ჩვენი თავგადასავლის აღწერა ჩვენივე თემაში მინდოდა, მაგრამ რადგან არის ინტერესი სხვა გუნდების გულშემატკივრების მხრიდან, ამიტომ გადავწყვიტე ახალი თემის გაკეთება ფეხბურთის განყოფილებაში. პმ-ში მწერს ბევრი რომ ელოდებიან ჩვენი ამბების მოსმენას, რადგან ადრეც კარგი თავგადასავლები გვქონდა და ბევრს მოეწონა.
ჩვენი წასვლა აგვისტოში იტალიის ჩემპიონატის კალენდრის დადებისთანავე დაიგეგმა.
ეს მართლა ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი დღეები იყო, არც კი ვიცი როგორ უნდა შევძლო ამ ყველაფრის გადმოცემა, თანაც რა თქმა უნდა ვცდილობ რომ რაც შეიძლება მოკლედ დავწერო რომ დიდი პოემა არ გამომივიდეს. შევეცდები მხოლოდ გუნდთან და თამაშთან დაკავშირებულ დეტალებს შევეხო, ასევე ჩვენს ძალიან კარგ მეგობარზე სტეფანო პერონზე უნდა მოგიყვეთ აუცილებლად.
ხუთნი ვიყავით ჩვენ და ბათუმიდან იყო კიდევ ზურა ტუღუში, ჩვენი ახალი გაცნობილი მეგობარი მეუღლესთან ერთად. ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთად ვიყავით ხოლმე და თამაშზეც მილანის კურვა სუდის ზემოთ ქონდა ბილეთები, როგორღაც მოვახერხეთ და თამაშის დაწყებამდე ჩვენსკენ გადმოვიყვანეთ. ის ფეისბუქზეა ინტერის ჯგუფში, მაგრამ აქეთაც შემოგვიერთდება მალე. მაგარი კარგი კაცია.
დავიწყოთ პირველივე დღიდან. მოკლედ ჩავფრინდით, დავბინავდით, ჩვენი სახლი მეორე სართულზე იყო, პირველ სართულზე მთელ მილანში ყველაზე ცნობილი რუსული მაღაზიაა და კი გადმოვაფარეთ თავზე ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა მაგ კაზიოლებს ინტერის დროშასთან ერთად. ისმოდა ქუჩიდან შეძახილები, ფორცა ინტერ, ჯორჯია დ.ა.შ. გამვლელები სურათებს უღებდნენ. ერთი ბაბუ მანქანიდან ნახადუ უღებდა სურათებს, თან საჭესთან თვითონ იჯდა, მაგრად ვიკაიფე და თან ცერა თითს გვაჩვენებდა
იმ საღამოსვე გავედით დუომოზე, ულამაზესი ადგილია, არ არსებობს რომ ეს ადამიანს არ მოეწონოს, ვისეირნეთ, ვიარეთ, მშვენიერი ბარი ვნახეთ, იქ გავატარეთ კარგი საღამო.
ხუთშაბათს დილით დაგვადგა ჩვენი მეგობარი სტეფანო, ძალიან თბილად, მეგობრულად, ძმაკაცურად, დავჯექით ვისაუბრეთ კარგა ხანს, მერე გამოვედით ვისაუზმეთ, მეორე დღისთვის სტეფანომ დაგვიგეგმა სან სიროზე მუზეუმის, გასახდელების და თვითონ სტადიონის ექსკურსია, ეს მეორე დღისთვის, პარასკევისთვის დაიგეგმა, დანარჩენი ხუთშაბათი დღე კი გავედით ვიარეთ ბევრი, ბევრი ადგილები დავათვალიერეთ, ყველაფერს არ დავწერ ეხლა, მომაბეზრებელს არ გავხდი ამ თემას, მაგრამ მილანში მართლა მაგრად გაერთობი, ულამაზესი ქალაქია, ულამაზესი ხალხია, მოწესრიგებული, გემოვნებით ჩაცმული და გამოწყობილი, ვინც პირველად ჩახვალთ არ არსებობს არ შეამჩნიოთ რომ ტყუილად არ ამბობენ და მართლა მსოფლიოს მოდის დედაქალაქია. ძალიან კარგი გემოვნებით ჩაცმული ხალხი დადის, ულამაზესი ქუჩებია, შენობების უმეტესობა ნამდვილი არქიტექტურული ძეგლებია, ულამაზესი, გემოვნებიანი და ისტორიული შენობებია.
