Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > დღეს გავაკეთე...


Posted by: Lemon Curd 15 Jun 2014, 16:40
კულინართა დღიურის ახალი თემა, ჩვენ მიერ მომზადებული სადილები, დესერტები, გამაგრილებელი სასმელები...

გავუზიაროთ ერთმანეთს რეცეპტები და სასარგებლო რჩევები smile.gif და არ დაგვავიწყდეს რეცეპტების შესაბამის თემებში გადატანაც, თემაში რომ არ ჩაიკარგოს და სხვამაც ნახოს.

გილოცავთ ახალ თემას, სასიამოვნო და მსუბუქ ზაფხულს გისურვებთ, საინტერესო კულინარიული თავგადასავლებით smile.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
(ფოტოები ინტერნეტიდან)

წინა თემის ლინკი
http://forum.ge/?f=82&showtopic=34623560

Posted by: MasterJC 15 Jun 2014, 17:05
ვფიქსირდებით



დღეს ალუბალიდ ავკრიფე და ჩემები კომპოტს გააკეთებენ
მე არაფერსაც არ ვაკეთებ, ნაკვეთს ვალაგებ



და ჩემი წინადადება ძალაშია


გემრიელი ხელების პატრონი ვინცაა მარტოხელა გოგო, გამოემხმარუოს ხელი უნდა ვთხოვო givi.gif

Posted by: Windmühle 15 Jun 2014, 18:14
დავფიქსირდე biggrin.gif


მშვენიერი გამოვიდა კაკაოთი bis.gif

Posted by: voice of amerika 15 Jun 2014, 20:16
დადეეეთ ბევრი სალათების რეცეპტები :X

Posted by: iakobichi 16 Jun 2014, 11:49
ტირამისუ სად ავიღო ქლაქში
ყველაზე მაგარი სადააა
დაასახელეთ ნებისმიერი თანხა, მნიშვნელობა არ აქვს

Posted by: klatch 16 Jun 2014, 14:17
გამარჯობა ხალხო! ძალიან გთხოვთ უყურადღებოდ არ დამტოვოთ. ზამთრისთვის ვხარშავ ტყემალს,როგორც ვიცი ასპირინს უკეთებენ,რომ კარგად შეინახოს,მაგრამ აქ (საფრანგეთში) ასპირინის შემცვლელია თითქმის იგივე შემცველობის და ის რომ გავუკეთო შეინახება? დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: sazageli iezuiti 16 Jun 2014, 14:49
-----------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: ninoma 16 Jun 2014, 19:12
klatch
QUOTE
ზამთრისთვის ვხარშავ ტყემალს

გახეხილი ტყემალი ადუღე დაბალ ცეცხლზე 15–20 წუთი, შეაზავე მარილით და მდუღარე ჩაასხი გაზტერილებულ ქილებში,(მე ხრახნიან ქილებს ვხმარობ) მოუჭირე კარგად თავსახური და ზამთარში შეაზავებ ცოცხალი მწვანილით.
ან თავიდანვე შეაზავე და ისე ჩაასხი ქილებში.
ასპირინს ვუმატებ როცა ვხსნი და ვანელებ ცოცხალი მწვანილით.

Posted by: nia4u 16 Jun 2014, 21:53
Lemon Curd
მადლობა ახალი ლამაზი თემის გახსნისთვის smile.gif
QUOTE
არ დაგვავიწყდეს რეცეპტების შესაბამის თემებში გადატანაც, თემაში რომ არ ჩაიკარგოს და სხვამაც ნახოს.

QUOTE
არ დაგვავიწყდეს რეცეპტების შესაბამის თემებში გადატანაც, თემაში რომ არ ჩაიკარგოს და სხვამაც ნახოს.

QUOTE
არ დაგვავიწყდეს რეცეპტების შესაბამის თემებში გადატანაც, თემაში რომ არ ჩაიკარგოს და სხვამაც ნახოს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია!!!!!
წინასწარ მადლობა ყველას, თემაზე და განყოფილებაზე ზრუნვისთვის!
იმის გამო, რომ მოდერი არ გვყავს, იქნებ ყველამ ერთად ვიზრუნოთ თემის სისუფთავისა და სიკოხტავისთვის!
2kiss.gif
MasterJC
QUOTE
დღეს ალუბალიდ ავკრიფე

აკრიფე თუ დაკრიფე?
ბებო მომიკითხე smile.gif
ფერადი საღებავები რათ გინდა? ვერ ვნახე პალიტრის საიტზე biggrin.gif
iakobichi
QUOTE
ტირამისუ სად ავიღო ქლაქში
ყველაზე მაგარი სადააა
დაასახელეთ ნებისმიერი თანხა, მნიშვნელობა არ აქვს

აუ, მაგას ვკითხულობ, რა ხანია, და ვერ დავადგინე smile.gif
ასე მითხრეს, კარგი თუ გინდა, თვითონ უნდა გააკეთოოოოო... smile.gif
klatch
QUOTE
ზამთრისთვის ვხარშავ ტყემალს,როგორც ვიცი ასპირინს უკეთებენ,რომ კარგად შეინახოს

ე.ი. დაახლოებით 35 წელი ვუყურე, როგორ აკეთებდა ცხონებული დედაჩემი ტყემალს და არ მახსოვს, როდესმე რამე პრეპარატი დაემატებინოს
და არ მახსოვს, როდესმე ტყემალი გაფუჭებოდეს!რა ვიცი, აბა! 2kiss.gif

Posted by: MasterJC 16 Jun 2014, 22:10
nia4u
QUOTE
აკრიფე თუ დაკრიფე?

დავკრიფე

გადავცემ მოკითხვას ბებოს
QUOTE
ფერადი საღებავები რათ გინდა? ვერ ვნახე პალიტრის საიტზე 

გაზეთი ვიგულისხმე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

iakobichi
nia4u
მე მაინც ვერ გავიგე რაა ტირამისუ

ნაყინი, ნამცხავარი, იაპონური კერძი, რაიმე ინგრედიენტი, მცენარე, ცხოველი
თუ ვაბშე ყველაფერი ერთად

Posted by: Windmühle 16 Jun 2014, 22:48
მოკლედ ესეიგი ეხლა უნდა გავაკეთო დიდი ფოტო მიმოხილვა გუშინდელი დღის biggrin.gif
ფაქტია ვინერვიულე ძალიან ,მაგრამ მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი (ნერვიულობის მიზეზი:სამსახურში ღამის თევა)

მოკელედ დავიწყეთ ტკბილეულობით და დავამთავრეთ გრილით:

ეს ორი ტორტიკი: პორტვეინიანი ალუბლით და მეორე შავთეთრი ჩიზქეიქი.

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

დამთავრდა ასეთ მშვიდ გარემოში love.gif jump.gif
* * *
ეს უკვე გრილი.
ძაან გამოვიდა ეს ,ყველიც ძაან მოუხდა.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

გავაკეთე სალათი ორნაირი,კარტოფილისის სურათი არ მაქვს .
საკმაოდ მსუყეა ხორცტან ერთად და ბიჭებისთვის განსაკუთრებიტ კარგია,აბა ამდენს მე მთელი დღე ვერ შევჭამ biggrin.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: garfield1 16 Jun 2014, 23:10
ჟოლოს კექსი, ცოტა ძველია მაგრამ არ დამიდია ამის ფოტო მგონი აქ

http://www.radikal.ru

Posted by: Windmühle 16 Jun 2014, 23:11
ამ მწვანე ბადრიჯნებს რა ქვია არ ვიცი,მე ასე ვეძახი,მანგო + ჩილის სოუზით და მოცარელათი.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/


ეს მოხარშული ლობიო,ხახვით და მექსიკური სუნელებით.
http://pix.ge/
http://pix.ge/


ეს კიდევ პომიდორი და წიწაკა მექსიკური სუნელებით.ძაან მომეწონა ეს მე.
http://pix.ge/
http://pix.ge/


და დავამთავრე ამით:მალინის და ჟოლოს მშვენიერი ტანდემი
http://pix.ge/

საჩუქარსაც ჩავაკვეხებ აქვე,მე ძალიან მომწონს biggrin.gif
http://pix.ge/
სულ ცუდ ხასიათზეა დილაობით,ხოდა ამას რომ სეხედავს იმედია გაეცინება ხოლმე და მშვიდობით დაიწყება დილა biggrin.gif


გმადლობთ ყურადღებისთვის.მგონი ყველა კმაყოფილი იყო და თავისთავად მეც.
მეტი მე არ შემიძლია ამ ერთ ციცქნა გოგოს biggrin.gif
http://pix.ge/

Posted by: nia4u 16 Jun 2014, 23:41
MasterJC
QUOTE
გაზეთი ვიგულისხმე

მეც გაზეთი ვიგულისხმე smile.gif ეგ ვარდები ვერ ვნახე გაზეთის საიტზე smile.gif
მაგრამ ადრე მაქვს ნანახი და წაკითხული და მაინცდამაინც საკვები საღჶბავი არ არის საჭირო,
ჩვეულებრივი აკვარელის საღებავითაც გამოდის smile.gif
ძალიან ლამაზია smile.gif
QUOTE
მე მაინც ვერ გავიგე რაა ტირამისუ

biggrin.gif
დესერტია smile.gif
თან თარგმანში ნიშნავს "აღმაფრთოვანე", "ცაში ამიტაცე"
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3
აი, გაეცანი smile.gif
* * *
Windmühle
რაობაა?შენი დაბ.დღეა?
2kiss.gif
საინტერესო რამე-რუმეები გაგიკეთებია,
მაგრამ მე ყველაზე მეტად მაგიდა, სკამები და "ბესედკა" მომეწონა,
ყავას დავლევდი მანდ სიამოვნებით... biggrin.gif
QUOTE
ამ მწვანე ბადრიჯნებს რა ქვია არ ვიცი

ეგ, მგონი, ცუკინი უნდა იყოს smile.gif
QUOTE
საჩუქარსაც ჩავაკვეხებ აქვე,მე ძალიან მომწონს

მაგ თქვენს საჩუქარს ღიპზე მოეფერეთ-ხოლმე და სურვილებს აგისრულებთ biggrin.gif
QUOTE
მეტი მე არ შემიძლია ამ ერთ ციცქნა გოგოს

2kiss.gif

Posted by: MasterJC 17 Jun 2014, 08:43
Windmühle
წუხელ დამეზარა დაწერა


ყოჩაღ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
nia4u
QUOTE
მეც გაზეთი ვიგულისხმე  ეგ ვარდები ვერ ვნახე გაზეთის საიტზე 
მაგრამ ადრე მაქვს ნანახი და წაკითხული და მაინცდამაინც საკვები საღჶბავი არ არის საჭირო,
ჩვეულებრივი აკვარელის საღებავითაც გამოდის 
ძალიან ლამაზია 

აკვარელი სადღა ვიპოვო biggrin.gif
მე ნაბეჭდი გაზეთი ვიგულისხმე
QUOTE
ეგ, მგონი, ცუკინი უნდა იყოს 

კი ეგაა, კიტრს გავს და ყაბაყია
სახელად ცუკინი

Posted by: Besa 17 Jun 2014, 09:44
Windmühle
ყოჩაღ
ბესედკა up.gif

Posted by: nia4u 17 Jun 2014, 11:59
MasterJC
საკანცელარიო და საბავშვო მაღაზიებში იყიდება აკვარელის საღებავები,
შენც გექნებოდა ბავშვობაში...სველი ფუნჯით დათხუპნიდი და დაითხუპნებოდი smile.gif
QUOTE
კიტრს გავს და ყაბაყია

biggrin.gif

Posted by: norse 17 Jun 2014, 13:05
დავფიქსირდეეეე smile.gif)) jump.gif jump.gif

Posted by: LUTA 17 Jun 2014, 18:58
Lemon Curd
დიდ მადლობა თემის ასე ლამაზად გახსნისათვის 2kiss.gif love.gif

Windmühle
სულ ტყუილად ინერვიულე. ყველაფერი ძალიან კარგია love.gif
garfield1

QUOTE
ჟოლოს კექსი

tuk.gif love.gif

MasterJC
QUOTE
მე მაინც ვერ გავიგე რაა ტირამისუ

ნაყინი, ნამცხავარი, იაპონური კერძი, რაიმე ინგრედიენტი, მცენარე, ცხოველი
თუ ვაბშე ყველაფერი ერთად


კარგი იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ყველაფერია ერთად biggrin.gif

ჩუროსი დარიჩინიანი შოკოლადის სოუსით.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: Jane_L 17 Jun 2014, 19:06
LUTA
ვაიმე ეს ბოროტება რა არის? smile.gif
უფრო სწორად, როგორ მზადდება.
რა გემრიელობა ჩანს.

Posted by: mtis_yoili 17 Jun 2014, 19:07
QUOTE
ჩუროსი დარიჩინიანი შოკოლადის სოუსით.

ვაიმე user.gif
რა გემრიელი რამე ჩანს . love.gif

Posted by: Windmühle 17 Jun 2014, 19:15
nia4u
Chemi bidzashvilis dab.dge.
Didi xania germaniashia ,xoda damichira exla mamidashvili aq da damsaja biggrin.gif
Vxumrob ra tqma unda,magram dzaaan vinerviule,mteli dge vpiqrobdi,rom ragac damewveboda,ragac damaviwydeboda da a.sh . biggrin.gif
Cukinic da yabayic pirvelad gavige,mwvane badrijnad darcheba chemtvis isev biggrin.gif

Besedkas saqartveloshic gavaketeb asetive lamazs da davliot shen yava da me chai :*

MasterJC
Gmadloob :*
Mixaria sheqeba tanac biggrin.gif

Morchit alubals?
Mokitxva bebos chemganac)))
* * *
Besa
Gmadlooob:*
Gamixarda chemi bagic rom mogewonat love.gif

LUTA
Gmadlooob:*
Nerviulobit martla vinerviule((((
Magram es ra gagiketebiaaa,ra gemrielobaaaa ((((

Posted by: Jane_L 17 Jun 2014, 19:22
LUTA
აი ეს რეცეპტი ვნახე
”ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავდოთ კარაქი და დარიჩინი .შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, გაზზე კარგად მოვზილოთ ხის კოვზით. ცომი, როდესაც გაგრილდება დავუმატოთ კვერცხი, ისევ კარგად მოვურიოთ და ჩავდოთ საკონდიტრო ტომარაში. ცალკე კვაბში ავადუღოთ ზეთი და ამგვარად მომზადებული ცომის ფიგურები (სიგრძე გემოვნების მიხედვით) ჩავყაროთ. 1 წუთის შემდეგ ამოვიღოთ და ჩუროსი მზად არის ”

რაც ჩვეულებრივი ეკლერის რეცეპტია- უბრალოდ დარიჩინით. მე ასე ვაკეთებ ეკლერს. და გამომცხვარი როგორია ეს ჩუროსი, ეკლერივით ფაფუკი თუ სავსე გული აქვს?

Posted by: _sofa_ 17 Jun 2014, 20:18
დავფიქსირდეთ მარწყვის ტორტით.....
http://www.radikal.ru
და ბეზეს ორცხობილა სიმინდის ფანტელით......
http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 17 Jun 2014, 20:48
Windmühle
QUOTE
Besedkas saqartveloshic gavaketeb asetive lamazs da davliot shen yava da me chai :*

კარგი, გელოდები 2kiss.gif
აი, მამიდაშვილიც ასეთი უნდა! up.gif
LUTA
QUOTE
ჩუროსი დარიჩინიანი შოკოლადის სოუსით.

ვა

მე
...
biggrin.gif
იმ სურათთან შედარებით ეს სურათი არის საისტორიო!
_sofa_
QUOTE
ბეზეს ორცხობილა სიმინდის ფანტელით......

ეს იქნება ჰაერი!!! love.gif
რეცეპტი გაგვანდე რა და სიმინდის ფანტელს სად შოულობ ანუ რომელია ეგ? smile.gif

Posted by: MasterJC 17 Jun 2014, 21:38
მოვიდა არათემატური პოსტი

დღეს გავაკეთე მეც smile.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მგონი ან ზედმეტი საღებავია, ან უხარისხო, ან სუსტი ყვავილები. რაიმე ხომ არ იცით< რით შეიძლება გამოვაცოცხლო? თორე მთელი ნაშრომი წყალში ჩამეყარა.
ჩრდილში დავდგი აივანზე, მაგრამ საღამოს მზემ მიაკითხა იქ :/

Posted by: Lacrimosa_ 17 Jun 2014, 22:03
MasterJC

რას ერჩოდი, თეთრი ვარდები ძალიან ლამაზია smile.gif

დავიჯერო, ლურჯი და მწვანე ვარდი აჯობებს თეთრსა და წითელს?

Posted by: nia4u 17 Jun 2014, 22:28
MasterJC
წყალში ჩაუმატე ცოტა შაქარი და ცოტა ძმარი - თითო ჩაის კოვზი.

ისე აკვარელით უფრო კარგი გამოვიდოდა,
იმიტომ, რომ აკვარელის საღებავი წყალში კარგად იხსნება...
ადრე ვნახე სხვა ვიდეო და იქნებ მოგიძებნო...

ისე, აფსუს, რა ვარდები გააფუჭე!!! tongue.gif

რამდენი ხანი გედო, ახლა როგორც წავიკითხე, 24 საათი მაინც უნდა იყოს საღებავიან წყალში.

Posted by: წუ-წუნა 17 Jun 2014, 23:16
LUTA
QUOTE
ჩუროსი დარიჩინიანი შოკოლადის სოუსით.

_sofa_
QUOTE
ბეზეს ორცხობილა სიმინდის ფანტელით......

........ტერორისტები ხართ თქვენ ორივე 2kiss.gif biggrin.gif....დაყარეს ტკბილ-ტკბილი ნაღმები და .....რა ენაღვლებათ ჩემი დიეტა biggrin.gif
LUTA
......FB ზე არ მაკმარე და აქ გინდა ბოლო მომიღო ხომ? biggrin.gif
........შევჭამ მე კართოფილის გუფთას aba.gif ...და ვიოცნებებ ბეზეს ორცხობილაზე biggrin.gif

user posted image
ესეც პეროგი ტყემლის ჯემით......ჩაიზე კარგად მიდის biggrin.gif
user posted image
* * *
_sofa_
....მასწავლე როგორ გამოვაცხო ბეზეს ორცხობილა....თორემ ინტერპოლს გადაგცემ lol.gif lol.gif

Posted by: Sally1 17 Jun 2014, 23:31
[b]_sofa_[/b შენი ბეზეს ორცხობილა ძალიან მომეწონა , იქნებ რეცეპტიც მოაყოლო smile.gif მეორეჯერ შემოვედი , ისე მომინდა biggrin.gif

Posted by: narkozeli 17 Jun 2014, 23:35
Windmühle

ძალიან მაგარი გოგო ხარ up.gif აღფრთოვანებული ვარ! 2kiss.gif







შუები გამოვაცხე.არ ვიცი მე მემარტივება თუ მართლა ასეა,საკმაოდ ადვილი და მარტივი გასაკეთებელია.სწრაფი და გემრიელი smile.gif


user posted image

Posted by: MasterJC 17 Jun 2014, 23:47
QUOTE (nia4u @ 17 Jun 2014, 22:28 )
MasterJC
წყალში ჩაუმატე ცოტა შაქარი და ცოტა ძმარი - თითო ჩაის კოვზი.

ისე აკვარელით უფრო კარგი გამოვიდოდა,
იმიტომ, რომ აკვარელის საღებავი წყალში კარგად იხსნება...
ადრე ვნახე სხვა ვიდეო და იქნებ მოგიძებნო...

ისე, აფსუს, რა ვარდები გააფუჭე!!! tongue.gif

რამდენი ხანი გედო, ახლა როგორც წავიკითხე, 24 საათი მაინც უნდა იყოს საღებავიან წყალში.

მადლობა
მოკლეები იყო. დაახლოებით 12 საათი. ცოტა იქით ან აქეთ

Posted by: tavadze 18 Jun 2014, 01:10
LUTA
QUOTE
ჩუროსი დარიჩინიანი შოკოლადის სოუსით.

მოკლედ, არ ინანებ ჩვენთვის ბომბებს. biggrin.gif
_sofa_ - არც შენ გვაკლებ ხელს. biggrin.gif ქალიშვილის დაბდრე ხომ არ გქონდა?
წუ-წუნა - ხომ ხარ მაგრად?
მეგონა, თევზეულით შემოხვიდოდი. biggrin.gif

Posted by: _sofa_ 18 Jun 2014, 01:51
nia4u
წუ-წუნა
Sally1
ჩვეულებრივი ბეზეა, ანუ 4 კვერცხის ცილა+2ჩ.ჭ შაქარი, ცოტა ლიმონის წვენი რომ სუნი დაუკარგო ან ვანილი, 4 ჩ.ჭ სიმინდის ფანტელი ანუ ჩვენებურად ,,ხლოპები".....კარაქი ქაღალდზე წასასმელად.......
ამოიყვან ბეზეს კარგად, ნელნელა ვუმატებთ შაქარს, ვანილს ბოლოს ჩავყრით ამ ჩვენს ფანტელს და ამოვურევთ ხის კოვზით....დავსვავთ სადილის კოვზებით ქაღალდიან და კარაქმოსმულ ტაფაზე და შედგავთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ცოტა ღია კარით ვაცხობთ 1 საათი თუ სველგულიანი ბეზემოგვწონს, და 2 სთ თუ კარგად გამომშრალი გვინდა.....მე ნახევარი 1სთ-ში გამოვიღე და ნახევარი კარგად გამოვაშვრე....ჩემს შვილებს არცერთი არ დაუწუნებიათ მინდა გითხრათ....
QUOTE
რა ენაღვლებათ ჩემი დიეტა

დიეტას რომ ვერ ვიცავ მაგიტომ დავრჩი აგერ 75 კგ......


* * *
tavadze
არა...ამ თვეში ვისვენებ, ერთი მაისში მოვისტუმრე, მეორე ივლისშია......
წყნეთში არ აპირებთ გასეირნებას?

Posted by: tavadze 18 Jun 2014, 09:19
_sofa_
QUOTE
წყნეთში არ აპირებთ გასეირნებას?

წყნეთში არა და მანგლისში - კი. თუ მოახერხებთ და დაგვემგზავრებით, გაგვახარებთ.

Posted by: _sofa_ 18 Jun 2014, 11:48
tavadze
მკვდარი რომ ვიყო, თქვენთან ერთად წამოსასვლელად ავდგები.... yes.gif smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Jun 2014, 13:15
მე კი, ხანგძილივი, რამოდენიმე თვის პროექტი, ჩემი მეუღლის ფერწერული პორტრეტი დავასრულე.
კულინარიასთან იმ კავშირშია, რომ კვერცხის გულის ტემპერაშია შესრულებული
war.gif

user posted image

Posted by: kethili 18 Jun 2014, 13:54
Dr_Zuzumbo
ჭკვიანი და კეთილი ქალბატონი ჩანს. სიყვარულითაა შესრულებული smile.gif

Posted by: nia4u 18 Jun 2014, 13:55
Dr_Zuzumbo
ძალიან მომწონს!
არაჩვეულებრივია!
და მეუღლეც ძალიან ლამაზია! smile.gif
ადრეც დადეთ, თუ არ ვცდები, ვაჟის პორტრეტი და ისიც ძალიან მომეწონა smile.gif
სადმე შეიძლება თქვენი ნამუშევრების დათვალიერება?

_sofa_
სოფ, მადლობა 2kiss.gif
პერფექტზე ვნახე N.J.-ს რეცეპტი და დაახლოებით იგივე, ოღონდ ნიგვზით
და მე მგონი, სხვა ვარიაციებსაც თავისუფლად აიტანს smile.gif
და მერე გამახსენდა, ვიკოს ქონდა ქოქოსის ფანტელით smile.gif

narkozeli
QUOTE
შუები გამოვაცხე

რა გემრიელობაა!
chups.gif

მოვკვდი ამ განყოფილებაში ჩუპა-ჩუპსის ლოკვით givi.gif

Posted by: tikusha 18 Jun 2014, 13:58
_sofa_
რატომ უნდა ბეზეს ცხობას კარების გაღება?? ჩემს ღუმელს ორთქლის გამოსასვლელი ატრიბუტიკა აქვს და ასეთ შემთხვევაში კარების გაღება არ არის ხომ საჭირო?? დანიშნულება ესაა რომ ორთქლი გამოვიდეს?

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Jun 2014, 14:12
nia4u
ნაწილის ნახვა აგ შეგიძლიათ
https://www.flickr.com/photos/83434646@N02/sets/72157630744335268
https://www.flickr.com/photos/83434646@N02/sets/72157630744335268

Posted by: Windmühle 18 Jun 2014, 14:39
narkozeli
Gmadloob gvanc :*

Gogo ra kargi shuebia,mshvenier vidzeaa,dietas ra vutxari,torem ki shechamda kaci ert cals(((((
* * *
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 18 Jun 2014, 13:15 )
მე კი, ხანგძილივი, რამოდენიმე თვის პროექტი, ჩემი მეუღლის ფერწერული პორტრეტი დავასრულე.
კულინარიასთან იმ კავშირშია, რომ კვერცხის გულის ტემპერაშია შესრულებული
war.gif

user posted image

Ra lamazia))))

Arachveulebrivi nashromia martlac.

Tu saidumlo araa gagvimxilet,ramdeni xani dagchirdat dro?

Posted by: LUTA 18 Jun 2014, 14:53
tikusha
QUOTE
რატომ უნდა ბეზეს ცხობას კარების გაღება?


ბეზე არ ცხვება , შრება.

QUOTE
ემს ღუმელს ორთქლის გამოსასვლელი ატრიბუტიკა აქვს და ასეთ შემთხვევაში კარების გაღება არ არის ხომ საჭირო??


მაშინ არ უნდა კარის გაღება.

QUOTE
დანიშნულება ესაა რომ ორთქლი გამოვიდეს?

yes.gif
Jane_L
QUOTE
”ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავდოთ კარაქი და დარიჩინი .შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, გაზზე კარგად მოვზილოთ ხის კოვზით. ცომი, როდესაც გაგრილდება დავუმატოთ კვერცხი, ისევ კარგად მოვურიოთ და ჩავდოთ საკონდიტრო ტომარაში. ცალკე კვაბში ავადუღოთ ზეთი და ამგვარად მომზადებული ცომის ფიგურები (სიგრძე გემოვნების მიხედვით) ჩავყაროთ. 1 წუთის შემდეგ ამოვიღოთ და ჩუროსი მზად არის ”


ესაა პორცესი. ოღონდ ამ რეცეპტში დოზები არაა მოცემული. რა ჭიქითაც არწყავ წყალს იმავე ჭიქით უნდა აიღო ფქვილი. ერთ ჭიქა წყალზე (200 გრამიანზე ) + 1 ჭიქა ფქვილი და ერთი სადილის კოვზი ზეთი.
QUOTE
როდესაც გაგრილდება დავუმატოთ კვერცხი


ერთხელ გადაცემას ვუყურე ესპანურს , ჩუროს ამზადებდნენ და იქ თქვეს რომ არ უნდა კვერცხიო. თუმცა მე მაინც დავამატე . ასე უფრო გემრიელი გამოდის, ჩემის აზრით.

QUOTE
ალკე კვაბში ავადუღოთ ზეთი და ამგვარად მომზადებული ცომის ფიგურები (სიგრძე გემოვნების მიხედვით) ჩავყაროთ. 1 წუთის შემდეგ ამოვიღოთ და ჩუროსი მზად არის ”


ეცადე რომ ზეთი ძალიან ცხელი არ იყოს. (170 გრადუსია კარგი ) ჩუროს გარედან დაბრაწავს და შიგნით დარჩება უმი.

QUOTE
რაც ჩვეულებრივი ეკლერის რეცეპტია-


კი გავს პროცესი , ოღონდ პროპორციებია სხვა და მიღებული ცომიც გაცილებით სქელია. საკონდიტრო ტომრით ფორმა რომ მისცე, ძალა ჭირდება.

QUOTE
გამომცხვარი როგორია ეს ჩუროსი, ეკლერივით ფაფუკი თუ სავსე გული აქვს?


ახალი შემწვარი არის ხრაშუნა , მეორე დღეს რბილდება.

_sofa_
QUOTE
მარწყვის ტორტით....

QUOTE
ბეზეს ორცხობილა სიმინდის ფანტელით..


2kiss.gif love.gif

mtis_yoili
nia4u
მადლობა love.gif
წუ-წუნა

biggrin.gif 2kiss.gif

tavadze
QUOTE
მოკლედ, არ ინანებ ჩვენთვის ბომბებს.

biggrin.gif

ირაკლი როგორ ხარ? შენც ჩაბმული ხარ ჩემპიონატში ?

ჩემთან უნდა ნახო რა ხდება biggrin.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
მეუღლის ფერწერული პორტრეტი დავასრულე.


არაჩვეულებრივი ნამუშევარია smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Jun 2014, 15:06
Windmühle
5 თვე ვწერდი, 15 საუკუნის ადრეული რენესანსის დიდი ოსტატების ტექნიკის სრული დაცვით, ჩენინო ჩენინის სახელმძღვანელოს მიხედვით.
მარადიულობის ნიშანს იძენს კვერცხის გულის ტემპერა მინერალური პიგმენტებით. გამოყენებულია ნახევრად ძვირფასი ქვებიც მაგ. ლაჟვარდი და იასპისი.
კვერცხის გული არის უნიკალური, თავისი შემადგენლობით

Posted by: _sofa_ 18 Jun 2014, 16:47
nia4u
კი ნიგოზიც წერია, ქიშმიშიც, ეს რაღაც სხვანაირია შიგნით და ამიტომ მომწონს....
tikusha
ლუტამ კი გიპასუხა უკვე, კარგად უნდა გამოშრეს და მაგიტომ.......ტემპერატურას ვერ გეტყვი, ჩემს ღუმელს სამწუხაროდ არ მოყვა გრადუსები, ყველაზე დაბალი პარი რაც აქვს იმაზე დავაყენე და 2 სთ მქონდა.....

Posted by: neknek 18 Jun 2014, 16:51
ნაღების და შოკოლადის კრემი როგორ გავაკეთო?????

ან რამე გემრიელი კრემის რეცეპტი დამიწერეთ რაააა smile.gif

Posted by: tavadze 18 Jun 2014, 16:59
_sofa_
QUOTE
tavadze
მკვდარი რომ ვიყო, თქვენთან ერთად წამოსასვლელად ავდგები....

ძალიან კარგი. up.gif
Dr_Zuzumbo - შეუდარებელია! up.gif
LUTA
QUOTE
ირაკლი როგორ ხარ? შენც ჩაბმული ხარ ჩემპიონატში ?

არააა, ნაკლებად. biggrin.gif მე უფრო პლეი ოფებიდან ჩავუჯდები.
თქვენები ძალიან გაიხარებდნენ ინგლისის ძლევით - ეროვნული დღესასწაული ექნებოდათ იმ დღეს. biggrin.gif

Posted by: Jane_L 18 Jun 2014, 17:02
LUTA
მადლობა დიდი smile.gif
400 გრ წყალი
180 გრ კარაქი
300 გრ ფქვილი
4 კვერცხი
1 ცალი დარიჩინი
ზეთი

ეს პროპორციები ვიპოვე მე ჩუროსის. ასე კეთდება? ნუ წყალი და ფქვილი 1/1-ზე.


Posted by: ავგაროზი 18 Jun 2014, 17:27
დიდი ჭადები chups.gif
http://www.radikal.ru

Posted by: tikunia-teiko 18 Jun 2014, 19:52
QUOTE
Dr_Zuzumbo


რა ბედნიერი ხარ ასეთი ხატვა რომ შეგიძლია smile.gif რა საოცარი ნამუშევარია

QUOTE
LURA


შენი ნახელავების თვალიერება ჩემთვის უდიდესი სიამოვნებააა, დიდი მადლობა 2kiss.gif love.gif

Posted by: mtis_yoili 18 Jun 2014, 20:23
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 18 Jun 2014, 13:15 )
მე კი, ხანგძილივი, რამოდენიმე თვის პროექტი, ჩემი მეუღლის ფერწერული პორტრეტი დავასრულე.
კულინარიასთან იმ კავშირშია, რომ კვერცხის გულის ტემპერაშია შესრულებული
war.gif

user posted image

სიტყვები არ მყოფნის, ვუყურებ და ვტკბები. love.gif

Posted by: Sally1 18 Jun 2014, 20:31
_sofa_ მადლობა რეცეპტისთვის smile.gif

Posted by: ტემპერა 18 Jun 2014, 21:34
მეძახდით? : ))

Posted by: nia4u 18 Jun 2014, 23:29
ტემპერა
ააა,შენ ხარ ეგ? wink.gif

Posted by: Maiko Shamugia 19 Jun 2014, 00:36
Dr_Zuzumbo
QUOTE
ე კი, ხანგძილივი, რამოდენიმე თვის პროექტი, ჩემი მეუღლის ფერწერული პორტრეტი დავასრულე.
კულინარიასთან იმ კავშირშია, რომ კვერცხის გულის ტემპერაშია შესრულებული



ძალიან მაგარია !!! რამდენი შრომა, სიფაქიზე და სიყვარულია დახარჯული !!!
მე დიდად ვერ ვერკვევი ნახატებში, მაგრამ მამიდაშვილი მყავს ძლიერი მხატვარი ... თუმცა მან შეიძლება დაიწუნოს კიდეც ... როცა მიხსნიდა დამამახსოვრდა ასეთი რამ ... უკვე გაკეთებული აღარ უნდა გააკეთო ახალი უნდა შექმნა და მას აქვს ფასიო smile.gif


Posted by: Luchia 19 Jun 2014, 12:14
Maiko Shamugia
QUOTE
მე დიდად ვერ ვერკვევი ნახატებში, მაგრამ მამიდაშვილი მყავს ძლიერი მხატვარი ... თუმცა მან შეიძლება დაიწუნოს კიდეც ... როცა მიხსნიდა დამამახსოვრდა ასეთი რამ ... უკვე გაკეთებული აღარ უნდა გააკეთო ახალი უნდა შექმნა და მას აქვს ფასიო

ეს რატომაა უკვე გაკეთებული?
უბრალოდ ტექნიკაა ძველი და როგორც ვხვდები საკმაოდ რთული
ვერ მე ვერკვევი მაგრამ ასე მგონია

მართლა საოცარია, რამდენ ემოციას გამოხატავს

Posted by: Maiko Shamugia 19 Jun 2014, 14:13
Luchia
რავიცი ეგ მიმდევრობა ხომ უკვე იყო და მაგ მხრივ ... ანუ იმეორებ ხელოვნებას კი არ ქმნიო ...

ისე თითქოს ცოცხალია სურათი .. მაქმანები და ქსოვილის ნაოჭები როგორ ცოცხლადაა შესრულებული ...

Posted by: Dr_Zuzumbo 19 Jun 2014, 15:50
Maiko Shamugia
ამ თემაში ცოტა უხერხულია რომ ხელოვნებაზე და კერძოდ ფერწერაზე ვისაუბრო, მაგრამ ის, რომ რაღაცა უკვე გავლილია და ახლა "მე ასე ვხედავ" არის აქტუალური, სრულებითაც არაა სინამდვილესთან ახლოს. რენესანსის ტრადიციებს დღესაც ძალიან ბევრი მხატვარი მისდევს და ეს ძალიან კარგია.
მაგალითისათვის ფლორენციის ძალიან პრესტიჟული, ენჯელის აკადემია, სადაც მოხვედრა ბევრისათვის ოცნებად რჩება.
ენჯელი არის ლეგენდარული დიდოსტატის პიეტრო ანიგონის, რომელიც რენესანსის დიდოსტატების მემკვიდრედ ითვლება, მოწაფე
აქ დავდებ ორ ლინკს- ერთი არის ენჯელის აკადემიის სტუდენტთა გალერეა და მეორე პიეტრო ანნიგონის შემოქმედება

http://www.angelartschool.com/galleries.html
https://www.google.fi/search?q=pietro+annigoni&client=safari&rls=en&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=Jc6iU4KMA6n24QT80oCYAg&ved=0CAgQ_AUoAQ&biw=1233&bih=904

Posted by: Windmühle 19 Jun 2014, 23:48
Dr_Zuzumbo
არაჩველებრივია.

დავათვალიერე სხვა ნამშევრებიც და სიმართლე გითხრათ ,არ ვიცი ამ დროს რა ვთქვა ან რას ამბობენ ხოლმე.

ძალიან,ძალიან მომეწონა.

Posted by: Lacrimosa_ 19 Jun 2014, 23:57
Windmühle
QUOTE
დავათვალიერე სხვა ნამშევრებიც


სად დაათვალიერე?


Dr_Zuzumbo

შეიძლება განწყობა მოქმედებდეს ხელოვნების ნიმუშის აღქმაზე?
როცა ცუდად ვარ და დაცარიელებული, მაშინ ვერაფერს ვერ აღვიქვამ ხოლმე, ხოლო თუ კარგ ხასიათზე ვარ, უბრალო რამით შეიძლება აღვფრთოვანდე

Posted by: Windmühle 20 Jun 2014, 00:04
Lacrimosa_
წინა გვერდზეა ლინკი ,გადახედე:*

Posted by: Lacrimosa_ 20 Jun 2014, 00:10
Windmühle

დიდი მადლობა smile.gif

Dr_Zuzumbo

რა ლამაზია ორქიდეები,

თითქოს შეყვარებული წყვილი ცეკვავს smile.gif

Posted by: chixuaxua 20 Jun 2014, 00:49
კექსი გავაკეთე, მაგრამ თავი დაუსკდა sad.gif
მაღალ ტემპერატურაზ არ ყოფილა, 170 გრადუსზე. რისი ბრალია sad.gif

Posted by: Lemon Curd 20 Jun 2014, 03:38
chixuaxua
QUOTE
კექსი გავაკეთე, მაგრამ თავი დაუსკდა
მაღალ ტემპერატურაზე არ ყოფილა, 170 გრადუსზე. რისი ბრალია


იქნებ უფრო გამოცდილმაც მოგწეროს, მაგრამ მანამდე მე მოგწერ.
ადრე აქ ეწერა, მხოლოდ ქვედა ცხობა ჩართეთ და ზედა მარტო ბოლოსო.
ჩემსასაც უსკდება ხოლმე, ამ ღუმელს არ აქვს ცალკე ზედა და ქვედა ცხობის რეჟიმები, ორივე ერთად ირთვება, დაბალ ტემპერატურას ვურთავ, მაგრამ სკდება მაინც.
მაგრამ smile.gif გულს არ ვიტეხავ, ამოვატრიალებ (შუაში ამოღრუტნული რომ არის, ეგეთი ფორმაა), ზემოდან შოკოლადის გლაზურს მოვასხამ და გადავიტან ლამაზ თეფშზე. გამსკდარი ზედაპირი თეფშზე ექცევა, ხოდა მარტო მე ვიცი ხოლმე, რომ თავი დაუსკდა smile.gif
პრინციპში, ვისთვისაც ვამზადებ, იმისთვის მაინც სულ ერთია, დაუსკდება თუ არა biggrin.gif

nia4u
LUTA
თქვენც მადლობა გოგოებო.

LUTA
QUOTE
ჩუროსი დარიჩინიანი შოკოლადის სოუსით.

რა ლამაზია, ენა ჩამივარდა!

წუ-წუნა
შენს ღვეზელზეც ასევე! და კიდევ გუფთებს დავადგი თვალი, მაგრამ მასეთი სიმეტრიული არ გამომივა, ვიცი. რამოდენიმე კითხვას დაგისვამ რა: გულში ყველს უდებ თუ გადმოვა რომ ჩავდო? მაღალ ცეცხლზე წვავ თუ დაბალზე? კვერცხი უნდა? და პიურე რა კონსისტენციის უნდა იყოს, აი ჩვეულებრივი პიურესავით თუ უფრო სქელი?

Posted by: Maiko Shamugia 20 Jun 2014, 08:52
Dr_Zuzumbo
მადლობა ლინქებისთვის. ვისიამოვნე ... თქვენი ნახატი ენჯელის აკადემიის სტუდენტთა ნამუშევარს წააგავს smile.gif ანიგონი მაგარია !!!!

Posted by: _sofa_ 20 Jun 2014, 10:01
Lemon Curd
ვაიმე რა გაქვს რომ ირივე ერთვება, მოვატყავე მთელი თბილისის მაღაზიები და ასეთი წვით ღუმელი ვერ ვიშოვე, მერე ისეთი ავარჩიე ზემოთ ელექტრო აქვს და 10-15 წუთი შეიძლება ერთად ჩართვა, მტანჯავს ის ღუმელები ყველა ხაჭაპურის შედგმაზე და გადაბრაწვაზე, რომ უნდა გააღო და ხელთავიდან აანთო...

Posted by: chixuaxua 20 Jun 2014, 10:12
Lemon Curd
მეც ვიფიქრე ეგ ვარიანტი, ამობრუნებული მივიტანო biggrin.gif
ეგ არ მომაფიქრდა, რომ ზემოდან ცხობა ბოლოს ჩამერთო. კიდევ კარგი, აქვს ჩემ ქურას ეგ რეჟიმები
მადლობა, სამომავლოდ ეგრე ვცდი jump.gif

აუ, ფოტო არ მაქვს, მაგრამ აი უგემრიელესი გამოვიდა, სიტყვაზე მენდეთ biggrin.gif ალუბლის კექსი love.gif

Posted by: tikusha 20 Jun 2014, 10:30
გუშინ მაყვლის შეგროვება დავიწყე, ვყინავ და ვინახავsmile.gif

Posted by: garfield1 20 Jun 2014, 11:43
chixuaxua
თავი ჩემსასაც უსკდება სულ, მაგრამ ამოტრიალებული უნდა დადო, იმიტომ რომ ასე უფრო ლამაზი ფორმა აქვს, აი ჩემი კექსის ფოტო, სილიკონის ფორმაში ვაცხობ და რომ ვატრიალებ არის უნაკლო .
როგორი დიასახლისური პოსტი იყო ისე love.gif love.gif

Posted by: Lemon Curd 20 Jun 2014, 12:13
_sofa_
QUOTE
Lemon Curd
ვაიმე რა გაქვს რომ ირივე ერთვება,


ელექტროღუმელია, em@x ასე ქვია. შეიძლება თბილისშიც იყიდებოდეს. მაგრამ ცუდი ისაა, რომ მარტო ქვედას ვერ ჩართავ.

chixuaxua
QUOTE
Lemon Curd
მეც ვიფიქრე ეგ ვარიანტი, ამობრუნებული მივიტანო 
ეგ არ მომაფიქრდა, რომ ზემოდან ცხობა ბოლოს ჩამერთო. კიდევ კარგი, აქვს ჩემ ქურას ეგ რეჟიმები
მადლობა, სამომავლოდ ეგრე ვცდი

აუ, ფოტო არ მაქვს, მაგრამ აი უგემრიელესი გამოვიდა, სიტყვაზე მენდეთ  ალუბლის კექსი


იფ კარგი იქნება, ალუბლით ყველაფერი გემრიელია!
მაგ პრინციპით თუ გამოაცხობ, თუ გაგახსენდა დაწერე რა აქ, მეც მაინტერესებს, სამომავლოდ მაინც smile.gif
ისე, კექსს რომ დამსკდარი თავი აქვს, რაღაც ეგეც მიყვარს, სახლურია თითქოს უფრო.



garfield1
შენი კექსები შორიდან ''მიყვარს'', ადრეც მომხვდა თვალში, თან მან მაქმანზე რა ლამაზად დევს!


კექსი მომანდომეთ დილიდან biggrin.gif საღამოს მეც გამოვაცხობ

Posted by: garfield1 20 Jun 2014, 12:19
Lemon Curd
QUOTE
შენი კექსები შორიდან ''მიყვარს'', ადრეც მომხვდა თვალში, თან მან მაქმანზე რა ლამაზად დევს!


კექსი მომანდომეთ დილიდან  საღამოს მეც გამოვაცხობ


მადლობა smile.gif
ჩემ კექსებს ხილი აგემრიელებს ალუბალი, ჟოლო ან ქლიავი, ან შოკოლადი , თეთრიც და შავიც.
ისე კი ჩვეულებრივი მარტივი კექსია, კვერცხი, შაქარი, კარაქი, არაჟანი, გამაფხვიერებელი, ვანილი, ფქვილი .

Posted by: Lemon Curd 20 Jun 2014, 12:24
garfield1
ხო უხდება ხილი ნამდვილად. ''პუტკუნა'' კექსია, მიყვარს მასეთები!

Posted by: მანანიკო 20 Jun 2014, 12:34
დღეს არა, გუშინ გავაკეთე, ოღონდ არ მიჭამია, დიეტაზე ვარ user.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ბაღში ხილი თუ იყო რამე მოვაყარე, ატამი იყო მარტო ნაყიდი, + "სმაროდინა" შავი და წითელი +ალუბალი + მარწყვი..

Posted by: taktakuna 20 Jun 2014, 13:09
garfield1
აუ, რა კარგი კექსია love.gif საჭმელებს, ყველაფერს ვაკეთებ გემრიელს და კარგს, მაგრამ ცხობაში ვარ ხელჩლუნგი, იმდღეს კექსი გავაკეთე და ჩაცომდა sad.gif

mananiko81
რა არომატული იქნებოდა წარმომიდგენია smile.gif

Posted by: მანანიკო 20 Jun 2014, 13:26
taktakuna
ალბათ smile.gif ვინც გასინჯა ყველას ძალიან მოეწონა smile.gif

Posted by: chixuaxua 20 Jun 2014, 14:43
garfield1
QUOTE
როგორი დიასახლისური პოსტი იყო ისე   

ხო user.gif
მეც დავდებ ტაკოთი აწი biggrin.gif ტაკო იდეალური აქვს ჩემსასაც biggrin.gif
Lemon Curd
QUOTE
ალუბლით ყველაფერი გემრიელია!

ხო რა, ძალიან მიყვარს ალუბალი ცოცხლადაც და ნამცხვრებშიც
mananiko81
რა ლამაზია და როგორი არომატული იქნება love.gif

Posted by: aninia 20 Jun 2014, 15:35
mananiko81

აუფ, რა გემრიელობა ჩანს!!! მომინდააა bis.gif

Posted by: nia4u 20 Jun 2014, 15:41
მე დახეთქილთავიანებიც მომწონს, კექსებიც და პასკებიც,
უფრო ადამიანურ-შინაურულ-ოჯახურ ასოციაციებს აღმიძრავს,
ახლობლურია და არა სასურათე-საჟურნალე-სარეკლამო,
და უფრო გემრიელიც არის თითქოს - ასე მგონია მე და ნუ შემედავებით! smile.gif

Posted by: Windmühle 20 Jun 2014, 15:48
ხალხნოოოოოოოოო

ინტერნეტ საიტები რეცეპტებიიისს დამილინკეთ რაა ნორმალრები ((((

Posted by: chixuaxua 20 Jun 2014, 16:13
nia4u
თან ის დახეთქილები იბრაწება და კნაწუნაა უფრო biggrin.gif

Posted by: nia4u 20 Jun 2014, 17:14
Dr_Zuzumbo
QUOTE
ნაწილის ნახვა აგ შეგიძლიათ

უღრმესი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე smile.gif
არაჩვეულებრივია! და ეს მხოლოდ კვერცხის გულის ტემპერას დამსახურება არ არის ნამდვილად!
მიხარია და ძალას მმატებს თქვენნაირი ადამიანების არსებობა! 2kiss.gif

Posted by: Windmühle 20 Jun 2014, 18:07
Dgevandeli........


..........

Posted by: 88888 20 Jun 2014, 20:48
Windmühle

http://www.perfectcook.org/
http://www.say7.info/
http://www.gemrielia.ge/ge/
http://gotovim-doma.ru/




smile.gif

Posted by: Windmühle 20 Jun 2014, 21:15
88888
Gmadlob anchik :*

Posted by: pleita 20 Jun 2014, 22:06
შვრიის მაჭკატები და ჩიქენ პარმეზანი მოვამზადე დღეს chups.gif

ორივე ძალიან გემრიელი იყო http://www.Smiles.Ge


http://www.radikal.ru


Posted by: nia4u 21 Jun 2014, 01:16
chixuaxua
QUOTE
თან ის დახეთქილები იბრაწება და კნაწუნაა უფრო 

ჰო... chups.gif
Windmühle
QUOTE
ინტერნეტ საიტები რეცეპტებიიისს დამილინკეთ რაა ნორმალრები ((((

რუსული საიტები გაწყობს? smile.gif

Posted by: Windmühle 21 Jun 2014, 10:54
nia4u
კიიი,მაწყობს ,ინლისრიც და დოიჩიც,მტავარია კარგი რეცეპტები მოვძებნოო,თორემ მიწევს ერთი და იმავეს კეთება sad.gif biggrin.gif

Posted by: GreenPepper 21 Jun 2014, 15:53
აღარ ნომრავთ უკვე თემებს თუ ანგარიში აგერიათ ? biggrin.gif

Posted by: nia4u 21 Jun 2014, 18:25
GreenPepper
მასე იცის უმოდერობამ! sad.gif

Posted by: Lemon Curd 21 Jun 2014, 19:30
GreenPepper
QUOTE
აღარ ნომრავთ უკვე თემებს თუ ანგარიში აგერიათ ? 

nia4u
QUOTE
GreenPepper
მასე იცის უმოდერობამ! 


მე გავხსენი თემა და ვერ დავნომრე, შემდეგი მიზეზის გამო: წინა თემას ერქვა ''დღეს გავაკეთე...თავი XXXX'', ასეთი რომაული ციფრი არ არსებობს, ამიტომ ვერ მივხვდი წინა თემა მერამდენე იყო, იმის მიხედვით რომ დამენომრა. სარჩევში და მთლიანად განყოფილებაშიც ვეძებე, მაგრამ ეტყობა იშლება ეს თემები, ვერ ვნახე მე ძველები.
მოდერი თუ ეყოლება, იმედია სათაურსაც ჩაასწორებს (თუ წინა თემები იპოვა და გადათვალაsmile.gif).


QUOTE
დღეს გავაკეთე


ქათმის ხორცი დავამარინადე: სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, ნიორი და ჯინჯერი გახეხილი, ჩილი და ლიმონის წვენი და ეხლა ვწვავ ღუმელში, გარნირად - ბრინჯი ბოსტნეულით.

Posted by: nia4u 21 Jun 2014, 20:35
Lemon Curd
ვიცი, შენი ბრალი კი არ არის! 2kiss.gif
საერთოდ აირია ნუმერაცია და წინა თემებში არც იმის წინა თემების ლინკები იდო და საერთოდ რა!...
მე იმაზე მწყდება გული, ამდენი სასარგებლო ინფორმაცია რომ იკარგება sad.gif
ყველაფერი არეულ-დარეული და მიყრილ-მოყრილია!
რა გახდა ერთი მოდერი ამ განყოფილებისთვის, ვერ გავიგე რა! sad.gif

პ.ს. მე ჩაქათმული გავაკეთე... biggrin.gif

Windmühle
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695387
აქ არის ბევრი ლინკები და ჯერ ამას გადახედე აბა smile.gif

Posted by: iratta_26 21 Jun 2014, 20:49
Windmühle
QUOTE
:მალინის და ჟოლოს მშვენიერი ტანდემი

rolleyes.gif მალინა და ჟოლო? ეს სხვადასხვა რამეა?

Posted by: nia4u 21 Jun 2014, 20:52
iratta_26
QUOTE
მალინა და ჟოლო?

ერთიდაიგივეა რუსულად და ქართულად smile.gif

Posted by: iratta_26 21 Jun 2014, 20:55
nia4u
ეგ კი ვიცი biggrin.gif მალინის და ჟოლოსო რომ ეწერა მეთქი მე ამერიათქვა ..

Posted by: Windmühle 21 Jun 2014, 21:48
nia4u
G,adloob:*

iratta_26
nia4u
Ra kargad var ,Malina da marwyvia eg biggrin.gif

Malina da Jolo ara ixvis tolma biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Trance In Trance 21 Jun 2014, 23:08
მარტო დავრჩი და
სტეიკი წითელ ღვინოში, პაპრიკაში შემწვარი კორტოშის გარნირით user posted image
user posted image


Posted by: neknek 22 Jun 2014, 10:08
.......................................................................

Posted by: iratta_26 22 Jun 2014, 14:04
Windmühle
QUOTE
ixvis tolma

biggrin.gif ესეც კარგი რამეა სხვათაშორის.

Posted by: drozera 22 Jun 2014, 15:08
არაჟნის კრემისთვის რომელ არაჟანს იყენებთ და შაქარს უმატებთ თუ შაქრის პუდრას ?
წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: teona55 22 Jun 2014, 20:13
მეგობრებო ე. წ ხელოვნურ კრემს რო აკეთებენ ტორტებისთვის ფხვნილის დახმარებით , აი მაგ ფხვნილს რა ქვია სახელი? გეცოდინებათ და მასწავლეთ რა... smile.gif)

Posted by: taktakuna 22 Jun 2014, 22:25
drozera
სქელი უნდა იყოს, ქობულეთურის მაგალითად, პუდრი უკეთესია, თორემ ისეთი ქვასავით შაქარია, რომ მალე არ იხსნება ხოლმე თქვეფისას.

Posted by: kartveli gogo 22 Jun 2014, 23:27
nia4u

შენ გეცოდინება ,წინა თემების ლინკები როგორ ვიპოვო?

:*

Posted by: tavadze 23 Jun 2014, 00:07
kartveli gogo
QUOTE
nia4u

შენ გეცოდინება ,წინა თემების ლინკები როგორ ვიპოვო?

სანამ ადრესატი მოვა, მე რომ გიპასუხო, შეიძლება? wink.gif
აი, ესენი ვიპოვე ერთ-ერთ თემაში.
დღეს გავაკეთე...... smile.gif)))
დღეს გავაკეთე II
დღეს გავაკეთე III
დღეს გავაკეთე IV
დღეს გავაკეთე V
დღეს გავაკეთე VI
დღეს გავაკეთე VII
დღეს გავაკეთე VIII
დღეს გავაკეთე IX
დღეს გავაკეთე X
დღეს გავაკეთე XI
დღეს გავაკეთე XII, კულინართა დღიური
დღეს გავაკეთე XIII, კულინართა დღიური
დღეს გავაკეთე XIV
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე, ნაწილი XVI
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე, XVIII
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე, XXII ნაწილი
დღეს გავაკეთე, ნაწილი XXIII
დღეს გავაკეთე, ნაწილი XXIV
დღეს გავაკეთე XXV
დღეს გავაკეთე XXVI
დღეს გავაკეთე XXVII
დღეს გავაკეთე XXVIII
დღეს გავაკეთე (თავი XXIX)
დღეს გავაკეთე (თავი XXX)
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე, თავი XXXIII
დღეს გავაკეთე (თავი XXXIV)
დღეს გავაკეთე, თავი XXV
დღეს გავაკეთე...თავი XXXVI
დღეს გავაკეთე...თავი XXXVII
დღეს გავაკეთე...თავი XXXVIII,კულინართა დღიური

Posted by: kartveli gogo 23 Jun 2014, 00:11
tavadze

2kiss.gif

მადლობა შენ , მაგრამ ვერ ვხსნი ვერცერთს.

sad.gif

Posted by: nia4u 23 Jun 2014, 00:58
teona55
QUOTE
მეგობრებო ე. წ ხელოვნურ კრემს რო აკეთებენ ტორტებისთვის ფხვნილის დახმარებით , აი მაგ ფხვნილს რა ქვია სახელი? გეცოდინებათ და მასწავლეთ რა...  )

ადრე აქ აქებდნენ თურქული წარმოების ფხვნილს "დიანა"-ს.
მე არ მიხმარია და პირად გამოცდილებას ვერ გაგიზიარებ smile.gif
kartveli gogo
QUOTE
შენ გეცოდინება ,წინა თემების ლინკები როგორ ვიპოვო?

მე ზოგადად ყველაფრისთვის გუგლს ვიყენებ, თან ძალიან აქტიურად smile.gif
აი, მაგალითად smile.gif
https://www.google.ge/search?q=%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98+site:forum.ge&newwindow=1&ei=dbWlU7faFNGI7Abl3oDoBw&start=0&sa=N&biw=1440&bih=747
ამ ლინკით შეგიძლია დაძებნო ნუმერაციის მიხედვით და თარიღების მიხედვით smile.gif
რამდენი ხანია ვაპირებ მე, მაგრამ ვერ მოვიცალე, ძალიან ბევრი დრო უნდა sad.gif
თუ რამე კონკრეტულს ეძებ, კერძს ან პროდუქტს ან რომელიმე იუზერის რეცეპტს, თუ ზუსტად გახსოვს ვინ იყო ავტორი,
მაშინაც დაგუგლე და ფორუმის ლინკებს აუცილებლად ამოგიგდებს smile.gif
საკითხი არ არსებობს, რომ დაგუგლო და ფორუმზე თემა არ ამოგიგდოს biggrin.gif
QUOTE
მადლობა შენ , მაგრამ ვერ ვხსნი ვერცერთს.

ეს არ ვიცი, რომელ თემაში იპოვა თავაძემ, პირველწყაროდან გაიხსნება, სავარაუდოდ, ყველა smile.gif

tavadze
QUOTE
სანამ ადრესატი მოვა, მე რომ გიპასუხო, შეიძლება? 

2kiss.gif

Posted by: tavadze 23 Jun 2014, 08:56
მოიცა, ასე ვცდი აბა, თუ გაიხსნა.
ვაიმე - არც ეს იხსნება... spy.gif
QUOTE
დღეს გავაკეთე...... smile.gif)))
დღეს გავაკეთე II
დღეს გავაკეთე III
დღეს გავაკეთე IV
დღეს გავაკეთე V
დღეს გავაკეთე VI
დღეს გავაკეთე VII
დღეს გავაკეთე VIII
დღეს გავაკეთე IX
დღეს გავაკეთე X
დღეს გავაკეთე XI
დღეს გავაკეთე XII, კულინართა დღიური
დღეს გავაკეთე XIII, კულინართა დღიური
დღეს გავაკეთე XIV
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე, ნაწილი XVI
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე, XVIII
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე, XXII ნაწილი
დღეს გავაკეთე, ნაწილი XXIII
დღეს გავაკეთე, ნაწილი XXIV
დღეს გავაკეთე XXV
დღეს გავაკეთე XXVI
დღეს გავაკეთე XXVII
დღეს გავაკეთე XXVIII
დღეს გავაკეთე (თავი XXIX)
დღეს გავაკეთე (თავი XXX)
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე
დღეს გავაკეთე, თავი XXXIII
დღეს გავაკეთე (თავი XXXIV)
დღეს გავაკეთე, თავი XXV
დღეს გავაკეთე...თავი XXXVI
დღეს გავაკეთე...თავი XXXVII
დღეს გავაკეთე...თავი XXXVIII,კულინართა დღიური

Posted by: aninia 23 Jun 2014, 11:54
iratta_26
Windmühle

QUOTE
ixvis tolma


ესეც კარგი რამეა სხვათაშორის.



ტოლმა არ გამიკეთებია..... აი, ხინკალი გამოდიიიიიის, თითებს ჩაიკვნეტთ! yes.gif არა, ტოლმაც უნდა ვცადო!!!! boli.gif
* * *
kartveli gogo


აბა, აქ ნახე, მგონი 30 ზე მეტი თემის ლინკია თავმოყრილი, სცადე
http://forum.ge/?f=82&showtopic=34524849
* * *
Lemon Curd
QUOTE
წინა თემას ერქვა ''დღეს გავაკეთე...თავი XXXX'', ასეთი რომაული ციფრი არ არსებობს


ჩემი დედუქციის ნიჭი არ გაიშვა არსად, მარაააა.... ეჭვი მაქვს, რომ მე-40 თემას უნდა ნიშნავდეს ეგ XXXX... spy.gif

Posted by: teona55 23 Jun 2014, 17:10
nia4u
QUOTE
დრე აქ აქებდნენ თურქული წარმოების ფხვნილს "დიანა"-ს.
მე არ მიხმარია და პირად გამოცდილებას ვერ გაგიზიარებ


აუ დიდი მადლობა, დღეს ვიკითხე ეგ ფხვნილი და ჰქონდათ, ვიყიდე და ვნახოთ როგორი გამოვა smile.gif) მერე მე დავწერ ამბებს როცა დავტესტავ smile.gif))

Posted by: lika23 23 Jun 2014, 20:01
.............................................................................

Posted by: წუ-წუნა 23 Jun 2014, 21:48
tavadze
........დიდ გურულს ვახლავარ biggrin.gif
QUOTE
მეგონა, თევზეულით შემოხვიდოდი.

......ზაფხულზე თევზს ნაკლებად ვამზადებ, სალათები მიყვარს ზაფხულზე biggrin.gif
.........შენ ალბათ ჩემი მომზადებული რვაფეხა მოგენატრა ხომ? lol.gif lol.gif lol.gif
.......არადა ძალიან გემრიელია .....ქათმის ხორცს გავს ძალიან მხოლოდ თევზის გემო აქვს ......დარწმუნებული ვარ რომ გასინჯო მოგეწონება biggrin.gif
_sofa_
LUTA
2kiss.gif 2kiss.gif ....რეცეპტისათვის დიდი მადლობა ტერორისტებო biggrin.gif
Lemon Curd
QUOTE
გუფთებს დავადგი თვალი, მაგრამ მასეთი სიმეტრიული არ გამომივა, ვიცი. რამოდენიმე კითხვას დაგისვამ რა: გულში ყველს უდებ თუ გადმოვა რომ ჩავდო? მაღალ ცეცხლზე წვავ თუ დაბალზე? კვერცხი უნდა? და პიურე რა კონსისტენციის უნდა იყოს, აი ჩვეულებრივი პიურესავით თუ უფრო სქელი?

......ყველს მეც ვუდებ გულში და არასდროს გადმოსულა, დაბალ ცეცხლზე ვწვავ ბევრ ზეთში რადგან პიურე უკვე მზაა ცოტა ხანი ჭირდება რომ დაიბრაწოს , კვერცხს არ ვუშვები რადგან პიურე ზომაზე ცოტა მეტად სქელი უნდა იყვეს .......დამიჯერე არც ისე ძნელია სიმეტრიულებიც გამოგივა და გემრიელებიც biggrin.gif


* * *
......თემა რომ არ გავაოფოთ დღეს კარტოშკა შევწვი ქათამთან ერთად biggrin.gif ....კიტრი-პომიდორის სალათასთან მშვენიერი იყო biggrin.gif
user posted image
user posted image

Posted by: iratta_26 23 Jun 2014, 22:40
mananiko81
რეცეპტი პლიიიიზ

Posted by: tavadze 23 Jun 2014, 23:25
წუ-წუნა
QUOTE
.შენ ალბათ ჩემი მომზადებული რვაფეხა მოგენატრა ხომ?

კიიიიი! biggrin.gif
რა ვიცი, ეგება გავსინჯო ოდესმე - გააჩნია გუნებას. biggrin.gif
QUOTE
კიტრი-პომიდორის სალათასთან მშვენიერი იყო

ამას წინათ დეიდაშვილთან გავსინჯე ეგ სალატა ახლებურად - კიტრი, პომიდორი, ბულგარული და კომბოსტო დაჭრილი იყო წვრილ-წვრილ კუბიკებად, ცოტა ზეთი (ნუ, აქ ვარიაციები ბლომად შეიძლება გემოვნების მიხედვით), ცოტა წიწაკა, ძმარი და მარილი არეული ერთმანეთში. ძალიან გემრიელი იყო. კიტრს მიჰყავდა ყველაფერი თავის გემოზე, თუმცა მასაც ჰქონდა განსხვავებული, წაპიკანტურო გემო. კაკრაზ საზაფხულო კერძი იყო - გამაგრილებელი. ამ პონტში, ალბათ, ცოტა მაწონიც მოუხდება (კიტრი და მაწონი ხომ ზაფხულში მისწრებაა). თან დიეტურიცაა. შეიძლება ჭარხალ-სტაფილოს დამატებაც, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ესენი პურეულში გადიან და დიეტისას უნდა ერიდოთ.

Posted by: nia4u 24 Jun 2014, 01:14
teona55
QUOTE
აუ დიდი მადლობა, დღეს ვიკითხე ეგ ფხვნილი და ჰქონდათ, ვიყიდე და ვნახოთ როგორი გამოვა ) მერე მე დავწერ ამბებს როცა დავტესტავ ))

http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=570&#entry8647879
ეს გვერდი წაიკითხე დამატებით, თუ მანამდე უკვე არ გააკეთე smile.gif
ძალიან ოპერატიული ხარ!სად იპოვე ასე სასწრაფოდ? smile.gif

* * *
aninia
QUOTE
kartveli gogo
აბა, აქ ნახე, მგონი 30 ზე მეტი თემის ლინკია თავმოყრილი, სცადე
დღეს გავაკეთე...თავი XXXVII

ბოლო გვერდზე დაჟე შემდეგი თემის ლინკიც არის smile.gif
აი, რას ნიშნავს კარგი მოდერი!
და მაგის მერე იკარგება, მგონი, კვალი...

Posted by: kartveli gogo 24 Jun 2014, 01:41
aninia



<3
მადლობა შენ.

Posted by: მანანიკო 24 Jun 2014, 11:03
iratta_26

ჩვეულებრივი, ზებრას ცომია

6 კვერცხი
2.5 ჭ. შაქარი
1 ჭ. მაწონი
200 გრ. ცხიმი(კარაქი უკეთესია, გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი ბისკვიტი)
1 ჩ.კ. სავსე სოდა+3 ჩ.კ. ძმარი
ფქვილს თავალის ზომით ვუშვრები, არაჟნის სისქის რომ იყოს, სავარაუდოდ 3 ჭ. ან ცოტა მეტი
ვანილი+ამას რომის ესენცია ვუყავი 3-4 წვეთი(გემოვნების მიხედვით)

შედგამ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, მე ჟარუნაც ღუმელში მაქვსხოლმე, ცოტა ხნით ადრე გადმოვიღებ, შეგრილდება, ცხიმს ცავუსვამ და მერ ვასხამ.

ზემოდან მოვაყარაე დაჭრილი ნიგოზი+ ბაღში რა ხილიც იყო ყველა biggrin.gif + ატამიც მქონდა ნაყიდი და ისიც.

ზამთარში ვაკეთებხოლმე ვაშლით და დარიჩინი+მიხაკი, ძალიან გემრიელია და აქაც ნიგოზი უხდება ძალიან.

ეხლა ქლიავი, რომ შემოვა მერე მაგით და ა.შ. smile.gif (ეს უნიგვზოდ)

ძალიან მარტივია

* * *
ეს არის რაღაც უგემრიელესობა..

შეიძლება თითები წაიკვნიტო ჭამისას.. love.gif

http://www.belonika.ru/blog/post/1035/

Posted by: aninia 24 Jun 2014, 11:22
kartveli gogo
არაფრიის 2kiss.gif

nia4u
QUOTE
და მაგის მერე იკარგება, მგონი, კვალი...


სხვათა შორის, მეც მივაქციე ყურადღება კვალის დაკარგვას. ძველ თემებში ბევრი კარგი მოყვარული კულინარი წერდა საკუთარ გამოცდილებებზე და დებდა ფოტოებს, მათ შორის, ემიგრანტებიც. მათგან თითქმის აღარავინ ჩანს. დავიჯერო, იმ ძველ იუზერებს მოსწყინდათ აქ პოსტვა და აღარ შემოდიან? თუ თავად კულინარია გახდა მოსაწყენი თემა? არადა, ძველი პოსტების წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილებები რჩება კაცს, რომ ერთ ოჯახად იქცა ყველა.... დადიოდნენ სტუმრად ერთმანეთთან სახლებში, პიკნიკებზე, ლაშქრობებზე... საყვარელი და თბილი დამოკიდებულებები ჰქონიათ, რატომ გაწყვიტეს კავშირი აქაურობასთან, ნეტა? სად გაქრნენ მშვენიერი და მხიარული კულინარები მოდერებთან ერთად, რომლებიც არაერთ საინტერესო კერძს გვთავაზობდნენ და ამრავალფეროვნებდნენ აქაურობას. თან ორი მოდერი ჰყავდა თემას და კარგი დრო იყო ფორუმზე ის დრო, როგორც ჩანს...

rtuli, შენც არ გაქრე რაა, დიდი ხანია აქ აღარ მინახიხარ. მოგვენატრე შენი საოცარი ნახელავებით და მშვენიერი, სასარგებლო რჩევებით love.gif

Posted by: tavadze 24 Jun 2014, 12:35
aninia
QUOTE
არადა, ძველი პოსტების წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილებები რჩება კაცს, რომ ერთ ოჯახად იქცა ყველა.... დადიოდნენ სტუმრად ერთმანეთთან სახლებში, პიკნიკებზე, ლაშქრობებზე... საყვარელი და თბილი დამოკიდებულებები ჰქონიათ,

სწორად შეგინიშნავს და მეც მენატრება ეგ დრო. მართლაც კარგი იყო მაშინდელი დრო...

Posted by: chixuaxua 24 Jun 2014, 12:52
მაპატიეთ თუ ვაოფებ, ერთი კითხვა მაქვს:

გასაფორმებელი ზემოდან მოსაყრელი რაღაცები და საჭმლის საღებავები სად შეიძლება ვიყიდო?
აი, ასეთებს ვგულისხმობ:
user posted image
user posted image

ქაფქეიქების გაკეთება მინდა ვცადო user.gif რამეს ხომ არ მირჩევთ წინასწარ, ან რამე კარგი რეცეპტი ხომ არ იცით : )

Posted by: MasterJC 24 Jun 2014, 12:53
QUOTE (tavadze @ 24 Jun 2014, 12:35 )
aninia
QUOTE
არადა, ძველი პოსტების წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილებები რჩება კაცს, რომ ერთ ოჯახად იქცა ყველა.... დადიოდნენ სტუმრად ერთმანეთთან სახლებში, პიკნიკებზე, ლაშქრობებზე... საყვარელი და თბილი დამოკიდებულებები ჰქონიათ,

სწორად შეგინიშნავს და მეც მენატრება ეგ დრო. მართლაც კარგი იყო მაშინდელი დრო...

შემოგემატებოდით მარა
ჯერ უნდა დავლაგდე :/
არადა მაქვს ნაკვეთი ცოტა წესრიგში რომ იყოს მოგიწვევდით

+ სამუშაოს ვეძებ და მაგაზე ვარ გადართული

მარტო ის რად ღირს ჩემს ზღურბლს რომ ეს მქუხარე სახელები გადმოაბიჯებდა
კერძებზე აღარ მაქვს საუბარი ^_^

Posted by: aninia 24 Jun 2014, 14:20
MasterJC

მართალია, პირადად არ გიცნობ, მაგრამ ძალიან საყვარელი ბიჭი მგონიხარ, ისეთ გულწრფელ და ალალ პოსტებს წერ 2kiss.gif სტუმრად მოსვლას რა უნდა, ოღონდ შენ ააწყვე საქმე და დალაგდი. ხო, და კიდე, იქნებ ერთი ცქრიალა და მეოჯახე გოგოც იპოვო, შენ რომ ეძებ, ისეთი wink.gif

ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველა კეთილ საქმეში!

tavadze
რამდენიმე ხნის წინ თავისუფალი დრო მქონდა, რეცეპტს ვეძებდი გამოცდილებითურთ, შემიყოლია პოსტების კითხვამ და რაღაცნაირად, გული დამწყდა, რომ მაშინ მეც არ ვიყავი თქვენთან ერთად. ვერ ამიხსნია, ასეთი ლამაზი კავშირები რას უნდა გაეწყვიტა... user.gif
* * *
chixuaxua
აბა ესენი ნახე, იქნებ მოგეწონოს
http://www.perfectcook.org/index.php/search/search
* * *
QUOTE
გასაფორმებელი ზემოდან მოსაყრელი რაღაცები და საჭმლის საღებავები სად შეიძლება ვიყიდო?


ეგენი შეგიძლია იყიდო პასაჟში. დეზერტირების ბაზრის მოპირდაპირე მხარეს შესასვლელში შეხვალ და სადაც ტორტის ბისკვიტებს, ბეზეებს და საკონდიტრო მასალებს ყიდიან, იქ მონახავ გამყიდველ კაცს (ხანდახან ორი არიან, მამა-შვილი). ფორუმზე "სუნელების კაცს" ვეძახით wink.gif ყველაფერი აქვს ხოლმე, რაც ცხობა-მზადება-კეთება-მორთვა-შენელებას ეხება yes.gif ამას წინათ, მეუღლესთან ერთად ვიყავი და "ბოლის გემოს" ესენცია რო ვკითხე, ქმარმა ისე შემომხედა, მგონი სასწრაფოს გამოძახებას აპირებდა ჩემთვის, ხოდა, "სუნელების კაცმა" რომ მომაწოდა და თან დაამატა, 1 კილო ლობიოზე 2 წვეთის მეტი არ გაუკეთოო, ამის მერე გაუშვა ტელეფონს ხელი biggrin.gif ლობიანისთვის მინდოდა....

Posted by: iratta_26 24 Jun 2014, 14:42
mananiko81
ვაი, ნუში sleep.gif ძალიან მიყვარს ნუშიანი ნამცხვრები და პეჩენიები .

Posted by: Blur 24 Jun 2014, 14:59
chixuaxua
ჭრელები და შოკოლადის დეკორაციები ნანახი მაქვს გუდვილში, მაგრამ არც ისე იაფია

Posted by: anibani18 24 Jun 2014, 15:23
ღუმელი გამიფუჭდა და ვეღარაფერს ვაცხობ sad.gif

Posted by: Maiko Shamugia 24 Jun 2014, 16:12
chixuaxua
ვაგზალზე პასაჟის ერთ-ერთ ბუტიკშია გახსნილი სპეციალური მაღაზია ...სულ მასეთი რაღაცეები აქვთ , ფერებიც, ფორმებიც ... თაჩის მაღაზია რომ არის იმ რიგს უნდა აუყვე ზემოთ და შეგხვდება ....

Posted by: მანანიკო 24 Jun 2014, 17:03
iratta_26

უი ხო ჩემს ნამცხვარსაც ეყარა ზემოდან ცოტა ნუში biggrin.gif

მაგრამ ეს კანტუჩი რაღაც საოცრებაა, თუ არ აგაცალეს ვერ გაჩერდები ჭამის დროს
chups.gif user.gif

Posted by: teona55 24 Jun 2014, 17:07
nia4u
QUOTE
ეს გვერდი წაიკითხე დამატებით, თუ მანამდე უკვე არ გააკეთე 
ძალიან ოპერატიული ხარ!სად იპოვე ასე სასწრაფოდ? 

2kiss.gif დიდი მადლობა smile.gif) არ გამიკეთებია ჯერ, დრო არ მქონდა ამ გამოცდების გადამკიდეს...
ისე იოლად ვიშოვე მე გაკვირვებული ვარ, სახელი ვუთხარია დიანა და ეგრევე მომცეს ჩემს ქვემოთ სუპერმარკეტში smile.gif))

Posted by: kuda 24 Jun 2014, 17:43
საუზმეზე მოვიგონე "კვერცხიცა" user.gif
http://pix.ge/
ისეთი გემრიელი გამოვიდა, რომ სადილზე მთელი ტაფა გავაკეთე biggrin.gif
http://pix.ge/

გრეიფრუტისა და პიტნის ცივი ჩაი user.gif უგემრიელესი გამოვიდა.
http://pix.ge/

გრეიფრუტ-ლაიმ-პიტნა-თაფლის ლიმონათი <3
http://pix.ge/

Posted by: nia4u 24 Jun 2014, 18:41
kuda
QUOTE
"კვერცხიცა"

სახელი ძაან მომეწონა!
და შენი ჭრელა-ჭრულა სუფრები love.gif teona55
QUOTE
ისე იოლად ვიშოვე მე გაკვირვებული ვარ

biggrin.gif
იმეცადინე ჯერ და მერე იზრუნე გასუქებაზე! 2kiss.gif
* * *
aninia
კულინარიის განყოფილება ამ ფორუმზე, როგორც ვიცი 2006 წელს გაიხსნა,
აი, ირაკლიtavadze-ს ჩემზე კარგად ეცოდინება ეგ ამბავი...
იმ პერიოდის თემებს რომ ვკითხულობ, მგონია, სულ ნათესავ-მეგობრები იყვნენ ერთმანეთის...
თუმცა მეც მოვესწარი ამ განყოფილებაში სისხლსავსე პერიოდს, შეხვედრებიც იყო და ქეიფებიც...
და ბევრი ისეთი იუზერი მახსოვს, რომლებიც ახლა საერთოდ აღარ შემოდიან.
რამდენიმეს ვიცი, რომ აწყენინეს, დანარჩენებს ალბათ მობეზრდათ ან აღარ სცალიათ...
თუნდაც n.j., ნათია მინაშვილი, გურული ქალი, და რამდენი კიდევ...
ფეისბუქმაც თავისი ქნა...
ხანდახან შემოვდივარ, გადავხედავ, ყველა თემა ჩემი პოსტით არის დამთავრებული და გავდივარ ისევ... biggrin.gif
ნამდვილად გულდასაწყვეტია, იმდენი კარგი რამ მაქვს აქ, ამ იუზერებისგან ნასწავლი და გაგებული...

chixuaxua
QUOTE
გასაფორმებელი ზემოდან მოსაყრელი რაღაცები და საჭმლის საღებავები სად შეიძლება ვიყიდო?

კი გიპასუხეს უკვე, მაგრამ დავამატებ,
წერეთელზეც იქნება, დიდუბე პლაზას თურქულ მაღაზია "თურსა"-ში.

MasterJC
შენ დასასვენებლად მეგონე ჩამოსული და სულ ჩამოხვედი?
შენი პიცები მიატოვე იქ? biggrin.gif
QUOTE
მარტო ის რად ღირს ჩემს ზღურბლს რომ ეს მქუხარე სახელები გადმოაბიჯებდა

2kiss.gif

aninia
QUOTE
მეუღლესთან ერთად ვიყავი და "ბოლის გემოს" ესენცია რო ვკითხე, ქმარმა ისე შემომხედა, მგონი სასწრაფოს გამოძახებას აპირებდა ჩემთვის

lol.gif ვაიმე, წარმოვიდგინე...
კარგია ეგ მართლა, გამოსცადე უკვე?
* * *
mananiko81
QUOTE
ეს არის რაღაც უგემრიელესობა..
შეიძლება თითები წაიკვნიტო ჭამისას.. 
http://www.belonika.ru/blog/post/1035/

აუ, რა კარგი რამე ჩანს მართლა... chups.gif

Posted by: pleita 25 Jun 2014, 23:02
დღეს მოვამზადე ბოსტნეული ყველით

http://www.radikal.ru

მაკარონი სოკოთი და ისპანახით chups.gif

http://www.radikal.ru



Posted by: mocekvave 25 Jun 2014, 23:26
QUOTE
......FB ზე არ მაკმარე და აქ გინდა ბოლო მომიღო ხომ? 

ფბ ზე ლუტა როგორ ვიპოვო? ან გამოვიტერო? თუ საიდუმლო არაა

Posted by: nia4u 26 Jun 2014, 00:05
mocekvave
QUOTE
ფბ ზე ლუტა როგორ ვიპოვო?

აქ მიწერე პმ და თუ უნდა, თვითონ გეტყვის, როგორც იპოვო smile.gif
QUOTE
ან გამოვიტერო?

ეს ვერ გავიგე smile.gif

Posted by: წუ-წუნა 26 Jun 2014, 00:22
........საააააააღამომშვიდობისათ biggrin.gif

ეს წუხელ გავაკეთე და......იმედია "დღეს გავაკეთე"_ში ჩამითვლით biggrin.gif

user posted image

Posted by: nia4u 26 Jun 2014, 01:01
pleita
chups.gif
ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება!
კარგია!

წუ-წუნა
ვაიმე, რა მაგარია!
* * *
წინა თემა ვინ დახურა?
ვინ მოისხა მადლი? biggrin.gif

Posted by: rtuli 26 Jun 2014, 03:34
aninia
tavadze
nia4u
შემოვდივარ ვკითხულობ სწრაფად და გავდივარ......არ მცალია ფაკტიურად .....
შემოგიერთდებით მალე...

რაც შეეხება მეგობრობას აქ არ აფიშირდება,თორე ისევ ისე ვართ მეგობრები ყველა ერთად....განა მეგობრობას!რამე შეუშლის ხელსს!?მთავარია ადამიანი იყო სულ ეგარის smile.gif


პ.ს.წინა თემა მე დავხურე 2kiss.gif .......როგორც ყოველთვის არ მძინავსს და ვმუშაობ smile.gif

Posted by: Lomes 26 Jun 2014, 10:36
rtuli

ტარტის გამოსაცხობად სილიკონის ფორმა ჯობს თ უ მე2 ? (რისია,არ ვიცი) )))

Posted by: MasterJC 26 Jun 2014, 12:05
aninia
დიდი მადლობა
მგონი გამოჩნდა smile.gif

ტალავერს ვაკეთებთ და ვერ ვეხმარები ჩემებს. რო დასრულდება სანაგვე აღარ იქნება და ეზოააც ექნება ჩრდილი

მერე შეიძლება

Nia4u
უფ რა გამაჩერებდა
სამუშაო და ფული მენანება. კიდე ის რო ოჯახის წევრება ვერ ვხედავდი

სამაგიეროდ სახლში ვარ ახლა

Posted by: guruliqali 26 Jun 2014, 12:14
Lomes
რთულიც გიპასუხებს ალბათ... მე სპეციალური ფორმა ვიყიდე, ძირი განცალკევებული აქვს გვერდებისგან, ადვილად "ამოხტება" ხოლმე ტარტი ოდნავ შეგრილების შემდეგ. "ტარტის ფორმა" ასე იკითხე შესაბამის მაღაზიებში.
წუ-წუნა
QUOTE
ეს წუხელ გავაკეთე და......

ლამაზი, გემრიელი, მხიარულიიი....... (მომენატრა შენი მრავალწერტილოვანი პოსტები) love.gif
kuda
რა ლამაზი ფოტოებია, ყველა ერთმანეთზე უკეთესი, "კვერცხიცა" მეც მომეწონა smile.gif.
nia4u
QUOTE
გურული ქალი

QUOTE
ან აღარ სცალიათ...

yes.gif yes.gif
მიყვარს აქაურობა love.gif
nia4u
კარგი ნია ხარ შენ 2kiss.gif
დღეს ყველიანი მაკარონი გავაკეთე.

Posted by: kuda 26 Jun 2014, 14:05
guruliqali
QUOTE
რა ლამაზი ფოტოებია, ყველა ერთმანეთზე უკეთესი, "კვერცხიცა" მეც მომეწონა smile.gif

მადლობა user.gif

nia4u
QUOTE
შენი ჭრელა-ჭრულა სუფრები

მადლობა, ოღონდ სუფრა არცერთი არაა biggrin.gif ტილო, სკამის გადასაფარებელი, ქვედაბოლო user.gif


ბრინჯი ბოსტნეულით, კვერცხით და სოიოს სოუსით

Posted by: pleita 26 Jun 2014, 17:13
nia4u
QUOTE
ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება!
კარგია!


მადლობა 2kiss.gif


ალუბლის ვარენიკები გვქონდა დღეს საუზმედ

http://www.radikal.ru

Posted by: Lomes 26 Jun 2014, 17:48
guruliqali

ტარტის ფორმა დაშორებული თუ იყო ,ა რ ვიცოდი )) ტორტის მინახავს და კექსების

სილიკონს და მე2-ს შორის მინდა არჩევანი გავაკეთო ,მადლობა

Posted by: rtuli 26 Jun 2014, 18:03
Lomes
QUOTE
ტარტის ფორმა დაშორებული თუ იყო ,ა რ ვიცოდი ))

yes.gif

მეც ეგეთი მაქვსს დაშორებული,ანუ ძირი ცალკე და გვერდი ცალკე....
ძალიან კარგია სახმარად...

სილიკონის არვიცი რამდენად მოსახერხებელია rolleyes.gif

pleita
QUOTE
ალუბლის ვარენიკები გვქონდა დღეს საუზმედ

love.gif

Posted by: anibani18 26 Jun 2014, 18:51
გუშინ თრეველ ჩენელზე ვნახე როგორ ამზადებდა კულინარი მანგოს ტარტს. ფორმაში ჯერ მანგო ჩააწყო და შემდეგ ზემოდან გადააფარა ცომი და გვერდები შიგნით ჩაუკეცა, როცა გამოცხვა, თეფში დააფარა და უბრალოდ, ვუალა, ამოატრიალა smile.gif


Posted by: Lomes 26 Jun 2014, 18:56
rtuli

მადლობა bis.gif

პ.ს მეტყობა რანაირი კულინარი ვაარ ))))

Posted by: nia4u 26 Jun 2014, 19:47
rtuli
შენ რომ ძალიან დაკავებული ხარ და აქაურობისთვის მაინც იცლი და არ გვტოვებ, ყველას გვიხარია!
ლუტა არ გვივიწყებს კიდევ!... smile.gif
QUOTE
განა მეგობრობას!რამე შეუშლის ხელსს!?მთავარია ადამიანი იყო სულ ეგარის

გეთანხმები და მთავარია, ამ მეგობრობას გავუფრთხილდეთ, როგორც ცეცხლზე შემოდგმულ რძეს!
(ნუ, ეს - კულინარიასთან დავაკავშირე! biggrin.gif )
ფორუმს იქით, რეალურ ცხოვრებაში, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს საქმეშიც და მეგობრობაშიც!
მაგრამ აქაც ნუ მიგვატოვებთ! 2kiss.gif
QUOTE
პ.ს.წინა თემა მე დავხურე  .......როგორც ყოველთვის არ მძინავსს და ვმუშაობ

2kiss.gif ვაიმე, შენი ენერგია მომცა!...

* * *
MasterJC
შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ, აქაც იშოვი სამსახურს! yes.gif
guruliqali
2kiss.gif
შვებულებებს ველოდებით... smile.gif
QUOTE
ლამაზი, გემრიელი, მხიარულიიი...

QUOTE
მომენატრა შენი მრავალწერტილოვანი პოსტები

აი, ეს ორი ფრაზა ზუსტად გამოხატავს
წუ-წუნა -ს love.gif
kuda
QUOTE
სუფრა არცერთი არაა

კაი კი არის და რა მნიშვნელობა აქვს?! biggrin.gif
pleita
QUOTE
ალუბლის ვარენიკები

ვაი!...
anibani18
QUOTE
თეფში დააფარა და უბრალოდ, ვუალა, ამოატრიალა

კი, ძალიან ლამაზი გამოდის ხილის ტარტები მასე...
love.gif
რა ქენი შენ ღუმელზე?
დედა როგორ არის? smile.gif

* * *
ისე, რამდენი ხალხი შემოგიტყუეთ?!

wink.gif
2kiss.gif


Posted by: MasterJC 26 Jun 2014, 21:19
nia4u
QUOTE
შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ, აქაც იშოვი სამსახურს! 

იმედია

rtuli
როგორ ხარ კულინარიის ქალღმერთო?




Posted by: anibani18 27 Jun 2014, 10:02
nia4u
ხელფასს ველოდები smile.gif არ გამომადგა ეს ახალი გაზქურა, დაუკვირვებლად ვიყიდე სულიერი აფორიაქების ჟამს.
დედა კარგად არის, დიდი მადლობა მოკითხვისთვის 2kiss.gif

Posted by: rtuli 27 Jun 2014, 11:50
Lomes
QUOTE
პ.ს მეტყობა რანაირი კულინარი ვაარ ))))

2kiss.gif შემართებული

nia4u
QUOTE
მაგრამ აქაც ნუ მიგვატოვებთ!

no.gif
ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია ფორუმი,მიუხედავათ იმისა რომ იყო უსიამოვნო მომენტები,მაინც აქ ვისწავლე ბევრი რამ (არამხოლოდ კულინარიას ეხება),კარგი სკოლა გავიარე,ძალიან კარგი ადამიანები შევიძინე და წლებია ერთად ვართ,პატივსს ვცემთ ერთმანეთსს და ვჭირდებით ერთმანეთსს ზოგ შემთხვევაშიც smile.gif


MasterJC
QUOTE
როგორ ხარ კულინარიის ქალღმერთო?

გამიხარდა აქ რომ ხარ საქართველოში,სულ ჩამოხვედი? სამსახური ნახე? დაგემარები რაღაც საკითხებში თუ გინდა yes.gif

ეს წუხელ მოვამზადე ჩინურ მოტივებზე :ბრინჯი კვერცხით,ფრთის ძირები და ბოსტნეული ცხარე-მწარე-მჟავე სოუსში
http://pix.ge/

წინა დღეების ნახელავები:
ჭვიშტარი კვერცხით და სულგუნით
http://pix.ge/

http://pix.ge/

ეს ქაპქეიქები დავუმზადე მეგობარსს ქორწილში ,რომით ,კრემით და დაშაქრული ვარდის ფურცლით
http://pix.ge/

მინი ხილის ტარტი
http://pix.ge/

ჭრილში
http://pix.ge/

და მცირე ნახელავების კოლაჟი:
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: MasterJC 27 Jun 2014, 12:16
rtuli
QUOTE
გამიხარდა აქ რომ ხარ საქართველოში,სულ ჩამოხვედი? სამსახური ნახე? დაგემარები რაღაც საკითხებში თუ გინდა 

მადლობა
კი სულ ჩამოვედი
სამსახური ჯერ ვერა სამწუხაროდ, მაგრამ აქტიურ ძიებაში ვარ
აუუ ფასებს დავხედე აკადემიის, თან რა ძალიან ამგრად მიდნა სწავლა და თან რა ძვირია და ფული როგორ მენანება. დარწმუენბული რომ ვიყო რომ მართლა გავყვები ა სფეროს, სიამოვნებით გავრისკავდი.
რამე უნდა მოვიფიქრო, თითქოს მეხსიერებაში ცოტა მიჭირს, ძნელად ვსწავლობ, არადა ადრნიდელი ბევრი რამე დამრჩა, ერთი წაკითხვიდ დამახსოვრება დეტალებიანად დ აა.შ. ან რამე თუ არ მახსოვს,ეგრევე ვიცი სად როგორ ან ვისთან გავიგო
მაგრამ აი იქაც ცოტა მიჭირდა დამახსოვრებები, ჯიუტად შედიოდა თავში,ს ამაგიეროდ სხვა დანარჩენი კარგად მახსოვს რაც კი ვისწავლე ეხლაც ამხსოვს მგონი

Posted by: ik+so 27 Jun 2014, 13:51
rtuli
QUOTE
ჭვიშტარი კვერცხით და სულგუნით

რეებს დებ ამ მარხვაში biggrin.gif ვაიმე გულზე მიმდის..ყოჩაღო შენა 2kiss.gif

Posted by: Summer_Rain 28 Jun 2014, 13:45
QUOTE
მინი ხილის ტარტი


აუუ ამის რეცეპტი მინდა ძალიან smile.gif


Posted by: rtuli 28 Jun 2014, 16:37
MasterJC
QUOTE
რამე უნდა მოვიფიქრო, თითქოს მეხსიერებაში ცოტა მიჭირს, ძნელად ვსწავლობ, არადა ადრნიდელი ბევრი რამე დამრჩა,

მეც ასე ვარ.....გადაღლამაც იცის ასე ....

ik+so
2kiss.gif

Summer_Rain
QUOTE
აუუ ამის რეცეპტი მინდა ძალიან

http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/291-e183aee18398e1839ae18398e183a1-e183a2e18390e183a0e183a2e18398

ეს არის უბრალოდ პატარა ყალიბებშია დამზადებული....

