forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (14) « პირველი ... 12 13 [14]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> განზომილებები, ვინმეს თუ შეუძლია ამიხსნას...
Moshi-moshi
Stealth Runner


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1581
წევრი No.: 11441
რეგისტრ.: 11-July 05

გამოგზავნილია: 27 Jul 2005, 02:08  #1672203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mcnamara
ეს პირადად თქვენ, btw made in Japan user posted image
http://www.mkaku.org/articles/hyper_and_toe.shtml
mcnamara
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4632
წევრი No.: 9922
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 27 Jul 2005, 11:19  #1672686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Moshi-moshi
QUOTE
mcnamara ეს პირადად თქვენ, btw made in Japan user posted image http://www.mkaku.org/articles/hyper_and_toe.shtml

მადლობთ.
ჩემი დადებული ლინკი ნახე?
acmilani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 474
წევრი No.: 69185
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 21 Nov 2010, 04:02  #22609998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ხალხო, ძაან მაგარ თემა გაქვთ, მაგრად მომეწონა, ძალიან საინტერესოა. ხშირად შემოვალ და არაერთხელ გადავიკითხავ. სურვილი გამიჩნდა "დაპოსტვის" რო მერე ადვილად მოვაკვლიო აქაურობას. ბევრი რამ ახალი წავიკითხე და ვისწავლე. მე მინდა რაღაც ვიკითხო ეხლა. მე სამედიცინო უნივერსიტეტი მაქ დამთავრებული და ამიტო მაგალითს მედიცინიდან მოვიყვან. როცა ეპილეფსიით დავადებული ეპილეფსიური შეტევიდან გამოდის, ის ყვება თავის თავზე, თუ რა იგრძნო, რა დაინახა და ისეთ რამეს ამბობს რაც მისი წარსული არ ყოფილა, ანუ წარსული გახსენება არ არის. მე სამედიცინოზე მსგავსი არ მისწავლია არაფერი.ექიმები არ განიხილავენ ასე და თქვენ თუ იტყოდით ასე, რო ის იმ მონეტში სხვა განზომილებაში გადავიდა, გაისეირნა და ცოტახანში ისევ დაბრუნდა? (აი დაახლოებით ისე როგორც ჭიანჭველას მაგალითი იყო ვიდეოში განხილული)
_Lali_
Mrs Lali


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6906
წევრი No.: 88046
რეგისტრ.: 3-April 09

გამოგზავნილია: 24 Nov 2010, 15:54  #22661623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
SSDK
ესე იგი მინდა ვთქვა, რომ გაოგნებული ვარ თქვენი პოსტით!

ასეთი ზუსტი ახსნა განზომილებების მე არ შემხვედრია არსად!

და ვერასდროს რომ ვერ წარმომედგინა ეს მე-4 და უფრო ზევით განზომილებები (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლიტერატურა მაქვს წაკითხული), ახლა ნათელი გახდა (ცოტა მაინც) ჩემთვის რასთანა გვაქვს საერთოდ საქმე.

ამის მერე გამიჩნდა იდეა, რომ იქნებ ისინი, რასაც ჩვენ მფრინავ თეფშებს ვუწოდებთ, მე-4 განზომილებებიდან მოსული ე.წ. "კონუსებია" და იმიტომ ვხედავთ ჩვენ ბირთვებად (ისევე როგორც სამგანზომილებიანი კონუსი ჩანს სიბრტყეზე წრედ), ამიტომ არის ამოუხსნელი და გაუგებარი ეს ფენომენი.

თქვენი ახსნა, თუ ლოგიკური მსჯელობა იმდენად მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ვანებებ თავს გაუთავებელ ძიებასა და ტვინის ჭყლეტვას, რისთვისაც გიხდით მადლობას.
Hyperzet
ჰიპერზეტ


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12867
წევრი No.: 44595
რეგისტრ.: 22-October 07

გამოგზავნილია: 8 Dec 2010, 01:04  #22866871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
Hypercube

user.gif

QUOTE
განზომილებები



--------------------
შენი თმა კოკაინია, შენი ხმა ექოა, რომელიც ჩემამდე აღწევს და შრება...
perkusia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 405
წევრი No.: 154112
რეგისტრ.: 17-September 12

გამოგზავნილია: 31 Jan 2013, 01:21  #34980487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესო თემაა. მინდა დავტოვო რამე პოსტი რო სხვა დროსაც ადვილად მოვაკვლიო და ძებნა არ დავიწყო. რატომ პასიურობთ?!