პარასკევს გავედით დილით, მილანის ფანი რომ არის ჰიბრიდა (კაი კაცი), მაგან მიგვასწავლა იქვე ჩვენს სახლთან ახლოს კაფე, ოჯახური სიტუაციაა, მამა იუვენტინო, შვილი ინტერისტა, მაგარი საყვარელი ხალხია, კარგი გარემოა და ვინც მილანში მოხვდებით ეს ადგილი არ გამაზოთ ჩემი რჩევა იქნება. წინა დღეს მოგვწერა ჰიბრიდამ, ხუთშაბათსაც ვიყავით და ისე მოგვეწონა მეორე დღესაც ვესტუმრეთ, უკვე გვიცნობდნენ. მამამ (იუვენტინომ) დაჟე გვიგრევა რაღაც დელიკატესები, ჯიგარსონა ბიძაა, კაი ტიპია.
შემდეგ უკვე წავედით სტადიონზე, ჯუზეპე მეაცა თავისი სიდიადით წარსდგა ჩვენს წინაშე, შევედით და ბილეთები უნდა აგვეღო, არც ისე იაფია მინდა გითხრათ და რა ბილეთები თქვენ სტეფანო პერონმა დაგვატიჟათ ამ ექსკურსიაზეო. წინა დღეს რომ დაგვიგეგმა გვეგონა გვირჩია და თურმე... მოკლედ გადაგვყვა ეს კაცი ზედ, მაგრამ ჯერ სად ვართ, ყველაფერს ქვემოთ მოგიყვებით.
შევედით, დავათვალიერეთ მუზეუმი, ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელების ფორმებმა არ არსებობს რომ ნამდვილ გულშემატკივარს ემოციები არ აღუძრას. ორიგინალი ფორმები, რაც თამაშებზე ეცვათ, ასევე ძველისძველი 30-იანი და 40-იანი წლების ფორმები იყო წარმოიდგინეთ, ჯუზეპე მეაცას და მის თაობას რომ ეცვათ. სასწაული შეგრძნებაა, ვისაც გუნდი ნამდვილად გულით უყვარს არ არსებობს რომ ამის შემხედვარეს ძალიან მაგარი შეგრძნებები არ დაეუფლოს.
მერე უკვე გასახდელში შევედით, მე რა თქმა უნდა ხავიერ ძანეტის ადგილზე დავჯექი (ვინ დამასწრებდა) და გადავიღეთ სურათები,
რომ წარმოვიდგინეთ რა ამბები ხდებოდა და ხდება ამ გასახდელში დიდი თამაშების მოგების შემდეგ, ძალიან ამაღელვებელი იყო.
ინტერის გასახდელიდან რომ გამოვედით უკვე სტადიონზე უნდა შევსულიყავით და გზაში მაიმუნობის ხასიათზე დავდექით, შევედით მილანის გასახდელში და „წავბილწეთ“ მილანის გასახდელი, ჩინელი ტურისტები იყვნენ შემოსულები და დაიხოცნენ სიცილით. იმედია მილანისტებს არ გეწყინებათ ეს კეთილი ხუმრობა.
