ვფიქრობ არ არის ცუდი იდეა რომ გავაკეთოთ ფორუმზე სეზონური პოლები. აგვისტოს ბოლოს დავხუროთ და გავხსნათ შემოდგომის თემა. მეტნაკლებად რაღაც წარმოდგენა დაგვრჩება დასაქმებულთა %ზე და საშუალო ხელფასზე.
*უფრო მეტი სიზუსტისთვის გთხოვთ არ მიუთითოთ უბრალოდ ფიქსირებული ხელფასი. გაითვალისწინეთ ბონუსები და ბენეფიტები ( თუ არსებობს) და იმის მიხედვით მონიშნეთ რამდენი გამოგდით თვეში.
რაღაც თემა არის გახსნილი ქვევით და სურვილის შემთხვევაში მოდერს შეუძლია შემოუერთოს
პ.ს გასაგებია რომ ამ განყოფილებაში შემოსულთა უმრავლესობა ეძებს სამსახურს. მარა მაგ. უსათაუროში უმეტესობა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან. პოლიტიკაში ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები აქტიურობენ, ჯენერალში არავინ არ შედის საერთოდ
ამიტომ იყოს ისევ აქ..
This post has been edited by Jgenti` on 24 Jun 2017, 21:10