თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორია დაარსების დღიდან იპყრობს საზოგადოების ყურადღებას; მიზეზი უპასუხო კითხვებია, რომლებიც მის შესახებ გაჩნდა. ჩვენ ვწერდით 31 ოქტომბერს “ქორთიარდ მარიოტში” გამართული კონფერენციის თაობაზე, რომელზეც ლუგარის ლაბორატორიის საკითხები განიხილეს, მაგრამ გარკვეული კითხვები, საბოლოო ჯამში, კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. პირველი, ვინც ლუგარის ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე დაიწყო ლაპარაკი, გახლდათ ამერიკელი ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი. სწორედ მასთან შევეცადეთ რიგი საკითხების საფუძვლიანად გარკვევას.
_ ბატონო ჯეფრი, რა მიზეზებმა განაპირობა 300-მილიონიანი ინვესტიციის ჩადება ლუგარის ლაბორატორიის ასაშენებლად? ამ ლაბორატორიას აშშ დღესაც აფინანსებს...
_ ეს ყველაფერი ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავი კონვენციის გვერდის ავლის მიზნით კეთდება. აშშ-ს არ აქვს უფლება, განაგრძოს სახიფათო ბიოაგენტების (ნივთიერებების) კვლევა, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იარაღად. ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენცია საკანონმდებლო ქარტიაა, რომელიც კრძალავს ბიოლოგიურ იარაღს, მის გამოყენებას და ცდების ჩატარებას ადამიანებზე.
_ ლაბორატორია მდებარეობს თბილისის აეროპორტთან ახლოს. ხომ არ არის ეს ტაქტიკური სვლა, რომ თვითმფრინავის მეშვეობით გადაიტანონ ვირუსები (ინფექციები) სხვა ქვეყანაში ან პირიქით _ სხვა ქვეყნიდან ჩამოიტანონ საქართველოში?
_ ზუსტად ასეა. ლუგარის ლაბორატორია აეროპორტთან ახლოსაა. ბომბების ჩატვირთვას ან ვირუსების გადატანას სხვადასხვა ობიექტზე იქიდან, სადაც ლუგარის ლაბორატორიაა, დიდი დრო არ დასჭირდება. ნახეთ, რა უეფექტოა აშშ-ის ბრძოლა სირიაში ტერორისტებთან. ერთ-ერთი სცენარით, არაბებს, ტერორისტებს და ა.შ. საშუალებას აძლევენ, ერთმანეთი დახოცონ და მას, ვინც ცოცხალი გადარჩება, აშშ გაანადგურებს ბიოიარაღით.
_ თქვენ პირველი ალაპარაკდით ლუგარის ბიოლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე...
_ არა, ამ თემაზე რამდენიმე ადამიანი ლაპარაკობდა, თუმცა მათ ცოტა თუ უსმენდა. მე ვარ პირველი, ვინც მიიქცია საერთაშორისო ყურადღება. მე მაქვს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანში, აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამ საკითხზე თავის დროზე მივეცი ინტერვიუები გაზეთებს _ “საქართველო და მსოფლიოსა” და “ყველა სიახლეს”. დეტალურად აღვწერე, რომ ეს ლაბორატორია არ არის ის, რასაც მთავრობა გვეუბნება. ლაბორატორია მდებარეობს დასახლება ალექსეევკაში, სადაც ერთი მილის (1,6კმ _ ხ.კ) რადიუსში რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ. თბილისის ლაბორატორიაში ამზადებენ ჯილეხს, ციმბირის წყლულს, შავ ჭირს და ე.წ. ღორის გრიპს. და თუ მოხდება უბედური შემთხვევა, საქართველო აღიგვება დედამიწის პირისგან.
_ ჭორის დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთივე ლაბორატორია ქუთაისშიც ამოქმედდება...
_ დიახ, სიმართლეა. ქუთაისში გაცილებით მეტი ბიოაგენტია დასაწყობებული, მაგრამ მეტი ყურადღება ექცევა თბილისის ბიოლაბორატორიას, რომელსაც რუსები განსაკუთრებით აკვირდებიან. ასევე, მოქმედია ე.წ. მცენარეთა ლაბორატორია ქობულეთში.
ლაბორატორიაში განთავსებულია ოთახები, სადაც წვავენ გვამებს... რაც შეეხება ექსპერიმენტებს ადამიანებზე, ის მიმდინარეობს, საზოგადოდ, მოსახლეობაზე სხვადასხვა სახის გრიპით (ვირუსით) და საექსპერიმენტო ვაქცინით. ეს საექსპერიმენტო ვაქცინები, რომლებიც გადასცეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ძალიან საეჭვოა, რადგან შემოწირულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ. გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში არაფერია უფასო, ხაფანგში დაგებული სატყუარას გარდა.
_ მიწისძვრა, ალბათ, გასაკუთრებით სახიფათო ობიექტად აქცევს ლაბორატორიას.
_ ძალიან, რადგან შენობა რამდენიმეჯერ გადააკეთეს. კომპანია “ბეჩტელ ნეიშენალი”, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინისთან, შეეცადა, გაეზარდა მოგება. ქვეკონტრაქტორად დაიქირავა თურქული კომპანია, რათა სამუშაო მასალების ეკონომია გაეკეთებინა. თურქებმა კი ძალიან უხარისხოდ შეასრულეს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამით ყველამ დიდძალი ფული იშოვა.