პანაკკოტა რომით და კარამელით მოსხმული smile.gif
http://pix.ge/

Posted by: aninia 28 Jun 2014, 17:32
nia4u
კი, გამოვცადე და მართლა ისეთი გემო ჰქონდა,თითქოს ლორი ჩავახარშე ლობიოს. ძალიან მოეცონათ ჩემებს,ლობიანში ცხიმის გარდა არაფერს მაკეთებინებენ,კლასიკურად,რაჩულად მომზადებული მისწონთ და ამ ბოლის გემომ დახატა. მარხვაში მშვენივრად ვიყენებთ.

Posted by: anibani18 28 Jun 2014, 18:13
ძალიან გემრიელი ნესვის მარგარიტა, სურვილისამებრ შეიძლება არაყიც დაუმატოს კაცმა smile.gif
შესაფერისი ჭიქები არ მქონდა სამწუხაროდ
http://www.radikal.ru

Posted by: WP-Rex 28 Jun 2014, 22:22
anibani18
QUOTE
ძალიან გემრიელი ნესვის მარგარიტა,

ამისთანა სასმელის რეცეპტი დაგვხატავდა ამ სიცხეში smile.gif

Posted by: ninicool 29 Jun 2014, 08:36
http://forum.ge/?f=82&showtopic=33849279
http://forum.ge/?f=82&showtopic=33889992&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=33912726
http://forum.ge/?f=82&showtopic=33944583
http://forum.ge/?f=82&showtopic=33978306&hl=miau&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34007985
http://forum.ge/?f=82&showtopic=34026647
http://forum.ge/?f=82&showtopic=34040442
http://forum.ge/?f=82&showtopic=34057480
http://forum.ge/?f=82&showtopic=34068562
http://forum.ge/?f=82&showtopic=34081583
http://forum.ge/?f=82&showtopic=34095664&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34108380
http://forum.ge/?f=82&showtopic=34118494
http://forum.ge/?f=82&showtopic=34128964&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34139523
http://forum.ge/?f=82&showtopic=34153984&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34170107
http://forum.ge/?f=82&showtopic=34186864
http://forum.ge/?f=82&showtopic=34200905&st=0
http://forum.ge/?&act=ST&f=82&t=34212488
http://forum.ge/?f=82&showtopic=34225208&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34235009&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34251092&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34268157&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34282859
http://forum.ge/?f=82&showtopic=34298440
http://forum.ge/?f=82&showtopic=34315612
http://forum.ge/?f=82&showtopic=34330612&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34343819&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34364881
http://forum.ge/?f=82&showtopic=34385514&st=0
http://forum.ge/?showtopic=34400036&f=&st=0&#entry31579676
http://forum.ge/?act=ST&f=82&t=34430626
http://forum.ge/?f=82&showtopic=34465446
http://forum.ge/?showtopic=34500453&f=&st=0&#entry35283425
http://forum.ge/?act=ST&f=82&t=34524849
http://forum.ge/?f=82&showtopic=34558917
http://forum.ge/?f=82&showtopic=34592531&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34623560

Posted by: Lieder_Tim 29 Jun 2014, 08:51
tavadze
QUOTE
სწორად შეგინიშნავს და მეც მენატრება ეგ დრო. მართლაც კარგი იყო მაშინდელი დრო...

ოხ შენი შაქრის შუბა დავხიე, ისევ საჭმელებისკენ იწევ, ატყობ? biggrin.gif
aninia
QUOTE
ერთ ოჯახად იქცა ყველა....

ხოდა ქეც ვართ ერთი ოჯახი wink.gif
აქ წერა და მანჭვა გრეხვა ბევრი დროის წამრთმევი იყო პირადად ჩემთვის
სხვა თემებშიც არაერთი წყენა მივიღე და მივხვდი, ქართული ფორუმის ძალა ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად ისახებოდა biggrin.gif
განსაკუთრებით ეს თემა, 110 კგ გავხდი აქ ნანახის მერე განცდილი შიმშილის დაუოკებელი გრძნობით biggrin.gif

ძალიან კარგი ადამიანები შემძინა კულინარიამ და მიყვარს მათთან გატარებული საღამოები, ხან დღეები.
ფაქტიურად ცოლიც მათ ხელში გავიცანი და ვართ ბედნიერნი <3

Posted by: anibani18 29 Jun 2014, 10:09
WP-Rex
იღებთ ნახევარ ნესვს და აბლენდერებთ, მერე უმატებთ ფორთოხლის წვენს. ჭიქებში ჩაწურეთ ერთ-ერთი ჩაის კოვზი ლიმნის ან ლაიმის წვენი და თუ სურვილი გაქვთ დაამტეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი (მე არ დავამატე, რადგანაც ისედაც ტკბილი გამოდის). ნესვის და ფორთოხლის წვენის მიქსი ჩაასხით ჭიქებში, ზემოდან შეგიძლიათ ერთი-ორი ნაჭერი წვრილად დაჭრილი ნესვი ჩააგდოთ და მიირთვათ.

Posted by: uuuu72 29 Jun 2014, 12:01
სმეტანას + სოფლის კარაქი + თაფლი ეს ყველაფერი გავახვიოთ თხელი ბლინები როა კვეხით რო კეთდება იმენა ჯანში მიდის

Posted by: ik+so 29 Jun 2014, 12:51
სამარხო ტორტი სად ვნახო გოგოებო...? რითი კეთდება ბისკვიტი ფაფუკი რო გამოვიდეს..ზოგადად ცოტა ,,რეზიანასავით " გამომდის სამარხვო ფენებს რო ვაკეთებ ნამცხვრისას ...ეხლა ტორტი მჭირდება კრემი ვიცი biggrin.gif აი ბისკვიტი მასწავლეთთთ

Posted by: WP-Rex 29 Jun 2014, 13:09
anibani18
QUOTE
WP-Rex
იღებთ ნახევარ ნესვს და აბლენდერებთ, მერე უმატებთ ფორთოხლის წვენს. ჭიქებში ჩაწურეთ ერთ-ერთი ჩაის კოვზი ლიმნის ან ლაიმის წვენი და თუ სურვილი გაქვთ დაამტეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი (მე არ დავამატე, რადგანაც ისედაც ტკბილი გამოდის). ნესვის და ფორთოხლის წვენის მიქსი ჩაასხით ჭიქებში, ზემოდან შეგიძლიათ ერთი-ორი ნაჭერი წვრილად დაჭრილი ნესვი ჩააგდოთ და მიირთვათ.

უღრმესი მადლობა smile.gif

Posted by: norse 29 Jun 2014, 17:03
დამეხმარეთ რაა,ნაყინის გაკეთების ტექნოლოგია მინდა,ანუ გაყინვის მერე ბუშტუკები რომ არ დარჩეს რა უნდა ვქნა? და კიდე რა ტემპერატურაზე უნდა გავყინო? სუ ყინულებად იქცაა

Posted by: rtuli 29 Jun 2014, 20:17
ik+so
QUOTE
სამარხო ტორტი სად ვნახო გოგოებო...? რითი კეთდება ბისკვიტი ფაფუკი რო გამოვიდეს..ზოგადად ცოტა ,,რეზიანასავით " გამომდის სამარხვო ფენებს რო ვაკეთებ ნამცხვრისას ...ეხლა ტორტი მჭირდება კრემი ვიცი  აი ბისკვიტი მასწავლეთთთ

http://forum.ge/?showtopic=33695330&f=&st=1155&#entry34515286

norse
QUOTE
დამეხმარეთ რაა,ნაყინის გაკეთების ტექნოლოგია მინდა,ანუ გაყინვის მერე ბუშტუკები რომ არ დარჩეს რა უნდა ვქნა? და კიდე რა ტემპერატურაზე უნდა გავყინო? სუ ყინულებად იქცაა

კრისტალიზაციას იწვევსს სითხე,რომელიც ნაკლებ ცხიმსს შეიცავსს smile.gif...ამიტომ სწორი პროპორციებით უნდა მომზადდეს,მაღალ ცხიმიანი ნაღებით და მე საყინულეში ვყინავ,40 წუთში ერთხელ ვურევ კოვზით ერთი 3-ჯერ smile.gif

რეცეპტსს მოგაშველებ თუ გინდა

Posted by: _sofa_ 29 Jun 2014, 20:36
ნაყინის ტორტი ჩემო მეგობრებო.....მიწისთხილით, შოკოლადით და მალინით...ძალიან ტკბილია და მსუყე, მე დიდად ვერ ვისიამოვნე, აი დანარჩენები ლამის ჩაბჭირდნენ.......
http://www.radikal.ru

Posted by: tikusha 30 Jun 2014, 10:27
გოგოებო ქვემოდან გასახსნელი ფორმა მაქვს

გუშინ გადახვეული ბულკები დაავცხვე და ცხიემბი სულ ქვევით ჩაიწუწა და მთელი გაზქურა მომისპო

ვერ ვხვდები რისთვისაა ეს ფორმები?? ტორტის ბისკვიტი რომ ჩავასხა მითუმეტეს სულ ძირს ჩავა

Posted by: ავგაროზი 30 Jun 2014, 11:01
QUOTE
ქვემოდან გასახსნელი ფორმა

ასეთი?tikusha
ფხვიერი, ტარტის ცომისთვისაა

Posted by: ავგაროზი 30 Jun 2014, 11:13
ან ეს ალბათ. ამას კი აქვს დამცავი ზოლი ძირზე, რომ არ გამოვიდეს თხევადი ცომი. მაგრამ სხვა მსგავსი ფორმებიც ვნახე, დამცავის გარეშე. შეიძლება ქაღალდის დაფენამ უშველოს, გვერდებზეც რომ ამოდიოდეს ცოტა ისე.

Posted by: tikusha 30 Jun 2014, 11:37
ავგაროზი
არა, ასეთი არაააა, უფრო მაღალი კვადრატი ფორმებია, გვერდიდან აქვს საკეტი და ფორმა ქვემოდან იხსნება

ქვედა ძირი გვერდებში ჯდება, თუმცა რად გინდა გამოდის ჩასმის ადგილებში სითხე

მეგონა შიგნით ტორტის ბისკვიტს გამვოაცხობდი

რას შენ დადე ის აშკარად ტარტისაა, ეს არაა

აი მეორე რომ დადე ისეთი დამცავი აქვს ამასაც, მაგრამ რად გინდა, მაინც გამოვიდა sad.gif რაში გამოვიყენო ახლა?? ამაში მხოლოდ ბულკებს თუ დავაცხობ, ისიც გადახვეულს რულეტივით ვერა, გულსართიდან ცხიმები სულ გამოვიდა

Posted by: ავგაროზი 30 Jun 2014, 13:30
tikusha
QUOTE
უფრო მაღალი კვადრატი ფორმებია, გვერდიდან აქვს საკეტი და ფორმა ქვემოდან იხსნება

ასეთი მრგვალი ფორმა მაქვს და კარგად იკეტება, არ გამოდის ბისკვიტის ცომი. თუ ცხიმიანი ბისკვიტია მაშინ კი იპარება ცოტა.
ქაღალდი რომ ჩაუფინო?


დღეს გავაკეთე
ბადრიჯანი ნიგვზით. + ღომი უნდა გავაკეთო.

Posted by: garfield1 30 Jun 2014, 13:43
tikusha
მე სულ მაგ ფორმაში ვაცხობ ყველანაირ ნამცხვარს, კექსს (კექსზე ეხლა სილიკონის ფორმაზე გადავედი და მანამდე)
ქაღალდი ჩაუფინე და არ გამოვა გამორიცხულია

Posted by: ingiloo 30 Jun 2014, 13:55
tikusha
http://www.amazon.com/gp/product/B000ME00TA/ref=oh_details_o02_s00_i00?ie=UTF8&psc=1

ესენი მაქვს მე და უმაგრესია. დასასხმელი ცომითაც გამომიცხია და გუშინ ხილის ტარტიც ამით გავაკეთე. არაფერი გამოდის, არც ცომი და არც ცხიმი.

ერთადერთ შემთხვევაში გამოუვა თუ კარგად არაა დამაგრებული. ძირი არ უნდა მოძრაობდეს, გაჭედილი უნდა იყოს ფორმაში.

Posted by: tikusha 30 Jun 2014, 14:03
მადლობა გოგოებო, ქაღალდს ვცდი

და კიდევ, რომ გამოცხვა ეს ბულკები, ოდნავ შევაგრილე და მერე ვცადე საკეტის გახსნა, საკეტი კი აგიხსნა, მაგრამ ფორმა არ გაიხსნა და მერე გადმოტრიალება დამჭირდა
ანუ ამ ცხიმებისგან ისე იყო შეკრული რომ აგხსნისას ოდნავ რომ ფართოვდება ფორმა რომ ქვედა ძირი ამოიღო, არ გაიხსნა

Posted by: Blur 30 Jun 2014, 14:12
tikusha
მეც ეგეთი მაქვს რაც შენ აღწერე და ჩიზქეიქს რომ ვაცხობდი რაც კი ბისკვიტს კარაქი ქონდა სულ გამოვიდა და ძლივს ავაფხიკე მერე ფორმიდან. მგონი უვარგისი ფორმების ბრალია, კარგს წესით არ უნდა გამოუვიდეს არც ცხიმი და არც უნდა დაეკროს, მითუმეტეს ჩამკეტი არ უნდა გაიჭედოს

Posted by: norse 30 Jun 2014, 14:19
rtuli
QUOTE
რეცეპტსს მოგაშველებ თუ გინდა

მინდაააა jump.gif jump.gif

Posted by: tikusha 30 Jun 2014, 14:29
Blur
QUOTE
მეც ეგეთი მაქვს რაც შენ აღწერე და ჩიზქეიქს რომ ვაცხობდი რაც კი ბისკვიტს კარაქი ქონდა სულ გამოვიდა და ძლივს ავაფხიკე მერე ფორმიდან. მგონი უვარგისი ფორმების ბრალია, კარგს წესით არ უნდა გამოუვიდეს არც ცხიმი და არც უნდა დაეკროს, მითუმეტეს ჩამკეტი არ უნდა გაიჭედოს

ჰო რა sad.gif აშკარად უვარგისია sad.gif

Posted by: DODI 30 Jun 2014, 15:19
ცივი, სიცხეში და პახმელიაზე კარგია

Posted by: pleita 30 Jun 2014, 17:53
უffff ქათმის და სოკოლს ბლინჩიკები გავაკეთე დღეს, ისეთი გემრიელი იყო, სადღა მახსოვდა კალორიები cry.gif


http://www.radikal.ru

Posted by: Sally1 30 Jun 2014, 18:00
pleita როგორი მადისაღმძვრელია და რომ იცოდე არ არის ძაან კალორიული ,პირიქით სწორი კვების დროს სწორედ ესეთებს ჭამენ smile.gif


Posted by: WP-Rex 30 Jun 2014, 18:50
pleita
QUOTE
უffff ქათმის და სოკოლს ბლინჩიკები გავაკეთე დღეს, ისეთი გემრიელი იყო, სადღა მახსოვდა კალორიები cry.gif

რეცეპტი?smile.gif

Posted by: pleita 30 Jun 2014, 19:28
Sally1
QUOTE
მადისაღმძვრელია

მადლობა 2kiss.gif მაგრამ სადაც თეთრი ფქვილია, როგორ შეიძლება არ იყოს მავნე cry.gif

WP-Rex
www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&Itemid=181&id=377

Posted by: nia4u 30 Jun 2014, 20:18
QUOTE (DODI @ 30 Jun 2014, 15:19 )
ცივი, სიცხეში და პახმელიაზე კარგია




ვაიმე, რა როჟაა!
lol.gif



* * *
ninicool
მადლობა ლინკებისთვის smile.gif
რამდენი ხანია მინდა, რომ ყველა თემა მოვძებნო და დრო არ მრჩება...
იმედი მაქვს, მოვახერხებ ჯაჭვის აღდგენას smile.gif

Posted by: Windmühle 30 Jun 2014, 20:42
რამდენი ხანია არაფერი მინახებია.

დღევანდელი მაკარონი ყვავილოვანი კომბოსტოთი და ტოფუ-სტაფილოს სოუსით.

Posted by: Lemon Curd 30 Jun 2014, 21:33
Brownie Cookies მინდა დღეს გამოვაცხვო, ხომ არ გაქვთ აპრობირებული რეცეპტი?
ბევრი რეცეპტი ვნახე ინტერნეტში, მაგრამ რაღაც არარეალური მომეჩვენა ყველაsad.gif

ninicool
nia4u
ამოიხსნა ამოცანაsmile.gif
წინა მე-40 გამოდის და შესაბამისად ეს 41-ე, ანუ XLI.
კი ვვარაუდობდი რომ 40 იგულისხმებოდა, მაგრამ წინა თემა რომ ვერ ვნახე ვიფიქრე, ისე ხომ არ წერია Xები და უფრო არ ავურიო სათვალავი-მეთქი...
ვეღარ ჩავასწორებ მგონი მე სათაურს, არა?

pleita
Windmühle
რა კარგი საზაფხულო სადილები გაქვთ
chups.gif


Posted by: nia4u 1 Jul 2014, 10:53
Lemon Curd
QUOTE
ninicool
nia4u
ამოიხსნა ამოცანა
წინა მე-40 გამოდის და შესაბამისად ეს 41-ე, ანუ XLI.
კი ვვარაუდობდი რომ 40 იგულისხმებოდა, მაგრამ წინა თემა რომ ვერ ვნახე ვიფიქრე, ისე ხომ არ წერია Xები და უფრო არ ავურიო სათვალავი-მეთქი...
ვეღარ ჩავასწორებ მგონი მე სათაურს, არა?

ხო smile.gif
ნინიქულის დახმარებით smile.gif
სათაურის ჩასწორება არ უნდა, მთავარია, შემდეგ ახალ თემაში დაიდოს ეს ლინკები...
2kiss.gif

Posted by: Eirene 1 Jul 2014, 12:19
თურქული სამზარეულოს კვირეული მაქვს: წითელი ოსპის სუპი, ფქვილის ჰალვა, თეთრი ლობიო თურქულად და სასმელი - "ბოზა" :დ


ეს ბოზა იმედია წესიერად ვთარგმნე, თურქეთში ყოფნისას გავსინჯე და მომეწონა
ყველა რეცეპტი განსხვავებულია, დავიბენი ცოტა
ველოდები ახლა "დაყენებას"
რაღაც კიხვები კი მაქვს, მაგრამ მგონი არავის გეცოდინებათ mo.gif

Posted by: tikusha 1 Jul 2014, 12:28
Eirene
წითელი ოსპის სუპის რეცეპტი მინდა smile.gif თურქეთში გასინჯა მეუღლემ და მის მერე იძახის smile.gif

Posted by: Eirene 1 Jul 2014, 12:45
tikusha
არ ვიცი თქვენმა მეუღლემ რომელი გასინჯა, სხვადასხვა ვარიანტები აქვს..

მე რომელიც მემარტივა და მომეწონა, იმას გეტყვით. ცალკე მოხარშავ 1 ჭ. ოსპს (ჩაფლავდება აუცილებლად), ტაფაში მოშუშავ სტაფილო + ხახვს, შემდეგ დაუმატებ ტომატს და ჩაუშვებ ოსპთან. ნიორი, პიტნა (ოღონდ გამხმარი), წითელი წიწაკა და მარილი. მწვანილი არ ეწერა, მაგრამ თუ გინდა, მიამატე ) ნახევარი ლიმონის წვენიცო - მე არ მქონდა ლიმონი. დაბლენდერებაც შეიძლება

Posted by: tikusha 1 Jul 2014, 12:54
Eirene
ეგ გავაკეთე ჩემით მოვიფიქრე და არ მოეწონა sad.gif ისინი მგონი რძეში აკეთებენ თურქეთში

Posted by: Eirene 1 Jul 2014, 13:13
tikusha
არაა, არ ვიცი, რძე არ შემხვედრია არც ერთ რეცეპტში

mercimek çorbası დაგუგლეთ მაშინ, ლექსიკონის დახმარებით გადათარგმნით

აჰა, sütlü სუპიც ვნახე
http://oktayusta.samanyoluhaber.com/oktay-ustadan-sutlu-mercimek-corbasi-tarifi/
http://www.nefisyemektarifleri.com/video/sutlu-mercimek-corbasi-tarifi/
http://www.eminebeder.com/YemekTarifleri/Sutlu-Kirmizi-Mercimek-Corbasi

1 ჭ. რძე და 1-2 კოვზი ფქვილი ემატება, ზოგან კარტოფილიც
ნუ გემოვნების მიხედვით

Posted by: rtuli 1 Jul 2014, 14:17
tikusha
QUOTE
ანუ ამ ცხიმებისგან ისე იყო შეკრული რომ აგხსნისას ოდნავ რომ ფართოვდება ფორმა რომ ქვედა ძირი ამოიღო, არ გაიხსნა

smile.gif
ცხიმი ფუნთუშებიდან გამოვიდა ცხადია და არ გიფიქრია რომ არუნდა გაუვიდეს ცომსს ცხიმი ....ანუ რარაც მომზადების ტექნოლოგია გაქვსს დარღვეული ცომის ....რაც შეეხება ყალიბსს მე ვხმარობ ეგეთსს და კიდე სხვანაირებსს საკეტებიანებს,არასოდეს მქონია პრობლემა,ბისკვიტისშემთხვევაში საცხობ ქაღალდსს ვაგებ,ასე მარტივად ამოდის ყალიბიდან+როცა ისვენებსს ბისკვიტი ტენიანობას ინარჩუნებსს შიგნით....

norse
QUOTE
რეცეპტსს მოგაშველებ თუ გინდა

მინდაააა 

http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1086-e183a4e1839de183a0e18397e1839de183aee1839ae18398e183a1-e1839ce18390e183a7e18398e1839ce18398-e1839ee1839ae1839de1839be18391e18398e183a0e18398

ამას რომც არ ამოურიო,მშვენიერი გამოდის...ძალიან ნაზი.....ოდნავ შაქარსს ვაკლებ ჩემთვის

Posted by: tikusha 1 Jul 2014, 16:10
rtuli
QUOTE
ცხიმი ფუნთუშებიდან გამოვიდა ცხადია და არ გიფიქრია რომ არუნდა გაუვიდეს ცომსს ცხიმი ....ანუ რარაც მომზადების ტექნოლოგია გაქვსს დარღვეული ცომის

ანუ რულეტივით გადახვეული ფუნთუშები დავაცხვე, მოვცომე საფუვრიანი ცომი, ამოვიდა, მერე გავაბრტყელე, წავუსვი გამდნარი კარაქი, მოვაყარე გულსართი (დარიჩინი+შაქარი), გადავახვიე და დავჭერი, გადავწყვე ფორმაში და ვაცალე კიდევ ამოსვლა და გამოვაცხვე, ასე როცა ვაკეთებ ცხობისას გადმოდის ხოლმე ცხიმი გადანაჭრელი გვერდებიდან თავისთავად მაგრამ ვერ გავითვალისწინე თუ ამ ფორმიდან გადმოასხამდა smile.gif

ზოგადად კარგი სველი ფუნთუშები გამოდის ხოლმე

Posted by: Blur 1 Jul 2014, 17:08
ბარდის სუპი
http://pix.ge/

Posted by: ninicool 1 Jul 2014, 18:21
Lemon Curd
QUOTE
ვეღარ ჩავასწორებ მგონი მე სათაურს, არა?

ვერა.

ეს განყოფილებაც ქიზიყივითაა, ბატონ(პატრონ)ი არ ჰყავს.

biggrin.gif

Posted by: rtuli 1 Jul 2014, 19:31
tikusha
QUOTE
გადანაჭრელი გვერდებიდან თავისთავად მაგრამ ვერ გავითვალისწინე თუ ამ ფორმიდან გადმოასხამდა

არაუშავსს,ხომ იცი სითხე ყოველთვის იპოვეს გამოსასვლელ ადგილსს smile.gif.....ეგ ყალიბებიც არც ისე ჰერმეტიურად იკეტებიან,ბისკვიტის ცომი შანსი არაა ვერ გაჟონავსს ....

Blur
QUOTE
ბარდის სუპი

მოყევი yes.gif

დღეს მხოლოდ ეს დავამზადე,ჟოლოს ტორწიკი
http://pix.ge/

Posted by: ninicool 1 Jul 2014, 20:20
rtuli
QUOTE
ჟოლოს ტორწიკი

აუუ, რა ლამაზია love.gif

შეჭმა დაგენანება

Posted by: elen7 1 Jul 2014, 21:23
დღეს გავაკეთე ბლინები.
ამ ტორტებს ვერ შეედრება მაგრამ გემრიელი იყო yes.gif

http://www.radikal.ru

Posted by: MasterJC 1 Jul 2014, 21:38
QUOTE (rtuli @ 1 Jul 2014, 19:31 )
tikusha
QUOTE
გადანაჭრელი გვერდებიდან თავისთავად მაგრამ ვერ გავითვალისწინე თუ ამ ფორმიდან გადმოასხამდა

არაუშავსს,ხომ იცი სითხე ყოველთვის იპოვეს გამოსასვლელ ადგილსს smile.gif.....ეგ ყალიბებიც არც ისე ჰერმეტიურად იკეტებიან,ბისკვიტის ცომი შანსი არაა ვერ გაჟონავსს ....

Blur
QUOTE
ბარდის სუპი

მოყევი yes.gif

დღეს მხოლოდ ეს დავამზადე,ჟოლოს ტორწიკი
http://pix.ge/

აუუ

დიეტაზე უდნა იჯდე და რთულის მომზადებულ ნაირ-ნაირებს გილაგებდნენ წინ

ან ესთეტიკის და სილამაზის სიყვარულით იშიმშილებ და დააგდებ წონას, ან ღორმუცელობა იMძლავრებს და გასკდები ამ გემრიელობების ჭამით და ბედნიერი განუტევებ სულს

ერთი სიტყვითY< ისეც და ასეც დაცოტავდება მსუქანები




\რესპექტ უკვე არ ვიცი მერამდენედ

Posted by: norse 1 Jul 2014, 23:13
rtuli
გაიხარეეე :* ცუკატები ცოცხალი ხილით რომ ჩავანაცვლო არა?არ მიყვარს ცუკატები

Posted by: Blur 2 Jul 2014, 09:56
rtuli
QUOTE
მოყევი 

ბარდას ცალკე ვხარშავ ჩვეულებრივ, ცოტა როცა დააკლდება მოხარშვას ცალკე ვამზადებ ტაფაზე ხახვი, სტაფილო, ბულგარული წვრილად დაჭრილი მოშუშული, როცა მოიშუშება ვამატებ მოხარშულ ბარდას და ერთად აგრძელებს ხარშვას, ბოლოში ვამატებ ოხრახუშს, მარილი წიწაკა რათქმაუნდა გემოვნებით. ეს ვარიანტი სამარხვო იყო და არაჟანი არ გავუკეთე ისე ძალიან უხდება, ამიტომ ცალკე თეფშებზე დავამატე მდნარი ყველი პატარა სამკუთხედები რომ არის და ისიც ძალიან მოუხდა. სულ ეს არის smile.gif იგივე პრინციპით ვაკეთებ გოგრის სუპსაც. რამე სხვა ვარიანტები თუ გაქვთ სიამოვნებით ვცდიდი.


Posted by: anibani18 2 Jul 2014, 11:02
rtuli
ულამაზასი და უნაზესი ტორტია. ძალიან გემოვნებიანად გაწყობილი smile.gif

Posted by: Blur 2 Jul 2014, 15:41
გუშინ პირველად გავაკეთე რატატუი
http://pix.ge/
* * *
მზას უცებ გადავუღე სურათი და გადღაბნილი გამოვიდა sad.gif ისე ძალიან გემრიელი იყო biggrin.gif
http://pix.ge/

Posted by: MasterJC 2 Jul 2014, 16:38
Blur
რა ლამაზია

ძნელი გასაკეთებელია?


დეტალები დადე რა
და მზას ფოტო რა პატარაა, უფრო დიდი მოიტა smile.gif

Posted by: Blur 2 Jul 2014, 18:10
MasterJC
ერთიდა იგივე ზომის იყო ორივე სურათი და არ ვიცი პატარა რატო ჩასვა.

ძალიან ადვილია, რაც სურათზე ჩანს დამჭირდა 3 საშუალო ბადრიჯანი, 4 საშუალო ბულგარული, 2თავი ხახვი და 3 საშუალო ზომის პომიდორი. ყაბაყი არ იყიდებოდა ჩემთან ამბობენ ყაბაყით უფრო კარგი გამოდისო. ასე ავაწყვე როგორც სურათზე ჩანს, თანმიმდევრობა დავიცავი biggrin.gif ძირში მოვასხი აქა-იქ ოდნავ ზეთი. შევდგი ღუმელში, ცალკე მორჩენილი პომიდორი წვრილად დავჭერი დავამატე 2 კბილი ნიორი, პატარა კონა ქინძი და 1 ცალი მწვანე წიწაკა წვრილად დაჭრილი, ცოტა მარილი და შავი პილპილი და ზემოდან მოვასხი ეს მასა და გამოვაცხვე მაქსიმალურ ცეცხლზე ღუმელში. ბოლოში მოვასხი მაიონეზი (ეს ორიგინალ რეცეპტში არ არის) დაველოდე მაიონეზის გადნობას და გამოვაბრძანე biggrin.gif ძალიან გემრიელი და მსუბუქი იყო. ბოსტნეულის მწვადებს რომ აკეტებენ ხოლმე არ მახსოვს რა ქვია მაგ კერძს იმის გემო ქონდა biggrin.gif
http://pix.ge/ თავიდან დავდებ იქნებ უფრო დიდი გამოჩნდეს. წინასწარ ბოდიშს ვიხდი ხარისხისთვის

Posted by: nia4u 2 Jul 2014, 18:28
MasterJC
QUOTE
ან ესთეტიკის და სილამაზის სიყვარულით იშიმშილებ და დააგდებ წონას, ან ღორმუცელობა იმძლავრებს და გასკდები ამ გემრიელობების ჭამით და ბედნიერი განუტევებ სულს
ერთი სიტყვით - ისეც და ასეც დაცოტავდება მსუქანები

biggrin.gif
2kiss.gif
Blur
ბარდის სუპი დაბლენდერებულს გავდა თითქოს...
ლამაზი ფერია ძაან... yes.gif
ეს რატატუი კიდე დარწმუნებული ვარ, ძალიან გემრიელი იქნება,
მაგრამ ისეთი ლამაზია, არ უნდა შეწვა, უნდა უყურო ნატურმორტივით up.gif
ისე ყველიც რომ მოალაგო და დაადნო ზედ, მოუხდება ძალიან...

Posted by: MasterJC 2 Jul 2014, 21:00
Blur
კიდევ უფრო დეტალურად რა
გაზის არა ალბათ ელექტროღუემლში ხო?
ჭურჭელი რაა? რისია? ან რით შეიძლება შევანაცვლო smile.gif
QUOTE
ბოსტნეულის მწვადები

ეს გამიკეთებია
მარილი, ზეთი, სოიოს სოუსი და თეთრი ღვინო და მაყალზე ვწვავდი გრილში
მოწონდა ბევრს, არც კი გამისინჯავს smile.gif


ხოო რატატუიზე მაიონეზის გარდა ყველაფერი ეგრე?
რა დრო დაჭირდა გამოცხობას?

Posted by: nia4u 2 Jul 2014, 21:35
MasterJC
Blur-ს არ ეწყინება ალბათ smile.gif

http://ratatui.me/ratatouille/
ეს ლინკი ნახე smile.gif
ნებისმიერი ფორმის ნებისმიერ ტაფაზე ნებისმიერ ღუმელში მაქსიმუმ ნახევარი საათი 200 გრადუსზე smile.gif

Posted by: Blur 3 Jul 2014, 10:10
nia4u
QUOTE
ბარდის სუპი დაბლენდერებულს გავდა თითქოს...

არ არის დაბლენდერებული, ბლენდერი გამიფუჭდა და იმიტო biggrin.gif
როცა მოიხარშება ძალიან რბილია და ადვილად იშლება, კარტოფილის საჭყლეტით რამდენჯერმე ჩავზილე და ვსიო, თვითონ ბულგარული და სტაფილო იყო ძალიან წვრილად დაჭრილი.
QUOTE
ისე ყველიც რომ მოალაგო და დაადნო ზედ, მოუხდება ძალიან...

კი ძალიან მოუხდებოდა, მაგრამ მომარხულეებს გავუკეთე სპეციალურად, ამიტომ მხოლოდ სამარხვო მაიონეზი მოვასხი, მაგრამ ეს უკანასკნელიც ძალიან მოუხდა.
MasterJC
QUOTE
ნებისმიერი ფორმის ნებისმიერ ტაფაზე ნებისმიერ ღუმელში მაქსიმუმ ნახევარი საათი 200 გრადუსზე

+1 biggrin.gif

Posted by: MasterJC 3 Jul 2014, 14:05
nia4u
Blur
მადლობა
შეიძლება ვცადო მოგვიანებით
მგონი გამომივა, მთავარია ღუმელი მუშაობდეს



მულტფილმში რას უშვებიან?
ადრე ვიკიაზე გადავიკითხე
და შეფმზარეულებთან გადიოდნენ კონსულტაციებს
ხოდა ერთს კთხეს, დავუშვათ მსოფლიოში ყველაზე ჭირვეულ გურმანს უმზადებთ რატატუის,რ ას შეცვლიდითო
იმან რაღაცა ურჩია და ეგრე გააკეთეს მულტიკშიც

Posted by: LEGIA 3 Jul 2014, 14:12
კარგია up.gif

ზუსტად სადილობის წინ შემოვედი და მადაზე მომიყვანეთ biggrin.gif

Posted by: Blur 3 Jul 2014, 14:29
MasterJC
QUOTE
მგონი გამომივა

ისეთი ადვილია აუცილებლად გამოგივა. იმდენნაირი ვერსია რატატუის, მოგზაურობს ქვეყნიდან ქვეყანაში და ვერსიებიც იცვლება შესაბამისად, მე ჩემეული ვერსია გავაკეთე ასე რომ ვთქვათ, ანუ რამე კონკრეტულ რეცეპტს არ მივყოლილვარ

Posted by: LUTA 3 Jul 2014, 22:49

გუაკამოლე და კესადია პროშუტოთი love.gif


http://www.radikal.ru


Posted by: Eirene 4 Jul 2014, 15:29
დღეს გავაკეთე ჰარირა http://www.cookingwithalia.com/soups/traditional-moroccan-soup.html
ოღონდ ნიახურის გარეშე
jump.gif
რაც მთავარია დედას მოეწონა და მიხარია biggrin.gif


Posted by: ავგაროზი 4 Jul 2014, 19:42
Blur-ს რატატუის შემხედვარეს მომინდა და
QUOTE
დღეს გავაკეთე

QUOTE
რატატუი

jump.gif ჯერ არ დამიგემოვნებია. სუნით პიცას გავს givi.gif

* * *
ხო... სუნი ბევრად კარგი ჰქონდა biggrin.gif
არ გამომივიდა. სხვა დროს ცოტა სხვანაირად გავაკეთებ, თუ გავკეთებ საერთოდ.
http://radikal.ru/fp/10bb0dd50d7245c78cfa643e6c670a6f

Posted by: ValenTine_Kelly 4 Jul 2014, 22:54
Eirene
QUOTE
რაც მთავარია დედას მოეწონა და მიხარია

ტყუილად ნუ გიხარია,მეც მამხნევებს ხოლმე დედაჩემი იგივე ფრაზით biggrin.gif მაგრამ ხომ ვიცი რომ ტყუილია biggrin.gif

Posted by: Eirene 4 Jul 2014, 22:58
ValenTine_Kelly
მე არასდროს მამხნევებს და იმიტომ მიხარია :დ უფრო პირიქით "ეს რა მოიგონე კიდევ!" , "ამას ქართული მამა-პაპური აჩმა მირჩევნია" - ლაზანიაზე როცა ვიშრომე
რევანი გავაკეთე და "დაასხამ სიროფს და გადასაგდები იქნება" :| სკეპტიკურ და უარყოფით კომენტარებს არ მაკლებს sad.gif

Posted by: Lacrimosa_ 4 Jul 2014, 23:04
ავგაროზი

მე მგონი ცოტა დიდხანს უნდა გქონოდა ქურაში.

Eirene
QUOTE
"ეს რა მოიგონე კიდევ!" , "ამას ქართული მამა-პაპური აჩმა მირჩევნია"

ჩემებიც ეგეთები არიან,
სანამ შეჭამენ, აგიკლებენ საყვედურებით და მერე მოსწონთ.

არადა მე მბეზრდება ერთიდაიგივე საჭმელები და სულ ახალი მინდა

Posted by: Eirene 4 Jul 2014, 23:28
Lacrimosa_
QUOTE
ჩემებიც ეგეთები არიან,
სანამ შეჭამენ, აგიკლებენ საყვედურებით და მერე მოსწონთ.

არადა მე მბეზრდება ერთიდაიგივე საჭმელები და სულ ახალი მინდა

დედაჩემიც ეგრეა, თან გასასინჯად პირველი თვითონ მირბის ხოლმე biggrin.gif

მეც მობეზრებული მაქვს ქართული სამზარეულო.. ახლა აღმოსავლეთს შევუტიე )

Posted by: Lacrimosa_ 4 Jul 2014, 23:36
Eirene
QUOTE
დედაჩემიც ეგრეა, თან გასასინჯად პირველი თვითონ მირბის ხოლმე 

მეც მობეზრებული მაქვს ქართული სამზარეულო.. ახლა აღმოსავლეთს შევუტიე )


მე ყველაზე დიდი მხარდამჭერი დედა მყავს ყველა საკითხში smile.gif

ქართული სამზარეულო მიყვარს მე, უბრალოდ არამხოლოდ ქართული მიყვარს smile.gif

Posted by: ავგაროზი 5 Jul 2014, 00:17
Lacrimosa_
QUOTE
მე მგონი ცოტა დიდხანს უნდა გქონოდა ქურაში.

50 წთ 200 გრადუსზე. რეცეპტში მაქს.30 წუთი ეწერა.


Posted by: Lemon Curd 6 Jul 2014, 00:50
დღეს გავაკეთე იტალიური ნუშის პეჩენიები, LUTA-ს რეცეპტით.
სურათების გადაღებაც არ დამეზარა biggrin.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: mtis_yoili 6 Jul 2014, 03:02

აუუ როგორ მიყვარს ნუშის პეჩენიებიი Lemon Curd
jump.gif

Posted by: tikunia-teiko 6 Jul 2014, 03:26
LUTA

QUOTE
გუაკამოლე და კესადია პროშუტოთი 


ჩემო ოქროსხელება 2kiss.gif love.gif

Posted by: MasterJC 6 Jul 2014, 10:23
ძვირფასო გოგოებო

შეკითხვა მაქვს რა

1. რამდენად გიყვართ რაფაელო
2. სახლში/საკონდიტროში გაკეთებულ რაფაელოზე რა აზრის ხართ?

Posted by: Windmühle 6 Jul 2014, 14:36
Lemon Curd
Lemon Curd
Gmadloobt:*
Ratomgac exla vnaxe dataguli.


P.s es dgevandeliiii

Alublis ,,pani,, var da ra gavaketo biggrin.gif
Kremi mdzime gamovida da chazniqa biskviti ,magram ar vimchnevt ,ra tqma unda biggrin.gif
* * *
Eirene
Lasaniaze vgijdebi ise miyvars da imdenad mimartivebs.
Xshirad vaketeb xolme,bostneulitac da marto yvelitac.
Achmas cxovrebashi agar gavaketeb mgoni,imdenad bevri dro miaqvs da imdenad sawvalebelia.
Ase ,rom nu usmen nuravis da rac shen gixaria ,is gaakete.
Visac ar mowons,sheiwvas kvercxi da mogvarda,ra problemaa yes.gif

MasterJC
1.dzalian ,dzalian,cota naklebkaloriuli rom iyos,upro meyvareboda biggrin.gif

2. ertxel maqvs gasinjuli saxlshi megobris gaketebuli da mshvenieri iyo,me ar micdia jer(kaloriebi biggrin.gif )

Posted by: Blur 7 Jul 2014, 10:28
ავგაროზი
QUOTE
სუნი ბევრად კარგი ჰქონდა
არ გამომივიდა. სხვა დროს ცოტა სხვანაირად გავაკეთებ, თუ გავკეთებ საერთოდ.

უი ცუდია sad.gif მწვანილები არ უქენი? რაღაც სუნელები აქვს მოყრილი ზემოდან ხო?

ესეც ქათმის ფილე ჩაბასთურმებული მაიონეზში და სუნელებში და გამომცხვარი ღუმელში
http://pix.ge/

Posted by: Summer_Rain 7 Jul 2014, 12:05
მეც რატატუი ვცადე გუშინ
მაგრამ ნახევარი საათი 200 გრადუსზე არ ეყო ნამდვილად
არადა არც ისე სქელი ფენები იყო, ყველაფერი თხლად იყო, ოოდნავ სქელი გამომივიდა ყაბაყი
ქვევით ჩვეულებრივ ზეითუნის ზეთი წავუსვი, ყაბაყი, წითელ-მწვანე ბულგარულები, ხახვი პომიდორი და ბადრიჯანი ვანაცვლე
სოუზი მოვასხი პომიდდვრის ნიორით ოხრახუშით რეჰანით და ნივრით შEზავებული
და ნუ არეყო ნახევარი საათი კიარა 50წთ მედო და მაინც არ დარბილდა ყაბაყი და ბადრიჯანი ბოლომდე
გგადმოვიღე ბოლოს ისევ ტაფაზე და იქ ჩავთუშე +10წთ

რა არ გავაკეთე სწორად?

Posted by: Blur 7 Jul 2014, 12:51
Summer_Rain
დრო ნამდვილად არ მახსოვს რამდენი ხანი იყო ღუმელში, თვალზომით ვაცადე, 1 საათამდე იყო ალბათ. ჯერ ეს აწყობილი შევდგი, მერე დავჭერი ახალი პომიდორი წვრილად და თავისი წვენიანად მოვასხი ზემოდან, დაჭყლეტილი ნიორი და მარილი და შავი პილპილიც შევურიე. მწვანილი და წიწაკა ბოლოს მოვაყარე. რომ გამოვიღე უკვე მზა ძირში კარგა ბლომად ქონდა წვენი.
QUOTE
რა არ გავაკეთე სწორად?

შეიძლება ღუმელის ბრალია?

Posted by: Besa 7 Jul 2014, 13:49
Кунжут - სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: Blur 7 Jul 2014, 14:15
Besa
QUOTE
Кунжут - სად შეიძლება შევიძინო?

იგივეა რაც სეზამის მარცვლები, თეთრი კარფურში იყიდება, შავი მეც არ ვიცი smile.gif

Posted by: Besa 7 Jul 2014, 14:20
Blur

მადლობა

Posted by: ავგაროზი 7 Jul 2014, 14:28
Blur
მწვანილი არ მქონდა, დამავიწყდა ყიდვა biggrin.gif სუნელები კი, პროვანსული : ))
მეორე დღეს მომეწონა, ცივი ბევრად მეგემრიელა chups.gif და დავფიქრდიიქნებ ცივად მიირთმევენ ამ კერძს და მე კიდევ ცხელივე არ უნდა მეჭამა?

Posted by: Blur 7 Jul 2014, 15:18
ავგაროზი
QUOTE
დავფიქრდიიქნებ ცივად მიირთმევენ ამ კერძს და მე კიდევ ცხელივე არ უნდა მეჭამა?

ჩვენ ცხლად მივირთვით და როგორც წინა გვერდზე დავწერე ბოსტნეულის მწვადებს რომ აკეთებენ ხოლმე აღარ მახსოვს რა ქვია იმის გემო ქონდა. მწვანილებმა და მწვანე წიწაკამ აშკარად კარგი გემო მისცა. ცივი არ გამისინჯავს აღარ დარჩა biggrin.gif ჩემიც პირველი ცდა იყო, ამიტომ არ ვიცი კიდევ რისი დამატება შეიძლება უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს. რატომღაც გამოცდილი კულინარები დაიკარგნენ და აღარ პოსტავენ

Posted by: chixuaxua 7 Jul 2014, 21:10
ხალხო ერთი ჩაინიკური კითხვა მაქვს biggrin.gif
ტარტი და ტარტალეტკა ერთი და იგივეა? user.gif

Posted by: nia4u 7 Jul 2014, 21:16
ეს რატატუი არის სახეცვლილი აჯაფსანდალი...
უბრალოდ, იმის მაგივრად რომ კოხტად ჩაალაგო, აჯაფსანდალში ყველაფერს ურევ...
რატომ არ უნდა გამოვიდეს, უბრალოდე ვერ ვხვდები...
რა ვიცი აბა smile.gif

Posted by: Lemon Curd 7 Jul 2014, 21:28
mtis_yoili
QUOTE
აუუ როგორ მიყვარს ნუშის პეჩენიებიი Lemon Curd

მეც smile.gif ბევრი გამოვიდა, დახურულ მინის ჭურჭელში მაქვს შენახული და ყოველ დღე უფრო მეტად მომწონს.
გააკეთე იცი არ გამოდგა ძნელი.

Windmühle
ამ ალუბლიან-კრემიან საოცრების რეცეპტი მინდა რა პლს
როცა მოიცლი.

chixuaxua
QUOTE
ტარტი და ტარტალეტკა ერთი და იგივეა?

ცომი ხშირად ერთი და იგივეა ხოლმე კი.
მაგრამ ტარტი არის დიდ ფორმაში, უმეტეს რეცეპტებში გამომცხვარ ტარტს ავსებენ შიგთავსით (ხილით, კრემით. მარილიანი ვარიანტებიცაა, ყველი ბოსტნეული და ა.შ.) და კიდევ აბრუნებენ ღუმელში.

Posted by: ავგაროზი 7 Jul 2014, 21:32
chixuaxua
სახელით კი გავს biggrin.gif
ისე სხვადასხვაა. რაც გამისინჯავს არ გავდნენ ერთმანეთს.

nia4u
ვერ ვიტყოდი რომ აჯეფსანდალია, არც გემოთი გავს.
QUOTE
რატომ არ უნდა გამოვიდეს, უბრალოდე ვერ ვხვდები...

არა, გამოვიდა. მეორე დღეს გადასარევი იყო. უბრალოდ იმ რეცეპტში რითიც გავაკეთე არ იყო გათვალისწინებული რაღაც-რაღაცეები. მაგალითაც ცხობის დრო ბევრად მეტი დასჭირდა.
საკმაზები - ვფიქრობ არა მარტო ზემოდან უნდა მოეყაროს, რადგან ისეა ბოსტნეულ დაწყობილი რომ შიგნით ვერ აღწევს არომატი, ვერ მარილი. ამიტომ იყო მეორე დღეს უფრო გემრიელი.
მცირედ კორექტირებას გავუკეთებ იმ რეცეპტს სხვა დროისთვის და მშვენიერი იქნება.

Posted by: nia4u 7 Jul 2014, 21:43
ავგაროზი
QUOTE
ვერ ვიტყოდი რომ აჯეფსანდალია, არც გემოთი გავს.

შემადგენლობა ვიგულისხმე smile.gif

Posted by: ავგაროზი 7 Jul 2014, 22:07
nia4u
ყაბაყი/ბადრიჯანი, პამიდორი კი, ორივეს აქვს.
აჯეფსანდალს კარტოფილს ვუმატებ და ბულგარულს ვაკლებ. იმ დღის მომზადებული არც ეგ მიყვარს, ცივი მირჩევნია. მომინდა ახლა user.gif


Posted by: rtuli 8 Jul 2014, 04:16
MasterJC
2kiss.gif


პიცები:პროშუტოთი და მეორე ოთხი ყველით love.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: MasterJC 8 Jul 2014, 08:37
QUOTE (rtuli @ 8 Jul 2014, 04:16 )
MasterJC
2kiss.gif


პიცები:პროშუტოთი და მეორე ოთხი ყველით love.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

როგორ ხარ?

სქელ ცომზეა ხო პიცები? რაღაცნაირად ხაწაპურს მაგონებს

გუშინ ვიყავით პომიდორისიმოში
პიცა შევუკვეთეთ
თხელ ცომზე იყო და საშინლად გამიცრუა მოლოდინი
წარმოიდგინეთ თხელი ლავაში
და ზედ ალაგია სხვა ყველაფერი. ცომს რო ვკბეჩდით მარტო ლავაში გვახსენდებოდა
ვერც კიდეები ქონდა ლამაზად

დამეზარა და ფულის დამატებას მომთხოვდნენ. თორემ შევიდოდი და მე გამოვაცხობდი ალბათ
ცომის გემოს რა შეცვლიდა თორე


Rtuli

შენი აზრით პიცა თხელი ცომით უკეთესია თუ სქელით?

მე თხელით მომწონს ძალიან. მაგრამ მგონი ჩვენთან ან ვერ ერკვევიან ან სქელი ურჩევნიათ

Posted by: Blur 8 Jul 2014, 09:52
nia4u
QUOTE
ეს რატატუი არის სახეცვლილი აჯაფსანდალი..

აჯაფსანდალს სხვა გემო აქვს, ამას უფრო ბოსტნეულის მწვადის გემო ქონდა biggrin.gif თან აჯაფსანდალს კარტოფილს და სტაფილოსაც ვუკეთებ, პლიუს ზეთი მაინც თავის გემოს აძლევს.rtuli
QUOTE
პიცები:პროშუტოთი და მეორე ოთხი ყველით

ვაიმე გული წამივიდა, ეს რა სილამაზეა. რა მაგარი ცომია, მაწვნისაა?

Posted by: Egyptian 8 Jul 2014, 16:38
MasterJC
კი არ გიკითხავს ჩემთვის მაგრამ ...... მაინც დავწერ ;დ
სქელზე <3
სქელი ცომი ძალიან უხდება
გარეთ რაც მიჭამია სულ 1 მილიმეტრიანი სისქის ცომებია და ხმელი :უსერ:
პიცას შეგაზიზღებს

Posted by: MasterJC 8 Jul 2014, 18:15
QUOTE (Egyptian @ 8 Jul 2014, 16:38 )
MasterJC
კი არ გიკითხავს ჩემთვის მაგრამ ...... მაინც დავწერ ;დ
სქელზე <3
სქელი ცომი ძალიან უხდება
გარეთ რაც მიჭამია სულ 1 მილიმეტრიანი სისქის ცომებია და ხმელი :უსერ:
პიცას შეგაზიზღებს

მე ყველას ვკითხე smile.gif

ნაღდად? სქელი პურს გავს ტო

Posted by: ავგაროზი 8 Jul 2014, 20:10
MasterJC
რადგან ყველას კითხე ... biggrin.gif

სქელი ცომი პიცს ამერიკული ვარიანტია, რამდენადაც ვიცი.
მე პირადად თხელი ცომით მომწონს, ოღონდ არა გამხმარი გაფიჩინებული და უგემური.
რაც დაწერე, ლავაშის გემო ჰქონდაო, გამისინჯავს მასეთი... რა ვთქვა, პიცის გარდა ყველაფერი იყო.

Posted by: Egyptian 8 Jul 2014, 20:43
MasterJC
არა ძალიან სქელლიც ნუ იქნება
ასე სანტიმეტრობით არვიცი მაგრამ გარეთ რაც მიჭამია
საშინლად თხელი და ხმელი ცომებია

Posted by: rtuli 8 Jul 2014, 21:28
MasterJC
QUOTE
სქელ ცომზეა ხო პიცები? რაღაცნაირად ხაწაპურს მაგონებს

რატომ ხაჭაპურსს?როცა შენ თავად ამბობ რომ
QUOTE
ვერც კიდეები ქონდა ლამაზად

ანუ კიდეები ხომ უნდა ქონდეს პიცას ცოტა ამოწეული smile.gif

პიცა სხვადასხვანაირი არსებობსს,ანუ ცომის სისქეს ვგულისხმობ,ასევე ფორმას ასე რომ ამაზე ვერაფერსს გეტყვი,კლიენტის გემოვნებაზეა დამოკიდებული მოთხოვნაზე....

არ ვარ პიცის ფანი,მივირთმევ როცა მომენატრება ან გამახსენდება smile.gif,მიყვარსს სწორი მომზადებული პიცა,არა ქართული smile.gif,ანუ სიფრიფანა გაფშიკინებული ცომით და გაურკვეველი წარმომავლობის ყველეულით კალბასებით და ა.შ.
წესების დაცვით რომ მოამზადო კარგი ხარისხის პიცა ძვირი სიამოვნებაა smile.gif
კარგიხარისხის ზეითუნის ზეთი+მოცარელას ყველი ნედლი,რომელიც აქ კილო ღირსს 58 ლარი sad.gif
ოთხი ყველის რომ დაამზადო,იქ ბლუ ჩიზი გამოვიყენეთ და პარმეზანის ყველი,ეს ცალკე კატასტროფა ფასებია sad.gif

ხოდა ნაღდად არ მიღირსს რაღაც პიცა დამიჯდეს 100 ლარი.....ხოდა არც არსად ვუკვეთავ რომ გული არ გამისკდეს უხარისხობით sad.gif

ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა ძალიან კარგად თქვა:თუ გინდა ნამდვილი კერძი ევროპული ან ამერიკული დააგემოვნო,იმ ქვეყანაში უნდა მიირთვა.....ხოდა როცა ჩავალ იტალიაში ან ნიუორკში(აქ განსაკუთრებულ პიცას ამზადებენ ) მაშინ სიამოვნებით მივირთმევ ....

ხო რაც შეეხება სისქეს აი ასეთი სისქე ქონდა:
არახაჭაპურული
http://pix.ge/


ეს დღეს მინი ხილის ტარტები:
http://pix.ge/

და ეს ტორტი ატმის,სუპერნატურალის ფანსს დავუმზადე :
http://pix.ge/

Posted by: მერიპოპინს 8 Jul 2014, 21:29
თუ შეგიძლიათ მითხარით სად შეიძლება ვიყიდო (ლობიანის გულის შესანელებლად მინდა)ლიბიოსთვის შებოლილის გემოს მიმცემი სუნელი თუ ესენციაა ზუსტად არ ვიცი smile.gif .დამეხმარეთ რა სასწრწფოდ მჭირდება.

Posted by: MasterJC 8 Jul 2014, 21:35
rtuli
დღეს კომპიდან ვნახე ფოტოები და თხელი ყოფილა. პატარა როა ტელეფონიდან ნანახზე სქელო მომეჩვწნა


მერიპოპინს


რა ჯანდაბად გინდა ეგ ქიმია?
თხევადი კვამლი ქვია. სისი ვერაფერი შვილია
ვერ შეცვლის ბოლომდე გემოს

მაგას სჯობს
სადმე ნახე შებოლილი ღორის ნეკნები
დაწეეი და ჩაუშვი შიგ
საკაიფო გემოს აძლევს


წლების წინ მაქვს ნაწამი და გემო აღარ მახსოვს

სამაგიეროდ მახსოვს რომ აღმაფრთოვანა ეს ლოგიოს მოყვარული კაცი დდ

Posted by: rtuli 8 Jul 2014, 21:37
მერიპოპინს
QUOTE
თუ შეგიძლიათ მითხარით სად შეიძლება ვიყიდო (ლობიანის გულის შესანელებლად მინდა)ლიბიოსთვის შებოლილის გემოს მიმცემი სუნელი თუ ესენციაა ზუსტად არ ვიცი  .დამეხმარეთ რა სასწრწფოდ მჭირდება.

ეგ ქიმია თხევადი ბოლია,თუ სად იყიდება არვიცი...

არ გიცდია შებოლილი ნეკნების,ან შებოლილი სალა ჩაახარშე....

Posted by: მერიპოპინს 8 Jul 2014, 22:01
ეგ ვცადე მაგრამ ის გემო ვერ ჰქონდა,უფრო სწორედ საერთოდ არ ქონდა შებოლილის გემო. არ ვიცი ალბათ სალა არ ვარგოდა და მაგიტომ smile.gif ახლა იმიტომ გადავწყვიტე ეგ რაგაც შემედზინა, პასუხისტვის და რჩევისთვის მადლობა

Posted by: MasterJC 8 Jul 2014, 22:47
QUOTE (მერიპოპინს @ 8 Jul 2014, 22:01 )
ეგ ვცადე მაგრამ ის გემო ვერ ჰქონდა,უფრო სწორედ საერთოდ არ ქონდა შებოლილის გემო. არ ვიცი ალბათ სალა არ ვარგოდა და მაგიტომ smile.gif ახლა იმიტომ გადავწყვიტე ეგ რაგაც შემედზინა, პასუხისტვის და რჩევისთვის მადლობა

სალა? ხორცი სჯობს. ეცადე ხარიახიანი იყიდო და არა მაგ კვამლის სითხით "შებოლილი" თორე გემოს ვერ აიღებს


რაწული ლორითაა უგემრიელესიო გამიგია

Posted by: fermina 9 Jul 2014, 02:44
მერიპოპინს
მგონი ვიღაც წერდა აქ, პასაჟში სუნელების კაცთან ვიყიდეო, ასე მახსოვს.

Posted by: Blur 9 Jul 2014, 10:11
rtuli
QUOTE
რაც შეეხება სისქეს აი ასეთი სისქე ქონდა:

პირველ სურათებში უფრო მსუქო ჩანდა biggrin.gif ძალიან კარგი სისქისაა, ლოკალინოში აკეთებენ ზუსტად ამ სისქის ცომით და ყველაზე მეტად ეგ პიცა მომწონს ქალაქში, გაფშეკილი ლავაშები მართლა სასწაულია. როცა არ დაგეზარება იქნებ ცომის რეცეპტი დაწერო.

რაც შეეხება იტალიაში პიცის ჭამას ჩემი და ისეთი უკმაყოფილო ჩამოვიდა რომიდან, ნორმალური პიცა ვერ ვჭამეო sad.gif ნუ იმ პრინციპით რომ საქართველოშიც ხინკალი ყველგან ერთნაირი არაა სავარაუდოდ ვერ გასინჯა სათანადო ადგილას

Posted by: fiamifero 9 Jul 2014, 12:21
მეგობრებო, ჩინელებს რომ აქვთ fortune cookies, ეგ გვჭირდება 500 ცალი რაღაც ივენთვისთვის. რეცეპტი რომ ვნახე საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია. ვინმეს ხომ არ გაქვთ სურვილი შეკვეთა აიღოთ და გაგვიკეთოთ?

Posted by: MasterJC 9 Jul 2014, 13:48
QUOTE
ეს დღეს მინი ხილის ტარტები:

ღმერთო მეტეორი მესროლე
QUOTE
პირველ სურათებში უფრო მსუქო ჩანდა  ძალიან კარგი სისქისაა

+1
QUOTE
როცა არ დაგეზარება იქნებ ცომის რეცეპტი დაწერო.

თხოვ, გთხოვ რა რთული
დადე პლზ

QUOTE
რაც შეეხება იტალიაში პიცის ჭამას ჩემი და ისეთი უკმაყოფილო ჩამოვიდა რომიდან, ნორმალური პიცა ვერ ვჭამეო  ნუ იმ პრინციპით რომ საქართველოშიც ხინკალი ყველგან ერთნაირი არაა სავარაუდოდ ვერ გასინჯა სათანადო ადგილას

რა დამავიწყებს, ელდეპოს ხინკალზე აბდებდა ხალხი, უნიში რომდ ავდიოდი~
მივედი, 2 ცალი ვჭამე და დამცინოდნენ, ეგაა რო ტრაბახობდი ბევრს ვჭამ ხინკალსო
რანაირად ამეხსნა რომ ხინკლის გარდა ყველაფერი იყო ის

rtuli
Blur
მოსკოვში ასე აკეთებდნენ:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ცომის საზელი აპარატით ვურევდით და მერე ვიყენებდით

მეზარება ამგრამ ვფიქრობ იგივე, ოღOნდ ალბათ ნივრის გარეშე და უფრო მცირე რაოდენობით სახლში ხომა რ ვცადო
ისე, მაინტერესებს

თან იქ ბადეს ვიყენებდით, ზომას და სიმრგვალეს ადვილად არეგულირებ, კიდეებსაც კეცავ უცებ
და ბადით ქვაზე ადვილად იბრაწება
+ ვაფლივით რჩება ნაჩვრეტებისგან ცომს კოკორები
ლამაზია უფრო

Posted by: Britt 9 Jul 2014, 18:08
Blur
QUOTE

რაც შეეხება იტალიაში პიცის ჭამას ჩემი და ისეთი უკმაყოფილო ჩამოვიდა რომიდან, ნორმალური პიცა ვერ ვჭამეო

საცოდაობაა რომში ჩახვიდე და პიცა ჭამო

ისეთი კარგი რამეები აქვთ რომაელებს


პიცა - ღარიბ ნეაპოლში wink.gif biggrin.gif

Posted by: aranormaluri 9 Jul 2014, 18:37
QUOTE (Windmühle @ 6 Jul 2014, 14:36 )
Lemon Curd
Lemon Curd
Gmadloobt:*
Ratomgac exla vnaxe dataguli.


P.s es dgevandeliiii

Alublis ,,pani,, var da ra gavaketo biggrin.gif
Kremi mdzime gamovida da chazniqa biskviti ,magram ar vimchnevt ,ra tqma unda biggrin.gif
* * *
Eirene
Lasaniaze vgijdebi ise miyvars da imdenad mimartivebs.
Xshirad vaketeb xolme,bostneulitac da marto yvelitac.
Achmas cxovrebashi agar gavaketeb mgoni,imdenad bevri dro miaqvs da imdenad sawvalebelia.
Ase ,rom nu usmen nuravis da rac shen gixaria ,is gaakete.
Visac ar mowons,sheiwvas kvercxi da mogvarda,ra problemaa yes.gif

MasterJC
1.dzalian ,dzalian,cota naklebkaloriuli rom iyos,upro meyvareboda biggrin.gif

2. ertxel maqvs gasinjuli saxlshi megobris gaketebuli da mshvenieri iyo,me ar micdia jer(kaloriebi biggrin.gif )

და მაღაზიაში ნაყიდ სამ ევროიან გაყინულ ნამცხვრებს რომ დებ ის არ შევიმჩნიოთ? biggrin.gif

რა დამთხვევაა, ჩემიც ჩაიზნიქა lol.gif
http://www.radikal.ru

Posted by: Windmühle 9 Jul 2014, 19:14
QUOTE (aranormaluri @ 9 Jul 2014, 18:37 )
QUOTE (Windmühle @ 6 Jul 2014, 14:36 )
Lemon Curd
Lemon Curd
Gmadloobt:*
Ratomgac exla vnaxe dataguli.


P.s es dgevandeliiii

Alublis ,,pani,, var da ra gavaketo biggrin.gif
Kremi mdzime gamovida da chazniqa biskviti ,magram ar vimchnevt ,ra tqma unda biggrin.gif
* * *
Eirene
Lasaniaze vgijdebi ise miyvars da imdenad mimartivebs.
Xshirad vaketeb xolme,bostneulitac da marto yvelitac.
Achmas cxovrebashi agar gavaketeb mgoni,imdenad bevri dro miaqvs da imdenad sawvalebelia.
Ase ,rom nu usmen nuravis da rac shen gixaria ,is gaakete.
Visac ar mowons,sheiwvas kvercxi da mogvarda,ra problemaa yes.gif

MasterJC
1.dzalian ,dzalian,cota naklebkaloriuli rom iyos,upro meyvareboda biggrin.gif

2. ertxel maqvs gasinjuli saxlshi megobris gaketebuli da mshvenieri iyo,me ar micdia jer(kaloriebi biggrin.gif )

და მაღაზიაში ნაყიდ სამ ევროიან გაყინულ ნამცხვრებს რომ დებ ის არ შევიმჩნიოთ? biggrin.gif

რა დამთხვევაა, ჩემიც ჩაიზნიქა lol.gif
http://www.radikal.ru

Nw ,shegidzlia sheimchnio.

Shevcdi,cota mimwvari da mere apxekili dziric unda gadamego albat)))

P.s mag namcxvrebs jelatini aqvs yvelas,me vegetarianeli var da ar vcham,torem arc moviklavdi saxlshi mageebis ketebit tavs )))))

P.s.s romel qalaqshi xar?

Posted by: Windmühle 9 Jul 2014, 19:20
esec rom ar gaofdes imisTvis.

Xval gavaketeb meored.

boli.gif

Posted by: Windmühle 9 Jul 2014, 19:45
აი რეცეპტიც.

ბოსკვიტი სამ კვერცხიანი გავაკეთე ,ეს კი იცით და აღარ დავწერ.
ჩვეულებრივი და დავნამე ცოტა ალუბლის წვენიტ.

კრემი მოხარშული გავაკეთე ასე:

1 ჭ. Fქვილი
2.ჭ შაქარი
3.ჭ რძე.
გავთქვიფე კარგად და მერე წამოვადუღე.

შევურიე 200 გრ რამა,რომელიც ყვითელია და საკმაოდ რაგაცნაირი ფერი.

ბისკვიტი დავნამე ალუბლის წვენიტ.
ჩოტა კი გადმოვადუგე შაქართან ერად და დავუმატე რამდენიმე კოვზი,მგონი 3 ს.კ შაქარი და რომ გაცივდა ეს ალუბლები ამოვავლე შესქელებულ ალუბლის წვენსჰი და ისე გადავიტანე ბისკვიტზე,თან რომ წამოდუღდა ალკოჰოლის გემოც ჰქონდა თავისთავად.

და თავზე კი ტხლად კარამელია,რომელსაც პაკეტებს ვყიდულობ და უბრალოდ წყალში ვხსნი და ვადუღებ.

ესაა და ეს.
მარტივია ძალიან თან ჟელატინის გარეშე,რომელსაც ვერ ვიტან.

sul esaa))))Lemon Curd

Posted by: Lemon Curd 10 Jul 2014, 00:16
Windmühle
QUOTE
Nw ,shegidzlia sheimchnio.

Shevcdi,cota mimwvari da mere apxekili dziric unda gadamego albat)))

P.s mag namcxvrebs jelatini aqvs yvelas,me vegetarianeli var da ar vcham,torem arc moviklavdi saxlshi mageebis ketebit tavs )))))


მდა.. ეჭვიც არ შემეპარებოდა, aranormaluri-ს ფოტო რომ არ დაედო... აი უბრალოდ აზრად არ მომივიდოდა, რომ მაღაზიის ნამცხვრის ფოტო შეიძლება ყოფილიყო.
მადლობის მეტი რა მეთქმის, რეცეპტი გთხოვე და გამიზიარე, მაგრამ ეგ რეცეპტიც რომ არ გავს ფოტოზე დადებულ ნამცხვარს? ბისკვიტის ცომიო, წერ, არადა ტარტის ცომს გავს, ფხვიერს. კრემს კი რამას ვინ ათქვიფავს შუაგულ გერმანიაში? პუდინგის კრემი რომ გეთქვა, კიდე მივხვდებოდი.
დავგუგლე კიდეც და გუტ უნდ გუენსტიგის ნამცხვარის ტყუპისცალია შენი ნამცხვარი, 3 ევროიანი, გაყინული რომ იყიდება ედეკაში... ჟელატინი არ აქვს იმ ნამცხვარს რაც იყიდება ეჭვი მაქვს, პუდინგის კრემით ყოფილა და შესაბამისად, სახამებელითაა შესქელებული...
მოკლედ, ბოდიშს გიხდი, თუ დაუმსახურებლად გწამებ ცილს, მაგრამ გული მეუბნება, რომ ნაყიდი ნამცხვარია და მაგას რომ თავი დავანებო, რაღაც უცნაურ რეცეპტს მწერ, რითიც ეს ნამცხავრი არშკარად არ გამომივიდოდა biggrin.gif aranormaluri-ს ფოტოც რომ არ მენახა, მივხვდებოდი რომ მაგ რეცეპტით შენს ფოტოზე დადებული ნამცხვარი არ გამოვიდოდა, მასეთი გამოუცდელიც არ ვარ.
ამ ლინკზეა ''შენი'' ნამცხვრის ტყუპისცალი http://www.google.de/imgres?imgurl=http%3A%2F%2Fwww.discounter-preisvergleich.de%2Fbilder%2Fprodukte%2F6592%2F6592_2012-07-13-18-14-18.jpg&imgrefurl=http%3A%2F%2Fwww.discounter-preisvergleich.de%2FPudding-Kirschkuchen-EDEKA-6592.html&h=250&w=265&tbnid=MuHhmf_q1iH7sM%3A&zoom=1&docid=2RmjNufjPBqg1M&ei=xZ29U4_rHOmr7AaL1oHoCQ&tbm=isch&iact=rc&uact=3&dur=378&page=1&start=0&ndsp=20&ved=0CDEQrQMwBQ

Posted by: nia4u 10 Jul 2014, 00:42
ესე იგი, ჩემს გაოცებას არ აქვს საზღვარი!...

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 00:54
არა რააა,უნდა გავაკეტო biggrin.gif

რა გაოცება გამომიწვევია ))))))



იმიტომ არა რომ ,,თავს ვიმართლებ,, biggrin.gif

ხვალ სხვას ვაპირებდი,არაუშავს ამას გავაკეთებ ისევ biggrin.gif

დაახლოებით მაგ პუდინგის ვარიანტია ზუსტად.

მაგრამ მე შევცვალე და ზუსტად გერმანიაში რამას ,რომ არავინ იყენებს,მე გამოვიყენე.

ეგ არაფერი მოკლედ ,არ მეზარება,გავაკეთებ ისევ))))))

Lemon Curd
nia4u

P.s es ki dgevandeli lazania ,pomidvrit,cukinit,gerkulesit da yvelit.

Posted by: @-MARIE-@ 10 Jul 2014, 01:08
Windmühle
QUOTE
არა რააა,უნდა გავაკეტო biggrin.gif

რა გაოცება გამომიწვევია ))))))



იმიტომ არა რომ ,,თავს ვიმართლებ,, biggrin.gif

ამდენ ტყუილებს და ვითომ სიცილს არ გირჩევნია რომ საერთოდ გაჩუმდე და აღარ დაპოსტო ?
მარტო ამ თემაში კი არა,, სხვაგანაც ყველგან ძალიან სასაცილოდ გამოიყურები ხოლმე, ნეტა შენი თავისთვის შეგახედა სხვისი თვალით.
cry.gif

Posted by: Sally1 10 Jul 2014, 01:10
ნიკორაში იყიდება გაყინული მზა ჩიზქეიქი , ვინმემ იცით როგორია , ღიირს ყიდვა ? smile.gif

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 01:11
რადგან შენ მეტყვი,აუცილებლად აღარ დავპოსტავ )))

@-MARIE-@

Posted by: narkozeli 10 Jul 2014, 01:54
Windmühle
ოქროს ხელებიანი გოგო ხარ yes.gif


2kiss.gif

Posted by: Lemon Curd 10 Jul 2014, 02:02
Windmühle
QUOTE
არა რააა,უნდა გავაკეტო

რა გაოცება გამომიწვევია ))))))



იმიტომ არა რომ ,,თავს ვიმართლებ,,

ხვალ სხვას ვაპირებდი,არაუშავს ამას გავაკეთებ ისევ

დაახლოებით მაგ პუდინგის ვარიანტია ზუსტად.

მაგრამ მე შევცვალე და ზუსტად გერმანიაში რამას ,რომ არავინ იყენებს,მე გამოვიყენე.

ეგ არაფერი მოკლედ ,არ მეზარება,გავაკეთებ ისევ))))))


შენი ნებაა... არ ვაპირებ არაფრის მტკიცებას.
წარმატებები

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 02:39
არც მე ვაპირებ თქვენთვის (შენთვის) რამის მტკიცებას.
არც ჩემთვის არააა გამოცხობა ასევე პრობლემა.
უბრალოდ,სურათზე რომ ეგეთია და კოლოფში და ორიგინალ რეცეპტში,მეც არ ვიყავი ვალდებული იგივე გამეკეთებინა. მეც სურათით ვნახე ,სიზმარში რეცეპტებს და სურათებს არავინ ვნახულობთ მგონი.))))
ამიტომ როგორც მე გამიადვილდა ისე გავაკეთე.
და რამას ვინ ათქვიფავს შუაგულ გერმანიაში,ალბათ მარტო მე,მაგის მეტი არაფერი მქონდა სახლში უბრალოდ.

თქვენ კი გმადლობთ ,საკუთარი აზრის გამოხატვას პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე რომ ახერხებთ.
დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ კარგ რეცეპტს ვისწავლი თქვენგან.

საუკეთესო სურვილებით ... 2kiss.gif

Lemon Curd

narkozeli
Shuebi 2kiss.gif

Posted by: Blur 10 Jul 2014, 10:13
Britt
არ ვიცი არც რომში ვარ ნამყოფი და არც ნეაპოლში, მაგრამ იტალიაში სადმე რომ მოვხვდე ალბათ წესის გულისთვის მაინც გავსინჯავ პიცას biggrin.gif

Posted by: Britt 10 Jul 2014, 13:56
Blur
QUOTE
არ ვიცი არც რომში ვარ ნამყოფი და არც ნეაპოლში, მაგრამ იტალიაში სადმე რომ მოვხვდე ალბათ წესის გულისთვის მაინც გავსინჯავ პიცას

up.gif

და ნაყინს biggrin.gif

მარა ნეაპოლისნაირს იშვიათად სხვაგან

მარგარიტა, ნაღდი პიცა

Posted by: @-MARIE-@ 10 Jul 2014, 14:16
Windmühle
QUOTE
უბრალოდ,სურათზე რომ ეგეთია და  კოლოფში და ორიგინალ რეცეპტში,მეც არ ვიყავი ვალდებული იგივე გამეკეთებინა. მეც სურათით ვნახე ,სიზმარში რეცეპტებს და სურათებს არავინ ვნახულობთ მგონი.))))

ანუ ედეკას ნამცხვრის სურათი ნახე, ის იყო შენი შთაგონების წყარო. მერე ცომის და კრემის რეცეპტიც შენებურად შეცვალე, და მაინც ის გამოვიდა რაც ედეკას კოლოფში იდო არა ?
მართლაც რომ ჯადოქარი ყოფილხარ. lol.gif

Posted by: iren765 10 Jul 2014, 16:09
rtuli
QUOTE
არახაჭაპურული



ეს დღეს მინი ხილის ტარტები:


და ეს ტორტი ატმის,სუპერნატურალის ფანსს დავუმზადე :



ყველაფერი, რასაც თქვენ ამზადებთ ძალიან ლამაზია! გისურვებთ ბედნიერებას,ამაღლებულ განწყობას ,რომ დიდხანს აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე!

Posted by: ავგაროზი 10 Jul 2014, 17:30
@-MARIE-@
Lemon Curd
aranormaluri
მაგ ნამცხვრის გაკეთებას რა უნდა? მეც გამიკეთებია, ოღონდ მოცხარის და ვიზუალით რა უნდა გაარჩიო? ისიც ასე "დაკოპლილი" იყო ზემოდან. საცხობებშიც რამდენი იყიდება მასეთი. ყველა გაყინულს ყიდის?
აზრზე არ ვარ ვინ რას როგორ აკეთებს, უბრალოდ აღვნიშნე რომ მარტივი ნამცხვარია. ასე რომ გასაკვირი მის გამოცხობაში არაფერია.
* * *
rtuli
მინი ტარტების რეცეპტი მითხარით რა love.gif

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 17:45
რადგან საყოველთაო ინტერესი გამოიწვია ჩემმა ,,სამ ევროიანმა!,, ნამცხვარმა,რა თქმა უნდა,არ დამეზარა და გავაკეთე მეორედ.

რათა დარწმუნდეთ თუ რა მარტივი მოსამზადებელი და საჭმელია.

მოკლეედ ყველაფერი დეტალურად)))))))

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 17:48
დავიწყეთ ბისკვიტით და არა ტარტის მომზადებით))
ამჯერად სამ კვერცხიანი მარტივი ბისკვითი,3.ს.კ შაქრით და ფქვილით ))))

მოკლედ ტრადიციული ბისკვიტი)))))))


Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 17:52
ამოვიყვანეთ ცილა,ამას ვაკეთებ ყოველთვის ხელით და არა მიქსერით,დედის სკოლა))))

უფრო უკეთესი გამოდისო))) ალბათ ცრურწმენააა,მაგრამ ვენდობი love.gif

შემდეგ ვამატებთ სათითაოდ კვერცხის გულებს,შაქარს და გაცრილ ფქვილს,და ასევე ვანილს და პუდინგის ფქვილს.(არ ჭირდებაო,მაგრამ მე მაინც ვუმატებ ცოტას,მგონია უკეთესი გამოდის.)

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 17:57
შემდგომ უკვე ხის კოვზით მოვურევთ და გადავიტანთ კარაქწასმულ ,,რამა,, გამოვიყენეთ ისევ შუაგულ ევროპაში biggrin.gif კალკადაფენილ (მგონი სწორად ვთქვი biggrin.gif ) ფორმაში .


Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:00
ააააააააი უფრო დაწვრილებით და მეტი თვალსაჩინოებისათვის.

ისევ ყალიბის ფოტო ,აქ უკვე კალკით და დანამომარჯვებული ფორმის ამოსაჭრელად biggrin.gif


Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:05
და საბოლოოოოოოოდ ,აღსრულდა biggrin.gif გადავიტანეთ ფორმაში და შევაბრძანეთ ქურაში გამოსაცხობად.


Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:10
აააააააიიიი აქ კი ველოდებით ნამდვილად და ცხოვრებაში პირველად ბისკვიტი არ ჩამვარდნია,მაგრამ 35 წთ ბევრი მოუვიდა,წინაზე 4 კვერცხიანი გავაჩერე 40 წთ და საკმაოდ მიიწვა გვერდებზეც და ძირზეც და შუაგულში ჩავარდა,მე კი მოვაკელი 5 წთ,მაგრამ მაინც მიიწვა გვერდებზე,ამიტომ ჩამოვაჭერი გვერდები უპრობლემოდ.
თან თქვენც დაინახავთ რომ ბისკვიტია და არა სხვა რამე.
მოკლედ არ მინერვიულია დიდ ად))))

Posted by: ავგაროზი 10 Jul 2014, 18:15
Windmühle
რატომ წვალობ? ვისაც რამე პრობლემა აქვს აქეთ უნდა წუხდებოდეს და გიმტკიცებდეს.


-
გუშინ გავაკეთე ბოსტნეულის მარტივი სუპი: რა ბოსტნეულიც მგოვეპოვება მაცივარში, ვრეცხავთ, ვჭრით ვყრით ქვაბში, ვხარშავთ. ვანელებთ საკმაზებით, მარილით, მწვანილით. სუპიც მზადაა : ))

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:16
ამასობაში დავიწყეთ უკვე მოხარშული კრემის მომზადება.
დავწერე კიდეც,წინაზე 3 ჭიქა რძით გავაკეთე,მაგრამ ნახევარი ზედმეტი იყო,ამიტომ ახლა 1,5 ჭიქა რძით გავაკეთე.


აქვე ავღნიშნოთ ,რომ ვიყენებ მხოლოდ Fოლქორნმელ-ს ,რომელიც შედარებით მუქია,მაგრამ სასარგებლო.

თუ დააკვირდებით ყველა გამოყენებული პროდუქტი არის ბიო,სხვას არ ვჭამთ ,თუ არსებობს ბიოც.

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:22
და აი ისიც biggrin.gif

ყვითელი რამა ,შუაგულ გერმანიაში რომ არავინ იყენებს Iსააც ეს.

მეორედ არც მე ვაპირებდი გამოყენებას,მაგრამ ჩვენი ძვირფასი თანაფორუმელების გამო ,ბევრ ,,მსხვერპლს ,, გაიღებს კაცი biggrin.gif

პ.ს არა ,არ ვწვალობ,იდეაში არც მეორედ უნდა გამეკეთებინა და არც სურათებს უნდა ვტვირთავდე,მაგრამ როგორც მიწოდეს,საცოდავი ვარ და ჭკუა ას მომეკითხება, თან მოცლილი და სამსახურისკენ მიმავალ გზაზეც ცოტათი ვერთობი ))))))
ავგაროზი

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:28
აი ,ახლა კი შევათქვიფეთ რამა და მოხარშული კრემი ,დავამატეთ 1.ს.კ პორტვეინი და ვანილი,გავთქვიფეთ მიქსერით და შემდგომ შევდეთ მაცივარში ,საყინულეში ))))

ჩემი სახლის საყინულეში და არა მაღაზიის )))))))

amasobaSi ki Cveni gverdeb mimwvari da Semdeg gverdebCamoWrili biskviti davnameT alublis wveniT da movamagreT rkinis yalibi zed.

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:33
ამის შემდგომ კი უკვე განვალცალკევეთ ალუბალი ნაყოფი და წვენი ერთმანეთისგან.

წვენით ,შაქრით და ფხვნილის სახელი დამავიწყდა ,ჯელატინს ,რომ გავს ,მაგრამ ჟელატინი რომ არააა იმიტ (მოგეხსენებათ მე ვეგეტარიანელი ვარ და ჟელატინს არ ვჭამ და ზუსტად ჟელატინის გამო არ ვყიდულობ მზა ნამცხვრებს) მოვამზადებთ თავზე მოსასხმელ ,,ჟელატინისებურ,, მასას.

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:37
ამის შემდგომ უკვე გამოვიღეთ მაცივრიდან კრემი ,წავუსვით გვერდებ მიმწვარ მაგრამ სამაგიეროდ არაგულჩავარდნილ ბისკვიტს biggrin.gif და შემოვალაგეთ ალუბლის ნაყოფი თავზე.
გამოვიდა დამარცვლილი ჩვეულებრივად ))))

Posted by: ^Nos_ka 10 Jul 2014, 18:41
Windmühle
დაიცა, მოვლენ და გამოგხრავენ მაინც : )))
ოღონდ ვიღაცას უკირკიტონ და აკრიტიკონ :/
კარგია 2kiss.gif რა Fირმის ბიოს ყიდულობ?

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:41
შემდგომ უკვე ალუბლის წვენით მოვამზადებთ ჟელატინისებურ მასსას,თავზე მოსასხმელად.
ესეც ძალიან მარტივად მოკლედ.
გადმოდუღებულ ალუბალს თან ალკოჰოლიც დაკრავს და საერთოდ სხვა ტორეტებიც დამიდია აქ ჩემი !!! Gაკეთებული ალუბლით და ყველაზე მეტად მიყვარს.

Posted by: tikusha 10 Jul 2014, 18:43
Windmühle
კარგი გოგო ხარ smile.gif smile.gif

Posted by: Sally1 10 Jul 2014, 18:43
Windmühle რაღაც უნდა გკითხო უცხო ადამიანების აზრს რატო ანიჭებ ასეთ დიდ მნიშვნელობას ? ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს . მე შენს ადგილას არ დავიწყებდი ვიღაცეების გულიზე თავის მართლებებს და დეტალურად სურათების ატვირთვებს smile.gif პ.ს მართლაც გემრიელობებს აკეთებ სტეიკი მომეწონა განსაკუთრებით smile.gif

Posted by: stasia 10 Jul 2014, 18:50
ვააახ გოგოს გააკეთებინეს თავიდან ნამცხვარი biggrin.gif

აი თუნდაც ნაყიდის ფოტო დაედო რააა მერე


Windmühle

შენც კაი მოცლილი ხარ givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 18:51
ამის შემდგომ კი უკვე ალაგ-ალაგ მოვასხავთ ამ ,,ჟელატინისებრ,, მასას ალუბლებს.

da ai isic mzad aris.
samsaxurSi magviandeboda da karamelis mosma tu wasma ver movaswari da patiebas vitxov.
amasTan wina fotoshi aLubals gaSvebuli hqonda feri da es imis damsaxureba iyo,rom ramdenime saati iyo gacherebuli.
Drois uqonlobis gamo namdvilad ver davucdidi amas.
Biskviti ar chamvardnia da kargi gogo var,
Gverdebi mimewva da 22 wlis ,,bavshvs,, mepatieba imedia,tu ar mepatieba ,tqven iyavit kargad))))



P.s არააა,მართლა არ მაქვს ის მომენტი ,რომ ვიღაცას რაღაცას ვუმტკიცებ,
აქამდეც უამრავი რამე გამიკეთებია და სურათებიც დამიდია,
უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით მე ყოველთვის სამართლიანად ,,ვიბრძვი,, და ადამიანს არ ვახტები მატყუარა და საცოდავი ხარო.
ესაა განსხვავება ჩვენ შორის,თორემ გულით ხომ ისედაც ყველანი კარგები ვართ )))

ბიოს ძირითადად ქაუფლანდში კლასიკისას ვყიდულობ ხოლმე ,სამსახურის გვერდითაა ჩემთან და ეგ მიადვილდება ტერიტორიულად ,მაგრამ ბოლოს ჩემებმა სხვა რძე მომიტანეს ,აი ფოტოებშიც ჩანს და ეგ მგონი სჯობს,სახლში მივალ და გადავუღებ კარგად ფოტოს და გაჩვენებ:*
^Nos_ka
* * *
tikusha
Gmadlob :*

Sally1
Gmadlob shenc :*
Steiki me ar michamia,magram tqves kargi iyoo ravici biggrin.gif
Vendobi chems ojaxis bichebs biggrin.gif

stasia
Ranairi moclili samsaxurshi mivdivar (((
Vxumrob biggrin.gif Sheichmeba araaa problema biggrin.gif




Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 19:06
Eს კი დღეს ნაყიდი ლიმონათის მოსამზადებელი ,,კოლბა,, biggrin.gif

ძალიან კარგი გამოვიდა,დზალიან ,თან ვიზუალურად მომწონს ))))

ეხლა კი ბოლოჯერ დავწერ ამ თემაზე ,
თუ დაიწყებთ შერლოკ ჰოლმსობას და სანტიმეტრებში ზომას,მე დაგასწარით და პასი ვთქვი უკვე.
ისედაც დავალებული ვარ თქვენგან.
მეორეც ყველა სადღაც ნახულობს ღეცეპტსაც და ფოტოსაც და მე ნუ მომთხოვთ მაინცდამაინც სიზმარში ნაზვას და ჯადოქრობას.

მე არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა არასდროს!!! და ნურც თქვენ იზამთ ამას,ლამის დედისტოლა ხალხი პოსტავთ ბევრნი.

საუკეთესო სურვილებით სოფო ))))

Posted by: მარიამ_მ 10 Jul 2014, 19:12
Windmühle
სოფოოო სასწაული გოგო ხარ შენ <3

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 19:14
მარიამოოოოო
შენ კიდევ ლამაზიიიიიი love.gif

მარიამ_მ

Posted by: Lemon Curd 10 Jul 2014, 19:15
Windmühle
შენ ვინ ყოფილხარ lol.gif lol.gif
რას იწვალე ნეტავ ამდენი.
გეთქვა, ვისაც არ გჯერათ, იყიდეთ ედეკას ნამცხვრებიო და მაგით დამთავრდებოდა.
რადგან ამდენი იწვალე, იძულებული ვარ, გამოგეპასუხო.
აი ობიექტურად შეაფასე:
ეს შენი წინა სკანდალური biggrin.gif ფოტო
http://www.radikal.ru
ეს ედეკას ტარტის ფოტო
http://www.radikal.ru
და ეს დღეს რაც დადე მსგავსი
http://www.radikal.ru

სულ არ ვაპირებდი კამათს, მოგწერე კიდეც, სხვათაშორის ყოველგვარი ცინიზმის გარეშე.
მაგრამ რადგან ასე გაისარჯე, აჰა ბატონო.
ობიექტურად შეაფასე აბა, რომელი უფრო გავს ერთმანეთს.

QUOTE
არააა,მართლა არ მაქვს ის მომენტი ,რომ ვიღაცას რაღაცას ვუმტკიცებ,
აქამდეც უამრავი რამე გამიკეთებია და სურათებიც დამიდია,
უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით მე ყოველთვის სამართლიანად ,,ვიბრძვი,, და ადამიანს არ ვახტები მატყუარა და საცოდავი ხარო.


იმედია ეს ჩემზე არ ვრცელდება. კორექტულად და ზრდილობიანად მოგმართე მგონი, ბოდიშიც მოვიხადე წინასწარ თუ ვცდებიმეთქი...
ეხლა კი მართლა მოვრჩი კამათს და განხილვას და ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს.
სად მაქვს თქვენი თავი, ათასში ერთხელ ტვინის გასანიავებლად შემოვდივარ...

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 19:31
მართლა ამოვწურე მე ეს თემა,სხვა იუზერის მიმართ იყო ნათქვამი ის დაციტირებული.

თქვენ კი გმადლობთ ასევე ჩემი პოსტების ნახვის გამო და მანამდეც ძალიან ბევრჯერ შექებისათვის. 2kiss.gif

Lemon Curd

Posted by: nia4u 10 Jul 2014, 20:12
Windmühle
ჩემმა გაოცებამ იმატა biggrin.gif
თუმცა მეორე ჯერზე მაინც სხვანაირი გამოგივიდა wink.gif
2kiss.gif

ჰოდა, რა მინდოდა კიდევ რომ მეთქვა...
არავის გვაქვს ისეთი დალხენილი ცხოვრება, რომ ყოველ დღე და ყოველ ჯერზე ჩვენი კერძები რესტორნისას გავდეს,
ამის არც დრო აქვს ბევრს და არც ფინანსური საშუალება!
მახსოვს აქ ძალიან კარგი კულინარების დადებული თუნდაც უსურათო პოსტები "დღეს მაკარონი მოვხარშე" ან "დღეს კვერცხი შევწვი"...
ისეთი პოსტებიც მახსოვს "ზუსტად ასეთი გამოვიდა და სურათი აღარ გადავუღე, სიტყვაზე მენდეთო"...
მერე რა!
არც არავის გაკვირვებია და არც არავის გაუკიცხია!...
20 წელზე მეტია, რაც ტორტის ცხობა ვისწავლე, მაგრამ ახლაც შეიძლება ვიყიდო ტორტი ან გაყინული პელმენი ანდა მზა ფენოვანი ცომი...
მერე რა? ეს ჩვენმა არეულმა, დატვირთულმა და გადარეულმა ცხოვრების რეჟიმმა და სტილმა მოიტანა,
ამისთვის ვერავინ ვერავის გაკიცხავს და არც დასამალია ამაში არაფერი...
მე მახსოვს შენი ბიძაშვილის დაბდღის გემრიელობები, მახსოვს შენი არაჩვეულებრივი ნახელავები და მომწონს შენი მონდომება და ხალისი...
მაგრამ სამსახურიდან მოსულები, დაღლილები და შეშლილი ქალაქის ხმაურით გაბრუებულები
ხანდახან გაყინულ ნამცხვარს თუ შევჭამთ, ნახევარი საქართველოც ვერ გაიგებს, არამცთუ ევროპა!
2kiss.gif

Posted by: aranormaluri 10 Jul 2014, 21:06

Windmühle
ვა, პირველ ჯერზე როგორი კოპწია გამოგივიდა და ეხლ არატომ არის ესე მოჯღანული?
კარგი, გავიგეთ რომ ოქროს ხელები გაქვს და ტორტებს აცხობ. თუ ეს სტატუსი უეჭველი გჭირდება და თან იმ დონეზე რომ გაყალბებას მიმართავ, მაშინ დაგიჯერებთ, შენ ოღონდ უარესები აღარ ქნა.

nia4u
QUOTE
20 წელზე მეტია, რაც ტორტის ცხობა ვისწავლე, მაგრამ ახლაც შეიძლება ვიყიდო ტორტი ან გაყინული პელმენი ანდა მზა ფენოვანი ცომი...
მერე რა? ეს ჩვენმა არეულმა, დატვირთულმა და გადარეულმა ცხოვრების რეჟიმმა და სტილმა მოიტანა,

ძალიან სხვაგან ხარ smile.gif
გაყინულის ყიდვა სირცხვილი არ არის. გაყინულს რომ გამოადნობ, ფოტოს გადაუღებ და მერე ტყუილ რეცეპტებს არიგებ, ეს ნამდვილად სირცხვილია. როგორც უკვე აღნიშნე ინგრედიენტები ისეთი იაფი არ არის რომ არასწორი რეცეპტის გამო გააფუჭო. არც არავის უნდა დროის ტყუილი ხარჯვა.

