ნახეთ ერთი რა გვიპასუხა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, მათემატიკის გამოცდის ერთ ტესტზე:
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი თქვენი შეკითხვის პასუხად მეორე ვარიანტის 41-ე დავალების შესახებ გვინდა განგიმარტოთ:
ერთი და იგივე რიცხვი მრავალნაირი ფორმით შეიძლება ჩაიწეროს, მაგალითად: 6, ექვსი, 6/1, VI, 6,0, 110 (ორობით სისტემაში) და სხვა.
დამკვიდრებული ტერმინები ერთნიშნა, ორნიშნა, სამნიშნა... გამოიყენება მხოლოდ ნატურალური რიცხვების ათობითი პოზიციური სისტემის ჩანაწერებისთვის.
თითოეული ეს ტერმინი არაა რიცხვის მახასიათებელი, ის ჩანაწერის მახასიათებელია და, სამწუხაროდ, შეიძლება ეს იყოს თქვენი შეცდომის მიზეზი.
რიცხვის „ნიშნადობის“ საკითხი განიხილება მხოლოდ ნატურალური რიცხვების შემთხვევაში. მაგალითად, აზრს მოკლებულია შეკითხვა, თუ რამდენნიშნაა წილადი 9/4 ან ათწილადი 3,05. სწორედ ასევე, „ნიშნადობის“ საკითხი აზრს კარგავს უარყოფითი რიცხვების შემთხვევაშიც. პასუხი შეკითხვაზე: „რომელია უმცირესი ორნიშნა რიცხვი?“ არის 10 და არა –99. შესაბამისად, როცა მოცემულია, რომ x და y სამნიშნა რიცხვებია, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ x შეიძლება იყოს, მაგალითად, (–400)-ის ტოლი, ხოლო y – (–100)-ის.
პერელმანს გაუგზავნე და მოკვდა სიცილით