_ შესაძლებელია, რომ ქათმისა (H5N1) და ღორის გრიპი(H1N1) ან ჯილეხი გაევრცელებინათ ბიოლაბორატორიიდან?
_ არა, უშუალოდ ლაბორატორიიდან არა, მაგრამ ის გამოუშვეს საქართველოსა და სამხრეთ რუსეთში მეცხოველეობის ინდუსტრიის გასანადგურებლად, განსაკუთრებით _ აფრიკული ღორის გრიპი. მე ვესაუბრე ფერმერებსა და სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორცის ინდუსტრიაში, და ვიცი, რომ, აშკარა პოლიტიკური თუ კვლევითი მიზნების გარდა, საქართველოში უნდა განხორციელებულიყო ხორცის იმპორტი, რათა წინა მთავრობასთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს დიდძალი ფული ეშოვა.
_ მთავრობა შეიცვალა, რას ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა პოზიცია ლუგარის ლაბორატორიის მიმართ?
_ რა თქმა უნდა, თუმცა კვლევები დღესაც მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ლაბორატორიებშიც.
_ დგას თუ არა საფრთხის ქვეშ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლების ჯანმრთელობა?
_ ინფიცირება ნამდვილად მოხდა. 2 წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ და თანხაც გადაიხადეს მედიასაშუალებებისთვის, ინფორმაციის დამალვის მიზნით. ლაბორატორია უნდა განადგურებულიყო 2011 წელს, როდესაც გამოვააშკარავე ეს ამბავი, მაგრამ მაინც გრძელდება არალეგალურ კვლევები. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიოიარაღის პროგრამა აშშ-ის უმსხვილესი ინვესტიციაა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ლაბორატორიების ქსელის მშენებლობას ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაქვემდებარებით.
_ როგორ დავაღწიოთ თავი საშიშ ვირუსებსა და ინფექციებს?
_ ეს მოხდება ლაბორატორიის დახურვით, აგრეთვე, ბიოიარაღის საწყობებისა და იმ ქიმიური ნივთიერებების მოშორებით, რომლებიც შესაძლებელია, გარდაქმნან იარაღად. უნდა დაიწყოს გამოძიება და გამომზეურდეს ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო აშშ-ის საზღვაო ქვეით ჯარსა და წინა ხელისუფლებას შორის ამ ლაბორატორიების შესახებ... ცხედრები იმ ადამიანებისა, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაიღუპონ ინფექციისგან, უნდა დაიწვას, რადგანაც ის ინფიცირების მეორადი წყაროა. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბიოლოგიური ნივთიერებების კვლევა საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ, რადგანაც ეს არის ბიოლოგიური იარაღის შესახებ ქარტიის დარღვევა და საერთაშორისო უსაფრთხოების მუქარა. აღარაფერს ვამბობ საქართველოს საზოგადოების ჯანმრთელობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ესპანურმა გრიპმა, რომელიც 100 წლის წინათ გავრცელდა, 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიო მასშტაბით. ბებიაჩემი მეუბნებოდა, იმდენი ხალხი კვდებოდა, დროულად დამარხვასაც ვერ ასწრებდნენო.
_ 2012 წლის თებერვალში ატლანტაში მდებარე ბიოლაბორატორიაში, უსაფთხოების ზომების დაცვის მიუხედავად, აირმა გაჟონა. ვართ კი საკმარისად დაცული მსგავსი შემთხვევისგან?
_ უსაფრთხოება დამოკიდებულია ბიოსაშიშროების დონეზე, რაც ასევე სერიოზული პრობლემაა ლაბორატორიაში, რადგანაც ჰაერის გამწოვები არასწორადაა დამონტაჟებული და საჭიროა მათი გადაკეთება. გაჟონვის შემთხვევაში, აირი სწრაფად უნდა დაკონსერვდეს და არ გააღწიოს გარემოში. არსებობს 4 ბიოდონე და ყოველ დონეს აქვს კონტროლის სპეციფიკური მექანიზმები მიკრობებისა და ბიოლოგიური ნივთიერებების შესაკავებლად. თბილისის ბიოლაბორატორია არის მე-3 დონის, რაც არ არის საკმარისი, იქ მომუშავეთა და, საზოგადოდ, ქართველი ხალხის უსაფრთხოებისთვის. თუ აშშ-ის მთავრობა და მისი მოკავშირე ქვეყნები დაჟინებით გააგძელებენ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის დარღვევას, ლაბორატორიის უსაფრთხოების დონე უნდა ამაღლდეს BშL-4-მდე. აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რამდენიმე ლაბორატორიაა BშL-4-ის უსაფრთხოების სისტემით, სწორედ ასეთი სისტემაა საჭირო საქართველოშიც. თუ უსაფრთხოების ეს დონე არ იქნება თბილისის ლაბორატორიაში, ის უნდა დაიხუროს.
http://www.geworld.ge/NEW/?page=view&art=7358პ.ს ვინმემ იცის რა ხდება რეალურად ამ საკითხთან დაკავშირებით?