და არასწორი პროგრამებიდან . ისწავლო ჭეშმარიტი სიყვარული უფლის და მოყვასის. შინაგანად თუ იცვლები - იცვლება გარემოცვაც . სახარებაში არის ქრისტეს სიტყვები პავლეს გადმოცემით-ქვეყანა ესე სიცრუეზე და ანგარებაზე არისო ... ქრისტემ ვერ გამარგლა . გვირჩია რწმენაში გაძლიერდით და სიყვარული ისწავლეთო. რაც მეტი ისწავლის - გაიმარგლება უნამუსო და ეგოისტებიდან ქვეყანა.
თუ დახვრეტას და ცემა ტყებას მიჰყვები -ამოყობ თავს ციხეში ან თავად მოგხვდება ის ტყვია და ვერაფერსაც ვერ გამარგლავ.

Posted by: White_Shark 3 May 2019, 23:23
საინტერესოა დათა თუთაშხიამდე როგორ მიხვედით მენტალურ განყში lol.gif

Posted by: Tornike Alashvili 3 May 2019, 23:45
White_Shark
QUOTE
როგორ მიხვედით მენტალურ განყში

უბრალოდ ფსიქოსომატიურ კავშირებზე ვწერდით და დათაცავით სამართლიანობისთვის ბრძოლას სიმსივნე მოყვება თქო- მაგალითად მოვიყვანეთ , ამას მოყვა განხილვა

Posted by: tekicho 4 May 2019, 10:12
no.gif
ცოტა სახელმწიფოებრივად რომ შევხედოთ ვეფხისტყაოსანს, ავთანდილი, რომელიც ამირსპასალარის ძეა, სარდალი, ძმობისთვის მიდის სადღაც გადასაკარგავში, მეგობრის ქალის დასაბრუნებლად და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას ისე ასუსტებს, რომ ჯარს სარდლის გარეშე ტოვებს. სარდლისთვის, რომელიც ქვეყანას ახლადგამეფებული ქალის ხელში ტოვებს, რომელიც მარტო მზესავით ლამაზია და არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და თავს მხოლოდ იმართლებს, რომ "კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა, მოყვარულსა"ო, სწორი სახელმწიფოებრივი საქციელია? მე შოთას არ ვაკნინებ, პირიქით, არავის უყვარდა ვეფხისტყაოსანი სკოლაში ჩემს გარდა, მაგრამ ვეფხისტყაოსანი ბევრად უფრო რომანულია, ვიდრე დათა თუთაშხია.
და საერთოდ, ვის როგორც უნდა იმას ხედავს და იმას სწავლობს ნაწარმოებიდან. ბეჩუნის კიდე არ გადაიმტერებს, ეგეც არასწორი გაგებაა, ბეჩუნი ამაყობდა დათათი და ამაყი იყო, მისი საყვარელი რომ ერქვა. ეგ კიდე ცალკე თემაა, საყვარლად ყოფნა ვისთვის როგორ და რამდენად საამაყოა, მაგრამ დათა ეიმედებოდა და ყოველთვის ამაყი და თავაწეული დადიოდა სოფელში.

ზოგადსაკაცობრიო სიკეთის კეთების მარცვალზეა ლაპარაკი, ქვეყნის და მოსახლეობის ბედზე, რომელიც არქიფოების ხელში პიროვნებებს აღარ გვანან, იმ კაცების ხელში, რომლებსაც ძალაუფლება უპყრიათ, რისი მკადრებლები არიან მიზსნის მისაღწევად და იმ გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება კაცი ასეთ პირობებში უკეთესი გახდეს და თავისი საქმით კაცობრიობის ბოროტებასაც ებრძოლოს და სხვასაც დაეხმაროს კარგი საქმის კეთებაში, სხვას ხელი მოუმართოს, რომ ის სხვა, რომელიც ფეხზე დადგება, კიდევ სხვას დააყენებს ფეხზე, ამაზე მეტი ქრისტიანული საქციელი არ ვიცი მე. ვინ აკეთებს ამას და ვინ არა, კიდე ცალკე თემაა, მაგრამ მონასტერში წასვლა იქნებოდა გაქცევა სწორედ და არა დარჩენა.
ზურიელზე კარგად მე ვერ დავწერ ვერასდროს, მოკლედ, მან დაწერა რაც დასაწერი იყო, თქვენ მარტო სარწმუნოებრივი გადმოსახედიდან ნსჯით დათას "ცოდვებს" და მხოლოდ ერთი ჭრილიდან პერსონაჟის დანახვა არასწორ დასკვნებამდე მიგვიყვანს.

Posted by: Tornike Alashvili 4 May 2019, 10:36
keticho
ბეჩუნის კი არა გუდუნას ვგულისხმობდი-შემეშალა ,ისე ყოფილა თემა https://forum.ge/?f=25&showtopic=35079492 თუ რამე იქ გავაგძელებთ , კი ერთ ჭრილში ვინხილავ მე ოღონდ მთავარ ჭრილში. პროტოტიპი დათასი საერთოდ ციხეში კვდება - ნაწარმოებში ავტორის ვერსიაა, http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/104305-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%90/19/
მაგრამ ლოგიკური სწორედ რელიგიული ჭრილში, ვიმეორებ - ბერი საჭირბოროტო საკითხია განხილული და დასმული.
მაგრამ არა დასრულებული.
დანარჩენი -თემაში.

რაც შეეხება ვეფხისტყაოსანს -იქ მშვენივრადაა გლობალიზაციის თემა განჭვრეტილი.
თან ავთანდილი არ მიდის თავისი გადაწყვეტილებით შორს საძებნად.
მეფეც იქ იყო ნადირობაზე და გაოცდა ნანახით, უყურადღებოდ დატოვება საკითხის სახემწიფო უსაფრთხოებას არ უქმნის პრობლემებს?
თან სიყვარულში გამოცადა ქალმა სარდალი

ნათლად ჩანს ასევე , რომ არ კარგავს ავთანდილი კავშირს -კომუნიკაციას .
ესეც განჭვრეტაა თავიესებური მომავლის
* * *
user posted image . ამისი არ იყოს


ფლუდი რომ არ იყვეს -ესეც თემა https://forum.ge/?showtopic=34930359&hl=%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

Posted by: zurieli 4 May 2019, 11:48
Tornike Alashvili
იყო მანამდე რაღაც აზრები რაშიც დაგეთანხმებოდი, მაგრამ უკვე მეორედ დაფიქსირდა ისეთი მოსაზრება რომ შემიძლია დასკვნა გავაკეთო))
რელიგიურ ჭრილში განხილვა ამ ყველაფრის რათქმაუნდა ეგეთ აზრამდე მიგიყვანდათ, რადგან არის ნახსენები თან არაერთხელ რომ სარწმუნოებაში არის ბევრი ფანატიკური მომენტები რომელსაც ვერ ამჩნევს ადამიანი თუ გვერდიდან არ შეხედა და როცა ამას აპირებს ისევ ეს რწმენა აჩერებს რომ არის კითხევი რომელზეც პასუხები არ შეიძლება რომ იცოდეთო.
რაც შეეხება მორდუხას და დედა ეფემიას საიბარს მაგ ნაწარმოებში გაიხსენე როგორ წერია, დედა ეფემია ამბობს რომ ვალი მოვიხადე დათას და უფლის წინაშეო, ვიცი რომ არასოდეს შედგება დათაო, დათას პასუხი რომ ვიფიქრებ არის ზრდილობა და ადამიანის მცდელობის დაფასება როცა შენზე ზრუნავს.
მორდუხას და დათას საუბარში არაა ისე როგორც აღწერ, როცა აღარ იცი რა აკეთო და ბოლომდე დაიბენი მაშინ გადახედე და თქვენს სარწმუნოებას აქვს უებარი წამალი რომელსაც მონასტერი ქვიაო, მანდაა ის მომენტიც რაც ძირეულ მორწმუნეებს მტრულად განაწყობს ამ ნაწარმოებისადმი, ისევ დათას სიტყვები არაფერი არ მომწონს მე მაგ სარწმუნოებაში, ასეთი და ასეთი უნდა იყოს ადამიანი ეგაა მარტო კარგიო, დანარჩენი არ ვარგაო, ეს მომენტი რათქმაუნდა ვერ დაიმსახურებს მორწმუნეების სწორ რეაქციას.
დანარჩენად როგორ და რა ჭრილშიც არუნდა ვისაუბროდ თქვენ მაინც ზედაპირული შეხედულებით გააგრძელებთ ამაზე საუბარს და ამიტომ მოდით თემას ნუ გავაოფებთ))
კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ეს ნაწარმოები იქნებ არ გვახსოვს კარგად რაღაცეები))
უბრალოდ ერთს დავამატებ, არარსებობს ადამიანი მათშორის კრიტიკოსიც, არც ის ვინს საბჭოთა დროს ცენზურას დებდა რომელსაც ექნება ნათქვამი რომ ამ ნაწარმოებში ღრმად ჩაიხედა და ფიქრი არ გაუჩნდა რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ ეგოიზმით და ნარცისიზმით გაჯერებული არსებები რომელიც გაჩენიდან სიკვდილამდე ცდილობს იყოს განსხვავებული და ყურადღების ცენტრში, ვისაც ეს ძალიან აქვს გამჯდარი ის გამოირჩევა ისეთი სიბრაზით და აგრესიულობით რომ შეუძლია მთელი ქვეყანა გალანძღოს, ამას იმიტომ კიარ არაკეთებს იმისთვის რომ მართლა ესე ჰგონია, არა უბრალოდ ყურადღებას იქცევს, ესეთიც ბევრია მაგ ნაწარმოებში.
მოკლედ რომ ვთქვა ჩემი აზრი ესეთია, ამ თემაში საუბარი ამ ყველაფერზე სიტყვების რაჟღუნს გავს, აქ რაცაა საჭირო ის დაიწეროს და თუ სხვა თემაზე თუგინდ თუთაშხია ან სხვა ნაწარმოებზე იქნება განხილვა გახსენით თემა და იქ ვისაუბროთ რა და როგორაა)))

Posted by: tekicho 4 May 2019, 11:58
არაფრის გარჩევას აღარ ვაპირებ არცერთ თემაში, თქვენ, ასე ვთქვათ, ლიტერატურისთვის "იდეალურ" მაგალითად ვეფხისტყაოსნის გმირები მოიყვანეთ, მე კი ვთვლი, რომ დიდი ვერაფერი გმირობაა ტარიელის ბნედები და სარდალი ავთანდილისთვის, დიახ, საკუთარი ნებით, აცუნდრუკებულ/დაბნედილი ტარიელისთვის ნესტანის მოძებნა და შენი ქვეყნის ინტერესების ფეხზე დაკიდება. საერთოდ, უცხო მოყნის საძებნელად წასვლა ნადირობის შემდეგ, თინათინის თხოვნით სხვა ამბავია და შემდეგ იქიდან დაბრუნებულზე, დიახ - საკუთარი ნებით, წლები, ცხრა-მთა გადაკარგვა სხვა.
ცალ-ცალკე პერსონაჟებს, ვეფხისტყაოსნის ზოგადი სიბრძნე, ვერ შემაყვარებს.

Posted by: Anna Ricci 4 May 2019, 15:34
zurieli
QUOTE
არარსებობს ადამიანი მათშორის კრიტიკოსიც, არც ის ვინს საბჭოთა დროს ცენზურას დებდა რომელსაც ექნება ნათქვამი რომ ამ ნაწარმოებში ღრმად ჩაიხედა და ფიქრი არ გაუჩნდა რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ ეგოიზმით და ნარცისიზმით გაჯერებული არსებები რომელიც გაჩენიდან სიკვდილამდე ცდილობს იყოს განსხვავებული და ყურადღების ცენტრში, ვისაც ეს ძალიან აქვს გამჯდარი ის გამოირჩევა ისეთი სიბრაზით და აგრესიულობით რომ შეუძლია მთელი ქვეყანა გალანძღოს, ამას იმიტომ კიარ არაკეთებს იმისთვის რომ მართლა ესე ჰგონია, არა უბრალოდ ყურადღებას იქცევს, ესეთიც ბევრია მაგ ნაწარმოებში.

რატომ გადმოხტა გალაქტიონი ?
რას ნიშნავს ლექსი -მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ!

ზოგს სიკვდილის ეშინია. ზოგი თავის მოკვლაზე ფიქრობს .
შუალედური როგორ უნდა მოიძებნოს ? (თემას რომ დაუბრუნდეთ )

Posted by: levvani 4 May 2019, 16:26
QUOTE
ზოგს სიკვდილის ეშინია. ზოგი თავის მოკვლაზე ფიქრობს .
შუალედური როგორ უნდა მოიძებნოს ?


რას გულისხმობ შუალედურში?

Posted by: Tornike Alashvili 5 May 2019, 01:35
zurieli
QUOTE
ნარცისიზმით გაჯერებული არსებები



ნარცისიზმი საკმაოდ სეროზული პრობლემააა https://forum.ge/?f=15&showtopic=35063483&hl=%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98&st=0 ამ თემაში დავდებ რომ მოვიცლი მასალებს . საკმაოდ შეუსწავლელი. ძნელად კონტროლირებადი და ზოგჯერ ბნელ სამეულამდე (ნარცისი, მაკიაველიზმი,ფსიქოპატია) მიმავალი რამ არის


დათას რომელიც დიაკვნის ოჯახშია გაზრდილი და ამბობს - არაფერი მე არ მომწონს სარწმონეობაშიო ეტყობა 19 საუკუნის და 20-ს დასაწყისის სერიოზული სარწმუნოების კრიზისი. მიტომ არის მიედ -მოედება ყველაფერს და მაინც ვერაფერს ვერ პოულობს. -არაა მაი ჩემი საქმე. თუ ყაჩაღების განიარაღება, ბოლშევიკობა თუ აბრაგობა - არცერთი არ იძლევა ნაყოფს. არის მსჯელობები საინტერესო და სიღრმისეული. მაგრამ ამთავრებს ყველაფერს ავტორის სიცოცხლე მხოლოდ . მე ეს ვთქვი მეტი არაფერი .
რა დავკარგეთო- ფუნქცია დავკარგეთ და ვძოვთ 100 წელიაო -სწორია. მაგრამ არის ეს ფუნქცია დასახელებული? არის ბოლო სიტყვა ნათქვამი. მე რომ ვთქვა -ვიცი გამლახავთ ახლა ამიტომ ამაზე გავჩერდები( გალახვის კი არ მეშინია, უბრალოდ ჯობია თავად მიხვდეთ ვიდრე სხვამ გააჟღეროს და ეს ასე არის ჩადებული ნაწარმოებში)
* * *
Anna Ricci
QUOTE
ზოგს სიკვდილის ეშინია. ზოგი თავის მოკვლაზე ფიქრობს .
შუალედური როგორ უნდა მოიძებნოს ?


სიკვდილის შიში იგივე ეშმაკის შიშია და უფლის შიშის არქონა. ვისაც უფალი უყვარს, ეშინია მისი,თუ რამეს აშავებს - სიკვდილის აღარ ეშინია.

ვისაც სიკვდილის არ ეშინია და ცხოვრობს უფრო თამამად - ყოველ წუთში მზადაა მოკვდეს,თუ რამეა მაგრამ გასაკეთებელი გააკეთოს -გარკვეულ წილად გმირია და ჩადის კიდევაც ხშირად გმირობებს. ვისაც არ ეშინია სიკვდილის და მზადაა თავის ხელით დაასრულოს ის- ან ძაან ნაწყენია კაცობრიობაზე,უფალზე და განგებაზე ,ან შეურაცყოფილი ძალიან,ან გასუაძლის ტანჯვაში მყოფი.
თავს იკლავს ის ვინც არ იცის რისთვის იცოცხლოს. ამპარტავნებაში მყოფი. რა თქმა უნდა ისევ უღმერთო(ან მხოლოდ მოლაყბე ღმერთზე) .

საკუთარი თავი უნდა იპოვო.
ღმერთი უნდა იპოვო შენში და ცხოვრებაში,რათა ჭეშმარიტი აზრი ნახო არსობის და იცხოვრო თავისუფლად, გაბედულად. ცხოვრებაც გიხაროდეს და სიკვდილისთვისაც მზად იყო დღესაც რომ მოხდეს ან ღამეც. დაითმინო დამცირება და გასაჭირი. ტკივილი თუ განშორება საყვარელი ადამიანებიდან.რაც შეგიძლია -გააკეთო , რაც აღემატება შენს ძალებს -ილოცო უფლის წინაშე. გააკეთო და ილოცო არა შენთვის მხოლოდ არამედ სხვებისთვის, მოყვასისთვის,გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისათვის და მოგეცემა შენც ...
ეს არის ჩემი აზრით ის ოქროს შუალედი შიშის და სუიციდის შორის...
ათეისტისთვის მე მგონი უფრო რთულია ამ ამოცანის ამოხსნა -ან ამპარტავნებაში გადავარდება ან ფობიაში
* * *
keticho
ახლა უცხეთში ვარ წასასვლელი და მერე ამ თემაში გავაგძელოდ https://forum.ge/?showtopic=34930359&hl=%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98 შოთა რუსთაველის გმირებზე

Posted by: xuzain 5 May 2019, 17:31
აკვიატებებს ვერ მეტყვით როგორ ვუშველო? რაღაც სიტყვები მომდის თავში და იმ სიტყვას ინტუიციურად რომ ვიმეორებ ფსიქიკას მიცვლის, თითქოს ქვეცნობიერად ვიაზრებ რაღაცას.

Posted by: Tornike Alashvili 5 May 2019, 23:59
xuzain
უფრო დეტალურად უნდა ახსნა - როდის დაიწყო? რას უკავშირებ ? როგორ / სტრესები რა გაქვს გადატანილი...

Posted by: CORONER 6 May 2019, 01:44
მოკლედ ამ შეტევების ფონზე, მივკატავდი იმ წერტილამდე რომ სახლიდან გასვლა მძიმე რიტუალად მექცა, პროცედურებს ვატარებ ვარჯიშებს, სუნთქვის , წინ და უკან დავდივარ დაბნეული, ვამოწმებ წამლებს ჩანთაში, და ა.შ.


და ამ მდგომარეობაში სამსახურს ვეძებ, თუმცა დარწმუნებული არ ვარ შევძლებ თუ არა სადმე რამის კეთებას

#ჯანდაბა

Posted by: NinjaRacer 6 May 2019, 02:10
გუშინ ბოლო დოზა დავლიე კორტიკოსტეროიდების. მთელი დღე მაქანავა. ცოტა სუნთქვაც მიჭირდა, მაგრამ მგონი გაიატაანა. აღარც თავი მტკივა.

ხვალ უკვე მგონია სრულიად ყველაფერი გამივლის და ცოტა ამოვისუნთქებ. ბლინ 1 კვირაში კგ მოვიმატე არასდროს მომიმატია ცხოვრებაში არასდრო ვყოფილვარ 74კგ-ზე მეტი.

წამლებზე დამოკიდებულების მეშინია ყველაზე მეტად.

Posted by: levvani 6 May 2019, 09:01
CORONER

შენი მდგომარეობა აღწერე თუმცა დახმარება რომ გჭირდება არ გითქვამს. თუ არ გჭირდება?
NinjaRacer
იგივეს თქმა შემიძლია თქვენზე.

Posted by: xuzain 6 May 2019, 10:19
QUOTE (Tornike Alashvili @ 5 May 2019, 23:59 )
xuzain
უფრო დეტალურად უნდა ახსნა - როდის დაიწყო? რას უკავშირებ ? როგორ / სტრესები რა გაქვს გადატანილი...

8 თვის წინ მოვწიე მარიხუანა და ცუდად გამხადა იმის მერე ვსვავდი ანტი დეპრესანტს და რო დავანებე თავი ანტიდეპრესანტს იმის მერე დამეწყო.

Posted by: Tornike Alashvili 6 May 2019, 10:53
xuzain
https://forum.ge/?showtopic=35088336&hl=

Posted by: gokieli 6 May 2019, 19:45
გამარჯობა,
DrJohnes ნომერი თუ იცის ვინმემ, ძალიან გთხოვთ მომწეროთ პმ - ში

Posted by: NinjaRacer 6 May 2019, 22:37
levvani

თქვენ ფსიქოლოგი ხართ?
აუ მგონი მეშველა. ცოტა თავბრუსხვევა დამრჩა მარტო.

აუ ბუნებრივად ყველანაირი დამხმარეს გარეშე პირველად ვიგრძენი თავი ცოტა კარგად.
წამლებს ვსვამდი ანთებისაწინაარღმდეგოს.

Posted by: White_Shark 6 May 2019, 22:44
ყველანი გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შვილები ვართ

Posted by: Tornike Alashvili 7 May 2019, 00:39
QUOTE (gokieli @ 6 May 2019, 19:45 )
გამარჯობა,
DrJohnes ნომერი თუ იცის ვინმემ, ძალიან გთხოვთ მომწეროთ პმ - ში

https://www.facebook.com/pg/%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-2106812599562094/about/?ref=page_internal აქ თუ ნახავ

Posted by: levvani 7 May 2019, 09:55
NinjaRacer

რა გაინტერესებთ მკითხეთ

Posted by: NinjaRacer 7 May 2019, 11:28
levvani
შეიძლება დეპრესიას ან GAD-ს რომელიმე ჰორმონის ნაკლებობა იწვევდეს?

Posted by: levvani 7 May 2019, 12:32
NinjaRacer
ჰორმონის ნაკლებობა არ შეიძლება ამ მდგომაეობას იწვევდეს. პერიოდულად უხასიათობის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონის ნაკლებობა თუმცა არა მუდმივი.

Posted by: NinjaRacer 7 May 2019, 14:12
levvani

კეტამინზე თუ გსმენიათ რამე?
https://www.google.com/search?q=ketamine+infusion&source=lnms&tbm=vid&sa=X&ved=0ahUKEwjU9ouHl4niAhWG16YKHRF6BT4Q_AUIDygC&biw=1366&bih=638

იყო/არის/იქნება ამის პრაქტიკა საქართველოში?

Posted by: Anna Ricci 7 May 2019, 14:30
QUOTE
კეტამინზე თუ გსმენიათ რამე?

https://dreamcorder.livejournal.com/1876133.html ნარკოტიკივითაა რა

Posted by: White_Shark 7 May 2019, 15:47
ისე ერთი რაც მინდა ვთქვა , ზოგადად ნევროზების დროს ყველა ნარკოტიკს მოერიდეთ აბოსოლუტურად ყველას .. საშინლად მოქმედებს ყველა სიმპტომზე

Posted by: NinjaRacer 7 May 2019, 16:17
Anna Ricci

კეტამინს ათწლეულებია უკვე მედიცინაში იყენებენ.
ბავშვებს 1 წელზე წემოთ ანესთეზიის მაგივრად უკეთებენ.

https://www.rch.org.au/clinicalguide/guideline_index/Ketamine_use_in_the_emergency_department/

ახლა აღმოჩენა გააკეთეს და ანტიდეპრესანტებზე 3-ჯერ უფრო ეფექტური წამალია დეპრესიის წინააღდეგ.

და 1500$ იხდიან ამერიკაში თითო გაკეთებაში.

https://www.youtube.com/watch?v=cRCKOOS4ziM

White_Shark

ცდები. ერთერთი თუ ერთადერთი არა ეფექტური წამალია

https://www.youtube.com/watch?v=i28-ldmUnxo

ასევე ალკოჰოლურ დამოკიდებულებასაც ამით მკურნალობენ.
https://www.youtube.com/watch?v=boiDvY-i6Es
PTSD-საც და ბევრ რამეს.
* * *
შეიძლება მორიგი ფულის საჭრელი სტანოკიც იყოს.
ანტიდეპრესანტების მერე.

არ ვიცი.

Posted by: levvani 7 May 2019, 16:58
NinjaRacer
რა თქმა უნდა მსმენია.
,,სავარაუდოდ,, ეძებთ როგორ გაიბედნიეროთ ცხოვრება. სწორი დასკვნაა?

Posted by: NinjaRacer 7 May 2019, 17:24
levvani

მაგას ყოველი ცოცხალი ორგანიზმი ეძებს მისდღემჩი მე მგონი)
you are good, doc! smile.gif

მე უკვე ბედნიერი ვარ. ზოგადად ვეძებ გზებს რომ ყველა ბედნიერები ვიყოთ. მე თქვენც და ისინიც wink.gif

მე მაქვს შფოთვით აშლილობა. დოკ. და ვეძებ გძებს რო სამუდამოდ გავაქრო. სწორად მიხვდით. სწორი და ეფექტური გზების პოვნა მინდა.

Posted by: levvani 8 May 2019, 00:59
NinjaRacer
ბედნიერება ზოგადი მცნებაა და რა თქმა უნდა ყველა მოაზროვნე ამას ეძებს. უფრო თუ დამო კრეტდები ვეცდები სწორი მიმართულებით მოგაძებნინო

Posted by: zurieli 8 May 2019, 13:03
Anna Ricci
QUOTE
რატომ გადმოხტა გალაქტიონი ?

აზრებში იპოვნა ისეთი რამ რისი დაჭერაც სხვაგვარად შეუძლებელი იყო (ალბათ) smile.gif)
QUOTE
რას ნიშნავს ლექსი -მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ!

ესეთი რამ ერთხელ ყველას მოგვსვლია თავში smile.gif
QUOTE
ზოგს სიკვდილის ეშინია. ზოგი თავის მოკვლაზე ფიქრობს .
შუალედური როგორ უნდა მოიძებნოს ? (თემას რომ დაუბრუნდეთ )

ორივე შემთხვევაში შიშია საფუძველი ამ ყველაფრის, ასე მგონია მე პირადად.
* * *
Tornike Alashvili
QUOTE
რა დავკარგეთო- ფუნქცია დავკარგეთ და ვძოვთ 100 წელიაო -სწორია. მაგრამ არის ეს ფუნქცია დასახელებული? არის ბოლო სიტყვა ნათქვამი. მე რომ ვთქვა -ვიცი გამლახავთ ახლა ამიტომ ამაზე გავჩერდები( გალახვის კი არ მეშინია, უბრალოდ ჯობია თავად მიხვდეთ ვიდრე სხვამ გააჟღეროს და ეს ასე არის ჩადებული ნაწარმოებში)

კიდევ ერთხელ განვმეორდები და აღვნიშნავ რომ ფილმსა და ნაწარმოებს შორის დიდი განსხვავებაა, ფილმშიც არის ეგ მომენტი რა დავკარგეთ და რანი ვართ, ფუნქციაც ახსნილია რომ მტრობით დანგრეულს სიყვარული აშენებს და არა უფრო დიდი მტრობა.
შედარებისთვისაა ის ყველა პერსონაჟი დათაც ნანოც და ვახტანგიც, თუ როგორ შეიძლება გაიყოს მასების აზრი ისე რომ საქმე კონფლიქტამდე მივიდეს თან არაფრის გამო, მხოლოდ ამბიცა და სხვა არაფერი.
შეიძლება იყო სხვაზე ძლიერი მაგრამ ამის აფიშირება რომ ყველაზე მეტად დაკნინებაა საკუთარი თავის ეგეც ნათქვამია მანდ.
დათას უნდობლობა სარწმუების მიმართ ზუსტად გამოხატავს დღევანდელ რეალობას სამწუხაროდ, მოჩვენებითი მორწმუნებობა და ერთმანეთის ჯინაზე ნაკეთები ვითომ სიკეთე უფრო ბინძური მგონია მე ვიდრე იმის აღიარება რომ არ ეთანხმები რაღაცას რელიგიურად და ამას ამბობ ხმამაღლა და არ იმალები ნიღბის მიღმა.
იმის ძიება რაარის ცხოვრების აზრი მემონი ყველა ადამიანის ვალია, ისიც რომ გაჭირვებულს ხელი გაუწოდო, უანგაროდ გასცე და უკან არ მოიხედო აი ეს გვაკლია ადამიანებს.
გალახვით არავინ არ აპირებს არავის გალახვას, ესეც ერთგავრი ის ცნებაა რაზეც უკვე ვისაუბრეთ, განსხვავებულობა.
ნაწარმოების აზრის მიხვედრას რაც შეეხაბა ნადვილად ეგრეა, ტავად უნდა მიხვდე ადამიანი რაზეა საუბარი და არ უნდა აურიო ცნებები ერთმანეთში და დააწვრილმანო ისე რომ ზედაპირ განმარტებებეამდე მიხვიდე, მაშინ რათქმაუნდა კიბატონო.

სხვა შემთხვევაში აბრაგები და სროლა გამოვა ეგ ნაწარმოები, მე 19-20 საუკუნის მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი.

Posted by: White_Shark 8 May 2019, 17:16
2 თვეა მკურნალობას ვიღებ და დიდი შედეგს ვერ ვხედავ
თითქოს ვერ ვარ კარგად მაინც , აი ბოლო კვირებია სულ ვერ ვარ ხასიათზე და არაფერი მინდა .. წესით ამდენი ხანი მკურნალობის შედეგი ხომ უნდა მეგრძნო

Posted by: zurieli 8 May 2019, 18:03
ებრძოლეთ მიზეზს და არა შედეგს, იპოვნეთ დასაყრდენი და დაიჯერეთ საკუთარი თავის, ნუ გაფლანგავთ ახალგაზრდობის წლებს გლოვასა და ექიმებში, ეს წლები არ ბრუნდება და არც ესეთი შეხედულებები და განცდებია მუდმივი. იცხოვრეთ და შეიგრძენით სამყარო

Posted by: Anna.M 9 May 2019, 14:43
..........................................

Posted by: xuzain 9 May 2019, 15:37
ლოლა ლომიძის ნომერი შეგიძლიათ ვინმეს მომწეროთ?

Posted by: White_Shark 10 May 2019, 17:06
მესამედ ვიყავი ექიმთან შემიცვალეს წამლები
და დოზები მომემატა smile.gif

Posted by: Fluminense 11 May 2019, 06:12
ბრმა ნაწლავის ტკივილი შეიძლება კავშირში იყოს ნერვოზებთან?

Posted by: გაგანა29 11 May 2019, 13:45
გამარჯობა.მაინტერესებს მაგ დროს კარგი გამოსავალი რა არის? მადლობა. ან იგივენაირად მეორდება თუ შეჩერება შეიძლება?

Posted by: tekicho 11 May 2019, 14:04
გაგანა29

https://forum.ge/?f=15&showtopic=33982204&st=0

გადახედეთ პირველ თემას, ათი წლის ხდება უკვე აქაურობა) რამე ხელჩასაჭიდს აუცილებლად იპოვნით.
გამოსავალი? ყველას თავისი მეთოდი აქვს შემუშავებული შეტევის თავიდან ასაცილებლად.
გამეორება? ხდება თან არაერთგზის, მაგრამ, ისევდაისევ, შეჩერებისათვის თქვენთვის საუკეთესო საშუალება თქვენთვითონვე უნდა მოძებნოთ. ბოლომდე ვერ გვეხმარება წამლები, ვერ გვეხმარებიან ადამიანები და ფსიქოლოგები, გვეხმარება მხოლოდ ცოდნა აღნიშნულ საკითხზე, ჩაღრმავება იმ პრობლემებზე რამაც თქვენი მდგომარეობა გამოიწვია, გამომწვევი მიზეზის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა და საკუთარი თავში დასაყრენის პოვნა, დიდი სურვილი და რწმენა, რომ ოდესმე აუცილებლად გავხდებით ისევ ისეთები ).

და გილოცავთ, თქვენ შემოაბიჯეთ პანიკის და შფოთვების ჯადოსნურ და საოცარ სამყაროში, საიდანაც მილიონიდან მხოლოდ ერთს უპოვნია ცხრაკლიტულის ცხრავე კლიტე და გამოუღწევია იქედან))

Posted by: გაგანა29 11 May 2019, 14:08
პანიკური შეტევა მქონდა თან შიში მაქვს წარსული არ განმეორდეს.რა გავაკეთო რას მირჩევთ.
* * *
QUOTE (keticho @ 11 May 2019, 14:04 )
გაგანა29

https://forum.ge/?f=15&showtopic=33982204&st=0

გადახედეთ პირველ თემას, ათი წლის ხდება უკვე აქაურობა) რამე ხელჩასაჭიდს აუცილებლად იპოვნით.
გამოსავალი? ყველას თავისი მეთოდი აქვს შემუშავებული შეტევის თავიდან ასაცილებლად.
გამეორება? ხდება თან არაერთგზის, მაგრამ, ისევდაისევ, შეჩერებისათვის თქვენთვის საუკეთესო საშუალება თქვენთვითონვე უნდა მოძებნოთ. ბოლომდე ვერ გვეხმარება წამლები, ვერ გვეხმარებიან ადამიანები და ფსიქოლოგები, გვეხმარება მხოლოდ ცოდნა აღნიშნულ საკითხზე, ჩაღრმავება იმ პრობლემებზე რამაც თქვენი მდგომარეობა გამოიწვია, გამომწვევი მიზეზის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა და საკუთარი თავში დასაყრენის პოვნა, დიდი სურვილი და რწმენა, რომ ოდესმე აუცილებლად გავხდებით ისევ ისეთები ).

და გილოცავთ, თქვენ შემოაბიჯეთ პანიკის და შფოთვების ჯადოსნურ და საოცარ სამყაროში, საიდანაც მილიონიდან მხოლოდ ერთს უპოვნია ცხრაკლიტულის ცხრავე კლიტე და გამოუღწევია იქედან))

არადა თავად ჩავიგდე თავი იგივე სიტვაციაში რათა ძველი სტრესიდან დამეღწია თავი

Posted by: tekicho 11 May 2019, 14:27
გაგანა29

არ ვიცი, გადმოცემის უნარი, სამწუხაროდ, არ მაქვს იდეალური, ცოტა აგდებულად გამომდისხოლმე)).
მაგრამ პირველი რჩევა რაც უნდა გააკეთოთ, გადახედეთ ყველა წინა თემას. ჯერ ისწავლით როგორ მართოთ პანიკა, რაც შეტევის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, შემდეგ დაგრჩებათ მუდმივი შფოთვა, რომელსაც ყურადღების გადატანით თუ უშველით, სხვა ვერაფრით. მერე მოვა დეპრესია, გემრიელი და გეგონება თავიდან გითრევს, მაგრამ არ დანებდეთ, ეგეც გაივლის. მთავარია საკუთარ თავს ენდოთ და დაიჯეროთ, რომ შეუძლებელი არაფერია, სხვამ თუ შეძლო თქვენც შეძლებთ. დაიწყეთ აქტიურად სეირნობა, რამე ყურადღების გადასატანი სააზროვნო თამაში მოიფიქრეთ, რაც გსიამოვნებთ ის აკეთეთ. როგორც კი პირველი ტალღა პანიკების გადაივლის და მუდმივი შფოთვები მოვა, გააასმაგეთ ძალისხმევა და უფრო მეტი იარეთ, მეტი საინტერესო რამე აკეთეთ, მთავარია არ მოდუნდეთ, ერთ ადგილას არ გაჩერდეთ... დრო ჭირდება ყველაფერს, მთავარია რწმენა არ დაკარგოთ.

Posted by: გაგანა29 11 May 2019, 14:31
გაიხარე.მადლობა დიდი.გავითვალისწინებ რჩევებს

Posted by: ku123 11 May 2019, 15:24
ფსიქოთერაპევტების აზრით - თუ რაიმე სომატურად გამოხატული ჩივილი გაქვს, უნდა მოუსმინო შენს ორგანიზმს, გესაუბრება და გაფრთხილებს პრობლემის შესახებ.
მაგ: ყური გიგუბდება? - რაღაცის მოსმენის ან გაგონების სურვილი არ გაქვს.

Posted by: xuzain 11 May 2019, 16:47
ვინმე კარგი ფსიქიატრი მირჩიეთ ვინც დაგეხმარათ მდგომარეობიდან გამოსვლაში და ვინც მართლა კარგი ფსიქიატრია.

Posted by: levvani 11 May 2019, 21:38
...................................................................................................

Posted by: N.D 14 May 2019, 16:54
მე პირადად გუგა სიხარულიძის დანიშნულებით ვკურნალობ და მშვენივრად ვგრძნობ თავს <3 რა თქმა უნდა ეხლა უკვე მხოლოდ წამლეებს ვერ დავაბრალებ ჩემს კარგად ყოფნას, იმიტომ რომ კარგად გავიაზრე რა იყო და რატომ მოდიოდა ეს პანიკა თუ შფოთვა, რის მერეც დამილაგდა ყველაფერი, თუმცა თავიდან გუგას წამლებმა ძალიან დიდი შედეგი მომცა, მან გამომიყვანა მდგომარეობდან და მომიტანა სიმშვიდე

Posted by: shavi_kheli 14 May 2019, 18:56
გაგანა29
Sgegidzlia agwero /dawero rogori simptomebi gqonda shetevis dros? Da ramden xans?

Tu rtuli AR iqneba shentvis

Posted by: Mmerisi 14 May 2019, 19:59
რუსული თუ ვინმემ იცით კარგ იუთუბ გვერდს დავდებ, ავტორი ძალიან ჩვეულებრივი ტიპი იყო რომელმაც ფსიქოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა და დღეს მაგარი კაცია, ძალიან საინტერესო და შინაარსიანი ვიდოები აქვს, კარგი იქნება 1 ვიდეოდან თუ დაიწყებთ და წაყვებით, რადგან ყველა ჩვენგანის პრობლემაზე საუბრობს, დღეს სერიოზული ქოუჩია ტიპი რაც ამხელა რუსეტში არც თუ ისე იოლია

Posted by: ladusha2 15 May 2019, 00:36
Mmerisi

დადე აბა გადავხედავთ.
* * *
keticho

QUOTE
და გილოცავთ, თქვენ შემოაბიჯეთ პანიკის და შფოთვების ჯადოსნურ და საოცარ სამყაროში, საიდანაც მილიონიდან მხოლოდ ერთს უპოვნია ცხრაკლიტულის ცხრავე კლიტე და გამოუღწევია იქედან))


დანარჩენები საგიჟეთში მოხვდნენ თუ დღემდე მკურნალობენ წამლებით, ან შეტევებს იგერიებენ დილით და საღამოსsmile.gif კაი რაგინდა მთელი ცხოვრება შიშში ხო არუნდა ვიყოთ, ყველაფერი სუპერ მაგრად იქნება , ხან მოდის ხან მიდის მთავარია ბრძოლის უნარიანობა არ დავკარგოთ კონკრეტულად ამ შიშების და ასევე ცხოივრების, მილიონი პრობლემა სახლშიც და გარეთ, თავის შესანარჩუნებლად ბრძოლა საჭირო ეს უნდა გავითავისოთ ყველამ. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება იძლევა უკუ შედეგს , ასერომ ბევრ წარმატებულ და ხალისიან დღეს გისურვებთ ყველას. (ასევე დატვირთულ და ნაყოფიერს, ბერვი უსაქმურობაც აგიჟებს)

Posted by: Mmerisi 15 May 2019, 09:57
ladusha2
https://www.youtube.com/channel/UCBQm8CVk0Cd6qSLBZ7Do0rQ

Posted by: tekicho 15 May 2019, 11:08
ladusha2
მხოლოდდამხოლოდ, ვიხუმრე, მეტი არაფერი ))
არც საგიჟეთიდან ვპოსტავ და არც წამლებით ვმკურნალობ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ ცხოვრებას, მივედ-მოვედები ყველაფერს, თავს არ ვარიდებ არაფერს, მშვენივრად ვარ, შეიძლება ასეც ითქვას.
მაგრამ მე ჩემი პირადი ფსიქოლოგ-ფსიქიატრ-მეგობარი მყავდა და სხვას რამდენად უმართლებს ჩემსავით, ვერ გეტყვით ))
ერთი ის არის, რომ აქ თავის პრობლემაზე და შიშებზე მაინც არავინ საუბრობს გახსნილად, არადა პრობლემის ამოთქმა და სხვისგან დახმარების მიღება, ბევრად უფრო შედეგიანია ვიდრე ნებისმიერი წამალი და ექიმი. ესეც პირადი გამოცდილებით.
ყველას წარმატებას გისურვებთ

Posted by: levvani 15 May 2019, 12:08
keticho
QUOTE
არადა პრობლემის ამოთქმა და სხვისგან დახმარების მიღება, ბევრად უფრო შედეგიანია ვიდრე ნებისმიერი წამალი და ექიმი. ესეც პირადი გამოცდილებით.

მხოლოდ პრობლემის ამოთქმა არაა საკმარისი მის გასაანალიზებლად. მითუმეტეს ტუ არაკომპეტენტურ ადამიანტან იტყვი ამ ყველაფერს.

Posted by: tekicho 15 May 2019, 12:24
levvani
ვისაც გამოცდილი და გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი, არაკომპეტენტური ვერ იქნება ამ საკითხში. ამ თემაში კიდე ყველა ისეთი ვარც, ვისაც თავის ტყავზე გამოუცდია და ძირეულად აქვს გააზრებული და ნასწავლი რა როგორ ხდება და როგორ დაეხმაროს საკუთარ თავს და ახლა უკვე სხვასაც.
აქ საუბარი ახალბედა პანიკიორების დახმარებაზეა, უკვე გამოცდილი გვარდიის მხრიდან )

Posted by: zurieli 16 May 2019, 15:32
ძალიან ხშირად მეფიქრება ხოლმე თემაზე, ფული რომ არ წყვეტდეს ადამიანებისთვის ძირათადად საკითხებს რამდენი დაავადება და შეგრძნება იქნებოდა უკვე უკვალოდ გამქრალი smile.gif)
საიდან რას შევადარო არვიცი, უმრავლესობა ცუდად გაიგებს რამე რომ ვთქვა smile.gif)
ადრე თუ გვიან ყველა ხვდება სად დაუშვა შეცდომა, ამ თემაშიც ესეა, აუცილებლად მოდის დო როცა ბრაზდები საკუთარ თავზე და რათქმაუნდა სხვებზეც რომლებმაც წაიღეს და ქარს გაატანეს შენი ცხოვრების საუკეთესო წლები, გეფიქრება ესე რატომ და როგორ მოგექცნენ და ამ დროს ხედავ შენს თავს, რომელიც ყველაზე მეტად დამნაშავე ჩანს, მან მიიღო გადაწყვეტილება ისეთი რომლის გამოც დაიკარგა ეს დრო.
ყველა აწყდება ამ პრობლემას გამონაკლისი არარსებობს, საინტერესოა მაშინ მათი მოსმენა ვინც ეხლა ძალიან დიდი მჭრმეტყველებით გამოირჩევა და ზოგჯერ გაბრაზებულიც წერს რომ ყველა მეთოდი მცდარია და მარტო მან იცის გზა ჭეშმარიტებისკენ smile.gif))
მართლა მეცინება ოღონდ არა ცინიკურად რათქმაუნდა smile.gif)
მე პირადად გავიარე ყველაფერი და ვისაც აქვს სურვილი ნებისმიერ სიღრმემდე შემიძლია ვისაუბრო პანიკაზე მასთან, რა და როგორ მოხდა ჩემთან სრული ქრონოლოგიაა ამ თემებში, ბევრმა გაიარა მაგრამ რატომღაც თავი აარიდეს აქ გამოჩენას, მიზეზი არვიცი)
ჩაიხედეთ საკუთარ თავში არავინაა თქვენზე არც მეტი და არც ძლიერი, ყველაფერი ილუზიაა და ამ ილუზიას ნუ გაატანთ ცხოვრებას.
keticho
+1 smile.gif)

Posted by: tekicho 16 May 2019, 17:15
მე რომ ვიცი, როგორ არის ფარმაცევტულ-ექიმური ქსელები ერთმანეთში გადახლართული და ძირითადად, ვიმეორებ, ძირითადად, როგორ ხდება ექიმის მიერ ამა თუ იმ დანიშნულების პაციენტისთვის მიცემა, ამიტომაც ვამბობ იმას რასაც ვამბობ. მე ექიმმა ტრანკვილიზატორი მხოლოდ იმიტომ გამომიწეროს, რომ ამ გამოწერის სანაცვლოდ იბიცაზე "კონფერენციაზე" წაიყვანენ, არ მინდა, დიდად გმადლობთ )) მირჩევნია, ისევ გამოცდილი და ჩვეულებრივი მოკვდამი ადამიანისგან მივიღო რჩევა.
zurieli, შენ ხარ საუკეთესო და ეგოისტი რომ არ ვიყო, ყველა პანიკიორს გადმოვამისამართებდი შენთან 2kiss.gif

Posted by: Fluminense 16 May 2019, 20:11
თქვენი აზრით რა ადგილი უკავია გაბრაზებას/გაგიჟებას. ხშირად არის შემთხვევა როცა არაფრია გამო ძალიან ვღიზიანდები, ან ძალიან ელემენტარულზე. ის ებრაზდები რო გგობია გაგიჟდები

Posted by: tekicho 16 May 2019, 20:49
ეგ გაბრაზება და ელემენტარულ რაღაცებზე გაგიჟება, დაძაბული და გადაღლილი შენი ნერვიული სისტემაა, რომელსაც გემრიელი დასვენება და ნაკლები სტრესული სიტუაცია სჭირდება. სიმშვიდე და ბუნებასთან ურთიერთობა არის წამალი, ჩემი აზრით. თუმცა არ გამოვრიცხავ, ვინმესთვის კლუბში ცეკვა იყოს დამუხტვაც და განმუხტვაც. ადამიანს გააჩნია.
ადრე ყველაფერი მაღიზიანებდა, ადამიანების ხმიდან დაწყებული, მანქანების მოტორის ხმით დამთავრებული)) დაისვენე, ისე როგორც შენ გესმის ეს სიტყვა - თავისი სრული არსით და ბევრად უკეთ იგრძნობ თავს.

Posted by: levvani 17 May 2019, 18:02
Fluminense
კარგად თუ ჩაუღრმავდები ეგ არის არაპირდაპირი აგრესია. ის მომენტი გაიხსენე როდესაც ვიღაცაზე გაბრაზდები მისი მიმართაა ეს აგრესია მიმართული? ანუ იმხელა დააშავა რამხელაზეც გაუბრაზდი?

Posted by: დოჩანა 17 May 2019, 18:35
ეჭვები გაქვთ ისე? მე როცა დავიძაბები ხანდახან ამა თუ იმ რამეზე არასასიამოვნო ეჭვი გამკრავს ხოლმე. მაგრამ ვიცი რომ ეს არ არის რეალობა. და ვუშვებ

Posted by: White_Shark 17 May 2019, 19:34
ცოფის შიში გადამიყვანს ჭკუიდან და ალბათ ჩამომაკიდებინებს თავს

Posted by: Anna.M 17 May 2019, 21:48
White_Shark

იცი რა არის საინტერესო? ოდესმე უკბენია შენთვის ძაღლს? თუ საიდან გაქვს ეგ ცოფის შიში? იცი რას ვიზამდი შენს ადგილას? ძაღლს ვიყიდდი, რომ როგორმე ეს შიში გადამელახა. შენთვითონაც ხომ ხვდები რომ ყველანაირ საღ აზრს მოკლებულია ქუჩაში ძაღლი გაგედოს და ესე მხოლოდ შეხებით ცოფი გადაგედოს? ვთქვათ და გიკბინა გაიკეთებ აცრებს, რა მოხდა. ანუ რა შედეგის გეშინია ვერ ვხვდები. გაკაწვრის და კბენის, ცოფიანმა გიკბინოს, თვითონ ძაღლების გეშინია თუ აცრის? ანუ სიტყვაზე კატის არ გეშინია?

Posted by: White_Shark 17 May 2019, 22:09
Anna.M
უფრო რთულად არის საქმე მგონია რომ უკვე მოხდა კბენა და გონებაში ვატრიალებ მომენტებს რამე ხომ არ მოხდა და ხომ არ გამკრა კბილი lol.gif

Posted by: Meme33 18 May 2019, 23:53
White_Shark
და რატოო? ცოფიან ძაღლთან გქონდა შეხება?

Posted by: White_Shark 18 May 2019, 23:54
Meme33
2 ჯერ ავიცერი , ორჯერ მიკბინია აუამ ქუჩაში და იმის მერე ამეკვიატა

Posted by: Meme33 19 May 2019, 10:39
White_Shark
ნუ გეშინია არაფერი მოგივაა

Posted by: Tornike Alashvili 21 May 2019, 00:32
zurieli
QUOTE
სხვა შემთხვევაში აბრაგები და სროლა გამოვა ეგ ნაწარმოები, მე 19-20 საუკუნის მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი.

არ მითქვია რომ პრიმიტიული ნაწარმოებია. სუჯეტიც აქვს რეალური ხალხის ცხოვრებიდან და მართლაც გენიალური ენითაა ნაწერი. მრავალი კითხვაა დასმული და განხილვაც ... მაგრამ არის ამ კითხვებზე პასუხები და ეს არ ჩანს სწორედ,
1- სიკეთე ის არის რაც ციკეთით მთავრდება , სიკეთით მთავრდება არა მარტო უანგაროდ გაკეთებული, არამედ სიყვარულით( არა მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულით -ამპარტავნებით, არამედ უფლის და მოყვასის) თან დოზირებული. ანუ დიდ სიკეთეს კი არ უნდა გამოეკიდო(ამას ამპარტავნება გაკეთებინებს) არამედ აკეთო ყოველ დღე რაცშეიძლება მეტი პატარა სიკეთე ( იოანე კრონშდტანტელის ქადაგებიდან) ადამიანს რომ უჭირს და ხელს გაუწოდებ -მას უნდა გაუჩნდეს მადლიერების გრძნობა და ასევე სურვილი სხვას დაეხმაროს და არა დაწვეს ქუჩაში - მთელი ცხოვრება იმათხოვროს, ან იფიქროს, რომ ამას ბევრი აქვს ფული და წავყვები გავქურდავ-დავაყაჩაღებო. ამ ზღვარს ვერ ვხედავთ ნაწარმოებში და არა მარტო ამ ნაწარმოებში.
2- ფუნქცია რაც დავკარგედ - პატრონობაა
3-ყალბი რელიგიულობა კი არის გასაკრიტიკებელი, მაგრამ საერთოდ რელიგია აბუჩად ასაგდებია და ბოლშევიკობა წინ წამოსაწევი?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ვერ შეძლო ავტორმა ნაწარმოებში - მოუწია საკუთარი ცხოვრებით გაეკეთებინა. არაფერი შემთხვევით ამ ქვეყანაზე არ ხდება .
ყველაფერშია კანონზომიერება( მეცნიერისთვის) და უფლის განგება(მორწმუნესთვის)


QUOTE
რატომ გადმოხტა გალაქტიონი ?

აზრებში იპოვნა ისეთი რამ რისი დაჭერაც სხვაგვარად შეუძლებელი იყო (ალბათ)

გალაქტიონმა გადმოხტა ვინაიდან შეურაცყოფილი იყო, ეს ამპარტავნების ბრალია (ჰომეოპათიური აურუმის ტიპი)
შიშები კი - ურწმუნობის . ანუ უფლის იმედზე როდესაც არ არის ადამიანი - ეშმაკის(სიკვდილის, ცუდათ გახდომის შიში,მიწისძვრის და ა,შ.) ეშინია

Posted by: tekicho 21 May 2019, 08:27
ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი,
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.
შენში - შიგნით აიშენე ტაძარი,
გაუფრთხილდი, არ გაუჩნდეს ხანძარი.
ძმას თუ შია - ვერ იქნები მაძღარი,
ხომ აქვს უნამუსობასაც საზღვარი.
.........
)) უცებ გამახსენდა და..
და, გადაგვარება იმაში მდგომარეობს, რომ
ხალხმა სიყვარულის უნარი დაკარგა. თავისუფლების,
სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული.
.........
გუშინ ფანჯარაში ვიხედებოდი, ჩვევად მაქვს, წვიმიან ამინდში ხელების გარეთ გაყოფა და ბავშვობის მოგონებებით გაჯერებული უზრუნველი შეგრძნებების გახსენება. საკმაოდ გვიანი იყო და ბნელოდა, მხოლოდ ქუჩის განათებები ეცემოდნენ წვიმასთან ერთად ასფალტს და ყვითელ წრიულ მონაკვეთებს ქმნიდნენ, ლამაზი სანახავი იყო....
ვხედავ, დაპარკინგდა მანქანა, გადმოვიდა ასე 45-50 წლის კაცი, დიდი მონდომებით გადმოზიდა მანქანის კარებებიდან ნაგავი და პატარა პარკში ჩააწყო, შემდეგ ჯიბიდან კოლოფს დასწვდა, ამოიღო ერთი ღერი, გაუკიდა და რადგან კოლოფი ცარიელი აღმოჩნდა, ისიც იმ პარკში ჩაუშვა. მიიხედა, მოიხედა, არავინ ჩანდა და ჰოპ, არ მოისროლა ეს პარკი იქვე სკვერში, სადაც სკოლიდან დაბრუნებული ჩემი შვილი თამაშობს?! რა უნდა მექნა მე ამ დროს? ფანჯრიდან დამეძახა რას აკეთებ, ადექი და ახლავე აიღე შენი დაყრილითქო, უნდა ჩავსულიყავი და მე თვითონ ამეკრიფა, თუ უნდა დამევიწყებინა, დილით ხომ ისედაც მოვა მეეზოვე და აიღებს?
ალბათ თქვენ პატარა სიკეთეს გააკეთებდით, ჩახვიდოდით და თავად დაასუფთავებდით იქაურობას, მეეზოვეც ხომ ადამიანია?)
მე - გადაბრაზებულმა დავუყვირე.. კი, შერცხვა და აკრიფა, შეიძლება ბოლომდე არა მაგრამ, ნაწილი მაინც აიღო და სწრაფად შექროლდა სადარბაზოში.... იქნება და მარუდას პარპაში რომ მოისპოს, ახალი გრიშკა პიმენოვა გამოჩნდეს და არც გამოვიდეს ამ ჩემი ნამოქმედარიდან არაფერი, მაგრამ ვაი და გამოვიდეს? ))
რავიცი რას მიხვდებით რატომ დავწერე, რაც დავწერე... დილაა და ჯერ კუთვნილი ყავა ბოლომდე არც დამილევია)
უბრალოდ, თხოვნაა, ყველა შევეცადოთ და ნუ გავრყვნით საზოგადოებას )

პ.ს
https://youtu.be/03D6dUHaNVU
ჰომეოპათიური აურუმის ტიპია თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ იყოს ეს აქ, არაფერი დაშავდება))

Posted by: White_Shark 23 May 2019, 12:15
3 დღე რომ დოზები გამოვტოვო რამე მომივა ??
ვერ ვყიდულობ ეს დღეები წამლებს და ?

Posted by: Anna Ricci 23 May 2019, 14:49
Aurum – ის ტიპის ადამიანებს აქვთ მწვავე ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიკური ნიშნები _ პლეთორიული სახე, საფეთქლის და საძილე არტერიების პულსაცია,ცერებრალური ჰემორაგიებისა და ინფარქტის მიმართ მიდრეკილება.

უფრო ხშირად ესენი არიან ორივე სქესის მკვრივი, მძიმე, შავგვრემანი ადამიანები ან მოღუშული და დეპრესიული, ან მოუსვენარი, აგზნებული და ტემპერამენტული. ფეთქებადი გაბრაზება ხშირი შეტევებით. გონება ყოველთვის გადატვირთული აქვთ მომავალზე ფიქრით /მათაც კი ვისაც მომავალი კარგის მეტს არაფერს უქადის.

Aurum – ის ტიპის ადამიანების ჩივილები უარესდება სიცივეში, უმოძრაოდ ყოფნისას და ღამე ხშირად აწუხებთ ცხელი ტალღის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. აქვთ ცივი კიდურები და ცხელი, ჰიპერემიული სახე. რძე, ყავა და ალკოჰოლი მათი საყვარელი სასმელებია, სამაგიეროდ ძალიან არ უყვართ მძიმე საკვები, განსაკუთრებით - ხორცი.

Aurum მაღალეფექტურია ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, აგრეთვე სახის ზედა ნაწილის ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.

http://www.curamediana.ge/portretebi7.html ეს ძაან რბილადაა აღწერილი. თორე ეს არის პრეზიდენტების პრეპარატი ხშირად ან სპორცმენების- მოკლედ ვისაც პირველობა უნდა და ახერხებენ კიდევაც ამას უმრავლესობა შემთხვევაში.


სიამღლისკენ მიისწრაფიან.



რათა ისკუპონ მერე იქედან



https://www.e-reading.club/chapter.php/113708/36/Kent_-_Lekcii_po_gomeopaticheskoii_MATERIA_MEDICA.html

თავიდან ძალან ძლიერი და ინტელექტუალური ტიპები-ბოლოს უძლიერეს დეპრესიაში და მელანხოლიაში შეიძლება ჩავარდნენ
აურუმ-დეპრესია ყველაზე მძიმეა
* * *
QUOTE
ძმას თუ შია - ვერ იქნები მაძღარი,
ხომ აქვს უნამუსობასაც საზღვარი.

უნდა ილოცო შენზე გაჭირვებული ვინც არის მასზე და არა საკითარ ტყავი და თავზე
-ამას ისმენს უ ფ ა ლ ი

Posted by: Tornike Alashvili 23 May 2019, 22:53
QUOTE
მე - გადაბრაზებულმა დავუყვირე.. კი, შერცხვა და აკრიფა, შეიძლება ბოლომდე არა მაგრამ, ნაწილი მაინც აიღო და სწრაფად შექროლდა სადარბაზოში...

-არაუშავს, ჩამოვალ ახლავე დავასუფთავებო - ასე უნდა დაგეძახათ .

მაინც აალაგებდა, მაგრამ გაუკვირდებოდა , სხვამ ჩემ ნაგავზე ავალაგებო როგორ თქვაო

Posted by: tekicho 24 May 2019, 07:41
Tornike Alashvili
ხედავთ რა უცნაურია ადამიანის ინტერპრეტირების უნარი და გადმოცემულის თავისი მიკერძოებული თვალით დანახვა? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე ავი მეზობელივით ვუღრიალე ფანჯრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ დამიწერია რა დავუყვირე, მხოლოდ ის რომ გადაბრაზებულმა დავუყვირე. აი ზუსტად ამას ვამბობ, ჩვენივე მოგონილ-გადაკეთებული წარმოსახვით ნუ გავრყვნით საზოგადოებას და აქ დამთავრდეს თუთაშხიას თემა ) .
პატივისცემით.

Posted by: Anna Ricci 24 May 2019, 15:38
keticho
ბოდიშს კი ვიხდი რომ ვერევი,
მაგრამ რადღანც ფსიქოლოგიის განყოფილებაა და ვხედავ, რომ საკმაოდ განათლებული და ნაკითხი ხალხი წერთ,
ხომ არ იქნებოდა უფრ სწორი ფსიქოლოგიის გათვალისწინება.კერძოდ ნლპ-სი :
1 -აგრძალვებია -
QUOTE
წარმოსახვით ნუ გავრყვნით

QUOTE
აქ დამთავრდეს თუთაშხიას თემა


2- სად მოჩანს -
QUOTE
თქვენ წარმოიდგინეთ,

მე მაგალითად ვერ დავინახე,
რასაც ჩემს მასწავლებელს აბრალებთ

გინდ კულტურულად უთხარით - მანდ ნუ დაყრით . გინდ ცოტა მკაცრად ,
სულ სხვაა - ჩამოვალ მივხედავო...

Posted by: Tornike Alashvili 24 May 2019, 23:39
სკოლის დირექტორი, ქალბატონი ჩიოდა - კედლებს ხაზავენ მოსწავლეები ლურსმანითო. რამდენი არ გადავაღებინებ მუშებს - 2-3 დღეში ისევ დახაზულიაო.

- არაფერი ეშველება მაგას, სანამ თავად არ შეღებავ- უთხრა ჩემმე მეგობარმა.
ისიც სკოლის დირექტორია. ჩაიცვა ქალბატონმა ფორმა დაიკავა ხელში ფუნჯი. დააფინა გაზეტები , გახსნა საღებავი და შეხვდა ასე დილით მოსწავლეებს - სადარბაზოს ღებვაში გართული.
შეწუხდენ მოსწავლეები და თხოვენ ჩვენ თვითონ გადავღებავთო...
არ გვეგონა თუ თქვენ ასე შეწუხდებოდითო .
მას შემდეგ აღარავის დაუხაზავს კედელი

Posted by: White_Shark 25 May 2019, 22:40
გადავიჭრი ვენებს დავისვენებ იმდენი პრობლემა მაყრია ვერ ვერები ესღა დამრჩა გამოსავალი

Posted by: shavi_kheli 26 May 2019, 00:15
White_Shark
Fsiqologtan Midi scade Iqneb shedzlo mogvareba tu Ara da mere moikali tavi

Posted by: siml11 26 May 2019, 00:20
White_Shark
რას ლაპარაკობ ძმაო, ეგ რა გამოსავალია, რა დროს შენი პრობლემების მოუგვარებლობაზე საუბარია, ვიცი რომ ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ეგრე იცის ხოლმე ცუდმა პერიოდმა, გგონია ვერ გამოხვალ მაგრამ მასე არაა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ხოლმე, ხან აღმართი ხან დაღმართი, მასე მძიმე განცდა რა საჭიროა, უბრალოდ დაელოდე და მშვიდად იყავი, ნურაფერს მოსთხოვ თავს სიმშვიდის შენარჩუნების გარდა.
სიმშვიდე პირველ ადგილზე დააყენე და მერე სხვა დანარჩენი და ყველაფერი კარგად იქნება.
ეცადე რწმენას ჩაუღრმავდე დაგეხმარება. სულსაც თავისი საკვები ჭირდება.

Posted by: Fluminense 26 May 2019, 15:26
მთელი დღეა თავბრუ მეხვევა დაწონასწორობას ვკარგავ. მირჩიეთ რამე

Posted by: Tornike Alashvili 26 May 2019, 17:48
QUOTE (Fluminense @ 26 May 2019, 15:26 )
მთელი დღეა თავბრუ მეხვევა დაწონასწორობას ვკარგავ. მირჩიეთ რამე

ღამე როგორ გეძინა ? &

Posted by: Fluminense 26 May 2019, 19:03
Tornike Alashvili
უძილობას არ ვუჩივი, ღამითაც კარგად მეძინა. გუშინ დღის მეორე ნახევარში შევატყვე თავს რო წონასწორობას ვკარგავდი, დღეს კიდევ ძალიან შემაწუხა.

Posted by: Tornike Alashvili 26 May 2019, 19:08
Fluminense
რას უკავშირებ ტავად&

იქნებ სიგარეტი მოწიე ბევრი?

Posted by: Fluminense 26 May 2019, 19:38
Tornike Alashvili
არ ვეწევი სიგარეტს, პერიოდულად მაქვს თავბრუს ხვევა. მე გადაღლას ვუკავშირებ. სამსახურში მქონდა ეს დღეები სტრესი, დღეს ცოტა მოვეშვი და ალბათ ეგ ეფექტი იყო.

Posted by: Tornike Alashvili 26 May 2019, 21:29
თავბრუსხვევას იწვევს დეპრესია, კისრის მალების ოსტეოქონდროზი - ვერტებრობაზილარული უკმარისობა, ვეგეტოდისტონიაც - ჯერ ფორმა და მიზეზებია გასარკვევი

Posted by: G1nika 30 May 2019, 04:05
QUOTE
და გილოცავთ, თქვენ შემოაბიჯეთ პანიკის და შფოთვების ჯადოსნურ და საოცარ სამყაროში, საიდანაც მილიონიდან მხოლოდ ერთს უპოვნია ცხრაკლიტულის ცხრავე კლიტე და გამოუღწევია იქედან))


8 ვიპოვე, 1ღა დამრჩა.

ყველას, ვისაც გგონიათ რო სულ ცუდად იქნებით და ძილისწინ სიკვდილზე გეფიქრებათ... გაივლის !!! დამიჯერეთ
ძაალიან დიდი ხანი მტანჯავდა მეც, მარა მოვერიე და საკუთარი თავი ხელში ავიყვანე.
იგივეს გირჩევთ და გიაურვებთ.
ვიცი ძნელია მარა არაა შეუძლებელი.

P.s შემდეგი "შემოტევის" დროს უბრალოდ თვალები დახუჭეთ და მიყევით. მაქედან დაიწყება ყველაფერი...

Posted by: tekicho 31 May 2019, 18:21
G1nika
კარგი ამბავია )
ცხრავეს რომ იპოვნით, მერე არ აგერიოთ რომელი რომლისაა, ჩემსავით ))))
და ნუ ნერვიულობთ, ადამიანები ვართ, ხან თავბრუ დაგვეხვევა, ხან გული აგვიჩქარდება, მთავარია ერთი რამ გაითავისოთ, ყველაფერი პანიკურ აშლილობას არ მიაწეროთ. ნუ აიგივებთ უკვე გამოღწეულები ახალ ადამიანურ სიმფტომებს იმ ძველ ცუდად ყოფნის სიმფტომებთან. დამიჯერეთ, საერთო ერთმანეთთან არაფერი აქვთ .
შეეცადეთ სიამოვნება შეიგრძნოთ ცხოვრებისეული წვრილმანებისგან და ამით მოიპოვოთ სიმშვიდე და ბედნიერება. მესმის, რთულია, ჭავჭავაძის გადაკეტვით გამოწვეულ საცობში დგომისას სიამოვნების ძიება, მაგრამ ცაში ახედვისას ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რაც სიმშვიდეს და ღიმილს მოგვგვრის. არასდროს დანებდეთ და არასდროს მიეცეთ სასოწარკვეთას, ყველაფერი მალე მთავრდება, მთავარია მოასწროთ და იგემრიელოთ იმით რაც გაქვთ.

Posted by: White_Shark 4 Jun 2019, 19:46
მოკლედ უშედეგოა მკურნალობა
ექიმმა შემომთავაზა დარჩიო კლინიკაშიო მაგრამ სად მაქვს მაგდენი ფული მე

Posted by: shavi_kheli 4 Jun 2019, 21:46
White_Shark
Mkurnaloba shedegs AR gamoigebs Sanam shen tavshi ragac ragaceebs AR sheushveb.


Ise xar gajiutebuli da virze shemjdari, mgonia Rom egec avadmkopobis nawilia.


Strategia Rom shecvalo, Vai da kargad gaxde? Shemdeg pasuxismgeblobebi gelis win da amas tavs arideb

Ase Rom tavad AR ginda gamojanmrteleba.

Posted by: Onyx′ 5 Jun 2019, 01:07
White_Shark
მედიტაცია სცადე, არ დაიწყო ოღონდ არ ვიცი და ეგეთები
უმარტივესია, ოღონდ უნდა სცადო, სცადო, სცადო, 1,2,3 და მერე შედეგსაც დაინახავ
იუთუბზე მოძებნე რა და როგორ ხდება, მობილურში აპები გადმოწერე HeadSpace, Simply Habbit და კიდევ ბევრია
დღეში 20-20 წუთი დაუთმე, თუ გაგისწორდა რაც მეტი უკეთესი

Posted by: levvani 5 Jun 2019, 08:53
White_Shark
ნამდვილად გინდა თავის შველა თუ უბრალოდ ყურადღებას იქცევ? სეანსში 30 ლარი რომ გადაიხადო მაგის ფული გაქვს?

Posted by: marishkunawow 18 Jun 2019, 11:23
და... აი 2 წლის შემდეგ მეც კვლავ დავბრუნდი. არადა როგორ მეგონა რომ ყველაფერი უკან მოვიტოვე. მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ვერაფერს ვუხერხებ ობსესიურ აზრებს, რომ რაღაც ძალიან ცუდი დამემართება და მოვკდვები. აი ამის დაწერაც კი ძალიან ძალიან მაშნებს ეხა.. მარამ ვინმეს თუ არ გავუზიარე ალბთ გავგიჟები. 1 თვის წინ სტრესი გადაივტანე და ძალიან გაუარესდა ჩემი მდგორობა. ისევ მეშინია სახლიდან გასვლა. უკვე პატარა მანძილებზეც მიჭირის. ნელ ნელა პატარავდება ჩემი " უსაფრთხო სივრცე" არადა ერთხელ ეს ხომ უკვე დავამარცხე!!!
ძალიან გთხოვთ მირჩიეთ ძალიან კარგი ფსიქო თერაპევეტი ძალიან მჭირდება თორემ ვატყობ რომ უკვე ვეღარ ვუძლებ.

ფიზიკური სიმპტომები ნაკლებად მაწუზებს ფიქრები მაგიჟებს

Posted by: White_Shark 18 Jun 2019, 12:22
marishkunawow
ჰეი მახსოვს შენი პოსტები ... ის 2 წელი კარგად იყავი ??
ძა;ლიან კარგად მესმის შენი დაჟე შემიძლია გითხრა რომ უარესი რამე მჭირს შენზე და უწყვეტი მიმდინარეობა და დასასრული არ უჩანს როგორც ჩანს ...

Posted by: Fluminense 18 Jun 2019, 13:03
marishkunawow
კარგი ფსიქოთერაპევტი? ალბათ 20 ჯერ მაინც ვიყავი სეანსზე მაგრამ ისევ ისე ვარ. მე კი მიგასწავლი მაგრამ უნდა იცოდე რომ მაინც შენზეა დამოკიდებული კარგად ყოფნა. თუ გინდა ერთ youtube ჩანელს ჩაგიგდებ ინგლისური თუ იცი. მე მეხმარება ცუდად რო ვარ და სახლში რო ვიკიტები

Posted by: marishkunawow 18 Jun 2019, 15:27
White_Shark
კი კარგად ვიყავი და კიდე კარგად ვიქნები smile.gif და შენც კარგად იქნები.
რაც შეეხება ცოფს- საქართველოში ცოფის შემთხვევა ალბათ ბოლო 40 წლის წინ დაფიქსირდა.
შანსი იმისა რომ ძაღლს ქონდეს ცოფი არის ძალიან ძალიან დაბალი - რადგან თითქმის ყველა ძაღლი აცრილია ცოფზე. ისედაც ცოფიანი ძაღლს ეგრვე ეტყობა რომ ცოფი აქვს და ის თავშეყრის ადგილებეში ესე მარიტვად ვერ გაჩერდება.
გარდა ამისა ძაღლის კბენა გამორიცულია რომ ვერ იგრძნო. ოდნავ აი სულ ოდნავაც რომ გაგკრას კბილი ეგრვე იგრძნობ- წახვალ იმუნიზაციის ცენტრში და აიცრები. და ისედაც ძაღლი უმიზეზოდ ადამიანის არ კბენს. მოკლედ ნუ გეშინია ცოფის- და ეცადე რომ ამ აზრებს კი არ შეებრძოლო არამედ მიიღო და იყოს რა. smile.gif) ადრე თუ გვიან გაივლის. აი მაგალითად როდესაც მოგინდება რომ დაათვალიერო შენი სხელი და იპოვო ნაკბენი არ დაათვალიერო, 10 წუთი 20 წუთი გაგიჭირდება მოგაწვება დიდი სირუვილი დათვალიერების მაგრამ მერე ნელ ნელა იკლებს ეს ფიქრები. დამირეჯე. და ცოფი ვერ დაგემართება რადგან ცოფიანი ძაღლები ჩვენ ქვეყანაში არ არიან!

Posted by: White_Shark 18 Jun 2019, 15:54
marishkunawow
მადლობა აი შენ კიდე მიხვედრილხარ რა მჭირს :დ ვერ ვაგებინებ ვერავის ვაბშე
უკვე 5 თვეა 5 სახის წამალს ვსვამ სხვათაშორის ოდნავი შედეგი არის მაგრამ დიდი ვერაფერი
და ასე მგონია რომ არადროს არ დამთავრდება

Posted by: marishkunawow 18 Jun 2019, 19:01
White_Shark
დამთავრდება აუცილებლად, ვარჯიში, სწორი კვება, რეჟიმი, შეუწყვე ხელი.
როგორც კი ძააან მოგვაწევება ფიქრები ცოფზე ნუ დაუწყებ ბრძოლას და მიყევი. პროსტა სხეულის შემოწმება არ დაიწყო რასაც აკეთებდი ის გააგრძელე. ვთქვათ კინოს უყურებდი და მოვიდა ფიქრი რომ ვაიმე ხომ არ მიკბინა მოდი ვნახავ ფეხს არ ნახო ფეხი გააგრძელე კინოს ყურება და გაივლის ფიქრი. თავიდან რთულია მერე უფრო ადვილი. ნუ მისცემ ფიქრს მნიშვნელობას. იყოს იტივტივოს შენ ტვინში თავისთვის.

Posted by: love-killa 18 Jun 2019, 21:05
ჩემს მეგობარს სჭირს და არეართხელ დავხმარებივარ, საჭირო ადამიანია საჭირო მაგ დროს

Posted by: tatia_aquarius 18 Jun 2019, 21:38
................................

Posted by: White_Shark 18 Jun 2019, 21:40
tatia_aquarius
მოგწერე და მიპასუხე შენ .. აწი ...

Posted by: tatia_aquarius 18 Jun 2019, 21:42
..................................

Posted by: White_Shark 18 Jun 2019, 22:01
marishkunawow
წეღან ეზოში ვიჯექი და უცბად საიდანღაც ქვემოდან სკამის გამოვარდა პატარა ცუგა და ეხლა მეკვიატება ხომ არ გამკრა კბილი drug.gif

Posted by: love-killa 18 Jun 2019, 22:59
QUOTE (White_Shark)
წეღან ეზოში ვიჯექი და უცბად საიდანღაც ქვემოდან სკამის გამოვარდა პატარა ცუგა და ეხლა მეკვიატება ხომ არ გამკრა კბილი drug.gif

იგრძნობდი

Posted by: marishkunawow 19 Jun 2019, 16:32
ცუდი რაღაცის წინატგრძნობა... თითქოს მალე ცუდი რამე უნდა მოხდეს თქვენც გაქვთ ? როგორ შველით?
* * *
White_Shark
კბილი რომ გაეკრა აუცილებლად იგრძნობდი.
დაიტვალიერე სხეული ?

