Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ნაწიბურის მოშორება


Posted by: vladmatrix 19 Mar 2005, 20:50
ხელზე დამეცა შუშა, და მაქვს ჭრილობები (დაახლოვებით 6 ჭრილობა). ჭრილობები მიხორცდება და დამჩება შრამები, მირჩიეს რაღაც კრემი (შრამების გასაქრობი) - კონტრატუბექსი..
---------
არ ვიცი რამდებად ძლიერი და ნორმალური პრეპარატია..
---------
რა არის კიდევ მაგვარი ნორმალური კრემი ან მაზი ?..
---------
ხალხური მედიცინა არა ოღონდ ...

Posted by: XAO 19 Mar 2005, 21:08
vladmatrix
kacs chriloba uxdeba. ufro kacuria:-)

Posted by: TimeRider 19 Mar 2005, 22:06
vladmatrix
QUOTE
ჭრილობები მიხორცდება და დამჩება შრამები,

მერე კაცი ხარ თუ ქალი? ეხლა კიდე მაზები რო ისვა შრამების გასაქრობად, რა ქალიშვილივით ლაპარაკობ biggrin.gif გინდა ჩემი შრამები განახო?? მაგალითად მარცხენა ხელზე 14 ნაკერი მედო biggrin.gif ეგაა ჩემი რეკორდი biggrin.gif აბა კტო ბოლშე biggrin.gif

Posted by: soul 19 Mar 2005, 22:20
სანამ ბოლომდე არ შეგიხორცდება მსგავის მალამოების ხმარება არ შეიძლებაsmile.gif

Posted by: tat 20 Mar 2005, 15:48
კონტრატუბიქსი საკმაოდ ეფეკტურია, ფეხი მივახიე რემონტისას ჟესტს და რომ შეხორცდა ეგრევე ვისვი, ტიტკმის არ ჩანს, რამდენიმე წლისწინანდელი შრამი მკონდა, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში და იმაზე არაფერი არ იმოქმებდა-----ვიღაცამ მითხრა მხოლოდ ახლებზე აქვს შედეგიო

Posted by: DivineError 22 Mar 2005, 05:09
tat
ზუსტად იგივე მომივიდა მაგრამ კონტრაკტუბექსმა არ მიშველა...

E ვიტამინი ბევრად უფრო ეფექტურია

Posted by: CMD 22 Mar 2005, 17:36
კონტრატუბექსი - შრამის ადგილას წაისვით დღეში რამოდენიმეჯერ და ნელნელა გაქრება. უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს. ფასი 10 დან 17 ლარამდე მერყეობს პატარა ტუბიკში

Posted by: malina 22 Mar 2005, 18:05
კონტრაკტუბეკსი ნაწიბურზე, რომლიც დამწვრობის შემდეგაა დარჩენილი თუ მოქმედებს?

Posted by: vladmatrix 22 Mar 2005, 22:09
QUOTE (TimeRider @ 19 Mar 2005, 23:06 )
vladmatrix
QUOTE
ჭრილობები მიხორცდება და დამჩება შრამები,

მერე კაცი ხარ თუ ქალი? ეხლა კიდე მაზები რო ისვა შრამების გასაქრობად, რა ქალიშვილივით ლაპარაკობ biggrin.gif გინდა ჩემი შრამები განახო?? მაგალითად მარცხენა ხელზე 14 ნაკერი მედო biggrin.gif ეგაა ჩემი რეკორდი biggrin.gif აბა კტო ბოლშე biggrin.gif

არა ფრაიკენშტენობაზე ვიოცნებო.......
* * *
QUOTE (CMD @ 22 Mar 2005, 18:36 )
კონტრატუბექსი - შრამის ადგილას წაისვით დღეში რამოდენიმეჯერ და ნელნელა გაქრება. უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს. ფასი 10 დან 17 ლარამდე მერყეობს პატარა ტუბიკში

კონტრატუბექს --მაშინ იყოს.......

