forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Machine Learning, Coursera
Shredinger
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2180
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 31 Oct 2015, 14:45  #46093741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ.
Coursera - ზე ვნახე კურსი: https://www.coursera.org/learn/machine-learning

დაახლოებით ვიცი რაც არის Machine Learning და საინტერესო ჩანს,ვაპირებ სწავლას.
რას მომცემს მე ეს კურსი? ვინმეს გაქვთ გავლილი?

რას მაძლევს ეს კურსი ისეთს რასაც უკვე გამზადებული ბიბლიოთეკები ვერ მომცემენ?
Dixtosa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2987
წევრი No.: 95742
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 31 Oct 2015, 22:42  #46097829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მეც ვაპირებ გავლას. ალბათ ინეტში რაც არსებობს mlზე საუკეთესოა. თან Andrew Ng ასწავლის


--------------------
გaːψ
Dixtosa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2987
წევრი No.: 95742
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 9 Nov 2015, 00:24  #46167381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Shredinger
ჰა გააკეთე პირველი კვირის დავალებები? )
Shredinger
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2180
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 9 Nov 2015, 13:26  #46170461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dixtosa
არა,ჯერჯერობით მომავლისთვის გადავდე ეს კურსი დროის უქონლობის გამო.
Dirac
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1333
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 10 Nov 2015, 07:09  #46177801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე გავიარე თითქმის ბოლომდე. კარგი კურსია. მაშინ ლერნინგი ბევრ რამეში გამოიყენება, მეცნიერებაში, ხელოვნურ ინტელექტში. ჩემი თანამშრომლები იყენებენ კატალიზატორების საუკეთესო შემადგენლობის დასადგენად. ალბათ გუგლი იყენებს მაშინ ლერნინგს ყველაზე მეტად. იმეილებში სპამებს რომ ეგრე ადვილად ცნობს, მაშინ ლერნინგით აკეთებს. მძღოლის გარეშე რომ დადიან გუგლის მანქანები ეგეც ეგაა. გამოყენებით საქართველოში არამგონია ბევრი იყენებდეს, მაგრამ შენით შეგიძლია რამე შექმნა. ერთი პერიოდი ვფიქრობდი დამეწერა პროგრამა რომელიც წერის პროცესში ავტომატურად ცნობს ასოებს და ასოს დაწერის დასრულებისთანავე ბეჭდავს ასოს. ანუ ისე სწრაფად ასწორებს რომ ვერც ხვდები რომ ჯღაბნი. მერე მივხვდი რომ მაგისი დრო არ მქონდა და დავიკიდე.

ეს კურსი იმას მოგცემს რომ ცოტა აზრზე მოხვალ თუ რა არის და როგორ კეთდება. ცოტა ტვინის გასავარჯიშებლადაც კაია. პროგრამებს ნახევრად დაწერილს გაძლევს, შენ პატარა რაღაცეები უნდა დაამატო. გამოსახულებების ვექტორიზაციაზე მომიწია ცოტა ტვინის ჭყლეტა, ბლომად მათემატიკაა, ძირითადად წრფივი ალგებრა. ამ კურსიდან ნასწავლი არაფერი გამომიყენებია, მაგრამ რაც მჭირდება მარტო მაგას რომ ვსწავლობდე, სკოლასაც ვერ დავამთავრებდი.
Shredinger
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2180
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 10 Nov 2015, 13:05  #46179393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dirac
გაიხარე პასუხისთვის.
ხო როგორც ვიცი ბლომად მათემატიკა სჭირდება. საბედნიეროდ არ ვარ მათემატიკიდან შორს.
სანამ დავიწყებდე რას მირჩევდი მათემატიკის რომელი დარგები გავიმეორო?

1.წრფივი ალგებრა
2.კალკულუსი
კიდე?
Dirac
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1333
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 10 Nov 2015, 20:32  #46183067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Shredinger
ძირითადად წრფივი ალგებრაა, მატრიცების გამრავლება და მათი დიაგონალიზაცია რას ნიშნავს ეგ უნდა იცოდე. წარმოებული და ინტეგრალი კი უნდა იცოდეს ზრდასრულმა ადამიანმა, მეტი არაფერია საჭირო. ნიურალ ნეთვორკზე რომ გადახვალ მერე აღნიშვნებია ცოტა დამაბნეველი, მაგრამ თუ მიყვები გაიგებ. არაა აუცილებელი ყველაფრის გამოყვანა, თვითონაც გადაახტება რაღაცა საფეხურებს.
Shredinger
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2180
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 10 Nov 2015, 22:22  #46184057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dirac
მადლობა smile.gif


--------------------------------------------
malxaza
Guest


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1727
წევრი No.: 9860
რეგისტრ.: 4-May 05

გამოგზავნილია: 13 Nov 2015, 18:20  #46208806      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Shredinger
Dirac

ნამდვილად საუკეთესო კურსია დასაწყებად. ამ კურსის გავლის შემდეგ ყველა ძირითადი ალქორითმის და მიდგომის არსი უკვე იცი.

მაგრამ ეს კურსი მხოლოდ დასაწყისია, საბედნიეროდ უამრავი კურსი არსებობს რომლითაც შეიძლება გაგრძელება.

მათემატიკა აუცილებლად დაგჭირდება და რაც უფრო ღრმად "შეტოპავ" მით უფრო მეტი.