Posted by: White_Shark 19 Jun 2019, 16:42
marishkunawow
lol.gif ვერ გავუძ ელი და კი ეგ არის ჩემი კომფულსია
კსტატი შენ რაც აღწერე ეგ მეც მჭირს იმფენდინგ დუმ ქვია
გენერალიზებული აშლილობის მთავარი სიმპტომია (რაც მე მწირს )

Posted by: Kakasha 19 Jun 2019, 18:10
თუ დამეხმარებით ვინმე დიდი მადლობელი დაგჩებით,, <3 დავიტანჯე , ორი თვის უკან სამსახურში რესტორანსი სოკო ვჭამე სახში რო მივედი ცუდად ვგრძნობდი თავს პაღარათი და გულის რევის შეგრძნება მქონდა მუცელი არ მტკიოდა,,, წნევა მქონდა ავარდნილი მაღლა გული უფრო და პლიუს პულსი თავბრუსხვევა მქონდა და გათიშვის შეგრძნება,,, სავადმყოფოში გადამიყვანეს კუჭი ამომირეცხეს გადასხმები დამიდგეს სისხლის ანალიზი გამიკეთეს და გამომიშვეს დილით უკან და იმის მერე დამეწყო ორ თვე ნახევარია უკვე,,, ძირითადად გულის წნევები, თავბრუსხვევა, გათიშვის შეგრძნება, ოფლიანობა, გულის რევის შეგრძნება, უჰარეობა თითქოს ფილტვები არ მომყვება ბოლომდე და მძიმეთ ვარ გულმკერდში, თვალებში გაორება და თვალების ჩაწითლება,კუჭ ნაწლავის პრობლემები ხან შეკრულად ვარ ხანაც ფაღარათი გულის რევის შეგრზნება და ხშირი ბოყინი, სუსტად ყოფნა, თითქოს ვკვდები ხოლმე ეს ყველაზე მეტად მაშინებს და კისრის დაჭიმულობა თითქოს ლოდი მადევს კისერზე სულ,, ძილით კარგად მძინავას,, ანალიზები გავიკეთე სისხლის, შარდის, კოაგულოგრამა, კარდიოგრამა რამდენჯერმე, მუცლის ღრუს ეხო, თავის ტვინის კატე, ფარისებრზე ანალიზი,, თითქმის ყველაფერი ნორმაშია კატემ მიჩვენა ჰაიმორიტი რაზეც ვმკურნალობ და ფარისებრზე ანტისხეულები ამომივიდა ზედმეტობა და გლანდები მაქ გადაგვარებული მაგრამ ექიმის ხელს არ მკიდებს ჯერ ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე ,,დანარჩენი ნორმაშია ,,, ნერვოპათოლოგთან ვიყავი მამუკა მაკარიძესთან დამინიშნა წამლები პანიკური შეტევები დამისვა დიაგნოზად მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ ფსიხოტროპულების დალევისგან,,, იქნებ ვინმე ხართ კომპეტენტური ამ საკითზში გთხოვთ დამეხმარეთ, ცხოვრების 2 თვე წამართვა ამ ყველაფერმა,, იქნებ ნერვოპატოლოგის წამლები არ მინდა და ფსიქოთერაპევტი უფფრო მიშველის,, არარ შემიძლია ყველაფერზე ანალიზსს ვაბარებ უკლვე sad.gif((( ვარ 23 წლის ბიჭი

Posted by: დოჩანა 19 Jun 2019, 21:18
მაგრა გამიტყდა ფსიქიატრი თამუნა ალადაშვილი დაიჭირეს. კარგი ადამიანი ჩანდა.

Posted by: CryMeAriver 19 Jun 2019, 21:51
რა მურტალი რამეა, სირებივით დადის უამრავი მძღოლი ქალაქში და დაგეწყება პანიკური შეტევა ბლიად, ზოგს იმენა ტრაკშიც კამერა უნდა გაუკეთო ისე ატარო...


Posted by: tekicho 21 Jun 2019, 19:44
გამარჯობა, პანიკიორებო)
მოკლედ, გადავხედე აქაურობას და...
მინდა, რაღაც გითხრათ!
დიდიხანია არ მქონია პანიკის შეტევა, წვრილ-წვრილი შფოთვები, რაც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს თან, ნამდვილად მქონდა, მაგრამ ვცდილობდი, ეს ყველაფერი არ დამეკავშირებინა იმ განვლილ აშლილობასთან და ძველებურად გამეგრძელებინა ცხოვრება. თუმცა, გავიდა რა ხანი და რაღაც სტრესების კორიანტელი შემხვდა, ერთ ღამესაც, არსაიდან მოვიდა პანიკის შეტევა. ადრე, როდესაც შეტევა მემართებოდა, ყოველთვის ვიღაცის ან რაღაცის დახმარების იმედად ვიყავი, აღმოვჩნდი რა მარტო საწოლში გაშოტილი, მომენტალურად, შეტევის სიმპტომების დაწყებისთანავე, გადავწყვიტე, პირველად ცხოვრებაში, ბოლომდე მივყოლოდი და მშველელი არ მეხმო... ვუალა, გავედი ბოლოში, სადაც არაფერი დამხვდა, მხოლოდ ერთგვარი იმედგაცრუება ვიგრძენი, აქამდე რატომ არ მივყევი ბოლომდე და რატომ ვაწამებინე თავი. იმის მერეც ბლომად შემხვდა სანერვიულო, მაგრამ ოდნავი შეგრძნებაც არ მქონია შეტევის დაწყების, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სად იწყება და მთავრდება ფიქრებით გამოწვეული ტყვეობა. ეს ისეთი რამ არის, რასაც ბოლომდე უნდა გაუსინჯო გემო, რომ დაიჯერო მისი ილუზია, სხვანაირად არაფერი გამოვა. ამ გემოს გასინჯვით რწმუნდები რა შენი ფიქრების არაჯანსაღობაში, მაშინვე უბრუნდები რეალობას, უკვე ნდობას იწყებ საკუთარი დაკარგული მესი, ზუსტად იცი, არც გიჟდები - არც კვდები და უკვე ცდილობ , მთელი ემოციებით დაიბრუნო დაკარგული.
ეს ის არ არის რაც გვგონია, არც ის აზრებია რეალური, რომელსაც საკუთარი თავისადმი ნდობადაკარგული და მერე პანიკაში ჩავარდნილი ქვეცნობიერი გვაწვდის. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებლად, კი არ გადაიტანოთ რამეზე ყურადღება მორიგი წამოვლისას და გარკვეული დროით მიაყუჩოთ ის, არამედ გახვიდეთ გადაღმა, რათა თქვენვე დარწმუნდეთ მის უსუსურობაში. შეიძლება, აიცილოთ შეტევები თავიდან, რასაც მე მუდმივად ვაკეთებდი, მაგრამ მოვა დრო და მაინც მოგიწევთ მასთან მარტო დარჩენა. ამიტომ, მისგან ერთხელ და სამუდამოდ გასათავისუფლებლად, მხოლოდ ეს გზა მიმაჩნია სწორად. დაფიქრდით, რას კარგავთ და რატომ კარგავთ, ენდეთ რაციონალურ მეს და აღარასდროს მისცეთ ფიქრებს საშუალება სახლში გამოგამწყვდიონ, მოგწყვიტონ ცხოვრებას და თავი ცოცხალ გარდაცვლილად გაგრძნობინონ. არ ვიცი, როგორ აგიღწეროთ საკუთარი თავის დაბრუნებით განცდილი ბედნიერების შეგრძნება, მეორედ დაბადებას გავს, მეორე შესაძლებლობას სწორად გააგრძელოთ დარჩენილი სიცოცხლე.
არასტაბილურ ქვეყანაში დიდია ალბათობა ყოველ დღე რამე მოგივიდეთ, მაგრამ სანამ ცოცხალი ხართ, ფიქრებს არ მისცეთ საშუალება ოთხ კედელში გამყოფოთ. დაიბრუნეთ სილაღე და იყავით ბედნიერი იმით, რომ დაიბადეთ და დარწმუნდით, რომ ღირსეულად იცხოვრებთ იქამდე, სანამ იქნებით.
გახსოვდეთ, სტრესი ყველა ადამიანს ხვდება ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში და ამისთვის მუდმივად მზად ვერ იქნები, მაგრამ იმის დაჯერება, რომ შფოთვითი აშლილობა საზოგადოებრივი აქტივობიდან მოწყვეტის განაჩენია, სიკვდილის ტოლფასია. ამ საქმეში მოსისხლე მტერიც და საუკეთესო მეგობარიც შენი თავია, მთავარია რომელ მხარეს მიემხრობი.
ყველას მშვიდ და უშფოთველ ქვეყანაში ცხოვრებას და ჯანსაღ ფიქრებს გისურვებთ.

Posted by: White_Shark 21 Jun 2019, 20:23
უკვე ტვინი წავჭამე მაგრამ უყურეთ დღეს ვიდექი გაჩერებაზე ჩემთვის უცბად მოვიხედე უკან და ვხედავ უპატარეს ძაღლს კუდს მიქიცინებს
ეხლა მეკვიატება ხომ არ გამკრა კბილი ფეხებზე facepalm.gif facepalm.gif
თავს მომაკვლევინებს ეს აკვიატება

Posted by: Kakasha 21 Jun 2019, 21:17
White_Shark
მასეთმა აკვიატებებმა დამმართა 23 წლის ბიჭ მამალი ნერვოზი sad.gif

Posted by: White_Shark 21 Jun 2019, 21:28
Kakasha
აბა გააზიარე შენი პრობლემები შენც ეგეთი შიში გაქვს ?

Posted by: Kakasha 21 Jun 2019, 21:29
თუ დამეხმარებით ვინმე დიდი მადლობელი დაგჩებით,, <3 დავიტანჯე , ორი თვის უკან სამსახურში რესტორანსი სოკო ვჭამე სახში რო მივედი ცუდად ვგრძნობდი თავს პაღარათი და გულის რევის შეგრძნება მქონდა მუცელი არ მტკიოდა,,, წნევა მქონდა ავარდნილი მაღლა გული უფრო და პლიუს პულსი თავბრუსხვევა მქონდა და გათიშვის შეგრძნება,,, სავადმყოფოში გადამიყვანეს კუჭი ამომირეცხეს გადასხმები დამიდგეს სისხლის ანალიზი გამიკეთეს და გამომიშვეს დილით უკან და იმის მერე დამეწყო ორ თვე ნახევარია უკვე,,, ძირითადად გულის წნევები, თავბრუსხვევა, გათიშვის შეგრძნება, ოფლიანობა, გულის რევის შეგრძნება, უჰარეობა თითქოს ფილტვები არ მომყვება ბოლომდე და მძიმეთ ვარ გულმკერდში, თვალებში გაორება და თვალების ჩაწითლება,კუჭ ნაწლავის პრობლემები ხან შეკრულად ვარ ხანაც ფაღარათი გულის რევის შეგრზნება და ხშირი ბოყინი, სუსტად ყოფნა, თითქოს ვკვდები ხოლმე ეს ყველაზე მეტად მაშინებს და კისრის დაჭიმულობა თითქოს ლოდი მადევს კისერზე სულ,, ძილით კარგად მძინავას,, ანალიზები გავიკეთე სისხლის, შარდის, კოაგულოგრამა, კარდიოგრამა რამდენჯერმე, მუცლის ღრუს ეხო, თავის ტვინის კატე, ფარისებრზე ანალიზი,, თითქმის ყველაფერი ნორმაშია კატემ მიჩვენა ჰაიმორიტი რაზეც ვმკურნალობ და ფარისებრზე ანტისხეულები ამომივიდა ზედმეტობა და გლანდები მაქ გადაგვარებული მაგრამ ექიმის ხელს არ მკიდებს ჯერ ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე ,,დანარჩენი ნორმაშია ,,, ნერვოპათოლოგთან ვიყავი მამუკა მაკარიძესთან დამინიშნა წამლები პანიკური შეტევები დამისვა დიაგნოზად მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ ფსიხოტროპულების დალევისგან,,, იქნებ ვინმე ხართ კომპეტენტური ამ საკითზში გთხოვთ დამეხმარეთ, ცხოვრების 2 თვე წამართვა ამ ყველაფერმა,, იქნებ ნერვოპატოლოგის წამლები არ მინდა და ფსიქოთერაპევტი უფფრო მიშველის,, არარ შემიძლია ყველაფერზე ანალიზსს ვაბარებ უკლვე ,,,,, დავაკოპირე წინა გვერდიდა,,, სოკოთი მოწამვლის შიშით დამეწყო ეს ყველაფერი
* * *
მგონია რაღაც მჭირს ,, და ამ ყველფერს თავბრუსხვევა და ნერვოზის დამახასიათებელი ნიშნები რომ ემატება ეს უფრო მიმძაფრებს პანიკას,, სანამ ყველაფერი დამეწყებოდა მქონდა აკვიატებული რაღაცეები მაგალითად გაზს რომ ვკეტავდი ცენტრალურიდან რამდენჯერმე ვამოწმებდი ხოლმე , კარებსაც რომ ვკეტავბდი რამდენეჯრმე ვამოწმებდი თუ კარგად იყო დაკეტილი ,, საღამოს ლოცვაზეც ერთი სიტყვა რომ შემეშლებოდა ახლიდან ვიწყებდი ლოცვას

Posted by: tekicho 22 Jun 2019, 21:22
Kakasha
ნუ გეშინია, არაფერი გჭირს მოუგვარებელი. უბრალოდ შენი ფიქრები ჯანსაღი აზრით უნდა კვებო სისტემატურად, ამით გაავარჯიშებ შენს აზროვნებას და ბოლოს დააჯერებ, რომ მართლა არაფერი ხდება კატასტროფული და საფრთხის შემცველი.
ის რომ ათასჯერ ამოწმებდი კარ-ფანჯარას, მაგას ობსესიურ კომპულსიური აშლილობა ქვია, თუ არ ვცდები. ანუ ყოველთვის გქონდა ეს აკვიატებული ფიქრები, თუმცა მოწამვლამ გამოიწვია შეტევა და შემდგომ უკვე ამ შეტევის განმეორების შიშით გემართება ყველაფერი. წაიკითხე პირველი თემა, გაიაზრე, რომ ამ წუთას და ამ წამს არაფერი გემუქრება, თუ საჭიროა უფრო ღრმადაც ჩადი რა იწვევს ამ შენს აკვიატებებს, საიდან დაიწყო და რატომ, გაიაზრე როდესაც კარს ჩაკეტავ - ჩავკეტე და დამთავრდა, გადააჩვიე გადამოწმების ქმედებას შენი ქვეცნობიერი, მართლა ბევრად უფრო მარტივი რამეა ვიდრე შორიდან ჩანს. მოთმინება და ყველაფრის ნაბიჯ-ნაბიჯ გააზრება უნდა. თუ ხედავ, რომ მარტო ვერ უმკლავდები ფსიქოთერაპია სცადე. არ ვიცი, კარგ ფსიქოლოგს სად იპოვნი ან არსებობენ თუ არა საერთოდ, მაგრამ ვინმესთან ერთ - ორ ვიზიტად სიტუაციის დასანახად შეიძლება ღირდეს მისვლა. წამალი ვერ შველის მაგ ამბავს ბოლომდე, დამიჯერე, გეხმარება მაგრამ ვერ შველის)) მერე გგონია, წამლის გარეშე ვერაფერს შეძლებ და ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდები მასზე. 23 წლის ბიჭი ხარ, ზედმეტად პატარა იმისთვის, რომ სოკოს მოწამვლისგან გამოწვეულ შიშებს დაანგრევინო ცხოვრება.იცი ეგ როგორი რაღაც არის? დღეს ხო ცუდად გახდომის გეშინია? მერე ხალხში ცუდად გახდომის შეგეშინდება, მერე ხალხთან ყოფნაც დაგძაბავს, მერე ადგილები, სადაც კომფორტულად გრძნობ თავს სულ, უფროდაუფრო, შემცირდება და ბოლოს მოგიწევს ერთ ოთახში დეპრესიაში და სუიციდურ აზრებში ყოფნა. ამიტომ დროზე მიხედე თავს და გამოდი მაგ პირველივე ჯაჭვიდან.

Posted by: Kakasha 22 Jun 2019, 21:44
keticho
ძალიან დიდი მადლობა ასეთი გამოხმაურებისთვის.. დღეს დავიწყე ფსიხოების დალევა პლიუს ცუდად გავხდი 140/100 მომცა წნევამ და დიაზეპექსი იგივე დიაზეპამი ჩავღეჭე ვერც კი წარმო8დგენთ ისე არ მსიამოვნებს ასე გაბრუებული ყოფნა sad.gif ჯოჯოხეთური იყო sad.gif ეს ყველაფერი რომ არ მინდა იმიტომ ვიკეთებ ამდენ ანალიზსს ვეძებ თუ რამე მჭირს რომ ვიმკურნალო და მართლა ასეთი მამალი ნერვოზი არ მჭირდეს sad.gif გულის წნევა და პულსი ისე ტყუილა უბრალოთ მემატება ხოლმე :// ფსიქოთერაპევტი უფრო მისველის ვიდრე ნერვოპათოლოგი ხომ? იქნებ მირჩიე ვინმე კარგი ფსიქპთერაპევტი.. მართლა არ მინდა ამ ფსიხოთროპულებს დავანგრევინო ორგანიზმი და მერე კიდე ცხოვრება.. ჯერ ეს ცხოვრების 2 თვე ნახევარი რომ დავკარგე ისე ვნანო საკუთარ დაბ დღეზე ვერ დავლე sad.gif(

Posted by: tekicho 22 Jun 2019, 21:54
Kakasha
მოკლედ, ეგ ყველაფერი გამოვლილი მაქვს, ათასნაირად გადანგრეული ორგანიზმი მაქვს, მაგრამ არცერთი იწვევს პანიკურ შეტევებს))) შენთანაც დიდი ალბათობით ასე იქნება და ტყუილად კარგავ დროს და ფულად სახსრებს. ნევროზი ძაალიან ზოგადი ცნებაა და ეგრე ბუასავით ნუ უყურებ, შენ რაც გემართება ეგ არის მდგომარეობა და მაგ მდგომარეობიდან გამოსვლა მარტივია. საკუთარი თავისადმი ნდობა და დიდი რწმენა გინდა. კიდევ ერთხელ გეეტყვი, გადახედე პირველ თემას. იმდენი რამეა დაწერილი და ნამსჯელი, ათასჯერ გაღეჭილ-გადმოღეჭილი რომ შენთვის სასარგებლოს მიაგნებ, აუცილებლად. წამლებში ვერ ვერკვევი, რჩევას ვერ მოგცემ მაგ საკითხთან დაკავშირებით. ფსიქოთერაპევტი კი არა მამაზეციერიც ვერ გიშველის თავი ხელში თუ არ აიყვანე, პულსი თუ აგიჩქარდება ეგრევე წამალს ნუ ეტაკები, არაფერს გიზამს, არც გული წაგივა, არც მოკვდები და არც გაგიჟდები, 10 წუთი და გაჩერდება, უბრალოდ შეტევისას უმეორე შენს თავს რომ არაფერი ხდება და არ უნდა გეშინოდეს. ყოველი შეტევისას ეს გაიმეორე და ნუ ყლაპავ ათას წამალს და წნევასაც ნუ იზომავ, 80 წლის არ ხარ, ინფარქტი მოგივიდეს.

Posted by: Kakasha 22 Jun 2019, 22:05
keticho
კი გადავიკითხე უკვე...მაგ მოწამვლიდან არ დამწყებია ეგ ყველაფერი მქონდა მანამდე 1 თვით ადრე სამსახურში ასეთი შეტევა წნევის აწევა თავბრუსხვევა და გათიშვის შეგრძნება მაგრამ წნევის წამალკ დამალევინეს აფთიაქში და მეორე დღეს გავიღვიძე გავაგრძელე ცხოვრება მაგრამ მაგ სოკოს ღამემ ყველაფერი შეცვალა ჩემში :/ .. დაჟე ეხაც ტოქსიკოლოგთან ვაპირებდი მისვლას 2 თვე ნახევარი გავიდა იმის მერე :დდ
* * *
ძალიან ცუდად დამემთხვა sad.gif ნეტა იმ ღამეს სოკო სულ არ მეჭამა მაგის დედაც არადა ქამა სოკო იყო როგორც ვიცი რესტორანში

Posted by: tekicho 22 Jun 2019, 22:19
არ აქვს მნიშვნელობა სოკო ჭამე თუ ტორტი, ოდესმე მაინც დაგემართებოდა. რა ტოქსიკოლოგი) მოკლედ, თუ გინდა დამიჯერე, თუ გინდა არა, პანიკური აშლილობა გაქვს. გადავხედე კი არა, ასჯერ გადახედე და წაიკითხე ვინ როგორ უმკლავდებოდა და იცილებდა შეტევებს თავიდან, სწორი მიმართულება მიეცი შენს იმ ფიქრებს, რომელიც შეტევას წინ უსწრებს, იქ დაწერილი 100000 ყურადღების გადასატანი და შეტევის თავიდან ასაცილებელი მეთოდიდან რომელიმე სცადე და კიდევ ერთხელ გეუბნები, ნუ სვამ ამდენ წნევის წამალს და დიაზეპამს, თავისით დაგირეგულირდება პულსაცია შეტევას თუ აიცილებ თავიდან ან თუ ბოლომდე გაივლი შეტევის ციკლს. წნევას ნუ იზომავ ფეთიანივით, პირიქით უნდა მოიქცე, ირბინო, იხტუნო, არ გაჩერდე, წარმოიდგინო, ვითომ სარბენ ბილიკზე ხარ, არ გირბენია არასდროს? პულსი 160ზეც ადის და მეტზეც ვარჯიშის დროს. უკუღმა დაფეთებული აკეთებ ყველაფერს და ამიტომაც არ ჩამოდის გულისცემა ქვემოთ.

Posted by: Kakasha 22 Jun 2019, 22:24
keticho
დღეს პირველად დავლიე დიაზეპამი და მეაგის დამლევი.მეორედ აღარ ვარ :დ ისეთი საშინელება იყო.. კი როგორ არა ყოფილი ფეხბყრთელი ვარ.. ვფიქრობ ცურვაზე შევიდე მაგრამ შიშის გამო არ შევედი გულის წნევა რომ მიწევს და თითქმის მთელი დღე გაუდის ბაგაბუგი პირპირ ყელში ვგრძნობ ხოლმე გულის ცემას.. არადა გლანდები მაქ ამოსაჭრელი და ექიმი ხელს არ მკიდებს ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე :/
* * *
სასწრაფო რო მომყავდა თავიდან პირველი ორი კვირა ვეუბნებოდი ისევ მეთქი მგონი სოკოთი ვარ ისევ მოწამლილითქო ;დ მერე კი დამცინოდნენ აქამდე ცოცხალი იქნებოდიო? .. მერე რაღაც ცრუ მაჭკვალა სოკოზე წავიკითხე რომელიც 15 დღის მანძილზე მოქმედებს და მაგაზე ჩავიციკლე . მოკლედ კოტროლი მიყვარს და საკუთარ სხეულსაც რომ ვერ ვაკონტროლებ მთელი დღე ეგ უფრო მიქმნის ხოლმე პანიკურ შეტევას

Posted by: White_Shark 22 Jun 2019, 22:43
მაგ რესტორანს დედა უნდა უწიოკო
სოკო რო მოწამლული ქონდათ

Posted by: Kakasha 22 Jun 2019, 22:57
White_Shark
მუცელი არ მტკიოდა გული არ ამრევია .. გულის რევის შეგრძნება მქონდასავით წნევამ ამიწია პულსი ამივარდა თავბრუს ხვევა და გათიშვის შეგრძნება.. დიდი ალბათობით არც ვიყავი მოწამლული

Posted by: White_Shark 22 Jun 2019, 23:19
გაგიკვირდება და სოკოს ეგეთი მოწამვლა აქვს ზოგჯერ გავდა
სასწრაფომ კიდე დაშინება იცის
ერთხელ ბადრიჯანმა მომწამლა და ბოტულიზმი ეგონათ გამაქანეს კლინიკაში

Posted by: Kakasha 23 Jun 2019, 09:12
White_Shark
ვიცი რო ეგეთი მოწამვლა აქვს მაგრამ 2 თვე ნახევარი გავიდა და მე მაინც შეტევები მაქვს :/ :/
* * *
White_Shark
ვახ როგორ არ მინდა ფსიქოებზე შეჯდომა .. (( მაგრამ ეს განმეორებითი შეტევის შიში და მაგ შეტევაში სიკვდილის შიში მჭამს : / ჩემი პანიკური სეტევების და ვეგეტანერვოზის დაწყების მიზეზი სიკვდილის შიშია .. ფსიქოლოგი ვერ მიშველის ხომ?

Posted by: White_Shark 23 Jun 2019, 10:25
Kakasha
უკვე 6 თვე მაგეებზე ვზივარ და კიდევ 2 წელი მომიწევს

Posted by: tekicho 23 Jun 2019, 10:32
Kakasha
ერთი 30-ჯერ მაინც მქონია შეტევა და ცოცხალი, საღსალამათი და ჯანმრთელი ვარ)) არ მოკვდები, ნუ ყვები ფიქრებს, დაუჯერე გამოცდილ ადამიანებს, არ კლავს პანიკური შეტევა, ეგ გაითავისე კარგად და მერე უფრო გაგიმარტივდება. არვიცი რა სიტყვებით და როგორ ავხსნა, 1 წლის განმავლობაში პერიოდულად შფოთვების ფონზე მიმძაფრდებოდა და შეტევა მემართებოდა, რომელსაც მუდმივად თავიდან ვიცილებდი ყურადღების გადატანით, ერთხელაც ბოლომდე მივყევი და გადავრჩი)) ეს იყო დიდი იმედგაცრუება, რომ ამდენი ხნის მანძილზე სულ ტყუილად მეშინოდა პანიკის, პანიკის მთელი ციკლის არსს უნდა ჩაწვდე, რა ფიქრებიდან გეწყება, როგორ მიდის შენს ორგანიზმში ცვლილებები, ყველა დეტალი ზეპირად ვიცი, როდის საიდან იწყება და ბოლოს სად მთავრდება. პირველი და უმთავრესია დაიჯერო, რომ არ მოკვდები, არც გული წაგივა, ეს არის შენი ორგანიზმის ადექვატური რეაქცია სიკვდილის შიშზე, უბრალოდ უნდა დააჯერო შენს თავს, რომ იმ მომენტში არც იარაღით მოგსდევს ვინმე და არც დათვია ახლო-მახლო, დაგფლითოს, მხოლოდ ფიქრები გითრევს და გაჯერებს, რომ შეიძლება მოკვდე. რომელიც არ არსებობს მოხდეს, კიდევ ერთხელ გეუბნები, მომდევნო შეტევას მომზადებული დახვდი, შეეცადე საღად აზროვნების უნარი არ დაკარგო, არაფერი მომივა იმეორე და გადაგივლის, რაც უნდა გულის ცემა ჰაერში გაგექცეს, მაინც იმეორე რომ არაფერი მოგივა, არ გაჩერდე და მაქიმუმ 10 -ჰა ჰა 15-წთ-ში დამთავრდება. მანამდე მთელი დღე იფიქრე იმაზე რომ ეს შენი ფიქრების გამოგონილი საფრთხეა, რომელიც რეალურად არ არსებობს, ეს გულის ცემა კი ორგანიზმის ადექვატური რეაქციაა იმისთვის რომ სწრაფად გასაქცევად მოგამზადოს. კარგად გაიაზრე ფიზიოლოგიურად როგორ ხდება ის რაც გემართება, ფანტასტიურად აქვს ახსნილი მედჰელფს ყველა დეტალი, ზუსტად იმ პირველ თემაში. და 100ჯერ უნდა წაიკითხო სანამ არ დაიჯერებ, რომ არ მოგივა არაფერი.

Posted by: Kakasha 23 Jun 2019, 10:44
keticho
შენ ყველაფერი გამოგიცდია და იქნებ მითხრა დღის გნამავლობაში დრი და დრო თავბრუსხვევა თუ გქონია კისერში სიმძიმის შეგრძნება, დაჭიმულობა . ორგანიზმის სისუსტე თითქოს ბოლომდე ვეტ აკონტროლებ შენ სხეულს .. კუჭ ნაწლავის პრპბლემა თუ დაგწყებია, გულმკერდში სიმძიმის შეგრძნება და ჩასუნთქვის გაძნელება თუ გქონია.. და ხომ მეტეორიზმი და ხშირი ბოყინი..
ეს ყველაფერი დთის განმავლობაში მაქვს ხოლმე დრო და დროს შეტევის გარეშე
* * *
White_Shark
რომელ წამლებს სვამ ? ვის დანიშნულებას ?

Posted by: White_Shark 23 Jun 2019, 10:55
Kakasha
გუგა სიხარულიძე
1 დეპაკინ ქრონო 300
2 ჯიაჩენა
3 პაქსიფორი
4 კეტილეპტი

Posted by: tekicho 23 Jun 2019, 11:00
Kakasha
რა თქმა უნდა, მქონდა )) უარესებიც მქონდა, ყოველწამიერი კანკალი და შფოთვა არის ჯოჯოხეთი, როცა ვალდებულებები გაქვს აღებული და არ გინდა ვინმეს იმედი გაუცრუო შენი შიშების გადამკიდე. მაგრამ არც ერთი წამით არ გავჩერებულვარ და არ დავგდებულვარ, ვმუშაობდი, ვსწავლობდი და ყველაფერს ვაკეთებდი, არ მოვწყვეტოდი ცხოვრებას. მე აქ ძალიან დამეხმარა ზურიელი, მისი დამსახურება 99% -ია და ის 1% -ია მხოლოდ ჩემი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვამაყობ ჩემი თავით და მინდა სხვასაც ისე დავეხმარო, როგორც მე დამეხმარნენ.
განსაკუთრებული არაფერი გჭირს, რაც სხვას არ დამართნია, ბევრს აქ უარესებიც გამოუცდია. შეტევების გადალხვის შემდეგაც დაგრჩება ეგ მუდმივი შფოთვა და როგორმე უნდა მოერიო შენს თავს. ახლადაღმოცენებულზე ბევრად უფრო მარტივია. ნუ გეშინია, არაფერია საშიში, არ მოკვდები, ვერ მოკვდები )

Posted by: Kakasha 23 Jun 2019, 11:00
White_Shark
შენც კარგი ბევრი წამლები გაქვს გამოწერილი მე მაკარიძის დანიშნულება მაქვს ( ციტომაქსი, მედაზეპამი, და ვენლაქსორი) შეტევების დროს დიაზეპექსი მაგრამ მაგის დამლევი აღარ ვარ ერთხელ დავლიე გუშინ შეტევა მქონდა და ჯოჯოხეთი იყო იმენა :/ ჩინური ნემსებზე გსმენიათ რამე რა შედეგი მოაქვს უწამლოდ მომიწესრიგებს ნერვულ სისტემას ვითომ?

Posted by: White_Shark 23 Jun 2019, 11:05
აკუპუნქტურას გულისხმობ ? .....
გააჩნია რავი.. მე არ მსმენია რომ ეგ ნევროზებს შველოდეს

Posted by: Kakasha 23 Jun 2019, 11:05
keticho
აი ჩემი მინუსი ეგ არის რომ შევწყვიტე მუშაობაც და სწავლაც.. ჩემთვის ახალი ხილი იყო ეს ყველაფერი ცხოვრებაში ექიმთან არ ვყოფილვარ და ბოლო ორი თვე ექიმებში გავატარე.. სამსახურშიც და უნივერსიტეტშიც არ დავდიოდი მეთქი იქ არ გავხდე ცუდად იქ სასწრაფოს გამოძახება ტეხავსთქო ... რაც მე ანალიზები ვიკეთე მგონი რომ რამე მწირდეს უნდა გამოჩენილიყო სადმე :დ სისხლი, შარდი, კარდიოგრამა, თავის კატე, მუცლის ეხო, საძილე არტერიების ეხო, ფილტვები თირკმელები და კუჭ ნაწლავი არ გამომიკვლევია მარტო და ჭია... თვალების სიწითლე მაქვს ეს ორი თვე და ეგეც მძაბავს ხოლმე ხშირად.. sad.gif შეტევის დროს უფრო მიწითლდება

Posted by: White_Shark 27 Jun 2019, 12:18
აი დღეს ვარ სუიციდის გუნებაზე
არაფერი არ მინდა და ყველა მეზიზღება

Posted by: levvani 27 Jun 2019, 13:39
White_Shark
დაფიქრდი აბა ნამდვილად გსურს მაგ მდგომარეობიდან გამოსვლა?

Posted by: White_Shark 27 Jun 2019, 13:49
ეეჰ არამგონია აქედან გამოვიდე როდესმე სულ ესე ვიქნები
მარტოობისთვის ვარ განწირული ამას დიდი ხანია შევეგუე

Posted by: levvani 27 Jun 2019, 16:21
დამერწმუნე შენზე უარეს მდგომარობაში მყოფები გამოსულან.

Posted by: სნუპ დოგი 28 Jun 2019, 15:37
QUOTE (White_Shark @ 27 Jun 2019, 12:18 )
აი დღეს ვარ სუიციდის გუნებაზე
არაფერი არ მინდა და ყველა მეზიზღება

პს3 იყიდე და ითამაშე the last of us ისეთ შეგრძნებას და მოგონებას დაგიტოვებს რომ მთელი ცხოვრება გემახსოვრება.


მარტო თუ გრძნობ თავს ნაშებში დააწექი ცოტას მოგახასიათებს. smile.gif

Posted by: illuminatiQUEEN 2 Jul 2019, 05:35
ნარკოტიკების და კიდევ ბევრი მიზეზის გამო დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, პანიკური საკმაოდ ძლიერი შეტევები, გულის რევა, წნევა და ფეხების დაბუჟება და ეგეთები მქონდა და თუ გაინტერესებთ რამდენიმე თვეა თითქმის ერთი წელია არაფერი მჭირს და რატომ იცით? საკუთარ თავს დავაჯერე რო ყველაზე ცუდი რაც შეილება მოუვიდეს ჩემს ჯანმრთელობას არის ის რომ მოვკვდე და მერე ეგ დავიკიდე ###ზე. პანიკური შეტევის დაწყებისას ყოველთვის ამას ვფიქრობდი და რაც კარგად გავითავისე ტვინში მაგის მერე თავისით გაქრა ყველაფერი.

Posted by: Kakasha 2 Jul 2019, 09:41
illuminatiQUEEN
ცხოვრებაში ექიმთან არ ვყოფილვარ და ასე ცუდად თავი არ მიგვრძვნია,, ძლიერ მარიხუანასაც რომ ვეწეოდი მოქმედება გაუბრეუბის და კაიფის შეგრძნება ცუდად მხდიდა, და პანიკურ შეტტევების გაძლება ჩემთვის გაძნელებულია sad.gif ახალი ხილია ჩემთვის

Posted by: xuzain 3 Jul 2019, 16:15
ექიმმა მირჩია ცურვაზე სიარული, მართლა შველის ფსიქიკას თუ ტყუილი იმედი მაქ?

Posted by: levvani 3 Jul 2019, 19:24
xuzain
რა თქმა უნდა ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია ორგანიზმისთვის. კითხვას რაც შეეხება მოდი დაფიქრდი ფსიქიკა რა არის? შეიძლება კუნთების ტონუსმა უშველოს ფსიქიკას?

Posted by: Kakasha 3 Jul 2019, 19:42
პანიკურ შეტევებს და ვეგეტო ნერვოზს ვებრძვი ანტიდეპრესანტებით და ტრანკვილიზატორით ეს რამდენიმე დღეა ფეხები გაყინული მაქ მთელი დღე და ნერვოზის სიმპტომია ?

Posted by: tatia_aquarius 3 Jul 2019, 22:27
QUOTE (Kakasha @ 3 Jul 2019, 19:42 )
პანიკურ შეტევებს და ვეგეტო ნერვოზს ვებრძვი ანტიდეპრესანტებით და ტრანკვილიზატორით ეს რამდენიმე დღეა ფეხები გაყინული მაქ მთელი დღე და ნერვოზის სიმპტომია ?

კი, ნევროზმა იცის ფეხების გაყინვა

Posted by: ladusha2 3 Jul 2019, 23:14
levvani
xuzain

მე სხვანარად ავხსნი, როცა ვარჯიშობ ბევრად კარგად გრძნობ თავს , იღებ სიამოვნებას , კარგად ჭამ , ხარ ხოდზე , გამოიყოფა ენდორფინები ზედმეტობით რაც ბედნიერების და კმაყოფილების გრძნობას განიჭებს. ასერომ ყოვედღიური ერთიდაიგივედან თუ გინდა დახწიო თავი , ცურვა ნამდვილად გიშველის მარა ისე არა,აი ვიარე ერთი თვე და რა მერე არაფერი ისეთი. იარე 6 თვე და მერე შენთვითონ გაგიკვირდება შედეგის.

Posted by: Kakasha 4 Jul 2019, 12:40
ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორა ვსვავ დღის განმავლობაში ნერვოპპათოლოგის დანიშნულებას და ... ომეგას 3 რომ დავიწყო დღეში ერთი აბი რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება ... გთხოვთ მიპასუხეთ თუ ვინმე ერკვევით <3

Posted by: tekicho 4 Jul 2019, 12:57
Kakasha
არაფერი მოგივა, სულ რომ ვიტამინების წვიმა დალიო, თუ გჭირდება, რა თქმა უნდა)

Posted by: Kakasha 4 Jul 2019, 14:31
keticho
მადლობა გაიხარე .. <3 ვიტამინების ნაკლებობა სულ მქონდა მთელი ცხოვრება და ბევრმა მირჩია ეს ომეგა 3 ორგანიზმისთვის ძაან კარგიაო

Posted by: Fluminense 4 Jul 2019, 15:58
ვიტამინებიოოო? აბა რა ვიტამინი შეიძლება მივიღო ამ უბედურების ჟამს

Posted by: დოჩანა 4 Jul 2019, 16:19
Fluminense
ამდენი წელია ამ თემებში აქტიურობ და უკეთესობა არ გაქვს?

Posted by: Fluminense 4 Jul 2019, 16:43
დოჩანა
კი როგორ არ მაქვს უკეთესობა, ორი წელი გავიდა უკვე. საერთოდ აღარ მაქვს ეს შიშები, არც პრობლემას წარმოადგენს ჩემთვის ეს თემა. უბრალოდ ემოციების ნაკლებობას განვიცდი. ცუდად მხდის ის რომ ვერ ვარ კარგად. ჩემი პრობლრმა დეპერსონალიზაცია/დერეალიზაცია უფროა ვიდრე პანიკური აშლილობა.

Posted by: Kakasha 4 Jul 2019, 17:56
Fluminense
პანიკურ შეტევას და სიკვდილის შიშს ვებრძვი მე ,,, ვიტამინებს რაც შეეხება ომეგა-3 იგივე თევზის ქონის ძალიან მაგარი ვიტამინია ორგანიზმისვის ვაფშე ყველაფრისთვის კარგია. 30 ლარი ღირს 50 ტაბლეტი
* * *
Fluminense
ოღონდ ექიმის რჩევა დაგჭირდება მაგ ვიტამინზე როგორ და როდის და რანაირად უნდა მიიღო

Posted by: დოჩანა 4 Jul 2019, 21:11
Fluminense
რას უტრიალებ ამ თემას აბა მოჯადოებულივით?
სხვა არცერთ განყოფილებაში არ შემხვედრია შენი პოსტი ამის გარდა.

Posted by: Fluminense 4 Jul 2019, 21:32
Kakasha
მე მარიხუანა მოვწიე და მერე დამეწყო პანიკა. დიდი ხანია დავმარცხე ახლა ემოციების ნაკლებობას განვიცდი, ომეგა 3 1 თვის განმავლობაში მივიღე. ცუდი არ არის უბრალოდ ვერანაირად ვერ დამეხმარა, უბრალოდ ბევრს ვჭამდი და ეგ იყო და ეგ. ექიმთან არ მივალ ზუსტად ვიცი რაც მჭირს და დრო მჭირდება რომ გამოვიდე ახლა უკვე ჩემს ხელში აგმოჯანმრთელება.

დოჩანა
ეს ყველაზე აქტიური თემაა და აქ მოძრაობს ყველაზე გამოცდილი ხალხი იმ საქმეში რაც მე მჭირდება. თან უბროდ გულს ვაყოლებ შემოვიხედები ხოლმე.

Posted by: დოჩანა 4 Jul 2019, 21:44
Fluminense
კარგი შენი საქმისა შენ იცი მეგობარო.
ცუდად კი არ გამიგო.
გისურვებ კარგად ყოფნას.

Posted by: Tornike Alashvili 5 Jul 2019, 10:10
QUOTE (Fluminense @ 4 Jul 2019, 21:32 )
Kakasha
მე მარიხუანა მოვწიე და მერე დამეწყო პანიკა. დიდი ხანია დავმარცხე ახლა ემოციების ნაკლებობას განვიცდი, ომეგა 3 1 თვის განმავლობაში მივიღე. ცუდი არ არის უბრალოდ ვერანაირად ვერ დამეხმარა, უბრალოდ ბევრს ვჭამდი და ეგ იყო და ეგ. ექიმთან არ მივალ ზუსტად ვიცი რაც მჭირს და დრო მჭირდება რომ გამოვიდე ახლა უკვე ჩემს ხელში აგმოჯანმრთელება.

დოჩანა
ეს ყველაზე აქტიური თემაა და აქ მოძრაობს ყველაზე გამოცდილი ხალხი იმ საქმეში რაც მე მჭირდება. თან უბროდ გულს ვაყოლებ შემოვიხედები ხოლმე.

არამხოლოდ პლანს უნდა შეეშვა - ნიკოტინსაც შეუძლია ნელ-ნელა,მაგრამ მაინც კვებოს პანიკური შეტევების სინდრომი. ან სხვა ცუდი ბუნება-განწყობა გამოიწვიოს. უნდა სიგარეტსაც შეეშვა და გაწმენდა ჩაატარო ჰომეოპათიური ტაბაკუმით, შემდეგ კანაბის ინდიკათინ. რა თქმა უნდა პარალელურად სასურველია ჯანსაღი ცხოვრების წესი- ცურვა ვარჯიში ბევრი წყლის სმა განსაკუთრებით დილით

Posted by: Kakasha 5 Jul 2019, 11:08
Fluminense
მე სოკოთი მოწამვლის ინსცენირებით დამეწყო,, sad.gif sad.gif მეგონა სოკოთი ვიყავი მოწამლული,.,, უკვე 3 თვე გავიდე მის მერე

Posted by: Fluminense 5 Jul 2019, 11:39
Kakasha
სამწუხაროდ შენი მოწამვლა მხოლოდ და მხოლოდ მაპროვოცირებელია შენი პანიკური აშლილობის და იმ სიმოტომატიკის რაც ნერვოტულ მდგომარეობას იწვევს. სამ წლიანი გამოცდილებით დავრწმუნდი რომ არ მოკვდები არც რაიმე სერიოზული დაგემართება, უბრალოდ ემოციებს მოკლებული იქნები, ვერაფერს ვერ იგრძნობ შენს ირგვლივ. გამოსავალი რაშია, ის შენს გონებაში დევს და არა რეალობაში. უნდა ებრძოლო მიზეზს თუ რა გაგდებს მაგ მდგომარეობაში და არა შედეგს. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შენს სიმპტომებს საშიშად აღარ შეხედო, გადაარქვი სახელი და თქვი რომ ისინი უბრალოდ შემაწუხებელია და არა საშიში. გისრუვებ წარმატებას.

Tornike Alashvili
წამლის გარდა ყველა სახის დახმარებას მივიღებ რაც ამ მდგომარეობაში დამეხმარება. არ ვთვლი რომ წამალი მიშველის. ვარჯიში და სწორი კვება კი ჩემი მიზანია რომ ასე ვიცხოვრო. ჯერ ვერ ვახერხებ და მაგრამ იმედია მაგასაც გავაკეთებ

Posted by: Kakasha 5 Jul 2019, 11:42
Fluminense
გაიხარე მადლობა,, უემოციო არ მგონია იმდენად ემოციური ვარ არამგონია ემოცია მმომაკლდეს, შეილება დარი დამაასვას უბრალოთ სხვა მხრივ ,,,მაკარიძის დანიშნულებით ვმკურნალობ ეხა , და სხვათა შორის მშველის

Posted by: almond 5 Jul 2019, 17:19
QUOTE (White_Shark @ 27 Jun 2019, 13:49 )
ეეჰ არამგონია აქედან გამოვიდე როდესმე სულ ესე ვიქნები
მარტოობისთვის ვარ განწირული ამას დიდი ხანია შევეგუე

no.gif


უბრალოდ პარალელი გავავლე
"ყველის" მაგივრად ბევრი რამის ჩასმა შეიძლება

Posted by: Anna Ricci 5 Jul 2019, 17:19
Fluminense


ჰოლეოპათიურო პრეპარატები წამლები არ არის. თითქმის პლაცებოა. - მემილიარდედი დოზებშია კანაფი და ნიკოტინიც მარა ორგანიზმს წმინდავს

Posted by: wholestranger888 7 Jul 2019, 12:49
გამარჯობა მაქვს შფოთვითი აშლილობა უკვე 3-4 წელია.ვარ 18 წლის გოგო .ხშირად მაქვს პანიკური შეტევები მაგრამ ახლა გამიხშირდა უჰაერობა.საჭმელს რომ ვჭამ ჰაერი არ მყოფნის და რომ ვყლაპავ თითქოს ყელში მეჩხირება ლუკმა და რომ ვყლაპავ თითქოს საკვების ნაწილი მაქვს გაჭედილი ყელში.გაკეთებული მაქვს ანალიზები ახლახანს გავიკეთე ყველაფერი ნორმაში მაქვს ფარისებრი ჯირკვალიც ერთადერთი B და D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს და ინსულინი საკმაოდ მაღალი.ახლა ვმკურნალობ.ამასთანავე როდესაც ახლო ადამიანებთან ერთად ვარ არ მაწუხებს ეს უჰაერობა.როგორც კი ჩემთვის არასასიამოვნო გარემოში მოვხვდები ან რამეზე დავიწყებ ნერვიულობას მაშინვე მემართება.მირჩიეთ რამე


ვსვავ ვალოსედს მაგრამ უჰაერობაზე არ მშველის

Posted by: Sl1pKn0T 13 Jul 2019, 05:41
ღამის დადგომასთან ერთად მეწყებოდა შიშები. ნერვოპათოლოგთან მივედი და გასაუბრების შემდეგ სამი სახეობის დამამშვიდებელი გამომიწერა, ორი თვე ვიღებდი ამ წამლებს და კარგად გავხდი, მაგრამ სამი თვის მერე ისევ დამეწყო შეტევები უფრო რთულად, დილით გაღვიძებასთან ერთად მეწყებოდა საშინელი შიშები, სუნთქვა მეკვრებოდა და სადღაც რვა საათისთვის იყო პიკი უკვე, საშინლად მგუდავდა.. ის ერთი კვირა იყო ჯოჯოხეთი. ფსიქიატრთან წავედი, დილიდანვე საშინლად ვიყავი და იმ ქალმა ერთი გასაუბრებით ისეთი მუხტი მომცა მთელი დღე ძალიან მაგრად ვგრძნობდი თავს, ანტიდეპრესანტები გამომიწერა, ერთი კვირა ვიღებდი ამ წამლებს და მომიხსნა ის საშინელება, მაგრამ პატარა ანერვიულება და ისე მეწყება, კომპტთან ვერ ვჯდები ცუდად მხდის, ხმაურიანი გარემოც საშინლად არაკომფორტულია, ისე ვიღლები სახე მიშეშდება და ყველანაირი ემოცია მიქრება, მუსიკასაც ვერ ვუსმენ, ახლა კიდე უნდა მივიდე ექიმთან, რომ საბოლოოდ დავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს.

Posted by: White_Shark 16 Jul 2019, 15:34
აი დილიდან საშინელი ხასიათი ...
ყველაფერი მეზარება საუბარიც არ მინდა და წოლა მინდა სულ
აი ეხლა გადაიჭრიდა კაცი ვენებს

Posted by: White_Shark 17 Jul 2019, 20:34
ვაახ ვეღარ ვუძლებ ტო უკვე .. ამ ცოფის შიშს
წეღან ძაღლმა გამირბინა უკნიდან და მეკვიატება ეხლა ხომ არ მიკბინა ...
არ შემიძლია უკვე რა ცხოვრების 3 წელი დავკარგე ამ აკვიატების გამო ...
თავს დავიბრიდავ და ეგ იქნება რა

Posted by: Macaco7 18 Jul 2019, 15:25
გამარჯობა, ახალი ვარ და არ ვიცი ვისთვის მიმემართა.მემგონი მწვავე ნერვოზი მაქვს.ამ ეტაპზე ექიმთანაც ვერ მივდიბარ.ვინმე გამოცდილის დახმარება მჭირდება.გარეთ გასვლის მეშინია მგონია ცუდად გავხდები და თავს შევირცხვენ.ფიზიკური შფოთის გარდა სულიერადაც მიჭირს.სიკვდილზე და მსგავს უბედურებებზე ვფიქრობ.სულ მოწყენილი და გონებაგაფანტული ვარ.მგონია გავგიჟდები.რამე ხერხი მასწავლეთ,გთხოვთ.
* * *
მე აქვს პანილირი შეყებები.ამ ყველაფერს ახლა ფიქრები დაერთო. ვფიქრობ ადამიანებზე, ისეთ თემებზე რაც გაშინებს და თავს ვეღარ ვერევი. მექნება კანკალი და მგონია ცუდად ვხდები.სიკვდილის შიში და საერთოდ ბევრი რამე მაშინებს.პირადი ცხოვრების აღების შემდეგ დამეწყო ეს შეტევები.ძველი ჩემი თავი მენატრებაა

Posted by: Remember me 18 Jul 2019, 15:39
პანიკას იწვევს ერთი ან რამდენიმე მიზეზის ერთობლიობა. ხშირად ამ მიზეზთან ცნობიერი წვდომა არ გვაქვს და გამოწვეულია არაცნობიერით. წამლებით თქვენ ხსნით სიმპტომს, ანუ პანიკას, მაგრამ ვერ აღმოფხვრით მიზეზს, რადგან ამის წამალი არ არსებობს დღეს. პანიკური შფოთვის გადავადებაა,როცა მხოლოდ მედიკამენტს იღებთ.

თუ მარტო ვერ უმკლავდებით და აისახება თქვენი ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურად, ანუ იმდენად შემაწუხებელია, რომ პრობლემებს იწვევს ურთიერთობებში, აუცილებლად მიაკითხეთ კარგ ფსიქოლოგს. ფსიქოლოგი არის ის სპეციალისტი, რომელიც გჭირდებათ. თუ ის საჭიროდ ჩათვლის მედიკამენტის ჩართვას, რეკომენდაციას გასცემს ფსიქიატრთან კონსულტაციაზე, რადგან ფსიქოლოგი მედიკამენტს ვერ გინიშნავთ. ნორმალურ ქვეყნებში დიაგნოზსაც ფსიქიატრი სვამს. ჩვენთან ძალიან ბევრი პრობლემაა კარგი ფსიქოლოგის მოძებნის, რადგან ფსიქოლოგობა მიაჩნიათ მოძღვრობის ან მკითხავობის, ან ფილოსოფოსოფოსის საქმიანობის განუყრელ დარგად. ასე არ არის. არსებობენ კარგი ფსიქოლოგებიც და როცა მიხვალთ, აუცილებლად გამოკითხეთ თუ რა სახის კვალიფიკაცია აქვს. პირველივე სეანსზე დიაგნოზი ვინმემ თუ დაგისვათ, მაშინვე წამოდით(ფსიქიატრის გარდა), ჰკითხეთ გავლილი აქვს თუ არა პირადი თერაპია- აუცილებელია თავად ჰქონდეს გაანალიზებული თუ რასთან აქვს საქმე, როცა ადამიანის ფსიქიკასთან მუშაობს და რა გამოცდილება აქვს. თუ ჭკუის დარიგება დაგიწყოთ, შეგიძიათ მაშინვე წამოხვიდეთ, მაშინაც თუ საუბარს არ დაგაცდით. ესაა მნიშვნელოვანი დეტალები და თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მომწერეთ, გიპასუხებთ.

Posted by: Fluminense 18 Jul 2019, 15:51
Macaco7
Macaco7
ჩათვალე რო მოკვდი ან გაგიჟდი, მერე რამოხდება

Posted by: Macaco7 18 Jul 2019, 15:58
ფიქრი არ მინდა უბრალოდ. მსტრესავს უარესად.მომენტებში კარგად ვარ და ხალისიც მიბრუნდება. რაც იმედსს მაძლევს.გარეთ გასვლაში რომ მეშლება ხელი ეგ მართლა კატასტროფაა. გამბედაობა მაკლია.არადა თეორიულად ვიცი რასთანაც მაქვს საქმე.სხვას ვაძლევდი რჩევებს და მე ავღმოჩნდი ამ დღეში.

Posted by: guri8 18 Jul 2019, 17:00
QUOTE (Macaco7 @ 18 Jul 2019, 15:25 )
გამარჯობა, ახალი ვარ და არ ვიცი ვისთვის მიმემართა.მემგონი მწვავე ნერვოზი მაქვს.ამ ეტაპზე ექიმთანაც ვერ მივდიბარ.ვინმე გამოცდილის დახმარება მჭირდება.გარეთ გასვლის მეშინია მგონია ცუდად გავხდები და თავს შევირცხვენ.ფიზიკური შფოთის გარდა სულიერადაც მიჭირს.სიკვდილზე და მსგავს უბედურებებზე ვფიქრობ.სულ მოწყენილი და გონებაგაფანტული ვარ.მგონია გავგიჟდები.რამე ხერხი მასწავლეთ,გთხოვთ.
* * *
მე აქვს პანილირი შეყებები.ამ ყველაფერს ახლა ფიქრები დაერთო. ვფიქრობ ადამიანებზე, ისეთ თემებზე რაც გაშინებს და თავს ვეღარ ვერევი. მექნება კანკალი და მგონია ცუდად ვხდები.სიკვდილის შიში და საერთოდ ბევრი რამე მაშინებს.პირადი ცხოვრების აღების შემდეგ დამეწყო ეს შეტევები.ძველი ჩემი თავი მენატრებაა

რამდენის წლის ხარ ?
-----------------------

Posted by: Macaco7 18 Jul 2019, 17:09
26 წლის ვარ.....

Posted by: love-killa 18 Jul 2019, 20:15
QUOTE (Macaco7)
26 წლის ვარ.....

ყოჩაღ

Posted by: Macaco7 18 Jul 2019, 20:22
რა ყოჩაღ?
.........................

Posted by: kriketi-1985 19 Jul 2019, 22:02
გამარჯობა.რაღაც ხმები მესმის, ხმები კი რეალურია, მაგრამ მეჩვენება, რომ ოჯახის წევრია ცუდად და ხავის, კვდება და ა.შ. მსგავსი რამ გადატანილი მაქვს და იქიდანაა გამოყოლილი, მაგრამ რით ვუშველო, გული მისკდება ხოლმე.

Posted by: levvani 20 Jul 2019, 00:16
kriketi-1985
რა გაქვს გადატანილი შეგიძლია კონკრეტულად თქვა?

Posted by: sაlოmეa 20 Jul 2019, 00:34
Fluminense

QUOTE
სამ წლიანი გამოცდილებით დავრწმუნდი რომ არ მოკვდები არც რაიმე სერიოზული დაგემართება, უბრალოდ ემოციებს მოკლებული იქნები, ვერაფერს ვერ იგრძნობ შენს ირგვლივ.


გამარჯობა,
შეგიძლია ეს განმარტო ცოტა წვრილად?
რა იგულისხმება ემოციების არ ქონაში, აისახება ეს გარშემომყოფებზე თუ არა.

მადლობა.

ასევე მაინტერესებს
თუ ადამიანი არ იმუშავებს საკუთარ თავზე (პანიკური შეტევების, დეპრესიის) პერიოდშI
რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს თავი უარეს შემთხვევაში

Posted by: Macaco7 20 Jul 2019, 01:17
Xalxi wlobitaa am dgomateobashi, aucileblad unda imishao sakutar tavze.dzalian mosabeztebelia ase yofna

Posted by: kriketi-1985 20 Jul 2019, 12:21
levvani
მამაჩემი იყო კომაში წლები, ტრაქეოსტომა ჰქონდა ყელში და ხშირი ამოხაპვა სჭირდებოდა ნერწყვის, რომ არ დამხრჩვალიყო, დაგროვებას კი მისი გამოცემული ხმები გვატყობინებდა, ხშირი სუნთქვა, ჩაყლაპვის მცდელობისას წვალება, აპარატის წრიპინი, ხველება. დადარაჯებული ხარ ამ ხმებს, რომ დროზე მიუსწრო...

Posted by: levvani 21 Jul 2019, 01:54
kriketi-1985
შემუშავებული განწყობის თეორიის შესახებ გსმენია რამე? როდესაც გვეჩვენება იგივე რამ რაც წლების განმავლობაში რეალურად ხდებოდა ეხლაც იგივე შეგრძნება გაქვს. ამ განწყობის შეცვლას დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა შენი ქმედებით

Posted by: kriketi-1985 21 Jul 2019, 14:04
levvani
გასაგებია, მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: დოლორეს 21 Jul 2019, 14:22
QUOTE (Sl1pKn0T @ 13 Jul 2019, 05:41 )
ღამის დადგომასთან ერთად მეწყებოდა შიშები. ნერვოპათოლოგთან მივედი და გასაუბრების შემდეგ სამი სახეობის დამამშვიდებელი გამომიწერა, ორი თვე ვიღებდი ამ წამლებს და კარგად გავხდი, მაგრამ სამი თვის მერე ისევ დამეწყო შეტევები უფრო რთულად, დილით გაღვიძებასთან ერთად მეწყებოდა საშინელი შიშები, სუნთქვა მეკვრებოდა და სადღაც რვა საათისთვის იყო პიკი უკვე, საშინლად მგუდავდა.. ის ერთი კვირა იყო ჯოჯოხეთი. ფსიქიატრთან წავედი, დილიდანვე საშინლად ვიყავი და იმ ქალმა ერთი გასაუბრებით ისეთი მუხტი მომცა მთელი დღე ძალიან მაგრად ვგრძნობდი თავს, ანტიდეპრესანტები გამომიწერა, ერთი კვირა ვიღებდი ამ წამლებს და მომიხსნა ის საშინელება, მაგრამ პატარა ანერვიულება და ისე მეწყება, კომპტთან ვერ ვჯდები ცუდად მხდის, ხმაურიანი გარემოც საშინლად არაკომფორტულია, ისე ვიღლები სახე მიშეშდება და ყველანაირი ემოცია მიქრება, მუსიკასაც ვერ ვუსმენ, ახლა კიდე უნდა მივიდე ექიმთან, რომ საბოლოოდ დავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს.

ნევროზის ნიშნებია ჩვეულებრივი.შენ გჭირდება ფსიქოლოგი ან პერსონალური ქოუჩი და არა ნევროლოგი ან ფსიქიატრი. რაც შენ გაწუხებს მაგას მედიკამენტოზური მკურნალობა არ სჭირდება.საჭიროა კომპლექსური თერაპიული მკურნალობა. ტყუილად ყლაპავ იმ წამლებს,შენ რაც გჭირდება ესაა სტრესისგან განთავისუფლება და დაგროვილი ნეგატივის გამოდევნა. ფსიქოტროპული საშუალებები საჭიროა მაშინ,როცა პიროვნება ემოციურად უმართავი ხდება.ისიც მცირე დროით. ვხედავ შენ არ ხარ უმართავი,არც ფსიქოზის ნიშნებს ამჟღავნებ. ასე,რომ სწორად შეარჩიე სპეციალისტი. თავადვე ამბობ რომ დამამშვიდებლებმა შედეგი არ მოგცა.იმიტომ,რომ ეს არაა,რაც გჭირდება და როგორ დაგეხმარებოდა?
* * *
sაlოmეa
QUOTE
თუ ადამიანი არ იმუშავებს საკუთარ თავზე (პანიკური შეტევების, დეპრესიის) პერიოდშI
რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს თავი უარეს შემთხვევაში

შიზოფრენიამდე,სამწუხაროდ.

Posted by: White_Shark 21 Jul 2019, 17:10
QUOTE (დოლორეს @ 21 Jul 2019, 14:22 )

* * *
sაlოmეa
QUOTE
თუ ადამიანი არ იმუშავებს საკუთარ თავზე (პანიკური შეტევების, დეპრესიის) პერიოდშI
რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს თავი უარეს შემთხვევაში

შიზოფრენიამდე,სამწუხაროდ.

მცდარი ინფორმაცია დაწერე ..
ნევროტული ხასიათის აშლილობა არასდროს არ გადადის ფსიქოზურში
პანიკური აშლილობა , გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ობსესურ კომპულსიური აშლილობა ესენი ყველა არის ნევროტული ხასიათის აშლილობები და ფსიქოზურში მაგალითად შიზოფრენიაში არასდროს არ გადადის ...

Posted by: Sl1pKn0T 21 Jul 2019, 17:53
დოლორეს


ხო არ ვიცი. ახლა კარგად ვარ, უბრალოდ ხმაურიანი და ხალხმრავალი ადგილები ძალიან მღლის ემოციურად, შიშები ისე წარმატებით ვეღარ მიტევენ როგორც ადრე. up.gif

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ბინდში ვიყავი და ახლა გავახილე თვალები, და ყველაფერს ცხადად ახლა ვხედავ, სიფხიზლე ისე მსიამოვნებს როგორც არასდროს, გარშემო ყველაფრისგან ვიღებ სიამოვნებას რაც კალაპოტში ზის.

Posted by: დოლორეს 21 Jul 2019, 18:04
White_Shark
თავად გაქვს მცდარი დასკვნა. არ ვიცი რა წყაროზე დაყრდნობით წერ ამას, მაგრამ შესანიშნავად შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური დაავადება ნევროტულის საფუძველზე. კერძო მაგალითები შემიძლია დაგისახელო. საკმაოდ სანდო სპეციალისტების მიერ დასმული დიაგნოზებით. სწორედ ნევროტული დაავადებების კულმინაციაა ფსიქოზურში გარდასვლა. რაც შეეხება სპეციალისტის კომპეტენციას,ფსიქიკური ნიშნის მინიჭების შემდეგ,პაციენტი ოფიციალურად ფსიქიატრის კომპეტენციაა.ხოლო ამ ნიშნის მინიჭებამდე ფსიქოლოგის,ფსიქოთერაპევტის.თავად მე ჰიპნოთერაპევტი გახლავართ და ერთერთი ჩემი პაციენტის მაგალითზე გესაუბრებით. გაჭყეპილი იყო ფსიქიატრთან ტრაკვილიზატორებით,რონელთაც არანაირი შედეგი არ მისცეს. უფრო მეტიც,ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. მაგრამ ჰიპნოზის თერაპიების კურსის შემდეგ სრულიად მოისროლა ყველა ფსიქოტროპული მედიკამენტი და მშვენივრად გრძნობს თავს.კარიერულ წინსვლასაც მიაღწია.

Posted by: White_Shark 21 Jul 2019, 18:14
დოლორეს
არცერთი ფსიქიატრი არ დაგიდასტურებთ იმ ფაქტს რომ ნევროტული სახის აშლილობა ფსიქოზურში გადავა ოდესღაც
12 წლიდან მჭირს ორი ნევროტული აშლილობა და არავითარი ფსიქოზის ნიშნები არ მაქვს ... " შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური დაავადება ნევროტულის საფუძველზე " ნევროტული აშლილობა უკვე აშლილობაა ...

Posted by: დოლორეს 21 Jul 2019, 18:18
Sl1pKn0T
მშვენიერია. smile.gif შეგიძლია გჯეროდეს,რომ თავად შეგიძლია საკუთარი ფსიქიკის მართვა,მანამ სანამ დაკარგავ ემოციების კონტროლს. აქ უკვე საჭიროა ცოტა დახმარება. ვხედავ პროგრესი შეგიმჩნევია თავისთვის და ეს ძალიან კარგია.არაფერია შეუძლებელი ადამიანის ტვინისთვის,ყველაფრის გასაღები ჩვენს ტვინშია.გააჩნია რამდენად მზად ხარ მოძებნო ეს გასაღები და გამოიყენო. smile.gif)

Posted by: Fluminense 21 Jul 2019, 18:22
დოლორეს
იგივე შემიძლია გითხრა რაც ვაით-შარკმა. არ გადადის ნერვოტული აშლილობა ფსიქოზურში. შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოზური ელემენტებით ჩანაცვლდეს გარკვეული სიმპტომები, მაგრამ ესეც მხოლოდ დრეობით. მე არასად არ წამიკითხავს და ბევრი ფსიქიატრის ნათქვამიც მომისმენია რომ ნერვოზები ფსიქოზებში არ გადაიზრდება.
sაlოmეa
ყველაზე ცუდი რაცც შეიძლება უყურადღებობას მოყვეს სუიციდია. მე რაც ვთქვი ეს იყო ფიზიკურ სიმპტომატიკაზე რომ ეს არ კლავს smile.gif

Posted by: დოლორეს 21 Jul 2019, 18:24
White_Shark
ჯერ არ გაქვს. რა სჭირს ამ ეტაპზე შენს პერსონალიზმს? მანდ ნახავ პასუხებს თუ ჩაუღრმავდები. მე არ ვეჯბები ფსიქიატრიას,ცოტა სხვა ცოდნა მაქვს მიღებული და მხოლოდ ერთი ხაზით არ განვიხილავ ვიწრო ჩარჩოში დაავადებებს. მაგრამ რასაც პრაქტიკაში ვხედავ,იმას ვეყრდნობი. განსხვავებაა ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ ნიშნებს შორის.ეს გეცოდინება. biggrin.gif ვისთან მკურნალობ 12 წლიდან? რა შედეგი გაქვს? თუ გეუბნებიან რომ ეს განუკურნებელია,გატყუებენ იცოდე და სხვაგან ეძებე გამოსვლი. )))


Fluminense
კი ბატონო,თქვენი გადასაწყვეტია რა ინფორმაციას გაიზიარებთ. მე ჩემი დასკვნები მაქვს პრაქტიკიდან და არა მარტო თეორიიდან. თეორია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს ზუსტ მეცნიერებებშიც კი,თუ ის ვითარდება.


Posted by: White_Shark 21 Jul 2019, 18:45
დოლორეს
12 წლიდან არავისთან არ ვმკურნალობდი ბოლო წელია ვმკურნალობ როდესაც უკვე გართულდა სიმპტიმები და 1000 რაღაც გამოჩნდა
ჩემი მდგომარეობა არის ქრონიკული და მკურნალობას არ ექნება დიდი შედეგი .. smile.gif

Posted by: დოლორეს 21 Jul 2019, 18:49
White_Shark
ასე გითხრეს? თუ გინდა ვცადოთ. შეგიძლია მომწერო პმ-ში.

Posted by: White_Shark 21 Jul 2019, 19:39
დოლორეს
დიახ .....
.............
ზოგადად 6 თვებზე უწეყვტად მიმდინარე პრობლემები ყოველთვის ქრონიკულრად განიხილება ამ სფეროში

Posted by: Sl1pKn0T 21 Jul 2019, 19:43
დოლორეს


მადლობა. up.gif


Posted by: White_Shark 21 Jul 2019, 19:47
დოლორეს
ხო აქვე დავწერ რა ჭირს ჩემს პერსონალიზმს
1 გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
2 ობსესიურ კომპულსიური აშლილობა (ობსესური სიმპტომატიკა მხოლოდ )
3 დეპრესიული ეპიზოდები ხანგრძილი დროით
4 ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ამ ყველაფერს

Posted by: დოლორეს 21 Jul 2019, 20:14
White_Shark
QUOTE
ზოგადად 6 თვებზე უწეყვტად მიმდინარე პრობლემები ყოველთვის ქრონიკულრად განიხილება ამ სფეროში

biggrin.gif

არასდროს არ გექნებათ შედეგი,იმიტომ რომ არ მკურნალობთ სწორი მიმართლებით. და ახალგაზრდა ადამიანმა,რომელსაც მთელი ცხივრება წინ აქვს,ყველა გზა უნდა სცადოს პრობლემის მოსაგვარებლად.
QUOTE
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
2 ობსესიურ კომპულსიური აშლილობა (ობსესური სიმპტომატიკა მხოლოდ )
3 დეპრესიული ეპიზოდები ხანგრძილი დროით
4 ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ამ ყველაფერს

რამდენჯერაც არ უნდა ჩაიტაროთ მედიკამენტიზური სამკურნალო კურსი,დროებითუ ეფექტის გარდა ვერ მიიღებთ ვერც ხანგრძლივ და ვერც მით უმეტეს საბოლოო განკურნებას.
დიაგნოზსაც გაძლევენ შესაბამისს.
არსებობს ალტერნატიული მედიცინა,რომელუც ასეთ დროს ბევრად უკეთეს შედეგს დებს. თქვენს პრობლემასაც განკურნავს კარგი სპეციალისტი. წარმატებები.

Posted by: sაlოmეa 21 Jul 2019, 20:35
მადლობა გამოხმაურებისთვის

ბოლო პერიოდში ძალიან დამაინტერესა ამ სფერომ

იმასაც ვფიქრობდი მაგისტრატურა ხო არ გავიარო ფსიქოლოგიის განხრითთქო (მარა ვფიქრობ ბევრს ვერაფერს გავიგებ და ვისწავლი)

ამიტომ ვეძიები ხოლმე ადამიანებს ვისაც უშუალო შეხება აქვს ამასთან.



დოლორეს
იცი რა მაინტერესებს?
გასაგებია რო სტრესი თუ ტრავმა (მითუმეტეს თუ ეს ბავშვობაში მიღებულია ) უკვალოდ არ ქრება და თუ ადამიანი სუსტი ფსიქიკისაა, აუცილებლად "არტყავს: როდესმე.
რეალურად გამოსავალი სადაა? ანუ მეც არ ვარ პირველივე ეტაპზე მედიკამენტებით მკურნალობის მომხრე, და უფრო მეტიც, მედიკამენტოზური ჩარებ=ვა მგონია უფრო ადგილობრივი და ერთჯერადი, ასვე მცირეხნიანი გამაყუჩებელის ეფექტი და არა რეალურად პრობლემის მოგვარების.
და რა მაინტერესებს, ადამიანებს , რომლებსაც მიჰყავთ საკუთარი თავი ამ შედეგებამდე (შიზოფრენია და უარეს შემთხვევაში სუიციდი) ამ ეტტაპამდე მიდიან ნელ-ნელა თუ აი ერთხელაც "მოწმენდილ ცაზე" შეიძლება ჩაიდინონ საშინელება .

არ ვიცი როგორ ჩამოვაყალიბე , მარა მგონი გაიგებ

მადლობა

Posted by: neo> 21 Jul 2019, 21:18
საბოლოოდ ეს განყი, ჩემი მშოლიური გახდება მალე
განსაკუთრებით ის თემა, გამოხმაურება რომ არ შეიძლება

ვიჯდები ხოლმე და რაც მომაფრინდება დავწერ... ჰჰ პპპ აპპპპპ

აი უკვე დამეწყო yes.gif

Posted by: White_Shark 21 Jul 2019, 21:51
QUOTE (დოლორეს @ 21 Jul 2019, 20:14 )
White_Shark
QUOTE
ზოგადად 6 თვებზე უწეყვტად მიმდინარე პრობლემები ყოველთვის ქრონიკულრად განიხილება ამ სფეროში

biggrin.gif

არასდროს არ გექნებათ შედეგი,იმიტომ რომ არ მკურნალობთ სწორი მიმართლებით. და ახალგაზრდა ადამიანმა,რომელსაც მთელი ცხივრება წინ აქვს,ყველა გზა უნდა სცადოს პრობლემის მოსაგვარებლად.
QUOTE
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
2 ობსესიურ კომპულსიური აშლილობა (ობსესური სიმპტომატიკა მხოლოდ )
3 დეპრესიული ეპიზოდები ხანგრძილი დროით
4 ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ამ ყველაფერს

რამდენჯერაც არ უნდა ჩაიტაროთ მედიკამენტიზური სამკურნალო კურსი,დროებითუ ეფექტის გარდა ვერ მიიღებთ ვერც ხანგრძლივ და ვერც მით უმეტეს საბოლოო განკურნებას.
დიაგნოზსაც გაძლევენ შესაბამისს.
არსებობს ალტერნატიული მედიცინა,რომელუც ასეთ დროს ბევრად უკეთეს შედეგს დებს. თქვენს პრობლემასაც განკურნავს კარგი სპეციალისტი. წარმატებები.

დიდი ბოდიში მაგრამ ამ ქვეყანაში ნორმალური ფსიქოთერაპევტი არ არსებობს + ფსიქიკის მკურნალობა არის საშინელება ფინანსების მხრივ
1 70 ლარი მარტო კონსულტაცია
2 ორასი ლარის წამალი თვეში მეტი ზოგჯერ სამასამდეც ამდის
3 ამას ფსიქოთერაპიის სეანსის 70 ლარი რომ დავამატო ვერ გავქაჩავ ნაღდად

ეს დედა აფეთქებული ვიღაცა თავისი ნებით ნემსებს იჩხერდა ის იმსახურებს მკურნალობას და მე არა ???

Posted by: Fluminense 21 Jul 2019, 22:35
White_Shark
იცი რაარი სანამ ვინმე არ მოკვდება მანამ არ მიხედავენ. არც დაზღვევას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის რაიმე პაკეტი. ჩემი აზრით უბრალოდ არ არის ბიუროკრატიისთვის მომგებიანი ასეთი ხალხის მკურნალობა. ამდენი ფული რო მქონდეს რაც მკურნალობას ჭირდება კი არ მექნებოდა ასეთი ნერვოზი

Posted by: xuzain 21 Jul 2019, 23:15
ქავთარაძეზე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი რომ არის იქ შეგიძლიათ აღრიცხვაზე დსდგეთ და უფასოდ მოგცემენ წამლებს

Posted by: White_Shark 21 Jul 2019, 23:19
xuzain
მთლად მასეც არ მინდა ინვალიდად ვიქცე ამის გამო :დ
აღრიცხვაზე იყვანენ მარტო ფსიქოზური რეგისტრისი პაციენტებს მარტო

Posted by: დოლორეს 22 Jul 2019, 03:52
sაlოmეa
ორივე შეიძლება მოხდეს. აფექტისას (ჩემი მუსიკალური სკოლის კლასელმა მოიკლა თავი აფექტში sad.gif ) და შეგნებულადაც შეიძლება ემზადებოდეს გარკვეული დროით ადრე(რა თქმა უნდა მენტალურად ჯანმრთელი არ იქნება ადამიანი) .

White_Shark
ბოდიშს რატომ მიხდი? biggrin.gif
QUOTE
70 ლარი მარტო კონსულტაცია
2 ორასი ლარის წამალი თვეში მეტი ზოგჯერ სამასამდეც ამდის

რაო? რას გასმევს ამდენს? ნუ ახლა კონსულტაცია არაა ძვირი.
შედეგი რომ არ გაქვს რატომ ყლაპავ ამდენ წამალს? ფსიქოტროპულები ასე ხანგრძლივად იწვევს დამოკიდებულებას და ნარკომანია სხვა არაფერია.

Posted by: White_Shark 22 Jul 2019, 11:34
QUOTE (დოლორეს @ 22 Jul 2019, 03:52 )

White_Shark
ბოდიშს რატომ მიხდი? biggrin.gif
QUOTE
70 ლარი მარტო კონსულტაცია
2 ორასი ლარის წამალი თვეში მეტი ზოგჯერ სამასამდეც ამდის

რაო? რას გასმევს ამდენს? ნუ ახლა კონსულტაცია არაა ძვირი.
შედეგი რომ არ გაქვს რატომ ყლაპავ ამდენ წამალს? ფსიქოტროპულები ასე ხანგრძლივად იწვევს დამოკიდებულებას და ნარკომანია სხვა არაფერია.

