დამწყებ პროგრამისტებს სალამი!
უკვე კარგა ხანია, რაც პროგრამირება მინდოდა მესწავლა და ამ თებერვალში ბოლო-ბოლო გადავწყვიტე დამეწყო. რამდენიმე კვირაა ჩემით ვაკეთებ სავარჯიშოებს როდესაც თავისუფალი დრო მრჩება. პირველად ვეცადე JUST BASIC-ით მემუშავა, მაგრამ არც ენა მომეწონა და არც წიგნი ვარგოდა (ინგლისურებით გავდივარ სულ - ენა კარგად ვიცი). მერე გადავწყვიტე პითონი მეცადა. ამჯერად ძალიან კარგი წიგნი მოვიძიე - გიხსნის რა რა არის კომპიუტერულ ტერმინოლოგიაში და მარტო იმას არ გეუბნება რა უნდა გააკეთო რობოტივით.
თავიდან თითქოს არც ისე რთული იყო, მაგრამ ახლა ნელ-ნელა მათემატიკაც შემოდის და ასეთი იოლიც აღარ ჩანს. რამდენიმე პრობლემას ვაწყდები სულ. პირველი ტერმინოლოგიის დამახსოვრება მიჭირს: ფუნქციები, პერიმეტრები, ბრძანებები.... ესენი მეშლება ხოლმე ერთმანეთში. მეორე ეს არის ფრჩხილების დასმა, აბზაცებით გამოყოფა და ასეთი "პუნქტუაციური" საკითხები. გამომრჩება რაღაც ფრჩხილი და მერე მთელი კოდის გამოსწორება მიწევს. რას მირჩევდით? მე მგონი პირდაპირ დაზეპირება მომიწევს.
ამ ეტაპზე უმარტივეს სავარჯიშოებს უკვე ვაკეთებ და ალბათ რამდენიმე თვეშიც, სადღაც შემოდგომამდე წიგნსაც მოვრჩები. მაგრამ თან მინდა რაღაც პროექტიც გავაკეთო ჩემთვის, რომ უფრო დავხვეწო პროგრამირების უნარი. მაგალითად ვფიქრობდი პატარა ჩეთბოტები ან რობოტები ხომ არ შემექმნა და ასე გამემუშავებინა პრაქტიკული ცოდნაც. არ დამცინოთ ოღონდ
კიდევ რა მაინტერესებდა პითონის რაიმე კარგი შემსწავლელი კურსი არის ამ ქვეყანაში ან ქართულად რაიმე საბაზისო ლიტერატურა? მარტო ჩემით ჯერჯერობით გავდივარ ფონს, მაგრამ ვეჭვობ მერე კიდევ დამჭირდება დახმარება.
წინასწარ მადლობა.
This post has been edited by Hiksos on 11 Mar 2018, 13:27
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997