Posted by: tat 23 Mar 2005, 16:23
გავიგე ვაკუუმით აკეტებენ შლიფოვკასო შრამების......................ალბათ კუზანოვთან ან მედიში

Posted by: apocalips 2 May 2006, 19:55
მე მაინტერესებს როგორ შეიძლება მოვიშორო შრამი სახეზე?! რა ხერხებია პლასტიკურ ქირურგიაში. შრამი არც ისე დიდია.
აუცილებელია ქირურგიული ჩარევა თუ ლაზერით შეიძლება. რამე მალამო ხომ არ არის ისეთი რაც მომაცილებს შრამს
ამას წინათ ვნახე რეკლამა გაზეთში, (დერმასტიკი) რამე ხომ არ იცით ამ პრეპარატზე არის თუ არა ეფექტური


Posted by: Archer 4 May 2006, 00:20
apocalips
მაგ საკითხზე ჯობია თვითონ ექიმებს დაელაპარაკო

Posted by: ai: 4 May 2006, 00:30
apocalips
რისი შრამია და რამდენი ხნის? დამწვრობაზე ვიცოდი რაღაც საკაიფო მალამო თუ ეგ გჭირდება ვიკითხავ

Posted by: Rocko 4 May 2006, 00:30
კაცს უხდება შრამიო... yes.gif

Posted by: apocalips 4 May 2006, 18:58
ორის წლის წინ რაღაც დამემართა სახეზე. მერე კოსმეტოლოგს მივმართე და სახე მომი... ნა რასაც ქვია მე იმის დე,,... ხოდა მაქვს ეხლა საზიზღრად. დიდი სიამოვნები აუგლეჯდი იმ კოსმეტოლოგს სიფათს ახლობლის ნათესავი რომ არ იყოს

ლაზერით მოცილებაზე რას მეტყვით ვინმემ იცით ამ მეთოდზე?
Rocko
QUOTE
კაცს უხდება შრამიო...

რო მიხდებოდეს ხომ არ ვიჩალიჩებდი მოცილებაზე? არმევასება

Posted by: Girl 21 May 2006, 19:49
ესე იგი. 2 რაღაც გელი არსებობს, ერთს ქვია კონტრაკტუბეკსი და შედარებით იაფი ღირს სადღაც 8-10 ლარი და მეორე ს სახელი დამავიწყდა 80 დან 100 ლარამდე ღირს, ოპერის უკან აფთიაქში იყიდება. ნუ ცოტა მოთმინება დაგჭირდება ალბათ იმიტომ რომ დრო უნდა რა თქმა უნდა ჯადოსნური არ არის 2 დღეში გააქროს შრამი, ლაზერს რაც შეეხება, არსებობს ორნაირი შრამი, ზოგს აქრობს, ზოგს უფრო აღრმავებს, ამიტომ ყველანაირ შრამზე არ გაგიკეთებენ. თუ გინდა გვარამიას ნომერს გეტყვი და მიდი კონსულტაციაზე და გეტყვის რისი გაკეთება ჯობია , კუზანოვი არ ვიცი მაგრამ 09 ზე ალბათ გაიგებ ადვილად, მაგრამ უფრო ძვირს აფასებს კუზანოვი პლასტიკურებს, ასე რომ ესეთ შედარებით ადვილ ოპერაციებზე არ ღირს ალბათ, რა ვიცი.

რაც შემეძლო გითხარი biggrin.gif

Posted by: apocalips 9 Jun 2006, 12:23
Girl
დიდი მადლობა. კუზანოვში ლაზერით გაკეთება 1 კვ/სმ 50 ლარი ღირს.
გვარამიასთან დავიჯერო უფრო იაფი იქნება? ყოველ შემთხვევაში მაიტა ნომერი


არადა არც მაქვს მნიშვნელოვანი შრამი. პროსტა არ მევასება

Posted by: Girl 10 Jun 2006, 19:10
apocalips
გვარამიასთან შედარებით იაფია ყველაფერი. მე მაგ საკითხზე არ ვყოფილვარ და ეგ ზუსტად არ ვიცი მაგრამ სხვა რაღაცეებზე გავყევი დაქალს იქაც და იქაც და ყველაფერი თითქმის ნახევარი ფასი გვითხრა. ტელ ზეპირად არ მახსოვს ეხლა და საღამოს გაგიგებ და მოგწერ PM ში

Posted by: Drakula 10 Jun 2006, 19:21
მე შუბლზე მაქვს პატარაობიდანვე პატარა შრამი, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია მის მოცილებაზე...