--------------------
Email: ceco-83@mail.ru
mobile: 595629391
ucxo777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1788
წევრი No.: 152570
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 1 May 2015, 22:03  #44475279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ არის ეს თემა დასაკარგი. დავფიქსირდებიი
annavita
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14788
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07

გამოგზავნილია: 14 Feb 2017, 16:18  #49930126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (SSDK @ 19 Jul 2005, 16:19 )
მდააააააა
საინტერესო თემააა და როგორც ვხედავ საკმაოდ აზროვნებს კიდეც ხალხი
ხოდა რა მინდა დავამატო ახლა მე:
წინა პოსტებში უმეტესად აქცენტი გამახვილებულია დამატებით განზომილებებზე როგორც პარალელურ სამყაროებზე როგორიც არის ჭიანჭველებიანი ორი ფურცლის (ანუ პარალელური სამყაროების) მაგალითი და ა.შ.
და კი ეს ყველაფერი გასაგებია: პარალელური სამყაროების მიხედვით განზომილებების შემოტანა მაგრამ ხომ შეიძლება არსებობდეს არაპარალელური განზომილებები?
ახლა მოკლედ მოვიყვან ჩემი და ჩემი ერთერთი პროფესორის (სხვათაშორის ამ ადამიანის წიგნები საქართველოშიც ცნობილიაsmile.gif და უძლიერესი მეცნიერია) მიერ მოფიქრებულ მაგალითს:
ყველაფერს აქ რასაც ვწერ არ არის მათემატიკურ თეორიაზე აგებული და არ გამოდის არანაირი აქსიომებიდან, უბრალოდ შევეცადეთ, რომ გვემსჯელა ადამიანის წარმოდგენის მიხედვით და არა ტოპოლოგიურ, ბანახის და ა.შ. "წარმოუდგენელი", მათემატიკური სივრცეების მიხედვით.
ნუ თავიდან დავყავით სივრცის განზომილებები როგორც მატერიალური და არამატერიალური: მატერიალურში შედის "ფიზიკური" განზომილებები ანუ "გეომეტრიული" და არამატერიალურში დრო. ნუ ალბათ ამ თემის "მოწინავე" მპოსტავებმა ყველას გესმით უკვე დრო როგორც განზომილება და ამიტომაც ამაზე არ შევჩერდები. და გადავალ პირდაპირ მატერიალურ განზომილებებზე. ვიმეორებ არ ვეხები პარალელურ სივრცეებს და სამყაროებს.
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მოვიფიქრეთ ასეთი მაგალითი: (ამის შემდეგ ვიღაცას რომ მოვუყევი ეს მითხრა შენ ამ წიგნიდან გაქვს ეს წაკითხულიო, მაგრამ ფაქტია ჩვენით მოვიფიქრეთ  და მაშინ იმ პიროვნებაზე გავბრაზდი მაგრამ ახლა თუ ვინმე მეტყვით ამნაირი მსჯელობები რომელ წიგნშია დიდად მადლობებლი დაგრჩებით biggrin.gif, რადგანაც არ უარვყობ რომ აქამდე ნამსჯელი იყო ამ თემაზე და ძალიანაც მაინტერესებს რა დასკვნებამდე მივიდნენ)
წარმოვიდგინოთ 2 განზომილებიანი სივრცე(პირობითად A) და ამ სივრცეზე არსებული ორგანზომილებიანი არსება(პირობითად a) (გაითვალისწინეთ ეს განსხვავდება ჭიანჭველების მაგალითისგან. ჭიანჭველები არ არიან 2 განზომილებიანი არსებები ისინი როგორც ჩვენ არიან სამგანზომილებიანი არსებები(შეუძლიათ ერთმანეთზე შედგომა და აქვთ სიმაღლის როგორც მესამე განზომილების აღქმის უნარი)) ხოდა ამ ორგანზომილებიან სივცეში ანუ A ში ავდგეთ და დავდოთ კონუსი ჩვენ როგორც "3განზომილებიანმა" ადამიანებმა. ისმის კითხვა: როგორ წარმოიდგენს ამ კონუსს a? წარმოიდგენს როგორც წრეს მის სივრცეში!!  რატომ? იმიტომ რომ ის აღიქვამს მხოლოდ ორ განზომილებას და ორ განზომილებაში კი კონუსის კვეთა (ფუძე) ვიცით რომ არის წრე. რანაირადაც არ უნდა ეცადოს ის ვერ წარმოიდგენს ამ კონუსს ისე როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, რადგან მას არ ესმის ცნება "სიმაღლე" და ვერც გაიგებს!!!!!!!!, რადგანაც მისთვის ეს "სიმაღლე" არ არსებობს. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ის ვერ წარმოიდგენს არსებობს ეს მესამე განზომილება, ანუ "სიმაღლე" და სულაც არ არის პარალელურ სივრცეში, არამედ მისი მშობლიური სივრცე არის იმ სამგანზომილებიანი სივრცის ნაწილი, რომლის აღქმაც მას შეუძლია. ანუ რა დასკვნამდე მივედით ამ მაგალითის შემდეგ:
1) რომ ადამიანი არის ისეთივე არსება a ოღონდ სამგანზომილებიან სივრცეში და სრულებითაც შესაძლებელია თუნდაც ახლა არსებობდეს ჩვენს სივრცეში თუნდაც "ჰიპერკონუსი" რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც კონუსს, თუმცა სინამდვილეში ის არის "4განზომილებიანი კონუსი"
2) ადამიანი არის 3განზომილებიანი (ვიმეორებ ყველაფერი ეხება "მატერიალურ განზომილებას და არა მაგალითად დროს") და ის ვერასოდეს(!!!!) ვერ აღიქვამს (არათუ წარმოიდგენს) მეოთხე განზომილებას, რადგანაც ამ ოთხგანზომილებიან მატერიას ჩვენ უკვე აღვიქვამთ 3განზომილებიანად.
......
......
ხოდა ცოტა ხნის კიდე კამათის და ფიქრების მერე მივხვდით რომ ნამეტანი გავუტიეთ და დავივიწყეთ საერთოდ და მის მერე აღარც გვიმსჯელია ამაზე და ახლა რომ ვნახე ეს თემა ძალიან დამაინტერესა და თუ ვინმემ მიხვდით რა დავწერე და ა.შ. შეგიძლიათ ამ გზით გააგრძელოთ ფიქრი, რადგან მე რაც მეტს ვფიქრობდი ამაზე მით მეტ საინტერესო რამეს ვხედავდი რომელსაც ცალკე ფიქრი უნდოდა იმ მომენტშივე, ხოლო ამდენ გათვლებს და ფიქრს ჩემი ტვინი ვერ წვდებოდა და მივდიოდი გაფრენამდე :DDD ასე რომ დროზე გავანებე თავი smile.gif

