1963
რჱგბი: რიგის სკანდალიყოველი დაფარული გაცხადდესო, და ახდა ეს ბრძნული ნათქვამი 53 წლის შემდეგ -
ლენინგრადულმა წყარომ მისდა უნებურად, სულ სხვა რამის გამო მიგვითითა ამ მონტაჟზე
მოკლედ, ქართული რაგბის აისია და "განთიადად" შენიღბული ეროვნული ნაკრები
ბალტიაში ბრძანდება ტურნე-ტურნირზე.
თუ ბოლო მატჩს ვუგებთ მასპინძელ ლატვიას, თასს ავიღებთ
ამაზე მატიანეშიც წერია >>
http://ovaluri.comxa.com/matiane50/Years/1963.htmგანთიადი შეჯიბრისთვის გულდაგულ მოემზადა...
ჩვენებმა რიგის ტურნირში მეორე ადგილი დაიკავეს
მოსკოველი მსაჯის, ანატოლი საროკინის გადამკიდე ...
იმდროინდელ "ლელოში" არ წერია, მაგრამ მოვლენის მონაწილენი ყვებიან,
რომ განთიადი ბოლო წუთამდე უგებდა მასპინძელ ვეფს, როცა
რეფმა შარი მოსდო გოგი ტონიას, ბურთის განზე გაგორებით დრო გაგყავსო,
და მასპინძლებს კარის წინ უბოძა ჯარიმა.
ამით რიგამ თამაში ერთი ან ორი ქულით მოიგო,
ბიჭებმა კი ისე იწყინეს დაჩაგვრა, რომ მავანმა (გავამხილოთ - ამირან ლობჟანიძემ)
ჯილდოდ ჩამორიგებული ლენინის პორტრეტიანი სამკერდე ნიშნები შეკრიბა
და ორგანიზატორებს მიაყარა, რის გამოც (გივი) მრელაშვილს
უშიშროების კლანჭებიდან ჩვეული საზრიანობით მოუხდა შეგირდის გამოხსნა.
@ ახლა კი ირკვევა, რომ მაგ ჯარიმით თურმე ფრედ დასრულებულა თამაში
და ლატვიას უჯობნია ოდენ სხვაობით!

+ მაგავე ტურნირის პროგრამა
თუ განრიგი დაიცვეს, 23 აგვისტო იქნებოდა!
@