neo>ანუ მაგ. 4 წიგნი რომ გამოვიწერო (წიგნები ცალ-ცალკე ყუთში დევს და არ აწერია, ერთიდაიგივე წიგნია თუ განსხვავებული) და ერთ რეისზე მოხდეს უნდა განვაბაჟო?
ვიღაცის კეთილნებაზე ყოფნას ვერ ვიტან ყველაზე მეტად.
მირჩევნია ისეთი კანონი არსებობდეს, სადაც ყველაფერი დეტალურად გაწერილი იქნება.
თან საჩუქრის შემთხვევაში უსამართლობის ელფერი დაჰკრავს განბაჟების მოთხოვნას, რამე ძვირიანი ნივთი რომ იყოს კიდევ მესმის, მაგრამ პრომოაქციის საჩუქარია, უბრალოდ რატომ უნდა განვაბაჟო,როცა რეალურად არაფერი გადამიხდია, თორემ ჯანდაბას.
ამ ,,მგლის შიშით" ისეთი კარგი აქცია გავმაზე,
ერთგან აქცია იყო, ყიდულობდი ერთ ნივთს, გჩუქნიდნენ მეორეს. მინდოდა 3 ნივთის ყიდვა. (განსხვავებული ორდერებით რომც მეყიდა)მაინც მიიტანდნენ ერთ დროს და გამოიგზავნებოდა ის 6 ნივთი ერთიანად. რეალურად მე ვიცი რომ ჩემთვის მინდოდა, ვიცი რომ 60$ დაჯდებოდა ერთიანად, მაგრამ 6 ნივთზე განბაჟებას მომთხოვდნენ, თან კიდევ უნდა მემტკიცებინა რომ მარტო 3 ნივთის თანხა გადავიხადე...მოკლედ არ მაქვს ვინმესთვის რამის მტკიცების არც დრო და არც სურვილი.
მხოლოდ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, მაგ. 10-20დოლარიან ნივთებს რომ ყიდულობ, თუნდაც 5 ცალს და ერთ რეისზე თუ მოხვდა განბაჟებას რომ გთხოვენ.რა უბედურებაა.
მადლობა, რჩევისთვის. კამექსზე დავრეგისტრირდი ახლახანს და ახალი შენაძენი იმ მისამართზე გავუშვი.
შავი პარასკევის გამო ბევრი რაღაც შემომეყიდა, თან არ მოველოდი რომ ერთდროულად გამოაგზავნიდნენ ყველას, ახლა ცოტა დაძაბული ველოდები. უბრალოდ ფასდაკლების თანხა განბაჟებაში თუ წავა, ცოტა ხიბლს დაკარგავს ,,ფასდაკლებით ნაყიდი".
sevastopolვიცი, რომ უაზრობაზე ვნერვიულობ
მაგრამ თავიდანვე ვემზადები, მირჩევნია რამეს რომ მეტყვიან განბაჟებაზე მომზადებული პასუხი დავახვედრო