forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (37) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> odesk -ზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული საკითხები, გამოცდილი, კვალიფიციური ადამიანისაგან...
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3759
წევრი No.: 34442
რეგისტრ.: 7-May 07

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 19:13  #34296244      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
პირველ რიგში გეტყვით რომ odesk -ზე მუშაობა ხდება როგორც fixed price ისე საათობრივი ანაზღაურებით...
fixed price სამუშაოებზე "გადაგდების" შანსი ოდნავ მეტია ვიდრე საათობრივზე, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ როცა შეკვეთას მიიღებთ, ყურადღება მიაქციეთ სამუშაოს განმთავსებელს, სასურველია გამოცდილება ჰქონდეს ფულის გადახდის (რაც მეტი ექნება გადახდილი მით უკეტესი), იყოს უეჭველად payment verified... ჩემი პირადი რჩევა იქნება არ გამოეხმაუროთ პროექტებს, რომელთა ავტორებიც ან ჩინეთიდან, ან ინდოეთიდან, ან ბანგლადეშიდან ან რომელიმე იაფ მუშახელიანი ქვეყნიდან იქნება, დიდია შანსი რომ თაღლითი შეგხვდეთ...

გამოეხმაურეთ ევროპელების, ამერიკელების, კანადელების, ავსტრალიელების სამუშაოებს, იქ შრომა გაცილებით უკეთ არის დაფასებული ვიდრე სხვაგან...

odesk-იდან ფულის გამოტანის გასამარტივებლად არსებობს პლასტიკური ბარათი payoneer-ის, რომელის აღებაც ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეგეძლებათ დარეგისტრირების შემდეგ (odesk-იდან უნდა დარეგისტრირდეთ)...
ხელფასები odesk -იდან ირიცხება ყოველ ოთხშაბათს, რადგან გადის 10 დღიან უსაფრთხოების პერიოდს...
ხელფასის დაანგარიშება ხდება ასე:
კვირის განმავლობაში საათობრივი სამუშაოები კვირის ბოლოს (ორშაბათ გამთენიისას) ჯამდება, ჯამდება ასევე საათობრივი სალდო და ჯამი 10 დღიანი პერიოდის გავლის შემდეგ ჯდება odesk -ის ანგარიშზე... იქიდან ფულის გამოტანა შეგიძლიათ რამოდენიმე მეტოდით, მათ შორის paypal, moneybookers (skrill), payoneer (რომელიც ყველაზე მოქნილი, მოხერხებული, უსაფრთხო საშუალებაა)...

დასაწყისისათვის დაბალი ანაზღაურებით მუშაობა სჯობია, რეიტინგს რომ აიმაღლებთ და დამკვეთისათვის საკუთარი პროფილის საამაყოდ წარდგენა შეგეძლებათ მერე მოუმატეთ საათობრივი ანაზღაურების სალდოს...
მაგალითად მე პირველი პროექტი 20$-ად გავაკეთე, მეორე საათობრივი ანაზღაურება 9$-ად ვმუშაობდი, ეხლა 22$-ს მიხდიან, იყო შემთხვევა 25$, 30$ და 40$-ადაც კი ვმუშაობდი საათში...

პროფილი იქონიეთ მაქსიმალურად ადვილი წასაკითხი, მოკლე, ლაკონურად გადმოცემული აზრი თქვენი skill-ების შესახებ გაცილებით მეტ შანსს იძლევა დასაქმების ვიდრე ვეფხისტყაოსანი დაწერილი description-ში...

სამწუხაროდ გაუაზრებლად დავწერე პოსტი, მოგვიანებით უფრო სისტემატიზირებულ როგორას (howto) შევქმნი სადაც უფრო დეტალურად ავხსნი რა და როგორ კეთდება...
ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ აქაურ მუშაობას დამიჯერეთ იქაური მუშაობა ჯობია... თქვენ ხართ ბატონი და პატრონი თქვენი სამუშაო დროის, მუშაობთ იქ სადაც ხართ (ბაკურიანში, გუდაურში, თბილისში ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, ტრაპიზონში იყავით თუ გინდათ, სადაც ინტერნეტი და კომპიუტერი იქნება ყველგან შეგიძლიათ მუშაობა), იმდენს რამდენიც გინდათ და ხელფასს უფრო მალე იღებთ ვიდრე აქ გაძლევენ (ყოველ კვირა არავინ იხდის აქ ხელფასს, მაქსიმუმ რაც გამიგია ორ კვირაში ერთხელ)...
წარმატებებს გისურვებთ, პოსტი დავწერე იმიტომ რომ ვიცი ბევრს აქვს ინტერესი ამ თემის, თამამად შემიძლია ვთქვათ ერთერთი (ერთადერთი?) ყველაზე წარმატებული odesker -ი ვარ საქართველოში,
სინდისი არ მაძლვს საშუალებას მარტო ვიყო ასეთი, ამიტომ გაგიზიარებთ გამოცდილებას თქვენც,
მჯერა ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეს გავაკეთებ ამით...