აი ასე იცინოდნენ წვრილთვალება კიტაიოზები
ხუმრობა იქით იყოს და მილანის გასახდელშიც ერთის მხრივ პირადად ჩემთვის სასიამოვნო შეგრძნება იყო, რადგან წარმოვიდგინე რომ ოდესღაც აქ პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, გულიტი, ვან ბასტენი, რაიკაარდი, ჟორჟ ვეა, ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი, თუნდაც ჩვენი კახაბერი და რა ვიცი კიდე ვინ არ ყოფილან, მე მილანის მიმართ არანაირი ზიზღი არ მაქვს, ეს ყველამ იცის, ამ გუნდის ისტორიას და მისი ფეხბურთელების დიდებულ კარიერას მე პირადად დიდ პატივს ვცემ, მაგალითად აიმოსგან განსხვავებით.
შემდეგ უკვე შევედით სტადიონზე, ჯუზეპე მეაცა მართლა უნიკალური ნაგებობაა, ტყუილად არ ეძახიან საფეხბურთო თეატრს. სასწაული სტადიონია, დაახლოებით 1.5 საათი ვიყავით შიგნით, ვინ არ მოდიოდა, ფანები, იქაური პერსონალი, დიდი სითბო და დადებითი დამოკიდებულება ვიგრძენით იქ, იყო საუბრები, ძველი თამაშების და პერიოდების, ფეხბურთელების გახსენება, ეხლანდელი სიტუაციის განხილვა, აზრების და შეხედულებების გაზიარება, მოკლედ ძალიან კარგი იყო, წამოსვლა აღარ გვინდოდა, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავით ისეთი შეგრძნება გვქონდა ყველას. არ ვიცი იქ სულ ასეთი აურაა თუ ინტერი რომ მასპინძელი იყო უფრო ინტერისტები იმიტომ იყვნენ სტაფში და ტურისტებში. მოკლედ მოვისიყვარულეთ ჩვენი ლეგენდარული სან სირო და წამოვედით.
პარასკევს დანარჩენი დღე უკვე ჩვეულებრივად გავატარეთ, ძალიან კარგი რესტორნები და კლუბებია, განსაკუთრებით ზედ დუომოზეა ტერასა დი დუომო, მანდ მისვლას გირჩევთ აუცილებლად მილანში ვინც მოხვდებით, ძალიან კარგი ბარია, გასართობი და დასასვენებელი ადგილები მილანში არის უამრავი, ამის მოყოლას აღარ დავიწყებ, ეს ისედაც ყველამ იცის რომ მილანი მოდის და გართობის ერთ-ერთი ცენტრია.
გათენდა შაბათი დღე, წინასწარვე ვიცოდით რომ ეს დღე სტეფანომ მთლიანად ჩვენ დაგვითმო, დილითვე გამოგვიარა და მისი ინიციატივით წავედით ჯერ იმ სტადიონზე, სადაც ინტერი სან სირომდე თამაშობდა, მინდა გითხრათ რომ ესეც ძალიან ამაღელვებელი და დაუვიწყარი წუთები იყო, უბრალოდ წარმოდგენა უნდა შეგეძლოს, რომ ოდესღაც შენი საყვარელი გუნდი იქ თამაშობდა.
იქიდან წავედით პინეტინაში ინტერის ბაზაზე, 40-45 კილომეტრია მილანიდან, იქიდან 10 კილომეტრში შვეიცარიის საზღვარია და ალპებიც ძალიან ახლოს არის, ძალიან ლამაზი ადგილია.
ესეც ინტერისტია
ვარჯიში რა თქმა უნდა დახურული იყო და ბაზაზე არავის არ უშვებდნენ, ჩვენს გარდა კიდევ უამრავი ხალხი ელოდებოდა გუნდის გამოსვლას, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვეღარ დაველოდეთ. სტეფანო ხედავდა რომ ძალიან გვინდოდა გუნდთან შეხვედრა და ამიტომ არაფერს არ გვეუბნებოდა, მაგრამ ვხვდებოდით რომ ნერვიულობდა, გეგმები ქონდა დალაგებული და მისი გეგმები ირეოდა, რადგან ვარჯიში როდის მორჩებოდა არავინ არ იცოდა და შეიძლება ძალიან დაეგვიანა.
