forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სტეიკი, როგორ ამზადებთ?
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3283
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 3 Jul 2017, 18:39  #50892016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სტეიკზე თემა ვერ ვნახე. თუ არის ბოდიში.

მოკლედ, მაინტერესებს როგორ ამზადებთ სტეიკს, უამრავი ხერხი არსებობს და ერთმანეთს თუ გავუზიარებთ გამოცდილებას კარგი იქნება.

სტეიკი ჯეიმი ოლივერისეულად smile.gif


ისევ ცნობილი ჯეიმი ოლივერი:


ეს ქართველი მზარეულიც მშვენივრად ამზადებს:


სოკოს სოუსის მისეული იდეაც ძალიან მომეწონა, ალბათ ძალიან მოუხდება.

მოკლედ, სტეიკი ჩემი ხელით ჯერ არ მომიმზადებია და ხვალ ვაპირებ მომზადებას. ხოდა მომაწოდეთ იდეები bis.gif

ხო, მართლა! კინაღამ დამავიწყდა, ესენი სამზარეულოს ნამდვილი მანიაკები არიან! ნახეთ განსხვავებული და განსაკუთრებული მომზადება



This post has been edited by Perfecto_77 on 3 Jul 2017, 18:40


--------------------
არა არს დაფარულ...
fermina
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13560
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 3 Jul 2017, 18:47  #50892055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგი სტეიკის მიღებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ხორცი, რაც ჩვენს ბაზარზე დიდი იშვიათობაა.

ნუ აქებენ ბლაუენშტაინის ხორცს, სპეციალურად სტეიკისთვის გამოჭრილ-დაძველებული ხორცი აქვთ, მაგრამ საკმაოდ ძვირიცაა:

https://www.facebook.com/btq.ge/


--------------------
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3283
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 3 Jul 2017, 19:15  #50892226      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
fermina
QUOTE
კარგი სტეიკის მიღებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ხორცი

ნამდვილად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

QUOTE
ნუ აქებენ ბლაუენშტაინის ხორცს, სპეციალურად სტეიკისთვის გამოჭრილ-დაძველებული ხორცი აქვთ, მაგრამ საკმაოდ ძვირიცაა:

სწორედ ბლაუენშტაინში ვიყიდე მეც. 26 ლარი ღირდა კილო (ოღონდ მგონი ფასდაკლებით იყო ეგ, ისე რა ღირს არ მახსოვს).

ხოდა ხვალ გავსინჯავ აბა როგორი იქნება.

პირველ რიგში ვაპირებ პილპილი მოვაყარო და ზეითუნის ზეთი წავუსვა კარგად (დაფნის ფოთოლიც არ აწყენს მგონი), შემდეგ კი რამდენიმე საათით, ან მთელი ღამით გავაჩერო მაცივარში.

შემდეგ კარგად მოვაყრი მარილს, კარგად გაცხელებულ ტაფაზე ცოტა ზეთს კიდევ მოვასხამ და დავიწყებ შეწვას, ცოტა ლიმნის წვენის დამატებაც შეიძლება.

კიდევ ერთი რეცეპტი: http://ratatui.ge/steak/
fermina
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13560
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 3 Jul 2017, 22:17  #50893196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Perfecto_77

ვააჰ, მაშინ გაგვიზიარე აბა შთაბეჭდილებები.

ჰო ამ კვირაში ფასდაკლების აქციები ჰქონდატ, ერთი ვერ მივაღწიე. შაბათ-კვირას შევივლი.

კარგ სტეიკს დიდ პატივს ვცემ, თან იშვიათად რომ სადმე შეგხვდეს.

სახლშიც დავამუღამე, ხან კარგი გამოდის, ხან - ისე-რა, ხორცს გააჩნია.
max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3095
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 3 Jul 2017, 22:20  #50893209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაინტერესებს როგორ ამზადებთ სტეიკს

შესაბამისი ხორცია საჭირო,წერეთელზეა ხორცის მაღაზია ,მაგრამ ფასებსაც მაგარს ურტყავენ
* * *
''დამწიფება'' ''დავარგება'' უნდა სასტეიკე ნაჭერს
Armazus
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 157061
რეგისტრ.: 12-December 12

გამოგზავნილია: 3 Jul 2017, 23:00  #50893503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტეიკისთვის საჭიროა პირველ რიგში სპეციალურად დამწიფებული ხორცი. ამის შემდეგ საჭიროა კარგი ტაფა. მე თუჯის ტაფას ვანიჭებ უპირატესობას. კარგად უნდა გახურდეს ტაფა. სტეიკს ვაყრით მხოლოდ მარილს და პილპილს. ტაფაში ვასხამთ ზეთს. მე ზეითუნისას ვხმარობ. სტეიკის შეწვის საიდუმლოა ის, რომ როდესაც დავდებთ ტაფაზე, სანამ ერთი გვერდი არ შეიწვება ხელი არ ვახლოთ. გემოვნების მიხედვით, თითო გვერდი 2-5 წუთამდე. როდესაც ბოლოში გავალთ, ტაფაში ვაგდებთ კარაქის ნაჭერს, რამოდენიმე კბილ ნიორს და ქონდარის ღეროს. ცხიმს კი კოვზით ზემოდან ვასხამთ ხორცს მუდმივად. ორივე მხარე რომ დაიბრაწება (2-5 წუთი თითო მხარე), სტეიკს ვიღებთ და 10 წუთით ვაფარებთ ფოლგას, რომ ხორცმა დაისვენოს და წვენი გაუჯდეს. 10 წუთის მერე მზად არის.