Posted by: ინფინიტი 10 Jul 2014, 21:18
^Nos_ka
QUOTE
აიცა, მოვლენ და გამოგხრავენ მაინც : )))
ოღონდ ვიღაცას უკირკიტონ და აკრიტიკონ :/

ფანქრით უნდა გქონდეს მიხატული თვალები, რომ ვერ დაინახო და მოტვინო, რაშია საქმე და ყველაფერი ცილისწამებად და კირკიტად მონათლო givi.gif


Windmühle
პირველი ორი ნამცხავრი არის იდენტური, წყლის ორი წვეთივით და არ უნდა ბევრი ბოდვა ამას. მესამე კი არის საერთოდ სხვა რამ . მაიმუნს რომ აჩვენო, ის დაგიდებს ხელს, რომელი ორია აბსოლუტურად ერთნაირი)
ამიტომ აი ამდენ სისულელეს და თვალებში ნაცრის შეყრას, რამაც უარესი ხარხარი და ქირქილი გამოიწვია, გაცილებით სჯობდა, ხუმრობაში გაგეტარებინა, ხო, რა იყო, თავის მოწონება მინდოდა და არ შემარგეთ-თქო, რამდენიმე კაცი გაიცინებდა და დამთავრდებოდა მაგით. ყველას უტქვამს რაღაც ტყუილი, თუნც უმნიშვნელო, ყველას ერთხელ მაინც თავის მოწონების მიზნით რაღაც გაუკეთებია და ბოლოს, ყველას დაუშვია შეცდომა, ასე რომ არც პირველი იქნებოდი და არც უკანასკნელი. ახლა კი , უარესად ნერვებზე შლი ხალხს მაწონზე "შავიას" ძახილით.


Posted by: nia4u 10 Jul 2014, 21:30
aranormaluri
QUOTE
ძალიან სხვაგან ხარ

შეიძლება, მაგრამ შენთვის არ დამიწერია და გამგებმა გაიგო...
გარდა ამისა, თუ წესიერად წაიკითხე რაც მიწერია, ესე იგი, აზრის გამოტანა გიჭირს, რადგან მაინც მედავები...
მაგრამ მე გაყინული ნამცხვრის ფოტოზე მეტად ის მაოცებს, ამ თემაში ვიღაცის "გასაშავებლად" რომ გვეწვიე,
თორემ მანამდე კულინარიის განყოფილებაში მგონი არ დაგიპოსტავს საერთოდ...
და არ გეზარება? biggrin.gif
და საერთოდ, ისეთ ნიკებს ვხედავ, საერთოდ რომ არ მინახავს ამ განყოფილებაში და ეს რაღაცაზე მიუთითებს აშკარად! yes.gif
პ.ს. რეცეპტში ისეთი არაფერი ეწერა, რომ ინგრედიენტები გადასაყრელი გამხდარიყო...

Posted by: aranormaluri 10 Jul 2014, 21:51
nia4u
ამ თემაში ყოველ დღე შემოვდივარ. ალაგ-ალაგ ვპოსტავ კიდეც yes.gif
გაშავება არც მქონია გეგმაში, უბრალოდ მაგ ნამცხვარს როგორც ჭრელ ძაღლს ისე სცნობენ გერმანიაში. ყველა მაღაზიაში დევს სეზონზე. მეც შემიძლია გამოვადნო და წავიღო სადმე დაბ. დღეზე თან ვამტკიცო ჩემი გამოცხობილია-თქო. სირცხვილია. ყველამ იცის ეგ რა ნამცხვარია. ვიღაცამ ხომ უნდა მიუთითოს და უთხრას. მერე რა თუ სწერვა გამოვედი biggrin.gif


Posted by: @-MARIE-@ 10 Jul 2014, 21:54
არა რა, არ გატყდა მაინც. biggrin.gif
nia4u
QUOTE
და საერთოდ, ისეთ ნიკებს ვხედავ, საერთოდ რომ არ მინახავს ამ განყოფილებაში და ეს რაღაცაზე მიუთითებს აშკარად! yes.gif

ყველა განყოფილებაში ასეა. ბევრი კითხულობს , ცოტა პოსტავს.
როცა ძალიან კურიოზული რამ ხდება, ჩვენ, უცხოებსაც გვიჩნდება დაპოსტვის სურვილი. yes.gif
ამ ტორტის შემთხვევა მართლა დიდი ფეისპალმია რა. თან ამ თემის ერთგული იუზერია და მგონი სირცხვილია ამდენი ტყუილები.

Posted by: Windmühle 10 Jul 2014, 21:55
ეეჰჰ ))))

რა საყვარლები ხართ ნეტავ იცოდეთ )))

ეს გუშინდელი ,ბრინჯის ,,ფაფა ,, და დაკონსერვებული ატამი love.gif

Posted by: lila2009 10 Jul 2014, 21:56
არ შეიძლება შემოვიდე ამ თემაში და უბრალოდ რეცეპტები და სურათები ვნახო?! სულ ასეთი დაჭმა რატოა.. ქალზე ბოღმა და შურიანი არსება არ არსებობს რაააააააააა

Posted by: ^Nos_ka 10 Jul 2014, 23:06
Windmühle
QUOTE
და დაკონსერვებული ატამი

შენი დაკონსერვებულია ეგ ატამი რომ დეებ?? ედეკაში იყიდება,
თვითონ ედეკას წარმოებული, ხილი/ბოსტნეული სანამ გაFუჭდება ამარინადებენ და ყიდიან...
არ გრცხვენია? help.gif

givi.gif


P.ს ჰოუმმეიდ შეიქ, თუ აქ მხოლოდ საჭმელებია ...

http://www.radikal.ru


P.ს2 აქ კურიოზული კი არა შედევრების ბუმია ხოლმე და რატომღაც აღFრთოვანების პოსტები არ შემხვედრია
ზოგიერთების wink.gif მხოლოდ გამოსააშკარავებელი...
პრობლემა ის კი არაა, ვიღაცამ მოიტყუა და გაყინულის/გამლღვალის Fოტო დადო,
პრობლემა ისაა, თითებს რომ ვერ აჩერებთ და იკბინებით და მერე თვითონ აღნიშნავთ,
პარდონ, თუ ვისწერვე, სორი თუ გამოგაჭენე და ა.შ

Posted by: aranormaluri 11 Jul 2014, 00:16
პოსტი წაიშალა.///////////////////////////

Posted by: ik+so 11 Jul 2014, 12:47
ვიცი არასწორად ვპოსტავ მაგრამ ცომეულ ფქვილეულობაში არავინ არის 7 რიცხვის შემდეგ : D ნახევრად ფენოვანი ცომის რეცეპტი მინდა ხორცის შიგდავსით გავაკეთო... დამიდევით რა რეცეპტი...ბლომად რო გამოვიდეს ისეთი ..biggrin.gif წინასწარ მადლობებიიი






Posted by: sqvoto 11 Jul 2014, 13:00
Windmühle
შენ ხარ არაჩვეულებრივი კულინარი და ძალიან ესთეტიკურ კერძებს ამზადებ სულ love.gif

პუსუ : ისე ამ თემაში მაწაკობა ძალიან დიდი სიბრიყვეა.

Posted by: rtuli 11 Jul 2014, 13:21
რა დავწერო არვიცი....სამწუხარო შემთხვევაა ....

ეს მარწყვის ტორტი
http://pix.ge/
* * *
iren765
QUOTE
ყველაფერი, რასაც თქვენ ამზადებთ ძალიან ლამაზია! გისურვებთ ბედნიერებას,ამაღლებულ განწყობას ,რომ დიდხანს აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე!

2kiss.gif მადლობა

ავგაროზი
QUOTE
rtuli
მინი ტარტების რეცეპტი მითხარით რა 

აქ მიწერია,უბრალოდ პატარა ზომის ყალიბებში მოვამზადე:
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/291-e183aee18398e1839ae18398e183a1-e183a2e18390e183a0e183a2e18398

ik+so
QUOTE
ვიცი არასწორად ვპოსტავ მაგრამ ცომეულ ფქვილეულობაში არავინ არის 7 რიცხვის შემდეგ : D ნახევრად ფენოვანი ცომის რეცეპტი მინდა ხორცის შიგდავსით გავაკეთო... დამიდევით რა რეცეპტი...ბლომად რო გამოვიდეს ისეთი .. წინასწარ მადლობებიიი

აქ მიწერია
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=1020&#entry27153894

Posted by: ik+so 11 Jul 2014, 13:42
QUOTE
აქ მიწერია
ცომეულ-ფქვილეულობა

rtuli
მადლობა...
ნუ ტორტი უნაზესი და ულამაზესი...ყოჩახ love.gif

Posted by: Milena 11 Jul 2014, 14:06
მარტივი, მსუბუქი biggrin.gif და საზაფხულო

user posted image

user posted image
მეორე ფენა. იგივე გავიმეორე.

user posted image

user posted image

Posted by: nia4u 11 Jul 2014, 15:26
aranormaluri
@-MARIE-@
მე მგონი, გშიათ თქვენ! biggrin.gif

ეგება მიხვდეთ როგორმე, რომ ამ თემაში არავის სიამოვნებს ჩხუბი და გაწევ-გამოწევა.
ისევ გერმანიის თემაში გააგრძელეთ, ჯობია smile.gif
გავიგეთ, ბატონო, რომ გაყინული ნამცხვარია და
გაყინული ნამცხვრის გალღობაც საქმეა და დღეს გაკეთებულში ითვლება... wink.gif

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მშვენიერი თემა დაბინძურდა და მოდერი და პატრონი არ არსებობს, რომ მიხედოს!


rtuli
QUOTE
ეს მარწყვის ტორტი

ჩემი ემოციების გამომხატველი სმაილი არ მომეპოვება!
ამიტომ ყველაზე მარტივით შემოვიფარგლები - up.gif

Milena
2kiss.gif
QUOTE
მარტივი, მსუბუქი  და საზაფხულო

ვაიმე, რა არის ეს? რა ჰქვია? სადაურია? biggrin.gif
რაღაც ადვილი ანუ საჩემო ჩანს biggrin.gif ცხობის გარეშეა?
დაგვიწერე რა რეცეპტი საკონდიტროში, დარწმუნებული ვარ, სხვებიც დაინტერესდებიან smile.gif

Posted by: @-MARIE-@ 11 Jul 2014, 18:20
nia4u
QUOTE
გავიგეთ, ბატონო, რომ გაყინული ნამცხვარია და გაყინული ნამცხვრის გალღობაც საქმეა და დღეს გაკეთებულში ითვლება... 

აქ გაყინულზე თუ სახლში გამომცხვარზე არაა საქმე და თუ აქამდე ვერ გაიგე, ძალიან ცუდი.
შენ თუ გსიამოვნებს ადამიანები რომ გატყუებენ, შენი ნებაა. მე ვერავინ დამიშლის მატყუარას მივუთითო. ნებისმიერ თემაში.

QUOTE
ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მშვენიერი თემა დაბინძურდა და მოდერი და პატრონი არ არსებობს, რომ მიხედოს

გულების, პეპლების და კოცნების თემა თუ იყო ეს არ ვიცოდი.

Posted by: Windmühle 11 Jul 2014, 18:23
sqvoto
Gmadlob,estetikuri mainc iyos ,gemrieli araada biggrin.gif


rtuli
Gkitxavt raaa,Sam peniania tu oriani?
Giganturi da lamazia yes.gif

Milena
Ra magariaaaa yes.gif
Ra aris ogond?
Araperi mecnoba saertod biggrin.gif

Posted by: Belle 11 Jul 2014, 20:33
იქნებ აქ მიპასუხონ - perfectcook.org -ზე ფავორიტებში შენახვის ფუნქცია აღარ მუშაობს? ფავორიტები ან რჩეულები ვერსად ვეღარ ვიპოვე, არადა რეცეპტები მქონდა შენახული sad.gif(((

Posted by: nia4u 11 Jul 2014, 20:53
Belle
ეგ საიტი განახლდა და რაღაცები შეიცვალა, ამიტომ შეიძლება დაიკარგა შენი შენახულები.
ძველი ლინკები სადაც დევს, აქაც, ვეღარ იხსნება.
თავიდან მოგიწევს მოძებნა smile.gif

* * *
@-MARIE-@
QUOTE
აქ გაყინულზე თუ სახლში გამომცხვარზე არაა საქმე და თუ აქამდე ვერ გაიგე,  ძალიან ცუდი.შენ თუ გსიამოვნებს ადამიანები რომ გატყუებენ, შენი ნებაა.  მე  ვერავინ დამიშლის მატყუარას მივუთითო.  ნებისმიერ თემაში.

QUOTE
გულების, პეპლების და კოცნების თემა თუ იყო ეს არ ვიცოდი.

არ მგონია, ისეთი შტერის შთაბეჭდილებას ვტოვებდე, რომ ვერ გამეგო და ვერ მივმხვდარიყავი, რა ხდება! smile.gif
ზუსტად მაგიტომ, და არამარტო!
და რამდენჯერ უნდა მიუთითო?
ხომ მიუთითე არაერთხელ?
არ მომწონს და არ მსიამოვნებს წინასწარგანზრახული შავი პიარ-კამპანიები!
განსაკუთრებით ამ განყოფილებაში!
ეს კი აშკარად ჩანს და თვალში მხვდება!
ვერც მე დამიშლის ვერავინ, რომ ეს არ მომწონდეს!
კარგად თუ წაიკითხავ, ჩემს წინა პოსტებს, მიხვდები(ან ვერ მიხვდები!) რას ვხვდები და რას - ვერა!
მაგრამ, მგონი, საკმარისია,
ამ თემაში და ამ განყოფილებაში სიამოვნებისთვის შემოდის ხალხი და ნუ დაგვღალეთ! smile.gif
QUOTE
მე  ვერავინ დამიშლის მატყუარას მივუთითო.  ნებისმიერ თემაში.

ისე, ეს კარგი თვისებაა!
yes.gif

Posted by: elen7 11 Jul 2014, 21:09
QUOTE
 დღეს გავაკეთე

ახალი სიტყვა ქართულ სამზარეულოში biggrin.gif
ასე შეაფასეს დამგემოვნებლებმა ))) ისე კი ჩვეულებრივი ბულგარული წიწაკა სატენით )))

http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 11 Jul 2014, 21:20
elen7
QUOTE
ახალი სიტყვა ქართულ სამზარეულოში ასე შეაფასეს დამგემოვნებლებმა )))

ეგეთი დამფასებელი დამგემოვნებლებისთვის ნამდვილად ღირს სამზარეულოში ტრიალი! yes.gif
QUOTE
ბულგარული წიწაკა სატენით

ძალიან საზაფხულოდ და მადისაღმძვრელად გამოიყურება!
up.gif

Posted by: @-MARIE-@ 11 Jul 2014, 21:34
nia4u
გასაგებია ყველაფერი.
ძალიან მოხარული ვიქნები თუ აქაური მოდერი ან ვისაც ამის დაშვება აქვს გაასუფთავებს ბოლო გვერდებს ჩემი პოსტებისგან.
გამგებმა უკვე გაიგო რაც მოხდა და მართლა უმჯობესია არაინფორმატიული პოსტები წაიშალოს.

Posted by: narkozeli 11 Jul 2014, 22:25
@-MARIE-@

QUOTE
გულების, პეპლების და კოცნების თემა თუ იყო ეს არ ვიცოდი.


გულები და პეპლები არაფერ შუაშია smile.gif ისედაც არ გვაქვს არავის დალხენილი ცხოვრება და კიდევ ფორუმზე არავის ეხალისება დამატებით ნერვების წიწკნა და კბენები,არ არის კულინარიის თემა ერთმანეთზე კბენის და ბოღმის ნთხევის ადგილი იმჰო.




* * *
p.s. აშკარად მოდერაციის ჩართვაა უკვე საჭირო ამ თემაში,როგორც ჩანს არ გამოგვდის ქართველებს სხვანაირად.

Posted by: merciamercia 12 Jul 2014, 01:46
ამ თემაში სულ გამიშვი, გამატარე რატომ არის? user.gif biggrin.gif
გვაცადეთ ხალხს ნერწყვების ყლაპვა user.gif

Posted by: elchi 12 Jul 2014, 02:32
დამნიშნეთ მოდერატორად, პირობას ვდებ, ვიქნები მიუკერძოებელი და ყველა არათემატურ პოსტს ჯანდაბაში გავუშვებ. lol.gif lol.gif

კარგით რა, ამ განყში მაინც როგორ შეიძლება გაუგებრობა?

მსიამოვნებს აქ შემოსვლა, დიდი მსუნაგი არ გახლავართ, მაგრამ ისეთ საოცარ კერძებს ვნახულობ, იძულებული ვხდები ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ ხოლმე.

გიყვარდეთ ერთმანეთი. 2kiss.gif

Posted by: tikusha 12 Jul 2014, 10:16
გოგოებო ვაშლისა და თეთრი ქლიავის ჯემს ვაკეთებ ნაზავს
შაქარი კგ ზე რამდენი გავურიო? ვგულისხმობ უკვე გამზადებულ გაცხრილულ მასაზე

Posted by: ინფინიტი 12 Jul 2014, 12:54
tikusha
ანუ ადუღე და გაცხილე უკვე?

გემო უნდა გაუსინჯო. თუ ტკბილია ისედაც, ცოტა დაამატე, თუ მომჟავოა - ცოტა მეტი, ანუ თავად მიხვდები. მე ჯემებს ყოველთვის გემოვნებით ვუმატებ შაქარს და არასოდეს გამფუჭებია.

Posted by: tikusha 12 Jul 2014, 13:16
ინფინიტი
კი, ადუღებული და გაცხრილულია

ჰო რავიცი, გემოვნებით ცოტა მეშინია, რომ დააკლდეს არ გამიფუჭდეს, არ მინდა ტკბილი ძალიან, მე სარდაფი არ მაქვს

Posted by: ინფინიტი 12 Jul 2014, 13:54
tikusha
QUOTE
ო რავიცი, გემოვნებით ცოტა მეშინია, რომ დააკლდეს არ გამიფუჭდეს, არ მინდა ტკბილი ძალიან, მე სარდაფი არ მაქვს


რა გითხრა აბა, უსარდაფოდ როგორაა, არ ვიცი mo.gif მე მაქვს გრილი მარანი და იქ ვინახავ ყველაფერს. მურაბას კლასიკურად ვამზადებ, კილო-კილოზე შაქარი, ზოგიერთ ხილზე კი - კილო და ორასი გრ. და ჯემს ვადუღებ, გემოვნებით ვუმატებ შაქარს, ისე რომ იყოს კარგი ტკბილი, მაგრამ არა - ზედმეტად , ვასხამ ადუღებულს დამდუღრულ-დამშრალ ქილებში + მჭიდროდ თავსახური და ეგაა.

Posted by: izabel 12 Jul 2014, 17:24
ერთი შეკითხვა მაქვს

gemrielia.ge აქაური გოგოების საიტია?

Posted by: love you 12 Jul 2014, 18:54
მოგესალმებით.. დღეს გავაკეთე ხაბიზგინები ( პირველად) smile.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Windmühle 12 Jul 2014, 19:37
მშვენივრად გამოიყურებიან.

ხოდა ,რადგანაც პირველია,ეს ერთი და სხვა მრავალი bis.gif

love you

* * *
გოგოოო,რა კარგიააა და შემფასებლებიც როგორი კარგები გყოლია )))
2kiss.gif
elen7

Posted by: მერკუციო 12 Jul 2014, 19:55
elchi
QUOTE
დამნიშნეთ მოდერატორად, პირობას ვდებ, ვიქნები მიუკერძოებელი და ყველა არათემატურ პოსტს ჯანდაბაში გავუშვებ.   

კარგით რა, ამ განყში მაინც როგორ შეიძლება გაუგებრობა?

მსიამოვნებს აქ შემოსვლა, დიდი მსუნაგი არ გახლავართ, მაგრამ ისეთ საოცარ კერძებს ვნახულობ, იძულებული ვხდები ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ ხოლმე.

გიყვარდეთ ერთმანეთი.

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ!
პირიქით, ბანი დაადეთ ან დაიფიცოს, რომ ფოტოებს აღარ დადებს! user.gif

Posted by: Blankos_Qvrivi 12 Jul 2014, 20:47
სადაც ქალები არიან იქ რო თმები არ დაიყაროს და დაერვნენ ერთმანეთს ისე არ გამოდის biggrin.gif ტეხავს პონჩიკებზე და პერაშკებზე საქმეების გარჩევა biggrin.gif

Posted by: nia4u 12 Jul 2014, 23:14
narkozeli
QUOTE
p.s. აშკარად მოდერაციის ჩართვაა უკვე საჭირო ამ თემაში,როგორც ჩანს არ გამოგვდის ქართველებს სხვანაირად.

ამ განყოფილებას კაი ხანია მოდერი ესაჭიროება,
მაგრამ სადაა მოდერი და კარგი ცხოვრება?! smile.gif
elchi
QUOTE
დამნიშნეთ მოდერატორად, პირობას ვდებ, ვიქნები მიუკერძოებელი და ყველა არათემატურ პოსტს ჯანდაბაში გავუშვებ.   

მე თანახმა ვარ! სრული სერიოზულობით ვამბობ, თუ თქვენ გაქვთ მაგის დრო და შესაძლებლობა smile.gif
tikusha
QUOTE
გოგოებო ვაშლისა და თეთრი ქლიავის ჯემს ვაკეთებ ნაზავს
შაქარი კგ ზე რამდენი გავურიო? ვგულისხმობ უკვე გამზადებულ გაცხრილულ მასაზე

1 კილო ცოცხალ ხილზე სამი ან სამნახევარი ჩაის ჭიქა მიწერია ჩემს რეცეპტებში და თამარ ლომიძესაც მასე უწერია, ოღონდ ცალკე ვაშლზე და ცალკე - ქლიავზე.
რა ვიცი, აბა smile.gif
izabel
QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს
gemrielia.ge აქაური გოგოების საიტია?

ეგ არის ჟურნალ "გემრიელის" საიტი, რომელსაც გამოსცემს პალიტრის მედიასახლი.
რედაქტორი ჩვენი თანაფორუმელია, თუმცა კარგა ხანია, აქ აღარ მომიკრავს თვალი
და რედაქტორის ასისტენტიც ჩვენიანია smile.gif n.j. smile.gif
რამდენჯერმე რთულის კერძები დაიდო, შეიძლება სხვებისაც, მაგრამ მე არ ვიცი smile.gif
ყოველ შემთხვევაში, მაგ ჟურნალს და შესაბამისად, საიტს ვენდობი, გამოცდილი და კარგი რეცეპტებია smile.gif
love you
QUOTE
დღეს გავაკეთე ხაბიზგინები ( პირველად)

კარგია! smile.gif
ყველაფერ პირველს გაუმარჯოს! biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 13 Jul 2014, 01:54
ik+so
nia4u
Windmühle
მადლობა 2kiss.gif

რაც შეეხება ფენებსს ,ოთხ ფენიანი ტორტია,მე ასეთი ტიპის მომწონსს 2,5სმ სისქის ბისკვიტებით smile.gif


izabel
QUOTE
gemrielia.ge აქაური გოგოების საიტია?



yes.gif
პ.ს. როგორ ხარ ?შენი ტორწიკი ვნახე 2kiss.gif ძალიან მომეწონა....ნამდვილი საბავშვო love.gif


დღეს პორტობელოს წვნიანი ნივრიანი+პიტნით ტოსტებით smile.gif

http://pix.ge/

Posted by: _sofa_ 13 Jul 2014, 14:25
გამარჯობათ მეგობრებო.....მოვედი ჩემი ბულკებით.......

10 დღიანი ისეთი არდადეგები მოვიწყვე ბორითში, სავსე ვარ ემოციებით, 4 წლის მერე ძლივს მოვახერხე და წავედი, ბავშვებმაც კი ვერ დამღალეს.....მოკლედ ძალიან ბედნიერი და დამშვიდებული დავბრუნდი.....
აქ როგორც ყოველთვის საოცარი ნახელავები დამხვდა 2kiss.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: kactus 13 Jul 2014, 18:27
_sofa_
QUOTE
მოვედი ჩემი ბულკებით.......

ეჭვი არ მეპარება,რომ გემრიელი იქნება.
თუ მარტივია,იქნებ რეცეპტიც მოაყოლოთ,ფლიიიზ!

Posted by: izabel 13 Jul 2014, 21:47
rtuli

QUOTE
როგორ ხარ ?შენი ტორწიკი ვნახე   ძალიან მომეწონა....ნამდვილი საბავშვო 

აქ ომის ფონზე კარგად ვართ 2kiss.gif თავად? მოკლედ აქ ვერ ავტვირთე ნორმალური ზომის სურათი...პირველი ნახელავის კვალობაზე არაუშავდა მგონი.

nia4u

ეჭვი შემეპარა და იმიტომ ვიკითხე, ზოგ რეცეპტს ინგრედიენტი აკლია.

Posted by: nia4u 13 Jul 2014, 21:50
izabel
QUOTE
ეჭვი შემეპარა და იმიტომ ვიკითხე, ზოგ რეცეპტს ინგრედიენტი აკლია.

ვაი, არ ვიცი...
შეიძლება, კორექტორული შეცდომაა...
ისე, ქვემოთ, კომენტარებში ყოველთვის პასუხობენ და განმარტავენ-ხოლმე გაუგებარ საკითხებს...

Posted by: Windmühle 13 Jul 2014, 22:07
დღეს გავაკეთე-------ეს

......................

Posted by: _sofa_ 13 Jul 2014, 22:32
kactus
ძალიან ადვილია და მართლაც გემრიელი....მე პასკის სუნელი მაქვს კიდევ დაყენებული და ის დავამატე, ძალიან მოუხდა რა თქმა უნდა, ნაყენი თუ არ გეშოვება, ისე დაახეხე მუსკატი, მიხაკი და დარიჩინი.....
1 ლ.რძე +1 სუფრის კოვზი საფუარი + მარილი +
300 გრამი შაქარი + დარბილებული 200 გრამი კარაქი + ვანილი+ 70 გრამი ზეთი + 2 ჭიქა თბილი წყალი და პურის ფქვილი რასაც შეიზელს...დადგი თბილ ადგილას, რომ ამოვა გამოხელავ, დაალაგენ ცხიმმოსმულ ტაფაზე, დაელოდე კიდევ ამოფუებას და შედგი ფახურებულ ღუმელში, ტემპერატურა ზუსტად არ ვიცი მაგრამ, ტორტს და კექსს როგორ ტემპერატურაზეც ვაცხობ ისეთზე დავაცხე, ანუ დაბალი ტემპერატურა უნდა და ნელ-ნელა უნდა გამოცხვეს.....

Posted by: nia4u 13 Jul 2014, 23:31
_sofa_
კვერცხი არ უნდა?
QUOTE
გამოხელავ,

2kiss.gif

Posted by: tavadze 14 Jul 2014, 01:01
_sofa_
QUOTE
10 დღიანი ისეთი არდადეგები მოვიწყვე ბორითში,

გილოცავ. კარგად განიტვირთებოდი.
აფსუს, რა ჯობია სოფელს რა! sad.gif
პ.ს. რას შვებიან პატარები, ხომ არიან კარგად?
QUOTE
პასკის სუნელი

ეს რა არის და რაზე გამოიყენება? იმედია, ისეთივე ჯადოქრული რამეა, როგორიც ის ლიმონის ძმარია.

Posted by: garfield1 14 Jul 2014, 10:19
დღევანდელი კექსი, სახელწოდებით "მაწონს ვადა გასდის და ხომ არ გადავაგდებ"

http://www.radikal.ru

Posted by: SUBADARI 14 Jul 2014, 17:19
garfield1
რეცეპტი დაწერე რა გთხოვ :0 ძალიან გემრიელად გამოიყურება smile.gif

Posted by: nia4u 14 Jul 2014, 17:57
garfield1
QUOTE
დღევანდელი კექსი, სახელწოდებით "მაწონს ვადა გასდის და ხომ არ გადავაგდებ"

biggrin.gif
2kiss.gif
კაია!

Posted by: aschenputell-TARA 14 Jul 2014, 18:32
garfield1 ''დღევანდელი კექსი, სახელწოდებით "მაწონს ვადა გასდის და ხომ არ გადავაგდებ"
კექსი ძალიან ლამაზი და გემრიელი ჩანს....და იუმორის გრძნობაც მშვენიერია....

Posted by: elen7 14 Jul 2014, 18:43
nia4u
QUOTE
ძალიან საზაფხულოდ და მადისაღმძვრელად გამოიყურება!

Windmühle
QUOTE
გოგოოო,რა კარგიააა და შემფასებლებიც როგორი კარგები გყოლია )))


მადლობააა ))
ისე მიხარია რომ მიმჩნევენ თემაში მგონია რაღაც მართლა კაი რამე გავაკეთე biggrin.gif

ადრე ბლინები დავდე და კაციშვილს არ მოეწონა,ცუდია მარტო პროფესიონალურად გაკეთებულებს რომ ამჩნევენ (

Posted by: Windmühle 14 Jul 2014, 19:08
მართლა კარგი რამე ,კი არა ძალიან კარგი რამე გააკეთე. :*

ბლინები არ მინახავს მე((((

elen7

Posted by: nia4u 14 Jul 2014, 20:40
elen7
QUOTE
ადრე ბლინები დავდე და კაციშვილს არ მოეწონა,ცუდია მარტო პროფესიონალურად გაკეთებულებს რომ ამჩნევენ (

არ მახსოვს მე, ეტყობა არ მინახავს smile.gif
მაგრამ შენი რაც ვნახე, ყველა კარგი იყო! smile.gif

Posted by: garfield1 14 Jul 2014, 20:44
SUBADARI
4 კვერცხი, 2 ჭიქა შაქარი, ერთი ქილა მაწონი, 1 შეკვრა ვანილი, 1 შეკვრა გამაფხვიერებელი, 1 შეკვრა კარაქი
ამ ყველაფერს ავთქვეფთ კარგად და ვუმატებთ ფქვილს თვალის ზომით, არაჟნის სისქის ცომი უნდა მივიღოთ დაახლოებით.
რაც შეეხება ხილის შერევას. პირდაპირ ცომში რამდენჯერაც შევურიე ჟოლო, ალუბალი ან რამე მუქი ფერის ხილი, ყოველთვის ფერს უცვლის ცომს და ვიზუალურ ეფექტს უკარგავს, ამიტომ ვანაწილებ ფენაფენად, ანუ დავასხამ ცოტა ცომს, მერე დავალაგებ ხილს, მერე ისევ ცომს, ისევ ხილს და ასე შემდეგ.
სილიკონის ფორმაში ვაცხობ , ზედა ნაწილი გასკდა (ფოტოზეც ჩანს) მაგრამ როცა ამოვაბრუნე, მივიღე იდეალური ზედაპირი და მოვაყარე შაქრის პუდრი.
ნებისმიერი ხილით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, იქნება ეს ალუბალი, მოცხარი, მოცვი, შავი ქლიავი თუ ნებისმიერი სხვა

Posted by: Lemon Curd 15 Jul 2014, 00:55
იფფფ ასე მგონია, გემო მოვიდა ფოტოებიდან
elen7
QUOTE
ბულგარული წიწაკა სატენით )))

love you
QUOTE
დღეს გავაკეთე ხაბიზგინები ( პირველად)

ამაზე კინაღამ გული შემიღონდა smile.gif ცომიც რა გემრიელი ჩანს
rtuli
QUOTE
პორტობელოს წვნიანი ნივრიანი+პიტნით ტოსტებით

_sofa_
garfield1
პუტკუნა კექსი და ფუნთუშები!
love.gif
ყველაფრის გაკეთება მომინდა biggrin.gif

ეს ბოლო კვირების:
მარტივი ჩიზის მსგავსი (იოგურტის და ნაღების ნარევით)
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ბაქოს კურაბიე, rtuli-ს რეცეპტით. ფორთოხლის კანები დავამატე ალკოჰოლში შენახული
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

და ბოლოს biggrin.gif სემიფრედო - ნაყინის ტორტი (ჩვეულებრივი ნაყინისგან ცოტა განსხვავდება, მაგრამ ამის მომზადება უფრო ადვილია)
მოსხმული კარამელი nj-ის რეცეპტით.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მადლობა ამჯერად nj-ის, rtuli-ს და იულია ვისოცკაიას არაჩვეულებრივი რეცეპტებისთვის smile.gif

Posted by: giorgi gocadzee 15 Jul 2014, 13:39
ამ თემაში პირველად ვარ და ლამის ცუდად გავხდი ისეთ რაღაცეებს აკეთებთ საღოლ თქვენ :-* ისე კაცმა აქ უნდა ეძებოს საბედო, წინასწარ ეცოდინება, რომ ერთი დიდი პლიუსი აქ smile.gif

Posted by: taktakuna 15 Jul 2014, 13:42
აუ, რატატუის რეცეპტი მითხარით რა ვინმემ?

Posted by: Egyptian 15 Jul 2014, 14:03

ქადა
user posted image

Posted by: General Discussion 15 Jul 2014, 14:09
giorgi gocadzee
QUOTE
ისე კაცმა აქ უნდა ეძებოს საბედო,

ამათ 99% მოძებნილი ყავთ უკვე smile.gif
ისე მართლა როგორ ძაან მაგარ რამეებს აკეთებთ.... ერთი აქაც http://forum.ge/?showtopic=34629796&hl= შემოიჭყიტეთ ხოლმე და რამე კარგები დაგვიყარეთ და მარტივები ოღონდ.

Posted by: giorgi gocadzee 15 Jul 2014, 14:15
დარჩენილი ერთი პროცენტი რომელი ხართ დაითაგეთ თავები :-)

Posted by: elen7 15 Jul 2014, 14:44
Lemon Curd
QUOTE
იფფფ ასე მგონია, გემო მოვიდა ფოტოებიდან

2kiss.gif

QUOTE
მარტივი ჩიზის მსგავსი (იოგურტის და ნაღების ნარევით)

მარტივიო კი აწერია მაგრამ ისეთი ულამაზესია ეს რომ გავაკეთო ალბათ ჩემს თავზე უდიდესი წარმოდგენა შემექმნება biggrin.gif
* * *
Windmühle
nia4u

განმეორებით ვდებ თქვენთვის biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Blur 15 Jul 2014, 14:55
Lemon Curd
QUOTE
მარტივი ჩიზის მსგავსი (იოგურტის და ნაღების ნარევით)

რეცეპტი პლზზ smile.gif ცხობის გარეშე მინდა რამე ჩიზის მსგავსი biggrin.gif

Posted by: Britt 15 Jul 2014, 15:03
taktakuna
QUOTE
აუ, რატატუის რეცეპტი მითხარით რა ვინმემ?

არ იცი აჯაფსანდალის გაკეთება ? biggrin.gif

Posted by: Gillen 15 Jul 2014, 15:07
Lemon Curd
QUOTE
მარტივი ჩიზის მსგავსი (იოგურტის და ნაღების ნარევით


რა სილამაზეა love.gif მიყვარს ასეთი ჰაეროვანი და ნაზი დესერტები.
მაინტერესებს რომელი რეცეპტით აკეთებთ.

Egyptian
ქადები love.gif ნოსტალგია, უნდა ვცადო გაკეთება.

Posted by: Lemon Curd 15 Jul 2014, 15:23
taktakuna
QUOTE
აუ, რატატუის რეცეპტი მითხარით რა ვინმემ?

ეს ნახე აბა
http://ratatui.me/ratatouille/

elen7
Blur
Gillen
დიდი მადლობა გოგოებო, გამიხარდა რომ მოგეწონათsmile.gif საღამოს დავდებ საკონდიტროში და დარწმუნდებით რა მარტივია. იმედია, ძალიან არ გეჩქარებათ, ეხლა ვერ ივცლი.

Posted by: SUBADARI 15 Jul 2014, 16:22
Lemon Curd
Lemon Curd ჩისქეიქის რეცეპტი მითხარით რა smile.gif

Posted by: _sofa_ 15 Jul 2014, 16:51
nia4u
არა სხვა არაფერი არ უნდა, გამოხელავ ეს ბებიასოულად ხოო.........
tavadze
გაოგნებული ვუყურებდი ყველაფერს, თან მე და ჩემი სოფელი ხომ იცი რა დამოკიდებულებაში ვართ.......მამაჩემი აღარ გაჩერდა და მეც იძულებული ვიყავი წამოვსულიყავი თუ არა სული და გული იქ დამრჩა....ბავშვები მშვენივრად შეეგუენ, ეს პატარა ისეთი გაბუთქუნდა ვეღარ ეტევა კანში.....
პასკის სუნელი, რასაც პასკებს უშვებიან, მე არაყში ვაყენებ წინასწარ, ანუ მუსკატი, მიხაკი, დარიჩინი, ილი, ყვითელი ყვავილი, ლიმონი დაჭრილი, ფორთოხლის კანი.....მერე ამ ნაყენს ვუმატებ პასკას და არა მარტო..... კექსებს ბულკებს და რასაც მოისურვებ რაა....

Posted by: tikusha 15 Jul 2014, 17:23
_sofa_
ეგ ნაყენი მქონდა მე დაყენებულ იდა წარმატებით ვიყენებდი კექსებში და ბულკებში და გუშინ გადმომივარდა და გამიტყდა
sad.gif

Posted by: Blur 15 Jul 2014, 17:36
taktakuna
QUOTE
აუ, რატატუის რეცეპტი მითხარით რა ვინმემ?

http://forum.ge/?f=82&showtopic=34661895&st=195
ამ გვერდზე მიდევს სურათიც და რეცეპტიც

Posted by: ავგაროზი 15 Jul 2014, 21:01
Egyptian
საყვარელი გაპუსკუნებული ქადებია love.gif

Posted by: Lemon Curd 15 Jul 2014, 21:20
elen7
Blur
Gillen
SUBADARI
გოგოებო საკონდიტროში დავწერე რეცეპტი, ამ ლინკზე.
http://forum.ge/?act=ST&f=82&t=34492107&st=150#entry41651707

Posted by: nia4u 15 Jul 2014, 21:47
Lemon Curd
QUOTE
მარტივი ჩიზის მსგავსი (იოგურტის და ნაღების ნარევით)

QUOTE
ბაქოს კურაბიე

QUOTE
სემიფრედო - ნაყინის ტორტი

სად ცხოვრობ შენ? biggrin.gif
Egyptian
QUOTE
ქადა

ჩემი საყვარელი, სადა და თავმდაბალი, უგემრიელესი ბავშვობის მოგონება... chups.gif
elen7
მოკლე შინაარსიც უნდა მოგეყოლებინა - რა არის შიგ გადახვეული და ზედ რაღაა მოსხმული?
ლამაზუნებია!ეს არ მინახავს, თორემ არ დამავიწყდებოდა! chups.gif


* * *
_sofa_
QUOTE
გამოხელავ ეს ბებიასოულად ხოო.........

კარგი გოგო ხარ შენ! 2kiss.gif tikusha
QUOTE
ეგ ნაყენი მქონდა მე დაყენებულ იდა წარმატებით ვიყენებდი კექსებში და ბულკებში და გუშინ გადმომივარდა და გამიტყდა

sad.gif აფსუს!
მარა, დააყენებ შენ კიდევ, ისეთი ყოჩაღი ხარ!
2kiss.gif

Posted by: taktakuna 15 Jul 2014, 23:24
გმადლობთ ყველას რეცეპტისთვის, შევურიე რამოდენიმე ვარიანტი და მივიღე ეს smile.gif

ცოტა ულამაზოა, მოსწრებაზე ჩავალაგე, სანამ ბავშვი გაიღვიძებდა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: elchi 16 Jul 2014, 10:18
QUOTE (მერკუციო @ 12 Jul 2014, 19:55 )
elchi
QUOTE
დამნიშნეთ მოდერატორად, პირობას ვდებ, ვიქნები მიუკერძოებელი და ყველა არათემატურ პოსტს ჯანდაბაში გავუშვებ.   

კარგით რა, ამ განყში მაინც როგორ შეიძლება გაუგებრობა?

მსიამოვნებს აქ შემოსვლა, დიდი მსუნაგი არ გახლავართ, მაგრამ ისეთ საოცარ კერძებს ვნახულობ, იძულებული ვხდები ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ ხოლმე.

გიყვარდეთ ერთმანეთი.

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ!
პირიქით, ბანი დაადეთ ან დაიფიცოს, რომ ფოტოებს აღარ დადებს! user.gif

დალოცვილო. ვინ უნდა დამადოს ბანი?
პატრონი არა ჰყავს აქაურობას.

დამნიშნეთ უსტაბაშათ და მივაბულბულებ ამ განყს.

ინტერნეტ გამოცდილება მააქვს.lol.gif lol.gif

/ადმინი ვარ ერთ ვებ-საითზე, იქ ხოშიანადა გვააქ საქმეი./

ჰო, უმაღლესი განათლება თავისთავად და ამერიკული მზარეულის სერთიფიკატიც მოჰყვება ჩემს CV-ის.

P.S. ისა კიდევ, ხვალ ამ განყში არ შემოხვიდე.

თევზის, კერძოდ მოთხლეშილი ზომის ცისარტყელა კალმახის და წყნარი ოკეანის ქაშაპის შებოლვას ვაპირებ.

მე გაგაფრთხილე და აწი შენ იცი.lol.gif lol.gif

Posted by: akkai 16 Jul 2014, 11:41
elchi
2 ვორნი გაქ სულ:

ესეც შორეულ წარსულში:

ამ განყოფილებაში ბევრი პოსტი გაქ?


აუცილებელია მოდერობის კანდიდატის განსახილველად;

მაგრამ აქაურმა მოდერებმა რა დაგიშავეს?

..........................................................................................................



Posted by: tavadze 16 Jul 2014, 12:08
_sofa_
QUOTE
.ბავშვები მშვენივრად შეეგუენ, ეს პატარა ისეთი გაბუთქუნდა ვეღარ ეტევა კანში.....

საყვარელი! biggrin.gif love.gif ძინავს და ბუთქუნდება, ხომ? biggrin.gif
QUOTE
მერე ამ ნაყენს ვუმატებ პასკას და არა მარტო

ჰმ, საინტერესოა, რა არომატული იქნება!
elchi - თავის ტკივილის წამლები გაქვს ბლომად მომარაგებული, თუ რა გინდა, რატომ იტკიებ აუტკივარ თავს? biggrin.gif
akkai
QUOTE
მაგრამ აქაურმა მოდერებმა რა დაგიშავეს?

სადღა ჰყავს აქაურობას მოდერები? როგორც მე ვიცი, მაგ მოდერებმა დიდი ხნის წინ მოიხსნეს უფლებები.

Posted by: garfield1 16 Jul 2014, 12:08
http://forum.ge/?f=97&showtopic=34670448&st=0
ამ თემაში შემოიხედეთ რა

Posted by: TaTa_TaTuLi 16 Jul 2014, 15:25
garfield1

აუცილებლად 2kiss.gif

ამ საღამოს ჩავრიცხავ

Posted by: elchi 16 Jul 2014, 18:29
akkai

ვორნი 2 მაქვს და კაი ხოშიანი ერთთვიანი ბანიც ავიკიდე 2008-ში., პროვოკაციას წამოვეგე და არ დამინდეს მტარვალმა მოდერებმა.

დაიწვას ის დღე ამ ფორუმზე როცა შემოვაბოტე.

პ.ს. ისე, 06-იდან ვკითხულობ აქაურობას.
მოდერებს არ გერჩით კაცო.



tavadze

ვხუმრობ ძამა, სად მაქვს მაგდენი დრო. lol.gif

შენ წარმოიდგინე და არც ადნოები მაქვს, არც FB და არც თვითერი.
მხოლოდ ჩვენი ჩიტირეკიების ფორუმზე ვარ კონცენტრირებული. lol.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 16 Jul 2014, 18:58
garfield1

ჩავრიცხე უკვე smile.gif

Posted by: pleita 17 Jul 2014, 20:56
მეუღლის ნაცოდვილარი ხინკლები biggrin.gif love.gif


http://www.radikal.ru


მე ორი დღეა ვისვენებ boli.gif



ბავშვებო, ხინკალს რა ჯადოქრობით აქვს წვენი??? user.gif ფარშს წყალი უმატა და უმატა, წვნიანი ვერა და ვერ გამოვიდა :/ გვასწავლეთ რა... პირველი ცდა იყოს ეს

Posted by: nia4u 17 Jul 2014, 23:08
pleita
იფ! smile.gif არ დაიჯერებთ, მაგრამ სურნელი მომივიდა ახლა smile.gif
QUOTE
ბავშვებო, ხინკალს რა ჯადოქრობით აქვს წვენი???

მე მგონი, ეგ ჯადოქრობა ცხიმიან ხორცშია! smile.gif
იმედია, უფრო გამოცდილი ხინკლის ოსტატები დაგაკვალიანებენ smile.gif

Posted by: BadbadGirl 17 Jul 2014, 23:11
pleita
კაი რა ნაცოდვილარი!
ახლა მაგ ხინკალს ისე დავათოხლავებდი შენგან მოწონებული.

პირადად მე წყლით ვაკეთებ წვნიანს. ყოველთვის კარგი და წვნიანი გამოდის და რა ვიცი.

Posted by: pleita 18 Jul 2014, 00:12
nia4u
QUOTE
არ დაიჯერებთ, მაგრამ სურნელი მომივიდა ახლა

jump.gif
QUOTE
მე მგონი, ეგ ჯადოქრობა ცხიმიან ხორცშია!


იმმდენი წყალი ჩავამატეთ, მემგონი მართლაც ეგ ვარიანტი დარჩა http://www.Smiles.Ge


BadbadGirl
QUOTE
ახლა მაგ ხინკალს ისე დავათოხლავებდი შენგან მოწონებული.


ვაიჰ http://www.Smiles.Ge

წყალი უამრავი ჩავამატეთ , არაფრით შეეტყო :/ შემდეგში ძალიან ცხიმიანი ხორცით ვცდით

Posted by: Centaur27 18 Jul 2014, 02:26
ვინმე ხომ ვერ მირჩევს რა შეიძლება გავაკეთო ყაბაყით?

Posted by: MasterJC 18 Jul 2014, 08:50
QUOTE (Centaur27 @ 18 Jul 2014, 02:26 )
ვინმე ხომ ვერ მირჩევს რა შეიძლება გავაკეთო ყაბაყით?

შებრაწე smile.gif



ბადრიჯანივით

უბრალოდ ზეთში

ან რამე კერძში უქენი

Posted by: mtis_yoili 18 Jul 2014, 08:56
pleita
ფარში არ უნდა იყოს მაგარი no.gif ცოტა წყალი უნდა შეურიო. 1 კგ ხორცზე ერთი ჭიქა წყალი.
ხორციც უნდა იყოს ცხიმიანი თავისთავად. smile.gif

Posted by: tikusha 18 Jul 2014, 09:53
გოგოებო ჩინური ტორტის მომზადება მინდა, ახლანდელი ხილი რომელიმე წავა?

Posted by: mtis_yoili 18 Jul 2014, 10:13
tikusha
ატმით ძალიან გემრიელია. love.gif
ოღონდ ძალიან წვნიანი არ შეარჩიო ან გაწურე ცოტა.

Posted by: tikusha 18 Jul 2014, 10:48
mtis_yoili
smile.gif მადლობა smile.gif მაგრამ არაჟნის კრემით ვაპირებ და წავა ატამთან? smile.gif

Posted by: HellHound 18 Jul 2014, 12:46
pleita
QUOTE
ბავშვებო, ხინკალს რა ჯადოქრობით აქვს წვენი???  ფარშს წყალი უმატა და უმატა, წვნიანი ვერა და ვერ გამოვიდა :/ გვასწავლეთ რა... პირველი ცდა იყოს ეს

წვენის ჯადოქრობა არის ცომში. სახლში გაკეთებული ცომით წვნიან ხინკალს ვერ გააკეთებ იმიტომ რომ წვენს იწოვს ცომი. სპეციალური საბრტყელებლები აქვთ სახინკლეებში და მაგიტომ გამოდის პრიალა ცომი
ისე კი შედარებით წვნიანი რომ გამოვიდეს ცყალი და ცხიმი უნდა ბევრი. ცხიმს მაინცდამაინც ბევრს ნუ უზამთ ვეღარ შეჭამთ მერე givi.gif
ეგ სპეციალური ცომის საბრტყელებლები იყიდება მგონი მეც უნდა ვიყიდო ერთI user.gif
http://deals.ge/deal?id=45
რაღაც ასეთი ალბათ

Posted by: nia4u 18 Jul 2014, 12:55
HellHound
QUOTE
სახლში გაკეთებული ცომით წვნიან ხინკალს ვერ გააკეთებ იმიტომ რომ წვენს იწოვს ცომი.
სპეციალური საბრტყელებლები აქვთ სახინკლეებში და მაგიტომ გამოდის პრიალა ცომი

ჯერ ერთი პრიალა ცომი სახლშიც კეთდება და ამ ფორუმზე მაგის მაგალითები არის! smile.gif
სხვათაშორის, არის ხინკალზე ცალკე თემა და რეცეპტებიც დევს არაჩვეულებრივი!
მეორეც, ცომის სიპრიალე წვენთან არაფერ შუაშია smile.gif

Posted by: HellHound 18 Jul 2014, 13:00
nia4u
QUOTE
ჯერ ერთი პრიალა ცომი სახლშიც კეთდება და ამ ფორუმზე მაგის მაგალითები არის! 
სხვათაშორის, არის ხინკალზე ცალკე თემა და რეცეპტებიც დევს არაჩვეულებრივი!
მეორეც, ცომის სიპრიალე წვენთან არაფერ შუაშია 

მაგდენი არ ვიცი ეგ ცომი როგორ კეთდება რაც ვიცი ის დავწერე
QUOTE
მეორეც, ცომის სიპრიალე წვენთან არაფერ შუაშია 

დარწმუნებული ხარ მაგაში? ზუსტად რომ შუაშია yes.gif

Posted by: elchi 18 Jul 2014, 13:34
pleita


პასუხს ვეღარ გაგცემთ, წავედი აქედან.

ეს პატარა ლაზღანდარობა ხინკალის შესახებ წინათ დავწერე ქალბატონებისთვის, მათთვის ვინც უცხოეთში ცხოვრობდა, ბევრი რამ აკლია, მაგრამ გამოგადგებათ მაინც.

ძირითადად, ქალბატონები და საქალბატონეები "შამაიხედავდნენ ხოლმე იქა" და იმიტომაც დავწერე მათი "მიმართულებით".
ქართველი ემიგრანტების საითი იყო, ძალიან ბევრს გამოადგა ეს რეცეპტი.

ყველა ხინკალის მოყვარულ და მონატრებულ ქართველს, ჩემებურად გაკეთებული ხინკლის "რეცეპტი"./ცოტა ხელი შემეშლება აბზაცების გამო, მაგრამ მაინც გაგახარებთ/
სხვადასხვანაირადაც ვიცი, მაგრამ ეხლა ამას დაგიწერთ.
თანაბარი რაოდენობით, საქონლის და ღორის გატარებული ხორცი, თითო კოლო ორივე "კატეგორიიდან", გააქვთ უკვე ორი კილო ხორცის მასა, რომელსაც "ქვეყანა რამე-რუმეებს" დაგამატებინებთ.
მე, წითელ ხახვს ვამჯობინებ, 2 ცალი საშუალო ზომისა და 4-5 კბილი ნიორი, ნამეტანი უხდება მაგ ხორცის რაოდენობას და წიწაკა, ვისაც მწარე გიყვართ. ამასთანავე ნახევარ-ნახევარი კონა, ქინძი და ოხრახუში/"პეტრუშკა"/. ეს ყველაფერი, უკეთესი იქნება, რა ჰქვია ამ "მანქანას" სახელს ვერ ვიხსენებ, მოკლედ ერთად ნაკუც-ნაკუწ აქციეთ. იცით რასაც ვგულისხმობ. გადაურიეთ ხორცში, არ დაიზაროთ მორევა სჭირდება. ვამატებ ხოლმე უცხო სუნელსაც, დაახლოებით სამი თითით რამდენსაც ამოვიღებ, ორჯერ მოვაყრი ხოლმე, ვუმატებ ძირასაც,/ აქ ამერიკაში ვინც ხართ, ძირა არის CARAWAY, ყველგან იყიდება/, რაც უფრო მეტად გადაზელთ ერთმანეთში უკეთესია.
ახლა მთლად მთავარი: ხინკალი წვნიანი თუ არ არის, მე მაგას "პერაშკს" ვეძახი. გავხადოთ წვნიანი.
იმ რაოდენობას, რომელიც მოგიგროვდათ, თავისუფლად შეგიძლიათ დაასხათ, დაახლოებით 2 ლიტრი წყალი, თანადროულად ურიეთ ნაზავი, როცა შეატყობთ წყალი შეისრუტა ფარშმა და ფაფას დაემსგავსა, შესდექით ქართველნო და მარილზეც იფიქრეთ. მარილი გემოვნებით შეაზავეთ, მწეველებს და ყავის მსმელებს გირჩევთ, სხვას გაასინჯოთ სიმლაშე.
ახლა, გააქვთ დრო ამოისუნთქოთ.
გადაანაწილეთ ეს ნაზავი რამოდენიმე პატარა ქვაბში და დურთეთ საყინულეში. დიახაც საყინულეში. /მერე გეტყვით რატომ/
სულ რაღაც 5 წუთში ცომის მოზელვა უნდა დაიწყოთ.
წადით გააბოლეთ, ყავა დალიეთ, დაქალს არ დაურეკოთ, თორემ ვიცი თქვენი "5" წუთი მე.
მოხვედით?
ეხლა დიდი შრომა მოგიწევთ.
მაგ ფარშისგან დაახლოებით 120-130 ცალი უნდა გამოგივიდეთ, ეს თქვენთვის თუ აკეთებთ, თუ ვიღაცეებისთვის/ჩაცეცხლონ და წაეთრენო, მაშინ 160-ზე მეტსაც მოახერხებთ./

დაახლოებით 2 კილო ფქვილი, თბილ წყალში მოზილეთ, არავითარი კვერცხი და წებო კიდევ.
მარილიც უქენით ცომს.
დიდხანს უნდა ზილოთ, მანამ სანამ არ გამაგრდება ცომი, ანუ თითს რომ დააჭერთ, ცომმა უკან უნდა ამოიწიოს "დაჭერილზე".
დაახლოებით 50-ჯერ მოგიწევთ გაბრტყელებულის, ისევ გადაბრტყელება.
უმჯობესია სამად გაყოთ და ისე უფრო გაგიადვილდებათ ფირფიტების გასწორება.
გაქვთ უკვე პირველი ფირფიტა, რომელიც კაი მოზრდილი ლავაშის ხელაა, აიღეთ ჭიქა/სასურველია პლასტმასის იყვეს, არ გატყდება დაჭერისას და მეც შარში არ გავეხვევი თქვენთან ერთად./
მიყევით და დაჭერით ცომი პატარა რგოლებათ. დაახლოებით 35 გამოგივათ, ერთი 20-ლიტრიანი ქვაბისთვის საკმარისია.
დამხმარე გჭირდებათ აუცილებლად, ვინც ამ რგოლების გაბრტყელებას დაიწყებს, დაახლოებით DVD დისკის ზომაზე/შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ/
ამასობაში, წყლით ნახევრად გავსებული ქვაბი, აუცილებლად სწრაფ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, იქაც
მარილის ჩაყრა მოგიწევთ.
ჰო, ვიცი, გასვლა გინდათ, მოასწრებთ თითო გაბოლებას კიდევ.
უკვე, ლუდის ბოთლსაც გავხსნიდი, თქვენს ადგილზე, რომ ვიყვე.

მზად გვაქვს სიფრიფანა ცომის ნაჭრები.
დავიწყოთ შეხვევა.
რა ადვილია არა, შეხვევა?
დიახთც=lol= ადვილია.
მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელის იგივე თითებიდან მოწოდებულ ცომის წიბოებს, გამალებით ვასრისავთ ერთმანეთზე.
მერე ისე გავარჯიშდებით, 10-დან 9-ას, 19 ნაოჭიანს გააკეთებთ.
წყალი დუღს უკვე, წავედით ჩავყაროთ.
კუჭის მხარე, ხელისგულზე დავიდოთ და ისე გაუშვათ მდუღარეში, ვეცადოთ ერთ ადგილზე არ მოვაგროვოთ ყველა. ჩაყრა და ქვაბის შემოტრიალება რამოდენიმეჯერ აუცილებელია, ამასთანავე ციცხვით/ხის გრძელი კოვზით/ თუ ისარგებლებთ მოსარევად, უკეთესი იქნება, ნაკლებად დააზიანებთ. მოგიწევთ ქვაბთან ყოფნა, მალ-მალე მორევა სჭირდება, ერთმანეთს და ძირს, რომ არ დაეკრონ.
სულ რაღაც 3-4 წუთში დაიწყებენ ჩვენი ხინკლები ზედაპირზე ამოსვლას თავდაყირა, დააცადეთ დაახლოებით 2 წუთი და მერე ამოკრიფეთ ქაფქირით.
მაცივარში ფარშის შენახვამ, უამრავი დრო დამიზოგა, შეხვევისას-ფარში იყო შეკრული, აღარ ვწვალობდი და ხინკალიც წვნიანი გამოვიდა.

ხინკალისათვის, ლუდზე და ჩვენს ჭაჭაზე საუკეთესო მისაყოლებელს, მე სხვა ვერაფერს შემოგთავაზებთ .

ალალი იყვეს, ეს დახარჯული დრო, რომელიც მე ამის დაწერას მოვანდომე, ყველა ქართველისთვის, ვინც ამას წაიკითხავს.
ეს ყველაფერი, ჩემით ვისწავლე, უამრავი "ექსპერიმენტების" შემდეგ, გავხდი ხინკალის კეთების "პროფესიონალი", იმიტომ რომ ხინკალის გარეშე ვეღარ ვსუნთქავდი.

2006, დეკემბერი.

Posted by: nick_el_son 18 Jul 2014, 15:24
QUOTE
დღეს გავაკეთე

შემწვარი სოსისი და ბადრიჯანი (ასევე შემწვარი)..

საღამოს ანაკომის ლაფშასაც გავიკეთებ yes.gif


უნიჭო ვარ bis.gif


კიარადა კულინარიის სქილები განუვითარებელი მაქვს user.gif



Posted by: max-14 18 Jul 2014, 16:03
QUOTE
დაახლოებით DVD დისკის ზომაზე/შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ

up.gif

Posted by: MasterJC 18 Jul 2014, 22:55
როგორ ხართ საყვარლებო?




მე ბედნიერი ვარ, ვოტ ტაკ

http://forum.ge/?showtopic=34661895&view=findpost&p=41292025
გაამართლა ამ სახუმარო ფრაზამ და ამ გენიალური თემის წყალობით ერთი უძალიანმაგრესი ანგელოზი გავიცანი

ერთადერთი პრობლემაა წინ, ჯერ კიდევ არაა თანახმა ცოლობაზე (ცოტა ორჭოფობს)

მიყვარხართ ყველა და განსაკუთრებით ჩემი თქვენი გოგო

love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: annaninio 18 Jul 2014, 23:03
MasterJC
biggrin.gif გილოცავ .
მეც კი ვაკეთებ ხოლმე მაგრამ ჯერ დასადებად არ გამოდგება. მგონი

Posted by: tavadze 18 Jul 2014, 23:26
MasterJC
QUOTE
გაამართლა ამ სახუმარო ფრაზამ და ამ გენიალური თემის წყალობით ერთი უძალიანმაგრესი ანგელოზი გავიცანი

ერთადერთი პრობლემაა წინ, ჯერ კიდევ არაა თანახმა ცოლობაზე (ცოტა ორჭოფობს)

მიყვარხართ ყველა და განსაკუთრებით ჩემი თქვენი გოგო

აბა, წარმატებები - სამზარეულოშიც, ალუბლის ბაღშიც და პირად ფრონტზეც. გქომაგობთ! up.gif
QUOTE
1 წევრი:  _sofa_

ჰე, სოფა, დადე ახლა საოცრებები, შენ ტყუილად არ შემოხვიდოდი თემაში. biggrin.gif

Posted by: nia4u 19 Jul 2014, 00:03
MasterJC
გილოცავთ ორივეს და ქორწილი არ გამოგვაპაროთ!
2kiss.gif
შენსავით დაკარგულია ისიც ამ თემიდან?
აღარ გცალიათ თუ სიყვარულმა დაგიკარგათ მადა? wink.gif

Posted by: MasterJC 19 Jul 2014, 00:38
nia4u
მუდამ აქაა, ოღOნდ რატომღაც არ ფიქსირდება
დათვალიერებას ამჯობიენბს, და არ დებს არაფერს, არადა რო იცოდეთ როგორ მომეწონა მისი გაკეთებული რამეები



ნამცხვარივით გემრიელი გოგოა

Posted by: nadusa 19 Jul 2014, 01:31
მაგრები ხართ სუყველა ვინც აქ დებთ რაღაცეებს. ძირითადად ღამე ან სამსახურის მერე ვნახულობ და გული მიმდის sad.gif

რაღაცეების კეთება ძალიან მაგარია მე მაგრად მომწონს რილექსია რაღაცნაირი . რაც მარტო ვცხოვრობ დავაფასე კულინარია და კულინარები biggrin.gif მეც ვცოდვილობ რაღაცეებს ( რათქმაუნდა აქ არ დავდებ )


სამსახურში მოაქვთ გულღვიძლი 100 გრამი 3 ლარი biggrin.gif ზედ 2 ბულგარული აგდია biggrin.gif

ავდექი ვიყიდე ბიო-ბიო გაყინული3 ლარად ნახევარი კილო ბულგარული ზეთში მოვთუშე და გავურიე ესეც
ისეთი მაგარი გამოვიდა ჩემი თავით ვამაყობდი biggrin.gif
ეხლა მგონი იმათ ბიზნესი ჩავუგდე ეგ ერთი და მერე მეორე ყველამ სახლიდან დაიწყო მოტანა და ეჯიბრებიან ერთმანეთს biggrin.gif



Posted by: pleita 19 Jul 2014, 07:47
mtis_yoili
HellHound
elchi
მოკლედ. იმავე აზრზე ვრჩები. სახლში წვალებას და ნერვების შლას წავიდე 15 წუთი ველოდო-მივირთვა მირჩევნია. საკმარისად არ მიყვარს ალბათ ხინკალი

Posted by: მერკუციო 19 Jul 2014, 08:54
elchi
მაინც არ გვეშვები, ჰო? cry.gif givi.gif

Posted by: tikusha 19 Jul 2014, 10:45
MasterJC
QUOTE
გაამართლა ამ სახუმარო ფრაზამ და ამ გენიალური თემის წყალობით ერთი უძალიანმაგრესი ანგელოზი გავიცანი

მაგიტომ დაბრუნდი საქართველოში? wink.gif

Posted by: robi_robi 19 Jul 2014, 11:21
არაფერი განსაკუთრებული
მომინდა ახალი კარტოფილი user.gif ეს სურათი არ დამიდია და იდოს
http://pix.ge/
ეს ყველიანები
http://pix.ge/

http://pix.ge/
ეს კი დღევანდელი საუზმე ...პიცის მოტივებზე...
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პ.ს ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები სამზარეულოს

Posted by: GeorgeSword 19 Jul 2014, 20:42
პიცა:

მოცარელა
ზეთის ხილი
პომიდორი
სოუსი
ხახვი
და პატარა ეშმაკობები

http://www.radikal.ru

Posted by: Lemon Curd 19 Jul 2014, 20:54
ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ ცივ ჩიზის მგავს ნამცხვარს ვაპირებ დღეს ცხობის გარეშე. ჩიზის ბიძაშვილია ფაქტიურად.
დავწერ იქნებ გამოადგეს ვინმეს ეს ინფო:
ანანასით ვაპირებდი ხოდა აღმოჩნდა, რომ ცოცხალი ანანასი და ჟელატინი ვერ მეგობრობენ იმიტომ, რომ ანანასი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ჟელატინს მოქმედებას აკარგვინებსო. კივიზეც ასე ყოფილა.
მაგრამ ეს ანანასის კომპოტზე არ ვრცელდებაო...

elchi
რა მხიარული რეცეპტია biggrin.gif

MasterJC
QUOTE
მუდამ აქაა, ოღOნდ რატომღაც არ ფიქსირდება
დათვალიერებას ამჯობიენბს, და არ დებს არაფერს, არადა რო იცოდეთ როგორ მომეწონა მისი გაკეთებული რამეები
ნამცხვარივით გემრიელი გოგოა

ჰაჰა რა კარგი ტიპი ხარ, ხალისიანი smile.gif
ამიერიდან შენ გადაუღე ხოლმე და დადე მერე ფოტოები.

robi_robi
GeorgeSword
იფ up.gif

nadusa
QUOTE
აღაცეების კეთება ძალიან მაგარია მე მაგრად მომწონს რილექსია რაღაცნაირი . რაც მარტო ვცხოვრობ დავაფასე კულინარია და კულინარები  მეც ვცოდვილობ რაღაცეებს ( რათქმაუნდა აქ არ დავდებ )


სამსახურში მოაქვთ გულღვიძლი 100 გრამი 3 ლარი  ზედ 2 ბულგარული აგდია

ავდექი ვიყიდე ბიო-ბიო გაყინული3 ლარად ნახევარი კილო ბულგარული ზეთში მოვთუშე და გავურიე ესეც
ისეთი მაგარი გამოვიდა ჩემი თავით ვამაყობდი 
ეხლა მგონი იმათ ბიზნესი ჩავუგდე ეგ ერთი და მერე მეორე ყველამ სახლიდან დაიწყო მოტანა და ეჯიბრებიან ერთმანეთს

სწორად მოქცეულხარ, გაერთობი კიდეც, ახალ-ახალ რეცეპტებს აითვისებ და თან შენს მომზადებულს წაიღებ სამსახურში, ვიღაცის მოტანილის ყიდვის ნაცვლად.


Posted by: _sofa_ 20 Jul 2014, 00:03
tavadze
ვაპირებდი მაგრამ, ვერაფრით ტელეფონიდან კომპიუტერში ვერ გადავიტანე სურათები,დამაწყდა ნერვები, ვერც გავიგე რა უნდა.....აპარატი კიდევ ქმარმა მომტაცა და წაიღო, ვიდრე არ დაბრუნდება ვარ ესე ხელმოჭრილი...

Posted by: MasterJC 20 Jul 2014, 00:49
robi_robi
ძალიან ლამაზია,
ბრავო
GeorgeSword
ესეც ძალიან მომეწონა, პიცუნია
Lemon Curd
ვერ გადამირჩება ^_^



user posted image
user posted image
user posted image

ესაა მისი მცირე შემოქმედება smile.gif

Posted by: მერკუციო 20 Jul 2014, 18:19
დღეს გავაკეთე აჯიკის მაროკოული თუ ტუნისური ვარიანტი - ჰარისა
მინდა გითხრათ, რომ აჯიკა ამასთან შედარებით საბავშვო ბაღში დადის biggrin.gif
უგემრიელესია. ცხარე, მწველი და მდიდარი ბუკეტით.

user posted image

Posted by: ავგაროზი 20 Jul 2014, 18:26
QUOTE (MasterJC @ 20 Jul 2014, 00:49 )


user posted image

ვაიმე help.gif

Posted by: Britt 20 Jul 2014, 18:28
მერკუციო
QUOTE
აჯიკა ამასთან შედარებით საბავშვო ბაღში დადის

შენ ნაღდი აჯიკა არ გაქვს გასინჯული გეტყობა, ჰარისა თუ უფრო მოგეწონა gigi.gif

Posted by: მერკუციო 20 Jul 2014, 19:18
Britt
QUOTE
შენ ნაღდი აჯიკა არ გაქვს გასინჯული გეტყობა, ჰარისა თუ უფრო მოგეწონა

მომეწონაზე არ არის, ბევრად უფრო ცხარეა.
აჯიკა იმ უბრალო მიზეზით ვერ იქნება ჰარისაზე ცხარე, რომ ჩილიზე, ჰალაპენიოზე და ა.შ. სხვა სახის წიწაკებზე ცხარე წიწაკა საქართველოში უბრალოდ არ არსებობს.
რაც შეეხება მომეწონას, აჯიკაც და ჰარისაც არის უამრავნაირი.
ხან ერთი აჯობბს, ხან მეორე.

ჰო, ისე მეგრელი ვარ და აჯიკის გემოს ნუ მასწავლი))

Posted by: Christopher Robin 20 Jul 2014, 19:44
MasterJC


ზემოთ მეორე სურათში რა ხდება
დადე რა რეცეპტი......
smile.gif

Posted by: Windmühle 20 Jul 2014, 21:14
ჰეჰ,რა კარგი სიახლეეებია შენსკენ. jump.gif
პირადად შენ ორჭოფობის პერიოდის,, გმირულად '' გაძლებას და მალე დასრულებას გისურვებ biggrin.gif
ხოდა რაც შეგეხებათ წყვილში,ბედნიერებას,ბევრ სიხარულს და ღიმილიან დღეებს .
ვოტ!! love.gif

პ.ს შევქანდი ეხლა მეც სამზარეულოში ,ცხელა და ვერ ვსუნთქავთი ვეღარ ვიმართლებ თავს,წვიმს sad.gif biggrin.gif


MasterJC

Posted by: GeorgeSword 20 Jul 2014, 21:21
MasterJC
Lemon Curd

მადლობა გაიხარეთ!
* * *
MasterJC

მაგარი ნამცხვარია up.gif

........................................

Posted by: MasterJC 20 Jul 2014, 21:42
✎Christopher Robin
მეორეზე პიუცაა
პირველზე ტორტიკია, რომელიც ჩემმა სიხარულმა გააფორმა
მესამეზე კი რაღაცა კერძია, მოთუშულია მოხარშული აკარონი, სტაფილო და რაღაცეები, მომეწონა და ფოტო გამოვართვი
ჯერ არ გამისინჯავს smile.gif

Posted by: Britt 20 Jul 2014, 22:16
მერკუციო
სიცხარეზე თუ მიდგა საქმე, ამერიკის კოტინენტზე რომ სუოსებია ისეთი უნდა, მარა საჭმელთან კარგად შეზავებულ აჯიკას არაფერი მირჩევნია smile.gif smile.gif

Posted by: Windmühle 20 Jul 2014, 22:35
დღევანდელი:
ტოფუ,ქამა სოკო,ბარდა,მაკარონი და ყველი.

cukini damaviwyda kinagam biggrin.gif

Posted by: თბილი_სი 21 Jul 2014, 11:48
გოგოებო , ერთი თხოვნა მაქვს, უნდა მასწავლოთ როგორ კეთდება ქლიავის პოვიდლო ( ჯემი) უშაქროდ.

შაქრით არ მინდა. ადრე შაქრის დეფიციტი რომ იყო, ქართველ დიასახლისებს შეუმუშავებიათ ჯემების უშაქროდ კეთება, რომელიც კიდეც ძლებდა და ტკბილიც გამოდიოდა. თუ ვინმეს ახსოვს, ამას როგორ აკეთებდნენ, გთხოვთ მასწავლოთ. ძალიან მჭირდება.

Posted by: მერკუციო 21 Jul 2014, 14:43
Britt
QUOTE
მერკუციო
სიცხარეზე თუ მიდგა საქმე, ამერიკის კოტინენტზე რომ სუოსებია ისეთი უნდა, მარა საჭმელთან კარგად შეზავებულ აჯიკას არაფერი მირჩევნია

ეს სხვანაირად გემრიელია

Posted by: WhiteCross 21 Jul 2014, 14:49
კაი ალუბლის ჩიზქეიქი შოკოლადით

იფ იფ love.gif

Posted by: aninia 21 Jul 2014, 16:45
elchi

ხშირად ვერ ვპოტავ - ფოტოებს ვერ ვტვირთავ (სახლში სტუდენტი შვილის გადამკიდე ჯერი არ მიწევს კომპთან, სამსახურიდან მხოლოდ ტექტსტის დადებაა ხელმისაწვდომი. ძილში კიდე, ჯერ კომპის მოხმარება ვერ ვისწავლე wink.gif) ხოდა, ფოტოს გარეშე, რა გავაკეთე იმის მოყოლა, რაღაცნაირად უფერული მეჩვენებოდა...
ხინკლის მომზადების თემაზე დაწერილმა შენმა ესსემ ფერები დაუბრუნა უსურათო პოსტს და აწი ალბათ მეც მოვყვები "რამდენიმე სურათს, ანუ ეპიზოდს ჩემი კულინარული ცხოვრებიდამ" smile.gif
ფოტოებს ხო ძალიან მადიანს დებ თავაძესთან ბიზნეს-ლანჩის დროს დაააა, უმაგისოდაც, ნერწვი დაახრჩობს კაცს მარტო დაწერილის წაკითხულით, რაღაცნაირი "ჯიგრიანი და ძარღვიანი" სიტყვა გაქ ხოლმე, აი ისეთი - გულს რო მეეჭიდება. გაიხარე!
* * *
MasterJC
უმაგრესი ბიჭი ხარ, შენ გაიხარე, ხალისიანი და ყოჩაღი. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს!!!
* * *
robi_robi
GeorgeSword

მოწონება და ბეევრი მოწონება თქვენ ნამუშევრებს bis.gif 2kiss.gif


Posted by: north 21 Jul 2014, 19:56
დღეს გავაკეთე ტოლმა ვაზის ფოთოლში bis.gif პირველად biggrin.gif

მორჩენილი ფოთლები როგორ უნდა შევინახო მაცივარში ვერ მასწავლით?

Posted by: elchi 22 Jul 2014, 10:11
aninia


მესიამოვნა იმის წაკითხვა, რაც თქვენ დასწერეთ, ტკბილი იყო, კიდევ მერამდენედ მივხვდი რომ ტყუილად არ ვჯღაბნი რაღაც-რაღაცეებს.

გაიხარეთ გენაცვალე, გამათბო თქვენმა წერილმა. 2kiss.gif
* * *
north

ისეთ პორციებად გადაანაწილეთ, თითო გაკეთებაზე რაც დაგჭირდებათ, შეინახეთ ჰერმეტულ ცელოფანში ეს პორციები და საყინულეში მოგიწევთ მათი შენახვა.

ერთი დაიმახსოვრეთ.

მათი საყინულედან გამოღება და გალღობა-მაშინვე გახვევა-მასში ფარშის მოხარშვა ერთდროულად უნდა მოხდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გემოვნება აბსულუტურად სხვა იქნება, ანუ არ გამოიყენოთ, თუ ვერ დაიცავით ეს კონდიციები.

რაღაც "შტერობა" კურსები მაქვს გავლილი და საერთოდ არ არის რეკომენდირებული გაყინულ ბოსტნეულში შემდეგში ხორცეული შეიწვას ან მოიხარშოს.

პირადად მე არ ავაკეთებ ეგეთ რამეებს, მხოლოდ საღი და ახალი.

პ.ს. ვაზის ფოთლის მეტი რა მაქვს, მაგრამ ვერა რა.
მხოლოდ ცინცხალი.

Posted by: otarik1977 22 Jul 2014, 10:33
QUOTE (elchi @ 18 Jul 2014, 13:34 )
pleita


პასუხს ვეღარ გაგცემთ, წავედი აქედან.

ეს პატარა ლაზღანდარობა ხინკალის შესახებ წინათ დავწერე ქალბატონებისთვის, მათთვის ვინც უცხოეთში ცხოვრობდა, ბევრი რამ აკლია, მაგრამ გამოგადგებათ მაინც.

ძირითადად, ქალბატონები და საქალბატონეები "შამაიხედავდნენ ხოლმე იქა" და იმიტომაც დავწერე მათი "მიმართულებით". 
ქართველი ემიგრანტების საითი იყო, ძალიან ბევრს გამოადგა ეს რეცეპტი.

ყველა ხინკალის მოყვარულ და მონატრებულ ქართველს, ჩემებურად გაკეთებული ხინკლის "რეცეპტი"./ცოტა ხელი შემეშლება აბზაცების გამო, მაგრამ მაინც გაგახარებთ/
სხვადასხვანაირადაც ვიცი, მაგრამ ეხლა ამას დაგიწერთ.
თანაბარი რაოდენობით, საქონლის და ღორის გატარებული ხორცი, თითო კოლო ორივე "კატეგორიიდან", გააქვთ უკვე ორი კილო ხორცის მასა, რომელსაც "ქვეყანა რამე-რუმეებს" დაგამატებინებთ.
მე, წითელ ხახვს ვამჯობინებ, 2 ცალი საშუალო ზომისა და 4-5 კბილი ნიორი, ნამეტანი უხდება მაგ ხორცის რაოდენობას და წიწაკა, ვისაც მწარე გიყვართ. ამასთანავე ნახევარ-ნახევარი კონა, ქინძი და ოხრახუში/"პეტრუშკა"/. ეს ყველაფერი, უკეთესი იქნება, რა ჰქვია ამ "მანქანას" სახელს ვერ ვიხსენებ, მოკლედ ერთად ნაკუც-ნაკუწ აქციეთ. იცით რასაც ვგულისხმობ. გადაურიეთ ხორცში, არ დაიზაროთ მორევა სჭირდება. ვამატებ ხოლმე უცხო სუნელსაც, დაახლოებით სამი თითით რამდენსაც ამოვიღებ, ორჯერ მოვაყრი ხოლმე, ვუმატებ ძირასაც,/ აქ ამერიკაში ვინც ხართ, ძირა არის CARAWAY, ყველგან იყიდება/, რაც უფრო მეტად გადაზელთ ერთმანეთში უკეთესია.
ახლა მთლად მთავარი: ხინკალი წვნიანი თუ არ არის, მე მაგას "პერაშკს" ვეძახი. გავხადოთ წვნიანი.
იმ რაოდენობას, რომელიც მოგიგროვდათ, თავისუფლად შეგიძლიათ დაასხათ, დაახლოებით 2 ლიტრი წყალი, თანადროულად ურიეთ ნაზავი, როცა შეატყობთ წყალი შეისრუტა ფარშმა და ფაფას დაემსგავსა, შესდექით ქართველნო და მარილზეც იფიქრეთ. მარილი გემოვნებით შეაზავეთ, მწეველებს და ყავის მსმელებს გირჩევთ, სხვას გაასინჯოთ სიმლაშე.
ახლა, გააქვთ დრო ამოისუნთქოთ.
გადაანაწილეთ ეს ნაზავი რამოდენიმე პატარა ქვაბში და დურთეთ საყინულეში. დიახაც საყინულეში. /მერე გეტყვით რატომ/
სულ რაღაც 5 წუთში ცომის მოზელვა უნდა დაიწყოთ.
წადით გააბოლეთ, ყავა დალიეთ, დაქალს არ დაურეკოთ, თორემ ვიცი თქვენი "5" წუთი მე.
მოხვედით?
ეხლა დიდი შრომა მოგიწევთ.
მაგ ფარშისგან დაახლოებით 120-130 ცალი უნდა გამოგივიდეთ, ეს თქვენთვის თუ აკეთებთ, თუ ვიღაცეებისთვის/ჩაცეცხლონ და წაეთრენო, მაშინ 160-ზე მეტსაც მოახერხებთ./

დაახლოებით 2 კილო ფქვილი, თბილ წყალში მოზილეთ, არავითარი კვერცხი და წებო კიდევ.
მარილიც უქენით ცომს.
დიდხანს უნდა ზილოთ, მანამ სანამ არ გამაგრდება ცომი, ანუ თითს რომ დააჭერთ, ცომმა უკან უნდა ამოიწიოს "დაჭერილზე".
დაახლოებით 50-ჯერ მოგიწევთ გაბრტყელებულის, ისევ გადაბრტყელება.
უმჯობესია სამად გაყოთ და ისე უფრო გაგიადვილდებათ ფირფიტების გასწორება.
გაქვთ უკვე პირველი ფირფიტა, რომელიც კაი მოზრდილი ლავაშის ხელაა, აიღეთ ჭიქა/სასურველია პლასტმასის იყვეს, არ გატყდება დაჭერისას და მეც შარში არ გავეხვევი თქვენთან ერთად./
მიყევით და დაჭერით ცომი პატარა რგოლებათ. დაახლოებით 35 გამოგივათ, ერთი 20-ლიტრიანი ქვაბისთვის საკმარისია.
დამხმარე გჭირდებათ აუცილებლად, ვინც ამ რგოლების გაბრტყელებას დაიწყებს, დაახლოებით DVD დისკის ზომაზე/შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ/
ამასობაში, წყლით ნახევრად გავსებული ქვაბი, აუცილებლად სწრაფ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, იქაც
მარილის ჩაყრა მოგიწევთ.
ჰო, ვიცი, გასვლა გინდათ, მოასწრებთ თითო გაბოლებას კიდევ.
უკვე, ლუდის ბოთლსაც გავხსნიდი, თქვენს ადგილზე, რომ ვიყვე.

მზად გვაქვს სიფრიფანა ცომის ნაჭრები.
დავიწყოთ შეხვევა.
რა ადვილია არა, შეხვევა?
დიახთც=lol= ადვილია.
მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელის იგივე თითებიდან მოწოდებულ ცომის წიბოებს, გამალებით ვასრისავთ ერთმანეთზე.
მერე ისე გავარჯიშდებით, 10-დან 9-ას, 19 ნაოჭიანს გააკეთებთ.
წყალი დუღს უკვე, წავედით ჩავყაროთ.
კუჭის მხარე, ხელისგულზე დავიდოთ და ისე გაუშვათ მდუღარეში, ვეცადოთ ერთ ადგილზე არ მოვაგროვოთ ყველა. ჩაყრა და ქვაბის შემოტრიალება რამოდენიმეჯერ აუცილებელია, ამასთანავე ციცხვით/ხის გრძელი კოვზით/ თუ ისარგებლებთ მოსარევად, უკეთესი იქნება, ნაკლებად დააზიანებთ. მოგიწევთ ქვაბთან ყოფნა, მალ-მალე მორევა სჭირდება, ერთმანეთს და ძირს, რომ არ დაეკრონ.
სულ რაღაც 3-4 წუთში დაიწყებენ ჩვენი ხინკლები ზედაპირზე ამოსვლას თავდაყირა, დააცადეთ დაახლოებით 2 წუთი და მერე ამოკრიფეთ ქაფქირით.
მაცივარში ფარშის შენახვამ, უამრავი დრო დამიზოგა, შეხვევისას-ფარში იყო შეკრული, აღარ ვწვალობდი და ხინკალიც წვნიანი გამოვიდა.

ხინკალისათვის, ლუდზე და ჩვენს ჭაჭაზე საუკეთესო მისაყოლებელს, მე სხვა ვერაფერს შემოგთავაზებთ .

ალალი იყვეს, ეს დახარჯული დრო, რომელიც მე ამის დაწერას მოვანდომე, ყველა ქართველისთვის, ვინც ამას წაიკითხავს.
ეს ყველაფერი, ჩემით ვისწავლე, უამრავი "ექსპერიმენტების" შემდეგ, გავხდი ხინკალის კეთების "პროფესიონალი", იმიტომ რომ ხინკალის გარეშე ვეღარ ვსუნთქავდი.

2006, დეკემბერი.

lol.gif lol.gif up.gif up.gif
ძალიან მმაგარია,გაკეთებაც არ ჭირდება უკვე გემრიელი რეცეპტია

Posted by: aninia 22 Jul 2014, 13:06
north
QUOTE
დღეს გავაკეთე ტოლმა ვაზის ფოთოლში  პირველად 

მორჩენილი ფოთლები როგორ უნდა შევინახო მაცივარში ვერ მასწავლით?


მაცივარში არ ვიცი და დეიდაჩემი მჭიდროდ აწყობს ნახევარლიტრიან ქილებში, ავსებს ზომიერი მარილწყლით, ასტერილებს (დიდი ხნის დუღილით არა) და ხუფავს. მერე მთელი ზამთრის განმავლობაში გამოსადეგია ხოლმე. თან მხოლოდ "ადესის" ნორჩ ფოთლებს იყენებს, რადგან კახეთში ეგ ერთი ვაზია, რომელსაც არ ვწამლავთ და დაზღვეულია ქიმიკატებისაგან (რქაწითელ-საფერავი აქამდე მინიმუმ 4-5ჯერ მაინც არი შეწამლული). თან, ადესის ფოთოლი, როგორც ვიცი, სტერილიზაციასაც კარგად იტანს და შემდეგ კიდევ მოხარშვასაც - არ იხევა და მშვენივრად ინარჩუნებს ფორმას.
* * *
ხოდა, უსურათო პოსტი კი მექნება, მაგრამ გეტყვით, რომ წუხელის გავაკეთე ტირამისუ, ოღონდ მე დიეტაზე ვარ და დღეს ჩემები ჩაიტკბარუნებენ ცივი დესერტით პიირს...

elchi
2kiss.gif

Posted by: womanly 22 Jul 2014, 14:49
pleita
მგონი ძალიან გვიან გიპასუხეთ მაგრამ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებასაც.. ფარშს რომ შევკმაზავ ხინკლისას წყალს ვუშვები არა ცივს არამედ ცხელს არა მდუღარეს და ადვილად იკვრება ხინკალი არ იღვრება წყალი გარეთ შეხვევისას, ნუ რათქმაუნდა ხორცი ცხიმიანი უნდა იყოს....

Posted by: taknatuna 22 Jul 2014, 21:49
მშრალი ნამცხვარი გავაკეთე წეღან. და ძნნ გემრიელი გამოვიდა, უბრალოდ რა მაინტერესებს უფრო კარგად რომ აიწიოს ნამცხვარმა რა ხერხს მივმართო?

Posted by: თბილი_სი 22 Jul 2014, 22:55
QUOTE (თბილი_სი @ 21 Jul 2014, 11:48 )
გოგოებო , ერთი თხოვნა მაქვს, უნდა მასწავლოთ როგორ კეთდება ქლიავის პოვიდლო ( ჯემი) უშაქროდ.

შაქრით არ მინდა. ადრე შაქრის დეფიციტი რომ იყო, ქართველ დიასახლისებს შეუმუშავებიათ ჯემების უშაქროდ კეთება, რომელიც კიდეც ძლებდა და ტკბილიც გამოდიოდა. თუ ვინმეს ახსოვს, ამას როგორ აკეთებდნენ, გთხოვთ მასწავლოთ. ძალიან მჭირდება.

ჩემი თხოვნა რომ არ დაიკარგოს ამოვწიე : )

Posted by: fermina 23 Jul 2014, 00:18
taknatuna
QUOTE
მშრალი ნამცხვარი გავაკეთე წეღან. და ძნნ გემრიელი გამოვიდა, უბრალოდ რა მაინტერესებს უფრო კარგად რომ აიწიოს ნამცხვარმა რა ხერხს მივმართო?


პირველ რიგში ცომის რაოდენობა პროპორციული უნდა იყოს ფორმისა, ანუ მცირე რაოდენობის ცომს თუ ჩაასხამ დიდ ფორმაში, მაინც გაიშლება და ვერ ამოვა. ასევე, ამოსვლას ხელს უწყობს "რაზრიხლიწელი"-ც. ნუ კვერცხის და შაქრი სწორი თანაფარდობაც რასაკვირველია.

Posted by: ავგაროზი 23 Jul 2014, 02:54
თბილი_სი
რეცეპტი არ ვიცი და რამდენიმე წესი კი:
1.ქილები და თავსახურები აუცილებლად სტერილური უნდა იყოს. სტერილიზაცია შემდეგნაირად უტარდება: ქვაბში ჩააწყობ, დაასხავ წყალს ისე რომ ფარავდეს ნახევრამდე მაინც, წამოადუღებ. უშუალოდ ჯემის ჩასხმის წინ ამოიღებ ქილას ჩაის ტილოთი ფრთხილად, ხელი რომ არ დავიწვათ, კარგად დავწურავთ(გამომშრალება არ უნდა), რომ წყალი არ შეყვეს (ცხელი წყალი მალევე ორთქლდება).
2. ჯემი აუცილებლად მდუღარე უნდა იყოს. დაბალ ცეცხლე დავტოვოთ, თან ქილები შევავსოთ.
3.ქილებს ვავსებთ პირამდე(რაც ნაკლები ჰაერი იქნება მით უკეთესად შეინახება)მაგრამ არ უნდა გადმოვიდეს კიდეებზე, არ დაისვაროს თორემ თავსაფარი არ მოერგება კარგად. ან დავხუფავთ ან ხრახნიან თავსახურს მოვარგბეთ მჭიდროდ.
4.დახუფულ ქილას ამოვატრიალებთ და დატოვებთ თავდაყირა სრულ გციებამდე.

ჰაერის "ამოტუმბვის" ვაკუუმის შექმნისთვის ერთი მეთოდის არის: 1ჩ.კ. კონიაკს დავასხავთ თავსახურზე, წავუკიდებთ ცეცხლს და უცებ დავაფარებთ (თუ ქილაში ასხამენ და იქ უკიდებენ...) ცეცხლი არსებულ ჰაერს შთანთქავს და მიიღება ვაკუუმი.

მაგ. ტყემალს ბოლოს ცოტა ზეთს ვასხამდით რომ არ გაფუჭებულიყო, დაზღვევისთვის.

Posted by: annak 23 Jul 2014, 12:33
MasterJC
შოკოლადის მინანაქარს როგორ აკეთებს ასეთს?
გაგვიმხელს? biggrin.gif
კარგია ძალიან smile.gif

Posted by: Lemon Curd 23 Jul 2014, 13:05
elchi

ხომ ვერ მასწავლით, პანგასიუსი როგორ უნდა მოვხარშო? თქვენ წერდით რამოდენიმე დღის წინ, თუ არ ვცდები, პანგასიუსი ქინძმარში კარგი გამოდისო.
დიდი მადლობა წინასწარ!


თბილი_სი
QUOTE
QUOTE (თბილი_სი @ 21 Jul 2014, 11:48 )
გოგოებო , ერთი თხოვნა მაქვს, უნდა მასწავლოთ როგორ კეთდება ქლიავის პოვიდლო ( ჯემი) უშაქროდ.

შაქრით არ მინდა. ადრე შაქრის დეფიციტი რომ იყო, ქართველ დიასახლისებს შეუმუშავებიათ ჯემების უშაქროდ კეთება, რომელიც კიდეც ძლებდა და ტკბილიც გამოდიოდა. თუ ვინმეს ახსოვს, ამას როგორ აკეთებდნენ, გთხოვთ მასწავლოთ. ძალიან მჭირდება.

ჩემი თხოვნა რომ არ დაიკარგოს ამოვწიე : )


შენ ალბათ ისეთი რეცეპტი გინდა, დიდი ხნით რომ ინახებოდეს, არა? არ ვიცი, დედასაც ვკითხე და არც მას გაუგია, სამწუხაროდ sad.gif
მაგრამ ასეთი რეცეპტები ვნახე, მაცივარში ინახება მცირე ხნით, მაგრამ იქნებ გამოგადგეს, დაგიწერ მაინც:

1 ბანანი
1 მუჭა კენკრა (მარწყვი, ჟოლო)
1 კივი ან მანგო
გემოვნებით თაფლი.
დავაბლენდერებთ, შევინახავთ ქილით მაცივარში და გამოვიყენებთ მომდევნო დღეებში.

მეორე ვარიანტი, ამის მომზადება ზამთარშიც შეიძლება:
გამშრალი ხილი (ჩირი)
ჩირს დავასხათ იმდენი ანადუღარი, გრილი წყალი, რომ დაიფაროს და დავტოვოთ ერთი ღამით. მეორე დღეს დავაბლენდეროთ, დავამატოთ დარიჩინი.

ვაშლი, ან მსხალი შეგიძლია, მოთუთქო დაბალ ცეცხლზე დიდი ხნის განმავლობაში, ლიმონის წვენთან ერთად. იმდენი ხანი, სანამ არ შესქელდება და მარმელადის (ჯემის) კონსისტენციას არ მიიღებს. ამასაც მაცივარში შეინახავ და მომდევნო დღეებში გამოიყენებ.