ამიტომ ჩვენ თვითონვე ვუთხარით რომ აღარ დავლოდებოდით და წამოვედით. სად? სტეფანოს სახლში. ოჯახი ყოლია ისეთივე კარგი და საყვარელი ამ კარგ კაცს როგორიც თვითონ არის, მიგვიღეს ძალიან თბილად, მშობლებმა არ იციან ინგლისური, მაგრამ სტეფანო გვითარგმნიდა (სტაფანო გამართულად ლაპარაკობს ინგლისურად), მერე აგვიყვანა თავის ოთახში. იქ რაც ვნახეთ ეს როგორ უნდა გადმოგცეთ არ ვიცი, ამ ყველაფერს მგონი ფოტოებიდან უფრო მიხვდებით.
ეს ინტერის ძველი აქციაა, სტეფანოს სიმდიდრეა.
ეს რასაც კედლებზე და ჭერზე ხედავთ და ამის გარდა გარდერობში და უჯრებში უდევს ინტერის სხვადასხვა დროის ვარსკვლავების ორიგინალი, თამაშებზე ნაცვამი ფორმები, ისევე როგორც ინტერის მუზეუმშია, ეს ყველაფერი მისთვის არის ნამდვილი განძი, ამაზე მეტად მგონი არავინ და არაფერი არ უყვარს ამ კაცს, მართლა სასწაული ადამიანია, ამის ნახვის შემდეგ პირადად ჩემს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა. როგორი სიფრთხილით იღებს და ალაგებს უკან ამ ყველაფერს რომ ნახოთ, მიხვდებით რომ ამ ადამიანში მისი გუნდის მიმართ რაღაც განსაკუთრებული და უსაზღვრო სიყვარულია, ალბათ ზუსტად ამის გამოა რომ ჩვენ ასე შეგვიყვარა დ დაგვიმეგობრა, რაც პირველ რიგში ნიკას (ფარაო) დამსახურებაა. 2011 წლის ტრაბზონის თამაშის მერე ზუსტად ნიკა დაუახლოვდა და დაუმეგობრდა სტეფანოს.
ჯერ კიდევ 3 წლის წინ ბაქოში სტეფანომ და გადარეულმა მარკომ (კურვას გლავარია) გვითხრეს ძალიან გარკვევით. ჩვენ იტალიელები რომ ინტერის ბალეშიკები ვართ ეს ჩვეულებრივი ამბავია, მილანში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ან ინტერს ვუბალეშიკებდით ან მილანს და შეიძლება კიდევ ვინმე სხვას, მაგრამ თქვენ, ქართველები რომ ასე ბალეშიკობთ და ასე გიყვართ ინტერი ეს ჩვენთვის ორმაგად დასაფასებელიაო და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის ყოველთვისო, მაშინ ეს ბლა ბლა ბლა ბაზარი გვეგონა, მაგრამ თურმე ძალიან მაგრად ვცდებოდით. როგორც მოგვიანებით გვითხრა სტეფანომ, კურვაში ჩვენი მოხვედრის ნებართვაც სტეფანოს მარკოსგან აუღია და რაზეა ბაზარი პასუხი მიუღია, ეს მერე მოგვიყვა სტეფანომ და თვითონ მარკომაც ყურადღება არ მოგვაკლო არც თამაშის მიმდინარეობის დროს და არც თამაშის დამთავრების მერე.
