გამარჯობა მეგობრებო,
ვაპირებ საქართველოში კონკრეტული ტიპის საკვები დანამატების წარმოებას, ბრენდირებას და გაყიდვას. საუბარი მაქვს, მაგალითად, წონაში კლების პროდუქტზე. ტექნიკური მხარე თითქმის მოვაგვარე, ანუ, რა ინგრედიენტებს (ჩემს შემთხვევში მხოლოდ ერთს) უნდა შეიცავდეს, როგორ კაფსულებში უნდა ჩავიდეს ფხვნილი, როგორ ბოთლებში, და თითო ბოთლში რამდენი კაფსულა. პროდუქტის სახელს, დიზაინს, ლოგოს, ყუთს, რაშც ბოთლი ჩავა, შემდეგში მოვიფიქრებ. მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია ეს დღესვე გავაკეთო + ბოთლი დალუქული იყოს, რომ ვინმეს გახნილი არ ეგონოს და ა.შ. ვფიქრობ, რამდენად სამართლებრივია ამის გაკეთება. მოკლედ, მაქვს შემდეგი კითხვები.
1) რამე განსაკუთრებული ტიპის ერთეული(ინდ. მეწარმე, შ.პ.ს და ა.შ.) უნდა გავხდე, რომ ეს საქმიანობა ვაწარმოო? შემიძლია ვთქვათ მე წარმოების პროცესი სახლში აკურატულად განვახორციელო? ლაბორატორიული ტესტირება და სადმე ბიუროკრატიაში მიტანა და დადასტურება აუცილებელია?
2) აუცილებელია, რომ ინგრედიენტების მომწოდებელი რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს? (მაგალითად დამოწმებული იყოს WHO-ის მიერ ან რამე მაგდაგვარი)
3) აუცილებელია, რომ მე ზუსტად დავიტანო ბოთლზე ყველა ის ინგრედიენტი, რაც საკვებ დანამატში შედის? თუ აუცილებელია დატანა, ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა, რომ ზუსტად იყოს დატანილი?
4) შეიძლება, რომ პასუხისგებაში მივეცე, თუ ვიტყვი, რომ პროდუქტი აკეთებს X-ს, მაგრამ რეალურად არ აკეთებს ამას? მოკლედ, ვინმე შეიძლება, რომ შემომედაოს, არ მიშველაო?
5) შეიძლება, რომ პროდუქტის საიტზე მივუთითო მცდარი ინფორმაცია? მაგალითად, ის, რომ პროდუქტი შემოწმებულია Y ლაბორატორიის მიერ, არადა არ არის.
5) სერტიფიცირება უნდა ამ საქმიანობას?
ამ წუთას ეს კითხვები მახსენდება. უამრავი მსგავსი საკვები დანამატი იყიდება ამერიკაში და ჩეულებრივად აწერიათ "FDA approved" და მსგავსი რაღაცები. უწერიათ მაგალითად, რომ რაღაც ლაბორატორიას აქვს შემოწმებული. ასევე ლაპარაკობენ კვლევებზე, რომლებიც არ არსებობს. ამბობენ, რომ რაღაცაში გეხმარება, არადა არაფერშიც არ გეხმარება. რას ურევენ არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ არ გკლავს.
თუ იცით, ყველა პასუხს დიდად ვაფასებ
ვინმეს თუ გინდათ, რომ უკეთ დამეხმაროთ პმ ში მოგწერთ და გაჩვენებთ ზუსტად როგორ საკვებ დანამატზე მაქ ლაპარაკი.
* * *
P.S. ძალიან ხომ არ ვართულებ საქმეს?
იყიდება ფეისბუქის პატარა ჯგუფები 5000 დან 20 000 მდე წევრით.
ყველა ჯგუფს ეცვლება სახელი, აუდიტორია ქართველები. დეტალები პმ ში