დიახ, დიახ.
ვისაც ეს არ ესმის, ჩვენ გვესმის რომ მათი ცნობიერების მდგომარეობაა ეს "ჭიანჭველას"1 –2 განზომილებიანობის მიზეზი.

და საერთოდ, განზომილებები სხვა არაფერია თუ არა ცნობიერების მდგომარეობები.

საერთოდაც , ცნობიერება /უნუვერსალური/ არის განზომილებათა შემოქმედი.

პ.ს. რატომ 11 და არა 12 განზომილება? smile.gif

This post has been edited by annavita on 14 Feb 2017, 16:37


--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო
c.h.I.g.u.r.h.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2151
წევრი No.: 235197
რეგისტრ.: 7-September 17

გამოგზავნილია: 1 Jun 2019, 19:48  #54746248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კრაუჩის ბნელი მატერია მოვრჩი და შემოვისეირნე ამ თემაში smile.gif)
საინტერესო რაღაცები წერია))

QUOTE
მდააააააა
საინტერესო თემააა და როგორც ვხედავ საკმაოდ აზროვნებს კიდეც ხალხი
ხოდა რა მინდა დავამატო ახლა მე:
წინა პოსტებში უმეტესად აქცენტი გამახვილებულია დამატებით განზომილებებზე როგორც პარალელურ სამყაროებზე როგორიც არის ჭიანჭველებიანი ორი ფურცლის (ანუ პარალელური სამყაროების) მაგალითი და ა.შ.
და კი ეს ყველაფერი გასაგებია: პარალელური სამყაროების მიხედვით განზომილებების შემოტანა მაგრამ ხომ შეიძლება არსებობდეს არაპარალელური განზომილებები?
ახლა მოკლედ მოვიყვან ჩემი და ჩემი ერთერთი პროფესორის (სხვათაშორის ამ ადამიანის წიგნები საქართველოშიც ცნობილია და უძლიერესი მეცნიერია) მიერ მოფიქრებულ მაგალითს:
ყველაფერს აქ რასაც ვწერ არ არის მათემატიკურ თეორიაზე აგებული და არ გამოდის არანაირი აქსიომებიდან, უბრალოდ შევეცადეთ, რომ გვემსჯელა ადამიანის წარმოდგენის მიხედვით და არა ტოპოლოგიურ, ბანახის და ა.შ. "წარმოუდგენელი", მათემატიკური სივრცეების მიხედვით.
ნუ თავიდან დავყავით სივრცის განზომილებები როგორც მატერიალური და არამატერიალური: მატერიალურში შედის "ფიზიკური" განზომილებები ანუ "გეომეტრიული" და არამატერიალურში დრო. ნუ ალბათ ამ თემის "მოწინავე" მპოსტავებმა ყველას გესმით უკვე დრო როგორც განზომილება და ამიტომაც ამაზე არ შევჩერდები. და გადავალ პირდაპირ მატერიალურ განზომილებებზე. ვიმეორებ არ ვეხები პარალელურ სივრცეებს და სამყაროებს.
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მოვიფიქრეთ ასეთი მაგალითი: (ამის შემდეგ ვიღაცას რომ მოვუყევი ეს მითხრა შენ ამ წიგნიდან გაქვს ეს წაკითხულიო, მაგრამ ფაქტია ჩვენით მოვიფიქრეთ  და მაშინ იმ პიროვნებაზე გავბრაზდი მაგრამ ახლა თუ ვინმე მეტყვით ამნაირი მსჯელობები რომელ წიგნშია დიდად მადლობებლი დაგრჩებით , რადგანაც არ უარვყობ რომ აქამდე ნამსჯელი იყო ამ თემაზე და ძალიანაც მაინტერესებს რა დასკვნებამდე მივიდნენ)