Posted by: _R@uL_ 10 Jun 2006, 20:57
apocalips
აი თავიდანვე რო გაიჭერი თუ რაც მოგივიდა მაშინვე უნდა წაგესვა ესეთი მალამოს პონტშია მუმიო ქვია. მაგას იყენებენ მთასვლელები

ეგ ყველაფერს შველის

შრამს ვაფშე არ ტოვებს smile.gif

Posted by: apocalips 10 Jun 2006, 22:23
Girl
დიდი მადლობა პიემი ვნახე.
Drakula
QUOTE
მაგრამ არასდროს არ მიფიქრია მის მოცილებაზე...

მკერდზე მაქვს საკმაოდი დიდი შრამი. არც მე მიფიქრია მის მოცილებაზე. პირიქიტ მისწორდება.
სახეზე ნიტოა არ მომწონს
RAUL FOREVER
QUOTE
ი თავიდანვე რო გაიჭერი თუ რაც მოგივიდა მაშინვე უნდა წაგესვა ესეთი მალამოს პონტშია მუმიო ქვია.

ცუდია რო არ ვიცოდი. ისე სად იყიდება და რა ღირს?

Posted by: kvis 11 Jun 2006, 14:18
QUOTE
კაცს უხდება შრამიო...

ქალსაც? ლამის მეც დავიწყე ფიქრი მოცილებაზე

მმმმ

Posted by: Drakula 11 Jun 2006, 15:42
QUOTE
სახეზე ნიტოა არ მომწონს

ხო, თუ დიდია, მაშინ ხო...

Posted by: SnowFlakes 20 Oct 2006, 20:26
შუბლზე მაქვს 1სმ-იანი ჭრილობა. უკვე შეხორცდა,მაგრამ ვისმევ რაღაც გელს,რომ შრამი არ დამრჩეს. საშინლად მექავება ხოლმე წასმის შემდეგ,გაუსაძლისად. ტვინში მირტყავს უკვე. არადა,რომ არ წავისვა არ გამოდის. mo.gif

Posted by: leqsomania 21 Oct 2006, 13:08
პლასტიკური ოპერაციის შემდეგ შრამი, გაცილებით უმნიშვნელო,მაინც დარჩება. დღესდღეობით საუკეთესო კონსერვატიული მედიკამენტოზური მკურნალობაა მალამო კონტრაქტუბექსით, თუ შრამის "ასაკი" არ აღემატება 4 წელიწადს.ისე, თუ სურათსაც დადებ, კაი იქნებოდა, თან რამის წარმოშობაც საინტერესოა. თუ დაინტერესდი, პ.მ.

პ.ს. დერმატექსს არ გირჩევ

Posted by: tamunia_ch 21 Oct 2006, 21:16
რავი ტელევიზორში აცხადებენ რა ხანია, რომ ლოკოკინის მალამო მოგაშორებთ შრამებსო და რავი აბა tongue.gif

ეგ გეცადა აბა smile.gif

Posted by: keen 23 Oct 2006, 09:42
QUOTE
რავი ტელევიზორში აცხადებენ რა ხანია, რომ ლოკოკინის მალამო მოგაშორებთ შრამებსო და რავი აბა


კიიიიიიიიიიიი biggrin.gif

Posted by: =She= 23 Oct 2006, 13:32
SnowFlakes
თუ გექავება, ესე იგი ალერგიას გაძლევს, ექიმს მიმართე აუცილებლად,

Posted by: SnowFlakes 23 Oct 2006, 14:37
=She=

არა,მირჩებოდა და მაგიტომ მექავებოდა smile.gif

Posted by: Mesaplave 31 Jan 2007, 17:16
კაროჩე ხელი დიდად გამეჭრა შემდეგ შეოხრცა მაგრამ ერთ ადგილას შრამად დარჩა რა მრგვალად, აი მოპრიალებული კანი რომ არის, ჯერ ეს ასეა ერთი 2 თვეა მითხრეს 1 წელი ეშველებაო და იქნებ მითხრათ ის მალამო რომ არ დარჩეს ასე,


Posted by: radiology 31 Jan 2007, 19:41
Mesaplave
,,კონტრატუბექსის" მალამო იყიდე ნაწიბურებს შველის .......