გადავუხვიე თემიდან და სტეფანოსთან ვართ ოჯახში ისევ, წამოსვლა აღარ გვინდოდა, კარგა ხანს გავჩერდით, საჩუქრები დავურიგეთ ოჯახს, არც თვითონ გამოგვიშვა სტეფანოს დედამ უსაჩუქროდ, ჭაჭიკოც დავაგემოვნეთ, დავემშვიდობეთ ამ ძვირფას ხალხს და იქვე გვერდზე ქუჩაზე უკვე იმ სახლში მივედით სადაც ეხლა ცალკე ცხოვრობს სტეფანო თავის ცოლთან ერთად. უსაყვარლესი გოგოა, გავიცანით, ძალიან თბილად შეგვხვდა, გაგვიმასპილძდნენ, ცოტა დავლიეთ, სტეფანოს ძმაკაცები მოვიდნენ, გაგვიცნეს, ცოტა ბიჭებმა სასაცილო ბოლებიც მიიღეს და გაგვაქანა ბარში, ხო მართლა სანამ წავიდოდით სტეფანოს სახლში ვუყურეთ იუვე-ლაციოს ბოლო 10 წუთს და დიბალას გამაზულ პენალტზე ყირაზე გადავედით, თანაც უკვე ფხიზლები აღარ ვიყავით და რამის სახლი დავუნგრიეთ ამ კაი ხალხს, მაგრამ არც თვითონ და მის ძმაკაცებს დაუკლიათ.
წაგვიყვანა მერე ბარში, იქ ვიჯექით ცოტა ხანი, სასმელები მოიტანეს, რომა ნაპოლი დაიწყო, 10-15 წუთი ვუყურეთ და წაგვიყვანა გვერდზე ქუჩაზე რესტორანში, წინასწარ ქონია შეკვეთა მიცემული. უკვე ძალიან უხერხულად ვიყავით და მაგრად შევწუხდით, ამდენს მართლა აღარ ველოდით და აღარ ვიცოდით რა გვექნა, თავისი ძმაკაცებიც წამოიყვანა კიდევ და რასაც ქვია ქართულად ჩაზნიქა სუფრა, უგემრიელესი საჭმელები იყო და გარემო რაღაც ფანტასტიური, ეს იყო დაუვიწყარი დღე. მერე კიდევ ეს რესტორანი არ იკმარა და კიდევ სადღაც ღამის კლუბში წაგვიყვანა, ინტერისტებით იყო სავსე, იქაც ძალიან მაგარი და შინაურული გარემო იყო, ამათი შიდა წრეა, ახლო მეგობრები, ყველა ყველას იცნობდა, ძალიან თბილად მიგვიღეს როგორც სტეფანოს მეგობრები და სტუმრები, ალბათ იცოდნენ ჩვენს შესახებ რომ სტეფანო გველოდებოდა, კარგა ხანი ვიყავით იქაც და ძალიან სასიამოვნო დღე იყო რა მოკლედ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე კიდევ ბევრი მოულოდნელი და სახალისო წვრილმანები იყო (დიდი მაიმუნობები და სისულელეები) რამაც ის დღე კიდევ უფრო გაალამაზა და დაუვიწყარი გახადა. ძალიან გვიანი იყო უკვე და სახლში რომ წამოგვიყვანა ამ კაი კაცმა, მკვდარივით დამეძინა მანქანაშივე, ისეთი დაღლილი ვიყავი, სახლში როგორ მივედი და ავედი არც კი მახსოვს.
მეორე დილას, ანუ კვირას (თამაშის დღე) ბიჭები ვერ გავაღვიძე, დახოცილებივით ეძინათ, მე ერთი თვისება მაქვს, პახმელია რა არის არ ვიცი, რაც არ უნდა დავლიო, რამდენი სასმელის სახეობაც არ უნდა ავურიო, მეორე დღეს 7 საათზე ფეხზე ვარ. როგორც იქნა ძლივს ნიკა გავაღვიძე და შევუჩნდი რომ გავსულიყავით სახლიდან. როგორც იქნა მოვხოდე ნიკა და გავედით დუომოზე, იქ ამბები ხდებოდააააააა, საოცრება, ხალხი ინტერის ფორმებში, შარფებში, დროშები, ატრიბუტიკა, რუპორები, დადიოდნენ ჯგუფებად, მღეროდნენ, შეძახილები, ოვაციები, როგორც მივხვდით სხვადასხვა ქალაქებიდან ჯგუფებად და ორგანიზებულები ჩამოდიან ერთად, ეს იყო მართლა ძალიან სასიამოვნო შეგრძნება, იმხელა სიამოვნება განვიცადეთ რომ ეს თუ არ შეიგრძენი ისე ვერ მიხვდები. ძალიან ძალიან პოზიტიურად დაიწყო დილა, იმხელა სიყვარული ჩაიღვარა ორგანიზმში რომ ვიგრძენი ეს ჩვენი დღე იყო და უეჭველი მოვიგებდით. რაც დრო გადიოდა და თამაში ახლოვდებოდა მით უფრო ტემპერატურა იმატებდა როგორც ჩვენს ორგანიზმში, ასევე თვითონ ქალაქში. ამ დღეს დიდი და პატარა, ქალი, კაცი, ყველა დერბის მოლოდინით ცხოვრობენ, მეტი იქ არაფერი არ ხდება.