წარმოვიდგინოთ 2 განზომილებიანი სივრცე(პირობითად A) და ამ სივრცეზე არსებული ორგანზომილებიანი არსება(პირობითად a) (გაითვალისწინეთ ეს განსხვავდება ჭიანჭველების მაგალითისგან. ჭიანჭველები არ არიან 2 განზომილებიანი არსებები ისინი როგორც ჩვენ არიან სამგანზომილებიანი არსებები(შეუძლიათ ერთმანეთზე შედგომა და აქვთ სიმაღლის როგორც მესამე განზომილების აღქმის უნარი)) ხოდა ამ ორგანზომილებიან სივცეში ანუ A ში ავდგეთ და დავდოთ კონუსი ჩვენ როგორც "3განზომილებიანმა" ადამიანებმა. ისმის კითხვა: როგორ წარმოიდგენს ამ კონუსს a? წარმოიდგენს როგორც წრეს მის სივრცეში!!  რატომ? იმიტომ რომ ის აღიქვამს მხოლოდ ორ განზომილებას და ორ განზომილებაში კი კონუსის კვეთა (ფუძე) ვიცით რომ არის წრე. რანაირადაც არ უნდა ეცადოს ის ვერ წარმოიდგენს ამ კონუსს ისე როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, რადგან მას არ ესმის ცნება "სიმაღლე" და ვერც გაიგებს!!!!!!!!, რადგანაც მისთვის ეს "სიმაღლე" არ არსებობს. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ის ვერ წარმოიდგენს არსებობს ეს მესამე განზომილება, ანუ "სიმაღლე" და სულაც არ არის პარალელურ სივრცეში, არამედ მისი მშობლიური სივრცე არის იმ სამგანზომილებიანი სივრცის ნაწილი, რომლის აღქმაც მას შეუძლია. ანუ რა დასკვნამდე მივედით ამ მაგალითის შემდეგ:
1) რომ ადამიანი არის ისეთივე არსება a ოღონდ სამგანზომილებიან სივრცეში და სრულებითაც შესაძლებელია თუნდაც ახლა არსებობდეს ჩვენს სივრცეში თუნდაც "ჰიპერკონუსი" რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც კონუსს, თუმცა სინამდვილეში ის არის "4განზომილებიანი კონუსი"
2) ადამიანი არის 3განზომილებიანი (ვიმეორებ ყველაფერი ეხება "მატერიალურ განზომილებას და არა მაგალითად დროს") და ის ვერასოდეს(!!!!) ვერ აღიქვამს (არათუ წარმოიდგენს) მეოთხე განზომილებას, რადგანაც ამ ოთხგანზომილებიან მატერიას ჩვენ უკვე აღვიქვამთ 3განზომილებიანად.
......
......
ხოდა ცოტა ხნის კიდე კამათის და ფიქრების მერე მივხვდით რომ ნამეტანი გავუტიეთ და დავივიწყეთ საერთოდ და მის მერე აღარც გვიმსჯელია ამაზე და ახლა რომ ვნახე ეს თემა ძალიან დამაინტერესა და თუ ვინმემ მიხვდით რა დავწერე და ა.შ. შეგიძლიათ ამ გზით გააგრძელოთ ფიქრი, რადგან მე რაც მეტს ვფიქრობდი ამაზე მით მეტ საინტერესო რამეს ვხედავდი რომელსაც ცალკე ფიქრი უნდოდა იმ მომენტშივე, ხოლო ამდენ გათვლებს და ფიქრს ჩემი ტვინი ვერ წვდებოდა და მივდიოდი გაფრენამდე :DDD ასე რომ დროზე გავანებე თავი


