Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > WWW > დომეინის ხელახლა რეგისტრაცია


Posted by: karlsoni 16 Apr 2018, 09:40
ძვირფასო ---------------------

გატყობინებთ, რომ 2018 წლის 16 აპრილიდან ძალაში შედის .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები.

წესების თანახმად, კავკასუს ონლაინი ინარჩუნებს მხოლოდ .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორობის ფუნქციას, წყვეტს რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას, რაც ნიშნავს, რომ კავკასუს ონლაინის ფარგლებში ვეღარ განხორციელდება დომენური სახელის რეგისტრაცია და მომსახურების საფასურის გადახდა.

რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებენ კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტირებული რეგისტრატორები, რომლებიც განახორციელებენ თქვენთვის სასურველი დომენური სახელის რეგისტრაციას და მართვას;

რეგისტრატორი კომპანიების ჩამონათვალი გამოქვეყნდება ვებ გვერდზე: www.registration.ge


პატივისცემით,
.GE დომენის ადმინისტრატორი
წინამძღვრიშვილის ქ. 160, 0112, თბილისი
ტელ.: (+995 32) 2 000 022

ასეთი სახის წერილი მივიღე. . . .
ვინ ხართ საქმის კურსში და თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ხდება?
ვინ არიან ახალი პროვაიდერები და რომელი სჯობია?

Posted by: koshogio 16 Apr 2018, 14:05
karlsoni
QUOTE
ვინ არიან ახალი პროვაიდერები და რომელი სჯობია?

მე ალბათ ამას https://ns.ge/ ავირჩევ, გადახდის დრო რომ მომივა. ჰოსტინგიც მაგათი მაქვს.

Posted by: iBoss 16 Apr 2018, 14:24
გაითიშა დომენი 10-ში და ახლა პირდაპირ ახლებიდან რომელიმესთან უნდა დავარეგისტრირო თუ როგორ?

Posted by: Strategy2008 16 Apr 2018, 15:47
QUOTE
გამოქვეყნდება ვებ გვერდზე: www.registration.ge

სადმე არის პროვაიდერების სია?


Posted by: koshogio 16 Apr 2018, 16:11
Strategy2008
QUOTE
სადმე არის პროვაიდერების სია?

მენიუს პირველივე გრაფაში http://www.registration.ge/Service/Faq

Posted by: B/S 16 Apr 2018, 16:51
მეც მომივიდა მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, ახლიდან რატო უნდა დავრეგისტრირდე სადმე, როცა registration.ge ამათი არის და აქვე დავტოვებ, ან რამე არის გადასახდელი ?

Posted by: UE-group 16 Apr 2018, 18:58
ანუ წეღან დავრეკე და ვიკითხე
სანამ გადახდილი გაქვს დომენის ღირებულება მანამდე შეგიძლია არ გადაიტანოო და თანხა რო ამოიწურება, უფრო სწორად გადახდის ვადა, რომ მოუწევს დომენს მერე გადაიტანეთ ახლა კიდევ ხელახლა, რომ არ იხადოთ თანხაო.

Posted by: B/S 16 Apr 2018, 20:47
UE-group
და დაუშვათ და ამოიუწურა დრო, გადატანის დროს , იქ ახალი რეგისტრაცია ხდება და ისე ვიღებთ დომეინს თU მშვიდად გადაგვაქვს, ანუ დასწრება ხოარ იქნება გადატანის დროს ?

Posted by: UE-group 17 Apr 2018, 02:31
B/S
წესით და რიგით არა ჩვეულებრივი ტრანსფერის პროცესია და არ უნდა იყოს საჭირო ადგილზე მისვლა

Posted by: karlsoni 24 May 2018, 22:38
ვინემ გადაიტანეთ ახალ რეგისტრატორზე დომეინი და რომელ რეგისტრატორს მირჩევთ?

Posted by: dachinat 25 May 2018, 00:28
ამ ახალ რეგისტრატორებთან ip მისამართით ns ჩანაწერები არ ეთითება ხო?
სადაც ვნახე სიტყვაზე

CODE
189.180.12 ns1.tviton-chemi-domeni.ge
189.1.80.13 ns2.tviton-chemi-domeni.ge


ესე არ გამოდის ხო, სიყვაზე

mydomain.ge მაქ და ns1.mydomain.ge ns2.mydomain.ge რო იყოს

Posted by: koshogio 25 May 2018, 09:08
dachinat
აქაა https://ns.ge/index.php?m=52 სრულყოფილი ინსტრუქცია, ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება.

Posted by: dachinat 25 May 2018, 17:30
koshogio
ეგ კი გავიგე, მაქვს დაკავშირებული დომენი უკვე nameserver-თან
უბრალოდ ip ვერ მივუთითე ns ჰოსტის ნაცვლად, nic.net.ge-ზე შესაძლებელი იყო

Posted by: neo> 25 May 2018, 17:55
karlsoni
QUOTE
ვინემ გადაიტანეთ ახალ რეგისტრატორზე დომეინი და რომელ რეგისტრატორს მირჩევთ?

Namespace -ს გირჩევ, ძან ბევრი საჭირო ფუქნცია დაამატეს, მათ შორის დომენის მფლობელის დაფარვა
საფორთიც ჯიგარი ხალხია, ყველაფერში დამეხმარნენ. დროულად მომწერეს, განსხვავბეიუტ სხვებისგან, ზოგს ეზარებოდა პასუხის გაცემა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)