როგორ შევუკვეთოთ Payoneer Debit Card Odesk.com - ზე.

1) ვრეგისტრირდებით Odesk - ზე და შევდივართ ჩვენს 'ექაუნთში'.

2) მარცხენა, ზედა მხარეს, ვპოულობთ ღილაკს Wallet და შევდივართ.

3) My Withdrawal Methods - ში ვამატებთ Payoneer - ს (Set Up).

user posted image

user posted image

4)

user posted image


5) ვიწყებთ ინფორმაციის შეყვანას

user posted image

6) პირველი ნაბიჯია 'შიფინგ' ინფოს შეყვანა

საფოსტო ინდექსები იხილეთ ბმულზე

http://www.yell.ge/Info_pages/pages/indeqsebi.html

user posted image

7) შემდეგ 'ფორმალური' ფილდები. შეიძლება სულაც არ იყოს ფორმალური?!

user posted image

8) აქ უკვე ირჩევთ თქვენი დოკუმენტის ტიპს. წერთ პირადობის ნომერს (ჩემს შემთხვევაში) და უთითებთ ქვეყანას(თუ უკვე არაა მითითებული).

user posted image

დაეთანხმეთ წესებსა და პირობებს!

სულ ესაა და თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ, უნდა მიიღოთ მსგავსი შეტყობინება

user posted image

თქვენს მოთხოვნას განიხილავენ და პასუხს ელ-ფოსტაზე მიიღებთ.

This post has been edited by xokaido on 12 Dec 2012, 21:46


--------------------
_________________________

უფალო, შეგვიწყალენ!...
_________________________
saba_saba
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 915
წევრი No.: 72622
რეგისტრ.: 28-October 08

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 19:27  #34296419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
xokaido
დიდი მადლობა smile.gif
იმედი მაქვს მოგვიანებით არ დაიზარებ და უფრო დაწვრილებით დაწერ ყველაფერს დეტალების
შესახებ,ვიცი რომ დიდი ხანია ამ საქმით ხარ დაკავებული,ამ დღეებში პირადში მოწერასაც ვაპირებდი
odesk-თან დაკავშირებით,მაგრამ რადგანაც საკუთარი სურვილით გადაწყვიტე გამოცდილების გაზიარება,
ზედმეტად აღარ შეგაწუხებ და ამ თემას ვადევნებ თვალყურს.

P.s

QUOTE
ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ აქაურ მუშაობას დამიჯერეთ იქაური მუშაობა ჯობია... თქვენ ხართ ბატონი და პატრონი თქვენი სამუშაო დროის, მუშაობთ იქ სადაც ხართ (ბაკურიანში, გუდაურში, თბილისში ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, ტრაპიზონში იყავით თუ გინდათ, სადაც ინტერნეტი და კომპიუტერი იქნება ყველგან შეგიძლიათ მუშაობა), იმდენს რამდენიც გინდათ და ხელფასს უფრო მალე იღებთ ვიდრე აქ გაძლევენ (ყოველ კვირა არავინ იხდის აქ ხელფასს, მაქსიმუმ რაც გამიგია ორ კვირაში ერთხელ)...



++++++++++
Fedora
Geek


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 695
წევრი No.: 145400
რეგისტრ.: 26-March 12

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 19:30  #34296479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
xokaido
სხვა საიტები თუ არის მსგავსი ტიპის ? უფრო საიმედო ან უფრო მეტი ანაზღაურება რომ იყოს თუნდაც მეტი ცოდნის და მოთხოვნების ხარჯზე ? ) ან მსოფლიოში რაიმე ერთი საიტი არ არის სადაც ფრილანსერები იყრიან თავს , ფრილანსერების "ბირჟა" სადაც დამქირავებელიც მიდის და წერს თავის დავალებას ? smile.gif ფრილანსერად მუშაობა ყველაზე კარგი რამეა ჩემი აზრით , ანაზღაურებითაც მეტი გამოგდის , თავისუფალი დროც მეტი გაქვს .....


--------------------
: )
compmaster
პროგრამისტი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2346
წევრი No.: 107586
რეგისტრ.: 25-December 09

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 19:40  #34296610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
QUOTE
xokaido
სხვა საიტები თუ არის მსგავსი ტიპის ? უფრო საიმედო ან უფრო მეტი ანაზღაურება რომ იყოს თუნდაც მეტი ცოდნის და მოთხოვნების ხარჯზე ? ) ან მსოფლიოში რაიმე ერთი საიტი არ არის სადაც ფრილანსერები იყრიან თავს , ფრილანსერების "ბირჟა" სადაც დამქირავებელიც მიდის და წერს თავის დავალებას ?  ფრილანსერად მუშაობა ყველაზე კარგი რამეა ჩემი აზრით , ანაზღაურებითაც მეტი გამოგდის , თავისუფალი დროც მეტი გაქვს .....