Posted by: aranormaluri 23 Jul 2014, 14:48
otarik1977
up.gif სერიოზული პოსტია. ჩაეთვალა ავტორს.
QUOTE
გაბრტყელებას დაიწყებს, დაახლოებით DVD დისკის ზომაზე/შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ/


biggrin.gif

Posted by: nia4u 23 Jul 2014, 15:35
თბილი_სი
QUOTE
გოგოებო , ერთი თხოვნა მაქვს, უნდა მასწავლოთ როგორ კეთდება ქლიავის პოვიდლო ( ჯემი) უშაქროდ.
შაქრით არ მინდა. ადრე შაქრის დეფიციტი რომ იყო, ქართველ დიასახლისებს შეუმუშავებიათ ჯემების უშაქროდ კეთება, რომელიც კიდეც ძლებდა და ტკბილიც გამოდიოდა. თუ ვინმეს ახსოვს, ამას როგორ აკეთებდნენ, გთხოვთ მასწავლოთ. ძალიან მჭირდება.

დედაჩემი აკეთებდა-ხოლმე იმ წლებში, სამწუხაროდ, მისი რეცეპტი არ შემომრჩა... sad.gif
რუსული რეცეპტები ვნახე და პირდაპირ დაგილინკო თუ გითარგმნო? smile.gif

Posted by: garfield1 23 Jul 2014, 15:51
ბავშვებისთვის
მინიკექსები ჟოლოთი

http://www.radikal.ru

Posted by: KOMBAT 23 Jul 2014, 18:12
ძალიან რომ ცხელა, თან გშია თან სიცხის გამო ვერ ჭამ, აი მაშინაა პომიდვრის ცივი გასპაჩო სააასწაული !! თავის კრუტონევიანად ^_^

http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/1551676_10202190204426661_688651635369483400_n_zps19b5c416.jpg.html

ნომ.

Posted by: norse 23 Jul 2014, 20:23
კულინარებო,ქლიავის გაყინვის ტექნოლოგია მაინტერესებს rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: nia4u 23 Jul 2014, 21:27
taknatuna
QUOTE
უფრო კარგად რომ აიწიოს ნამცხვარმა რა ხერხს მივმართო?

გასაფუებლად რას იყენებ?
სოდა-ძმრით თუ აკეთებ, დოზა გაზარდე და მოზელვის შემდეგ ცოტა დააყოვნე და მერე შეაცხვე smile.gif

მიყვარს ასეთი ნამცხვრები! smile.gif რაღაცნაირი ნოსტალგიური და მშობლიურია... smile.gif
* * *
norse
QUOTE
კულინარებო,ქლიავის გაყინვის ტექნოლოგია მაინტერესებს 

http://ratatui.me/rogor-gavkinot-xili-da-bostneuli/
აქ არის ზოგადი რჩევები და ძალიან კარგი რჩევებია
+ ქვემოთ კომენტარებია და იქაც წააწყდები რამე სასარგებლოს smile.gif

Posted by: norse 23 Jul 2014, 23:08
nia4u
მადლობა დიდიიიი 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: tavadze 23 Jul 2014, 23:25
თბილი_სი
QUOTE
შაქრით არ მინდა. ადრე შაქრის დეფიციტი რომ იყო, ქართველ დიასახლისებს შეუმუშავებიათ ჯემების უშაქროდ კეთება, რომელიც კიდეც ძლებდა და ტკბილიც გამოდიოდა. თუ ვინმეს ახსოვს, ამას როგორ აკეთებდნენ, გთხოვთ მასწავლოთ. ძალიან მჭირდება.

გუშინ რთულის ველაპარაკე და დედაჩემი ძალიან დიდხანს ადუღებდაო.
როცა მოიცლის, შემოვა და თვითონ გიპასუხებს.

Posted by: თბილი_სი 24 Jul 2014, 02:37
ავგაროზი
Lemon Curd
nia4u
დამილინკე smile.gif
tavadze


იხარეთ ხალხო, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის.


მოკლედ, თუ ვინმეს ახსოვს უშაქროდ გაკეთებული შავი ქლიავის ჯემი, დამიწერეთ. ისევ ველი თქვენს მესიჯებს smile.gif

პ.ს.

ვიპოვე რუსულ საიტზე. ყველას დიდი მადლობა
http://www.liveinternet.ru/users/3888421/post266207437/

Posted by: elchi 24 Jul 2014, 10:53
Lemon Curd

როგორც ლოქოს და ცოცხალს ვხარშავთ, ზუსტად ისე მოხარშეთ.

ანუ, ნახევარი ხელისგული შავი დაუფქვავი პილპილი, დაფნის 4-5 ფოთოლი და ხორხოშინა მარილი.

მარილის სიმლაშე შემდეგნაირად შეგიძლიათ შეამოწმოთ.
მიჩვეული ვარ ასეთი კერძების მომზადებას და დაწერისას lol.gif ჩქარა გამომდის, აზრებს ვყლაპავ ისე ვწერ. gigi.gif

თავიდან შედარებით ცოტას ვყრი და მერე კოვზის საშუალებით ვგებულობ, თუ საკმარისია სიმლაშე.

ანუ, ვამატებ უკვე მდუღარეში ცოტ-ცოტას და კოვზის ამოვლებისას, სულს ვუბერავ, გაჩნდება კოვზზე თეთრი ლაქები და წყალი მზად არის თევზის ჩასაყრელად.

დიდხანს არ ხარშოთ, თორემ ჩაგეშლებათ ან ძალიან რბილი იქნება.
თუ თევზის თავია წყალში, ეგ ყველაზე უკეთესი ინდიკატორია.
გაუთეთრდება თვალები თუ არა, დაუწიეთ ცეცხლს და ამოკრიფეთ თუშფალანგზე, ღრმა ლარნაკზე არ გააშროთ, აუცილებლად გაუვიდეს ნახარშის წვენი.

უკეთესი რამ არსებობს.თუ საქართველოში ხართ, სადაც თევზს ჰყიდიან, მოიკითხეთ ხახალი.
ეს არის წნელის, იგივე მტირალას, ანუ ტირიფის წვრილი ტოტებისაგან მოქსოვილი დიდი ლამბაქი.
გადააფარებთ სუფრის ტილოს და დააცდით გაციებას.

თევზი უნდა გაცივდეს ოთახის, ან ზაფხულში, სარდაფის ტემპერატურაზე. მაცივარში არაფრის დიდებით არ შედოთ ცხელი თევზი და არც მიირთვათ ამ გზით მომზადებული, ყველანაირი კულინარიული ღირებულება დაკარგული აქვს ცხელს.

იგივე ნახარშიდან სადღაც ერთი მესამედი წვენი გადმოწურეთ, მას დაამატეთ იგივე რაოდენობის წყალი, რაც თავიდან იყო ქვაბში და წვრილად დაკეპილი ახალი ქინძი ჩაყარეთ, ამ ყველაფერში ძმარი გემოვნებით შეაზავეთ.

ამასაც დააცადეთ განელება და შემდეგ ჩააწყვეთ გაცივებული თევზის ნაჭრები.

ამის მერე თუ გექნებათ "საშუალება" lol.gif , მოითმინეთ და სადღაც მინიმუ 6 საათი გააჩერეთ სიგრილეში.

უხდება თეთრი მშრალი ღვინო და თონის პურები.

პ.ს. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რომელიც "ხინკლი" რეცეპტზე გამოხატეთ. 2kiss.gif

Posted by: Lemon Curd 24 Jul 2014, 12:37
elchi
უღრმესი მადლობა, ჩავინიშნავ და ბევრჯერ გამომადგება თქვენი რეცეპტი.

Posted by: Nemoi 24 Jul 2014, 17:44
მე კამას ვამატებ ქინძთან ერთად გემრიელი გამოდის

Posted by: General Discussion 25 Jul 2014, 14:37
აბა კარგო გემრიელო და შემოქმედებითო საზოგადოებავ smile.gif
კითხვა მაქვს ასეთი: სად შეიძლება ან ვის შეიძლება დავაჭრევინო საზამთრო ლამაზად, ყვავილების ფორმები და ლამაზი რაღაცეები რო გამოყავთ ზედვე, გულები არ მინდა შეყვარებულისთვის არ მიმაქვს ალბათ მიხვდებოდით biggrin.gif
გთხვოთ PM_ში მომწეროთ თქვენი მოსაზრებები.
ძაან დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: nick_el_son 26 Jul 2014, 16:29
ქათმის ღვიძლი არაჟნით

ინგრედიენტები:
ქათმის ღვიძლი - 200 გ
ხახვი - 2 პატარა თავი
არაჟანი - 2 სუფრის კოვზი
პილპილი
ზეთი
მარილი


ზეთში მოშუშე საშუალოდ დაჭრილი ხახვი,
ოდნავ რომ შეიცვალა ფერი, დავამატე ღვიძლის ნაჭრები
10-15 წუთი გავაჩერე დაბალ ცეცხლზე
შემდეგ დავამატე პილპილი და მარილი
შემდეგ დავასხი 3 სუფრის კოვზი არაჟანი. მაგრამ ბევრი მომივიდა 2-ც ეყოფოდა.
ცოტა ავუწიე გაზს და ვაცადე 5 წუთი

გემოთი თითქოს ნორმალურია biggrin.gif

user posted image

user posted image

user posted image


ჩემი პირველი გაკეთებული "სერიოზული" საჭმელი (ტუშონკიან მაკარონს თუ არ ჩავთვლი) biggrin.gif


Posted by: anano_991 26 Jul 2014, 19:57
http://www.amazon.com/Norpro-3907-7-Inch-Nonstick-Springform/dp/B0000VZ58Q/ref=pd_sbs_k_7?ie=UTF8&refRID=1KH0VWBYZAQ7ZWCMSHV6

ესეთი ტორტის საცხობი ფორმა მაქვს და აუცილებლად უნდა პერგამენტის ქაღალდის ჩაფენა? და რამდენად თხელია ბისკვტის მასალა, ხო არ გაუვა? ძირი რომ ეხსნება მაგიტომ თხელი ცომი გამოდის ხოლმე

Posted by: @-MARIE-@ 26 Jul 2014, 21:49
nick_el_son
"მოყვარეს პირში უძრახეს" გამო გეტყვი - ეგ ტაფა გადააგდე . საშიშია ჯანმრთელობისთვის.


რჩევა თუ შეიძლება.
ტყემალს ტყლაპისგან რომ ვაკეთებ რა უნდა გავაკეთო რომ მალე არ გაფუჭდეს ? მაცივარში შენახულიც ვერ ძლებს დიდხანს. ძალიანს დიდხანს ვადუღო თუ რა სჭირდება ?

Posted by: aks75 27 Jul 2014, 12:29
ბოსტნეულის მობრაწულა

user posted image

http://mzareuli.info/index.php?cat=12&show_id=304

Posted by: MasterJC 27 Jul 2014, 13:15
QUOTE (aks75 @ 27 Jul 2014, 12:29 )
ბოსტნეულის მობრაწულა

user posted image

http://mzareuli.info/index.php?cat=12&show_id=304

შთამბეჭQდავად გამოიყურება smile.gif




ბრავო

Posted by: aks75 27 Jul 2014, 14:24
MasterJC

გემოც შთამბეჭდავია ))


Posted by: ავგაროზი 27 Jul 2014, 14:50
QUOTE (anano_991 @ 26 Jul 2014, 19:57 )
http://www.amazon.com/Norpro-3907-7-Inch-Nonstick-Springform/dp/B0000VZ58Q/ref=pd_sbs_k_7?ie=UTF8&refRID=1KH0VWBYZAQ7ZWCMSHV6

ესეთი ტორტის საცხობი ფორმა მაქვს და აუცილებლად უნდა პერგამენტის ქაღალდის ჩაფენა? და რამდენად თხელია ბისკვტის მასალა, ხო არ გაუვა? ძირი რომ ეხსნება მაგიტომ თხელი ცომი გამოდის ხოლმე

ქაღალდის გარეშე ფორმიდან ბისკვიტის ამოღება გაგიჭირდება.
მარტო ძირზეც რომ ჩაუფინო საკმარისია. აი ასე, როგორც ვიდეოში
http://www.youtube.com/watch?v=j0NZ2MySE1M#t=76
* * *
QUOTE
დღეს გავაკეთე

მაფინები ამ http://forum.ge/?showtopic=34450657&view=findpost&p=41622603 რეცეპტის ვარიაციით love.gif კაკაოს ნაცვლად შოკოლადის ნატეხები და დამატებით ჟოლო გავურიე. (შოკოლადის გამო შაქარის რაოდენობა მოვაკელი. მარგარინი, არ ქონის გამო, 60მლგ ზეთით ჩავანაცვლე. ცხობის დროც 40 წთ, ჟოლოს სინესტის გამო)
მაფინებისთვის საუკეთესო რეცეპტია, გირჩევთ. თან სურვილისამებ შეგიძლიათ დაამატოთ რაც გინდათ, მაინც უგემრიელესი გამოდის chups.gif

რამე სასარგებლო კერძიც რომ მომემზადებინა დღეს იმ თემაშიც დავწერდი, კერძზეც და მაფინებზეც smile.gif



Posted by: HellHound 28 Jul 2014, 11:09
robi_robi
QUOTE
ეს კი დღევანდელი საუზმე ...პიცის მოტივებზე...

მაგარი რაღაც ჩანს love.gif

ხალხო შემტხვევით ბაზრის გარდა ღორის ტვინი სად შეიძლება ვიყიდო ხომ არ იცით? გუდვილში არ ექნებათ? ძმაკაცს ვკითხე და თუ გახვალ არ იკითხო შენ თვითონ დაათვალიერეო lol.gif lol.gif

Posted by: Nko 28 Jul 2014, 14:15
გამარჯობა,

სუნელების კაცის მობილურის ნომერი ხომ არ იცით? biggrin.gif biggrin.gif
ან იქნებ იცოდეთ რომელ საათამდე მუშაობენ...

Posted by: aks75 29 Jul 2014, 01:36
ხაჭაპური შამფურზე

user posted image

http://mzareuli.info/index.php?cat=3&show_id=305

Posted by: kuda 29 Jul 2014, 17:34
ქადის გაკეთებას ვაპირებ, ოღონდ ღუმელი არ მაქვს და ტაფაზე გადაატრიალე-გადმოატრიალე რამე ქადა მასწავლეთ, რა user.gif

Posted by: ავგაროზი 29 Jul 2014, 17:44
kuda
საფუვრიანი ცომით აკეთებდა ხოლმე ბებო. შიგნით კარაქში მოშუშულ ფიქვილს +მარილი, შაქარი გემოვნებით, ცოტა ნიგოზიც სურვილისამებრს. ზეთიან ტაფაზე წვავდა.

ბავშვობაში გემრიელად გეახლებოდით.

Posted by: Windmühle 29 Jul 2014, 20:48
დღეს გავაკეთე ეს:მაკარონი-ცუკინით,ყველით და ნუშით.


Posted by: kuda 30 Jul 2014, 10:08
ავგაროზი
მადლობა, ვცდი :*

Posted by: HellHound 30 Jul 2014, 10:32
ეს ჩიპსი rolleyes.gif სხვადასხვანაირებია biggrin.gif

Posted by: HellHound 30 Jul 2014, 10:36
ეს კიდევ სოკოს და ქათმის სალათი
ამის რეცეპტს გეტყვით თუ გინდათ boli.gif ბულგარულიც აქვს boli.gif მეორე დღეს უფრო მაგარია rolleyes.gif

Posted by: დიაბლო 30 Jul 2014, 13:23
......

Posted by: del desierto 30 Jul 2014, 13:36
QUOTE (Nko @ 28 Jul 2014, 14:15 )
გამარჯობა,

სუნელების კაცის მობილურის ნომერი ხომ არ იცით? biggrin.gif biggrin.gif
ან იქნებ იცოდეთ რომელ საათამდე მუშაობენ...

მგონი ესაა ხომ? ფეისბუქზე აქვთ გვერდი, აქ რომ ჰკითხო?

https://www.facebook.com/GiviPapasSunelebi/timeline


Posted by: Besa 30 Jul 2014, 21:29
კულინარებო
ნეკნების შებრაწვა მასწავლეთ
ეს რა ვნახე http://forum.ge/?showtopic=34558917&view=findpost&p=37786417

Posted by: manine2013 31 Jul 2014, 19:32
მოგესალმებით გმოცდილო კულინარებო, მიყვარს ეს განყოფილება მაგრამ ვერ ვაქტიურობ დროის არ ქონის გამო, რიგირ მიზეზების გამო გადავწყვიტე ჩემიშვილის იუბილეზე ტორტი მე თვითო გამეკეთებინა, მე მგონი გამომივიდა მაგრამ მარციპანით არასოდეს გამიკეთებია და რაღაც ისე არ იყო, ძლივს გავაბრტყელე შესაბამის სიგრძე-სიგანეზე და რომ გადავაკარი ტორტს ალაგ-ალაგ გაიხა და გადნა შიგნიდან და დაიწყო წვეთა გამდნარმა მარციპანმა, სამომავლოდ რომ ვიცოდე როგორ გავაკეთო ისე რომ არ გადნეს?

Posted by: kethili 31 Jul 2014, 21:07
ბისკვიტს ვაცხობ რამის ორი საათია, 6 კვერცხი+150გრ შაქარი+160გრ ფქვილი. შუაში ჩხირით შემოწმებისას ჩხირი ცოტა წებოვან-ტენიანი ამოდის მაინც, კი არ ეკვრის ზედ რაიმე, ეგრე უნდა იყოს ნეტა?
* * *
manine2013

გილოცავ, დიდი გოგო გაგეზარდოს. smile.gif
მეც მაგ მიზეზით ვაცხობ ეხლა ბისკვიტს პირველად და ვერ გამომიცხვია smile.gif)))))))))

მარციპანის გადნობა ისე არასდროს მსმენია. ცხელ ბისკვიტს ხომ არ გადააფარე?

Posted by: _sofa_ 2 Aug 2014, 14:32
თბილი_სი
ეხლა ვკითხე დედაჩემს, უნდა დაკურკო რა თქმა უნდა , 1-2 ჩ.ჭ წყალი რომ არ მიიწვას თავიდან ვიდრე წვენს გამოუშვებს, და ადუღო დიდი ხანი დაბალ ცეცხლზე გამანაწილებლით.....ანუ თითქმის ნახევარი უნდა დააშრობიო...მერე ასპირინს მისცემ ლიტრზე 1ც და მოხუფავ ცხელსვე.....

Posted by: pleita 2 Aug 2014, 17:37
ჩახოხბილი და მოცვის კექსი გავაკეთე დღეს. რაც მქონდა ყველაფერი ავურიე ერთმანეთში biggrin.gif უჰ ძალიან კარგი გამოვიდა <3


http://www.radikal.ru

Posted by: manine2013 2 Aug 2014, 20:42
kethili
დიდი მადლობა smile.gif ბისკვიტი შევუკვეთე მე არ გამომიცხვია, არ მაქვს მაგის ნერვები biggrin.gif
QUOTE
ცხელ ბისკვიტს ხომ არ გადააფარე?

ცხელი არ იყო, მე ვფიქრობ რომ შიგნიდან კრემი რომ ესვა მაგის ბრალია :/

Posted by: aks75 3 Aug 2014, 15:54
ყაბაყის მობრაწულა კვერცხით

user posted image

http://mzareuli.info/index.php?cat=12&show_id=310

Posted by: ავგაროზი 3 Aug 2014, 21:09
3ჯერ წავიკითხე და სამჯერვე ბაყაყი ეწერა : )) გამიფართოვდა თვალები. მერე კი გავარჩიე biggrin.gif

საზაფხულო არდადეგებია თემაში.

Posted by: aranormaluri 3 Aug 2014, 21:46
ავგაროზი
QUOTE
3ჯერ წავიკითხე და სამჯერვე ბაყაყი ეწერა : ))

მეეეეც lol.gif თან კარგად დავაკვირდი რომ ბაყაყი მეპოვნა

პ.ს. მშია! sad.gif

Posted by: MasterJC 3 Aug 2014, 23:41
ავგაროზი
aranormaluri
მეთქი რა აბაყაყიი

თურმე რა ხდებააა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Georgian_Girl 4 Aug 2014, 09:55
გოგოებოო თუ არ გეზარებათ ბოსტნეულის ბულიონის რეცეპტები დაწერეთ რაა smile.gif

Posted by: Irisi 4 Aug 2014, 11:42
rtuli

აქ ხომ შენი ხაჭაპურის სურათია? smile.gif


http://www.radikal.ru

Posted by: Egyptian 4 Aug 2014, 15:53
QUOTE
აქ ხომ შენი ხაჭაპურის სურათია? smile.gif

მგონი მჭადი და ლობიოც

Posted by: aks75 4 Aug 2014, 20:42
ფენოვანი ცომის რეცეპტი

http://youtu.be/8orESmhi9Eo

http://youtu.be/8orESmhi9Eo

Posted by: kethili 5 Aug 2014, 01:06
http://www.radikal.ru
ესეც ჩემი გოგოს დაბდღის სურათები




* * *
http://www.radikal.ru
პეპელა ტორწიკი smile.gif

Posted by: robi_robi 6 Aug 2014, 12:28
Lemon Curd
MasterJC
aninia
HellHound
მადლობა ყველას მოწონებისათვის smile.gif

ჩემი საყვარელი საზაფხულო საჭმელი ლეჩო love.gif
http://pix.ge/
ეს კარტოფილი ...ძალიან რომ მოგვინდება ხოლმე ფრი ამას ვაკეთებ...
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეს კი ჩემი აჯაფსანდალი ...უხდება ძალიან ცხელ ზაფხულს
http://pix.ge/
http://pix.ge/

პ.ს ყველას ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვთ smile.gif

Posted by: MasterJC 6 Aug 2014, 15:26
robi_robi
აჯაფსანდალმა დაგლიჯა
დანარჩენს კარგად ვერ ვარჩევ მობილით ვარ
kethili
შდნ რა ნერვებუ გქონია
პეპელა ტორტი საუცხოოა wink.gif

Posted by: tikusha 7 Aug 2014, 15:16
გოგოებო კვირას ჩემი შვილის ნათლობა მაქვს, ტორტის ბისკვიტები ხვალ რომ გავაკეთო და მერე პარკში შევინახო უჭირს ზეგამდე რამე? სიცხე რომ არის მაგიტომ მაინტერესებს, ზეგ საღამოს დავკრემავდი

და კიდევ, გაყინული მარწყვები მაქვს და იმით ვაპირებ მორთვას, შიგნით დაბლენდერებულ მარწყვი მაქვს და იმას გავუშვებ და რითი დავნამო??
* * *
კიდევ ვაპირებ შოკოლადის ტორტის გაკეთებას და ზემოდან რითი მოვრთო?? რამე საიოლო რომ იყოს

Posted by: happy dreamer77 7 Aug 2014, 15:27
რთულის ქონდა მქონი აქ გულღვიძლის რეცეპტი დადებული ქათმის,
ვერ ვიპოვნე, მაპოვნინეთ რა smile.gif

Posted by: Wrest 7 Aug 2014, 15:30
ქათმის ფილე რომ იყოს მთავარი ინგრედიენტი ეგეთი რამე გემრიელი რეცეპტი მითხარით user.gif
ქათმის სალათის და ფახიტასის გარდა biggrin.gif
და ნამეტანი ცხიმიანი როარ იყოს.. :-ს

***
http://www.lollipop.ge/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1/
ეს ავარჩიე ინტერნეტში.. პროსტა თხილი უნდა ამოვაკლო biggrin.gif
ვნახოთ რა გამოვა chups.gif

Posted by: TT-KK 7 Aug 2014, 17:25
tikusha
პარკში რომ შეინახო შეიძლება გაფუჭდეს, ღიად შეინახე. საერთოდ ბისკვიტი წინა დღით უნდა გამოცხვეს, რომ კარგად გამოშრეს-მერე ხომ უნდა დანამო.
მე გადმობრუნებულ საცერზე ვდებ ხოლმე.

Posted by: kethili 7 Aug 2014, 19:03
QUOTE (MasterJC @ 6 Aug 2014, 15:26 )
kethili
შდნ რა ნერვებუ გქონია
პეპელა ტორტი საუცხოოა wink.gif

მადლობა, smile.gif
ეხლა ვისვენებ სამსახურისგან და გადავწყვიტე გამეხარებინა ბავშვები. smile.gif

Posted by: წუ-წუნა 7 Aug 2014, 20:36
Wrest
QUOTE
ქათმის ფილე რომ იყოს მთავარი ინგრედიენტი ეგეთი რამე გემრიელი რეცეპტი მითხარით

წინა საღამოს ვჭრი ქათმის ფილეს პატარა კუბიკებად ვამატებ ხახვს ორიგანოს და მარილს გემოვნებით
მეორე დღეს ტაფაზე ვწვავ მომზადებულ მასას და ვამატებ სამი ფერის ბულგარულს და ცოტაოდენ პომიდორს.....არც ძალიან ცხიმიანია და ძალიან გემრიელია .....იგივე მასით შეგიძლია წინასწარ მოხარშული ბრინჯიც შეკმაზო.....
user posted image
user posted image
ეს გუშინდელი ბოსტნეულის სალათა ......
user posted image

kethili
QUOTE
პეპელა ტორტი საუცხოოა wink.gif

......მეც ძალიან მომეწონა თქვენი ტორტიკი biggrin.gif ....კარგი ფანტაზიის უნარი გაქვთ პომიდორებიანი და მოცარელიანი ვიღაც რომ არის biggrin.gif ისიც ძალიან მომეწონა biggrin.gif

Posted by: fermina 7 Aug 2014, 20:46
robi_robi
ლეჩოს როგორ აკეთებ დაწერე რა smile.gif

Posted by: astridi 7 Aug 2014, 23:17
rtuli
სალამი smile.gif მეგობარს ქორწილი აქვს და მთხოვა გამეგო თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ თქვენთან 100 ნაჭრიანი საქორწილო ტორტი რა თანხა დაუჯდება? ან იქნებ ტქვენი კოორდინატები მომწეროთ და თავად გაგესაუბრებათ, თუ რა თქმა უნდა აკეთებთ შეკვეთით და გცალიათ

Posted by: shilaida 7 Aug 2014, 23:20
tikusha
შოკოლადის ტორტის მორთვა მარტივად , გარედან - თხილი,ნიგოზი ან ნუშიsmile.gifპს მოცვიც მოუხდება ძალიანsmile.gif
წარმატებები

Posted by: ბენი 7 Aug 2014, 23:53
რატო შემოვედი ამ თემაში user.gif

Posted by: tavadze 8 Aug 2014, 09:58
happy dreamer77
QUOTE
რთულის ქონდა მქონი აქ გულღვიძლის რეცეპტი დადებული ქათმის,
ვერ ვიპოვნე, მაპოვნინეთ რა

ამას გულისხმობ?
http://forum.ge/?showtopic=33695598&f=&st=360&#entry40216198
astridi
QUOTE
rtuli
სალამი  მეგობარს ქორწილი აქვს და მთხოვა გამეგო თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ თქვენთან 100 ნაჭრიანი საქორწილო ტორტი რა თანხა დაუჯდება?

რთული გასულია ქალაქიდან. შეიძლება, არც შემოდის აქ.

Posted by: norse 8 Aug 2014, 23:29
საღამომშვიდობისს.ჩაინკური კითხვა უნდა დავსვა,ჩემი შვილი ალერგიულია ზოგადად და შესაბამისად კვერცხს და კვერცხიანებს ვერ ვაჭმევ და რაიმე ტკბილეულის,მაგ ორცხობილების,ან ფუნთუშების რეცეპტები გაქვთ,ოღონდ უკვერცხო?

Posted by: astridi 8 Aug 2014, 23:47
tavadze
მადლობა ირაკლი (როგორც მახსოვს ირაკლია გქვიათ )

smile.gif

Posted by: happy dreamer77 8 Aug 2014, 23:58
tavadze
გაიხარე, მადლობა, კი ეგაა

Posted by: kethili 9 Aug 2014, 07:42
წუ-წუნა

ეს ბრინჯიანი როგორ გემრიელად გამოიყურება. ამ დღეებში ვცდი. ქათმის ხორციც აქვს ხომ? სუნელებიდან არაფერს უშვები? "კური" თუ როგორც ქვია ქართულად, ის არ მოუხდება? ან ცოტა სოიოს სოუსი...

პ.ს. ის ბოსტნეულის სალათი წესით "ნიანგს" უნდა გავდეს smile.gif))) ინტერნეტში ვნახე მსგავსი და მომეწონა იდეა ბავშვების დაბდღისთვის. კარგადაც ახრამუნეს smile.gif)
* * *
robi_robi
აჯაფსანდალი ძალიან გემრიელად გამოიყურება.
ასეთ კარგ მუქ ფერზე რომაა, ტომატის დამსახურებაა თუ ბრაწავ ინგრედიენტებს ცალ-ცალკე?
* * *
norse
ამ თემაშია სამარხვო ნამცხვრებიც და მგონი უნდა გამოდგეს.
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695330
ისე მე ფუნთუშაც გამიკეთებია მარხვაში და ალადებიც, მხოლოდ სოიოს რძით, ფქვილი, შაქარი, სოდა ან დროჟი. მაგრამ პროპორციების დაცვის გარეშე ვურევდი

Posted by: tavadze 9 Aug 2014, 09:33
astridi
happy dreamer77
არაფრის.
astridi
QUOTE
(როგორც მახსოვს ირაკლია გქვიათ )

კი. yes.gif yes.gif

Posted by: norse 9 Aug 2014, 23:07
kethili
მადლობა jump.gif jump.gif

Posted by: robi_robi 9 Aug 2014, 23:07
MasterJC
QUOTE
აჯაფსანდალმა დაგლიჯა

მადლობა smile.gif
fermina
QUOTE
ლეჩოს როგორ აკეთებ დაწერე რა

ესე იგი უნდა ხახვი,ბულგრაული,სტაფილო,პამიდორი,ნიორი და მწვანილებდა .ქინძი ,ოხრახუში და რეჰანი.
ჯერ ვთუშავ ხახვს .თითქმის რომ მოოქროსფერდება ,ვამატებ ბულგარულს,ცოტა ხანს ვთუშავ და ვამატებ ბლომად სტაფილოს..(ყველაფერს თვალის ზომით ვუკეთებ .სტაფილო უნდა იყოს ბევრი)...სტაფილო რომ ჩაითუშება და კარგად დარბილდება ვასხმათ პამიდორს(თუ გინდა დააბლენდერე ,თუ გინდა ხელით დაჭერი ცოტა მსხვილად,მე დაჭრილი უფრო მიყვარს) პამიდორთან ერთად კარგად რომ მოთუხთუხდება ბოლოს ვამატებ ნიორს და მწვანილს...მარილი და წიწაკა გემოვნებით...ძალიან უხდება წიწაკა,იმიტომ რომ სტაფილო მოტკბო გემოს აძლევს,პამიდორი ოდნავ სიმჟავეს და სიმწარეც ხატავს smile.gif სულ ეს არის
პ.ს სტაფილოს ვუშვრები გახეხილს აუცილებლად
kethili
QUOTE
აჯაფსანდალი ძალიან გემრიელად გამოიყურება.
ასეთ კარგ მუქ ფერზე რომაა, ტომატის დამსახურებაა თუ ბრაწავ ინგრედიენტებს ცალ-ცალკე?

ბადრიჯანი ცალ-ცალკე შემწვარი არ არის ,მაგრამ ეს აჯაფსანდალი არის ტაფის და არა ქვაბის კარტოფილთან ერთად რომ კეთდება...
ანუ თავიდან ბადრიჯანი იბრაწება ნახევარ მთვარეებად დაჭრილი,თითქმის რომ შეიბრაწება ,მერე ვუშვრები ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს და ბულგარულს და ერთად ვბრაწავ ...მერე ვასხამ პამიდროს და ბოლოს ნიორი და მწვანილები...ძალიან გემრიელია smile.gif

Posted by: aks75 10 Aug 2014, 06:13
ბადრიჯნის მობრაწულა

user posted image

http://mzareuli.info/index.php?cat=12&show_id=319


Posted by: fermina 10 Aug 2014, 09:19
robi_robi

მადლობა............... smile.gif

Posted by: aks75 11 Aug 2014, 23:28
ბოსტნეულის მობრაწულა კვერცხით

user posted image

http://mzareuli.info/index.php?cat=1&show_id=323

Posted by: SkitterZ 12 Aug 2014, 19:44
სად ხართ ხალხო mad.gif ერთადერთი თქვენ ხართ ვინც მაძლებინებთ ამ გაგანია დიეტაში biggrin.gif ვუყურებ თქვენს ნამუშევრებს და ვტკბები და ვოცნებობ რომ ოდესმე მეც გავაკეთებ მსგავს კერძებს და მივირთმევ chups.gif


და თქვენკიდე არ ჩანხართ sad.gif


დასასვენებლად ხართ წასულები ალბათ... მოვალ სექტემბერში აქ
და სუ ფოტოებით სავსე სავსე გვერდები დამხვდეს არმაინტერესებს mad.gif

gigi.gif

Posted by: Besa 13 Aug 2014, 12:15
იავიცი იქნებ ვინმეს გსურდეთ შეძენა
http://www.brao.ge/shetavazebebi/shetavazeba-4462.html

Posted by: pleita 13 Aug 2014, 22:17
http://www.radikal.ru



ჩემი ბენეძიქტი chups.gif

Posted by: BELLA-DONNA 14 Aug 2014, 17:45
გამარჯობათ. აქ როგორც ვხედავ ბევრნაირ კერძს და ტკბილეულს აკეთებთ. ვინმემ ხომ არ იცით მთიულური ნაზუქის გამოცხობა? თუ იცით შეკვეთას არ მიიღებთ? smile.gif

Posted by: noniko77 14 Aug 2014, 19:27
აუ,ძაან მინდა ნაპოლეონი ნამცხვარი, რავიცი რამ მომანატრა ხოდა კრემი გემრიელი როგორ გავუკეთო, მითხარით რა.

Posted by: aninia 15 Aug 2014, 13:50
noniko77
ეს ვიპოვე, აბა ნახე:

http://forum.ge/?showtopic=34203192&f=&st=75&#entry23443275

Posted by: ავგაროზი 15 Aug 2014, 19:33
weep.gif შოკოლადიან კრუასანებს ვაკეთებ, ჯერ ცომი გავაკეთე დილით. სიჩქარეში არც ჩავხედე რეცეპტს და მთელი 100 გრამით მეტი კარაქი ვუქენი თურმე weep.gif weep.gif weep.gif არადა როგორ მინდოდა რა... დამეკარგა გამოცხობის სურვილი კი არა და საერთოდ კრუასანი აღარ მინდა sad.gif

Posted by: kethili 15 Aug 2014, 23:53
ავგაროზი

არ მგონია ასმა გრამმა კარაქმა რამე დაუშავოს. მაინც გამოაცხვე და გვანახე რა გამოვა. ისე ფენოვან ხაჭაპურს მოუხდება ცხიმიანი ცომი და პირველი პარტია კრუასანები თუ არ მოგეწონება, დანარჩენი ცომით ხაჭაპური ან ლობიანი დააცხვე. smile.gif

Posted by: ავგაროზი 16 Aug 2014, 00:00
kethili
ეჰ, დაუშავა. ორმაგი რაოდენობა იყო თითქმის კარაქის. ისეთი ცხიმიანი გამოვიდა down1.gif
აღარ ვაპირებდი გამოცხობას, მაგრამ გადაგდებაც დამენანა და ძალის ძალად : ))
QUOTE
ისე ფენოვან ხაჭაპურს მოუხდება ცხიმიანი ცომი და პირველი პარტია კრუასანები თუ არ მოგეწონება, დანარჩენი ცომით ხაჭაპური ან ლობიანი დააცხვე.

ცოტა იყო ცომი (1 მთლიან ხაჭაპურს არც ეყოფოდა), მაინც მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: kethili 16 Aug 2014, 09:21
ავგაროზი
უი, საწყენია. არ მიფიქრია თუ ასეთი პატარა ცომი იქნებოდა. ნეტა არ შეიძლებოდა იგივე რაოდენობის ცომის უკარაქოდ მოზელა, ორივე ცომის გაბრტყელება და ერთმანეთზე დადება-გადახვევა. ნახევრად ფენოვანი მაინც გამოვიდოდა. გადასაგდებად მეც მენანება ყველაფერი smile.gif)

Posted by: MasterJC 16 Aug 2014, 09:49
QUOTE (ავგაროზი @ 15 Aug 2014, 19:33 )
weep.gif შოკოლადიან კრუასანებს ვაკეთებ, ჯერ ცომი გავაკეთე დილით. სიჩქარეში არც ჩავხედე რეცეპტს და მთელი 100 გრამით მეტი კარაქი ვუქენი თურმე weep.gif weep.gif weep.gif არადა როგორ მინდოდა რა... დამეკარგა გამოცხობის სურვილი კი არა და საერთოდ კრუასანი აღარ მინდა sad.gif

კრუასანებზე ვფიქრობ ორი კვირაა
ვერავინ ავიყოლიე რა რომ გსმოვაცხოთ

რძალი ცხობის აზრზე არაა ჯერჯერობით
მე ცუდად ვიცი და მარტოს მეზარება
დედას სულ არ ცალია და ა. შ.

გუშინ აჩმა გააკეთეს ჩემებმა
იფ რა

Posted by: ავგაროზი 16 Aug 2014, 18:55
MasterJC
არაა რთული (მერე რა რომ არ გამომივიდა gigi.gif ) ცადე.

Posted by: MasterJC 16 Aug 2014, 21:34
QUOTE (ავგაროზი @ 16 Aug 2014, 18:55 )
MasterJC
არაა რთული (მერე რა რომ არ გამომივიდა gigi.gif ) ცადე.

მასწავლე აბა

მაქსიმალურად დეტალური ინფო თუ შეიძლება ოღონდ

ინგრედიებტების ზუსტი პროპორციიდან
მზადების დროის და ტემპერატურის ჩათვლით
სიტყვაზე კვერცხი და ფქვილი რაცაა ვიცი. დანარჩენი? smile.gif

მაგარი აზრზე არ ვარ და მინდა რომ გავაკეთო

Posted by: guruliqali 16 Aug 2014, 22:55
მომენატრა და მიყვარს აქაურობა love.gif love.gif

დღეს გავაკეთე უფქვილო და უშაქრო ნამცხვარი ატმით და დიაბეტური შოკოლადით. ფოტოს ვერ ვდებ. რაც მთავარია, ადრესატმა ძალიან მოიწონა და ისიამოვნა smile.gif.

Posted by: COPACABANA 16 Aug 2014, 23:15
noniko77
კრემს ფორთოხლის ცედრა გაუკეთე

Posted by: noniko77 17 Aug 2014, 00:19
aninia
COPACABANA

ვაიმე, დიდი მადლობა ვეღარ შემოვიხედე აქ,

გავაკეთე სგუშონით +კარაქი + ცოტა ლიმნის ესენცია +ვანილი .ძაან გემრილეი გამოვიდა.

Posted by: ავგაროზი 17 Aug 2014, 12:08
MasterJC
რადგან რეცეპტით დაინტერესდი, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გამეკეთებინა (იმის გასაგებად ღირს თუ არა ამ რეცეპტის გაზიარება).
რამდენიმე საათში შემოგთავაზებ smile.gif


გუშინ ბაგეტი გამოვაცხე love.gif (ნაყიდს მაინც სხვანაირი გემო აქვს, თუმცა ესეც გემრიელია)

* * *
ბარემ ფოტოც : ))
http://www.radikal.ru
* * *
jump.gif
http://www.radikal.ru
იმდენად უყურადღებო ვარ ოღონდ... წინა მწარე შოკოლადით გავაკეთე და არმოეწონათ (მე კი მიყვარს მწარე შოკოლადი) და ამიტომ ახლა რძიანი ვარჩიე, ხოდა შიგთავსით ყოფილა თურმე, ახლა შევამჩნიე მხოლოდ ფოტოს გადაღებისას : )))
ესეც ნაკლებად გემრიელად მომზირალი ჭრილი
http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 18 Aug 2014, 17:29
MasterJC
QUOTE
ვერავინ ავიყოლიე რა რომ გამოვაცხოთ
რძალი ცხობის აზრზე არაა ჯერჯერობით
მე ცუდად ვიცი და მარტოს მეზარება
დედას სულ არ ცალია და ა. შ.

ჩვენ რომ ვიცით ის? wink.gif

guruliqali
მიყვარს მე შენი გაკეთებული რამე-რუმეები smile.gif
QUOTE
დღეს გავაკეთე უფქვილო და უშაქრო ნამცხვარი ატმით და დიაბეტური შოკოლადით

ამის რეცეპტი მინდა, რა, როცა მოიცლი
და კიდევ რამე თუ იცი, დიაბეტური smile.gif
მადლობა წინასწარ smile.gif

ავგაროზი
QUOTE
გუშინ ბაგეტი გამოვაცხე

QUOTE
კრუასანი

ვაიმეეეეე, მინდაააააა... sad.gif


Posted by: _veronica_ 18 Aug 2014, 18:13
არ არის რაიმე კურსები? მიდნა რაღAცეების სწავლა მარა მარტო სახლში მოსაწყენია. აი საკაიფო კურსები რო იყოს, ცეცხლის ფასიც რო არ ღირდეს თან

Posted by: ავგაროზი 18 Aug 2014, 18:36
nia4u
გააკეთე, მარტივია smile.gif
რეცეპტიც: http://forum.ge/?showtopic=33695604&view=findpost&p=41963237

Posted by: MasterJC 18 Aug 2014, 19:13
ავგაროზი
გიცდი jump.gif jump.gif
nia4u
QUOTE
MasterJC
QUOTE
ვერავინ ავიყოლიე რა რომ გამოვაცხოთ
რძალი ცხობის აზრზე არაა ჯერჯერობით
მე ცუდად ვიცი და მარტოს მეზარება
დედას სულ არ ცალია და ა. შ.

ჩვენ რომ ვიცით ის? 

შემახსენე რაზე მეუბნები 2kiss.gif
არ მიდნა რამე შეცდომით გიპასუხო

Posted by: nia4u 18 Aug 2014, 20:20
MasterJC
QUOTE
შემახსენე რაზე მეუბნები 
არ მიდნა რამე შეცდომით გიპასუხო

biggrin.gif
იმ გოგოზე გეკითხები, აქ რომ არ პოსტავს და სახლში რომ გემრიელობებს აკეთებს... smile.gif
და ჩვენ რომ ქორწილს ველოდებით wink.gif

Posted by: pleita 18 Aug 2014, 21:15
მაი ჩიქენ პარმეზან chups.gif
http://www.radikal.ru

დნებოდა love.gif

Posted by: ავგაროზი 18 Aug 2014, 21:20
MasterJC
იქით დავწერე http://forum.ge/?showtopic=33695604&view=findpost&p=41963237
smile.gif

Posted by: MasterJC 18 Aug 2014, 22:45
nia4u
აა, ჰოო
არაა მა შემთხვევაში ძმის ახალმოყვანილი ცოლი ვიგულისხმე

ჩემი გვრიტი მაინც არ პოსტავს :

არდა მაგარ რამეებს აკეთებს რაც ვნახე ჯერ smile.gif

უარზეა დათვალიერება მიყვარსო

Posted by: guruliqali 19 Aug 2014, 03:35
nia4u
2kiss.gif 2kiss.gif

QUOTE
დღეს გავაკეთე უფქვილო და უშაქრო ნამცხვარი ატმით და დიაბეტური შოკოლადითამის რეცეპტი მინდა, რა, როცა მოიცლი

ძირითადი რეცეპტი ეს არის (ninoma-მ მომაწოდა)
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&id=505&catid=36&Itemid=181
მე შაქარი საერთოდ ამოვიღე რეცეპტიდან, დავამატე დაჭრილი ატამი და დიაბეტური შოკოლადი (ნატეხები), ცხობითაც ცოტა მეტი ხანი ვაცხობდი (40 წთ) და ზემოდანაც შოკოლადი მოვახეხე.
QUOTE
და კიდევ რამე თუ იცი, დიაბეტური

სხვა ჯერ არაფერი გამიკეთებია, რამდენიმე რეცეპტის ადაპტირება მაქვს გეგმაში, აუცილებლად გაგიზიარებთ აქაც smile.gif.
ავგაროზი
QUOTE
ბაგეტი

love.gif love.gif

Posted by: rock in rose 19 Aug 2014, 09:21
გამარჯობა კულინარებო,
ქათმის ფილეთი რა შეიძლება მოვამზადო ქათმის სალათის გარდა?

Posted by: Blur 19 Aug 2014, 10:53
rock in rose
QUOTE
ქათმის ფილეთი რა შეიძლება მოვამზადო ქათმის სალათის გარდა?

მე მაიონეზში და აჯიკაში ჩაბასთურმებულს ღუმელში ვწვავ, გამოდის ძალიან ფაფუკი და გარნირად ბულგარულიან და სტაფილოიან ბრინჯს ვურთავ ხოლმე. ძალიან მარტივი გასაკეთებელია ორივე და გემრიელი რაც მთავარია

Posted by: guruliqali 19 Aug 2014, 11:32
rock in rose
QUOTE
ქათმის ფილეთი რა შეიძლება მოვამზადო ქათმის სალათის გარდა?

ქათმის ფილეს ხვეულა (რულეტი), ცივიც გემრიელია.
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1885-e18398e1839ce18393e18390e183a3e183a0e18398e183a1-e183a4e18398e1839ae18394e183a1-e183a0e183a3e1839ae18394e183a2e18398
ეს ერთ-ერთი რეცეპტია, ამავე საიტზე სხვა უამრავ რეცეპტსაც მოიძიებ.
მე ასე ვაკეთებ - ჩაჭრი შუაზე ფილეს (როგორც რეცეპტშია) არაბოლომდე, გადაშლი წიგნივით, დაბეგვავ მსუბუქად, მოაყრი მარილს და პილპილს, მოალაგებ ჩხირებად დაჭრილ ფერად ბულგარულებს, ყველს, მჟავე კიტრს, გადაახვევ, ჩხირით დააფიქსირებ რომ არ გაიხსნას და წვავ. ძალიან გემრიელია.

Posted by: rock in rose 19 Aug 2014, 11:54
Blur
guruliqali

დიდი მადლობა, მშვენიერი იდეებია bis.gif 2kiss.gif რელეტებს გავაკეთებ

Posted by: Sargerass 19 Aug 2014, 11:58
გოგოებო კვერცხიანი პამიდორი როგორ გავაკეთო? ვიცი ადვილია, მაგრამ მე არასოდეს არ გამიკეთებია..დედა აკეთებდა ხოლმე მაგრამ არაა საქართველოში რომ ვკითხო.. მასწავლეთ რა 2kiss.gif

Posted by: Lemon Curd 19 Aug 2014, 13:15
guruliqali
თქვენ კიდევ აქაურობას მოენატრეთ, თქვენი კეთილი პოსტებით.
guruliqali-ს ვაშლის რულეტი ჩემს ტოპ10-ში შედის.
და კიდევ ხაჭოს პეჩენიები შედიოდა, რომელიც ადრე ამოვიწერე, სულ ვაკეთებდი და ეხლა ვეღარ ვპოულობ sad.gif

ავგაროზი
კრუასანები მშვენიერი და პურმა ხომ გამაოცა.
ასე მგონია სახლში ასეთი ლამაზი პური არასოდეს გამომივა.

pleita
QUOTE
მაი ჩიქენ პარმეზან

ოოჰ რა კარგი ჩანს love.gif
ფილე, პომიდორი, მოცარელა, პარმეზანი... კიდევ რა აქვს? ღუმელში გამოაცხვე თუ ტაფაზე? თუ არ დაგეზარება, მასწავლე რა.


ტვ-ში ვნახე დილით ფერად-ფერადი ყინულების რჩევები და გაგიზიარებთ, სიცხეში გამოდგება:
- მოვამზადოთ ყავა (ფილტრის, ხსნადი, აპარატის, სულერთია მოკლედ, თურქულის გარდა), გავაგრილოთ, შემდეგ ჩავასხათ ყინულის ფორმებში და გავყინოთ. შეიძლება ყავის მთლიანი მარცვლების ჩაყოლებაც. როცა გაიყინება, შეგვიძლია, ჩავყაროთ ცივ რძეში, ან ცივ ყავაში.
- ცივი ჩაი გაყინული მანგოს და ალუბლის წვენით. წვენი ცალცალკე გავყინოთ ყინულის ფორმებში. ამასობაში მოვამზადოთ შავი ჩაი და გავაცივოთ, ჩავამატოთ პიტნის ფოთლები, წვენის ყინულები და მივირთვათ. ისე ფორთოხლის წვენიც მოუხდება მგონი, ანანასისაც.
- ხილის სანგრია. გავყინოთ ალუბლის და ფორთოხლის წვენი ხილის ნაჭრებთან ერთად (მაგალითად, ვაშლატამა, ლიმონის ნაჭრები, ფორთოხალი, შეგვიძლია ფორთოხლის წვენს ფორთოხლის ლიქიორი შევურიოთ (3:1) და ისე გავყინოთ. ჭიქაში ჩავასხათ მშრალი წითელი ღვინო და ჩავყაროთ ყინულის კუბიკები.
- ბავშვებისთვის შეიძლება ჟელატინის დათუნიებით მოვამზადოთ ყინული. ყინულის ფორმაში ჩავაწყოთ ჟელიბონები, შევავსოთ წყლით და გავყინოთ (წვენიც შეიძლება, მაგრამ მერე დათუნიები ლამაზად არ გამოჩნდებაsmile.gif. ყინულების გამოყენება შეიძლება მაგალითად ლიმონის გაზიან სასმელთან ერთად.

ესეც ფოტო ინტერნეტიდან
http://www.radikal.ru

Posted by: tavadze 19 Aug 2014, 13:16
Sargerass
QUOTE
გოგოებო კვერცხიანი პამიდორი როგორ გავაკეთო?

კაცებმა რომ გიპასუხოთ, არა? თუ მაინცდამაინც გოგოებს უცდი, დარჩები დღეს მშიერი. biggrin.gif
მოკლედ, პომიდორი 5-ოდე წუთით ჩაყარე ცხელ წყალში, გააცალე კანი და დაჭერი კუბიკებად. დაჭერი ხახვი, დაასრისე ნიორი და ეს მასა მოშუშე ზეთში, მერე დააყარე ის დაჭრილი პომიდორი და წამოადუღე. დაუმატე რეჰანი, ქინძი, ნიახური (მწვანე ღეროები რომ აქვს - "პეტრუშკა:, მეშლება მაგის სახელი biggrin.gif), მარილი, წიწაკა, სულ ბოლოს კი ჩაახალე კვერცხი.
ოღონდ ჩემსავით არ დაგემართოს, კვერცხი რომ დამავიწყდა და ვერაფრით მივხვდი, რატომ არ ჰქონდა ის გემო, რაც უნდა ჰქონოდა. biggrin.gif სანამ დეიდაშვილს "აჩოტი" არ ჩავაბარე, პომიდორი ჩავშუშე კვერცხში-მეთქი, მანამ ვერ მივხვდი მიზეზს, მერე კი შემოვირტყი თავში ხელი, კვერცხი დამავიწყდა-თქო. biggrin.gif
* * *
Lemon Curd
QUOTE
guruliqali-ს ვაშლის რულეტი ჩემს ტოპ10-ში შედის.

მაგან სხვაც უგემრიელესი რულეტები იცის... და კიდევ ანიუტა - მმმ, ვეცემი და ვეღარ ვდგები. biggrin.gif

Posted by: Sargerass 19 Aug 2014, 13:20
tavadze
აჰაჰაჰაჰა biggrin.gif გაიხარე..დიდი მადლობააა 2kiss.gif 2kiss.gif კვერცზე ალერგია მაქვს და მე პირადად არ მიჭამია წლებია.. მომინდა ეხლა გაკეთება..იქნებ ქმარუკას მოეწონოს..

ძალიან დიდი მადლობა..რაც ვიცი სულ ბიჭებმა მასწავლეს biggrin.gif ძმაკაცი მყავს მეგრელია ისეთ გემრიელობებს იგონებს და აკეთებს მაგიჟებს biggrin.gif და მეუღლესაც კაი ხელი აქ მაგან მასწავლა ლამის ყველაფერი biggrin.gif

გაიახრე აბა ვცდი მაგას ეხლავე..


Posted by: Lemon Curd 19 Aug 2014, 13:22
rock in rose
QUOTE
გამარჯობა კულინარებო,
ქათმის ფილეთი რა შეიძლება მოვამზადო ქათმის სალათის გარდა?


პასტა შეგიძლია გააკეთო ქათმის ფილეთი და რაიმე გემრიელი სოუსით, რატატუი და პერფექტზე დევს ბევრი კარგი რეცეპტი.

Sargerass
QUOTE
გოგოებო კვერცხიანი პამიდორი როგორ გავაკეთო? ვიცი ადვილია, მაგრამ მე არასოდეს არ გამიკეთებია..დედა აკეთებდა ხოლმე მაგრამ არაა საქართველოში რომ ვკითხო.. მასწავლეთ რა


ჩემს ვარიანტს გეტყვი აბა - პომიდორს დაასხი მდუღარე, 10 წამი დააყოვნე, გადაავლე მერე ცივი წყალი და კანი მოაცილე. დაჭი ამას პატარა კუბიკებად, ან გახეხე თუ გინდა. დაჭერი ხახვი, პატარა კბილი ნიორი. ტაფაზე გაადნე კარაქი, მოშუშე ხახვი და ნიორი, თუ მარტო პომიდორით აკეთებ - დაასხი ესეც და აცადე ცოტა ითუხთუხოს, რამოდენიმე წუთი. მერე მოასხამ კარგად ათქვეფილ მარილიან კვერცხს, მოაჭრი რეჰანს ან ბაზილიკს და სულ ესაა. შავი პილპილი უხდება კიდევ. ასევე თუ სხვა ინგრედიენტებიც გინდა, სანამ პომიდორს დაასხამ - დაჭერი ბულგარული წიწაკა, ცუკინი თხელ ნაჭრებად, მოშუშე ესენი ხახვთან ერთად და მერე იგივე თანმიმდევრობა რაც ზემოთ წერია.
bon appetit

სანამ მე დავწერე, tavadze-საც დაუწერია რა გემრიელი რეცეპტი... ოღონდ ''პეტრუშკა'' ოხრახუშია, ისე ნიახურიც მოუხდეს შეიძლება, რატომაც არა.

tavadze
ანიუტას რეცეპტიც ჩანიშნული და დატესტილი მაქვს, გამომრჩა smile.gif

Posted by: Sargerass 19 Aug 2014, 14:33
Lemon Curd
იფიფიფ.. მადლობააააააააააააააა

Blur
უგემრიელეს რაღაცას გასწავლიიი... სუხარი გინდა დაფხვნილი,1 ნაჭერი ყველი,ნიორი და არაჟანი

ფილე დაჭერი რა ზომაც გინდა ისეთზე..(ანუ კატლეტებივით რომ გამოვიდეს ზომები) ამასობაში არაჟანში ჩაჭყლიტე 4-5 თავი ნიორი.. ( მე მეტს ვშვები რადგან ნიორის გიჟი ვარ biggrin.gif ) მოაყარე მარილი და პილპილი.. ( არაჟანში. კარგად მოურიე) ამოავლე დაჭრილი ფილე მაგ მასაში და გააჩერე 15-20 წუთი..ცოტა დარბილდება ხორცი.. მერე ცალკე გქონდეს დაფხვნილი სუხარი და ამ სუხარს მოახეხე ზემოდან ყველი..ნებისმიერი.. მერე ეს არაჟნიანი ფილე ამოაგუნგლე ამ ყველიან სუხარში და შეწვი ტაფაზა ნელ ცეცხლზე.. უგემრიელესიაა

Posted by: tavadze 19 Aug 2014, 15:17
Sargerass
QUOTE
რაც ვიცი სულ ბიჭებმა მასწავლეს  ძმაკაცი მყავს მეგრელია ისეთ გემრიელობებს იგონებს და აკეთებს მაგიჟებს  და მეუღლესაც კაი ხელი აქ მაგან მასწავლა ლამის ყველაფერი

biggrin.gif biggrin.gif up.gif
Lemon Curd
QUOTE
დაჭერი ბულგარული წიწაკა,

ბულგარული წიწაკა დამ,ავიწყდა - ეგ ყველაფერს უხდება. ცხადია, თუ გიყვართ...
QUOTE
ოღონდ ''პეტრუშკა'' ოხრახუშია, ისე ნიახურიც მოუხდეს შეიძლება, რატომაც არა.

არა, არა - ნიახური არ მოუხდება არანაირად, ეგ ძაან სპეციფიკურია. ხომ ვთქვი - მერევა ეგენი და იმიტომ დავწერე რუსული სახელი. sad.gif ჩემი კულნარობა არ გაიშვას. არადა, რეცეპტებს ვარიგებ. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ავგაროზი 19 Aug 2014, 15:30
guruliqali
Lemon Curd
მიხარია რომ მოგეწონათ. smile.gif

QUOTE
ასე მგონია სახლში ასეთი ლამაზი პური არასოდეს გამომივა.

ადვილია. თუ გადაწყვეტ გაკეთებას ამ ვიდეოს გადახედე (გერმანულად კია, მაგრამ გასაგებად ენის ცოდნა არაა საჭირო)

თავიდან, ცომის გაშშლის და დაკეცვის პროცედურა სულ სამჯერ მეორდება, შუალედი 20 წთ. ბოლოს მისცემ ბაგეტის ფორმას, როგორცაა ნაჩვენები ისე დაკეცავ, დატოვებ საცხობ ფურცელზე კიდევ 20 წუთით. შემდეგ დანამავ წყლით, მოაყრი ფქვილს, რამდენგანმე დაუსმევ ბასრ დანას (ზედაპირს ჩაჭრი) გამოაცხობ 240 გრადუსზე (წინასწარ გახურებულ რუმელში) 20 წუთის განმავლობაში. ღუმელის ძირზე ცეცხლგამძლე ჭურჭელით წყალი დადგით.

Posted by: pleita 19 Aug 2014, 15:43
Lemon Curd
ვეღარ ვპოულობ რეცეპტს , ისე დაგიწერთ

ფილე დაბეგვეთ, პილპილით, მარილით შეაზავეთ. ამოავლეთ ფქვილში, კვერცხში, ბოლოს დაფხვნილი პარმეზანისა და საფანელის ნარევში. შეწვით 2 -3 წუთის გნამვალობაში მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან, კარგად რომ გაყვითლდეს. (კარაქში შემწვარი უფრო ნაზი და გემრიელია)


ცალკე ვამზადებ პომიდვრის სოუსს. 1,5 ხახვი, 1 ბულგარული, 2 კბილი ნიორი მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ დაბლენდერებული 3-4 პომიდორი, 1 ს.კ კეტჩუპი. შუშეთ თავდახურულ ღრმა ტაფაში 15 წუთი. შეაზავეთ ცოტა ცოცხალი ოხრახუშით, რეჰანით, სუნელებით, მარილით, გამხმარი ბაზილიკით, ორეგანოც შეიძლება ცოტა.


სოუსში ჩააწყვეთ შემწვარი ნაჭრები ,ზემოდანაც მოასხით . დაალაგეთ თხლად დაჭრილი სულგუნი/მოცარელა. შედგით ღუმელში. 10-15 წუთი ფოლგით, ან საცხობით თავდახურული, შემდეგ 10 წუთი თავმოხსნილი რომ ყველი მოიბრაწოს.

გარნირად სპაგეტი უხდება ძალიან, ან რომელიმე პასტა chups.gif


rock in rose

ახლა რა რეცეპტიც დავწერე უგემრიელესია და ფილეთი ვაკეთებ ხოლმე.

Posted by: rock in rose 19 Aug 2014, 16:27
Lemon Curd
pleita

დიდი მადლობა ჩემო კარგებო, გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს 2kiss.gif

Posted by: guruliqali 19 Aug 2014, 19:08
Lemon Curd
დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის 2kiss.gif
QUOTE
თქვენ კიდევ აქაურობას მოენატრეთ

შვებულება მაქვს smile.gif
QUOTE
და კიდევ ხაჭოს პეჩენიები შედიოდა, რომელიც ადრე ამოვიწერე, სულ ვაკეთებდი და ეხლა ვეღარ ვპოულობ

ესენი?
http://forum.ge/?showtopic=34203192&view=findpost&p=27740516
ესეც ხაჭონიკები
http://forum.ge/?showtopic=34203192&view=findpost&p=28068040
tavadze
QUOTE
და კიდევ ანიუტა - მმმ, ვეცემი და ვეღარ ვდგები.

ერთინახვით თუ ერთიჭამითშეყვარება ქვია შენი და "ანიუტას" ამბავს... ხომ დაგპირდი, სახელს გადავარქმევ და თავაძეს დავარქმევ-მეთქი?! biggrin.gif
ავგაროზი
QUOTE
ადვილია. თუ გადაწყვეტ გაკეთებას ამ ვიდეოს გადახედე (გერმანულად კია, მაგრამ გასაგებად ენის ცოდნა არაა საჭირო)

საინტერესო ვიდეოა.

დღეს მაწვნის წვნიანი გავაკეთე.

Posted by: წუ-წუნა 19 Aug 2014, 19:34
guruliqali
tavadze
.....ჩემი გურულები 2kiss.gif biggrin.gif ...ძალიან მიყვარხართ....
Lemon Curd
QUOTE
guruliqali-ს ვაშლის რულეტი ჩემს ტოპ10-ში შედის.

....ჩემიც biggrin.gif ...ეს იყო პირველი ნამცხვარი რომელიც ეკამ მასწავლა და გავაკეთე love.gif .....საერთოდ პეროგისტი ვარ, იშვიათად ვაკეთებ კრემიან ნამცხვრებს biggrin.gif
QUOTE
ფერად-ფერადი ყინულების რჩევები

......მეც ვამზადებ ფერად ყინულებს სხვადასხვა ხილის არომატით.....არაჩვეულებრივია ამ ცხელ ამინდებში....

ესეც ჩემი მომზადებული მწვადი biggrin.gif ...ხბოს ხორცი თხლად დავჭერი, შიგ სულგუნი გავახვიე და ბარბიკიურზე შევწვი.....

user posted image
user posted image

.......LUTA მომენატრა........როგორ აკლია აქაურობას მისი ჯადოსნური ნახელავები...... love.gif

Posted by: MasterJC 19 Aug 2014, 22:21
QUOTE
ერთინახვით თუ ერთიჭამითშეყვარება ქვია შენი და "ანიუტას" ამბავს

givi.gif
Sargerass
გოგოს სარგერასი რა პონტში გქვია? :დ
წუ-წუნა
QUOTE
ესეც ჩემი მომზადებული მწვადი  ...ხბოს ხორცი თხლად დავჭერი, შიგ სულგუნი გავახვიე და ბარბიკიურზე შევწვი.....

აუუ
დავქლიავდი რა საოცრად გამოიყურებიან\
საზამთროს უდნა ვჭამდე ეხლა? დამახრჩო ნერწყვმა

იქნება გავაკეთო მეც ოდესმე
ძალაინ თხლად დაჭერი ხორცი?
გაჭრილის ფოტოც ხო არ მოგეძევება ? შიგ როგორია მაინტერესებს

Posted by: tavadze 19 Aug 2014, 22:28
guruliqali
QUOTE
ერთინახვით თუ ერთიჭამითშეყვარება ქვია შენი და "ანიუტას" ამბავს...

biggrin.gif biggrin.gif
წუ-წუნა - ფერიცვალებას გილოცავ შენც და ყველას, კულინარსა თუ არაკულინარს.
ნახე დღეს რავარი დოღი გაიმართა ბახმაროში? თან მწნილისა და ჯემის ფესტივალიც ჩატარდაო პირველადო...
უფ-უფ-უფ - უწვიმია დღეს ნაშუადღევს გურიაში.
QUOTE
.LUTA მომენატრა........როგორ აკლია აქაურობას მისი ჯადოსნური ნახელავები.....

+1000000000000000000000000000000000000

Posted by: popins 20 Aug 2014, 08:19
ჰე ჰე
2 დღეა საზამთროს ვკლავ ხოლმე
მხოლოდ
და 2 კგ მოვიკელი

15 დღე საზამთრო რო ვჭამო მხოლოდ შეიძლება ნეტა ?
:დ

Posted by: ninicool 20 Aug 2014, 11:44
popins
ეგ კითხვა ექიმს უნდა დაუსვათ.











Posted by: Sargerass 20 Aug 2014, 15:41
MasterJC
მეუღლემ დამარეგისტრირა წლების წინ givi.gif

Posted by: nia4u 20 Aug 2014, 21:22
guruliqali
QUOTE
ძირითადი რეცეპტი ეს არის (ninoma-მ მომაწოდა)
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?optio...d=36&Itemid=181
მე შაქარი საერთოდ ამოვიღე რეცეპტიდან, დავამატე დაჭრილი ატამი და დიაბეტური შოკოლადი (ნატეხები), ცხობითაც ცოტა მეტი ხანი ვაცხობდი (40 წთ) და ზემოდანაც შოკოლადი მოვახეხე.

მადლობა შენც და ninoma-საც 2kiss.gif
50 გრამი შაქარი გინდ დაგიმატებია და გინდ არა,
კარგად მოგიფიქრებია - დიეტურიც იქნება და დიაბეტურიც smile.gif და გემრიელიც smile.gif
აუცილებლად გავაკეთებ smile.gif

* * *
guruliqali
QUOTE
ერთინახვით თუ ერთიჭამითშეყვარება ქვია შენი და "ანიუტას" ამბავს... ხომ დაგპირდი, სახელს გადავარქმევ და თავაძეს დავარქმევ-მეთქი?! 

"ანიუტა თავაძისა" დაარქვი smile.gif
წუ-წუნა
QUOTE
ეს იყო პირველი ნამცხვარი რომელიც ეკამ მასწავლა და გავაკეთე

რომელია ეს პეროგი? არ დევს სადმე?
QUOTE
ესეც ჩემი მომზადებული მწვადი  ...ხბოს ხორცი თხლად დავჭერი, შიგ სულგუნი გავახვიე და ბარბიკიურზე შევწვი.....

მაგარიაა! მმმმ...
QUOTE
.......LUTA მომენატრა........როგორ აკლია აქაურობას მისი ჯადოსნური ნახელავები......

ხოოო, გვაკლია ნამდვილად! yes.gif

Posted by: tavadze 20 Aug 2014, 21:50
nia4u
QUOTE
50 გრამი შაქარი გინდ დაგიმატებია და გინდ არა,

შეგიძლია, ეგ შაქარი შეცვალო სტევიას შაქარით - ფარმა დეპოს აფთიაქებში იყიდება. 10 ლარამდე ღირს ერთი ქილა. გუდვილში და სხვა მარკეტებშიც იყიდება შაქარი სხვადასხვანაირი შაქარი ან დამატკბობლები, მაგრამ ისინი არ ვიცი - ალბათ, ქიმიაა, ეგ კი მცენარეულია.

Posted by: guruliqali 20 Aug 2014, 21:57
tavadze
QUOTE
შეგიძლია, ეგ შაქარი შეცვალო სტევიას შაქარით

თუ იცი, იგივე რაოდენობით ცვლის "ნამდვილ" შაქარს? ანუ, ეგეც 50 გრამი უნდა დამემატებინა?
nia4u
QUOTE
"ანიუტა თავაძისა" დაარქვი

მშვენიერი აზრია! bis.gif ნათლია ხარ.

წუ-წუნა
QUOTE
ესეც  ჩემი  მომზადებული  მწვადი  ...ხბოს  ხორცი  თხლად  დავჭერი, შიგ  სულგუნი  გავახვიე

აუ, რა იქნება! tuk.gif
popins
QUOTE
15 დღე საზამთრო რო ვჭამო  მხოლოდ შეიძლება ნეტა ?

ჩემს დიეტაში საზამთრო "აკრძალული ხილის" სიაშია.

Posted by: nia4u 20 Aug 2014, 22:07
guruliqali
QUOTE
თუ იცი, იგივე რაოდენობით ცვლის "ნამდვილ" შაქარს? ანუ, ეგეც 50 გრამი უნდა დამემატებინა?

არა, სტევია ნამცეცი უნდა ეგ, 25- ჯერ ტკბილია შაქარზე smile.gif
ნამდვილად მცენარეულია და უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს smile.gif
http://life.mediamall.ge/?id=35985

tavadze
QUOTE
შეგიძლია, ეგ შაქარი შეცვალო სტევიას შაქარით

კაი გაგახსენდა, სულ მავიწყდება მაგის არსებობა smile.gif

Posted by: tavadze 20 Aug 2014, 23:31
nia4u
QUOTE
რა, სტევია ნამცეცი უნდა ეგ, 25- ჯერ ტკბილია შაქარზე 
ნამდვილად მცენარეულია და უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს

სადაც ამდენი გცოდნია მაგ სტევეაზე, იქნებ, ესეც იცოდე - მაგ შაქრით გაკეტებული ტკბილეული (კომპოტ-წვენ-ჯემები და ამგვარები) თუ შეინახება?

Posted by: MasterJC 21 Aug 2014, 00:52
QUOTE (tavadze @ 20 Aug 2014, 23:31 )
nia4u
QUOTE
რა, სტევია ნამცეცი უნდა ეგ, 25- ჯერ ტკბილია შაქარზე 
ნამდვილად მცენარეულია და უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს

სადაც ამდენი გცოდნია მაგ სტევეაზე, იქნებ, ესეც იცოდე - მაგ შაქრით გაკეტებული ტკბილეული (კომპოტ-წვენ-ჯემები და ამგვარები) თუ შეინახება?

ვაუ

ძაან იბტერესნო

რამდენად აქტიურად შეიძლება მაგისი.მოხმარება?
მამას ფიაბეი აქვს და სიამოვნებით ჩავანაცვლებდი შაქარს საჭურო შემთხვევაში
* * *
QUOTE
მამას ფიაბეი აქვს და სიამოვნებით ჩავანაცვლებდი შაქარს საჭურო შემთხვევაში

დიაბეტი*



ვახ

მობილურით წერა რა საცოდაობაა :დ

Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 21 Aug 2014, 09:00
QUOTE (Besa @ 13 Aug 2014, 12:15 )
იავიცი იქნებ ვინმეს გსურდეთ შეძენა
http://www.brao.ge/shetavazebebi/shetavazeba-4462.html

გამარჯობა ეს გამოსაშრობია არა?

იყენებთ თვითონ თქვენ?




პს აქვე მაწვნის სუპის რეცეპტებს ხომ ვერ შემომთავაზებთ?

დედაჩემთან ნუ დამარეკინებთ იქნებ თქვენ დამეხმაროთ

cry.gif

Posted by: pleita 21 Aug 2014, 09:06
YOUR-EX-GIRLFRIEND

http://mzareuli.info/?cat=14&show_id=111

აუ მეც მომინდა . chups.gif დღეს მოვამზადებ :nod:

Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 21 Aug 2014, 09:08
pleita
კარაქი ზეითუნის ზეთით რომ ჩავანაცვლო ძალიან გავაფუჭებ? biggrin.gif

Posted by: pleita 21 Aug 2014, 09:25
YOUR-EX-GIRLFRIEND




http://receptebi.ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/#.U_WCnIOEYuo

Posted by: guruliqali 21 Aug 2014, 09:29
YOUR-EX-GIRLFRIEND
QUOTE
მაწვნის სუპის რეცეპტებს ხომ ვერ შემომთავაზებთ?

მეც დაგიწერ რეცეპტს, იქნებ ეს უფრო მოგეწონოს.
მე ასე ვაკეთებ (ჩემი დიეტოლოგის რეკომენდებული რეცეპტია) -
მაწვნის წვნიანი
ინგრედიენტები:
მაწონი - 500 გრამი,
კვერცხი - 1 ცალი,
ხახვი - 1 თავი,
კარაქი - 20 გრამი,
ბრინჯი (მე ყავისფერი ბრინჯს ვიყენებ) - 50 გრამი,
რძე - 50 გრამი,
წყალი - 500 გრამი,
მწვანილი - გემოვნებით,
მარილი - 1/2 ჩაის კოვზი.
მომზადების წესი:
დავკეპოთ ხახვი (მე მწვანე ხახვით უფრო მომწონს) და მოვშუშოთ კარაქში, მაწონი წინასწარ გავწუროთ, გავხსნათ თბილ წყალში და თანდათანობით ჩავუშვათ მოშუშულ ხახვში. ადუღებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. ჩავამატოთ წინასწარ მოხარშული ბრინჯი, ჩავასხათ თბილ რძეში გახსნილი კვერცხის გული და კიდევ მოვურიოთ, სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და მარილი.

Posted by: tavadze 21 Aug 2014, 09:44
MasterJC
QUOTE
რამდენად აქტიურად შეიძლება მაგისი.მოხმარება?

მე როგორც ვიცი, უკუჩვენება არ აქვს.
აი, თითონ სტევეას ფოთლებს თუ იშოვი (დასავლეთში მოჰყავთ, გურიაში), მაგის ნახარშიც გამოიყენება დასატკბობად. ის საერთოდ ბუნებრივია.

Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 21 Aug 2014, 09:57
pleita
guruliqali
.
მადლობა კარგები ხართ 2kiss.gif

QUOTE
(ჩემი დიეტოლოგის რეკომენდებული რეცეპტია) -

მეც დიეტოლოგმა მირჩია სხვათაშორის biggrin.gif

Posted by: popins 21 Aug 2014, 12:02
guruliqali
QUOTE
ჩემს დიეტაში საზამთრო "აკრძალული ხილის" სიაშია.



გუშინ მთელი დღე ნესვი ვჭამე და გრამი ვერ მოვიკელი დღეს მაწონი და წიწიბურა ,ვნახოთ აპა .
; ]

Posted by: Lemon Curd 21 Aug 2014, 14:02
Sargerass
pleita
დიდი მადლობა ორივეს რეცეპტებისთვის!
guruliqali
დიახ აი პირველი, გადაკეცილები რომ არის, უკრაინელი ბაბუშკას რეცეპტითsmile.gif)) დიდი დიდი მადლობა! ვეძებე და რატომღაც ვეღარ ვიპოვე. ამოვიწერ ისევ და აღარ დავკარგავ 2kiss.gif

წუ-წუნა
ოჰჰჰ ხორცებმა ჩემი გული მოინადირეს!
რეცეპტს არ გკითხავ, გრილი მაინც არ მაქვს და ტაფზე არ გამოვა ისეთი


Posted by: ^Nos_ka 21 Aug 2014, 19:32
popins
QUOTE
15 დღე საზამთრო რო ვჭამო მხოლოდ შეიძლება ნეტა ?

თირკმელების უკმარისობა yes.gif

YOUR-EX-GIRLFRIEND
QUOTE
მაწვნის სუპის რეცეპტებს ხომ ვერ შემომთავაზებთ?

ინგრედიენტები:
მაწონი - 500 გრამი,
მწვანე ხახვი - 6-7 ღერო,
კარაქი - 20 გრამი,
წყალი - 500 გრამი,
კამა,
მარილი - 1/2 ჩაის კოვზი.
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ხვახვი მოვშუშოთ კარაქში, მაწონი გავხსნათ თბილ წყალში და თანდათანობით ჩავუშვათ მოშუშულ ხახვში, დავამატოთ მარილი. ადუღებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით.სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

კვერცხიანი არასდროს გამისინჯავს, ბრინჯიანს დედა აკეთებდა და არ მომწონდა...

Posted by: Tinker Bell 21 Aug 2014, 21:58
ხალხო რა მინდა გთხოვოთ, ჩემს ბაღში გოგრა ჩამოვარდა ხეივნიდან და გასკდა, მკვახეა არ არის დამწიფებული და მენანება გადაგდება. იქნებ იცოდეთ რა შეიძლება გავაკეთოო???

Posted by: ავგაროზი 22 Aug 2014, 02:52
Tinker Bell
გოგრის სუპი, ნამცხვარი, მოხარშული, შემწვარი...


-
ბოსტნეულით
http://www.radikal.ru

Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 22 Aug 2014, 08:03
^Nos_ka

მადლობა

გავაკეთებ ამ დღეებში და წავიარიაჟებ მერე ჩემი ,,შედევრით'' biggrin.gif

Posted by: Jane_L 22 Aug 2014, 12:11
pleita
QUOTE
მაი ჩიქენ პარმეზან

აუ, რეცეპტი სად ვნახო ამ გემრიიელობის

Posted by: tavadze 22 Aug 2014, 12:21
Tinker Bell
QUOTE
ხალხო რა მინდა გთხოვოთ, ჩემს ბაღში გოგრა ჩამოვარდა ხეივნიდან და გასკდა, მკვახეა არ არის დამწიფებული და მენანება გადაგდება. იქნებ იცოდეთ რა შეიძლება გავაკეთოო???

გუშინ ვერ გავბედე დაწერა ერთი ძაან გლეხურ-ღარიბული რეცეპტისა, biggrin.gif მაგრამ დღეს გოგრის სუპი ახსენეს და გავბედე რჩევა. მოკლედ, გათელე ეგ გოგრა, გაჭერი შუაზე და მერე და წრიულად შემოათალე თხელ-თხელ ნაჭრებად. ეს ნაჭრები გააშრე მზეზხე - გადაფკიდე თოკზე ან რამე ამგვარზე, შეინახე მშრალად და გოგრის სუპი შეგიძლია ზამტარშიც მოიმზადო. მაგას წყალში რომ ცაყრი, ის ხმელი ნაჭრები ისევ დარბილდება-განედლდება და, ფაქტობრივად, ისევ ახალივით გახდება.

Posted by: sqvoto 22 Aug 2014, 13:15
QUOTE (popins @ 21 Aug 2014, 12:02 )
guruliqali
QUOTE
ჩემს დიეტაში საზამთრო "აკრძალული ხილის" სიაშია.



გუშინ მთელი დღე ნესვი ვჭამე და გრამი ვერ მოვიკელი დღეს მაწონი და წიწიბურა ,ვნახოთ აპა .
; ]

შაქრის ბუდეა, იმდენი კალორია აქვს...
ნუ თუ მხოლოდ ნესვი-3 ნაჭერზე მეტი არ შეიძლება. მაგას ისევ ბოსტნეული სჯობს, უცხიმოდ.

მაწვნის სუპს ფქვილი არ უნდა?

Posted by: kactus 22 Aug 2014, 16:24
ხალხო,რა უნდა გკითხოთ.მდნარი ყველის ფირფიტები პიცაზე წავა?
სულგუნს ვხმარობ ხოლმე და ამჟამად არ მაქვს,სპეციალურად უნდა გავიდე საყიდლად.

Posted by: MasterJC 22 Aug 2014, 16:49
QUOTE (kactus @ 22 Aug 2014, 16:24 )
ხალხო,რა უნდა გკითხოთ.მდნარი ყველის ფირფიტები პიცაზე წავა?
სულგუნს ვხმარობ ხოლმე და ამჟამად არ მაქვს,სპეციალურად უნდა გავიდე საყიდლად.

მიშპიცას აკეთებ? :დ





აუ ეგ მეც ძალიან მაინტერესებს

მოსკოვში ანყიდი მოცარელა არ ღირდა ისე ძვირი,რ აც აქ ღირს, თუმცა თავს ვერ დავდებ რომ რასაც ვყიდულობდით იქ ყოველთვის საუკეთესო ხარეისხის იყო, ან აქ ნაღდად საუკეთესოს ვიყიდი

მაინტერესებს ემც, რომელ ყველს იყენებთ/ამჯობინებთ პიცის გასაკეთებლად? smile.gif

Posted by: _sofa_ 22 Aug 2014, 21:19
tavadze
კვახიწელას ვეძახით ჩვენსას და ხშირად ვაშრობთ ხოლმე, ფლავში არის ძალიან გემრიელიკიდევ... smile.gif

Posted by: tavadze 22 Aug 2014, 23:18
_sofa_
QUOTE
ფლავში არის ძალიან გემრიელიკიდევ...

ვააა - საინტერესოა...

Posted by: წუ-წუნა 23 Aug 2014, 00:20
tavadze
QUOTE

ფერიცვალებას გილოცავ შენც და ყველას, კულინარსა თუ არაკულინარს.
ნახე დღეს რავარი დოღი გაიმართა ბახმაროში? თან მწნილისა და ჯემის ფესტივალიც ჩატარდაო პირველადო...

....მადლობა ირაკლი გაიხარე შენც გილოცავ დაგვიანებით
....დოღს საიდან ვნახავდი ამ სიშორეზე biggrin.gif თუ სადმე რამე ვიდეო დევს სიამოვნებით ვნახავდი...ვაახ დაჟე ფესტივალიც ჩაატარეს ხომ? biggrin.gif ...მაგრები ვართ გურულები biggrin.gif
MasterJC
QUOTE
ძალაინ თხლად დაჭერი ხორცი?
გაჭრილის ფოტოც ხო არ მოგეძევება ? შიგ როგორია მაინტერესებს

...კი ძალიან თხლად ვჭრი და შიგ სულგუნსაც თხლად დაჭრილს ვდებ....მეოორე გაკეთღებაზე გავშიფრავ სურათებით biggrin.gif
guruliqali
nia4u
Lemon Curd
....მადლობა გოგონებო 2kiss.gif
....ესეც ჩემი ვაშლის ღვეზელი საფუარიანი ცომით....სურათის გადაღებაც არ მაცალეს biggrin.gif ისე გადასანსლეს biggrin.gif
....თავზე მარგარინის შაქრის და ფქვილის ნაზავი დავაყარე და ძალიან გააგემრიელა biggrin.gif

user posted image
ესეც პეროგი ქვიშნის ჯემით...ძალიან ადვილი , გემრიელი და საუცბათო biggrin.gif
user posted image

Posted by: ninicool 23 Aug 2014, 00:36
MasterJC
QUOTE
მაინტერესებს ემც, რომელ ყველს იყენებთ/ამჯობინებთ პიცის გასაკეთებლად?

ჩემისთანა უბადრუკი კულინარის აზრი თუ გაინტერესებთ, სულგუნს ვიყენებ ხოლმე. ჯერ დაწუნების შემთხვევა არ მქონია smile.gif)

Posted by: kethili 23 Aug 2014, 08:34
QUOTE (ავგაროზი @ 22 Aug 2014, 02:52 )

-
ბოსტნეულით
http://www.radikal.ru

რა გემრიელი რამაა <3
შიგნით ბროკოლიც აქვს?

* * *
QUOTE (წუ-წუნა @ 23 Aug 2014, 00:20 )

....ესეც ჩემი ვაშლის ღვეზელი საფუარიანი ცომით....სურათის გადაღებაც არ მაცალეს biggrin.gif ისე გადასანსლეს biggrin.gif
....თავზე მარგარინის შაქრის და ფქვილის ნაზავი დავაყარე და ძალიან გააგემრიელა biggrin.gif

user posted image

გემრიელად გამოიყურება ვაშლის ღვეზელი.
ერთხელ მეც გავაკეთე უბრალო ფუნთუშები და ასე მოვაყარე ბლომად ეგ ნაზავი. მერე ჩემი შვილი მარტო ხრაშა-ხრუშა თავებს უჭამდა ფუნთუშას smile.gif))))))

პ.ს. ქვიშნა რა ხილია? smile.gif

Posted by: irinol-ka 23 Aug 2014, 09:30
kethili
QUOTE
ქვიშნა რა ხილია?



იმედია არ მიწყენენ გურულები, იგივე ალუბალია გურულად smile.gif

პ.ს. მგონი არ ვცდები smile.gif (და თუ ვცდები გადავიკარგო სჯობს smile.gif )

Posted by: tavadze 23 Aug 2014, 09:54
irinol-ka
QUOTE
პ.ს. მგონი არ ვცდები

არა, არ ცდები, ნამდვილად ალუბალია.
წუ-წუნა
QUOTE
თუ სადმე რამე ვიდეო დევს სიამოვნებით ვნახავდი..

ჯერ არც მე მინახავას არაფერი მსგავსი. ტუ რამე, შეგატყობინებ.
პ.ს. ხომ ხართ მაგრად?
QUOTE
ესეც პეროგი ქვიშნის ჯემით...

ლამაზი ჩანს და გემოც, ალბათ, შესაბამისი ექნება.

Posted by: angelochka_ 23 Aug 2014, 11:59
კარტოფილი მქსიკურად როგორ მზადდება?სოუსი როგორ გავაკეთოო???

Posted by: pukaaa 23 Aug 2014, 12:16
გამარჯობა, ატმის პეროგის გამოცხობა მინდა. რაიმე კარგი რეცეპტი ხომ არ გეგულებათ?

Posted by: WP-Rex 24 Aug 2014, 11:07
მექსიკური კარტოფილის სოუსის რეცეპტი მეც მაინტერესებს.
ოღონდ აქ ვისაც გაგიკეთებიათ და იცით ზუსტად როგორ და რანაირად.
გუგლში მეც შემიძლია მოძებნა, ცოცხალი მაგალითები მაინტერესებს.

Posted by: ავგაროზი 24 Aug 2014, 16:41
kethili
QUOTE
შიგნით ბროკოლიც აქვს?

yes.gif + ყაბაყი, სოკო.

Posted by: Blur 25 Aug 2014, 12:43
WP-Rex
QUOTE
მექსიკური კარტოფილის სოუსის რეცეპტი მეც მაინტერესებს.
ოღონდ აქ ვისაც გაგიკეთებიათ და იცით ზუსტად როგორ და რანაირად.

მე ერთი სოუსი მაქვს ეხლა ამოჩემებაში და იმას ვაკეთებ მექსიკურ კარტოფილთანაც. მაიონეზში ვურევ აჯიკას (ნუ მე ბევრს მწარე მიყვარს biggrin.gif ), დაჭყლეტილ ნიორს 2-3 კბილი, მარილი, ზეითუნის ზეთი 1 ჩაის კოვზი და ლიმნის წვენი. ამ ყველაფერს გადავურევ სანამ ერთიანი ფაფუკი მასა არ გახდება, თუ სქელია შეიძლება ლიმნის წვენით ან უბრალოდ ანადუღარი წყლით გათხელება.

Posted by: taknatuna 25 Aug 2014, 13:21
წეღან უსაქმურობსას გავაკეთე კექსის მსგავსობა, ხილი მინდოდა გამეკეთებინა მაგრამ მაღაზიაში არანაირი ხილი არ იყო biggrin.gif უფრო მჟავე ხილი უხდება, <3
http://www.radikal.ru

Posted by: pleita 25 Aug 2014, 14:17
Jane_L


არ მახსოვს სად დევს . აი ზუსტად დავწერე

http://forum.ge/?showtopic=34661895&view=findpost&p=41979654



ჩემი დღევანდელი დათუნია chups.gif
http://www.radikal.ru




Posted by: Jane_L 25 Aug 2014, 14:57
pleita
დიდი მადლობა ... smile.gif

Posted by: MasterJC 25 Aug 2014, 15:10
ჩემი სიხარულის დაიკომ მოამზადა ხაჭაპური

მოკლედ ბავშვობის ოცნება ავიხდინე
სულ მაინტერესებდა რატო ერქვა ყველიან პურს ხაჭაპური და რატო არ იყო შიგ ხაჭო
ან როგორი გემო ექნებოდა


მინდა გითხრათ რომ მომეწონა ძალიან smile.gif

Posted by: popins 25 Aug 2014, 15:27
sqvoto
QUOTE
შაქრის ბუდეა, იმდენი კალორია აქვს.

ჰო
შევეშვი და გამოვქლიავდი
ქლიავით ჩავანაცვლე
დავიკელი მთელი 4 კგ
; ]
ვაგრძელებ გამოქლიავებას
:დ

Posted by: internati29 25 Aug 2014, 19:16
შეგიძლიათ გამახსენოთ, თუ როგორ მოვამზადო ფაფა ჭადის ფქვილისგან?
ვიცი, რომ რძეში უნდა მოიხარშოს, მაგრამ არ მახსოვს, თუ რა დრო ჭირდება მაგას.
მადლობთ

Posted by: tamo7779 25 Aug 2014, 19:22
.......................................................................................................................
* * *
angelochka_
WP-Rex
WP-Rex
რთული:
.kanianad kargad garecxe kartofili(msxvilebi uketesia),dasheri mogrdzo sqel nachrebad,moayare marili,oregano,niori danayili cota da zeitunis zeti...kargad amourie da shedgi gumelshi shesawvavad ...
sousi martivi me msubuqss vumzadeb:maionezi+mawoni areuli ucxo sineltan da cota xmel qindzatan ertad+dzalian odnav niori+marili gemovnebit...
meores vamzadeb marneulis ajika+maionezi da gatxelebulis wylit cotati ...mosinje ...p.s. me gumelis gareshe shevwvi exla fritiurshi da mere movayare oregano+marili+niori cota ufro swrafia

ადრე დაწერა ნინომ smile.gif და პირდაპირ კოპი გავუკეთე და ჩავაგდე ჩემს 'მენიუში' ახლა უკან ვაბრუნებ smile.gif
ძალიან გემრიელია
მადლობა ნინოს, ისევ და ისევ smile.gif

Posted by: aninia 26 Aug 2014, 10:39
tavadze
QUOTE
Tinker Bell
QUOTE
ხალხო რა მინდა გთხოვოთ, ჩემს ბაღში გოგრა ჩამოვარდა ხეივნიდან და გასკდა, მკვახეა არ არის დამწიფებული და მენანება გადაგდება. იქნებ იცოდეთ რა შეიძლება გავაკეთოო???


გუშინ ვერ გავბედე დაწერა ერთი ძაან გლეხურ-ღარიბული რეცეპტისა,  მაგრამ დღეს გოგრის სუპი ახსენეს და გავბედე რჩევა. მოკლედ, გათელე ეგ გოგრა, გაჭერი შუაზე და მერე და წრიულად შემოათალე თხელ-თხელ ნაჭრებად. ეს ნაჭრები გააშრე მზეზხე - გადაფკიდე თოკზე ან რამე ამგვარზე, შეინახე მშრალად და გოგრის სუპი შეგიძლია ზამტარშიც მოიმზადო. მაგას წყალში რომ ცაყრი, ის ხმელი ნაჭრები ისევ დარბილდება-განედლდება და, ფაქტობრივად, ისევ ახალივით გახდება.


მეც ეგ უნდა მერჩია, ირაკლი. რაჭაში აკეთებდა ჩემი დედამთილი და "კვახიწელას" ეძახდა. მზეზე გამხმარს ზამთარში მდუღარეში ჩაალბობდა, კარგად გაწურავდა, დაჭრიდა და ნიგვზიანი საკმაზით შეანელებდა, როგორც მაგალითად, მწვანე ლობიოს. გემრიელი იყო. არადა, მე გოგრა ჩვეულებრივი, მოხარშული, არ მიყვარს, რაღაცნაირად ვერ "დავმეგობრდი". აი "კვახიწელას" კი მივირთმევდი, საშობაო და დიდმარხვაში ხშირად ვაკეთებდით ხოლმე. ძველი ტრადიციული რეცეპტი ყოფილა თურმე და როგორც ჩანს, მარტო რაჭველებში არ იყო პოპულარული wink.gif
* * *
_sofa_
QUOTE
კვახიწელას ვეძახით ჩვენსას და ხშირად ვაშრობთ ხოლმე, ფლავში არის ძალიან გემრიელიკიდევ... 

აი, სოფას უკვე დაუწერია სახელიც smile.gif

Posted by: tavadze 26 Aug 2014, 10:49
aninia
QUOTE
ძველი ტრადიციული რეცეპტი ყოფილა თურმე და როგორც ჩანს, მარტო რაჭველებში არ იყო პოპულარული

ეჰ, ომმა და გაჭირვებამ გახადა პოპულარული თურმე. biggrin.gif ბებიაჩემისგან გამიგონია, ომის დროს ვამზადებდით, საჭმელი რომ ჭირდაო, გაჭირვება კი ყველგან იყო მაშინ.