--------------------
„Земля наша велика и обильна, а порядка в ней нет. Приходите княжить и владеть нами“.
MarryGog
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 233259
რეგისტრ.: 24-June 17

გამოგზავნილია: 4 Jul 2017, 00:20  #50894038      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბოლო ვიდეომ საერთოდ დამიკარგა ჭამის მადა.


--------------------
Она до звезды так и не дотянулась.
eldiablo
შეშლილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6550
წევრი No.: 188101
რეგისტრ.: 28-June 14

გამოგზავნილია: 4 Jul 2017, 00:30  #50894114      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · yim
ედიიიიტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ... შემეშალა სხვა თემაში ვპოსტავდი...

This post has been edited by eldiablo on 4 Jul 2017, 00:31


--------------------
"სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდები მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა."

"— აუუ, ჩაბარდა პატრონს...
— რომელ პატრონს?
— გევიდა გაღმა...
— სად გაღმა?
— მარილზე!
— რა მარილზე?
— მოკვდა, მოკვდა! წეიღო ჩემი სამი ჩაფი ღვინო მიქელგაბრიელთან"
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3283
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 4 Jul 2017, 10:14  #50895392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
fermina
QUOTE
ვააჰ, მაშინ გაგვიზიარე აბა შთაბეჭდილებები.


აუცილებლად.

max-14
QUOTE
შესაბამისი ხორცია საჭირო,წერეთელზეა ხორცის მაღაზია ,მაგრამ ფასებსაც მაგარს ურტყავენ
* * *
''დამწიფება'' ''დავარგება'' უნდა სასტეიკე ნაჭერს

კი, ბლაუენშტაინი რომ ვახსენეთ, ეგაა. ქართულ-შვეიცარული კომპანიაა, რაჭაში აქვს თანამედროვე ტიპის ფერმები.

Armazus
QUOTE
სტეიკისთვის საჭიროა პირველ რიგში სპეციალურად დამწიფებული ხორცი. ამის შემდეგ საჭიროა კარგი ტაფა. მე თუჯის ტაფას ვანიჭებ უპირატესობას. კარგად უნდა გახურდეს ტაფა. სტეიკს ვაყრით მხოლოდ მარილს და პილპილს. ტაფაში ვასხამთ ზეთს. მე ზეითუნისას ვხმარობ. სტეიკის შეწვის საიდუმლოა ის, რომ როდესაც დავდებთ ტაფაზე, სანამ ერთი გვერდი არ შეიწვება ხელი არ ვახლოთ. გემოვნების მიხედვით, თითო გვერდი 2-5 წუთამდე. როდესაც ბოლოში გავალთ, ტაფაში ვაგდებთ კარაქის ნაჭერს, რამოდენიმე კბილ ნიორს და ქონდარის ღეროს. ცხიმს კი კოვზით ზემოდან ვასხამთ ხორცს მუდმივად. ორივე მხარე რომ დაიბრაწება (2-5 წუთი თითო მხარე), სტეიკს ვიღებთ და 10 წუთით ვაფარებთ ფოლგას, რომ ხორცმა დაისვენოს და წვენი გაუჯდეს. 10 წუთის მერე მზად არის.


დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის!

მოკლედ, მე ასეთი რამ დავასკვენი, სტეიკის შეწვისას მთავარია რამდენიმე ინგრედიენტი, ესაა რა თქმა უნდა ხარისხიანი ხორცი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. ანუ ამ ყველაფრით უკვე შესაძლებელია სტეიკის შეწვა, დანარჩენი კი უკვე გემოვნების ამბავია, ზოგი ლიმნის წვენს უმატებს, ზოგი ნიორს, ქონდარს, ასევე კარაქსაც, დაფნის ფოთოლს და ა.შ. ანუ ეს ამ ინტერპრეტაციებში უკვე თავისუფლები ვართ.

როგორც მივხვდი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სასტეიკე ხორცზე პილპილის მოყრა, ზეითუნის ზეთის კარგად წასმა და რამდენიმე საათით მაცივარში გაჩერება. ვნახოთ რა გამოვა.
Armazus
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 157061
რეგისტრ.: 12-December 12

გამოგზავნილია: 4 Jul 2017, 11:19  #50895748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Perfecto_77 @ 4 Jul 2017, 10:14 )

როგორც მივხვდი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სასტეიკე ხორცზე პილპილის მოყრა, ზეითუნის ზეთის კარგად წასმა და რამდენიმე საათით მაცივარში გაჩერება. ვნახოთ რა გამოვა.