მართლაც ეგრეა ფრილანცერობა სჯობს საერთოდ მაგრამ სად სტაბილური ხელფასი და სად ვიღაცის სირობა პროექტებზე ტყ**ური???


--------------------
http://sss.netii.net/
ყველაზე გადამხდელი საიტები

http://www.youtube.com/shaliapin777
http://compmaster.4shared.com
http://vbnettut.blogspot.com/
ისწავლეთ ჩვენთან ერთად...
Fedora
Geek


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 695
წევრი No.: 145400
რეგისტრ.: 26-March 12

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 19:43  #34296652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
compmaster
რომელ სტაბილურ ხელფასზე მალაპარაკები smile.gif 1000 ლარი ?: ) 1000 ლარი ხელფასი კი არ დაცინვაა yes.gif
compmaster
პროგრამისტი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2346
წევრი No.: 107586
რეგისტრ.: 25-December 09

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 19:47  #34296695      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
QUOTE
compmaster
რომელ სტაბილურ ხელფასზე მალაპარაკები  1000 ლარი ?: ) 1000 ლარი ხელფასი კი არ დაცინვაა 


არა რატო 1000???

ნათლიაჩემი მუშაობს ეხლა მაგალითად სილქნეტში და 4500 აქვს გამოწერით და + ბონუსები და თვეში გდეტა 6 კილომდე ადის
Fedora
Geek


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 695
წევრი No.: 145400
რეგისტრ.: 26-March 12

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 19:55  #34296787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
compmaster
რას აკეთებს ? smile.gif ეგ არ არის ცუდი ხელფასი საქართველოს დონეზე მაგრამ ფრილანსერად რო იმუშაო მაინც ბევრად უფრო მეტს იშოვნი თან ეგ ხელფასი რო მოგცენ თითქმის 24 საათიან რეჟიმში უნდა იყო და მაგაზე მეტს დღეში 5-6 საათი მუშაობით იშოვნი : ))
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3759
წევრი No.: 34442
რეგისტრ.: 7-May 07

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 20:02  #34296862      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
Fedora
elance.com
freelancer.com
მე odesk.com -ს ავუღე ალღო, ეს მომწონს, ფასები კი თითქმის ერთია ყველგან სამუშაოსი...

compmaster
QUOTE
ნათლიაჩემი მუშაობს ეხლა მაგალითად სილქნეტში და 4500 აქვს გამოწერით და + ბონუსები და თვეში გდეტა 6 კილომდე ადის

დამიჯერე აქ მეტი იშოვება ფული და თან ეს ისე, რომ სამუშაო დრო მაქსიმალურად დინამიური გაქვს...
დღეში 7 საათი რომ იმუშავო 20$-ზე გამოგდის 7 (საათი დღეში ) * 7 (დღე კვირაში ) * 20 (დოლარი საათში) = 49 * 20 = 980 (დოლარს კვირაში)... ეხლა 980$ გაამრავლე ოთხზე (თვეში ოთხი კვირაა) მიიღებ თითქმის 4,000$ -ს, ეხლა ნათლიაშენის შრომას შეადარე, დარწმუნებული ვარ შენ კი არა მისი პირადი ოჯახის წევრებიც კი წელიწადში ორჯერ-სამჯერ ნახულობენ ხოლმე ისეთი დატვრითული გრაფიკი ექნება...

არადა ეს რაც მოვიტანე ჩემი ამჟამინდელი სიტუაციიდან არის, გაცილებით, ბევრად მეტი მქონდა მაგალითად ზაფხულში, მერე ოჯახური სიტუაციის გამო ბევრ სამუშაოზე უარი ვთქვი, ბევრმაც თვითონ მითხრა უარი და ეხლა ერტი სამსახურის ამარა ვარ...
* * *
ხო, არ მითქვამს, როგორც ყველგან ქართველებს ხვრელების პოვნა გვიყვარს, თუ ასეთი ხვრელი იპოვე და შენს მაგივრად ვინმე სხვამ იმუშავა (მაგალითად კომპიუტერულმა პროგრამამ) შედარებაც კი უაზრობა იქნება ვინმეს ნათლიასთან, ნათლულთან ან რაიმე ნათესავთან... ფული მოგივა ჰარი-ჰარალოზე (ნუ, ადვილი მისახვედრია რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მაგრამ მაინც)... :-)
BALUBALU
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 675
წევრი No.: 142416
რეგისტრ.: 31-January 12