1 ჯიაჩელა (ესციატალოპრამი ) 20 მგ
2 დეპაკინ ქრონო 300 მგ (3 აბი -1 დილით -2 საღამოს )
3 არიპეგისი (10 მგ ) საღამოს ნახევარი აბი
4კეტილეპტი -100 მგ ძილის წინს ნახევარი აბი
ბოლო 2 წამალი ღირს ძალიან ძვირი .... და ასევე პირველი ანტიდეპრესანტი მთლიანი შეკვრა 60 ლარი ღირს თითქმის

Posted by: უცნობი.მეგობარი 22 Jul 2019, 17:27
ყოველ დღე უბრალო რაღაცის კეთების დროს რომ მაქვს დეჟავუ, მთელი 7-8 თვეა უკვე (ხანდახან რამდენიმე დღე გასულა რომ არ მქონია), ესეიგი საჭიროა ექიმთან მისვლა ? და ეპილეფსიასთან კავშირშია ჰო?

Posted by: sაlოmეa 22 Jul 2019, 18:18
White_Shark
მგონი მედიკამენტების ასე ღიად დასახელებებისგან სჯობს თვი შევიკავოთ
დოლორეს
QUOTE
ორივე შეიძლება მოხდეს. აფექტისას (ჩემი მუსიკალური სკოლის კლასელმა მოიკლა თავი აფექტში  ) და შეგნებულადაც შეიძლება ემზადებოდეს გარკვეული დროით ადრე(რა თქმა უნდა მენტალურად ჯანმრთელი არ იქნება ადამიანი) .

მდააჰ
უცნობი.მეგობარი
კი ეპილეფსიასთან თუ ეს დეჟავუს განცდა დიდხანს გრძელდება
ასევე მეხსიერების პრობლემა შეიძლება იყოს

Posted by: White_Shark 22 Jul 2019, 18:25
sაlოmეa
რატომ რა შავდება ამით ?

Posted by: sაlოmეa 22 Jul 2019, 18:29
White_Shark
QUOTE
რატომ რა შავდება ამით ?

ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოს ვინმემ უბრალოდ

Posted by: უცნობი.მეგობარი 22 Jul 2019, 18:45
sაlოmეa
QUOTE
თუ ეს დეჟავუს განცდა დიდხანს გრძელდება
ასევე მეხსიერების პრობლემა შეიძლება იყოს

???

Youtub ზევეღარ ვუყურებ ვიდეოებს. დეჟავუ მჭირს ყურების დროს ყოველ 2 წუთში.
ფილმებზეც.
უბრალო მიმებზეც.
ნებისმიერ ფოტოზე.
უბრალოდ ქუჩაში სიარულის დროს.
ეროვნულ გამოცდებზეც მჭირდა facepalm.gif
ხვალ მაქვს ბოლო გამოცდა და იმედია დამაცდის დაწერას facepalm.gif

Posted by: White_Shark 22 Jul 2019, 18:56
უცნობი.მეგობარი
მგონი დროა ნევროლოგს მიადგე კარებზე

Posted by: Sl1pKn0T 22 Jul 2019, 19:01
კომპტთან ჯდომის დროს როცა მონიტორს ვუყურებ სუნთქვა მეკვრება, ასევე როცა მუსიკას ვუსმენ ყურსასმენებით. ამაზე რას იტყვით?

Posted by: illuminatiQUEEN 22 Jul 2019, 19:17
ბრატცი მოსაწევზე და ქსანაქსზე ერთად რა აზრის ხართ? გიცდიათ ვინმეს?

Posted by: უცნობი.მეგობარი 22 Jul 2019, 19:18
White_Shark
ზოგადად ასეთ რამეს თუ მიშველიან ახლავე მივადგები.

Posted by: Kakasha 22 Jul 2019, 21:35
უცნობი.მეგობარი
არამგონია ნერვოლოგმა მაგას უშველოს ეგ უფრო ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპერტის საქმეა

Posted by: White_Shark 22 Jul 2019, 21:42
ასეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყველა ჩემმა მეგობარმა ამოწურა თავისი თავი და ახალ ვერაფერს ვერ მთავაზობენ
და ყოველდღე მათთან შეხვედრა მოსაბეზრებელი და მოსაწყენია

Posted by: thug 23 Jul 2019, 01:21
illuminatiQUEEN

არ მიცდია მაგრამ არ მგონია კარგი იდეა იყოს

White_Shark

რამდენი ხანია ანტიდეპრესანტს სვავ?
რომელს სვავ?

Posted by: NinjaRacer 23 Jul 2019, 01:39
მოსაწევი + ქსანაქსი = heaven


Posted by: Kakasha 23 Jul 2019, 08:36
thug
ციტომაქს ვსვავ დილით მე და საღამოს ვენრლაქსორს ,, და ტრანკვილიზატორი მაქ კიდე დღეში სამჯერ გამოწერილი მედაზეპამი,,, დილით ნახევარი აბი შუადღეს მეოთხედი და საღამოს 1 აბი,,, რას იტყვი ამათზე,, 1 თვეეა ვსვა 23 აგვისტომდე უნდა ვსვა კიდე.. ვეგეტოს ვვებრძვი პლიუს პანიკურ შეტევებს და სიკვდილის შიშებს ჯამრთელობისს მხრივ

Posted by: White_Shark 23 Jul 2019, 11:55
QUOTE (thug @ 23 Jul 2019, 01:21 )
illuminatiQUEEN

არ მიცდია მაგრამ არ მგონია კარგი იდეა იყოს

White_Shark

რამდენი ხანია ანტიდეპრესანტს სვავ?
რომელს სვავ?

თებერვლიდან ....
6 თვეა ..........

Posted by: thug 23 Jul 2019, 16:25
Kakasha

არ ვიცი ცოტა ბევრი წამლები ხომ არაა? biggrin.gif

White_Shark

და არანაირი შედეგი არ აქვს?
რაღას სვავ თუ არ გშველის 6 თვე საკმარისი დროა რომ ემოქმედა
უნდა შეცვალო ან დოზას მოუმატო.
ფსიქიატრთან აღარ ყოფილხარ რო გამოგიწერა იმის მერე?

Posted by: White_Shark 23 Jul 2019, 16:45
thug
ყოველი თვის ბოლოს მივკუნტრუშებ და მოვკუნტრუშებ lol.gif lol.gif
უმაღლეს დოზებს მიაღწია ანტიდეპრესანტმა

Posted by: xuzain 23 Jul 2019, 16:47
ციტოლეს ანუ ესციტალოპრამს მეც ვსვავ აკვიატებებზე და საერთოდ არ მშველის. ორი თვეა უკვე. ოდნავადაც არ მიშველა.

Posted by: White_Shark 23 Jul 2019, 16:54
xuzain
მეც მაგას ვსვამ ოღონდ ჯიაჩელას და მთლად დიდი შედეგიც არ არის , ცოტა მიშველა რა ...
ანაფრანილზე უნდა შეგსვაო წესითო მაგრამ ეგ დეფიციტშია და თან მაგას რო ნიშნავენ ყოველ 2 კვირაში უნდა იარო რო გამოწმონ ძაან ძლიერი ანტიდეპრესანტია

Posted by: Fluminense 23 Jul 2019, 17:39
მე 3 თვე ვიღებდი წამლებს, მეოთხე თვეში უკვე აღარ მქონდა აკვიატებები. და ექიმის გარეშე დავანებე თავი. სადღაც სამი თვე აღარ შევუწუხებივარ. მე მაინც მგონია სახლში ყოფნა შვება ყველაფერს. გადით გარეთ ახალი აკვიატებები მოძებნეთ. მე რო არ ვმუშაობდე და უნივერსიტეტში არ დავდიოდე არ ვიცი რა მეშველებოდა. ახლა შვებულება მიწევს სამსახურიდან და დამეწყება შფოთვები.

Posted by: Kakasha 23 Jul 2019, 21:08
thug
მამუკა მაკარიძის დანიშნულებით ვმკურნალობ.. რავი ორი ანტიდეპრესანტია და ერთი ტრანკვილიზატორი

Posted by: xuzain 24 Jul 2019, 15:15
ვინმეს დაგეხმარათ იოგა ფსიქიკური აშლილობის განკურნებაში?

Posted by: დოლორეს 24 Jul 2019, 16:02
White_Shark
QUOTE
უმაღლეს დოზებს მიაღწია ანტიდეპრესანტმა

ეუფ. სამკურნალ ეფექტი არ აქვს ანტიდეპრესანტებს,არამედ დროებითი. შეიცვალე სპეციალისტი ან მიმართე ალტერნატიულ მედიცინას. ტოქსინებით მაინც არ გაივსებ ღვიძლს.


ხალხო,არის ფსიქო-ემოციური დაავადებები,რომელთაც ტრადიციული მედიცინა ვერ კურნავს.

xuzain
იოგს გააჩნია.ყველა არ მუშაობს მენტალურ მხარეზე.ისე კი ფსიქიატრულ დაავადებებს იოგა ვერ უშველის,ჩემი პირადი აზრით.

Posted by: White_Shark 24 Jul 2019, 16:45
დოლორეს
იმას არ ვამბობ რომ უკეთესობა არის არის უბრალოდ დრო უნდაო ექიმმაო ...
რა ვქნა ეხლა აბა ღვიძლზე ვიფიქრო კუჭზე ვიფიქრო ეგრეც არ გამოდის ... აბა მომკლას ცოფის შიშმა ????

Posted by: დოლორეს 24 Jul 2019, 17:36
White_Shark
შიში,ფობია ფსიქოლოგიურია და დესპროგრამაცია სჭირდება გააზრებულ.დონეზე.მედიკამენტი როგორ წაშლის შიშის პროგრამას? შეიძლება დაამშვიდოს ნერვული სისტემა,მოადუნოს.მაგრამ მენტალურ ბლოკებს არ წაშლის. no.gif

Posted by: seagu11 25 Jul 2019, 14:04
QUOTE
კი, ნევროზმა იცის ფეხების გაყინვა

აი თურმე რა ყოფილა

Posted by: Fluminense 29 Jul 2019, 01:16
აჩიკო საყვარელიძეზე რას მეტყვით? ნევროლოგია, გსმენიათ რამე?

Posted by: xuzain 30 Jul 2019, 14:50
ფაეისბუკზე შევქმენი ჯგუფი პანიკური აშლილობა, პანიკის შეტევა თუ ვინმეს დაგაინტერესებთ შემოგვიერთდით

Posted by: tinna92 30 Jul 2019, 15:54
გამარჯობა, ძალიან მინდა აქ მყოფმა გამოცდილმა ადამიანებმა დამეხმაროთ, რეკომენდაცია რჩევა მომცეთ, ვეცდები მოკლედ გითხრათ ჩემს პანიკურ აშლილობაზე, 26 წლის ვარ,
ერთი წელია ვებრძვი ამ საშინელ დაავადებას, (მაქვს ყველა ის სიმპტომი რაც თან ახლავს შეტევას) სად არ ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ, პირველად ნევროლოგთან წამიყვანეს, დამიდგინა პანიკური აშლილობა და ვეგეტო ნევროზი, დამინიშნეს რექსეტინი და კლონაზეპამი, ამ წამლების ფონზე ლოგინად ჩავარდი, დამეწყო ჰალუცინაციები, თითქოს ძალა მქონდა მოზღვავებული თან პირიქით მოდუნებულ მდგომარეობაში ვიყავი და ამ ორის ერთად შეგრძნების ფონზე მეგონა ვგიჟდებოდი, ასე გაგრძელდა ერთი თვე, დამეწყო წამლის მიმართ პანიკური შიში, დღემდე მომყვება.. (გამოვიკვლიე ყველაფერი,გული,ფარისებრი,თავზეც გადავიღე,ყველაფერი ნორმაში მაქვს,) მივედი სხვა ნევროლოგთან, რომელმაც მიმიხსნა ეს წამლები და დამინიშნა ვალიუმის მეოთხედი, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დამელია თუ შეტევა დამემართებოდა, კრუნჩხვამდეც მივსულვარ და სასწრაფოს სხვა გამოსავალი არ ქონდა მასმევდა გამოწერილ ვალიუმს..
ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ რაც დრო გადიოდა უფრო ცუდად ვხდებოდი და მძიმდებოდა ჩემი მდგომარეობა,
დამეწყო აგროჰაბია, ვერც ღია სივრცეში და დახურულში ვერ ვჩრდები, განსაკუთრებით სადაც ხალხი მოძრაობს მხედველობა მიუარესდება, დამეწყო დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია, სიკვდილის და ცუდად გახდომის შიში, ჩამომიყალიბდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, და ამ ყველაფერთან ერთად, ამ შიშის ფონზე დამეწყო გაუსაძლისი კუნთების ტკივილი და წვა, ეს ბოლო სამი თვე ვიარე ფსიქოლოგთან, თითქოს შვებას გრძობ რომ იმედი იპოვნე გადარჩენის მაგრამ ეს სამი თვეც უშედეგოდ გავიდა, მხლოლოდ ცნობადობას იმაღლებ მაგრამ, შენს თავში ძალას ვერ პოულობ რომ ეს შიში დაამარცხო.. მინდა გითხრათ რომ ამ საშინელი ტანჯვის მიუხედავად ვცდილობ სახლში არ ჩავიკეტო, მაგრამ ყოველი გარეთ გასვლის დროს ჯოჯოხეთს გავდივარ, ტკივილი, შიში რაციონალურ აზროვნების საშუალებას არ მაძლევს... გთხოვთ მირჩიოთ კარგი ფსიქიატრი, ვინც შეძლებს ამ დგომარეობიდან გამომიყვანოს, ვიცი ბევრი მეტყვის რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ დამეხმარება, ერთი წელი ვეცადე საკუთარ თავში ძალა მეპოვნა, მაგრამ ვერ შევძელი... თქვენი დიდი იმედი მაქვს რო დამეხარებით, მადლობა წინასწარ

Posted by: enter77 30 Jul 2019, 22:42
tinna92
daikide
mainc yvela movkvdebit

Posted by: tinna92 31 Jul 2019, 11:05
დაკიდება რომ შემეძლოს არცერთი სიმპტომი არ მექნებოდა smile.gif ვისაც გაქვთ გამოცდილება კარგი ფსიქიატრი მირჩიეთ, მადლობა

Posted by: tekicho 31 Jul 2019, 11:28
ყველანაირი შიშის სათავე არის თავდაჯერების, საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა და აუხდენელი სურვილების მთელი ბუკეტი.
არც ვიცი, როგორ გადმოვცე რისი თქმაც მინდა, რასაც თქვენ აქ წერთ, თითქოს ყველაფერი გამოვიარე, მაგრამ მე არ ვიყავი, სხვა იყო, გესმით? იყო დრო სამსახურიდან სახლში დაბრუნებამდე მთელი გზა მანქანაში ვტიროდი, მეგონა დავიხრჩობოდი საცობში კი არა შუქნიშანზეც თუ მიწევდა გაჩერება. მაღაზიში მეშინოდა შესვლა, უცხო ადგილებს ვერიდებოდი, იმიტომ რომ ისევ შესაღონებლად მიჭერდა ყელში, თავბრუსხვევები და მუდმივი სისუსტე, გულის აჩქარება, სახსრების, კუნთების, თავის უზომო ტკივილი, სიმშვიდის დაკარგვა, სულ შიში რომ აღარაფერი გამოგდის, ნელ-ნელა უბედური ხდები, არავის და აღარაფრის გჯერა, აღარც ექიმის, აღარც ახლობლის, აღარც საკუთარი თავის, ოცნებობ, ოღონდ რამე გტკიოდეს და არ გიჟდებოდე... ძალიან მძიმეა...
უბრალოდ, ერთი რამე უნდა გაითავისოთ, დრო ძალიან სწრაფად გადის, ორჯერ არავინ დაიბადება, ერთადერთი სიცოცხლე, რომელიც გვერგო არ უნდა გავფლანგოთ უმიზნოდ. მიზნის დასახვა, თუნდაც სულ მცირესი, მაშინვე გონზე მოგიყვანთ, სიცოცხლის სურვილს გაგიღვიძებთ და დასახული მიზნის მიღწევა თავდაჯერებას განგიმტკიცებთ. ცოტა თუ არ დაეხმარეთ საკუთარ თავს, მარტო ფსიქიატრის დანიშნული წამალი ვერ გიშველით. მესმის, ყველას განსაკუთრებულად მიაჩნია თავისი სიტუაცია, ჰგონია, რომ განსხვავებული შეგრძნებები აქვს და სულ სხვა ტკივილები. მაგრამ რაც უნდა განსხვავებული იყოს ესა თუ ის შემთხვევა, საბოლოოდ მაინც იქამდე მივდივართ რომ საკუთარ მეს სხვა ვერავინ დაეხმარება, შენს აზრებში სხვა ვერ გაგარკვევს, არ არსებობს.
ცნობადობის ამაღლება პირველი ნაბიჯია იმის გააზრებაში რომ ეს ყველაფერი ილუზიაა, არ ხდება სინამდვილეში, მხოლოდდამხოლოდ, არასწორად დასწავლული ქცევაა, რომელიც შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი მონდომებით და ნებისყოფით გადააჩვიოთ და შეცვალოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ. ბევრი იკითხეთ ხალხნო, ბევრი, გაერკვიეთ, ჩაეძიეთ და იპოვნით პასუხებს ყველაფერზე, არც მოკვდებით და არც გაგიჟდებით, დაგრჩებათ თქვენი ახლადგამოძერწილი თავი და ისევ იქნებით ბედნიერები : )

Posted by: tinna92 31 Jul 2019, 13:56
ქეთი მეც ზუსტად ეგრე ვარ, სიმართლე გითხრა, რატომაც მოვიწერე ის არის რომ გარდა პანიკური აშლილობისა დამეწყო არარეალური შიშები, მაგ. მთებს რომ ვხედავ მეშინია, ხმის, ჩიტების ხმა რომ მესმის დილას მაგიჟებს, ვატყობ უარესდება ჩემი მდგოამრეობა, მეგობრები მეუბნებიან გირთულდება ხომ ხედავ და წამლის გარეშე როდემდე უნდა იტანჯოო, ამიტომ მინდა რეკომენდაცია კარგი ფსიქიატრის, ფსიქოლოგთან 3 თვე ვიარე, ყოველ დღე ვიზიტი, მაგრამ უშედეგოდ... კარგი სამსახური მაქვს და ეს არის მიზანი რის გამოც სახლიდან გამოსვლას თავს ვაძალებ, სამსახურშიც ვხდები ცუდად და სახლში დაბრუნებისას გზაში ჯოჯოხეთს გავდივარ...თბილისის გარეთ ვერ გავდივარ, ერთი თვის წინ მცხეთაში წავედი, ვიფიქრე არაფერი მომივა, უნდა შევძლოთქო და კრუნჩხვებში ჩავარდი შიშისგან, სასწრაფოთი ჩამომიყვანეს... სამწუხაროდ ძალა ვერ ვიპოვე საკუთარ თავში, როგორ მიხვედი ამ დგომარეობამდე ? ექიმთან თუ მკურნალობდი ? რაიმე წამალს არ იღებდი გარკვეული პერიოდი ?

Posted by: tekicho 31 Jul 2019, 14:49
tinna92
აუ, მიწისძვრის მეშინოდა, სახლში მარტო რომ ვრჩებოდი, მეგონა რამე საშინელება მოხდებოდა, სამსახურიდან მაღაზიაში რომ გავდიოდი გული ისე მიჩქარდებოდა, მეგონა უკან ვერ მოვაღწევდი, რიგში დგომა ხომ ჯოჯოხეთი იყო, ყოველდღიურად ახალ ფობიას ვიკიდებდი, ლიფტის შიშს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საკუთარი შვილის ხმაც კი მაღიზიანებდა, არათუ ტელევიზორის და ვინმეს ხმამაღალი ლაპარაკის, დამიჯერე ყველაფერი გამოვლილი მაქვს.
ფსიქოლოგთან არ ვყოფილვარ, არც ფსიქიატრთან, მხოლოდ ნევროპათოლოგთან, რომელმაც თავიდან წამლები დამინიშნა და სიმართლე გითხრა, 1 თვეში მართალია ავტობუსით არა, მაგრამ მანქანით შედარებით თავისუფლად დავდიოდი, იმ პერიოდში აქაურობა აღმოვაჩინე, წავიკითხე ყველაფერი რაც შეტევის თავიდან აცილებაში შეიძლება დამხმარებოდა, მილიონ მეთოდს ვცდიდი სანამ სამსახურიდან უნივერსიტეტში მივდიოდი, ხან ვამრავლებდი ციფრებს, ხან ვყოფდი, ხან ვთარგმნიდი გონებაში ლექსებს)) მოკლედ, ბევრი რამე გამოვიარე, მაგრამ ჩემითვე მოვუკელი წამლის დალევიდან 2 კვირაში დოზას და, ფაქტობრივად, იმის მე-4დს ვსვამდი რაც უნდა დამელია, როცა ვუთხარი არ მსიამოვნებს გაბრუებული სიარული, მირჩევნია, სხეულს და გონებას შევიგრძნობდე და დოზას ამიტომ მოვუკელითქო, მითხრა მე-4-დი არაფერს გიზამს, ჩათვალე ტყუილად სვამო, ესეიგი კარგად რომ გავხდი წამლის კი არა ჩემი დაბრუნებული თავდაჯერების და რწმენის დამსახურება იყო და არა რაიმე სხვის. ამიტომ ნელ-ნელა გამიღმავდა იმის რწმენა, რომ მედიკამენტი ვერ დამეხმარებოდა. ყველანაირად ვერიდებოდი იმ ადამიანებთან კონტაქტს, რომლებიც მაღიზიანებდნენ, მოვწყდი სოციალურ ქსელს, რომელიც, ვფიქრობ, ზედმეტად დამთრგუნველად მოქმედებს ისედაც გაღიზიანებული ადამიანის ფსიქიკაზე. ვცდილობდი, სხვის გამო კი არა, ჩემი თავისთვის დამეწყო ცხოვრება, რაც აქამდე არასდროს მიქნია. მე აქ ვიპოვნე ადამიანი, რომელმაც ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა და მთელი იმ დროის განმავლობაში რაც მიჭირდა, გვერდით მედგა, ჩემი ყოველი ქალაქიდან გასვლა, საცობში დგომა, ტრენინგზე თუ შეხვედრაზე შესვლა და მისი აკლება ერთი იყო, მაგრამ მასთან ერთად დავძლიე უამრავი რამ. ადამიანი, რომელსაც გამოვლილი აქვს ყველაფერი და მართლა ესმის შენი რას გრძნობ და განიცდი, გაძლევს იმედს და გმატებს თავდაჯერებულობას რომ ოდესმე შენც გამოგივა, აი ეს დამეხმარა. გარდა ამისა იუმორი, რომელიც სულ თან მყავს, რაც უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს, ყოველთვის შემიძლია ჩემი თავის გამხიარულება. იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი შენს ხელშია არის უდიდესი ნაბიჯი ამ წრიდან გამოსვლის გზაზე. ყოველთვის ვიყავი და ვარ ემოციური ადამიანი, შეიძლება დღეს კარგად ვარ, მაგრამ ოდესმე ისევ მოვიდეს შფოთვა ჩემთან, თუმცა არასდროს დამავიწყდება, რომ ყველაფერი ისე შეიძლება იყოს როგორც მე მინდა. თუ მინდა ვიყო კარგად, აუცილებლად ვიქნები და ამაში ხელს ვერც სხვა და ვერც ჩემი ფიქრები ვერ შემიშლიან ვერასდროს. ერთხელ ვცხოვრობ და მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც "გამისწორდება", არასდროს არაფერს მივცემ საშუალებას ხელი შემიშალოს ვიყო ისევ ლაღი და სრულფასოვანი.
სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ერთმანეთის დახმარება აქ, ყველაზე კარგი მკურნალია. კიბატონო, მიდი ფსიქიატრთან თუ ფიქრობ, რომ ვეღარ, აღარ შეგიძლია მეტი. თუმცა ვთვლი, რომ ადმაიანს ყველაფერი შეუძლია, წინა წელს იმდენი რამე გამოვიარე, შეუძლებელი ჩემთვის აღარაფერია) შემიძლია მხოლოდ ჩემი თავიდან გამომდინარე მოგცე რჩევა. არ მიყვარს გაბრუებული ყოფნა, როცა ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებ უარესად მოქმედებს, ვიცი, რომ წამალს თუ დავლევ, მასზე გარკვეული დოზით დამოკიდებული გავხდები და არ მინდა რამეზე ვიყო დამოკიდებული, თუმცა მე ვარ ესეთი, შენ შეიძლება წამალმა სიმშვიდე მოგიტანოს.
სხვათაშორის, ძალიან კარგი აზრია, ფბ-ის ჯგუფის შექმნა, ბევრს დაეხმარება, ჩემი აზრით.

Posted by: tinna92 31 Jul 2019, 17:49
ეხლა რომ ვკითხულობ შენს ნაწერებს იმედი მაქვს რომ კარგად გავხდები და ტირილს ვერ ვიკავებ.. მე არ მყავს ასეთი ადამიანი ვისაც დავურეკავ, რადგან ძნელია გაგიგონ, ვისაც არ გამოუცდია... ყველა მანუგეშებს მაგრამ რას განვიცდი ვერ ხვდებიან... წამალი გამოსავალი არ არის ვიცი, უბრალოდ გამოსავლის ძიებაში ვარ, მეც ეგრე ვარ, გაბრუებულ მდგომარეობაში უფრო პანიკაში ვარ, ოდნავ გაბრუებაც კონტროლს მაკარგვინებს. გეთანხმები, თითოეულის გამოცდილების გაზიარება იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.. ისე აქ რამოდენიმე ადამიანის წერილი ვნახე, სადაც იწერებიან რომ ფსიქოზი შეიძლება დაგვემართოს, ვერ გამოხვიდე და სულ ესე დარჩე, სუიციდის სურვილი გაგიჩნდეს, რაც სრული ტყულია დამეთანხმები.. მიუხედევად დღევანდელი ჩემი მდგომარეობის, ამ წუთასაც თავს კარგად არ ვგრძობ, სრულიად უმიზეზოდ შეშინებული ვზივარ უცნაურად, გაღიზიანებული, თითქოს კარგად ნაცემი ვიყო ისე მტკივა სხეული, მაგრამ მაინც ვეცდები, ყველა რჩევას გავითვალისწინებ, ისევ ვეცდები, ისევ თქვენნაირი ადამიანების დახმარებით შევძლებ, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, ფბს ჯგუფის შექმნა კარგი აზრია, ყველა რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, ვინც საერთოდ ვერ გამოდის გარეთ ერთად გამოვიყვანოთ, ერთამენთს გვერდში დავუდგეთ <3

Posted by: xuzain 31 Jul 2019, 20:38
შევქმენი უკვე ფბ ჯგუფი და გაწევრიანდით

Posted by: Macaco7 1 Aug 2019, 16:24
რა ქვია ჯგუფს?...........................................................................

Posted by: xuzain 1 Aug 2019, 17:07
პანიკური აშლილობა, პანიკის შეტევა

Posted by: xuzain 8 Aug 2019, 23:13
თუ ნერვული სისტემა გაძლიერდება ფსიქიკაც ნორმალურად იფუნქციონირებს?

Posted by: zurieli 14 Aug 2019, 15:50
keticho
მეგობარო როგორ ხარ?
გადავხედე თემას, შენს პოსტებს, რჩევებს და გამოცდილებებს, არ მიკვირს და მიხვდები რატომ smile.gif თუმცა იმას ვიტყვი რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმით რასაც შენს პოსტებში ვკითხულობ.
საინტერესო და დამაჯერებელი რჩევების მიღმა შენში ის ადამიანი იკითხება ვისაც მართლა გულით უნდა სხვებს დაეხმაროს, ძალიან მიხარია ეგ :*

ყველაფერი დალაგებადია და ეს არცთუ ისე რთული და შორი მომავალია, პირიქით ის იმდენად ახლოსააა რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

ყველა დასაფასებელია ვისაც სურვილი აქვს გაურკვევლობაში ჩავარდნილ ადამიანს ხელი და სიტყვა მიაშველოს.

Posted by: tekicho 15 Aug 2019, 13:15
zurieli
ikart-ი ხარ, დიდ და ვინჩის დავესესხებოდი) თუმცაღა , მომენატრე და თემასაც მოენატრე, მეგობარო *
და ყველაფერი შენგან ვისწავლე, სულ ყველაფერი და ამაყი მასწავლებელი თუ იქნები, გამიხარდება ყველაფერზე მეტად).

Posted by: gvelis_wiwila 16 Aug 2019, 10:26
საერთოდ არ მახსოვდა ამ თემაში რომ მიწერია ) და ფორუმზეც თითქმის აღარ შემოვდივარ მაგრამ აქ მგონი საჭიროა რომ დავწერო smile.gif

20-25 წლის პერიოდში მქონდა საერთოდ ყველაფერი რაზეც აქ ლაპარაკობთ. ნახევარი ცხოვრება პარალიზებული მქონდა და ყოველი გარეთ გასვლა პრობლემა იყო სერიოზული. წარმოუდგენლად განვიცდიდი რომ ეგეთ ახალგაზრდა ადამიანს ეგეთი ცხოვრება მქონდა და თან არც იცოდა 2-3 მეგობარის გარდა არავინ, ახალი რამე იყო და ასე ფართო ცნება არ არსებობდა და თან ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მიტყდებოდა ამაზე წუწუნი. პირველად როცა დამემართა დარწმუნებული ვიყავი რომ მიკროინფარქტი გადავიტანე. ბოლოს ისეთი სახე მიიღო რომ ყოველ გაფაჩუნებაზე პულსს ვისინჯავდი და ახალი დაავადება მჭირდა მეგონა და ექიმთან მივდიოდი. უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი ვინაიდან თავი ავადმყოფი მეგონა და დარწმუნებული ვიყავი რომ ცხოვრების ბოლომდე ასე უნდა ვყოფილიყავი.
თან, ნუ ეგ ვის შეიძლება უნდოდეს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი ცხოვრება performance და social skills ზე არის მიბმული და ხალხთან ურთიერთობაზე და მათთან deal-ების დადებაზე, რაც საერთოდ ბრიდავდა ყველაფერს და ორმოში მაგდებდა.

დღეს, 6-7 წლის მერე, საერთოდ არ მახსოვს ეგ პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამას იქიდან მივხვდი რომ თემაში შემოვედი დაპოსტილი მაქ ადრე თურმე და ახლა გამახსენდა რომ უი მეც ესე ვიყავი ოდესღაც, ჰეჰე. საერთოდ აღარ მქონია წლებია არაფერი, ერთადერთი როცა მიბრუნდებასავით ეგ გრძნობა, პირდაპირი ეთერია (სადაც იცი რო თუ ჩაისვარე მთელი ქვეყანა გნახავს biggrin.gif) და ერთი 20 წამი მაძაგძაგებს ხოლმე, მაგრამ მაგ დროს ნერვიულობა ჩვეულებრივი ამბავია და არ ტეხავს საერთოდ, პირიქით ასწორებს კიდევაც. მაგის იქით ეგ პრობლემა საერთოდ აღარ ფიგურირებს ჩემს ცხოვრებაში, ჰოდა რა მინდა გითხრათ რომ თქვენთანაც გაივლის და გაივლის უკვალოდ smile.gif ისე რომ საერთოდ ვერ გაიხსენებთ და ეს შეჭირვებული დრო სასაცილოდ მოგეჩვენებათ, ამის გარანტიას გაძლევთ. მე ბევრი სამედიცინო ცოდნა არ მაქვს მაგრამ რაც გამოცდილებით და სხვებზე ყურებითაც (ჩემს მერე ბევრს დაემართა და საკმაოდ გავრცელდა უკვე) ვისწავლე უტყუარად და შეიძლება დაგეხმაროთ:


1. გარკვეულ ასაკამდე (ალბათ თინეიჯერობიდან 25-30 წლამდე) ჰორმონები მოჭარბებულად გაქვს ადამიანს და ეგეც დიდ როლს თამაშობს ნერვული სისტემის არევ დარევაში smile.gif that's just how it is

2. გაგიჟების ფიქრები აბსოლუტურად უსაფრთხოა და პირველი ნიშანია იმისა, რომ რომც გინდოდეთ, ვერ გაგიჟდებით. გიჟმა არ იცის რომ გიჟია და არც გაგიჟების საფრთხეს გრძნობს. ეს აქსიომაა.

3. შეიძლება აბსურდად მოგეჩვენოთ, მაგრამ პანიკ ატაკის დროს ორგანიზმი ყველაზე დაცულია რამე სერიოზულისაგან. გრძნობაა, რომ 5 გულის შეტევა და ფსიქოზი ერთად გემართება, მაგრამ სინამდვილეში ორგანიზმი ყველაზე მომზადებულია მაგ დროს და გამორიცხულია რამე მოგივიდეს.

4. ათიათასჯერ რომ გეგონება რომ კვდები და არ მოკვდები ბოლო ბოლო, ნელ ნელა ტვინი ხვდება იმას რომ რაღაცა ნიტოა და ნიტო სიგნალები მოდის და არ უნდა დაუჯეროს. მაგრამ ეს ეგრევე არ ხდება smile.gif

5. თქვენი 99% ექიმთან რომ მივიდეს, სასიცოცხლო ორგანოები აბსოლუტურად ჯანმრთელი ექნება. რაც იმას ნიშნავს რომ უცებ ვერ მოკვდებით. ეგეთი რამე არ ხდება. თუ მიხვალ ექიმთან და გეტყვის რომ გული ჯანმრთელი გაქვსო, ეგ ნიშნავს რომ გული ვერ დაგარტყამს. მიუხედავად იმისა, რა გჯერა პანიკის დროს. ფიზიკურად ვერ მოხდება ეგეთი რამე. იმხელა ბილდაფი უნდა და + 50ს ქვემოთ არ ხდება ეგეთი რაღაცეები. თქვენს 35 წლის მეზობელს რომ გულმა დაარტყა, ეგ იმის გამო მოხდა რომ ალკოჰოლი ან ნარკოტიკები. 99% შემთხვევების ეგრეა. ის ერთი პროცენტი კიდევ დაუდგენელია უბრალოდ. ეს უნდა გაიჯინოთ, რომ მართლა რომ რამე მოგივიდეთ, გამორიცხულია.

6. მე პირადად წამლებს არ გავკარებივარ. 1 თვე ვსვი ანტიდეპრესანტები და მივხვდი რომ ეგ არაა საშველი და პირიქით, ჩემზე უფრო ცუდად მოქმედებდა. ექიმი არ ვარ, მეტს ვერ ვიტყვი. მაგრამ ჩემი გამოცდილებით არავის ვურჩევ. განსაკუთრებით ბიჭებს (სექსისტი არ ვარ).

7. ვარჯიში. ვარჯიში. ვარჯიში არის სასწაული. შედით და ეხლავე აიღეთ ჯიმის აბონემენტი. ფიზიკური დატვირთვა პირდაპირი პანაცეაა ყველა ეგეთი გამოწვევის. ორგანიზმი ხვდება რომ "მაიცა ეეე 5 კილომეტრი სირბილის ან 60 კილო შტანგის აწევის მერე თუ კარგად ვარ, აბა რეებს მაბოლებ ტვინო ჰაა?" თავიდან პატარა გარბენაზეც შეგეშინდება, მერე 1 თვეში უკვე სასაცილოდ აიგდებ.

8. საერთოდ "გამარჯვებული" ყოფნა მაგ დემონების პირველი დამმარცხებელია. გამარჯვება შეიძლება იყოს მთაზე ასვლა, 500 კაცის წინაშე გამოსვლა და ლაპარაკი, რამე ახალის სწავლა, წარმატება სამსახურში ან პირადში. ზოგისთვის შეიძლება სახლიდან სამსახურში ფეხით მისვლა იყოს მაგ გამარჯვებების დასაწყისი. ყოველ წამს ეცადეთ რომ კომფორტის ზონიდან პატარა ან დიდი გასვლიდან დაიწყოთ, ნელ ნელა მოსპობს ყველაფერს ეგეთი მაინდსეტი. კუს ნაბიჯებით დაიწყეთ, მაგრამ დაიწყეთ და გაიმარჯვეთ.

9. სექსუალური ცხოვრების მოწესრიგება არის პირდაპირ კავშირში "გამარჯვებასთანაც", "ვარჯიშთანაც" და ზოგადად, კმაყოფილების გრძნობას გიმძაფრებს ცხოვრებაში და ეგ პირდაპირ კალაპოტში აყენებს ყველაფერს.

10. ერთმანეთს გაუზიარეთ ყველაფერი. ჩემს დროს საერთოდ ეს ტერმინი თუ არსებობდა არ ვიცოდი. ყველაფერს ნევროზს ეძახდნენ ჩვენი სასიქადულო ექიმები. 1 კაცი მყავდა ვისაც ამაზე დაველაპარაკებოდი, დანარჩენები უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ რაზე ვბაზრობდი და თან ტეხავდა. ახლა ეგრე აღარაა და გაზიარება სასწაულებს შვრება. ასევე, კი ჩათლახობაა, მაგრამ როცა სხვას უყურებ როგორ ცუდადაა, შენ უკეთესად ხდები მაგ დროს biggrin.gif

11. იპოქონდრია არის პირველი წყარო და შედეგი მაგ მდგომარეობის. მაგრამ 2 რამეს გირჩევთ რომ გაისინჯოთ: გლანდები და ფარისებრი (და არა გული და ფილტვი იმიტომ რომ ეგ ჯანმრთელი გაქვს და ნუ წაიღე ტვინი biggrin.gif). ორივეს დარეგულირება იოლი ამბავია და შეიძლება ბუსტავდეს მაგ ყველაფერს. დანარჩენი ყველაფერი და ემერაის და კიბოს ტესტების კეთება მაგ მონსტრის კვებაა და ფულის ჰაერში სროლა smile.gif



მოკლედ მეგობრებო გაგივლით და ყველაფერი კარგად გექნებათ. ამიტომ ეცადეთ რომ ეს დრო არ გაფლანგოთ უმოქმედობაში. მერე ეგ გაფლანგული დრო დაგენანებათ და არა ის რომ ოდესღაც რაღაცეების გეშინოდათ smile.gif

When you going through hell, you just keep going

პკ

Posted by: Vikus 16 Aug 2019, 12:33
ვინმე ადეპს ხომ არ იღებთ? გუშინ მივიღე პირველად და სახე ამაძრო. სხეულს ვეღარ ვგრძნობდი + 13 სთ მეძინა და ახლაც გაბრუებული ვარ.
თან 15მგ, დიდი დოზა არა

Posted by: Macaco7 16 Aug 2019, 19:59
ნუ ვაცნობიერებ რომ არაფერი მომივა, მაგრამ აი ორგანიზმი მიკანკალებს სულლლ : ვერაფერს ვუხერხებ....

Posted by: thug 16 Aug 2019, 20:43
gvelis_wiwila

კარგი პოსტია up.gif



Posted by: დოჩანა 16 Aug 2019, 22:16
Vikus
მე ვიღებ ადეპს მაგრამ ეგრე მომაკვდინებლად არ მოქმედებს ჩემზე

Posted by: Vikus 17 Aug 2019, 20:20
დოჩანა
ორჯერ მივიღე და სახე ვეღარ გავასწორე. ნახევარი აბი თან. მორჩა აღარ გავეკარები

Posted by: anusshki 18 Aug 2019, 00:03
როდესაც მუდმივად იმის შიში გაქვს რომ რამე ცუდი მოხდება, შენს ოჯახის წევრს რამე დაემართება, როდესაც ფიქრობ,რომ აი დღეს კი ვარ ბედნიერი და ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ხვალ რომ დედაჩემს რამე დაემართოს? როცა მომავალზე ფიქრისას მხოლოდ შიშია, რომ მარტო დარჩები, არავინ იზრუნებს შენზე, აღარც მშობლები გეყოლება და ყველა პრობლემის წინაშე მარტო აღმოჩნდები ეს დეპრესიის სიმპტომებია თუ პანიკური აშლილობა? თუ არ გამორცხავს ერთმანეთს ეს ორი? თუ როგორაა საერთოდ? რამის საწყისი სტადიაა და უარესში გადაიზრდება?

Posted by: Vikus 18 Aug 2019, 08:35
anusshki
შფოთვაა ეს უფრო. ქრონიკული შფოთვითი აშლილობა. დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ასეა.
რა ფიზიკურ სიმპტომებს გრძნობ ხოლმე ამ დროს?

Posted by: anusshki 18 Aug 2019, 10:04
არაფერს , უბრალოდ მომენტალურად მეტირება მერე უცებ ვწყნარდები, სხვა რამეზე ვერთვები, თან არ მინდა ოჯახის წევრებმა შემამჩნიონ ხოლმე და რამის კეთებას ვიწყებ ყურადღების გადასატანად. რამდენიმე ხანში ისევ იგივე... დღეში შეიძლება რამდენჯერმეც მოხდეს ხოლმე

Posted by: xifati11 18 Aug 2019, 13:09
შიშის დაძლევა ყველაზე რთული ბრძოლაა ამ ცხოვრებაში. მითუმეტეს უამრავი სახეობა არსებობს, რისიც შეიძლება ანომალიურად არსებობდეს.
საერთო ჯამში საითაც არ უნდა იყოს მიმართულო ჩვენი შიშები სათავე ერთია. ეს არის დედა#####ული შიში!! რომელიც გვმართავს!! შიშის დაძლევა და დამარცხება არის ერთადერთი რეალური გამოსავალი ყველა ნევროზის.
მაგრამ არის კი შესაძლებელი?
არ ვიცი რატომ ვწერ. უბრალოდ ვწერ.
დაღლილი ვწერ. უკვე ვეღარავის ვესაუბრები. მკურნალობის ყველა გზას მივმართე..
მაგრამ..
აი ეხლა, როდესაც სრულიად მშვიდ მდგომარეობაში ჯანდაბამ დამიარა მთლიან სხეულში, მეგონა ვკვდებოდი. და ამ სიკვდილის შიშის მოლოდინს ჩავხედე თვალებში, ყველა ჯერზე მასთან ბრძოლამ დამღალა. სიკვდილთან ასე ახლოს ჩავლამ ძალიან დამღალა.
მოვა დრო როცა დამასვენებს? მოვა დრო როდესაც ვეღარ გავიხსენებ ამ დგომარეობას, როცა გაუფერულდება ეს შეგრძნებები? ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, და ამ ყველაფერმა შიში გამიჩინა ცხოვრების, როგორ გავივლი მთელ ცხოვრებას ესეთი მტანჯველი შეგრძნებებით?

Posted by: Kakasha 18 Aug 2019, 13:42
xifati11
ყველა მკურნალობის გზას მივმართეო ამბობ,,, თბილისი ენმედიცის კლინიკასი მამუკა მაკარიძესთან იყავი ? მეც ეგ შიშები მქონდა პანიური ასლილობები და სოკოოთი მოწამვლის შიშით დამეწყო ყველაფერი,,, სულ 5 თვე გავიდა,,, ბოლო 2 თვეა მაკარიძის რეცეპტით ვმკურნალობ კი მესმის რომ ცუდია ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები მაგრამ არ მოვიტყუები ბოოლო ორი თვეა ისეტი პანიკური შეტევა აღარ მქონია რაც წინა სამ თვეში ,, სამი თვის მანძილზე ყოველ მეორე დღეს სასწრაფო მყავდა სახში,,, და ეხლა მაქსიმუმ კვიტაში ერთხელ გამიელვოს შეტევამ ისიც 10 წუთით მეოთხედ დიაზეპამს ვხეჭავ და ეგ არის,,, ჯერ მკურნალობის კურსი არ დამიმთავრებია ,,, მომწერე პირადში უკეთ მიგასწავლი თუ გინდა მაგ ნერვოპათოლოგს საქარრთველოში ერთერთი საუკეთესოა როგორც ამბობენ

Posted by: sაlოmეa 18 Aug 2019, 14:15
anusshki
xifati11
როცა შიში მეორდება და გადადის პანიკურ შეტევაში , ეს უკვე შიშის შიშია ჩემი აზრით
ანუ რეალურად თქვენ გაიარეთ ერთი პანიკური შეტევა (შიში), და არაფერი მოგივიდათ, ანუ რეალურად რისიც იმ მომენტისთვის გეშინოდათ აღმოჩნდა უსაფუძვლო შიში.
მეორე ხელახალი პანიკური შეტევა ლოგიკურად უკვე იმ პირველი პანიკური შეტევის განმეორების შიშია?
ანუ გაქვს პანიკური შეტევა (ამავე დროს იცი, რომ ეს შეტევა უსაფუძვლოა) იცი რო არ მოკვდები ამ შეტევისგან, როგორი ფიზიკური გამოვლინებებიც არ უნდა ქონდეს მას, იცი რო მალე (რამდენიმე წუთში გაივლის) ,
და ეს ყოველი შემდგი პანიკური შეტევა თავდაპირველი სახისაა (იგივე სიმპტომებით)
იქნებ განმიმარტოთ
მადლობა
Kakasha
გამიგია ეს მაკარიძე
გარდა მედიკამენტებით მკურნალობისა, რა სახის თერაპიას მიმართავს?

Posted by: White_Shark 18 Aug 2019, 14:40
როგორ ხართ სასტავ
ჩემი კომპი გარდაიცვალა და ვერ შემოვდიოდი აქ ...
მე მგონი ცოტა უკეთ ვარ დაიწყო მოქმედება ჩემმა წამლებმა

Posted by: xifati11 18 Aug 2019, 16:00
Kakasha
მედიკამენტოზური და ფსიქოლოგიური მკურნალობა გავიარე. საკმაოდ ხანგრძლივი. 6-7 თვე ვსვავდი, კარგად ვიყავი ბოლოს და მომიხსნა წამლები. ზუსტად მაგასთან არა მაგრამ ფსიქიატრთან ვიყავი. ვინც დამინიშნა წამლები. ერთი თვეა აღარ ვსვავ არაფერს.
* * *
sაlოmეa
კი, და როცა გამოცდილება გაქვს აღარსად გარბი-გამორბიხარ, მაგრამ ყველა ჯერზე ხარ საშინლად. ფიზიკურად ცუდად რომ ხარ ძნელია ყურადღება არ მიაქციო და არ შეგეშინდეს.
გული გაქვს აჩქარებული, კიდურები გისველდება, წონასწორობას ვერ იცავ, ირგვლივ ტრიალებს მომენტებში.. და ეს ყველაფერი არსაიდან. (შენთვის იწექი და ფილმს უყურებდი, ვთქვათ) ამიტომ არის ეს ყველაფერი სასოწამრკვეთი..

Posted by: Kakasha 18 Aug 2019, 18:14
sაlოmეa
არანაირი სხვა სახის თერაპიას არ ატარებს ნერვოპათოლოგია მხოლოდ მედიკამენტებით... საკმაოდ ბევრი ხალხი ყავს უამრავი ასე რო ვთქვათ...
* * *
gvelis_wiwila
მედიკამენტები საბოლოო ჯამში არ შველის ამ ყველაფერს ? უბრალოთ ეს ყველაფერი არსაიდან მოდის და ეგაა საშინელება პირბელი ორი თვე ჯოჯოხეთი იყო ყოველ მეორე დღეს სასწრაფო მყავდა მთელი დღის განმავლობაში თავბრუსხვევა მქონდა ვიკეთებდი ანალიზებს არაფერიო სახში მოვდიოდი და ცუდად ვხდებოდი სიკვდილის შეგრძნება sad.gif( მედიკამენტებმა მომიხსნა 2 თვეა უკვე შეტევები დღის განმავლობაში თავბრუსხვევა არ მაქ და ასე თუ ისე რეალურ ცხოვრებაში გადმოვედი გულის წნევა მიწევს ხოლმე ერთი ეს არის და ამას გლანდებს ვაბრალებ საშინლად გადაგვარებული მაქ გლანდები... 4 თვე რაც ნნერვოზს ვებრძვი ქალთან არ ვყოფილვარ და 1 კვირის წინათ ვიყავი და ეს ერთი კვირაა გულზე არითმიასავით დამეწყო :/ კარდიოგრამა გადავიღე არაფერიო ... ეხა კიდე ისაა 19 წლის გოგოსთან ვიყავი დაუცველი სექსი მქონდა ერთხელ მხოლოდ და ხო არაფერი გადამდო მაგაზე ვნერვიულობ :/ ცოტა საეჭვო გოგო იყო... რა ძალა მედგა sad.gif

Posted by: sაlოmეa 18 Aug 2019, 18:21
Kakasha
ფსიქოლოგთან იყავი მანამდე?
xifati11
QUOTE
კი, და როცა გამოცდილება გაქვს აღარსად გარბი-გამორბიხარ, მაგრამ ყველა ჯერზე ხარ საშინლად. ფიზიკურად ცუდად რომ ხარ ძნელია ყურადღება არ მიაქციო და არ შეგეშინდეს.
გული გაქვს აჩქარებული, კიდურები გისველდება, წონასწორობას ვერ იცავ, ირგვლივ ტრიალებს მომენტებში.. და ეს ყველაფერი არსაიდან. (შენთვის იწექი და ფილმს უყურებდი, ვთქვათ) ამიტომ არის ეს ყველაფერი სასოწამრკვეთი..

წარმომიდგენია რა საშინელებაა cry.gif
ზოგადად ეს შეტევები შეიძლება არსებობდეს თავისთვის დამოუკიდებლად, თუ ყოველთვის თან ერთვის დეპრესია ან ნევროზი?

Posted by: Macaco7 18 Aug 2019, 18:23
QUOTE (anusshki @ 18 Aug 2019, 00:03 )
როდესაც მუდმივად იმის შიში გაქვს რომ რამე ცუდი მოხდება, შენს ოჯახის წევრს რამე დაემართება, როდესაც ფიქრობ,რომ აი დღეს კი ვარ ბედნიერი და ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ხვალ რომ დედაჩემს რამე დაემართოს? როცა მომავალზე ფიქრისას მხოლოდ შიშია, რომ მარტო დარჩები, არავინ იზრუნებს შენზე, აღარც მშობლები გეყოლება და ყველა პრობლემის წინაშე მარტო აღმოჩნდები ეს დეპრესიის სიმპტომებია თუ პანიკური აშლილობა? თუ არ გამორცხავს ერთმანეთს ეს ორი? თუ როგორაა საერთოდ? რამის საწყისი სტადიაა და უარესში გადაიზრდება?

ხანდახან მეც მომდის ეგ ფიქრები, რაც უფრო აყვები მით უფრო ჩაგითრევს ეცადე ეგრევე რამეზე გადაიტანო ყურადღება.მე ლამისაა გავგიჟდე ხოლმე მაგ ფიქრებით..

Posted by: Kakasha 18 Aug 2019, 20:46
sაlოmეa
არა არ ვყოფივარ... თავბრუსხვევებს , გათიშვის შეგრძნებებს პულსის 100+ და გულის წნევის 100+ .. ასეთ შეტევებს ფსიქოლოგი უშველიდა ?

Posted by: xifati11 18 Aug 2019, 22:29
sაlოmეa
არა, მშვენივრად ვგრძნობდი თავს. ეხლაც ცხოვრბა მიხარია, მინდა ვაკეთო ის რასაც ვაკეთებ და ეს მხოლოდ ხელს მიშლის. ანუ დეპრესია არანაირად არ მაქვს და არც მქონია. ეს მდგომარეობა უფრო გაგდებს დეპრესიაში.
ნუ ნევროზი რავიცი, ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვიყავი, ცოტა ემოციური, ბავშვობიდან. ნევროზის ჯგუფშია ეს ყველაფერი ისედაც, ანუ კრებითი სახელი ნევროზია ამ ყველაფრის, პანიკური შეტევების, ფობიების, აკვიატებების, შფოთვების და ა.შ.

Posted by: marishkunawow 18 Aug 2019, 22:34
არ ვიცი მერამდენად ვწერ... მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ვერცერთხელ. არის აქ ადამიანი რომელსაც სახლიდან გასვილის შიში აქვს? ( აგორაფობია) ? ან რომელსაც ქონდა სახლიდან გასვლის შიში პანიკური სეტევების გამო და დაამარცა?

Posted by: xifati11 18 Aug 2019, 22:36
Kakasha
მგონი მე უნდა მიგენიშნე და ამიტომ გიპასუხებ. და ნუ ისედაც, კარგ ფსიქიატრთან ჩავამთავრე მედიკამენტოზური მკურნალობა.
რა შედარებაა, ძალიან ბევრი სომატური სიმპტომი ალაგდა.
უბრალოდ ეგ ყველაფერი ფსიქოლოგიურია, ანუ მხოლოდ მედიკამენტებს უყურო ასე არ გამოვა.
ფსიქოლოგთან მიხვალ თუ შენით ეცდები და იმუშავებ შენს თავზე, არ არის დიდი სხვაობა. ნუ რომ არ იწვალო, იქნებ ის უკეთესად დაგეხმაროს. ანუ ფსიქოლოგი.
კი, წნევებსაც და ამ გულის აჩქარებებსაც ჩვეულებრივ იწვევს ეს დაავადება. ანუ თუ ანალიზები რიგზე, ე.ი. ფსიქოლოგიურია.
რაზეც უნდა იმუშავო სანამ მედიკამენტების ხარჯზე მშვიდად ხარ. ეს დრო გამოიყენე.
უნდა აიძულო ტვინუ მეტად ლოგიკურ ჯაჭვს მიყვეს. ანუ აქამდე არაფერი მოგსვლია ხომ? ხოდა არც შემდეგ შეტევაზე დაგემართება რამე. ესეთი ფიქრებით თავი უნდა გაიძლიერო.
საერთოდ რომ არ დაგემართოს მაგის წამალიც ვიცი, ჩემს შემთხვევაში არის ტვინის დატვირთვა საინტერესო და სასიამოვნო საქმეებით. ხალხთან ურთიერთობა.
ამჟამად მე ვერ ვახერხებ სხვადასხვა მიზეზების გამო ამას, ამიტომ დიდად არც არაფერი შემიცვლია ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ არსად გამქრალა. მართალია იმაზე გაცილებით სუსტად მაგრამ მაინც ჩემთანაა.
მე მაინც ბოლომდე მჯერა მალე გაივლის სამუდამოდ.

Posted by: anusshki 18 Aug 2019, 22:36
QUOTE
და ეს ყოველი შემდგი პანიკური შეტევა თავდაპირველი სახისაა (იგივე სიმპტომებით)
იქნებ განმიმარტოთ


ეს კითხვა მეც თუ მეხება მაშინ კი, ყოველჯერზე იგივეა, ოღონდ ჩემი არამგონია შეტევა იყოს,არც რაიმე დამახასიათებელი ფიზიკური სიმპტომები აქვს, უბრალოდ აკვიატებასავით მაქვს.. აი მაგალითად ყოველდღიურად ხო ვიგებ რამე ტრაგიკულ ამბავს, ან ავარიას ან ვიღაცის მოულოდნელ გარდაცვალებას და ეგრევე ვიწყებ ფიქრს რომ ერთ დღესაც ჩემი მშვიდი ცხოვრება დასრულდება, ამოყიდავდება და რამე საშინელება მოხდება ჩემთანაც, რაღაც აი ისეთი თავზარდამცემი ამბავი,მერე ვფიქრობ რო ვერ გადავიტან ამ ამბავს, დეპრესიაში ჩამაგდებს,ვერავინ დამეხმარება, მარტო დავრჩები და ა.შ

Posted by: xifati11 18 Aug 2019, 22:40
QUOTE (marishkunawow @ 18 Aug 2019, 22:34 )
არ ვიცი მერამდენად ვწერ... მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ვერცერთხელ. არის აქ ადამიანი რომელსაც სახლიდან გასვილის შიში აქვს? ( აგორაფობია) ? ან რომელსაც ქონდა სახლიდან გასვლის შიში პანიკური სეტევების გამო და დაამარცა?

დიახ, მე მქონდა. უბრალოდ მაინც გავდიოდი და ძალიან დისკომფორტში ვიყავი. ვერ ვჩერდებოდი მოლოდინის რეჟიმში. (მაგ: სალაროს რიგში) დავრბოდი გიჟივით.
ვსაქმიანობდი გონება გაფანტული და აღელვებული.
ეგ ძალიან შემაწუხებელი იყო, სწორედ მაშინ მივედი ფსიქიატრთან და წამლებმა რომ მომიხსნა სომატური ჩივილები, კარგად ვიყავი და გარეთაც თავისუფლად დავდიოდი.

Posted by: Macaco7 19 Aug 2019, 17:55
ხო მეც მასე ვარ ,გარეთ გასვლის წინ სულ ვნერვიულობ.. და კანკალი მეწყება :

Posted by: marishkunawow 19 Aug 2019, 17:56
Macaco7
და მაინც გადიხარ?ყველგან დადიხარ? მეგობრებთან და ა.შ

Posted by: Macaco7 19 Aug 2019, 18:35
QUOTE (marishkunawow @ 19 Aug 2019, 17:56 )
Macaco7
და მაინც გადიხარ?ყველგან დადიხარ? მეგობრებთან და ა.შ

ვცდილობ გავიდე, უბრალოდ ხანდახან თავს ვიცჰერ იმაში რომ რაღაც მიზეზებს ვეზებ რომ არ წავიდე არსად.თუ გავედი სულ დაძაბული ვარ.მაკანკალებს

Posted by: gvelis_wiwila 20 Aug 2019, 08:55
QUOTE
მედიკამენტები საბოლოო ჯამში არ შველის ამ ყველაფერს ?


არ ვიცი ვიღაცისთვის ალბათ შველის. მე წამლების გარეშე მინდოდა გამეარა თავის დროზე, თან მეზიზღება წამლები და ეგრეც გავიარე. წამლებს კიდევ ერთი ისა აქვთ რომ ვინ გინიშნავს, რას გინიშნავს, შეიძლება ტყუილად გასვან 1 წელი ანტიდეპრესანტები და ა.შ. და არა მგონია ეგ კარგი იყოს. ვალერიანის წვეთებზე არაა ცხადია საუბარი.

გაივლის და რაც უფრო მტკიცედ დაუდგებით, უფრო მალე. მეტი აბა რა გითხრათ, იმ პოსტში რაც დავწერე მეტს ვერ დავამატებ ვერაფერს.

Posted by: White_Shark 20 Aug 2019, 10:50
საშინელი სიზმრები მესიზმრება ყოველღამე თითქმის , რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ?
1 ანტიდეპრესანტების ?
2 შფოთვის ?
3 ცუდი ძილის ?
არადა ვსვამ წამლებს ძილის და ზოგადად ვმკურნალობ, მაგრამ ამ მკურნალობის დროს მესიზმრება ეს საშინელი სიზმრები

Posted by: Kakasha 20 Aug 2019, 11:53
White_Shark
ანტიფეპრესანტების ბრალია როგორც ჩანს სიზმრები ვაფშე არ ვიცოდი ხოლმე ძაან ისვიათად იყო სიზმარი დამმახსოვრებოდა ან მენახა და რაც მკურნალობა დავიწყე პანიკური სეტევებზე ანფიდეპრესანტებით გამიხშირდა სიზმრები ძალიან საშინელო სიზმრები არა მაგრამ დღის განმავლობაში რასაც ვაკეთებ იმის მაგვარი სიზმრები ხან თევზებიო ხან თვითფრინავის ჩამოვარდნაო ნუ მოკლეთ თუნდაც ინტერნეტში რასაც ვუყურებ ან ვაკეთებ სიზმრებში გადამდის მერე ... წესით ანტიდეპრრსანტების ბრალია

Posted by: White_Shark 20 Aug 2019, 12:08
Kakasha
არა მე ძაან ცუდი რაღაცეები მესიზმრება თითქოს ძაღლები მკბენენ (რისი ფობიაც მაქვს ) და ასე შემდეგ
ერთხელ სიზმარში თითქოს ძაღლმა თითზე მიკბინა და რო გავიღვიძე შებრძნება მქონდა რომ თითქოს ნაკბენი იყო თითზე რა biggrin.gif

Posted by: Kakasha 21 Aug 2019, 08:57
White_Shark
აა გასაგებია,, რისი ფობიაც გაქვს ისეთი სიზმრები,, :/ თუ გწამს არ გინდა ეკლესიაში იარო მოძღვარი აიყვანო,,, ეზიარო რამდენჯერმე,,, დამიჯერე ძაან შველის ტვინი დაგილაგდება

Posted by: tnx 21 Aug 2019, 15:50
QUOTE (Vikus @ 16 Aug 2019, 12:33 )
ვინმე ადეპს ხომ არ იღებთ? გუშინ მივიღე პირველად და სახე ამაძრო. სხეულს ვეღარ ვგრძნობდი + 13 სთ მეძინა და ახლაც გაბრუებული ვარ.
თან 15მგ, დიდი დოზა არა

მეოთხედს ვსვავდი ადეპის და 10 საათი მაინც მეძინა ხოლმე გარდა მაგისა მეორე დღეს მთლიანად გაბრუებული ვიყავი ხოლმე, და ჩემივე სურვილით შევწყვიტე დალევა

Posted by: Vikus 23 Aug 2019, 09:41
tnx
მიხარია რომ მარტო არ ვარ :დ ყველა ისე აღწერს, რომ ყველანაირად უვნებელია და დაჟე მსუბუქი.
ეს რა იყო, ნახევარმა ტაბლეტმა აზროვნება წამართვა და მთელი დღე-ღამე მეძინა. გადავყარე ვაბშე...

Posted by: დოჩანა 23 Aug 2019, 14:20
Vikus
წუხელ ისევ დავლიე და ახლა ავდექი ლოგინიდან

მაგრამ უძილო ვიყავი და შეიძლება კარგიც იყოს.


Posted by: White_Shark 23 Aug 2019, 16:22
დღეს პატარა ძაღლა შემხვდა პადიეზდში და გულმა ლამის მხია
იმენა ინფარქტკი გადავიტანე მგონი მინი და არ ვიცი

Posted by: theycallmedante 23 Aug 2019, 19:41
გამარჯობა , ეს ბოლო 4 დღეა რაღაც უცნაური მჭირს , მარცხენა ხელში რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს თითქოს კანკალებს არადა რეალურად არ კანკალებს , ანუ თავიდან ტრემორი მეგონა არ ყოფილა , ახლა კიდე რო ვწევარ ისეთი შეგრძნება მაქ შიგნიდან თითქოს მიწისძვრაა , ვიბრაციებს ვგრძნობ , ოღონდ კანკალით არ ვკანკალებ . ხოდა თუ იცით რა არის მითხარით ან თუ გქონდათ რაიმე მსგავსი როგორ უშველეთ

* * *

Posted by: Vikus 24 Aug 2019, 12:41
დოჩანა
და აი ანტიდეპრესანტმა როგორი შედეგიც უნდა გამოიღოს რაღაც პერიოდის შემდეგ, მაგას გრძნობ? თუ არა და მხოლორ ისევ გაბრუებულს გაღვიძებს და ა.შ მაგას ისევ ჯობს უბრალო მელატონინი მიიღო ძილისთვის
* * *
theycallmedante
შფოთვამ ან პანიკურმა შეტევამ იცის.
კანკალის შეგრძნება, სხეულის დაბუჟება და უამრავი სიმპტომი აქვს.
თუ ჯანმრთელი ხარ, სხვა ვარიანტი არ არის.

Posted by: დოჩანა 24 Aug 2019, 18:10
Vikus
არ ვიცი ექიმმა ეგ დამინიშნა და მაგას ვსვამ

Posted by: breakingbad1 24 Aug 2019, 22:29
გამარჯობა. კარგია ეს თემ რომ არის გახსნილი.მოკლედ ახლო ადამიანის გარდაცვალების მერე რაღაც პერიოდის შემდეგ დამეწყო პანიკური შეტევები, ნერვოზი, ბევრი რამ მაშინებს უკვე, მაგალითად სიგარეტის მოწევის შიში ავიკიდე რამაც თავი დამანებებინა სიგარეტზე, ასევე დათრობის, მარიხუანის მოწევის, ფიზიკურად ვვარჯიშობ მაგრამ ძლიერ დატვირთვას ვერიდები, წყალს ვერ ვსვამ ვარჯიშის დროს იმიტომ რომ შიში მაქვს გული არ ამიჩქარდეს და აი ასეთ საშინელ დღეში ვარ.ადრე ოდნავადაც არახასიათებდა მსგავსი რამ, გთხოვთ დამეხმარეთ, მინდა რომ როგორც ადრე ვიყავი და არაფრის მეშინოდა ისევ ისე ვიყო, მადლობა.

Posted by: Macaco7 24 Aug 2019, 22:34
რამე მსუბუქი დამამშვიდებელი სცადე,ყველაზე ეფექტური კი იცი რაა? აი ვარჯიშის დროს დალიე მაგალითად წყალი,არაფერი მოგივა და რომ ნახავ გადარჩი მოგეხსნება ეგ შიში.მეც მასე ვარ რაღაცეებზე და ვიცი რთულია დაკიდება, მაგრამ სცადე.

Posted by: breakingbad1 25 Aug 2019, 00:19
QUOTE (Macaco7 @ 24 Aug 2019, 22:34 )
რამე მსუბუქი დამამშვიდებელი სცადე,ყველაზე ეფექტური კი იცი რაა? აი ვარჯიშის დროს დალიე მაგალითად წყალი,არაფერი მოგივა და რომ ნახავ გადარჩი მოგეხსნება ეგ შიში.მეც მასე ვარ რაღაცეებზე და ვიცი რთულია დაკიდება, მაგრამ სცადე.

მაქსიმალურად ვცდილობ წამლებს არ გავეკარო, ხო როგორც საუეკთესო თავდაცვა თავდასხმაა მარა ფსიქოლოგიურად მაქვს დარხეული, რაღაც ძლიერი მოტივატორი მჭირდება, დაჟე აი,სხვებს ხომ ვუყურებ რომ კაი დაღლილზე,სვავენ წყალს, მე მაინც მაქვს შიში.

Posted by: Macaco7 25 Aug 2019, 01:49
მე მაგალითად სოკოს რომ ვჭამ ეგრევე იზმენას ვიკიდებ, რომ მომწამლა....თხილსაც ვერ ვჭამდი, ალერგია მომცემს მეთქი, ანუ იყო რაღაც შემთხვევა რის გამოც დამემართა...სოკოს კი დღემდე თითქმის არ ვჭამ

Posted by: Kakasha 25 Aug 2019, 17:37
Macaco7
მასე ავიკიდე ზუსტად პანიკური შეტევები,, სამსახურში ქამა ვჭამე რესტორანში სათბურის და მეგონა მომწამლა თავბრუსხვევა, წენვა ამივარდა გატისის შეგრძნება შემდეგ ნერვიულობაზე დიარეა დამეწყო ,, არადა არც მუცელი მტკიოდა არც მაღებინებდა :დდ საავადმყოფოში გადამიყვანეს კუჭი ამომირეცხეს გადასხმები დამიდგეს გამომწერეს დილით და იმის მერე აგერ უკვე 5 თვეა ნერვოპათოლოგის დანუშნულებით ვვებრძვი ნერვოზს,,,პირველი ორი თვე არ ვიღებდი ნერვოპატოლოგის წამლებს და ჯოჯოხეტური იყო ყოველ მესამე დღეს შეტევა მქონდა ისევ მეგონა სოკოთი ვიყავი მოწამლული ,,, ეხა ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან კარგა ხანია შეტყევა აღარ მქონია ,, მაგრამ შიშები მაქ მაინც ყველაფერზე ანალიზს ვიკეთებ გუშინ რაღაცას მაწყინე და დღეს დილით ღვიძლიც მტკიოდა ხვალ უნდა წავიდე ღვიზლის ფუნქცია შევიმოწმო,, :/ იმდღერ გოგოსთან ვიყავი თავი არ დავიცავი მეშინია რამე არ გადამდო და მაგაზეც მერე აანალიზი უნდა გავიკეთო მოკლედ საშინელეებაა რაა, :/ / :' / გული წნევა და სწრაფი ფეთქვა დღის განმავლობაში 8 საათი მაქ,,, ნერვოპატოლოგის წამლებმა ეს ვერ დამირეგულირა ჯერ,,, გლანდები მაქ ამოსაჭრელი და ამას ვაბრალებ ,, უფრო .. სოკოს რაც შეეხება კიდე ცხოვრებაში აღარ შევჭამ ,, ))

Posted by: Macaco7 25 Aug 2019, 18:11
მე მგონია ხოლმე რომ ყველაფერი ალერგიას მაძლევს :დ ნუ,ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა და იმის მერე იზმენა ავიკოდე...ჯანდაბა,საშინელი გრძნობააააა

Posted by: Kakasha 25 Aug 2019, 20:11
Macaco7
მკურნალობ რამით ?

Posted by: Macaco7 25 Aug 2019, 20:27
არა,ვცდილობ მე თვითონ დავძლიო......... . ..............

Posted by: makmanus 25 Aug 2019, 21:40
Kakasha
როგორ ხარ?როგორ მიდის მკურნალობის საქმე,რად გინდა ღვიძლისფუნქციები ნაღველი გაგიღიზიანდებოდა თუ რამემ გაწყინა და ეგ გტკივა,მახსოვს შენი ეხო ციტა პრობლემური ნაღველი იყო...ფსიქოთერაპევტთან მისვლა არ გიცდია?მხოლოდ მედიკამენტებით რთული იქნება დაძლიო

Posted by: CORONER 25 Aug 2019, 21:49
მოკლედ მესამედ დამემართა ორი კვირის წინ,
პირველი სუსტი შეტევა იყო, (თურმე ეგ იყო) შარშან უბრალოდ გავაჩერე მანქანა და გადმოვედი, მოვერიე.
მეორედ თვენახევრის წინ , არაადამიანური თავის ტკივილები მქონდა გული მერეოდა , ვერ ვდგებოდი და ვხაოდი ბოლო ხმაზე,
მესამე ეხლა
ძირითადად გულის რევით , თავის და თვალების ტკივილებით, სუნთქვის უკმარისობით, ამჯერად სასწრაფომ რამდენიმე ნემსი დამარჭო....

მივხვდი ბოლოს და ბოლოს რაზე მემართება, რომ გავნერვიულდები და ვერაფერს ვამბობ, ვითმენ ვითმენ და შიგნით ხდება ატომური აფეთქება,
სანერვიულო სულ მაქვს, არც არასდროს დამთავრდება
მორიგ შეტევას ველოდები ყოველ წუთას, დამეწყო შიშები სახლიდან გასვლაზე, ძალით ვაგდებ თავს გარეთ, სულ ფეხები მიკანკალებს მაგრამ მაინც გავდივარ
სამწუხაროდ პრეპარატებს ჯერ ვერ მივმართე, ალბათ მაგის დროც მოვა

boli.gif

Posted by: დოჩანა 25 Aug 2019, 21:56
ადრე მეც მეშინოდა სახლიდან გასვლის
მაგრამ როგორც კი გავიდოდი ქ
რებოდა ეს შიში

Posted by: CORONER 25 Aug 2019, 21:58
QUOTE
შენი მდგომარეობა აღწერე თუმცა დახმარება რომ გჭირდება არ გითქვამს. თუ არ გჭირდება?

ადრე დაპოსტილზე უკითხავთ, ალბათ კი მჭირდება, მაგრამ ჯერ მე უნდა ვცადო გამოძრომა, აქაც იმიტომ ვწერ რომ არ ვარ მიჩვეული დახმარების თხოვნას და მიღებას (თუ სწორედ ვხსნი)

* * *
QUOTE
ადრე მეც მეშინოდა სახლიდან გასვლის
მაგრამ როგორც კი გავიდოდი ქ
რებოდა ეს შიში

მე დრო მჭირდება , ხან უკეთესად ვხდები, ხან უარესად, მაგრამ რომ არ გავიდე მგონია წავაგებ, რასთან?, ვითან? არ ვიცი, თითქოს ს აკუტარ თავს ვუმტკიცებ რომ არ მომერევა არაფერი
რა ვიცი mo.gif

Posted by: Kakasha 26 Aug 2019, 10:43
makmanus
რავიცი ნორმალურად ბოლოს შეტევა როდის მქონდა არ მახსოვს,, მრტო ერთი ის არის რომ ერთ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ თავბრუსხვევა მაწუხებს ხოლმე ასე 15 წუთით და მერე მივლის,,, ანუ მე ხო ყველაფერი მოწამვლის შიშით დამეწყო და ცოტა დაგრუზულად გადავიტანე ეგ მუცლის ტკივილი,,ანწლი და 1 ლიტრი ბორჯომი ერთდად დავლიე :დდდ მარა ერთ დღეში გამოვედი,, მართალი ხარ შენ ვფიქრობდი მაგას იმდენი გაზიანი ვსვი ნაღველი იქნებოდა,,, მირჩევ კარგ ფსიქოთერაპერტს? არ მინდა ასე არი ჰარალოზე მივიდე რა ხო ხვდები ,, თან ფსიქო თერაპერტები ისეთი ექიმები არიან შეიძლება ნებისმიერმა დაიბრალოს ეგ პროფესია.. მადლობა გაიხარე ყურადღებისთვბის <3

Posted by: makmanus 26 Aug 2019, 10:50
Kakasha
ეხლა მარტო ციტომაქსს სვავ?რუსთავი გაწყობს ხო შენ,ვიცი ერთი ფსიქოთრერაპევტი რომელზეც ბევრია კმაყოფილი ჩემ გარშემო,მეც მინდა მისვლა,მეც მსგავსი პრობლემით დამეწყო,

Posted by: Kakasha 26 Aug 2019, 11:51
makmanus
ციტომაქს დილით ვსვავ , მედაზეპამი მაქვს დილით ნახევარი ტაბლეტი , შუადღისით მეოთხედი და საღამოთი მთლიანი ტაბლეტი და პლიუს ვენლაქსორი,,, სამი წამალი მაქ დღის განმავლობაში,,, ფბზე როგორ დაგამატო მითხარი და მირჩიე სად მივიდე მალევე მივალ,, იქნებ წამლები გადავყარო ნელ ნელა პივა მომენატრა ზოგადად სიმათვრალე მომაენატრა აღარ შეიძლია :დდდდ

Posted by: makmanus 26 Aug 2019, 13:23
Kakasha
ვერ დამამატებ შენ,მომწერე და მე დაგამატებ

Posted by: Kakasha 26 Aug 2019, 14:07
makmanus
გიორგი კაკაშვილი ინგლისური ასოებით ოღონდ,, და ჯეკ დენიელსის და კოლას ფოტო მიყენია პროფილზე

Posted by: sedvan 26 Aug 2019, 14:47
ტრიტიკოზე რას იტყვით? ვინმე ხომ არ სვავდით? დიაზეპამზეც მაინტერესებს

Posted by: Kakasha 27 Aug 2019, 13:49
sedvan
ტრიტიკო არ ვიცი მარა დიაზეპამი საშიშია სერიოზულ შეჯდომას იწვევს ასე რომ ჯობია მოერიდო ან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიღო,,,

Posted by: levvani 28 Aug 2019, 13:45
sedvan
ტრიტიკო საკმაოდ ძლიერი პრეპარატია ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა მიიღოთ. დიაზეპამზეც იგივეს თქმა შემიძლია.