Posted by: pleita 27 Aug 2014, 17:08
შვრიის ორცხობილები jump.gif მახინჯები,მაგრამ სასარგებლო, დაბალკალორიული და რაც მთავარია ვკუსნიაწინა chups.gif


http://www.radikal.ru

Posted by: aninia 27 Aug 2014, 17:30
pleita
QUOTE
შვრიის ორცხობილები  მახინჯები,მაგრამ სასარგებლო, დაბალკალორიული და რაც მთავარია ვკუსნიაწინა


აუ, რა დროს გამახსენე, უკვე თვეზე მეტია კალორიებს ვითვლი, მომკლა ტკბილის სუნსულმა და ვერ მივხვდი, ეს გამეკეთებინა, შაქარს თაფლით ჩავანაცვლებდიიი sad.gif არაუშავს, ხვალ დღესასწაულია და მოვიმზადებ!

ყველას წინასწარ გილოცავთ მარიამობას, დედა ღვთისმშობელი ფარავდეს ჩვენ ოჯახებს და ჩვენ შვილებს!!!

Posted by: kupara 28 Aug 2014, 17:37
რეცეპტები დადეთ რაა, რატომ არ დეებთ ? sad.gif

Posted by: წუ-წუნა 28 Aug 2014, 19:38
.....მარიამობას გილოცავთ ყველას, შეგეწიოთ მისი მადლი
.....თლათ დიდ გურულს tavadze-ს განსაკუთრებით ვულოცავ....გაიხარე ირაკლი მისდღემჩი biggrin.gif biggrin.gif

ესეც ჩემი გრატატუ....თემა რომ არ გავაოფოთ biggrin.gif
user posted image
user posted image

Posted by: aks75 28 Aug 2014, 20:41
ბოადრიჯნის მობრაწულა ხორცით

http://mzareuli.info/index.php?cat=1&show_id=326

http://mzareuli.info/index.php?cat=1&show_id=326

* * *
ბოადრიჯნის ხიზილალა

http://mzareuli.info/index.php?cat=12&show_id=325

http://mzareuli.info/index.php?cat=12&show_id=325
* * *
აკროშკა

http://mzareuli.info/index.php?cat=14&show_id=327

http://mzareuli.info/index.php?cat=14&show_id=327

Posted by: tavadze 29 Aug 2014, 02:01
წუ-წუნა
QUOTE
.....თლათ დიდ გურულს tavadze-ს განსაკუთრებით ვულოცავ....გაიხარე ირაკლი მისდღემჩი

გაიხარე, გაიხარე. მეც გილოცავთ - შენც და სუ ყველას, შეგეწიოთ და გფარავდეთ ამ დღის მადლი.
QUOTE
ესეც ჩემი გრატატუ

მე მეგონა, რამე ზღვის პროდუქტს ისროდი გალერეაში. biggrin.gif
ხომ არ გადაეჩვიე მეთევზეობას? biggrin.gif
pleita
QUOTE
შვრიის ორცხობილები

ამას ჩვეულებრივი პურის ფქვილი თუ არ აქვს, იქნებ რეცეპტიც დადო რა, როცა მოცილი. წინასწარ - დიდი მადლობა.

Posted by: pleita 30 Aug 2014, 15:13
tavadze
პურის ფქვილი აქვს, მაგრამ მე რეცეპტზე გაცილებით ნაკლებს ვუკეთებ

აი მაინც იყოს თუ დაგაინტერესებთ




http://www.lollipop.ge/%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94/

Posted by: lompopopo 30 Aug 2014, 18:44
გოგოებო ძალიან გთხოვთ ტკბილი წიწაკის მწნილის რეცეფტი დამილინკეთ თუ შEგიძლიათ smile.gif ძალიან თუ არ შეგაწუხებთ, მადლობა წინასწარ.

ყველაფერი ისეთი ლამაზი და გემრიელია აქ, ნეტა მეც გავაკეთო ოდესმე ასეთი გემრიელობები. ისე ვსწავლობ აქედან ბევრ რამეს smile.gif

Posted by: tavadze 30 Aug 2014, 22:53
pleita
QUOTE
აი მაინც იყოს თუ დაგაინტერესებთ

ძალიან დიდი მადლობა.
lompopopo
QUOTE
გოგოებო ძალიან გთხოვთ ტკბილი წიწაკის მწნილის რეცეფტი დამილინკეთ თუ შEგიძლიათ

http://forum.ge/?f=82&showtopic=33697964&st=495
აქაა ნინომას რეცეპტი, ძალიან კარგია. მანდვე წინა გვერდზე მაცაცოს და ანატორელის მიმოწერას თუ გადახედავ, მაცაცოს რეცეპტსაც ნახავ.
პ.ს. გოგო არა ვარ, ნაჯახივით კაცი ვარ. baby.gif baby.gif

Posted by: Lemon Curd 31 Aug 2014, 00:46
tavadze
აქ დევს უფქვილო შვრიის პეჩენიის რეცეპტი
https://www.facebook.com/foodographymegre/photos/a.383275555023815.95862.383270058357698/844109222273777/?type=1&theater
დავაკოპირებ მაინც თუ არ გაიხსნა

შვრიის და ქლიავის ფილა
50გრ კარაქი, 2ს.კ თაფლი და 1ს.კ შაქარი (სასურველია ყავისფერი) დაადნეთ ცეცხლზე, ამოურიეთ და ჩაყარეთ 4-5 ცალი მაგარი ქლიავი, კუბებად დაჭრილი. დატოვეთ 2 წუთით ცეცხლზე, ბოლოს დაუმატეთ 1 1/2 ჭიქა შვრია (სასურველია წვრილის და მსხვილის შერევა) და 1 მუჭა დაჭრილი ნიგოზი. მასა შეიკვრება, გადმოდგით ცეცხლიდან, პერგამენტიან ფირფიტაზე დააწყვეთ მართკუთხა ფორმის ფილები ხელით ან კოვზით, შედეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 20-30 წთ. 200 გრადუსზე. გული სველი რჩება რაც ერთი ორად გემრიელს ხდის ამ სასარგებლო ფილებს. ქლიავი შეგიძლიათ სხვადასხვა ჩირით შეცვალოთ, ნიგოზი ნუშით და ა.შ. ამ რაოდენობის ცომით გამოვიდა 8 საშუალო ზომის ფილა.
წყარო: Foodography

Posted by: TT-KK 31 Aug 2014, 01:00
tavadze
QUOTE
პ.ს. გოგო არა ვარ, ნაჯახივით კაცი ვარ.

biggrin.gif
კაი კაცი ხარ.
მწნილის სეზონიც მოსულა.
ერთმა კარგმა ქალმა მასწავლა (ამიხსნა) რომ წიწაკის მწნილს მხოლოდ ნიახური უნდა ჩააყოლოო, ყვითელი ფერის მისაცემად კი მარლაში გამოკრული ქერის მარცვლები. დაახლოებით 5კგ.ქილაზე 1 მუჭი ქერი.

Posted by: tavadze 31 Aug 2014, 02:13
Lemon Curd
QUOTE
tavadze
აქ დევს უფქვილო შვრიის პეჩენიის რეცეპტი
https://www.facebook.com/foodographymegre/p...?type=1&theater
დავაკოპირებ მაინც თუ არ გაიხსნა

კი გაიხსნა, მაგრამ მაინც ორმაგი მადლობა ყურადღებისთვის. up.gif
TT-KK
QUOTE
კაი კაცი ხარ.

გაიხარე ჩემებურო. up.gif
QUOTE
ყვითელი ფერის მისაცემად კი მარლაში გამოკრული ქერის მარცვლები. დაახლოებით 5კგ.ქილაზე 1 მუჭი ქერი.

აქ შადოუქეთიმ დაწერა ძალიან დიდი ხნის წინ, რომ სიმინდის ულვაში აძლევს ყვითელ ფერსო. დატესტილია და მენდეთ.
პ.ს. რამდენი ხანია, აქ საქმიანი პოსტი არ დამიწერია და ხვალ ზეთიანი აჯიკა უნდა გავაკეთო და წიწაკა უნდა მოვთუშო სოფას რეცეპტით, მერე კი აფხაზური აჯიკა მაქვს გეგმაში. biggrin.gif

Posted by: lompopopo 31 Aug 2014, 11:50
tavadze
2ვე ვნახე, უკვე ვაკეთებ. ძალიან დიდი მადლობა რომ შეწუხდით და დამეხმარეთ.
QUOTE
პ.ს. გოგო არა ვარ, ნაჯახივით კაცი ვარ

რაც მთავარია კარგი ადამიანი smile.gif

Posted by: tavadze 31 Aug 2014, 12:55
lompopopo
QUOTE
tavadze
2ვე ვნახე, უკვე ვაკეთებ. ძალიან დიდი მადლობა რომ შეწუხდით და დამეხმარეთ.

არაფრის, დიდი შეწუხება არ იყო ეგ. წარმატებები.

Posted by: lompopopo 31 Aug 2014, 16:39
tavadze
QUOTE
არაფრის, დიდი შეწუხება არ იყო ეგ. წარმატებები.

ზოგს დაეზარებოდა.. მადლობა smile.gif

ჩემი ნაცოდვილარი,მაგრამ გემრიელი biggrin.gif
user posted image

Posted by: წუ-წუნა 31 Aug 2014, 23:35
tavadze
QUOTE
მეგონა, რამე ზღვის პროდუქტს ისროდი გალერეაში. biggrin.gif

.......ზაფხულზე შედარებით ნაკლებად ვეტანები ზღვის პროდუქტებს, თუმცა არც უმაგისობაა biggrin.gif
.......ეს შენი "საყვარელი" რვაფეხას სალათი....ქინძით ნივრით ნიგვზით და ძმრით......უფ, პილპილი დამავიწყდა biggrin.gif

user posted image
user posted image
....ამათ შემწვარს ვეღარ მივუსწარი biggrin.gif ...სურათი რომ გადამეღო .D
user posted image

* * *
tavadze
QUOTE
ხვალ ზეთიანი აჯიკა უნდა გავაკეთო და წიწაკა უნდა მოვთუშო სოფას რეცეპტით, მერე კი აფხაზური აჯიკა მაქვს გეგმაში. biggrin.gif

......აჯიკა შენი და....სულუგუნიანი მწვადები ჩემი biggrin.gif ....სწორედ დღეს მოვამზადე biggrin.gif
user posted image
user posted image
.....ესეც დესერტი ალუბლის ჯემით
user posted image

Posted by: tavadze 1 Sep 2014, 09:11
წუ-წუნა
QUOTE
.......ეს შენი "საყვარელი" რვაფეხას სალათი....ქინძით ნივრით ნიგვზით და ძმრით......უფ, პილპილი დამავიწყდა

დიდი მადლობა, მაგრამ ეს "საყვარელი" ცოტა მეტი მოგივიდა. biggrin.gif
იმ დღეს კარფურში ერთი კი შევატრიალე ხელში რვაფეხების მოხუფული ქილა, მაგრამ მაინც ვერ გავბედე ყიდვა, დავდე უკან. biggrin.gif
QUOTE
აჯიკა შენი და....სულუგუნიანი მწვადები ჩემი

QUOTE
ესეც დესერტი ალუბლის ჯემით

ვაააახ! up.gif biggrin.gif

Posted by: MasterJC 1 Sep 2014, 10:07
QUOTE (წუ-წუნა @ 31 Aug 2014, 23:35 )
tavadze
QUOTE
მეგონა, რამე ზღვის პროდუქტს ისროდი გალერეაში. biggrin.gif

.......ზაფხულზე შედარებით ნაკლებად ვეტანები ზღვის პროდუქტებს, თუმცა არც უმაგისობაა biggrin.gif
.......ეს შენი "საყვარელი" რვაფეხას სალათი....ქინძით ნივრით ნიგვზით და ძმრით......უფ, პილპილი დამავიწყდა biggrin.gif

user posted image
user posted image
....ამათ შემწვარს ვეღარ მივუსწარი biggrin.gif ...სურათი რომ გადამეღო .D
user posted image

* * *
tavadze
QUOTE
ხვალ ზეთიანი აჯიკა უნდა გავაკეთო და წიწაკა უნდა მოვთუშო სოფას რეცეპტით, მერე კი აფხაზური აჯიკა მაქვს გეგმაში. biggrin.gif

......აჯიკა შენი და....სულუგუნიანი მწვადები ჩემი biggrin.gif ....სწორედ დღეს მოვამზადე biggrin.gif
user posted image
user posted image
.....ესეც დესერტი ალუბლის ჯემით
user posted image

გამოვშტერდი

რა მაგარია


ეგ სულგუნიანი მწვადი ოდნავ უფრო დეტალურად ამიღწერეთ
და გაჭრილის ფოტოც დადეთ რა

ძალიან მინდა რომ გავაკეთო

Posted by: Sally1 1 Sep 2014, 15:55
http://pix.ge/ ძალიან მიყვარს

Posted by: Trump 1 Sep 2014, 17:26
წუ-წუნა


რვაფეხა სად იყიდება?

მრგვალ ბაღთან არის?

Posted by: iratta_26 1 Sep 2014, 19:27
Sally1
bodishi magram gomi shemzizgda chuchyiani klaviaturis shemxedvare.

Posted by: breaking bad 1 Sep 2014, 20:22
QUOTE
bodishi magram gomi shemzizgda chuchyiani klaviaturis shemxedvare.

მეც მაგას მოვკარი თვალი პირველად lol.gif lol.gif

Posted by: Sally1 1 Sep 2014, 22:18
iratta_26
სულაც არა რაც თავი მახსოვს ჩემი მეზობელი სულ მის წმენდაშია biggrin.gif კომპ ძაან ძველია თუ დააკვირდებით ფერი აქვს გადასული . ეს ქართული ''სწერვობები'' არ იყო საჭირო mad.gif ძუკნა !

Posted by: ბენი 1 Sep 2014, 22:21
მომშივდა cry.gif

Posted by: stasia 3 Sep 2014, 14:53
iratta_26


lol.gif lol.gif lol.gif შენი ენაააააააა

Posted by: garfield1 3 Sep 2014, 16:44
კექსი ატმით და შავი ქლიავით , უგემრიელესი გამოვიდა

Posted by: iratta_26 3 Sep 2014, 20:12
garfield1
uulamazesia smile.gifsmile.gif

Posted by: ninicool 3 Sep 2014, 21:55
Sally1
10 ლარი ღირს ახალი კლავიატურა biggrin.gif

Posted by: kethili 4 Sep 2014, 07:57
რადგან ჩემი ბაია აგვიანებს და ცოტა დრო მაქვს, ბარემ ერთ-ორ სურათს გაგიზიარებთ ბოლო დროს მომზადებულს smile.gif)
იქნებ მოგეწონოთ smile.gif
ხორცი სოუსით "მონადირე" smile.gif)
http://pix.ge/

გოგრგის წვნიანი
http://pix.ge/

ბროკოლი და შამპინიონები კვერცხით და ყველით
http://pix.ge/
ჭრილში
http://pix.ge/

Posted by: მერკუციო 4 Sep 2014, 09:24
kethili
QUOTE
სოუსით "მონადირე

გვასწავლე smile.gif

Posted by: otikosi 4 Sep 2014, 10:17
გამარჯობათ გოგონებო, იქნებ დამეხმაროთ, ტირამუსუს გაკეტებას ვაპირებ და ინტერნეტში იმდენი რეცეპტია, ზოგს ნაღებით უწერია ზოგს ნაღების გარეშე,ხომ არ იცით ნამდვილი(გემრიელი) ტირამისუს რეცეპტი?

Posted by: Chupa Chups 4 Sep 2014, 10:40
რამე კარგი ვეგეტარიანული სალათი მასწავლეთ რა jump.gif
ჩემი ფანტაზიები ამოწურვის ზღვარზეა biggrin.gif

Posted by: KoShKa 4 Sep 2014, 12:09
გამარჯობა,
rtuli - ს საკონტაქტო ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: kethili 4 Sep 2014, 13:11
QUOTE (მერკუციო @ 4 Sep 2014, 09:24 )
kethili
QUOTE
სოუსით "მონადირე

გვასწავლე smile.gif

2 მოზრდილი თავი ხახვი, წვრილად დაჭრილი
დაახლოებით 100 გრამი შებოლილი ვიჩინა, წვრილად დაჭრილი (გემოვნებით მეტიც შეიძლება)
მოვშუშოთ ერთად და ჩავამატოთ
400 გრამი გასუფთავებული შამპინიონები, ალყა-ალყა დაჭრილი, მაღალ ცეცხლზე ავბრაწოთ ცოტა. ვურიოთ თან და ფერს რომ იცვლის, ალბათ 5 წუთი უნდა, ჩავამატოთ
400 გრამი ნაღები და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი, მე შესქელებისათვის
1 ჩკ კარტოფილის ფქვილი ჩავუყარე ბოლოს და 2 წუთი ვადუღე. ნებისმიერი სოუსის შემასქელებელი შეიძლება, ან სულაც ვისაც მოსწონს უფრო თხელი იყოს.
ბოლოს
პილპილი, მარილი და ცოცხალი ოხრახუში წვრილად დაჭრილი.

ჩემ ოჯახში მოწონება დაიმსახურა, თუმცა ეს სოუსი წესით შნიტცელისთვისაა იდეალური და არა ამ ხორცისთვის, რაც სურათზეა. smile.gif

Posted by: stasia 4 Sep 2014, 16:28
otikosi

მე ნაღების გარეშე ვაკეთებ ხოლმე, გემრიელი გამოდის

Posted by: kuda 5 Sep 2014, 16:22
Chupa Chups
აი, ძალიან გემრიელია ^_^

სალათი "ხელათში"
ჭარხლის ფოთლები, პომიდორი, კიტრი, მწვანე ხახვი, ნებისმიერი მწვანე ფოთოლი დავჭრათ, ავურიოთ და მოვასხათ ცოტა მაწონი. მარილი გემოვნებით.

და ქართული ბროკოლის კრემ-სუპი. ცოტა გაყვავილებული იყო და ოდნავ განსხვავებული გემო ჰქონდა. სამაგიეროდ კილო ღირდა 1 ლარი biggrin.gif

Posted by: Chupa Chups 5 Sep 2014, 17:10
kuda

მადლობა დიდი smile.gif))
QUOTE
ჭარხლის ფოთლები

ეს სად ვნახო, ალბათ უნდა მოვხარშო ? smile.gif)

QUOTE
ქართული ბროკოლის კრემ-სუპი.

ეს კრემ-სუპი არ მომეწონება მგონი, შესახედვად თუ საჭმელი არ მომწონს ვერ ვჭამ biggrin.gif

Posted by: kuda 5 Sep 2014, 17:29
Chupa Chups
QUOTE
ეს სად ვნახო, ალბათ უნდა მოვხარშო ?

მე კარფურში ვიყიდე, მაგრამ მწვანილი სადაცაა, მოიკითხე, ექნებათ. და მოხარშვა არა, ყველაფერი ცოცხლად biggrin.gif

QUOTE
ეს კრემ-სუპი არ მომეწონება მგონი, შესახედვად თუ საჭმელი არ მომწონს ვერ ვჭამ 

ხო, დიდი ვერაფერია ფიზიკურად, მაგრამ ნამდვილი ნაღებით იყო და უუგემრიელესი.

Posted by: Chupa Chups 5 Sep 2014, 17:53
kuda
ოკ, გაიხარე.. smile.gif
ნელნელა თუ არ დავიზარე დავიწყებ რაღაცეების კეთებას..

სხვა რამეც თუ იცით დამიწერეთ, ბარემ მოვაგროვო რეცეპტები biggrin.gif

Posted by: dii 5 Sep 2014, 17:54
kethili
თქვენმა სოუსმა აღფრთოვანება გამოიწვია. მადლობა bis.gif

Posted by: MasterJC 5 Sep 2014, 20:38
სოკო მოვთუშე თუ შევწვი თუ რააც ქვია
ყველი, სოიოს სოუსი, ზეთი, ცოტაოდენი კარაქი

ყველი მარილიანია დ ამარილი არ მიქნია

ვნახოთ< ვნახოთ

დაიკოდ ა რძალი შემიფასებენ

ორშაბათს ან პიცას ან კრუასანს ვებრდღვნებით მე და ჩემი გულსი ვარდი

Posted by: kethili 6 Sep 2014, 01:43
dii
დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, გამიხარდა თუ მოსინჯეთ და მოგეწონათ smile.gif

Posted by: მერკუციო 6 Sep 2014, 08:31
kethili
QUOTE
400 გრამი ნაღები

ეუF (

მაგდენივე უცხიმო რძე ვერ შეცვლის?

Posted by: kethili 6 Sep 2014, 11:46
მერკუციო
არ მიცდია, მაგრამ შემდეგში მინდოდა მეცადა რომ 200 მლ ბოსტნეულის წვენი (ბოსტნეულის ფხვნილებს რომ ხსნიან ცხელ წყალში) და 200 ნაღები ამეღო. ალბათ რძითაც გამოვა, მთავარია არ აიჭრას. ბოლოსკენ რომ დაასხა და ერთი წამოადუღო, იქნებ კარგიც იყოს.

Posted by: niki-biki:) 6 Sep 2014, 13:14
ვაშააააა bis.gif

ესე იგი. მე გადავწყვიტე რაც შეიძლება ჯანსაღი კერძები მოვამზადო. ეხლა: ფარში უნდა გავაკეთო და დავუმატო მოხარშული სტაფილო + კარტოფილი + ყვავილოვანი კომბოსტო + მწვანილი + რეჰანი მთელი ფოთლები + მარილი.

თუ კარგი გამოვიდა, გეტყვით. პირველად ვაკეთებ და ზოგდად, გაოცებული ვარ მე თვითონ, არაფერი მიკეთებია და ეს კვირა სხვა გზა არ მქონდა და მიკვირს რატო არ მიჭირს biggrin.gif smile.gif love.gif

kuda ბროკოლის კრემ სოუსი როგორ კეთდება? )

Posted by: merciamercia 7 Sep 2014, 01:15
აქაც ვიკითხავ : )))
დაფქული ნიორი სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: MasterJC 7 Sep 2014, 02:36
QUOTE (merciamercia @ 7 Sep 2014, 01:15 )
აქაც ვიკითხავ : )))
დაფქული ნიორი სად შეიძლება ვიყიდო?

აუ ეგ ემც მაინტერესებს

პიცისთვის მინდა ^_^





ვინმემ იცით?

Posted by: IngaKh 7 Sep 2014, 09:14
QUOTE (MasterJC @ 7 Sep 2014, 02:36 )
QUOTE (merciamercia @ 7 Sep 2014, 01:15 )
აქაც ვიკითხავ : )))
დაფქული ნიორი სად შეიძლება ვიყიდო?

აუ ეგ ემც მაინტერესებს

პიცისთვის მინდა ^_^





ვინმემ იცით?

კარფური-გუდვილში მინახავს ადრე.

Posted by: tavadze 7 Sep 2014, 09:35
merciamercia
MasterJC
მეც კარფურში მინახავს.

Posted by: merciamercia 7 Sep 2014, 12:38
IngaKh
tavadze
მადლობა 2kiss.gif მოვიკითხვა მაშინ მანდ.

Posted by: ავგაროზი 7 Sep 2014, 17:54
ბოსტნეულის კატლეტი უცხიმოდ შემწვარი.
http://www.radikal.ru
ბურგული დავუმატე და არ მოუხდა. სხვა დროს მის გარეშე ვცდი.

Posted by: Chupa Chups 7 Sep 2014, 19:22
ავგაროზი
დაწერე რა როგორ გააკეთე, თუ არ გეზარება ..


მე დღეს გერკულესის კატლეტი გავაკეთე , ძალიან გემრიელი გამოვიდა.. up.gif
გრეჩიხის კატლეტიც კარგი გამოდის.. yes.gif

Posted by: ავგაროზი 7 Sep 2014, 19:49
Chupa Chups
დავწერ, მაგრამ ნაკლებად გემრიელია ამ რეცეპტით, კორექტირება უნდა.

წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, ყაბაყი, კარტოფილი(კარტოფილი უნდა გაიწუროს ცოტა) თანაბარი რაოდენობით + მწვანილი, მწვანე ხახვი, სანელებლები, მარილი, წინაწარ მომზადებული(მოხარშული) ბურგული(1ჭიქა 100მლ-ანი 3ცალი საშუალო ზომის კარტოფილისთვის), ცოტა შვრიის ფანტელი.
დავაგუნდავებთ, ამოვავლებთ მანიში. შევწვავთ თავდახურულ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე.
ხო, დამავიწყდა დამეწერა, 1ს.კ. ზეთიც გავურიე. სელის თესლიც, დაჩეჩქვილი.

Posted by: Today 7 Sep 2014, 19:58
რა უბედურებაა ეს.. ხორცები სადაა? ბოსტნეულის და ჰერკულესის კატლეტები ვჭამოთ?

Posted by: ავგაროზი 7 Sep 2014, 20:05
Today
აქედან აპირებ ჭამას?

Posted by: Today 7 Sep 2014, 20:19
ავგაროზი
QUOTE
აქედან აპირებ ჭამას?

აბა მშიერი ვიყო?

Posted by: Chupa Chups 7 Sep 2014, 20:27
ავგაროზი
მადლობა, ამ რეცეპტს გამოვიყენებ და ცვლილებას შევიტან ჩემი ფანტაზიებით smile.gif)

Today
QUOTE
რა უბედურებაა ეს.. ხორცები სადაა? ბოსტნეულის და ჰერკულესის კატლეტები ვჭამოთ?

biggrin.gif

ხანდახან ბოსტნეულიც კარგია smile.gif)
ხორცს არ ვჭამ, შესაბამისად რეცეპტებიც არ შეიცავს ხორცის ინგრედიენტებს wink.gif

Posted by: ავგაროზი 7 Sep 2014, 20:37
Chupa Chups
QUOTE
ცვლილებას შევიტან ჩემი ფანტაზიებით

yes.gif უკეთესი გამოვა.

Today
სხვა გზა თუ არ გაქვს მოგიწევს.

Posted by: FREE-ON 7 Sep 2014, 21:24
Chupa Chups
QUOTE
მე დღეს გერკულესის კატლეტი გავაკეთე , ძალიან გემრიელი გამოვიდა.. up.gif
გრეჩიხის კატლეტიც კარგი გამოდის.. yes.gif

მასწავლე აბა spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: Chupa Chups 7 Sep 2014, 22:06
FREE-ON
გერკულესს დაასხამ ადუღებულ წყალს, რამდენსაც შეიშრობს და დაალბობს
გაატარებ ან დააბლენდერებ: კარტოფილი, სტაფილო, ხახვი (თუ გიყვარს ნიორიც , მე არ მიყვარს და არ ვიყენებ ან ძალიან ცოტას), მწვანილები:ქინძი , ოხრახუში..
ცოტა დამბალი პური+ სუნელები (უცხო სუნელი ,ხმელი ქინძი), შავი წიწაკა, ჩვეულებრივი წიწაკა..
ერთი ჭიქა რძე და აურევ ერთმანეთში კარგად, მარილი რა თქმა უნდა..
ამოავლებ ფქვილში და შეწვავ..
მარტივად მზადდება ძალიან.. smile.gif))

იგივე გრეჩიხაზეც, მოხარშავ გრეჩიხას და გაატარებ იმ დანარჩენ ყველაფერთან ერთად რაც გერკულესის კატლეტში..

Posted by: FREE-ON 7 Sep 2014, 22:33
Chupa Chups
მადლობა გავაკეთებ აუცილებლად თორემ მომბეზრდა ისე გერკულესის ჭამა user.gif user.gif user.gif

Posted by: Chupa Chups 7 Sep 2014, 22:35
FREE-ON
არაფრის, იმედია მოგეწონება smile.gif)
ხო კიდევ, რაოდენობები არ დამიწერია..
იმისდა მიხედვით რამდენ გერკულესსაც გამოყენებ, მიხვდები ალბათ თავადაც..
მასა არც ძალიან სქელი და არც თხელი..
როგორც ჩვეულებრივი კატლეტი ისეთი სისქის უნდა იყოს..

Posted by: FREE-ON 7 Sep 2014, 23:09
Chupa Chups
QUOTE
არაფრის, იმედია მოგეწონება smile.gif)

უეჭველი მომეწონება თორემ გერკულესს ჩალის გემო აქვს სულ ძალით ვჭამ უკვე , და საერთოდ საჭმელი გამიტრუხდა არ არსებობს საჭმელი რომელსაც ვისურვებ , ეს ხინკალი მწვადი ქაბაბი ხაჭაპური ხაშლამაც უკვე გავიარე cry.gif cry.gif
რაღაც ისეთი მინდა აი მთელი გულით რომ მოგინდება user.gif

Posted by: Chupa Chups 7 Sep 2014, 23:46
FREE-ON
სოკოსგან შეგიძლია კიდევ გემრიელობების გაკეთება, თან შედარებით განსხვავებულიც.. up.gif

Posted by: aninia 8 Sep 2014, 12:14
otikosi
QUOTE
გამარჯობათ გოგონებო, იქნებ დამეხმაროთ, ტირამუსუს გაკეტებას ვაპირებ და ინტერნეტში იმდენი რეცეპტია, ზოგს ნაღებით უწერია ზოგს ნაღების გარეშე,ხომ არ იცით ნამდვილი(გემრიელი) ტირამისუს რეცეპტი?


ორივენაირად ძალიან გემრიელი გამოდის. უბრალოდ, ნაღები და მასკარპონე არც ისე იაფია და მე ხშირდან უნაღებოდ ვაკეთებ. ეგ არის, რომ ნაღებიანის კრემი უფრო მკვრივია, ვიდრე უმისოდ და ცოტა მაღალიც გამოდის. გემო კი ორივენაირს ფანტასტიური აქვს. ხო, კიდევ, კლასიკურ რეცეპტში ღვინო "მარსალაა" საჭირო. ისევ ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე, კონიაკით ვაკეთებ, მაგრამ მაინც უუუგემრიელესი გამომდის. კიდევ არის ერთი ნიუანსი - კვერცხი ახალი უნდა უდა იყოს, რადგან უმად გამოიყენება კრემში როგროც გული, ასევე ბეზე. თუ არ ხარ დარწმუნებული მის სიახლეში, მაშინ ჩვენი ოქროსხელებიანი LUTA -ს რეცეპტი ნახე perfectcook-ზე , სადაც კვერცხის სითბურად დამუშავება უწერია შაქრის სიროპით. ესეც ლინკი http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1727-e183a2e18398e183a0e18390e1839be18398e183a1e183a3-tiramisu

Posted by: kuda 8 Sep 2014, 15:02
niki-biki:)
QUOTE
ბროკოლის კრემ სოუსი როგორ კეთდება? )

ხახვი, 1 ცალი კარტოფილი და ბროკოლი მოვხარშე, დავაბლენდერე, ნაღები, მარილი და პილპილი დავუმატე და წამოვადუღე.



Posted by: Chupa Chups 8 Sep 2014, 21:54
სახელი არ ვიცი "ჩემებური სალათია ", წითელი ფორთოხლის წვენთან ერთად up.gif
ზეთისხილი დამავიწყდა და მერე დავამატე, სურათში ამიტომ არ არის.. biggrin.gif
გემრიელი გამოვიდა
chups.gif

Posted by: FREE-ON 8 Sep 2014, 23:52
Chupa Chups
QUOTE
სოკოსგან შეგიძლია კიდევ გემრიელობების გაკეთება, თან შედარებით განსხვავებულიც.. up.gif

სოკო არ მიყვარს ვერ ვჭამ user.gif user.gif

Posted by: ninicool 8 Sep 2014, 23:54
merciamercia
QUOTE
აქაც ვიკითხავ : )))დაფქული ნიორი სად შეიძლება ვიყიდო?

მე კარფურში ვყიდულობდი ხოლმე ასაწონს. ბოლოს რომ ვიყავი, წონის აღარ იყო, მხოლოს სუნელების განყოფილებაში იყო დაფასოებული.

ისე, პიცაზე ჩვეულებრივი ნიორიც მიდის.

Posted by: merciamercia 9 Sep 2014, 01:03
ninicool
QUOTE
მე კარფურში ვყიდულობდი ხოლმე ასაწონს. ბოლოს რომ ვიყავი, წონის აღარ იყო, მხოლოს სუნელების განყოფილებაში იყო დაფასოებული.

იყოს დაფასოებული, მთავარია დაფქული იყოს : )))
მადლობა 2kiss.gif

Posted by: sul ertia 9 Sep 2014, 12:50
მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებავ. ტირამისუ ყავის გარეშე რომ გავაკეთო ბევრი დააკლდება ამით? აკრძალული მაქვს ყავა, არა და როგორ მიყვარს და მენატრება chups.gif შოკოლადზეც უნდა შევიკავო თავი პრინციპში. დიეტის მომგონის დედაც და მამაც მოკლედ mad.gif smile.gif

Posted by: kethili 9 Sep 2014, 14:44
sul ertia
უკოფეინოც არ შეიძლება? არც ალკოჰოლი?
სხვა ნამცხვარს მიიღებ თორემ რატომაც არა smile.gif შეიძლება უფრო მოგეწონოს კიდეც.
რამე მურაბიან წყალში ან შავ ჩაიში ამოავლე მაშინ ის ბისკვიტები.

Posted by: sul ertia 9 Sep 2014, 15:14
kethili

გასაგებია, მადლობა smile.gif უკოფეინო ყავა იშოვება? კოფეინის გამო მაქვს აკრძალული ხო ყავა, შოკოლადი, კოკა-კოლა, ალკოჰოლი (მარა მაინც ვეპარები ცოტ-ცოტა ლუდს ხანდახან smile.gif ) და შავი (მუქი) ჩაიც. რაც ყველაზე მეტად მიყვარდა ისენი მოკლედ. მურაბიან წყალში კი შეიძლება smile.gif

Posted by: ავგაროზი 9 Sep 2014, 15:24
sul ertia
ფორთოხლის წვენით მიცდია და ძალიან გემრიელი გამოვიდა. გამოწურავ ფორთოხალს, არაფრის დამატება არ სჭირდება, ამოავლებ ორცხობილებს, დააწყობ, დაადებ კრემს და ა.შ.
მარწვითაც აკეთებენ როგორც ვიცი.
მურაბაის ნაცვლად ცოცხალი წვენის გამოყენებას გირჩევდი უფრო.

ამერია, ფორთოხალით კი არა მანდარინის წვენით გავაკეთე. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ალბათ, მაგრამ მაინც.

Posted by: sul ertia 9 Sep 2014, 15:50
ავგაროზი

მადლობა, გაიხარე. ცოცხალი წვენი აჯობებს ხო მურაბას რა თქმა უნდა smile.gif ფორთოხლის წვენი არ ამჟავებს მერე ცოტას? ტკბილი ფორთოხალი უნდა გამოწურო smile.gif

Posted by: ავგაროზი 9 Sep 2014, 16:08
sul ertia
ჰო, ტკბილი შეარჩიე, მანდარინი იქნება, ფორთოხალი თუ რამე სხვა ხილი.
შეგიძლია ერთი ცალი ორცხობილით მოსინჯო, რამდენად მოგეწონება და მერე გააკეთო.
ცოტა სიმჟავე კი კონტრასტს ქმნის და უხდება (ჩემი გემოვნებით).

Posted by: kethili 9 Sep 2014, 23:20
sul ertia
ისეთი რაღაცეები ჩამოთვალე, ბაიას ხომ არ ელოდები? smile.gif
ცოცხალი ხილიც შეიძლება და ჩემი ახლობელი ცოცხალი მარწყვითაც რთავს და ძალიანაც გემრიელია.

Posted by: _sofa_ 10 Sep 2014, 00:18
აბა ცხელ-ცხელი ქათმუკები....ერთი ორეგანოში ავსვარე, ნუ მეორე განუმეორებელი შქმერული...
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
პ.ს. თან ჩემი გაზრდილებია, ნაყიდი არ გეგონოთ.... smile.gif smile.gif

Posted by: elchi 10 Sep 2014, 06:03
_sofa_

შქმერულზე ავყირავდი.
უმაგრესი რამეა.

პ.ს. ახლა არ მცალია, წავედი მეზობლის ბავშვი უნდა ჩამოვკიდო ფეხით ხეზე.
ეხლახანს გადმოვიდნენ სამეზობლოში და მთელი დღე გაუჩერებლად ელექტრო დრამზე/ბარაბანზე/ უბრახუნებს.
შქმერულს ამ დასვენების დღეებში გავაკეთებ. lol.gif

Posted by: mak-ki 10 Sep 2014, 06:27
_sofa_
yoCaR! kerZic da isic rom Seni gazrdilia Zalian magaria :-)

Posted by: kethili 10 Sep 2014, 06:37
_sofa_
რა გემრიელად გამოიყურება, გული წამივიდა ამ დილაადრიან smile.gif))). თან ოჯახის ქათამი, გემრიელი ხორცით და კეცზე. <3

Posted by: tavadze 10 Sep 2014, 10:20
_sofa_
QUOTE
აბა ცხელ-ცხელი ქათმუკები....ერთი ორეგანოში ავსვარე, ნუ მეორე განუმეორებელი შქმერული...

ხო-ხო-ხო - რა ბარაქიანი და მადლიანი შემოსვლა იცი, მოკლედ! biggrin.gif
QUOTE
პ.ს. თან ჩემი გაზრდილებია, ნაყიდი არ გეგონოთ....

ბარაქალა, ბარაქალა! up.gif ბუთხუზუნა ბიჭიც ჩამიკოცნე.

Posted by: TT-KK 10 Sep 2014, 11:09
elchi
QUOTE
შქმერულს ამ დასვენების დღეებში გავაკეთებ. lol.gif

იმედია თან დაწერთ, დაწვრილებით, როგორც იცით ხოლმე.

მართლა არ ვიცი შქმერულის გაკეთება.

Posted by: aninia 10 Sep 2014, 11:50
elchi
TT-KK
QUOTE
elchi
QUOTE
შქმერულს ამ დასვენების დღეებში გავაკეთებ. lol.gif



იმედია თან დაწერთ, დაწვრილებით, როგორც იცით ხოლმე.

მართლა არ ვიცი შქმერულის გაკეთება.



მეც ველოდები თქვენეულ, გემრილად დაწერილ რეცეპტს.
იმედი მაქვს, ამ დასვენების დღეებამდე ელექტროდრამის პატრონზე განხორციელებული რეპრესიები შედეგიანი აღმოჩნდება და სიმშვიდეში გეწვევათ კულინარიის მუზა biggrin.gif

Posted by: sul ertia 10 Sep 2014, 11:52
ავგაროზი
kethili
ოკ, ოკ, ოკ. ბაიას არ ველოდები, ბიჭი ვარ biggrin.gif
_sofa_
მაგარი ნახელავია up.gif ბოლო წლებში ქათმის ხორცი შემზარდა რატომღაც, ერთადერთი ბებიაჩემის გაზრდილი ქათმები მეგემრიელება მარტო bis.gif

Posted by: tavadze 10 Sep 2014, 12:58
sul ertia
QUOTE
ბოლო წლებში ქათმის ხორცი შემზარდა რატომღაც, ერთადერთი ბებიაჩემის გაზრდილი ქათმები მეგემრიელება მარტო

ბიო-ბიოს ქათმები გასინჯე. განსაკუთრებით - ნედლი. იყიდება მაგათსავე ჯიხურებში.

Posted by: წუ-წუნა 10 Sep 2014, 15:31
_sofa_
QUOTE
აბა ცხელ-ცხელი ქათმუკები...

.....ხორცის მოყვარული დიდად არ გახლავართ, მაგრამ ......ხვალ მეც უნდა მოვამზადო biggrin.gif

....ეს თემა რომ არ გავაოფოთ.....კურდღელი მოვამზადე თეთრ ღვინოსთან ორიგანოსთან , ყველთან და კარტოშკასთან ერთად biggrin.gif
user posted image
user posted image
user posted image
....მივირთვით თავაძისეულ აჯიკასთან ერთად biggrin.gif
ესეც გუშინდელი პიცა biggrin.gif ...სამწუხაროდ მზა ვეღარ ჩავაკარტოჩკე biggrin.gif
user posted image

tavadze
....თევზის სურათებიც დავდო? biggrin.gif biggrin.gif

P.ს სადაა შეპირებული აჯიკა?

* * *
...ესეც ლაზანია

user posted image
user posted image

Posted by: Egyptian 10 Sep 2014, 15:58
წუ-წუნა
QUOTE
...ესეც ლაზანია

ძნელი გასაკეთებელია?
ჰო ვერ დაწერ? ან ლინკი დადე
საიდანაც აკეთებთ..

Posted by: aninia 10 Sep 2014, 17:22
წუ-წუნა

იფ, იფ!!! ყველაფერი, რა მადისაღმძვრელიაა?! bis.gif არ ვიყო ეხლა დიეტაზე, ეგრევე გავენთებოდი გუდვილში ლაზანიას ფირფიტების საყიდლად!

ისე, ამას წინათ მაგ ფირფიტებით აჩმა გავაკეთე და ძალიან მოიწონეს ჩემებმა. მე ორი თვეა დიეტამ ხელია ამაღებინა ჭამა-სმაზე პრაქტიკულად და არც ეგ გამისინჯავს sad.gif

Posted by: tavadze 10 Sep 2014, 18:01
წუ-წუნა
QUOTE
კურდღელი მოვამზადე თეთრ ღვინოსთან ორიგანოსთან

პრივეტ. აკი არ ვარ ხორცის მოყვარულიო? biggrin.gif
QUOTE
მივირთვით თავაძისეულ აჯიკასთან ერთად

როგორ გამივარდა სახელი! biggrin.gif facepalm.gif
QUOTE
P.ს სადაა შეპირებული აჯიკა?

აუ, გამახსენე რა, რომელს შეგპირდი? sad.gif მწვანე აჯიკა ხომ არა, შემოდგომაზე რომ ამზადებენ გურულები? აღარ მახსოვს, რომელი დაგპირდი... sad.gif

Posted by: წუ-წუნა 10 Sep 2014, 18:35
Egyptian
QUOTE
ძნელი გასაკეთებელია?
ჰო ვერ დაწერ? ან ლინკი დადე
საიდანაც აკეთებთ..

http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1455-e1839ae18390e183a1e18390e1839ce18398e18394
.....ლუტას რეცეპტის მიხედვიტ ვაკეთებ მხოლოდ ფირფიტებს გამზადებულს ვყიდულობ და კიდევ ერთი ცვლილება ....ფენებს შორის მოხარშულ კვერცხს არ ვუშვები, შენ შეგიძლია უქნა .....არც ისე ძნელია და არც ძალიან ადვილი biggrin.gif
aninia
QUOTE
არ ვიყო ეხლა დიეტაზე,

....უფ, ჭამიდან ჭამამდე მეც სულ დიეტაზე ვარ biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ამას წინათ მაგ ფირფიტებით აჩმა გავაკეთე და ძალიან მოიწონეს ჩემებმა.

.....არასდროს მიცდია , უნდა ვცადო.....მოცარელა უფრო კარგი იქნება აჩმისათვის თუ სულგუნი?
tavadze
QUOTE
აკი არ ვარ ხორცის მოყვარულიო? biggrin.gif

....სტუმრები მყავდა ამ კვირაში biggrin.gif მეც კარტოშკის ხათრით ცოტა მივირთვი biggrin.gif
QUOTE
გამახსენე რა, რომელს შეგპირდი?

მწვანე აჯიკას შემპირდი.....მწვანილზე ეხლა უფრო მიმიწვდება ხელი და.....მოვამზადებდი ცოტას
ესეც თემისათვის
user posted image
user posted image


Posted by: _sofa_ 10 Sep 2014, 23:07
tavadze
ყველა იმდენს მეძახდა არ იღლები, არ იღლებიო ნუ მკითხავ...აზრზე აღარა ვარ ხოლმე საღამოს და ვეღარ შემოვდივარ ხშირად....აღარსად გადიხართ თუ მე ვეღარ გავიგე, ხომ ხედავ ახლა მე გეხვეწებით წამიყვანეთთქო smile.gif
TT-KK
დაბრაწე კარგად წიწილი, ამასობაში კეცი უნდა გააცხელო, გადადო ზედ წიწილა, გადაასხი რძე+წყალი+ნიორი დანაყილი, მარილი, წამოადუღე კეცზე და ეგაა......ბევრი რძე არ უნა, ხაშის გემოს მიიღებს მერე და არ გესიამოვნება....მაგალთად, ნახევარი ჩაის ჭიქა რძე და 1 ჭიქა წყალი......
* * *
წუ-წუნა
ოხ,ოხ რა მაგარი რამეები მოაყარე? აუ რამდენი ხანია პიცა აღარ გამიკეთებია......კი შემინდა გუნებაში.......
sul ertia
შეგზარდება აბა რა იქნება, თავი რომ მოიკლა ქართულ, ნამდვილ, ჩვენ რომ სოფლის ქათამს ვეძახით ვეღარ იყიდი.....რომ გახვალ დიღომში და აი სოფლის ქათამი ესააო, არც იფიქრო, ბროილერი, სხვა და სხვა მეთოდით გაზრდილი, ან სოფლის კვერცხიდან გამოჩეკილს ეძახიან და ბროილერის წესით ზრდიან.... ნუ საოცრებებს წავაწყდი......

Posted by: tavadze 11 Sep 2014, 01:03
წუ-წუნა
QUOTE
მწვანე აჯიკას შემპირდი.....

დაგიდგენ უახლოეს დღეებში და მოგწერ. მე მხოლოდ მიახლოებით ვიცი მაგის რეცეპტი.
_sofa_
QUOTE
აღარსად გადიხართ თუ მე ვეღარ გავიგე

ლოკალური გასვლები იყო, გენერალურად ვეღარ გავედით ვერსად. შეგატყობინებ, როცა დავაპირებთ.
QUOTE
გადაასხი რძე+წყალი+ნიორი დანაყილი

მახსოვს, დედაჩემი რძის გარეშეც აკეტებდა. მოკლედ, თუ რძე არ იქნება, არაა პრობლემა.
ისე, რთულიმ შარშან ღულელებში ნაღები დაუმატა...

Posted by: aninia 11 Sep 2014, 09:51
წუ-წუნა
QUOTE
არ ვიყო ეხლა დიეტაზე,


....უფ, ჭამიდან ჭამამდე მეც სულ დიეტაზე ვარ 
QUOTE

არა, შემოგევლე, ჭამიდან -ჭამამდე რო ვიყავი, ის დრო მორჩააა!!! tongue.gif უკვე 2 თვეა კალორიებს ვითვლი და 12 კგ დავიკელი. ამ შედეგს არაფრით გავაფუჭებ. საყვარელ საკვებზე ყოყმანის გარეშე "არას" თქმაც კი ვისწავლე wink.gif
* * *
_sofa_

. ვგიჟდები შენზე, პაწაწინა ბუშტის გაზრდის პარალელურად ამდენს ახერხებ. ღმერთმა მოგცეს ძალა და მადლი უამრავი კეთილი საქმის საკეთებლად!

QUOTE
დაბრაწე კარგად წიწილი, ამასობაში კეცი უნდა გააცხელო, გადადო ზედ წიწილა, გადაასხი რძე+წყალი+ნიორი დანაყილი, მარილი, წამოადუღე კეცზე და ეგაა......ბევრი რძე არ უნა, ხაშის გემოს მიიღებს მერე და არ გესიამოვნება....მაგალთად, ნახევარი ჩაის ჭიქა რძე და 1 ჭიქა წყალი...


ერთმა ჩემმა მეგობარმა გააკეთა. ძალიან მომეწონა და როცა ვიკითხე, მითხრა - მაიონეზში ვხსნი ნიორსო და სუნელებს ვუკეთებო. რძე და ნაღები არც უხსენებია.

tavadze
QUOTE
მახსოვს, დედაჩემი რძის გარეშეც აკეტებდა. მოკლედ, თუ რძე არ იქნება, არაა პრობლემა

ხო, რაა, წიწილა ნიორწყალში! იფ, იფ, იიფ!!!


* * *
წუ-წუნა
QUOTE
.....არასდროს მიცდია , უნდა ვცადო.....მოცარელა უფრო კარგი იქნება აჩმისათვის თუ სულგუნი?


კინაღამ გამომრჩა რომ მეპასუხა- მე სულგუნით ვაკეთებ ხოლმე და მოსწონთ. საქართველოში მოცარელა ძვირი სიამოვნებაა და არც მიცდია. თუმცა არ მგონია უარესი იყოს, ეგეც ხო სულგუნია, ოღონდ კამეჩის. ერთი ეგაა, რომ აჩმა ისედაც ცხიმითაა გაჯერებული და მოცარელა სულგუნზე უფრო ცხიმიანია როგორც მე ვიცი.
მოკლედ, ცდას რა უდგას წინ, ექსპერიმენტები შენზეა და შედეგების განხილვა (სამწუხაროდ მხოლოდ ვირტუალურად) - ჩვენზე! მოკლედ, ველოდები შენეულ, მომაჯადოებელ ფოტოებს აჩმის ვარიაციებზე 2kiss.gif

Posted by: Qetucha 11 Sep 2014, 17:12
ამის მიხედვით გავაკეთე დილით

ინგრედიენტები:
სპაგეტი(თუ მარხვაზე ხართ სამარხვო)
ქამა სოკო 6ც
ხახვი 1ც
პომიდორი 4ც
ტომატპასტა 2ს/კ
ლიმონის წვენი 1ჩ/კ
ზეთი
მარილი, წიწაკა, ნიორი და მწვანილები გემოვნებით
პროპორციები შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილისამებრ.

მომზადების წესი:
სოკო და ხახვი დავჭრად მსხვილად და მოვთუშოთ 5-7 წუთის მანძილზე.
პომიდორი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ამისთვის პომიდორი უნდა გავჭრად შუაზე და შუაგულებით გავხეხოთ, ბოლოს პომიდვრის კანები დაგვრჩება ხელში. დავამატოთ სოკოს მასას გახეხილი პომიდორი, ტომატპასტა, მარილი, ლიმონის წვენი, დაფქული წიწაკა, წვრილად დაჭრილი პეტრუშკა და რეჰანი, ვთუშოთ კიდევ 5 წუთის მანძილზე.
ჩვეულებრივი წესით მოხარშეთ სპაგეტი. გადაწურეთ დურშლატზე.
ამოიღეთ სპაგეტი თეფშებზე და დაადეთ ზევიდან სოკოიან-ტომატიანი სოუსი.

გემრიელად მიირთვით.

user posted image

Posted by: TT-KK 11 Sep 2014, 22:55
_sofa_
QUOTE
დაბრაწე კარგად წიწილი, ამასობაში კეცი უნდა გააცხელო, გადადო ზედ წიწილა, გადაასხი რძე+წყალი+ნიორი დანაყილი, მარილი, წამოადუღე კეცზე და ეგაა......ბევრი რძე არ უნა, ხაშის გემოს მიიღებს მერე და არ გესიამოვნება....მაგალთად, ნახევარი ჩაის ჭიქა რძე და 1 ჭიქა წყალი....

დიდი მადლობა,ძალიან მარტივი ყოფილა.
tavadze
QUOTE
მახსოვს, დედაჩემი რძის გარეშეც აკეტებდა. მოკლედ, თუ რძე არ იქნება, არაა პრობლემა.

მადლობა, გასაგებია,მაგრამ ისიც მაინტერესებს-ნაღებით მოგეწონა?

Posted by: tavadze 11 Sep 2014, 23:01
TT-KK
QUOTE
მაგრამ ისიც მაინტერესებს-ნაღებით მოგეწონა?

რა თქმა უნდა. ნაღები რაშია ცუდი, შქმერულში რომ იყოს. biggrin.gif

Posted by: TT-KK 11 Sep 2014, 23:19
tavadze
QUOTE
რა თქმა უნდა. ნაღები რაშია ცუდი, შქმერულში რომ იყოს.

მართალი ხარ,მოვსინჯავ ნაღებითაც.
საერთოდ მე ჯანსაღი კვებისკენ ვარ მიდრეკილი ბოლო დროს. biggrin.gif
შქმერული მეუღლეს უყვარს და სინდისი მქენჯნიდა რომ არ ვიცოდი. biggrin.gif

Posted by: tavadze 12 Sep 2014, 00:38
TT-KK
QUOTE
შქმერული მეუღლეს უყვარს და სინდისი მქენჯნიდა რომ არ ვიცოდი.

მართლა იოლი გასაკეტებელია ანუ ძაან იოლად შეგიძლია მეუღლის გულის მონადირება. biggrin.gif

Posted by: zazakax 12 Sep 2014, 04:50
რაგემრიელობებია ამ განყოფილებაში biggrin.gif

Posted by: ik+so 12 Sep 2014, 11:14
შქმერულიიი...როგორ მიყვარს ჩემეულ ვერსიას დავწერ სხვანაირად ვაკეთებ...მოკლედ დაჭრილ კარგ ქათამს შევბრაწავ ცეცხლგამძლე ჭურჭელში ვათავსებ მოვაწყობ დაჭრილ ყველს უმჯობესია სულგუნი მაგრამ იმერულიც შეიძლება...მოვასხამ წყალში გაიხსნილ მაიონეზს ვაჭყიტავ ნიორს და ვდგამ ღუმელში...მართლა უგემრიელესია...

Posted by: norse 12 Sep 2014, 12:56
კულინარებო,ხილის ტორტისთვის მინდა არაჟნის კრემი და რეცეპტს ხომ ვერ მომცემთ?

Posted by: nia4u 12 Sep 2014, 13:39
norse
QUOTE
ხილის ტორტისთვის მინდა არაჟნის კრემი და რეცეპტს ხომ ვერ მომცემთ?

გურული ქალის "ანიუტას" აქვს არაჟნის კრემი და ძალიან კარგია!
http://forum.ge/?showtopic=34203192&f=&st=1485&#entry34276338
აქ ნახე smile.gif

Posted by: shilaida 12 Sep 2014, 16:52
ყველა tuk.gif
დღევანდელი კექსი ქიშმიშითა და შავი ქლიავით + შინდის კომპოტიsmile.gif
http://www.radikal.ru
* * *
TT-KK
შქმერული მეც ნაღებით უფრო მეგემრიელებ( უფრო ნაზი გემო აქვს) რძითაც მომიმზადებია და განსხვავება ნამდვილად არისsmile.gif

Posted by: norse 13 Sep 2014, 13:04
nia4u
მადლობა დიდი.გუშინ გავაკეთე.არაჟანი ავთქვიფე,შევურიე შესქელებული რძე და ამას დავამატე მოხარშული კრემი.უუუუგემრიელესი გამოვიდა.ხილში შერევამდე მჟავე მეჩვენებოდა,მაგრამ ხილმა დაუკარგა სიმჟავე და ზაან გემრიელი გამოვიდა

Posted by: tikusha 13 Sep 2014, 13:31
norse
უკარაქოდ მოამზადე კრემი?

Posted by: temosabasdeda 13 Sep 2014, 15:18
კულინარებო შუს რეცეპტი იქნებ მითხრათ .ინტერნეტიდან ამოვწერე და ისეთი გამომივიდა სირცხვილით ვერ გამოვაჩინე sad.gif არადა ზედმიწევნით დავიცავი თანმიმდევრობა და რაოდენობა.
მადლობა წინასწარ გულისხმიერებისთვის

Posted by: nia4u 13 Sep 2014, 23:52
temosabasdeda
QUOTE
შუს რეცეპტი იქნებ მითხრათ

http://www.perfectcook.org/index.php/recipe/125-e18394e18399e1839ae18394e183a0e18398-e18398e18392e18398e18395e18394-e183a8e183a3
ჩვენი თანაფორუმელის გამოცდილი და სანდო რეცეპტია smile.gif
ქვემოთ კომენტარებში პატარ-პატარა რჩევებია და ისიც წაიკითხე... smile.gif

Posted by: nino877 14 Sep 2014, 00:43
თხოვნა მაქვს 2
ერთი კარგი ჩისქეიქის რეცეპტი მინდა ჰაეროვანი კრემით არა ხაჭოსი
და მეორე შაქარყინულის გაკეთება მასწავლეთ რა, ან საზამთროს დაშაქრულ- ჩაკირული მურაბა მაჩუქეთ :-)

* * *
თხოვნა მაქვს 2
ერთი კარგი ჩისქეიქის რეცეპტი მინდა ჰაეროვანი კრემით არა ხაჭოსი
და მეორე შაქარყინულის გაკეთება მასწავლეთ რა, ან საზამთროს დაშაქრულ- ჩაკირული მურაბა მაჩუქეთ :-)

Posted by: Niinachka 14 Sep 2014, 20:13
ვგიჟდები წვენებზე bis.gif biggrin.gif lol.gif bis.gif biggrin.gif lol.gif

Posted by: tikusha 15 Sep 2014, 10:50
ჰმ, რამდენი ხანია საზამთროს მურაბა მინდა მოვამზადო და სქელკანიანი საზამთრო ვერ ვიპოვე


Posted by: Niinachka 15 Sep 2014, 11:29
tikusha
საზამთროსი არ მომწონს,რაღაც გემო არ ჯდება ჩემ გემოვნებაში,მაგრამ კაკლის მურაბაზე ვაფანატებ,არადა რა რთული გასაკეთებელია yes.gif

Posted by: nia4u 15 Sep 2014, 15:39
Niinachka
QUOTE
კაკლის მურაბაზე ვაფანატებ,არადა რა რთული გასაკეთებელია

გამზადებულ-დამუშავებულ კაკალს თუ იყიდი, მერე აღარ არის რთული,
მაგრამ ახლა უკვე დაგვიანებულია smile.gif

tikusha
QUOTE
სქელკანიანი საზამთრო ვერ ვიპოვე

ამ ზაფხულს ერთადერთხელ შემხვდა კარგი სამურაბე საზამთრო და მაშინაც სხვის ოჯახში sad.gif ...
დაპოსტე შენ, კარგ რაღაცებს გააკეთებდი ამ ზაფხულს, ეჭვი მაქვს გონივრული და საფუძვლიანი yes.gif biggrin.gif

Posted by: aninia 15 Sep 2014, 16:37
nia4u

ნია, გამოჩნდი? რამდენი ხანია შენი პოსტები აღარ მინახავს. ისვენებდი?
rtuli მომენატრა კიდევ, თავისი საოცრებებით...

Posted by: norse 16 Sep 2014, 17:31
tikusha
კიი,უკარაქოდ მოვამზადეე

Posted by: tikusha 16 Sep 2014, 17:34
norse
რომელი ხილი მოუხდა smile.gif

nia4u
QUOTE
დაპოსტე შენ, კარგ რაღაცებს გააკეთებდი ამ ზაფხულს, ეჭვი მაქვს გონივრული და საფუძვლიანი

განსაკუთრებული არაფერი smile.gif

ლეღვის მურაბა, ატმის მურაბა, შინდის ჯემი, ვაშლის და თეთრი ქლიავის ჯემი ერთად , საზამთროს მურაბას ვამზადებ დღეს smile.gif

კიდევ მინდა მოვამზადო შავი ქლიავი თხილის გულით smile.gif

ეს ყველაფერი ჩინურ ტორტებში, ნამცხვრებში და რულეტებში მინდა თორემ პურზე გადასმულს ჩვენ არ ვჭამთ ხოლმე

Posted by: norse 16 Sep 2014, 18:32
tikusha
ატამი,ქლიავი,ბანანანი და მარწყვის მურაბა smile.gif

Posted by: _sofa_ 16 Sep 2014, 22:06
QUOTE
რთულიმ შარშან ღულელებში ნაღები დაუმატა...

მემგონი ნამდვილ მამა-პაპურს არ უნდა ნიორ-წყალის გარდა არაფერი..... არაჟნით ვაკეთებ ხოლმე კიდევ, მაგრამ ძალიან მსუყეა.....მე რძით მომწონს ძალიან,...
aninia
გაიხარე დიდი მადლობა......მაიონეზი არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ სუნელები მგონი ნამდვილად ზედმეტია შქმერულისთვის.....



Posted by: tavadze 16 Sep 2014, 23:10
_sofa_
QUOTE
მემგონი ნამდვილ მამა-პაპურს არ უნდა ნიორ-წყალის გარდა არაფერი.....

აი, ამაში გეთანხმები. სად ჰქონდათ შქმერში ნაღები და ფრონცკი-ფრუნცკები, ან - სადმე სხვაგან. biggrin.gif
თუმცა ვაღიარებ, რომ მოუხდა ნაღები. baby.gif baby.gif

Posted by: nia4u 16 Sep 2014, 23:21
aninia
2kiss.gif
გამოვჩნდი...
სოფელში ვიყავით, იმერეთში, ცივილიზაციიდან მოშორებით, კომპისა და ტვ-ს გარეშე smile.gif
წონაში მოვიმატე იმდენი ხაჭაპური ვჭამე ამ ზაფხულს... facepalm.gif
ოღონდ მე არ გამიკეთებია... smile.gif

tikusha
თბილისში მაინც იყო რა! biggrin.gif

Posted by: mashusha 17 Sep 2014, 11:40
_sofa_
QUOTE
მემგონი ნამდვილ მამა-პაპურს არ უნდა ნიორ-წყალის გარდა არაფერი..... არაჟნით ვაკეთებ ხოლმე კიდევ, მაგრამ ძალიან მსუყეა.....მე რძით მომწონს ძალიან,...



დიდი კულინარობიტ არ გამოვირცევი, მაგრამ რაჭველებისგან მახსოვს რომ რძეც უნდა ტრადიციულს. ნიორ-წყალი რძეშიო., ასე მახსოვს

Posted by: chemisaqartvelo 17 Sep 2014, 20:17
დღეს არ გამიკეთებია, ორიოდე დღის წინ გავაკეთე უნგრული გულიაში


http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


http://pix.ge/

ხშირად ვაკეთებ ხოლმე რაღაცეებს და ფაცეზე ვდებ ხოლმე, აქ რატომღაც არ მომაფიქრდა დადება smile.gif

Posted by: ავგაროზი 18 Sep 2014, 20:16
QUOTE
დღეს გავაკეთე

გოგრის სუპი. მიყვარს, ძალიან გემრიელია chups.gif

Posted by: jadvari 19 Sep 2014, 12:37
ვინმეს შეგიძლიათ გოგრის სუპის რეცეპტი დაწეროთ?

სარჩევში ვნახე მაგრამ ცოტა გადატვირთული მეჩვენა უფრო მარტივი ვარიანტი მინდა

Posted by: ავგაროზი 19 Sep 2014, 18:11
jadvari
jump.gif
დავწერ, იმედია მოგეწონება.

1 საშუალო ზომის/პატარა ყვითელი გოგრა
1 თავი ხახვი
ჯანჯაფილი დაახოლებით კაკლის ზომის
1 ჩ.კ. კარის სუნელი
1 ჩ.კ. Caraway არ ვიცი ქართულად რა ქვია. თუ იყიდება მანდ სადმე ხომ კარგი თუ არადა უმაგისობა არ დააკლდება მგონი.
ცოტაოდენი წითელი პილპილი (ჯანჯაფილი კი არის მწარე, მაგრამ ახლად დაფქული პილპილი კიდევ სხვა არომატისაა)
ბოსტნეულის ბულიონი კუბიკის სახით 1-2 ცალი ან შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.

გოგრას გავრეცხავთ, გამოვუღებთ გულს, გავთლით(კანიანადაც შეიძლება მომზადება, საკმაოდ რბილი კანი აქვს მოხარშულს, მაგრამ მე მაინც ვთლი ხოლმე), დავჭრით კუბიკებად ჩავყრით ქვაბში, დავასხამთ წყალს (ან ბოსტნეულის ბულიონს) ისე რომ დაფაროს. რომ წამოდუღდება დავამატებთ დაჭრილ ხახვს, გახეხილ ჯანჯაფილს, სანელებლებს, ბულიონის კუბიკს. ვადუღებთ სანამ კარგად არ მოიხარშება, დიდი დრო არ უნდა.
შემდეგ ხელის ბლენდერით დავაბლენდერებთ, საჭიროებისამებრ (თუ სქელია) დავამატებთ ადუღებულ წყალს, მარილს
ამოვიღებთ თეფზე, სურვილისამებ მოვასხამთ 1 კ. ზეთს და გემრიელად მივირთმევთ : )

user posted image

Posted by: TT-KK 19 Sep 2014, 18:57
ავგაროზი
კვახი შემოსული უნდა იყოს თუ შემოუსვლელი, თხელკანიანი თუ სქელკანიანი?

Posted by: ავგაროზი 19 Sep 2014, 20:49
TT-KK
ფოტოზე რომაა ზუსტად მაგ გოგრით გავაკეთე, სხვა არ მიცდია. ეს კი თხელკანიანია, მოხარშული კანიანადაც შეგიძლია მიირთვა.
QUOTE
კვახი შემოსული უნდა იყოს

yes.gif შემოუსვლელი აბა უგემურია. კარგი გემრიელი გოგრა შეარჩიე.

Posted by: aranormaluri 19 Sep 2014, 23:44
ავგაროზი
ჯანჯაფილი იგივე ჯინჯერია?

Posted by: ავგაროზი 20 Sep 2014, 00:21
aranormaluri
yes.gif

დამავიწყდა მიმეწერა, ცოცხალი ჯანჯაფილი გამოიყენეთ და არა გამხმარი/დაფქვული

Posted by: jadvari 20 Sep 2014, 15:49
ვაი დიდი მადლობა აუცილებლად გავაკეტებ. არასოდეს მიჭამია მაგრამ გოგრა ისე მიყვარს იმედია ეგეც მომეწონება

Posted by: SUBADARI 20 Sep 2014, 21:07
მოკლედ დღეს გავაკეთე მალინის მაფინები. პერფექტქოოქზე განთავსებული რეცეპტის მიხედვით მარა დაცომი არ ამოვიდა და რისი ბრალი შეიძლება იყოს?. იქნებ თქვენი ნაცადი რეცეპტი დამიწეროთ რომელიც ამართლებს?. მალინა უკვე ჩასხმულ ფორმებს დავაყარე 3-4 ც თითოეულს. ისე გემრიელი კი გამოვიდა smile.gif

Posted by: glamo 20 Sep 2014, 21:27
წიგნიდან გითარგმნი მოცხარის მაფინების რეცეპტს, უბრალოდ მოცხარი ჩაანაცვლე ჟოლოთი და მემგონი კარგი გამოვა smile.gif
SUBADARI

Posted by: glamo 20 Sep 2014, 21:51
SUBADARI

285 გრ. ფქვილი
150 გრ. შაქარი
2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
ნახევარი ჩაის კოვზი სოდა
მწიკვი (biggrin.gifმაგარი სიტყვაა) მარილი
90 გრამი დარბილებული კარაქი
ნახევარი კოვზი ლიმნის ცედრა
160 გრამი ,,ბათერმილქი,, ( ეს სახლში გააკეთე, არ იყიდება ჩვენს მარკეტებში. 250 მლ. რძეში ჩაუშვი 1სუფრის კოვზი ლიმნის წვენი და 10 წუთის მანძილზე დატოვე ოთახის ტემპერატურაზე. )
2 დიდი ზომის კვერცხი
ვანილის ექსტრაქტი 1 კოვზი
150გრ მოცხარი ( ჯოლო შენს შემთხვევაში)
გააცხელე ღუმელი 200 გრადუსამდე, 12 მაფინიან ფორმას ოდნავ კარაქი წაუსვი. აურიე ცალკე ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, სოდა და მარილი და გადადე.
მეორე ჯამში გათქვიფე კვერცხი, შეურიე კარაქი, ვანილი,ლიმნის ცედრა და ,,ბათერმილქი,,.
თხევადი მასა შეურიე მშრალ მასას სილიკონის ბრტყელი მოსარევით (აქ მგონი ხისაც შეიძლება smile.gif )
დაახლ. 12-15 ჯერ ამოურიე სანამ ერთიანი გახდება მასა. ბოლო ორ ამორევამდე დაამატე გაყინული ჟოლო, გადაანაწილე ცომი ფორმებში ნაყინის ამოსაღები კოვზით, ფორმების 3/4 უნდა შეავსო. აცხობ 15-20 წუთი, ჩხირით გასინჯვისას მშრალი უნდა ამოიღო ჩხირი. გამოიღე და 5 წუთი დატოვე ფორმებში. შემდეგ ამოიღებ ფორმებიდან.

Posted by: TT-KK 20 Sep 2014, 22:40
QUOTE
პერფექტქოოქზე განთავსებული რეცეპტის მიხედვით მარა ცომი არ ამოვიდა

ეს უკვე მერამდენედ დაწერეს მსგავსი შემთხვევა, ბავშვებო ნუ ატყუებთ ერთმანეთს, ტყუილს ჯობია საერთოდ ნუ დაწერთ, თუკი გინდათ რომ მხოლოდ თქვენ იცოდეთ.
რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. smile.gif

Posted by: SUBADARI 20 Sep 2014, 23:09
glamo
მადლობა :0 ვცდი მაგ რეცეპტის მიხედვით იემდია გამოვა. მოცხარიც მიყვარს მაგისას გავაკეთებ.

Posted by: Tati_a 21 Sep 2014, 19:28
დღეს გავაკეთე ღომი სულგუნით http://www.radikal.ru

Posted by: tasikuna-taso 21 Sep 2014, 19:56
ღომი და სულგუნი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.
* * *
QUOTE
დღეს არ გამიკეთებია, ორიოდე დღის წინ გავაკეთე უნგრული გულიაში



თუ არ შეწუხდებით დეტალურად ვერ დაწერთ?

Posted by: GeorgeSword 21 Sep 2014, 21:32
Baking Bread ^^

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 21 Sep 2014, 22:05
SUBADARI
QUOTE
გავაკეთე მალინის მაფინები. პერფექტქოოქზე განთავსებული რეცეპტის მიხედვით მარა დაცომი არ ამოვიდა

რომელი რეცეპტით?ზუსტად გააკეთე?თუ დარწმუნებული ხარ, რომ რეცეპტის ბრალია,
მაშინ უნდა დაწერო, ვისი რეცეპტია, რომ სხვამაც არ გააკეთოს და არ გაუფუჭდეს...
TT-KK
QUOTE
ეს უკვე მერამდენედ დაწერეს მსგავსი შემთხვევა, ბავშვებო ნუ ატყუებთ ერთმანეთს, ტყუილს ჯობია საერთოდ ნუ დაწერთ,

კიდევ რომელი შემთხვევა იყო? ვისი რეცეპტი იყო?


* * *
Tati_a
QUOTE
დღეს გავაკეთე ღომი სულგუნით

რა ფითქინაა!
up.gif love.gif

Posted by: kato_stropa 22 Sep 2014, 10:50
tavadze
ninicool
rtuli
Lider-Tim

ავგაროზი

ვაიმე! biggrin.gif
სასწრაფო წესით მჭირდება რაიმე ორიგინალური,განსაკუთრებული რეცეპტი საზეიმო სუფრისთვის!
ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია გვეყოლება ზემდგომი ორგანოებიდან და თავი მინდა მოვაწონო სტუმრებს :პატარძალისმაილი:
დედამთილი მყავს იმერელი,ჰოდა იმერელ ქალს რა პირით გავუმასპინძლდე biggrin.gif რამე მირჩიეთ,დეიდებო და ბიძიებოო

rtuli
tavadze
ქაბაბი ღუმელში რომ შევწვა,ფოლგაში,დაბალ ცეცხლზე,გამოვა რამე? მაყალი ჩკა sad.gif
* * *
GeorgeSword
ზდ ბრო 2kiss.gif შენ არ ხუმრობ ხო? up.gif

მე აჯიკიან და ქინძიან პურებსაც ვაცხობხოლმე

Posted by: GeorgeSword 22 Sep 2014, 13:07
kato_stropa

გაუ 2kiss.gif

ხო ვერთობი რაა , პურის საცხობი დავითრიე და მიხარია biggrin.gif
ეხლა მინდა ახალი რეცეპტები ვცადო,მზესუმზირებით ან ნიგვზით

QUOTE
დედამთილი მყავს

გათხოვდი? :დ

Posted by: kato_stropa 22 Sep 2014, 13:49
GeorgeSword
QUOTE
მზესუმზირებით ან ნიგვზით

მეუკვე მზა ცომს ნედლი ქინძის კაკლებს ვურევხოლმე ზეითუნის ზეთთან ერთად, და სხვადასხვა ფორმებს ვაძლევ. იგივე,აჯიკით. ქონდარითაც უგემრიელესი გამოდის და ერთხელ ვცადე მოშუშული ხახვით gigi.gif მეგონა გადასაყრელი გამიხდებოდა,მაგრამ ნურას უკაცრავად biggrin.gif ნამცეცი არ დაუტოვებიათ biggrin.gif ოცდა ათი პური გამოვაცხე შეშის ღუმელში,აზრზე ხარ? biggrin.gif

QUOTE
გათხოვდი? :დ

ჰო,რავი biggrin.gif მოვასწარი პენსიაში გასვლამდე biggrin.gif

Posted by: tikusha 22 Sep 2014, 13:49
გუშინ მოვამზადე 4 ცალი პასკა დამატებით საზამთროს მურაბებით, ინდური ტორტი მანდარინის ჯემით და არაჟნის კრემით, ბულკები ქოქოსის გულსართით და პიცა

დიდად ვისიამოვნე საღამოს smile.gif

Posted by: kato_stropa 22 Sep 2014, 14:07
tikusha
QUOTE
ინდური ტორტი მანდარინის ჯემით

ფოტო დაიდოს! yes.gif რეცეპტითურთ

Posted by: tikusha 22 Sep 2014, 14:20
kato_stropa
უკვე მუსრი გავავლეთ sad.gif შაბათს ვაპირებ კიდევ გავაკეთო და დავდებ smile.gif

რეცეპტი ძალაინ უბრალოა

პეჩენიები, არაჟნის კრემი და მანდარინის ჯემი

საოცრება გამოვიდა smile.gif

Posted by: GeorgeSword 22 Sep 2014, 14:31
kato_stropa
QUOTE
ოცდა ათი პური გამოვაცხე შეშის ღუმელში,აზრზე ხარ?

ჩემპიონ biggrin.gif

QUOTE
ჰო,რავი  მოვასწარი პენსიაში გასვლამდე

გილოცავ
მარყუჟში თავის გაყოფას biggrin.gif


Posted by: kato_stropa 22 Sep 2014, 15:18
GeorgeSword
QUOTE
გილოცავ
მარყუჟში თავის გაყოფას

biggrin.gif მინდა გითხრა,ფრიად სასიამოვნო აღმოჩნდა ეს მარყუჟი biggrin.gif

დღეს მენიუში მაწვნის სუპი და აჯიკიანი პურები გვაქვს,სამსახურის მერე თუ მექნა რამის თავი :კარგიცოლისმაილი: biggrin.gif biggrin.gif

ქაბაბი ღუმელში შეგიწვავს,ფოლგაში? რჩევა მინდა

პიეს: ისე,საით ხარ? რაღაც შვეიცარიის სუნი მცემს yes.gif tongue.gif

Posted by: GeorgeSword 22 Sep 2014, 16:19
kato_stropa
QUOTE
მინდა გითხრა,ფრიად სასიამოვნო აღმოჩნდა ეს მარყუჟი

2-3 წლის მერე როგორ იჭიკჭიკებ გააჩნია biggrin.gif

QUOTE
ქაბაბი ღუმელში შეგიწვავს,ფოლგაში? რჩევა მინდა

მწვადი შემიწვამს და კარგი გამოდის და ქაბაბი არ მიცდია მაგრამ მგონია რომ გამოვა

QUOTE
ისე,საით ხარ? რაღაც შვეიცარიის სუნი მცემს

ხოო მართალი ხარ
პურის და შოკოლადის ქვეყანაა იმენა biggrin.gif
ინსპირირებული ვარ ამით

Posted by: ავგაროზი 22 Sep 2014, 16:32
kato_stropa
რა პატივია ასეთ სიაში და ასეთი თხოვნით დათაგვა smile.gif

სამწუხაროდ საინტერესო იდეები არ მაქვს, ვერც კარგი კულინარი ვერ ვარ...

რომ დაწერო რამდენ თავიანი ვახშამი გექნებათ მგონი უფრო ადვილი იქნება მენიუს შედგენა. ან ვის რა უყვარს, რა არ უყვარს და ა.შ.

სალათებიდან გამახსენდა უცებ ეს http://gotovim-doma.ru/view.php?r=1075-recept-Salat-iz-zelenoi-fasoli-s-fetoi
ნახე, თუ მოგეწონება. მე პირადად მომწონს. ოღონდ წინა დღეს ჯობია მომზადება და კიდევ ზეთისხილი თუ მლაშეა წყალში გაავლე ჯერ.

Posted by: kato_stropa 22 Sep 2014, 16:35
GeorgeSword
QUOTE
2-3 წლის მერე როგორ იჭიკჭიკებ გააჩნია

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ხო იცი,ჭიკჭიკი მიყვარს

ვცდი ქაბაბს და გეტყვი რა გამოვა biggrin.gif შთაგონებაზე ვარ

"ლაზაჩმა" მწვანე ცომით
შქმერული
ქაბაბი
მჭადის კალათები ნიგვზიანი ფხალით
თევზის კუჭმაჭი

QUOTE
მართალი ხარ

ვანგა ვარ რაა biggrin.gif

Posted by: GeorgeSword 22 Sep 2014, 16:44
kato_stropa
QUOTE
"ლაზაჩმა" მწვანე ცომით
შქმერული
ქაბაბი
მჭადის კალათები ნიგვზიანი ფხალით
თევზის კუჭმაჭი

ეუფ biggrin.gif
დონეა

QUOTE
ვანგა ვარ რაა

მეგონა ფბ-ნახე boli.gif

Posted by: kato_stropa 22 Sep 2014, 17:01
ავგაროზი
გოგო 2kiss.gif ჯერ 'ნორჩი' ვარ და მაგდენში ვერ ვერკვევი,ვის რა უყვარს. მადლობა რჩევისთვის <3


GeorgeSword
QUOTE
მეგონა ფბ-ნახე

ინტუიციააა biggrin.gif

Posted by: shilaida 22 Sep 2014, 21:45
kato_stropa
დამაინტერესეsmile.gif ლაზაჩმა როგორია და კიდევ თევზის კუჭმაჭი??smile.gif)))

Posted by: Chupa Chups 22 Sep 2014, 21:51
სოკოს და ყველის სუპი როგორ კეთდება ვინმემ იცით?

Posted by: ninicool 22 Sep 2014, 22:01
kato_stropa
გილოცავ გაბედნიერებას.

სიცოცხლის ბოლომდე შეყვარებული და ბედნიერი ყოფილიყავი love.gif

რადგან დამთაგე და მე იდეა არ მაქვს არანაირი, დავგუგლე
http://ligakulinarov.ru/recepty/torjestvo?sort=new

http://bookzz.org/book/704520/170c53
ეს გადმოსაწერია და djvu reader-ით იხსნება

Posted by: tavadze 22 Sep 2014, 22:21
kato_stropa
გილოცავ გაბედნიერებას. შვილტა სიმრავლეს და ულევ სიყვარულს გისურვებ. ღმერტს ებარეოდე.
გოგო, ამ ფილარმონია კულინარებში რომ დამთაგე, შენ მე მართლა კულინარი ხომ არ გგონივარ? biggrin.gif რა ვიცი მე სადღესასწაულო და მით უმეტეს - დედამთილის მოსაწონი სუფრა? biggrin.gif მე შემიძლია (თუ ისურვებ) აჯიკის რეცეპტები გასწავლო და გაუმწარე პირი დედამთილს. biggrin.gif biggrin.gif
ქაბაბი არასოდეს მომიმზადებია და არც შემიწვავს, მაგრამ მე მგონი, ფოლგაში კი გამოვა.
ისე, შამფურზე რომ წამოაგო და გნაც შუაცეცხლში? biggrin.gif ოღონდ ფარში ტავიდანვე ისე უნდა მოამზადო, კარგად შეიკრას ად არ ჩამოვარდეს.
საზეიმოს სუფრისთვის რთული აქებდა ადრე ბადრიჯანის რგოლებს თუ რაღაც ამგვარებს. თვითონ არ სცალია - სტუდენტებს და მომავალ მზარეულებს ანათლებს კულიანრიაში, თორემ თუ შემოვიდა, დაგიწერს აუცილებლად.

Posted by: 88888 22 Sep 2014, 22:21
Tati_a
QUOTE
დღეს გავაკეთე ღომი სულგუნით

ლამაზია))
ეგეთ ღრმა ჯამში რატომაა? თხელი იყო?))))

Posted by: Besa 23 Sep 2014, 11:10
Tati_a
მაგარი ფოტოა up.gif

Posted by: kato_stropa 23 Sep 2014, 13:30
shilaida
QUOTE
ლაზაჩმა როგორია

ლაზანიას და აჩმას ჰიბრიდი gigi.gif fingal.gif ანუ,მწვანე ცომის ფირფიტებით მინდა გამოვაცხო,ერთი ფენა ყველი,მეორე - ფარში. :ტესტ: წესით ურიგო არ უნდა გამოვიდეს.
თევზის "კუჭმაჭს" რაც შეეხება,გამოდგება თითქმის ყველანაირი თევზის ყველა ნაწილი,კანის გარდა. ფილეს დაკუწავ,შეურევ ალყა-ალყა თხლად დაჭრილ წითელ ხახვს,ფერად ბულგარულებს,ასევე ალყა-ალყა დაჭრილს,დაღერღილ წითელ წიწაკას,როზმარინს, ბაზილიკს, ტიმიანს,ოდნავ პიტნას, ბეგქონდარას და ასევე მწიკვ შავ პილპილს,დაფქულ კოწახურს.ეს ყველაფერი ხმელი და დაფქული. კიდევ ახალქალაქში იყიდება კოწახურივით არის რაღაც,დაფქული და მომჟაო გემო აქვს,კარგი თეთრი ძმრით შეაზავებ და უკრავ თავს მაცივარში. ძალიან უხდება სატაცური გარნირად,ცალკე მიტანილი.

tavadze
მადლობა :დ 2kiss.gif დედამთილი კარგი ქალია და არ 'გავამწარებ',თან ჯერ არ ვიცი,უყვარს თუ არა აჯიკა :დ
ბადრიჯნის რგოლებს კი დავძებნი,რთულის რეცეპტები კლასიკაა! კაი რაა,ისეთ რაღაცეებს დებხოლმე,შეგედაროს ბარეორი კარგი კულინარი :*

ninicool გაიხარე,მადლობა,ძალიან კი დამეხმარე 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ninicool 23 Sep 2014, 13:38
kato_stropa
QUOTE
გაიხარე,მადლობა,ძალიან კი დამეხმარე 

ეხლა თუ ვერ დაგეხმარე, სამომავლოდ მაინც იქნებ მოგეწონოს რამე 2kiss.gif

Posted by: kato_stropa 23 Sep 2014, 13:54
ninicool
კი კაცო,სამსახურში ვარ და წიომნად ვათვალიერებ biggrin.gif

Posted by: GeorgeSword 23 Sep 2014, 16:58
kato_stropa
QUOTE
დედამთილი კარგი ქალია და არ 'გავამწარებ'

ალბათ ქმარი კითხულობს შენს წერილებს და ეხლა ასიამოვნე ხომ? lol.gif



Posted by: Tati_a 23 Sep 2014, 17:16
chemisaqartvelo
გულიაში ძალიან გემრიელად გამოიყურება. ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ზამთარში
GeorgeSword ცომეულში მაგრა ვიჭედები და მშურს მათი, ვისაც გამოსდის smile.gif
nia4u 88888 Besa მადლობა
Besa გეთანხმები, მართლაც რომ კარგი ფოტო გამოვიდა, თორემ ჩვეულებრივი ღომი და ყველია smile.gif
88888 ჯამი სინამდვილეში ძალიან პატარაა და ნახევარი ნეკა თითის სიღრმეც არ აქვს, უბრალოდ ახლო ხედია და ესე ჩანს. ღომი ძალიან სქელი არა, მაგრამ არც ფაფასავით იყო.

Posted by: GeorgeSword 23 Sep 2014, 17:53
Tati_a
QUOTE
ცომეულში მაგრა ვიჭედები

მე გასწავლი ძალიან მარტივ გამოსავალს
ეცადე რომ პროპორციები დაიცვა მაქსიმალურად ზედმიწევნით , ზომა წონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ,გამოიყენე სპეციალური ჭიქები სადაც მითითებულია გრამები ასევე სადილის და დესერტის კოვზები
ამას თუ დაიცავ გამოგივა 100%
რეცეპტებს კი ნახავ უამრავს ინტერნეტში smile.gif

Posted by: kato_stropa 23 Sep 2014, 18:30
GeorgeSword
lol.gif lol.gif შემწვარი კარტოფილი ხო მინდა სამსახურიდან შინ მისულს

Posted by: matusala__5 23 Sep 2014, 18:47
მთელ ფორუმზე ყველაზე თბილი და გემრიელი განყოფილება love.gif

იქნებ იცოდეთ ახალგამოწურული ყურძნის წვენი ნაჩალიჩარის გარეშე ,სად შეიძლება შევიძინო?
წელს ამეკვიატა ჩურჩხელების მომზადება საკუთარი ხელით(იმედია გამომივა და არ გავაფუჭებ lol.gif )

Posted by: GeorgeSword 23 Sep 2014, 20:34
kato_stropa
QUOTE
შემწვარი კარტოფილი ხო მინდა სამსახურიდან შინ მისულს

ოხ შენ რა ხააააარ lol.gif lol.gif
მეც არ გამიკვირდაა biggrin.gif

Posted by: tavadze 23 Sep 2014, 21:04
kato_stropa - სადაც ამდენ რამეს აკეთებ, ქათმის სალათაც გაგეკეტებინა ბარემ - ადვილია, გემრიელი და იორღა.
და ტრადიციული ხორციანი კერძები არ გინდა - ყაურმა, ოსტრი და ამგვარები?
და იმერელ დედამთილს საცივი ან ბაჟე რომ მოუმზადო? ბაჟე სულ იოლია, ბლენდერი თუ გაქვს.
თევზს თუ ჩაამატებ მენიუში, ვიკოს საწებელს გასწავლი - მაგარია!

Posted by: მერკუციო 24 Sep 2014, 13:04
tavadze
QUOTE
ვიკოს საწებელს გასწავლი - მაგარია!

მეც მასწავლე))
* * *
აჯიკის ეს ვარიანტი ეს გავაკეთე დღეს.
მმმმმ, ძალან გემრიელია!!! smile.gif

user posted image

ძალიან გემრიელი, ზომიერად ცხარე აჯიკა

ინგრედიენტები:
ბულგარული წითელი - 3 კგ. მწარე წითელი წიწაკა - 400 გრ. ნიორი - 300 გრ. ხახვი - 1 კგ. ჭარხალი - 1 კგ. სტაფილო - 1 კგ. ნიახური - 1 დიდი კონა. ბოთლის წითელი ტყემალი - 0,5 ლ. ტომატი - 800 გრ. ზეთი - 1 ლ. ხმელი ქინძი - 1 ღვინის ჭიქა. უცხო სუნელი - 1 ღვინის ჭიქა.

მომზადების წესი:
ზეთში მოვშუშოთ გატარებული ხახვი, გადავიტანოთ ქვაბში და დავამატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი გატარებული. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 40-50 წუთი და გადავიტანოთ ქილებში. უკეთ შესანახად შეგიძლიათ ასპირინი მოაყაროთ.

Posted by: ავგაროზი 24 Sep 2014, 22:57
მოხარშული ბეზე ნუშით, პისტაციებით, შოკოლადით
http://www.radikal.ru
ვითომ ჩიტის რძის მსგავსად მინდოდა შოკოლადში ამომევლო, მაგრამ არ გამომივიდა mo.gif შოკოლადი ფორმას მიეკრო, ძლივს ამოვიღე და ამასობაში სულ აიზილა ერთმანეთში.

Posted by: kato_stropa 24 Sep 2014, 23:49
tavadze
QUOTE
თევზს თუ ჩაამატებ მენიუში, ვიკოს საწებელს გასწავლი - მაგარია!

მიდი,დასცხე! biggrin.gif ბაჟეს არ ვაკეთებ (მე biggrin.gif )

Posted by: tavadze 25 Sep 2014, 00:24
მერკუციო
QUOTE
tavadze
QUOTE
ვიკოს საწებელს გასწავლი - მაგარია!

მეც მასწავლე))

ჩვეულებრივი ქინძის ძმარია, ოღონდ ნიგოზი ემატება.
მოკლედ, ქინძი (მომეტებულად), ძმარი - თვალის ზომით, დაახლოებით 10-ოდე ლებანი კაკალი, მარილი, ნიორი, წიწაკა დააბლენდერე, დაასხი გადადუღებული წყალი (ძმარი მერეც შეგიძლია, დაუმატო), ცოტა ლიმონიც დააწურე - ძალიან უხდება. მე ყვითელ ყვავილსაც ვამატებ ცოტას ბლენდერშივე. სულ ესაა და ძაან გემრიელია.
kato_stropa
QUOTE
მიდი,დასცხე!

აჰა - დავწერე და ეგაა. biggrin.gif
ბაჟე ბლენდერით უიოლესია!

Posted by: მელკერი 25 Sep 2014, 03:06
დღეს არადა რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე, აბსოლუტურად დამოუკიდებლად... biggrin.gif


მარტო ვიყავი, მოწყენილი და ვცადე... პირველად... biggrin.gif


ასეთი მეოჯახე კაცი ვარ... givi.gif


კუჭზე შენიშვნებს არ ვღებულობ... მთიულები ეგრე აკეთებენ... yes.gif

http://www.casimages.es/i/140925125740260195.jpg.html

http://www.casimages.es/i/140925125741927314.jpg.html

http://www.casimages.es/i/140925125743490626.jpg.html

http://www.casimages.es/i/140925125745317588.jpg.html

Posted by: kato_stropa 25 Sep 2014, 06:28
tavadze
QUOTE
ყაურმა, ოსტრი და ამგვარები

ქორწილი კი არ მაქვს biggrin.gif სად შემიძლია მაგდენი biggrin.gif

საწებელზე კი დიდი მადლობა,თევზის გარდა ეგ ბოსტნეულსაც მოუხდება მგონი, ბროკოლს და ყვავილოვანს. უნდა ვცადო

მერკუციო
ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო ვიდრე
QUOTE
ასპირინი
sad.gif


ავგაროზი
QUOTE
მოხარშული ბეზე

როგორია? რაღაც ლამაზად და გემრიალად გამოიყურება ;MNIAM MNIAM:


GeorgeSword ხელი ხელს ბანსო,ორივე ერთად კი კარტოშკას წვავსო,ძველი შუმერული სიბრძნე გვასწავლის tongue.gif

Posted by: მერკუციო 25 Sep 2014, 08:36
kato_stropa
QUOTE
ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო ვიდრე
QUOTE
ასპირინი

მერე შენც არ უქნა, რა პრობლემაა? smile.gif
აუ, ვერ წარმოიდგენ რა გემრიელია love.gif

Posted by: tikusha 25 Sep 2014, 10:33
მერკუციო
ასპირინის გარეშე როგორ შეინახება?

Posted by: ავგაროზი 25 Sep 2014, 10:51
ტკბილია biggrin.gif
ამ რეცეპტით გავაკეთე ბეზე, ოღონდ, თუ დააპირებ, შაქარი გაანახევრე (125გრ. გამოიყენე). თორემ ისე საშინლად ტკბილია help.gif ვერ შეჭამ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

+ ლინომის ცედრაც დავამატე ბოლოს, თქვეფისას.
სურვილისამებ შეგიძლია გააფორმო, მაგ.: ვაფლის ფირფიტებზე დადო, მოხალული ნუში ჩაუდო გულში, ზემოდან რამე მოაყარო, ან შოკოლადი მოასხა.

kato_stropa
ტკბილეულის მოზადებასაც თუ აპირებ ამ საიტს გირჩევდი, ბევრი კარგი რეცეპტი დევს http://joyofbaking.com/

Posted by: aninia 25 Sep 2014, 11:33
kato_stropa

კატო, ერთ-ერთი საინტერსო რეცეპტი მინდა გირჩიო, თუ არ დამაგვიანდაsmile.gif პერფექტზე დევს და ჰქვია ღვიძლის ტორტი. მე ჯერ ვერ მოვიცალე დასატესტად აი, ლინკი, სცადე http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1586-e183a6e18395e18398e183abe1839ae18398e183a1-e183a2e1839de183a0e183a2e18398 ოღონდ, შედეგები გვაცნობე, აუცილებლაად.
* * *
aranormaluri
QUOTE
ჯანჯაფილი იგივე ჯინჯერია?