შუადღე მოახლოვდა რამის და ბიჭებმაც გაიღვიძეს როგორც იქნა, შემოგვიერთდნენ, ვისადილეთ გემრიელად, ცოტა გავისეირნეთ და დავიძარით უკვე სტადიონისკენ, წავედით მეტროთი, რატომ ვწერ ეხლა რითი წავედით, მეტროს ჩასასვლელში, სადგურებზე, ბაქნებზე, მატარებლებში, იქ ამბავი ხდება, ეს არის წარმოუდგენელი რა, ინტერი მასპინძელია და რა თქმა უნდა შავ-ლურჯი ფერები ჭარბობს, ყველა მღერის, ყველა გაღიმებულია, გახარებული, ჭყლეტვას და ზედახორას აწყობენ სპეციალურად, ოვაციები, შეძახილები, ესეც ცალკე მაგარი შეგრძნებაა, სისხლი ადუღებას იწყებდა ძარღვებში, მივედით სტადიონზე, ბევრი მაღაზიებია, ფორმები, აქსესუარები, ბურთები, ატრიბუტიკა, რა გინდა სულო და გულო, შევიძინეთ რაღაც რაღაცეები, სტეფანო და დანარჩენი ინტერისტები გველოდებოდნენ უკვე ბევრი ნაცნობები ტრაბზონიდან და ბაქოდან, აქაც თბილი შეხვედრა, სიხარული, ძველი მოგონებების გახსენება, აგვიყვანეს ჩვენს ადგილებზე და მერე უკვე რაც ამ 2-3 საათის მანძილზე მოხდა, მე უკვე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ რომ ნამდვილად უძლური ვარ რომ ეს ყველაფერი გადმოგცეთ. თამაშამდე როგორც ვიყავით, განსაკუთრებით შაბათი დღე ხომ შევეცადე რომ როგორმე გადმომეცა, მაგრამ აი სტადიონზე რა ხდებოდა დამიჯერეთ რომ ამის გადმოცემა ძალიან ძნელია. როგორ მოვყვე, რა სიტყვები გამოვიყენო, რანაირად აგიღწეროთ ან საიდან დავიწყო ეს ყველაფერი, რაც იქ ხდება. ჯერ ისედაც გაგვიმართლა, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო დერბი იყო, ისეთი თამაში გამოდგა რომ რომელ ტრიბუნაზეც არ უნდა მჯდარიყავი ყველგან კარგი სიტუაცია იქნებოდა და ისიამოვნებდი დარწმუნებული ვარ, მაგრამ აღმოვჩნდით ეპიცენტრში, იმ ადგილზე საიდანაც იმართება მთელი 85 ათასიანი სტადიონი. ვერ წარმოიდგენთ რა ხდება, ჭყლეტვაა, არავინ არ ზის, ყველა მღერის, ეს ყველაფერი ისე არის ორგანიზებული რომ უბრალოდ წარმოუდგენელია როგორ უნდა შეძლო ამ ყველაფრის მართვა და გაკონტროლება. ამ ყველაფერს კი აკონტროლებს ერთი ძალიან ძლიერი პიროვნება მარკო როსი, რომელზეც ზემოთ უკვე გელაპარაკეთ, N-1 ადამიანია ჩრდილოეთ ტრიბუნაზე, ეს ვიცოდით გადმოცემით და დავრწმუნდით საკუთარი თვალით ნანახით. ძალიან სასიამოვნოა რომ მარკო პირადად გვიცნობს და გვაფასებს, 3 წლის წინ ბაქოში რაც გველაპარაკა კი დავწერე ზემოთ. მოკლედ ამ მარკოს ყავს დამხმარეები, ზოლზე არიან განლაგებულნი, ხელში უჭირავთ დიდი რუპორები და ასე წარმართავენ მთელ მოვლენებს, რაც ბევრს ნანახი გექნებათ სხვადასხვა სტადიონებზე. რამოდენიმეჯერ შემოგვძახა მარკომ იმღერეთ ქართველებო, ჯორჯიანს, ჰაი რაგაცცი დ.ა.შ.