Posted by: OtoVon 3 Feb 2007, 10:57
Mesaplave

radiology-მ სწორად გირჩია
QUOTE
კონტრატუბექსი


yes.gif up.gif

Posted by: cesdeba 5 Feb 2007, 15:58
მე ვიცი "ირუკსოლი", კაციშვილს ვერ ვაჯერებ რომ ხელი ოდესღაც ავიხიე დამცვარ და ნაპირებმოგრეხილ პლასტმასს...

Posted by: deputati 5 Feb 2007, 16:01
ხელზე თუა კიდევ არა უშავს, სახეზე რომ ყოფილიყო მაშინ იქნებოდა სანერვიულო

Posted by: hmmm 27 Apr 2009, 00:19
მე მაქვს სახეზე და არაფერი არ შველის, 3 ჯერ გავიკეთე ოპერაცია და მაინც ისე იზრდება sad.gif დაჟე უფრო დიდი...
* * *
+ გოგო ვარ sad.gif ლაზერი ვცადე, აზოტი ვცადე, კონტრატუბექსი ვცადე, დერმატექსი ვცადე, ხალხურ მედიცინას ვცდილობ sad.gif არანაირი შედეგი ... რამე ახალი მეთოდი არის ?

Posted by: NewName 27 Apr 2009, 00:26
QUOTE
,,კონტრატუბექსის" მალამო იყიდე ნაწიბურებს შველის .......

რამდენჯერ ვიყიდე და რამდენი ხანი ვხმარობდი და რა.. არაფერი sad.gif რა ვიცი შეიძლება იმიტომ რომ შრამი რომლის მოშორებასაც ვცდილობ ცოტა ძველია sad.gif ბავშვობის.

QUOTE
მე ვიცი "ირუკსოლი"

ეს რაAღც ახალია spy.gif აბა ვსინჯო

Posted by: lenmari 5 May 2009, 21:12
radiology


კონტრატუბექსი მუცელზე სტრიებს შველის?? ჯერ-ჯერობით ვარდისფერია თეთრში არ გადასულა,,

რამდენჯერმე ვცადე მაგრამ შედეგი არ იყო და რაიმე სპეციფიური წასმა ხომ არ სჭირდება?

Posted by: skoch 5 May 2009, 22:11
QUOTE
მერე კაცი ხარ თუ ქალი? ეხლა კიდე მაზები რო ისვა შრამების გასაქრობად, რა ქალიშვილივით ლაპარაკობგინდა ჩემი შრამები განახო?? მაგალითად მარცხენა ხელზე 14 ნაკერი მედოეგაა ჩემი რეკორდიაბა კტო ბოლშე

ბრმა ნაცლავი 8 ნაკერი,,,,თავი გავიტეხე 3,,,,ხელზე5 wink.gif კტო ბოლშე ნუ\??

Posted by: radiology 6 May 2009, 10:21
lenmari
QUOTE
კონტრატუბექსი მუცელზე სტრიებს შველის??

შველისო უწერია და...
დილა საღამოს უნდა სისტემატურად წასმა

Posted by: jellyboss 8 May 2009, 23:51
მე ბრმანაწლავის მერე საშინელი შრამი დამრჩა. ზოგადად წერტილი რომ მეტკინოს ისიც მემჩნევა. ნაკერი იყო უწვრილესი მაგრამ გადაიფურჩქნა. კონტრატუბექსი კი ვისვი მაგრამ .. . . . . არაფერი

Posted by: one_day- 19 Jun 2009, 01:48
მე ნიკაპზე მაქ 8 ნაკერი, kto bolshe? smile.gif პ.ს. სამი წლის არის,არანაირი მაზის ხმარებას აზრი არ აქვს,რაც ამ პოსტებიდან დავასკვენი. ტაკ შტო ოპერაციას გავიკეთებ yes.gif

Posted by: LG27 24 Jun 2009, 02:29
QUOTE (Drakula @ 10 Jun 2006, 19:21 )
მე შუბლზე მაქვს პატარაობიდანვე პატარა შრამი, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია მის მოცილებაზე...

lol.gif lol.gif ჰარი პოტერსაც მანდ ქონდა sa.gif givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: Nensi_1988 24 Jun 2009, 03:25
QUOTE
kacs chriloba uxdeba. ufro kacuria:-)


რას აღარ გაიგებ biggrin.gif

Posted by: okulone 26 Jun 2009, 11:34
ფეხზე მქონდა ნახეთქი ჭრილობა, კონტრატუბექსი მირჩიეს და რავი ეხლა ბევრად უკეთესი შესახედავია, ვიდრე იყო

ინსტრუქციაში წერია რომ თუ ძველი ნაწიბურია მინიმუმ 3-4თვე უნდა იხმარო, თუ მეტი არა !

