B/Sჰო, ასე რთულია დაგითვალო.. მე ვერ ვარ კომპეტენტური.. მაგრამ ძვირი არ ჯდება ძალიან, როგორც ვიცი.. ადგილზ დაგჭირდება საკანალიზაციო სისტემის მოწყობა (თუ არ არის) ანუ წყალი უნდა გაედინებოდეს კანალიზაციაში..
ნუ დანარჩენი, უხეშად რომ დათვალო:
კერხერი (აქ სიმძლავრეებზეა.. ცოტა უნდა წაიკითხო ნეტში იქნება ინფო რომელიც გაწყობს) 2 000 დოლარამდე (ჩემი აზრით)
ქაფის აპარატი (ეს მგონი კერხერსაც უმაგრდება)
მტვერსასრუტი
შამპუნები რაღაც სპეციალურ ფირმას მოაქვს მგონი.. მაგასაც გაარკვევ მარტივად..
ჩემი აზრით ადგილის გარდა 5 ათასს არ უნდა გადასცდე..
გადასახადს იხდი ფიქსირებულს თვეში 100 ლარს თითო ბოქსზე ( აი, ზუსტად ამის გამო ხსნის ყველა სამრეცხაოს, თონეს ან სილამაზის სალონს
)
ჰო.. და მთავარი ადგილის შემდეგ, უკვე მუშაობისას არის ის, რომ კაააარგად რეცხოთ და ყველა კლიენტი წავიდეს ძააალიან(!) კმაყოფილი
ყველა საქმეში ასეა, რომ კარგად უნდა მოემსახურო და ყველა ასე ამბობს და ცდილობს.. მაგრამ ამ საქმეში ეს სასიცოცხლოა.. უამმრავ მანქანიანს ვიცნობ და ყველასგან გამიგია და მინახავს, რომ ერთხელ რამე სამრეცხაოზე ლაქა თუ დაუტოვეს ან კარგად ვერ გაუმშრალეს, იქ აღარ მიიყვანს (ნუ თუ სხვა გამოსავალი არ აქვს)
ამიტომ მრეცხავებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მაგაზეც გაწამდნენ ჩემები.. 4-5 თვე წვალობდნენ ამუშავებას და ათასი განცხადებაც ედოთ და მრეცხავი ვერ იშოვეს.. არ ვიცი ცუდად ეძებდნენ თუ ყველა მრეცხავი დაკავებულია.. ვერ გეტყვი..
მაგრამ გეტყვი, რომ ადგილი თუ გაქვს, ღირს გარისკო და სცადო.. პლიუსები რაც ახსენე კონკურენტთან ეგაც და თან ეცადე მეტი ყურადღებით და სისწრაფით მოემსახურო და გადმოიბირებ ხალხს ნელნელა..
ისე.. მაიმარკეტზე კერხერები და მტვერსასრუტები ქირავდება კიდეც.. მართალია ძვირია ძალიან საქირავებლად (ჩემივე აზრით) მაგრამ ნუ შეიძლება თავიდან სცადო ქირაობა და თუ ნახავ, რომ მიდის საქმე მერე იყიდო.
ან კიდევ ერთი ვარიანტი.. თუ იპოვნი მრეცხავს, რომელსაც აქვს აპარატურა.. კერხერი და დანარჩენი წვრილმანები.. შეუთანხმდე და ერთად სცადოთ.. ანუ მისცე ადგილი (მოწყობილი) და იმან იმუშავოს და მისცე 50% 40-ის მაგივრად..
ნუ მოლაპარაკებაზეა ეგაც რა.. წესით ეგეთი თუ ნახე ვინმე, კი უნდა უღიდეს იმასაც ქირაობას, ეგრე მუშაობა და შენც დატესტავ.. თუ გაქაჩეთ და 1 მრეცხავი ვერ ეყო მერე ორივე შეთანხმდებით და აიყვანთ სხვა მრეცხავსაც..
ჩემი სამეგობრო რომელ სამრეცხაოსაც არის შეჩვეული.. ჩვეულებრივი პატარა სამრეცხაოა 2 ბოქსით მაგრამ ვინც მივიყვანე, ყველა შეეჩვია იმის გამო, რომ სწრაფად რეცხავენ და მალე და კარგად ამშრალებენ.. 3 ტიპი დგას სულ და 2 ბოქსი აქვთ და რიგია თუ მარტო შენ ხარ, მაინც სამივე თანაბრად მუშაობს.. სიტყვაზე 1 აკერხერებს მეორე სხვა მანქანას ქაფავს.. რომელიც გაირეცხება მერე უცებ 2-3 მივარდება და ამშრალებენ.. ამიტომ სწრაფად და კარგად გამოდის და თავიდან რომ 1 ბოქსი ჰქონდათ მინჯღრეული (უბრალოდ გადაღობილი) ახლა 2 ბოქსი აქვთ + მოსაცდელი ოთახი სადაც რაღაცეებიც იყიდება.. ტუალეტი და ტელევიზორი და კამერები და ამბები
აი, მაგასთან ახლოს გალფის სამრეცხაოც არის მაგრად მოწყობილი.. მაგრამ იქ 1 ტიპი დგას და ზომბივით გემსახურება (ნუ ადრე ასე იყო) და ამიტომ არ ყავს ხალხი
მოკლედ.. მგონი ყველა ნიუანსი გავიხსენე, რაც ვიცოდი