Posted by: sedvan 28 Aug 2019, 17:56
levvani
Kakasha

მადლობა. ექიმმა დამინიშნა ვეგ ნერვული აშლილობის დიაგნოზი მაქვს და ამ 2 პრეპარატს ვიღებ. ტრიტიკოს ყოველდღიურად და დიაზეპამს საჭიროების მიხედვით. დიაზეპამს ვცდილობ მაქსიმალურად არ მივიღო. რამდენ ადამიანსაც არ ვკითხე დიაზეპამი დაახასიათეს რაღაც ჯოჯოხეთად არადა საკმაოდ კარგი დამამშვიდებელი წამალია თუ სამკურნალოდ გჭირდება. ზოგმა მუჭებით ვიყრიდიო ანუ კაიფისთვის იღებდნენ მე 10 მლ აბებს ვსვავ. 1 თვე გადის უკვე დაახლოებით 15 16 აბი მაქვს მიღებული და მემგონი საშიში და დამოკიდებული არ გავხდები. ყველა შემთხვევაში შეტევა მქონდა და იმიტომ ისიც. მადლობა პასუხისთვის ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: levvani 29 Aug 2019, 12:10
sedvan
არაფრის

QUOTE
დაახლოებით 15 16 აბი მაქვს მიღებული და მემგონი საშიში და დამოკიდებული არ გავხდები.

დაკვირდი ემოციების შესუსტება ხომ არ გამოიწვია ამ პერიოდის განმავლობაში. ისევ ისეთი აქტიური ხარ როგორც ადრე? თუ მოდუნებული და ავტომატურ რეჟიმში გადასული?

QUOTE
მადლობა პასუხისთვის ჯანმრთელობას გისურვებთ

შენც ასევე

Posted by: Kakasha 29 Aug 2019, 12:17
sedvan
რამდენი წლის ხარ? 10 მილიგრამი ძალიან დიდი დოზაა დიაზეპამისთვის და მითუმეტეს ამბობ თვესი 15 16 აბი მაქვს მიღებულიო... მე 5 მილიგრამიანს ვყიდულობ ხოლმე და აუცილებლობის შემთხვევაში ვიდებ ენის ქვეს მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე ერთი მთლიანი ტაბლეტი ისიც პირველად რო დავლიე და ისე საშინლად იმოქმედა 8 საატი გაბრუებული ვიყავი იმის მერე ნახევარ ტაბლეტზე მეტი არ გამომიყენებია ხანდახან მეოთხედსაც ვიყენებ და ძაან იშვიათად დაახლოებით კვირაში ერთხელ მაქსიმუმ ორჯერ თავბრუსხვევის და აღელვების შესაჩცერებლად,,, 10 მილიგრამი ბევრია ცოტა ფრთხილად იყავი საშინელებაა მაგაზე შეჯდომა დავიჯერო მოგწნს რა მდგომარეობაშიც გაგდებს? დიდი როცა შეტევა გექნება აბა ცადე და მთლიანი არ დალიო მეოთხედი ან ნახევარი ჩაღეჭე მთლიანი არ მიიღო და შედეგს დააკვირდი,,, წესით უნდა გიშველოს ნახევარმა ან მეოთხედმაც,,,

Posted by: sedvan 29 Aug 2019, 15:30
levvani
არანაირად. პირიქით უკეთესად ბევრად უკეთესად თან.
Kakasha

34 წლის ვარ. 105 კგ თუ წონასაც აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება დოზებს. ოჯახური ტრაგედია მქონდა და პიკი მქონდა ნერ აშლილობის. ღამე ძილის წინ მაძლევდა ტალღისებრ შეტევებს გულთან დაახლოებით 2 თვე. ისეთი შეგრძნება მქონდა გული უნდა გამსკდომოდა ან ინფაქტი მომსვლოდა. 3 4 საათი გრძელდებოდა და დილისკენ უკვე ვიძინებდი. ერთ დღესაც ღამე ვეღარ დავიძინე უკვე ისეთი პიკი მქონდა და ეგ შეგრძნება ფხიზელ მდგომარეოვაშიც დამეწყო დილისკენ. დიაზეპამიც იმიტომ დამინიშნა ექიმმა. ტრიტიკოს 1 საათით ადრე დაძინებამდე ვიღებ და თუ ისევ გამიმეორდებოდა შეტევა მხოლოდ მაშინ ვიდებ ენის ქვეშ დიაზეპამს. დილით ან შუადღეს გამორიცხულია ან ;კაიფისთვის; ხანდახან ნახევარს ან მთლიანს ვიღებ ძილის წინ. შეტევებიც ფაქტიურად აღარ მაქვს ან თუ მაქვს ძალიან ძალიან სუსტი მაგრამ მაინც ცუდი შეგრძნებაა და ეგრევე დიაზეპამს ვახმარ. ძილიც გამომისწორდა და რავიცი ახლიდან დავიბადე თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს. აი ამის მერე პერიოდი უკვე რა უნდა იყოს არ ვიცი. ეს თემაც დამეხმარება, მეც თუ რამით შემეძლება გამოცდილებას გაგიზიარებთ სიამოვნებით. მდგომარეობას რაც შეეხება ძილის წინ ვსვავ და მეძინება მაქსიმუმ 10 15 წუთში და მაქსიმალურად ვცდილობ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქრო..ადრე დედა ტერეზასავით ვიყავი ყველას პრობლემას ჩემ პრობლ აღვიქვავდი ყველაფერი გულთან მიმქონდა. მობილურით ვწერ ცოტა მიჭირს იმედია ცოტა მაინც გასაგებად დავწერე )

Posted by: levvani 29 Aug 2019, 15:37
sedvan
ძალიან კარგი
ეცადე დოზები შეამცირო და ნელნელა საერთოდ აღარ მიიღო

Posted by: sedvan 29 Aug 2019, 15:47
levvani

გაიხარე მეგობარო ეგრეც ვაკეთებ.

Posted by: MlleNobody 29 Aug 2019, 18:04
გამარჯობა, ჩემს პრობლემაზე მოგიყვებით მოკლედ. უკვე მიხარია რომ ამაზე აქ ვისაუბრებ და მარტო,თორემ რთულია მარტო საკუთარ თავთან წუწუნი და მსჯელობა და დასკვნბის გამოტანა^^ გარშემომყოფებს წესიერად ვერ ველაპარაკები ამაზე, გაწონასწორებულის იმიჯი მაქვს და არ მინდა ნერვოზიანად გადაიქცეს...
მოკლედ, ნევროლოგმა ფობიკურ შფოთვითი აშლილობა დამისვა დიაგნოზი. ჩაკეტილი სივრცის მეშინია, ტრანსპორტში ბევრი ხალხი როცა ამოდის მე ჩავდივარ, წყალი და რამე ტიპის საკვები( პეჩენია, შოკოლადი...) სულ მაქვს, რადგან მეშინია უცებ რომ მომშივდეს ან მომწურდეს და იქვე არ მქონდეს თვალები მიბნელდება, როცა ახოს აფთიაქია ან ხალხია ან სახლებია მშვიდად ვარ რომ უცებ ვიმე მომეხმარება, ერთხელ ვარაზისხევზე ამოვდიოდი და არც წყალი მქონდა, არც საჭმელი, ძლივს ამოვაღწიე და იქვე ქსოვილების მაღაზია არის და როცა მივედი იქამდე დავმშვიდდი. არ შევსულვარ და არც დახმარება მითხოვია, უბრალოდ დავმშვიდდი. ექიმმა ჯერ ციტოლესი დამინიშნა 1 თვე და თითქოს უკეთესობა მაქვს, მაგრამ მაინც საჭმელ-სასმელით დავდივარ. მეშინია სვანეთში ან სადმე წასვლა, ლაშქრობაში, არადა მიყვარდა ესე სიარული... ამ ერთი თვის მერე ციტომაქსიზე გადამიყვანა. მეოთხედი აბიდან ნახევარ აბზე უნდა გადავსულიყავი და მერე 1 აბზე. მე ამერდამერია რაღაცა და მოკლედ, მალევე გადავედი 1 აბზე, გუშინ დილით დავლიე. სამსახურში წნევა დამივარდა და გული ამერია. დღეს აღარ დამილევია. ვფიქრობ უკუსვლით წავიდე ხვალ ნახევარი აბი დავლიო, ერთი-ორი დღის მერე მეოთხედზე გადავიდე და საერთოდ შევწყვიტო.მგონი არ მჭირდება
რას მირჩევთ?
მითხარით რომ თვის ბოლოს დასასვენებლად წასვლას შევძლებ და იქ არ შემომცხებს)))

Posted by: ახალგაზრდა 29 Aug 2019, 20:30
ფსიქოლოგთან სცადე მისვლა?
მე პირადად ვფიქრობ, რომ მსგავს აშლილობებს მედიკამენტოზურ მკურნალობაზე მეტად უფრო ფსიქოთერაპია უშველის. ზოგადად, ჩემი წარმოდგენით, არცერთი აშლილობა არ ჩდება თავისთავად, ყველაფერს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი და ხშირად ეს გამომწვევი მიზეზი ნეირონებში კი არა, ფსიქიკაშია.

ისე, კი დამაინტერესა შფოთვითი აშლილობის დროს ანტიდეპრესანტები რატომ დაგინიშნა, მაგრამ ეგ საქმე ნევროლოგმა უკეთ იცის ალბათ.

Posted by: MlleNobody 29 Aug 2019, 20:51
ახალგაზრდა
არა, ფსიქილოგთან არ ვყოფილვარ. ჩემით თუ ვერ გავუმკლავდი მივალ.


* * *
ქრონიკულად დაღლილი ვარ და არსად გასვლა არ მინდა. ადამიანები რამეს რომ მიყვებიან ვერ ვუსმენ, არ მაინტერესებს. ჩემს ნაჭუჭში ვარ ჩაკეტილი და ვერ გამოვდივარ. ამან ისე დამღალა

Posted by: White_Shark 29 Aug 2019, 21:00
როდესმე ძილში გაგიღვიძიათ შიშებით ?

Posted by: MlleNobody 29 Aug 2019, 21:05
White_Shark
მე თუ მკითხე, არა. ძილის პრობლემა არ მაქვს. პირიქით, სულ მეძინება))))

Posted by: Kakasha 30 Aug 2019, 15:18
sedvanარა არა შენ თავზზე არ იფიქრო ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები ,,, არ იფიქრო შენს ჯამრთელობაზე,,, ეგ ბევრად ცუდია მე რომ ვფიქრობდი და ეხაც ვფიქრობ ხოლმე ხანდახან ჩემ თავზე და ჩემ ჯამრთელობაზე ეგრევე როგორცვე რაღაცას გავიგებ გავვრბივარ და ანალიზს ვაბარებ ,,, იმდღეს გოგო გარდაიცვალა თრომბით ეგრევე შიშმ,ა შემიპყრო წავედი და ანალიზი ჩავაბარე,,, რაც უფრო ნაკლებ დროს დაუთმობბ საკუთარ ჯამრთელობაზე ფიქრს და ჩაკირკიტებას თუ რა მჭირს როცა ანალიზს აბარებ აფრაფერია და მაინც იგივე გემართება სახში მისვლისას ცუდად ხდები,,, ეცადე სამსახურზე , შეყვარბულზე ან ქმარზე-ცოლზე იფიქრო ურთიერთობაზე , გართობაზე სხვებთან ურთიერთობაზე და ასე შემდეგ,,, და მარტო არ იფიქრო შეასრულე კიდეც,, რაც უფრო მეტტ დროს დაუ
თმობ საკუთარ თავზე ფიქრს მით უფრო ცუდია ჩემი მაგალითიდან

Posted by: ახალგაზრდა 30 Aug 2019, 17:56
MlleNobody
რადგან ცდილობ რომ შენს მდგომარეობას გაუმკლავდე, უკვე საკმაოდ წინ ყოფილხარ. ასე აუცილებლად მიხვალ კარგ შედეგამდე. შეიძლება ცარიელ სიტყვებად ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია რომ ვინც საკუთარი მდგომარეობის გამომჯობინებას ცდილობს, ის ყოველთვის მიაღწევს მიზანს.

რაც შეეხება დაღლილობას, გვერდითა თემაში წერდა ერთი ადამიანი რომ სასტიკად დაღლილი და გაღიზიანებული იყო, მაგრამ მერე დასასვენებლად წავიდა ხალხისგან მოშორებით და გუნებაც გამოუკეთდა. იგივე რომ ცადო შენც? ლაშქრობაში წასვლა მეშინიაო კი დაწერე, მაგრამ ეს ალბათ მარტომ იგულისხმე, ხომ? აი, მაგალითად, ხომ არის ჯგუფური ექსკურსიების ტურები, ამათზე არ გიფიქრია? არც მარტო იქნები და შესაბამისად იმედიც გექნება, რომ თუ რამე იქნება მოგხედავენ. თან ბუნებაშიც მოხვდები და იქნება ესეც წაგეხმაროს.

Posted by: MlleNobody 30 Aug 2019, 18:14
ახალგაზრდა

პატარ-პატარა შედეგებით ვფიქრობ გამოვალ. თან იმდენის გამოცდილება წავიკითხე და ერთ წევრსაც ველაპარაკე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუვერ გამოვალ მართვას მაინც შევძლებ.
რაც შეეხება დასვენებას ჯერ-ჯერობით მეშინია ესე ბუნებაში და უაფთიაქო-უექიმო გარემოში წასვლა

Posted by: Kakasha 30 Aug 2019, 21:30
White_Shark
კი მქონია .. პანიკურ შეტევებზე ვმკურნალობ მედიკამენტებით და მკურნალობამდე ხშირად მქომდა და მკურნალობა რაც დავიწყე მქონია რამდენჯერმე ... და 5 მილიგრამიანი მეოთხედი ტაბლეტი დიაზეპამით დამიძინია ისევ

Posted by: White_Shark 30 Aug 2019, 21:59
Kakasha
მაგარი ცუდი რამეა უცბად რო გეღვიძება შიშით და არ იცი სად წახვიდე გული რო ამოვარდნაზეა

Posted by: Vikus 30 Aug 2019, 22:58
მეც მშველის გარემოს შეცვლა.
ეცადეთ არ დარჩეთ სახლში მარტო თქვენს თავთან როცა ცუდ ფაზაში ხართ.
2-3 დღეც რომ გავიდე კარგ ხალხში და გარემოში, ყველაფერი მავიწყდება ლამის.

Posted by: Kakasha 31 Aug 2019, 08:24
White_Shark
კი საშინელებაა თან გაღვიძება არაჩვეულებრივი გაღვიძება ნახევრად რო გაახელ თვალებს ან რამე მასეთი,,,, გაღვიძებაა პირდაპირ ახელ თვალებს შფოთვით ეგრევე სრაზუ ,,, ყველაზე ცუდი მახსოვს პირველად რო ჩავღეჭე 5 მილიგრამიანი მთლიანი დიაზეპამი დავიძინე და 3 საათში გამეღვიძა სასინელება იყო წამოვხტი და ვუყურებ საგნებს და იწელებბოდა ყველაფერი თვალების ოპტიკა ძლივს გავასწორე.. იმის მერე მთლიანი ტაბლეტი დიაზეპამი აღარ მიმიღია ,,, ნახევარი, ან მეოთხედი ,, კვიარაში მაქსიმუმ ორჯერ

Posted by: Takeiteasy123 2 Sep 2019, 10:42
გამარჯობა . თუ ადამიანმა იცის საიდან მოდის შფოთვები და შიში , ანუ როდის დაიწყო და რის გამო , ამაზე დაყრდნობით შესაძლებელია პეობლემის მოგვარება ?

Posted by: levvani 2 Sep 2019, 12:16
Takeiteasy123
გამარჯობა
დიახ შესაძლებელია

Posted by: Kakasha 2 Sep 2019, 12:50
Takeiteasy123 თუ ძალიან ბევრი ფიქრი არ გიყვარს იმ პრობლემაზე და ჩაკირკიტება ,, და ათასი აზრის დაკავსირება იმ ერთ პრობლემასთან კი შესაძლებელია,,, მე მაგალითად ასეთი ვარ ათასი აზრი დავააკავშირე იმასთან საიდანაც დამეწყო და გამირთულდა და გამირთულდა,,,

Posted by: zurieli 2 Sep 2019, 13:11
marishkunawow
QUOTE
არ ვიცი მერამდენად ვწერ... მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ვერცერთხელ. არის აქ ადამიანი რომელსაც სახლიდან გასვილის შიში აქვს? ( აგორაფობია) ? ან რომელსაც ქონდა სახლიდან გასვლის შიში პანიკური სეტევების გამო და დაამარცა?

კი არის smile.gif

Posted by: makmanus 2 Sep 2019, 13:16
zurieli
როგირ მოერიე თავს?წამლების გარეშე?

Posted by: Vikus 2 Sep 2019, 15:15
makmanus
მეც მქონდა. გააჩნია რა დოზით არის. რამდენიმე კვირაში გამიქრა ეგ შიში, მაგრამ შემდეგ დახურულ ხალხით გადატენილ სივრცეში მემართებოდა პანიკური შეტევა.
იმ მომენტში მედიკამენტებს არ ვიღებდი არანაირს, თავისით. თავს ძალას ვატანდი უბრალოდ გავსულიყავი

Posted by: makmanus 2 Sep 2019, 15:27
Vikus
გული წამივიდა და მას მერე მაქ ეგ შიში,ვერ ვატან თავს ძალას,არადა ძალაინ მინდა გავიდე ,გავდივარ მარა მარტო არა,არც მედიკამენტები არ მინდა მივიღო და შესაძლებელია თუ არა დაძლევა ამ ყველაფრის წამლების გარეშე

Posted by: Takeiteasy123 2 Sep 2019, 17:08
QUOTE (levvani @ 2 Sep 2019, 12:16 )
Takeiteasy123
გამარჯობა
დიახ შესაძლებელია

ძალიან ცუდად ვარ დაახლოებით 1 თვეა და ვის მივმართო ?

Posted by: Vikus 2 Sep 2019, 19:01
makmanus
კი რა თქმა უნდა შესაძლებელია. დრო უნდა უბრალოდ და მონდომება.
ისე მედიკამენტებზეც გულს ნუ აიცრუებ.

Posted by: sაlოmეa 2 Sep 2019, 19:06
მეგობრებო როგორ განვასხვავო უბრალოდ ფობიაა თუ პანიკური შიში?
თუ ეს საერთოდ ერთი და იგივეა მგონი რო დავუფიქრდი
13-14 წლიდან მაქვს თოჯინების შიში
რო დავინახო ახლოს ჩემთან გული მიჩქარდება, მთლიანად ვოფლიანდები და ვსველდები

მოწმენდილ ცაზე თოჯინა რო გამახსენდე რომ არსებობს , ამაზე ცუდად არ ვხდები
მხოლოდ დანახვისას მემართება ასე

Posted by: White_Shark 2 Sep 2019, 19:19
sაlოmეa
იმდენად გავერკვიე ამ სფეროში რომ შენ გჭირს კოკრეტული ფობია ....
მარტივი ფობია ეწოდება რომელიც აღმოცენდება კონკრეტულ მომენტში და სიტუაციაში

Posted by: sაlოmეa 2 Sep 2019, 19:54
QUOTE (White_Shark @ 2 Sep 2019, 19:19 )
sაlოmეa
იმდენად გავერკვიე ამ სფეროში რომ შენ გჭირს კოკრეტული ფობია ....
მარტივი ფობია ეწოდება რომელიც აღმოცენდება კონკრეტულ მომენტში და სიტუაციაში

მადლობა




------------------------------------

Posted by: Kakasha 3 Sep 2019, 09:14
Takeiteasy123
სიმპტომები ჩამოწერე რას გულისხმობ ციდად ყოფნაში ? და საიდან დაგეწყო

Posted by: zurieli 5 Sep 2019, 13:31
makmanus
QUOTE
zurieli
როგირ მოერიე თავს?წამლების გარეშე?

კი წამლების გარეშე.
დიდი შრომაა საჭირო იმისთვის რომ მიხვდე რა ხდება ამ დროს შენს თავს.
ზოგადად ცხოვრებში ნებისმიერი წარმატემა მაშინ მიიღწევა როცა დაუღალავად შრომობ, ინდომებ ვარჯიშობ და შედეგისთვის იბრძვი, ეს შემთხვევაც ეგრეა, სანამ მიზნად არ დაისახავ რომ შენ უნდა იცხოვრო სრულფასოვნად მანამდე გაჭირდება შედეგის მიღწევა.
არასდროს და არაფერს არ უნდა დაუთმო საკუთარი ცხოვრების თუნდაც ერთი წამი გასაფუჭებლად, პირიქით უნდა ეცადო მაქსიმალური შეიცნო და შეიგრძნო, ადამიანებს ეკონტაქტო, იყო ისეთი როგორიც ხარ, ემეგობრო და გასცე სიყვარული.
ამ მდგომარების მიღმა არაფერია გარდა სიცრუისა, სიცრუე რომელსაც საკუთარი შიშებით ტაბუს ადებ ადამიანი და მისი დანახვაც კი კატასტროფად გაქვს აღქმული.
ის მეტს ვერაფერს დააშავებს რაც უკვე დააშავა იმაზე მეტს, მან ხომ წაგართვა უკვე ცხოვრების სრულფასოვნება, წაიღო შეგრძნებების აღქმა, ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდა და საკუთარი თავის უმწეობაში დაგარწმუნა, ამის მეტი რა უნდა დააშავოს? ვერც ვერაფერი, ეხლა უნდა მოინდომო და ის ყველაფერი დაიბრუნო რაც ესე უაზროდ იკარგება არაფრის გამო.
ესაა ამომავალი წერტილი მიზნისკენ სწრაფვის და როცა მიზანი ნამდვილად დასახული გაქვს ადამიანს ვერაფერი შეგაჩერებს.

ეს ჩემი აზრია და ამ ყველაფერზე დაყრდნობით მე დღეს ბევრად ბედნიერი ვარ ვიდრე მანამდე სანამ ამ ყველაფრის გავლა და გაანალიზება მომიწევდა.

წარმატებები ყველას.

Posted by: N.D 6 Sep 2019, 16:35
გამარჯობა, დიდი ხანია მინდა დავწერო, მაგრამ ვერ მოვაბი თავი (( მეც ერთ-ერთი თქვენიანი ვარ, ყველაფერი წელიწადნახევრის წინ დამეწყო ,შფოთვების ფონზე პანიკური შეტევები... ვცხოვრობ საზღვარგარეთ და აქ ასმაგად შევშინდი, ისეთი შეგრძნებები მქონდა ყველა შეტევაზე სიკვდილს ვუყურებდი თვალებში, თავიდან არ ვიცოდი რა ხდებოდა, წნევა მიწევდა გული მიჩქარდებოდა თავბრუ მეხვეოდა, თითქოს ვითიშებოდი გულის წასვლას ველოდებოდი, მოკლედ მეგონა რომ ფიზიკურად მჭირდა რამე მანამ სანამ არ მივედი ფსიქოლოგამდე და მან არ ამიხსნა რაც ხდებოდა ჩემს თავს, ასე დამიდგინდა შფოთური პანიკური აშლილობა, დავიწყე წამლების დალევა თავიდან თითქოს მიშველა მაგრამ მალევე გამომიეოდა შეტევა. შეგრძნებების გადმოცემა სიტყვიერად ცოტა მიჭირს მაგრამ, მქონდა საშინელი შიში,გაგიჟების, სიკვდილის, მეშინოდა რომ თავს მოვიკლავდი, ან სხვას მოვკლავდი )) ვერ ვჭამდი ღამე მეღვიძებოდა შფოთვით, ძალიან ცუდად მეძინა, უცებ წამომახურებდა მეწვოდა მთელი სხეული, მერ უცებ გამეყინებოდა, გულის რევის შეგრძნებები მქონდა საშინელი ((( სისუსტე მთელ სხეულში, ხელების კანკალი, სახსრების ტკივილი,თავის ტკივილები, ფოკუსს ვერ ვასწორებდი თითქოს, მეხსიერების პრობლემებიც მქონდა, წინა დღეს რა ხდებოდა სად ვიყავი ვერ ვიხსენებდი ან უცებ უფროსის სახელი მავიწყდებოდა, საღამოს რომ ეკითხათ დილით რა ხდებოდა აზრზე არ ვიყავი საერთოდ მოუსვენრობა მჭირდა შინაგანად რაღაც არ მასვენებდა უცებ წამოვხტებოდი და რამე უნდა გამეკეთებინა ან მევარჯიშა უნდა დამეხარჯა ენერგია.. მთელი დღეები ვტიროდი ჩემი თავი მეცოდება (რაც ყველაზე დიდი დანაშაულია! ) რატო დავიმსხურე რატო დამემართა და მსგავსი სულელი შეკითხვები, მეზიზღებოდა ყველაფერი ირგვლივ, სულ მქონდა სურვილი რომ სადღაც გავქცეულიყავი გავქცეოდი ამ ყველაფერს თითქოს :დ სულ მეძინებოდა, სულ დაწოლა მინდოდა, ინტერესი არ მქონდა, გაღიზიანებული ვიყავი ძირითადად, ვფიქრობდი რომ დამაწვენდნენ საგიჟეთში და იქ მომიწევდა ცხოვრების გატარება რომ აღარაფერი აღარ შეიცვლებოდა და ვერასდროს ვეღარ ვიქნებოდი ნორმალური ადამიანი ჩვეულებრივი ფიქრებით და შეგრძნებებით.. ირგვლივ ყველაფრის ხმა მაღიზიანებდა და მაგიჟებდა ვერ ვუძლებდი ისე ვიყავი (მანქანის, მაცივრის, მეუღლის, ჩიტების, მტვერსასრუტის და ასე გავატარე დაახლოებით 8თვე, ამასობაში ფორუმზე ეს ჯგუფი აღმოვაჩინე და ძალიან,ძალიან მაგარი ბიჭის პოსტების კითხვა დავიწყე რაც დიდ იმედს მაძლევდა შინაგანად, საბოლოოდ მას მიუძღვის დიდი წვლილი ჩემი მდგომარეობიდნ გამოყვანაში <3 რისთვისაც არასდროს დავიღლები რომ მადლობა გადავუხადო! :* ბოლოს 6-7 თვის წინ ვიყავი ერთ-ერთ ფსიქიატრთან მომცა დანიშნულება დავიწყე დალევა კარგად იმოქმედა და როგორც კი შვება ვიგძენი დავიწყე ფიქრი და გაანალიზება იმისა თუ რა იყო ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა და აშკარად ვხვდებოდი რომ მიმრავლდებოდა კარგი ხასიათი, კარგი განწყობა, ღიმილი, სიცილი და ეხლა აღარ ვსვავ წამლებს ერთი თვეა თავი დავანებე (ჩემით გადავაგდე, შეიძლება არასწორად მოვიქეცი და ჯობდა ექიმის დანიშნულებით მემოქმედა, მაგრამ უბრალოდ ასე გადავწყვიტე რომ აღარ მინდდოდ რამეზე ვყოფილიყავი დამოკიდებული, მინდოდა სრული თავისუფლება მეგრძნო და გამემარჯვა) და გავიმარჯვე!! დამიბრუნდა ყველანაირი ემოცია, სილაღე, სიცილი, ცხოვრების მიზანი, თავისუფალი ვარ ყველაფრისგან. მთავარი ისაა რომ უკეთეს ადამიანად ვიქეცი, მიხარია და ვამაყობ იმით რაც იყო ამ პერიოდიში, ძალიან გამაძლიერა, საოცრად თავდაჯერებული გამხადა, სულ სხვანაირი გავხდი შინაგანად და კიდევ კარგი რომ იყო ის რაც იყო!!! თორემ ისევ ის სულელი გოგო ვიქნებოდი :დ მათ ვინც ეხლა გადიხართ იგივე ამბებს იცოდეთ რომ ყველაფერი რასაც გრძნობთ და გგონიათ დიიდი ტყუილია თქვენი ტვინის, არაფერი არ მოხდება საერთოდ, არ არსებობს!! სახლში არ დაჯდეთ, სულ ტირილ-ტირილით გავდიოდი გარეთ თან სპეციალურად მარტო რომ დამოკიდებული არ ვყოფილიყავი მეუღლეზე, ისე მეშინოდა ისეთ დღეში მქონდა გული, მაგრამ ავდგებოდი და ცრემლიანი გავდიოდი გარეთ, ჩქარი სიარულით დავდიოდი ცოტა ვვარჯიშობდი, კომედიებს და გასართობ გადაცემებს ვუყურებდი, ვრთავდი მუსიკებს და ძალით ვცეკვავდი, ხმამაღლა ვმღეროდი (ძალით) როგორც კი რამეს ვიგრძნობდი წამოვხტებოდი და რამე სადილის კეთებას ვიწყებდი მთელი გულით ვერთვებოდი რომ გემრიელი გამომსვლოდა ან სახლს დავალაგებდი გულიანად რომ მხოლოდ იმაზე მეფიქრა, მაღაზიებში დავდიოდი ვათვალიერებდი ახალ-ახალ რაღაცეებს, მოკლედ რომ მეგონა რომ დასასრული იყო ყველაფრის თურმე მაშინ იწყებოდა კარგი ამბები. მშვენივრად ვგრძნობ თავს, მიყვარს ცხოვრება, მიყვარს ურთიერთობები, მსიამოვნებს სუფთა ჰაერზე გავლა, წინ ვიყურები და მომავალს იმედით ვუყურებ, უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ ბედნიერება მხოლოდ ჩემს ხელშია და ამას აღარსად გავუშვებ. არ შეგეშინდეთ, მე ისეთი სიმწარეები და მძიმე დღეები გამოვიარე ვერავინ დამარწმუნებდა რომ ჩემზე ცუდად იყო იმ მომენტში, მეგონა რომ ჩემი სიტუაცია იყო ყველაზე მძიმე და სასტიკი ( ძაან დიდი სისულელეა ოღონდ) :დ ღრმად ჩაისუნთქეთ და მიეცით თქვენ თავს საშუალება რომ თავისი წილი ცხოვრება სიმშვიდით და წყნარად გაატაროს
პ.ს სიტყვა გამიგრძელდა, ბევრი ვწერე მაგრამ ვეცადე ყველაფერი გამომეცა, თუ ვინმეს თავი შეგაწყინეთ ბოდიში <3

Posted by: White_Shark 6 Sep 2019, 17:35
ბოლო დროს მაქვს დიაბეტის შიში (უხერხული პოსტი )

1 წონაში მოვიმატე

2 ხშირი შარდვა ყოველ საათში ....ოღონდ მცირე რაოდენობით

ვიცი რომ უხერხულია ეს პოსტი მაგრამ თქვენი აზრით გაქვს ეს სიტუაცია დიაბეტს ?? ფსიქოტროპულ წამლებზე ვარ და როგორც ასეთი ჩხირივით გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ + ეს ფსიქოტროპული წამლები ამატებს წონაში

ასევე მაქვს კითხვა შეიძლება რომ ამ ხშირი შარდვით წამლები გამოირეცხოს ორგანიზმიდან მათ მოქმედებამდე ?

Posted by: zurieli 6 Sep 2019, 18:41
N.D
შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ, მიხარია ესეთს რომ ვხედავ შენს პოსტს.
ბედნიერებით უნდა დატკბე, შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე .

წარმატებები

Posted by: thug 7 Sep 2019, 04:18
N.D

ყოჩაღ და გილოცავ ნევროზის დაძლევას! smile.gif

რა წამალს/წამლებს სვავდი და რამდენი ხანი?

Posted by: N.D 9 Sep 2019, 12:56
QUOTE (zurieli @ 6 Sep 2019, 18:41 )
N.D
შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ, მიხარია ესეთს რომ ვხედავ შენს პოსტს.
ბედნიერებით უნდა დატკბე, შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე .

წარმატებები

მადლობა! <3 ამ პოსტის დაწერისთვის შენ იმხელა წვლილი მიგიძღვის.. )) საოცარი ადამიანი ხარ!! 2kiss.gif
* * *
QUOTE (thug @ 7 Sep 2019, 04:18 )
N.D

ყოჩაღ და გილოცავ ნევროზის დაძლევას! smile.gif

რა წამალს/წამლებს სვავდი და რამდენი ხანი?

დიდი მადლობა <3 7 თვე ვსვავდი ანაფრანილს, დეპაკინ ქრონოს და ფენიბუტს შესაბამისი დოზებით ))

Posted by: Kakasha 9 Sep 2019, 17:06
N.D
პირადი მიმოწერა ნახე რა
* * *
დ-დიმერის ანალიზი გავიკეთე და შედეგი მიჩვენა 0.27 .. ნორმა წერია 0.05 თუ ვინმე ერკვევით მითხარით რა რამდენად ვიფიქრო თრომბზე :/// ნერვოზმა თრომბომანიაც ამკიდა :/

Posted by: shavi_kheli 9 Sep 2019, 19:48
Kakasha
Kakasha
Shens adgilas trombze ki Ara karg fsiqiatrze vifiqrebdi

Ager ra dawera wina iuzerma

Dzalian gavs chems ambavs.

Mec I give simptomebi mqonda da guga sixarulidzestan Rom davreke mivlinebashiao da wavedi mentalvitashi

1 tve da 1 kviraa rac wamlebi daminishnes da ra shedarebaa

Maqamde mqonda shecdomit dasmuli diagnozi da shecdomit vsvavdi wamlebs ramac Dro da energia damakargina.

Posted by: thug 9 Sep 2019, 22:42

Posted by: makmanus 10 Sep 2019, 01:07
shavi_kheli
ვისთან მიხვედი მენტალვიტაში და რა მედიკამენტები დაგინიშნეს?

Posted by: _thunderstorm_ 10 Sep 2019, 17:16
ამ დღეების წინ გავხდი ძალიან ცუდად..
რამდენი წელია პანიკური შეტევა არ მქონია...მეგონა მოვკვდებოდი, კიდევ კაი სახლში ვიყავი და დავწექი ეგრევე ვიგრძენი რომ გონებას ვკარგავ და ორ საათში მოვედი აზზე

Posted by: White_Shark 10 Sep 2019, 20:02
QUOTE (N.D @ 9 Sep 2019, 12:56 )
QUOTE (zurieli @ 6 Sep 2019, 18:41 )
N.D
შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ, მიხარია ესეთს რომ ვხედავ შენს პოსტს.
ბედნიერებით უნდა დატკბე, შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე .

წარმატებები

მადლობა! <3 ამ პოსტის დაწერისთვის შენ იმხელა წვლილი მიგიძღვის.. )) საოცარი ადამიანი ხარ!! 2kiss.gif
* * *
QUOTE (thug @ 7 Sep 2019, 04:18 )
N.D

ყოჩაღ და გილოცავ ნევროზის დაძლევას! smile.gif

რა წამალს/წამლებს სვავდი და რამდენი ხანი?

დიდი მადლობა <3 7 თვე ვსვავდი ანაფრანილს, დეპაკინ ქრონოს და ფენიბუტს შესაბამისი დოზებით ))

ანაფრალინზე მე უნდა შემსვან მალე
დეფიციტშია როგორ შოულობდი ?

Posted by: tekicho 11 Sep 2019, 12:17
ვიცი, დღეს ბევრს გგონიათ, თითქოს შეუძლებელია ისევ კარგად გახდეთ, მაგრამ სულ ტყუილად. ძალიან, ძალიან ადვილია თქვენს თავს დაუბრუნდეთ, მთავარია აღარ შეგეშინდეთ და იცოდეთ, რომ არცერთი თქვენგანი არ არის მარტო.
აქ ყველა, ვინც გამოვიარეთ და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავამარცხეთ ირაციონალური შიში, იცოდეთ, თქვენს გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებითი ისევ დაიბრუნოთ საკუთარი თავი. მე რომ მჭირდა, მაშინ მეგონა ჩემს გარდა არავის ემართებოდა ასე, დღეს კი იმდენგან ვაწყდები იმ განვლილ სიმფტომებს, რომ მინდა ყველას დავეხმარო და ვუთხრა, ნუ გეშინიათ.. ეს არის იმ თავისუფლებისკენ მიმავალი გზა, რომელიც ყველას ჰაერივით გვჭირდება.. ეს არის საკუთარი თავის შეცნობის გზა..
მწყდება გული, რომ ერთი ვარ და ვერ შევძლებ ყველასთან საუბარს და დამშვიდებას.. პანიკური აშლილობა იმდენად წვრილმანი უსიამოვნებაა სხვა უსიამოვნებებთან შედარებით, რომ ვერც წარმოგიდგენიათ.. დაახლოებით რას ჰგავს იცით? ცოტახნით საყვარელი სუნამოს ფლაკონის დაკარგვას და მის გარეშე ყოფნას, რომელიც დიდი ხნის გულმოდგინე ძებნის შემდეგ შეგიძლიათ ძველ სარკიან კომოდზე თავიდან აღმოაჩინოთ.. შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი როგორიც ხართ, ნუ უბრაზდებით, ნუ ეჩხუბებით, უბრალოდ გიყვარდეთ ის თავისი ყველა დადებით-უარყოფითით, ყველაზე ბნელი, ღრმად მიჩქმალული შიშით.. ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას მართალი იყავით საკუთარ თავთან და დამიჯერეთ, აღარასდროს დაგიბრუნდებათ პანიკა და შფოთვა.

Posted by: N.D 11 Sep 2019, 14:19
QUOTE (makmanus @ 10 Sep 2019, 01:07 )
shavi_kheli
ვისთან მიხვედი მენტალვიტაში და რა მედიკამენტები დაგინიშნეს?

მენტალვიტაში გოგი ნანეიშვილს არ გირჩევ საკუთხარი გამოცდილებით, თუ მაიცდამაინც მენტალვიტაში მიხვალ ვაჟა კენჭაძესთან გირჩევ ანდა მიდი სულაც გუგა სიხარულიძესთან.. მე მან მიშველა საბოლოოდ, მისმა სწორად დანიშნულმა მედიკამენტებმა
* * *
QUOTE (White_Shark @ 10 Sep 2019, 20:02 )
QUOTE (N.D @ 9 Sep 2019, 12:56 )
QUOTE (zurieli @ 6 Sep 2019, 18:41 )
N.D
შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ, მიხარია ესეთს რომ ვხედავ შენს პოსტს.
ბედნიერებით უნდა დატკბე, შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე .

წარმატებები

მადლობა! <3 ამ პოსტის დაწერისთვის შენ იმხელა წვლილი მიგიძღვის.. )) საოცარი ადამიანი ხარ!! 2kiss.gif
* * *
QUOTE (thug @ 7 Sep 2019, 04:18 )
N.D

ყოჩაღ და გილოცავ ნევროზის დაძლევას! smile.gif

რა წამალს/წამლებს სვავდი და რამდენი ხანი?

დიდი მადლობა <3 7 თვე ვსვავდი ანაფრანილს, დეპაკინ ქრონოს და ფენიბუტს შესაბამისი დოზებით ))

ანაფრალინზე მე უნდა შემსვან მალე
დეფიციტშია როგორ შოულობდი ?

მე რომ დამინიშნა, მაშინ ვიყიდე ჩვეულებრივ თბილისში და მერე საზღვარგარეთ წამოვედი და აქ ვყიდულობდი, ისე კი თქვეს რომ დეფიციტში იყო..
* * *
QUOTE (keticho @ 11 Sep 2019, 12:17 )
ვიცი, დღეს ბევრს გგონიათ, თითქოს შეუძლებელია ისევ კარგად გახდეთ, მაგრამ სულ ტყუილად. ძალიან, ძალიან ადვილია თქვენს თავს დაუბრუნდეთ, მთავარია აღარ შეგეშინდეთ და იცოდეთ, რომ არცერთი თქვენგანი არ არის მარტო.
აქ ყველა, ვინც გამოვიარეთ და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავამარცხეთ ირაციონალური შიში, იცოდეთ, თქვენს გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებითი ისევ დაიბრუნოთ საკუთარი თავი. მე რომ მჭირდა, მაშინ მეგონა ჩემს გარდა არავის ემართებოდა ასე, დღეს კი იმდენგან ვაწყდები იმ განვლილ სიმფტომებს, რომ მინდა ყველას დავეხმარო და ვუთხრა, ნუ გეშინიათ.. ეს არის იმ თავისუფლებისკენ მიმავალი გზა, რომელიც ყველას ჰაერივით გვჭირდება.. ეს არის საკუთარი თავის შეცნობის გზა..
მწყდება გული, რომ ერთი ვარ და ვერ შევძლებ ყველასთან საუბარს და დამშვიდებას.. პანიკური აშლილობა იმდენად წვრილმანი უსიამოვნებაა სხვა უსიამოვნებებთან შედარებით, რომ ვერც წარმოგიდგენიათ.. დაახლოებით რას ჰგავს იცით? ცოტახნით საყვარელი სუნამოს ფლაკონის დაკარგვას და მის გარეშე ყოფნას, რომელიც დიდი ხნის გულმოდგინე ძებნის შემდეგ შეგიძლიათ ძველ სარკიან კომოდზე თავიდან აღმოაჩინოთ.. შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი როგორიც ხართ, ნუ უბრაზდებით, ნუ ეჩხუბებით, უბრალოდ გიყვარდეთ ის თავისი ყველა დადებით-უარყოფითით, ყველაზე ბნელი, ღრმად მიჩქმალული შიშით.. ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას მართალი იყავით საკუთარ თავთან და დამიჯერეთ, აღარასდროს დაგიბრუნდებათ პანიკა და შფოთვა.

რა კარგი პოსტიაა.. 2kiss.gif <3 აუცილებლად ბევრჯერ წასაკითხი...

Posted by: White_Shark 11 Sep 2019, 14:52
N.D
ანაფრალინს რომ იღებდი სისხლის ანალიზებს გიღებდნენ ?
მე მითხრა ექიმმა დაგჭირდებაო

Posted by: N.D 11 Sep 2019, 15:08
QUOTE (White_Shark @ 11 Sep 2019, 14:52 )
N.D
ანაფრალინს რომ იღებდი სისხლის ანალიზებს გიღებდნენ ?
მე მითხრა ექიმმა დაგჭირდებაო

კი რაღაც პერიოდის მერე უნდა გადაიმოწმო მასში შემავალი მთავარი ნივთიერების რაოდენობა სისხლში, სხვებისგანაც გამიგია რომ მსგავს ანალიზებს იკეთებენ სხვადასხვა ნივთიერებებზე, უბრალოდ ანაფრანილის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ანალიზი კლომიპრამინზე რომელიც მე სამწუხაროდ ვერ გავიკეთე საზღვარგარეთ და მერე საქართველოში რომ ჩავედი კი შევწყვიტე დალევა და აღარ გადამიმოწმებია.. ( არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი )

Posted by: xuzain 18 Sep 2019, 19:17
სტრესამი ვინმეს დაგილევიათ?..........

Posted by: tekicho 18 Sep 2019, 20:50
xuzain
კიიი და სრული დებილობაა)) ვალერიანი ჯობია, მე თუ მკითხავთ )) და ზოგადად, ჩემი დაკვირვებით, პირველი და უმთავრესი წამლის მიღებისას არის განწყობა. თუ განწყობა ისეთი გაქვთ, რომ დავლევ და შფოთვა მომეხსნება, დალევიდან ხუთ წუთში სიმშვიდეს იგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ წამალს დრო უნდა, საკმარისად იმოქმედოს. ამიტომ ვალერიანს დალევთ თუ სტრესამს, ეფექტი იგივე ექნება განწყობის და მიხედვით. გამოვლილია, გამოცდილია, დატესტილია ))

Posted by: ladusha2 19 Sep 2019, 13:40
keticho

ეს ვალერიანი რამე შეჩვევას იწვევს? ან მუშაობისას ხომ არუშლის ხელს. სიგარეტს მინდა დავანებო და სიგიჟე მემართება რო არვეწევი. მინდა მივაშველო ველერიანი რო არ გავცოფდე smile.gif

Posted by: tekicho 19 Sep 2019, 13:57
ladusha2
ჰაჰა))) არა, ძაალიან უწყინარი ბალახეულია, მაგრამ სიგარეტის ლომკის სიგიჟის დამარცხებაში ვერ გიშველის biggrin.gif

Posted by: ladusha2 19 Sep 2019, 15:48
keticho

smile.gif მადლობა პასუხითვის. ცოტა მაინც ხო დამშვიდებს ნერვებს,ვიდრე პირდპირ რო ანებებ? გამაგიჟა ვერ და ვერ ვაჯობე smile.gif

Posted by: tekicho 19 Sep 2019, 16:22
ladusha2
რავიცი, ალბათ დაამშვიდებს, ცხოვრებაში სულ ორჯერ დავანებე მოწევას თავი და ისევ დავიწყე, ვერ გამოვგები მაგალითის მომცემად biggrin.gif

Posted by: N.D 19 Sep 2019, 18:33
QUOTE (xuzain @ 18 Sep 2019, 19:17 )
სტრესამი ვინმეს დაგილევიათ?..........

6 თვე ვსვავდი და აღმოჩნდა დიდი ვერაფერი წამალია.. არაფერსაც არ მშველიდა

Posted by: White_Shark 19 Sep 2019, 18:40
ბალახეულებს საერთოდ რატომ განიხილავთ მედიკამენტებად

Posted by: Agonist 19 Sep 2019, 21:36
QUOTE (MlleNobody @ 29 Aug 2019, 18:04 )
გამარჯობა, ჩემს პრობლემაზე მოგიყვებით მოკლედ. უკვე მიხარია რომ ამაზე აქ ვისაუბრებ და მარტო,თორემ რთულია მარტო საკუთარ თავთან წუწუნი და მსჯელობა და დასკვნბის გამოტანა^^ გარშემომყოფებს წესიერად ვერ ველაპარაკები ამაზე, გაწონასწორებულის იმიჯი მაქვს და არ მინდა ნერვოზიანად გადაიქცეს...
მოკლედ, ნევროლოგმა ფობიკურ შფოთვითი აშლილობა დამისვა დიაგნოზი. ჩაკეტილი სივრცის მეშინია, ტრანსპორტში ბევრი ხალხი როცა ამოდის მე ჩავდივარ, წყალი და რამე ტიპის საკვები( პეჩენია, შოკოლადი...) სულ მაქვს, რადგან მეშინია უცებ რომ მომშივდეს ან მომწურდეს და იქვე არ მქონდეს თვალები მიბნელდება, როცა ახოს აფთიაქია ან ხალხია ან სახლებია მშვიდად ვარ რომ უცებ ვიმე მომეხმარება, ერთხელ ვარაზისხევზე ამოვდიოდი და არც წყალი მქონდა, არც საჭმელი, ძლივს ამოვაღწიე და იქვე ქსოვილების მაღაზია არის და როცა მივედი იქამდე დავმშვიდდი. არ შევსულვარ და არც დახმარება მითხოვია, უბრალოდ დავმშვიდდი. ექიმმა ჯერ ციტოლესი დამინიშნა 1 თვე და თითქოს უკეთესობა მაქვს, მაგრამ მაინც საჭმელ-სასმელით დავდივარ. მეშინია სვანეთში ან სადმე წასვლა, ლაშქრობაში, არადა მიყვარდა ესე სიარული... ამ ერთი თვის მერე ციტომაქსიზე გადამიყვანა. მეოთხედი აბიდან ნახევარ აბზე უნდა გადავსულიყავი და მერე 1 აბზე. მე ამერდამერია რაღაცა და მოკლედ, მალევე გადავედი 1 აბზე, გუშინ დილით დავლიე. სამსახურში წნევა დამივარდა და გული ამერია. დღეს აღარ დამილევია. ვფიქრობ უკუსვლით წავიდე ხვალ ნახევარი აბი დავლიო, ერთი-ორი დღის მერე მეოთხედზე გადავიდე და საერთოდ შევწყვიტო.მგონი არ მჭირდება
რას მირჩევთ?
მითხარით რომ თვის ბოლოს დასასვენებლად წასვლას შევძლებ და იქ არ შემომცხებს)))

ასევარ თითქმის მეც ოღონდ მე საჭმლით არდავდივარ სახში ვხდები ცუდად და გარეთ როგორც კი გავდივარ უკეთვარ როცა მოძარაობაშივარ მგონია რო არაფერი მომივა და უკეთ ვხდები სუ რო მშიერი ვიყო შემიძლია კილომეტრები ვიარო ერთხელ მეტროდან რამდენიმე გაჩერების წინ ამოვედი ცუდად ვიყავი და ფეხით გავიარე მთელიგზა. გული წაგსვლია უწმელობის გამო ოდესმე?


Posted by: tekicho 20 Sep 2019, 07:46
White_Shark
იმიტომ რომ პანიკური აშლილობისას შეტევის და შფოთვის მიზეზი ჩვენივე ფიქრებია, შესაბამისად, ნოშპა რომ მისცე აშლილობის მქონე ადამიანს შეტევის დროს და უთხრა ვალიუმიაო, დამშვიდდება)) თუ სახეზე მხოლოდ პანიკური აშლილობა გვაქვს, შთაგონებით და ბალახების სმითაც კი შესაძლებელია მისი გადალახვა და მდგომარეობიდან გამოსვლა. აი თუ დეპრესიაც ერთვის თან, ოღონდ ისეთი არა, ყოველი მეორე რომ იძახის დეპრესია მჭირსო, ნამდვილი, ჯიგრული დეპრესია, მაგას მარტო შეგონება და ბალახები ვერ შველის, ეგ პანიკურ შეტევებზე ცუდი რამე ყოფილა)) ხანდახან, ვნატრობ, ისევ შეტევები მემართებოდესთქო)) ნუ რას ვიზამთ, მოკლედ, პანიკა ძალიან უწყინარი და საყვარელი რამეა და სიგარეტისთვის თავის დანებებაზე უფრო მარტივი დასაძლევია.
ყველას წარმატებები wink.gif

Posted by: Kakasha 20 Sep 2019, 12:22
keticho
პირველად ვნახე ადამიანი ასე მარტივად რო ლაპარაკობს პანიკის დახლევაზე... 23 წლის ვარ წამართვა ცხოვრებუს 5 თვე იმენა.. ეხა ანტიდეპრესანტებზე ვარ მარტო და რავი დრო და დრო მაინც მახსენებს თავს ისე ძალიან რთულად არა როგორც უწინ... ეხა ძირითადად ჩემი ჯამრთელობაზე და სიოვდილზე ფიქრების ბრალია ხოლმე და ეს ფიქრების მოშორება ვერ ვისეავლე

Posted by: tekicho 20 Sep 2019, 12:42
Kakasha
არც მე ვარ ბებერი თუ მაგაში გგონია საქმე))) პანიკები რომ დამეწყო 27-ის ვიყავი, დღეს 28 წლის ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პანიკური აშლილობისგან ნამდვილად განკურნებული ვარ, არსად აღარ არის ცუდად გახდომის შიში, მხოლოდდამხოლოდ, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი როდის იწყებს კვებას შიშის შიში, გადადის პანიკაში და გემართება შეტევა. მე შეტევის შიში აღარ მაქვს, ამიტომ აღარ მემართება და არც დამემართება. ერთხელ რომ გაუჩერდები და ბოლომდე თავისას გაიტანს შეტევა, მერე აანალიზებ, რომ არაფერს გიზამს რეალურად და მხოლოდ შიშია, რომელიც ისევ შენმა რაციონალურმა აზრებმა უნდა გაგიქროს. იმის გააზრება, რომ ერთხელ ვიბადებით და ვკვდებით, იმხელა სტიმულის მომცემია, რომ მაშინვე გავიწყდება შიში, გინდა მაქსიმუმი გამოტყუო ცხოვრებას, არ გინდა მაჩანალა, მშიშარა და უბედური იყო და ეს იმხელა ძალაა, ვერაფერი მოგერევა.

Posted by: sedvan 21 Sep 2019, 14:58
მოგესალმებით. აქ დავწერე რამოდენიმე კვირის უკან რა პრობლემაც მქონდა.

1. მკურნალობის მერე ვარ აი გაცილებით სიტყვა არც ქვია ისე უკეთესად, შედარებაც არ შეიძლება, ახლიდან დავიბადე.

2. ბოლო თვის განმავლობაში უამრავი ინფო მოვიძიე, ლოგიკური ჯაჭვივით ავაწყვე და მივედი იმ დასკვნამდე რომ აი სულ რომ ბოლო დონის პანკიური შიში, შფოთვა რავიცი ყველაფერი ნერვიულობას რაც ეხება , საშიში არ არის და არაფერი არ მოგივა, აი ამაში უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი.

3. ისევ დ ისევ არ შეგეშინდეთ არაფრის ყოველთვის გახსოვდეთ აი 0,001% შანსი არ არის რამე მოგივიდეთ , უბრალოდ უცუდესი შეგრძნებებია და გახსოვდეთ 21 საუკუნეა მედ მკურნალობით გაანადგურებთ ნებისმიერ პან აშლილობას.

წარმატება ყველა ჩვენთაგანს, დავიმახსოვოთ საშიში არაფერია, უბრალოდ უცუდესი შეგრძნებებია და დედა უნდა ვუტიროთ smile.gif გულით გისურვებთ ყველას ჯანრმთელობას თუ რამით შემეძლება გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას. იუზერების სახელები არ მახოსვს ძალიან კარგ საქმეს აკეტებენ რომ შეძლებისდაგვარად ეხმარებიან რითიც შეუძლიათ.


Posted by: Kakasha 21 Sep 2019, 15:08
keticho
მესმის რასაც ამბობ .. 2 თვე ანერვოპათოლოგის წამლებზე ვარ მე და ასე თუ ისე წამლებიც დამეხმარა გაანალიზებაში რომარ უნდა მეშინოდეს შეტევის და კარგა ხანია არ დამმართნია ხანდახან ფიქრი წამიღებს ხოლმე და პატარა ნერვიულობას იწვევს თავბრუსხვევასთან ერთად... ზცემი პრობლემა იმაშია რომ ზოგადად ეჭვიანი ადამიანი ვარ და საკითარი ვერ დავარწმუნე იმაში რომ ეს მართლა ნარვოზი პანიკური აშლილობის ბრალია და ამიტომ მთლიანად ვერ მოვხსენი შეტევის შიში .. არადა რავიცი... სისხლის ანალოზი, შარდის ანალიზი, თავის კატე, კუალუროგრამა, დ-დიმერის ანალიზი, კარდიოგრამა პლიუს ეხო გულის, მუცლის ღრუს ეხო , თირკმელების ეხო, საძილე არტერიების ეხო.. ეს ყველაფერი გაკეთებული მაქვს და არსად არაფერი არაა...

Posted by: tekicho 21 Sep 2019, 18:22
Kakasha
ვაიმე, ეგენი რო გავიკეთო ათასი მამაძაღლობა ამომივა)) გაეშვი შენ თავს, ჯანმრთელი ხარ, დატკბი ცხოვრებით ))

Posted by: White_Shark 21 Sep 2019, 18:58
keticho
მე სისხლის ანალიზის მეშინია ...
ვაითუ დიაბეტი ამომივიდეს

Posted by: makmanus 21 Sep 2019, 21:16
White_Shark
დიაბეტი რო გქონდეს აქამდე გეცოდინებოდა,მაგას ისეთი გამოვლინებები აქ ვერსად გაექცეოდი,ასე რო დამშვიდდი დიაბეტი არ გაქ

Posted by: White_Shark 21 Sep 2019, 22:13
makmanus
ხშირი შარდვა და წონაში მომატება
მგონი ერთიერთში ჯდება სიმპტომები

Posted by: makmanus 21 Sep 2019, 23:55
White_Shark
ხშირი შარდვა და წონაში მატება ბევრ სხვა დაავადებასაც ახასიათებს მხოლოდ მაგ სიმპტომებით ვერ იმსჯელებ დიაბეტზე

Posted by: tekicho 22 Sep 2019, 09:35
White_Shark
შენ რასაც წერ ეგ ანტიდეპრესანტმაც იცის. შაქრის მომატებამ პირის სიმშრალე, ( პირის სიმშრალე ანტოდეპრესანტმაც იცის ოღონდ) თავბრუს ხვევა და მხოლოდ მუცლის ქვედა ნაწილში იცის თავიდან მომატება)) ეგეც ვიცი, მქონდა ოდესღაც მომატებული და დიდი არაფერი ვაიმეა)) ჯანსაღი კვება და ცოტა წამლით მიხმარება უნდა და ჩადგება მწყობრში. მაგრამ თუ არ გაიკეთებ ანალიზს ვერც ვერასდროს გაიგებ მოგემატა თუ არა.

Posted by: nigo 22 Sep 2019, 14:54
რამდენი ხანი აღარ დამიპოსტია.
ორი წელი შესრულდა,რაც აუტანელი ტკივილები მაქვს და ამ ჩემ დაავადებას პირდაპირ უწერია,რომ იწვევს დეპრესიას,ვითომ ისე არ მქონდა.
პირველი წელი,შარშან ისეთი შემართული ვიყავი მოსარჩენად და საბრძოლველად,რომ არანაირი დეპრესია არ მიგრძნია,როცა აპრილში უმიზეზოდ სტაბილურად ვკვდები ,ერთ თვიანი დეპრესიით.
სტამბოლში დავდიოდი და კი არ გეკითხებიან სვამ თუ არა ანტიდეპრესანტებს



,პირდაპირ,რომელს სვამო.
7 თვე არამიშავდა,მერე ისევ დამეწყო და ისეთი სიძლიერის ტკივილები იყო,ემერჯენსში მხოლოდ მორფი მიხსნიდა.
ვიყავი ისრაელში,იქაც რომელ ანტიდეპრესანტზე ხარო.
ის რომ შეიძლება არ ვსვამდე,არც დაუშვიათ.
ახლა მორალურად ძალიან დავმძიმდი.სამი თვეა ,თავს ძალას ვატანდი რომ სუიციდი არ გამეკეთებინა.
ასე რომ სწორად შერჩეული ანტიდეპრესანტის ნუ გეშინიათ.
მეც ორი თვე უნდა გავძლო და მერე ოპერაცია.

Posted by: giogiogio85 22 Sep 2019, 15:02
ეს ღმერთმა ყველას აშოროს

3030303030000000

Posted by: tekicho 22 Sep 2019, 20:44
nigo
ყველაფერი აუცილებლად კარგად გექნებათ, იმედი არ დაკარგოთ არასდროს. მორალურად არ დაეცეთ, იბრძოლეთ სიცოცხლისთვის, რომელიც მართლა საჩუქარია.

პანიკიორებო, თქვენ კიდევ შიშს ნუ წაართმევინებთ თქვენს ცხოვრებას, დაიჯერეთ, ბოლოსდაბოლოს, რომ არაფერი გჭირთ უსაშველო, თქვენი შიშები იმდენად პატარაა ამ დიდ სამყაროში, რომ არაფრის ძალა არ აქვს. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იამაყეთ, რომ გამოიარეთ და დაძლიეთ პანიკური აშლილობა.

Posted by: MlleNobody 22 Sep 2019, 23:23
[quote]ასევარ თითქმის მეც ოღონდ მე საჭმლით არდავდივარ სახში ვხდები ცუდად და გარეთ როგორც კი გავდივარ უკეთვარ როცა მოძარაობაშივარ მგონია რო არაფერი მომივა და უკეთ ვხდები სუ რო მშიერი ვიყო შემიძლია კილომეტრები ვიარო ერთხელ მეტროდან რამდენიმე გაჩერების წინ ამოვედი ცუდად ვიყავი და ფეხით გავიარე მთელიგზა. გული წაგსვლია უწმელობის გამო ოდესმე?

კი, ერთხელ. მშიერზე გადავუსხი სისხლი და გზაში წამივიდა გული. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება მაგის მერე ამეკვიატა.

Posted by: Agonist 22 Sep 2019, 23:40
MlleNobody
ბავშვობაში მშიერი მოვიარე ქალაქი და მეტროში წამივიდა გული მეც მაგას ვფიქრობ რო ჩარჩენილიმაქ მაგის მერე უჭმელი ვერგავდივარ გარეთ

Posted by: f4rloww 23 Sep 2019, 18:01
ვისაც გაწუხებთ შფოთვა და პანიკა მომწერეთ ფბ ჯგუფში გაგაწევრიანებთ <3

Posted by: sაlოmეa 24 Sep 2019, 01:41
ბოლო დროს შევამჩნიე რო ავტომობილის მართვა მეშინია მარტოს თუ ღამეა
ცუდი შეგრძნებები მაქვს
რაიმე კონკრეტული არა
სუნთქვა მეკვრის და გული მიჩქარდება

არც სიბნელის და არც ღამის არ მეშინია
უშუალოდ მაშინ ვვარდები პანიკაში, როცა საჭესთან ვარ

user.gif

Posted by: N.D 24 Sep 2019, 15:11
QUOTE (Agonist @ 22 Sep 2019, 23:40 )
MlleNobody
ბავშვობაში მშიერი მოვიარე ქალაქი და მეტროში წამივიდა გული მეც მაგას ვფიქრობ რო ჩარჩენილიმაქ მაგის მერე უჭმელი ვერგავდივარ გარეთ

მე არ წამსვლია არასდროს გული, მაგრამ შფოთვები როცა მაწუხებდა წყალი და რამე შოკოლადი ან პეჩენია ჩანთაში სულ მედო როცა გარეთ გავდიოდი ისე არ არსებობდა რომ გავსულიყავი...

Posted by: makmanus 28 Sep 2019, 20:04
როგორ ხართ?დაბალი წნევები თუ გაწუხებთ?

Posted by: Schweiger 28 Sep 2019, 21:57
გამარჯობა მეგობრებო. იქნებ მიპასუხოთ...
თითქმის 2 წელია ნევროზი მაქვს, თუმცა ისეთი რთული ფორმით აღარ, როგორც ადრე... აღარ მაქვს დაავადებების შიში, პანიკური შეტევები და მსგავსი ჯოჯოხეთები.
ასე თუ ისე, გამოვიყვანე ჩემი თავი მძიმე ნევროზიდან, მაგრამ ახლა სხვა პრობლემები მაქვს. მეხსიერება, მხედველობა დამიქვეითდა ძალიან. კატასტროფულად მაღიზიანებს შუქი (შუქნიშნები, მანქანის ფარები და ა.შ.), ყურებში დიდი ხანია დამეწყო წუილი იგივე ტინიტუსი. სიმართლე გითხრათ უკვე მივეჩვიე, მაგრამ აი მხედველობის პრობლემები ძალიან მაწუხებს. ამას პლიუს რეალურად ვერ აღვიქვამ ჩემ ცხოვრებას დიდი ხანია, მგონი დერეალიზაცია ქვია ამას... ანუ ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ვლაპარაკობ, ვმოძრაობ, მაგრამ ყველაფერს რასაც ვუყურებ თითქოს არარეალური და ორიგინალის ასლის ასლია...
რა შეიძლება გავაკეთო? თითქმის ყველაფერი ვცადე. მამუკა მაკარიძესთან ვიყავი მისული, გამომიწერა 2 ანტიდეპრესანტი და 1 ტრანკვილიზატორი და ისე ცუდად გამხადა კინაღამ გადავხტი ფანჯრიდან. რა თქმა უნდა აღარ მიმიღია წამლები... ჯანდაბას მქონდეს ეს ნევროზი, მაგრამ მხედველობას და დერეალიზაციას რითი ვუშველო?
ესეც ნევროზს სდევს თან თუ მივიდე პირდაპირ თვალის ექიმთან?

Posted by: N.D 28 Sep 2019, 22:12
QUOTE (makmanus @ 28 Sep 2019, 20:04 )
როგორ ხართ?დაბალი წნევები თუ გაწუხებთ?

კი მე მქონდა ხოლმე დაბალი წნევები, ეხლა უბრალოდ აღარ ვისინჯავ და აღარ ვაქცევ ყურადღებას ))) რომელიმე წამალს თუ სვავ შეიძლება მისი გვერიდითი ეფექტი იყოს

Posted by: makmanus 28 Sep 2019, 22:27
N.D
უცებ დამივარდება ხოლმე,მუდმივად დაბალი არ მაქ,ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება მაგრამ არ გამოდის მოძრაობაში მიშლის ხელს,მაგდებს ძალიან..კალცი ლაიფს ვსვავ და კარტანს ნევროლოგის დანიშნულებით სხვა არაფერი დამინიშნა,მაგრამ ამ წამლებამდე მქონდა ეს ჩივილი და მაგიტო მივედი ნევროლოგთან
* * *
Schweiger
რა მედიკამენტები გამოგიწერა?იქნებ შენზე არ წავიდა ეს მედიკამენტები

Posted by: Schweiger 28 Sep 2019, 23:19
QUOTE
Schweiger
რა მედიკამენტები გამოგიწერა?იქნებ შენზე არ წავიდა ეს მედიკამენტები


ვენლაქსორი, მედაზეპამი და ტრიტიკო. მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე არ მჭირდება საერთოდ ასეთი ძლიერი წამლები... არ ვიცი.

Posted by: nigo 30 Sep 2019, 09:21
Schweiger
სხვა ექიმთან წადი.
სრული სერიოზულობით გწერ,არ გეხუმრები.

Posted by: Kakasha 30 Sep 2019, 12:53
nigo
რატო მაკარიძე ცუდია? პანიკური შეტევები მაქვს დიაგნოზი და მაკარიძესთან ვმკურნალობ 3 თვეა უკვე

Posted by: Schweiger 30 Sep 2019, 14:51
QUOTE
რატო მაკარიძე ცუდია? პანიკური შეტევები მაქვს დიაგნოზი და მაკარიძესთან ვმკურნალობ 3 თვეა უკვე


არ ვიცი რა გითხრა. სანამ მივიდოდი მარტო მაგის იმედად ვიყავი დარჩენილი, სულ მაკარიძე მეკერა პირზე, ეგ იყო ჩემი იმედის სხივი :დ
მივედი და 5 წუთში მომაყარა კითხვები, გამომიწერა წამლები და მორჩა.
წამლების სია ვისაც ვანახე ყველა გადაირია-ეს რა რეცეპტია, ამას მართლა გიჟებს ასმევენო.

და შედეგი როგორი გაქვთ? 3 თვეში უკვე სიმპტომების 80 % გამქრალი უნდა იყოს, წესით.
* * *
QUOTE
სხვა ექიმთან წადი.
სრული სერიოზულობით გწერ,არ გეხუმრები.


ხუმრობად არც მივიღებდი.
უბრალოდ ვერ ჩამოვყალიბდი, ზოგი მეუბნება ნევროლოგთან მიდიო, ზოგი ფსიქიატრთანო, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მართლა ვერ გავიგე რომელ ერთთან უნდა მივიდე.
ერთს ვფიქრობ ჰომეოპათია ხომ არ ვცადო და რა ვიცი...

Posted by: makmanus 30 Sep 2019, 19:03
Schweiger
შენ რა წამლებიც დაწერე მეც ვფიქრობ რომ ზედმეტია მაგ სიმპტომებზე,შეიძლება წასახმარებლად ანტიდეპრესანტი რამე მსუბუქი

Posted by: Schweiger 1 Oct 2019, 00:14
QUOTE
შენ რა წამლებიც დაწერე მეც ვფიქრობ რომ ზედმეტია მაგ სიმპტომებზე,შეიძლება წასახმარებლად ანტიდეპრესანტი რამე მსუბუქი


კი, ნამდვილად ზედმეტი იყო sad.gif ანტიდეპრესანტი აღარ მინდა, ჰომეოპათიას ვფიქრობ. როგორც ვიცი ძალიან ეფექტურია.

Posted by: xuzain 1 Oct 2019, 08:10
QUOTE (Schweiger @ 28 Sep 2019, 21:57 )
გამარჯობა მეგობრებო. იქნებ მიპასუხოთ...
თითქმის 2 წელია ნევროზი მაქვს, თუმცა ისეთი რთული ფორმით აღარ, როგორც ადრე... აღარ მაქვს დაავადებების შიში, პანიკური შეტევები და მსგავსი ჯოჯოხეთები.
ასე თუ ისე, გამოვიყვანე ჩემი თავი მძიმე ნევროზიდან, მაგრამ ახლა სხვა პრობლემები მაქვს. მეხსიერება, მხედველობა დამიქვეითდა ძალიან. კატასტროფულად მაღიზიანებს შუქი (შუქნიშნები, მანქანის ფარები და ა.შ.), ყურებში დიდი ხანია დამეწყო წუილი იგივე ტინიტუსი. სიმართლე გითხრათ უკვე მივეჩვიე, მაგრამ აი მხედველობის პრობლემები ძალიან მაწუხებს. ამას პლიუს რეალურად ვერ აღვიქვამ ჩემ ცხოვრებას დიდი ხანია, მგონი დერეალიზაცია ქვია ამას... ანუ ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ვლაპარაკობ, ვმოძრაობ, მაგრამ ყველაფერს რასაც ვუყურებ თითქოს არარეალური და ორიგინალის ასლის ასლია...
რა შეიძლება გავაკეთო? თითქმის ყველაფერი ვცადე. მამუკა მაკარიძესთან ვიყავი მისული, გამომიწერა 2 ანტიდეპრესანტი და 1 ტრანკვილიზატორი და ისე ცუდად გამხადა კინაღამ გადავხტი ფანჯრიდან. რა თქმა უნდა აღარ მიმიღია წამლები... ჯანდაბას მქონდეს ეს ნევროზი, მაგრამ მხედველობას და დერეალიზაციას რითი ვუშველო?
ესეც ნევროზს სდევს თან თუ მივიდე პირდაპირ თვალის ექიმთან?

შენ ტვინი რომელიღაც დროშია არეული ან წარსულშია ან მომავალში, შენ ტვინს უნდა რომ მომავალში გადახტეს და ისე შეცვალოს რაღაც უნდა გააცნობიერო რო წარსულში ვერაფერს ვერ შეცვლი და ვერც მომავალში გადახტები და ისე ვერ შეცვლი, დღეს უნდა შეცვალო თუ რამის შეცვლა გინდა რომ მომავალში შეცვლილი დაგხვდეს, შეიძლება არც არაფრის შეცვლა არ გინდა და უბრალოდ შენი ტვინი გატყუებს. სანამ ამაზე ფიქრს დაიწყებს გულცფელი გახდი შენ თავთან აღიარე ყველა შენი ბნელი მხარე თუ სიტყვაზე ბიჭის მიმართ ლტოლვა გქონია ან გაქ ან სიტყვაზე თუ ადამიანის მოკვლის სურვილი გაგჩენია იმას არ გეუბნები გააკეთე თქო, ყველას აქვს რაღაც ბნელი მხარე მარა არ აკეთებს, რომ გახდები გულცფელი შენ თავთან მერე დაიწყე იმაზე ფიქრი და დერეალიზაციაც მოგექხსნება, შფოთვაც და სიცარიელის შეგრძნებაც.
* * *
კარგი იქნება იმასაც თუ მიხვდები რომ ის აზრები რაც ბნელ მხარეშია უბრალოდ გარედან შემოსულია, სხვებისგან თავს მოხვეულია.

Posted by: nigo 1 Oct 2019, 15:10
იმაზე მეტს არ დავწერ,რაც დავწერე.


Posted by: Schweiger 1 Oct 2019, 18:25
QUOTE
შენ ტვინი რომელიღაც დროშია არეული ან წარსულშია ან მომავალში, შენ ტვინს უნდა რომ მომავალში გადახტეს და ისე შეცვალოს რაღაც უნდა გააცნობიერო რო წარსულში ვერაფერს ვერ შეცვლი და ვერც მომავალში გადახტები და ისე ვერ შეცვლი, დღეს უნდა შეცვალო თუ რამის შეცვლა გინდა რომ მომავალში შეცვლილი დაგხვდეს, შეიძლება არც არაფრის შეცვლა არ გინდა და უბრალოდ შენი ტვინი გატყუებს. სანამ ამაზე ფიქრს დაიწყებს გულცფელი გახდი შენ თავთან აღიარე ყველა შენი ბნელი მხარე თუ სიტყვაზე ბიჭის მიმართ ლტოლვა გქონია ან გაქ ან სიტყვაზე თუ ადამიანის მოკვლის სურვილი გაგჩენია იმას არ გეუბნები გააკეთე თქო, ყველას აქვს რაღაც ბნელი მხარე მარა არ აკეთებს, რომ გახდები გულცფელი შენ თავთან მერე დაიწყე იმაზე ფიქრი და დერეალიზაციაც მოგექხსნება, შფოთვაც და სიცარიელის შეგრძნებაც.
* * *
კარგი იქნება იმასაც თუ მიხვდები რომ ის აზრები რაც ბნელ მხარეშია უბრალოდ გარედან შემოსულია, სხვებისგან თავს მოხვეულია.


ასე დეტალურად და ზუსტად როგორ ჩამწვდი სულში? ერთი სიტყვა მაინც შეგშლოდა, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემ ფიქრებს კითხულობ.
ნეტავ ყველას შეეძლოს ასეთი რამის თქმა ჩემთვის ყოველდღე. მადლობ.

Posted by: gaga108 2 Oct 2019, 16:09
რჩევა მჭირდება მეგობრებო , მოკლედ ბოლო წელოწადნახევარია ავიკიდე ნერვოზი თუ რაც ქვია . დაავადებებზე შიში(ზედმეტი სიფრთხილე) ცოფზე. ( ეს მეგონა რო მარტო მე მჭირდა და თურმე აქაც ქონიათ მსგავსი რამ). ასევე საზოგადოებრივ ასგილებში ყოფნა ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის ( მაგალითად საზოგადოებრივ ტრანპორტში მუსიკას რო ვუსმენ(მოუხედავად იმისა, რომ ყურსასმენები მიკეთია) ,მგონია რო სხვისი განსჯის საგანი გახდება ) და ზოგადადაც მგონია რო ყურადღების ცენტრში ვარ მე , მიუხედავად იმისა რო არავინ არ მიცნობს . და კიდევ ერთი რამ და ყველაზე მტივნეული ჩემთვის , როდესაც მაგალითად პრეზენტაცია მაქვს ან სადმე სიტყვით გამოსვლისას( მიუხედავად იმისა რა მნიშვნელობისაა , მეწყება პანიკური შეტევა :გულოს აჩქარება , სუნთქვის გაძნელება და ზოგჯელ ფეხის ან ხელის კანკალიც კი , რომელიც დაახლოებით 5 წუთის შემდეგ მეხსნება.

ეხლა ფსიქოლოგთან სიარულის ფული ნამდვილად არ მაქვს , იქნებ მითხრათ ვისაც გამოგიცდიათ ანალოგიურად. , გშველით ასეთ ქეისზე რაიმე წამლები? ან ზოგადად რითი უმკლავდებით მსგავს პრობლემებს

ახლო მომავალში ვგეგმავ ვიზიტს ფსიქოლოგთან , თუმცა თქვენი აზრიც მაინტერწსებს.

Posted by: ladusha2 2 Oct 2019, 16:27
gaga108

რაც შეხება პრეზენტაციას და სიტყვით გამოსვლას, თუ პროფესიონალი არ ხარ და ბევრი არ გაქ მაგ საქმეში ნაშრომი, მაშინ ნებისმიერ ადმიანს რომელიც გამოდის ხალხის წინაშე სიტყვით, მათაც ეწყებათ ესევთქვათ ნერვიულობა, გული ფხაკუნი, მუცელში ცრიალი,სიტყვების და ტექსტის დავიწყება და ა.შ მაგრამ შენ ამ ეფექტებზე ალბათ ნერვებს ყვები და პანიკური აშლილობა გეწყება - ანუ შიშებით კიდე გრუზავ შენ თავს მარტივად რომ გითხრა.

ალბათ ჯობია მიხვიდე ფსიქოლოგთან ან შენ შენთვითონ აიყვანო თავი და ნერვები, როცა გეწყება.