ესეთ საინტერესო თეორიებს რომ ვკითხოლუბ და ვუშვებ რომ შეიძლება სიმართლეა ვიგრუზები და არ ვიცი რატო smile.gif)
რამდენი რამე არ ვიცით სამაყროზე, ეჰ წავედი მოვწიო ერთი დღეს ვერ ჩავწვდები ჭეშმარიტებას მაინც biggrin.gif


--------------------
"ჩაკალი საკუთარ თავში ის ნაწილი, რომელიც ეძებს ანგელოზებს იმ ადგილებში, სადაც მხოლოდ დემონები არსებობენ." ე.იუნგერი

It's only after we've lost everything that we're free to do anything

wer hoch steigt, der wird tief fallen, Deutschland, Deutschland über allen
Endy-Endy
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 239813
რეგისტრ.: 17-January 18

გამოგზავნილია: 13 Jun 2019, 17:37  #54803474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ისე მართლა საინტერესო კითხვაა. მეც მაინტერესებს ეგ!

yes.gif yes.gif
kshaneli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1118
წევრი No.: 244329
რეგისტრ.: 22-July 18

გამოგზავნილია: 21 Jun 2019, 13:41  #54846972      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Endy-Endy @ 13 Jun 2019, 17:37 )
QUOTE
ისე მართლა საინტერესო კითხვაა. მეც მაინტერესებს ეგ!

yes.gif yes.gif


+++++++++++++++1111111111111111
მეც დამაინტერესა popcorn.gif
Enter your Name

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ



ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) « პირველი ... 12 13 [14]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0327 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]