კი. უბრალოდ ქართულადაა ჯანჯაფილი, ინგლისურად ჯინჯერი და რუსულად "имбирь". ისე, ქართულად "კოჭასაც" ეძახიან ხოლმე.

Posted by: tavadze 25 Sep 2014, 11:40
მელკერი
QUOTE
დღეს არადა რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე, აბსოლუტურად დამოუკიდებლად...


მარტო ვიყავი, მოწყენილი და ვცადე... პირველად...

ყოჩაღ შენ! მარტოც ბევრი მიცხოვრია, სამზარეულოშიც ბლომად დავმშვრალვარ, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, ხინკალს შევჭიდებოდი ოდესმე. biggrin.gif
იქნებ უფრო იმიტომ, რომ არ ვგიჟდები ხინკალზე და არ მომენატრება.
tikusha
QUOTE
მერკუციო
ასპირინის გარეშე როგორ შეინახება?

ეს მეც მაინტერესებს... ნიგვზიანი აჯიკა გავაკეთე ამ დღეებში და არ მიქნია...

Posted by: aninia 25 Sep 2014, 11:41
tikusha
QUOTE
გუშინ მოვამზადე 4 ცალი პასკა დამატებით საზამთროს მურაბებით, ინდური ტორტი მანდარინის ჯემით და არაჟნის კრემით, ბულკები ქოქოსის გულსართით და პიცა

რა ამბები დაგიტრიალებიააა!!! ძალიან ყოჩაღი ხარ. შენი ჯადოსნური პურის საცხობი დაგეხმარა?
ინდურ ტორტზე ცოტა დეტალურად გვითხარი. დავინტერესდი ერთობ baby.gif

Posted by: tavadze 25 Sep 2014, 11:45
kato_stropa
QUOTE
ქორწილი კი არ მაქვს  სად შემიძლია მაგდენი

გოგო, ქორწილი რა შუაშია - დაბზრიალდი სამზარეულოში და დედამთილს, ქმარეულს თავს მოაწონებ. biggrin.gif თან გაითვალისწინე, რომ პირველ შტაბეჭდილებას სულ სხვა ეფექტი აქვს.
მე შენ გეტყვი და ოსტრის გაკეთებაა ძნელი.
QUOTE
თევზის გარდა ეგ ბოსტნეულსაც მოუხდება მგონი, ბროკოლს და ყვავილოვანს. უნდა ვცადო

სავარაუდოდ - კი, მოუხდება.

Posted by: Maybach 25 Sep 2014, 12:42
მაინტერესებს ბროწეულის წვენის შენახვა თუ შეიძლება როგორც ბადაგი და როგორ ???

Posted by: MasterJC 25 Sep 2014, 13:12
Maybach
ნარშარაბი ქვია მაგას
იქნება სადმე რეცეპტი


Posted by: Maybach 25 Sep 2014, 13:20
MasterJC

ეგ საწებელი მგონი დიხანს უნდა დუღილი , წვენი რომ გამოვწურო არ შეინახება რომ მოვადუღო ???

Posted by: aninia 25 Sep 2014, 14:00
Maybach

ბადაქსაც ხო დიდხანს ვადუღებთ... მერე ქილებში ჩავსახამთ ხოლმე ცხელ-ცხელ ქაფქაფას და მოვხუფავთ.
ისე, ჯერ ცოტა რომ გეცადა? მაგალითად 1 ნახევარკილოიანი ქილა. თუ გაფუჭდება, 1 კვირაშივე გამოჩნდება. თუ ეს პერიოდი "მშვიდად" იყო და სახურავი არ "მოიგლიჯა", ე.ი შესაძლებელი ყოფილა ამ სახით შენახვა.
ბოთლში, ან მოუხუფავ ქილაში არც ბადაქი ინახება და არც ეგ შეინახება - შაქარი დაიწყებს დაშლას და დაგიღვინდება smile.gif

Posted by: Maybach 25 Sep 2014, 14:20
QUOTE (aninia @ 25 Sep 2014, 14:00 )
ისე, ჯერ ცოტა რომ გეცადა? მაგალითად 1 ნახევარკილოიანი ქილა. თუ გაფუჭდება, 1 კვირაშივე გამოჩნდება. თუ ეს პერიოდი "მშვიდად" იყო და სახურავი არ "მოიგლიჯა", ე.ი შესაძლებელი ყოფილა ამ სახით შენახვა.

მადლობა ყველას .

ისე ყველაზე რეალური ესაა , ბევრის გაფუჭებას ასე ჯობია

Posted by: MasterJC 25 Sep 2014, 15:33
user posted image
user posted image
user posted image
პიცუნიები
პირველი გავახმე
გაზის გამოყენება არ ვიცოდი, მართლა :დ
5 გამოვაცხვე და მოწონება დაიმსახურა

Posted by: ADA 25 Sep 2014, 16:17
ხალხნო როზმარინოს სად ყიდულობთ?

Posted by: მერკუციო 25 Sep 2014, 16:25
tikusha
QUOTE
მერკუციო
ასპირინის გარეშე როგორ შეინახება?

რა ვიცი, ჩემთან სახლში ასპირინს არც ტყემალს და არც აჯიკას არ ვუკეთებდით არასოდეს და...
ამაზეც არ ვაპირებდი გაკეთებას, მარა ვინც მასწავლა, ტვინი გამიბურღა, გაფუჭდებაო და რა ვიცი ამდენი ზეთია და რა გააფუჭებდა...თან მარილიც...

მარა არ გავრისკე.
აი ძალიან გემრიელია მართლა რა!

tavadze
რომელი ნიგვზიანი, მე რომ მასწავლე შარშან, ისა?!
მაშინ რაც გავაკეთე 6 თვე მეყო.
მეტიც მეყოფოდა რომ არ წაერთმიათ მეგობებს და ნათესავებს.))

არ მიქნია ასპირინი და არც არაფერი მოსვლია.
მე ვფიქრობ, იმან შეინახა რომ ზეთი ქონდა კარგად და მარილიც
თუმცა რაც მქონდა კაი სიცხეებამდე გამითავდა და აგვისტოში რა მოუვიდოდა, არ ვიცი.

Posted by: Gillen 25 Sep 2014, 16:52
QUOTE (ADA @ 25 Sep 2014, 16:17 )
ხალხნო როზმარინოს სად ყიდულობთ?

კარფურში იყიდება, მაგრამ ღია ტომარაშია და თითქმის არ აქვს არომატი.

Posted by: tikusha 25 Sep 2014, 17:06
aninia
QUOTE
შენი ჯადოსნური პურის საცხობი დაგეხმარა?

საცხობის გარეშე კაპიკია ფასი wink.gif ეგ მიზელს ცომეულს აბა მე სად შემიძლია smile.gif

QUOTE
ინდურ ტორტზე ცოტა დეტალურად გვითხარი. დავინტერესდი ერთობ 

ძალიან მარტივია

პეჩენია, არაჟნის კრემი და მანდარინის ჯემი smile.gif ძალიან გემრიელობა რამეა

Posted by: maxvili 25 Sep 2014, 17:23
მსუნაგობა ცუდია...


..........................

Posted by: tavadze 25 Sep 2014, 17:25
tavadze
QUOTE
მოკლედ, ქინძი (მომეტებულად), ძმარი - თვალის ზომით, დაახლოებით 10-ოდე ლებანი კაკალი, მარილი, ნიორი, წიწაკა დააბლენდერე, დაასხი გადადუღებული წყალი (ძმარი მერეც შეგიძლია, დაუმატო), ცოტა ლიმონიც დააწურე - ძალიან უხდება. მე ყვითელ ყვავილსაც ვამატებ ცოტას ბლენდერშივე. სულ ესაა და ძაან გემრიელია.

მე მაპატივეთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი გამომრჩა (ვასასიდიასახლისისსმაილი): პიტნა უხდება კიდევ ძალიან. ოღონდ სულ ცოტა, 2-3 ფოთოლი.
* * *
მერკუციო
QUOTE
tavadze
რომელი ნიგვზიანი, მე რომ მასწავლე შარშან, ისა?!

გასწავლე? აღარ მახსოვს! sad.gif sad.gif იმდენჯერ ვარიგებ მაგ რეცეპტებს, აღარ მახსოვს... biggrin.gif
აჯიკის რეცეპტი თუ მოგწერე, ეგეც იქნებოდა აუცილებლად. თან მე ნიგვზიანი მხოლოდ ეგ ვიცი. როგორც დავწერე, ეგ აჯიკა ორი რეცეპტის უნებლიე არევით მივიღე და ასპირინი არც ერთს არ უწერია.
QUOTE
მეტიც მეყოფოდა რომ არ წაერთმიათ მეგობებს და ნათესავებს.)

ნაცნობი ამბავია. biggrin.gif

Posted by: jadvari 26 Sep 2014, 12:04
tavadze

შარშან მეც გავაკეთე თქვენი ნიგვზიანი აჯიკა და თქმაც აღარ უნდა როგორი გემრიელობა იყო. ეხლა ვეძებე და ვერც სახლში ვიპოვე რეცეპტი და ვერც აქ. თუ ძალინ არ შეგაწუხებთ იქნებ მითხრათ სად მოვძებნო ის რეცეპტი თუ ძალინ არ შეგაწუხებთ

Posted by: tavadze 26 Sep 2014, 12:56
jadvari
4 kg bulgaruli wiwaka
2 kg mware wiTeli wiwaka (patarebi)
1 litri zeTi (`mziuri~)
800 gr tomati
0.5 kg niori
1 Wiqa xarCos surneli (oRond amis gareSec gemrieli gamodis da Tu ar iqneba, araa problema)
300 gr mwvane qinZi
300 gr oxraxuSi
150 gr niaxuri
100-100 gr yviTeli yvavili da ucxo suneli
50 gr xmeli qinZi (Tumca xmel sunelebs gemovnebiT vuSvebi da ara zoma-woniT)
300 gr gatarebuli nigozi
Zmari da marili - gemovnebiT

jer tomati da zeTi avurioT erTmaneTSi, wamovaduRoT da gavacioT. danarCeni yvela ingredienti gavataroT xorcis manqanaSi da avurioT zeT-tomatis narevs. miRebuli masa 3 dRe unda idos emalis WurWelSi da drodadro vurioT. rom daiduRebs, SevinaxoT, Tumca xSirad daduRebas 3 dRe ar hyofnis da saSiSi araa.
პ.ს. ქართული შრიფტით არ დამიკოპირა. ბოდიში
ესაა ნინომას და ვომანლის რეცეპტების მიქსი.

Posted by: მერკუციო 26 Sep 2014, 12:59
tavadze
QUOTE
პ.ს. ქართული შრიფტით არ დამიკოპირა. ბოდიში

4 კგ ბულგარული წიწაკა
2 კგ მწარე წითელი წიწაკა (პატარები)
1 ლიტრი ზეთი (`მზიური~)
800 გრ ტომატი
0.5 კგ ნიორი
1 ჭიქა ხარჩოს სურნელი (ოღონდ ამის გარეშეც გემრიელი გამოდის და თუ არ იქნება, არაა პრობლემა)
300 გრ მწვანე ქინძი
300 გრ ოხრახუში
150 გრ ნიახური
100-100 გრ ყვითელი ყვავილი და უცხო სუნელი
50 გრ ხმელი ქინძი (თუმცა ხმელ სუნელებს გემოვნებით ვუშვები და არა ზომა-წონით)
300 გრ გატარებული ნიგოზი
ძმარი და მარილი - გემოვნებით

ჯერ ტომატი და ზეთი ავურიოთ ერთმანეთში, წამოვადუღოთ და გავაციოთ. დანარჩენი ყველა ინგრედიენტი გავატაროთ ხორცის მანქანაში და ავურიოთ ზეთ-ტომატის ნარევს. მიღებული მასა 3 დღე უნდა იდოს ემალის ჭურჭელში და დროდადრო ვურიოთ. რომ დაიდუღებს, შევინახოთ, თუმცა ხშირად დადუღებას 3 დღე არ ჰყოფნის და საშიში არაა.

Posted by: tavadze 26 Sep 2014, 13:07
მერკუციო – გაიხარე, დიდი მადლობა.

Posted by: 88888 26 Sep 2014, 13:33
QUOTE
1 ჭიქა ხარჩოს სურნელი

ეს იგივე
QUOTE
100-100 გრ ყვითელი ყვავილი და უცხო სუნელი
50 გრ ხმელი ქინძი

ესაა და ცალკე დამატება რად უნდა?))))tavadze

Posted by: tavadze 26 Sep 2014, 13:44
88888 - უცხო სუნელი და ხარჩოს სუნელია ერთი?

Posted by: jadvari 26 Sep 2014, 14:32
მერკუციო
tavadze

ორივემ გაიხარეთ დიდი მადლობა.

Posted by: 88888 26 Sep 2014, 14:39
tavadze
QUOTE
უცხო სუნელი და ხარჩოს სუნელია ერთი?

მგონი კი rolleyes.gif
ხარჩოს სუნელში გარკვეული პროპორციებით შედის უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილი.

Posted by: jadvari 26 Sep 2014, 14:41
88888
QUOTE
ხარჩოს სუნელში გარკვეული პროპორციებით შედის უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილი.


ზუსტად მასეა ოღონდ პროპორციები არ ვიცი.

Posted by: tavadze 26 Sep 2014, 22:07
88888
jadvari
ვააა - აბა, სპეციალური მცენარე რომელია? რაღაცას ტესავდნენ ჩვენები ბავშვობაში და მგონი, ისაა ხარჩოს სუნელი.
ისა და საცივის სუნელში ხომ არ გეშლებათ? ის იყიდება მასე პორციებად შეზავებული.

Posted by: nia4u 26 Sep 2014, 22:39
Maybach
QUOTE
ბროწეულის წვენი

MasterJC
QUOTE
ნარშარაბი ქვია მაგას

მაშარაბი ქვია smile.gif
აი, მომზადების წესი smile.gif
http://samzareulo.ucoz.com/news/brots_39_eulis_sats_39_ebeli_masharabi/2011-08-25-755
* * *
მერკუციო
QUOTE
რა ვიცი, ჩემთან სახლში ასპირინს არც ტყემალს და არც აჯიკას არ ვუკეთებდით არასოდეს და...

არც ჩვენ გვიხმარია არასდროს არცერთი სახის კონსერვში არც ასპირინი და არც არაფერი მსგავსი!
და არ მახსოვს, ოდესმე რამე გაგვფუჭებოდეს... smile.gif

Posted by: 88888 26 Sep 2014, 23:24
tavadze
QUOTE
ვააა - აბა, სპეციალური მცენარე რომელია? რაღაცას ტესავდნენ ჩვენები ბავშვობაში და მგონი, ისაა ხარჩოს სუნელი. ისა და საცივის სუნელში ხომ არ გეშლებათ? ის იყიდება მასე პორციებად შეზავებული.

დავიწყებ სულ თავიდან და რაც კი ვიცი ან გამიგია, ყველაფერს გეტყვით :დ

მოკლედ, უცხო სუნელი მცენარეა, კი ბატონო, მაგრამ ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ ასეთ რამეს: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, მარილი. ამას სხვანაირად ხარჩოს სუნელიც ჰქვია. მეგრელები ხორცის სუნელსაც ეძახიან :დ
საცივის სუნელი კი მხოლოდ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილია.

მგონი ყველაფერი სწორად დავწერე. დედაჩემთან გადავამოწმებ და თუ რამე, ბოდიშის მოხდით ჩავასწორებ :დ

Posted by: Maybach 27 Sep 2014, 08:56
nia4u


მადლობა , გაიხარე , ისე მე მარტო წვენის შენახვა მინდოდა მინარევების გარეშე

Posted by: matusala__5 27 Sep 2014, 20:18
MasterJC
პიცები chups.gif
ADA
QUOTE
ხალხნო როზმარინოს სად ყიდულობთ?

დიდუბე პლაზაში.
QUOTE
კარფურში იყიდება, მაგრამ ღია ტომარაშია და თითქმის არ აქვს არომატი.

მართალია,კარფურში ნაყიდი სუნელები გადავყარე.

Posted by: kato_stropa 27 Sep 2014, 22:41
QUOTE
aranormaluri
QUOTE
ჯანჯაფილი იგივე ჯინჯერია?


კი. უბრალოდ ქართულადაა ჯანჯაფილი, ინგლისურად ჯინჯერი და რუსულად "имбирь". ისე, ქართულად "კოჭასაც" ეძახიან ხოლმე.

ჯინჯერით მსხლის ჯემი გამოდის უგემრიელესი!

ADA
QUOTE
როზმარინოს სად ყიდულობთ?

მე ქოთნით ვიყიდე და როცა დამჭირდება,ცოცხლად მექნება,მგონი ეს უკეთესი გამოსავალია

tavadze
QUOTE
დაბზრიალდი სამზარეულოში და დედამთილს, ქმარეულს თავს მოაწონე

არაა ძნელი,მაგრამ ღამის მორიგეობის მერე ოსტრის + ჩემი მენიუ,ცოტა მეძნელება sad.gif sad.gif

Posted by: ADA 27 Sep 2014, 23:03
kato_stropa
QUOTE
მე ქოთნით ვიყიდე და როცა დამჭირდება,ცოცხლად მექნება,მგონი ეს უკეთესი გამოსავალია

იუჰუუუ, სად იყიდე და რამდენად ? მეც მინდააა jump.gif

Posted by: kato_stropa 27 Sep 2014, 23:50
ADA
ახმეტელზე ვიყიდე,5 ლარი ღირდა და სამად გამომატანა,მოვეწონე smile.gif)
ბევრგან ექნებათ,კოლმეურნეობაზე,სამგორში და დეზერტირებთან,კორპუსუს ძირში ყვავილების ბაზრობა რომაა

Posted by: MasterJC 28 Sep 2014, 22:56
მწვადი შევწვი

ჩვეულებრივი, ღორის ხორცის

და ქათმის ბარკლები აიტეხიეს, შევწვათ შამფურზეო
ხოდა მაიონეზი+კეტჩუპი ვლეწე

ნაღდად კარგი გამომივიდა ორივე

მცირე პრობლემებს დ აუმადურ ხალხს თუა რ ჩავთვლით რა

სოფელში ვიყავით პაპიკოს დაბდღე მივულოცეთ
და ზოგმა ამდენი ამრილი არ უქნაო, უმარილო გვიყვარსო, ზოგმა ასე ნუ შვებიო, ზოგმა ისეო, პილპილი არაო და გადამიყვანა ჭკუაზე ამდენმა ხალხმა რა

ჯამში ორივე მწვადს აკლდა მარილიც დ აპილპილიც,დ ა აქეთ ბრალი დამდეს, უმიაო (არადა გემოზე წვნიანი იყო ყველა, რაის უმი, სათითაოდ ვამოწმე)
მასწავლიან რა
აუცილებლად თუ დანახშირებული ნაჭერი რო არ ერია, ისე შემწვარად როა რ თვლიანე გ სასტავი :/




თქვენ კრიტიკას როგორ უძლებთ?

ობიექტურზე არ ვამბობ, არამედ კრიტიკა კრიტიკისთვის, უსაქმურებისგან
drug.gif drug.gif drug.gif

Posted by: Egyptian 28 Sep 2014, 23:21
user posted image

Posted by: ავგაროზი 29 Sep 2014, 00:18
QUOTE
დღეს გავაკეთე

შემწვარი ვაშლი ფორთოხლით და ნუშით chups.gif


QUOTE
თქვენ კრიტიკას როგორ უძლებთ?

პირიქით, შექება მაღიზიანებს, თან როცა ვიცი რომ არაა საქებარი down1.gif down1.gif


Posted by: MasterJC 29 Sep 2014, 01:04
ავგაროზი
QUOTE
პირიქით, შექება მაღიზიანებს, თან როცა ვიცი რომ არაა საქებარი 

ეგ თავისთავად


მე საუბარი მაქვს უსამართლო კრიტიაკზე
რო არ გაცლიან, აურ-დაურევენ და მერე შენ დაგაბრალებენ რა smile.gif

Posted by: ავგაროზი 29 Sep 2014, 02:45
MasterJC
QUOTE
რო არ გაცლიან, აურ-დაურევენ

ეს კი მაბრაზებს ხოლმე და არც ვიკავებ თავს გამოხატვისგან (ცუდი ჩვევა...)

და თუ ვთვლი რომ კრიტიკა არამართებულია, ხასიათზეც თუ ვარ (აგრესიის) აქეთ ვუტევ ხოლმე mad.gif

Posted by: Blur 29 Sep 2014, 10:24
MasterJC
QUOTE
თქვენ კრიტიკას როგორ უძლებთ?

QUOTE
რო არ გაცლიან

ერთი ორს ქონდა მცდელობა ეს ნაკლები უქენი ის მეტი და სწრაფად მოვუჭერი, მე გავაკეთებ როგორც მე ვთვლი საჭიროდ და თუ არ მოგეწონება მერე შენ გააკეთე და გამასინჯეთქო. ეს ეხება რათქმაუნდა მარილი ნაკლები უქენი და წიწაკა არ უქნა და ეგეთებს biggrin.gif დანარჩენი ჯანსაღ რჩევას და კრიტიკას ხელგაშილი მივესალმები, თორემ ისე ჩემზე უკეთ ვინ იცის სადილი გამომივიდა თუ არა biggrin.gif რო ვაკეთებ ხო ვიცი უკვე გამომდის თუ არა ისეთი როგორიც საჭიროა biggrin.gif

Posted by: tikusha 29 Sep 2014, 12:44
გუშინ დედაჩემის დაბ დღე იყო ჰოდა მოვუმზადე ქოქოსის ტორტი, ინდური ტორტი მანდარინის ჯემით, პიცა, ლობიანები და ქადები დარიჩინის გულსართით
smile.gif

პ.ს. ბლენდერიც მივაყოლე საჩუქრად biggrin.gif

Posted by: nadya-nadya 29 Sep 2014, 14:25
88888
jadvari
tavadze
კლასიკური მეგრული ხარჩოს სუნელის პრპორციებია :
უცხო სუნელი დაფქული- 2 წილი
ხმელი ქინძი დაფქული- 1წილი
ყვითელი ყვავილი დაფქული-1 წილი
წითელი წიწაკა დაფქული- 1 წილი ( ან მეტი გემოვნებით) ამას ემატება ნიორი და ინაყება ქვასანაყში.

მეგრული საცივის სუნელი პროპორციები 1 საშუალო ზომის ინდაურზე:
ნიგოზი-800 გრამი
უცხო სუნელი- 1 სადილის კოვზი
ქინძი - 1 თავგადასწორებული ჩაის კოვზი
ყვითელი ყვავილი- 1 ჩაის კოვზი
წიწაკა - 1 ჩაის კოვზი (ან წიწაკის თესლები დაფქული - 0.5 ჩკ . ან მოხარშული ნედლი წიწაკა 2 ცალი , ცხრილში გატარებული)
მიხაკ დარიჩინი- 1/4 ჩ.კ
ნიორი ნედლი- 4 მოზრდილი კბილი
ხახვი მოხარშული და ცხრილში გატარებული - 4 საშუალო ზომის თავი



Posted by: aninia 29 Sep 2014, 15:40
დღეს არადა და... გუშინ გავაკეთე თათარა და ამოვავლე ჩურჩხელებიი. ეგ არის, დამენანა ბადაქი ასაორთქლებლად და დიდიხანს არ ვადუღე, არ დავაშრე. თან ძალიან ტკბილიც არ მინდოდა , წელს შაქრიანობა მაღალი აქვს ყურძენს და წვენი -ცოტა. ხოდა ცოტა "გაფითრდნენ" ჩემი ჩურჩხელები, მუქი არ გამომივიდა. sad.gif
ფოტებზე მაპატიეთ, ვერ მოვიცალე, გიჟივით გამოვვარდი კახეთიდან, დროში ვერ ჩავეტიე...

MasterJC
პიცისა და სუშის დიდოსტატო, უსაფუძვლო კრიტიკისთვის ორი ყურის პრინციპი გამოიყენე- ერთიდან შეშვებას და მეორედან გაშვებას ვგულისხმობ. yes.gif
ჰა, რა ხდება ბუდის მოწყობის ამბებში? აცივდა უკვე და მაჭარიც დადინჯდება 2-3 კვირაში wink.gif 2kiss.gif
* * *
kato_stropa

QUOTE
ჯინჯერით მსხლის ჯემი გამოდის უგემრიელესი


ხმელ დაფქულს გულისხმობ თუ ნედლს? ნედლის ჩაი დავლიე და წიწაკასავით გამიმწარა პირი. მოკლედ ვერ დავლიე და ცოტა არ იყოს შემოვწყერი მაგ სანელებელს...

Posted by: MasterJC 29 Sep 2014, 16:14
aninia
QUOTE
პიცისა და სუშის დიდოსტატო,

არ ვარ მე მასე კარგი :/
QUOTE
უსაფუძვლო კრიტიკისთვის ორი ყურის პრინციპი გამოიყენე- ერთიდან შეშვებას და მეორედან გაშვებას ვგულისხმობ.

უფ სათქმელად ადვილია მაგრამ რო გაგაბრაზებენ....
QUOTE
ჰა, რა ხდება ბუდის მოწყობის ამბებში? აცივდა უკვე და მაჭარიც დადინჯდება 2-3 კვირაში   

არაფერი
ჩაილურის წყალი დალია


არ ხარ შენ გამოსადეგიო , დამადეპორტეს
ეხლა ვცდილობ გადავხარშო

ისე ამიფეთქდა ოცნებები როგორც მწნილის ბანკები ასპირინის გარეშე.....

Posted by: shilaida 29 Sep 2014, 19:08
TT-KK
გასულ ახალ წელს თქვენი რეცეპტით მოვამზადე საცივი,შესანიშნავი გამოვიდა!:)
მეგონა დაკოპირებული მქონდა,მაგრამ ამაოდsad.gif იქნებ დაგვიწეროთ?
მადლობა წინასწარsmile.gif

Posted by: aninia 30 Sep 2014, 10:11
MasterJC
QUOTE
არ ხარ შენ გამოსადეგიო , დამადეპორტეს
ეხლა ვცდილობ გადავხარშო


აუფ!!! ეს რა მითხარი sad.gif არ მომეწონა ეგ ამბავი. თუმცა, ყველას გაგვივლია ეგეთები. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ალბათ არ იყო ბედი. ზემოთ წყდება ეგ საკითხი, ხო იცი!

ახლა ეცადე, საქმეში ჩაკლა ფიქრი, კულინარიული შედევრები შექმენი და დრო მკურნალია, გულსაც უწამლებს.
იცი, სოლომონ ბრძენს ბეჭედზე რა ეწერა? - "ესეც გაივლის"- ო.
ხოოდა, წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო, ველოდები მადისაღმძვრელ ფოტოებს, შენ იცი! 2kiss.gif

თემას რაც შეეხება: წუხელის გავაკეთე დღეისთვის smile.gif ქათმის სალათი მაიონეზით, შევურიე წვრილად დაკეპილი კომბოსტო, გახეხილი სატფილო, წითელი ბულგარული, კამა, პილპილი, მარილი და ექსპერიმენტისთვის - ამას წინათ გუდვილში ნაყიდი კარის სუნელი. ძალიან მოუხდა.

Posted by: tavadze 30 Sep 2014, 11:06
aninia
QUOTE
წუხელის გავაკეთე დღეისთვის   ქათმის სალათი მაიონეზით, შევურიე წვრილად დაკეპილი კომბოსტო, გახეხილი სატფილო, წითელი ბულგარული, კამა, პილპილი, მარილი და ექსპერიმენტისთვის - ამას წინათ გუდვილში ნაყიდი კარის სუნელი. ძალიან მოუხდა.

მაგას ცოტა ბრინჯიც ძალიან უხდება, სცადე, არ ინანებ.
shilaida
QUOTE
TT-KK
გასულ ახალ წელს თქვენი რეცეპტით მოვამზადე საცივი,შესანიშნავი გამოვიდა!:)

აჰა - გურულების რეცეპტი როგორია და მერე დაგვიწყებენ იმერლები და მეგრელები დავას, საცივი ჩვენიაო. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nick_el_son 30 Sep 2014, 14:09
რაღაც... spy.gif


user posted image

user posted image


Posted by: mrs LANDI 30 Sep 2014, 14:12
შვილის იუბილესთან დაკავშირებით გამოვაცხეთ "ცისარტყელა ტორტი" chups.gif

user posted image

და ჭრილში love.gif

user posted image

რეალურად, ფერები უკეთესი იყო smile.gif

Posted by: nick_el_son 30 Sep 2014, 14:15
mrs LANDI
QUOTE
"ცისარტყელა ტორტი"

"ელგებედე" ტორტი biggrin.gif


მმკ-მ არ გაიგოს user.gif




პ.ს. ძაან მაგარია up.gif



Posted by: aninia 30 Sep 2014, 14:38
tavadze
QUOTE
მაგას ცოტა ბრინჯიც ძალიან უხდება, სცადე, არ ინანებ.


გამიკეთებია ბრინჯითაც wink.gif მარა, ყველაზე მთავარმა გურულმა ოჯახში - არ მომწონს, უმაგისოდ გააკეთე ხოლმე, სალათს ძალით ნუ აბევრებო, მიბრძანა.
ბრინჯის გამო კრაბის სალათსაც არ მიირთმევს smile.gif

mrs LANDI
QUOTE
შვილის იუბილესთან დაკავშირებით გამოვაცხეთ "ცისარტყელა ტორტი"

ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოს 2kiss.gif ფოტოს არ მისხნის და დავინტრიგდიი

Posted by: shilaida 30 Sep 2014, 21:24
tavadze
მართლაც გემრიელი იყო,იმედია ავტორი უსაცივოდ არ დამტოვებს smile.gif ახალ წლამდე თადარიგს ვიჭერsmile.gif))
არ გედავებით ბატონო smile.gif))) სამაგიეროდ ჩვენი სვანური კუბდარი არანაირ დავას არ ექვემდებარბაsmile.gif))))))))

Posted by: tavadze 30 Sep 2014, 21:54
aninia
QUOTE
მარა, ყველაზე მთავარმა გურულმა ოჯახში - არ მომწონს, უმაგისოდ გააკეთე ხოლმე, სალათს ძალით ნუ აბევრებო, მიბრძანა.

აჰ -გურულმა თუ გიბრძანა, ქე უნდა დაოუჯერო, სხვა რა გზაა. biggrin.gif
მეუღლე გყავს გურული თუ ვინაა მთავარი შენს ოჯახში?
shilaida
QUOTE
არ გედავებით ბატონო ))) სამაგიეროდ ჩვენი სვანური კუბდარი არანაირ დავას არ ექვემდებარბა

სვანებს ტავი ქუდში გაქვთ - იმდენად თავისთავადია თქვენი ყველა კერძი, ვერავინ ვერ შეგედავებათ ვერაფერში. biggrin.gif
mrs LANDI
QUOTE
შვილის იუბილესთან დაკავშირებით

მრავალი გაგეკეთებინოს. ღმერთმა გიბედნიეროს და დალოცოს იუბილარი.

Posted by: ^Nos_ka 30 Sep 2014, 23:47
88888
QUOTE
ცხო სუნელი მცენარეა, კი ბატონო, მაგრამ ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ ასეთ რამეს: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, მარილი.

პირველად გავიგე... მართლა არავისგან არ
გამიგია ხარჩოს სუნელზე უცხო სუნელიო ეთქვას...
მაგალითად როგორც კამაზე ცერეცოაო და პირიქით...
დღემდე ვერ გამიგია რომელში რომელს გულისხმობენ
და რომელი რომელია სინამდვილეში gigi.gif

Posted by: tavadze 1 Oct 2014, 01:28
^Nos_ka
QUOTE
მაგალითად როგორც კამაზე ცერეცოაო და პირიქით...
დღემდე ვერ გამიგია რომელში რომელს გულისხმობენ
და რომელი რომელია სინამდვილეში

აღმოსავლეთში არ ვიცი, მაგრამ დასავლეთში კამა ისაა, რომელსაც არომატული სუნი აქვს. ცერეცოს არ აქვს, თუმცა აქ არც ერთს არ აქვს და ბაზარში თათრის ქალების სიტყვებზე უნდა იმკითხაო, რომელი რომელია.

Posted by: ^Nos_ka 1 Oct 2014, 01:40

tavadze
ნუ აი აღარ ვიცი biggrin.gif ჩემთვის კამა არის ის, რაც ახალი კარტოFილისთვის გმაოიყენება,
ცერეცო მეორე, ცოცხივით რომაა biggrin.gif
თუმცა დეიდაჩემი (ქუთაისელია) სულ მაბნევს, რომ ჩამოიტანს მწვანილებს (საკუთარი ეზოსას)
"ეგი იგია, ქე რო თქვენ კამას ეძახით" givi.gifvis.gif
გულისხმობს კარტოFილის მწვანილს chups.gif

Posted by: aninia 1 Oct 2014, 09:39
tavadze
QUOTE
მეუღლე გყავს გურული თუ ვინაა მთავარი შენს ოჯახში?


მეუღლეს მთავარ გურულობა დიდი ხანია ვაჟიშვილმა ჩამოართვა, ოღონდ მხოლოდ კვების საკითხებში, რასაკვირველია. მის გემოვნებაზე ვართ აწყობილი.
ერთი პარატა გურული ქალბატონიც მეზრდება, აი, ის კი დიდად პრეტენზიული არ არის საჭმელზე. ხოდა, ვცხოვრობ ასე - ქიზიყელი ქალი სამი ჩოხატაურელის გარემოცვაში smile.gif

წუხელის გავაკეთე კექსი ზებრას ვარიანტში - მაფინის ფორმებში ჩასხმული. ძალიან გემრილია, მარა თავზე ქუდებად არ ამოსკდა, ამოვიდა და ზედაპირზე გასწორებული გამოცხვა sad.gif მე კი მიყვარს ის ამოწეულ დასკდარი თავები, პასკასავით რო აზის თავზე.

Posted by: 88888 1 Oct 2014, 10:48
^Nos_ka
QUOTE
მართლა არავისგან არ  გამიგია ხარჩოს სუნელზე უცხო სუნელიო ეთქვას...

სამეგრელოში ამბობენ ხოლმე)))

QUOTE
მაგალითად როგორც კამაზე ცერეცოაო და პირიქით...დღემდე ვერ გამიგია რომელში რომელს გულისხმობენდა რომელი რომელია სინამდვილეში

სინამდვილეში როგორაა არ ვიცი, მაგრამ აღმოსავლეთში რასაც კამა ჰქვია, დასავლეთში ცერეცოს ეძახიან და პირიქით :დ

Posted by: mashusha 1 Oct 2014, 12:41
88888
QUOTE
სამეგრელოში ამბობენ ხოლმე)))



გურიაშიც და იმერეთსიც. ანუ, დასავლეთსი რა : ))

Posted by: Mrs Raycher 1 Oct 2014, 13:03
ხაჭოს ვარენიკების მომზადებას ვაპირებ ამ საღამოს და გაჩვენებთ აუცილებლად smile.gif

ძალიან გემრიელები გამოდის ხოლმე love.gif

Posted by: TT-KK 2 Oct 2014, 12:42
Mrs Raycher
მომზადების წესიც მოაყოლეთ,კაი იქნება.

Posted by: Mrs Raycher 2 Oct 2014, 12:56
TT-KK
ვარენიკები გავაკეთე, მაგრამ სურათების გადაღება ვერ მოვასწარი biggrin.gif

მომზადებას რაც შეეხება ძალიან მარტივია. ვყიდულობ ერთ კგ ხაჭოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, გემრიელი უნდა იყოს. შემდეგ ვუმატებ ცოტა გამდნარ კარაქს, ერთ კვერცხს, რომ არ დაიშალოს და თუ ძალიან მშრალია ხაჭო მაგ შემთხვევაში ცოტა რძეს.

სპეციალური ვარენიკების ფორმები რომ არის იმის დახმარებით ვახვევ ხაჭოს ცომში და ვხარშავ როგორც ხინკალს smile.gif


სულ ესაა და ძალიან გემრიელი და ამავდროულად ძალიან ნოყიერია...

დილით შეგიძლიათ გაფიცხებულიც მიირთვათ, ისიც შესანიშნავია smile.gif

Posted by: tavadze 2 Oct 2014, 13:05
aninia
QUOTE
ხოდა, ვცხოვრობ ასე - ქიზიყელი ქალი სამი ჩოხატაურელის გარემოცვაში

ოჰო - თანაც ჩოხატაურლების გარემოცვაში. biggrin.gif
საიდან არიან წარმოშობით, რომელი სოფლიდან?
88888
QUOTE
სამეგრელოში ამბობენ ხოლმე)))

არ გადამიმოწმებია, მაგრამ ისე მახსოვს, რომ ხარჩოს სუნელი სხვა მცენარეა... ლურჯი თუ ცისფერი პატარ-პატარა ყვავილები ჰქონდა... აქაც, თბილისში ჩემმა სუნელების გამყიდველმა რაც მომცა ხარჩოს სუნელად, ის ცოტა სხვა ფერისა იყო, არ ჰგავდა უცხოს.

Posted by: TT-KK 2 Oct 2014, 14:17
shilaida
აჰა,შენ საცივი, მიხარია რომ მოგეწონა

მასალა: ინდაური ან ქათამი, 0.7კგ. ან ცოტა მეტი დარჩეული ნიგოზი, 1 ს/კ ხმელი ქინძი,1 ს/კ ხმელი სუნელი, 1 ს/კ ყვითელი ყვავილი, ნიორი გემოვნებით,4-5 თავი ხახვი, დარიჩინი დაფქვილი, 3-5 ცალი მიხაკი დაუფქვავი, მარილი, წიწაკა,ბოლოს ძმარი.
მომზადება: ინდაური რომ მოიხარშება ამოიღე ქვაბიდან და მარილი მოაყარე,მერე შეწვი ღუმელში-შეწითლებამდე მიიყვანე. როცა გაცივდება დაჭერი.ინდაურის ნახარში რომ გაცივდება გადაწურე. ხახვი დაჭერი წვრილად და ბულიონის ცხიმში მოშუშე, შემდეგ შეურიე ხორცსაკეპში ორჯერ გატარებული ან ლითონის მავთულის ბადეზე გახეხილი ნიგოზი და სანელებლები (მიხაკის დარიჩინის და მარილის გარდა). მიღებული მასა გაატარე საცერში ბულიონის თანდათან დამატებით, ისე რომ გამოვიდეს ნორმალური სისქის, უმჯობესია გამოვიდეს შედარებით თხელი. ამის შემდეგ წამოადუღე მორევით, დაამატე მარილი გემოვნებით. დარიჩინი და მიხაკი მარლაში გამოკრული ჩაახარშე, ჩააწყვე დაჭრილი ინდაური და ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დაამატე ძმარი გემოვნებით.

შენიშვნა: 1.არავითარი ჭადის ფქვილი და კვერცხის ცილა არ შეურიო გასასქელებლად (ზოგი თბილისელი დიასახლისი ურევს).
2. ძმარი თუ არ გიყვარს ნუ დაუმატებ.
3. აქ, თბილისში ნაყიდ სუნელებს ჯობია თუ მიგიწვდება ხელი მეგრულ ან გურულ სუნელებზე, იმერულიც წავა გაჭირებაში. მე გურულ ნათესავებს ან მეგრელ მეგობარს ვაყაჩაღებ ხოლმე.
4. ინდაურიც და ქათამიც რა თქმა უნდა დასავლეთის ჯობია, ინდაური სულ ერთია დედალი იქნება თუ მამალი, ქათამი აუცილებლად დედალი უნდა იყოს.
ეს შარშან საახალწლო სუფრის თემაში დავწერე და ახლა იქიდან დავაკოპირე.

tavadze
საცივი გურულია! givi.gif
* * *
Mrs Raycher
ხაჭოს ბაზარში ყიდულობ თუ მაღაზიაში ქარხნისას

Posted by: Mrs Raycher 2 Oct 2014, 14:37
TT-KK
მაღაზიაში ვიყიდე ქარხნის, მაგრამ ბაზრის ჯობია მემგონი smile.gif უფრო გემრიალია

Posted by: aninia 2 Oct 2014, 14:54
tavadze
QUOTE
საიდან არიან წარმოშობით, რომელი სოფლიდან?


ზემო ფარცხმიდან.

QUOTE
არ გადამიმოწმებია, მაგრამ ისე მახსოვს, რომ ხარჩოს სუნელი სხვა მცენარეა... ლურჯი თუ ცისფერი პატარ-პატარა ყვავილები ჰქონდა...


სულ უფრო დამაბნიეთ თქვენ მე.... სავარაუდოდ, მართლა უცხო სუნელს ეძახიანს "ხარჩოსას", რადგან მაგ მცენარეს აქვს სწორედ ნაზი, მოლურჯო- მოცისფრო ყვავილი rolleyes.gif

Posted by: TT-KK 2 Oct 2014, 14:59
Mrs Raycher
QUOTE
მაღაზიაში ვიყიდე ქარხნის, მაგრამ ბაზრის ჯობია მემგონი smile.gif უფრო გემრიალია

ბაზრის არა,ვერ გაიგებ რას ყიდიან.
* * *
aninia
ერთიდაიგივეა უცხო სუნელი და ხარჩოს სუნელი.

უბრალოდ ხარჩოს სუნელს ეძახიან ნაკრებს, როცა შერეულს ყიდიან - უცხო სუნელი+ქინძი+ყვითელი ყვავილი

Posted by: Mrs Raycher 2 Oct 2014, 15:07
TT-KK
მაშინ მაღაზიაში იყიდე, წონით რომ იყიდება ის და მშვენიერი გამოდის ...

Posted by: 88888 2 Oct 2014, 15:07
tavadze
QUOTE
რ გადამიმოწმებია, მაგრამ ისე მახსოვს, რომ ხარჩოს სუნელი სხვა მცენარეა... ლურჯი თუ ცისფერი პატარ-პატარა ყვავილები ჰქონდა... აქაც, თბილისში ჩემმა სუნელების გამყიდველმა რაც მომცა ხარჩოს სუნელად, ის ცოტა სხვა ფერისა იყო, არ ჰგავდა უცხოს.

rolleyes.gif
მართლა?
ვაა....

უი, აგერ დაუპოსტავთ
QUOTE
ერთიდაიგივეა უცხო სუნელი და ხარჩოს სუნელი.


პ.ს. ნუ მაბნევთ პატივცემულო თავაძე)))))

Posted by: TT-KK 2 Oct 2014, 15:43
Mrs Raycher
კაი, მადლობა.

Posted by: KOMBAT 2 Oct 2014, 21:24
ეს სანამ ქათამი ითუშება საჩახოხბილედ )


http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/15244_10202462211226661_357635565577438046_n_zps32568341.jpg.html



აუ ჰოდა კონსერვებში კი დავწერე მარა იქნებ აქაც წაიკითხოთ -

რეცეპტი მინდა ზუსტი ქაცვი შაქარში როგორ შევინახო :ს

Posted by: tavadze 3 Oct 2014, 02:00
TT-KK
QUOTE
4. ინდაურიც და ქათამიც რა თქმა უნდა დასავლეთის ჯობია, ინდაური სულ ერთია დედალი იქნება თუ მამალი,

ჩემი გამოცდილებით რაც ვიცი (კეტებით არა, მხოლოდ გაგონილით biggrin.gif) ცდილობენ, ინდაურიც დედალი იყოს, რადგან უფრო მსუქანია. მამალს ბევრი ხორცი აქვს, მაგრამ დედალი უფრო სუქდება, ხოლო თუ წინა წლის დედალია - მთლად სუპერია.
QUOTE
ინდაური რომ მოიხარშება ამოიღე ქვაბიდან და მარილი მოაყარე,მერე შეწვი ღუმელში-შეწითლებამდე მიიყვანე.

უჰ,უჰ,უჰ - ეს რა კარგი რამეა... up.gif
თუ ვინმეს ბუხარის, შუაცეცხლის ან თონეს ვარიანტი გაქვთ, იქ უკეთესი გამოვა, ვიდრე - ღუმელში...
ქონი რომ წვეტავს შეწვისას - იფ,იფ,იფ!
aninia
QUOTE
ზემო ფარცხმიდან.

ცინცაძეები თუ კეკელიძეები?
მაგათი სოფლიდან კარგად ჩანს ჩემი სოფელი...

KOMBAT
QUOTE
რეცეპტი მინდა ზუსტი ქაცვი შაქარში როგორ შევინახო :ს

კონსერვების თემაში ვერ ნახე? დარიალას და მიაუს ეწერათ იქ ადრე, მახსოვს.
* * *
KOMBAT- აჰა, მიაუს რეცეპტია, ადრე მომწერა.
გაატარონ ხორცსაკეპში და აურიონ შაქარი, ან ბლენდერით ათქვიფონ შაქართან ერთად. ვისაც სასარგებლო თვისებებისთვის უნდა, თესლი დაუტოვოს - გამოსცემს ზეთს და სასარგებლო ნივტიერებებს. 2 დღე ხანდახან ამოურიოს, მერე ქილებში და ჰაიდა გარეეეთ!
პროპორცია: 1 კგ ნაყოფი, 2 კგ შაქარი.
გემრიელად მიირთვით.

Posted by: მერკუციო 4 Oct 2014, 09:22
tavadze
QUOTE
1 ლიტრი ზეთი (`მზიური~)

ამას სად ყიდულობ? 3-4 მაღაზიაში ვეძებე და არაა.

Posted by: elchi 4 Oct 2014, 19:49
QUOTE (MasterJC @ 28 Sep 2014, 22:56 )
მწვადი შევწვი

ჩვეულებრივი, ღორის ხორცის

და ქათმის ბარკლები აიტეხიეს, შევწვათ შამფურზეო
ხოდა მაიონეზი+კეტჩუპი ვლეწე

ნაღდად კარგი გამომივიდა ორივე

მცირე პრობლემებს დ აუმადურ ხალხს თუა რ ჩავთვლით რა

სოფელში ვიყავით პაპიკოს დაბდღე მივულოცეთ
და ზოგმა ამდენი ამრილი არ უქნაო, უმარილო გვიყვარსო, ზოგმა ასე ნუ შვებიო, ზოგმა ისეო, პილპილი არაო და გადამიყვანა ჭკუაზე ამდენმა ხალხმა რა

ჯამში ორივე მწვადს აკლდა მარილიც დ აპილპილიც,დ ა აქეთ ბრალი დამდეს, უმიაო (არადა გემოზე წვნიანი იყო ყველა, რაის უმი, სათითაოდ ვამოწმე)
მასწავლიან რა
აუცილებლად თუ დანახშირებული ნაჭერი რო არ ერია, ისე შემწვარად როა რ თვლიანე გ სასტავი :/




თქვენ კრიტიკას როგორ უძლებთ?

ობიექტურზე არ ვამბობ, არამედ კრიტიკა კრიტიკისთვის, უსაქმურებისგან
drug.gif drug.gif drug.gif

აუუუ, ჩემი სათქმელი დაგიწერია.

რა "გაჭირვება" არ მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ მასეთ სიტუაციაში დასაბმელი ვხდები. lol.gif lol.gif

მომადგება სიმამრიკო და მასწავლის მწვადი როგორ შევწვა წალამზე.

"იმინნა" ნერვებზე თამაშობს.

დანახშირებული უფრო გემრიელიაო.

ნუ არ ვედავები, გემოვნებაზე არ დაობენ.

პ.ს. 2 წელია ჩემს ეზოზე ვეღარ მოდის, დავისვენე რასაც ჰქვია. lol.gif

Posted by: MasterJC 4 Oct 2014, 20:51
QUOTE (elchi @ 4 Oct 2014, 19:49 )
QUOTE (MasterJC @ 28 Sep 2014, 22:56 )
მწვადი შევწვი

ჩვეულებრივი, ღორის ხორცის

და ქათმის ბარკლები აიტეხიეს, შევწვათ შამფურზეო
ხოდა მაიონეზი+კეტჩუპი ვლეწე

ნაღდად კარგი გამომივიდა ორივე

მცირე პრობლემებს დ აუმადურ ხალხს თუა რ ჩავთვლით რა

სოფელში ვიყავით პაპიკოს დაბდღე მივულოცეთ
და ზოგმა ამდენი ამრილი არ უქნაო, უმარილო გვიყვარსო, ზოგმა ასე ნუ შვებიო, ზოგმა ისეო, პილპილი არაო და გადამიყვანა ჭკუაზე ამდენმა ხალხმა რა

ჯამში ორივე მწვადს აკლდა მარილიც დ აპილპილიც,დ ა აქეთ ბრალი დამდეს, უმიაო (არადა გემოზე წვნიანი იყო ყველა, რაის უმი, სათითაოდ ვამოწმე)
მასწავლიან რა
აუცილებლად თუ დანახშირებული ნაჭერი რო არ ერია, ისე შემწვარად როა რ თვლიანე გ სასტავი :/




თქვენ კრიტიკას როგორ უძლებთ?

ობიექტურზე არ ვამბობ,  არამედ კრიტიკა კრიტიკისთვის, უსაქმურებისგან
drug.gif drug.gif drug.gif

აუუუ, ჩემი სათქმელი დაგიწერია.

რა "გაჭირვება" არ მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ მასეთ სიტუაციაში დასაბმელი ვხდები. lol.gif lol.gif

მომადგება სიმამრიკო და მასწავლის მწვადი როგორ შევწვა წალამზე.

"იმინნა" ნერვებზე თამაშობს.

დანახშირებული უფრო გემრიელიაო.

ნუ არ ვედავები, გემოვნებაზე არ დაობენ.

პ.ს. 2 წელია ჩემს ეზოზე ვეღარ მოდის, დავისვენე რასაც ჰქვია. lol.gif

ზრდილობისთვის ბიძას და პაპას შევუქე ცეცხლი
კარგადაც დაენთოთ და ლამაზად გაენაწილებინათ ნაკვერჩხალი


ვინა მრჯიდა
რომ დაიწყეეეს
სანამ მწვადი არ შეიწვა ხო რჩევა-დარიგება არ მოკლიათ smile.gif


ეგ ემც დავამუღამე ისე, თუ არ დანახშირდა რომელიმე მხარე, ისე შემწვარად არ თვლიან
ჩემს ძმას უქებენ შემწვარ მწვადს
ნუ მე ამრთლა არაფერი მინახავს განსაკUთრებული, წვავს რა ნორმალურად

ხოოდა იმანაც გამაკრიტიკა, უმი მწვადი მაგარიაო
გადამრია, წვიანია რ გიჭამია-თქო
ასთითაოდ დავუჭერი რამდენიმე ნაჭერი, აბა მანახე სადაა ან სისხლი ან უმი ხორცი, შემწვარია და წვნიანი-თქო

ეჰ

Posted by: tavadze 4 Oct 2014, 23:12
მერკუციო
QUOTE
ამას სად ყიდულობ? 3-4 მაღაზიაში ვეძებე და არაა.

ამ დროს ყოველტვის დეფიციტია. დიდი მარკეტებში ნურც ეძებ, არ ექნებ ათ. მე წლეულს გლდანში და ნათლუღში ვიყიდე. შეიძლება, ვაგზლის ბაზრობაზეც ჰქონდეთ.

Posted by: მერკუციო 5 Oct 2014, 09:52
tavadze
QUOTE
ამ დროს ყოველტვის დეფიციტია. დიდი მარკეტებში ნურც ეძებ, არ ექნებ ათ. მე წლეულს გლდანში და ნათლუღში ვიყიდე. შეიძლება, ვაგზლის ბაზრობაზეც ჰქონდეთ.

ნაძალადევის ნიკორაში ვიპოვნე გუშინ)))

ხოდა კიდე რჩევა მინდა.
1 ღვინის ჭიქას რომ წერენ ხოლმე, მაგალითად 1 ღვინის ჭიქა სუნელები იხმარეო... ღვინის ჭიქას ამას ეძახნია თბილისში

user posted image

და ჩემი გურული ნათესავი ღვინის ჭიქას ძველებურ ჭიქებს ეძახის, თლილი ჭიქებია როა, უფრო დიდი, აი ქელეხებში რო იჩითებაო biggrin.gif
აი რაღაც ესეთს

user posted image


ხოდა, შენ გურული კაცი, რომელს ეძახი? smile.gif

Posted by: ^Nos_ka 5 Oct 2014, 10:03
მერკუციო


ღვინის ჭიქაში ზედა იგულისხმება,
ქვედას თლილ ჭიქებად მოიხსენიებენ რეცეპტებში...
როგორც მე ვიცი

Posted by: tavadze 5 Oct 2014, 10:44
მერკუციო
QUOTE
ხოდა, შენ გურული კაცი, რომელს ეძახი?

ჩემს ბავშვობაში ზედა იყო ღვინის, ქვედა - ჩაის, მაგრამ მერე შეუცვალეს დანიშნულება და ქვედა ღვინისა, ხოლო ზედა - წყალის. biggrin.gif
მოკლედ, პირვანდელ ვარიანტს მივაწვეთ - ზედაა ღვინის ჭიქა.

Posted by: ინფინიტი 5 Oct 2014, 15:38
ღვინის ჭიქაში იგულისხმება წელში გამოყვანილი ჭიქა, თურქები რომ ჩაის სვამენ, ისეთი.
თლილ ჭიქაში თლილი, ანუ ზემოთ რომ არის მოყვანილი სურათი, ის, იგივე მალინკოვი biggrin.gif biggrin.gif



Posted by: Christopher Robin 5 Oct 2014, 15:50
აქამდე ღვინის, თლილი და საზომი
ერთიდაიგივე მეგონა rolleyes.gif

Posted by: მერკუციო 5 Oct 2014, 17:04
^Nos_ka
tavadze
მადლობა smile.gif




* * *
დღეს ისევ ეს გავაკეთე, მეორე პარტია.
ეხლა უკვე მთელი წელი მეყოფა.

ძალიან გემრიელი, ზომიერად ცხარე აჯიკა

ინგრედიენტები:
ბულგარული წითელი - 3 კგ. მწარე წითელი წიწაკა - 300 გრ. ნიორი - 300 გრ. ხახვი - 1 კგ. ჭარხალი - 1 კგ. სტაფილო - 1 კგ. ნიახური - 1 დიდი კონა. ბოთლის წითელი ტყემალი - 0,5 ლ. ტომატი - 800 გრ. ზეთი - 1 ლ. ხმელი ქინძი - 1 ღვინის ჭიქა. უცხო სუნელი - 1 ღვინის ჭიქა.

მომზადების წესი:
ზეთში მოვშუშოთ გატარებული ხახვი, გადავიტანოთ ქვაბში და დავამატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი გატარებული. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 40-50 წუთი და გადავიტანოთ ქილებში. უკეთ შესანახად შეგიძლიათ ასპირინი მოაყაროთ, თუმცა აუცილებელი არ არის.

სასწაულად გემრიელია! მართლა არ ინანებთ თუ გააკეთებთ.
იმდენად გემრიელია, რომ მე მაგალითად ამ აჯიკამ თავაძის ასევე ძალიან მაგარ აჯიკაზე წელს უარი მათქმევინა.

user posted image

Posted by: წუ-წუნა 6 Oct 2014, 23:44
tavadze
.......თლათ დიდ გურულს გაუმარჯოს.....როგორ ხარ ირაკლი?....


მერკუციო
QUOTE
ძალიან გემრიელი, ზომიერად ცხარე აჯიკა

ინგრედიენტების მიხედვით რომ ვიმსჯჯელოთ მართლა გემრიელი უნდა გამოვიდეს....ამ დღეებში აუცილებლად გავაკეთებ ......იმედია მწვადზე კარგი იქნება
ესეც ჩემი მომზადებული სულგუნიანი მწვადი biggrin.gif
user posted image
ესეც სალათა ყველანაირი ბოსტნეულით biggrin.gif
user posted image
ესეც დესერტი
user posted image

ადრე როგორ მიხაროდა აქ შემოხედვა......ხალხი ხელოვნების ნიმუშებს დებდა....აი ისეთებს საჭმელად რომ დაგენანებოდა ....ეხლა აქაურობა წისქვილს უფრო გავს ადმინის დამსახურებით

Posted by: GusGus 7 Oct 2014, 01:18
მერკუციო


au ra magaria, vg7jdebi am ajikaze, mmmm gaaketeb am dgeebshi ^_^

Posted by: elchi 7 Oct 2014, 04:59
QUOTE (მელკერი @ 25 Sep 2014, 03:06 )
დღეს არადა რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე, აბსოლუტურად დამოუკიდებლად... biggrin.gif


მარტო ვიყავი, მოწყენილი და ვცადე... პირველად... biggrin.gif


ასეთი მეოჯახე კაცი ვარ... givi.gif


კუჭზე შენიშვნებს არ ვღებულობ... მთიულები ეგრე აკეთებენ... yes.gif

http://www.casimages.es/i/140925125740260195.jpg.html

http://www.casimages.es/i/140925125741927314.jpg.html

http://www.casimages.es/i/140925125743490626.jpg.html

http://www.casimages.es/i/140925125745317588.jpg.html

მაიტა სკაიპი, უმაგრეს ხინკალს გაგაკეთებინებ, iverski-ის დავიდე სურათები და ერთი კვირაა ფორუმზე აღარ შემოდის. lol.gif
* * *
აღმოსავლეთ კანადაში გვყავს ჩვენი თანამემამულე.
ჩამოსული იყო ჩემთან.
დავაყარე პურმარილი, როგორც გვჩვევია ქართველებს.
ჩავალ იქ და ხინკალს მეც გავაკეთებო.

სტუმრები ჰყოლია და ამანაც გამოიდო თავი, ხინკალი "გააკეთა".
-წასვლისას მითხრეს, ასეთი გემრიელი სუპი არ გაგვისინჯიაო.
დაეშალა ყველა.



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: მერკუციო 7 Oct 2014, 09:50
წუ-წუნა
QUOTE
ნგრედიენტების მიხედვით რომ ვიმსჯჯელოთ მართლა გემრიელი უნდა გამოვიდეს....ამ დღეებში აუცილებლად გავაკეთებ

GusGus
QUOTE
au ra magaria, vg7jdebi am ajikaze, mmmm gaaketeb am dgeebshi ^_^

პირობას გაძლევთ, რომ ეს იქნება ნამდვილი შოკი, კარგი გაგებით biggrin.gif

პ.ს. ტყემალი არატკბილი უნდა იყოს.

Posted by: matusala__5 7 Oct 2014, 15:30
რთულის რეცეპტით კვირას გავაკეთეთ ხინკალი,არც ერთი არ ჩაშლილა,სლიპინა ,წვნიანი და ძალიან გემრიელი გამოვიდა.მადლობა რეცეპტისთვის!

პ.ს ვისაც ვკითხე პასუხი ვერ მივიღე,მინდა კოწახურის ჩირის გაკეთება ,როდის შემოდის ბაზარზე კოწახური და სად შეიძლება ყიდვა?და კიდე ერთი რამ მაინტერესებს კურკა აქვს თუ წვრილი წიპწები ნაყოფს?

Posted by: positive 7 Oct 2014, 16:34
მერკუციო
QUOTE
ძალიან გემრიელი, ზომიერად ცხარე აჯიკა

სახლში აჯიკომანები ვართ და ვცდი აუცილებლად შენს რეცეპტს))))))



ისეთი აკადემიური გუფთა გავაკეთე რომ თითები ჩამიყვა კინაღამ... smile.gif მომენტალურად ვიამაყე საკუტარი თავით smile.gif)

Posted by: Egyptian 7 Oct 2014, 16:37
რთული რატომ აღარ პოსტავს? sad.gif
--------------

Posted by: positive 8 Oct 2014, 14:21
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&id=1588&catid=33&Itemid=181
ეს გავაკეთე დილით...
ოდნავ გავსინჯე და გემრიელი გამოვიდა

Posted by: Trevlig 8 Oct 2014, 15:53
კულინარებო ,

მიიღეთ მონაწილეობა ფრესკოს კულინარიულ კონკურსში smile.gif

https://www.facebook.com/FrescoRetailGroup/photos/a.342702335794920.78692.333737420024745/759122787486204/?type=1&theater

Posted by: მერკუციო 9 Oct 2014, 11:05
positive
QUOTE

QUOTE
ძალიან გემრიელი, ზომიერად ცხარე აჯიკა

სახლში აჯიკომანები ვართ და ვცდი აუცილებლად შენს რეცეპტს))))))

გამაოგნებელია! smile.gif

Posted by: TT-KK 9 Oct 2014, 11:26
დღეს ღომი გავაკეთე ღერღილი+ფქვილით და ზუგდიდელი სულგუნით, ისეთი სურნელი დადგა რომ მთელი სამეზობლო ჩემთანაა, givi.gif თბილისელი სულგუნით ესეთი ნამდვილად არ გამოდის.

მაგრამ,მე ღერღილის რეცხვით გავწამდი და დავიღალეეე, ეს რა ყოფილა!
ვინც ხშირად აკეთებთ, რამე ხერხი თუ იცით გამიზიარეთ, თორემ ჩავუშვი ნაგავში დარჩენილი ღერღილი.

აქამდე სულ ბრინჯი+ფქვილით ვაკეთებდი.

Posted by: Ana1975 9 Oct 2014, 12:46
გუშინ გავაკეთე
თევზი ბულგარული წიწაკით,ნივრით და მწვანილით
და პური გამოვაცხვე..

Posted by: Négrier 9 Oct 2014, 15:08
იფ რა კაი თემაა up.gif smile.gif


----------------------------------

Posted by: KOMBAT 9 Oct 2014, 16:16
აუ რა არის აქ ადრე როგორ მიყვარდა შემოსვლა სულ ფერადი და ნაირნაირი კერძების ფოტოები იყო,

ახლა რაღაა დიალოგები და რეცეპტები : (

ფოტოები დადეთ! თვალი გავახარო tongue.gif


ჰოდა მე წელს ძალიან ყოჩაღი გამოვდექი :

პომიდვრის საწებელი
http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/1623574_10202383748865151_4823787675128065689_n_zps45dc7290.jpg.html

წიწაკა ზეთში
http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/10606412_10202414043862507_7427310379894033934_n_zps6a611ff4.jpg.html

აჯიკის, ლეჩოს, ქაცვის და ალუვლის და ბლის მურაბების სურათები არ მაქვს tongue.gif

კარგი ზამთარი მექნევა :3





tavadze

მადლობელი ^_^

გავაკეთე, ველოდები ზამთარს :3
თუმცა ისეთი სიცივეები დამადგა კარს, ზამთარზე უარესია :დ

Posted by: TT-KK 9 Oct 2014, 16:53
Ana1975
QUOTE
თევზი ბულგარული წიწაკით,ნივრით და მწვანილით

ეს გაკვეთილი მოყევი ერთი.

Posted by: Ana1975 9 Oct 2014, 20:50
TT-KK
QUOTE
ეს გაკვეთილი მოყევი ერთი.


1 საშუალო ზომის ხახვი ნახევარრკალებად დაჭერი და მოშუშე ზეთში,დაამატე
5-7 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი,1 კოლოფი ტომატის პასტა (100 გრ) ..5 ცალი მოზრდილი ბულგარული წიწაკა,დაჭერი და ჩაამატე ხახვს და ნიორს...დაამატე წყალი ისე რომ დაიფაროს.. მარილი,პილპილი წიტელი ცხარე და ტკბილი გემოვნებით..მოკლედ უნდა ადუღდეს და მასა შესქელდეს...შემდეგ ამატებ თევზის ფილეს სასურველ ზომებად დაჭრილს...15 წუთში მზადაა...ზემოდან მწვანილი კინძი,ოხრახუში...და ბონ აპეტიტ...)

Posted by: TT-KK 9 Oct 2014, 22:19
Ana1975

ე.ი. თევზის ნაჭრებს უმად აწყობ და შიგ იხარშება თუ უკვე მოხარშულს ან შემწვარს აწყობ?

Posted by: Ana1975 10 Oct 2014, 07:56
TT-KK
QUOTE
თევზის ნაჭრებს უმად აწყობ


yes.gif

Posted by: nino877 10 Oct 2014, 17:47
არაფერ შუაში არარის მაგრამ
http://forum.ge/?f=57&showtopic=34692570
ვყიდი კარტოფილს

Posted by: mashusha 10 Oct 2014, 18:09
Ana1975
QUOTE
თევზი ბულგარული წიწაკით,ნივრით და მწვანილით
და პური გამოვაცხვე..



ძალიან მაგარია. დამაჯინა ეხლა მაგ თევზათN <3

Posted by: TT-KK 10 Oct 2014, 18:30
Ana1975
მადლობა ანა,გავაკეთე დღეს და ძაან კაი გამოვიდა და თან ლამაზი.

Posted by: მელკერი 10 Oct 2014, 20:49
QUOTE
დღეს გავაკეთე



ერთი გოგოს კარნახით... biggrin.gif


http://www.casimages.es/i/141010064858733136.jpg.html

http://www.casimages.es/i/141010064901693886.jpg.html

http://www.casimages.es/i/141010064904569623.jpg.html

Posted by: Andy_Kaufman 10 Oct 2014, 21:00
KOMBAT
QUOTE
წიწაკა ზეთში

ჩემი ერთ ერთი საყვარელი კონსერვი იყო ადრე ...ერთხელაც გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და პახმელიაზე ვჭამე ხოდა იმის მერე ვერ ვეკარები sad.gif სუნიც კი გულს მირევს sad.gif



Posted by: tavadze 11 Oct 2014, 00:36
KOMBAT
QUOTE
წიწაკა ზეთში

აქ სოფამ დადო სხვანაირი რეცეპტი - შავი წიწაკის მარცვლებით და ზეთშივე მოთუშვით. სცადე, ის მაგ კლასიკურზე უკეთესია.

Posted by: Ana1975 11 Oct 2014, 14:32
TT-KK
QUOTE
Ana1975
მადლობა ანა,გავაკეთე დღეს და ძაან კაი გამოვიდა და თან ლამაზი.


მთავარია გემრიელი თუ გამოვიდა ))))

ესეც დგევანდელი უზბეკური პლოვი

Posted by: anuuuki 12 Oct 2014, 14:50
გემრიელი დიეტური საჭმელები მინდა და რამე რეცეპტების ლინკები მომეცით რა sad.gif( ამოვიდა ყელში უგემური მოხარშული ხორცები და წიწიბურა sad.gif

Posted by: MasterJC 12 Oct 2014, 16:12
QUOTE (Ana1975 @ 11 Oct 2014, 14:32 )
TT-KK
QUOTE
Ana1975
მადლობა ანა,გავაკეთე დღეს და ძაან კაი გამოვიდა და თან ლამაზი.


მთავარია გემრიელი თუ გამოვიდა ))))

ესეც დგევანდელი უზბეკური პლოვი

რეცეპტი დაიდოს რა
მივხმარებივარ მაგრამ არ მახსოვს როგორ კეთდება\
მადისაღმძვრელად გამოიყურება smile.gif\


ეჰ მელკერ
მე მაგ სოკოზე გადამაყოლეეეს
თან 3-4 დღეა წვავენ და არ უთავდებათ :დ

ყოჩაღ

Posted by: nick_el_son 12 Oct 2014, 19:37
user posted image

ქათამი
თეთრი ღვინო
კარტოფილი
მუხუდო
სიმინდი
ქინძი
კეტჩუპი
პილპილი + მარილი


ესეც მზადების პროცესი smile.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




Posted by: Fed 13 Oct 2014, 02:15
elchi
QUOTE
მაიტა სკაიპი, უმაგრეს ხინკალს გაგაკეთებინებ, iverski-ის დავიდე სურათები და ერთი კვირაა ფორუმზე აღარ შემოდის.


აუ რა კარგი ჩანს ეგ ხინკალი ნერწყვები მომადგა.
ძან რთულია?

რამე გამზადებული გაყინული ცომები რომ არის მაგით არ გამოვა? ცომს ვერ ვმოზილავთქო ასე მგონია დანარჩენს კიდე გავრისკავდი ფარშს.

Posted by: ninicool 13 Oct 2014, 07:28
anuuuki
QUOTE
გემრიელი დიეტური საჭმელები მინდა და რამე რეცეპტების ლინკები მომეცით რა ( ამოვიდა ყელში უგემური მოხარშული ხორცები და წიწიბურა

თუ წონაში დასაკლებ დიეტებს გულისხმობთ, ამ საიტზეა ბევრი რეცეპტი.
http://dukandiet.ru/category/retseptyi/

Posted by: Egyptian 13 Oct 2014, 10:32
საუზმინგ
user posted image

Posted by: merciamercia 13 Oct 2014, 17:32
ოსტრის რეცეპტი დამიდეთ რა user.gif
კარგი რეცეპტი მინდა ოღონდ mad.gif biggrin.gif

Posted by: nick_el_son 13 Oct 2014, 20:27
merciamercia
QUOTE
ოსტრი

ამათ ეცოდინებათ კაი რეცეპტი, მისწერე yes.gif


https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=10153482839600445&id=483922880444

biggrin.gif



Posted by: merciamercia 13 Oct 2014, 21:44
nick_el_son
QUOTE
ამათ ეცოდინებათ კაი რეცეპტი, მისწერე 

biggrin.gif biggrin.gif პინგვინებსი ვიცი, რომ ძალიან გემრიელი ოსტრი კეთდება biggrin.gif

Posted by: Dolls 13 Oct 2014, 21:56
Ana1975
მეც გავაკეთე დღეს თევზის ფილე და შექებაც დავიმსახურე

მადლობა რეცეპტისთვის

Posted by: aks75 14 Oct 2014, 00:00
ხორცის რულეტი კვერცხით

http://youtu.be/8orESmhi9Eo

http://mzareuli.info/index.php?cat=2&show_id=335

* * *
აჯიკა

http://youtu.be/gQjzibDpxqE

http://youtu.be/gQjzibDpxqE

Posted by: marikuna122 14 Oct 2014, 12:58
იქნებ ვინმე დამეხმაროთ და დონატების რეცეპტი დამიწეროთ? ადრე ვნახე აქ მაგრამ ეხლა ვეღარ ვპოულობ

Posted by: ninoma 14 Oct 2014, 20:22
marikuna122
QUOTE
იქნებ ვინმე დამეხმაროთ და დონატების რეცეპტი დამიწეროთ?

ადვილი და გემრიელი
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1511-e18392e18394e1839be183a0e18398e18394e1839ae18398-e18393e1839de1839ce18390e183a2e18394e18391e18398

Posted by: ashley judd 14 Oct 2014, 22:00
გოგრის სუპის კარგი რეცეპტი დამიწერეთ, რა smile.gif

Posted by: juli_26 15 Oct 2014, 13:30
სტაფილოს ნამცხვრის და კარბონარას რეცეპტი დამიწერეთ რა

Posted by: მერიპოპინს 15 Oct 2014, 22:28
კექსუნიები შავი და თეთრი შოკოლადით
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: merciamercia 15 Oct 2014, 23:18
http://geoculinary.com/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98/
ამ რეცეპტით გავაკეთე, ცოტა რაღაცეები შევცვალე... გემრიელი გამოვიდა chups.gif
ვგიჟდები სპაგეტზე, მაგის საჭმელად ვარ გაჩენილი weep.gif biggrin.gif

Posted by: A1oneman 15 Oct 2014, 23:29
Rame advilad gasaletebeli maswavlet ra ketilo xalxo, torem nametani bevri mexarjeba sasadiloshi. Rame isetis gaketeba minda rom ar damewvas, g6shin xorci davwvi, dges bulgaruli wiwaka damewva, makarontan ertad mindoda mechama. Magram mainc gemrielad მivirtvi, albat viskis damsaxurebaa.

Ufro wvniani gaketeba minda viswavli, tan rac sheidzleba mcire dro rom schirdebodes

Posted by: taktakuna 16 Oct 2014, 12:47
წითელი ოსპით რა შეიძლება მოვამზადო?

Posted by: IngaKh 16 Oct 2014, 13:54
QUOTE (taktakuna @ 16 Oct 2014, 12:47 )
წითელი ოსპით რა შეიძლება მოვამზადო?

ეზოგელინის სუპს გირჩევ, გემრიელია.

Posted by: MasterJC 16 Oct 2014, 20:23
დამბალხაჭო სად შეიძლება დავაგემოვნო?

სულ მაინტერესებდა და მთაში მე ვერ ვხვდები smile.gif

Posted by: მერიპოპინს 16 Oct 2014, 21:37
MasterJC
თიანეთის ან ახმეტის ბაზარში იქნება,თბილისში დამდალხაჭოს ვერ იყიდით,ან ვინმეს ამ რაიონებიდან უნდა შეუთანხმდეთ და ჩამოგიტანთ,ადრე აქაც იყიდდით,მაგრამ ეხლა ისე ცოტაა ფშავლებს გასაყიდად აგარ ემეტებათ. ისეთი გემრიელია გასინჯვად ღირს ნამდვილად yes.gif

Posted by: juli_26 16 Oct 2014, 21:44
ტირამისუში მასკარპონე რითი ჩავანაცვლო? ვერ ვიპოვე ქუთაისშI ვერსად sad.gif

Posted by: glamo 16 Oct 2014, 23:37
juli_26
ფილადელფია არის ასეთი, ყველია იგივე ტექსტურა აქვს ოდნავ მარილიანია, არც ეტყობა ხოლმე, მე ხშირად ჩამინაცვლებია.

დღეს გავაკეთე ტორტი ალუბლებით და მოცხარით love.gif

Posted by: chipmunck 17 Oct 2014, 00:43
აუ სატაცური არასოდეს არ მიჭამია და ახლა იყიდება ნეტა ბაზარში? რაიმე გემრიელ რეცეპტს ხომ არ დამიწერდით? ძალაინ მაინტერესებს როგორია...

Posted by: aks75 18 Oct 2014, 11:39
მაკარონის სალათა

http://mzareuli.info/index.php?cat=4&show_id=339

http://mzareuli.info/index.php?cat=4&show_id=339

* * *
მაკარონის მობრაწულა

http://mzareuli.info/index.php?cat=14&show_id=340

http://mzareuli.info/index.php?cat=14&show_id=340


Posted by: elchi 18 Oct 2014, 12:37
Fed

არა, მაღაზიის გაყინულ ცომს საფუარი აქვს და დაგეშლება, თავად მოგიწევს მოზელვა.

merciamercia

ამ ლინკზე მაქვს მსგავსი რეცეპტი, ოღონდ მე "GOLDEN GATE" დავარქვი. gigi.gif

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=477&st=160

იქ ბევრი უცნაური კერძიც გვაქვს მეთევზე-მონადირეებს.
* * *
aks75

მაკარონის სალათს ხვალვე ვაკეთებ, გადაწყვეტილი ამბავია.

გიქებ ნახელავს, გემრიელად გამოიყურებიან.

Posted by: merciamercia 18 Oct 2014, 14:42
elchi
QUOTE
ამ ლინკზე მაქვს მსგავსი რეცეპტი, ოღონდ მე "GOLDEN GATE"  დავარქვი.  http://club-monadire.ge/index.php?showtopic=477&st=160იქ ბევრი უცნაური კერძიც გვაქვს მეთევზე-მონადირეებს.

მადლობა, გადავხედავ მერე იქნებ ვნახო რამე საჩემო და გავკეთო 2kiss.gif

Posted by: tikunia-teiko 18 Oct 2014, 19:01
juli_26

QUOTE
ტირამისუში მასკარპონე რითი ჩავანაცვლო? ვერ ვიპოვე ქუთაისშI ვერსად


BUKO (უმარილო) არის ასეთი ყველი. მე გამიკეთებია ტირამისუ ამ ყველით და არაცVეულებრივია

http://www.radikal.ru

Posted by: pleita 19 Oct 2014, 18:00
დღეს ძვირფასი ჩიხითმა გავაკეთე chups.gif

ჰოდა, ბავშვებო ალუბლის ვარენიკებისთვის მოვზილე ცომი :2 კვერცხი, 0,5ჩ.ჭ წყალი, ცოტა მარილი, 3 ს.კ ზეთი და ფქვილი და კიდევ რაში შეიძლება გამოვიყენო ეს ცომი?? ბევრი გამოვიდა და ამდენი ვარენიკი ვის რად უნდა user.gif

Posted by: shilaida 19 Oct 2014, 21:38
pleita
ატრია შეგიძლია მოამზადო,ხახვი მოშუშო კარაქში,ჩაუშვა ატრია და გათვეფილი კვერცხი მოასხა ტაფაშივეsmile.gif ან თუ კვერცხით არ გინდა,ნივრიანი მაწონი გაუკეთო smile.gif

Posted by: Sargerass 19 Oct 2014, 23:29
გოგოებო ხომ არ იცით შაქრიანისთვის, დიაბეტიანისთვის რამე მგემრიელი კერძი?

Posted by: KOMBAT 20 Oct 2014, 02:38
რაღაც სასწაული შოკოლადის ტორტი გავაკეთე ^_^ ^_^

http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/10736195_10202695844867356_933446097_n_zpsd4f6bfc4.jpg.html

Posted by: pleita 20 Oct 2014, 10:00
shilaida
უი რა კარგი იდეაა ^+^ დიდი მადლობა :*

Posted by: tavadze 20 Oct 2014, 13:08
Sargerass
QUOTE
გოგოებო ხომ არ იცით შაქრიანისთვის, დიაბეტიანისთვის რამე მგემრიელი კერძი?

არა მგონია, ეგეთი არსებობდეს. sad.gif sad.gif

Posted by: nino877 20 Oct 2014, 13:19
MasterJC
ამორამეში აქვთო გავიგე
მე ვიყიდე 5 ლარი მივეცი ცალში
მაგას მომზადების სპეციფიკაც აქვს აუცილებლად ადუღებულ ერბოში უნდა დაადმო და ცოტა წყალი დაასხა,ან თეთრი ღვინო
ვაიმე მომინდა ისევ
თუ გავიგე კიდევ სად იყიდება მიგასწავლი
ისე მე ვფიქრობ რომ ხოარდავიწყო მაგის გაკეთEბათქო ?>
ჩვენ სოფელშI სულ გვქონდა და სულ მიყვარდა და მიყვარს კიდეც

Posted by: Nobodys Fault but Mine 20 Oct 2014, 14:07
QUOTE
დამბალხაჭო სად შეიძლება დავაგემოვნო?

სულ მაინტერესებდა და მთაში მე ვერ ვხვდები


დაგემოვნებით ესე გამზადებული მოგართვან თბილისში არ გამოვა, ყიდვითაც ძალიან იშვიათად თუ შეხვდები

ისე:
გომბორი-თელავის გზაზე არის ცივი ხევი რესტორანი და იქ აკეთებენ

ასევე ყიდვა თუ გინდა თიანეთიდან თუ გყავს ვინმე მოჰკითხე, ახმეტის ბაზარშიც იშოვება, ასევე ზოგადად ფშაველი თუ ვინმემ გყავს მოჰკითხე შეიძლება რამე გზები გამოიძებნოს

ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ისე თბილისში, ოჯახში...
ერთი დამბალ-ხაჭოთ გამანადგურებელი მყავს სახლში და ჩამოაქვთ ხოლმე ლაფანყურელი ახლობლები გვყავს ბევრი...
ჩამოაქვთ ხოლმე რამდნენიმე კვერი და ვიზოგავთ smile.gif
სტუმრადაც წაგვიღია პურ-მარილი იმათი დამბალხაჭო ჩვენი, ყველაფერი რომ მობეზრებული აქვთ და ეს ენატრებათ smile.gif
ასე რომ თუ გყავს ნაცნობები თბილისშიც ადვილად შესაძლებელია მომარაგებული

გაკეთებას რაც შეეხება მეუღლის რეცეპტი ასეთია (ჩემზე მეტად უყვარს დამბალ-ხაჭო მგონი და კრემივით გამოსდის ):

აიღებს კვერს, ზოგი მეტადაა დამბალი, ზოგი ნაკლებად, შემოაცლის გარშემო ობს (ისეთი იდეალურიც მოუტანიათ კანიანად რომ უნდა გაგეკეთებინა), და ამ ობ შემოცლილ კვერებს გახეხავს სახეხზე (გახეხვა იმიტომაა კარგი რომ მაინც მთელი უნდა აირიოს ერთმანეთში და თხელი ნაჭრების "გადნობაც" კი შედარებით რთულია...
ამ გახეხილ მასას დაასხამს ცოტა წყალს, ძალიან ცოტას და დადგამს ცეცხლზე..რო დაიწყებს უკვე დნობას ურევს-ურევს კარგად სანამ ერთ მთლიან მასად არ იქცევა, თან ერბოსაც უმატებს თანდათან... (თუ ძალიან არის დამბალი კვერი სიმწარე რომ არ შეყვეს ცოტა ფქვილს "მოუკიდებს" ხოლმე, ასევე ძაააააალიან ცოტა საჭმელი სოდა უფრო ფაფუკს ხდის კრემივით) და ბოლოს უკვე ამ ერთიან მთლიან მასას ჩაუდებს ხოლმე ნახევარ ძააააააააააააალინ დიდ ნაჭერ ერბოს lol.gif

გამოდის ძალიან გემრიელი, ფაფუკი და ნოყიერი, რა თქმა უნდა მალე ცივდება და სანამ ცხელია უნდა ჭამო თორე მერე თეფშიდან თუ აფხეკავ smile.gif მეც მიყვარს მაგრამ ის გიჟდება, მე უფრო შერეული მომწონს დამბალ-ხაჭოსი და ახალი ხაჭოსი

+არაყი აუცილებელია


Posted by: nia4u 20 Oct 2014, 15:03
Sargerass
QUOTE
გოგოებო ხომ არ იცით შაქრიანისთვის, დიაბეტიანისთვის რამე მგემრიელი კერძი?

tavadze
QUOTE
არა მგონია, ეგეთი არსებობდეს.   

http://www.innov.ru/petrovna/21/
აქ ნახეთ, აბა... smile.gif
სურათები მომეწონა და ისე არ მიცდია...
ჩვენებური - მწვანე ლობიო, ხაშლამა და წიწიბურა შემიძლია, გირჩიოთ.

Posted by: dryade 20 Oct 2014, 15:10
რატომღაც არასდროს შემომიხედავს ამ განყოფილებაში. gigi.gif არადა ჩემი ერთ-ერთი ჰობია.
შოკოლადის ფონდანი
user posted image
user posted image

Posted by: IngaKh 20 Oct 2014, 17:07
QUOTE (Sargerass @ 19 Oct 2014, 23:29 )
გოგოებო ხომ არ იცით შაქრიანისთვის, დიაბეტიანისთვის რამე მგემრიელი კერძი?

www.dukandiet.ru დიეტური კერძები წერია, ტკბილეული შაქრის შემცვლელებით მზადდება. 59-ე გვერდზე ninicool- მა დადო ამ საიტის სახელი, ამისთვის დიდი მადლობა მას.

Posted by: MasterJC 20 Oct 2014, 17:20
ამორამე რა არის?
nino877
Nobodys Fault but Mine
QUOTE
აიღებს კვერს, ზოგი მეტადაა დამბალი, ზოგი ნაკლებად, შემოაცლის გარშემო ობს (ისეთი იდეალურიც მოუტანიათ კანიანად რომ უნდა გაგეკეთებინა), და ამ ობ შემოცლილ კვერებს გახეხავს სახეხზე (გახეხვა იმიტომაა კარგი რომ მაინც მთელი უნდა აირიოს ერთმანეთში და თხელი ნაჭრების "გადნობაც" კი შედარებით რთულია...
ამ გახეხილ მასას დაასხამს ცოტა წყალს, ძალიან ცოტას და დადგამს ცეცხლზე..რო დაიწყებს უკვე დნობას ურევს-ურევს კარგად სანამ ერთ მთლიან მასად არ იქცევა, თან ერბოსაც უმატებს თანდათან... (თუ ძალიან არის დამბალი კვერი სიმწარე რომ არ შეყვეს ცოტა ფქვილს "მოუკიდებს" ხოლმე, ასევე ძაააააალიან ცოტა საჭმელი სოდა უფრო ფაფუკს ხდის კრემივით) და ბოლოს უკვე ამ ერთიან მთლიან მასას ჩაუდებს ხოლმე ნახევარ ძააააააააააააალინ დიდ ნაჭერ ერბოს 

ნერწყვმა დამახრჩო ისე გემრიელად აღწერა

სად მყავს იქით ახლობლები თორე smile.gif

Posted by: stasia 20 Oct 2014, 19:13
KOMBAT

რეცეპტი დადე რააა smile.gif)))))))

Posted by: TONIC 20 Oct 2014, 20:46
juli_26
QUOTE
ტირამისუში მასკარპონე რითი ჩავანაცვლო? ვერ ვიპოვე ქუთაისშI ვერსად

ნადუღითაც აკეთებენ იტალიელები

Posted by: Jeeves 20 Oct 2014, 22:29
MasterJC
ინგოროყვაზე რომ აუხვევ კიროვიდან, კაფეა იქვე, მარცხნივ. თუ მაგას გულისხმობდა smile.gif

Posted by: nino877 21 Oct 2014, 08:39
MasterJC
ბარია თბილისურ პარლამენტის წინ ვერ ვიხსენებ წუჩის სახელს დაგუგლე და.ნახავ

გოგრის სუპი უნდა გავაკეთო და იძულების წედით ვჭამო.

Posted by: _sofa_ 25 Oct 2014, 19:37
გამარჯობათ მეგობრებო.....რაღაც აქტიურობა აკლია აქურობას არა?.....
ყავის+შოკოლადის და ნიგვზის ტორტი......
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
* * *
მოკლედ პატარა წიწილები გავაკეთე როგორც მწყერი...ბეკონში დავბრაწე, გულში ძირა და ბეგქონდარა, შემდეგ პომიდორ-ტომატში ჩავალაგე და ღუმელში შევდგი.......გარნირად ფოლგაში გადახვეული და გამომცხვარი ბოსტნეული......
http://www.radikal.ru
*********
http://www.radikal.ru
***********
http://www.radikal.ru

Posted by: tavadze 25 Oct 2014, 21:37
ეუფ!!!!! მოკლედ, სოფა ტრადიციას არ ღალატობს რა! up.gif up.gif

Posted by: _sofa_ 25 Oct 2014, 21:54
tavadze
განსაკუთრებით კეცები...ჩემი სუსტი წერტილი....

Posted by: nia4u 26 Oct 2014, 14:49
MasterJC
პროდუქტების ძებნის თემაში არის დადებული ეს პოსტები smile.gif
smith14
QUOTE
გამარჯობა ლომებო!
დამბალი ხაჭო სადმე იშოვება თბილისში?

Melano
QUOTE
ყაზბეგის ქუჩაზე
"ქართული ყველის სახლში" მიდი
კომპოზიტორების სახლის ქვეშ არის მაღაზია

ხანდახან იქაც შეიხედეთ-ხოლმე, საჭირო ინფო, შეიძლება, ნახოთ smile.gif

Posted by: MasterJC 26 Oct 2014, 20:09
QUOTE (_sofa_ @ 25 Oct 2014, 19:37 )
გამარჯობათ მეგობრებო.....რაღაც აქტიურობა აკლია აქურობას არა?.....
ყავის+შოკოლადის და ნიგვზის ტორტი......
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
* * *
მოკლედ პატარა წიწილები გავაკეთე როგორც მწყერი...ბეკონში დავბრაწე, გულში ძირა და ბეგქონდარა, შემდეგ პომიდორ-ტომატში ჩავალაგე და ღუმელში შევდგი.......გარნირად ფოლგაში გადახვეული და გამომცხვარი ბოსტნეული......
http://www.radikal.ru
*********
http://www.radikal.ru
***********
http://www.radikal.ru

ღვთაებრივია


nia4u
QUOTE
პროდუქტების ძებნის თემაში არის დადებული ეს პოსტები 

რა პოსტები?
პ.ს. რავა ხარ? smile.gif

Posted by: nia4u 27 Oct 2014, 15:45
MasterJC
შენ როგორ ხარ? smile.gif
ცოტა გაურკვეველი პოსტი გამომსვლია, მაგრამ ...
კულინარიის განყოფილებაში არის თემა "პროდუქტების ძებნა", რომელიც არის აპინული.
ზუსტად მაშინ, როცა შენ "დღეს გავაკეთეში" იკითხე დამბალხაჭოს შესახებ, სად იყიდებაო,
"პროდუქტების ძებნაშიც" იკითხა სხვამ და უპასუხეს კიდეც იქვე, რომ ყაზბეგის ქუჩაზე, ქართული ყველის სახლშიო!
შენ და ყველა, ვინც რამეს ეძებს, საჭირო თემას რომ იყენებდეთ, უფრო სწრაფად ნახავდით საჭირო ინფორმაციას-მეთქი,
ამის თქმა მინდოდა, მე მაპატიეთ smile.gif

smith14 მაპატიე, არასწორად დაგთაგე 2kiss.gif

Posted by: smith14 27 Oct 2014, 16:27
nia4u

პრობლემა არ არი, დამთაგე ხოლმე.. spy.gif

Posted by: LATITUD3777 28 Oct 2014, 04:41
http://fastpic.ru/

love.gif pop.gif

Posted by: MasterJC 28 Oct 2014, 11:50
nia4u
მადლობა, ვეცდები გავითვალისწინო ხოლმე smile.gif



მმ

მოვიძიო აბა მოცალეობისას და მერ ეიმასაც ვიკIთხავ ყველაზე გემრიელად როგორ მივირთვა :0

ისე დაახლოებით რა ჯდება ხომ არ იცით? (დამბალხაჭო)

Posted by: Nobodys Fault but Mine 28 Oct 2014, 13:07
MasterJC
QUOTE
ისე დაახლოებით რა ჯდება ხომ არ იცით? (დამბალხაჭო) 


დაახლოებით 20 ლარი კგ
ძვირი სიამოვნებაა smile.gif

Posted by: _sofa_ 29 Oct 2014, 15:48
ყავის, შოკოლადის, ბევრი ნიგვზით, ბეზეს ორცხობილებით ხლოპებთან....
http://www.radikal.ru
შოკოლადის....
http://www.radikal.ru
ჟოლოს......
http://www.radikal.ru
და ბოლოს, გუშინ მქონდა ხაშის დღე, 4კგ სახაშე ვიყიდე...ისეთ დღეში ჩაცვივდნენ ჩემი ქმარი და მისი საძმაკაცო ნუ ვერ ავხსნი, მე ძლივს მოვასწარი გასინჯვა ისიც წვენის თუ არა ხორცი ვიღამ დამახვედრა....
http://www.radikal.ru

Posted by: tikunia-teiko 30 Oct 2014, 00:31
_sofa_

QUOTE
და ბოლოს, გუშინ მქონდა ხაშის დღე, 4კგ სახაშე ვიყიდე...ისეთ დღეში ჩაცვივდნენ ჩემი ქმარი და მისი საძმაკაცო ნუ ვერ ავხსნი, მე ძლივს მოვასწარი გასინჯვა ისიც წვენის თუ არა ხორცი ვიღამ დამახვედრა....


რა გემრიელად გამოიყურება smile.gif ხაშს როგორ აკეთებ?
ტორტებზე აღარაფერს ვამბობ, საოცრება.....

Posted by: tavadze 30 Oct 2014, 02:28
_sofa_ – კიდევ ერთხელ რესპექტები. ვიზუალურად ყველაფერი საოცრება ჩანს – კერძებიც და ტორტებიც. ალბათ, გემოც სათანადო ექნება და ეს ყველაფერი სამი შვილის, ძუძუთა ბავშვის ხელში. up.gif
რას შვება ბუთქუნა?

