გამარჯობათ
ვარ 21 წლის და მაქვს თმის ცვენის პრობლემა. დაახლოებით 5 წლის წინ, უკვე, ვამჩნევდი, რომ დაბანისას და წყლით დავარცხნისას თმა მცვიოდა თუმცა არანაირი განგაში არ ამიტეხავს, სანამ, სადღაც, 2 წლის უკან, როცა თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი, ჩემმა დამ არმითხრა, რომ გვირგვინზე თმის ნაკლებობას განვიცდიდი
მას შემდეგ გადავიქეცი გაქანებულ პარანოიკად. ყოველ ღერს ვითვლიდი აბსოლუტურად, მაგრამ მაინც ვინარჩუნებდი იმედს რომ ასაკობრივი იყო, რომ სადაც მცვიოდა იქ სხვა თმა ამოვიდოდა. შარშან ვიღაცამ ხის სავარცხელი მირჩია, რომ თავის კანი "მემასაჟებინა" ასე ვთქვათ, თავში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ეხლა ვხვდები, რომ სანამ ეს ჯაგრისი გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი კარგად იყო
რაც მისი გამოყენება დავიწყე ,მას შემდეგ, ალბათ, რაც მქონდა თავზე თმა, იმისი ნახევარი დავკარგე. სადაც დამცვივდა იქ თმა არ ამოდის და პლუს ამას ემატება ნამეტანი ცხიმიანობა, ქავილის შეგრძნება, თავის კანის სიწითლე, თმის ძირების ტკივილი და რაც მთავარია თმის ცვენა გრძელდება. ერთი შეხედვით, და დიდი ალბათობით, სიმპტომებიდან გამომდინარე, ცხიმოვანი სებორეა უნდა მქონდეს. რამოდენიმე ხნის მანძილზე დაჭყლეტილი ნივრის და აბუსალათინის ნაზავს ვისვამდი, თუმცა ამას დაშვებულზე ხშირად ვაკეთებდი, კვირაში 2ჯერ, ხან 3ჯერ. მოკლედ, იმ პერიოდში თმის ცვენა, მართლაც შემცირდა საგრძნობლად, შედეგი, ნამდვილად, ქონდა. პრობლემა ის იყო, რომ როგორც აღვნიშნე საშინლად ცხიმიანი კანი მაქვს, როგორც თავზე, ასევე სახეზეც და თავზე წასმული ნიორი ეტყობა სახეზე, რომ ჩამოაღწევდა ალერგიას იწვევდა და გამონაყარს მიჩენდა შუბლზე, პერიოდულად. ამის გამო, ნიორზე უარის თქმა მომიწია ( მარა არვიცი შეიძლება მივუბრუნდე კიდევაც
) ამჟამად, თმის ცვენა კვლავ იმავე ტემპებში მიმდინარეობს, როგორც ადრე და ამას ემატება ის გამაღიზიანებელი ქავილის შეგრძნებები, მთლიანად სკალპზე ( თან ვერ ვიფხან, რაც მაქ იმას ღერა-ღერა ვუდრთხილდები
) მინდა, რომ ვინმე ტრიხოლოგთან, დერმატოლოგთან მივიდე და კონსულტაცია გავიარო, თორე ცუდადაა საქმე. თან ამ ქიმიების არ მჯერა, ექიმებისაც არ მჯერა, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩა, მინდა რო გავიგო რა მჭირს და იმის მიხედვით ვიმოქმედო. მაინტერესებს, თუ გაქვთ ვინმეს მსგავსი გამოცდილება და ვინ შეგიძლიათ, რომ მირჩიოთ. თან სტუდენტი ვარ და პრეპარატებზე ვერ ძაან ვერ დავიხარჯები. უბრალოდ, მინდა დიაგნოზი დამისვას და იმის მიხედვით, უკვე სახლის პირობებში, ხალხური რეცეპტები იქნება თუ რაციქნება, იმით ვიმკურნალო დაავადების გამომწვევი მიზეზის შესაბამისად. გთხოვთ გამომეხმაუროთ ვისაც შეგიძლიათ სამქმიანი რჩევა მომცეთ და დამაკვალიანოთ.
This post has been edited by Mamaza14 on 17 Mar 2018, 01:34