Posted by: gaga108 2 Oct 2019, 16:46
ladusha2
სიტყვები არ მავიწყდება , უბრალოდ ისეთი შეგძნება მაქ ,რომ თითქოს გულის შეტევა მაქ
რაც შენ დამიწერე მაგაში გეთანხმები .

Posted by: ladusha2 2 Oct 2019, 17:09
gaga108

კი ზუსტად ეგრე მქონდა მე, პირველად რომ დამეწყო და ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, გული ამიჩქარდა და მეგონა გული მიმდიოდა,ჩემა თანამშრომელმა ეგრევე მიხვდა გარეთ გამიყვან წყალი ვსვი, დავდიოდი, შეშინებული დაღლილი, მეგონა რო ისევ დამეწყებოდა. ესე ერთ კვირაში ისევ გამიმეორა ოღონდ გულით არა შიშით რო აი ცუდათ ვხდებოდი.ისევ შიში მკონდა ფეხით დავდიოდი იქით აქეთ გიჟივით ვიწყნარებდი თავს, ვერც მუშაობ ვერაფერე სხვაზე ვერ ფიქრობ. გამოვიკვლიე ყველაფერი არაფერი არ მკონდა ვაბშე, ნერვები ამბავი, მერე დავიწყე გარკვევა და ესე ალბათ ჩემი თანამშრომლების, თუ ნაცნობების უმეტესობა, უბრალოდ ნერვოზი მაქო რო იძახდნენ ვერ ვხდებოდი ადრე რას ნიშნავდა, მეგონა სუ ცუდ ხასიატზე იყვნენ smile.gif შემდეგ ბევრჯერ იყო ისეთი მომენტები რომ აღარ ვყვები ნერვებს რა , უფრო ვთოკავ. ანუ იჯერებ რომ არაფერი არ გჭირს, და ამ წამოძახილებს ვაიდა ცუდატ უნდა გავხდე , პირიკით მაგრად უნდა დახვდე და ჯერჯერობით ეგა არანაირი შეტევა აღარ ყოფილა, მცდელობები იყო მარა მოვერიე რა ესე ვთვლი მე.არ ავყევი უფრო სწორი იქნება.

პ.ს ყავა დავლიე და მაგას დავაბრალე პირველად რო მომივიდა. მაგის მერე 3 წელი გავიდა და ყავა არ დამილევია,არცერთი ჭიქა. ვწუხვარ რომ სიგარეტს არ დავაბრალე და არ დავანებემ, უკვე ესეც მაგრად მაწუხებს და ნერვებს მიშლის რომ დამოკიდებული ვარ.

Posted by: Schweiger 3 Oct 2019, 01:39

ladusha2

QUOTE
გამოვიკვლიე ყველაფერი არაფერი არ მკონდა ვაბშე


უფ მეც რამდენი ფული მაქვს გადაყრილი გამოკვლევებში. არ გჭირს არაფერიო და არა მჭირსთქო ვუმტკიცებდი :დ

Posted by: ladusha2 3 Oct 2019, 11:19
Schweiger

მე სამსახურის დაზღვევა მქონდა და წლები არგამომიყენებია, აი ეს ამბავი რო მომივიდა რო მივადექი რავი ვაბშე საკაიფოდ გამოვიკვლიე და არაფერიო. მეც ეგრე მეუნებოდა არფერიო და მეთქი გატყუებ ცუდათ ვიყავი ვიბრიდებოდითკო პაჩწიsmile.gif
* * *
ისე მაგანაც ცოტა დმამშვიდა ექიმები რო გიკვლევენ და არაფერი არ გჭირს როგეუბნებიან ეგეც მაგრად მაწყნარებდა. იმიტომ რომ ადამიანი არ დადიხარ არიკვლევ არაფერს სანამ არ შეგაწუხებს, და როცა გაწუხებს გონია ყველაფერი გჭირს და იბრიდები, სანამ არ გამოიკვლევ და არ გეტყვიან არაფერი არ ჭირსო.

Posted by: Schweiger 3 Oct 2019, 21:02
ladusha2
QUOTE
ისე მაგანაც ცოტა დმამშვიდა


მეც :დ ბოლოს და ბოლოს დავიჯერე რომ მართლა არაფერი მჭირს :დ მაგრამ ეგ დავიჯერე და ახალი ავიკვიატე: ჯადო მაქვსთქო გავკიოდი :დ

Posted by: N.D 4 Oct 2019, 11:10
QUOTE (Schweiger @ 3 Oct 2019, 21:02 )
ladusha2
QUOTE
ისე მაგანაც ცოტა დმამშვიდა


მეც :დ ბოლოს და ბოლოს დავიჯერე რომ მართლა არაფერი მჭირს :დ მაგრამ ეგ დავიჯერე და ახალი ავიკვიატე: ჯადო მაქვსთქო გავკიოდი :დ

ჯადოზე მეც დიდი ამბები მქონდა ატეხილი ,დარწმუნებული ვიყავი რომ ვიღაცა ჯადოს მიკეთებდა და რამდენიმე ადამიანის ვარიანტსაც უდაოდ განვიხილავდი lol.gif lol.gif მარა ბევრი ფიქრის მერე მივხვდი რომ სისულელე იყო ამაზე ფიქრიც და მითუმეტეს ნერვიულობა და დავიკიდე gigi.gif

Posted by: Schweiger 4 Oct 2019, 11:36
N.D

QUOTE
დარწმუნებული ვიყავი რომ ვიღაცა ჯადოს მიკეთებდა და რამდენიმე ადამიანის ვარიანტსაც უდაოდ განვიხილავდი


მეც ზუსტად :დ ვაახ რა ცირკია რა

Posted by: freeandhappy 5 Oct 2019, 10:50
White_Shark
QUOTE
ანაფრალინზე მე უნდა შემსვან მალე
დეფიციტშია როგორ შოულობდი ?

ანაფრანილი მინდა sad.gif(((((((((((( მეოთხედით გამოვედი მდგომარეობიდან, რატო გაქრააა ჯანდაბა

Posted by: White_Shark 5 Oct 2019, 11:17
freeandhappy
მართლა სად გაქრა...
როცა დამჭირდა მაშინ გაქრა გაყიდვიდან -___________-

Posted by: freeandhappy 5 Oct 2019, 11:29
White_Shark
აუ არ ვიციი , რატომ არ შემოაქვთ? გამოწერით გამოვიწერ თქო ფსიქიატრს ვუთხარი და რავიცი როგორი შემოვაო
ნახევარი და მეოთხედებით გამოვედი მდგომარეობიდან. ახლა მხოლოდ ჭამის პრობლემა მაქვს, მანამდე უფრო უარესად ვიყავი ჩაკეტილი სახლში, ვერ გავდიოდი სახლიდან, პანიკური შეტევები და ა.შ ახლაც პრობლემების გამო შემომიბრუნდა

Posted by: White_Shark 5 Oct 2019, 12:21
freeandhappy
არ ვიცი ერთი წელია არ არის ეგ წამალი ბაზარზე
მეც შემცვლელ წამლებს მინიშნავენ

Posted by: freeandhappy 5 Oct 2019, 12:43
White_Shark
QUOTE
არ ვიცი ერთი წელია არ არის ეგ წამალი ბაზარზე
მეც შემცვლელ წამლებს მინიშნავენ

ერომელია შემცლვლეი და აქვს თუ არა იგივე ეფექტი?

Posted by: makmanus 5 Oct 2019, 13:47
წამლის დალევის შიში ვინმეს ქონია?

Posted by: tekicho 5 Oct 2019, 14:33
makmanus
მე))) 1 წელი დავათრევდი ვალიუმს ჩანთით ))) მეგონა უარესად გამხდიდა და გამთიშავდა)) მაგრამ ერთხელაც, ძალიან რომ გამიჭირდა, დავლიე და იფ, კარგი ყოფილა თურმე ))))

Posted by: makmanus 5 Oct 2019, 14:42
keticho
ვცდილობდი წამლის გარეშე გამოსვლას მარა რაღაც ვერ ვახერხებ

Posted by: tekicho 5 Oct 2019, 14:45
makmanus
არაუშავს, დალიე, შენ თავს ნუ ებრძვი, როგორც კი მიიღებ მდგომარეობას, მაშინვე მოგეშვება და კარგად გახდები, გამოცდილი ამბავია))

Posted by: makmanus 5 Oct 2019, 15:26
keticho
4 ნაირ მედიკამენტს ვიღებდი კუჭზე,რომელიღაცამ მომცა კვინკვეს შეშუპება,ეხლა ახალ მედიკამენტზე ყოველთვის შიში მაქ,როგორმე უნდა დავძლიო და გადავყლაპო,

Posted by: CORONER 6 Oct 2019, 13:10
გრანდაქსინის დალევა დავიწყე, ჩემით, არ არის ძლიერი, და არ თენთავს, საჭესთან მაინც არაა რეკომენდირებული და მიუხედავად იმისა რომ კვირაშI ერთხელ ვჯდები , გადავწვიტე მარტო საღამოს დავლიო, კვირაშI ერთხელ ან ორჯერ მაინც კანონზომიერებასავითაა ვხდები ცუდად, მიწევს ბრძოლა ყოველ ამოსუნთქვაზე და მეშინია მარტოს ბავშვის დატოვება, ( დისშვილის) , ანუ მე რომ გავითიშო უჰაერობისგან ამას რა მოუვა ფიქრებმა ხომ მომკლა საერთოდ. რა ჯანდაბა!!
სახლიდან გასვლაზე ისევ ვწვალობ , მაგრამ ძალას ვატან , სულ რომ საქმე არ მქონდეს გავდივარ მაინც

Posted by: Kakasha 6 Oct 2019, 19:50
Schweiger
რავიცი მინდა დარწმუნებით ვთქვა რომ შედეგი მაქვს მესამე თვე არის უკვე ,,, 1 თვეა ტრანკვილიზატორი კონკრეტულად ( მედაზეპამი) მოვხსენი ჩემით მხოლოდ ანტიდეპრესანტს ვსვავ უკვე ციტომაქს და ვენლაქსორს,,, რავიცი ბოლოს პანიკური შეტევა როდის მქონდა აღარ მახსოვს,,, მხოლოდ ათაში ერთხელ პატარა შფოთვა ხოლმე რასაც მე თვითონვე ვუძლებ,, თითქოს ვისწავლე ცუდი ფიქრების დამორჩილება ,,, და პანიკური შეტევა მით უფრო და უფრო ადვილი გადასატანი ხდება,, პლიუს შევეგუე იმასაც რომ თუ სიკვდილი უწერია ადამიანს აზრი არ აქვს რა წამალიც არ უნდა ყლაპო უბრალოთ უნდა შეეგუოს,,, მესამე თვეა მაკარიძის წამლებზე ვარ, და რავიცი თითქოს დავუბრუნდი ცხოვრებას დღის განმავლობაში უკვე ფხიზლად ვარ და ხალისიც მომეცა ცხოვრების ,,, ათაში ერთხელ შფოთვა რომელიც მაწუხებს მხოლოდ საღამოს საათებში ხოლმე,,,

Posted by: nigo 7 Oct 2019, 08:36
freeandhappy
ბრენდნეიმი ნახე და იქნება შემცვლელი.სხვა და სხვა ქვეყანა სხვა დასახელებით უშვებს.
ადეპი,რომელსაც ვსვამდი,თურქეთში დამავიწყდა წაღება და იქ რემერონი ერქვა.
გამოწერა რა გითხრა.
ჩემ ტკივილს მხოლოდ პარაცეტამოლ_ კოდეინი აყუჩებს.საფრანგეთში,ჩეხეთში ურეცეპტოდაა,მაგრამ ვერავის ვაბარებ,აქ არ შეექმნათ პრობლემა აეროპორტში.
* * *
Kakasha
ორ ანტიდეპრესანტს რატომ სვამ?
ახლა ასე აღარ ნიშნავენ საზღვარგარეთ.
* * *
keticho
ასი წელია პანიკა არ მქონია,მაგრამ ქსანაქსი სულ მიდევს ჩანთაში.
makmanus

რატომ იწვალებ თავს.
დალიე სწორად გამოწერილი წამლები.







Posted by: Kakasha 7 Oct 2019, 09:14
nigo
ანუ ციტომაქს ვსვავ დილით და საღამოს ძილის წინ ვენლაქსორს,,, ციტომაქსი ნამდივლად ანტიდეპრესანტია და ვენლაქსოტრიც ანტიდეპრესანტების ჯგუფს მიეკუთვნება მგონი მაგრამ აფთიაქს მეუბნებიან ხოლმე დამამშვიდებელიაო,,, ურეცეპტოთ ვყიდულობ ორივეს,,, მეც მასე ვარ დიაზეპამი და კორვალჯი ,, ჯიობით დამაქვს სულ

Posted by: tekicho 7 Oct 2019, 09:57
nigo
დღეს ისეთი მძიმე დღე მაქვს, თუ გავჭედე ვალიუმი კი არა მამაზეციერი ვერ მიშველის))))

Posted by: freeandhappy 7 Oct 2019, 12:16
nigo
QUOTE
ბრენდნეიმი ნახე და იქნება შემცვლელი.სხვა და სხვა ქვეყანა სხვა დასახელებით უშვებს.
ადეპი,რომელსაც ვსვამდი,თურქეთში დამავიწყდა წაღება და იქ რემერონი ერქვა.

ფსიქიატრი რატომ არ მინიშნავს შემცვლელს sad.gif დამტანჯა უნდა გამოვცვალო

Posted by: makmanus 7 Oct 2019, 17:21
nigo
მე დამეწყო ნაღვლის შეტევიდან,უკენჭო ქოლეცისტიტით,პირველად ნევროლოგთან მივედი რომელმაც გამგზავნა გასტროენტეროლოგთან და არაფერი დამინიშნა,6 თვეა ვმკურნალობ კუჭზეც ნაღველზეც,3 ჯერ ვიყავი ნევროლოგებთან არაფერს მინიშნავენ ვიტამინების გარდა,ეს შეტევები მეც ვერ გავიგე რა მჭირს,ჰელიკობაქტერია რაც ვიმკურნალე ეხლახანს შეტევები არ მქონია და დამჩა ამ დიეტისგან გამოწვეული სტრესი მაქ ძლიერი.უნდა დავლიო რამე ერთ ექიმმა ზოლოფტი მითხრა

Posted by: Deleted 7 Oct 2019, 17:22
QUOTE (Kakasha @ 7 Oct 2019, 09:14 )
nigo
ვენლაქსორი

და მედაზეპამმი ფირმენნი რეცეპტია ეტყობა

მე დამინიშნა ადრე მაგ მაკარიძემ, მდმას მაგვარი თრიფი მომცა ...

რა არ დამილევია ბენზოები, სსრ, ტრიციკლურები... მარა ყველაზე მეტად ექსტაზის მოქმედებას გავდა,

ვიფიქრე დროს მივცემთქო იქნებ გამიაროს, მარა ბოლოს უკვე მანქანასაც ვეღარ ვატარებდი ისე ვიყავი,

პულსი წნევა მაღალი, გულის არეში ტკივილები, თვალის გუგები მუშტის ხელა, თან ხოდზე ვიყავი თან მომენტებში ვერ ვდგებოდი საერთოდ, კუჭი ყელში ამომდიოდა დილაობით...

ერთი სიტყვით საიდ ეფექტები მომცა ბევრი და 1კვირაში იმაზე უარესად გამხადა ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ,

თან ჯიგარს ისე აქვს მოგვარებული რო ვიზიტამდე ვერ დაელაპარაკები სულ რო კვდებოდე,

ხოდა აღარ დავლიე და ისევ ქსანაქს-კლონაზეპამ-დიაზეპამებით გამოვედი მაგის ეფექტიდან და მერე სწორად შერჩეულმა ანტიდეპრესანტმა მიშველა...

ამით იმის თქმა მინდა რო ყველა არაპროფესიონალი ფულისმჭამელი ექიმის დდშვც აწ და მარადის

Posted by: nigo 7 Oct 2019, 20:42
keticho
მე მაინც ქსანაქსი მირჩევნია.
ახლა დეფიციტშია და ზოლომაქსი.

ხანდახან ,დილას, მოშხამული რომ მეღვიძება,ხასიათზეც მოვყავარ.
მაგრამ ახლა უკვე ფსიქოზამდე ვარ მისული ტკივილებით.
ერთი თვე კიდევ არ შეიძლება ოპერაცია.ვიჯიუტე და ბლოკადა გავაკეთებინე.ერთი თვე ხვალ გადის და კიდევ ერთი უნდა გავიდეს.
გულისგამაწვრილებელი,აუტანელი ტკივილები.ვეღარ ვუძლებ.

თან ძალიან თავშეკავებულად ვიქცევი,იმ კვირას ჩემი ქმარი იკეთებს გულზე და არ მინდა,ზედმეტი ვანერვიულო.
ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ,ეს ოხერი .არსებობდეს წამალი,რომელიც სრულფასოვნად გაცხოვრებს და ოპერაციამდე თავის მოკვლა არ გინდოდეს და აკრძალული იყოს, იმიტომ რომ ასი წლის წინ ნარკომანები იყენებდნენ




facepalm.gif facepalm.gif
* * *
Kakasha
დავგუგლე და ვენლაქსორიც ანტიდეპრესანტის.
* * *
Deleted
დავწერე წინა გვერდზე მაკარიძეზე და მეტი აღარ მინდა.
მე მესმის შენი ძალიან კარგად.

Posted by: Deleted 7 Oct 2019, 21:26
QUOTE (nigo @ 7 Oct 2019, 20:42 )

Kakasha
დავგუგლე და ვენლაქსორიც ანტიდეპრესანტის.

ნამდვილად ანტიდეპრესანტია, ციტომაქსი სსრი არის და ეს სნრი

ორი ანტიდეპრესანტის დიდხანს მიღება მაღალი დოზით იწვევს ამას: https://en.m.wikipedia.org/wiki/Serotonin_syndrome

მქონდა მაგის ბედნიერება გამომეცადა ჩემ თავზე


Posted by: Kakasha 7 Oct 2019, 21:43
Deleted მესამე თვეა ვსვავ... რამდენად დიდხანს? ინგლისური არ ვიცი სერატონინის სინდრომი? ანუ ?

Posted by: Deleted 7 Oct 2019, 22:09
Kakasha

არ ინერვიულო მაგაზე wink.gif არამგონია დიდ დოზებზე იჯდე , უბრალოდ ექიმის დანიშნულებას მიყევი თუ კარგად გრძნობ თავს და გშველის ე.ი. არაფერი მოგივა...

შენით არ მოუმატო დოზას და იმაზე დიდხანს არ დალიო რაც გითხრეს.

მე ჩემით გავიჩალიჩე ბუსპირონი+რექსეტინს ტრიტიკო დავუმატე ძილისთვის დიდი დოზა

სამივე სეროტონინზე მოქმედებდა ძლიერად და გაღიმებული დავრჩი კინაღამ


Posted by: tekicho 8 Oct 2019, 14:42
nigo
ქვეყანა არ არის ცუდი, ის ხალხია ცუდი ვისაც რაღაცის შეცვლა და შველა შეუძლია და საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე ხელს სადაც ითბობენ იქ იკეთებენ საქმეს.
არაუშავს, გჯეროდეს, რომ ყველაფერი დაძლევადი და გადალახვადია. ადამიანს მართლა შეუძლებლის შეძლება შეუძლია თუ მოინდომა. ცოტაც გაუძელი და მალე იგრძნობ შვებას *

Posted by: N.D 8 Oct 2019, 14:44
QUOTE (makmanus @ 5 Oct 2019, 13:47 )
წამლის დალევის შიში ვინმეს ქონია?

კი მე მქონდა წამლის დალევის შიში სერიოზული, მაგრამ სხვა გზა რომ არ მქონდა და უნდა დამელია სულ ცხარე ცრმლით ვტიროდი თით აბის დალევისას sad.gif

Posted by: nigo 8 Oct 2019, 14:49
keticho
რა ქენი, გადააგორე გუშინდელი დღე?

Posted by: tekicho 8 Oct 2019, 14:55
nigo
კი, მომტეხა, მაგრამ უვალიუმოდ გადავაგორე ))

Posted by: makmanus 8 Oct 2019, 17:23
ციტომაქსი ვის დაგილევიათ?მოგეწონათ ?

Posted by: tekicho 8 Oct 2019, 17:42
არ გინდათ ეს წამლები, არა, სისულელეა)) შენი თავის იმედად იყო ყველა სიტუაციაში არ ჯობია? შენ თავზე დიდი საყრდენი არაფერი გაგაჩნია, ეგ გაითავისე, შენზე ძლიერი შეუძლებელია მედიკამენტი იყოს. შენ ძალებს რომ ირწმუნებ და პანიკის არ შეგეშინდება, მაშინ იქნები გამარჯვებული. არ ვიცი რა სიტყვებით ავხსნა)) კიდევ კარგი, ეგ მაინც აღარ მაშინებს, თორე სულ გავაფრენდი )))

Posted by: makmanus 8 Oct 2019, 17:46
keticho
კუჭნაწლავის პრობლემა მაქ და გასტროენტეროლოგი ითხოვს რომელიმე დავლიო,6 თვეა არ მირჩება 12 გოჯაში ეროზიები და გასტროეზოფაგური რეფლუქსი,მედიკამენტებს არ ექვემდებარება.აღარ ვიცი რა გავაკეთო მეც.3 ჯერ ვიყავი ნევროლოგთან არ მინიშნავს არაფერს მიხედე ნაღველს და კუჭს და დალაგდება ნერვიული სისტემაო მაგრამ გასტროენტეროლოგები პირიქ მეუბნებიან,აღარ ვიცი რა გავაკეთო

Posted by: tekicho 8 Oct 2019, 18:07
makmanus
არ ვიცი, ექიმი არ ვარ რამე გირჩიო, ერთი ის ვიცი ნერვული წყლული არსებობს, ჩემს მეგობარს ქონდა, ანტიდეპრესანტი სვა და ჩიტივითაა)) სხვა ნევროპათოლოგთან მიდი.ისე ანტიდეპრესანტი კაი პონტია, სულ კარგად ხარ, უნდა დავლიო, რას ვერჩი ამ ჩემ თავს და ვიწამებ))

Posted by: Tengiz@@ 8 Oct 2019, 18:22
რომელი ანტიდეპრესანტია რომელიც დროებით შიშებს ხსნის
მაგალითად რამე შეხვედრაზე რო მიდიხარ და სიტყვაზე რო არ დაისტრესო
ანუ შფოთვები რო მოგიხსნას .
ყოველდღიურად არ მჭირდწბა შეიძლება თვეში ორჯერ დავლიო.

Posted by: tekicho 8 Oct 2019, 18:33
Tengiz@@
შენც ხო ხვდები, რომ ფსიქოლოგიურია ეგ შენი შფოთვა? წარმოიდგინე ჯოკოვიჩი თამაშის წინ რამხელა სტრესს განიცდის, ანტიდეპრესანტებს და ვალიუმებს კი არ ყლაპავს)) ეს ისე, ავატარზე გაახსენდა)) ისე დალიე კორვალოლი, ვალერიანი და შედი)) მაგრამ მე მოგატყუებდი, ნოშპას მოგცემდი და გეტყოდი ვალიუმიათქო და დაგაჯერებდი, რომ სულ ტყუილად იშფოთე შეხვედრის წინ)))

Posted by: Tengiz@@ 8 Oct 2019, 18:52
keticho
QUOTE
შენც ხო ხვდები, რომ ფსიქოლოგიურია ეგ შენი შფოთვა? წარმოიდგინე ჯოკოვიჩი თამაშის წინ რამხელა სტრესს განიცდის, ანტიდეპრესანტებს და ვალიუმებს კი არ ყლაპავს)) ეს ისე, ავატარზე გაახსენდა)) ისე დალიე კორვალოლი, ვალერიანი და შედი)) მაგრამ მე მოგატყუებდი, ნოშპას მოგცემდი და გეტყოდი ვალიუმიათქო და დაგაჯერებდი, რომ სულ ტყუილად იშფოთე შეხვედრის წინ)))

ვალერიანი ბალახეულია დაძინებაში ეხმარება მგონი
ეგ შიშებს ვერ მოხსნის.
ვიცი რო ფსიქიკიდან მოდის და მაგიტომ ვკითხულობ არასოდეს არ დამილევია ანტიდეპრესანტი და უბრალოდ მაინტერესებს თუ არსებობს რო მოხსნას შიში
ალკოჰოლი არის კარგი ანტიდეპრესანტი განსაკუთრებით ღვინო
დასტრესილი რო იყო უცებ კაი ხასიათზე გაყენებს აი ეგეთი რამე წამალი თუ არსებობს რო კაი ხასიათზე დაგაყენოს.

Posted by: tekicho 8 Oct 2019, 19:38
Tengiz@@
დაძინებაში არა, დამშვიდებაში)) არ ვიცი რაიმე ნარკოტიკული თრობის საშუალებები იქნება ხასიათზე მოსაყვანი, ანტიდეპრესანტი ეგრე ერთხელ დალიო და ხასიათზე მოხვიდე არ არსებობს))

Posted by: Tengiz@@ 8 Oct 2019, 19:58
keticho
QUOTE
დაძინებაში არა, დამშვიდებაში)) არ ვიცი რაიმე ნარკოტიკული თრობის საშუალებები იქნება ხასიათზე მოსაყვანი, ანტიდეპრესანტი ეგრე ერთხელ დალიო და ხასიათზე მოხვიდე არ არსებობს))

ანუ მარიხუანას მივაწვე ? biggrin.gif
საქმე ისაა რო არც სიგარეტს ვეწევი და არც სხვა რამე მოსაწევს
არასოდეს გამჩენია სურვილი

Posted by: tekicho 8 Oct 2019, 20:10
Tengiz@@
არ ვიცი, მე რამე არ დამბრალდეს მერე)) ანეგდოტები იკითხე )))

Posted by: makmanus 8 Oct 2019, 20:19
keticho
აი არ ვიცი,დავიღალე უკვე ძაან ამდენი ექიმები წამლები,შედეგი 0.მაგასაც ვცდი თქო

Posted by: tekicho 8 Oct 2019, 20:25
makmanus
სულ დაღლილი ვარ, მაგრამ მერე რა?)) დაივიწყე ყველა და ყველაფერი და იყავი უბრალოდ ბედნიერი, ამაზე კარგს ვერაფერს გეტყვი ) ცხოვრება კარგი რამეა, ის დრო რაც შიშში და შფოთვაში დავკარგე, ისე მენანება ვერ აღვწერ, მაგრამ ერთხელ უნდა გამოსცადო ეს ყველაფერი, რომ მერე რაღაცები აწონ-დაწონო და სხვა თვალით დაინახო რეალობა. გამზარდა და ცოტა დამაბერა ამ ყველაფერმა, მაგრამ არაუშავს)) ჯერ წინ მაქვს მთელი სიამოვნებების ბუკეტი))

Posted by: makmanus 8 Oct 2019, 21:01
keticho
მე ავადობით დავიღალე,მინდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა უბრალოდ ძალიან დამაბნიეს ნევროლოგი მაგზავნის გასტროსთან და გასტრო ნევროლოგთან მეც ვერ გავიგე რა მჭირს,არადა პირში თეთრი ქაფივით ნერწყვი მიგროვდება და ისეთი გემო მაქ პირში თითქოს რამე წამალი ჩავღეჭე

Posted by: nigo 9 Oct 2019, 09:27
Tengiz@@
ა ნტიდეპრესანტს 10 _14 დღე მაინც უნდა რომ გაჯ

დეს და ეფექტი იგრძნო.


რამე მსუბუქი დალიე.
მეც მქონდა ეს შიში აუდიტორიის წინ და ნახევარი ვალიუმი ამ ქსანაქსი მიხსნიდა,მერე როცა აღარ დაგჭირდება ,მოეშვები.
* * *
keticho
ყოჩაღ შენ smile.gif

ძლიერი პიროვნება ჩანხარ და ყველაფერს მოერევი.
* * *
Tengiz@@

შენ კოკაინი გდომებია biggrin.gif
მეც ,მაგრამ სად არის.


Posted by: love-killa 9 Oct 2019, 09:39
QUOTE (nigo)
შენ კოკაინი გდომებია biggrin.gif

lol.gif

Posted by: larakroft 9 Oct 2019, 09:51
QUOTE (White_Shark @ 23 Apr 2019, 22:58 )
ფიქსირება ......
მოკლედ თითქოს ცოფის შიში გამინელდა ეხლა აივის შიში ამეკვიტა ისევ

ცოფის შიშმა ლამის ყველანაირი ცხოველი შემაძულა... ღამურებიც მათ შორის... cry.gif
აივის არ მეშინია ისეთი წამლებია შემოყრილი რომ კარგად ქაჩავენ თუ თავს მოუვლიან..

Posted by: love-killa 9 Oct 2019, 10:07
კოკაინი უნდა კაცს

Posted by: tekicho 9 Oct 2019, 10:11
makmanus
პირველ რიგში გამოიცვალე ნევროლოგი, მეორეც, რომ ჩავუღრმავდე იმდენი რამე მაწუხებს, ჯანმრთელი რომელი ორგანო მაქვს სიმართლე გითხრა არ ვიცი, ალბათ მარტო გული)) ასე რომ ნუ გადაყევი მაგ შენს ავადმყოფობას, ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია ვიდრე გვგონია, ბევრად უფრო მშვენიერი ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გამოიცვალე ექიმი და უბრალოდ დაემშვიდობე ცუდ განცდებს და ფიქრებს.

nigo
მადლობა, თქვენც ყველაფერს მოერევით და დაძლევთ, დარწმუნებული ვარ *

Posted by: Tengiz@@ 9 Oct 2019, 10:39
nigo
ადრე ვიღაცამ მითხრა დიაზეპამი ხსნის შიშებსო და რამდენად მართალია
ოღონდ არ მიყიდია მემგონი ურეცეპტოთ არ იძლევიან.
ვალიუმს ვცდი აბა

Posted by: tekicho 9 Oct 2019, 10:47
Tengiz@@
ვალიუმი ორჯერ მაქვს დალეული, მეოთხედი აბი და ზუსტად 5 წუთში გამთიშა და დამაძინა, რო იცოდე მაინც ))) სიტყვით გამოსვლის დროს არ ჩამოგეძინოს ტრიბუნაზე)))

Posted by: Sean 9 Oct 2019, 11:16
რამდენად გჯერათ შფოთვების შიშების და აკვიატებების დამოუკიდებლად დამარცხების?

ჩემი აზრით ვერანაირი დიაზეპამი და ვალიუმი და ანტიდეპრესანტები ვერ გიშველის თუ შენი თავზე არ იმუშავე და არ დაარწმუნე,

ფსიქიატრზე უფრო ეფექტური ფსიქოლოგი მგონია მე ოღონდ კარგი და პროფესიონალების დეფიციტია საქართველოში

აბა ნებისმერ ფსიქიატრთან მისვლა და წამლებით გატენვა წლების მანძილზე ერთია, მერე სდიე დაზიანებულ სეროტონინებს ჩიყვებს და თირკმელებს

მე ჩემით შევამცირე და გადავაგდე ნელ-ნელა და რავი მშვენივრად ვარ ეჯრჯერობით მაინც, ძილით კი მძინავს და შფოტვებსაც ვუმკლავდები მეტნაკლებად

Posted by: tekicho 9 Oct 2019, 12:31
Sean
მე ყველანაირი შფოთვა და შიში დავამარცხე არაჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის ზურიელის დახმარებით, წამალი არ მიმიღია, ანუ მიმიღია, მაგრამ მკურნალობის სახით არ მიმკურნალია. დღეს ნამდვილად კარგად ვარ, ყოველ შემთხვევაში შფოთვები და პანიკები არ მაწუხებს, სხვა რამეები მაწუხებს, მაგრამ ამ თემასთან კავშირში ნამდვილად არ არის. ასე რომ, სრულიად რეალურია დამოუკიდებლად, მედიკამენტების დახმარების გარეშე გამოხვიდე მდგომარეობიდან. ჩემი ხმა უწამლოდ თვითმკურნალობას)))

Posted by: Tengiz@@ 9 Oct 2019, 13:08
keticho
QUOTE
ჩემი ხმა უწამლოდ თვითმკურნალობას)))

წამლები იმხელა ბიზნესია რო მაგას არავინ ჩააგდებს პირიქით იზრდება და იზრდება წარმოება
უწამლო მკურნალობა კარგია მაგრამ ყველას ვერ უშველის.
ვარჯიში , სწორი კვება და პოზიტიური აზრები ეხმარება ადამიანს გამოსასვლელად/
მაგრამ 90% ურჩევნია წავიდეს და წამლებით გაჭყიპონ.
ამ თემას ვკითხულობ ხოლმე და რსაც ვაკვირდები დაახლოებით 10% ზე მოქმედებს კარგად წამლები დანარჩენი 90% პირიქით
ზოგი უფრო ცუდად ხდება ზოგი კიდე წამლებზე დამოკიდებული ხდება და ა.შ.
მეც რო დავწერე მაგიტომ ვთქვი რო თვეში ორჯერ დავლევ მეთქი არ მინდა ფსიქოტროპულ წამლებზე ვიყო დამოკიდებული
საღი აზროვნება და რეალობა არის ყველაზე კარგი.

Posted by: Schweiger 9 Oct 2019, 13:11
keticho

QUOTE
სრულიად რეალურია დამოუკიდებლად, მედიკამენტების დახმარების გარეშე გამოხვიდე მდგომარეობიდან. ჩემი ხმა უწამლოდ თვითმკურნალობას)))


პლიუს 1 ხმა ჩემგან. მეც წამლების გარეშე "მოვიხსენი" შფოთვები. წამალი ალბათ დროებით ეხმარება ადამიანს.

Posted by: White_Shark 9 Oct 2019, 13:34
ორი დღეა ვერ ვსვამ წამლებს უფულობის გამო და მგონის სეროტონინის სინდრომი მეწყება ხელები და ფეხები მიხურს და ვკანკალებ

Posted by: freeandhappy 9 Oct 2019, 14:03
ჭჰიტე_შჰარკ
QUOTE
მგონი

bis.gif


keticho
QUOTE
მე ყველანაირი შფოთვა და შიში დავამარცხე არაჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის ზურიელის დახმარებით, წამალი არ მიმიღია, ანუ მიმიღია, მაგრამ მკურნალობის სახით არ მიმკურნალია. დღეს ნამდვილად კარგად ვარ, ყოველ შემთხვევაში შფოთვები და პანიკები არ მაწუხებს, სხვა რამეები მაწუხებს, მაგრამ ამ თემასთან კავშირში ნამდვილად არ არის. ასე რომ, სრულიად რეალურია დამოუკიდებლად, მედიკამენტების დახმარების გარეშე გამოხვიდე მდგომარეობიდან. ჩემი ხმა უწამლოდ თვითმკურნალობას)))

მე როცა მიმიღია მიმიღია ძალიან დაბალი დოზა, როცა მესმის რომ მთლიანი აბები და დღეში სამჯერ უნდა მიიღო, ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა, მეოთხედით და ნახევრით მიცდია, ახლა მაქვს უბრალოდ აი სპორტული ინტერესი, მეოთხედზე ვარ და არ მინდა გაზრდა, ჩემი პრობლემაა ყლაპვის პრობლემა. მინდა რომ წამლის გარეშე დავამარცხოო.

Posted by: nigo 9 Oct 2019, 17:20
Tengiz@@
ვალიუმიც ბენზოდიაზეპინების ჯგუფისაა.
როგორც ვხვდები,არ ხარ ამ წამლებზე მიჯაჭვული და ბალახეულები დალიე,არის ხუთკომპონენტიანი,შვიდგომპონენტიანი.
თუ ჩემსავით სხვა გზა არ გაქვთ ,არ გინდათ.
ჰა_ ჰა ერთი აბი კორსიზი,ისიც ფენობარბიტალია,ოღონდ იმ შიშს რომ მოიხსნი,მერე დაანებე თავი.

Posted by: White_Shark 9 Oct 2019, 17:31
ვაახ ძაან ცუდად ვარ ამ შეწყვეტის მერე რა ვქნა ?
ოფლი მასხამს და მაკანკალებს

Posted by: tekicho 9 Oct 2019, 17:46
freeandhappy
არ გაზარდო, მე მახსოვს შენი პოსტები ძველი თემებიდან, შეუძლებელია ამდენი ხნის შემდეგ იმაზე კარგად არ იყო,ვიდრე იყავი. მოინდომე, დამიჯერე, მე თუ გამომივიდა, შენც გამოგივა.

White_Shark
ყველაფერი შენს ხელშია, ერთხელ და სამუდამოდ იწამე, რომ შეგიძლია ამ ყველაფერს დაუპირისპირდე და არ აყვე შფოთვებს, იმიტომ გაკანკალებს რომ შიშს ყვები, ვაითუ წამლის გარეშე ცუდად ვიყო შიშებს, ნუ ყვები, მიწექი და მოუსმინე რა უნდა შენს მეს, იქნებ გაგაგებინოს და აგიხსნას, იქნებ სლ არ გჭირდება წამალი, იქნებ ერთადერთი რაც გჭირდება თავდაჯერებაა?

Posted by: White_Shark 9 Oct 2019, 18:50
ჩემს მეს არ ვიცი რა უნდა
ის კი ვიცი რომ სეროტონინის სინდრომი მაქვს აბა სიცხე რატომ მაქვს ეხლა ?

Posted by: Tengiz@@ 9 Oct 2019, 19:27
nigo
QUOTE
ვალიუმიც ბენზოდიაზეპინების ჯგუფისაა.
როგორც ვხვდები,არ ხარ ამ წამლებზე მიჯაჭვული და ბალახეულები დალიე,არის ხუთკომპონენტიანი,შვიდგომპონენტიანი.
თუ ჩემსავით სხვა გზა არ გაქვთ ,არ გინდათ.
ჰა_ ჰა ერთი აბი კორსიზი,ისიც ფენობარბიტალია,ოღონდ იმ შიშს რომ მოიხსნი,მერე დაანებე თავი.


მადლობა

Posted by: Deleted 10 Oct 2019, 11:45
White_Shark

ლომკა გაქვს უბრალოდ, უცბად რო შეწყვიტე მიღება..

სეროტონინის სინდრომი ზედოზირებამ იცის

Posted by: nigo 11 Oct 2019, 10:03
ახალგაზრდები ხართ,თუ მოინდომებთ,ყველაფერს მოერევით.
ასე ,წამალს დავლევ და ხვალ კარგად გავხდები,არ არის.
რამდენჯერ დავწერე,წაიკითხეთ თემა დასაწყისიდან და ნახავთ,რამდენი განიკურნა და ხარისხიანი ცხოვრებით ცხოვრობს.
მეც ვამბობდი,ფიზიკური ტკივილი ჯობია,დალევ წამალზე და გაიყუჩებ_ მეთქი.
თურმე,რა შედარებაა,როცა არცერთი წამალი არ გიყუჩებს და მორფინს და კოდეინს,მხოლოდ ეს ორი შველის,შენ დაავადებაზე არ იძლევიან.
ორი წელია ,ფაქტიურად ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვუძლებ.ოთხჯერ ვიყავი სტამბოლში და საბოლოოდ,მაინც ოპერაცია,ნოემბერში ვიკეთებ,რომელსაც ძალიან ხანგრძლივი რეაბილიტაცია ჭირდება.
იმდენად ვარ ამ ამბავში გადავარდნილი რომ,როგორმე მოვრჩე,გარეთ გავიდე,ეს გაუთავებელი ტკივილები დამთავრდეს,ერთი შფოთვა არ მქონია,ერთი დღე დეპრესია.
ამ დროს წერია,რომ ეს გულისგამაწვრილებელი ტკივილები იწვევს დეპრესიას.
რისი თქმა მინდა,ყველაფერი ჩვენი ტვინია.
ჩემი ,ახლა ისეა ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში რომ,არც პანიკა,არც დეპრესია,იმ ფონზე რომ თითქმის ორი წელია ვწევარ.მხოლოდ ექიმი,აეროპორტი,კლინიკა,საწოლი.
აიყვანეთ თავი,( მეც ვერ ვიტანდი,ვინც ამას მეუბნებოდა)
აუცილებლად კარგად გახდებით.
ერთადერთი,მთავარია ,ასე მითხრეს თურქეთში,არ უნდა მოგწყინდესო.
კითხვა,მუსიკა,ფილმები ან რამე ჰობი თუ გაქვთ.
ვისაც ფიზიკური პრობლემები არ გაქვთ,იარეთ,ივარჯიშეთ.რა ვიცი ,რა გითხრათ კიდევ.
ამ თემაში ადრე ვწერდი,პირდაპირ ქუჩაზე, მაღაზიაში ვერ გავდიოდი.
აგარაკზე არ მივდიოდი,მხოლოდ ჩემ ოთახში ვგრძნობდი თავს დაცულად და მშვიდად.ქმარ_ შვილს ზაფხულში ანტალიაში არ მივყვებოდი,ათას რამეს ვიგონებდი.
მერე,ერთხელაც სხვა გზა არ იყო,ადრე 2010_ში ფიზიკურად არაფერი მაწუხებდა და შანსი არ იყო კონფერენციაზე არ წავსულიყავი.
თვითმფრინავში პანიკა,შფოთვა,მოვკვდი,რასაც ჰქვია.სასტუმროში ვიგრძენი ,რომ უკეთ ვარ,მერე კიდევ უფრო კარგად.სრულიად გამიარა ამ შიშებმა.დასკვნა,ტვინი და სხვა გზა რომ არ მქონდა,ისევ ტვინმა მისცა იმპულსი .დავდიოდი,ვათვალიერებდი,კუნძულებზეც წავედი და რამდენი წლის შემდეგ შოფინგმაც გამახალისა.კაფეები თავისთავად.
ყველას წარმატება,ოღონდ მოინდომეთ

Posted by: freeandhappy 11 Oct 2019, 11:00
keticho
QUOTE
არ გაზარდო, მე მახსოვს შენი პოსტები ძველი თემებიდან, შეუძლებელია ამდენი ხნის შემდეგ იმაზე კარგად არ იყო,ვიდრე იყავი. მოინდომე, დამიჯერე, მე თუ გამომივიდა, შენც გამოგივა.

ხო გარშემო დაძაბულობა მაქვს, დედა გამიხდა ცუდად, სახლში სამსახურში პირადში და იცის ხოლმე ასე, მარა შევცვლი აღქმას შეიცვლება ყველაფერი <3

Posted by: fork 11 Oct 2019, 11:14
პანიკის ნაკლებად,უფრო მრისხანების შემოტევა მაქვს ხოლმე.
ამ დროს საკუთარი თავისთვისაც კი საფრთხეს წარმოვადგენ.
სტრესის დროს ხდება ეს,ზოგი შიშით რომ იძაბება, მე ცეცხლზე დაგდებული ნაღმივით ვარ.
ამ დროს ისეთი სახიდ ვმოძრაობ, მტერს არ ვუსურვებ შემოხედვას.
დამთრგუნველად და გაბოროტებულად.
ხალხს ვერიდები მაგ დროს, ხმაურს და სინათლეს.

Posted by: Schweiger 16 Oct 2019, 00:52
QUOTE
ასე ,წამალს დავლევ და ხვალ კარგად გავხდები,არ არის.


კი ნამდვილად. წამალი დროებით ხსნის შფოთვებს და პანიკებს.

Posted by: thug 17 Oct 2019, 02:18
1MG ლორაზეპამი ყოველ დღე რომ სვა ექნება მერე ლომკები რო შეწყვიტო?


Posted by: Fluminense 17 Oct 2019, 12:19
გამარჯობათ დიდი ხანია წამლებზე უარი ვთქი და ვცდილობ სხვა ხერხებით გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. ფსიქოთერაპია ჯანსაღი ცზოვრება და ყველაფერი რაც დამეხმარება მეტნაკლებად ვცდილობ გამოვიყენო. მაინტერესებს უწამლობამ, ანუ წამლების გარეშე მკურნალობამ შეიძლება მდგომარეობა გამიუარესოს?

Posted by: makmanus 17 Oct 2019, 14:54
Fluminense
როგორც ჩანს ამდენი ხანია შენთან წამლებმა არ გამოიღო შედეგი და არ იფიქრო მაგაზე,არ გაგიუარესდება,დაარწმუნე შენი თავი,აქტივობებში ჩაერთე დრო არ დაიტოვო,ახლა გავდივარ ამ პერიოდა თავი დავიტვირთე მაქსიმალურად,სახლში რო ვარ ვალაგებ უკვე დალაგებულს და ა.შ

Posted by: Fluminense 17 Oct 2019, 15:12
makmanus
დატვირთვასთან არ მაქვს პრობლემა, ზოგადად არ მაქვს თავისუფალი დრო. მაგრამ ესეთი განცდა მაქვს რომ წამალი თუ არ დავლიე რაღაც მოხდება, ან უარესად გავხდები. რეალურად უარესად არ ვარ უკეთესად ვარ. შარშან ზამთარში მქონდა ყველაზე რთული პერიოდი ამიტომ ვარ ასე შეშინებული იგივე არ მინდა განმიმეორდეს

Posted by: tako44 17 Oct 2019, 23:17
Fluminense
არ იქნები უარესად და არც არაფერი მოხდება ცუდი. წამალი მხოლოდ მოცემულ მომენტში გიხსნის პანიკას, თორემ ეგ შენშია მაინც.
საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თან ბევრჯერ.
მე წინა კვირაში სასწაული შემოტევები მქონდა, თავსაც არ ვუტყდებოდი, მაგრამ ადაპტოლზე შევჯექი, რომ დავაკვირდი, არადა თითქოს არაფერი.
ჰოდა, ფეხით დავიწყე დილას სიარული, ლისის ტბას ვურტყამ ერთ ან ორ წრეს და მერე გავდივარ სამსახურში.
მიშველა ნაწილობრივ. ანუ ხმაური და ქუჩაში სიარული ვერ მიშველიდა. იქ სიმშვიდეა, თან ახლა რომ აცივდა, ნაკლები ხალხია უფრო და ეს მშველის მაგრად. თან ფიზიკურად რომ ვიღლები, ღამით გაცილებით უკეთ მძინავს. '
თუ გაქვს საშუალება, ფიზიკური აქტივობით დაიტვირთე თავი.
smile.gif
წარმატებას გისურვებ

Posted by: Schweiger 18 Oct 2019, 00:07
წამლის გარეშე დამარცხებული ნევროზი-აი ნამდვილი გამარჯვება ესაა.
წამალი ადუნებს, ტვინს თიშავს და ამიტომ აღარ გაქვთ სანერვიულო. კი მწვავე შემთხვევებში უნდა მიიღოთ ფსიქოტროპულები (ექიმის გამოწერილი).

ძილის მოწესრიგება, ჯანსაღი კვება და ცხოვრება, ვარჯიში-პირველი წამალია ნევროზის.

Posted by: nigo 27 Oct 2019, 08:05
სად დაიკარგეთ პანიკიორებო? biggrin.gif
რა ხდება ახალი.
მე უკვე გადამრია ორთვიანმა წოლამ და კიდევ თვენახევარი მაქვს წინ sad.gif

თან ნოემბერი,ვერ ვიტან.

Posted by: Artist 27 Oct 2019, 14:28
White_Shark
QUOTE
აბა სიცხე რატომ მაქვს ეხლა ?

სიცხე განკურნების პროცესის მაჩვენებელია, რომ ორგანიზმი იბრძვის და არაა იმუნიტეტ დაქვეითებული…
ცოტაც გაუძელი და ეგ "ლომკები" გაგივლის და წამალი აღარც დაგჭირდება მერე ისევ თუ არ შეაჩვიე თავს…

Posted by: nigo 27 Oct 2019, 15:35
აღარ მივაქციე ყურადღება ექიმების რჩევას.
გავედი გარეთ და დეპრესიულმა განწყობამაც გამიარა.
მაინც მტკივა და ბარემ ნორმალურად ვიცხოვრო.მომბეზრდა ამ ლირიკის სმა და გაბრუება.

Posted by: freeandhappy 28 Oct 2019, 16:37
nigo
QUOTE
სად დაიკარგეთ პანიკიორებო?


ფეისბუქზე ჯგუფია, და იქ

ისე მაინტერესებს თქვენგანაც, ფევარინს ვსვავდი ღამე მეოთხედს 50 მგ, ახლა ორი დღეა დავიწყე 25 მგ ანაფრანილის მიღება მეოთხედის.
რომელი უფრო ძლიერია, რაცხა წამლის შეცვლამ იცის ისევ გვერდითი მოვლენები?
* * *
Sean
QUOTE
რამდენად გჯერათ შფოთვების შიშების და აკვიატებების დამოუკიდებლად დამარცხების?

ჩემი აზრით ვერანაირი დიაზეპამი და ვალიუმი და ანტიდეპრესანტები ვერ გიშველის თუ შენი თავზე არ იმუშავე და არ დაარწმუნე,

ფსიქიატრზე უფრო ეფექტური ფსიქოლოგი მგონია მე ოღონდ კარგი და პროფესიონალების დეფიციტია საქართველოში

აბა ნებისმერ ფსიქიატრთან მისვლა და წამლებით გატენვა წლების მანძილზე ერთია, მერე სდიე დაზიანებულ სეროტონინებს ჩიყვებს და თირკმელებს

მე ჩემით შევამცირე და გადავაგდე ნელ-ნელა და რავი მშვენივრად ვარ ეჯრჯერობით მაინც, ძილით კი მძინავს და შფოტვებსაც ვუმკლავდები მეტნაკლებად

მე მჯერა უწამლოდ გადაგდების, ოღონდ, ოჯახში და გარემოში მშვიდად უნდა იყო ანუ არავინ მოქმედებდეს ნერვებზე, ძილი პირველ რიგში ვისაც მოწესრიგებული აქვს ის მართავს კიდეც შფოთვებს აი მე ვერ ვერევი, დავიწყე წამალი და ყველაზე დიდი აკვიატება რაც მაქვს არ მაქვს მადა და მყარი საკვების ყლაპვა მეშინია მგონია დავიხრძჩობი sad.gif

Posted by: Tengiz@@ 28 Oct 2019, 16:51
freeandhappy
QUOTE
ფეისბუქზე ჯგუფია, და იქ

დალინკე აბა ჯგუფი

Posted by: tekicho 28 Oct 2019, 16:51
QUOTE
ფეისბუქზე ჯგუფია, და იქ


ვაჰ, რა ჯგუფია? რატომ არ ვიცი? biggrin.gif

Posted by: Fluminense 28 Oct 2019, 17:09
freeandhappy
ძილზე უფრო დასვენება, მას შემდეგ რაც პანიკის სამყაროში შევაბიჯე ჩემი მოსვენება არ ყოფილა სულ ვშფოთავ. მშვიდ გონებაზე აზროვნება ბევრად უფრო მარტივია შფოთვისას კი ელემენტარული რაღაცა შეიძლება ვერ გადახარშო

Posted by: freeandhappy 28 Oct 2019, 17:12
Tengiz@@
keticho
https://www.facebook.com/groups/762251120874014/

bis.gif

Posted by: nigo 29 Oct 2019, 10:36
[b]freeandhappy[
ფევარინი მე ვერ ავიტანე,ერთ კვირასაც ვერ გავუძელი,რომ გამჯდარიყო.სუიციადულ აზრებს მიძლიერებდა.გვერდით მოვლენებში.
ჩემთვის ოპტიმალურია ტრიტიკო და ადეპი.
ფეისბუქზე არ მინდა,აქ ანონიმურობაა..იქ ვერ დავწერ თავისუფლად.

Posted by: freeandhappy 29 Oct 2019, 11:23
nigo
მე მგონია განწყობას გააჩნია როდის იწყებ, აი ანაფრანილი დავიწყე და რავიცი.....კატასტროფულად ვარ. იქ არავის არ გვიტყდება დახურული ჯგუფია















Posted by: N.D 29 Oct 2019, 12:05
QUOTE (freeandhappy @ 29 Oct 2019, 11:23 )
nigo
მე მგონია განწყობას გააჩნია როდის იწყებ, აი ანაფრანილი დავიწყე და რავიცი.....კატასტროფულად ვარ. იქ არავის არ გვიტყდება დახურული ჯგუფია

ანაფრანილი ძალიან კარგი წამალია, ბოლოს მან გამომიყვანა მდგომარეობიდან, უბრალოდ თავიდან ცოტა ცუდად მხიდა მეც გვერდით მოვლენები მაგრამ მალე გაივლის და დაისვენებ..

Posted by: White_Shark 29 Oct 2019, 12:19
სად გააქრეს ანაფრანილი რა უბედურებაა??
როგორ შოულობთ თქვენ ?

Posted by: CORONER 29 Oct 2019, 13:29
თვითმკურნალობას ვეწევი 1 თვეა, გრანდაქსინის დალევა დავიწყე, შედეგი არის ის რომ გარეთ გასვლას ვახერხებ, მაინც ცუდად ვარ მაგრამ აი მომაკვდავიც გავდივარ ხოლმე ძალით
თუ იცით რამდენი ხანი შეიძლება ამის დალევა, და რომ დავანებო თავი რა მოხდება?
ვიცი ცუდია ექიმის გარეშე წამლის დალევა, მაგრამ ერთთან რომ მივალ მერე ბევრი გამოკვლევა დამჭირდება და არც ნერვი მაქ და არც ფული.
სიკვდილზეც თანახმა ვარ ოღონდ ეს პანიკური აშლილობა მორჩეს. ცუდად ყოფნას მირჩევნია არ ვიყო საერთოდ, დავიღალე ბლიად!!

Posted by: lione 30 Oct 2019, 12:09
გამარჯობათ მეგობრებო. ახალი ვარ ფორუმზე. იქნებ ვინმეს ჰქონდა ჩემნაირი სიმპტომები და რჩევით დამეხმაროს, ძალიან მადლობელი დაგრჩებით

მაქვს შიშები საზოგადოებაში გასვლის. ცუდად ვხდები ხალხის გვერდით რომ მიწევს ყოფნა,გვერდზე დაჯდომა მარშუტკაში... გული ცუდად მიხდება ვეღარ ვსუნთქავ
სახლშიც მოუსვენრად ვარ ასე მგონია გავგიჟდები ესე თუ გაგრძელდა
ვსვამდი სოლიანს და ცოტა უკეთ ვიყავი, ახალმა ექიმმა სოლიანი მომიხსნა და რისპაქსოლი დამინიშნა რომელიც საერთოდ არ მშველის. უფროდაუფრო ცუდად ვხდები რაც დრო გადის. სამსახურსაც თავი დავანებე დროებით

Posted by: kushadika 2 Nov 2019, 02:17
გამარჯობა, მგონი სწორად მოვხვდი ვინმეს ყოფილხართ ისე რომ ხართ რომ ცხოვრება არ გიხარია და უცებ გაგიელვებს აზრი რომ ეხლა თAვს მოვიკლავ და მერე ისე ვპანიკდები ისე მეშინა ამ აზრების ისეთი რეალურია ხოლმე რომ ძAლიან მეშინია და ვიწყებ ტირილს..... მითხარით რომ მარტო მე არ ვარ ესეთი sad.gif(((

Posted by: Fluminense 2 Nov 2019, 12:19
kushadika
შენ არ ხარ მარტო. მეც ეგრე ვპანიკდებოდი ადრე მაგ თემაზე და მერე ვივხდი რომ აზრი არ აქვს ცხოვრების აზრის ძიებას და დავიკიდე

Posted by: xuzain 2 Nov 2019, 18:35
QUOTE (lione @ 30 Oct 2019, 12:09 )
გამარჯობათ მეგობრებო. ახალი ვარ ფორუმზე. იქნებ ვინმეს ჰქონდა ჩემნაირი სიმპტომები და რჩევით დამეხმაროს, ძალიან მადლობელი დაგრჩებით

მაქვს შიშები საზოგადოებაში გასვლის. ცუდად ვხდები ხალხის გვერდით რომ მიწევს ყოფნა,გვერდზე დაჯდომა მარშუტკაში... გული ცუდად მიხდება ვეღარ ვსუნთქავ
სახლშიც მოუსვენრად ვარ ასე მგონია გავგიჟდები ესე თუ გაგრძელდა
ვსვამდი სოლიანს და ცოტა უკეთ ვიყავი, ახალმა ექიმმა სოლიანი მომიხსნა და რისპაქსოლი დამინიშნა რომელიც საერთოდ არ მშველის. უფროდაუფრო ცუდად ვხდები რაც დრო გადის. სამსახურსაც თავი დავანებე დროებით

მიჩვეული ხარ ყველა ადამიანს ამომწურავად გაცე პასუხები ყველა კითხვაზე და ადამიანებთან ურთიერთობას აძალებ თავს. შეგიძლია ისე იარო მთელი დღე არავის არ დაელაპარაკო და იგნორირება გაუკეთო ყველას. ასევე ადამიანების მიმართ ნდობა გაქ დაკარგული, ყველას მიმართ.

Posted by: Sensation_O_ 3 Nov 2019, 21:43
მოგესალმებით, ვის რა გამოცდილება გაქვთ ფსიქოთერაპევტებთან? ვის მირჩევთ, კომპლექსური მკურნალობისთვის? ამჟამად ანტიდეპრესანტს და სედატივს ვსვამ, მაგრამ მინდა რომ ერთ თვეში ამოვიღო და ფსიქოთერაპიას მივმართო, ნათია ფანჯიკიძესთან ვცდილობ ბოლო ერთი წელია მოვხვდე, მაგრამ მუდმივად დაკავებულია, თავს თუ არ იკლავ ვერ ჩაგწერთო :/ და სუიციმდამდე ჯერ არ ვარ მისული smile.gif

Posted by: დოჩანა 3 Nov 2019, 21:45
რა ბუმია ასეთ თემებში, ქვეყანა მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია აშკარად.

Posted by: Sensation_O_ 3 Nov 2019, 22:04
QUOTE (დოჩანა @ 3 Nov 2019, 21:45 )
რა ბუმია ასეთ თემებში, ქვეყანა მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია აშკარად.

სხვათაშორის, ძალიან მძიმე მდოგომარეობაა. დიდი ხანია ფსიქოთერაპევტი მჭირდება მაგრამ ვერ მოვაბი თავი და ეს ბოლო ორი კვირაა დამემრთა პანიკური შეტევები და შფოთვითი აშლილობა მძიმე ფორმით და მივედი ნერვოპათოლოგთან, წამლები რაც დამინიშნა, უცებ აღმოვაჩინე რომ ჩემს გარშემო 10 დან 9 ადამიანი სვამს თურმე sad.gif გავწევრიანდი რაღაც ჯგუფებში, აქა-იქ გავვიხედ გადმოვიხედე და მივხვდი მოსახლეობის 90 პროცენტი ამ დღეშია, ახალგაზრდები, პატარები, მოზარდები, დიდები, აი ყველა. და ცოტა შოკში ვარ! მეგონა მარტო მე დამემართა, რაღაცას ვიგონებ, ვაჭარბებ, მაგრამ ჩემი რა მოსატანია, ხალხი თურმე წლებია ამ დღეშია :/ და ცოტა შემეშინდა, აუცილებლად უნდა მივმართო კარგ ფსიქოთერპევტს რომ წამლებზე არ ვიყო დამოკიდებული და სანამ ძალიან ჩავეშვი ამოვიდე ამ მდგომარეობიდან. კარგი ფსიქოთერაპევტი კიდე არაა მარტივი საშოვნელი და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა sad.gif

Posted by: makmanus 3 Nov 2019, 23:10
Sensation_O_
მოინდომე და ფსიქოტერაპევტი შენი თავის შენ იქნები,უძნელესია ამის გააზრება მაგრამ მრწმუნე ასეა,გგონია რომ ვერ შეძლებ მაგრამ დამიჯერე შეძლებ

Posted by: G1nika 3 Nov 2019, 23:40
CORONER
QUOTE
თვითმკურნალობას ვეწევი 1 თვეა, გრანდაქსინის დალევა დავიწყე,

ეგ არ არის თვითმკურნალობა არანაირად.
QUOTE
რომ დავანებო თავი რა მოხდება?

არაფერი, საერთოდ არაფერი არმოხდება.
პირადი გამოცდილებიდან გეუბნები.
შეგეშინდება, წამოგივლის, მარა არაფერი არმოხდება საერთოდ და რაღაც პერიოდის მერე ეგეც გაგივლის.


kushadika
QUOTE
მითხარით რომ მარტო მე არ ვარ ესეთი

ვისაც გამოუვლია მსუბუქ თუ უარეს ფორმებში მსგავსი ფიქრები ყველას ქონია აბსოლიტურად.
ან სუიციდის ან გაგიჟების მაგვარი გაელვებები.
როცა გგონია რო ფიქრებს და გონებას ვეღარ აკონტროლებ.
საშინელებაა და ძნელია ვიცი, მარა დამიჯერე გადაივლის.

კაი ხანია ამ თემებისთვის არ გადამიხედავს და ეხლა რო თქვენ პოსტებს ვკითხულობ ჩემი თავი მახსენდება წელიწად ნახევრის წინ,
დაწყებით სტადიებში.
პირადი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ იმ ადამიანის ყველა პოსტს გადახედოთ ვინც ეს თემა გახსნა.
ძალიან მაგრად დამეხმარა მე პირადად.
დრო გავიდა და თითქმის ყველაფერი 99% ზუსტად ისე ახდა როგორც მაგ ადამიანმა დაწერა.
დიდი მადლობა თემის ავტორს !!!

პ.ს
დაიმახსოვრეთ, რო ამ დაავადებით არავინ არ მომკვდარა არასდროს.
პირიქით, კონკრეტულად პანიკის შეტევების დროს ორგანიზმი მაქსიმალურადაა გადარჩენის მოუდზე
ჩართული და არაფერი არ ემუქრება თქვენს სიცოცხლეს. (ეს იმათ ვისაც სიკვდილის შიში გაქვთ აკვიატებული)



* * *
და ერთს დავამატებდი კიდევ,
არანაირი ანტიდეპრესანტები და წამლები !!!
არ შველის, გონებას იტყუებთ.
დაიხმარეთ თუ გაწყნარებთ, კონტროლი ისწავლეთ მარა დაიმახსოვრეთ რო
ამ მდგომარეობიდან თქვენ გამოიყვანთ თქვენ თავებს და არა წამლები !!!

Posted by: tatia_aquarius 5 Nov 2019, 21:34
შფოთვაზე თემა არ არის და მაინტერესებს პანიკური აშლილობაა მხოლოდ შფოთვა? მესმის რომ პანიკური აშლილობის დროს შფოთვის დონე უმაღლესია მაგრამ არ შეიძლება ისე გქონდეს ცალკე შფოთვა და პანიკური აშლილობა არ გჭირდეს?

Posted by: sაlოmეa 5 Nov 2019, 21:54
tatia_aquarius
ცალკე შფოთვითი აშლილობაც არსებობს
პანიკურ შეტევას შფოთვის გარდა ბევრი სხვა სიმპტომების კომპლექსი აყალიბებს

Posted by: დოჩანა 5 Nov 2019, 22:21
მოწევას ვანებებ, უკვე 3 საათია არ მომიწევია და არც მინდება რაღაც კარგად განვეწყვე
იმედია პანიკები არ წამომივლის მერე და მერე უსიგარეტობის გამო

Posted by: tazo1981 8 Nov 2019, 09:58
პრევედ პანიკიორებს smile.gif ერთადერთი მიზეზი იმისა,რატომაც შემოვდივარ აქ,არის ის,რომ მინდა ყველა ის ადამიანი ვანუგეშო ვინც ამ მდგომარეობით იტანჯება. მეგობრებო მინდა გითხრათ,რომ თქვენ არ ხართ არც დაავადებულები,არც ფსიქიურად მოშლილები და არც გიჟები )) ეს არის დროებითი მდგომარეობა გამომდინარე გარკვეული ანდა გაურკვეველი სტრესული ფონიდან გამომდინარე და დამოკიდებულია იმაზე რამდენად ძლიერი ფსიქიკა გაქვთ და ასევე იმაზე თუ რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ მართოთ საკუთარი თავი. კატაბალახას გარდა არ მიმიღია არანაირი მედიკამენტი და წელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა,რომ სრულიად დავამარცხე. ნერვული სისტემა არაა ჭრილობა რომ მესამე დღეს შეხორცდეს და ამას დრო ჭირდება. ნუ ხართ პესიმისტები, ნუ ჩაიკეტებით და პირიქით დააძალეთ საკუთარ თავს ის, რაზეც ყველაზე მეტად არ უნდა ( მაგალითად გარეთ გასვლა) ☺ . ტვინი ამ დროს მარტივად რომ ვთქვათ გადის განახლების და რეაბილიტაციის ეტაპს, თვითონ დაალაგებს ყველაფერს და პირიქით- თავიდან დაიბადებით და მიიღებთ ცხოვრებისგან ორმაგად მეტ სიამოვნებას ვიდრე მანამ. ყველას წარმატებებს გისურვებთ .

Posted by: Fluminense 8 Nov 2019, 10:25
პანიკა დამარცხებულია რახანია, ახლა შფოთვა დამრჩა

Posted by: A kingdom of dreams 8 Nov 2019, 16:20
მოკლედ, მეც მოვედი აქ და მჭირდება თქვენი რჩევები.

ბოლო 6 თვეა შევიცვალე სამსახური და მიწევს უფრო დიდ დისტანციაზე მგზავრობა სამარშრუტო ტაქსებით, ვიდრე ბოლო 3 წლის განმავლობაში, 6 თვის წინ გადაადგილებისთვის მუდმივად მეტროს ვიყენებდი და ნუ მეტნაკლებად კომფორტულად ვიყავი.
ბოლო პერიოდში დამეწყო ასეთი შეგრძნებები, შუა გზაში საშინლად მცხელა, გული მიჩქარდება, მუცელში უსიამოვნო შეგრძნებები მაქვს და მგონია რომ გული წამივა. პირველი ასეთი შეტევის დროს დავაბრალე საკვებს და დიარეას, შემდეგ თვეში ერთხელ მემართებოდა, ახლა კიდევ ბოლო კვირაში თითქმის ყოველ დღე. როგორც კი სამარშრუტოდან ჩამოვალ, ჰაერზე გავივლი ან ტაქსიში გადავჯდები, სადღაც 20-30 წუთში ეს სიმპტომები მიქრება. მსგავსი რამ არასოდეს დამმართნია სახლში ან სამსახურში.
ვერ ვხვდები რა არის, შფოთვა, პანიკური შეტევები თუ რა, მაგრამ ამ შემთხვევების პარალელურად ბოლო ერთი წელი ისე გავატარე, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ გამიკეთებია. ვერაფერზე ვკონცენტრირდები, ვეღარც ვსწავლობ, ვეღარც ვკითხულობ, მეხსიერება ისე გამიუარესდა და ისეთი მარტივი რაღაცები აღარ მახსოვს, უკვე მეწყება ფიქრები რომ ვერაფერს შევქმნი ცხოვრებაში. მთელი ჩემი ცხოვრებაა ვკითხულობდი, ვსწავლობდი და რა? მაინც აღარაფერი მახსოვს.

სამსახურზე მაინც დავამატებ, ბოლო 6 თვე რაც ახალი სამსახური მაქვს, ვარ ბევრად უფრო მშვიდ გარემოში, ჯანსაღი აზროვნების მქონე ხალხში და სამსახურის მხრივ თითქმის აღარ მაქვს სტრესი, არადა მანამდე ყველა ჩემი წინა სამსახური ისეთი სტრესული იყო, მუშაობის გარდა ცხოვრებას ნაკლებად ვახერხებდი ხოლმე. ამის მიუხედავად, ახალ სამსახურშიც ნებისმიერ ახალ თასქზე, რომელზე 10ჯერ და 100ჯერ რთულს წინა სამსახურებში მთელი მონდომებით ვებრძოდი ხოლმე, ახლა ბოლო წამამდე ვწელავ, ვერ ვუდებ გულს რომ ბოლომდე ჩემებურად გამოვიკვლიო. არადა ანაზღაურებაც ორჯერ მეტი მაქვს და საქმეც ორჯერ უფრო საინტერესო. ჩემი უფროსი ვერ ამჩნევს ამას და საბოლოო ჯამში მაინც კარგი ხარისხით ვასრულებ ჩემ საქმეს, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ეს არაა ჩემი მაქსიმუმი და სრულიად დაშტერებული ვარ ჩემი ამ მდგომარეობით.

წინასწარ მადლობა ყველას, ვინც გამომეხმაურებით და არ დაგეზარებათ ჩემი პრობლემების წაკითხვა. იმდენად უჩვეულოა ჩემ ირგვლის მყოფი ხალხისთვის ჩემი ეს მდგომარეობა, მათი რჩევები დიეტით და მართვის მოწმობის აღებით შემოიფარგლება და ეს კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებს და იწვევს გაუცხოების შეგრძნებას.

Posted by: freeandhappy 8 Nov 2019, 18:14
A kingdom of dreams
სადაც მუშაობ მოგწონს? სიხარულით მიდიხარ?
ა ჩავიკითხე, მაშინ მოდუნების პერიოდში სტრესის მერე იცის ამოხეთქვა, ეცადე ძილი მოიწესრიგო და გადაგივლის. როცა დუნდები მაშინ უფროა ნევროლოგიური პრობლემები

Posted by: G1nika 11 Nov 2019, 11:55
A kingdom of dreams
კლასიკაა ეხლა შენ რა სიმპტომებიც აღწერე.
რა მაინტერესებს, მაგ შემოტევების დაწყებამდე რაზე ფიქრობ ხოლმე გაიხსენე.
ზუსტად ანალოგიური მჭირდა, აი ზუსტად.
ჩემშემთხვევაში ის წარმოდგენებიც ემატებოდა რო თითქოს სუნთქვა მიძნელდებოდა.

პ.ს მაგ დროს დააკვირდი, ოფლიანდები ხოლმე?!
ანუ ხელის გულები, თითები.

Posted by: stylee 11 Nov 2019, 16:17
A kingdom of dreams

მეც მიძნელდება სუნთქვა მანდ, სხვა სიმპტომები არ მაქ. მიძნელდება კი არა, ისეთი უჰაერობაა ხოლმე მანდ, ხალხით რო იძეძგება, შეიძლება გულის შეტევა მიიღო. 2-3 ჯერ ზედიზედ აი ასე ნახევრად გაგუდულმა რო ვიმგზავრე და ცოცხალმკვდარი მივედი დანიშნულების ადგილას, იმის მერე შორ მანძილებზე მე მაგით აღარ დავდივარ.
ასე რომ უჟანგბადობის ბრალია ეგ ყველაფერი. სისტემატურად რო მეორდება მერე თავის ტვინის საჭირო რაოდენობის ჟანგბადით მომარაგების პრობლემა, ტვინი იწყებს შიმშილს, ვეღარ მუშაობს კარგად, მეხსიერება ქვეითდება და ა.შ.
გულსაც მაგრად ერხევა მაგ უჰაერობის დროს, მითუმეტეს თუ ემოციური ხარ. თქვენ სუფთა ჰაერს ნუ ეხუმრებით, ადამიანის ჯანმრთელობა კვებაზე მეტად მაგაზეა დამოკიდებული

Posted by: A kingdom of dreams 11 Nov 2019, 17:14
QUOTE (G1nika @ 11 Nov 2019, 11:55 )
A kingdom of dreams
კლასიკაა ეხლა შენ რა სიმპტომებიც აღწერე.
რა მაინტერესებს, მაგ შემოტევების დაწყებამდე რაზე ფიქრობ ხოლმე გაიხსენე.
ზუსტად ანალოგიური მჭირდა, აი ზუსტად.
ჩემშემთხვევაში ის წარმოდგენებიც ემატებოდა რო თითქოს სუნთქვა მიძნელდებოდა.

პ.ს მაგ დროს დააკვირდი, ოფლიანდები ხოლმე?!
ანუ ხელის გულები, თითები.

არაფერზე განსაკუთრებულზე, დილას ძალიან პოზიტიურ განწყობაზეც რომ გამოვსულვარ, მაშინაც დამმართნია. კი კი, აი ცივმა ოფლმა დამასხაო რომ ამბობენ, მსგავსი შეგრძნება მაქვს. სუნთქვა არ მიძნელდება, მოულოდნელად გულის აჩქარებით მეწყება.
კიდევ ერთი დამემატა ამ დღეებში, ბოლოს მეგობართან შეხვედრისას. 6 თვე არ მყავდა ნანახი და უბედნიერესი ვიყავი რომ შევხვდით, დეითის მსგავსი რამ იყო, ჰოდა სახლში რომ მივყავდი და მანქანაში ჩავსხედით, უცებ დამეწყო ეს სიმპტომები, სრულიად მშვიდ, წყნარ და სასიამოვნო გარემოში. მალევე გადამიარა, მაგრამ ერთი სული მქონდა სახლში მივეყვანე, დამშვიდობებაც კი ვერ მოვახერხე ნორმალურად, უკვე ისე ვნერვიულობდი და ავვარდი სახლში. სახლის კარს შევაღებ თუ არა, უკვე ყველაფერი მეხსნება და ვიწყებ ნერვიულობას იმაზე, უკევ რამდენ კარგ მომენტს მიფუჭებს ეს სიდებილე შიშები. sad.gif((

უკვე ვეღარ ვხვდები რა იწვევს, მთლად სამარშრუტოს უჰაერობის ბრალიც აღარ გამოდის help.gif

Posted by: G1nika 11 Nov 2019, 19:17
A kingdom of dreams
QUOTE
კარს შევაღებ თუ არა, უკვე ყველაფერი მეხსნება

ეს რა კარგი რაღაც დაწერე შენ ხო არიცი, გილოცავ მაშინ.
არაფერი სერიოზული არ გჭირს, მარა სანამ მაგას საბოოლოდ გაიზარებ ცოტა ომების გადატანა მოგიწევს შენ თავთან.
ხო, გინდა არგინდა, აუცილებელია რა რო საბოლოოდ დარწმუნდე.

1) სისხლის საერთო აიღე აუცილებლად
2) მაგ საერთოსთან ერთად ტიესეიჩ (ჩიყვი) შეიმოწმე (50 ლარამდე დაჯდება 2ივე ერთად)
3) გულზე 1კონსულტაცია გინდა და ჰოტლერის აპარატზეც შეემოწმები.

ყველა ვარიანტში მოსაშორებელი გაქვს ეგენი რაც ჩამოგიწერე.
დარწმუნებული ვარ 99% ყველა ფიზიკური გამოირიცხება და მერე გეტყვიან ნევროლოგიო, ფსიქოლოგიო (სტრესიო, ნევროზიო, ისაო,ესაო ანტიდეპრესანტებიო)
აი მაქედან უკვე დაგეხმარები, არაა პრობლემაა.
ვიცი რა საზიზღრობაცაა და ისიც ვიცი რო ხალხს გონია რო ესმით, ყველაფერს ნევროზს რო ეძახიან და არაა მასე.
მოკლედ, იქ რაც ჩამოგიწერე შემოწმდი და ყველაფერი რო წესრიგში გექნება მომწერე თუგინდა, არმეზარება.