Posted by: elchi 30 Oct 2014, 06:40
_sofa_

ჩემი მეუღლეც ნახულობს ფორუმს და თქვენს ნახელავებს ათვალიერებს, კულინარიულ შემოქმედებას ეძახის თქველს მიერ მომზადებულს.

ბარაქალა რა, მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშები გაქვთ.

Posted by: narita 30 Oct 2014, 07:59
რჩევებში ვიკითხე და აქაც დავწერ, უფრო ბევრი ხალხია, კომბოსტოს მწნილი გავაკეთე ჭარხლით, 3 ლიტრიან ქილაში, ერთი დღე სამზარეულოში იდო, მერე გავიტანე დაახლოებით 4-5 გრადუსში, მესამე დღეს დაიწყო "დუღილი", გადმოდის წვენი, ეს ნიშნავს რომ გაფუჭდა? გადასაგდებია თუ ასე უნდა ექნა? იქნებ ვინმემ იცით რა, არ მოვწამლო ვინმე

Posted by: _sofa_ 30 Oct 2014, 12:31
elchi
არაფერი ასეთი საქებ სადიდებელი ............რთულის და ლუტას მერე ჩემი ტორტები და საერთოდ ნახელავები რა სათქმელია..... თუ არ აკეთე ბევრი და გამოცდილება არ დააგროვე, ისე ვერ გააუმჯობესებ და ვერ ისწავლი ახალს, ეს გადარეულები კიდევ ამას არ მაცლიან და ვარ ესე...
tikunia-teiko
ღამით ასე 4-5 საათზე დავდგავ, ბოლომდე ავავსებ წყლით ქვაბს, ავადუღებ და ქაფს მოვხდი, მერე დავუწევ ისე დაბალ პარზე რომ ძლივს ეტყობოდეს დუღილი და დავტოვებ დილამდე, ის იფუშფუშებს მთელი ღამე და დილით დაგხვდება მზად, მისცემ ბლომად რძეს და მიირთმევ გემრიელად. ნიორი+მარილი თეფშში....
tavadze
მადლობ ირაკლი გაიხარე, ბუთქუნა დაბუთქუნებს და არის, ეხლა ჯდომა-ფორთხვა ისწავლა და მეც შემეტყო, ცოტა სხვა რაღაცეებისთვისაც ვიცლი......თქვნთან შერცხვენილი ვარ მაგრამ გამოვასწორებ დედას ვფიცავარ, არ მინდოდა ასეთ პირობებში მწვეოდით, მაგრამ ყველაფრის ჩემს ჭკუაზე, ესე მარტივად გაკეთება ადვილი არ აღმოჩნდა, ასე რომ აღარ დაველოდები გამდიდრებას..... facepalm.gif გამოიდაროს იქნებ კიდევ და ერთ დღეს სოფლის პირობებში გაგატარებიებს....ჩემს კერძებსაც დააგემოვნებ........თქვენც ეტყობა აღარ გასულხართ არსად თუ არა იმედია არ დაგავიწყდებოდა პირობა, რომ უნდა შემხმიანებოდი...... smile.gif smile.gif smile.gif
* * *
narita
ბევრია ალბად ქილაში ცოტა ამოაკელი, სადუღებელი ადგილი არა აქვს.....მაგ კომბოსტოს მწნილს არაფერი არ აფუჭებს,თუ მარილი არ დააკლდა და არ მოლბა.....

Posted by: tavadze 30 Oct 2014, 16:18
_sofa_
QUOTE
თქვნთან შერცხვენილი ვარ მაგრამ გამოვასწორებ დედას ვფიცავარ, არ მინდოდა ასეთ პირობებში მწვეოდით, მაგრამ ყველაფრის ჩემს ჭკუაზე, ესე მარტივად გაკეთება ადვილი არ აღმოჩნდა,

რას ლაპარაკობ, სოფა, რას გვებოდიშები - არ გრცხვენია? biggrin.gif biggrin.gif მაგაზე ვინ დაგემდურება ამხელა ოჯახის დედას. თქვენ კარგად იყავით და ბუთქუნა ჩამიკოცნე, ეგ არაფერი - მოვა მაგის დროც. biggrin.gif
ჩვენ მართლა არ გავსულვართ არსად, თორემ პირობა არ დამვიწყებია. რამდენიმე დღის წინ გურულქალთანაც ვლაპარაკობდით შენზე, წამოსვლა უნდა და შევატყობინოთო. ვგეგმავდით სადმე შემოდგომის ფერების სანახავად გასვლას - მანგლისი, წვერის წმინდა გიორგის ეკლესია, საბადურის ტყე, მაგრამ დავიტარსეთ რაღაც - ამდენი ხანია, ვერსად გავედით. sad.gif sad.gif აუცილებლად შეგატყობინებთ, როცა წავალთ.

Posted by: narita 30 Oct 2014, 18:38
_sofa_

გაიხარე, ე.ი. ეს დუღილის პროცესი ნორმალურია, აღარ გადმოდის წვენი უკვე, მარილი 1ლ-ზე 1,5 სუფრის კოვზი ჩავყარე, მგონი უფრო მეტი უნდოდა, კრატუნა კია.

Posted by: @-MARIE-@ 30 Oct 2014, 22:56
_sofa_
მეც გკითხავ რა მწნილზე. პლასტმასის ჭურჭელში შეიძლება კომბოსტოს მწნილის გაკეთება ? ამ პლასტმასის ქილით ვიყიდე თურქულ მაღაზიაში და იგივეში რომ დავამწნილო მეც .
შენეული კარგი რეცეპტიც ხომ არ გექნება.

Posted by: Hermyon 30 Oct 2014, 23:26
გოგოებო და ბიჭებო კარგი ფირმის ბლენდერს ვერ მირჩევთ?
მტავარია გამძლე იყოს, ფასს არ აქვს დიდი მნიშვნელობა
დამეხმარეთ რა, აი აზრზე არ ვარ

Posted by: _sofa_ 31 Oct 2014, 00:18
@-MARIE-@
კი ვაკეთებ კომბოსტოს, მკუხე პომიდორს, წიწაკას ძირითადად პლასმასებში ვაკეთებ, ღვინისთვის რომ ყიდულობენ თეთრი წითელ თავიანები რომაა მაგ კარგია და სხვა შეარჩიე, როგორ გითხრა,,პიშევოის"ეძახიან რაა, ასეთი პლასმასი...ანუ ღვინო რაშიდაც არ ფუჭდება მწნილისთვისაც კარგია, ყველსაც ვდებ პლასმასებში....კომბოსტოს მე არ ვწალავ, ხრაშუნა რომ არის ის მომწონს, გაჭერი ოთხად, თუ პატარა ჭურჭელია უფრო მეტ ნაჭრად, კარგი წითელი ჭარხალი შეარჩიე და ისიც დაჭერი, ზოგი დახეხე რომ უფრო კარგად გამოუვიდეს სიწითლე, ნიორი , ნიახური, დაფნა, წითელი წიწაკა, ესენი ბლომად მიეცი,არ დაინანო მოაწყვე ფენა-ფენა...მერე ლიტრა წყალზე მიეცი 1-1.5 ს.კ მარილი და დაასხი, ისე რომ დაიფაროს და დადგი...

Posted by: @-MARIE-@ 31 Oct 2014, 00:37
_sofa_
დიდი დიდი მადლობა.

Posted by: dimaopena 31 Oct 2014, 00:41
_sofa_
აუ,ბეზეს ტორტი რა მაგარია,დამპატიჟე რა sad.gif
ვგიჟდები ბეზეზე..ბევრი ბევრია მაგარი .. ფინანსები რამდენი უნდა მაგას? 30 ლარი ჯდება გაკეთება?თუ არცკი

Posted by: elchi 31 Oct 2014, 02:13
_sofa_

კი sofa, რთულის, ლუტას და სხვებისასაც ვნახულობთ.

ძალიან მაგრები ხართ.

პ.ს. ვეღარ მოვახერხე შესაბოლის ვიდეოს გადაღება, მაინც გადავიღებ და გაჩვენებთ. ბოდიში რა, ნამეტანი დავაგვიანე.

Posted by: _sofa_ 31 Oct 2014, 12:03
elchi
არა უშავს აწი მოდის სეზონი.... smile.gif

Posted by: popins 31 Oct 2014, 15:16
http://www.radikal.ru



პური გამოვაცხვე


ფრანციცული ყველი ზედ დავადე

მერე კიდევ ვიზამ რამეს


)

Posted by: taktakuna 31 Oct 2014, 17:28
სუკის მწვადი, ბავშვს შევუწვი და არ მიირთვა biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: MasterJC 31 Oct 2014, 17:32
QUOTE (taktakuna @ 31 Oct 2014, 17:28 )
სუკის მწვადი, ბავშვს შევუწვი და არ მიირთვა biggrin.gif

http://www.radikal.ru

მე მინდა

მოიტანე

sa.gif sa.gif sa.gif

რა მადისაღმძვრელია

Posted by: iakobichi 31 Oct 2014, 17:57
QUOTE (taktakuna @ 31 Oct 2014, 17:28 )
სუკის მწვადი, ბავშვს შევუწვი და არ მიირთვა biggrin.gif

http://www.radikal.ru

თუ საიდუმლო არაა, სად ნაყიდი ხორცი შეუწვი და რაზე შეუწვი ანუ შამფური, გრილი თუ ტაფა?

Posted by: მერკუციო 31 Oct 2014, 18:02
iakobichi
QUOTE
ტაფა?

ტაფაა აშკარად.

Posted by: taktakuna 31 Oct 2014, 18:11
iakobichi
ბიძაშვილმა დაკლა, საკუთარი ღორი, ააჭრა სუკები და გამომატანა სპეციალურად ბავშვისთვის, შევწვი ტაფაზე.

Posted by: BadbadGirl 31 Oct 2014, 19:16
დღეს გავაკეთე გოგრა, პირველად გავაკეთე ეს სახეობა, ამ სახით და მიტომ ვწერ.
ვიყიდე სახეობა რომელსაც ქვია Butternut Pumpkin, მსხლის ფორმა აქვს და ძალიან ცოტა თესლი შიგნით, ძირითადად ხორცია. დავჭერი ეს გოგრა, დავაწყე ღუმელის სეტკაზე. სეტკას ქვეშ დავუდე ჩვეუებრივი საცხობი ფირფიტა რომელზეც დავასხი 300 მლ წყალი და დავაყარე 1 ს.კ. ვანილი. ღუმელი ჩავრთე გრილის ფუნქციაზე, 200 გრადუსზე და შევწვი გოგრის ნაჭრები.

ისეთი კარგი გამოვიდაააა. გოგრა ხომ გამოდგა ტკბილი, და ამ ვანილიანი ორთქლის ხარჯზე გოგრას გაჰკრავს ვანილის არომატი. უგემრიელესია!

Posted by: tavadze 31 Oct 2014, 23:01
taktakuna
QUOTE
ბიძაშვილმა დაკლა, საკუთარი ღორი,

ნაჭრებს აშკარად ეტყობა, სხვა არიიდან რომ არის, არ ჰგავს მაღაზიისას. biggrin.gif
BadbadGirl
QUOTE
ამ ვანილიანი ორთქლის ხარჯზე გოგრას გაჰკრავს ვანილის არომატი.

საინტერესო მიიგნებაა. იმედია, გოგრასთან კარგად წავიდა ვანილის გემო.

Posted by: BadbadGirl 31 Oct 2014, 23:09
tavadze
ძალიან კარგი გამოვიდა. მსუბუქი არომატი მოუხდა, თორემ წამყვანი, დომინანტი გემო მეეჭვება მოხდომოდა.
აი როგორი რაღაც გამოვიდა იცი, ხორცს რომ ბოლავენ სხვადასხვა ხის სახეობის კვამლზე, ხო შეგიძლია მიხვდე ნაძვიაა, მუხა თუ რა. აი მასეთი მსუბუქი არომატი ქონდა.

მომავალ ჯერზე კარდემომას და ვანილის ნარევს ვცდი.

Posted by: elchi 31 Oct 2014, 23:50
ამოზელილი ლობიო მომენატრა ნამეტნავად.

ჭოპორტის პომიდვრის მწნილი მქონდა და მეთქი ამას ლობიოს გარეშე პირს არ დავაკარებ.

ადრე პინტოს ვყიდულობდი, ამჯერად თეთრი ვიყიდე.

კაი მჭლე ბეკონიც მივაყოლე თავის ქონებით.

წვრილად დავჭერი და ვთხლიშე მოხარშვამდე.

მანამდე ნიგოზი, ნიორი და ხახვი მოვხრაკე ტაფაზე.
3-4 დაფნის ფოთოლი თავისთავად.

გავუშვი ეგენიც ქვაბში.

მარილი, პილპილი, მწვანილები და ცოტა სიმინდის ზეთი ბოლოს დავამატე.

ბომბა რამე გამოვიდა.

Posted by: tavadze 1 Nov 2014, 00:04
BadbadGirl
QUOTE
მომავალ ჯერზე კარდემომას და ვანილის ნარევს ვცდი.

კარდამონი არ მომგონებია, მაგრამ აი, დარიჩინი კი ვიფიქრე. biggrin.gif კარამონიც საინტერესო იქნება. თან - ვანილთან ერთად.
elchi
QUOTE
ბომბა რამე გამოვიდა.

და წარმოიდგინე, ჩვენებური ლობიო, შუაცეცხლზე, თუჯის ქვაბში ამოზელილი რა იქნება! up.gif

Posted by: elchi 1 Nov 2014, 00:46
tavadze

რა გამახსენდა იცი?

სტუდენტობისას და მანამდეც, შაბათი დილა გათენებული არ იყო და ბორჯომის ვაგზალზე მატარებელში ვიჯექი.

ერთი სული მქონდა როდის მივიდოდა ჩემი სოფლის მისადგომებთან.

გასცდებოდა სკრას, გაუსწორდებოდა ურბნისს და ჰაიდა გაქანებული მატარებლიდან.

მაშინ ბორანი იყო მტკვარზე, ახლა არ ვიცი რა და როგორ არის.

-გადამიყვანე რა ძია.

გადმოვიდოდი მეორე ნაპირზე და ჩქარა პაპასთან და ბაბოსთან.

ბევრჯერ წელამდე თოვლში ავსულვარ სახლში.

დამხვდებოდა ეს ორი ტკბილი ადამიანი, ჩამიკრავდნენ გულში და ხელს არ მიშვებდნენ.

ჩვენს უბანში ეხლაც ამბობენ, ბებიაჩემისნაირ სალას და ვიჩინას ვერავინ ვეღარ აკეთებსო.

ჩამიგულავდა თავის გამომცხვარ თონის პურებს ლობიოში, დამილაგებდა მწნილს, ლორს, პაპა შავ ღვინოს დამიდგავდა, შემომყურებდნენ და უხაროდათ სიცოცხლე.

აღარა მყვანან, წავიდნენ.


ეჰ ირაკლი, სად წამიყვანე ძამა?

Posted by: tavadze 1 Nov 2014, 01:33
elchi
QUOTE
ეჰ ირაკლი, სად წამიყვანე ძამა?

ცუდ ადგილას არ წამიყვანიხარ - ბებია-ბაბუას სიტკბო სხვაა.

Posted by: popins 1 Nov 2014, 01:51
BadbadGirl

ვახ მეც გავაკეთებ მასეთ გოგრას.
ოხრად მაქვს სხვადასხვანაირი




Posted by: BadbadGirl 1 Nov 2014, 01:56
popins
გააკეთე, იმედია ისე მოგეწონება როგორც მე!
ამ ბოლო დროს ჩემი გემოვნების რეცეპტორები ვერ არიან მთლად დალაგებული, მწარეს თითქმის ვერ ვგრძნობ და მცირე, მსუბუქ არომატებზე კი პირიქით ვარ.

tavadze
დარიჩინის კაი აზრია. ცოტა დარიჩინი და ლიმონის ცედრა. კაი რამე კომბინაცია უნდა იყოს.

Posted by: Foxani 1 Nov 2014, 06:47
QUOTE (taktakuna @ 31 Oct 2014, 18:11 )
iakobichi
ბიძაშვილმა დაკლა, საკუთარი ღორი, ააჭრა სუკები და გამომატანა სპეციალურად ბავშვისთვის, შევწვი ტაფაზე.

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif



ისადა ჩიხირთმას სურათიები დადეთ ვინმემ მაინც user.gif
* * *
tikunia-teiko
QUOTE
BUKO (უმარილო) არის ასეთი ყველი. მე გამიკეთებია ტირამისუ ამ ყველით და არაცVეულებრივია

ტერამისუში თუ ყველი იყო კი არც მეგონა

მე მეგონა ნაღებია გათქვეფილი
* * *
QUOTE (წუ-წუნა @ 10 Sep 2014, 15:31 )
_sofa_
QUOTE
აბა ცხელ-ცხელი ქათმუკები...

.....ხორცის მოყვარული დიდად არ გახლავართ, მაგრამ ......ხვალ მეც უნდა მოვამზადო biggrin.gif

....ეს თემა რომ არ გავაოფოთ.....კურდღელი მოვამზადე თეთრ ღვინოსთან ორიგანოსთან , ყველთან და კარტოშკასთან ერთად biggrin.gif
user posted image
user posted image
user posted image
....მივირთვით თავაძისეულ აჯიკასთან ერთად biggrin.gif
ესეც გუშინდელი პიცა biggrin.gif ...სამწუხაროდ მზა ვეღარ ჩავაკარტოჩკე biggrin.gif
user posted image

tavadze
....თევზის სურათებიც დავდო? biggrin.gif biggrin.gif

P.ს სადაა შეპირებული აჯიკა?

* * *
...ესეც ლაზანია

user posted image
user posted image

ლაზანიას ხორცები არ აქვს? biggrin.gif

რა კაი რამეებია მომინდა არა და როგორც წესი არ მიყვარს ასეთი რამეები

რაღაცნაირად გემრიელად არის გაკეთებული user.gif

Posted by: tavadze 1 Nov 2014, 13:29
BadbadGirl
QUOTE
ცოტა დარიჩინი და ლიმონის ცედრა.

უფ - მთლად უკეტესი ვარიაცია მოგაფიქრდა, ყოჩაღ! up.gif
ისე, მარტო ლიმონის ცედრაც ბომბა არომატი იქნება - რატომღაც ასე მგონია.

Posted by: BadbadGirl 1 Nov 2014, 13:35
tavadze
კი, იმ მხრივ რომ ზომიერად, ლიმონის ცედრა როგორც წესი (არა გადამეტებული!!!) პროდუქტის გემოს გაძლიერებას უწყობს ხელს. შესაბამისიად მხოლოდ ლიმონის ცედრით ასე მგონია მივიღებთ გოგრის გაძლიერებულ არომატს!




Posted by: nadiri 1 Nov 2014, 15:19
შემწვარი თევზი და შემწვარი კვერცხი ერთ თეფშზე წავა?
ტყემალთან და მჭადთან ერთად


Posted by: elchi 1 Nov 2014, 15:32
QUOTE (nadiri @ 1 Nov 2014, 15:19 )
შემწვარი თევზი და შემწვარი კვერცხი ერთ თეფშზე წავა?
ტყემალთან და მჭადთან ერთად

რავი აბა.

ტყემალთან და მჭადთან კი მისინჯავს.

რაც მე თევზი მყავს დაჭერილი და მომზადებული, არასოდეს მიცდია მსგავსი.

გემოვნების ამბავია რა.

თუ გააკეთებ, გაგვიზიარე შენი მოსაზრება.

Posted by: nadiri 1 Nov 2014, 15:52
elchi
კვერცხი და თევზი მაეჭვებს, ერთად არ მოუხდება მგონია
* * *
QUOTE
კვერცხი და თევზი მაეჭვებს, ერთად არ მოუხდება მგონია

არც მომეწონა

Posted by: taktakuna 1 Nov 2014, 17:27
Foxani
რა იყო ეხლა, მანდ თავში ხელის წამოსაკრავი? ღორი რომ დაკლეს ეგ გაიგე პირველად, სუკებს რომ აჭრიან თუ რომ უყვართ ადამიანებს ხორცი და ურჩევნიათ ყვავილოვან კომბოსტოს?

Posted by: _sofa_ 1 Nov 2014, 22:14
elchi
კარგ მოგონებებში წაგიყვანა ნამდვილად, მაგაზე კარგი პერიოდი მგონი არც არსებობს ადამიანის ცხოვრებაში.....ჩემს სოფელს და ბებია-ბაბუასაც ზეპირად იცნობს ეს ფორუმი, გადავაყოლე თან........ yes.gif yes.gif smile.gif smile.gif

Posted by: popins 2 Nov 2014, 08:30
nadiri

კვერცხი და ხიზილალა მიდის ერთმანეთზე და ეგ რატო არ წავა.?

Posted by: nadiri 2 Nov 2014, 08:58
popins
QUOTE
კვერცხი და ხიზილალა მიდის ერთმანეთზე და ეგ რატო არ წავა.?

იქ შუაში კარაქის ფენაა
კარგი რამ გამახსენე: კარაქიან ბოლოკზე დადებული ხიზილალა მომწონდა წინა ცხოვრებაში

Posted by: MasterJC 2 Nov 2014, 09:07
გოგრაზე რა კარგად მოგიფიქრებიათ, მერე მეც ვცდი

popins
სად ხიზილალა და სად თევზი, მაინც სხვადასხვაა smile.gif



ვიწყებ რაღაცეების კეთებას დ ათუ გავატან ბოლოში ცხვირს გამოვყოფ
* * *
რამდენიმე აღმოჩენა გავაკეთე

მაგალითად ის, რომ როცა გიწერია 40 წუთი უდნა იხარშებოდეს ორთქლში თევზიო, ეს ნიშნავს 40 წუთს და არა 1 საათს....

დავდებ ფოტოებს მოგვიანებით და შეცდომებზე რჩევებს მივიღებ სიამოვნებით
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

mo.gif mo.gif

Posted by: guruliqali 2 Nov 2014, 13:55
მოგესალმებით ყველას smile.gif

_sofa_
მიყვარს შენი გემრიელი ნახელავის დათვალიერება და პოსტების კითხვა love.gif 2kiss.gif
შეკითხვა მაქვს შენთან, დღეს ვაკეთებ "წიწაკას ზეთში" შენი რეცეპტით, ინგრედიენტები უკვე ვიყიდე და რა მაინტერესებს იცი, მოთუშულ წიწაკას და მწვანილ-ნიორ-ძმრის-ზეთის მასას 24 სთ რომ დავაყოვნებ და მერე წიწაკებს ფრთხილად ჩავდებ გასასტერილებლად ქილებში, ამ მწვანილის და ზეთის მასას ზემოდან ვამატებთ? ფოტო არ მაქვს, სამწუხაროდ, მხოლოდ რეცეპტი ამომიკოპირებია და ვერ გავარკვიე.
BadbadGirl
QUOTE
საინტერესო მიიგნებაა. იმედია, გოგრასთან კარგად წავიდა ვანილის გემო.

მართლა საინტერესო ჩანს, სამწუხაროდ, ჩემს დიეტაში გოგრა აკრძალული ხილის სიაშია, თორემ დღესვე გავაკეთებდი.
_sofa_
tavadze
QUOTE
რამდენიმე დღის წინ გურულქალთანაც ვლაპარაკობდით შენზე, წამოსვლა უნდა და შევატყობინოთო. ვგეგმავდით სადმე შემოდგომის ფერების სანახავად გასვლას - მანგლისი, წვერის წმინდა გიორგის ეკლესია, საბადურის ტყე, მაგრამ დავიტარსეთ რაღაც - ამდენი ხანია, ვერსად გავედით.     აუცილებლად შეგატყობინებთ, როცა წავალთ.

ჰო რაა, ხან საზღვარგარეთ მომიწია წასვლა, ხან ავტოსაგზაო შემთხვევა მომიხდა და სასეირნოდ ვეღარ მოვახერხეთ წასვლა, გვიან შემოდგომას მაინც "მივუსწრებთ" იმედია, გაგაგებინებთ აუცილებლად, სოფას ბუთქუნა ბიჭოს ვეფერები შორიდან 2kiss.gif

თემა რომ არ გავაოფო, დღეს შოკოლადის ნამცხვარი გავაკეთე, ფეიხოას შევინახავ შაქარში, მწვანე პამიდორს დავამწნილებ და სოფა რომ რეცეპტს დამიზუსტებს, იმ წიწაკას მოვამზადებ bis.gif ჰო, ლიმონჩელოს მომზადებასაც დღეს დავიწყებ.

Posted by: nia4u 2 Nov 2014, 14:08
guruliqali
ვიდრე სოფა შემოვა, ჩემს გამოცდილებას გეტყვი წიწაკებთან დაკავშირებით smile.gif
პირველ რიგში, ხელთათმანებით იმუშავე წიწაკასთან
(მახსოვს, პირველად რომ გავაკეთე, ამან რა უნდა მიქნას-მეთქი
და ისეთ დღეში ჩავვარდი, მთელი ღამე წყლიან ჯამში მეწყო ხელები facepalm.gif )
ქილები ძალიან არ გაავსო, თორემ სტერილიზაციის დროს გადმოდის და ეს ზეთიანი მასა ძალიან სვრის ქილებს.
ეს მწვანილები და ნივრები ბოლოს გადაანაწილე ყველა ქილაზე და ზეთითაც კარგად დაფარე.
ჩემი რეცეპტით, ბლომად წვენი უკეთდება-ხოლმე და საკმარისია, რომ კარგად დაიფაროს წიწაკები.
დაბოლოს, უგემრიელესია! yes.gif

Posted by: guruliqali 2 Nov 2014, 14:18
nia4u
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და რჩევებისთვის 2kiss.gif , ხელთათმანს აუცილებლად გავითვალისწინებ, მწარე წიწაკაზე ყოველთვის ვიყენებ და ამ ტკბილზე არ ვაპირებდი.
შენს რეცეპტსაც თუ დაწერ, კარგი იქნება smile.gif და მწვანილების და ნივრების დამატება, ასევე ზეთით დაფარვა სტერილიზაციის მერე უნდა?

Posted by: nia4u 2 Nov 2014, 15:03
guruliqali
QUOTE
მწვანილების და ნივრების დამატება, ასევე ზეთით დაფარვა სტერილიზაციის მერე უნდა?

არა, სტერილიზაციის მერე სახურავის ახდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
თავიდანვე უნდა ეგ ყველაფერი.
რეცეპტს დავწერ ცოტა ხანში შესაბამის თემაში 2kiss.gif

Posted by: Kirchi 2 Nov 2014, 15:15
აპოხტის ხინკალი:

უნდა იყიდოთ ხორცი - ღორის, რბილი მაგრამ ისეთი რომ ქონის ნაჭრების გასდევდეს
შემდეგ ისე დაჭრათ რომ სიგრძეში ნებისმიერი ზომის იყოს ხოლო სიგანეში 8-10 სანტიმეტრს არ აღემატებოდეს
დაამარილოთ - ბევრი მარილი უნდა!
ასე 300 გრამი 2 კილოგრამზე ან შესაძლოა მეტიც
და ჩადოთ ქვაბში, დაახუროთ სახურავი და დადგათ გრილ ადგილზე
-1-მდე კი მისაღებია ტემპერატურა
(ანუ აივანი მაგალითად ნოემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე)
5 დღეში უნდა ამოიღოთ ხორცი და ჩამოკიდოთ კაუჭზე (აქ ჯობია აივანი დახურული იყოს smile.gif )
შემდეგ 3 - 4 კვირის შემდეგ ეს ხორცი გამაგრდება და რთულად დასაჭრელი გახდება

დაჭრით ძაალიან პატარა ნაჭრებად - ასე ნარდის კამათლის 1/8დი რომ იყოს თითო ნაჭერი ან ცოტა დიდი (გემოვნების ამბავია)
ჩაალბობთ თბილ წყალში (ასე 300 გრამ აპოხტს უნდა 130 გრამი თბილი წყალი)
შეურიეთ ახალდაფქული პილპილი და იყოს ასე 20 წუთი

ბოლოს ეს ნაზავი ვცადე და ყველას ჯობია:
40% აპოხტის ხორცი
40% აპოხტის "სალა"
10 % შაშხი (მე უმად გამოყვანილი შეურიე)
10 % უმი ჩალაღაჯი - საქონლის
ხინკლები პატარები უნდა იყოს!
ჩვეულებრივზე თითქმის ორჯერ პატარა
შესაბამისად შეიძლება ისეთი ლამახი არ იყოს მაგრამ მერწმუნეთ ამაზე მაგარი ხინკალი მე არ მეგულება პირადად!

user posted image

პ.ს.
თავისთავად პილპილი უხდება, თუმცა ნიორწყალი და ჭაჭა ამ კონკრეტულ ხილნკალზე აუცილებელია

Posted by: BadbadGirl 2 Nov 2014, 15:22
Kirchi
იშ, აი მესმის რა!!!
---------------------

Posted by: popins 2 Nov 2014, 15:47
nadiri
მე კიტრი და ხიზილალა მომწონს ერთად
MasterJC
ნუ იდეაში რამ გაყო?)))))

Posted by: MasterJC 2 Nov 2014, 16:06
user posted image
არ ვიცი ამას რა ქვია
მოსკოვში მIთხრეს თევზი ორთქლზე მხოარშულიო

გასუფთავებულ-გარეცხილი თევზი (ან დიდი თევზის ნაჭერი) იდებ ა მოზრდილ ქვაბში, წყალი ესხმება იმდენი, რომ ოდნავ ფარავდეს, ნახევარ ლიმონს დააწურავ, მარილი ცოტა, ხანდაში (ქართულად რა ქვია დღემდე ვერ გავიგე, ვიცნ იცით მასწავლეთ რა. მოყავისფრო-კრემისფერი მსხვილი მომლაშო ფხვნილია), სოიოს სოუსი. მერე ქვაბს ეხურება და ადუღების მერე ჩაუწევ წყალს და ახურავს თავსახური. წყალი ორთქლდება უემტესწილად და ასე 40 წუთI დგას, სანამ არ მოხიარშება. ემ გადავაჭარბე ცოტა და რბილი გამომივიდა, ადვილად დაიშალა


ხოდა რა მინდა გთხოვოთ

რო რამე, ამისი სრულყოფა ან მომზადების მერე ლამაზად გაფორმება როგორ მოვახერხო? smile.gif

გამოცდილები ხართ თქვენ
მოწონება დაიმსახურა და არ ველოდი და ამრთლა მეგემრიელა

Posted by: nia4u 2 Nov 2014, 16:30
QUOTE
ხანდაში (ქართულად რა ქვია დღემდე ვერ გავიგე, ვიცნ იცით მასწავლეთ რა. მოყავისფრო-კრემისფერი მსხვილი მომლაშო ფხვნილია),

MasterJC
ხონდაში...ადრეც იკითხე, როგორც მახსოვს და გიპასუხე კიდეც, როგორც მახსოვს smile.gif
http://forum.ge/?f=82&showtopic=34623560&st=1320
ამას ქართული სახელი ვერ ექნება, ეს არის თევზის ბულიონის კონცენტრატი, ფხვნილი, რომელიც შედგება თინუსისა და ზღვის მცენარეულობის ნამცეცებისა და გრანულებისგან.
იაპონურ სამზარეულოში გამოიყენება, ძირითადად.
ნებისმიერი თევზის ბულიონის კუბიკი გამოდგება, თუნდაც სხვა სახელით smile.gif

Posted by: MasterJC 2 Nov 2014, 16:49
nia4u
მადლობა დიდი


ანუ გალინა ბლანკასავითაა ოღონდ თევზის? smile.gif


Posted by: nia4u 2 Nov 2014, 17:05
MasterJC
კი yes.gif 2kiss.gif

Posted by: MasterJC 2 Nov 2014, 17:27
nia4u
მადლობა
ზოგჯერ მართლა ამვიწყდება რაღაცეები ან შეიძლება ამშინ კარგად არ დავიმახსოვრე 2kiss.gif

რაიემ დავამატო ამგ კერძს შემდეგზე? რას მირჩევ?
აი გამზადებულზე მაგალითად smile.gif

Posted by: nia4u 2 Nov 2014, 17:45
MasterJC
მე თევზეულში ცოტა მოვიკოჭლებ, არც ჭამა მიყვარს და არც მომზადება.
ამიტომ საინტერესოს ვერაფერს გირჩევ.
აქ შემოდიან თევზის მცოდნეები და ოსტატები და იმათ რჩევებს დაელოდე...
აი, ელჩს ეცოდინება რამე კარგი, კიდევ წუწუნა არის თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მოყვარული...

Posted by: _sofa_ 2 Nov 2014, 18:45
guruliqali
დედაააა რა დროს ვნახე, თუღა გამოგადგა ჩემი პასუხი.. ზემოდან უნდა მოასხა. თან ცოტა ადგილი უნდა დაუტოვო, სტერილების დროს რომარ გადმოვიდეს......

Posted by: tik:) 2 Nov 2014, 19:01
გამარჯობა გოგოებო, გთხოვთ დამიწეროთ როგორ მოვხარშო გოგრა, ანუ რამდენი ცყალი უნდა დავასხა რამდენი დრო უნდა როგორი ცეცხლი და ა. შ

Posted by: elchi 2 Nov 2014, 19:08
MasterJC

რავი აბა, თევზის მომზადება ასე თუ ისე მეხერხება.
რამოდენიმე ვარიანტია.
შეწვა, მოხარშვა, შებოლვა, დამარილება და მზეზე გაშრობა.

ზღვის/ოკეანის თევზს არ გირჩევ რომ მოხარშო, თავისი სპეციფიური სუნი და გემო აქვს.

მაგ სურათზე, რომელიც შენ დადე, ან თინუსია ან ორაგული, უფრო ორაგულს წააგავს.

40 წუთი ხარშვა კიდევ, ძალიან ბევრია თევზისთვის, მიკვირს რომ არ დაგეშალა.

რაც შეეხება გაფორმებას, თუ მლაშე წYლისაა, რაიმე ზღვის საკვები მცენარეები იყიდე, იგივე წვენში მოხარშე და ლამბაქზე გვერდით მიულაგე.
ქორფა კარტოფილიც უხდება კარაქში მოხარშული კამით.
ნუ არაყი ან ლაგერი ლუდი აუცილებლათ.

Posted by: MasterJC 2 Nov 2014, 19:49
elchi
მადლობა
სიმართლე გითხრა მაიცნდამაინც ვერ ვერკვევი თევზში და ისე მგონი ორაგული იყო


მადლობა რჩევისთვის

Posted by: aks75 2 Nov 2014, 19:50
კექსის რეცეპტი

https://www.youtube.com/watch?v=UUc3LpgS3mo

https://www.youtube.com/watch?v=UUc3LpgS3mo

Posted by: elchi 2 Nov 2014, 20:14
Kirchi

დავინტერესდი შენი აპოხტის ხინკალით.

მლაშე არ იყო?

MasterJC

არაფრის.

კი ორაგულია, თინუსი უფრო წითელია.

თუ არ ვცდები ეგ CHUM SALMON-ია, ყველაზე ცხიმიანია ორაგულებს შორის.
ქართულად და რუსულად კეტა ჰქვია.

მაგ თევზს ამერიკოსების და კანადელების უმეტესობა საკვებათ არ იყენებენ.
აქ ვარ და ვიცი რასაც ვწერ.
ძალიან ცხიმიანია და მომკლა ამათმა ქოლესტერინზე წუწუნმა.
არადა მაგარი გემრიელია, ესენი კიდევ მარხილის ძაღლების საკვებად ხმარობენ.

ინდიელმა მომცა მაგ თევზის კონსერვი, კინაღამ დავიბრიდე, უგემრიელესი იყო

სიომგა სხვა არის, ის COHO SALMON-ია, წითელი ფერი რომ აქვს ფლეშს.

KING-საც წითელი ფლეში აქვს, როცა ოკეანეშია, მდინარეებში როცა შემოდის საქვირითოდ, ვარდისფერი უხდება, თვითონ მუქი ყავისფერი ხდება გარედან.

თუ მაგ სახეობის ორაგული ჩაგივარდა ხელში, იგივე წესით მოხარშე და მცენარეულ ზეთში ჩადე რამოდენიმე კვირით, /მაქსიმუმ ორი/შუშის ქილაში.
ზეითუნს არ გირჩევ, არც მზესუმზირისას, სიმინდის ზეთი სჯობია.

საოცარ შედეგს მიიღებ.

მდინარის თევზს ბევრი ფხები აქვს ლოქოს გამოკლებით./არის კიდევ რამოდენიმე სახეობა./

თევზისგან კაი გემრიელი კატლეტების გაკეთებაც შეიძლება.
ისეთებისგან, როგორებიც არიან ქარიყლაპია, კობრი, ქორჭილა და შენ წარმოიდგინე კარჩხანაც/იგივე "კარასი"/, ფილეებად აქცევ, მაქსიმალურად გააცლი ფხებს,
ორჯერ გაატარებ ხორცსაკეპში, მიუშვებ სუნელებს, გააკოტრიალე ფქვილში და ჰაიდა ცხელ ზეთში.

პ.ს. თევზებზე თუ გექნება შეკითხვები, არ დაგზარდები და გიპასუხებ.

Posted by: ხინკალი 2 Nov 2014, 20:20


drug.gif


...თემა უნდა გავხსნა დღეს გამაკეთეს mo.gif

Posted by: Kirchi 2 Nov 2014, 20:31
BadbadGirl
კაი რამეა ვინც იცის smile.gif

elchi
სიმლაშე რეგუირდება რამდენიმენაირად
წყალში ნაკლებად უნდა გაუკეთო მარილი, ცომშიც
თუ ძალიან უმარილო გიყვარს თვითონ აპოხტი სადაც არის ჩალბობილი ის წყალი შეიძლება გამოიცვალოს

ჩემი გამოცდილებით მხოლოდ წყალში ნაკლები მარილი უკვე საკმარისია

Posted by: guruliqali 2 Nov 2014, 20:32
nia4u
დიდი მადლობა 2kiss.gif
_sofa_
QUOTE
თუღა გამოგადგა ჩემი პასუხი..

მადლობა, სოფა, ახლა ვაკეთებ ზუსტად smile.gif 2kiss.gif

Posted by: elchi 2 Nov 2014, 20:32
Kirchi

უნდა ვსინჯო.

არ გამისინჯავს აქამდე.

მადლობა.

Posted by: 死海. 2 Nov 2014, 20:38
aks75
ცოტა კორექტივებს შევიტანდი, თორემ ისე კარგი რეცეპტები გაქვთ.smile.gif

Posted by: MasterJC 2 Nov 2014, 20:49
elchi
დავიმახსოვრებ smile.gif

კინგზე თქვი ზეთში ჩადება ხო?
ანუ როგორც ვქენი ეგრე მოვხარშო და მერე ორი კვირით მზესუმზირის ზეთში ჩავდო?

სწორად გავიგე თუ არასწორად?
ამ თევზზე რომ ვქნა იგივე?

Posted by: elchi 2 Nov 2014, 20:59
MasterJC

ნებისმიერ სალმონოიდს, რომელიც შემოვიდა ოკეანიდან და ფერმაში არ არის გაზრდილი, ყველას სპეციფიური სუნი აქვს.

ამიტომ მაგათ მოხარშვას ვერიდები, ძირითადად ვბოლავ, მარილში გამომყავს, ან სათალს ვაკეთებ.

მიცდია KING-ი და სხვებიც ქინძმარში, მაგრამ ვერა რა.

რაც ჩამოვთვალე წინა პოსტში, ყველა შეგიძლია იგივე წესით გააკეთო, როგორც შენ მოხარშე და მერე სიმინდის მსუბუქ/ლაით/ ზეთში ხიე.

გააჩერე სადღაც 10-14 დღე და მერე ცხელ პურთან ერთად დაუშვი.
მაცივარში არ შედგა, გრილ ადგილზე გქონდეს.

პ.ს. ერთ ინფოს დავამატებ კიდევ KING-ი რუსულად ჩავიჩაა და ქართულადაც ასე დაწერეს ვიკიპედიაში.
პატრონი არ არის რაა, ყველაფერი პირდაპირ რუსულიდან გადმოაქვთ, დაწერე რა სამეფო ორაგული, ან მეფე ორაგული.
ან ეზარებათ თავის განძრევა, ან თავები არა აქვთ.

Posted by: nadiri 2 Nov 2014, 21:22
nia4u
QUOTE
და ისეთ დღეში ჩავვარდი, მთელი ღამე წყლიან ჯამში მეწყო ხელები

შაქარწყწლში უნდა დაიბანო და ჰაერზე დაალაგო ხელები, ასე უფრო მალე გაგივლის.
წყალი სიმწარეს უმატებს.

დღეს ტრივიალური სუპი გავაკეთე.

Posted by: nia4u 2 Nov 2014, 22:54
nadiri
QUOTE
შაქარწყალში უნდა დაიბანო და ჰაერზე დაალაგო ხელები, ასე უფრო მალე გაგივლის.
წყალი სიმწარეს უმატებს.

ეგ ამბავი ჩემს ადრეულ ახალგაზრდობაში, ასე 20 წლის წინ მოხდა smile.gif
ისე, კარგი რჩევაა, მეც დავიმახსოვრებ და ბევრსაც გამოადგება smile.gif
მადლობა smile.gif

Posted by: tavadze 2 Nov 2014, 23:25
guruliqali
QUOTE
მ მწვანილის და ზეთის მასას ზემოდან ვამატებთ?

კი, ზემოდან უნდა დაასხა.
დაგერეკა ჩემტვის და გეტყოდი. biggrin.gif
QUOTE
და მწვანილების და ნივრების დამატება, ასევე ზეთით დაფარვა სტერილიზაციის მერე უნდა?

მწვანილი და ნიორი ფენა-ფენად უნდა დააყარო, როცა ჭურჭელში დებ, ზეთის ნარცენი კი ქილებში ჩადების მერე უნდა დაასხა.

Posted by: popins 3 Nov 2014, 11:36
elchi


თავისუფლებაზე უნივერმაღის სასადილოში იყო ხოლმე ხუთშაბათობით თევზის დღე.
თევზის კატლეტები იჩითებოდა))
დედას ვეხვეწებოდი და მივყავდი ხოლმე
))
რა გამახსენე))

Posted by: ^Nos_ka 3 Nov 2014, 13:55
MasterJC
QUOTE
ხოდა რა მინდა გთხოვოთ

QUOTE
ლამაზად გაფორმება როგორ მოვახერხო?

ბრინჯი მოხარშე გახეხილ სტაFილოსთან ერთად, უFრო სწორად ბრინჯი დამთავრებისკენ რომ წავა, მაშინ

დაამატე გახეხილი სტაFილო, საFქვავში ცოტა მსხვილად დაFქული (თუ დაFქვილი, რავიცი biggrin.gif) შავი წიწაკა, Curry სანელებელი
და შემოუდე თეFშზე მაგ ნაჭერს, მოასხი უკვე გადმოღებულ ბრინჯს ცოოტა სოიოს სოუსი.
რაც შეეხება თევზე, ქვაბში თევზთან ერთად ან ცალკე ღუმელში შეგიძლია გამოაცხო ბოსტნეული: ძაFებად დაჭრილი სტაFილო,ბულგარული.
რომ გამზადდება, გადაალაგე თევზის ნაჭერს, მოაყარე ქინძის Fოთლები და გვერდზე ლიმონის ნაჭერი მიუდე. თევზი შეგიძლია დადო მწვანე სალათის Fურცლებზე, ან Feldsalat ჰქვია გერმანულად, რუსულად არ ვიცი, ეგენი დაყარო და ზევიდან თევზის ნაჭერი დაადო.
მეორე ვარიანტია კარტოFილით, ბრინჯის მაგივრად: მოხარშე კანგაცლილი (მე კანიანად მეგემრიელება) კარტოFილი, მოხარშული
4ად გაჭერი, მოასხი ცოტა ლიმონის წვენი და წვრილად დაჭრილი კამა მოაყარე, შეგიძლია ღუმელში შპარგელი მოამზადო,
ქართულად მგონი სატაცურია, რუსულად პარჟა. წაუსვი ზეითუნის ზეთი და შეაწყვე ღუმელში 5დან 8 წუთამდე. თევზი იგივენაირად.

Posted by: elchi 3 Nov 2014, 16:00
QUOTE (popins @ 3 Nov 2014, 11:36 )
elchi


თავისუფლებაზე უნივერმაღის სასადილოში იყო ხოლმე ხუთშაბათობით თევზის დღე.
თევზის კატლეტები იჩითებოდა))
დედას ვეხვეწებოდი და მივყავდი ხოლმე
))
რა გამახსენე))

ვაიმე, მეც, ბავშვობაში მამაჩემს ტვინს ვუხვრიტავდი თევზის კატლეტებზე წამიყვანეთქო.

მერე სასმელებს ვაბარებდი მაგ სასადილოში.

ყველა მიცნობდა.

დავუდგავდი რამოდენიმე ბოთლ შამპანურს მუქთად და მეთქი თევზის კატლეტები გამოუშვით.. lol.gif

Posted by: MasterJC 3 Nov 2014, 16:12
QUOTE (^Nos_ka @ 3 Nov 2014, 13:55 )
MasterJC
QUOTE
ხოდა რა მინდა გთხოვოთ

QUOTE
ლამაზად გაფორმება როგორ მოვახერხო?

ბრინჯი მოხარშე გახეხილ სტაFილოსთან ერთად, უFრო სწორად ბრინჯი დამთავრებისკენ რომ წავა, მაშინ

დაამატე გახეხილი სტაFილო, საFქვავში ცოტა მსხვილად დაFქული (თუ დაFქვილი, რავიცი biggrin.gif) შავი წიწაკა, Curry სანელებელი
და შემოუდე თეFშზე მაგ ნაჭერს, მოასხი უკვე გადმოღებულ ბრინჯს ცოოტა სოიოს სოუსი.
რაც შეეხება თევზე, ქვაბში თევზთან ერთად ან ცალკე ღუმელში შეგიძლია გამოაცხო ბოსტნეული: ძაFებად დაჭრილი სტაFილო,ბულგარული.
რომ გამზადდება, გადაალაგე თევზის ნაჭერს, მოაყარე ქინძის Fოთლები და გვერდზე ლიმონის ნაჭერი მიუდე. თევზი შეგიძლია დადო მწვანე სალათის Fურცლებზე, ან Feldsalat ჰქვია გერმანულად, რუსულად არ ვიცი, ეგენი დაყარო და ზევიდან თევზის ნაჭერი დაადო.
მეორე ვარიანტია კარტოFილით, ბრინჯის მაგივრად: მოხარშე კანგაცლილი (მე კანიანად მეგემრიელება) კარტოFილი, მოხარშული
4ად გაჭერი, მოასხი ცოტა ლიმონის წვენი და წვრილად დაჭრილი კამა მოაყარე, შეგიძლია ღუმელში შპარგელი მოამზადო,
ქართულად მგონი სატაცურია, რუსულად პარჟა. წაუსვი ზეითუნის ზეთი და შეაწყვე ღუმელში 5დან 8 წუთამდე. თევზი იგივენაირად.

^Nos_ka
დიდი მადლობა
QUOTE
Curry

ეს რა სანელებელია? smile.gif
ლიმნის ნაჭერი როგორ დამავიწყდა. ბროწეულის საწებელი არა ამქვს, მგრმა ამრცვლები ვიფიქრე და ეგეც დამავიწყდა დამეყარა


შემდეგზე ვცადო აბა smile.gif
up.gif

Posted by: თბილი_სი 3 Nov 2014, 19:45
ჩემო საყვარელო კულინარებო!
მოგმართავთ თხოვნით, მასწავლოთ პელმენის ელასტიური ცომის გაკეთება, რომ არ გაიხეს არც კეთების დროს და არც მერე. ოჯახში გვინდა გავაკეთოთ 3.5 კგ ხორცის პელმენი ჩვენთვის და გავყინოთ.
რეცეპტი მინდა სასწრაფოდ, თუ იცით კარგი ცომი, არ დაიზაროთ! წინასწარ დიდი მადლობა! love.gif

Posted by: elchi 3 Nov 2014, 19:51
თბილი_სი

ვაჰ, ჩემი ქალაქელი ყოფილხარ.


გაყინული ცომები რომ იყიდება, ის აიღე, ჩადე ღრმა ჯამში და სითბოში დადე გადახურული, სანამ გაფუვდება ფარში მოამზადე.
თუ თავად მოზილავ ცომს დროჟის გარეშე, უკეთესი იქნება.
როგორც ხინკალის ფარში კეთდება, ისე გააკეთე, ოღონდ ნაკლები მწვანილები უქენი.
თუ პელმენის ფორმებს იშოვი, ძალიან გაგიადვილდება გაკეთება.

ჰო, არაჟანი და არაყი არ დაგავიწყდეს.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: თბილი_სი 3 Nov 2014, 20:47
elchi
დიდი მადლობა, მარა გაყინული არაფერი მინდა, ის მითხარი რა პროპორციით უნდა მოვზილო კარგი ცომი : ))

კი, ფორმებით ვაკეთებთ.

გოგოებო, თქვენც დამიწერეთ, პელმენებში ვინც ხართ დასპეციალებული : )))

Posted by: taktakuna 3 Nov 2014, 20:51
გუშინ კომბოსტოს ტოლმა, კომბოსტოს ღვეზელები და დღეს ორაგული შევწვი პიურესთან ერთად. სურათები ვერ ავტვირთე ტელეფონიდან sad.gif

Posted by: elchi 3 Nov 2014, 21:27
თბილი_სი

ხარისხიანი ფქვილი აიღე, თეთრი აუცილებლად.

არავითარი კვერცხი და წებო კიდევ.

მარილი გემოვნებით უქენი და ბევრი უნდა ზილო ძმაო.

ისეთ კონდიციამდე, თითს რომ დააჭერ გუნდას, მინიმუმ ნახევარზე უკან უნდა ამოვიდეს თითის დაჭერილი.

დაახლოებით 50-ჯერ თუ გადაკეცე და გააბრტყელე, ჩათვალე რომ იდეალური ცომი გაქვს.



Posted by: თბილი_სი 4 Nov 2014, 11:23
elchi
ვახ კაცო, რამდენი ფქვილი და წყალი უნდა ის მაინტერესებს ზუსტად : )))))) 3.5 კგ ხორცზე.

Posted by: elchi 4 Nov 2014, 11:43
რას ამბობ დალოცვილო, 3,5კგ ხორციდან დიდძალი პელმენი გამოგივა.

დაახლოებით 5კგ ფქვილი აიღე და თვითონ მიხვდები რა რაოდენობის წყალი დაგჭირდება, იმ კონდიციამდე რომ მიიყვანო ცომი, რაც ზემოთ დავწერე.

დახმარება დაგჭირდება ძმაო, მაგდენს მარტო ვერ გაქაჩავ.

მინიმუმ 400 ცალი გამოგივა ჩემნაირი "ფორმები" თუ გაქვს.

მაგ რაოდენობის ხორცისთვის მოგიწევს ინგრედიენტების დამატება და 4 კგ-ზე ზემოთ ახვალ მხოლოდ ფარშით.

პ.ს. რავი აბა, აიღე 6კგ ფქვილი.

Posted by: თბილი_სი 4 Nov 2014, 14:47
3 კილო ფქვილი ეყოფაო წეღან მითხრეს.
კვერცხიც უნდაო და ნელთბილ წყალში მოზილე ცომიო, მწიკვი მარილიც დაამატეო.
წყალი 4 ჭიქაო/

Posted by: 88888 4 Nov 2014, 16:00
თბილი_სი
მართალს გეუბნებაelchi
არ ეყოფა 3 კილო ფქვილი.

მოკლედ, 6 კგ ფქვილს გაუკეთე 6ჩ.კ. მარილი, 6-7 ჩ.ჭ ნელთბილი წყალი.
ცომის სისქე თავად უნდა არეგულირო. თუ შეატყვე რომ არ ყოფნის დაამატე წყალი.
ცომი რომ შეიკვრება მყარ, სამზარეულოს ზედაპირზე გადმოიტანე და დიდხანს ზილე. მე ოდნავ ზეთიანი ხელებით ვზელ
საბოლოოდ ცომს ზეთიანის არაფერი ეტყობა და ამავე დროს გლუვი და ელასტიური ზედაპირი აქვს.

პ.ს. 6 კგს ერტად მოზელა გაგიჭირდება თუ ქალი ხარ.
ამიტომ ჯობს ორ ნაწილად მოზილო.

Posted by: თბილი_სი 4 Nov 2014, 19:59
88888
ქალი ამას ვერ მოზელს, მე მაზელინებენ : )) დიდი მადლობა smile.gif

Posted by: elchi 4 Nov 2014, 20:07
თბილი_სი

ცომი თუ დაგრჩება, რძიან ნიორწყალში მოხარშე.
წვრილად დაჭერი ზოლებათ და არაჟანთან ეგეც მაგრა მიდის.

Posted by: aks75 4 Nov 2014, 21:35
死海.
რა კორექტივებს?
------------------------------------------

Posted by: popins 5 Nov 2014, 00:25
დღეს წითელი ფხალი გავაკეთე

ნიგოზში ჩავზილე კაქათ

დავშოკე ხალხი
რამეთუ ამ დალოცვილ მიწაზე ჭარხლის ფოთოლს არ იყენებდნენ საკვებად.

აქომამდე
ანუ ჩემამდე
)
წამში შეიჭამა რის სურათი რა სურათი

ვინ მაცალა


Posted by: წუ-წუნა 5 Nov 2014, 01:49
უფ, რამდენი ხანია აქ არ შემომიხედავს.....მომენატრეთ biggrin.gif

დღეს თევზი მოვამზადე თეთრ ღვინოში და მომეწონა.....იქნებ თქვენც მოგეწონოთ, მოსამზადებლად არაა რთული
ესეც თევზი....თუმცა სახელი არ ვიცი რა ქვია biggrin.gif
user posted image
შევკმაზე პომიდვრით ზეთის ხილით ორიგამოთი და ნიახურით .....თეთრი ღVინო და ზეთი აუცილებლად
user posted image
ღუმელში 180 გრადზე ნახევარი საათით შედგით და........აი შედეგიც
user posted image

კიდევ რისოტტო მოვამზადე გოგრით....რეცეპტი თU გინდოდეთ არ მოგერიდოთ biggrin.gif
ეს ინგრედიენტები
user posted image
ესეც მზა
user posted image

ესეც ჩემი სულგუნიანი საფირმო მწვადი....დღევანდელი არაა მაგრამ ............
user posted image

Posted by: TT-KK 5 Nov 2014, 02:25
წუ-წუნა
შენ ხომ იტალიაში ხარ და სულგუნს სად შოულობ?
მწვადი ძალიან მიმზიდველია,სხვებიც.
თბილი_სი
ჩემი გამოცდილებით 3,5 კგ ხორცისთვის ცომს დაჭირდება 3,5 კგ ფქვილი+1,7 ლიტრი ნელთბილი წყალი და 1,5 სუფრის კოვზი მარილი.

Posted by: თბილი_სი 5 Nov 2014, 04:03
elchi
QUOTE
ცომი თუ დაგრჩება, რძიან ნიორწყალში მოხარშე.


დამრჩება ალბათ ნახევარი : ))))))
ეგეც კაი რამე იქნება.
TT-KK
QUOTE
ჩემი გამოცდილებით 3,5 კგ ხორცისთვის ცომს დაჭირდება 3,5 კგ ფქვილი+1,7 ლიტრი ნელთბილი წყალი და 1,5 სუფრის კოვზი მარილი.

აი მეც მასი ვფიქრობ, რას ნეტში რეცეპტები ვნახე, იმის მიხედვით. გმადლობ : )

Posted by: elchi 6 Nov 2014, 13:53
წუ-წუნა

ლოქოს ჰგავს მაგრად, თუ ბევრი ფხები არ ჰქონდა, ასიანო ლოქოა.

Posted by: tavadze 6 Nov 2014, 14:07
elchi
QUOTE
ცომი თუ დაგრჩება, რძიან ნიორწყალში მოხარშე.
წვრილად დაჭერი ზოლებათ და არაჟანთან ეგეც მაგრა მიდის.

ატრია?
popins
QUOTE
დავშოკე ხალხი
რამეთუ ამ დალოცვილ მიწაზე ჭარხლის ფოთოლს არ იყენებდნენ საკვებად.

სად ხარ ასეთ ადგილას, სადაა ეგ დალოცვილი მიწა?
წუ-წუნა - რა მაგარი რამეებია! up.gif
ბუთქუნა ეპოტინება უკვე მწვადს? 2kiss.gif

Posted by: guruliqali 6 Nov 2014, 14:54
nia4u
ვნახე წიწაკის კონსერვის რეცეპტი, დიდი მადლობა, ძალიან კარგად გიწერია up.gif
tavadze
აწი შენ დაგირეკავ ხოლმე smile.gif

დღეს გუფთის ბურთულები გავაკეთე (ცალკე მოვხარშე) და მერე პომიდვრიან სოუსში ჩავდე. გემრიელი და ლამაზი გამოვიდა.

წუ-წუნა
როგორც ყოველთვის, გემრიელი ნახელავია, დესერტსაც გააკეთებდი up.gif

* * *
...შარშანდელი დეკემბრის თემას გადავხედე და ვისიამოვნე, მილენას ხრაშუნები და სხვა ათასნაირი გემრიელი რამე-რუმეები love.gif რა კარგი პერიოდი მოდის, ბარბარობა, ახალი წელი, შობა, ხრაშუნები, საშობაო სახლები, დარიჩინის სუნები სახლებში და სადარბაზოებში love.gif love.gif

Posted by: popins 6 Nov 2014, 16:01
tavadze

Mოცარტის და ჰიტლერის სამშობლოში ირაკლიიი

შენი აჯიკის რეცეპტი კი დამჭირდება ისე აქ
მარა ნიორია რაღაც სხვანაირი

Gემო ნეტუ გემო

Posted by: nia4u 6 Nov 2014, 16:24
guruliqali
2kiss.gif
როგროი გამოგივიდა? smile.gif
QUOTE
...შარშანდელი დეკემბრის თემას გადავხედე და ვისიამოვნე, მილენას ხრაშუნები და სხვა ათასნაირი გემრიელი რამე-რუმეები 
რა კარგი პერიოდი მოდის, ბარბარობა, ახალი წელი, შობა, ხრაშუნები, საშობაო სახლები, დარიჩინის სუნები სახლებში და სადარბაზოებში

მეც მიყვარს, რომანტიკულ განწყობაზე მაყენებს... love.gif
მილენას ფოტოები საშობაო ღია ბარათებად გამოდგება...იმედია, წელსაც არ მოგვაკლებს სიამოვნებას... smile.gif

Posted by: aks75 6 Nov 2014, 16:30
ტორტის ბისკვიტი

http://youtu.be/hWGinGjR4Lo

http://youtu.be/hWGinGjR4Lo

Posted by: stasia 6 Nov 2014, 20:31
ვანილის ექსტრაქტი სად ვიყიდო??????


ლუტა დავკარგეთ? spy.gif

Posted by: Charles_Martel 6 Nov 2014, 22:20
elchi
QUOTE
ლოქოს ჰგავს მაგრად, თუ  ბევრი ფხები არ ჰქონდა, ასიანო ლოქოა.

რავი, ლოქო უფრო თეთრი არ არის ?


Posted by: tavadze 6 Nov 2014, 22:21
popins
QUOTE
Mოცარტის და ჰიტლერის სამშობლოში ირაკლიიი

ვაუუუუუ - წახვედი, პოპინს? ძალიან კარგია - წარმატებებს, გაძლებას და წინსვლას გისურვებ უცხო მიწაზე.
მიზანდასახული გოგო ხარ - ბევრი იწვალე, მაგრამ მაინც მიაღწიე საწადელს.
აჯიკის რეცეპტი მითხარი, რა რჯულის გინდა დაგიბმულავ ეგრევე, მაგრამ მანდ არა მარტო ნიორი, წიწაკაც არ იქნება გემრიელი. no.gif
პ.ს. გეგუნას მოკითხვა. ფეხბურთის მასტერკლასი ჩაუტაროს პატარა ფრიცებს. biggrin.gif
guruliqali
QUOTE
tavadze
აწი შენ დაგირეკავ ხოლმე

მზად ვართ შრომისა და თავდაცვისათვის! biggrin.gif
stasia
QUOTE
ლუტა დავკარგეთ?

იმედია, გვინახულებს და გაალამაზებს აქაურობას.

Posted by: 死海. 7 Nov 2014, 00:48
aks75
კარგი ბისკვიტია up.gif ასე თანაბარი არ გამომმდის ხოლმე არასდროს. თუ დავაპირე გაკეთება ამ რეცეპტით ვიხელმძღვანელებ, იმედია გამომივა.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: elchi 7 Nov 2014, 08:41
tavadze

კი, ატრია ჰქვია თავადო მაგ ცომეულს.

Charles_Martel

ეგ არ არის დიდი ლოქო, თანაც მოუმზადებელზე მასეთი ფერია, მოხარშვის შემდეგ იღებს მოთეთრო ფერს. მერე ღიავდება.



პ.ს. აქვე შეკითხვა მაქვს, არხის კატა-ლოქო/ CHANNEL CATFISH/ იყიდება საქართველოში?

Posted by: popins 7 Nov 2014, 09:13
tavadze


ირაკლი <3

გახსომს ჩვენი პირველი გასვლა? 8 წელი გავიდა
მთელი რვა წელი
))
ჰო აჯიკა რამე უნედლმწვანილო
მწვანილი ნედლი ძვირია ნამეტნავად.

Posted by: tavadze 7 Nov 2014, 10:06
popins
QUOTE
ირაკლი <3

გახსომს ჩვენი პირველი გასვლა? 8 წელი გავიდა
მთელი რვა წელი

როგორ არ მახსოვს - ავენისი. დეკემბერი იყო, თბილი, მზიანი დღე, კარგი გასვლა გამოვიდა - მწვადები და რამე.
უმწვანილო აჯიკა... ნეტავ, ადრე მოგეწერა, როცა პომიდვრის სეზონი იყო... მაინც დაგიწერ ორიოდე რეცეპტს.

5 კილოგრამი პომიდორი, 2 კილო ბულგარული, 1 კილო მწარე წიწაკა და 0.5 კგ ნიორი გაატარე, აურიე ერთმანეთში და დაამატაე 0.5 ლიტრა ძმარი და მარილი გემოვნებით. ეს მასა უნდა დადგა ემალის ჭურჭელით და ურიო, ვიდრე არ დაიდუღებს. იოლი გასაკეტებელია (მით უფრო, ხორცის მანქანა თუ გაქვს - ნახევარ საათში გაატარებ), ოღონდ ახლა სიცივეეებია (თან - მაქეთ) და დადუღება გაუჭირდება. თხელი კონსტიტენციისა გამოდის, გურულიქალი საწებელს ეძახის და არა აჯიკას. biggrin.gif

აფხაზური აჯიკა აუაუ-სგან
პ.ს. ამ დანარჩენებს ლათინური შრიფტით გადმოიტანს და ბოდიში (((
ინგრედიენტები
1კგ წითელი მწარე წიწაკა (მომჭკნარი და არა გამხმარი)
400-500გ ნიორი
200გ უცხო სუნელი
150გ ხმელი ქინძი
50გ ხმელი ქონდარი
1ჩ/ჭიქა ნედლი ქინძის წვენი (დაბლენდერებულიც გამოდგება)
1/2 ჭიქა ძმარი
მარილი

მომზადების წესი
წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში დავუმატოთ გატარებული ნიორი და დანარჩენი ინგრედიენტები. მარილი იმდენია საჭირო, რომ ჩვეულებრივზე ცოტა მეტი იყოს, ანუ ოდნავ მომლაშო. თასზე გავაჩეროთ 24 საათი, თან ვურიოთ. შემდეგ ჩავტენოთ ქილებში.
ამ მასას შეგვიძლია დავუმატოთ გატარებული 200გ ნიგოზი.

ესეც უმწვანილო რეცეპტია მია-ნანოსგან, ოღონდ მე არ გამიკეთებია.

5kg wiTeli bulgaruli wiwaka
1kg mware wiTeli wiwaka
400gr gatarebuli nigozi
3 Tavi niori
1 s.k. ucxo suneli
1 s.k. qinZi
3 C. Wiqa zeTi.
wiwakebi gavaSroT da Tesli gamovacaloT, gavataroT manqanaSi. avaduRoT zeTi. CavyaroT wiwakis masa da vaduRoT 40-50 wT-T dabal cecxlze, Semdeg CavamatoT nigozi, sunelebi da marili, 20 wuTis Semdeg ki niori, vaduRoT kidev 40 wuTiT dabal cecxlze. gamorTvis Semdeg SevurioT aspirini. davfqvaT 5-6 abi aspirini gavxsnaT cota ajikaSi kargaT da Semdeg mTlian masaSi, cxelive CavasxaT xraxnilian qilebSi

არც ამას არ უნდა მწვანილები, ოღონდ ამ რეცეპტს ცოტა კაკალს თუ დაამატებ, მაგარი გამოდის - პლასტელინივით, ხოლო ცოტა ბულგარულსაც თუ დაამატებ, შედარებით თხელია, მაგრამ დადუღება უჭირს. თან ხარჩოს სუნელიც არაა აუცილებელი, ისეც კარგი გამოდის.
zeTiani ajika - vomanli

5 კგ ბულგარული წითელი, 1 კგ. მწარე წითელი წიწაკა. 1 ლ. ზეთი და 800 გრამი ტომატი. ნახევარი კგ. ნიორი და ხარჩოს სუნელი 1 ჭიქა. მარილი გემოვნებით.
ჯერ ტომატს და ზეთს აურევთ ერთმანეთს და და წამოვადუღებთ და გავაცივებთ. დანარჩენ მასალას გავატარებთ და გაცივებულ ზეთ-ტომატ ნარევში ავურევთ. ეს მასა 3 დღე უნდა იდოს ემალის ჭურჭელში და დროდადრო ურიეთ.

ცოტა ქინძს თუ მოიმეტებ, ესეც მაგარი რეცეპტია...
აჯიკა ზეთში - macaco-fast65
4 კგ.ბულგარული წითელი წიწაკა
1,500 წითელი მწარე წიწაკა
300 გრამი ნიორი
500 გრამი მწვანე ქინძი
4ჭიქაზეთი
3-4 ჭიქა ძმარი
სუნელები:უცხო სუნელი, ქინძი
მარილი გემოვნებით.
ამას ყველაფერს აურევ ერთმანეთში და ნახევარი საათი ადუღებ.
შემდეგ ჩაასხამ ბანკებში და შეინახავ .

პ.ს. გემრიელად მიირთვი. დიდი ხანია, რაც წახვედი?

Posted by: forever`s_NEVER 7 Nov 2014, 10:10
ფლოვი გავაკეთე ტაჯიკური რეცეპტითი. ქათმის ხორცით. ზომიერად მიხაკი, კვლიავი და კოწახურით.

ჰოდა რა მინდა გთხოვოთ,

არომატული კომშის მურაბის რეცეპტი. ლომნით, ფორთოხლით, დარიჩინით. მომწერეთ smile.gif

Posted by: tavadze 7 Nov 2014, 10:31
ვახ, ვახ, ვახ - მოკლედ, ამ დილით კარაველების შემოსევაა თემაში. biggrin.gif
forever`s_NEVER
QUOTE
ჰოდა რა მინდა გთხოვოთ,

არომატული კომშის მურაბის რეცეპტი. ლომნით, ფორთოხლით, დარიჩინით. მომწერეთ

ერთი ეს - http://forum.ge/?f=82&showtopic=33697964&st=1215
შემდეგი:
http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=540&#entry1619444
აჰა, ესეც - 2007 წლის 1 ოქტომბერს გიკითხავს იგივე და ბეკოს უსწავლებია. biggrin.gif
http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=45&#entry6832034
გემრიელად მიირთვი.

Posted by: popins 7 Nov 2014, 11:31
tavadze
2 თვე ხდება 11 ში ეხლა))

დანქე

მოკლედ გადავიწერ ეხლა მაგას მერე ვთარგმნი.მერე დავთვლი

შტო პაჩომ

მერე შედეგებს მოგხსენებ




ხო რო არ გავაოფო

ამ დილით გავაკეთე სალათა

1.ბრიუსელის კომბოსტო,
2.ბულგარული წიწაკა,
3.იოგურტი (მაწონივით პაჩწი)
4.ნივრის ფხვნილი
5.გოგრის ზეთი
6.მარილი პაწა
7.შავი წიწკა.
8.იფ იფ
9.ვის ვაკოცო?
10.)))

Posted by: Charles_Martel 7 Nov 2014, 12:04
elchi
QUOTE
ეგ არ არის დიდი ლოქო, თანაც მოუმზადებელზე მასეთი ფერია, მოხარშვის შემდეგ იღებს  მოთეთრო ფერს. მერე ღიავდება.

up.gif

Posted by: forever`s_NEVER 7 Nov 2014, 14:22
tavadze
ჰაჰა, ბეკოს მოუწერია 2007-ში. ესეიგი მეც შვიდი წელია კომში არ გამიკეთებია. ამას გავაკეთებ აუცილებლად.
მადლობა დიდი smile.gif

Posted by: Négrier 7 Nov 2014, 15:32
რიზოტო კარბონარა, ბევრი შავი პილპილით

Posted by: nia4u 8 Nov 2014, 11:45
forever`s_NEVER
QUOTE
შვიდი წელია კომში არ გამიკეთებია.

http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&id=1960&catid=70&Itemid=181
შემხვდა და ისეთი ლამაზი იყო, არ შემეძლო, არ წამომეღო smile.gif

Posted by: tamunia891 8 Nov 2014, 20:37
http://www.radikal.ru

Chemi xinklunebi.

Posted by: forever`s_NEVER 10 Nov 2014, 12:46
nia4u
სუპერ! მადლობა.

Posted by: aks75 10 Nov 2014, 19:04
უგემრიელესი ვაშლის მობრაწულა

http://mzareuli.info/index.php?cat=7&show_id=352

http://mzareuli.info/index.php?cat=7&show_id=352

Posted by: ravi_shen 10 Nov 2014, 22:02
მოკლედ ხალხნო და ჯაამაათნო შემოგიერთდით მთელი სულით და გულით,
ჩემმი საფირმო კერძით ვხსნი , ჩემს აქ შემოსვლას, კეთილი იყოს ჩემი ფეხი biggrin.gif
http://www.radikal.ru
http://buzzmedia.ge/stealoza/

Posted by: MasterJC 10 Nov 2014, 23:32
QUOTE (ravi_shen @ 10 Nov 2014, 22:02 )
მოკლედ ხალხნო და ჯაამაათნო შემოგიერთდით მთელი სულით და გულით,
ჩემმი საფირმო კერძით ვხსნი , ჩემს აქ შემოსვლას, კეთილი იყოს ჩემი ფეხი biggrin.gif
http://www.radikal.ru
http://buzzmedia.ge/stealoza/

ველქამ
2kiss.gif



გემრიელია? smile.gif

Posted by: Brosnan 11 Nov 2014, 15:39
ravi_shen
ეგ სადაური რეცეპტია ?

სტეალოზა არ გამიგია ჯერ არსად smile.gif

Posted by: CortinaDAmpezzo 11 Nov 2014, 16:03
რა და, აი შენ გაკეთებულ საჭმელს რო ვერ ჭამ, ამ დროს უმეტესობას მოწონს, ეგეთი რამე თქვენც გაქვთ?!

Posted by: Brosnan 11 Nov 2014, 17:04
CortinaDAmpezzo
QUOTE
რა და, აი შენ გაკეთებულ საჭმელს რო ვერ ჭამ, ამ დროს უმეტესობას მოწონს, ეგეთი რამე თქვენც გაქვთ?!

არა, მაგრამ სხვებს უფრო მოწონთ ვიდრე მე

ხანდახან მგონია ზრდილობის გულისთვის ამბობენ

Posted by: Besa 11 Nov 2014, 18:17
ჯიხვი შევსწვი, ნუ ცოტაც დავსწვი
სოიოს სოუსით
იფ

Posted by: Brosnan 11 Nov 2014, 18:21
Besa
QUOTE
ჯიხვი შევსწვი

რქები სადაა?

Posted by: Besa 11 Nov 2014, 18:39
QUOTE
რქები სადაა?

რქები წავამტვრიე არყითვინა


Posted by: Brosnan 11 Nov 2014, 19:16
Besa
QUOTE
რქები წავამტვრიე არყითვინა

კაია ფრთები რომ დაუტოვე

Posted by: nadiri 11 Nov 2014, 20:57
Besa
იხვის ხარჩო მიყვარს მე
შემწვარი იხვიც კარგია

Posted by: Brosnan 11 Nov 2014, 21:29
nadiri
QUOTE
იხვის ხარჩო მიყვარს მე
შემწვარი იხვიც კარგია

ფლავიც up.gif

Posted by: taktakuna 12 Nov 2014, 08:53
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: merciamercia 13 Nov 2014, 22:39
გუშინ გავაკეთე ოსტრი, აქ დადებული რეცეპტით, ცოტა შევცვალე რაღაცეები, მაგრამ უგემრიელესი გამოვიდა ^_^
ხვალ ვგეგმავ ლობიოს, მჭადებთან და წნილთან ერთად...
სტანდარტული რეცეპტი ვიცი, მაგრამ რამე კარგი და განსაკუთრებული რეცეპტი თუ იცით ლობიოსი დაწერეთ, ან რამე სუნელს ხომ არ უშვებით დამატებით?

Posted by: nadya-nadya 13 Nov 2014, 23:30
merciamercia
გამარჯობა, მე გთავაზობ ლობიოს მეგრულად:
ლობიოს ხარშვისას (ბოლოსკენ) ჩაამატებ რამდენიმე ცალ ტყემალს ან პომიდორს (საშუალო ზომის 1-2ც) და თუ სურვილი გაქვს, მწვანე ან წითელ წიწაკას მთლიანად გემოვნებით (მერე ამოიღებ მოხარშულს) . ლობიო რომ მოიხარშება ჩაუმატებ წვრილად დაჭრილს ხახვს, ხახვიც რომ ჩარბილდება, ამოლესავ კარგად (მშვენივრად აკეთებს ხელის ბლენდერი) და ჩაამატებ წინასწარ დაჭრილ მწვანილს შემდეგი პროპორციით : ბლომად ახალი ქინძი (სასურველია აყვავებული), ქინძის ნახევარი ოხრახუში, ოხრახუშის ნახევარზე ცოტათი მეტი ნიახური და ნიორი. თუ გაქვს, რამდენიმე პრასის ფოთოლი და რაც მთავარია, ხმელი ჟაშკვლავი -გემოვნებით (0,5-1,ჩ.კ. ლობიოს რაოდენობის მიხედვით - ეს აძლევს მეგრულ ლობიოს სასწაულ გემოს) ერთად ამოურევ, ერთს წამოადუღებ და მზადაა, ბოლოს უზამ მარილს,
პ.ს. წიწაკის და ტყემლის ორი ვარიანტია-ან თავშივე ახარშავ, ან ბოლოს მწვანილებთან ერთად (მაშინ ტყემლის საწებელი უნდა გამოიყენო -1-ს/კ საკმარისია სრულებით.
აი ასეთია კლასიკური მეგრული ლობიო- არაჩვეულებრივად არომატული, ზედმეტი ცხიმების და კალორიების გარეშე -დახატავს მჭადს და წნილს!

პ.ს. ბედის ირონია მეტი რა გინდა? ერთადერთი კერძი, რომელიც არასდროს მომენატრება ლობიოა და მაინცამაინც ამ კერძით მომიწია შემოსვლა!

Posted by: merciamercia 14 Nov 2014, 01:21
nadya-nadya
QUOTE
გამარჯობა, მე გთავაზობ ლობიოს მეგრულად: ლობიოს ხარშვისას (ბოლოსკენ) ჩაამატებ რამდენიმე ცალ ტყემალს ან პომიდორს (საშუალო ზომის 1-2ც) და თუ სურვილი გაქვს, მწვანე ან წითელ წიწაკას მთლიანად გემოვნებით (მერე ამოიღებ მოხარშულს)  .  ლობიო რომ მოიხარშება ჩაუმატებ წვრილად დაჭრილს ხახვს, ხახვიც რომ ჩარბილდება, ამოლესავ კარგად (მშვენივრად აკეთებს ხელის ბლენდერი) და ჩაამატებ წინასწარ დაჭრილ მწვანილს შემდეგი პროპორციით : ბლომად ახალი ქინძი (სასურველია აყვავებული), ქინძის ნახევარი ოხრახუში, ოხრახუშის ნახევარზე ცოტათი მეტი ნიახური და  ნიორი. თუ გაქვს, რამდენიმე პრასის ფოთოლი და რაც მთავარია,  ხმელი ჟაშკვლავი -გემოვნებით (0,5-1,ჩ.კ. ლობიოს რაოდენობის მიხედვით - ეს აძლევს მეგრულ ლობიოს სასწაულ გემოს) ერთად ამოურევ, ერთს წამოადუღებ და მზადაა, ბოლოს უზამ მარილს, პ.ს. წიწაკის და ტყემლის ორი ვარიანტია-ან თავშივე ახარშავ, ან ბოლოს მწვანილებთან ერთად (მაშინ ტყემლის საწებელი უნდა გამოიყენო -1-ს/კ საკმარისია სრულებით. აი ასეთია კლასიკური მეგრული ლობიო- არაჩვეულებრივად არომატული, ზედმეტი ცხიმების და კალორიების გარეშე -დახატავს მჭადს და წნილს!

დიდი მადლობა, ისე დედაც მეგრელია და ლობიოს უკეთებდა პამიდორს biggrin.gif
მაგრამ ეს
QUOTE
ხმელი ჟაშკვლავი

პირველად გავიგე biggrin.gif იმედია ვიყიდი ხვალ, მდალობა კიდევ ერთXელ 2kiss.gif

Posted by: Brosnan 14 Nov 2014, 02:10
იფ რა კარგად აღწერა მეგრული ლობიო


მომინდა ამ შუაღამეზე

Posted by: taktakuna 14 Nov 2014, 09:20
http://www.radikal.ru

Posted by: 88888 14 Nov 2014, 10:44
nadya-nadya
ზუსტად ამ რეცეპტით ვაკეთებ მეც მაგრამ
QUOTE
ჟაშკვლავი
არ ვიცი რა არის)))
არც მეგრელებისგან გამიგია არასდროს.

Posted by: elchi 14 Nov 2014, 12:00
QUOTE (Brosnan @ 11 Nov 2014, 18:21 )
Besa
QUOTE
ჯიხვი შევსწვი

რქები სადაა?

ჯიხვი კი არა, იხვი-კვატია ბიჯო. lol.gif lol.gif

ჯიხვი წითელ წიგნშია შეტანელი, ისჯება დახვრეტა-ჩამოხჩობით. lol.gif

Posted by: CortinaDAmpezzo 14 Nov 2014, 13:12
merciamercia
QUOTE
ხვალ ვგეგმავ ლობიოს, მჭადებთან და წნილთან ერთად...


აუუუ, მომივიდა ნერწყვები

ხინკლის არ იყოს, გააბანძეს ამ საკაზმებით.
არ უნდა რა არც ლობიოს ეს ნაზიბროლობები!
რა პამიდორი, რა ტყემალი, რა ლორი, რა მიწის თხილი!
ტრადიციულ ამოზელილ წითელ ლობიოს რა ჯობია.
ზედ კაი წითელი კომბოსტოს და ნივრის მწნილი, გუდის ყველი, კაი კახური დედას პური, ულევად კაი საფერავი
ეეეეუუუფ
წევიდაა




Posted by: aninia 14 Nov 2014, 16:16
88888
QUOTE
ზუსტად ამ რეცეპტით ვაკეთებ მეც მაგრამ QUOTE
ჟაშკვლავი

არ ვიცი რა არის)))
არც მეგრელებისგან გამიგია არასდროს


დიდი ეჭვი მაქვს რომ საშკვლავზე არის საუბარი, აი მწვანე რეჰანს რომ წააგავს, იმ სანელებელის smile.gif ცხონებული, ჩემი მეგრელი ბიცოლა ლობიოში თუ იყენებდა არ მახსოვს და საერთოდ საშკვლავს რომ ხმარობდა სადილების კეთებისას და სასწაული გემრიელი ხელი ქონდა, ის კი მახსოვს!

Posted by: taktakuna 14 Nov 2014, 16:37
შაშკვლავი ქვია მაგ მწვანილს, რეჰანს გავს, მაგის ბიძაშვილია. გამოიყენება სალათებშიც, ლობიოს უხდება ძალიან.

Posted by: 88888 14 Nov 2014, 16:57
QUOTE
დიდი ეჭვი მაქვს რომ საშკვლავზე არის საუბარი, აი მწვანე რეჰანს რომ წააგავს, იმ სანელებელის

უი, მივხვდი რაც არის)))
ჩემები სამშურეს ეძახიან.

ხო, ეგ მართლა უხდება))))))))))))

aninia

Posted by: Brosnan 14 Nov 2014, 17:28
88888
QUOTE
არ ვიცი რა არის)))

ჟაშკვლავი, შაშკვლავი - ევროპულად ბაზილიკა

elchi
QUOTE
ჯიხვი კი არა, იხვი-კვატია ბიჯო.

გავეხუმრე biggrin.gif

ფრთიანმა ჯიხვმა გაასწორა

Posted by: nia4u 14 Nov 2014, 19:36
merciamercia
ლობიოოოოო მაგარია!
მოკლედ, აქ, ფორუმზე რაც ვისწავლე, (ლუტამ მასწავლა) არის ის, რომ ხარშვისას უნდა დაამატო ან ძმარი ან ლიმონის წვენი ან კვაწარახი,
სიმჟავის ზემოქმედებით ლობიო კარგავს "მბერავ" თვისებებს biggrin.gif
მე აუცილებლად, აი, ყოველმიზეზგარეშე, ვამატებ ქონდარს და პიტნას.
ასევე, სუნელებს - ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი...
ასევე ნიორს და ბლომად მწვანილს (რაც მეტი - მით უკეთესი) სულ ბოლოს, ჩავყრი, ამოვურევ და გამოვრთავ!
ხანდახან ნიახურსაც ვამატებ-ხოლმე, გააჩნია smile.gif
ასევე, აქ მასწავლეს, მგონი aninia-მ ბოლოს ესენციის დამატება, ოღონდ არ მიცდია ჯერ smile.gif
რა ვიცი, აბა....საერთოდ, ლობიო როგორც არ უნდა გააკეთო, მაინც გემრიელი გამოდის!
მთავარია, წყალწყალა არ იყოს და მარილი და წიწაკა არ ეკლდეს...
love.gif

Posted by: MasterJC 14 Nov 2014, 22:56
nia4u
მევიცოდი რო ადუღდებოდა წყალს უქცევდნენ და ახალი წყლით ადგავდნენ
და მბერავ თვისებებს ეგრე აკარგვინებდნენ

აუ ბებიაჩემის კვაწარახით გაკეთებულ ლობიოზე მთელს ოჯახს ეკეტება

მე ვერ დამაკარებინეს პირი ჯერ, მგონი ერთხელ გავსინჯე და მეტისმეტად მემჟავა
* * *
http://www.radikal.ru


ამას აუცილებლად გავაკეთებ smile.gif

ცომის იდეებს ველი თქვენგან smile.gif

Posted by: nadya-nadya 15 Nov 2014, 00:18
88888
დიახ შაშკვლავი ან ჟაშკვლავი, მეგრულად სამშურე ქვია (დაწერეს უკვე ზევით ) მთლად ბაზილიკი არ არის გემოთი და არც რეჰანია, თუმცა აშკარად მაგათი ბიძაშვილია, ჭყინტ ლობიოსაც ძალიან უხდება (ნიგვზით).
taktakuna მშვენივრად გამოიყურება შენი ლობიო , მჭადებიც დაგიბრაწავს, ყოჩაღ! იმედია მოგეწონა!
CortinaDAmpezzo
გემოვნებაზე რათქმაუნდა არ დაობენ და ყველა კუთხეს თავისი სამზარეულო აქვს და მოსწონს, ეს ცხადია. ამ გაგანია გლობალიზაციის ეპოქაში სხვადასხვა ქვეყნის, არამც-თუ კუთხის კულინარული რეცეპტები რომ ერთმანეთს ერწყმის, ესეც გასაგებია და კერძს ვისაც როგორ მოსწონს ისე შეანელებს, მაგრამ, ხომ არსებობს ძირითადი რეცეპტი ყველა კუთხეში თავისი ნიუანსებით. ხოდა იყოს დაცული ეს ძირითადი რეცეპტი და მერე ვისაც როგორც უნდა ისე შეკმაზოს. კერძოდ, მეგრული სამზარეულო , მეგრული კერძების საგემოვნო თვისებები, სანელებლების პროპორცია და მომზადების ტენოლოგია მკაცრად არის განსაზღვრული. მაგ. ქონდარი მეგრულ სამზარეულოში, პრაქტიკულად, მხოლოდ კუჭმაჭში გამოიყენება ( თორემ მე ლობიოშიც ვურევ კოხტად), ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, შეიქმნას ქართული სამზარეულოს ანთოლოგია , რომელიც შემოგვინახავს დღემდე მოღწეულ რეცეპტებს პირვანდელი სახით. აუუ, რამდენი ხანია ამის გაკეთება მინდა (ვიზამ პენსიაზე როცა გავალ smile.gif ) . მოკლედ, ეს იმას მოვაყოლე , რომ ეს იყო მეგრული ლიბიოს რეცეპტი, კახეთში სხვანაირად კეთდება ალბათ, ქართლში კიდევ სხვანაირად და ა. შ.
* * *
იქნებ მასწავლოთ სურათები როგორ ავტვირთო? გადავუღე იმ დღეს ჩემს ღომს შუაში ჩახრშული პიტნიანი ჭყინტი ყველის გუნდით, მაგრამ არაო, დიდიაო და არ აიტვირთა , დაპატარავებით კიდევ ვერ დავაპატარავე , არ მეყო კვალიფიკაციაsmile.gif ხოდა , მიშველეთ ახლა რამე

Posted by: Brosnan 15 Nov 2014, 01:32
nadya-nadya
QUOTE
იქნებ მასწავლოთ სურათები როგორ ავტვირთო?

ამ საიტით შეგიძლია

http://tinypic.com/

თუ დიდია 800-მდე დააპატარავე, არის ეგ ფუნქციაც

Posted by: _sofa_ 15 Nov 2014, 13:11
ბანანით, შოკოლადით, ყავით, ნიგვზებით....ნაღების და მოხარშული კრემი, შოკოლადის კრემი, ყავის კრემი...გადანაწილებული სხვადასხვა სართულებზე......240ც მარგალიტი, დეკორები, მოკლედ 5-6 საათი აწყობას მოვანდომე......ძერწვა და ბისკვიტების ცხობა სხვაა....

smile.gif smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: CortinaDAmpezzo 15 Nov 2014, 13:29
nadya-nadya
QUOTE
გემოვნებაზე რათქმაუნდა არ დაობენ და ყველა კუთხეს თავისი სამზარეულო აქვს და მოსწონს, ეს ცხადია. ამ გაგანია გლობალიზაციის ეპოქაში სხვადასხვა ქვეყნის, არამც-თუ კუთხის კულინარული რეცეპტები რომ ერთმანეთს ერწყმის, ესეც გასაგებია და კერძს ვისაც როგორ მოსწონს ისე შეანელებს, მაგრამ, ხომ არსებობს ძირითადი რეცეპტი ყველა კუთხეში თავისი ნიუანსებით. ხოდა იყოს დაცული ეს ძირითადი რეცეპტი და მერე ვისაც როგორც უნდა ისე შეკმაზოს.

არ მომწონს მე ეგ შერწყმები
მაგრა ვათოხლავებ ულტრა-თანამედროვე საჭმელსაც და სვეწკი ფრანგულსაც
მაგრამ მირჩევნია ტრადიციული საჭმელი დარჩეს ტრადიციულად.
ხინკალი დღეს ვაბშე მასხარაობად აქციეს. უკვე ყველაფრისგან აკეთებენ. კარტოფილი, სოკო. ასე არ გამოვა. მაშინ მაგეებს ხინკალს ნუღა დაუძახებენ.
ამოზელილი წითელი ლობიო არის იმერული და ასე მომწონს. ვერ ვატან გემოს ამ ნაკაზმებიანს. ასე მგონია სხვაგან მოვხვდი.
კახელი ვარ და მაგრა მომწონს მეგრული სამზარეულო, იმერლებში და მეგრელებში გავიზარდე. მაგრამ აი მეგრული ლობიო არა რა, არც რაჭული.
მეგრელებს უმაგრესი საწებლები აქვთ, ხარჩოც კარგია, ბაჟეები და საცივები ნაკლებად მიზიდავს. ღომი მართლაც უმაგრესია. სულგუნი ვაბშე ეროვნული სიამაყეა. შებოლილიც

Posted by: nia4u 15 Nov 2014, 13:35
MasterJC
QUOTE
მევიცოდი რო ადუღდებოდა წყალს უქცევდნენ და ახალი წყლით ადგავდნენ
და მბერავ თვისებებს ეგრე აკარგვინებდნენ

კი, ეგ გავრცელებული მეთოდია, თუმცა დიდად არ შველის smile.gif
წყლის გამოცვლით, გარდა იმისა, რომ მაგ თვისებებს კარგავს, ასევე ცივი წყლის დასხმისას უფრო მალე იხარშება.
ასევე ხარშვის დროს პერიოდულად ცოტცოტა ცივ წყალს ვამატებ, იმდენს, რომ დუღილი შეჩერდეს და უფრო მალე იხარშება.

nadya-nadya
QUOTE
ამ გაგანია გლობალიზაციის ეპოქაში სხვადასხვა ქვეყნის, არამც-თუ კუთხის კულინარული რეცეპტები რომ ერთმანეთს ერწყმის,

ერწყმის რომელია! smile.gif
ამასწინათ, კუხნია ტვ-ზე ერთი მეგრელი ქალბატონი სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, კურკუმას გარეშე საქართველოში ხბოს ხორცი არ იჭმევაო biggrin.gif

Posted by: nadya-nadya 15 Nov 2014, 14:14
CortinaDAmpezzo
მეც არ მომწონს. არადა, სამწუხაროდ დღეს ერთგვარ მოდად იქცა. sad.gif


Posted by: norse 15 Nov 2014, 14:17
nadya-nadya
ვგიჯდები მეგრულ სამზარეულოზე.ლობიოს მეც სამშურეს გარეშე არ ვაკეთებ.დიახ,ნიგვზიან მწვანე ლობიოსაც ძაან უხდება,იფიფ.

მასწავლეთ ცოცხლად როგორ გავაკეთო ფეიხოს ჯემი

Posted by: 88888 15 Nov 2014, 15:30
norse
QUOTE
მასწავლეთ ცოცხლად როგორ გავაკეთო ფეიხოს ჯემი

მოაჭრი ყუნწებს, გაატარებ ხორცსაკეპში დააყრი კილოზე კილო შაქარს და მოურევ.
რამდენიმე დღე სჭირდება პერიოდულად მორევა. როცა ნახავ რომ შაქარი გაიხსნა, ჩაასხამ ქილებში და მოხუფავ))))

მარტივი და გემრიელი))))))))))

_sofa_
როგორი შრომა უნდა ამოდენა ტორტის გამოცხობას და მორთვას))))
ძალიან ლამაზია და დარწმუნებული ვარ, გემრიელიც იქნება))))))))))

Posted by: norse 15 Nov 2014, 16:47
88888
გაიხარეეე.ხორცსაკეპი გამიფუჭდა,მეზობელს ვეთხოვებიი

Posted by: MasterJC 15 Nov 2014, 17:21
QUOTE (_sofa_ @ 15 Nov 2014, 13:11 )
ბანანით, შოკოლადით, ყავით, ნიგვზებით....ნაღების და მოხარშული კრემი, შოკოლადის კრემი, ყავის კრემი...გადანაწილებული სხვადასხვა სართულებზე......240ც მარგალიტი, დეკორები, მოკლედ 5-6 საათი აწყობას მოვანდომე......ძერწვა და ბისკვიტების ცხობა სხვაა....

smile.gif smile.gif
http://www.radikal.ru

საოცრებაა


ამდენად დიდი ხანი ესაჭიროება მართლა?