--------------------
გამოგზავნილია: 30 feb 1992, 04:40 #00300666 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
Dixtosa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2987
წევრი No.: 95742
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 13 Nov 2015, 20:49  #46209794      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
malxaza
გამოიყენე რამეში?
malxaza
Guest


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1727
წევრი No.: 9860
რეგისტრ.: 4-May 05

გამოგზავნილია: 14 Nov 2015, 16:06  #46216323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dixtosa

ეს კურსი, მათემატიკა თუ ML ? smile.gif

Dixtosa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2987
წევრი No.: 95742
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 14 Nov 2015, 17:10  #46216771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
malxaza
ეს კურსი. რა პროექტებში ჩადე ანუ.


თუ ეს კურსი საკმარისი არაა მაშინ ზოგადად MLზე თქვი : ]
* * *
და კიდე ამის მერე რითი გააგრძელე
malxaza
Guest


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1727
წევრი No.: 9860
რეგისტრ.: 4-May 05

გამოგზავნილია: 15 Nov 2015, 11:19  #46221956      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dixtosa

ამ კურსიდან უფრო ზოგად ცოდნას ღებულობ (რის გარეშეც რა თქმა უნდა შეუძლებელია სხვა საფეხურზე გადასვლა), პრაქტიკაში გამოყენების დროს ძალიან ბევრი სპეციფიური დეტალი ჩნდება თითოეული პრობლემისთვის. რაც მთავარია ამ კურსის გავლის შემდეგ გეცოდინება რა ტიპის პრობლემას რომელი ალგორითმით გადაჭრი. ასევე ძალიან ბევრი opensource სკრიპტი დევს, რომლებიც შეგიძლია გაარჩიო და ნახო პრაქტიკაში როგორ გამოიყენება თითოეული მიდგომა. ძალიან ხშირია ML-ში მომენტები როდესაც შე თვითონ უნდა მიხვდე რომელი პარამეტრი შემოიტანო, ზოგადად პარამეტრების მოპოვების გამზადებული ფორმულა არ არსებობს, აქ უკვე გამოცდილება და ცოტა ინტუიციაც არის საჭირო.

მე ამ ეტაპზე რეკომენდაციის სერვისში და ფროუდ კონტროლში გამომიყენებია ML.

Ng-ს კურსის გავლის შემდეგ ეს კითხვაც გაგიქრება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითია მოყვანილი რა სფეროში რისი გამოყენება შეიძლება და ცოტა ფანტაზიას თუ ჩართავ ნებისმიერ სფეროში უამრავი აპლიკაციაა რომელიც ელოდება ვინ დაწერს მათ კოდს.

ეს კურსების რეკომენდაციები:

https://www.youtube.com/playlist?list=PLUl4...b-kVBiQHYe_4hSi MIT-ს ლექციების ჩანაწერია. აქ ML-ის გარდა ხელოვნური ინტელექტის ყველა ალგორითმს განიხილავს, MIT-ურად ბუნებრივია.

https://www.coursera.org/course/neuralnets - Geoffrey Hinton University of Toronto ამ დარგის ერთერთი დამაარსებელის გაკვეთილებია, ამ კურსში უფრო მეტი მათემატიკა და ვექტორიზაციაა, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვად დეტალს განიხილავს ნეირონული ქსელების შესახებ

https://class.coursera.org/aiplan-003 - ეს დაგეგმარების (ალბათ ასე ითარგმნება) და სხვადასხვა ტიპის ძებნის ალგორითმების შესახებ არის, ასევე ძალიან საინტერესოა.



Shredinger
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2180
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 15 Nov 2015, 19:38  #46225015      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
malxaza
რა მაინტერესებს იცი? ხომ არსებობს ბიბლიოთეკები,რომელიც აკეთებ ამ საქმეს, ისე რომ ადამიანს არ უწევს ML ის ცოდნა.
გამოიძახებ რამდენიმე ფუნქციებს და აკეთებ საქმეებს.

თუ ვცდები?
malxaza
Guest


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1727
წევრი No.: 9860
რეგისტრ.: 4-May 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2015, 16:21  #46231455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Shredinger

კი არსებობს, მაგრამ ხომ უნდა იცოდე როდის რომელი ალგორითმი გამოიყენო.

დავუშვათ იცი რომელი ალგორითმი უნდა გამოიყედნო, გამოიყენე ეს ალგორითმი რომელიმე ბიბლიოთეკიდან და ვერ მიიღე სასურველი რეზულტატი. ხშირად იმის გაგებას მიღებული რესულტატი მისაღებია თუ არა ასევე პრობლემატურია. მაგალითად შეიძლება სატესტო მონაცემებზე მუშაობდეს ალგორითმი და უკეთეს სიზუსტეს აჩვენებდეს მაგრამ თუ F1 ან G1 score თუ არ შეამოწმე რეალურად ალგორითმი არასწორედ მუშაობდეს.

და თუ ვერ ღებულობ სასურველ რეზულტატს რა უდნა გააკეთო, როგორ უნდა მიხვდე რა პრობლემა გაქვს

ასევე ხშირად ML ალგორითმები ძალიან ძვირია გამოთვლების რაოდენობის მხრივ. არსებობს ამ გამოთვლების შემცირების უამრავი მოდელი, რომლების დახმარებითაც შეიძლება ერთი შეხედვით შეუძლებელი გამოთვლების ჩატარება.

იმის თქმა მინდა, რომ არსებული ბიბლიოთეკები არის კარგი ხელსაწყოები, მაგრამ მათ გამოყენებას ჭირდება ცოდნა.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0253 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]