პ.ს
იმ ანალიზების პასუხების მერე შენთვითონაც დაწყნარდები ცოტას და მიხვდები რო არაფერი არგჭირს.
პროსტა აუცილებელია შემოწმება და თან გჭირდება რო ექიმისგანაც მოისმინო რო ყველაფერი წესრიგში გაქვს.


Posted by: A kingdom of dreams 12 Nov 2019, 16:22
QUOTE (G1nika @ 11 Nov 2019, 19:17 )
A kingdom of dreams
QUOTE
კარს შევაღებ თუ არა, უკვე ყველაფერი მეხსნება

ეს რა კარგი რაღაც დაწერე შენ ხო არიცი, გილოცავ მაშინ.
არაფერი სერიოზული არ გჭირს, მარა სანამ მაგას საბოოლოდ გაიზარებ ცოტა ომების გადატანა მოგიწევს შენ თავთან.
ხო, გინდა არგინდა, აუცილებელია რა რო საბოლოოდ დარწმუნდე.

1) სისხლის საერთო აიღე აუცილებლად
2) მაგ საერთოსთან ერთად ტიესეიჩ (ჩიყვი) შეიმოწმე (50 ლარამდე დაჯდება 2ივე ერთად)
3) გულზე 1კონსულტაცია გინდა და ჰოტლერის აპარატზეც შეემოწმები.

ყველა ვარიანტში მოსაშორებელი გაქვს ეგენი რაც ჩამოგიწერე.
დარწმუნებული ვარ 99% ყველა ფიზიკური გამოირიცხება და მერე გეტყვიან ნევროლოგიო, ფსიქოლოგიო (სტრესიო, ნევროზიო, ისაო,ესაო ანტიდეპრესანტებიო)
აი მაქედან უკვე დაგეხმარები, არაა პრობლემაა.
ვიცი რა საზიზღრობაცაა და ისიც ვიცი რო ხალხს გონია რო ესმით, ყველაფერს ნევროზს რო ეძახიან და არაა მასე.
მოკლედ, იქ რაც ჩამოგიწერე შემოწმდი და ყველაფერი რო წესრიგში გექნება მომწერე თუგინდა, არმეზარება.

პ.ს
იმ ანალიზების პასუხების მერე შენთვითონაც დაწყნარდები ცოტას და მიხვდები რო არაფერი არგჭირს.
პროსტა აუცილებელია შემოწმება და თან გჭირდება რო ექიმისგანაც მოისმინო რო ყველაფერი წესრიგში გაქვს.

აუ, ძალიან დიდი მადლობა. დაზღვევას ველოდები და აუცილებლად გადავიკონტროლებ მაგ ყველაფერს. ცოტათი ის მაშინებს, რომ მრავალკვანძოვანი ჩიყვი მაქვს, დინამიკაში ვაკვირდებით და არ გაზრდილა ბოლო 1 წელია, ანალიზებიც ყოველთვის ნორმაში მქონდა, ბიოფსიაც გაკეთებული მაქვს და კოლოიდური კვანძებია, ამიტომ არანაირ მკურნალობას არ მინიშნავდნენ მაგაზე.
ახლა წინა გამოვკლევებიდან 6 თვე უკვე გავიდა და ისევ გადავაკონტროლებ, დიდი იმედი მაქვს რომ მაგ მხრივ არ გამიუარესდა მდგომარეობა.

წინასწარ აღარ ვინერვიულებ და გამოკვლევების შედეგების შემდეგ მოგწერ აუცილებლად, უღრმესი მადლობა! <3

Posted by: G1nika 12 Nov 2019, 20:55
A kingdom of dreams
QUOTE
წინასწარ აღარ ვინერვიულებ და გამოკვლევების შედეგების შემდეგ მოგწერ აუცილებლად, უღრმესი მადლობა! <3

არაფრის რა მადლობა.
წარმატებები !

Posted by: Don Tera 12 Nov 2019, 21:17
გამარჯობა იქნებ დამეხმაროს ვინმე?


ნარკოლოგმა გაგივლისო მაგრამ რაღაც არ მივლის.


ბოლო 5 წელი ფხიზელი არ ვყოფილვარ, ხოლო ბოლო 1.5 წელი კი მოვიხმარდი სუბოტექსი, სუბოქსონი დღეში 4-8მგ ოდენობით.

ვიწექი ნარკოლოგიურში 2 კვირით გადავაგდე ე.წ "ლომკა" და გამომწერეს.


ვერ მოვერგე ვერაფერს რაღაცნაირად ვარ. შიშები არ მაქვს მაგრამ რაღაც მაგდაგვარი აშლილობა მჭირს რამდენ ხანში გამივლის?


დამინიშნეს. დილით უზმოზე დულოდეთი, დღეში 3 ჯერ ფენიბუტი და დღეში 2 ჯერ დეფაქინ ქრომო 500მგ

და ძილის წინ კოშმარების წამალი ტიწერცინი.

ძილი მაინც არ მაქვს 4-6 საათი მაქს ისიც თუ ჩამეძინა.

რამდენ ხანში გავხდები ნორმალურად?



help.gif

Posted by: Agonist 12 Nov 2019, 21:57
Don Tera
5წელი ფხიზელი როარიქნები აბა რასუნდა მოერგო ასე უცებ. ფიზიკურ სამუშაოს მიეძალე ყურადღებასაც რო გადაგატანინებს და ფიზიკურადაც რო დაგაგდებს დაღლილობა

Posted by: Don Tera 12 Nov 2019, 22:21
QUOTE
ფიზიკურ სამუშაოს მიეძალე ყურადღებასაც რო გადაგატანინებს და ფიზიკურადაც რო დაგაგდებს დაღლილობა



ხუმრობ? სულ მოთენთილი ვარ ძირს საზამთრო რომ იდოს შეიძლება მაგიდაზე ვერ დავდო. რა ფიზიკური სამუშაო user.gif

Posted by: CORONER 13 Nov 2019, 01:46
QUOTE
CORONER
QUOTE
თვითმკურნალობას ვეწევი 1 თვეა, გრანდაქსინის დალევა დავიწყე,

ეგ არ არის თვითმკურნალობა არანაირად.
QUOTE
რომ დავანებო თავი რა მოხდება?

არაფერი, საერთოდ არაფერი არმოხდება.
პირადი გამოცდილებიდან გეუბნები.
შეგეშინდება, წამოგივლის, მარა არაფერი არმოხდება საერთოდ და რაღაც პერიოდის მერე ეგეც გაგივლის.

თვითმკურნალობაში ის ვიგულისხმე რომ ჩემით დავინიშნე წამალი , ექიმის გარეშე

სამი კვირაა ვსვავ და დამეწყო ისევ, ასე რომ, დაანებებ თავს თუ არ დაანებებ აზრი არ აქვს ჩემს შემთხვევაში


Posted by: thug 13 Nov 2019, 06:59
Don Tera

ეცადე რაც შეიძლება ნაკლები ან საერთოდ არ დალიო წამლები
არანაკლები ნარკოტიკია ეგენი და 1 დან მეორეზე გადასვლას რა აზრი აქვს? მერე მაგეების გადაგდებზე უნდა იტანჯო


Posted by: Don Tera 13 Nov 2019, 11:20
thug

ტვინის მკვებავებია არაფერი განსაკუთრებული, არც ფსიქოტროპულები არაა.


თუმცა კი 1 კვირა დავლევ კიდევ და მერე შევეშვები user.gif


მაგათ გარეშე ალბათ ვაფშე გავგიჟდებოდი yes.gif

Posted by: Sensation_O_ 14 Nov 2019, 13:07
QUOTE (Don Tera @ 12 Nov 2019, 21:17 )
გამარჯობა იქნებ დამეხმაროს ვინმე?


ნარკოლოგმა გაგივლისო მაგრამ რაღაც არ მივლის.


ბოლო 5 წელი ფხიზელი არ ვყოფილვარ, ხოლო ბოლო 1.5 წელი კი მოვიხმარდი სუბოტექსი, სუბოქსონი დღეში 4-8მგ ოდენობით.

ვიწექი ნარკოლოგიურში 2 კვირით გადავაგდე ე.წ "ლომკა" და გამომწერეს.


ვერ მოვერგე ვერაფერს რაღაცნაირად ვარ. შიშები არ მაქვს მაგრამ რაღაც მაგდაგვარი აშლილობა მჭირს რამდენ ხანში გამივლის?


დამინიშნეს. დილით უზმოზე დულოდეთი, დღეში 3 ჯერ ფენიბუტი და დღეში 2 ჯერ დეფაქინ ქრომო 500მგ

და ძილის წინ კოშმარების წამალი ტიწერცინი.

ძილი მაინც არ მაქვს 4-6 საათი მაქს ისიც თუ ჩამეძინა.

რამდენ ხანში გავხდები ნორმალურად?



help.gif

კეტილეპტი ცადე 200 იანი, ჯერ ნახევარი მერე მთლიანი, დაძინებამდე ერთი საათით ადრე. ერთი თვე მაინც ჭირდება რომ წამლებმა ცოტა აზრზე მოგიყვანოს, მოთენთილობა გექნება და შიძლება მთელი დღე არ გინდოდეს საწოლიდან ადგომა, მაგრამ ნორმალურია, სახლში თუ იქნები ეგ პერიოდი და ტელეფონსაც გამორთავ რომ შემთხვევით ვინმემ გარეთ არ გაგიტყუოს და არ წაგცდეს ხელი რამეზე კარგი იქნება. ფიზიკურად ცოტა რომ მოძლიერდები აუცლიებლად ცურვაზე მიდი. ასევე გირჩევ კამარაში მიხვიდე უფასო წრეები აქვთ, ფსიქოლოგთან მიდი ერთხელ კონსულტაციაზე მერე წრეებზეც ივლი, ფსიქოლოგის ჩართულობაც გჭირდება აუცილებლად რამდენჯერაც ფიქრები წამოვა მატო ვერ მოერევი. არაა ადვილი. თუ გააზრებული გაქვს მთლიანად და მზად ხარ მაგ ყველაფრისთვის შეძლებ, დიდი ნებისყოფა გჭირდება. წარმატებები love.gif love.gif love.gif
* * *
და კიდევ ერთ კვირაში არავითარ შემთხვევაში არ დაანებო თავი მინიმუმ 3 თვე უნდა სვა ეგ წამლები სქემის მიხედვით, მერე ნელ-ნელა დააკლო და ამოიღო, შენ ისეთი მძიმე ნარკოტიკებისგან უნდა ამოხვიდე, რომ ეგ წამლები არაფერი არაა და მაგის გარეშე ვერ შეძლებ. აუცილებლად გააგრძელე მკურნალობა, აუცილებლად!!

Posted by: Don Tera 15 Nov 2019, 14:32
Sensation_O_


ეხლა ვნახე მესიჯი მადლობა პასუხისთVის ცოტა უკეთ ვარ. არაფერს არ ვეკარები გამორიცხულია რამეს გავეკარო, მოტოციკლეტი დამეხმარა ძAან ვიარე რამდენინე დღE და ცოტა მომიხსნა. ოდნავ კიდევ რო გამოვკეთდები შEვალ ცურვაზეც მადლობა

Posted by: Solo999 16 Nov 2019, 20:23
გამარჯობათ ახალი ვარ ფორუმზე, რა დამარეგისტრირებდა აქ თუ არა პანიკური და შფოთვითი აშლილობა, მე ავიკიდე გულის ტკივილის შიში სულ მგონია რო გულზე მაქვს პრობლემა, მიუხედავათ იმისა რომ ყველა გამოკვლევა მაქვს გაკეთებული + კატე კორონოგრაფია და ვაფშე სუფთა ვარ მაინც მეშინია ეს შეგრძნებები მარცზენა მხარეს მახსენებს თავს ხშირად, ხან ჩხვლეტა ჭვალი, ხან რაღაც დიაკომფორტი მარტო ვარ ამ შეგრძნებასთან თუ ვინმეს ქონია

Posted by: Sean 18 Nov 2019, 18:32
ფსქიოტროპულების ხანგრძლივმა მიღებამ ან ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს მაშინ როცა გულით პრაქტიკულად ჯანმრთელი ხარო

რამდენად მართალია თუ გსმენიათ ვინმეს ამაზე

Posted by: Solo999 18 Nov 2019, 19:30
შეუძლებელია, გულით ჯანმრთელი ადამიანი უეცრად ვერ გადაიცვლება გულით. სტრესი ზოგადად არ არის კარგი მაგრამ ეგ ადრეულ ასაკში ვერ იქნება გარდაცვალების მიზეზი.

Posted by: FDA 21 Nov 2019, 16:44
Solo999
ფბზე წავაწყდი ინფორმაციას რომ ეს უბრალო და იაფასიანი წამალი / სპაზმატონი/სპაზმალგონი/ საოცრებას ახდენს, მთელ ნერვულ სისტემას ძალინა მოკლე დროში აწესრიგებს და ვისაც ვურჩიე მანაც იგივე თქვა

სცადეთ და ერთმანეთს ურჩიეთ აქ ბევრი ვერ ნახავს

4 ლარი არც კი ღირს

რომ მოგიხდებათ მერე დაფოსტეთ

Posted by: Solo999 22 Nov 2019, 19:52
მადლობა ძმაო აუცილებლად ვცდი, და დავწერ როგორ მომიხდება.

Posted by: FDA 23 Nov 2019, 15:25
Don Tera
სცადე ეს, ძალინა კარგიაო

Solo999
ჯანმრთელობას გისურვებ, კი დაწერე, სხვასაც იმედი მიეცეს

Posted by: nigo 24 Nov 2019, 22:24
Don Tera
აქ იციან,რომ წამლების მომხრე ვარ და მილიონი წელია ანტიდეპრესანტებზე ვარ,თუ შფოთვა მომაწვა ბენზოებსაც მოვაყოლებ ხოლმე,ტიზერცინი ძილისთვის კატასტროფა წამალია,გადააგდე,მოეშვი.
ყველაზე კატასტროფულ პახმელიაზე უარესს დღეში გაგდებს მეორე დღეს .
მილიონი კარგი ძილის წამალია,საიდან ,რომელი ნაფტალინიდან ამოიღო ეს ასი წლის წინანდელი კოშმარი წამალი.

Posted by: White_Shark 24 Nov 2019, 23:13
რაღა დროს ტიზერცინია მართლა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: FDA 25 Nov 2019, 16:10
nigo
QUOTE
წამლების მომხრე ვარ და მილიონი წელია ანტიდეპრესანტებზე ვარ

გშველის მერე?
როგორც სამეცნიერო გამოკვლელები აჩვენებს ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებული ადამიანი უარესად ხდება, ეს არაერთგზის დაიწერა

Posted by: nigo 27 Nov 2019, 21:02
FDA
ჩემთვის აუცილებელია.
ანტიდეპრესანტები რომ არა,აქ კი ვერ დავპოსტავდი.დიდი ხნის წასული ვიქნებოდი სუიციდით.

Posted by: goodtrip 30 Nov 2019, 03:15
სალამი ყველა "პანიკიორს" ^.^ :დ
ახალი ვარ ამ თემაში მაგრამ გამოცდილი ^.^

Posted by: makmanus 30 Nov 2019, 10:02
goodtrip
დაწერე შენი გამოცდილება აბა,როგორ დაამარცხე და გაუმკლავდი

Posted by: goodtrip 30 Nov 2019, 18:37
დამარცხებული ახლაც არა უბრალოდ შემიმსუბაქდა და კონტროლი ვისწავლე რომ მეწყება დაუშვათ აღარვიციკლები და ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს ბუსპირონი დამეხმარა მაგრად ეხლა მარტო ღამით ვიღებ ძილის წინ ექიმის დანიშნულებით რათქმაუნდა მე მაგალითად გარკვეულ საათებში მეწყებოდა შუადღეზე ასე 3 ისკენ და ღამით უფრო ძლიერდებოდა 12 ის მერე ბუსპირონს ვიღებდი და მეხმარებოდა მერე ფსიქოლოგიურად მოვერიე ჩემს პანიკებს არუნდა ჩაიციკლო მაგაზე ეგა თუ შენით ვერახერხებ რათქმაუნდა მედიკამენტი უნდა დაიხმარო მაგრამ ეგეც არა ვარიანტი მიჩვევა იცის.შენითაც უნდა გაუმკლავდე მოკლედ ახლა წინსვლა მაქვს ამ ამბავში ზოგადად წლებია რაც მაწუხებს.ბოლო ორი წელი სტაბილურად ვარ და ახლა თითქმის აღარ მაქვს ხოლმე .ფსიქოლოგთან სიარულს ვურჩევ ყველას ვისაც აწუხებს პანიკური შეტევები და კიდე წამლები არმიიღოთ თქვენით ეგ ვარესია პირადი გამოცდილებიდან ვიცი makmanus

Posted by: NinjaRacer 1 Dec 2019, 02:19
ძალიან

ცუდია

როდესაც მუდმივად დაკარგული გაქვს უსაფრთხოების შეგრძნება.

დიდი
სტრესია ძალიან.

შეშინებულ ვირთხას ემსგავსები. user.gif

Posted by: zurieli 2 Dec 2019, 16:29
nigo
მეგობარო როგორ ხარ?
ძალიან დიდი ხანია აქ არარ შემომიხედავს, აზრი არ შემიცვლია რათქმაუნდა და არ გავსულვარ თემიდან სამუდამოდsmile.gif)
განვმეორდები და ვიტყვი რომ მდგომარეობა რასაც ქვია პანიკა, პანიკური აშლილობა, შფოთვა თუ რამდენი სახელიც არუნდა ქონდეს სრულად თანაც აბსოლუტური სისრულით დაძლევადია.
ეს მდგომარეობა რაღაც კუთხით კარგიცაა (ეგრევე ნუ დამცხებთ smile.gif ) ის ისეთ სიღრმეებში ჩაგახედებს ადამიანს რომელიც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს ცხოვრების მანძილზე.
რამდენადაც საშიშად გამოიყურება იმდენად უძლურია, მისი სიძლიერე ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, ვის როგორი მონსტრის წარმოდგენა შეუძლია, მისი საბოლოოდ გაქრობა ან გადაგდება შეუძლებელია რადგან საჭირო და აუცილებელი შეგრძნებაა სიცოცხლისათვის, მაგრამ მისგან მონსტრის შექმნა და მერე ამ მოჩვენებითი მონსტრისგან გაქცევა უკვე ის მდგომარეობაა რასაც აქ აღვწერთ ჩვენ ყველანი.
საკუთარ აზრებს ვერ გაექცევი, ვერც მის წარმოშობას გააკონტროლებ, როცა ცდილობ დაბლოკო რაღაცაზე ფიქრი მუდმივად ის გიდგას თვალწინ რის დაბლოკვასაც შეეცდები, მაგრამ აქ მომენტია ერთი საყურადღებო, ფიქრთან ერთად წარმოშობილი სიმპტომი რამდენად რეალურია? მართალია ხშირად ისე იწყება შფოთვა რომ თითქოს საერთოდ არ გიფიქრია ამ ყველაფერზე, მაგრამ ის ჩნდება სადღაციდან და მერე როცა კარგად შეგაშინებს ისევ ქრება, ამის ახსნა ჭირს ამ დროს, რადგან დაბნეული ხარ და არიცი ეს კიდევ რომ განმეორდეს გაუძლებ თუ ვერა.
ეს ჩაკეტილი წრეა და თითქოს ქაოსურიც, მაგრამ ლოგიკის პოვნა ადვილდება როდესაც საკუთარ თავს ჩახედავ, რომელიც მუდმივად უსმენს გულის ფეთქვას, აკონტროლებს სუნთქვას, ორიენტირებს და ცდლიობს შეამოწმოს მხედველობა რამდედან საღი და რეალურია, ანუ მუდმივ პროცესშია აზრი და შენ ცდილობ საკუთარი რეფლექსი მუდმივად აკონტროლო, ეს ხომ აბსურდია უკვე? რეფლექსის კონტროლი საზღვრების მიღმაა და ჩვენი ილუზია რომ მას გავაკონტროლებს აბსურდია სრული.
საიდან ჩნდება შეგრძნებები მაშინ? შეგრძნებებს იწვევს ტვინისგან წამოსული იმპულსებისაგან გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, ამ პროცესებს ჩვენვე ვუკეთებთ პროვოცირებას და შესაბამისად ტვინი იძლევა იმპულსებს რაც ცვლის თავის მხრივ ორგანიზმის მდგომარეობას, ეს მდგომარეობა ისევ იწვევს შიშს და შესაბამისად მძაფრდება შეგრძნება, ამით გვჯობნის აზრი ჩვენ, მაგრამ ეს ყველაფერი იგივეა რომ საკუთარმა ნახატმა შეგჭამოს რომელზეც ნიანგია გამოსახული.
ნუ ასაზრდოებთ ნიანგებს, ნურც მის ხატვას მიაწვებით დაჟინებით, ნელ ნელა გადადით სხვა რამეზე, ყვავილი ხედი ჩიტი, (ეს შედარებითია რათქმაუნდა აქ მხატვრობა არაფერ შუაშია smile.gif ) უბრალოდ ნუ ავსებთ ნეგატივით საკუთარ თავს.
თავიდან ძალიან რთულია გადართვა მაგრამ ნელ ნელა ეტაპობრივად ხომ შეიძლება თუნდაც ნიანგი კარგ პეიზაჟდე დახატო? smile.gif
ის მონსტრი რაც ასე დიდ შიშს იწვევს ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია და ერთ დღესაც ხვდები რომ ძალიან მუქი ფერების გამო შიშამდე მიხვდი ადამიანი, აქ არაფერია გასაბრაზებელი და არც დასამალი, პირიქით სააშკარაოზე გამოტანა ყველაზე დიდი ნაბიჯია, თქვა ის რომ შენ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდი და ელხა ნელ ნელა იწყებ მის დატოვებას.

პ.ს არვიცი რამდენად გასაგებად არის გადმოცემული აზრი მაგრამ ამ ყველაფრის შემოკლებული ახსნა ცოტა რთულია smile.gif)
წარმატებები ყველას და არ შეშინდეთ.

Posted by: makmanus 2 Dec 2019, 23:25
zurieli
ვფიქრობ ხშირად უნდა შემოხვიდე აქ,მე ვცდილობ მაქსიმალურად და გამომდის კიდეც მაგრამ ჯერ მაინც მაქ ცოტცოტა შიშები

Posted by: nigo 3 Dec 2019, 07:17
zurieli
დიდი მადლობა მოკითხვისთვის.

ორი წელია საშინელი ტკივილებით ვწვალობ.ოთხჯერ სტამბოლში ვიყავი,ექვსი თვე მეყო მხოლოდ და მაინც საოპერაციო გახდა.და დღე* დღეზე ველოდები.
აქაც ვწერდი,ჩემ დაავადებას პირდაპირ უწერია თანმხლები დეპრესია,ჰოდა ყველაფერი ჩვენს ტვინშია,როგორც შენ წერ.
იმდენად შემართული ვარ,რომ მოვრჩე და ნორმალური ცხოვრება დავიწყო,ერთხელაც არ შევუწუხებივარ დეპრესიას.ტვინს არ სცალია სადეპრესიოდ biggrin.gif

Posted by: zurieli 3 Dec 2019, 11:40
makmanus
QUOTE
ვფიქრობ ხშირად უნდა შემოხვიდე აქ,მე ვცდილობ მაქსიმალურად და გამომდის კიდეც მაგრამ ჯერ მაინც მაქ ცოტცოტა შიშები

მთავარი ისაა რომ ცდილობ, დანარჩენი დროის საკითხია, ამ მდგომარეობამდე მისვლას დრო ჭირდება და ასევეა უკუ პროცესიც, ერთბაშად შედეგი არასოდეს დგება.

nigo
QUOTE
დიდი მადლობა მოკითხვისთვის.

არაფრის, მიხარია კარგად რომ ხარ.
QUOTE
იმდენად შემართული ვარ,რომ მოვრჩე და ნორმალური ცხოვრება დავიწყო,ერთხელაც არ შევუწუხებივარ დეპრესიას.ტვინს არ სცალია სადეპრესიოდ

დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: MASU 6 Dec 2019, 00:46
nigo
ნიგო, როგორ გამეხარდა შენი ნახვა.
წლებია აქ არ შემომიხედავს.
ხომ ხარ კარგად?


. ახლობელი მყავს დეპრესიულად და მის წამლებს ვგუგლავდ და ეს თემა ამომიგდო.
თუ ფსიქოლოგი/ფსიქიატრი შემოდის აქ , თუ შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი წამლები ანტიპრესანტებია . საქმე იმაშია, როცა დეპრესია ეწყება, უკებს ჭამას, წყლის მიღებას, ეწყება უძილობა, ქოშინი, უჰაერობა, რაც ძირითადად მისი მთავარი პროლების - გულის- სისხლის განდევნის ფრაქცია აქვს დაბალი-მიზეზია. ჰოდა, კარდეოლოგმა, სტაბილურბა აქვს, გულის მხრივო;
ქვემოთ ჩამთვლილ წამლებს იღებს რამდენიმე წელია,დოზების ცვლილებებით.
ჰოდა, რჩევა რა მინდა გკითხოთ, კარგია ეს წამლები?
1. ვენლაქსორი1/4 აბი დილით და1/4 შუადღი

2, ორნოვინი:1 აბი დილით, 1- საღამოს
3. ფევარინი 1/2 აბი საღამოს



Posted by: snis 7 Dec 2019, 01:59
მანგრევს ეს პანიკური შიშები. ვგრძნობ შინაგანად როგორ ვიმსხვრევი ნელ ნელა..
ფუტლიარი ვარ ჩვეულებრივ.
ინდიფერენტული და ცარიელი გავხდი. თითქოს ნიღაბი ვარ რომლის უკანაც იმედგაცრუება და გულგრილობაა, სრული ნიჰილიზმია.
ყველაფრის ინტერესი ნული, ცხოვრების მუღამი ნული. არაფერი არ მახარებს და არაფერი აღარ მინდა.
სრული პიზდეცი მაქვს....
* * *
თან წლებია ესე ვარ და იმის გაცნობიერება რო ამდენი დრო დაიკარგა ეგ კიდე ცალკე ჭკუიდან მაყენებს და მშლის..
მკურნალობის სურვილიც კი არ მაქვს რო ვიცი უკან აღარ დაბრუნდება დრო და ანაზღაურდება დაკარგული.
ძაან მძიმე და აუტანელი შეგრძნებაა. თან ეს შეგრძნება მუდმივად შიგნიდან გრღნის და არ გასვენებს.
რამე რო აკეთო ხელს გიშლის კონცენტრაციასა და ყურადღების მობილიზაციაში.
რატოა ასე მოწყობილი ეს ცხოვრება და თან რო იძახიან მშვენიერიაო..
იმენა ჯოჯოხეთია ჩვეულებრივად.



Posted by: jjkk 7 Dec 2019, 11:29
QUOTE (snis @ 7 Dec 2019, 01:59 )
მანგრევს ეს პანიკური შიშები. ვგრძნობ შინაგანად როგორ ვიმსხვრევი ნელ ნელა..
ფუტლიარი ვარ ჩვეულებრივ.
ინდიფერენტული და ცარიელი გავხდი. თითქოს ნიღაბი ვარ რომლის უკანაც იმედგაცრუება და გულგრილობაა, სრული ნიჰილიზმია.
ყველაფრის ინტერესი ნული, ცხოვრების მუღამი ნული. არაფერი არ მახარებს და არაფერი აღარ მინდა.
სრული პიზდეცი მაქვს....
* * *
თან წლებია ესე ვარ და იმის გაცნობიერება რო ამდენი დრო დაიკარგა ეგ კიდე ცალკე ჭკუიდან მაყენებს და მშლის..
მკურნალობის სურვილიც კი არ მაქვს რო ვიცი უკან აღარ დაბრუნდება დრო და ანაზღაურდება დაკარგული.
ძაან მძიმე და აუტანელი შეგრძნებაა. თან ეს შეგრძნება მუდმივად შიგნიდან გრღნის და არ გასვენებს.
რამე რო აკეთო ხელს გიშლის კონცენტრაციასა და ყურადღების მობილიზაციაში.
რატოა ასე მოწყობილი ეს ცხოვრება და თან რო იძახიან მშვენიერიაო..
იმენა ჯოჯოხეთია ჩვეულებრივად.

ჩემი დღევანდელი მდგომარეობა აღწერე ზუსტად. მეზიზღება ჩემი თავი ასეთი, მინდა შევცვალო, მაგრამ არც ის ვიცი, როგორ, არც ძალები მაქვს მაგისთვის.
არადა ვუყურებ, ხალხი ცხოვრობს თავისი პატარა სიხარულებით და პრობლემებით. მე კიდევ ცხოვრება მენგრევა. არასწორად ვიცხოვრე. დრო ტყუილად დავკარგე რა. ნეტა არ გავჩენილიყავი.
* * *
თუმცა, მკურნალობა დავიწყე. ფსიქიატრს და ფსიქოლოგს მივაკითხე. ვნახოთ, იქნებ, იმედი გაჩნდეს. იქნებ მომავლისკენ გავიხედო.

Posted by: snis 7 Dec 2019, 13:25
jjkk
ჩვენთვითონ გამოგვაქვს განაჩენი ზოგჯერ ჩვენი თავისთვის. მაგრამ ზოგჯერ გარემოებები გვაიძულებს ვიყოთ ისე როგორც ვართ. მე დიდი წილად გარემოებებს ვაბრალებ ადამიანის ცუდად ყოფნა.
მაგალითად ვატყობ ჩემ თავს რო მარტოობა კი მიყვარს მაგრამ ასე განყენებულობაც მთლად კარგი არ არის. ვიღაც გეტყვის წადი მაშინ გაიჩინე მეგობრები და იურთიერთეო, ნუ ეგ ვიცი აქვს შეიძლება ბევრი კარგი მხარე მაგრამ ჩემთვის სადაც უფრო მეტი სიმყუდროვე და სიმშვიდეა ის მირჩევნია. ამიტომ ესეც გამორიცხულია. გრჩება ისევ მარტოობა და იზოლირება. ყოველგვარ მეგობრობას და ახლო ადამიანებს მოწყვეტა. სხვა ალტერნატივა არაა ამ სამყაროში. მე არც ერთი მინდა მაინც და მაინც და მეორე განსაკუთრებით არ მინდა (მეგობრები და აქტიური ურთიერთობები) მაგრამ გიწევს როგორღაც მოერგო იმას რაც შენთვის უფრო მისაღებია. (მარტოობა და იზოლირება) სამომავლო დაახლოებით ვიცი რაც მელოდება. ჯამრთელობის გაუარესება და ფსიქიური პრობლემების კიდე უფრო გაღრმავება. შეცვლით კიდე მე აღარ და ვეღარ შევიცვლები რაც ვარ სულ ვიქნები ასეთი სიცოცხლის ბოლომდე. აქ ერთი კარგი მხარე ისაა რომ სიბერემდე დიიიდი ალბათობით ვერ მივაღწევ და დიდხანს არ გაგრძელდება ეს ჯოჯოხეთი. ექიმთან მაშინ მივდივარ როცა ფიზიკური დისკომფორტია და მინდა გავთავისუფლდე. არც ჯამრთელს და არც ასეთი ფსიქიკით არ მაწყობს მე ეს სამყარო და ადამიანები. უარს ვამბობ ყველანაირ დახმარებაზე..
* * *
რეალსი ალბათ არც სენ გეტყობა რო მასე ხარ ჰო?
მე საერთოდ ვერ შემტყობ საერთოდ თუ რამე მაწუხებს.
სამსახურში მით უმეტეს სადაც არ ვიცი როგორ ვახერხებ საოცარ გარდასახვას და სრულიად სხვა ადამიანად ქცევას.
საოცრად მოქნილი, სხარტი და ენერგიული ვიჩითები
სახლში წამოვალ და მომენტალურად ვიძირები ცუდ ფიქრებში და მერე სულ ასე ვარ.

სამსახური და გასვლა რო მეგონა მიშველი, შევცდი. უფრო უარესი მიქნა ადამიანებთან იძულებულმა, სამსახურებრივმა კავშირმა.
კი არ გადამრთო, არამედ პირიქით, უფრო დამამძიმა.
წიგნში, სრულიად უწყინარი სცენა შეიძლება გახდეს პანიკური შეტევისა და დეპრესიის წყარო.
ფილმში ბევრი დიალოგი თუნდაც სიკვდილზე ან სხვა რამეზე რისი შიშებიც მაქვს მომენტალურად მგრუზავს
ეგრევე იმ პერსონაჟის ადგილას წარმოვიდგენ თავს და ვპანიკდები.

Posted by: jjkk 7 Dec 2019, 15:43
snis
კარგად აყალიბებ სათქმელს.
მეც ვცდილობ, არ შემეტყოს რეალში, მაგრამ ვამჩნევ, რომ სამსახურში შედეგებს ეტყობა უკვე. ხალხთან ურთიერთობაც სამსახურში ისეთი აღარ მაქვს. უღონოდ ვზივარ და ვარ ასე.
სახლში რომ მოვდივარ, ცოტა ვწყნარდები, მაგრამ რომ გამახსენდება, რომ ხვალ იგივე მელოდება, შიგნით რაღაც იშლება ნაწილებად.
მეც ნებისმიერმა სცენამ ან დიალოგმა შეიძლება დეპრესიაში ჩამაგდოს, ძალიან არასტაბილური ვარ. ფიქრებს მივყვები და გამოსავალს ვეღარ ვხედავ.
ჯერ რა იყო ჩემი ცხოვრება და ახლა სულ მთლად ჯოჯოხეთი გახდა.
თუ ფილმს ვუყურებ და იქ პერსონაჟს პრობლემა ექმნება, მეც თავს წარმოვიდგენ მის ადგილას და პანიკა მბოჭავს, მე რას ვიზამდი მის ადგილზე? ტყვიას დავიხლიდი. ტვინი იყინება და გარეთ გავრბივარ, სიგარეტის მოსაწევად. სხვას ვერაფერს ვაკეთებ.

Posted by: snis 7 Dec 2019, 17:59
.........................................................

Posted by: bigmaster 8 Dec 2019, 01:43
QUOTE (nigo @ 27 Nov 2019, 21:02 )
FDA
ჩემთვის აუცილებელია.
ანტიდეპრესანტები რომ არა,აქ კი ვერ დავპოსტავდი.დიდი ხნის წასული ვიქნებოდი სუიციდით.

რა ანტიდეპრესანტს სვამ? რა დოზებით?

Posted by: snis 12 Dec 2019, 23:21
ვერსად რო ვერ პოულ საშველს და დასაყრდენს. ფიქრობ, ფიქრობ და გგონია რაიმე ისეთი გამოკრთება ამ ფიქრში რო ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებს მდგომარეობას მაგრამ ისევ და ისევ ჭერს ურტყავ თავს. უფრო უარეს ფიქრებში და შეგრძნებებში ეფლობი. არც ფილოსოფიაშია ხსნა, არც ფსიქოლოგიურ ლექციაბსა თუ ნაშრომებში, არც მხატრულ ლიტერატურაში.. რამდენიც დავიწყე იმდენი უფრო მეტად დამაჭირა მაზოლზე და უფრო მტკივნეულად შემაგრძნობინა რეალობა.. გაჭედილი ხარ ამ აბსურდში და არ იცი რა უნდა ქნა საერთოდ. არსაით გზა არაა. ყველგან ჩიხია.. სრული უიმედობა... ჯოჯოხეთია და არ ვიცი სადამდე გავუძლებ...
* * *
ანტიდეპრესანტების და ზოგადად წამლების სმა არ მიყვარს. მეზარება საშინლად. ეს იქით იყოს და ალერგიული ვარ საერთოდ. უარეს დღეში მაგდებს ეს წამლები. ანტიდეპრესანტები და მსგავსი დამამშვიდებლები სახეს მაძრობს. რაღაც ძილის წამალი დავლიე იმის მაგივრად რო შვიდად დავეძინე, უაცრად ნერვულ სისტემაზე დამცხო და ძაან ცუდად გამხადა. მოშვებული ვიყავი მაგრამ იმდენად ფსიქიკაზე იმოქმედა რო ლამის გამაგიჟა. სახეზე წამუმახურა და ცივმა ოფლმა დამასხა...

Posted by: Choncxis mzera 13 Dec 2019, 01:04

Posted by: snis 13 Dec 2019, 01:19
თვენი მშურს რა ამ წამლებს რო იტანთ და გეხმარებათ მდგომარეობიდან გამოსვლაში.. საერთოდ ვერ მშველის. რამდენი ეგენი დ ვცადე ან კუჭლაწვს მიღიზიანებს, ან სხვა გვერდით მოვლენას მაძლევს მოკლედ ყველაფერს მიშვრება იმის გარდა რისთვისაც ვსვამ..
ბუნებრივი საშუალებები კიდე ვერ შველი როგორც ვატყობ.. არადა რა ღლეს უნდა ეტაკო არ ვიცი...
თან პლიუს გვერდით რო არავინ გყავს და ვერავის ეუბნები რა გიჭირს რა გაწუხებს და ცოტა შვებას იგრძნობ..
მარტოობისა და განდეგილობის ჯურღუმელებში ვარ ჩაკარგული..

* * *
ერთი ფორუმია სადაც დრო და დრო მიგროვდება და რო არ ვიცი სად წავიღო ისევ აქ მოვაშურებ და "ვალაგებ" სათქმელს..
არადა დავაკვირდი ამ ბოლო დროს ძაან მოვუხშირე ჩემთავთან საუბრები და კამათი...
facepalm.gif vis.gif
* * *
QUOTE
ვასწავლი დაკვრას ბავშვებს




ბავშვები.. vis.gif facepalm.gif

გაძლებას გისურვებ...

Posted by: Sean 22 Dec 2019, 13:17
სულ მაინტერესებს

ვინც მდგომარეობიდან ვერ გამოდის ამ ყველაფრის ბოლო რა არის თვითმკვლელობა, ძილში გაპარვა თუ რამე სხვა

საინტერესოა სტატისტიკურად რამდენი პროცენტი ახერხებს გამოჯანმრთელებას

Posted by: tekicho 22 Dec 2019, 14:17
Sean
შფოთვით აშლილობას იშვიათად ახლავს თან სუიციდური აზრები. მარტო ჩემი აზრი არ არის, ასეა აღიარებული, კლინიკური დეპრესიისგან განსხვავებით. შესაბამისად თვითმკვლელობის განხორციელების შანსი ძალიან დაბალია. ძილში კი ფიზიკურად ჯანმრთელი კაცი ვერ გაიპარები)) ასე რომ იცხოვრებ დიდხანს, შეეგუები შენს პანიკებს და შიშებს და გააგრძელებ არასრულფასოვან ცოხვრებას სანამ რამე არ დაგემართება სერიოზული და არ მოკვდები)))) ან გაიმარჯვებ ერთხელ და სამუდამოდ და იცხოვრებ სრულყოფილი ბედნიერი ცხოვრებით, მაგრამ მაინც მოკვდები))) განსხვავება ცხოვრების ხარისხშია)) ბოლო ყველგან ერთია))

Posted by: jjkk 22 Dec 2019, 14:35
კი, ყველას ბოლო კბილებდაკრეჭილი თავის ქალაა

Posted by: nigo 23 Dec 2019, 13:05
MASU
მასუ უკაცრავად აქამდე ვერ გიპასუხე.
მძიმე ოპერაცია გაკეთე და სანახევროდ გაბრუებული ვარ.

ვენლაქსორი და ფევარინი ორივე ანტიდეპრესანტია და ორს ერთად აღარ ნიშნავენ.
ფევარინი კი ძალიან მძიმე წამალია და აბა რა გითხრა. sad.gif

Posted by: snis 26 Dec 2019, 01:57
QUOTE
შეეგუები შენს პანიკებს და შიშებს და გააგრძელებ არასრულფასოვან ცოხვრებას

ეს გამახსენდა უცებ:
"რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა"

vis.gif

Posted by: tekicho 26 Dec 2019, 18:26
snis
ჭკვიანი კაცი იყო თედორე ))

Posted by: Sean 27 Dec 2019, 20:46
keticho
QUOTE
ძილში კი ფიზიკურად ჯანმრთელი კაცი ვერ გაიპარები)) ასე რომ იცხოვრებ დიდხანს, შეეგუები შენს პანიკებს და შიშებს და გააგრძელებ არასრულფასოვან ცოხვრებას სანამ რამე არ დაგემართება სერიოზული და არ მოკვდები))

ეგრეც ვერ იტყვი რამდენიმე წლის წინ ერთი ბიჭი დაიღუპა ძილში, ფიზიკურად ჯანმრთელი, სავარაუდო მიზეზი ფსიქოტროპულის მოხმარება, ან ქრონიკული სტრესი

Posted by: tekicho 28 Dec 2019, 13:50
Sean
არ არსებობს)) ფიზიკურად ჯანმრთელი ვერ იქნებოდა, გამორიცხულია, ნებისმიერი ექიმი დამიდასტურებს ამ ამბავს. ან გულზე ქონდა პრობლემა (მანკი, სისხლძარღვების პრობლემა), ან რაიმე ორგანოს სიმსივნე, ან ზედმეტი წამალი მოუვიდა და გული გაუჩერდა. ეგრე ვერ "გეიპარები", იპარებიან სიბერეში, და ისიც რაღაც დაავადებით, და იპარებიან წამალში, ჯანმრთელი კაცი არ იპარება -მიდის))

Posted by: სნუპ დოგი 28 Dec 2019, 23:06
პანიკური აშლილობა არ არსებობს. ყველანი ჯანმრთელები ხართ <3

Posted by: makmanus 30 Dec 2019, 00:23
სნუპ დოგი
რავიცი მთელი საქართველო ამ აშლილობას ებრძვის და

Posted by: alexx 6 Jan 2020, 01:49
snis
მე დავამარცხე პანიკური აშლილობა წელიწადნახევრის წინ. მეც ვერ ვხედავდი გამოსავალს. არადა არც ისე რთული ყოფილა.

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გონებით მაგ დაავადებას ვერ დაამარცხებ. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი გამოსავალზე, უარესად ვხდებოდი.

შეეცადე მოუსმინო შენ შინაგან მეს. ნუ მისცემ გონებას უფლებას რომ მთელი შენი სიცოცხლე აკონტროლოს. გონება ადამიანის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია, თუმცა არა ყველაფერი. გონების გარდა ადამიანში არსებობს რაღაც, რასაც უნდა უსმინო, და ხანდახან დაუჯერო კიდეც. შენ საკუთარ თავთან უნდა იპოვო ჰარმონია, და ფსიქიური პრობლემები თავისით წავლენ. ფსიქოლოგთან რომ მიხვიდე, ამას ჩემზე უკეთ აგიხსნის. წამალს მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია. პანიკურ აშლილობას რომ კურნავდეს, ასეთი წამალი სამწუხაროდ ჯერ არავის გამოუგონია.

Posted by: mariamiiii7 7 Jan 2020, 17:40
მოგესალმებით.
ამ პრობლემების გამო მუცელი მხოლოდ მე მტკივა და მაშინებს?
აღარ ვიცი რა ვქნა

Posted by: დოჩანა 7 Jan 2020, 19:31
პანიკა მეუფლება ხოლმე როცა ბოლო ქულებს ვაგებ სლოტებში.

Posted by: Anxiety 21 Jan 2020, 17:55
შფოთვითი აშლილობა განკურნებადია? და რამდენ ხანს გრძელდება?
მე მაქვს მგონი და ძალიან ვნერვიულობ sad.gif სულ ტირილი მინდა, მეტროს შიში და ტრანსპორტის შიში ამეკვიატა და კიდევ ხალხმრავლობის შიშიც მაქვს მგონია, რომ ცუდად გავხდები და სული მეხუთება. ორი ნევროფსიქოლოგი გამოვიცვალე და ვერცერთმა ვერ მითხრა დიაგნოზი, ხვალ მივდივარ მესამესთან სტრესის მართვის ცენტრი თუ იცით მანდ და ვნახოთ აბა რას მეტყვიან.
ზედმეტად ბევრს ვნერვიულობ, გული მიჩქარდება, გარეთ გასვლის მეშინია, მარტო ვერ დავდივარ. ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ივლისში უბრალოდ გავიფიქრე ჩემი მეგობარი იყო ჩემთან და მეთქი ახლა თავი რომ მოვიკლა რა რეაქცია ექნებათქო და ამის მერე ჩამყვა შიში, თვითონ ამ აზრის მეშინია და სულ ეს მახსენდება ხოლმე. ყევლაფერმა ამან გამოიწვია ის, რაც ახლა მჭირს. გთხოვთ ვინმემ რამე თუ იცით ან გამამხნევეთ ან რამე მირჩიეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნლეოვანია. <3

Posted by: Parabola 22 Jan 2020, 14:41
ვისაც ეს დიაგნოზი გაქვთ, შეგიძლიათ მითხრათ როგორ დაიწყო სულ თავიდან ?

Posted by: White_Shark 22 Jan 2020, 15:02
Parabola
ეს არ მაქვს "გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა მაქვს "
მოვიწამლე 1 კვირა ვიწექი და რო გამოვედი უკვე მჭირდა ეგ სიმპტომატიკა

Posted by: tekicho 22 Jan 2020, 15:19
Parabola
ჩემთვის ვიჯექი, ვეწეოდი, ვფიქრობდი ეგოისტურად, რომ მარტო ვიყავი და რამე რომ დამჭირვებოდა მცირეწლოვან შვილთან ერთად კაციშვილი არ იყო ჩემი პატრონი, ხოოო და პირველად მოიტანა))
მერე მოიტანა მეტროში, მარშუტკაში, მანქანაში, მერე მანქანას პლუს საცობში)) მერე აღარ მახსოვს, ლექციაზე, სამსახურში, სახლში, მუდმივად მქონდა))
შემდეგ მძიმე დეპრესიული მდგომარეობის, ერთი კვირა უჭმელ-უსმელად ყოფნის მერე მივაკითხე ფსიქიატრს და მითხრა რომ უბრალოდ და მარტიად ბიპოლარული აშლილობით გახლავართ წარმოდგენილი )) არ ვსვამ ანტიდეპრესანტებს, მიუხედავად ექიმის რჩევისა, იმიტომ რომ არ მინდა უემოციო გავხდე, ხან ძალიან ცუდად ვარ, ხან ისე კარგად რომ შემიძლია სამყარო გადავარჩინო, თუმცა ვგიჟდები ჩემს თავზე ისეთზე როგორიც ვარ)) ათას სისულელეს ვაკეთებ, მერე ვნანობ, მაგრამ მაინც ვგიჟდები მეზე)) ვეგუები რომ ეს მე ვარ და არა ვინმე სხვა და ვაგრძელებ მშფოთვარე, საკმაოდ ამაღელვებელ და ტანჯულ მანია-დეპრესიის ეპიზოდებით ცხოვრებას )))
თუმცა პანიკური შეტევა იმის მერე რაც გააზრებული მაქვს, რომ ის არაფერია თუ არა ჩემი ფიქრები და შეტევის იქით მხოლოდ მშვიდად პულსირებადი გულია, აღარც დამმართნია, ძირითადად დეპრესიის ჟამს შემომაწვება ტანჯულა ფიქრები და შფოთვა, თუმცა ამასაც ვუმკლავდები ვარჯიშით და სიმღერ-სიმღერ ცხოვრებით)))
ასეა ეს ))

Posted by: White_Shark 22 Jan 2020, 15:41
keticho
უცნაურია ბიპოლარული აშლილობა რომ პანიკური შეტევებით გამოვლინდა

Posted by: tekicho 22 Jan 2020, 15:44
White_Shark ყველაფერს ხო არ მოვყვები, პანიკურ შეტევებზე იკითხა ადამიანმა)) ბიპოლარულის გამოვლენა წელიწად ნახევრის მერე მოხდა, რაც პანიკური შეტევები სრულიად დავიწყებული და მოშუშებულ იარასავით მქონდა, მხოლოდ უმძიმესი დეპრესიის მერე მივაკითხე ფსიქიატრს და ზუსტად მაშინ დამისვა საკმაოდ საყვარელი დიაგნოზი)) სამაგიეროდ ეხლა თამამად შმეიძლია ვთქვა რომ დიახ, გიჟი ვარ და ძალიანაც მისწორდება რომ გიჟი ვარ))

Posted by: White_Shark 22 Jan 2020, 15:52
keticho
მე საერთოდ არ მჭირდა ოსდ
და ბოლო 3 წელია გამომივლინდა
კერძოდ ცუგების კბენის მერე

Posted by: Parabola 22 Jan 2020, 16:21
White_Shark
keticho
მადლობა

* * *
White_Shark
და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა რა არის ? ცოტა უფრო კონკრეტულად შეძლებთ ?

Posted by: SandroFloyd 22 Jan 2020, 18:03
მოგესალმებით ყველას!

მოკლედ რომ ვთქვა, ვეღარ გავიგე რა მჭირს პანიკური შეტევებია ეს თუ რა არის. 2 წელია 24 საათი მტკივა გული და უჰაერობა მაქვს, ასევე გაბრუებული ვარ სულ და გულის წასვლის შეგრძნება ამქვს.

ორი წლის წინ, უნივერსიტეტს ვამთავრებდი მქონდა ფინალური გამოცდები და დღე და ღამე ძალიან არეული მქონდა. ყავას ვსვავდი დღეში3-4 ჭიქას და ვმეცადინეობდი. ერთი საგანიც რომ შემტენოდა უნიდან გამრიცხავდნენ და ძალიან განვიცდიდი ამას. ერთ ღამესაც, როცა დავწექი უცებ ვიგრძენი გულზე უცნაური შეგრძნება თითქოს სპილო დაგაჯდა გულ-მკერდზე ისეთი სიმძიმე ვიგრძენი და წამოვხტი შიშისგან რასაც დაერთო უჰაერობა, გავიქეცი აივანზე და გისოსებში გავყავი თავი, რომ მესუნთქა მაგრამ ჰაერი არ ჩამდიოდა. გავაღვიძე ბააბუაჩემი გამოვიძახეთ სასწრაფო და სანამ სასწრაფო მოვიდოდა ბაბუაჩემს წავართვი ნიტროგლიცერინი. შევისხი ენის ქვეშ რამაც უფრო ცუდად გამხადა. მოვიდა სასწრაფო, გადამიღეს ეკგ და მითხრეს პანიკური შეტევა გქონდაო. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე(დღემდე არ მჯერა) და მეორე დღესვე წავედი კურაციოში ექიმთან. გამომიწერეს ვაგოსტაბილი და გავაგრძელე ჩვეულ რიტმში ცხოვრება. 3 თვე არ შევუწუხებივარ არაფერს ვსვავდი კიდევაც, ვჭამდი და ისევ ვათენებდი ღამეებს.
3 თვის შემდეგ მომიწია სამსახურიდან მივლინებით საწვლა იტალიაში სადაც განმიმეორდა ეს გულის მოჭერები, მეგონა ყოველი წამი და ამოსუნთქვა ბოლო იყო. ჩმოვედი თბილისში მე3 დღეს და მივედი კარდიოლოგთან. მქონდა ჰიპერკოაგულაცია თუმცა ეს არ გამოიწვევდა გულის ტკივილებსო რადგან ეკგ და ექოკარდიოგრაფია ნორმაში იყო. ამ დღის მერე გავიდა ორი წელი და დღემდე გული მტკივა თითქმის ყოველდღე დავდივარ ექიმთან უკვე მგონი ვეღრ მიტანენ კარდიოლოგები ყველა მეუბნება არაფერი არ გჭირს ან ზოგი მეუბნება ისეთი ცვლილებები არ გაქვს რომ გულის ბრალი იყოს ეს ტკივილებიო.
ჰოლტერიც გაკეთებული მაქვს სადაც იდეალური იყო ყველაფერი. ჰორმონებზეც შემოწმებული ვარ, თრომბებზეც ანგიოლოგთან და ყველაფერზე ყველგან პასუხი ერთია ჯანმრთელი ხარ თუმცა მე მაინც მტკივა გული და არ მჯერა არავისი ვკითხულობ გუგლში სიმფტომებს რაც უფრო ცუდად მხდის. ყველაე აუტანელი ისაა რომ გულის ტკივილი და უჰაერობა 24 საათი არ ჩერდება სულ მტკივა. მარტო დიაზეპამი ან ქსანაქსი მიქრობდა ტკივილს ისიც 10 საათით მერე ისევ მეწყებოდა, მაგრამ ახლა აღარც ქსნაქსი არ მოქმედებს და აღარც დიაზეპამი და უფრო ამიტომ მგონია ორგანული.

იქნებ მირჩიოთ რა გამოვიკვლიო კიდევ? დავიღლე ამ მდგომარეობით ქუჩში ვერ გავდივარ გავალ თუ არა გონების დაკარგვის შეგრძნება და გაბრუება მეწყება.

მადლობა!

Posted by: annno 24 Jan 2020, 11:48
როგორია ფსიქიკური პრობლემების ქონა საქართველოში? - ამ თემაზე https://www.throughthenews.com/ka/new-news/fsiqiatri-ambobs/

Posted by: White_Shark 25 Jan 2020, 20:15
ერთი რაღაც ვერ გავიგე შეგიძლიათ ამიხსნათ
რატო ნიშნავენ ექიმები ერთიდაიგვე შემადგენლობის მქონე წამლებს სხვადასხვა ბრენდული სახელით ?
მაგალითად მე მქონდა დანიშნული "ჯიაჩელა " ესციტალოპრამი " ჩემი ახლობელი მივიდა იგივე ექიმთან და იმასაც დაუნიშნევს იგივე შემადგენლობის "ესციტალოპრამი " ოღონდ ბრენდული სახელით ესრამი ?
რომელიც ღირს 25 ლარი და ჩემი ჯიაჩელა ღირდა 52 ლარი
აი ვერ ვიგებ უბრალოდ აზრს

Posted by: makmanus 26 Jan 2020, 00:37
White_Shark
ალბათ ფულიანი გონიხარ,ისე რო უთხრა რომ უფრო დაბალფასიანით შეგიცვალოს რა პრობლემაა

Posted by: levvani 27 Jan 2020, 12:04
White_Shark
QUOTE
რატო ნიშნავენ ექიმები ერთიდაიგვე შემადგენლობის მქონე წამლებს სხვადასხვა ბრენდული სახელით ?

ფინანსური სარგებელი

Posted by: White_Shark 27 Jan 2020, 12:41
levvani
კარგი და მე რომ წამალს ვიყიდი რომელიღაც აფთიაქში მაგას რა ერგება რო ?
მითუმეტეს კერძო კლინიკაა

Posted by: levvani 27 Jan 2020, 22:00
White_Shark
პირველი ვარიანტი, რეცეპტით გაცემულ წამლებს ყველას აწერია ვის მიერ არის გაცემული, ასე რომ .....
მეორე ვარიანტიცაა, კლინიკის მეპატრონეს შემოაქვს აღნიშნული მედიკამენტი და ვალდებუებას უწესებს ექიმს, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტი გამოუწეროს პაციენტს.

Posted by: White_Shark 27 Jan 2020, 22:01
levvani
მე ყველაფერს რეცეპტის გარეშე ვყიდულობ .......

Posted by: nigo 30 Jan 2020, 14:41
წესით დეპრესიის თემაში უნდა ვწერდე,მაგრამ უმეტესობა ჩემიანები აქ ხართ.

ყველაფერი რომ ჩვენი ტვინიდან მოდის უკვე დავწერე და დაუძლეველი არაფერია.
მგონი ის პოსტიც მქონდა ზუსტად ორი წელი15 იანვარს გახდა,რაც საშინელი ტკივილები დამეწყო და ანტიდეპრესანტების მაშინაც და მანამდეც ვსვამდი,მაგრამ ისე ვიყავი შემართული მოსარჩენად,არც სეზონური დეპრესია მქონია და არც ისე,არადა აპრილში ვკვდები ხოლმე.
მალე ორი თვე გახდება,რაც ოპერაცია გავიკეთე,მძიმედ მიდის რეაბილიტაცია.ისევ ტკივილები მაქვს და ერთი სამი კვირა ყოველდღე სულ სუიციდზე ვფიქრობდი.მაგრამ თავი ამყავდა,შვილებს ახალი წელი არ ჩავაშხამო,მერე,შობა,მერე ძველით და ნინოობა და ვიყავი ამ ტანჯვაში.ბოლოს გამოვუტყდი ჩემ ქმარს,გაგიჟდა.სახლში დიდი აივნები გვაქვს ორივე მხრიდან და ყოველ დღე 20 წუთი მაინც მკლავები და სახე მზეს შეუშვირეო,ისე ანტიდეპრესანტები ვეღარ ერევიან.ძალიან გამიჭირდა,ჯდომა არ შეიძლება ჯერ,დგომა მიჭირს.უკვე ცოტა იარეო ექიმებმა და ისიც ძლივს .მოკლედ ეს კვირა მზე რომ გამოვიდა ,გაჭირვებით დავიწყე და აშკარად უკეთ ვარ.მერე ინტერნეტშიც ვნახე.ტელეშიც ,არხი მაქვს ფსიქოლოგია და იქ.პლიუსს ძვლების ოსტეოპოროზსთვისაც.ასე რომ ,თუ მზე არ მიახმარე ეს წამლები ვერ გარდაიქმნება იმ ჰორმონად,რომელიც აუცილებელია და დ ვიტამინიც,რამდენიც არ უნდა დალიოთ მზის გარეშე,არ არის საკმარისი.
ნორვეგია,ყველაზე მდიდარი ქვეყანა და სუიციდებით პირველ ადგილზეა უმწეობის გამო.
თუ გააკეთებთ,ძალიან წაგადგებათ.წარმატება ყველას
smile.gif

Posted by: kushadika 3 Feb 2020, 09:00
გამარჯობა, მირჩიეთ რამეე თითქმის ერთი წელია დეპრესიის დიაგნოზით ვმკურნალობ, თავიდან კარგად ვიყავი მაგრამ ეხლა ცუდად ვარ ისევ 1 თვეა დამეწყო სულ მეტირება ცხოვრება არ მინდა, კოშმარები მესიზმრება, რაღაცა შინაგანი მეუბნება წადი მოიკალი თავი ცხოვრება არ მინდა და მეშინია ძააან მინდა კარგად გავხდე და ეს ყველაფერი გაქრესსს და ბედნიერი ვიყოო. ვინმეს გაქვთ ესე თუ მარტო მე ვარ?

Posted by: Oqrialeli 3 Feb 2020, 10:06
ბიო თუ რაღAც ფხვნილი რომაა, ჩაის ეძახიან, ერთი 6 წლის წინ , იმის მოწევის დროს გავითიშე, ნუ აზროვნება გამეთიშა , იმის მერე საშიშ რამეზე, აი სიკვდილის საფრთხე რომაა (ისე ახლოს არ ვყოფილვარ მაგარამ) ის შეგრძნებები მეჩითება. ნუ იმის მერე კიდევ გავხდი ცუდად, ერთხელ ისეთივე რაღაც ფხვნილზე და ბოლოს უკვე - უბრალოდ პლანზე. აი რატო მაქვს ტვინი ეგრე რომ როგორც კი განსხვავებულ მდგომარეობას ვიგრძნობ, ის შიშები მომდის. აი ეხლაც რომ მოვწიო, ვიცი რო უაზროდ შიში დამეუფლება. ეგ რა არის?
* * *
აი ისეთი უაზრო შეგრძნებაა- სადღაც მივდივარ, ყველაფერი ტრიალებს და წერტილი ვხდები, აი იტოგში დიდი აფეთქების შებრუნებული ვარიანტის პონტია.

Posted by: kushadika 13 Feb 2020, 15:21
აღარავინ აღარ ხართ დეპრესიულიი ??? როდის გამივლის ეს საზიზღრობა???

Posted by: tekicho 13 Feb 2020, 15:36
kushadika
გაგივლის, აუცილებლად გაგივლის...
ცხოვრების წესი შეიცვალე, ახალი მიზნები დაისახე, დაიწყე სულ მცირედით, ივარჯიშე, იკითხე და ნახავ რა კარგად გახდები... ვიცი ძნელია, ძალიან ძნელია თავს ძალა დაატანო, როცა უიმედობა გიპყრობს, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდის, არაფრის ძალა შეგწევს და მხოლოდ წოლა და ძილი გინდა... მაგრამ დამიჯერე, მთავარია მონდომება და იმედი არ დაკარგო უკეთესი მომავლის არასდროს. ყველაფერი წარმავალია ამ ცხოვრებაში, მათ შორის უსაზიზღრესი დეპრესიაც. ყველაზე ბნელ დღეებსაც მოსდევს მზის სხივი, არასდროს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა.

Posted by: ლეოპარდი 18 Feb 2020, 04:33
ღამით ხშირად მაქვს ხოლმე ასეთი შემოტევა.
და მიზეზებიც სრულიად გააზრებული რომ მაქვს, ანუ ვარაუდით კი არ ვეძებ, არამედ ზუსტად ვიცი პანიკის მიზეზები, თითქოს ხელშიც მაქვს დამშვიდების და კონცენტრაციის მექანიზმი, მაგრამ არა რა.
მაინც ვითრგუნები. sad.gif ჯერ ვერ მოვერიე ჩემს თავს.

Posted by: tatia_aquarius 21 Feb 2020, 12:56
მოკლედ, მეგობრებო, ჩემი აზრით დეპრესია იწვევს პანიკურ აშლილობას. არვიცი რამდენად დამეთანხმებით, მაგრამ დაფიქრდით.. შიში, შფოთვა და ნებისმიერი ნეგატიური ემოციები და განწყობა ხო დეპრესიულია და დეპრესიიდან მოდის და იბადება?ძალიან ლოგიკურია..

Posted by: ლეოპარდი 21 Feb 2020, 13:26
tatia_aquarius

კი. ის მიზეზები, რაც ხანგრძლივ და სტაბილურ დეპრესიას უდევს საფუძვლად, იგივე მიზეზი ხდება პანიკური აშლილობის საფუძველი, როცა გამაღიზიანებელი ფაქტორები ერთვება საქმეში და მძაფრდება ადამიანის მდგომარეობა.

Posted by: ვაკუუმი 9 Mar 2020, 16:52
გამარჯობა


ვინმეს გიცდიათ შფოთვითი/პანიკური აშლილობების მკურნალობა cbd ზეთით,კანაფის ზეთს ვგულისხმობ,რომელიც არ არის ფსიქოაქტიური,სამკურნალო თვისებები აქვს



https://www.healthline.com/health/cbd-for-anxiety#what-research-says

Posted by: snis 19 Mar 2020, 03:11
იმუნური სისტემა მისხავს იმ მხრივ რომ ბევრ რამეზე ვარ ალერგიული და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვიწროვდება ჩემი საკვები რაციონი..
სტრესი მანადგურებს და მფიტავს რასაც ქვია...

ჩემ ისედაც რთულ ხასიათს ეს სიტუაცია კიდევ უფრო მეტად ართულებს და დედას უდღნამს.



* * *
უკიდურესად ეგოისტს და ჩაკეტილს მხდის ეს ყველაფერი.
სილაღე რომელიც ისედაც დეფიციტში მქონდა საერთოდ დავკარგე.

მიჭირს საერთოდ პოზიტივზე კონცენტრირება და სულ მუდმივად დაძაბული ვარ.
ვერ ვდუნდები და ვეშვები.

ამასობაში შინაგან რესურსებს ერხევა და მთლად მინუსებში მიმდის.
სავარაუდოდ ორ სამ წელს გავუქაჩავ. მერე მართლა წარმოდგენაც არ მინდა როგორ მონსტრად შეიძლება ჩამოვყალიბდე.

* * *
ყველაზე ცუდი ის არის ამ ყველაფერში რომ გამოკეთების აზრს ვერ ვხედავ.
არც სურვილი მაქვს და არც მოტივაცია.

ჩემი საქმე აღარ მიყვარს და არც ვინმე საყვარელი ადამიანი მყავს რომლის გულისთვისაც მენდომებოდა უკეთესად გახდომა.
და არც რაიმე მიზეზებს ვხედავ კარგად გახდომის.
დასასრულია და განწირული ვარ ვიცი...
უბრალოდ დროის ამბავია ყველაფერი.



Posted by: Primrose 19 Mar 2020, 14:45
მეც დამეწყო ეს სისაძაგლე 2019 წლის 14 სექტემბერს, შაბათი დღე იყო, სრულიად ცარიელ ადგილზე, არსაიდან ღრღნა დამეწყო მარჯვენა მხარეს მკერდში გულის გასწვრივ, მეორე წერტილი იყო იგივენაირი ჭიპის ზემოთ მარჯვნივ ნეკნების დაბოლოება რომ არის იქ და თითქოს რაღაც კავშირი არსებობდა ამ ორ წერტილს შორის, ასე ადიოდა და ჩამოდიოდა ეგ ღრღნა თუ ღუტუნი, რაღაც აუტანელი.

მეღვიძებოდა დილის 4 საათზე და ეგრევე ლოგინიდან წამოვვარდებოდი და ვიწყებდი ოთახებში სირბილს ხელების ქნევით, გულმკერდის სრესით.
თავიდან დღეში 2-3ჯერ მიტევდა ეგრე, 21 სექტემბერს კი უკვე 2 საათში ერთხელ, ეგაც შაბათი იყო, ერთადერთმა ფსიქოთერაპევტმა მიმიღო სახლში და პირდაპირ მიღებისას დამეწყო შეტევა.

მიყურებს ეს ფსიქოთერაპევტი გიორგი ჭეიშვილი და თითქოს ცარილ კედელს უყურებდეს ისეთი რეაქცია ჰქონდა, პანიკური შეტევააო, ნუ გეშინია მაგისგან არავინ მომკვდარაო, მომცა აბი ტრიტიკოს ერთი მესამედი, იმის მერე შეტევა აღარ მქონია, მაგრამ ის ღრღნა არა და არ მომშორდა.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ, როგორც კი ძილის დრო მოდიოდა, ეგრევე კარგად ვხდებოდი და ჩემივე თავის მიკვირდა, რა მაგიჟებს და მაშფოთებს მეთქი. პირველ ნოემბრამდე ვუძლებდი მაგ ღრღნას, მაგრამ მერე სხვასთან მივედი და იმან დამინიშნა უკვე ფსიქოტროპული მედაზეპამი- დილას ნახევარი ტაბლეტი შუადღეს ნახევარი და საღამოს მთელი. მედაზეპამი არის 10 მილიგრამიანი. ძილის წინ კი ნოქსიბელის ნახევარი ტაბლეტი.

მაგის მერე ნელნელა ვუკლებ დოზას, უფრო ჩემი ინიციატივით და ჩამოვედი მეოთხედზე დილით, მეოთხედზე შუადღეს და ერთი მეოთხედიც საღამოს, ეღონდ ეს ნელ-ნელა გავაკეთე, ჯერ სამივეჯერ ნახევარს ვსვამდი, მერე მხოლოდ შუადღეს მეოთხედს და ასე შემდეგ. დღეს ასე ვარ მეოთხედებზე, პარალელურად იოგაზე დავიწყე სიარული და შევატყვე რომ ეს ღრღნა ხერხემლიდან მოდის, კატე გადავიღე და არაფერი გადახვევა არ არისო, ანუ ფსიქოსომატურია, ტვინის შფოთვა აწვება მალებს შუა რაღაც ცენტრებს.

დეპრესია, უიმედობა, აპათია და ეგ ყველაფერი თანმდევია ამ ყველაფრის, მოკლედ როგორც უკვე არაერთგზის სხვებმაც თქვეს აუტანელი საზიზღრობაა. დეპრესია უარესდება მედაზეპამის დოზის შემცირებისთანავე, მაგრამ აქამდე როგორც ჩანს ნელნელა ვარჯიშით და არ დანებებით გამოვისწორებდი ხოლმე ასატან ნორმებამდე ეგეთ განწყობებს.

ვისაც არ გეზარებათ და იცით რაიმე, როგორ მივხედო, იქნებ დაწეროთ რამე. განსაკუთრებით ფსიქოტროპული წამლის მიღება არ მინდა.


Posted by: illuminatiQUEEN 28 Mar 2020, 14:11
ალკოჰოლი არ გშველით ? ძაან მეხმარება
###### ბენზოებს

Posted by: Primrose 28 Mar 2020, 17:04
illuminatiQUEEN
QUOTE
ალკოჰოლი არ გშველით ? ძაან მეხმარება


ალკოჰოლი ძალიან ცუდია, რაღა ცეცხლისთვის ბენზინი გადაგისხავს.

ბენზოები ცუდია, მაგრამ ვარჯიშით, კარგი ძილით და სწორი კვებით ნელნელა ჩამოხვალ.

Posted by: Sl1pKn0T 28 Mar 2020, 20:20
პანიკური შეტევა აღარ მქონია დიდი ხანია, ნერვოზი ისევ მაქვს.


როგორ გრძნობთ თავს?

Posted by: LaBohemia 2 Apr 2020, 19:50
ამარჯობათ, დღეს დავრეგოსტრირდი ჩემს პრობლემაზე სასაუბროდ.
ეს ერთი თვეა მკაცრად ვიცავ თვითიზოლაციის წესებს, მაგრამ ჯოჯოხეთად მექცა.
მაქვს საშინელი გულის აჩქარებები, ჭამის მერე განსაკუთრებით, ნებისმიერი დატვირთვა, გაცინებაც კი იწვევს... დილით ვიღვიძებ იმის მოლოდინში რომ სიცხე ამიწევს სა კორონა აღმომაჩნდება... დღეს მაგალითად მაქვს ტაქიკარდიის შეტევები, დედაჩემს ჰქონდა 1 ტ დიაზეპამი და ნახევარი ენის ქვეშ დავიდე, მიშველა და ჩამეძინა, გამეღვიძა თუ არა ისევ ბაგაბუგი, გულზე გამოკვლეული ვარ - ნორმაშია. ფილტვები გადავიღე - ნორმაშია. ამ ყველაფერს ერთვის სუნთქვის დროს თითქოს რაღაც მაქვს და მინდა ამოვახველო მაგრამ არც მახველებს... ეს გრძნობა ყელში არაა, უფრო სასუნთქ მილში... დავლიე ანტიჰისტამინუროც და არაა შედეგი. ხველება არ მაქვს და ვერც ვახველებ ძალით, რომ იქნებ გავისუფთავო ... 24 საათი ვარ ასეთ გაუბედურებულ დღეში, ვარ სასოწარკვეთილი, ტირილი მშველის თუმცა თავი უკვე ინვალიდი მგონია... მგონია რომ ყოველი დღე არის სიკვდილთან ბრძოლა... იქნებ რამით დამეხმაროთ და გამაგებინოთ, როგორ გადავლახო ეს კოშმარი.

Posted by: shavi_kheli 2 Apr 2020, 20:14
LaBohemia
რატომ ხარ 1თვეა თვითიზოლაციაში, გქონდა რაიმე საეჭვო კონტაქტი, იყავი მოგზაურობაში თუ უბრალოდ გეშინია არ გადაგედოს კორონა?

რა ასაკის ხარ?

Posted by: Lamorac 2 Apr 2020, 20:14
LaBohemia
ჩვეულებრივი ნერვული შეტევები გაქვს
მედიტირება სცადე დღის განმავლობაში ან ლოცვა
დღეში 15-15 წუთით დაიწყე.

თუ შეძლებ იმის გაცნობიერებას, რომ ეგ ,,გულის ბაგაბუგი" და ,,ტაქიკარდიის'' შეტევები ყველაფერი შენი გამოგონილია კარგი დასაწყისი იქნება. არაფერი არ დაგემართება მაგ დროს, შენ ტავს ატყუებ რომ რაღაც გჭირს.

პ.ს. მე პროფესიონალი არ ვარ. უბრალოდ ჩემს აზრს ვწერ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს უახლოეს მეგობარს ჰქონდა ზუსტად ეგეთი ამბები.


ინგლისური თუ იცი ამ კაცს უყურე:


Posted by: LaBohemia 2 Apr 2020, 20:15
არანაირი კონტაქტი და მოგზაურობა, უბრალოდ სიფრთხილის ზომების გამო.
ვარ 33 წლის...
ყველაზე მეტად სუნთქვის დროს ღიტინის
შეგრძნება მკლავს, მინდა ამოხველება და არ მახველებს, წამლადაც კი...

Posted by: shavi_kheli 2 Apr 2020, 20:21
Lamorac
QUOTE
თუ შეძლებ იმის გაცნობიერებას, რომ ეგ ,,გულის ბაგაბუგი" და ,,ტაქიკარდიის'' შეტევები ყველაფერი შენი გამოგონილია კარგი დასაწყისი იქნება. არაფერი არ დაგემართება მაგ დროს, შენ ტავს ატყუებ რომ რაღაც გჭირს.

არაფერი არაა გამოგონილი, თუ გული აუჩქარდა და პულსი 70 მაგიერ 90 ია ეს მოგონილი როგორ არის?


* * *
LaBohemia
თანაგიგრძნობთ

ფსიქიატრს რომ გასაუბრებოდი ონლაინით არ გიფიქრია ამაზე?

Posted by: LaBohemia 2 Apr 2020, 20:26
shavi_kheli
პულსი 94 მქონდა, ეს 1 თვის წინაც დამემართა, ოღონდ ერთჯერადად.
უცებ დამეწყო მოსვენებულ მდგომარეობაში ტაქიკარდია, რომელიც არ ჩერდებოდა, ჰოსპიტალში ტაქიკარდიის შეტევისას გადამიღეს კარსიოგრამა და ამიღეს შესაბამისინანალიზები, გამოკეთეა ვალგუსური ნერვის მასაჟი და გამომიშვეს დამაწყნარებლით, რომელმაც ნამდვილად მიშველა
ახლა ეს ყოველდღე მეორდება, ჩავიკეტე, ხალხს აღარ ვეკონტაქტები დაოკახის წევრებსახ იკვე თავი მოვაბეზრე ჩემი შიშებით
მაქვს ობსესია რომ 1 თვეა მჭირს კორონა, სიცხე აე მაქვს არც ხველა არც მოგზაურობისნისტორია, ვაცნობიერებ, რომ ეს 1 თვის განმავლობაში არ შეიძლება ყოველ დღე ხდებოდეს მაგრამ ჩემს თავს ვერ ვაჯერებ, ეს სუნთვის დროს ღიტინი პანიკურ შეტევებს მმართებს
იმ დღეს წავიკუთხე რომ ასთმამაც იცისო, დამემართა ტაქიკარდიის შეტევა და გაგუდვის შეგრძნება
ფილტვებზე რენდგენი გავიკეთე 2 კვირის წინ, დღეს მოვასმენინე - არაფერი
რას ვეცე, რა მოვიმოქმედო?...

Posted by: Lamorac 2 Apr 2020, 20:31
shavi_kheli
QUOTE
არაფერი არაა გამოგონილი, თუ გული აუჩქარდა და პულსი 70 მაგიერ 90 ია ეს მოგონილი როგორ არის?

გამოგონილი არის გონების მიერ.
თუ რაღაც აიკვიატე და მაგ აზრმა აგიყოლია ზედმეტი ფიქრით 40ზეც აიწევ ტემპერატურას და 70-ის ნაცვლად 170-საც აიტყამ პულსს. ისე რომ ფიზიკურ დონეზე შეიძლება არაფერი გჭირდეს. ანუ 100 %-ით ჯანმრთელი იყო.