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 20:10  #34296953      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
freelancer.com

ამ საიტზე მგონი რაიმე პროექტს რო გამოეხმაურო 10$ უნდა გგონდეს ანგარიშზე (მე არ მიცდია სიმართლე რო გითხრათ smile.gif )
yamahabiker
Crazy Web Developer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4370
წევრი No.: 73245
რეგისტრ.: 2-November 08

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 20:10  #34296958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგარი საიტია და ძალიან მომეწონა ტესტები რო დევს

up.gif
Marthin_Luther_King
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2495
წევრი No.: 57099
რეგისტრ.: 29-March 08

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 20:28  #34297197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
xokaido
[qute]odesk-იდან ფულის გამოტანის გასამარტივებლად არსებობს პლასტიკური ბარათი payoneer-ის, რომელის აღებაც ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეგეძლებათ [/quote]
და ეს ბარათი როგორ უნდ ავიღო?? smile.gif
BALUBALU
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 675
წევრი No.: 142416
რეგისტრ.: 31-January 12

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 20:38  #34297336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
[quote][qute]odesk-იდან ფულის გამოტანის გასამარტივებლად არსებობს პლასტიკური ბარათი payoneer-ის, რომელის აღებაც ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეგეძლებათ [/quote]და ეს ბარათი როგორ უნდ ავიღო?? [/quote]
http://howblogger.com/2012/09/get-payoneer...bangladesh.html
მე ამის მიხედვით დავრეგისტრირდი და 7-10 სამუშაო დღეში მომივა დომაში biggrin.gif
yamahabiker
Crazy Web Developer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4370
წევრი No.: 73245
რეგისტრ.: 2-November 08

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 21:08  #34297742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BALUBALU
ეგ უფასოდ მოვა ნამდვილად?
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3759
წევრი No.: 34442
რეგისტრ.: 7-May 07

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 21:17  #34297880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
ბარათი უფასოდ მოდის ნამდვილად...
მოსვლას სჭირდება დაახლოებით 30-40 დღე (მე ორი მაქვს)...
მოსვლის შემდეგ, პირველ ჩარიცხვაზე 10$ -ს გაჭრის Payoneer (ერთჯერადად)...
თვის განმავლობაში 2 თუ 3 დოლარია საკომისიო, odesk-იდან ფულის გატანა
მაგ ბარათზე 2$ ღირს, სწრაფი ჩარიცხვა (მომენტალურად რო დაჯდეს ფული
ბარათზე) 2.5$... ასევე, გამოტანის დროს მინიმუმ 2.5$ მიაქვს საკომისიო და პლუს
პროცენტები... 300$ -ი რომ სრულად გავიტანოთ დაახლოებით 312$ უნდა გადავრიცხოთ
odesk -იდან (2$ ოდესკიდან payoneer-ზე, 2.5$-ი მომენტალური ჩარიცხვა, 2.5$ გატანა და დარჩა
4$ საკომისიო)... მომენტალური ჩარიცხვა შეგიძლიათ გამოტოვოთ, ამ შემთხვევაში ფული
დაახლოებით ორ დღეში დაგიჯდებათ ბარათზე...
ანუ ბართზე ჩარიცხვა და იქედან გამოტანა ასეთ პროცედურებს მოითხოვს:

1) ფული დაგვიჯდა odesk -ის ანგარიშზე და გაგვაქვს ის payoneer -ზე = 2$
2) თანხის მომენტალური ჩარიცხვა ბარათზე = 2.5$ (შეგვიძლია გამოვტოვოთ ეს და ველოდოთ ორი დღე)
3) ფულის ბარათიდან გამოტანის (ნებისმიერ ბანკომატიდან) მოჭრილი საკომისიო = 2.5$
4) გასატანი ფულადი მასის პროცენტული საკომისიო (არ ვიცი ეს რამდენია, დაახლოებით 4-5 დოლარი უწევს ყოველ 300$ -ზე მგონი)...

This post has been edited by xokaido on 12 Dec 2012, 21:21
yamahabiker
Crazy Web Developer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4370
წევრი No.: 73245
რეგისტრ.: 2-November 08

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 21:26  #34298001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xokaido
წეღან BALUBALU ის მიერ ლინკზე შევედი რომ დამერეგისტრირებინა ეგ ბარათი და კომენტარებში ერთ ერთი წერს რაღაც წესები შეცვალესო აი კომენტარიც

user posted image

წერენ მინ 20$ უნდა გქონდეს ანგარიშზეაო და ალბათ შეცვალეს ხო წესები მართლა ? 28 ნოემბერს არის ეს კომენტარი გაკეთებული

This post has been edited by yamahabiker on 12 Dec 2012, 21:27
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (37) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0301 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]