Posted by: lasha16 29 Jun 2009, 02:39
ფეხბურთის მოედანზე ხელოვნუ საფარზე წავიქეცი და კანი ამიტყავდა, მოკლედ რომ მორჩა შრამი დამრჩა, და არაფერი ეშველება?

Posted by: baby-bobo 29 Jun 2009, 02:46
პლასტიკური არ კეთდება შრამებზე????


--------------------------------------------

Posted by: chaotic 31 Aug 2009, 23:23
ჰოდა,

რამდენი კლინიკა არსებობს თბილისში, სადაც შრამის მოშორება შეიძლება?

(9 ნაკერი მუცელზე. საკმაოდ უშნო ვერტიკალური შრამია. უბრალოდ ხაზი არაა, მუცლის ფორმას აფუჭებს საშინლად).

იქნებ, ვინმეს ჰქონდეს გამოცდილება, რომელი კლინიკა ჯობია.
ან საერთოდ, სად კეთდება


მადლობა წინასწარ
smile.gif

Posted by: ninu_ka 2 Sep 2009, 00:38
ფეხი მოვიტეხე ( ბარძაყის ყელი) და ოპერაცია დამჭირდა. 7 ნაკერი. დიდად არ მეტყობა მაგრამ მაინც არ მინდა მქონდეს შრამი. ანუ კონტრატუბექსი ვცადო? smile.gif

Posted by: Landish 4 Sep 2009, 06:45
მაინტერესებს ეგ კონტრატუბექსი სპიგმენტურ ყავისფერ ლაქებს თუ აქრობს სხეულზე? smile.gif

Posted by: Nensi_1988 29 Sep 2009, 02:10
Rocko
QUOTE
კაცს უხდება შრამიო...



ზოგს მარტლა მოსწონს მაგრამ თუ ამ ადამიანს აწუხებს არ ვიცი ალბათ პლასტიკური ჩარევით ცილდება სახიდან. სხვა მეთოდები პირადად მე არ ვიცი. მაგრამ იქნებ გამოიგონეს რამე მალამოოო? spy.gif

Posted by: natashka55 4 Oct 2009, 20:03
კი შრამის მოშორება შესაძლებელიაოოოოო!

ამისთვის საჭიროა რწმენა და ემოციების მართვაოო.
ასე აგმოვაჩინე შემთხვევით ნორბეკოვი, ხოდა თემაც გავხსენიი და ველოდები მათ ვის რა სმენია მისშესახეებ.

Posted by: chaotic 5 Oct 2009, 04:34
natashka55
QUOTE
ამისთვის საჭიროა რწმენა და ემოციების მართვაოო.

რაი?
gigi.gif

Posted by: natashka55 5 Oct 2009, 11:01
ხოოოოოოოო მე დამაინტერესდა ეს ადამიანი გახსნილია თემა და ვისაუბროთ იქ

Posted by: sopi 6 Mar 2010, 15:34
ვიპოვე ლაზერი საქარტველოშიც ქონიათ რომელიც შრამებს აშორებს ...

http://gvaramia.com/fraxel.php

გვარამიას კლინიკაშია . ვინმეს თუ გაგიკეთებიათ . ან თქვენ ან თქვენ ახლობლებს ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მომწერთ რა შედეგები გგონდათ ან თქვენ ან მათ . ძალიან მინდა შრამების მოშორება და არ ვრისკავ გაკეთებას სანამ არ ვნახავ ადამინას ვინც უკვე გაიკეთა .. იქნებ დამეხმაროთ ....








გთხოვთ არ გამიერთიანოთ თემა კიდევ სახის კანის მოვლაზე . თორე იქ არავინ შედის და პასუხს ვერ ვგებულობ . ცოტახანი და მერე მე თვითონ დავხურავ .