ყველაფრის საწყისი არის ზედმეტი ფიქრი. ე.წ. overthinking. ამ რაღაცას კიდე ლოცვა და მედიტაცია ძალიან შველის.

Posted by: shavi_kheli 2 Apr 2020, 20:37
LaBohemia
სუფთა ნერვოზულია ჩემი აზრით

მეც მქონდა ნევროზი და მაშინ არ ვცხოვრობდი საქართველოში და მატარებლით მიწევდა ხოლმე მგზავრობა
და ეს მატარებელი რომ გაქანდებოდა მეშინოდა , ფაქტია საშიში არაფერია, მაგრამ ფაქტია რომ გეშინია biggrin.gif

არაა ეს კორონა ასე საშიში როგორც გგონია
შენს ადგილას მე ფსიქიატრს მივმართავდი და დავიწყებდი მკურნალობას
დაგინიშნავს წამალს და მოგეხსნება დაძაბულობა სტრესი და ა.შ.

არ ხარ პირველი და უკანასკნელი ვინც ასეა.
მეც მქონდა შიშები და გულის ფრთხიალი, უმიზეზო რაღაცეებზე.
ფსიქიატრს მივმართე
და კარგად ვარ ახლა.


პ.ს. თუ ინტერესი გაქვს ვქსოვოთ ერთად ონლაინში givi.gif

Posted by: LaBohemia 2 Apr 2020, 20:39
Lamorac
მართლი ხართ ალბათ, მე ამეკვიატა კორონა.
რაციონალურ დონეზე ვაცნობიერებ, რომ 1 თვის განმავლობაში ან მოვკვდებოდი ან გამოვჯანმრთელდებოდი, მაგრამ თითქოს არ სჯერა ორგანიზმს სა მიმატებს და მიმატებს სიმპტომებს...
ერთ დილით მეგონა, რომ აიცხე მქონდა, სახეზე ალმური ამდიოდა, არადა გავიზომე და ნორმაში მქონდა..
პირველად დამემართა როდესაც ბებია ინსულტით გარდამეცვალა, მაშინ ყველა ინსულტის სიმპტომატიკა გავიარე, ნახევარი ტანის გაბუჟებიანად....
ახლაც, როდესაც ვწერ რაღაცას ან გულს ვაყოლებ, ნაკლებად მიტევს სიმპტომები, მაგრამ რომ ვერ ვაყოლებ და ფიქრების და ეჭვების მორევში ვიძირები? მეუფლება უსასოობის განცდა და ასევე იმის, რომ ეს არასდროს დამთავრდება
* * *
shavi_kheli
ფსიქიატრი სად ვნახო ამ ძნელბედობის ჟამს?smile.gif
ხომ არ იცით ვინმე ონლაინ?
პ.ს. დიდი მადლობა, მაგრამ ქსოვა არ ვიცი wink.gif
საერთოდაც, მიჭირს რამეზე ყურადღების გადატანა, მგონია რომ სიმპტომატიკა გამომეპარება და გამიმწვავდება ამიტომ სულ ჩემთვის ვზივარ...
არადა დავკარგე სახე, რომელიც საკმაოდ ლამაზი იყო, არ ვუვლი თავს...

Posted by: shavi_kheli 2 Apr 2020, 20:43
LaBohemia
კი ვიციი
მე ფსიქოლოგს ვეონლაინებიი

ისე მისვლაც შეგიძლია
მაგრამ თუ გარეთ გასვლა არ გინდა ონლაინშიც არის.

პმ მოგწერ
* * *
QUOTE
.ს. დიდი მადლობა, მაგრამ ქსოვა არ ვიცი

მეც არ ვიცით ქსოვა და მიტო გეუბნები, ინტერნეტიდან იუტუბიდან ვისწავლოთ და ერთმანეთს ვასწავლოთ biggrin.gif
თუ გინდა biggrin.gif

ფსიქიატრთან რომ მიხვალ და წამალს დალევ, მოიხსნება სიმპტომატიკა და გახალისდებიი bis.gif bis.gif

Posted by: Lamorac 2 Apr 2020, 20:46
LaBohemia
QUOTE
ერთ დილით მეგონა, რომ აიცხე მქონდა, სახეზე ალმური ამდიოდა, არადა გავიზომე და ნორმაში მქონდა..

QUOTE
ერთ დილით მეგონა, რომ აიცხე მქონდა, სახეზე ალმური ამდიოდა, არადა გავიზომე და ნორმაში მქონდა..

აქ რაც გიწერია, ნახევარ საქართველოს ეგ ჭირს მგონი.
დღეს მეგობარმა მითხრა ყოველდღე მგონია ყელის ტკივილი მეწყებაო. მეორე მეგობარი ყოველ ჭამის წინ სიცხეს იზომავს.
შენც ეგრე ყოფილხარ, მაგრამ უფრო მძიმე ფორმაში. ამას გონებაში ჭირდება ანალიზი და 100 %ით შეძლებ მაქიდან გამოძრომას ისე, რომ არავის დახმარება არ დაგჭირდება! რა ვიდეოც დავდე ნახე თუ იცი ინგლისური და მიყევი მაგ კაცის რჩევებს.

მაგ კორონას კიდე თუ ახალგზარდა ხარ 80% არის შანსი რომ საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტან. ანუ საერთოდ ვერ მიხვდები გაქვს თუ არა. smile.gif


Posted by: ნაკო 2 Apr 2020, 22:19
LaBohemia

ფანატიკური სიყვარული სიცოცხლისა კლავს....

Posted by: shonsky 30 Apr 2020, 13:40
გამარჯობა, მამაკაცი 39 წლის.
მოკლედ, ბოლო 2 თვის მანძილზე სამჯერ დამემართა შემდეგი რამ: უეცრად ყურებში სტვენა და თავბრუსხვევა, წნევა ადის 170/100. თუმცა შემდეგ მალევე უბრუნდება ნორმას. გავიკეთე გამოკვლევები, თავზე კტ კონტრასტით, დოპლერი, გულის ექოსკოპია,24 სთ ჰოლტერი. ყველაფერი ნორმაშია, როგორც ექიმმა მითხრა. მაგრამ ეს შეტევები ვერ მოვიშორე და წნევა მუდმივად მაქვს 140/90 ან 150/100, მეტწილად 140/90. დილით ახალ გაღვიძებულზე 110/80. დამინიშნეს კოამლესა, ვალტანი და კარდიომაგნილი. თუმცა 4 დღეა ვიღებ ამ პრეპარატებს მაგრამ წნევა არ იძვრის ადგილიდან. ვარ ემოციური და მაქვს პრობლემა,რომელზეც მუდმივად ვნერვიულობ. საკმარისია რაღაც ამტკივდეს თუნდაც უმნიშვნელოდ და ამას მოყვება შემდეგ წნევები და სუნთქვის უკმარისობა. ვიყავი ნევროლოგთანაც, პანიკური შეტევები ხომ არ მაქვს იმის გასაგებად მაგრამ დანიშნული წამლებმა ვერ მიშველა. ( მაქვს თირკმლის პოლიკისტოზი,მაგრამ კრეატინინი ნორმის ფარგლებშია,არც შარდვა მიჭირს და ზოგადად არც მაწუხებს თირკმელი). დამეკარგა ცხოვრების ხალისი,ვერაფერს ვერ ვაკეთებ. იქნებ რამე მირჩიოთ,როგორ მოვიშორო ეს წნევა და რა მოვუხერხო. ასევე მაინტერესებს შეიძლება თუ არა მუდმივად ეს წნევა მქონდეს ემოციურ ფონზე? ყველაფერს ნევროზს აბრალებენ და შეიძლება ეს განწყობა და წნევა აქედან მოდიოდეს?

Posted by: tatia_aquarius 9 May 2020, 01:07
ნევროზი, შფოთვა, დეპრესია და ა.შ (აღარ ჩამოვთვლი) ყველაფერი მოდის შიშიდან. შიში კი მოდის სისუსტისგან.. ადამიანმა უნდა გაიძლიეროს თავი და შემდეგ გაქრება ეს ფსიქიკური პრობლემებიც და გამოვლინებებიც.

Posted by: Equanimity 10 May 2020, 13:04
8 ე წელია რაც ამ მდგომარეობაში ვარ ყველანაირი აშლილობა გამოვიარე დეპრესია პირველი იყო , მერე აგოროფობია , გარეთ გასვლის შიში , შფოთვა ჰალუცინაციები რომმლებსაც ტვინი მიგზავნიდა ოდნავ ხმაური და ვინ არის რა უნდა რატო მოვიდა ა.შ ეგენი დავძლიე არ მახსოვს როგორ უბრალოდ გაიარა მერე დამეწყო პანიკური აშლილობები არა ესე არ მქონია არასოდეს რომ დავეძლიე უბრალოდ , ზოგჯერ ქუჩაში ცივი ოფლი სუნთქვის შეკვრა ხოდა მერე რო დდავიღალე ამ იდიოტიზმით პრეპარრატებით დავიწყე მკურნალობა რა მარტივია ერთი შეხედვით დალევ ქსანაქს ან ნებისმიერ ბენზოს და რაც გინდა ის გააკეთე მერე შევეჩვიე 0.5 მაგივრად 2 ზე ავედი ეს კარანტინის პერიოდი რავი როდის დამთავრდება მაგრამ საქმე იმაშია რომ ფული აღარც მაქვს რომ წამლები ვიყიდო გადავიკითხე, თითქმის ყველა თემა ამის შესახებ მემგონი გამიჭირდება მაგრამ სხვა რა გზაა მეთვითონ უნდა ვმართო ტვინი და არა პირიქით ან უნდა შევეგუო თან, ცოტა მიზანტროპი ვარ მოკლედ 2 წელია რაც წამლებზე ვარ დღე არ ჩამიგდია ხალხისთვის 10 მგ დიაზეპამი ანუ 1 ტაბლეტი რომ საკმარისია ჩემთვის 10 ცალი უკვე ეფექტსაც არ იძლევა იმედია მეშველება და ისევ სახლში არ გამოვიკეტები პატარა ბავშვივით

Posted by: ნაკო 10 May 2020, 13:27
QUOTE
ნევროზი, შფოთვა, დეპრესია და ა.შ (აღარ ჩამოვთვლი) ყველაფერი მოდის შიშიდან. შიში კი მოდის სისუსტისგან..

ვერ დაგეთანხმები, არსებობს შემთხვევები, მოვლენები რომელიც არ მომდინარეობს შიშსა და სისუსტისაგან და იწვევს დეპრესიას.
QUOTE
1 ტაბლეტი რომ საკმარისია ჩემთვის 10 ცალი უკვე ეფექტსაც არ იძლევა

ამიტომ შეცვალე მეთოდი, საერთოდ აღარ გაძლევს აბები შედეგს, აცნობიერებ, რომ უშედეგოა, ასე რომ მასზე დამოკოდებული უკვე აღრ ხარ.
QUOTE
ყველანაირი აშლილობა გამოვიარე დეპრესია პირველი იყო , მერე აგოროფობია , გარეთ გასვლის შიში , შფოთვა ჰალუცინაციები რომმლებსაც ტვინი მიგზავნიდა ოდნავ ხმაური და ვინ არის რა უნდა რატო მოვიდა ა.შ ეგენი დავძლიე არ მახსოვს როგორ უბრალოდ გაიარა მერე დამეწყო პანიკური აშლილობები

ზუსტად მესმის და გეთანხმები, რომ ერთხელაც თავისით გაიარა და პანიკური აშილობაც ამგვარად თვისით გაივლის, უბრალოდ ამ კონკრეტულზე ნაკლებ კონცენტრირდი, არ მიანიჭო, არც იმ ხარისხით და არც მასზე მეტად მნიშნელობა, როგორადაც არის.

Posted by: CORONER 10 May 2020, 23:47
shonsky
QUOTE
გამარჯობა, მამაკაცი 39 წლის.
მოკლედ, ბოლო 2 თვის მანძილზე სამჯერ დამემართა შემდეგი რამ: უეცრად ყურებში სტვენა და თავბრუსხვევა, წნევა ადის 170/100. თუმცა შემდეგ მალევე უბრუნდება ნორმას. გავიკეთე გამოკვლევები, თავზე კტ კონტრასტით, დოპლერი, გულის ექოსკოპია,24 სთ ჰოლტერი. ყველაფერი ნორმაშია, როგორც ექიმმა მითხრა. მაგრამ ეს შეტევები ვერ მოვიშორე და წნევა მუდმივად მაქვს 140/90 ან 150/100, მეტწილად 140/90. დილით ახალ გაღვიძებულზე 110/80. დამინიშნეს კოამლესა, ვალტანი და კარდიომაგნილი. თუმცა 4 დღეა ვიღებ ამ პრეპარატებს მაგრამ წნევა არ იძვრის ადგილიდან. ვარ ემოციური და მაქვს პრობლემა,რომელზეც მუდმივად ვნერვიულობ. საკმარისია რაღაც ამტკივდეს თუნდაც უმნიშვნელოდ და ამას მოყვება შემდეგ წნევები და სუნთქვის უკმარისობა. ვიყავი ნევროლოგთანაც, პანიკური შეტევები ხომ არ მაქვს იმის გასაგებად მაგრამ დანიშნული წამლებმა ვერ მიშველა. ( მაქვს თირკმლის პოლიკისტოზი,მაგრამ კრეატინინი ნორმის ფარგლებშია,არც შარდვა მიჭირს და ზოგადად არც მაწუხებს თირკმელი). დამეკარგა ცხოვრების ხალისი,ვერაფერს ვერ ვაკეთებ. იქნებ რამე მირჩიოთ,როგორ მოვიშორო ეს წნევა და რა მოვუხერხო. ასევე მაინტერესებს შეიძლება თუ არა მუდმივად ეს წნევა მქონდეს ემოციურ ფონზე? ყველაფერს ნევროზს აბრალებენ და შეიძლება ეს განწყობა და წნევა აქედან მოდიოდეს?

შეიძლება გაგეცინოთ , მაგარამ D ვიტამინზე თუ შეემოწმეთ? ასევე რკინის ნაკლებობაზე, ნევროზი ერთი თემაა მაგრამ ამ ვიტამინების ნაკლებობით მინახია ანალოგიური სიმპტომებით ადამიანი, და დიდი ხანი გაურკვევლობაშI ყოფნამ ნევროზი გაუმძაფრა უფრო.

მეც ასე ვარ, ძალიან ემოციური ვარ, და სულ მაქვს სანერვიულო, და მექნება სანამ ცოცხალი ვარ, და ვცდილობ შევიკავო თავი სულ, ამან მომიღო ბოლო, თავშეკავებამ.
შფოთვით აშლილობას არ მივაქციე ყურადღება, დღესაც ასე ვარ, ექიმები არ მიყვარს მოკლედ, ესეც აშლილობის თემაა, წელიწადნახევრის შემდეგ პანიკური შეტევები დამემართა , ზედიზედ 3 ჯერ, მე წნევა მივარდება და თავის არაადამიანუ ტკივლი მაქვს, გამაყუჩებელი გამიკეთეს. ხან ვერ ვინძრევი და ვარ გაშეშებული 1 საათი. გრანდაქსინის მეტი არაფერ დამილევია, და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, და თავი გავირთო დებილობებით რომ არ ვიფიქრო. ფიქრს თუ ავყევი მერე ყველაფერი ერთად მემართება

Posted by: Razm 21 May 2020, 02:47
QUOTE (oqrialeli @ 3 Feb 2020, 10:06 )
ბიო თუ რაღAც ფხვნილი რომაა, ჩაის ეძახიან, ერთი 6 წლის წინ , იმის მოწევის დროს გავითიშე, ნუ აზროვნება გამეთიშა , იმის მერე საშიშ რამეზე, აი სიკვდილის საფრთხე რომაა (ისე ახლოს არ ვყოფილვარ მაგარამ) ის შეგრძნებები მეჩითება. ნუ იმის მერე კიდევ გავხდი ცუდად, ერთხელ ისეთივე რაღაც ფხვნილზე და ბოლოს უკვე - უბრალოდ პლანზე. აი რატო მაქვს ტვინი ეგრე რომ როგორც კი განსხვავებულ მდგომარეობას ვიგრძნობ, ის შიშები მომდის. აი ეხლაც რომ მოვწიო, ვიცი რო უაზროდ შიში დამეუფლება. ეგ რა არის?
* * *
აი ისეთი უაზრო შეგრძნებაა- სადღაც მივდივარ, ყველაფერი ტრიალებს და წერტილი ვხდები, აი იტოგში დიდი აფეთქების შებრუნებული ვარიანტის პონტია.

ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ იღებს მოსაწევს ბიოს საერთოდ არ გაეკარო. როცა ესეთი სიტუაციაა საერთოდ ნებისმიერ ნარკოტიკს უნდა შეეშვა მაინც ვერ მიიღებ იმას რაც გინდა.
ბევრი წელი ვიყავი სხვადასხვა რამის მომხმარებელი და ისეთები გამოვიარე არ დაიჯერებ რო გითხრა, ერთი ისარი რო სანამ უარესს მდგომარეობაში ჩავარდნილხარ აღარ გაეკარო არაფერს wink.gif

Posted by: sweetAppletree 21 May 2020, 03:26
QUOTE
აი ისეთი უაზრო შეგრძნებაა- სადღაც მივდივარ, ყველაფერი ტრიალებს და წერტილი ვხდები, აი იტოგში დიდი აფეთქების შებრუნებული ვარიანტის პონტია.

ესე მეც მემართება ფხიზელ მდგომარეობაში, ტრიალის გამოკლებით, სხვა დამატებითი შეგრძნებებით rolleyes.gif

Posted by: tatia_aquarius 21 May 2020, 10:50
ნაკო
ხოდა მაგას ვამბობდი მეც. მოვლენებმა რომ გამოიწვია დეპრესია ერთ ადამიანში და მეორეში არა ეს იმას ნიშნავს რომ ვისშიც გამოიწვია ის ადამიანი უფრო მოწყვლადია. ამ ცხოვრებაში შეუძლებელია ვინმეს რამე ცუდი არ გადახდეს თავს მაგრამ ყველა ხო არაა დეპრესიაში?

Posted by: დოჩანა 21 May 2020, 11:10
როგორ ფიქრობთ მარიხუანას მოწევა იმისთვის ვისაც ფსიქიკური დაავადების ,კერძოდ შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს დასმული , შეიძლება თუ არა?

Posted by: public_enemy 21 May 2020, 20:02
დოჩანა
არა ბიჯო არ შეიძლება. რამდენმა კაცმა უნდა დაგიწეროს drug.gif

Posted by: ninianineli 27 May 2020, 08:40
მე მქონდა პანიკის შეტევები და აქ რომ მოვხვდი ეხლა, ჩემთვის მაინტერესებდა რაღაც რაღაცეები, მაგრამ ბევრის სიმპტომატიკა მეცნო და ძალიან კარგად მესმის რასაც განიცდიან.
მოკლედ რომ დავწერო, ესე უცებ არაფერი არ იწყება და კარგად თუ დავუკვირდებით, ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაგვაქვს სერიოზული პანიკის შეტევები და რაც არ უნდა სერიოზული პროგრესი განვიცადოთ, მერე გამოჯანმრთელების კუთხით, რაღაც ფორმით მაინც ვლინდება. ანუ მეც ვნატრობდი სადღაც გამქრალიყო ეს უცებ მოსული შიშები, მაგრამ ზუსტად მაშინ გაქრა, როცა არ მოველოდი.
მე მედიცინაში არ ვარ ჩახედული, უბრალოდ ყოველგვარი დახმარების გარეშე შევძელი რომ ცხოვრება გამეგრძელებინა მაშინ, როდესაც ვერაფერს ვეღარ ვაკონტროლებდი.
ყველა რესურსი რომ ამოვწურე დავფიქრდი იმ მომენტში რა მინდოდა და მერე განვახორციელე- აღმოჩნდა რომ მაგალითად ავტომობილის მართვა მსიამოვნებდა, იმიტომ რომ რაღაცის მართვის ხელშესახები ფაქტია და უმწეო მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის ნდობა.
პანიკური შეტევები რაღაც ფორმით ეხლაც მაქვს და მეტ-ნაკლებად მართლა ძალიან ბევრს აქვს, მე უბრალოდ რეალური შიშები მაქვს და მაშინ მართლა არარეალური მქონდა, რაც გარშემომყოფებს არ ესმით ხშირად და/ან დემაგოგობენ თითქოს ფსიქოლოგია/ფილოსოფია მათი შექმნილია.
თუ გყავთ გარშემო ადამიანი, ვინც ბედავს და საკუთარ არარეალურ შიშებზე გიამბობთ, დააფასეთ მათი ნდობა და უბრალოდ მოუსმინეთ. ძალიან სარისკოა ამ დროს რაიმეს რჩევა, მთავარია, ადამიანმა ეს ხანდახან დიდი პერიოდი ისე გადალახოს, რომ საკუთარ თავს არაფერი დაუშავოს და რა თქმა უნდა მოვა დრო, როდესაც მიხვდება რა უნდა გააკეთოს და გააკეთებს კიდეც.

Posted by: BAKRADZE 30 May 2020, 23:52
გამარჯობა, ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას იმის დ ა მიუხედავად რომ ვიცი ჩემი მკურნალობის კურსი და ვერც ვიცლი, მაინტერესებს სად შეიძლება ვიყიდო კლონაზეპამი/ქსანაქსი?

მომწერეთ პმ

Posted by: sweetAppletree 5 Jun 2020, 04:33
შფოთს იწვევენ ადამიანები
სურვილი რომ შემეძლო შემესრულებინა და ვერ... მახსენდება და გაქცევა მინდება ყველაფრისგან. ბევრი რამ წვრილმანი და იმ მომენტებისგან შორს უმნიშვნელოა. მაგრამ სახეები, თვალები...
ეჰ...



Posted by: Anna Ricci 9 Jun 2020, 15:51
შიში არის კორტიზოლის და ოსტეოკალცინის ჭარბად გამომუშავების ბრალი. ემართებათ ძირითადათ ვიზუალებს, ანუ ვინც სამყაროს მხედველობით მეტად აღითქვამს . ადრენალინსაც შეუძლია გამოიწვიოს შიშები და ამგვარ შიშებზე ნიკოტინი მოქმედებს ხშირად ცუდათ.
ტესტოსტერონი კი პირიქით უფრო ცივსისხლიან გონივრულ რეაქციებს იწვევს ვიდრე კორტიზოლი და ადრენალინი.

Posted by: nigo 9 Jun 2020, 19:19
ninianineli
მე მქონდა არარეალური შიშები..ისეთ პანიკას მაძლევდა,სიკვდილი მერჩივნა იმის ატანას.ვსვამდი ძილის წამალს, ორ საათში ვიღვიძებდი და სტუმრად მივდიოდი.
რატომ მქონდა,რა იწვევდა,არ ვიცი.

Posted by: White_Shark 23 Jun 2020, 22:27
მოკლედ გუგასთან ვიარე დაახლოებით 7 თვე და შედეგი 0 აკვიატებები ისევ ისეა დეპრესია ისევ ისეა , უძილობაც უარესად არის საერთოდ რაში გადავყარე ამდენი ფული ?
არ მეგონა მთლად ასეთ შედეგი თუ მექნებოდა აწი მე არსად მიმსვლელი არ ვარ თუ მოვიკალი თავი მოვიკალი მორჩა

Posted by: levvani 24 Jun 2020, 14:20
White_Shark
QUOTE
აკვიატებები ისევ ისეა დეპრესია ისევ ისეა

რა აკვიატებაზე გაქვს საუბარი? ან რო იარე რა საკითხებს გადიოდით? რაზე საუბრობდით?

Posted by: White_Shark 24 Jun 2020, 14:46
levvani
არ იყო ეგ ფსიქოთერაპევტი , ეგ იყო ფსიქიატრი და მართლაც სწორი და კარგი მკურნალობა მქონდა დანიშნული უბრალოდ რეზისტენტული ავღმოჩნდი არავითარი ეფექტი არ ქონდა წამლებს და ბოლოს დღის სტაციონარს შეძლებო და რო გავიგე 300 ლარი ღირდა დილის 10 იდან 6 მდე აღარც მივსულვარ

Posted by: levvani 24 Jun 2020, 16:26
White_Shark
QUOTE
და მართლაც სწორი და კარგი მკურნალობა მქონდა დანიშნული

QUOTE
არავითარი ეფექტი არ ქონდა წამლებს

როგორ უნდა უშველოს ადამიანს ფსიქიატრმა თუ თავად არ აქვს გაცნობიერებული ესა თუ ის ქცევები?
ან შეიძლება წამალი დაგეხმაროს შენი ქცევების გაცნობიერებაში?
თავს ნუ იტანჯავ დახმარება თუ გჭირდება დაგეხმარები.

Posted by: White_Shark 24 Jun 2020, 16:37
levvani
რითი დამეხმარები ?? ფსიქოთერაპიით ?

Posted by: levvani 24 Jun 2020, 17:23
White_Shark
QUOTE
რითი დამეხმარები ?? ფსიქოთერაპიით ?

შენ რაც გინდა ის დაარქვი

Posted by: White_Shark 24 Jun 2020, 17:36
levvani
ფსიქოთერაპიას არანაირი აზრი არ აქვს ჩემს მდგომარეობაში აკვიატებები + დეპრესია + ინსომნია
ამას მედიკამენტით თუ ჩააქრობ ჯერ

Posted by: Ani_Floyd 5 Jul 2020, 19:12
მე მაქვს სოციალური ფობია. არ მიყვარს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა და შფოთვა მეწყება ხოლმე..ვინმე ხართ აქ ვისაც იგივე გჭირთ? ან უბრალოდ რჩევა თუ გაქვთ როგორ დავძლიო.. ფსიქოთერაპია ვცადე მაგრამ არ ქონდა შედეგი. ვერც იმას დავაბრალებ რომ რამე კონკრეტულმა მოვლენამ გამოიწვია..შეიძლება უბრალოდ ასეთი იყო და ასეთი ხასიათი გქონდეს? ზოგჯერ ინტროვერტობასაც ვაბრალებ

Posted by: GIGABYTE77 5 Jul 2020, 19:33
Ani_Floyd
ჰოო, არც მე მომწონს მაინცდამაინც ეგეთი სიტუაციები, მაგრამ დიდად მიშველა იმის გაცნობიერებამ რომ უცხო ხალხის უმრავლესობას (თუ ყველას არა), რომელიც ქუჩაში ან სხვა ადგილას მხვდება უბრალოდ არ ვაინტერესებ და რომც ვაინტერესებდე უკვე მე აღარ მაინტერესებს ეგ ფაქტი. :დ ისე კიდევ სუნთქვაზე ორიენტირებაც შველის; ყურადღების მიქცევა რომ მშვიდად და ღრმად ისუნთქო.

Posted by: Ani_Floyd 5 Jul 2020, 19:39
QUOTE (GIGABYTE77 @ 5 Jul 2020, 19:33 )
Ani_Floyd
ჰოო, არც მე მომწონს მაინცდამაინც ეგეთი სიტუაციები, მაგრამ დიდად მიშველა იმის გაცნობიერებამ რომ უცხო ხალხის უმრავლესობას (თუ ყველას არა), რომელიც ქუჩაში ან სხვა ადგილას მხვდება უბრალოდ არ ვაინტერესებ და რომც ვაინტერესებდე უკვე მე აღარ მაინტერესებს ეგ ფაქტი. :დ ისე კიდევ სუნთქვაზე ორიენტირებაც შველის; ყურადღების მიქცევა რომ მშვიდად და ღრმად ისუნთქო.

აი ყველაზე მეტად მძაბავს ზუსტად ის მომენტები, როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდები ხოლმე. თუ ჩემთვის ვზივარ და არავინ მაქცევს ყურადღებას მაშინ არც მაქვს შფოთვა. კი სუნთქვითი ვარჯიშები ფსიქოთერაპევტმაც მიშველა და კიდევ ვცდილობ რომ ხშირად ვიყო სოციალურ სიტუაციებში რომ რამენაირად შევეგუო და სხვათაშორის ეს მეთოდი ამართლებს..ათასჯერ ნაკლებ შფოთვას განვიცდი უკვე ვიდრე აქამდე..

Posted by: White_Shark 5 Jul 2020, 20:16
Ani_Floyd
მე პირიქით ვარ როცა ყურადღებას მაქცევენ სულ უფრო კარგად ვხვდები
უცნაურია რამეა ეს ფსიქიკა ზოგისთვის რა არის პრობლემა ზოგისთვის რა

Posted by: დოჩანა 5 Jul 2020, 21:23
პანიკური შეტევები არ მაქვს, არც არასდროს მქონია.
არაფრის შიში არ მაქვს დიდად, ადრე ცოტა სოციოფობი ვიყავი,
დროთა განმავლობაში გადავლახე ეს პრობლემაც და საზოგადოებაში ყოფნა აღარ მიჭირს.
თუმცა ვარ ინტროვერტი და შესაბამისად არ მსიამოვნებს დიდად ხშირი და ახალი ურთიერთობებიც.

Posted by: Ani_Floyd 5 Jul 2020, 21:31
QUOTE (White_Shark @ 5 Jul 2020, 20:16 )
Ani_Floyd
მე პირიქით ვარ როცა ყურადღებას მაქცევენ სულ უფრო კარგად ვხვდები
უცნაურია რამეა ეს ფსიქიკა ზოგისთვის რა არის პრობლემა ზოგისთვის რა

შენც სოციალური ფობია გაწუხებს? სოციალური ფობიის დროს არ მჯერა რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონდეს ვინმეს

Posted by: GIGABYTE77 6 Jul 2020, 22:53
Ani_Floyd
ჰო, ეჩვევი ადამიანი ყველაფერს და ნელ-ნელა უკეთ იტან; რაც არ გკლავს, გაძლიერებსო ხომ იცი, მაგრამ ვაი რომ მაგასაც აქვს თავის საფასური.

Posted by: White_Shark 6 Jul 2020, 22:59
Ani_Floyd
არ მე სხვა რამეები მაწუხებს შფოთვითი დეპრესიიდან დაწყებული დაინფიცირების OCD ით დამთავრებული

Posted by: NinjaRacer 7 Jul 2020, 00:51
მე მეგონა გამიარა და შევცდი. 15 დღეა რაც დავანებე და ასეთი დატვირთვა ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც ადრე იყო.

მოკლედ სრული კვერცხობა არაფერი არ მივარგა არც ორგანიზმში არც შიგნით არც ცხოვრებაში და არც გარეთ.
ესე ფხიზლად ყურებაც ძაან მეყლეეება. კოკა მომხოდოს იქნებ. ფუ ამის დედაც რა. მაგრა ჩაყლევდა სამყარო :/

Posted by: ლეოპარდი 7 Jul 2020, 11:37
არავის გიცდიათ დღიურის წარმოება ან აშლილობის გადავლის შემდეგ კარგად გახსენება თუ რას გრძნობდით იმ მომენტში?
ძირითადად ღამით მაქვს ზოგჯერ პანიკური შეტევები (წამლის მოქმედების ფონზე) და ჯერჯერობით დღიური არ მჭირდება, კარგად მახსოვს ყველაფერი რასაც ვფიქრობ და განვიცდი, და მეორე დღესაც ცივ გონებაზე შემიძლია იგივე აღვიდგინო მეხსიერებაში, და ანალიზი თუ რა ხდება მაგ დროს ჩემს თავს უფრო მეხმარება მობილიზებაში და საკუთარი თავის დამუშავებაში.

Posted by: NinjaRacer 8 Jul 2020, 01:25
ლეოპარდი
ბიჰეივიორალ კოგნიტიური თერაპია არის რითაც კურნავენ/აკონტროლებენ.

გუშინ ვიკიპედიაში წავიკიითხე.

Posted by: ლეოპარდი 8 Jul 2020, 11:07
NinjaRacer

QUOTE
ბიჰეივიორალ კოგნიტიური თერაპია არის რითაც კურნავენ/აკონტროლებენ.

გუშინ ვიკიპედიაში წავიკიითხე.


იქიდან გამომდინარე, რომ დიდ უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ფსიქოთერაპიამდე, თვითდახმარების გზით უფრო გავდივართ ფონს...

Posted by: sunი 8 Jul 2020, 12:41
წლბის უკან მქონდა,ქუჩაში გასვლა,უცხო ადგილი იყო დიდი გამოწვევა,პანიკა მეწყებოდა.ერთხელ უკან რომ მოვბრუნდინ შუა გზიდან უკვე კარგად შემეშინდა.ნერვიულობის ფონზე მქონდა,მაშინ მივხვდი რომ სხვა ადამიანი იმად არ ღირს რომ თავი ასეთ დღეში ჩაიგდო.სულ ამას ვახსენებ ჩემთავს. აქაც ვკითხულობდი და მივხვდი რომ ბევრია ასეთი ადამიანი და მე არ ვარ უცხო პლანეტელიsmile.gif შემდეგ ტაძარში დავიწყე სიარული ,ცოტა საკუთარ თავზე მუშაობა და გამოვძვერი.რაღაც წიკები კი მაქვს ,მაგრამ რა შედარებაა

Posted by: regorego 27 Jul 2020, 20:10
გამარჯობა,
მოკლედ მოვყვები ჩემს ამბავს და იქნებ საკუთარი გამოცდილებით დამეხმაროთ.
4 წლის წინ დამიდგინდა აივ ინფექცია და ძალიან დიდი სტრესი მივიღე. ნელნელა შევიცვალე ფსიქოლოგიურად. უფრო მეტად ჩაკეტილი გავხდი, უფრო ნაკლებ ადამიანთან ვკონტაქტობდი და ასე შემდეგ. უნდა აღვნიშნო რომ ყოველთვის ვიყავი დეპრესიისკენ მიდრეკილი, მაგრამ რამე განსაკუთრებულ პრობლემას არ მიქმნიდა აღნიშნული. მოკლედ ამ ზამთარს მანქანის ტარების დროს დამეწყო კანკალი, ოფლმა დამასხა, შინაგანი შფოთვა მქონდა, მეგონა ვკვდებოდი და გულის მხარეს ტკივილი და გულის აჩქარება. რამდენიმე დღეში წავედი კარდიოლოგთან, გადავიხე ეხო და კარდიოგრამა-ცვლილებები არაფერი გამოჩენილა. მერე მოკლედ ინტერნეტში ვნაცე რომ პანიკურ შეტევას სცოდნია მსგავსი და აქ იწყება ყველაფერი, დამეწყო აკვიატებები რომ ხან რა მჭირს და ხან რა, სიგარეტს მოვწევ თუ არა თითქოს ტვინი ირევა და სხვანაირად მუშაობს. 3 თვე ვსვამდი წამლებს და მაგ პერიოდში ნორმალურად ვიყავი, ენერგიაზეც და ყველაფერი. ახლა ისწვ დამეწყო შიშები, რომ რაღაც დაავადება მჭირს, პატარა რაღაცაზეც პანიკა მეწყება, სულ ვოფლიანობ, ენერგია, ძალა არ მაქვს , ფიზიკურად თუ რამეს გავაკეატებ მგონია რომ ენერგიისგან ვიცლები და რამდენიმე დღე მჭირდება ძალების აღსადგენად. მძაბავს ოჯახისწევრებთან შეხვედრა, არ ვიცი რატომ.მათთან რომ მივდივარ წინა დღეებში ვიწყებ ნეევიულობას. უნდა აღვნიშნო რომ ყოველ 6 თვეში მიტარფება სამედიცინო შემოწმება და ყველაფერი წესრიგშია. მოკლედ არ ვიცი როგორ ვმართო ეს ყველაფერი და როგორ ვიმუშაო ამ ყველაფერზე. ვიცი რომ უნდა იპოვოს ადამინმა თავის თავში ძალა და აჯობოს ამ ყველაფერს. ხშირად ეჭვი მეპარება, მართლა რამე.ხომ არ მჭირს და იმის ბრალი.ხომ არ არის ეს ჩემი ჩივილები და სიმპტომები. ბევრი დრო და ფული იხარჯება ამ ყველაფრის მიზეზების ძებნაში.

Posted by: levvani 28 Jul 2020, 16:09
regorego
გამარჯობა
თერაპია გიცდია?

Posted by: Kakasha 4 Aug 2020, 23:24
აქ ხართ ვინმე ? გთხოვთ მიპასუხეთ 20 დღეა დავანებე ანტიდეპრესანტს თავი ციტომაქს ვსვამდი 40 მილიგრამს 1 წელი ... და დღეს ციფიქრე ცოტა პივას დავლევთქო 20 დღე გავიდათქო ... აქამდე წვეთი არ დამილევია და 3 ყლუპი პივა მოვსვი და ორგანიზმა ეგრევე ცახცახი დამიწყო გამაბრუა ეგრევე ... მაინტერესებს როგორ რეაქცია აქვს ანტიდეპრესანტს და ალკოჰოლს ერთმანეთთან რამე სასიცოცხლოდ ცუდი თუ მხოლოდ ახალი პანიკური შეტევა ? აწი კაი ხანი აღარ დავლ3ვ

Posted by: nigo 5 Aug 2020, 11:36
Kakasha
ანტიდეპრესანტის და ალკოჰოლის ერთად მიღება დაუშვებელია.
ციტომაქს თუ შენით დაანებე თავი,ძალიან შეგშლია.

Posted by: Kakasha 5 Aug 2020, 11:49
nigo
ჩემით არ დამინებებია თავი ექიმის დანიშნულებით დავანებე,, მაქსიმუმ რამდენ ხანს რჩება ანტიდეპრესანტი ორგანიზმში დანებების შემდეგ დაახლოებით მაინც ??

Posted by: epan 9 Dec 2020, 10:35
ვისაც პანიკური აშლილობა გაწუხებთ მარტო ანდიდეპრესანტების სმა არა გამისავალი დროებით შეგიმსუბუქებთ ყოფას კომპლექსური მკურნალობა საჭირო როგორც ვიტამინებით და მინერელებით ისე ჯანსაღი ცხოვრებოთ და კარგ ბსიქოლოგთან სიარულით აუცილებლად უნდა კაიკეთოთ ლითიუმზე და D ვიტამინზე ანლიზი პირველ რიგში .
ლითიუმის ნაკლებობა ორგანიზმში შეილება იყოს მანიაკლური დეპრესის გამომწვევი ერთერთი მთავარი მიზეზი დიდი შანსია ლითიუმის ნაკლებობით იყოს გამოწვეული ბევრი თქვენგანის ეს მდგომარეობა

Posted by: nigo 28 Dec 2020, 10:07
ამ გაგანია კოვიდში არავინ პანიკობთ და არც შფოთავთ?

ეს თუ ასეა,მაDინ ძალიან კარგი.რეალურ საფრთხესთან უკან დაიხია ტვინის მოგონილმა შიშმა.

epan
ლითიუმი პრაქტიკულად არ მქონდა.ლიმბახში გავიკეთე ანალიზი.
დ ვიტამინზე ისედაც ვიცოდი.
ახლა ორივეს ვსვამ და ალბათ,სულ თუ არა,ხანგრძლივად მომიწევს.

Posted by: Sean 30 Dec 2020, 13:39
QUOTE
ლითიუმი პრაქტიკულად არ მქონდა.ლიმბახში გავიკეთე ანალიზი.
დ ვიტამინზე ისედაც ვიცოდი.

ლითიუმი დე ვიტამინს აცლის, როცა ვსვამდი გამინახევრა ფაქტიურად დე ვიტამინი მერე რო დავანებე ნორმაში ჩადგა ისევ
ისე გაითვალისწინეთ ვინც ლითიუმის დალევას აპირებს, წლები მოგიწევთ მიღება, ცოტა ხანი აზრი არ აქვს
თუმცა ჩემი აზრით დეპრესიას როცა მოევლება ლითიუმის გამომუშავებასაც ორგანიზმი ბუნებრივად შეძლებს, ამიტომ უაზრობა მგონია ეს ლითიუმის წამალი თუ რათქმაუნდა ბიპოლალურ აშლილობასთნა არ გვაქვს საქმე

Posted by: nigo 31 Dec 2020, 12:44
Sean
დაბალი ლითიუმი ყოველთვის არ ნიშნავს

ბიპოლარულს.ფსიქიატრმა მითხრა,მაგრამ რაღაც დოზით უნდა გქონდეს,სხვა პრობლემები რომ
არ გაგიჩნდეს.



Posted by: Sean 31 Dec 2020, 14:08
nigo
0.01 მქონდა და შესაბამისად დეპრესია

დეპრესიაზე უარესი სხვა რაღა პრობლემები უნდა გაჩნდეს? biggrin.gif

Posted by: nigo 31 Dec 2020, 14:36
Sean
მეც დეპრესია
0.002 ანუ არ მქონდა საერთოდ
ახლა კარგად ვარ,კოვიდს რომ არ გამოვეკეტე.

Posted by: Xflash 7 Jan 2021, 00:30
ლეოპარდი
ყავა,ჩაი და ყველაფერი რაც კოფეინს შეიცავს არ დალიო.

Posted by: giorgevich23 22 Jan 2021, 02:17
როცა ახლოვდება დაძინების დრო,სუნთქვა მიჭირს და რაღაცნაირი სინანულის შეგრძნება და დეპრესიული განწყობა მაქვს-მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე თავისუფლად ვსუნთქავ და ხასიათიც ნორმალური მაქვს,თ წავედი ფიქრებში მერე უფრო რთულდება და ძნელდება სუნთქვა.
ჩაძინებიდან რამდენიმე წუთში(ან შეიძლება წამშიც-დროს ვერ აღვიქვავ მაგ როს)- ჰაერის უკმარისობის გამო დაპანიკებულს სწრაფად მეღვიძება,ვგრძნობ როგორ ვიგუდები-რამდენჯერმე სწრაფი ღრმა ჩასუნთქვის მერე ვმშვიდდები და პანიკაც გადაივლის ხოლმე,მაგრამ სინანულის და დეპრესიის შეგრძნებას მიტოვებს ჩაძინებამდე,სანამ ახლიდან განმეორდება ეს ყველაფერი.
ასე გრძელდება სანამ ღრმა ძილში არ გადავალ მინიმუმ სამჯერ.პანიკის შეტევაა ეს თუ ნევროზი?

Posted by: nigo 22 Jan 2021, 08:54
giorgevich23
ექიმი არ ვარ,მაგრამ უფრო პანიკას გავს.

დეპრესიის დროს გიხარია,ძილის დრო რომ მოდის და ხასიათიც გიკეთდება.

კარგად გაიხსენე,როგორ დაგეწყო.
იქნებ ძალიან ცუდი სიზმარი ნახე და ჩაგციკლა ან ძილში ცუდად გახდი

Posted by: giorgevich23 22 Jan 2021, 13:03
nigo
QUOTE
კარგად გაიხსენე,როგორ დაგეწყო.

კორონას მერე დაიწყო,ძალიან ადვილად კი გადავიტანე,მაგრამ მაგის მერეა ასე.

Posted by: nigo 23 Jan 2021, 09:28
[b]giorgevich23[

მაშინ მხოლოდ დროის ამბავია.
პოსტკორონა სინდრომი,გაგივლის თავისთავად. smile.gif

Posted by: jjkk 25 Jan 2021, 23:25
QUOTE
დეპრესიის დროს გიხარია,ძილის დრო რომ მოდის და ხასიათიც გიკეთდება.

მეც საღამოს უკეთეს გუნებაზე ვარ ხოლმე... მაგრამ რომ მახსენდება დილით რაც მელის... ბრრრრრრრ

Posted by: nigo 28 Jan 2021, 09:56
jjkk
არ მესმის ,რატომ არ მკურნალობთ და იტანჯებით.

თუ ფსიქოთერაპიის საშუალება არ გაქვთ,ანტიდეპრესანტები.

ისეთი დეპრესიები მქონდა,თვეობით ვიწექი.
თან ახლობლების ყოვლად უშედეგო,უაზრო ნახე რა ხდება ,შენ რა გჭირს სადეპრესიო.
ზუსტად , სხვაზე გაცილებით ნაკლები პრობლემა რომ გაქვს და სიცოცხლე არ გინდა,ესაა მძიმე დეპრესია.
უკვე 8 წელია ანტიდეპრესანტებზე ვარ,საერთოდ არ გამომეყოფა ის ჰორმონები,რომელიც დეპრესიისგან გიცავს და ამიტომ სულ უნდა ვსვა.
ზოგს შეიძლება სამი თვეც ეყოს.
მე ყველას ვურჩევ,ექიმი და ანტიდეპრესანტები.
აქამდე ასჯერ ვიქნებოდი სუიციდით წასული,იმდენად აუტანელი იყო ეს განცდა

Posted by: White_Shark 28 Jan 2021, 11:06
nigo
არ მიშველა თუნდაც მე იმ 8 თვე სიარულმა არანაირად
ვერაფერს ვგრძნობდი მაღალ დოზებში

Posted by: nigo 28 Jan 2021, 13:20
White_Shark
ესეიიგი უფრო ხანგრძლივად გჭირდებოდა.

როგორ ხარ?

Posted by: White_Shark 28 Jan 2021, 14:16
nigo
არ ვიცი ფაქტია რომ არ მიდიოდა უკეთესებოისკენ საქმე და თან მაღალ დიზებში

ეხლა საკმაოდ ცუდად დეპრესია არის წინა პლანზე და ღამე ვერ ვიძინებ ფაქტობრივად

Posted by: jjkk 28 Jan 2021, 14:23
nigo
ანტიდეპრესანტებს ვსვამ პერიოდულად ფსიქიატრის კონსულტაციების შესაბამისად.
ფსიქოლოგებთანაც დავდიოდი.
პერიოდულად მეორდება მაინც დეპრესია. რეალური და არა გამოგონილი გარემოებები ატრიგერებს. შუალედებში სიმშვიდეა ხოლმე, მაგრამ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ სუსტი ადამიანი ვარ და ცხოვრებისეულ პრობლემებს ვერ ვუმკლავდები. ამას ასაკიც ემატება, არარეალიზებულობაც, საკუთარ თავში დაურწმუნებლობაც და კიდევ ათასი რამე.
ჯერჯერობიტ ვცდილობ, რაღაც მაინც შევცვალო, მაგრამ სულ უფრო ჭირს.

Posted by: nigo 28 Jan 2021, 15:33
jjkk
და გარკვეული ხანი მუდმივად რომ დალიო.

უფრო არ მოაგვარებ პრობლემებს?
ასაკი რაც არის,ის არის,რას იზამ.

აგერ მე,ლამის მათუსალას ხნისა ვარ და კომპენსირებული დეპრესიის დროს,მაინც მიხარია ცხოვრება,ჩაცმა,ზღვა,კაფე და ა.შ.

ეს რაც ჩამოვწერე,ჩემი სიამოვნებაა,საგარეო.სახლში კიდევ სხვა და ა.შ


გეუბნები,მე სამი წელი ვიყავი ავად,აუტანელი ტკივილებით,შარშან დეკემბერში ოპერაცია გავიკეთე.
ჩემს ავადმყოფობას ეწერა დეპრესია ,მღრნელი,გაუთავებელი ტკივილების გამოო.
ისე ვიყავი შემართული მოსარჩენად,ერთი დღეც არ მქონია დეპრესია.ტვინს არ ეცალა.ესაა რა.

Posted by: jjkk 28 Jan 2021, 17:31
nigo
ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ. თქვენ ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, როგორც ჩანს
მუდმივად დალევაზე ვერაფერს ვიტყვი, მიწყვეტს ხოლმე ექიმი, მეც ვემორჩილები. არც მინდა დიდი ხნით ად-ები ვსვა, "კაცურ თავმოყვარეობას" ტავში ურტყამსო, გამიგია drug.gif

Posted by: nigo 28 Jan 2021, 17:59
jjkk
ადეპი პროსტატაზე ცუდად მოქმედებს.
კაცებს არ უნიშნავენ.
მე კი მიყვარს,დიდხანს მაძინებს და მამშვიდებს,მაგრამ წონაში ვიმატებ.

სხვა ანტიდეპრესანტზე ვარ.

მილიონი ანტიდეპრესანტია,რაღა ადეპი.
ნებისყოფა საერთოდ არა მაქვს,სამწუხაროდ.

უბრალოდ ტვინი გადართული იყო სხვა პრობლემაზე და დეპრესიისთვის არ ეცალა.ისიც კი ვიფიქრე,იქნებ აღარ მაქვს_მეთქი.

სტამბოლში დავდიოდი სამკურნალოდ და იქაურ ფსიქიატრთანაც ჩავეწერე.ტესტებით,თავზე რაღაც
გადაღებით,ჰორმონალური ანალიზებით ზუსტად იგივე,რაც ადრე ისრაელში მითხრეს.
ლითიუმზე აიღე სისხლის ანალიზი.მრჩეველში აკეთებენ.თუ ძალიან დაბალი გაქვს.ერთ_ერთი მიზეზია.
სექტემბერში გავიკეთე და პრაქტიკულად ნოლზე მქონდა,ახლა ლითიუმსაც ვსვამ.
* * *
White_Shark
ძილის წინ დალიე რამე მსუბუქი
კორსიზი,ვალერიანკა,კორვალ_ჯი, ვალოკორდინი.

უძილობა ძალიან მიჭირს.


Posted by: jjkk 28 Jan 2021, 18:13
nigo
ადეპი არც მიხსენებია. თუმცა მოკლე პერიოდი ვსვამდი

Posted by: nigo 28 Jan 2021, 18:33
jjkk
იქ ისე ეწერა,ადეპი მეგონა.

კაცური თავმოყვარეობის,ატივობის და ენერგიის მოზღვავება თუ გინდა,ტრიტიკოა ასეთი smile.gif smile.gif

Posted by: jjkk 28 Jan 2021, 18:55
nigo
ტრიტიკოს ადრე ვსვამდი, ასე 2 თვე. დეპრესიას ვერაფერი უქნა და სხვა ცვლილებებიც ვერ შევატყვე თავს givi.gif

Posted by: Sean 28 Jan 2021, 19:20
nigo
ადეპზე არ ვიცოდი პროსტატას თუ იწვევდა მე ვსვამ კაი ხანია. ტრიტიკო ჯობია ანუ ხო , მაგით შევცვლი ადეპს

Posted by: White_Shark 28 Jan 2021, 19:32
ხვალე მივდივარ რაიონში კერძოდ ენგურჰესზე სამუშაოდ
ცუდად რომ გავხდე იქ ?

Posted by: jjkk 28 Jan 2021, 19:35
White_Shark
თქვენი სიტუაცია არ ვიცი, მაგრამ გარემოს გამოცვლა პირიქით, უკეთესიც კია.

Posted by: კადა 28 Jan 2021, 19:41
White_Shark
კარგი ამბავია, მომილოცავს.
იქ რა უნდა აკეთო თუ საიდუმლო არ არის?


Posted by: jjkk 28 Jan 2021, 22:52
Sean
QUOTE
ადეპზე არ ვიცოდი პროსტატას თუ იწვევდა მე ვსვამ კაი ხანია. ტრიტიკო ჯობია ანუ ხო , მაგით შევცვლი ადეპს

ექიმს დაეკითხეთ. არ შეიძლება ად-ის თვითნებურად ცვლები.

Posted by: nigo 29 Jan 2021, 07:08
Sean

უექიმოდ ნუ შეცვლით..

მიილიონი ანტიდეპრესანტია,ექიმმა უნდა ",მოგარგოთ".

მეც უნდა მივიდე და ტრიტიკო შევაცვლევინო.

კარგად კი ვარ,ფსიქოლოგიურად და ძალიან მახდუნებს,მაგრამ დილის 5_,6საათზე გაღვიძება აღარ შემიძლია,ვერ ვუძლებ.

Posted by: shavi_kheli 29 Jan 2021, 22:57
პანიკური შეყევების თემაში დეპრესიაზე რატომ საუბრობთ? givi.gif


დეპრესია მქონდა ისეთი რომ ანორექსია დამემართა
და განვიკურნე

nigo
jjkk
White_Shark
სამივეს გიცნობთ
სამივე ხართ ზარმაცი, არცერთს არ გიმკურნალიათ კომპლექსურად და ჯადოსნური ჯოხის მოლოდინი გქონდათ.

ამიტომ, ახალი იუზერები რომ წაიკითხავენ თქვენს პოსტებს იმედის ნაპერწკალს უქრობთ.


Posted by: jjkk 29 Jan 2021, 23:19
shavi_kheli
lol.gif
კლუბი გვქონია

დეპრესიაზე მე არ დამიწყია საუბარი

Posted by: nigo 30 Jan 2021, 08:05
shavi_kheli
მე რომ პათოლოგიური ზარმაცი ვარ,ჩემი პირადი ტრაგედიაა biggrin.gif

შენ თუ ბეჯითი ხარ,წაიკითხე თემა სულ თავიდან biggrin.gif იქ ნახავ როგორ ვაიმედებ ყველას. smile.gif

მე ამ წუთას ძალია ნ კომფორტულად ვარ,კორონას პირობებშიც კი,ოღონდ ამდენ უძილობას ვეღარ გავუძლებ.კომფორტულად რა,საერთოდ არ. ვკონტაქტობ არავისთან.ჩემი ქმარი ექიმია და ამბობს,რა ვიცი ამდენ პაციენტში,დღეს დავინფიცირდი თუ არაო და ვართ კარჩაკეტილები.მე ძალიან მომენატრა ჰაერზე ,კაფეში ყავის დალევა,მარტოც მიყვარს და სხვა პატარა ქალური სიამოვნებები.ახლობლებს ისე გადავეჩვიე,ვერც ვგრძნობ,რომ მომენატრნენ

მეც მახსოვხარ,ვურთიერთობდით,მგონი პმ_შიც.როგორ ხარ? smile.gif

Posted by: Fluminense 4 Feb 2021, 01:03
სად გაქრა ჩემი პანიკები? ვერაფერს ვუკავშირებ, უბრალოდ ვეღარც ვიხსენებ ბოლოს როდის დამემართა

Posted by: nigo 8 Feb 2021, 12:09
Fluminense
და რატომ იხსენებ?
მაგას რა ჯობია თუ საერთოდ აღარ გახსოვს. smile.gif

Posted by: Anna Ricci 10 Feb 2021, 12:56
QUOTE (Fluminense @ 4 Feb 2021, 01:03 )
სად გაქრა ჩემი პანიკები? ვერაფერს ვუკავშირებ, უბრალოდ ვეღარც ვიხსენებ ბოლოს როდის დამემართა

ალბათ ნიკოტინს დაანებე თავი და პანიკებიც გაქრა war.gif
* * *
QUOTE (giorgevich23 @ 22 Jan 2021, 02:17 )
როცა ახლოვდება დაძინების დრო,სუნთქვა მიჭირს და რაღაცნაირი სინანულის შეგრძნება და დეპრესიული განწყობა მაქვს-მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე თავისუფლად ვსუნთქავ და ხასიათიც ნორმალური მაქვს,თ წავედი ფიქრებში მერე უფრო რთულდება და ძნელდება სუნთქვა.
ჩაძინებიდან რამდენიმე წუთში(ან შეიძლება წამშიც-დროს ვერ აღვიქვავ მაგ როს)- ჰაერის უკმარისობის გამო დაპანიკებულს სწრაფად მეღვიძება,ვგრძნობ როგორ ვიგუდები-რამდენჯერმე სწრაფი ღრმა ჩასუნთქვის მერე ვმშვიდდები და პანიკაც გადაივლის ხოლმე,მაგრამ სინანულის და დეპრესიის შეგრძნებას მიტოვებს ჩაძინებამდე,სანამ ახლიდან განმეორდება ეს ყველაფერი.
ასე გრძელდება სანამ ღრმა ძილში არ გადავალ მინიმუმ სამჯერ.პანიკის შეტევაა ეს თუ ნევროზი?

არ არის პანიკური აშლილობა როგორც გწერენ მაგრამ შფოთი არის და ვეგეტოდისტონია. თუ გაქვთ ხალხის წინ გამოსვლის შიში ან სიახლეს როდესაც ელოდებით რამეს, მაგალითად გამოცდების?

Posted by: nigo 6 Mar 2021, 17:11
ისევ მომეძალა დეპრესია,ობიექტური მიზეზებიც მქონდა,ჯანმრთელობის,ლითიუმსაც დავანებე თავი.კარგად ვიყავი.
ექიმთან წასვლა უბრალოდ მრცხვენია,სახლშიც არ ვამბობ.
ამდენი მკურნალობის,აბსტინენციის ტანჯვის და ქვეყნის ფულის შემდეგ ისევ დავიწყე დღე დაძინება ბენზოდიაზეპამებით.ძილის შემდეგ ხასიათზეც მოვდივარ და ენერგიაც მემატება.უბრალოდ სადამდე.
პანიკა მე არა მაქვს,ისეთი სერიოზული პრობლემა არა,საკუთარ თავს ვერ ვიტან.
ისევ სრივი.მერამდენედ.
წლებია,ერთი და იგივე.

Posted by: Primrose 7 Mar 2021, 14:06
nigo

ფსიქოანალიზი უნდა მაგას და მერე საკუთარ ხასიათზე მუშაობა.

Posted by: nigo 7 Mar 2021, 16:19
Primrose

ერთი თვის წინ ვწერდი,რომ კარგად ვარ.

სავარაუდოდ ამინდის ცვლილება.
ლითიუმის უცბად შეწყვეტა და რაც მთავარია ბენზოდიაზეპინები,რომელიც ბუმერანგივით გიბრუნდება დეპრესიით.

ფსიქოანალიზის და საკუთარ თავზე მუშაობის ძალა არ მაქვს.
ავიღებ ლითიუმზე ანალიზს,ის იტყვის ზუსტად.

ხალხი მელანქოლიურები არიან,სევდიანები,ბუნებით.
ოდნავ ცუდ ხასიათზე ყოფნას ანუ პრობლემას ვერ ვუძლებ,იმიტომ მივდივარ ძილში.
ეს გაურკვეველი და რომ ვერ გადაწყვიტეს ამდენი წელია, ბიპოლარი ვარ თუ არა,უკვე მაცოფებს.

Posted by: Mamu72 7 Mar 2021, 16:25

გინახავთ კაკებეშნიკი და მაგისი მამაო პანიკაში?

აგერ ჩემ ფანჯრებთან ზიან და რაღაცა "საუნდებს" მიბუყბუყებენ...

პანიკური აშლილობა ჭირთ უეჭველი... yes.gif

Posted by: Primrose 7 Mar 2021, 18:01
nigo

რასაც ვკითხულობ არის ჩვეულებრივი ნევროზი=შინაგანი ჯახი, კონფლიქტი, რომელსაც გარკვეული უსტანოვკები იწვევენ, ამ კონფლიქტს მოსდევს ემოციური გამოწვა-გამოფიტვა, რასაც ქიმიური ნივთიერებების გამოტყორცნა მოსდევს სისხლში, რაც ჯანმრთელი, ვიმეორებ ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ი ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა-გამაფრთხილებელი რეაქცია-აბა სხავანაირად როგორ გააფრთხილებს ბუნება ადამიანს რამე ქენიო.

ამ გამოტყორცნილ ნივთიერებებს შორის განსაკუთრებით საზიზღარ შეგრძნებებს იწვევს კორტიზოლი.

რათა მოყვანილ იქნას ბალანსში ქიმია ორგანიზმში, უნდა მოიხსნას კონფლიქტი-ემოციური პრობლემა, ამას აკეთებს ფსიქოანალიზი, სხვა გარე დამარეგულირებლები არის მხოლოდ დროებითი.

მე ვიცი მოტივაცია რა დონეზეცაა ეგეთ დროს, თვითონ ორი წელი ეგრე ვიყავი, მაგრამ სხვა გზა არ არის, წამალი არ არის მაგისი საშუალება, არც დროა მაგისი მკურნალი, მაგისი მკურნალია ფსიქოანალიზი.

შეიძლება იოგას მოსინჯვა და ეკლესიური ცხოვრებისაც, განსაკუთრებით რასაც ერთიც და მეორეც მორჩილების და უვნებლობის საკითხში ამბობენ, ამპარტავნების მოშორებაში.

Posted by: nigo 7 Mar 2021, 18:24
[b]Primrose[/b

ფსიქოანალიზში სრულად გეთანხმებით,ოღონდ არ შემიძლია.
მე თითონ ძალიან მიყვარს ფსიქოანალიტიკოსების კითხვა,სხვადასხვა შემთხვევების გარჩევა,მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა უნდა,როცა პაციენტი ხარ.საკითხავადააკარგი.

როცა აუცილებელი ჰორმონების ბალანსს ვირეგულირებ და პრობლემებს გავურბივარ, კარგად ვარ.
ის ჯახი,კონფლიქტი,დარდი პირადად მე რომ მეხებოდეს,ათასჯერ მოვერეოდი.
სამწუხაროდ, ერთადერთი რაც რჩება ,ფარმაკოლოგიური დროებითი შვება.
დღეს ძალიან ბევრს ვწუწუნებ,ზოგადად ვითვლები რომ ქვა და რკინა ვარ.ბავშვობიდან მაბრალებენ და მეც ვარ ამ როლში.
კარგია ეს ინკოგნიტო ფორუმი.გულს მოიოხებ,გითანაგრძნობენ.მადლობა

smile.gif

Posted by: sunი 7 Mar 2021, 22:42
ვითომ მოვიშორე ეს პანიკები და დეპრესიული შემოტევა და კორონას შემდეგ მოვიდა.შიშები იმდენად ხშირად არა მაგრამ ეს დეპრესიული განწყობა თუ არ ვიცი რა არის .საერთოდ არაფერი არ მინდა,ძალით ვაკეთებ ყველაფერს.

Posted by: shavi_kheli 8 Mar 2021, 00:11
sunი
მხოლოდ შენ არ ხარ ამ მდგომარეობაში, მეც ასე ვარ...

Posted by: sunი 8 Mar 2021, 00:32
ნერვებს მიშლის.საკუთარ თავზე რომ მუშაობ,მოგწონს შენი თავი,ცოტა ამაყობ კიდევაც და ახლა ეს მარაზმი.დროზე მომშორდება იმედია

Posted by: ketevani-psychologist 8 Mar 2021, 01:36
QUOTE (nigo @ 7 Mar 2021, 18:24 )
[b]Primrose[/b

ფსიქოანალიზში სრულად გეთანხმებით,ოღონდ არ შემიძლია.
მე თითონ ძალიან მიყვარს ფსიქოანალიტიკოსების კითხვა,სხვადასხვა შემთხვევების გარჩევა,მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა უნდა,როცა პაციენტი ხარ.საკითხავადააკარგი.

როცა აუცილებელი ჰორმონების ბალანსს ვირეგულირებ და პრობლემებს გავურბივარ, კარგად ვარ.
ის ჯახი,კონფლიქტი,დარდი პირადად მე რომ მეხებოდეს,ათასჯერ მოვერეოდი.
სამწუხაროდ, ერთადერთი რაც რჩება ,ფარმაკოლოგიური დროებითი შვება.
დღეს ძალიან ბევრს ვწუწუნებ,ზოგადად ვითვლები რომ ქვა და რკინა ვარ.ბავშვობიდან მაბრალებენ და მეც ვარ ამ როლში.
კარგია ეს ინკოგნიტო ფორუმი.გულს მოიოხებ,გითანაგრძნობენ.მადლობა

smile.gif

თქვენი საქმიანობის სფერო თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს? როგორც 21 საუკუნეში ვიტყვით-აკეთებთ იმას რაც ბავშვობიდან თქვენია?
ახსენეთ ფსიქოანალიზის კითხვა მიყვარსო. მაგალითად ეკონომისტებს სულ არ აინტერესებთ ფროიდი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ხალხზე რომ აღარაფერი ვთქვათ

Posted by: nigo 8 Mar 2021, 09:30
ketevani-psychologist
შესაძლებლობებში არ ვიცი ,რას გულისხმობთ.უბრალოდ, ეს დარგი,თემა ძალიან მომწონს და ვკითხულობ.
განსაკუთრებით,როცა ცალკეული,საინტერესო შემთხვევების გარჩევაა.

არც ისტორია შედის ჩემს შესაძლებლობებში, ცოტა არასწორი ტერმინი კი აირჩიეთ smile.gif იმასაც ვკითხულობ და სპეცსამსახურებს განსაკუთრებით.

შეკითხვის არსი არ მესმის?

თუ გულისხმობთ,ვარ თუ არა ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი,ძალიან შორს ვარ.

Posted by: ketevani-psychologist 8 Mar 2021, 17:26
QUOTE (nigo @ 8 Mar 2021, 09:30 )
ketevani-psychologist
შესაძლებლობებში არ ვიცი ,რას გულისხმობთ.უბრალოდ, ეს დარგი,თემა ძალიან მომწონს და ვკითხულობ.
განსაკუთრებით,როცა ცალკეული,საინტერესო შემთხვევების გარჩევაა.

არც ისტორია შედის ჩემს შესაძლებლობებში, ცოტა არასწორი ტერმინი კი აირჩიეთ smile.gif იმასაც ვკითხულობ და სპეცსამსახურებს განსაკუთრებით.

შეკითხვის არსი არ მესმის?

თუ გულისხმობთ,ვარ თუ არა ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი,ძალიან შორს ვარ.

ჩვენი საქმიანობის სფეროსთვის საჭირო უნარები შეიძლება აღემატებოდეს ჩვენს ბიოლოგიურ კონსტიტუციას ან პირიქით უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და არ ვაკეთებთ ანუ აკეთებთ იმას რაც ბავშვობიდან თქვენია?
რაც ჩამოთვალეთ თქვენი ჰობია და გასაგებიცაა, მეც მაქვს ჰობი ფოტოხელოვნება, ქართული ცეკვა yes.gif

Posted by: Stephen30 8 Mar 2021, 17:35
მეგობრებო,ცოტა თემას ცდება ,მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრათ აივ ინფექციაზე ,ცეზე,ბეზე ,მეოთხე თაობის ტესტები elisas სად კეთდება? ამ სამივეზე პისიარი გავიკეთე და არ ამომიგდო არცერთი. ცეზე და ბეზე გავიკეთე საეჭვო კონტაქტიდან 50 დღის მერე,აივზე 3 კვირის მერე და მაქ სანერვიულო?

Posted by: ketevani-psychologist 8 Mar 2021, 18:10
QUOTE (Stephen30 @ 8 Mar 2021, 17:35 )
მეგობრებო,ცოტა თემას ცდება ,მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრათ აივ ინფექციაზე ,ცეზე,ბეზე ,მეოთხე თაობის ტესტები elisas სად კეთდება? ამ სამივეზე პისიარი გავიკეთე და არ ამომიგდო არცერთი. ცეზე და ბეზე გავიკეთე საეჭვო კონტაქტიდან 50 დღის მერე,აივზე 3 კვირის მერე და მაქ სანერვიულო?

ინფექციურს, რომ დაეკონტაქტოთ ზუსტ ინფოს მოგაწვდიან.
ზოგადად ჯერ სანერვიულო არაფერზე გაქვთ smile.gif რადგან, ეს ის ვირუსებია რომელიც, ორგანიზმში რამდენიმე წლის შემდეგ აქტიურდება.
ისე აივზე, როგორც ვიცი, რაც უფრო გვიან გაიკეთებთ ტესტს, მაგალითად 3-4 თვის შემდეგ უფრო ზუსტ პასუხს აჩვენებს.

Posted by: forumistvis 8 Mar 2021, 18:50
პანიკიური აშლილობები არასდროს მქონია.

Posted by: ketevani-psychologist 8 Mar 2021, 20:01
QUOTE (forumistvis @ 8 Mar 2021, 18:50 )
პანიკიური აშლილობები არასდროს მქონია.

ჰაჰაა მომილოცავს smile.gif)))))
ისე ეპიზოდი გექნებოდათ smile.gif აუცილებელი არ არის აშლილობის ფორმა ქონდეს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას
ჩვენში ყველა მდგომარეობაა რაც კი გვსმენია, უბრალოდ გააჩნია ჩვენი ორგანიზმი რაზეა მოწყვლადი, იმის მიხედვით გვემართება სხვადასხვა, უშუალოდ აშლილობა
* * *
QUOTE (sunი @ 7 Mar 2021, 22:42 )
ვითომ მოვიშორე ეს პანიკები და დეპრესიული შემოტევა და კორონას შემდეგ მოვიდა.შიშები იმდენად ხშირად არა მაგრამ ეს დეპრესიული განწყობა თუ არ ვიცი რა არის .საერთოდ არაფერი არ მინდა,ძალით ვაკეთებ ყველაფერს.

ჭამასთან როგორ ხართ?
პანიკური აშლილობა და დეპრესია ერთდროულად დაგიდიაგნოსტირეს, თუ თქვენ ეძახით ასე?

Posted by: sunი 8 Mar 2021, 21:31
ketevani-psychologist
მშვენივრად,უბრალოდ გემოს აღქმის სრულად დაბრუნებას ველოდებიsmile.gif
მე დავარქვი მასე და ისიც უკვე შემდეგ.თავიდან ვერც მივხვდი რა იყო.უფრო სტრესის ფონზე.წლების უკან იყო.პანიკურ აშლოლობას ვერ დავარქმევდი,უფრო პანიკური შეტევები ,გარეთ გასვლისას და უცხო გარემოში.

Posted by: ketevani-psychologist 8 Mar 2021, 23:14
QUOTE (sunი @ 8 Mar 2021, 21:31 )
ketevani-psychologist
მშვენივრად,უბრალოდ გემოს აღქმის სრულად დაბრუნებას ველოდებიsmile.gif
მე დავარქვი მასე და ისიც უკვე შემდეგ.თავიდან ვერც მივხვდი რა იყო.უფრო სტრესის ფონზე.წლების უკან იყო.პანიკურ აშლოლობას ვერ დავარქმევდი,უფრო პანიკური შეტევები ,გარეთ გასვლისას და უცხო გარემოში.

ოხ ეს კორონა ვირუსი smile.gif))

პ.ა.-ს გაიდლაინი გამახსენდა ამასობაში
უპირატესი კომორბიდული(თანმხლები/წარმოქმნილი) მდგომარეობები პანიკური აშლილობის დროს:
• აგორაფობია;
• დეპრესია;
• გენერალიზებული შფოთვა;
• სოციალური ფობია;
• ალკოჰოლიზმი;
• სამკურნალწამლო საშუალებების ბოროტად გამოყენება;
• პიროვნული აშლილობა.

Posted by: Fluminense 23 Mar 2021, 14:09
ფსიქოლოგ თეა კაჭარავას ნომერი ხოარ გაქვთ, იქნებ მომწეროთ მადლობა

Posted by: nigo 23 Mar 2021, 17:22
ლითიუმი დამმვარდნია ისევ და აქედან ჩემი ცუდად ყოფნა

Posted by: ლეოპარდი 28 Mar 2021, 22:58
ვაკვირდები, რომ როცა ვიაზრებ თუ რა მიზეზით მემართება პანიკური აშლილობა, მერე როცა ვმშვიდდები, იმავე მიზეზს სრულიად გაწონასწორებული და ოპტიმიზმით სავსე ვუყურებ. ერთი და იმავე მიზეზზე ჯერ ვვარდები უცებ რაღაც მაპროვოცირებელი გარემოების გამო, მერე ისევ ვწყნარდები და ვუყურებ მას სხვა თვალით. წეღან მარტოობის შეგრძნებისგან შეგრძნება იყო თითქოს ყელზე დამადგა რაღაც და მომავლის შემეშინდა. ახლა კი ვზივარ და სრულიად მშვიდად ვუყურებ ჩემს მარტოობას, იმედით სავსე რომ ის ვერ გამტეხავს. და ზოგჯერ მიკვირს, ასე როგორ მოვირყევი და მოვსუსტდები ზოგჯერ, რომ რასაც წყნარად ვუყურებდი, მაინც ზოგჯერ რომ მტეხავს წუთიერად მაინც.

ნებისყოფის ამბავია რა.
შიშები არსად ქრება. უბრალოდ მათ ვერევით და ზოგჯერ ვუთმობთ. რომელს ვიზამთ, ჩვენს ნებისყოფაზეა დამოკიდებული...

Posted by: A kingdom of dreams 27 Apr 2021, 18:39
ძალიან დიდ ტექსტს ვწერ, მაგრამ ძალიან ძალიან გთხოვთ არ დაგეზაროთ წაკითხვა. სულ მცირე რჩევაც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ახლა
* * *
ანუ, ერთი წელი და ცოტა მეტიც გასულა ჩემი წინა პოსტიდან, მაშინ მართლა აქ მიღებულმა რჩევებმა მომცა შემართება და გადამარჩინა, მაგრამ ახლა ისევ აქ ვარ და უფრო მეტი სიმპტომებით(((
ბოლოს და ყველაზე მძაფრად, უკვე 20 დღეა რაც სახლიდან გასვლაზე მეწყება პანიკური შიში, რაც გამოიწვია გარეთ ყოფნისას რამდენიმეჯერ ცუდად გახდომამ.
გარეთ ყოფნისას, ან მანქანით გადაადგილებისას ძირითადად მეწყება შეგრძნება, რომ ცუდად ვხდები. იწყება ფეხებიდან, შეკუმშვის შეგრძნებით, გული ცუდად მიხდება, მუცელში მაქვს მოვლითი ტკივილები და თითქოს დიარეა მემართება. მუდმივად ვარ ტუალეტის ძებნაში, სადმე წასვლას თუ ვგეგმავ, წინასწარ ვითვლი მგზავრობის დროს, გზად ტუალეტების სავარაუდო ადგილებს ვნიშნავ და ვითლი, თუ ცუდად გავხდები, სად შემიძლია ჩამოვიდე. თუ ეს პერსპექტივა არც გზად მაქვს და არც დანიშნულების ადგილას, ამ დროს ყველაფერს ვაკეთებ, რომ სახლიდან გასვლა გადავდო, გავაუქმო, სხვას დავავალო და ა.შ.
სამსახურში ვთხოვე და დისტანციურად მუშაობას დავუბრუნდი, რადგან ორჯერ მქონდა ცუდად გახდომის ეპიზოდი და ჩემი თანამშრომელი რომ არა, არ ვიცი რას ვიზამდი შუაღამით დაკეტილ, კომენდანტიან ქალაქში. ორჯერ მიხსნა, მიმაბრუნა სამსახურში და სანამ არ გამიარა სიმპტომებმა, ასე ვათენეთ ოფისში.
ყველა შენობაში ყოფნისას, სადაც საპირფარეშო არის მშვიდად ვარ, არ მაწუხებს არაფერი, მაგრამ სამსახურამდე მისვლის და სახლში დაბრუნების მომენტები, სრული ტანჯვა იყო.
რაც სახლში ვარ უკეთ ვგრძნობ თავს, მაგრამ ცოტა ხნის წინ დავიწყე ჩემი პირველი ბინის რემონტი, რაზეც სულ ვიცნებობდი. ახლა ხშირად მჭირდება რაღაცების არჩევა, ხელოსნებთან შეხვედრა და ასეთები, რასაც ძირითადად ოჯახის წევრებს ვავალებ, რომ მთელი დღე გარეთ ყოფნას ფიზიკურად ვეღარ ვუძლებ. ვიყავი გასტროენტეროლოგთან, მგზავრობისას ისე ცუდად ვიყავი, დაძაბულობისგან ყბა და თავი უფრო ამტკივდა მისვლამდე. სისხლის ანალიზი ავიღე, ყველაფერი ოკ. ეხოზეც ყველაფერი მშვენიერია. ერთადერთი რამაც ჩემი დიარეა გაამძაფრა სიბრძნის კბილის ამოღებუს გამო დანიშნული ანტიბიოტიკებია, რაც ნელნელა ალაგდა, სწორი კვებით და სახლში ყოფნით. გუშინ სახლიდან 1 კილომეტრის მანძილზე ვცადე მაღაზიაში გასვლა დედასთან ერთად და იგივე განმეორდა, შუა გზიდან მოვბრუნდი, ცუდად ვიყავი, მაგრამ აი მობრუნების მომენტიდან კარგად გავხდი, რომ ვიცოდი მალე სახლში ვიქნებოდი.
არ ვიცი რამდენად რამე ლოგიკაში ჯდება ეს ჩემი სიმპტომები, აგორაფობიის და IBს სინდრომებს ვამგვანებ ჩემი რისერჩის საფუძველზე, მაგრამ გარშემო იმდენად იუმორით უყურებენ ჩემ ამ პანიკურ ეპიზოდებს, ესეც ხელს მიშლის და თან ფიზიკურად ვერ ვახერხებ რომ ავდგე და ფსიქიატრთან მივიდე. (ა ხო, აქ ექიმთან მისვლას რომ თავი დავანებოთ, ბაქტერიოფაგში ვერ ჩავაბარე ანალიზები უკვე ორი კვირაა, იმის გამო, რომ მეშინია მგზავრობის)
გთხოვთ, რამე ისეთი გამოსავალი იქნებ მირჩიოთ, რითაც შევძლებ პირველ ეტაპზე ეს სახლიდან გასვლის შიში ცოტათი დავთრგუნო, რომ შევძლო გამოკვლევების დასრულებაც, ფსიქიატრის მოძებნაც და მერე ჩემი ოცნების რემონტის პროცესით ოდნავი სიამოვნების მიღება მაინც sad.gif

Posted by: Pepper_Crowley 27 Apr 2021, 20:22
A kingdom of dreams
გამარჯობა.
დაახლოებით თვეზე მეტია აქ ვპოსტავ და 99%-იანი ალბათობით მჯერა, რომ კვალიფიციურ პასუხს ვერავინ/არავინ გაგცემს. შეიძლება ადრე პოსტავდნენ კიდეც შესაბამისი განათლების მქონე ხალხი, მაგრამ ახლა ეს განყოფილება ქცეულია ჩვეულებრივ ჩეთად, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ,,ფსიქოლოგიასთან" პროფესიული თვალსაზრისით. ანუ, თუ ვინმე რაᲛეს გირჩევს 99% შემთხვევაში, მაქსიმუმ იქნება მოყვარული ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი.

