Sorantisაქ არ დაეტეოდა...ლიმიტი 10 ვარიანტია პასუხის..
...
LilacWine anchoმადლობა თქვენ აქ რომ შემოაჭერით...ამიერიდან ამ ტოპიკსაც ვუპატრონებ..
anchoყველაფერი მაინც გემოვნებაზეა...''დანაშაული საბავშვო ოთახში'' და ''ფოქსტროტი'' თუკი გაქვს მოსმენილი, ეს უკვე ძალიან კარგია...გადამწყვეტი ალბომების სიაში, ჯენეზისის ულამაზესი ალბომებია და არტ-როკის კლასიკაა (გარდა ამ ორისა):
Trespass - 1970
Nursery Cryme - 1971
Foxtrot - 1972
Live - 1973 (საკონცერტო)
Selling England By The Pound - 1973
The Lamb Lies Down On Broadway - 1974
ამ უკანასკნელს აი ძაააააააააააალიან გირჩევ..თუმცა, ეს, მუსიკასთან ერთად, ძალიან საინტერესო კონცეფტუალური ალბომიც არის, რომლის სიუჟეტიც დღემდე გაუგებარია და მას ყველა თავისებურად ხსნის.ამასთან ერთად, ლიტერატურულად ასეთი დატვირთული ნაწარმოები როკ-მუსიკას, პრაქტიკულად, არ უნახავს...მუსიკალურადაც უძლიერესია...
პოსტ-გებრიელისეული ეპოქაა ფილ კოლინზის ლიდერობა ჯგუფში.ამ პერიოდში ფილია გადაერთო მთავარ ვოკალზეც.აქ ასეთი სიტუაციაა
A Trick Of The Tail - 1976
Wind And Wuthering - 1976
Seconds Out - 1977 (საკონცერტო)
... And Then There Were Three... - 1978
Duke - 1980
Abacab - 1981
Three Sides Live - 1982 (საკონცერტო)
Genesis - 1983
Invisible Touch - 1986
We Can't Dance - 1991
The Way We Walk, Vol. 1 - 1992 (საკონცერტო)
The Way We Walk, Vol. 2 - 1993 (საკონცერტო)
პირველ ალბომებში ამ სიიდან ჯენეზისი საკუთარ ფესვებში ზის, ანუ ზღაპრებში და ფოლკის ელემენტებში.Duke (რომელიც, როგორც ამტკიცებენ, ჯორკ დიუკს ეძღვნება ნაწილობრივ) შემოიტანს ახალ ჰანგებსა და რიტმებს, რომლებსაც 80იანებისაკენ მიჰყავს მსმენელი.მიუხედავად ყველაფრისა, Genesis მაინც, ასე თუ ისე, სერიოზულ ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს (უბრალოდ აღარ ჰგავს კლასიკურ პროგ-როკს იმდენად), ყველაფერთან ერთად, აქ ალბომის საუნდზე´ზრუნავს ჰიუ პედემი, ცნობილი პროდიუსერი (სტინგის ალბომებზე აქვს ნამუშევარი).
აქედან მოყოლებული ჯგუფი მიექანება მსუბუქი მუსიკისაკენ, რომელიც, მოიხედავად იმისა, რომ აღარ ჰგავს არტ როკს, ხარისხიანი პოპ-მუსიკა მაინც არის...
ამაზე მეტი ალბომიც აქვთ, მაგრამ ეს უკვე სხვა ეპოქაა...
მოკლედ, საჭიროა მოისმინო ეს:
Live - 1973
Selling England By The Pound - 1973
The Lamb Lies Down On Broadway - 1974
A Trick Of The Tail - 1976
Seconds Out - 1977
Genesis Archive (1967 - 1975) - 1998
აქ არის ნამდვილი ჯენეზისი...
მიმაგრებული სურათი