Posted by: mtvareuli 6 Mar 2010, 18:39
sopi
QUOTE
გთხოვთ არ გამიერთიანოთ თემა კიდევ სახის კანის მოვლაზე

სახის კანის მოვლასთან არა, მაგრამ ამასთან უნდა გაერთიანდეს http://forum.ge/?f=43&showtopic=33649753&st=0

Posted by: Spin 6 Mar 2010, 22:30
QUOTE (lenmari @ 5 May 2009, 21:12 )
radiology


კონტრატუბექსი მუცელზე სტრიებს შველის?? ჯერ-ჯერობით ვარდისფერია თეთრში არ გადასულა,,

რამდენჯერმე ვცადე მაგრამ შედეგი არ იყო და რაიმე სპეციფიური წასმა ხომ არ სჭირდება?

რამდენჯერმე წასმა არ შველის, სისტემატურად 2 თვე მაინც უნდა წაისვათ, თან მასაჟიც უდნა გაიკეთოთ შრამზე, ცენტრიდან გარეთ.
ასევე, მჭიდრო ნახვევი, ან სპეციალური კომპრესიული ბანდაჟი უნდა გაიკეთოთ ეფექტის გასაძლიერებლად. ჩემს ახლობელს ჰქონდა დიდი დამწვრობა , კონტრაქტუბექსის წასმის და მასაჟის შემდეგ იცმევდა, ვენების გაგანიერებისგან დამცავი კოლგოტები რომ არის თუ იცით, მასეთი ნაჭრისაგან შეკერილ მჭიდრო ბანდაჟს. ასე ეფექტი ორმაგდება. სპეციალური ბანდაჟებიც იყიდება (ბანდაჟი ანუ bandage, არა სხეული მაკორექტირებელი ჩვეულებრივი ბანდაჟიsmile.gif
თუმცა საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ შეგიძლიათ თავად შეკეროდ კოლგოტებისგან

user posted image

Posted by: sopi 7 Mar 2010, 02:10
არა ხო კაქი sad.gif უბრალოდ მართლა ძაან ვეძებ ეგეთ ადამიანს და ვერ ვპოულობ და იმ თემაში იშვიათად შემოდიან ეეეჰ კაქი sorry ....

Posted by: Thandrus 7 Mar 2010, 03:18
mtvareuli

QUOTE
, მაგრამ ამასთან უნდა გაერთიანდეს შრამის მოშორება


yes.gif

შეერთდა smile.gif

Posted by: GURAMI2 9 Mar 2010, 22:03
მე ვიცი რო კონტრაქტუბექსი მაშინ მოქმედებს როდესაც შრამი არის მოწითალო ფერის და არ არის დიდი ხნის
მაგალითად ჩემმა ძმამ ხალი მოიშორა და შრამივით დარჩა და ფერითაც ერყობოდა რამდენიმე კოლოფი დაცალა მაგრამ ძალიანაც არ უშველა

Posted by: lurdes 28 Mar 2010, 12:39
GURAMI2
კონტრატუბექსს 7 თვის წინანდელ ჭრილობაზე შედეგი ექნება?

Posted by: Spin 29 Mar 2010, 22:50
QUOTE (lurdes @ 28 Mar 2010, 12:39 )
GURAMI2
კონტრატუბექსს 7 თვის წინანდელ ჭრილობაზე შედეგი ექნება?

არამგონია ჰქონდეს რაიმე ეფექტი ამ შემთხვევაში cry.gif


Posted by: GURAMI2 29 Mar 2010, 23:18
lurdes
არა არ ექნება შედეგი რადგან ეგ გამოიყენება ახალ შეხორცებულზე ჯერ წითელი ფერი რო დაკრავს და იმასაც ერთი 3 4 ფლაკონი უნდა დახარჯო რო მოშორდეს

Posted by: lurdes 30 Mar 2010, 16:10
Spin

GURAMI2

გმადლობთ,
ტყუილად აღარ ვიყიდი...

Posted by: between 3 and 32 18 Aug 2010, 13:48
QUOTE
კონტრაკტუბეკსი ნაწიბურზე, რომლიც დამწვრობის შემდეგაა დარჩენილი თუ მოქმედებს?

ეს მეც მაინტერესებსსს
მოქმედებს ნეტა? ტყუილად არ ვიყიდო biggrin.gif

Posted by: sali_17 23 Aug 2011, 14:09
შრამის მოშორება კუზანოვის კლინიკაში ხომ არ იცით რა ჯდება?

