forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (99) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მე ვსწავლობ მიკროკონტროლერს, შეკითხვები პრაქტიკისთვის
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 15:09  #30284028      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha
1. არაფრის გაზომვას არ ვთხოვ მიკროკონტროლერს, უბრალოდ რასაც შევუშვებ ის მინდა გადავიდეს სხვა ფეხში და ხუთი წუთის შემდეგ ამ გადასვლამ გადაინაცვლოს სხვა ფეხზე, მაინტერესებს ამას თუ აკეთებს მიკროკონტროლერი?
2. გადმოვწერე ეგ არდუინო, რაღაც პროგრამაა, ვინდოუსი რო ეწერა იქ გავაწკაპე, სხვა რამეც ხო არ უნდა გადმოვწერო?
3. ისე ეს არდუინო რა არის? აქ უნდა დავწერო პროგრამა? მე მეგონა ბეისიკში დავწერდი, შემდეგ ბეისიკის ფაილს სხვა ფაილში გადავიყვანდი, შემეგ ოკეის მივცემდი და ეს პროგრამა შევიდოდა მიკროკონტროლერში, რა მეშლება?
* * *
დავიონ, ამასაც უნდა ციფრულ ფორმატში გადაყვანა ?
QUOTE
1. არაფრის გაზომვას არ ვთხოვ მიკროკონტროლერს, უბრალოდ რასაც შევუშვებ ის მინდა გადავიდეს სხვა ფეხში და ხუთი წუთის შემდეგ ამ გადასვლამ გადაინაცვლოს სხვა ფეხზე, მაინტერესებს ამას თუ აკეთებს მიკროკონტროლერი?



--------------------
მინდა ვიყო ფორუმელი, ვთქვა სისულელე.
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 15:36  #30284486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
Kaxab
რაღაც ეჭვი მაქვს რომ სხვა რამე გინდა და სხვანაერად ამბობ. მე ვფიქრობ შენ გინდა ლედის ნათების მართვა და მილიამპერები მანდ არაფერ შუაშია, ყველაზე მოკლე გზა არის ე.წ. პოტ. (პოტენციომეტრი ანუ ცვლადი რეზისტორი) რომლის ორი ფეხი ერთდება კვება/მიწაზე და მესამე ერთდება ADC In-ზე, პოტის პოზიცია განსაზღრვრავს ძაბვას ამ მესამე ფეხზე, რომელიც ADC-ს საშუალებით გარდაიქმება რაღაც რიცხვად, შემდეგ ამ რიცხვის შესაბამისად უნდა მართო PWM out და გაუშვა LED-ზე, ასე რომ პოტ-ის ტრიალით შენ შეგეძლება ლედ-ს მოუმატო ან მოაკლო ძაბვა.

შენ გადმოიწერე Adruino IDE რომელიც საშუალებას გაძლევს დააპროგრამო არდუინოს პლატები რაზეც ატმეგას ჩიპებია. არდუინოს პლატა შეგიძლია იყიდო ინეტში, ფასი იწყება 15$-დან და ადის 50$-მდე.
ასევე შეგიძლია იყიდო ცალკე ატმეგას ჩიპი და ააწყო მინიმალური კონფიგურაციით, დაგიჯდება სადღაც 10$-დე მაგრამ მაშინ დაგჭირდება ცალკე პროგრამატორის ყიდვა (სადღაც 5$ ღირს).
აწყობილ არდუინოს პლატას ზედვე აქვს usb პროგრამატორი და მეტი არაფერი დაგჭირდება.
ეს ყველაფერი რო გექნება, მერე შეგიძლია უკვე დაიწყო პროგრამირებაზე ჩალიჩი, Adruino IDE -ს პროგრამირების ენა არის C/C++. თუმცა იმდენი მზა მაგალითია რომ წესით არ უნდა გაგიჭირდეს დაწყება და მარტივი პროექტების კეთება.


--------------------
არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ!

ყველაზე მაგარი ტროლი ღმერთია.

PM-ებით არავის ვეხმარები, არ გეწყინოთ მარა თქვენ ბევრი ხართ და მე ერთი და პენსიაზე არ გავსულვარ ჯერ.