ჩრდილოეთი ტრიბუნა სულ სხვა რამეა, იქიდან გამორიცხულია ასე ადვილად რამე უცხო დროშა ან ტრანსფარანტი გადმოფინო ან თუნდაც გაშალო, ყველა კვადრატული სანტიმეტრი სხვადასხვა დაჯგუფებებს ეკუთვნის, (კურვა ნორდი, ულტრას, ბოიზ სან დ.ა.შ.) ნუ კურვა ნორდი რომ ყველაზე დიდი და ძლიერია ეს ცნობილი ამბავია, 1969 წელს არის დაარსებული წარმოიდგინეთ, თაობები ყავთ გამოცვლილი. ისევ სტაფანოს, მარკოს და დანარჩენების დამსახურებით შევძელით რომ იქიდან საქართველოს დროშა გადმოგვეფინა და ამის გამო რასაც ქვია სიხარულისგან ვკანკალებდით მე და აიმო, კადრებშიც გამოჩენილა რამოდენიმეჯერ ჩვენი დროშა და უბედიერესები ვიყავით ამის გამო.
ესეც ჩვენი ლამაზი დროშა სახელგანთქმულ სან სიროს ჩრდილოეთ ტრიბუნაზე.
თვითოეული გოლის მერე და განსაკუთრებით ბოლო გოლის მერე იქ ისეთი ამბავი ხდება რომ როგორ არ იხოცება ამ ჭყლეტვაში და ზედახორაში იქ ხალხი მართლა ვერ ვხვდები, ამას ვამბობ ყოველგვარი გაზვიადების და გადამეტების გარეშე. ხო ძალიან დაქანებულია ტრიბუნები, ყველა ფეხზე დგას, ისეთი ჭყლეტვაა ვერ მოტრიალდები, ამ დროს ზემოთ ვიღაცა ხელს კრავს ან მიაწვება წინ მდგომს და დომინოსებურად ჩაიქცვა ეს ხალხი დაბლა, ჩვენც მოვყევით ამ ჭყლეტვაში, ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვამბობ, შეიძლება გაიგუდო იქ ისე რომ გადარჩენის შანსი არ გექნება. ასე რომ ხუმრობის გარეშე გეუბნებით, რომ ასეთ თამაშებზე ჩრდილოეთ ტრიბუნაზე ქალებთან ან ბავშვებთან ერთად წასვლას მოერიდეთ.
მოკლედ მოვიგეთ დერბი, ძალიან მაგრად გაგვიმართლა, ემოციებისგან დავიცალეთ, არ გვჯეროდა, 3-0 ან უფრო დიდი ანგარიშით რომ მოგვეგო ასეთ მოგებას ეს მოგება გვერჩივნა, ზუსტად კარის თავზე ვიჯექით სადაც მეორე და მესამე გოლები გავიდა. იკარდი რომ პენალტს ურტყავდა დარტყმამდე 5-6 წამით ადრე რაღაც სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა 2 საათიანი ღრიანცელის შემდეგ, ვიფიქრე რა მურტალი სიჩუმეა რამე ცუდი არ მოხდეს, არ გააფუჭოს პენალტი მეთქი და მერე უკვე სად გადავვარდი, სად რას მივეხეთქე აღარც მახსოვს, ფილტვები ამოყარა იქ ხალხმა, ფანატიზმი კი არა არ ვიცი ამას რა ქვია, უმაგრესი თამაში მოვიგეთ, რომელიც მეხსიერებიდან არასოდეს არ წაიშლება.