Posted by: Giulietta Masina 23 Aug 2011, 14:11
ბიჭებზე მიყვარს კიდეც შრამი love.gif

Posted by: ვეგა 17 Feb 2015, 14:17
კონტრატუბექსი ახალ იარაზე უნდა თუ რომ მორჩება მერე?

Posted by: kravai9 17 Feb 2015, 14:21
QUOTE
კონტრატუბექსი ახალ იარაზე უნდა თუ რომ მორჩება მერე?

რომ მორჩება მერე, ახალ იარაზე არ შეიძლება.

Posted by: ვეგა 17 Feb 2015, 14:38
kravai9
გმადლობთ.. ვიყიდე წეღან.. და სხვა რაიმე უკეთესი ხომ არ არის ახალ ჭრილობაზე ეფექტური

Posted by: Pac. 10 Nov 2015, 13:21
დერმატიქსი მაინტერესებს რამდენად ეფექტურია , ახალ შრამზე ?
ან რომელს მირჩევდით, ზომა რომ შეამციროს ან საერთოდ თუ გააქრო ხო მშვენიერია smile.gif

Posted by: MrsT 10 Nov 2015, 13:49
კონტრატუბექსის გამოყენება დავიწყე როგორც კი მოშუშდა ჭრილობა 3 თვეა ვხმარობ და რამდენიმე თვეში დავწერ შედეგს მომცემს თუ არა. 2-3 ჯერ ვისვავ დღეში.

Posted by: Pac. 10 Nov 2015, 13:51
MrsT
რაამბავია მაგდენი ხანი smile.gif
დერმატიქსსაც მაგდენი უნდა?

Posted by: MrsT 10 Nov 2015, 13:53
Pac.
არვიცი ნამდვილად. ექიმმა ეს მირჩია. აწერია რომ 6 თვე მაინც უნდა გამოიყენო თუ ნაწიბური ახალიაო sad.gif

Posted by: wounded 5 Feb 2016, 04:21
ამოვწიოტ თემა
3 წლის ბავშვზე კონტრატუბექსის გარდა არის რაიმე სხვა უფრო ეფექტური რო ვახმარო?

Posted by: Nutsa2015 14 Jun 2017, 16:30
ადვილა დმღცება შრამები. კოღოს ნაკბენები ლაქებად მაქვს ზოგი დარჩენილი, ან მონაქავები. ასეთ რამე უშველის? ძველ დარჩენილ შრამივით ლაქებს?

Posted by: nia4u 18 Jun 2017, 19:31
ამასწინათ ვუსმენდი, რომ შრამების და ნაწიბურების მოსაშორებლად ღეროვანი უჯრედები გამოიყენება წარმატებით...

Posted by: CigarettesAfterSex 7 Nov 2017, 17:24
დედავატირეეე რაა ბიგით ვიპარსავდი ფეხს და ცუდად მომიხვდა და კანი ამეთალა მეთქი შეხორცდება არაფერი თქო მარა წითლად დამრჩა შრამი რა ვუშველო დერმატიქსის მაზი მიშველის ვითომ ?


არდამიწყოთ ეხლა ბიგით რატო იპარსავდიო და ა.შ biggrin.gif ბიჭივარ და გამოვკლევდი უცებ

Posted by: achi-anchabeli 12 Aug 2019, 16:18
კონტრატუბექსი ახალ ჭრილობაზე შეიძლება?

Posted by: Natuka NGN 12 Aug 2019, 19:56
achi-anchabeli
უკვე შეხრცებულზე კი, მაგრამ დიდი არაფერი, მაგას ციცატრიქსი სჯობს.

Posted by: TikitaLomos 14 Aug 2019, 20:29
კონტრატუბექსით კმაყოფილი ვარ.
დათო ციციშვილთან გავიკერე ჭრილობა.
ახლა მეუბნება ლაზერით გაგიქრობო და დრო ვერ გამოვნახე. თან ვყოყმანობ. უარესი არ იყოს ლაზერის შემდეგ. ვინმეს გაგიკეთებიათ?
ერთი წლის ჭრილობაა. ფერი გაქრა და დიდად არ მეტყობა. მაინც მაღიზიანებს და გარანტია რომ მქონდეს, მოვიშორებდი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)