SELECT * FROM Posts WHERE UserID NOT IN (SELECT UserID FROM Users WHERE isintriguant+isstupid+isboor+iskadji<>0)
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 18:50  #30287856      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1.პირველ რიგში, მე მინდა სწავლა და ლედები მომყავს მაგალითად. მერე შეიძლება ლედებიც ვმართო. ამ წუთას კი მაინტერესებს ამათზე პასუხები
QUOTE
1. არაფრის გაზომვას არ ვთხოვ მიკროკონტროლერს, უბრალოდ რასაც შევუშვებ ის მინდა გადავიდეს სხვა ფეხში და ხუთი წუთის შემდეგ ამ გადასვლამ გადაინაცვლოს სხვა ფეხზე, მაინტერესებს ამას თუ აკეთებს მიკროკონტროლერი?

QUOTE
დავიონ, ამასაც უნდა ციფრულ ფორმატში გადაყვანა ?

ამათზე პასუხები დამეხმარება ჩიპის თანდათანობით გააზრებაში.
2. მე რაც გადმოვწერე ამის გაკეთებაში გამოიყენება?:
QUOTE
ასევე შეგიძლია იყიდო ცალკე ატმეგას ჩიპი და ააწყო მინიმალური კონფიგურაციით, დაგიჯდება სადღაც 10$-დე მაგრამ მაშინ დაგჭირდება ცალკე პროგრამატორის ყიდვა (სადღაც 5$ ღირს).

მე მზა პლატა არ მაინტერესებს ეს მეორე ვარიანტი მაინტერესებს.
PANTALONE
I'm Your Pizza


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14088
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 19:14  #30288222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
Kaxab
QUOTE
უბრალოდ რასაც შევუშვებ ის მინდა გადავიდეს სხვა ფეხში და ხუთი წუთის შემდეგ ამ გადასვლამ გადაინაცვლოს სხვა ფეხზე, მაინტერესებს ამას თუ აკეთებს მიკროკონტროლერი?

კი/ რასაც დააპროგრამებ იმას გააკეთებს/ ლედ კუბში 3დ ს უშვებენ ბოლო ბოლო არდუინოთი smile.gif



QUOTE
მე მზა პლატა არ მაინტერესებს ეს მეორე ვარიანტი მაინტერესებს.

ერთიდაიგივეა/ მაგრამ ჯობს მზა არდუინო იყიდო/ პალტა ქვია თორე უბრალოდ მიკროპროცესორია კვება მიყვანი თავის ადგილას, შეტანა გამოტანის პორტებით
კონკრეტული მარტივი რაღაცეებით დაიწყებ/

გარდა ამისა უფრო იაფი არ დაგიჯდება/ ატმეგა8 14 ლარი ღირს აქ + სხვა დეტალები/
როცა მზა არდუინო უნო 16 დოლარი ამაზონზე ატმეგა328 ზე/ თან მგონი 40 ფეხაა/ ზუსტად არ მახსოვს/
@@@@


ოღონდ მე არ დამიჯერო ბოლომდე/ აზრზე არ ვარ/

This post has been edited by PANTALONE on 19 Mar 2012, 19:16


--------------------
http://marebito75.deviantart.com/
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 21:01  #30289881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PANTALONE
პლატა არ მინდა, რაღაცატომ მეორე ვარიანტით ვარ დაინტერესებული, მერე ვაპირებ პლატაზე გადასვლას. წავიკითხე რაღაცეები: პროგრამას დაწერ და დაყენდება შეტანა გამოტანა. კიდევ ასამბლერი ძნელიაო და C ავირჩიე ოღონდ არ ვიცი საიდან გადმოვწერო, შემდეგ ეს C–ში დაწერილი მანქანის ენაზე რო გადავიყვანო ალბათ პონიპროგს გადმოვწერ. ცოტა ჩიპებიც შევათვალიერე და ATTiny 24-20 მომეწონა რაღაცატომ. ყველაფერს რო გავამზადებ მოწყობილობაზე მერე ვიზრუნებ.

ამაში ვერ დაგეთანხმები ერთი ფეხიდან მეორეში იგივე დენი გადავაო, მანდ იქნება ცოტა ენერგიის გაბნევა, მაგრამ შესაძლებელია კი გადავიდეს საერთოდ?
Davion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3431
წევრი No.: 5648
რეგისტრ.: 6-July 04

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 21:02  #30289912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kaxab
QUOTE
დავიონ, ამასაც უნდა ციფრულ ფორმატში გადაყვანა ?

