Quorraჩემი აზრით, ზუსტად რომ I კურსისთვისაა საჭირო. სამართალმცოდნეობა რა არის, წარმოდგენას გიქმნის ზოგადად, აზროვნებას გიყალიბებს. აი, ყველა საგანში გამომადგა მერე ეგ საგანი.
chveneburi simgeraსეეეერიოზული ამბები იყო ხუბუაზე. ის ზღაპრები არ დაიჯერო, წიგნებთან დაკავშირებით.
რაღაც დავწერე ადრე სხვათშორის ამ საკითხთან დაკავშირებით.
თუ არ დაგეზარება
მაგას ეხება ზუსტად
”ავტონომიური” უნივერსიტეტი?ამონარიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პრეამბულიდან: ”უნივერსიტეტი ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა”.
ავტონომია (autonomia) ბერძნული სიტყვაა და საკუთარი მართვა-გამგეობის არსებობის უფლებას გულისხმობს. საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” მე-2 მუხლში ეს ტერმინი შემდეგნაირადაა განმარტებული: ”ავტონომია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა.” (1) აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ წესდების მიხედვით, გამორიცხულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნებისმიერი სახის ჩარევა გარეშე ძალებისაგან. უნივერსიტეტი ავტონომიური, დამოუკიდებელი დაწესებულებაა და ის მასთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ და მხოლოდ თავად წყვეტს.
ახლა, ცოტა ხნით მოვწყდეთ წესდებას და გარშემო მიმოვიხედოთ. არის კი უნივერსიტეტი რეალურად ავტონომიური, თუ ეს სიტყვა წესდებაში მხოლოდ დეკორაციული ფუნქციის მატარებელია? ამის დასადგენად უნდა დავრწმუნდეთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ და შესაბამის ორგანოებზე პირდაპირი თუ ირიბი სახის ზეწოლა არ ხდება.
მე მხოლოდ მოვლენათა ქრონოლოგიას გაჩვენებთ, დასკვნები თავად გააკეთეთ. მაშ, ასე:
• 2010 წელი, 16 ივლისი. ცვლილება შედის საქართველოს კანონში ”უმაღლესი განათლების შესახებ”. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძველი რედაქციიდან ამოღებულია წინადადება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის რექტორი მხოლოდ იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი შეიძლება გახდეს. (2)
• 2010 წელი, აგვისტო. მასმედიის საშუალებით გორდება სკანდალი უნივერსიტეტის გარშემო. სიუჟეტებში ნახსენებია ბიბლიოთეკიდან წლების წინ დაკარგული წიგნები, ხელფასების არასამართლიანი გადანაწილება და უნივერსიტეტში არსებული დარღვევები.
• 2010 წელი, აგვისტო. უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ხუბუას წინააღმდეგ ბრალდებებით გამოდის ლექტორთა ნაწილი, რომელიც მას სხვადასხვა სახის დარღვევაში ადანაშაულებს.
• 2010 წელი, 10 აგვისტო. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა მართავს საჯარო ბრიფინგს, რომელსაც უნივერსიტეტის თანამშრომლები და ჟურნალისტები ესწრებიან. ხუბუა უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას და გამოთქვამს სურვილს, ითანამშრომლოს სამინისტროს აუდიტთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. იგი ასევე აღნიშნავს, რომ წიგნების დაკარგვის ფაქტი მათ 2008 წლის მარტში თავადვე შეატყობინა და რეაგირება მოითხოვა. (3)
• 2010 წელი, 13 აგვისტო. გიორგი ხუბუა თანამდებობას ტოვებს. განცხადებას, სადაც რექტორი ამის მიზეზად სამეცნიერო-აკადემიური მუშაობისთვის მეტი დროის საჭიროებას ასახელებს, აკადემიური საბჭო სხდომაზე იმავე დღესვე აკმაყოფილებს. (4)
• 2010 წელი, 17 აგვისტო. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესორ ნუგზარ სურგულაძეს ირჩევს. (5) ნუგზარ სურგულაძე: “ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რაც კარგი გაკეთებულა იმას მოვუაროთ და ამ სამი თვის განმავლობაში (რექტორის არჩევნებამდე) დანარჩენი გავაუმჯობესოთ. ასევე, ჩვენი მიზანია მოვემზადოთ არჩევნებისათვის და დემოკრატიულად ჩავატაროთ იგი.” (6)
• 2010 წელი, 31 აგვისტო. ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს ალექსანდრე კვიტაშვილი. მისი განცხადებით, ”გარკვეული პერიოდის წინ” მას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი შესთავაზეს. (7)
• 2010 წელი, 31 აგვისტო. ნუგზარ სუგულაძის არჩევიდან 2 კვირაში, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორის მოვალეობის შემსრულებლად უკვე ალექსანდრე კვიტაშვილს ირჩევს. (8) დგინდება, რომ რექტორის არჩევნები წლის ბოლოს ჩატარდება.
• 2010 წელი, შემოდგომა. რექტორის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თსუ-ს II კორპუსში, კაბინეტის შესასვლელთან ჩნდება აბრა, წარწერით: ”რექტორი - ალექსანდრე კვიტაშვილი”.
• 2010 წელი, 16 სექტემბერი. ჯანდაცვის სამინისტროში აღმოჩენილია დარღვევები. კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე აკავებენ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ფრუიძეს. ის თანამდებობიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გაათავისუფლეს, ორი კვირით ადრე, ვიდრე ალექსანდრე კვიტაშვილი პოსტს დატოვებდა. საქმე ეხება ტენდერის უკანონო ჩატარებას და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის აღებას. კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1. 788 მლნ. ლარის ოდენობით ზარალი მიაყენეს. (9)
• 2010 წელი, 27 დეკემბერი. არჩევნების შედეგად ალექსანდრე კვიტაშვილი უნივერსიტეტის რექტორი ხდება. მას ხმა აკადემიური საბჭოს 12-ვე წევრმა მისცა.
(1)
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=4&t=142 (2) საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძველი რედაქცია: “რექტორს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი.”
იმავე მუხლის ამჟამიდელი რედაქცია, მიღებული 2010 წლის 16 ივლისს: ”რექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა.”
(3)
http://www.tsu.edu.ge/ge/departments/pr/information/6433/(4)
http://www.civil.ge/geo/article.php?id=230...%83%9D%E1%83%A0 (5)
http://7days.ge/index2.php?newsid=2359 (6)
http://www.tsu.edu.ge/ge/main_news/6452/ (7)
http://www.civil.ge/geo/article.php?id=23103 (8) ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის სიუჟეტი -
http://www.myvideo.ge/?video_id=1045548 (9)
http://www.civil.ge/geo/article.php?id=23152