ამიტომ, აქ კითხვა გამოსავალი არაა.
მაქსიმუმ რითიც შეიძლება დაგეხმარონ, ისაა რომ ბაქტერიოფაგში გაგეგზავნოს ვინმე აᲜალიზების ჩასაბარებლად. biggrin.gif

გაგეგზავნო? სულაც არ მეუხერხულება biggrin.gif

ისე, რაც მოყევი ჩემი აზრით ფსიქოლოგიური პრობლემაა და გასტროენტეროლოგთან ტყუილად დარბიხარ.


Posted by: A kingdom of dreams 27 Apr 2021, 23:27
QUOTE (Pepper_Crowley @ 27 Apr 2021, 20:22 )
A kingdom of dreams
გამარჯობა.
დაახლოებით თვეზე მეტია აქ ვპოსტავ და 99%-იანი ალბათობით მჯერა, რომ კვალიფიციურ პასუხს ვერავინ/არავინ გაგცემს. შეიძლება ადრე პოსტავდნენ კიდეც შესაბამისი განათლების მქონე ხალხი, მაგრამ ახლა ეს განყოფილება ქცეულია ჩვეულებრივ ჩეთად, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ,,ფსიქოლოგიასთან" პროფესიული თვალსაზრისით. ანუ, თუ ვინმე რაᲛეს გირჩევს 99% შემთხვევაში, მაქსიმუმ იქნება მოყვარული ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი.

ამიტომ, აქ კითხვა გამოსავალი არაა.
მაქსიმუმ რითიც შეიძლება დაგეხმარონ, ისაა რომ ბაქტერიოფაგში გაგეგზავნოს ვინმე აᲜალიზების ჩასაბარებლად. biggrin.gif

გაგეგზავნო? სულაც არ მეუხერხულება biggrin.gif

ისე, რაც მოყევი ჩემი აზრით ფსიქოლოგიური პრობლემაა და გასტროენტეროლოგთან ტყუილად დარბიხარ.

გამარჯობა smile.gif

მადლობა გამოხმაურებისთვის, ანალიზებზე გასაგზავნად ოჯახის წევრებს დავიხმარ თუ ვერ გადავაბიჯე ამ შიშს biggrin.gif აქაც გულწრფელი მადლობა შემოთავაზებისთვის! biggrin.gif

გასტროენტეროლოგთან უკვე მეც ვხვდები რომ ტყუილად დავრბივარ, უბრალოდ რადგან დიდი ხნის წინ დამეწყო ეს ეპიზოდები, ვიფიქრე ბარემ ეს ფაქტორიც გამომერიცხა.

აქ დაპოსტვაც ერთგვარი შვება იყო ნამდვილად, სრულიად უცხო ხალხისთვის, ვინც ამ თემის ირგვლივ პოსტავდ და ჯგუფში სადაც შეიძლება ვიღაცას მსგავსი გამოცდილებაც ჰქონდეს, ცოტა იმედისმომცემი იყო biggrin.gif ვის რა გაგვჭირვებია biggrin.gif

აქ რაიმე პრაქტიკული, საკუთარ თავზე დამუღამებული მეთოდების გაზიარების თხოვნით დავპოსტე, მსგავსი ეპიზოდები იქნებ ვინმეს განუცდია კიდევ და საინტერესოა, მათ შემთხვევაში რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული.

პროფესიონალის დახმარებას აუცილებლად დამატებით სხვა გზებით მოვიძიებ.

სულ ეს იყო smile.gif

Posted by: Pepper_Crowley 27 Apr 2021, 23:38
მე მაწუხებს ერთი უცნაურობა და PM-ში გეტყვი, აქ არ გამოვა biggrin.gif იდეაში ეგეც აკვიატებაა, თან ისეთი რომ ვერ მოვიშორე :/

საერთოდ, აკვიატებულიდეებიანი ტიპების კლუბი რომ დავაარსოთ?

Posted by: Crøs 28 Apr 2021, 00:31
A kingdom of dreams
ნაღველმაც იცის პერიოდულად. ვისაც ქრონიკულად აწუხებს,ჰაერზე გასვლა და სხვადასხვა სუნებიც უკვე ეფექტს უქმნის.
ასევე ფსიქოლოგიური მომენტიც შეიძლება იყოს. 2-3 დღე ანტიბიოტიკმა თუ გაგიღიზიანა მომნელებელი სისტემა,ერთგვარი ფობია შეგიქმნა და ისტრესები წინასწარ. მე მგონი ჯობია გარეთ ნელ-ნელა გახვიდე,ჯერ ეზოში,მერე ეზოს გარეთ და ა.შ.

გარეთ გასვლის ფობიაზე ეს ფილმი გამახსენდა.
https://filmix.ac/filmi/drama/136499-chas-volka_2019.html

Posted by: Fluminense 28 Apr 2021, 01:11
არ მჯერა რო პანიკას მოვერიე, ეს უბრალოდ გენიალურია
ყველა შეძლებთ
ყველაფერს თავისი დრო აქვს
ცოტა მოთმინება+თვითრწმენა+მონდომება+მოძრაობა=გამოსავალს
feel free to pm
რაც ვიცი გაგიზიარებთ

Posted by: A kingdom of dreams 28 Apr 2021, 23:42
QUOTE (Crøs @ 28 Apr 2021, 00:31 )
A kingdom of dreams
ნაღველმაც იცის პერიოდულად. ვისაც ქრონიკულად აწუხებს,ჰაერზე გასვლა და სხვადასხვა სუნებიც უკვე ეფექტს უქმნის.
ასევე ფსიქოლოგიური მომენტიც შეიძლება იყოს. 2-3 დღე ანტიბიოტიკმა თუ გაგიღიზიანა მომნელებელი სისტემა,ერთგვარი ფობია შეგიქმნა და ისტრესები წინასწარ. მე მგონი ჯობია გარეთ ნელ-ნელა გახვიდე,ჯერ ეზოში,მერე ეზოს გარეთ და ა.შ.

გარეთ გასვლის ფობიაზე ეს ფილმი გამახსენდა.
https://filmix.ac/filmi/drama/136499-chas-volka_2019.html

ნაღველზე თითქოს არაფერი უთქვამთ ეხოს შემდეგ, ანალიზებით შეიძლება უფრო გამოჩნდეს რამე? ზოგადად ნაღველი არ მაწუხებს. სუნები კი ძალიან მოქმედებს ჩემზე, ცუდად მხდის და საყვარელი სუნამოებიც კი დავივიწყე უკვე 1 თვეა sad.gif

შეიძლება მართლა ამ რამდენიმე შემთხვევამ დამსტრესა და უკვე ვიძაბავ თავს მაგაზე ფიქრით, თუმცა ანტიბიოტიკებამდეც მქონდა რამდენიმე შემთხვევა, ანტიბიოტიკებმა უბრალოდ გამიმწვავა და გაახშირა.

ხვალ დაგეგმილი მაქვს სახლთან ახლოს გავიდე და ვიარო ცოტა ხანს, იქნებ ზეგ უფრო დიდ მანძილზეც შევძლო smile.gif მადლობა

Posted by: Crøs 29 Apr 2021, 11:27
A kingdom of dreams
მოდი ერთ უსაფრთხო და უვნებელ რამეს გასწავლი,სანამ გამოკვლევებს გაიკეთებ.
დილით რომ ადგები ყავა ამ კოფეინიანი არაფერი დალიო. ჰერკულესის უშაქრო ფაფა ჭამე და თუ სადმე იშოვი-ალუბლის ფოთლების ჩაი სვი ნახევარი ფინჯანი. ანუ ცოცხალი ფოთლები მოხარშე და ნაყენი რა. გარეთ რომ გახვალ აღარ გაგიღიზანდება და მოგივლის.

Posted by: Universe´ 29 Apr 2021, 11:56
QUOTE
ნაღველმაც იცის პერიოდულად.

+ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

Posted by: forumistvis 29 Apr 2021, 15:39
Crøs
QUOTE
დილით რომ ადგები ყავა ამ კოფეინიანი არაფერი დალიო

ეს მართლა აღიზიანებს მომნელებელ სისტემას? და ნაღველს?

Posted by: A kingdom of dreams 29 Apr 2021, 15:46
QUOTE (Crøs @ 29 Apr 2021, 11:27 )
A kingdom of dreams
მოდი ერთ უსაფრთხო და უვნებელ რამეს გასწავლი,სანამ გამოკვლევებს გაიკეთებ.
დილით რომ ადგები ყავა ამ კოფეინიანი არაფერი დალიო. ჰერკულესის უშაქრო ფაფა ჭამე და თუ სადმე იშოვი-ალუბლის ფოთლების ჩაი სვი ნახევარი ფინჯანი. ანუ ცოცხალი ფოთლები მოხარშე და ნაყენი რა. გარეთ რომ გახვალ აღარ გაგიღიზანდება და მოგივლის.

მადლობა, ალუბლის ფოთლებზე უნდა ვიკითხო, არასდროს გამიგია და მოვიძიებ yes.gif

ყავას თითქმის არასდროს ვსვამ, ზუსტად მაგ მიზეზის გამო, არც სახლში და საღამოს. ზოგადად ვერც ვსაუზმობ დილას, ყოველთვის უზმოდ გავდივარ სახლიდან, მაგრამ ასეთ დროსაც მემართება იგივე lol.gif yes.gif

Posted by: abara 29 Apr 2021, 17:58
A kingdom of dreams
რა ბებერი ყოფილხარ..........

მაჩუქე შენი ნიკი smile.gif


Posted by: Domaci 29 Apr 2021, 21:08
თავიდან ქსანაქსით და ეგნოლინით შევუტიე.. 1 თვე
ძილი გავიუმჯობესე + ყოველგვარი კოფეინი ნახუი, შორს...

ცოტა სპორტული აქტივობა + ადამიანებთან კონტაქტს მოვუმატე და ეგაა..

3 წელია შეტევა არ მქონია

Posted by: A kingdom of dreams 29 Apr 2021, 21:24
QUOTE (abara @ 29 Apr 2021, 17:58 )
A kingdom of dreams
რა ბებერი ყოფილხარ..........

მაჩუქე შენი ნიკი smile.gif


ბებერი ვყოფილვარ?? spy.gif

ნიკი გაჩუქო? biggrin.gif spy.gif

:ტრავოლტას გიფი: არ ვიცი როგორ დავამატო და, მიხვდები lol.gif

Posted by: abara 30 Apr 2021, 12:02
QUOTE (A kingdom of dreams @ 29 Apr 2021, 21:24 )
QUOTE (abara @ 29 Apr 2021, 17:58 )
A kingdom of dreams
რა ბებერი ყოფილხარ..........

მაჩუქე შენი ნიკი smile.gif


ბებერი ვყოფილვარ?? spy.gif

ნიკი გაჩუქო? biggrin.gif spy.gif

:ტრავოლტას გიფი: არ ვიცი როგორ დავამატო და, მიხვდები lol.gif

user posted image

ალბათ ეს იგულისხმე smile.gif


Posted by: George_Best 2 May 2021, 04:31
A kingdom of dreams
QUOTE
გთხოვთ, რამე ისეთი გამოსავალი იქნებ მირჩიოთ, რითაც შევძლებ პირველ ეტაპზე ეს სახლიდან გასვლის შიში ცოტათი დავთრგუნო

ალკოჰოლი,იმიტო რო ჩისტა ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს,არანაირი ორგანიზმის ბრალი ეგ არ არის,ოდნავ ნასვამობაც გიშველის,პრობლემები ტვინში გაქვს და ტვინის პრობლემებს ალკოჰოლი დროებით აგვარებს
უბრალოდ არ გირჩევ,იმიტო რო მერე ალკოჰოლზე დაჯდები და ყველა სახლიდან გასვლის წინ იგივე მოგინდება

Posted by: abara 2 May 2021, 13:11
QUOTE (George_Best @ 2 May 2021, 04:31 )

ალკოჰოლი,იმიტო რო ჩისტა ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს,არანაირი ორგანიზმის ბრალი ეგ არ არის,ოდნავ ნასვამობაც გიშველის,პრობლემები ტვინში გაქვს და ტვინის პრობლემებს ალკოჰოლი დროებით აგვარებს
უბრალოდ არ გირჩევ,იმიტო რო მერე ალკოჰოლზე დაჯდები და ყველა სახლიდან გასვლის წინ იგივე მოგინდება

ჭეშმარიტად მრავალ ჭირნახულ ნანახი ალკოჰოლიკის სიტყვებია bis.gif

სამწუხაროა, რომ შენთან ერთად დალევა ვერ მოვასწარი 2kiss.gif


პ.ს. ბარემ სანამ ცოტა აზრზე ვარ - გკითხავ..

პიკულის წვენი რატომ არ იყიდება ცალკე?

კოკას და ფანტას აღარ სჯობს? user.gif


Posted by: A kingdom of dreams 7 May 2021, 00:56
QUOTE (George_Best @ 2 May 2021, 04:31 )
A kingdom of dreams
QUOTE
გთხოვთ, რამე ისეთი გამოსავალი იქნებ მირჩიოთ, რითაც შევძლებ პირველ ეტაპზე ეს სახლიდან გასვლის შიში ცოტათი დავთრგუნო

ალკოჰოლი,იმიტო რო ჩისტა ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს,არანაირი ორგანიზმის ბრალი ეგ არ არის,ოდნავ ნასვამობაც გიშველის,პრობლემები ტვინში გაქვს და ტვინის პრობლემებს ალკოჰოლი დროებით აგვარებს
უბრალოდ არ გირჩევ,იმიტო რო მერე ალკოჰოლზე დაჯდები და ყველა სახლიდან გასვლის წინ იგივე მოგინდება

ალკოჰოლიზმი ჩემ ახლანდელ სიტუაციაზე მეტ პრობლემას გამოიწვევს მგონი და ეგეთი რამე, გამოსავალი ვერ მგონია spy.gif

Posted by: Kakasha 8 May 2021, 13:39
ეხლა ვარ საᲨინელი მდგომარეობას უკვე 9 დᲦეა.. იანვარᲨი კორონა გადავიტანე და Ჩემი ᲨფოᲗვიᲗი აᲨლილობაც გამᲫაფრდა... მოკლედ სახᲨი ᲫაᲦლი მყავს რომელიც აცრილია და 8 დᲦის უკან სეირნობის მერე ყელზე ᲩამომხაᲭნა.. და მხოლოდ ორი დᲦის მერე ავნერვიულდი და წავიდა ტიტანური და Შრატი გავაკეთე...აქამდეც გაკეᲗებული მაქ Შრატო წინა წელს სრული კურსი და ამ იანვარს ორი Შრატის ნემსი... მაგრამ მაინც იმაზე ვნერვიულობ და ვᲨფოᲗავ ხომ არ დავაგვიანე მისვლა ასაცრელადᲗქი(((ჯოოხეᲗური დᲦეებია... ვიცი რო Ჩემ ᲫაᲦლს არაფერი Ჭირს მარა იმას ვაკაავᲨირებ რო იქნებ სეირნობის დროს ვინმე ცოფიანი ცხოველის ნერწყვᲨი Ჩაყო ფეხი და Შემდეგ მე დამკაწრა sad.gif(((( 8 დᲦე გავიდა მის მერე და ეს დᲦეებია ჯოჯოხეᲗად მოექცა... რუსᲗაველი ვარ და მლრდ კარგი მოსაუბრე რა ბიოლოგები არ გვყავს დაგარᲭობენ ნემს და გიᲨვებენ უკან(((

Posted by: Pepper_Crowley 8 May 2021, 14:14
Kakasha
QUOTE
მაგრამ მაინც იმაზე ვნერვიულობ და ვᲨფოᲗავ ხომ არ დავაგვიანე მისვლა ასაცრელადᲗქი(((ჯოოხეᲗური დᲦეებია.

არა, არ დაგიგვიანია smile.gif
დამშვიდდი.

Posted by: Kakasha 8 May 2021, 14:22
Pepper_Crowley
რავი ყველგან მასე წერია რომ ყელის და სახის არეᲨი Ჭრილობის Შემდეგ მაქსიმუმ 12 სახᲨი უნდა აიცრაო... მე კიდე ყელზე მქონდა ნაკაწრა 48 საᲗᲨი მივედი... დავიჯერო ის ანტირაბიული აცრები რამე იმუნიტეტს არ გაᲫლევს რასაც დროის მანᲫილზე Თუ მხოლოდ კი კრებული მომენტᲨი გიცავს sad.gif(( რომ დამეგვიანებინა აცრა 8 დᲦე გავიდა უკვე უნდა დამეწყებოდა სიმპტომები მგონი ხო..

Posted by: Pepper_Crowley 8 May 2021, 14:28
Kakasha
გავიმეორებ.

QUOTE
არა, არ დაგიგვიანია
დამშვიდდი.

smile.gif

კარგად იქნები

Posted by: Kakasha 8 May 2021, 14:30
Pepper_Crowley
მადლობა (( მჭირდება უკვე ნერვოპათოლგი (( თვეები გავუძელი მარ აუკვე ვეღარ ვუძლებ sad.gif( უფრო და უფრო მითრევს

Posted by: ketevani-psychologist 8 May 2021, 19:04
QUOTE (Kakasha @ 8 May 2021, 14:30 )
Pepper_Crowley
მადლობა (( მჭირდება უკვე ნერვოპათოლგი (( თვეები გავუძელი მარ აუკვე ვეღარ ვუძლებ sad.gif( უფრო და უფრო მითრევს

ნევროპათოლოგი რა ჭრილში გესაჭიროვებათ?

Posted by: Kakasha 8 May 2021, 20:01
ketevani-psychologist
ყოფილი მაკარიძის პაციენტი ვარ,,, ნამკურნალები .,.. მარა კორონას მერე ისევ შემიბრუნდა,,, შფოთვები მაქვს, უსაფუძვლო ცუდი ფიქრები,,, და ამ ყველაფრისგან გამოწვეული ცუდად ყოფნა

Posted by: ketevani-psychologist 8 May 2021, 22:23
QUOTE (Kakasha @ 8 May 2021, 20:01 )
ketevani-psychologist
ყოფილი მაკარიძის პაციენტი ვარ,,, ნამკურნალები .,.. მარა კორონას მერე ისევ შემიბრუნდა,,, შფოთვები მაქვს, უსაფუძვლო ცუდი ფიქრები,,, და ამ ყველაფრისგან გამოწვეული ცუდად ყოფნა

მაკარიძე ნევროლოგიაშია და მედიკამენტებს ნიშნავს. თერაპიებიც დაიწყო eek.gif ? შფოთვა ცალსახად კლინიკური ფსიქოლოგიის ჭრილია.

Posted by: POKERISBLUFF 8 May 2021, 23:12
:დ






Posted by: Kakasha 9 May 2021, 00:10
ketevani-psychologist
მედიკამენტებით ვიმკურნალე და ეხლაც ვფიქრობ მედიკამენტები მჭირდება იმდენად არეული მაქ ნერვიული სისტემა,,, იმდენად უნდობლობა მაქ ექიმეთანაც კი რომ მედიცისინის არ მცოდნე ფსიქოლოგი ვერანაირად მიშველის,, იმდენად ჰიპოქონდრიკი ვარ,,, და საქართველოსი მედიცისინის მცოდნე ფსიქოლოგის პოვნა ცოტა ძნელი და ძვირი სიამოვნებაა სამწუხაროდ

Posted by: George_Best 10 May 2021, 02:27
A kingdom of dreams
QUOTE
ალკოჰოლიზმი ჩემ ახლანდელ სიტუაციაზე მეტ პრობლემას გამოიწვევს მგონი და ეგეთი რამე, გამოსავალი ვერ მგონია

აი დარდი,შენ დასვი კითხვა
QUOTE
გთხოვთ, რამე ისეთი გამოსავალი იქნებ მირჩიოთ, რითაც შევძლებ პირველ ეტაპზე ეს სახლიდან გასვლის შიში ცოტათი დავთრგუნო

მე გიპასუხე

შენი საქმის შენ იცი :დ

Posted by: nigo 10 May 2021, 18:13
Kakasha
შფოთვები და პანიკა არა,მაგრამ უმძიმესი დეპრესია მომეძალა .
შემოდგომაზე ვიმკურნალე ჩემ ფსიქიატრთან და ერთი 4 თვე ძალიან კარგად ვიყავი.ახლა ისევ.

ზუსტად ერთი კვირის წინ ისევ მივედი,წლებია დავდივარ.ხან ძალიან კარგად ვარ,ხან სუიციდალური ფიქრები მაწუხებს.
თუ გინდა პმ_ში მოგწერ.
ძალიან კარგი კლინიკაა,უბრალოდ მე ვაფუჭებ ყველაფერს,სევდას ვერ ვუძლებ,ვიწყებ ბენზოდიაზეპინებს და ძილში წასვლას,მერე ამ ბენზოებს უკან მოაქვს დეპრესია და ძალიან ძნელი და რთულია ლომკის მოხსნა.
ახლაც ათას რამეს ვედები ,რომ არ დავლიო და ძილში არ წავიდე.
საოცარი მოწყენილობაა,რომელსაც დაძინებამდე უნდა გავუძლო.


Posted by: White_Shark 11 May 2021, 00:26
ამდენი წელი გავიდა და მე მაინც არაფერი მეშველა lol.gif facepalm.gif

Posted by: nigo 12 May 2021, 09:58
White_Shark
შენ და მე არაფერი გვეშველება,უნებისყოფობის გამო.

მე რეალურად ვხედავ,ვგრძნობ რა კარგად ვხდები,დავფრინავ თვეები და მერე,ერთი პატარა მოუთმენლობის და გაბრუების გულისთვის წყალში ვყრი ყველაფერს..მხოლოდ ერთი აბი და მერე მივაყოლებ ერთკვირიან გათიშვას და თავიდან ტანჯვას.ფული თავისთავად.
ბენზოდიაზდპინების ლომკის მოხსნა ჯოჯოხეთია.კოდი მაინც არსებობდეს sad.gif sad.gif

შენ კი არ გჯერა,რომ კარგად გახდები,არა ხარ შინაგანად ამისთვის მზად.?არ გეწყინოს,მე თუ ცუდად ყოფნაში ჯოჯოხეთში ვარ,შენ თითქოს კომფორტულად მოირგე.
უკვე გაუცნობიერებლად კაიფობ,რომ ცუდად ხარ.
.ჩემი სიტყვები არ არის,გუშინ ვუსმენდი არტარეაზე.
სამსახურის რა ქენი?

Posted by: White_Shark 12 May 2021, 11:39
nigo
4 თვე ვიმუშავე და მორჩა პროექტი , ეხლა ახალ ადგილს ვეძებ .. ნორმალური ანაზღაურება იყო იმენა ჩემი პროფესიით პირველ დაწყებაზე

მე მგონი არაფერი შუაშია ნებისყოფა 6 თვეში ვერ მიშველა ექიმმა ფაქტობრივად არ მქონდა მედიკამენტებზე რეაქცია

დაგვიანებულია ჩემი მკურნალობა

Posted by: nigo 12 May 2021, 13:31
White_Shark
არაფერი დაგვიანებული არ არის.
შენზე ასი წლით დიდი ვარ და მე მკურნალობენ მშვენივრად,მერე მე თითონვე ვაფუჭებ.

განწყობა გაქვს ასეთი.შენი შინაგანი დაურწმუნებლობა ან რაც გითხარი,ქვეცნობიერად არ გინდა კარგად ყოფნა.

მეც მისპეკულანტია,ხომ იცით ჩემი ამბავი,მე ეს არ შემიXლია და ა.შ.
როცა მოტივირებული ვარ,მშვენივრად გამომდის.

ნეტავ ისევ დაიწყო მუშაობა,სულ სხვანაირი გახდები.


Posted by: Universe´ 12 May 2021, 13:34
QUOTE
მეც მისპეკულანტია,ხომ იცით ჩემი ამბავი,მე ეს არ შემიXლია და ა.შ.

ჰმ

Posted by: White_Shark 12 May 2021, 14:22
nigo
არის სამწუხაროდ , როდესაც წლები არ მკურნალობ მედრე ძაან უმნიშვნელო ეფექტი აქვს მედიკამენტებს ან საერთოდ არ აქვს
სამსახურში უარესაც ვიყავი , ეს არ მოხდეს ? ის არ მოხდეს ? აქ რატომ მიბარებენ ? და ასე შემდეგ

Posted by: nigo 13 May 2021, 09:18
White_Shark
სამსახურშიც სულ უარყოფითის მოლოდინში იყავი და ამიტომ შფოთავდი.დიდხანს რომ გაგრძელებულიყო,შეეჩვეოდი.
ამდენი ხანია გთხოვ,დასერჩე ამ თემის დასაწყისიდან ზურიელის პოსტები.
ძალიან წაგადგება.
უექიმოდ,საკუთარი ნებისყოფის და სიტუაციის გაანალიზების გზით განიკურნა სრულიად.

Posted by: White_Shark 13 May 2021, 10:09
nigo
გუშინ დამირეკეს აფხაზეთში ყოფილა ერთი კაცი ჭირდებათ
facepalm.gif facepalm.gif
რაღა მანდ დაჭირდათ ?

Posted by: A kingdom of dreams 13 May 2021, 11:19
QUOTE (George_Best @ 10 May 2021, 02:27 )
A kingdom of dreams
QUOTE
ალკოჰოლიზმი ჩემ ახლანდელ სიტუაციაზე მეტ პრობლემას გამოიწვევს მგონი და ეგეთი რამე, გამოსავალი ვერ მგონია

აი დარდი,შენ დასვი კითხვა
QUOTE
გთხოვთ, რამე ისეთი გამოსავალი იქნებ მირჩიოთ, რითაც შევძლებ პირველ ეტაპზე ეს სახლიდან გასვლის შიში ცოტათი დავთრგუნო

მე გიპასუხე

შენი საქმის შენ იცი :დ

მადლობა პასუხისთვის yes.gif

ამასობაში ძილის რეჟიმის მოწესრიგებით, მზეზე ყოფნით და ეტაპობრივად გარეთ გასვლით, უკეთ ვარ smile.gif))

დაახლოებით ვგრძნობ, რომ დროებითი ეფექტია ესეც, მაგრამ ამ ცხოვრებაშიც ხომ ყველაფერი დროებითია? smile.gif))

Posted by: nigo 13 May 2021, 12:44
White_Shark
გალში?
___________________*___

Posted by: White_Shark 13 May 2021, 13:17
nigo
კი და უარს ვეუბნები

რაღაც ძაან არაკომფორტული შეგრძნებაა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე წასვლა

Posted by: Kakasha 13 May 2021, 16:00
nigo
რავი მომწერე,,, სუიციდური ფიქრები არა მარა ჰიპოქონდრიის გართულებული ფიქრები კი მაქ რის შედეგადაც დეპრესია და შფოთვები ერთად მიტევს პლიუს კარდიო ნერვოზი,,, მნებისყოფა მაქ იმის რომ ვიმკურნალო,, მაკარიძესთან რომ ვიმკურნალე მთელი ერტი წელი იდეალურად ვიყავი მხოლოდ კორონა რომ გადავიტანე შემდეგ დამეწყო ისევ ყველაფერი,,, ეხლა საყვარელიძე მირჩიეს,,, და საყავრელიძესტან უნდა ვცადო,,, რეალურად ჩემი სამკურნალო გრაფიკი ერთი თვე ბენზოს მიღება და შემდეგ 5-6 თვე ანტიდეპრესანტის მიღება და იდეალურად ვიქნები,, მაქვს ნებისყოფა რო არც სასმელს გავეკარო და არც მარიხუანას,,, მხოლოდ სიგარეტს,,, ბოლოს 3 წელია სრულებით ფხიზელი ვარ წვეთი არ მიმიღია არაფერი

Posted by: White_Shark 13 May 2021, 22:37
აუ მიშველეთ ვინმემ
ძაან ვინერვიულე ამ ახალ სამსახურზე თავბრუ მეხვევა და ოფლიანობა

Posted by: nigo 14 May 2021, 08:43
White_Shark
დალიე ასეთ დროს რამე მცენარეული და დაგაწყნარებს.
ახლა ქსანაქს და კორვალოლებს არ გიწერ.
რამ გაგხადა ცუდად,აი დაფიქრდი.
შემოგთავაზეს,შენთვის არაკომფორტულია,იტყვი უარს,ძალით ხომ არ წაგიყვანენ.
მართლა ნუ იცი თავის ძალით გაგიჟება და მერე აყოლა.
* * *
https:https/www.youtube.com/
ეს ნახეთ
* * *
White_Shark
ვერ გადმოვიტანე ლინკი.
მარინა კაჭარავა,ფობიები და აკვიატებები.
იუთუბიზე.
გამოგადგება.

ერთი საათი ვუსმენდი,ძალიან საინტერესოა

Posted by: White_Shark 14 May 2021, 21:19
nigo
აღარსად არ მივდივარ
დღეს პულსი მქონდა 175 ......

Posted by: nigo 16 May 2021, 18:34
White_Shark
ეს პულსი შეიძლება ემოციურია

.
შეიძლება კალიუმის ნაკლებობა.

რეალურად ,გწყინს,მაგრამ მაინც მგონია,არ გინდა კარგად ყოფნა.
ფსიქოთერაპია გჭირდება.
ნათია ფანჯიკიძესთან არის უფასო ჯგუფური თერაპია.
კამარა,დაგუგლე,სად სხედან არ ვიცი.

Posted by: White_Shark 16 May 2021, 18:50
nigo
და როგორ უნდა იყოს კარგად როდესაც ყველაზე გაპიარებულ ექიმთან 6 თვე ივლი და შედეგი 0 გექნება ??

ან რას მოერევა ჯგუფური თერაპია ჩემს სიმწვავეს ?

Posted by: nigo 17 May 2021, 06:57
White_Shark
რა ვქნა.მე სხვა დახმარება არ შემიძლია.ჯგუფური არ გინდა,იუთუბზე მოსმენა არ გინდა,ინდივიდუალური ძვირი ღირს.რაც მთავარია წინასწარი განწყობა გაქვს,რომ არაფერი გეშველება.
ეს ყველაზე მეტად გიშლის ხელს.
ზურიელის პოსტები,რომელიც ფსიქოთერაპევტზე არანაკლებად დაგეხმარება არ წაიკითხე.
რა გიყო,საკუთარ შვილებს ვერ ვაძალებ,თუ თითონ არ უნდათ და შენთან მითუმეტეს რა შემიძლია.

* * *
QUOTE
ან რას მოერევა ჯგუფური თერაპია ჩემს სიმწვავეს ?

აჰა,წინასწარ,მიუსვლელად უკვე დასვი დიაგნოზი,რომ შენ სიმწვავეს რა მოერევა,ჰოდა არ ცადო და იქნები ცუდად,ცდას წინ რა უდგას.

Posted by: Ani_Floyd 17 May 2021, 18:28
ადრეც დავწერე ამ თემაში სოციალური ფობია რომ მჭირს, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო მიმძაფრდება. ზოგადად დავაკვირდი, რომ გაზაფხულზე, განსაკუთრებით მაისის თვეში მიმძაფრდება ხოლმე და იმ დონეზე მივდივარ ახლობელ ადამიანებთანაც აღარ მინდება კონტაქტი. აქამდე რაღაცნაირად ვაკონტროლებდი, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია სოციალურ ადგილებში პანიკური შეტევებივით მემართება. რამეს ხო ვერ მირჩევდით რა არის გამოსავალი? მე ამ ყველაფერზე ბევრი მიფიქრია და ვაბრალებ მაინც ჩემ ხასიათს და არა რაიმე მიზეზის და სტრესის გამო შეძენილს. ბავშვობიდან ჩაკეტილი და არაკომუნიკაბელური ვიყავი.. ტიპიური ინტროვერტი და ყოველთვის თავს ვარიდებდი სოციალურ გარემოს

Posted by: ketevani-psychologist 17 May 2021, 23:00
QUOTE (White_Shark @ 13 May 2021, 22:37 )
აუ მიშველეთ ვინმემ
ძაან ვინერვიულე ამ ახალ სამსახურზე თავბრუ მეხვევა და ოფლიანობა

მაინც კონკრეტულად რა სახის შველას გულისხმობთ?

Posted by: Pepper_Crowley 17 May 2021, 23:05
ketevani-psychologist
QUOTE
მაინც კონკრეტულად რა სახის შველას გულისხმობთ?

უკან დამიდექით და პალმის რტოთი დამინიავეთო tan.gif

Posted by: forumistvis 20 May 2021, 13:01
ამ თემაში დამიწერია ადრე და დღეს ვნახე იმასთან შედარებით შეუდარებლად კარგად ვარ
* * *
QUOTE (დოჩანა @ 30 Apr 2019, 11:39 )
ყავა რომ მავნეა მაგაზე ორი აზრი არ არის. მე რაც ყავას დავანებე თავი, ერთი 3 თვე იქნება და აზარტის გრძნობაც შემიმცირდა , უფრო მშვიდი გავხდი და უკეთესადაც მძინავს.
ახლა თამაშს ვანებებ თავს მეექვსე დღეა თეთრი არ მითამაშია, შემდეგი ნაბიჯი სიგარეტი იქნება.
მე ერთხელ ღმერთს ვთხოვე თამაშზე და სიგარეტზე დამოკიდებულება მომიხსენი მეთქი, და ვიცი რომ ამისრულდება.
ეს ყველაფერი უკვე დაიწყო ყავაზე თავის დანებებით.

ამ პოსტის მერე ორი წელი გავიდა და მადლობა ღმერთს რომ როგორც იქნა დავძლიე ერთი პრობლემა.
ახლა მეორე უნდა დავძლიო: ნიკოტინზე დამოკიდებულება

Posted by: A kingdom of dreams 21 May 2021, 15:10
QUOTE (Ani_Floyd @ 17 May 2021, 18:28 )
ადრეც დავწერე ამ თემაში სოციალური ფობია რომ მჭირს, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო მიმძაფრდება. ზოგადად დავაკვირდი, რომ გაზაფხულზე, განსაკუთრებით მაისის თვეში მიმძაფრდება ხოლმე და იმ დონეზე მივდივარ ახლობელ ადამიანებთანაც აღარ მინდება კონტაქტი. აქამდე რაღაცნაირად ვაკონტროლებდი, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია სოციალურ ადგილებში პანიკური შეტევებივით მემართება. რამეს ხო ვერ მირჩევდით რა არის გამოსავალი? მე ამ ყველაფერზე ბევრი მიფიქრია და ვაბრალებ მაინც ჩემ ხასიათს და არა რაიმე მიზეზის და სტრესის გამო შეძენილს. ბავშვობიდან ჩაკეტილი და არაკომუნიკაბელური ვიყავი.. ტიპიური ინტროვერტი და ყოველთვის თავს ვარიდებდი სოციალურ გარემოს

დამახასიათებელია და საკმაოდ გავრცელებულია გაზაფხულზე სიმპტომების მომატება, როდესაც შიშები და ფობიები აწუხებს ადამიანს. დღე იმატებს, ყველაფერი იღვიძებს, მეტია სოციალური თავშეყრის ადგილებში მოხვედრის ალბათობა და ჩვენი შიშებიც უფრო აშკარა ხდება. თუ ზამთარში კომფორტულად ვცხოვრობთ ჩვენი შიშებით, გაზაფხულზე დღის მატებასთან ერთად, მეტად გვიწევს გასვლა, სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია და უფრო შესამჩნევი ხდება ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

ჩაკეტილი რომ იყავი და თავს არიდებდი სხვებთან კომუნიკაციას, ამას აუცილებლად ექნებოდა თავისი მიზეზები. საკუთარი თავის შეყვარებაზე იმუშავე, მიიღე შენი შიშებიც მოცემულობად და ისწავლე მათთან ერთად ცხოვრება. ფობია გაქვს? არაუშავს, ყველას გვაქვს რაღაც დონეზე და რაღაც პერიოდებში. კარგად დააკვირდი რა დროს, რა მომენტში და კონკრეტულად რა გამოხატულებით გეწყება ეს პანიკური შეტევები. შიშების დამარცხება შესაძლებელია, თუ ჩვენვე არ გამოვკვებავთ და მუდმივად ამ თემის ირგვლივ არ ვიტრიალებთ.

მოგწერ პირადშიც და ერთ კარგ წყაროს გაგიზიარებ. საკუთარი გამოცდილებით მგონია, რომ რაღაც დონეზე დაგეხმარება შენი შიშების უკეთ დანახვაში user.gif

Posted by: minos 24 May 2021, 18:31
სალამი ხალხო, კარგი ფსიქიატრი იქნებ მირჩიოთ, გუგა სიხარულიძესთან და ვაჟა კენჭაძესთან ვიარე და ორივე ექსპეტიმენტულ #ლეობებს მასმევდა. ვინმე არის კომპეტენტური ვინც რეალურად შევა მდგომარეობაში და პროგრესულად მიმკურნალებს? წელიწადზე მეტია ვმკურნალობ და მდგომარეობა გამიუარესეს

Posted by: Universe´ 24 May 2021, 18:32
A kingdom of dreams
ჩვენც გაგვიზიარე smile.gif

Posted by: White_Shark 24 May 2021, 21:19
QUOTE (minos @ 24 May 2021, 18:31 )
სალამი ხალხო, კარგი ფსიქიატრი იქნებ მირჩიოთ, გუგა სიხარულიძესთან და ვაჟა კენჭაძესთან ვიარე და ორივე ექსპეტიმენტულ #ლეობებს მასმევდა. ვინმე არის კომპეტენტური ვინც რეალურად შევა მდგომარეობაში და პროგრესულად მიმკურნალებს? წელიწადზე მეტია ვმკურნალობ და მდგომარეობა გამიუარესეს

გუგა მაგარი Overrated ყოფილა არ მეგონა საერთოდ არაფერს რომ წამოვიღებდი მისგან

Posted by: h3rmit 28 May 2021, 15:55
White_Shark
ვაჟა კენჭაძე ისე მიქეს ღმერთი მეგონა, მარა ისეთი წამალი დამინიშნა ხალხს რო კლავს

Posted by: nigo 30 May 2021, 13:09
h3rmit


ეს არის სრულიად მიუღებელი პოსტი,თუ ვაჟა კენძაძეს სიბერეში ფსიქიკა არ შეერყა.

შეიძლება დაენიშნა წამალუ,რომელუც ვერ გშველის,მაგრამ კლავს,აბსურდია.

ასე ყველა ჩემი წამლის ანოტაც იაში წერია,სუიციდალური ქმედებისკენ ბიძგი,ამ დროს ანტიდეორესანტებია.
რა დაგინიშნა დარიშხანი თუ დუსტი


წაიკითხე ფანტასტიურ ანტიდეპრესანტ პროზაკზე,ძველი თაობისაა,რა სათაურებია,წამალი მკვლელი და ა.შ



Posted by: ახალგაზრდა 30 May 2021, 14:04
ისე, პანიკური შეტევები უფრო ფსიქოლოგიის სფეროა ჩემის მოკრძალებულის აზრით
კი, დამამშვიდებლები და ეგეთები კარგია რომ მეტ-ნაკლებად უფრო ფუნქციური გახდე მაგრამ მთავარი პრობლემა ხომ აზროვნებაშია

Posted by: SoulPrayer13 7 Jun 2021, 15:40
გუშინ მქონდა შემოტევები და წაუძინე დაჯე დიაზეპამაც ვერ მიშველა არადა სიგარეტს და ყავას შევეშვი უკვე თვეა რა

Posted by: h3rmit 14 Jun 2021, 03:53
nigo
ანოტაციებიდან რო ვასკვნიდე წამალი მკვლელია თუ არა, საერთოდ არაფერს დავლევდი. ვაჟას რა შეერყა არ ვიცი, მარა მდგომარეობა რო გამიუარესდა რაც მშველიდა იმ წამლის დოზის გაზრდის ნაცვლად მთლიანად მომიხსნა და დამინიშნა ახალი წამალი, რომელზეც კიდევ კარგი ინფო მოვიძიე და ვისაც დალეული ქონდა იმათ წრეში გავიკითხე. სასტავი რო ამბობს, წამალზე ინფორმაცია არ მოიძიოთ, დაიზმნდებითო, კიბატონო, მარა ვინც იცის სად ნახოს "რეალური" განხილვები, აუცილებლად უნდა გადაიკითხოს მიღებამდე.

გუგა სიხარულიძემ ექსპერიმენტული წამლებით მიმკურნალა, აგერ ვაჟამ ის წამლები მომიხსნა რაც მშველოდა, ეხლა 2 დღის წინ კონსულტაციაზე მივედი მეგობრის ფსიქიატრთან და მოდი დიაზეპამი დალიე 10 დღე, არ იცის მიჩვევაო facepalm.gif


Posted by: Erovnuli_ligaa 2 Jul 2021, 22:35
DშDშDშDშDშDშDშDDშDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

Posted by: Natias41 30 Aug 2021, 18:27
QUOTE (A kingdom of dreams @ 27 Apr 2021, 18:39 )
ძალიან დიდ ტექსტს ვწერ, მაგრამ ძალიან ძალიან გთხოვთ არ დაგეზაროთ წაკითხვა. სულ მცირე რჩევაც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ახლა
* * *
ანუ, ერთი წელი და ცოტა მეტიც გასულა ჩემი წინა პოსტიდან, მაშინ მართლა აქ მიღებულმა რჩევებმა მომცა შემართება და გადამარჩინა, მაგრამ ახლა ისევ აქ ვარ და უფრო მეტი სიმპტომებით(((
ბოლოს და ყველაზე მძაფრად, უკვე 20 დღეა რაც სახლიდან გასვლაზე მეწყება პანიკური შიში, რაც გამოიწვია გარეთ ყოფნისას რამდენიმეჯერ ცუდად გახდომამ.
გარეთ ყოფნისას, ან მანქანით გადაადგილებისას ძირითადად მეწყება შეგრძნება, რომ ცუდად ვხდები. იწყება ფეხებიდან, შეკუმშვის შეგრძნებით, გული ცუდად მიხდება, მუცელში მაქვს მოვლითი ტკივილები და თითქოს დიარეა მემართება. მუდმივად ვარ ტუალეტის ძებნაში, სადმე წასვლას თუ ვგეგმავ, წინასწარ ვითვლი მგზავრობის დროს, გზად ტუალეტების სავარაუდო ადგილებს ვნიშნავ და ვითლი, თუ ცუდად გავხდები, სად შემიძლია ჩამოვიდე. თუ ეს პერსპექტივა არც გზად მაქვს და არც დანიშნულების ადგილას, ამ დროს ყველაფერს ვაკეთებ, რომ სახლიდან გასვლა გადავდო, გავაუქმო, სხვას დავავალო და ა.შ.
სამსახურში ვთხოვე და დისტანციურად მუშაობას დავუბრუნდი, რადგან ორჯერ მქონდა ცუდად გახდომის ეპიზოდი და ჩემი თანამშრომელი რომ არა, არ ვიცი რას ვიზამდი შუაღამით დაკეტილ, კომენდანტიან ქალაქში. ორჯერ მიხსნა, მიმაბრუნა სამსახურში და სანამ არ გამიარა სიმპტომებმა, ასე ვათენეთ ოფისში.
ყველა შენობაში ყოფნისას, სადაც საპირფარეშო არის მშვიდად ვარ, არ მაწუხებს არაფერი, მაგრამ სამსახურამდე მისვლის და სახლში დაბრუნების მომენტები, სრული ტანჯვა იყო.
რაც სახლში ვარ უკეთ ვგრძნობ თავს, მაგრამ ცოტა ხნის წინ დავიწყე ჩემი პირველი ბინის რემონტი, რაზეც სულ ვიცნებობდი. ახლა ხშირად მჭირდება რაღაცების არჩევა, ხელოსნებთან შეხვედრა და ასეთები, რასაც ძირითადად ოჯახის წევრებს ვავალებ, რომ მთელი დღე გარეთ ყოფნას ფიზიკურად ვეღარ ვუძლებ. ვიყავი გასტროენტეროლოგთან, მგზავრობისას ისე ცუდად ვიყავი, დაძაბულობისგან ყბა და თავი უფრო ამტკივდა მისვლამდე. სისხლის ანალიზი ავიღე, ყველაფერი ოკ. ეხოზეც ყველაფერი მშვენიერია. ერთადერთი რამაც ჩემი დიარეა გაამძაფრა სიბრძნის კბილის ამოღებუს გამო დანიშნული ანტიბიოტიკებია, რაც ნელნელა ალაგდა, სწორი კვებით და სახლში ყოფნით. გუშინ სახლიდან 1 კილომეტრის მანძილზე ვცადე მაღაზიაში გასვლა დედასთან ერთად და იგივე განმეორდა, შუა გზიდან მოვბრუნდი, ცუდად ვიყავი, მაგრამ აი მობრუნების მომენტიდან კარგად გავხდი, რომ ვიცოდი მალე სახლში ვიქნებოდი.
არ ვიცი რამდენად რამე ლოგიკაში ჯდება ეს ჩემი სიმპტომები, აგორაფობიის და IBს სინდრომებს ვამგვანებ ჩემი რისერჩის საფუძველზე, მაგრამ გარშემო იმდენად იუმორით უყურებენ ჩემ ამ პანიკურ ეპიზოდებს, ესეც ხელს მიშლის და თან ფიზიკურად ვერ ვახერხებ რომ ავდგე და ფსიქიატრთან მივიდე. (ა ხო, აქ ექიმთან მისვლას რომ თავი დავანებოთ, ბაქტერიოფაგში ვერ ჩავაბარე ანალიზები უკვე ორი კვირაა, იმის გამო, რომ მეშინია მგზავრობის)
გთხოვთ, რამე ისეთი გამოსავალი იქნებ მირჩიოთ, რითაც შევძლებ პირველ ეტაპზე ეს სახლიდან გასვლის შიში ცოტათი დავთრგუნო, რომ შევძლო გამოკვლევების დასრულებაც, ფსიქიატრის მოძებნაც და მერე ჩემი ოცნების რემონტის პროცესით ოდნავი სიამოვნების მიღება მაინც sad.gif

ბაქტერიოფაგი ნანუკა ჟორჟოლიანმაც ახსენა.კავშირშია პანიკურ შეტევებთან?

Posted by: levani_echo 11 Sep 2021, 23:45
ძველი პანიკიორები აღარ ჩანხართ?? ყველა მოიხოდეთ ? )))

Posted by: chicharito12 28 Oct 2021, 22:30
ეგ გუგა არც მე მომეწონა , ზედაპირული ტიპია, ცოდნა აქ შეიძლება, მარა ფულის კეთებაზეა და უაზრო დიაგნოზი დამისვაა, აი წლების წინ,, ალბათ 3-4 წლის წინ . იმის მერე აღარც მივსულვარ, ვაფშე ეგ კაცი რო არაა, დღეს ნევროზი არ მექნებოდა. ისე მართლა ხო, მეც რა ფეხზე წავედი მაგასთან sad.gif(

Posted by: Universe´ 14 Nov 2021, 20:49
ერთხელ დამემაღტა და ცხადში ვხედავდი ლამის ტვინში ნათურები ერთმანეთის მიყოლებით როგორ ქვრებოდა, იწვოდა ტკაცუნით

smile.gif))

ახლა გამახსენდა, გამეცინა

Posted by: Crøs 1 Dec 2021, 02:56
ვერ ვიძინებ,

ოთახში დაკარგული წიწილის ხმა მესმის,

ვიხედები ირგვლივ და ვერ ვპოულობ,

გავგიჟდი?

Posted by: Razm 4 Dec 2021, 00:18
QUOTE (A kingdom of dreams @ 28 Apr 2021, 23:42 )


შეიძლება მართლა ამ რამდენიმე შემთხვევამ დამსტრესა და უკვე ვიძაბავ თავს მაგაზე ფიქრით, თუმცა ანტიბიოტიკებამდეც მქონდა რამდენიმე შემთხვევა, ანტიბიოტიკებმა უბრალოდ გამიმწვავა და გაახშირა.

ხვალ დაგეგმილი მაქვს სახლთან ახლოს გავიდე და ვიარო ცოტა ხანს, იქნებ ზეგ უფრო დიდ მანძილზეც შევძლო smile.gif მადლობა

Ძაან გავს Ჩემი და Შენი მდგომარეობა ერᲗმანეᲗს და დიდი ხანია უკვე რაც ეს მაეუხებს და Ჩემი გამოცდილებიᲗ გეუბნები.
მაგას არ აქვს მნიᲨვნელობა სახლიდან რამდენ კმ ზე წახვალ 1 დᲦეს კარგად Ჩაატარებ Თუ 10ს.
პრობლემა ბევრად რᲗულია ვიდრე 1 ᲨეხედვიᲗ Ჩანს.
წარმოიდგინე ეგეᲗი წავედი საზᲦვარგარეᲗ მარტო საცხოვრებლად ეგეᲗ მდგომარეობაᲨი. იმის მერე ბევრი დროც გავიდა და მივეᲩვიე ცხოვრებას მაგრამ პრობლემა დᲦემდე ვერ გადავᲭერი, იმიტომ რომ ვᲗვლი Თავის დროზე არ მივაქციე საკმარისი ყურადᲦება (ვერ) უფრო, ერᲗერᲗი მიზეზი ეგეც იყო რო მეც უკვე სახლიდან ვეᲦარ გავდიოდი.
უბრალოდ მედიკამენტები რაᲦაც მომენტᲨი ვინც ესეᲗ მᲫიმე სიტუაციაᲨია აუცილებელი მგონია ვგულისხმობ დამამᲨვიდებლებს და ა. Შმე პირადად ეგეᲗი წამლიᲗ მოვახერხე Თავიდან გარეᲗ გასვლა.

Posted by: Bushti999 8 Jan 2022, 22:09
ფსიქოზში გადავედი თუ არა ამას როგორ უნდა მივხვდე? უკვე უგრძნობელობის უმაღლეს დონეზე გადავედი მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი შფოთვა 24 საათი

Posted by: T-72 Sim1 13 Jan 2022, 06:45
იქნებ დამეხმაროთ,ჩემს ახლობელა 1 კვირიანი სმის მერე მოუვიდა ასეთი რამ: ღმე ორჯერ წამოხტა და თითქოს ქურდებს მისდევსო გარეთ გავარდა sad.gif + სულ ჭიანჭველები ეჩვენება და სპეც დეზოდორს თუ რაც ქვია იმას ასხავდა sad.gif ვისთან უნდა მივიდეს იქნებ მირჩიოთ sad.gif sad.gif

Posted by: isuki 15 Jan 2022, 08:48
Crøs
QUOTE
ვერ ვიძინებ,

ოთახში დაკარგული წიწილის ხმა მესმის,

ვიხედები ირგვლივ და ვერ ვპოულობ,

გავგიჟდი?

yes.gif

Posted by: White_Shark 15 Jan 2022, 19:41
QUOTE (T-72 Sim1 @ 13 Jan 2022, 06:45 )
იქნებ დამეხმაროთ,ჩემს ახლობელა 1 კვირიანი სმის მერე მოუვიდა ასეთი რამ: ღმე ორჯერ წამოხტა და თითქოს ქურდებს მისდევსო გარეთ გავარდა sad.gif + სულ ჭიანჭველები ეჩვენება და სპეც დეზოდორს თუ რაც ქვია იმას ასხავდა sad.gif ვისთან უნდა მივიდეს იქნებ მირჩიოთ sad.gif sad.gif

ალკოჰოლური დელირიუმი იგივე " ბელაია გარიაჩკა "
...........

Posted by: Bushti999 16 Jan 2022, 10:13
ციტოლესი და აზალეფტინი დამინიშნა ექიმმა გავყვე რას მირჩევთ

Posted by: LaBohemia 16 Jan 2022, 23:09
Bushti999
ინდივიდუალურია.
მე მეოთხედ ციტოლესზე საშინელი გაღიზიანება და შფოთვა დამეწყო, მეორე არც დამილევია, ჩემი მეგობარი პირიქით - გადასარევადაა.

ახლა ზოლოფტი მაქვს დანიშნული, ვემზადები ფსიქოლოგიურად, ვიმედოვნებ არ გამიცრუებს იმედებსsmile.gif)

Posted by: isuki 16 Jan 2022, 23:23
http://www.vidal.ge/drugs/zoloft
ზოლოფტი რო დავგულე ავერსის საიტზე იტალიური ამომიგდო, ეს ამერიკულია.
ამერიკული კი უნდა უკეთესი იყოს იტალიურზე.

ლამის მეც ამის დალევა დავიწყო.

LaBohemia
QUOTE
ჩემი მეგობარი პირიქით - გადასარევადაა.


არასდროს დამლევია ანტიდეპრესანტი და თუ გაქვთ გამოცდილება რა იცვლება ამ დროს ადამიანის გუნება განწყობაში?
რაიმე ნარკოტიკული მოქმედების მსგავსი ეფექტი აქვს?
ანუ დალევ და კარგ ხასიათზე გაყენებს თუ რა ხდება

Posted by: LaBohemia 16 Jan 2022, 23:46
isuki
არც მე დამილევია, მაგრამ ვიცი რომ ანტიდეორესანტს სადღაც 10 დღიდან 2 კვირამდე სჭირდება დრო რომ იმოქმედოს.
თავიდან ზოგს უჭირს, ზოგი ვერც გრძნობს.
ასთენიური დეპრესიის შემთხვევაში ენერგიას მატებს, სიცოცხლის ხალისს და სომატურ სიმპტომებს აქრობს. მოკლედ ჩემს გარშემო ბევრი ემადლიერება ანტიდეპრესანტებს, აღარ უწევთ ჯოჯოხეთურ შეტევებთან გამკლავება და ორგანიზმის გადაწვა.
ჩემი მეგობარი საშინელი დეპრესიით იტანჯებოდა, თმაც კი დასცვივდა ბოლოს ისე გამოიფიტა და ანტიდეპრესანტმა ფეხზე წამოაყენა…

Posted by: isuki 16 Jan 2022, 23:55
LaBohemia

QUOTE
მოკლედ ჩემს გარშემო ბევრი ემადლიერება ანტიდეპრესანტებს, აღარ უწევთ ჯოჯოხეთურ შეტევებთან გამკლავება და ორგანიზმის გადაწვა.


კარგი რამე ყოფილა ესეიგი. :დ
უნდა მივმართო სხვა გზა არაა. ვცადო მაინც რ იქნება.


QUOTE
ჩემი მეგობარი საშინელი დეპრესიით იტანჯებოდა, თმაც კი დასცვივდა ბოლოს ისე გამოიფიტა და ანტიდეპრესანტმა ფეხზე წამოაყენა…


up.gif

Posted by: jezzi 17 Jan 2022, 21:06
LaBohemia

დღეში რა რაოდენობის წყალს იღებ?

Posted by: LaBohemia 18 Jan 2022, 01:11
jezzi

ცოტას ალბათ.
ჩემი უბედურება ისაა რომ არ მიყვარს წყალი და არც მახსენდება დალევა.
რატომ მეკითხებით?

Posted by: jezzi 18 Jan 2022, 01:22
LaBohemia

QUOTE
ცოტას ალბათ.
ჩემი უბედურება ისაა რომ არ მიყვარს წყალი და არც მახსენდება დალევა.
რატომ მეკითხებით?


ახლა დავიწყე წყლის სმა აქტიურად და შველის ნერვებს და სტრესს აშკარად.
თქვენც გირჩევდით.

ენერგიას გმატებს და რაღაცნაირად უკეთესაგ გრძნობ თავს.

სიყვარულით და სიამოვნებით ვსვამ თქო ვერც მე ვიტყვი მაგრამ აშკარად საჭირო ყოფილა და აუცილებელიც.

ვიძალებ თორემ მით უმეტეს ზამთარში არც ისე სასიამოვნოდ მიდის.

Posted by: cameti13 19 Jan 2022, 00:43
https://patienttalk.org/vagus-nerve-exercises-to-rewire-your-brain-from-anxiety/
ნახეთ აბა , იქნებ დაგეხმაროთ ვინმეს . 5.29 დან ვარჯიშებია, კუნთების დაძაბულობას ხსნის , მანამდე ახსნაა .

Posted by: jezzi 19 Jan 2022, 01:09
cameti13
QUOTE
https://patienttalk.org/vagus-nerve-exercis...n-from-anxiety/
ნახეთ აბა , იქნებ დაგეხმაროთ ვინმეს . 5.29 დან ვარჯიშებია, კუნთების დაძაბულობას ხსნის , მანამდე ახსნაა .

11:43-დან love.gif

Posted by: G1nika 1 Apr 2022, 20:47
A kingdom of dreams
შენი პოსტი რო გადავიკითხე მეგონა ჩემ დაწერილს ვკითხულობდი.

იმედი მაქვს უკეთესად ხარ !

საზიზღარი შეგრძნებაა კი რო ცდილობ აუხსნა და ვერ ესმით, მესმის შენი

Posted by: ocean1122 8 Apr 2022, 10:48
ho

................................

Posted by: forumistvis 8 Apr 2022, 14:42
წაგების მომენტში მეუფლებოდა ხშირად პანიკის შეგრძნება.რომ მეტი ფული არ მქონდა და პანიკასა და სასოწარკვეთაში ვვარდებოდი.

ამის შეცვლა რისი გაცნობიერებით არის შესაძლებელი ნეტა?

Posted by: sunny-day-today 27 Apr 2022, 20:44
წეღან თავი ავარიდე რა ფსიქოლოგიური მომენტია რა და რატო არ ვიცი

Posted by: POKERISBLUFF 1 May 2022, 14:35
30


B
D
S
M









Posted by: sunny-day-today 6 May 2022, 22:00
აქ ადრე სხვა ნიკით დამიწერია და ახლა დავფიქრდი და მადლობა რომ ეგ პრობლემა გამქრალია თითქმის.

Posted by: quickauthority23 9 May 2022, 23:20
ვინმეს თუ შეუძლია კარგი კოგნიტიურ ბიჰეივერული თერაპიის კარგი სპეციალისტი მირჩიეთ

Posted by: POKERISBLUFF 18 Jun 2022, 10:44
გუშინ ავირიე ძაან სამართებლით თავის გადაპარსვის დროს, არადა აქამდე არასდროს ვიპარსავდი. გცლის რაღაცნაირად ეგ მომენტი და გრძნობ მაგ დროს რო შენს ხელშია შენი თავი

ბოლო 2 წელიწადი რეებიც ხდებოდა სულ ერთი რაღაცისკენ მართავდა ყველაფერს მარა ###ზე დავიკიდე,. ტაბლეტებზე და რაღაცეებზე მეტად მე თავის გადაპარსვა ან კედელთან სპარინგი მშველის ხოლმე

Posted by: AMAZONKAA 20 Jun 2022, 10:43
QUOTE
სხვა ნიკით


ალტერებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით biggrin.gif

Posted by: სუსუსამოგუსი(AMOGUS) 30 Jun 2022, 17:22
QUOTE (White_Shark @ 25 Apr 2019, 18:24 )
shavi_kheli
მაგას ბოდვა ქვია უკვე და სულ სხვა რამეს ახასიათებს smile.gif
* * *
ისე ცოტა აგდებულად ხომ არ მესაუბრები ??
რო ვიცვლი ნიკს მერე რა რო ??

უნდა ვაღიარო რაღაც აგდებული ლაპარაკი იმასაც თუ გავითავლისწინებთ რომ 2019 წლის პოსტებია და რაც ამ წელს შემოვუერთდი და რამდენი რამე გამოვტოვე თურმე ახლა რაც შეეხება ამ მდგმარეობას მეც ვარკვიე ბევრი რამდენი რამდენი გუგლის მოხმარება დავიწყე როგორც არასდროს ინფორმაციის წყაროდ ხოდა გავიგე რომ მეც რამე დაგვარი მაქვს ოსდ ocd ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) არის გავრცელებული, ქრონიკული და ხანგრძლივი აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს უკონტროლო, განმეორებადი აზრები (ობსესიები) და/ან ქცევები (კომპულსიები), რომელთა განმეორების სურვილიც მას აქვს.ანუ უფრო ზუსტად რაღაც სიმპტომები ანუ იგივე რაღაც ცუდი/ბილწი აზრები რომ გექნება თავში ეგეთი რაღაცეები ესეც შედის თურმე და ესეც შფოთვის სახე ყოფილა არადა სტრესის და დეპრესიის დროს მახასიათებს ეგეც და ეს დაემთხვა 2020 წელს როცა გაქანებული პანდემია იყო და და რომ ჩავიტარე ტესტი მქონია გადატანილი და ეს იყო ადრე არადა თავი რაღაც სხვანაირად გაცივებული ვიგრძენი მერე ისიც გავიგე რომ კოვიდი თავსაც უტევს ესეც მოაქვს თურმე ნუ რავი მიდი და გაარკვიე რა რომელი ერთი ყველაფერმა ემოციურ მდგომარეობაში ცუდად მიმიყვანა რა საბოლოო ჯამში უბრალოდ გადავირიე და გავგიჟდი რაც იმას ნიშნავდა რომ პო*უი ეს ცხოვრება და მაგრად მკიდი რაც იქნება ის იქნება უკვე აღარ მერიდება ისე საკუთარი თავის(ნუ მორცხვობა მაინც მახასიათებს)მაგრად მკიდია საზოაგადოება და მათი აზრი ეს სტანდარტები და ყველაფერი ამდენი წელი გავიდა და იმასთან ერთად სიყვარულიც არ მღირსებია.

Posted by: ketaaa 30 Jun 2022, 18:20
რამდენი ხანია არ მსტუმრებია ))))) რაღაც ნიტოაააა.

Posted by: POKERISBLUFF 30 Jun 2022, 19:30
წლების წინ ნაგროვებმა ემოციებმა ბოლო რამდენიმე თვე ხო იჩინა თავი და დღეს კედელთან სპარინგის დროს რაღაცნაირად შემრცხვა. რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ვურტავდი ისე რო ტკივილს ვერ ვგრძნობდი.. ფანჯარა ღია იყო, თეთრი შემომხტარა ფანჯრიდან და თურმე მიყურებდა, რო გავხედე მომაშტერდა რამდენიმე წუთი ესეთი ცუდი შეგრძნება ალბათ პირველად მქონდა. ცოტა აზზრე რო მოვედი და მიახლოება ვცადე თავისივე სავსე საჭმლის ჯამით ახტა და გაიქცა :დ
ცოტა მერე კი მოვიდა მარა თითქოს უფრო რაღაცნაირად მიყურებს რო ეშინიაო და ტეხავს(

Posted by: qar-tleti 3 Jul 2022, 21:49
მოკლედ, ასეთი რამ დამემართა: ვარ ასაკოვანი, +50. ~10 წელია მიყვარს ქალი, მაგრამ მას ამ მხრივ რა დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ, არ ვიცი.ჩემი კოლეგაა, მაგრამ ერტ ოფისში არ ვართ. ამ თვის დასაწყისში ისე მოხდა, რომ ერტი საქმე ერტად უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ის საქმე სხვასთან აღმოჩნდა (ანუ, ჩვენ დავკარგეთ). ჯერ კიდევ მაშინ დამეწყო შფოთვები იმ ქალის მისამართით, მაგრამ კონკრეტულ შინაარსს მოკლებული. მერე კიდევ შემემთხვა ინციდენტი სამეზობლოში-ჩემად დაგულებული ქონების მითვისებას ცდილობდა მეზობელი, რამაც ლამის პანიკაში ჩამაგდო-ასე მეგონა იმ რაღაცას კი არა ქალს მაწერდნენ. მივაწექი და სამაგიერო გამოვართვი-არ დავუთმე იმ შიშის გამო. მაგრამ პანიკა (თუ შფოთვა), არ ნელდება.

ვინმე ამიხსნის, რას ნიშნავს ეს ყოველივე?შიშებს რეალური საფუძველი აქვს, თუ ყველაფერი ჩემს თავში ხდება?

პს. ანალოგიური შფოთვები მქონდა 26 წლის ასაკშიც ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით. მაშინ შიშები მართალი გამოდგნენ.

რა ხდება, რატო მემართება ასეთი რამ მეორედ, ?

Posted by: nigo 4 Jul 2022, 09:21
[b]POKERISBLUFF[/b.

ჩვეულებრივი ამბავია,ფსიქოთერაპიასთან ახლო.

თმებს იჭრი,ან სხვა ფერით იღებავ,თითქოს შენ უარყოფით ემოციებს ატან და ახალ ეტაპს იწყებ.

Posted by: ფრენო 8 Jul 2022, 01:57
quickauthority23
QUOTE
ვინმეს თუ შეუძლია კარგი კოგნიტიურ ბიჰეივერული თერაპიის კარგი სპეციალისტი მირჩიეთ

https://www.geocbt.ge/therapists.html?fbcli...rMAUI2v8oU-1j_s


აქ არის კოგნიტ. ბიჰევ. თერაპევტების ჩამონათვალი smile.gif

Posted by: Ani_Floyd 17 Jul 2022, 21:58
საშინელი ნევროზი (შფოთვები) მაქვს.. როგორ გავუმკლავდე წამლების გარეშე?

Posted by: nigo 22 Jul 2022, 07:16
Ani_Floyd
არ მესმის წამლებს რას ერჩი,მაგრამ კარგი.
მცენარეული დამამშვიდებლები და ფიზიკური დატვირთვა.ცურვა პირველია.

Posted by: RAW187 7 Aug 2022, 13:16
ძილი რეჯიმი გამომისწორდა და შფოთვებიც მომეხსნა რა

Posted by: agatHa 13 Sep 2022, 12:29
ხუთშაბათს დამიბრუნდა პანიკური შეტევა, რომელიც 2012წლის მერე არ მქონია, მაქვს შფოთვები, მუცლის კუნთის დაჭიმულობა. სანამ სამსახურში ვარ, დილას ძლივს მოვედი, არ მეძინა კარგად. მქონდა გულის წასვლის შეგრძნება.

რატომ ვარ ჯოჯოხეთში?

Posted by: veliki 21 Sep 2022, 18:29
მთლად პანიკა არა უბრალოდ თუ წამოწოლილი არ ვარ
ვერ ვარ კარგად
და რატოა? ენერგიის ნაკლებობის მიზეზია?

Posted by: POKERISBLUFF 21 Sep 2022, 21:41
ბოლო 1 წელია ძალიან მშვიდად ვარ. რეალურად ვფიქრობ რომ ადრე როდესაც "ვირეოდი" ხოლმე და არაადეკვატური ქცევების გამოვლინებები მქონდა ხოლმე როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი მაშინ უფრო მსუბუქად იყო ჩემი ზოგადი მდგომარეობა ვიდრე ეხლა. ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის რომ გავიზარდე და ბოლო ეს წლები საკუთარ თავთან მარტო ყოფნამ პიროვნულად ძალიან გამზარდა მაგრამ რამდენიმე თვეში 1ხელ მოსულ "ირაციონალურ ემოციებს" უბრალოდ თავის გადაპარსვით ვშველი , წვერის გაპარსვაც ცალკე სიამოვნებაა ხოლმე როდესაც შიგნიდან რაღაც გრღღნის.. კიდევ კარგი მუსიკაც არსებობს
ფილმებს და სერიალებს ვეღარ ვუყურებ საერთოდ უკვე წელიწადზე მეტი ხდება. კარგი რამეა სიმშვიდე ხმაური იშვიათად მესმის ხოლმე, იმდენად რომ არ ზემოქმედებს ჩემზე და არ მაღიზიანებს :უპ:
ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ არც არაფერს არ ვეწევი და არ მომიწევია არასდროს, არც ვსვავ და არც რამე ტაბლეტებს არ ვიღებ მიუხედავად იმისა რომ დამიჯერეთ სამივეს მიზეზი მაქვს vis.gif

Posted by: johnsonanduncle 26 Oct 2022, 16:08
ადრე მქონდა სახლში ყოფნისას პანიკა რომ გარედან საფრთხე მომელოდა მად მერე გაქრა და როგორც კი გარეთ გავდიოდი მეხსნებოდა არადა პირიქითაა

Posted by: ახალგაზრდა 2 Nov 2022, 02:05
QUOTE (johnsonanduncle @ 26 Oct 2022, 16:08 )
ადრე მქონდა სახლში ყოფნისას პანიკა რომ გარედან საფრთხე მომელოდა მად მერე გაქრა და როგორც კი გარეთ გავდიოდი მეხსნებოდა არადა პირიქითაა

რა საინტერესო შემთხვევაა
თითქოს სახლში დაუცველობის შეგრძნებასთან უფროა საქმე ვიდრე თვითონ გარეული საფრთხის შიშთან

"უცბად რომ ვინმე შემომივარდეს აქ, სულ უმწეოდ ვიქნები" vs "გარეთ უფრო მეტია გასაქცევი და თავის დასაცავი"

Posted by: TommyLuche 2 Dec 2022, 06:48
ცვალებადი მწუხარება ვის გამოგიცდიათ,როგორ ავხსნა არვიცი,ზოგადად ოკა მაწუხებს,ანუ აკვიატებები მაქ,ფიქრის ჩახვევა ვიცი და უცებ თუ რამეზე დავიგრუზე მიმყვება,გამივლის მოვა გამივლის მოვა ასე უამრავჯერ ერთ დღეში,ოჯახისგან შორს ვარ უცებ შვილი მომენატრა და ოჯახი,დავიგრუზე და შევყევი,ცუდად გავხდი და ისევ ისე დამეწყო,ვერ ვხსნი რა არის,მწუხარებას განიცდი,თან იცი რო მოგვარებადია და გაგივლის უცებ,მერე ისევ მოდის წუთებში და ასე რგოლია რა,გარეთ კარგად ვგრძნობ თავს,ღამით მენძრევა მაგრად

Posted by: Strawberryfields 9 Dec 2022, 01:18
შფოთვები მაქვს პერიოდულად, ექიმთანაც ვიყავი, გამომიწერა ანტიდეპრესანტები და მშვიდი, ჯანსაღი ცხოვრების წესი..
მეტნაკლებად შველის, ალბათ

Posted by: Tornike Alashvili 23 Dec 2022, 20:59
კლასიკური მაგალითი პანიკური შეტევების გაუარესების ნიკოტინის ფონზე მიხეილ სააკაშვილი

https://forum.ge/?f=15&showtopic=35088553

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 19 Jul 2023, 18:52
სეზონი მოდის და ჩემი პანიკური შეტევებიც ბაი-ბაი ! არადა დატანჯული ვარ კაცი, ვერადავერ გამოვარკვიე რისი ბრალია

Posted by: Cadmus 19 Jul 2023, 19:35
ხართ ვინმე ისეთი ვისაც ქალქიდნა გასვლის შიში დაძლიეთ? (იმ მოტიბვით რო მსაავადმყოფო არა ახლოს? )

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 23 Jul 2023, 16:25
Cadmus
სავადმყოფოს წინ ვცოვრობ და დაკეთეს ფსიქიატიული ამ ნაგლებმა კოვიდის გამო მარა პროგრამაში ჩავეწერეთ და გამოძახებით მოდის ჩემი ექიმი აი მაგალითად თუ მედიკამენტები მითავდება მოაქვს ან მიცვლიან შეიძლება დამიმატონ კიდეც მარა რათ გინდა არ მშველის ეს ეტყობა აქაობის ბრალია ჩემი ავადმყმოფობა და ვფიქრობ გარემო შევიცვალე მარა ერთი ფეხი უკან მრჩება

offtopic.gif

Posted by: pesimisti 14 Aug 2023, 13:49
QUOTE (agatHa @ 13 Sep 2022, 12:29 )
ხუთშაბათს დამიბრუნდა პანიკური შეტევა, რომელიც 2012წლის მერე არ მქონია, მაქვს შფოთვები, მუცლის კუნთის დაჭიმულობა. სანამ სამსახურში ვარ, დილას ძლივს მოვედი, არ მეძინა კარგად. მქონდა გულის წასვლის შეგრძნება.

რატომ ვარ ჯოჯოხეთში?

გამარჯობა, უკვე მე 7 წელია ჰაერის უკმარისობა მაქვს, როგორ მითხრეს ნერვოზია, პანდემიის შემდეგ ეს ჰაერის უკმარისობა გადამეზარდა ხველაში, ანუ ყოველ მე 3 ჩასუნთქვაზე თუ არა დავახველე რაღაც სპაზმი მახრჩობს, გამოვიკვლიე ყველაფერი და არაფერი არ მჭირს ისეთი, ხახა მაქვს გაღიზიანებული, უკვე ძან დავიღალე ამდენი ხველებით და სპაზმით, ხან თავს ვიკავებ და აი ეგ უფრო მაგიჟებს, გქონიათ ესეთი შემთხვევა?

Posted by: sunny-day-today 1 Oct 2023, 12:38
მქონდა და გამიარა და ახლა თავი მტკივა .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)