მე ვარ ლინგვისტი, ფილოლოგი. თსუ-ს კურსდამთავრებული. ვმუშაობ ინგლისურ-რუსულ-ქართულ ენებში (თარგმნა, რედაქტირება, კონტენტი, სწავლება, კვლევა)
ძალიან მინდა მეგრულის შესწავლა, მეტყველება რომ შევძლო, თან ვიკვლიო პარალელურად, ასე ვთქვათ, ჩემი ჭია გავახარო.
კურსები როგორც ვიცი არ არსებობს, ხოლო თუ გამოჩნდება ისეთი მასწავლებელი, რომელიც კარგად ფლობს მეგრულს და დაინტერესებული იქნება სწავლებით, ვთხოვ შემეხმიანოს აქ ან პირადში.
თუ მეცნიერი იქნება, ლექტორი ან ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი, მთლად უკეთესი! უკეთ გავუგებთ ერთმანეთს
(კვირაში 1-2 საათი საკმარისი იქნება, ოღონდ დისტანციურად არა-ეს აუცილებელი პირობაა. ადგილს მოვნახავთ, შემიძლია ანაზღაურებით ან თუ მოისურვებს სანაცვლოდ, ინგლისური ან რუსული შევასწავლო)
This post has been edited by eldorado31 on 10 Mar 2023, 17:05