დავატესტირე პაკეტი Windows-ზე (MiKTeX), Debian-ზე და Ubuntu-ზე.
შემდეგი პრობლემები აღმოვაჩინე:
1. ლინუქსში დაინსტალირების დროს updmap ბრძანებამ რატომღაც არ იმუშავა, სანამ
/var/lib/texmf/web2c/updmap.cfg ფაილში არ წავშალე ყველა სტრიქონი, გარდა შემდეგისა:
Map djg5.map
ნახევარი დღე დავხარჯე ამის გამოკვლევაში! ვინდოუსში ეს პრობლემა არ ყოფილა.
2. ფაილში tex/generic/babel/georgiancaps.tex არის შემდეგი მონაკვეთი:
\providecommand\captionsenglish{%
\def\prefacename{Preface}%
\def\refname{References}%
\def\abstractname{Abstract}%
\def\bibname{Bibliography}%
\def\chaptername{Chapter}%
\def\appendixname{Appendix}%
\def\contentsname{Contents}%
\def\listfigurename{List of Figures}%
\def\listtablename{List of Tables}%
\def\indexname{\geos\geoa\geodz\geoi\geoe\geob\geoe\geol\geoi}%
\def\figurename{Figure}%
\def\tablename{Table}%
\def\partname{Part}%
\def\enclname{encl}%
\def\ccname{cc}%
\def\headtoname{To}%
\def\pagename{Page}%
\def\headpagename{Page}%
\def\prefacename{Preface}%
\def\seename{see}%
\def\alsoname{see also}}
ანუ, ინგლისურ სათაურებში ერთი სათაური - საძიებელი (Index) წერია ქართულად. ეს იწვევს პრობლემებს ინგლისურენოვანი დოკუმენტების გენერირებისას (თუ გვინდა ქართული ასოების გამოყენება ინგლისურენოვან დოკუმენტში). არ ვიცი, ვერსია რაც მე მაქვს უკვე ძალიან ძველია და შეიძლება ეს უკვე გამოსწორებულია.
ისე, Sourceforge-ზე ან GoogleCode-ზე რომ დადებულიყო მიმდინარე ვერსია, კარგი იქნებოდა...
თუნდაც დაუსრულებელი!
მუშაობაში დავატესტირებდი კიდეც.