ალბათ როგორც გადმოგეცით თამაშის დროინდელი სიტუაცია იმის მერე არ უნდა გაგიკვირდეთ რომ თვითონ თამაშზე სურათების გადასაღებად არც გვეცალა და ვერც გადავიღებდით, ეს არის სულ რაც გვაქვს და ესეც ზოგი თამაშამდე და ზოგიც შესვენების დროს არის გადაღებული.
ეს იყო ჩვენს საყვარელ გუნდთან დაკავშირებული კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალი ჩვენს ცხოვრებაში, მსგავსი ჩვენთვის რა თქმა უნდა ჯერ არასდროს არ ყოფილა, ყველას გისურვებთ რომ ეს ყველაფერი თქვენც გამოცადოთ, ჩვენც იმედი გვაქვს რომ ასეთი დღეები ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ბევრი იქნება. ინტერი იუვენტუსზე ვაპირებთ წასვლას აპრილში, მანამდე მე მიწევს წასვლა ეხლა ნოემბერში და ინტერი ატალანტაზე დავესწრები და მომავალში იმედია კიდევ უფრო ხშირად გვექნება საშუალება რომ რაც შეიძლება მეტ თამაშებს დავესწროთ. იმედია მომავალ წელს ლიგაზე დავბრუნდებით, ლიგაზე ინტერის გასვლით თამაშებზეც თავისუფლად შეიძლება წასვლა და მოკლედ, ყველაფერი წინ არის.
კიდევ ერთი: ალბათ ბევრს დააინტერესებს და გეტყვით რომ მოვერიდეთ ხავიერ ძანეტისთან შეხვედრას, რაც უმარტივესი იყო. ზედ დუომოს მოედანთან არის ინტერის ოფისი, ჩვენც იქვე ახლოს ვცხოვრობდით, კარგად იცით რომ ძანეტი ინტერის ვიცე-პრეზიდენტია და ყოველდღე ისევე დადის სამსახურში როგორც თვითოეული ჩვენთაგანი. ისიც გავიგეთ რომ ყოველ დილით 9 საათზე მიდის ოფისში და მერე 1 საათზე შესვენებაზე ოფისის წინ ძალიან ლამაზი კაფეა და იქ ყავის დასალევად ჩამოდის, მაგრამ ამის წინ თბილისში რომ დავხვდით ძანეტის მაშინაც დავწერე რომ მოვერიდეთ ზედმეტად შეწუხებას და თავის მობეზრებას და ეხლაც იგივე, ხომ არ უნდა ვაფიქრებინოთ კაცს რა გამიტრაკეს საქმე, ყველგან ესენი არიან მალე სახლში შემომივარდებიანო. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ასეც მოვიქეცით. ბევრჯერ გვექნება კიდევ ჩვენს ლეგენდასთან შეხვედრის შანსები.
სამაგიეროდ შემთხვევით შევხვდით ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოლდოს, ეს უკვე ორშაბათს იყო.
ეს ის თესლია, შვილი
მოკლედ კარგი დერბი იყო, კარგი დრო გავატარეთ და ყველას გირჩევთ რომ არ დაიკლოთ ასეთი სიამოვნება.
FORZA INTER!!!
გაუმარჯოს ყველა ინტერისტს და ყველა გუნდის ჭეშმარიტ ფანს!!!!!!!
This post has been edited by internazionale on 24 Oct 2017, 01:16