თუ შეგყავს ძაბვა (ან დენი ), მაგალითად 3.38 ვოლტი, ეს გადადის ციფრულ კოდში შემდეგი პრინციპით: (ცოტა გამარტივებულია) 0ვოლტი=0, 10ვოლტი=2^10=1024, აგედან ერთი ერთეული შეესაბამება 10ვ/1024=0.009765625 ვოლტი. თუ შეგყავს 3.38 ვ ციფრულად მიიღებ 3.38/0.009765625=346. მერე დაამუშავე როგორც გინდა ეს რიცხვი. დაახლოვებით იგივეა ანალოგური ძაბვის გამოყვანის დროსაც.
თუ შეგყავს დისკრეტული მნიშვნელობა, მაგალითად გაინტერესებს კონტაქტი შეკრულია თუ არა, მიიღებ ერთი ორობითი თანრიგის (ბიტის) მნიშვნელობას, ან "0" ან "1". სქემის მიხედვით იცი რომ 1 შეესაბამება შეკრულ კონტაქტს, 0 გახსნილს. ან პირიქით, სქემასაც შენ ირჩევ. კონტროლერში ყველაფერი მაინც ციფრულ ფორმატშია.
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 21:26  #30290337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Davion
როგორც მე გავიგე, წრედი რო შეკრას ორ ფეხს შორის ამას არ აკეთებს? (ერთი ფეხი რო მეორეს მიაერთოს არაციფრულად)
Davion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3431
წევრი No.: 5648
რეგისტრ.: 6-July 04

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 21:29  #30290386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kaxab
QUOTE
როგორც მე გავიგე, წრედი რო შეკრას ორ ფეხს შორის ამას არ აკეთებს? (ერთი ფეხი რო მეორეს მიაერთოს არაციფრულად)

არა.
თუ დაიწვა მაშინ ალბათ მიაერთებს smile.gif

eniqsi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 819
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 22:08  #30291126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kaxab
QUOTE
როგორც მე გავიგე, წრედი რო შეკრას ორ ფეხს შორის ამას არ აკეთებს? (ერთი ფეხი რო მეორეს მიაერთოს არაციფრულად)

ყოველ გამომსვლელ ფეხზე ზის ცალკე ტრანზისტორი ღია კოლექტორით ასე რომ პირდაპირი კავშირი ერთმანეთთან არა აქვთ.
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 20 Mar 2012, 00:49  #30294589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახლა რამ დამაინტერესა,
ენიქსი ამბობს, მიკროკონტროლერის ფეხი მიერთებულია ტრანზისტორის კოლექტორზეო, ამ ტრანზისტორის ბაზა და ემიტერი რაღაზეა მიერთებული?
* * *
კიდევ რა მაინტერესებს: შეტანის ფეხზე, შეტანისას როგორი პოლარობა უნდა მივაწოდოთ მინუსი თუ პლიუსი? და გამოტანის ფეხიდან, გამოტანისას რა გამოდის, პლიუსი თუ მინუსი?
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 20 Mar 2012, 09:22  #30296990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
Kaxab
QUOTE
წრედი რო შეკრას ორ ფეხს შორის ამას არ აკეთებს? (

მაგას ანალოგური კომუტატორი უნდა, მიკროკონტროლერები მაგ ფუნქციას არ ასრულებენ smile.gif

Kaxab
QUOTE
ენიქსი ამბობს, მიკროკონტროლერის ფეხი მიერთებულია ტრანზისტორის კოლექტორზეო, ამ ტრანზისტორის ბაზა და ემიტერი რაღაზეა მიერთებული?

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ იქ სხვა ტიპის ტრანზისტორია, ბიპოლარული, და გამოსასვლელზე არის Drain, Source არის მიწაზე და Gate იმართება რეგისტრებიდან, შიდა ლოგიკით.

* * *
Kaxab
QUOTE
კიდევ რა მაინტერესებს: შეტანის ფეხზე, შეტანისას როგორი პოლარობა უნდა მივაწოდოთ მინუსი თუ პლიუსი? და გამოტანის ფეხიდან, გამოტანისას რა გამოდის, პლიუსი თუ მინუსი?

