#52472826 · 4 Apr 2018, 21:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2 თვეა დავრეგისტრირდი ამ საიტზე. და ბოლოს წავშალე. მაგრამ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და თქვენც დაწერეთ თქვენზე რამე.
მოკლედ დავრეგისტრირდი, მერე უფასო საცდელი თანაწევრობის უფლება მომცეს (free trial professional membership), ანუ ეგრევე აპგრეიდი გაქვს. მაგრამ როგორც კი გავა ეს ერთი თვე ჩამოდიხარ ყველაზე დაბალ თანაწევრობაზე (membership), რომელსაც ქვია ინტრო. ხოდა ამ ინტროში გავწვალდი თვეში მარტო 15 ბიდის უფლება გაქვს. გავიფიქრე მოდი აპგრეიდს გავაკეთებ თქო და გადავიხადე დაახლოებით 5 დოლარი. გავიდა 3 დღე და ისევ ინტროზე ვარ. მივწერე ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს ასე და ამდენი გადავიხადე და რატომ არ ამიმაღლეთ თქო მემბერშიპი. მაპატიეთ ქალბატონო მაგრამ თქვენი თანხა დაიხარჯაო ერტ ბიდზე მარტოო. ეს კიდევ არ ვიცი როგორ მოხდა. ამის მერე ვეცადე ხელახლა გამეკეთებინა ჩემი სადებეტო ბარათის ვერიფიკაცია და აუთენტიფიკაცია რათა ხელახლა გადამეხადა 5 დოლარი და ერთი თვე ამემაღლებინა მემბერშიპი. ამ დროს საერთოდ წამართვეს ვერიფიკაციის უფლება .
არ ვიცი მე შემეშალა მართლა რაღაცა თუ არაა ეგ მაინცდამაინც სანდო საიტი. გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
რუსების ფორუმში შევედი და იქ კიდევ წერენ როცა გაივლი ბარათის ვერიფიკაციას და აუტენტიფიკაციას. მერე თქვენდა დაუკითხავად გამოიტანენ თანხასო და ამიტომ ამიცრუვდა გული უფრო.
ახლა ერთი კითხვა მაქვს.... რა იქნება თუ ამ საიტზე ხელახლა დავრეგისტრირდები.. ხო არ დამაბედებ ბანს? მინდა ისევ ვისარგებლო უფასო ბიდებით .
ეს თემა მგონი ამ განყოფილებას უფრო უხდება. და გთხოვთ არ ცამიშალოთ თემა
--------------------
"კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო: – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?" (ილია)
Forza Italia <3 <3
|