ევროკავშირში ისედაც კონსერვატიული პარტია დომინირებს ევროპის სახალხო პარტიის სახით.
შემდგომში კი ანტიმიგრაციული ძალებიც რომ გაძლიერდნენ ისინი აპრიორი პრო-რუსები სულაც არ იქნებიან, რადგან მათ რიგებში პოლონელებიც არიან მოაზრებული, რომელთაც სულაც არ მოსწონთ ქართული ოცნების პრო-რუსული პოლიტიკა.
შიდა იდეოლოგიური სხვაობა ევროკავშირის საგარეო კურსზე ნაკლებად აისახება და უფრო შიდა საკითხებს მოიაზრებს.
აგერ საზოგადოებრივი აზრების გამოკითხვის საერთო ჯამის მიხედვით ECR და ID ანუ კონსერვატორები და ორბანისტები ჯამში 18.8%-ზე მეტს ვერ აგროვებენ. უმრავლესობაში ძლიერი ცენტრისტული პარტიები რჩებიან.