ეუფ, აბა შენ დიდი გზა გქონია გასავლელი boli.gif
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 20 Mar 2012, 11:54  #30298662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha
Drain, Source Gate თუ აქვს ველის ტრანზისტორი ყოფილა (პატარა შეცდომა მოგივიდა smile.gif ) Source თუ მიწაზეა, ესეიგი მინუსები გამოდიან გამოტანისას. ანუ პლიუსები შედიან.
შეტანისას რა ხდება არ ვიცი, მე ვფიქრობ ამ დროს ეგ ტრანზისტორი ჩაკეტილია და მაგ ტრანზისტორამდე არის გადასახვევი, რომელსაც პლიუს მუხტები გაუყვებიან და შედიან ჩიპის რაღაც ნაწილში. შეიძლება ამ გადასახვევზეც ზის კიდევ ერთი ტრანზისტორი.
რამდენად სწორია ეს ვარაუდი ?
Davion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3431
წევრი No.: 5648
რეგისტრ.: 6-July 04

გამოგზავნილია: 20 Mar 2012, 12:01  #30298766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kaxab
QUOTE
იდევ რა მაინტერესებს: შეტანის ფეხზე, შეტანისას როგორი პოლარობა უნდა მივაწოდოთ მინუსი თუ პლიუსი? და გამოტანის ფეხიდან, გამოტანისას რა გამოდის, პლიუსი თუ მინუსი?

არ არსებობს მინუსი, ან ნოლია (მიწა) ან პლიუსი (კვება), ცოტა გავამარტივე მაგრამ ძირითადათ ესეა. შეტანა-გამოტანა რო გაიგო, კარგად უნდა გაიაზრო ტრანზისტორული ჩამრთველი, იგივე "კლუჩი". ბაზაზე ან ჩამკეტზე (gate) მაღალი პოტენციალია ემიტერის ან წყაროს ( source) მიმართ-ტრანზისტორი გახსნილია და კოლექტორის წრედში დენი გადის, დაბალი პოტენციალია და დაკეტილია, დენიც არ გადის. თუ გინდა გამოიტანო "0", უნდა მისცე მაღალი პოტენციალი ბაზაზე, გაიხსნება ტრანზისტორი და კოლექტორი ან მიმღები დაჯდება მიწაზე. თუ ბაზას დასვავ მიწაზე-დაიკეტება და კოლექტორი დარჩება ჰაერში. ამ კოლექტორის წრედში თუ შუქდიოდია ჩართული, შესაბამისად გახსნილზე აინთება და დაკეტილზე ჩაქრება.
შეტანაზეც დაახლოვებით იგივე პრინციპია, დამატებით კონტროლერში შიდა წინაღობები არსებობს, რომლებიც შეგიძლია კოლექტორს მიუერთო. მაშინ შესასვლელზე ერთიანი გახსნის ტრანზისტორს და კოლექტორზე 0 იქნება, შესასვლელზე 0 დაკეტავს და კოლექტორი იმწინაღობით ერთიანს მიიღებს, მერე ინვერსია ხდება და იმის დამახსოვრება ხდება რაც შევიდა.
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 20 Mar 2012, 14:11  #30300663      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიკროკონტროლერზე რაღაც წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ეს ანალოგური კოკმუტატორი საერთოდ არ გამიგია, მაგის დატაშიდი სადღა იქნება ან იქნებ ვინმემ დაწეროთ რანაირია და როგორ მუშაობს.
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 20 Mar 2012, 14:52  #30301330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
Kaxab
მაინც ჯიუტად არ ამბობ რის გაკეთებას აპირებ, ჯერ იძახი მიკროკონტროლერები მაინტერესებსო, ეხლა იძახი კომუტატორი როგორ მუშაობსო და ეს ყველაფერი გინდა ერთ თემაში აგიხსნან და თან ისე რომ ეჭვი მაქვს შენ ომის კანონიც არ გესმის ბოლომდე, ძნელი იქნება ასე, ჩვენი ყველა პოსტი არაპროდუქტიული იქნება და რაც მთავარია თემა იქნება ოფტოპიკებით სავსე, ნაკლებად ინფორმატიული და არეული.
მე ვამზადებ მცირე სასწავლო ბლოგს დამწყებებისთვის ელექტროობაში. როცა მოვრჩები დავწერ აქ და გადაიკითხე, შეიძლება ცოტათი მოგეხმაროს რომ გაერკვე, რა გზით წასვლა ჯობია.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (99) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0302 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]