არაფერს. მე მაგალითად მაცივარში არ ვაჩერებ. პირიქით, ხორცი შეწვის წინ უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და არ უნდა იყოს სველი გარედან, თორემ არ დაიბრაწება (სისველეში ზეთი არ იგულისხმება). პილპილი, მარილი, ზეთი და ეგრევე გავარვარებულ თუჯის ტაფაზე.

ტაფა თუ საკმარისად ცხელი არ იქნება, ხორცი სითხეს გამოუშვებს და მშრალი გამოვა. გარდა ამისა, თუ ხორცი მიიკრო ტაფამ (თუჯის თუ არის) არ შეგეშინდეს. რამოდენიმე წუთში დაიბრაწება, ქერქს გაიკეთებს გარედან და აძვრება თავისით, როცა გადატრიალების დრო მოვა. მე 5 წუთი ვწვავ თითო მხარეს და ძალიან კარგი გამოდის, ოღონდ რომ დადებ ტაფაზე ხელი აღარ უნდა ახლო smile.gif)

This post has been edited by Armazus on 4 Jul 2017, 11:26
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3283
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 4 Jul 2017, 18:31  #50899106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხოოოდა, მეგობრებო, ყველაფერი რიგზეა, ისე გამოვიდა, როგორც ველოდი!

ინებეთ:
user posted image

გამოვიდა საოცრად არომატული, წვნიანი და ზომიერად შემწვარი, ანუ არც მთლად ევროპულად სისხლიანია და არც გადახრუკულ-გამაგრებული. შესანიშნავი გემო აქვს.
Armazus
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 157061
რეგისტრ.: 12-December 12

გამოგზავნილია: 4 Jul 2017, 18:48  #50899205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Perfecto_77

რა რეცეპტით გააკეთე? კარგად გამოიყურება ხორცი.
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3283
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 4 Jul 2017, 19:05  #50899304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Armazus
მოკლედ, სტეიკის ნაჭრებს მოვაყარე მარილი და პილპილი, მერე კარგად წავუსვი ზეითუნის ზეთი ორივე მხრიდან, ჩავაწყე კონტეინერში, დავადე რამდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი და ასე შევინახე მაცივარში დაახლოებით 4 საათი.

მერე გამოვიღე, ისევ მოვაყარე ცოტა მარილი და პილპილი, რადგან ის უკვე შეწოვილი ქონდა, სქელი ხორცია მაინც. შენი რჩევა გავითვალისწინე და თუჯის ძველ ტაფაზე გავაკეთე, ჯერ რა თქმა უნდა კარგად გავაცხელე, მერე ზეითუნის ზეთი დავასხი ზედ ცოტა და დავდე ეს სტეიკის ორი ნაჭერი. ორი კბილი ნიორიც დანით ცოტა დავჭყლიტე და დავყარე ტაფაზე, ანუ ნივრის საჭყლეტით არა, ნიორს უბრალოდ დანა დავადე და ხელით დავაწექი.

შემდეგ მოვინიშნე დრო და თითო მხარეს დაახლოებით 4-5 წუთი ვწვავდი, ხორცის სისქე დაახლოებით 3 სმ იყო თუ არ ვცდები. ერთხელ კარაქის მცირე ნაწილიც დავდე ტაფაზე.

შემდეგ გარნირად როგორც ხედავთ კარტოფილი გამოვიყენე, თუმცა ბევრი რამ შეიძლება კიდევ.
user posted image

user posted image

ეჭვი მაქვს, წითელი, მშრალი ღვინო უნდა მოუხდეს ამას. ან კიდე უნივერსალური ღვინო რქაწითელი, ესეც მშრალი, ქართული წესით დაყენებული.
fermina
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13560
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 4 Jul 2017, 19:21  #50899397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Perfecto_77
მაგარია !!!!

წითელი ღვინო ახსენე და ღვინის სოუსი უხდება ძალიან, რეცეპტი არ ვიცი, იქნება სადმე ნეტში, ზოგ რესტორანში აქვთ სტეიკი წითელი ღვინის სოუსით.

მე ხანდახან შეწვისას ვაპკურებ ხოლმე რამდენიმე წვეთს, თავისებურ არომატს აძლევს.

ისე კი, დამატებითი გემობი ზოგადად არ სჭირდება სტეიკს, ხორცის გემო უნდა იყოს დომინანტი.
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3283
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 4 Jul 2017, 19:27  #50899426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
fermina
QUOTE
მაგარია !!!!

გმადლობ!

QUOTE
მე ხანდახან შეწვისას ვაპკურებ ხოლმე რამდენიმე წვეთს, თავისებურ არომატს აძლევს.

მეც ხშირად ვიყენებ ღვინოს სხვადასხვა ხორცის შეწვისას, ძალიან მომწონს.

QUOTE
ისე კი, დამატებითი გემობი ზოგადად არ სჭირდება სტეიკს, ხორცის გემო უნდა იყოს დომინანტი.

სრულიად გეთანხმები! მეც ვფიქრობ რომ ხორცი ზედმეტადაც არ უნდა გადატვირთო, სოუსებიც მოზომილად უნდა გამოიყენო.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0291 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]