Posted by: nadya-nadya 15 Nov 2014, 20:38
_sofa_,
ძალიან ლამაზია, წესით გემრიელიც უნდა იყოს. ეს შეკვეთაა თუ საკუთარი სიამოვნებისთვის გაისარჯე?


Posted by: norse 15 Nov 2014, 23:49
ბეილისის რეცეპტი მინდა! მარტივი და კარგი smile.gif

Posted by: _sofa_ 16 Nov 2014, 10:01
MasterJC
მართლა ამდენი ხანი უნდა......
nadya-nadya
ეს შეკვეთა იყო....გემრიელი, როგორც სახლისთვის ვაკეთებ, ისე სხვისთვის... smile.gif

Posted by: CortinaDAmpezzo 16 Nov 2014, 10:15
გოგოებო და ბიჭებო კაი ხალადეცს არავინ აკეთებთ?!

Posted by: elchi 16 Nov 2014, 10:31
QUOTE (_sofa_ @ 15 Nov 2014, 13:11 )
ბანანით, შოკოლადით, ყავით, ნიგვზებით....ნაღების და მოხარშული კრემი, შოკოლადის კრემი, ყავის კრემი...გადანაწილებული სხვადასხვა სართულებზე......240ც მარგალიტი, დეკორები, მოკლედ 5-6 საათი აწყობას მოვანდომე......ძერწვა და ბისკვიტების ცხობა სხვაა....

smile.gif smile.gif
http://www.radikal.ru

მაგ ტორტს რომ ვინმემ დანა დააკაროს ჩემს წინ, დაუფიქრებლად ვესვრი ხელებში.

ყოჩაღ სოფა, უმაგრესი გოგო ხარ.

Posted by: 88888 16 Nov 2014, 11:05
დღეს არ გამიკეტებია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს:დ
მთავარია, ჩემი გაკეთებულია.
user posted image

ცოტა ზედმეტად მოიბრაწა, მაგრამ ეგ არაფერი:დ
გემო ჰქონდა ფანტასტიკა:დ

Posted by: uttarx 16 Nov 2014, 18:09
გაყინული თევზი როგორ მოვამზადო ვინმემ დამიწერეთ რა

Posted by: juli_26 16 Nov 2014, 19:14
კიევური ტორტის გამოცდილი რეცეპტი დამიწერეთ ვინმემ smile.gif

Posted by: guruliqali 16 Nov 2014, 19:41
nia4u
QUOTE
როგროი გამოგივიდა?

წიწაკა კარგი გამოვიდა, მადლობა (ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის) smile.gif

დღეს კომშის და ფეიხოას მურაბა გავაკეთე iren 765 რეცეპტით, ძალიან გემრიელი გამოვიდა, ნახევარი ლიმონის წვენიც დავუმატე და ციტრუსის გემო უფრო გააძლიერა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მოოუხდა
http://forum.ge/?f=82&showtopic=33697964&st=1215


forever`s_NEVER
QUOTE
არომატული კომშის მურაბის რეცეპტი. ლომნით, ფორთოხლით, დარიჩინით.

იპოვე ეს რეცეპტი? გამიზიარე, თუ შეგიძლია...
tavadze
მადლობა კომშის მურაბის ლინკებისთვის, ასი წელი არ მომაფიქრდებოდა ფეიხოას და კომშის მურაბის გაკეთება.
* * *
უბრალო, შინაურული კექსი ნიგვზით
http://www.radikal.ru
_sofa_
ძალიან ლამაზი ტორტია tuk.gif
88888
QUOTE
გემო ჰქონდა ფანტასტიკა

up.gif up.gif

Posted by: aninia 17 Nov 2014, 14:59
_sofa_

სოოოოოფ, სასწაულებს ახდენდი შენი მარჯვე ხელებით მარაააა,ამ სილამაზე შოკში ჩამაგდო. bis.gif bis.gif ყვევილები რა დახვეწილია?! ვაკვირდებოდი, ცოცხლია თუ ხელტანკეთი მეთქი. გოგო, რა ერთგავროვანი მასტიკაა, მე ეგეთი არ გამომდის. გაიხარე, დიდი სიამოვნება მივიღე. 2kiss.gif love.gif

Posted by: lunar11 17 Nov 2014, 17:05
QUOTE
_sofa_

ულამაზესია!!! love.gif love.gif

Posted by: merciamercia 17 Nov 2014, 20:40
nadya-nadya
მოკლედ, გავაკეთე ლობიო, მაგრამ ტყემლის და პომიდვრის მაგივრად ცოტა კვაწარახი გავუკეთე, დედაჩემი უკეთებდა ხოლმე : ))) პომიდორი არარ ვუქენი, მეთქი ძალიან არ აამჟავოსთქო : ))))
ხო საშკვლავიც არ მქონდა biggrin.gif დანარჩენი რაც დაწერეთ ისე გავაკეთე გემრიელი გამოვიდა...
დღეს არ გამიკეთებია, მაგრამ მაინც დავწერე biggrin.gif

Posted by: nadya-nadya 17 Nov 2014, 21:40
merciamercia
კარგი გოგო ხარ ::, მიხარია, რომ მოგეწონა, შაშკვლავიანი უფრო მოგეწონება smile.gif

88888
დედაჩემის ხაჭაპური გამახსენდა -ასეთებს აცხობდა, უგემრიელესებს <3

Posted by: 死海. 17 Nov 2014, 22:48
შაქრის "მამალო" გავაკეთე. ცოტა მუქი გამოვიდა(დაიწვა) მაინც გემრიელია chups.gif

Posted by: @-MARIE-@ 17 Nov 2014, 22:58
_sofa_
გამარჯოა, წინა გვერდებზე კომბოსტოს მწნილის რეცეპტი დამიწერე და გავაკეთე შენი რეცეპტით 3 დღის წინ. სითხეც უკვე ვარდისფერია, კომბოსტოც გავსინჯე დღეს და დამწნილებისკენ მიდის, ოღონდ სიწითლე საერთოდ არ აქვს აღებული. რამდენ დღეში გაწითლდება ნეტავ ?

Posted by: matusala__5 18 Nov 2014, 00:05
აუ ხალხნო ადრეც დავწერე და არავინ გამომეხმაურა. გოჯი ეს გაგიგიათ ვინმეს?კოწახურს ჰგავს.
ერთ ადგილას გადავაწყდით მაგრამ მინიატურული ნაყოფს ეწერა კოწახური
ასეთი წვრილი არ მაწყობს( ჩირისთვის მინდა )
საერთოდ საქართველოში ასეთი იზრდება?
http://www.radikal.ru



თუ რამე იცით დაწერეთ რა.

Posted by: merciamercia 18 Nov 2014, 00:23
nadya-nadya
QUOTE
კარგი გოგო ხარ ::, მიხარია, რომ მოგეწონა, შაშკვლავიანი უფრო მოგეწონება 

შემდეგში მაგითაც ვცდი... biggrin.gif

Posted by: tavadze 18 Nov 2014, 10:11
matusala__5
QUOTE
გოჯი ეს გაგიგიათ ვინმეს?კოწახურს ჰგავს.

ნამდვილად არ გამიგია, თუმცა, აჯობებს, მსგავსი რამ ფლორა-ფუნის განყოფილებაში, ბაღის ყვავილების თემაში იკითხო.
guruliqali
QUOTE
tavadze
მადლობა კომშის მურაბის ლინკებისთვის, ასი წელი არ მომაფიქრდებოდა ფეიხოას და კომშის მურაბის გაკეთება.

არაფრის. კარგი რამე გაგიკეთებია. up.gif
კექსიც - up.gif
QUOTE
წიწაკა კარგი გამოვიდა

ეს რეცეპტი მართლა კარგი რამეა. up.gif მადლობა სოფას.
CortinaDAmpezzo
QUOTE
გოგოებო და ბიჭებო კაი ხალადეცს არავინ აკეთებთ?!

იდო აქ ხალადეცის რეცეპტები - რამდენიმეც კი. აუაუ-ს, ჯონი უოლკერს და სხვებსაც ედოთ. შეიძლება, საახალწლო სუფრის თემაში იყოს, დასერჩე.
_sofa_ - კიდევ ერთხელ რესპექტები.

nadya-nadya
QUOTE
შაშკვლავიანი უფრო მოგეწონება

+1000000000. მე ხმელ ლობიოს სიმწარის, არომატისთვის დაფქულ შავ წიწაკასაც ვუშვებოდი (პაკეტებით რომ იყიდება _"ჩორნი პერეც"). ცოტა ქონდარსაც ვამატებდი.
@-MARIE-@
QUOTE
ოღონდ სიწითლე საერთოდ არ აქვს აღებული. რამდენ დღეში გაწითლდება ნეტავ ?

სოფა რას გიპასუხებს, არ ვიცი, მაგრამ ჭარხალი ხომ არაა ცოტა?

Posted by: CortinaDAmpezzo 18 Nov 2014, 10:50
tavadze
QUOTE
იდო აქ ხალადეცის რეცეპტები - რამდენიმეც კი. აუაუ-ს, ჯონი უოლკერს და სხვებსაც ედოთ. შეიძლება, საახალწლო სუფრის თემაში იყოს, დასერჩე.
მადლობა ბრატ, ვნახავ. ეს ჯონი უალკერი რა ყველაფრის ექსპერტია. კაი ტიპია boli.gif

Posted by: _sofa_ 18 Nov 2014, 17:24
lunar11
aninia
elchi
გაიხარეთ, დიდი მადლობა...რთულის ტორტებზე ვიზრდები, იუთუბის გაკვეთილებით...რამოდენიმე ნიუანსის დაზუსტება მინდა, ,მაგრამ პასუხს ყველა ერიდება და ვარ ესე გაფაციცებული, იქნებ შემთხვევით წავაწყდე სადმე....

@-MARIE-@
საერთოდ სიცივეში თუ გიდგას, გვიან წითლდება და მწნილდება კიდეც, მაგრამ შეიძლება ცოტა არის ჭარხალი ან კარგი წითელი ვერ შეარჩიე, ანუ ზოგი ჭარხალია ვარდისფერი და ის ვერ ერევა,მუქი რომ არის ძალიან, შავში რომ გადადის ისეთი უნდა შეარჩიო...აბა დააკვირდი რომელი ვარიანტო გაწყობს და გამოასწორე.....

Posted by: katunia 18 Nov 2014, 17:32
_sofa_
ძალიან ლამაზია smile.gif
ეჰ, მეც დიდ ხანს ვიწვალე ერთ დროს 3 სართულიანი ტორტის გაფორმებაზე, ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაგრამ მეორე დილას სართულები დაშლილი დამხვდა drug.gif სიმძიმეს ვერ გაუძლო როგორც მივხვდი sad.gif
როგორ ამაგრებთ თქვენ რამოდენიმე სართულს ერთმანეთზე, მასწავლეთ რა.

Posted by: max-14 18 Nov 2014, 17:58
ხომ ვერ მეტყვით ''პერლოვკას'' ქართულად რა ქვია? მადლობა

Posted by: _sofa_ 18 Nov 2014, 18:49
katunia
იყიდება ჩხირები და სართულებს შორის დასადები ფირფიტები........
* * *
ერთ-ერთი ვიდეო.....
https://www.youtube.com/watch?v=Km1hjwVxdi8

Posted by: CortinaDAmpezzo 18 Nov 2014, 19:19
max-14

ქერის ბურღული

------------

Posted by: LUTA 18 Nov 2014, 19:26
გამარჯობა smile.gif

როგორ ხართ ? მეომენატრა აქაურობა <3

_sofa_

ულამაზესია შენი ტორტი<3
ოქროს ხელები გაქვს.

ესეც ჩემი დესერტი.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru






Posted by: Brosnan 18 Nov 2014, 20:21
LUTA
QUOTE
ესეც ჩემი დესერტი.

მაგარია up.gif


კომპი გქოდათ გაფუჭებული?
ყველა თქვენს ხსენებაში იყო smile.gif

Posted by: _sofa_ 18 Nov 2014, 20:35
LUTA
რა კარგია რომ გამოჩნდი, აკლდი აქაურობას სულ ძალიან,ძალიან....... 2kiss.gif

Posted by: MasterJC 19 Nov 2014, 00:13
LUTA
მობილით ვარ
რთული ვიცი რო დაიკარგა
სოფას უქებდი
და ფოტოების დანახვაზე ეგრევე მივხვდი შენ იყავი

ასეთ ლამაზ ხელოვნების ნიმუშებს რამდენიმე აცხობთ
მაგრამ ასე ლამაზად შენ და სოფა აფორმებთ გადაღებას

საოცრებები ხართ თქვენ

ჩამახეთქეთ. გავსივდები გავსკდები დიაბეტს დავიმართებ და მაგ სილამაზეების ცქერა ან ჭამა არ მომბეზრდება

ასე მგონია გემოს ვგრძნობ თქვენი ნამუშევრების ნახვის მერე

Posted by: forever`s_NEVER 19 Nov 2014, 11:06
matusala__5
QUOTE
აუ ხალხნო ადრეც დავწერე და არავინ გამომეხმაურა. გოჯი ეს გაგიგიათ ვინმეს?კოწახურს ჰგავს.
ერთ ადგილას გადავაწყდით მაგრამ მინიატურული ნაყოფს ეწერა კოწახური
ასეთი წვრილი არ მაწყობს( ჩირისთვის მინდა )
საერთოდ საქართველოში ასეთი იზრდება?


Goji berry - ძალიან სასარგებლო კენკრაა. ძლიერი ანტიოქსიდანტი. იგივე ტიბეტური კოწახური.

Posted by: katunia 19 Nov 2014, 11:52
_sofa_

QUOTE
იყიდება ჩხირები და სართულებს შორის დასადები ფირფიტები........

მადლობა :*

Posted by: tavadze 19 Nov 2014, 12:49
CortinaDAmpezzo
QUOTE
მადლობა ბრატ, ვნახავ. ეს ჯონი უალკერი რა ყველაფრის ექსპერტია. კაი ტიპია

ჯონი მართლაც მაგარი კაცია, მაგრამ მაგანაც ააღო ხელი აქაურობას.
პ.ს. ნიკზე მაინტერესებს, საიდან სად. არა მგონია, მაგ ოლიმპიადის მონაწილე იყო. biggrin.gif თუ, უბრალოდ, გიყვარს ეგ კურორტი?
LUTA - ვინ მოვიდა, გაუმარჯოს! up.gif
ხომ ხარ მაგრად?
MasterJC
QUOTE
რთული ვიცი რო დაიკარგა

წარმოუდგენლად დაკავებულია.

Posted by: nia4u 19 Nov 2014, 17:30
matusala__5
QUOTE
გოჯი ეს გაგიგიათ ვინმეს?კოწახურს ჰგავს.

არამარტო გავს, არამედ ერთერთი სახეობაა smile.gif
ეგ უცნაური სახელი გამოიყენეს მარკეტოლოგებმა და საკმაოდ ძვირად ყიდიან, როგორც გასახდომ საშუალებას.
მართლა ახდუნებს თუ არა, კაცმა არ იცის smile.gif
როგორც ვიცი, აქაც ხარობს, ფლორა და ფაუნა-ში წერდნენ ადრე ამ მცენარეზე.
თესლიც იყიდება...
http://greengarden.ge/index.php?run=product/product&id=17329
ეს ვიდეოც ნახე, საინტერესოა smile.gif
https://www.youtube.com/watch?v=EDX3-OTCMxY
* * *
LUTA
ვაიმეეეეე...
ეს ვინ გამოჩნდა?! 2kiss.gif
სად დაგვეკარგე?...
მომენატრა შენი სილამაზეები smile.gif

Posted by: Naniko1 19 Nov 2014, 18:11
ცხელი ზაფხული აღარაა და.ამ სეზონზე ჩემთვის ეს საუკეთესოა. თქვენთვის ახალი და საინტერესო არაფერი, მაგრამ იყოს რას დააშავებს :-) :-)

http://www.radikal.ru

Posted by: CortinaDAmpezzo 19 Nov 2014, 18:37
tavadze
QUOTE
ჯონი მართლაც მაგარი კაცია, მაგრამ მაგანაც ააღო ხელი აქაურობას.
პ.ს. ნიკზე მაინტერესებს, საიდან სად. არა მგონია, მაგ ოლიმპიადის მონაწილე იყო. თუ, უბრალოდ, გიყვარს ეგ კურორტი?

ეეჰ, მართლა კაი დრო იყო მაშინ. ეხლაც გამოიბწიყინებს ხოლმე,მაგრამ ეს ის ჯონი აღარ არის gigi.gif
ისე ვახურებ. მონაკოები, რივიერები, კორტინა დ'ამპეცოები, კაი ცხოვრებების პონტში.
wink.gif

Posted by: blowers daughter 19 Nov 2014, 21:26
Naniko1

გემრიელად გამოიყურება smile.gif

ყვავილოვანი კომპოსტო არის თუ მეჩვენება?

Posted by: Naniko1 19 Nov 2014, 21:40
blowers daughter
:-) მადლობა. გემრიელია
კი, ყვავილოვანიც აქვს

Posted by: blowers daughter 19 Nov 2014, 22:03
Naniko1


მნიამ მნიამ ჰმმ ძალიან მომინდა თან დიეტაზე ვარ biggrin.gif

მე დღეს ბრინჯი მოვხარშე ;ს :დ

Posted by: nadya-nadya 19 Nov 2014, 22:48
CortinaDAmpezzo
,,ხალადეცის" რეცეპტი გინდოდათ არა?
მე გთავაზობთ ჩემი მოსკოველი დიასახლისის რეცეპტს ( სულ თავს იქებდა -ჩემი ბებია გრაფ შერემეტიევის მზარეული იყოო smile.gif აბა მაგას ვინ შეამოწმებს, მაგრამ სასწაული ხელი კი ქონდა), ხოდა აი ნატალია ფატეევნას რეცეპტი:
კარგად გასუფთავებული ღორის თავ-ფეხი ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 4 საათი, ხარშვისას მოვხადოთ ქაფი, სახურავი ოდნავ მოვხადოთ. ჩავამატოთ მრგვალი ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, შავი და სურნელოვანი წიწაკის მარცვლები. ვხარშოთ კიდევ 2 საათი, ჩავამატოთ მარილი და გადავდგათ. ამოვიღოთ ცალკე ძვლები და ხორცები. ბულიონი გავწუროთ და გავაცივოთ. ცივს მოვაშოროთ მაქსიმალურად ცხიმის ფენა , ხორცები დავწეწოთ (უნდა იყოს ძალიან ჩათეთქვილი) ავურიოთ ბულიონში და ერთად შვაცხელოთ. ფორმებს გამოვავლოთ ცივი წყალი და ჩავასხათ ,,ხალადეცი". თუ ძირში ოხრახუშის ფოთლებს, სტაფილოს ან კვერცხის ნაჭრებს ჩავაყოლებთ, გადმობრუნებისას, მორთული ,,ხალადეცი" გვექნება. თუ გვინდა, რომ ბულიონი-ლაბა ძალიან გამჭვირვალე იყოს, 1 ლ ბულიონზე ავიღოთ 1 კვერცხის ცილა , გავთქვიფოთ, +0,5 ჩ.ჭ ცივი წყალი და 0,5 ჩ.ჭ ცხელი ბულიონი+ 1ს.კ ძმარი ავურიოთ კარგად , ჩავასხათ ცხელ ბულიონშ დავახუროთ ტავზე და წამოვადუღოთ, როგორც კი წამოდუღდება გადმოვდგათ, დავაცადოთ რომ დაიწმინდოს და მერე გავწუროთ. ფორმაში ჯერ ვასხამთ ცოტაოდენ ლაბას (რომელსაც ხორცები არ აქვს შერეული), ზედ ვალაგებთ მწვანილს , კვერცხის, სტაფილოს ან რაც გვსურს ლამაზ ნაჭრებს, ფრთხილად ვასხამთ უკვე ხორციან ბულიონს . Enjoy!

Posted by: elchi 19 Nov 2014, 22:58
nadya-nadya

მადლობა.

კაი რამე უნდა გამოვიდეს.

წავედი ყასაბთან, ღორის თავი უნდა შევუკვეთო.

"ხრენი" არ მაქვს, მაგრამ მდოგვთანაც წავა და გაყინულ არაყთან კიდო.

Posted by: nadya-nadya 19 Nov 2014, 23:03
norse
მე ასე გავაკეთე და მახსოვს , გადაირივნენ გოგოები smile.gif
მოკლედ 2 ცალი სქელი შესქელებული რძე . ქილას აუცილებლად უნდა ეწეროს- ,,цельное" .8-10 ცალი ხსნადი ყავა ,,Irish cream" (კარგა ხანია არ შემხვედრია) 4 პაკეტი ვანილი (თეთრი შეკვრა ვარდისფერი რუსულენოვანი წარწერით), 300 გრ გომის სპირტი და 100 გრ ანადუღარი ცივი წყალი. თუ ძალიან სქელი გეჩვენა უმატებ სპირტს ან წყალს ( გააჩნიე როგორი გრადუსი გინდა.) ნახე აბა, იქნებ მოგეწონოს.

Posted by: kactus 20 Nov 2014, 09:24
Naniko1
მიმზიდველად გამოიყურება,მაგრამ მაგ ყვავილოვანი კომბოსტოს საშინელ გემოს
რას უშვრები?!
user.gif

Posted by: Naniko1 20 Nov 2014, 09:28
kactus
ცალკე ვხარშავ და ბოლოს ვამატებ. წვენს სულაც არ აქვს მაგის გემო, ბოლოს გერიელია ყველაფერთან ერთად

Posted by: kactus 20 Nov 2014, 13:47
Naniko1
მართლა?
თუ არ შეწუხდები,რეცეპტი დადე რა,როგორ აკეთებ?!

Posted by: CortinaDAmpezzo 20 Nov 2014, 14:10
nadya-nadya
მადლობა, გაიხარე tuk.gif
ნუ ეხლა შერემეტოევოს გრაფების მზარეულს არ დაეწუნება


Naniko1
kactus
ყვავილოვანი კომბოსტო ძაან მაგარია ყველთან ერთად, ღუმელში გამომცხვარი

http://www.radikal.ru

Posted by: kactus 20 Nov 2014, 14:25
CortinaDAmpezzo
რა არის იცი,ერთი-ორჯერ მქონდა ყვავილოვანი კომბოსტოს გასინჯვის მცდელობა,რაც
ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად(ვიცი,რომ სასარგებლოა),კრახით დამთავრდა. biggrin.gif
ბაჟეში ჩადებულიც ვსინჯე,ვიფიქრე,იქნებ ნიგოზმა დაუკარგოს გემო-მეთქი,მაგრამ
ვერ შევჭამე.შენი რეცეპტიც დადე,თუ არ გეზარება,იქნებ მოვსინჯო.
ისე,ერთადერთი სახით შემიძლია ყვავილოვანი კომბოსტოს ჭამა,ესაა დამჟავებული
ყვავილოვანი კომბოსტო.

Posted by: tavadze 20 Nov 2014, 14:36
kactus
QUOTE
ერთი-ორჯერ მქონდა ყვავილოვანი კომბოსტოს გასინჯვის მცდელობა,რაც
ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად(ვიცი,რომ სასარგებლოა),კრახით დამთავრდა. 
ბაჟეში ჩადებულიც ვსინჯე,ვიფიქრე,იქნებ ნიგოზმა დაუკარგოს გემო-მეთქი,მაგრამ
ვერ შევჭამე.

მე მხოლოდ მაიონეზში ჩადების შემდეგ ავითვისე ის ჩემი ლეგენდარული ყვავილოვანი - ოდესღაც, ყმაწვილკაცობაში რომ გავაკეთე. biggrin.gif იმის მერე სურვილიც კი არ გამჩენია გაკეთებისა. biggrin.gif

Posted by: kactus 20 Nov 2014, 14:47
tavadze
QUOTE
მე მხოლოდ მაიონეზში ჩადების შემდეგ ავითვისე ის ჩემი ლეგენდარული ყვავილოვანი - ოდესღაც, ყმაწვილკაცობაში რომ გავაკეთე.  იმის მერე სურვილიც კი არ გამჩენია გაკეთებისა. 

biggrin.gif
მაიონეზში ჩადებული საერთოდ ვერ გავსინჯე,ჩემს ძალებს აღემატება! boli.gif

Posted by: CortinaDAmpezzo 20 Nov 2014, 14:52
kactus
ეგ გასაგებია, ჯერ მარტო რო იხარშება ყარს.
უნდა მოიხარშოს 10 წუთი მარილიან წყალში,
დავამატოთ ცოტა რძე, შაქარი რო ლამაზი თეთრი ქათქათა ფერი შეინარჩუნოს, ცოტა ლიმონიც ჩავაწუროთ.
10 წუთის მერე ჩანგლით გავსინჯოთ თუ დარბილდა.
მერე მოვაყაროთ მუსკატის ფხვნილი. მერე მოვასხათ გინდა კაი არაჟანი, გინდა მაწონი. შეიძლება კარაქის წასმაც.
ეს ადვილი რეცეპტი smile.gif

იმ რეცეპტს ყველთან ერთად (გინდა ლორთან) მერე დავწერ.

Posted by: ravi_shen 20 Nov 2014, 18:48
MasterJC
კიიი ძაალიან, ცადე აუცილებლად

Brosnan
იტალიურია smile.gif

Posted by: Naniko1 20 Nov 2014, 19:18
kactus
უხერხული კი არის ამ უბრალო სუპის რეცეპტი დავწერო :-) მაგრამ მაინც

ზეთში ოდნავ ვთუშავ ხახვს, ვამატებ ცოტა წყალს სა შიგ ვყრი წვრილად დაჭრილ ნიორს, სტაფილოს, ბულგარულ წიწაკას, ცოტა რომ იდუღებს კარტოფილს ვუმატებთ, მერე ვასხამ ადუღებულ საჭირო რაოდენობის წყალს და ვაყრი მაკარონს. მაკარონიც რომ მოიხარშება ვუმატებ ცოტა პომიდორს, წინასწარ მოხარშულ ყვავილოვანს, მარილი, ქინძი, კამა და სულ ეგაა. გემრიელი თან იმიტომ გამოდის, რომ მაკარონის ჩაყრამდე ყველაფერს ძალიან ცოტა წყალში ვთუშავ და მერე ვამატებ წყალს. შავი პილპილიც უხდება

Posted by: MasterJC 20 Nov 2014, 20:42
ravi_shen
ravi_shen
ფეიხოას კომპოტი მივირთვი, აღმოჩნდა რომ დეიდაჩემს გაუკეთებია რამდენიმე დღის წინ
კომშთან ერთად მგონი ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ დამახასიათებელი ენის ფხანა დამეწყო მაინც givi.gif

Posted by: nadya-nadya 20 Nov 2014, 21:26
CortinaDAmpezzo
tavadze
ყვავილოვანი კომბოსტო უნდა ჩავყაროთ მდუღარეში, რომელშიც წინასწარ ჩაყრილია რამდენიმე მარცვალი სურნელოვანი წიწაკის მარცვალი, პატარა თავი ხახვი,ნახევარი სტაფილო და ერთი პატარა დაფნის ფოთოლი, აქვე მარილიც. თუ შეწვაც გვინდა -დიდხანს ხარშვა არ უნდა, კარგად მოვწალავთ, შემდეგ სახამებელში ან საფანელში ამოვლებულს ( თუ მარხვა არაა , გათქვეფილ კვერცხშიც) ზეთიან ტაფაზე შეწვავთ. ამის შემდეგ, თუ გვინდა ისე მივიტანთ სუფრაზე ლამაზი ლანგრით დაბრაწულებს და არომატულებს, თუ არა და ან ბაჟეში ვაწყობთ, ან მაიონეზში, ან იქვე ტაფაზევე ვამატებთ მაიონეზს და არაჟანს გათქვეფილ კვერცხში არეულს+ ცოტაოდენი შავი წიწაკა , ზევიდან ვახეხავთ ყველს და ამასაც ჰაერღუმელში დავბრაწავთ.
დამიჯერეთ , სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით ! yes.gif

Posted by: CortinaDAmpezzo 20 Nov 2014, 21:36
nadya-nadya
smile.gif
ზემოთ მეც დავდე ყვ.კომბოსტოს მარტივი რეცეპტი, არაჟნით ან მაწვნით.


ეხლა დაპირებული ყვ. კომბოსტო ყველით

user posted image

ინგრედიენტები:

1 თავი ყვ.კომბოსტო
500 მლ რძე
2 ცალი გამხმარი მიხაკი
1 ც. წვრილად დაჭრილი ხახვი
1 ც. დაფნის ფოთოლი
75 გრ. კარაქი
50 გრ. ფქვილი
200 გრ. დაფხვნილი ჰოლანდიური ყველი
დაფხვნილი მუსკატი

მოხარშეთ ნაწილებად დაშლილი ყვ.კომბოსტო. შემდეგ გადაწურეთ კარგად. გადაწურული ფრთხილად დაალაგეთ სუფთა ჭურჭლის საშრობ ტილოზე. იქ ბოლომდე დაიწურება წყლისგან.

ღუმელი გაახურეთ 190 გრადუსამდე.

პატარა ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ გამხმარი მიხაკი, ხახვი და დაფნა. მიიყვანეთ ადუღებამდე. კიდევ ადუღეთ 2 წუთი. დააფარეთ ქვაბს თავსახური და გადმოდგით. გააჩერეთ 10 წუთი. ამ დროს კარგად გაჯერდება გემოთი.

აიღეთ სხვა ქვაბი, ჩაადნეთ კარაქი, და ჩაყარეთ ფქვილი. დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ რამდენიმე წუთი. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, ჩაასხიდან პატარა ქვაბიდან უკვე მომზადებული საკაზმი გასაწურის დახმარებით. ურიეთ ხის კოვზით სანამ კარგად არ აირევა და ბოლოს არ გასქელდება. კიდევ დააყოვნეთ ცეცხლზე 10 წუთი. გამოიყენეთ გაზის ცეცხლის გამანაწილებელი. შემდეგ ჩაყარეთ დაფშვნილი ყველი, ურიეთ სანამ ყველი არ დადნება. მოაყარეთ პიმპილი, მუსკატი და ცოტა მარილი.

პატარა ნაწილებლად დაშლილი ყვ.კომბოსტო დააწყეთ ღუმელის საცხობ ჯამზე, ისე რომ ლამაზად განაწილდნენ. მოასხით უკვე მომზადებული საკაზმი, ისე რომ კარგად დაიფარონ. და მოაყარეთ დაფხვნილი ყველი. ღუმელის ჯამი შედგით ღუმელში და გააჩერეთ 25-30 წუთი. სანამ ზედაპირი არ ამოვა და წვენი არ ამობუშბუშტდება.

გემრიელად მიირთვით

Posted by: jadvari 21 Nov 2014, 13:31
CortinaDAmpezzo

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეე ჯერ ისე მიყვარს ყვავილოვანი და ეხლა სულ დავიხვრჩვი ნერწყბების ყლაპვით

Posted by: CortinaDAmpezzo 21 Nov 2014, 14:19
jadvari
QUOTE
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეე ჯერ ისე მიყვარს ყვავილოვანი და ეხლა სულ დავიხვრჩვი ნერწყბების ყლაპვით

yes.gif
მართლა გემრიელი და ძალიან ჯანმრთელი საკვებია.
უნდა იხარშოს ცოტა ხნით, რო არ დაიკარგოს სარგებლიანობა.
შეიცავს ვიტამინებს და მინ.ნივთიერებებს: B1, B2, B3, B6, B11, C, K, კალიუმი, მანგანუმი, მოლიბდენი, ფოსფორი, მაგნეზია, კალციუმი.
ხარშვის დროს ფერის შესანარჩუნებლად ემატება ცოტა რძე, შაქარი და გემოსთვის ლიმნის წვენი.

ეს ადვილი გასაკეთებელია: ახალი ხახვით და დაფხვნილი ყველით

http://www.radikal.ru

Posted by: jadvari 21 Nov 2014, 14:33
გაკეთებას ვინ მაცლის სახლში. მივიტან თუ არა ბავშვები ჯერ გარეცხილს უმად მიირთმევენ. მერე მოწალვის დროს პირდაპირ ქვაბიდან იტაცებენ და თუ რამე გადარჩა იმას ვამზადებ ხოლმე.

Posted by: CortinaDAmpezzo 21 Nov 2014, 15:54
jadvari
smile.gif სასარგებლოა ბავშვებისთვის


აბა გვერდზე სუფრიდან ქოქოსის რძეში მოხარშული ყვ. კომოსტო.
ქინძით, ქოქოსის ფხვნილით, ჯინჯერით, კურკუმით

http://www.radikal.ru

Posted by: norse 22 Nov 2014, 01:49
nadya-nadya
გავაკეთეეე.მაგარი იყოოოო.ჩემი გოგოებიც გადაირივნენ smile.gif მაგრამ მე არ შემხვდაა smile.gif) შემდეგში უფრო მეტს გავაკეთებ.მადლობაა ::::*

Posted by: Brosnan 22 Nov 2014, 02:23
ყვავილოვანი კომბოსტო არა და, ბროკოლი მაგრად მევასება

Posted by: Green Card 22 Nov 2014, 10:16
ყვავილოვანი კომბოსტო ვიცი მე მოწალული კვერცხში და საფანელში ამოვლებული და შეპიწკინებული.მაგაზე გემრიელი რა უნდა იყოს კიდევ მაგ პროდუქტისგან ვერ წარმომიდგენია ""

Posted by: _sofa_ 22 Nov 2014, 14:15
რეინჯერების ტორტი.....დანამული ცხელი შოკოლადით, შოკოლადის კრემი, გულში სრული ქაოსი....ბანანი+მოსხმული შოკოლადი+ნიგოზი....მოკლედ ხვალ ბავშვებს დიდი განცხრომა ელით.....
http://www.radikal.ru
და რთულის საოცრად გემრიელი ვაფლების და ბეზეების ტორტი, ბევრი თხილით და ნიგვზით.....რომ არ გამეკეთებინა და არ გამესინჯა, კიდევ ერთხელ ნახვას ვეღარ გავუძლებდი.......
http://www.radikal.ru

Posted by: elchi 22 Nov 2014, 14:42
_sofa_

პირველ ტორტზე სურათი რომ გაქვს გაკეთებული, დაახლოებით მაგ დიზაინში, ისრაელიდან გამოაგზავნეს სანფრანცისკოში კაი მოზრდილი რაღაცა.

მაშინ რუს-ებრაელების რესტორანში ვმუშაობდი მენეჯერად.

მოგვივიდა ეს ტორტი "ფოსტით", ზომაში იყო დაახლოებით 1,5X0,5მეტრზე.
ზედ ბავშვების სურათი იყო გამოსახული.

ტყუპები იყვნენ და დაბადების დღეს უხდიდნენ ჩვენს რესტორანში.

დახურეს რესტორანი მშობლებმა და მხოლოდ მათი მეგობრები იყვნენ ამხელა სივრცეში, სადღაც 400 სული.

მოვიდა ტორტის გამოტანის დრო.

მაგ დროისთვის "ცოცხალი" შესრულებით მუსიკოსები გვყავდა, მკვდრები იყვნენ, მაგრამ დადიოდნენ და პირს აღებდნენ, დალევას სად ასწრებდნენ, ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე, გაგლეჯილები იყვნენ მთელი საღამო.

გამოგვყავდა სცენაზე იუბილარი თავის "გულშემატკივრებთან" ერთად და უმღეროდნენ ეს მკვდრები იმას, რაც ყველაზე მეტად "ეუასებოდათ".

ქართველი ბიჭი მყავდა დამხმარეთ, მეთქი ტორტი ამოიტანე, დროათქო.

ამოდის ეს ბრადიაგა გადმოტრიალებული სახით და კიბეებზე დამივარდაო.

მეთქი ლიფტი შე ჩემა.
დაკავებული იყოვო.
არადა სამ სართულიანი შენობაა.
შვიდ სართულიანი გადავუკურთხე და შევკრიბე მთელი პერსონალი.

მაგარი უნიფორმა ვუყიდე თავიდანვე.

ჩავაცვი თეთრი ხელთათმანები და თეთრი "ბანტიკები" ყელზე, დავაჭრევინე გადარჩენილი რაც იყო ტორტისგან ნაჭრებათ, ვხიე სანთლები ზედ, დარბაზში ჩავაქრობინე სინათლე და სათითაოდ გავუშვი მაგიდებისკენ დიდძალი შამპანურის თანხლებით, თან გამოვაცხადე, შამპანურს რესტორანის მეპატრონეები იხდიან, მიირთვით რამდენიც გენებოთ.

გაუსწორდათ.

ფულის გადახდის დრო მოვიდა და ებრაელს გამოაპარებ რამეს?

ბავშვების ბებია მეუბნება:
-მთლიანი ტორტი რატომ არ შემოიტანეთ, გააფუჭეთო?

-მეთქი ამოუვიდა ხალხს ყელში ერთი და იგივე, ესე უფრო ორიგინალური იყო, რაც გავაკეთეთქო.

-ჰო, კარგად გამოვიდა ყველაფერი, მაგრამ ის ტორტი ასიანი დააგდეთო.


გადავრჩი.

სრულად გადაიხადა სუფრისა და 20% გადაიხადა ოფიციანტების მომსახურებისა.



Posted by: nia4u 22 Nov 2014, 16:02
_sofa_
QUOTE
რთულის საოცრად გემრიელი ვაფლების და ბეზეების ტორტი

ვაიმე, რა მაგარია!
სადმე დევს ამის რეცეპტი?
რა ვაფლებია?
love.gif chups.gif

Posted by: _sofa_ 22 Nov 2014, 16:40
elchi
კარგი ამბავი კი გადაგხდენია.......მაგრამ ფინალი მომეწონა, მე აბა ადგილზევე მოვკვდებოდი....ისე ვნერვიულობ ვიდრე მივუტან პატრონს და ჩავაბარებ, აღარ ღირს ასეთი არაფერი, არ დამიზიანდეს, ხომ მოეწონება და რა ვიცი... ჯვრისწერის ტორტები რომ დავაცხე, აღარ ვვარგოდი ადამიანად, ვიდრე მიიტანეს რესტორანში და დამირეკეს ყველაფერი კარგადააო.....ბოლო, ძალიან რომ მოგეწონა შავ-თეთრი smile.gif , ნატახტარში ქონდათ ქორწილი, მივუტანე ახმეტელზე და ვეუბნები, მანქანაში ფეჩი არ ჩართოთ, პირდაპირ რესტორანში მიიტანეთ და მაცივარში ჩადეთთქო...ჩემი ქმარი მუსიკოსად იქო ამ ქორწილში და გულშემოყრილი მირეკავს, შენ რომ ეს ტორტი დაგანახა იტირებო, გადარეულა დააკვდა გოგო 3 დღეა და ეს რა უქენით მაცივარში არ გედოთო? ჯერ ვაგზალი მოუვლიათ და წარმომიდგენია რამდენჯერ აიღეს-დადეს, მერე ჩაუტანიათ და გამორთულ მაცივარში შეუდგავთ, ამას გარეთ ქონოდათ არ ჯობდა? ამ დახურულ ჩახუთულ მაცივარში, ისედაც დამდნარ ტორტს ცალი მხარე სულ ჩამოშლია....აი ასე იყო იმ ტორტის ამბავი დანის დადება რომ გენანებოდა ზედ..... smile.gif smile.gif smile.gif
nia4u
რეცეფტი არა მგონია, რთული დებს ხოლმე სურათს და ისე მინდოდა გავგიჟდი, ტორტის მასალისთვის რომ გავედი პასაჟში, დამცხვარ ბისკვიტებთან ედოთ ეს ვაფლებიც, ვიყიდე სასწრაფოდ, დავაცხე ბეზეები, გავამზადე შოკოლადის და ყავის კრემი და ისეთი საოცრება არის ვერ წარმოიდგენ.....

Posted by: nia4u 22 Nov 2014, 18:25
_sofa_
გასაგებია!
მაგ ვაფლებს ადრე ვყიდულობდი ხოლმე ხშირად.
თაფლიანი კრემიც უხდება, შოკოლადიანიც და შესქელებულრძიანიც,
მაგრამ ეგ ვარიანტი ბევრად უფრო გემრიელიც ჩანს და ვიზუალიც უფრო ტორტული აქვს smile.gif

შენი ენერგია და ხალისი მაოცებს! ძალიან მაგარი ხარ!
ბედნიერი შენი ქმარი! 2kiss.gif

Posted by: _sofa_ 22 Nov 2014, 19:24
nia4u
QUOTE
ბედნიერი შენი ქმარი!

ხო თაფლიანის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ დამრჩა წინა ტორტზე კრემი და გამოვიყენე.....
ქმარი კიი, მაგრამ აი დედამთილის გული მაინც ვერ მოვალბე.....
* * *
biggrin.gif
ცოტა შემიბრაწუნდა, მაგრამ მაინც კარგიიყო....
http://www.radikal.ru
და ხელშეუხებელი იმერული.....
http://www.radikal.ru

Posted by: MasterJC 22 Nov 2014, 20:53
QUOTE (_sofa_ @ 22 Nov 2014, 19:24 )
nia4u
QUOTE
ბედნიერი შენი ქმარი!

ხო თაფლიანის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ დამრჩა წინა ტორტზე კრემი და გამოვიყენე.....
ქმარი კიი, მაგრამ აი დედამთილის გული მაინც ვერ მოვალბე.....
* * *
biggrin.gif
ცოტა შემიბრაწუნდა, მაგრამ მაინც კარგიიყო....
http://www.radikal.ru
და ხელშეუხებელი იმერული.....
http://www.radikal.ru

მშია





up.gif up.gif up.gif up.gif
გი შებრაწუნებულია მაგრამ ფერზე მაიცნ ეტყობა კარგი გაგიკეთებია

Posted by: elchi 22 Nov 2014, 21:24
_sofa_

1 300$ დაჯდა იმ ტორტის ადგილამდე მოტანა.

ხომ წარმოგიდგენია რა დღეში ვიქნებოდი, მე ვიყავი პასუხისმგებელი ყველაფერზე.

იმ დღეს კინაღამ ინფარქტმა მხია. lol.gif lol.gif

Posted by: CortinaDAmpezzo 22 Nov 2014, 22:15
_sofa_
ხაჭაპური ცხოვრებაში არ მომდომებია.
შენ ფოტოზე ნერწყვები წამომივიდა
მაგარი გოგო ხარ up.gif

Posted by: BadbadGirl 22 Nov 2014, 22:51
QUOTE (_sofa_ @ 22 Nov 2014, 19:24 )
nia4u
QUOTE
ბედნიერი შენი ქმარი!

ხო თაფლიანის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ დამრჩა წინა ტორტზე კრემი და გამოვიყენე.....
ქმარი კიი, მაგრამ აი დედამთილის გული მაინც ვერ მოვალბე.....
* * *
biggrin.gif
ცოტა შემიბრაწუნდა, მაგრამ მაინც კარგიიყო....
http://www.radikal.ru
და ხელშეუხებელი იმერული.....
http://www.radikal.ru

ეს ხაჭაპური და მწვადი კაცის მკვლელი იარაღივით გამოიყურება.
ასე მგონია, რომ მომცა მინიმუმ ორ ხაჭაპურს და ორ შამფურ მწვადს წამში გავავლებდი მუსრსა yes.gif

Posted by: elchi 22 Nov 2014, 23:06
BadbadGirl

რანაირი პიცა არ გამისინჯავს, რა ინგრედიენტებით.

ხაჭაპურს ვაცხობთ მოცარელა და ფეტა ყველით, გვეღირსება მეუღლის მშობლების ჩამოსვლა და ათეული კილოგრამებით ქართული ყველი ჩამოაქვთ.
იმერულით ვაკეთებთ თხელს, მერე მეგრული სულგუნით რომ ხაჭაპურებს დავაცხობთ, მეზობლები ბუწუნკალა ძაღლებივით ეზოს გარშემო დადიან.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ხაჭაპური არის "კატასტროფა".

წააქცევს ნებისმიერ გურმანს.

Posted by: BadbadGirl 22 Nov 2014, 23:11
elchi
მეც მაცარელა და ფეტათი ვაცხობ.
ახლა მაისში ჩამოვლენ მშობლები ნაბოლარა შვილიშვილის სანახავად და ჩამიმიტანენ ყველსა, ვაცხობინებ და ვაცხობინებ მერე ხაჭაპურს დედას biggrin.gif : მამაჩემი მწვადის ამბებში უნდა გავამწესო.

QUOTE
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ხაჭაპური არის "კატასტროფა".

წააქცევს ნებისმიერ გურმანს.

ნამდვილად, ოღონდ კარგი გაკეთებული.
და კიდევ მიყვარს ჭახრაკინები (ყველის და ჭარხლის ფოთლის ნაზავი). ჩემი დის დედამთილი აკეთებს ისეთს, ჭამისას ზომა წონას ვერ გრძნობ.

Posted by: MasterJC 22 Nov 2014, 23:45
elchi
აუ მე უეჭველი მხევდა და გავჭიმავდი ფეხებს

საღოლ თქვენ ძმაო
QUOTE
ხაჭაპურს ვაცხობთ მოცარელა და ფეტა ყველით, გვეღირსება მეუღლის მშობლების ჩამოსვლა და ათეული კილოგრამებით ქართული ყველი ჩამოაქვთ.
იმერულით ვაკეთებთ თხელს, მერე მეგრული სულგუნით რომ ხაჭაპურებს დავაცხობთ, მეზობლები ბუწუნკალა ძაღლებივით ეზოს გარშემო დადიან.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ხაჭაპური არის "კატასტროფა".

აქაურების ნარჩევი რეცეპტით გავაკეთე

მოცარელა+ ფეტა
მეც

ხოდა მაგრად მოეწონა მაშIნ მოსკოვშI უზბეკებს
თან მანამდე ქართულს მინამსგავსები ყველით აკეთებდა ერთი მეგრელი ქალი, ბიძაჩემთან მUშაობდა
და ეხლა იამს როვ ერ ვაჯობებდი რა თქმა უნდა
უბრალოდ აქაურმა გოგოებმა შემაწიეს კარგი რეცეპტი და იქ კდიევ გულიამ ივაჟკაცა smile.gif

Posted by: merciamercia 23 Nov 2014, 01:28
ამ შუაღამეს, აქ შემოსვლა იქნებოდა, რა ხაჭაპური დაიდო weep.gif
მწვადზე არ მქონია რეაქცია, არ მიყვარს დიდად biggrin.gif

Posted by: ninoma 23 Nov 2014, 08:10
_sofa_
სოფა, მაგარი ხარ. 2kiss.gif
BadbadGirl
გილოცავ! ძალიან გამიხარდა.

Posted by: Besa 23 Nov 2014, 11:28
_sofa_
up.gif
სოფა მასწავლე ხაჭაპურის გამოცხობა
არ დაიზარო რეცეპტის დაწერა jump.gif

Posted by: GusGus 23 Nov 2014, 12:51
elchi


Shen xacho gecodineba wallmartshi an sadme sad vnaxo?


Feta da mozarelati vacxob mec xachapurs <3

Posted by: aks75 23 Nov 2014, 13:49
ნამცხვარი მედოკი

http://youtu.be/kiuPOqzwqrw

http://youtu.be/kiuPOqzwqrw

Posted by: BadbadGirl 23 Nov 2014, 14:23
ninoma
დიდი მადლობა smile.gif
--------------------------------

Posted by: CortinaDAmpezzo 23 Nov 2014, 15:16
Brosnan
QUOTE
ყვავილოვანი კომბოსტო არა და, ბროკოლი მაგრად მევასება


ეგეც კარგია, ხორცთან, კარტოფილთან, ყველთან, თევზთან მაგრა მიდის

http://www.radikal.ru

Posted by: _sofa_ 23 Nov 2014, 18:52
კარგით რაა, არ ვღირვარ ამდენ ქებად... facepalm.gif
Besa
არაფერს განსაკუთრებულს მე ხაჭაპურს არ ვუკეთებ,....ზოგი მაწონში ზელს, ზოგი არაჟანში და რა ვიცი ათასნაირი ცომია....ჩემთვის მთავარია კარგი იმერული, ჭყინტი ცხიმმოუხდელი ყველი, ცომს შედარებით თხელს ვზელ და ზეთში ამოვაგორებ ბოლოს...კარგად ამოვა სითბოში და მერე ამოგუნდავებულს გააჩერებ კიდევ, რომ დაისვენოს ცომმა და მოგყვეს ხელში, ყველი კარგად გადაანაწილო ცომში, ანუ რომ ჩადებ ყველს და მოუკრავ თავს, შუიდან დაიწყებ გაბრტყელებას ხელის გულით და ნაპირებშიდაც გავა ყველი....მერე კარგი გახურებული ღუმელი უნდა და დიდხანს არ უნდა ცხობა და ძალიან დაბრაწვა-გამოხმობა......რბილი უნდა იყოს, დაბრაწული ხაჭაპური სუფრებზე თუ დაკვირვებიხარ არასდროს არ არის, ის უკვე დაბრაკულია წესით და რომ ცივდება მაგრდება, ქერქი უჩნდება....ეს არის რაა, ხელზედაც არის ბევრი დამოკიდებული, ჩემი დედამთილი ხაჭაპურს და ბაჟეს აკეთებს, მე ვერასდროს ისეთს ვერ გავაკეთებ და არც გამომდის. smile.gif

Posted by: Besa 23 Nov 2014, 19:06
_sofa_
მადლობა სოფა, გიორგობას გილოცავ
ყველას გილოცავთ მრავალს დაესწარით

Posted by: Brosnan 23 Nov 2014, 19:31
CortinaDAmpezzo
QUOTE
ეგეც კარგია, ხორცთან, კარტოფილთან, ყველთან, თევზთან მაგრა მიდის

კარტოფილი არ მიყვარს

მე ბროკოლი წვრილად დაჭრილ შემწვარ შაშხთან მევასება სოიოს სოუსით up.gif

Posted by: tavadze 23 Nov 2014, 19:52
გიორგობას გილოცავთ ყველას... მრავალს დაესწარით.
_sofa_ ყოჩაღ შენ ყველაფრისთვის. up.gif
QUOTE
ცოტა შემიბრაწუნდა, მაგრამ მაინც კარგიიყო....

რას ერჩი, მწვადი კარგი ჩანს - საკაიფოდ შებრაწული, მაგრამ ის ვინ ეპარება იქიდან მაგ მწვადებს - ეგაა ბუთქუნა? biggrin.gif biggrin.gif
გამოგეჩინა ეგ პატარა კაციც. biggrin.gif
BadbadGirl
QUOTE
ახლა მაისში ჩამოვლენ მშობლები ნაბოლარა შვილიშვილის სანახავად

გილოცავ, გილოცავ! ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს ღმერთმა. up.gif

Posted by: elchi 23 Nov 2014, 20:03
GusGus

WALMART-ში ან სხვა მარკეტში იკითხე COTTAGE CHEESE, ეგ არის ხაჭო.

Posted by: GusGus 24 Nov 2014, 07:48
elchi


Eg araa xacho sad.gif qartul xachostan verc miva sad.gif

Xachoiani blinebi minda sad.gif

Posted by: aninia 24 Nov 2014, 10:11
LUTA
როგორ გამიხარდი! 2kiss.gif გვენატრებოდი შენი ფანტასტიური ნახელავებით love.gif
* * *
kactus

მე კიდევ მაქვს ერთი რეცეპტი, რომელიც ჩემი ოჯახის ყველაზე პრეტენზიულმა მჭამელმაც კი მოიწონა- შეწვარი ყვავილოვანი კომბოსტო. ყვავილედებად დაშლის და გარეცხვის შემდეგ შემოაყენე წყალი ქვაბში და დაადგი ცეცხლზე. დუღილს რომ დაიწყებს, მარილი ჩააყარე, რომ ის სპეციფიური გემო გაანეტირალოს 7-8 წუთი ადუღე და გადაწურე. მე ქაფქირით ვიღებ და საწურზე დავაწყობ ხოლმე ფრთხილად. გათქვიფე კვერცხი და მოიმარაგე საფანელი (დაფქული პურის ორცხობილა). კომბოსტოს ყვავილედები ჯერ კვერცხში ამოავლე, შემდეგ საფანელში კარგად და შეწვი. ზეტი ცოტა მეტი უნდა იყოს დაფაზე, რომ ერთიანად, ჩიპსივით დაიბრაწოს, როგორ ფრიტურში.
სცადე, იქნებ დაგიკარგოს ცუდი წარმოდგენა ამ პროდუქტზე.

Posted by: _sofa_ 24 Nov 2014, 11:00
tavadze
არა ეს შუათანაა...პარაზიტი მაშიკო....დადის და ანადგურებს ყველაფერს....რა ვიცი მეც სურათში დავაფიქსირე რომ იქ ყოფილა smile.gif
კაცმა ეხლა დაიწყო ჯდომა და ფორთხვა, სიარულით ჯერ ვერა 8 თვისაა.....

Posted by: aninia 24 Nov 2014, 11:04
_sofa_
QUOTE
და რთულის საოცრად გემრიელი ვაფლების და ბეზეების ტორტი, ბევრი თხილით და ნიგვზით.....რომ არ გამეკეთებინა და არ გამესინჯა, კიდევ ერთხელ ნახვას ვეღარ გავუძლებდი.......



არაჩვეულებრივი კულინარის არაჩვეულებრივი მოსწავლე ხარ! bis.gif bis.gif bis.gif
რეცეპტი დევს სადმე?
* * *
nia4u
QUOTE
თაფლიანი კრემიც უხდება


აი, ეს არ ვიცი. baby.gif მეტყვი? 2kiss.gif

Posted by: nia4u 24 Nov 2014, 13:07
aninia
გეტყვი smile.gif
წამოდი საკონდიტროში smile.gif
QUOTE
რთულის საოცრად გემრიელი ვაფლების და ბეზეების ტორტი,

ამის რეცეპტიც ვიპოვე და საკონდიტროში დავდებ smile.gif

Posted by: kactus 24 Nov 2014, 13:10
aninia
QUOTE
სცადე, იქნებ დაგიკარგოს ცუდი წარმოდგენა ამ პროდუქტზე.

ჩემო კარგო aninia,ცუდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს მაგ პროდუქტზე,უბრალოდ,
მის გემოს ვერ ვიტან.
ყველას დიდი მადლობა,ვინც არ დაიზარა და რეცეპტები დადო.შევეცდები,გავაკეთო და გავსინჯო,იქნებ მოხდეს სასწაული და შევიყვარო ყვავილოვანი კომბოსტო! user.gif

Posted by: aninia 24 Nov 2014, 14:04
nia4u

QUOTE
წამოდი საკონდიტროში 


მოგყვებიიიიი kiss.gif
kactus
QUOTE
ცუდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს მაგ პროდუქტზე,უბრალოდ,
მის გემოს ვერ ვიტან.


მაპატიე, აშკარად სწორად ვერ ვთქვი.

Posted by: elchi 24 Nov 2014, 16:08

GusGus

თუ შტატებში ხართ, ეგ არის ხაჭოსთან მიახლოებული ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.

Posted by: ninoma 24 Nov 2014, 20:15
GusGus
QUOTE
qartul xachostan verc miva

მაშინ რუსულ ან აზიურ მარკეტში უნდა შეიძინო რუსული ხაჭო.

Posted by: BadbadGirl 24 Nov 2014, 20:51
tavadze
მადლობა smile.gif
------------------------

Posted by: ravi_shen 27 Nov 2014, 18:11
http://buzzmedia.ge/yveli-da-lori/

აგე დღეს რა გავაკეთე ^_^
გემერიელი იყო

Posted by: forever`s_NEVER 28 Nov 2014, 10:52
შავ ღვინოში ჩასვენებული ღორის მჭლე ნაჭრები შევწვი ნიორთან ერთად.
რაც კი მწვანე მოიპოვებოდა მაცივარში - სალათი, სუფრის ხახვი, ბულგარული, კამა, ოხრახუში, კიტრი, ზეთისხილი - დავჭერი, მოვაყარე დაჭრილი ხორცის ნაჭრები,
ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო, ლიმნის წვენი ავურიე, დავამატე მარილი, სუნელები, მოვასხი სალათს.
გემრიელი სალათი გამოვიდა.
მშვიდობით ხორცო 2015 წლამდე user posted image

Posted by: _sofa_ 28 Nov 2014, 13:36
ხბოს ხორცი ნაღებში....ძალიან გემრიელია სცადეთ.....ოსტრი დიდი ხანია სუფრებზე ამით შევცვალე.....
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: jadvari 28 Nov 2014, 14:14
_sofa_
და რეცეპტს არ დაწერ?

Posted by: _sofa_ 28 Nov 2014, 15:43
რატომაც არა...დავწერ.... smile.gif
ცხელ წეთში მოვშუშავთ 1-2 თავ ხახვს, მერე დავამატებთ 1-2ც სტაფილოს დაჭრილს რგოლებად+ხბოს ხორცი, რბილობი 1კგ ან ცოტა მეტი+2-3ც ბულგარული სხვადასხვა ფერი და ქამა სოკო დიდ ნაჭრებად დაჭრილი 500გრ,.... ქამა და ბულგარული ძალიან არ უნდა ჩაიშუშოს, მალევე ვამატებს 200მლ ნაღებს, ცოტა მეტიც მოუხდება თუ იქნება, მარილი, შავი პილპილი, მწვანე ხახვი და ოხრახუში და გამოვრთავთ წამოდუღებისთანავე..... მიირთვით წითელ ღვინოსთან......

Posted by: stasia 28 Nov 2014, 16:15
_sofa_
QUOTE
ვაფლების და ბეზეების ტორტი, ბევრი თხილით და ნიგვზით.



ამის რეცეპტიც რაააა rolleyes.gif

Posted by: jadvari 28 Nov 2014, 16:31
_sofa_
ხბოს ხორცს ბოსტნეულთან ერთად ხარშვა ყოფნის თუ ცალკე მოხარშვა უნდა?

Posted by: _sofa_ 28 Nov 2014, 17:24
jadvari
ხახვს და სტაფილოს ოდნავ რომ ჩათუშავ მალევე ჩაყარე, და თუ ხბოს ხორცია ყოფნის სულ თავისუფლად......
stasia
ააა ბატონო......ესეც ძაან მაგარი რამეა....
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1726-e18395e18390e183a4e1839ae18398e183a1-e18393e18390-e18391e18394e18396e18394e183a1-e1839ce18390e1839be183aae183aee18395e18390e183a0e18398

Posted by: stasia 28 Nov 2014, 17:39
_sofa_

ნაღების ფხვნილს სად ყიდულობ?

Posted by: _sofa_ 28 Nov 2014, 20:23
stasia
ფხვნილი კერძებს არ უნდა, სითხეებია, ყველგან არის თითქმის მარკეტებში.....

Posted by: ^Nos_ka 28 Nov 2014, 21:07
norse
QUOTE
ბეილისის რეცეპტი მინდა!

მასალა:
150 გრ. შაქრის პუდრა
2 შეკვრა ვანილი
200 მლ რომი
25 გრ. წვრილად დაFქვილი ყავა
300 მლ ნაღები
მომზადება:
შაქრის პუდრა გავცრათ, დავამატოთ ვანილი და ყავა. კარგად ავურიოთ.
დავამატოთ რომი და ნაღები და ავთქვიFოთ. ჩავასხათ ბოთლში.
გამოყენების წინ შევანჯღრიოთ.
ქართულ კულინარიულ ჟურნალში შესქელებული რძით ("სგუშონი") მაქვს წაკუთხული,
აღარ მახსოვს,კვერცხიც ეწერა მგონი :/


MasterJC
QUOTE
ცომის იდეებს ველი თქვენგან

ცომი სავარაუდოდ კულიჩის ან Fუნთუშების ("ბულკის") გამოდგება.

P.ს ადრე მკითხე და ვერ გიპასუხე:
Curry არის ინდური საკმაზი, კურკუმას ძირებისგან, приправа რუსულად.


Brosnan

QUOTE
სტეალოზა არ გამიგია ჯერ არსად

Quiche ს ჰგავს Fორმითაც და მომზადების წესითაც.
Fენოვანი ცომისგან ამზადებენ საქართველოში


CortinaDAmpezzo

QUOTE
აი შენ გაკეთებულ საჭმელს რო ვერ ჭამ, ამ დროს უმეტესობას მოწონს, ეგეთი რამე თქვენც გაქვთ?!

ბოლო წლებია, ვერ ვჭამ ჩემ გაკეთებულს,
გამოვრთავ გაზქურას და ვუყურებ, გასინჯვის სურვილიც კი არ მაქვს...


Posted by: stasia 28 Nov 2014, 21:12
_sofa_

კერძისთვის არა სოფ, ნამცხვრის რეცეპტში წერია ნაღების ფხვნილი.

Posted by: irinka1983 28 Nov 2014, 22:17
GusGus
QUOTE
Xachoiani blinebi minda


თუ გინდა მე გასწავლი ხაჭოს გაკეთებას. შტატებში ვცხოვრობ და ერთმა რუსმა ბებიამ მასწავლა, მას მერე ხაჭო არ მომკლებია biggrin.gif

Posted by: _sofa_ 28 Nov 2014, 22:42
stasia
ააა, ფხვნილები ტორტების და ნამცხვრების მოსართავები და მასალები სადაც იყიდება...პასაჟში ბისკვიტებს სადაც ყიდიან და მოსართავ ყვავილებს, ახმეტელზედაც აქვთ , წერეთელზეა კიდევ ასეთი მაღაზია...

Posted by: GusGus 29 Nov 2014, 01:10
irinka1983


კი მინდა smile.gif მე ძალიან მიყვარს ხაჭო, და ხაჭოთი ვაკეთებდი ბლინებს, ალადიკებს <3

Posted by: Rosetta 29 Nov 2014, 01:32
მარტო ვარ სახლში, საჭმელი არაა

ინგრედიენტები მაქვს შემდეგნაირები - კვერცხი, ძეღვი, ლორი, გუდის და ცხვრის ყველი, სოსისი, ხიზილალა შავი, კარტოფილი, საწებლები და ბოსტნეულობა
შავ ღვინოს რომ მოუხდეს მირჩიეთ ისეთი რამის გაკეთება

Posted by: Charles_Martel 29 Nov 2014, 02:13
ჭყიმის სუფი გეახელით



რა კაი ყოფილა love.gif

Posted by: kactus 29 Nov 2014, 09:18
_sofa_
QUOTE
ხბოს ხორცი ნაღებში....ძალიან გემრიელია სცადეთ.....ოსტრი დიდი ხანია სუფრებზე ამით შევცვალე.

ნაღები და სოკო რომ ამოვიღოთ,როგორი იქნება?! user.gif

Posted by: nia4u 29 Nov 2014, 18:16
_sofa_
QUOTE
ახმეტელზედაც აქვთ

ახმეტელზე სად არის, მასწავლე რა, ეგეთი მაღაზია,
მოსართავები და რამე-რუმეები სად იყიდება?
(რამდენჯერმე ახსენე ახმეტელი პოსტებში და სადმე მანდ ახლომახლო ცხოვრობ?)

Posted by: tavadze 30 Nov 2014, 00:38
Charles_Martel
QUOTE
ჭყიმის სუფი გეახელით

ეგ - ფხალეული, ხო? სუპი არ ვიცი და ფხალად უმაგრესია... up.gif
მომანდომე ჩემი სოფელი, ბაღი და ჭყიმის ფხალი. biggrin.gif
irinka1983
QUOTE
თუ გინდა მე გასწავლი ხაჭოს გაკეთებას. შტატებში ვცხოვრობ და ერთმა რუსმა ბებიამ მასწავლა, მას მერე ხაჭო არ მომკლებია

მეც მაინტერესებს რა - რეცეპტ ვ სტძიუ!... biggrin.gif

Posted by: Charles_Martel 30 Nov 2014, 03:17
tavadze
QUOTE
ეგ - ფხალეული, ხო? სუპი არ ვიცი და ფხალად უმაგრესია... 
მომანდომე ჩემი სოფელი, ბაღი და ჭყიმის ფხალი.
კი, გურულები ფხალად აკეთებენ

ფრანგებს უფრო მრავალფეროვანი მოხმარება აქვთ

პირველად რომაელებს შეუტანიათ თურმე ჭყიმი ევროპაში

ჩვენთან თითქმის დავიწყებულია გურიის გარდა

არადა მაგარი გემრიელი რამეა smile.gif

Posted by: tavadze 30 Nov 2014, 11:04
Charles_Martel
QUOTE
ფრანგებს უფრო მრავალფეროვანი მოხმარება აქვთ

საფრანგეთში ხარ? მეგონა, აქ იყავი და ცოტა კი გამიკვირდა, ჭყიმი ვის ახსოვდა-მეტქი. თან - სუპად!
QUOTE
ჩვენთან თითქმის დავიწყებულია გურიის გარდა

არ გეგონოს, იქაც დიდად ახსოვდეთ. დედაჩემს უყვარდა თავისი ბავშვობიდან მოყოლებული - ომის თაობა იყო, თორემ სხვები არც აკეტებენ. მგონი, უმრავლესობამ არც იცის. მამიდაცემმაც არ იცოდა, ვერ იცნო, რომ ჩამოვუტანე... არ ვიცი, თესლი დედაჩემმა იშოვა თუ თავისით ამოვიდა ბაღში, მაგრამ ძალიან ბევრია (თან მოვლაც არ უნდა არაფერი - ბალახია რა, იზრდება თავისით. მიწაზე კია გაფენილი ფაფუკი ფარდაგივით biggrin.gif) და ფხალს ხშირად აკეთებდა. განსაკუთრებით - გაზაფხულზე, როცა ცოცხალი ფხალეული და ვიტამინები შედარებით ნაკლებია. მართლა გემრიელია.

Posted by: Charles_Martel 30 Nov 2014, 12:01
tavadze
სამწუხაროა რომ დავიწყებულია ჩვენთან ჭყიმი

ისევე როგორც ბევრი სხვა ქართული საჭმელები

არადა ევროპელებმა ჩვენგან ისწავლეს და იყენებენ

Posted by: kactus 30 Nov 2014, 13:32
მაპატიეთ,მაგრამ ჭყიმი რა არის?!
ფრანგულად რა ჰქვია? boli.gif

Posted by: fermina 30 Nov 2014, 13:45
QUOTE
ჭყიმი


ლამის გურიაში გავიზარდე და არასოდეს გამიგია rolleyes.gif

Posted by: _DelgadA_ 30 Nov 2014, 14:02
Waffle Maker-ის ყიდვას ვაპირებ და თუ იცით ვაფლის ცომი მარტივად კეთდება?

თუ მარტივი და სწრაფია შევიძენდი

Posted by: MasterJC 30 Nov 2014, 14:24
QUOTE (_sofa_ @ 28 Nov 2014, 13:36 )
ხბოს ხორცი ნაღებში....ძალიან გემრიელია სცადეთ.....ოსტრი დიდი ხანია სუფრებზე ამით შევცვალე.....
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ვაკეთებ


ჯოჯოხეთში მოვხვდები
უვკე გადავთვალე და 3 შეცდომა გამეპარა
შენს საოცრებასთან ამ ოხრობას არაფერი ექნება საოცრება
არადა რა ლამაზი იყო და როგორ ავურიე რაღაცეები sad.gif


მარა შთამბეჭდავია მაიცნ, სამარცხვინოა ასეთი ჩაინიკი რო ვარ რა :/

Posted by: Charles_Martel 30 Nov 2014, 14:28
kactus
QUOTE
მაპატიეთ,მაგრამ ჭყიმი რა არის?!

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AD%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98

QUOTE
ფრანგულად რა ჰქვია?

Cerfeuil (სეღფეი)

Posted by: Besa 30 Nov 2014, 14:54
შავი საცივის გაკეთება თუ იცით რომელიმემ? მასწავლეთ კულინარებო
გურულების კერძია როგორც ვიცი

Posted by: kactus 30 Nov 2014, 15:57
Charles_Martel
QUOTE

QUOTE
ფრანგულად რა ჰქვია?

Cerfeuil (სეღფეი)

Cerf ხომ ირემია?! smile.gif
Cerfeuil - ჭყიმი. smile.gif


Posted by: nia4u 30 Nov 2014, 16:07
_DelgadA_
QUOTE
Waffle Maker-ის ყიდვას ვაპირებ და თუ იცით ვაფლის ცომი მარტივად კეთდება?
თუ მარტივი და სწრაფია შევიძენდი

http://forum.ge/?f=82&showtopic=34492107&st=30
ამ გვერდს გადახედე
+ ვიდეო-რეცეპტია მანდ... smile.gif

კიდევ ამ საიტს
http://www.vkusnyblog.ru/smak/17755

და კიდევ ამ გვერდს
http://forum.ge/?f=82&showtopic=34298440&st=34

smile.gif

Posted by: _DelgadA_ 30 Nov 2014, 16:21
nia4u
მადლობა დიდი 2kiss.gif

Posted by: love you 30 Nov 2014, 17:48
მოგესალმებით smile.gif
მეც დავდებ დღევანდელ ჩემს ნაშრომ ნამოღვაწარს smile.gif
კექსი ბანანით....
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ფანტია ტკბილი ფლავი ქიშმიშით და ლიმნის ცედრით....

http://www.radikal.ru
love.gif love.gif love.gif

Posted by: tamo7779 30 Nov 2014, 20:43
გებჟალიას უნდა შევეთამაშო, არასოდეს მიცდია
რას მირჩევთ?

Posted by: aca baca banci bunca 30 Nov 2014, 22:39
manine2013
http://attach.forum.ge/post-82-1406820747.jpg

ერთიანის თავი შემთხვევით გამოვიდა ასეთი? user.gif

Posted by: tavadze 1 Dec 2014, 00:15
Charles_Martel – რაჭველივით გვიან კი გამახსენდა და ჭყიმის სუფის რეცეპტი დამიწერე რა, როცა მოიცლი.


Posted by: _sofa_ 1 Dec 2014, 15:17
kactus
ალბად კარგი იქნება, აგრამ ეს რა თქმა უნდა არ გამოვა...განსხვავებული კერძი გექნება სრულიად...მე მაქვს კიდევ ერთი რეცეფტი, ნაღების მაგივრად, პომიდორს ვამატებ და იმდაგვარი გამოვა.....
nia4u
კი მუხიანში ვცხოვრობ, უფრო კონკრეტულად დაჩებზე, მაგრამ ძააალიან ზემოთაც არა.... smile.gif ბაგებში გავყიდეთ ისე გვინდოდა საკუთარი ეზო და სახლი და წამოვედით აქ...ვინც გებულობს გაგიფრენიათო გვეძახის, მაგრამ მიუხედავად იმისა, კარგა ხანს ნორმალურად ვერ ვეღირსები მოწესრიგებას, იმას აღარ ვამბობ გზა როდის გაკეთედება, ჯერ არც ვოცნებობთ მაგაზე, მაინც ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ ამ შენაძენით.... biggrin.gif ახმეტელზე ბევრი არაფერი არის, მაგრამ, კრემები, ჟელეები, პატარ-პატარა რაღაც რუღაცეები კი აქვთ....საბითუმო ბაზრობა აწერია, როგორ აგიხსნა, მისამართებში ბატი ვარ ძალიან, მაგრამ შევეცდები....მეტროდან რომ ამოხვალ და გლდანის პარკისკენ მიმავალ გზას გაუყვები, მალევე, ტორტების მაღაზიებს აცდები და ბაზრობა არის ხელმარცხნივ, დიდი კარებია შესასვლელი და პირდაპირ კარების წინ მაღაზიაში აქვთ ესეთი რაღაცეები......
* * *
MasterJC
არაფერი განსაკუთრებული ამას არ უნდა, კარგი გამოგივა დარწმუნებული ვარ.....

Posted by: kactus 1 Dec 2014, 15:36
_sofa_
QUOTE
.მე მაქვს კიდევ ერთი რეცეფტი, ნაღების მაგივრად, პომიდორს ვამატებ და
იმდაგვარი გამოვა.....

უი,ეგ კარგი ვარიანტია!
თუ არ დაგეზარება,რეცეპტი დადე რა,ფლიიიზ!

Posted by: nia4u 1 Dec 2014, 18:28
_sofa_
მომწონს მე თქვენი გადაწყვეტილება, ადრე თუ გვიან ბევრი მივა მაგ აზრამდე, რომ მიწასთან ახლოს ჯობია smile.gif
ვიცი ეგ ბაზრობა, მეც ხშირად მიწევს საყიდლებზე გლდანში სიარული,
მაგრამ მაგ მაღაზიას არ დავკვირვებივარ არასდროს.
ვნახავ ამ დღეებში.
ხანდახან, როცა გეჩქარება ან გეზარება, კარგი გამოსავალია მზა რაღაცეების ყიდვა smile.gif
პ.ს. შენ სურათებს წავაწყდი ფეისბუქზე, მშვენიერი ხარ და მაგიტომაც აკეთებ ასეთ სილამაზეებს 2kiss.gif

Posted by: _sofa_ 1 Dec 2014, 19:38
nia4u
smile.gif დიდი მადლობა, გაიხარე......
kactus
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში საშუალო ცეცხლზე, პატარა კუბებად დაჭრილი ხბოს ხორცთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ წყალი ან ხორცის ბულიონი.
ვხარშოთ ხბოს ხორცის მომზადებამდე, ხორცი არ უნდა ჩაიხარშოს, მაგრამ უნდა იყოს რბილი.....+სტაფილო+ ბულგარული+ სოკო თუ გინდა და ბოლოს პომიდორი....შევაზაოთ, ნიორი, ქინძი, ოხრახუში, მარილი, წიწაკა...უცხო და ხმელი ქინძი....

Posted by: MasterJC 1 Dec 2014, 20:48
_sofa_
უშნო გამოვიდა
მაგრამ ძალიან გემრიელი. ხბოს მაგიერ საქონლის ხორცი ვიყიდე და პაწია იაღლიშები გამეპარა. ეგეთ ლამაზ ფერზე ვერ დავსვი.
მადლობა დიდი

პილპილი ძალიან ბევრი არ ვუქენი. ჩვეულებრივ სიმწარე გენოს აღქმის საშუალებას არ იძლევა. და მიკვირდა ამან ოსტრი როგორ უნდა შეცვალოსთქო

რო გავსინჯე პილპილის პაკეტი ბოლომდე დავაცალე. კერძი ითხოვდა რა გამამწარეთო.

მაგარი იყო და მოწონებაც ხვდა წილად.






ბონუსად სალათა გავაკეთე..

პომიდორი, კიტრი, ერბოკვერცხი (მარილის მაგიერ ცოტა სოიოს სოუსი), შებოლილი ორაგული დავჭერი პატარა კუბიკებად (ნარდის ნორმალური კამათლია დონე ან ოდნავ მეტი ზომა) ავურიე მაიონეზში. სამწუხაროდ ტობიკო ძალიან ძვირია და სხვა წვრილი ხიზილალა ვერ ვიშოვე. ძალიან გემრიელია ვინეგრეტივით ვურევთ ხელით. მაგრადაც მოეწონათ. ბევრი მაიონეზი წყალწყალად აქცევს

Posted by: manine2013 1 Dec 2014, 21:34
aca baca banci bunca
მარციპანი გადაკვრის დროს გაიხა და დავაკერე lol.gif

Posted by: _sofa_ 2 Dec 2014, 11:42
ემზადებით საახალწლო სუფრისთვის?
ბურვაკის ბეჭი თავის ცივი და ცხელი სალათით...
http://www.radikal.ru
წელს თევზი უნდა იყოსო....და მეფური თევზი მეფურად....
http://www.radikal.ru
ესეც კიდევ ორაგული, ფოლგაში გამომცხვარი...
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: Clicquot 2 Dec 2014, 13:53
_sofa_
გვერჩი ხო : up.gif love.gif

Posted by: Urindanger 2 Dec 2014, 20:28
user.gif user.gif user.gif user.gif user.gif user.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: norse 2 Dec 2014, 23:21
_sofa_
აუ რეცეპტები რააააა :*

Posted by: chiefangel 2 Dec 2014, 23:33
აქ არ შემოვდივარ ხოლმე თორემ სულ მშივდება smile.gif))
გეხვეწებით ახალგაზრდებო პატარა დამეხმარეთ კარგი საქმის კეთებაში სხვის ოჯახებსაც ცოტა წავახმაროთ ხელი
სისტემა ექო არის პლატფორმა სადაც ვეხმარებით ერთმანეთს ყველაფრით ფულის გარდა, დაგვირეკეთ მოვალთ და წამოვიღებთ მივუტანთ შესაბამის ოჯახებს.
გთხოვთ მისცეთ ხმა
http://ertad.ge/ge/=49/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9D



იმისათვის რომ ყველაფერი იყოს გამჭირვალე ჩვენი მშობლების მიერ განხორციელებული ინვესტიცია არ არის საკმარისი. ჩვენ მოგროვებული გვაქვს გარკვეული თანხა საიტისთვის ხოლო პროგრამული უზრუნველყოფისთვის რომელიც ამ ყველაფერს გახდის გამჭვირვალეს საზოგადოებისთვის საჭიროა 3500 ლარი რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. პროგრამული უზრუნველყოფა ერთის მხრივ ჩვენს მიერ მოგროვებული სამოსის და ნივთების სწორ გადანაწილებაში დაგვეხმარება და მეორეს მხრივ მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

Posted by: _sofa_ 3 Dec 2014, 09:29
მემგონი აქ ყველაფრის რეცეფტი უნდა მქონდეს დადებული, მერე გადავავლებ თვალს და თუ აკლია რამე დავამატებ...
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/category/347-dudia

Posted by: MasterJC 3 Dec 2014, 10:11
_sofa_
ჯოჯოხეთში მოხვდები
yes.gif yes.gif yes.gif

საოცრებებს აკეთებ


ლუტა და რთული არიან კიდევ გადაკარგულები, თორე მთლად დავიხოცებოდით ალბათ sad.gif


ჯადოსნური ხელები და საოცარი ფანტაზია გაქვთ რა

Posted by: robi_robi 3 Dec 2014, 22:25
მენატრება ეს თემა...ამიტომ ვცდილობ ნელ-ნელა დავუბრინდე და მგონი დასაწყისისთვის წავა გაქვეულზე გაკეთებული აჯიკაში შემწავრი გნოლი მქსიკური კარტოფილით
http://pix.ge/
და არაჟნის ტორწიკ-დესერტი ფორთოხლით და ნიგვზით smile.gif გემრიელი იყო ძალიან

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: elchi 4 Dec 2014, 00:05
robi_robi

საწყენად არ მიიღო შენი ჭირიმე.

გნოლებთან შეხება მეც მაქვს, ჩემები ბევრად მოზრდილები არიან.

თქვენს დადებულ სურათზე ეგ ფრინველი გნოლი არ არის.

ორი ვარიანტია, ან შემოდგომის დედალი მწყერია, ან კაკაბი.

ჟრუნი გამოვრიცხე, რადგან მაგხელა ბარკლები არა აქვს, გულის ბამბა კიდევ დიდძალად მისცა ბუნებამ.

Posted by: robi_robi 4 Dec 2014, 00:28
elchi
ჯერ ერთი ეს არის ზამთრის მამალი გნოლი და თანაც საკმაოდ დიდი ზომის...
მეორე კაკბებთან და გნოლებთან შეხება თუ გაქვთ,უნდა იცოდეთ ,რომ კაკაბი გნოლთან შედარებით ბევრად დიდია და თანაც თეთრი ხორცი აქვს...

პ.ს ამხელა მწყერს კიდევ გაზაფხულზე კი არა ფერმაშიც ვერ ნახავთ...
და თუ კიდევ არ გჯერათ შემიძლია სურათიც დაგიდოთ როგორ მოინადირა ჩემმა მეუღლემ smile.gif

პ.ს2 არ ვიცი სურათში როგორ ჩანს,მაგრამ თეფში საკმაოდ დიდი ზომისაა(ჩვეულებრივი პატარა თეფში არ გეგონოთ)

ჯერ მოსატყუებელი რა მაქვს...და თუ ის იფიქრეთ რომ ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან ნამდვილად შეცდით...მაცივარში მწყერიც მაქვს,ვალდშნეპიც(ტყის ქათამი),და იხვიც ...კაკაბი წინა კვირას მოვამზადე smile.gif და აუცი;ებლად დავდებ მწყრის სურათებსაც იგივე თეფშზე ...თან ქათამი თავიანად აქვს შენახული მეუღლეს და ჯერ სურათს გადავუღებ მომზადებამდე რომ მერე ვინმეს მტრედი ან ბეღურა არ ეგონოს smile.gif
* * *
ვიპოვე სურათიც smile.gif პირველ სურათზე მწყერია დიდი ზომის("პერელიოტის") და მეორეზე გნოლი...ერთი და იგივე თეფშია
http://www.picz.ge
http://www.picz.ge

Posted by: elchi 4 Dec 2014, 05:09
კაკაბი გნოლზე დიდი არ არის, პირიქით

სურათზე საითის მისამართია, გახსენით ეგ საითი და მიხვდებით რომ ტყემალზე არ ვზივარ.

ეს არის გნოლი.

ჩემი თეფშიც კაი მოზრდილია.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: kato_stropa 4 Dec 2014, 05:30
QUOTE
BadbadGirl
ჩემს დედამთილს აქვს მაგ ვაფლების საცხობი
ოღონს იმისი ელექტროა რა არის გაზზე აცხობს ზემოდან . გემრილს აკეთებს ძალიან
აბა ცადე თუ მოგეწონება .
4 კვერცხი
4 სადილის კოვზი შაქარი
4 სადილის კოვზი ზეთი
ლიმინის გაგხეხილი კანი
მწიკვი მარილი
ვანილი
და ფქვილს უშვება იმდენს რომ არაჟნის სისქის ცომი მიიღოს.

ძალიან გემრიელები გამოსიდის . მეც გამიკეთებია რამოდენიმეჯერ იქ რომ ვარ ხოლმე .
ოღონდ იმ ფომრას ჯერ კარგად ახურებს ხოლმე გაზზე . და მერე ჯერ ერთი მხრიდან და მერე მეორე მხრიდან აბრუნებს .

farfallinaს რეცეპტს მივაგენი და იცით რა მაინტერესებს?
სენდვიჩმეიკერში არ გამოცხვება ვითომ? ნორმალური სიღრმისაა.
ვინმეს ხომ არ გიცდიათ?

Posted by: elchi 4 Dec 2014, 05:35
ეს არის გნოლი.
http://ka.wikipedia.org/wiki/გნოლი

ეს კიდევ კაკაბი.

http://en.wikipedia.org/wiki/Chukar_partridge

ცნობისათვის, ორივე ფრინველზე ნადირობა აკრძალულია ჩვენი კანონით.

Posted by: _sofa_ 4 Dec 2014, 10:28
elchi
robi_robi
აბა ეს რა ფრინველია მითხარით......
http://www.radikal.ru

Posted by: robi_robi 4 Dec 2014, 11:11
elchi
QUOTE
ცნობისათვის, ორივე ფრინველზე ნადირობა აკრძალულია ჩვენი კანონით.

თქვენ მაგაზე ნუღელავთ .ლიცენზირებულად არის მოკლული კერძო მეურნეობაში smile.gif
და რაც შეეხება ვიკიპედიას
http://ka.wikipedia.org/wiki/კაკაბი
გარკვევით წერია,რომ მამალი გნოლის მაქსიმალურო სხეულის მასა რის 500 გრამი,კაკბისა კი 700

ხო და კიდევ ავღნიშნავ რომ ფერმაში გაზრდილი ფრინველი ძალიან განსხვავდება ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ფრინველისგან. ზომითაც,ხორცის ფერითაც ,სიმკვირვითაც და და გემოთიც... იგივეს თქმა შეიძლება ქათმებზეც,მწყრებზეც ბევრად ფუმფულები არიან ფერმისები და რბილი ხორცი აქვთ...მე არ ვიცი თქვენს სურათზე სადაური გნოლია...მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ ჩემს სურათზე ბუნებრივ პირობებში გაზრდილი მამალი გნოლია და ვისაც გვჯერა გაგვატარეთ biggrin.gif

თემას ვაოფებთ და თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ კიდევ ჩემს მეუღლესთან გააგრძელეთ კამათი...

Posted by: elchi 4 Dec 2014, 12:39
robi_robi

ბავშვობიდან ვნადირობ. 700 გრამიანი კაკაბი არის ზღაპარი.

შემოვიდეს თქვენი მეუღლე ჩვენს საითზე, დარეგისტრირდეს, დაწეროს სად და როგორ ნადირობს და მერე ვნახოთ რას იტყციან სხვა მონადირეები.

ძალიან მარტივი გამოსავალია.

არ გაინტერესებთ რა მოხდება?

Posted by: MasterJC 4 Dec 2014, 13:39
elchi
robi_robi
მოგცლიათ რა


შაშვი-კაკაბი შეიბნეეეეეენ

Posted by: robi_robi 4 Dec 2014, 15:12
elchi
აჰა ესე იგი ვიკიპედია ზღაპარი ყოფილა biggrin.gif და მონადირე ხარ და გნოლზე დიდი კაკაბი არ გინახავსbiggrin.gif
ჩემი მეუღლე უკვე დარეგისტირებულია ერთ-ერთ საუკეთესო სამონადირეო კლუბში,ყოველთვის იღებს მონაწილეობას შეჯიბრებებსა,თუ ტურნირებში,ამჟამადაც არ იმყოფება საქართველოში...ძაღლის ჩამოსყვანად არის წასული და რომ დაბრუნდება და ვუთხრა დარეგისტრირდი აქა და აქ და აუხსენი რომ მართლა გნოლია თქო მაგრად დამცინებს biggrin.gif
ასე რომ MasterJC- ისა არ იყოს ცალ ხელში ბავშვი მიჭირავს და მსგავსი უაზრო კამათებისთვის ნამდვილად არ მცალია

ეხლა ვხვდები რატომ ქრებიან ნელ-ნელა ამ თემიდან კულინარები

პ.ს და კიდევ უბრალოდ ვერ ვხვდები რა მოტივი უნდა მქონოდა რომ მომეტყუებინა. უმეტესობა მართლა ვერ გაარჩევდა რა ფრინველი იყო და კაკაბს დავწერდი თუ გნოლს რა ვიცი რავიცი biggrin.gif

მართალი ყოფილა ჩემი მეუღლე რომ მეუბნება თავიანად უნდა შეწვაო...საზღვარგარეთ რესტორნებში მსგავსი დელიკატესები თავიანად იწვება და ისე მიდის სუფრაზე...აწი მეც ესე მოვიქცევი smile.gif

Posted by: Patagonia 4 Dec 2014, 15:22
http://forum.ge/?showtopic=33696789&view=findpost&p=43058047

Posted by: taktakuna 4 Dec 2014, 18:40
მთელი კვირის smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: MasterJC 4 Dec 2014, 18:52
taktakuna
აღწერე და რეცეპტებიც დაადე რა
ბოლო ორი განსაკუთრებით


მშვენიალური კატლეტებია

Posted by: taktakuna 4 Dec 2014, 20:02
MasterJC
ბოლო გოგრის კრემ-სუპია, იმის წინა მოხარშული კარტოფილი, ყველი, მოხარშული კვერცხი, გახეხილი ფენა-ფენა და საქონლის ფარშით ბოლონეზეს ნაირი სოუსი აქვს მოსხმული, გამოვაცხობთ ღუმელში და ეგაა smile.gif

Posted by: MasterJC 4 Dec 2014, 20:43
QUOTE (taktakuna @ 4 Dec 2014, 20:02 )
MasterJC
ბოლო გოგრის კრემ-სუპია, იმის წინა მოხარშული კარტოფილი, ყველი, მოხარშული კვერცხი, გახეხილი ფენა-ფენა და საქონლის ფარშით ბოლონეზეს ნაირი სოუსი აქვს მოსხმული, გამოვაცხობთ ღუმელში და ეგაა smile.gif

რეცეპტებიც რა

გოგრის კრემსუპიო
რას არ გაიგებ კაცო დდ

მწვანე რაა ზედ?

Posted by: taktakuna 4 Dec 2014, 21:38
MasterJC
ერთი მოზრდილი კარტოფილი და ასე 500-600 გრამი დაჭრილ გოგრას დავასხათ წყალი, რომ დაიფაროს ოდნავ ისე და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ, ცალკე ზეთში მოვშუშოთ ხახვი, ერთი ან ორი კბილი ნიორი, წითელი ბულგარული და ცოტა ბეკონი, მოხარშულ გოგრას ჩავამატოთ ცოტა პომიდვის საწებელა, მოშუშული მასა და დავაბლენდეროთ, ცოტა პილპილი და მარილი. ზემოდან პესტოს სოუსივით მქონდა გაკეთებული და ეგ აქვს მოწუწული biggrin.gif

კარტოფილის მობრაწულას სურათი გაქრა, თუ ჩემთან აღარ ჩანს? spy.gif

Posted by: blowers daughter 4 Dec 2014, 21:56
bis.gif



user posted image

Posted by: მერკუციო 4 Dec 2014, 22:07
blowers daughter
სოუსის რეცეპტი გვაჯახე, არ დაგვინდო რა smile.gif

Posted by: blowers daughter 4 Dec 2014, 22:13
მერკუციო

სოუსის რეცპტი მეთვითონ შევქმენი biggrin.gif

ცოტა მაიონეზო და უფრო ცოტა ტომატი ერთი კბილი ნიორი , ძირა, პილპილი, წიწაკა და ლიმონის წვენი ეგაც ცოტა biggrin.gif

Posted by: Besa 4 Dec 2014, 22:49
_sofa_
robi_robi
ყოჩაღები ხართ up.gif

Posted by: Ana1975 5 Dec 2014, 00:16
ესეც დგევანდელი კატლეტები....................

Posted by: lola_keta 5 Dec 2014, 12:46
ბრაუნი, რაღაც საოცრება იყო ^_^


http://www.radikal.ru

Posted by: juli_26 5 Dec 2014, 16:59
_sofa_

თევზის რეცეპტი არაა პერფექტზე და დამიწერეთ რა. ფოლგაში წვავთ?

Posted by: Sally1 5 Dec 2014, 22:42
taktakuna
ნერწყვებს ვყლაპავ biggrin.gif განსაკუთრებით ორაგულზე .

Posted by: Jessica Rabitt 6 Dec 2014, 01:57
ამას როგრო წნით?

ალბათ რაღაც მარტივი მეთოდი იქნება


user posted image

Posted by: fermina 6 Dec 2014, 10:52
მეგობრებო, გოგრაში გამომცხვარი ტკბილი ფლავის კარგი რეცეპტი მირჩიეთ რა. (აქაც წავაწყდი ადრე ვარიანტს, რომელიც მომეწონა, მაგრამ ვეღარ ვპოულობ).

მე ასე ვფიქრობ, რომ ბრინჯი უნდა მოიხარშოს, თავწაჭრილი გოგრა ცალკე დარბილებამდე მაინც მოიხარშოს, ფლავისთვის ცხელ ზეთში მოიშუშო კომში, ჩირები და ა.შ, ნუ რასაც ვუკეთებთ ხოლმე, გოგრის შიდა მხარეს წავუსვათ თაფლი, ეს ბრინჯი თავისი ჩირებიანა მოვათავსოთ და ღუმელში შევაბრძანოთ.

თუ უკეთეს ვერსიას შემომთავაზებთ, მადლობელი დავრჩები smile.gif

Posted by: taktakuna 6 Dec 2014, 12:19
Sally1
ორაგულის შეწვა ძალიან იოლია და სწრაფი biggrin.gif

fermina
მეც ეგრე ვაკეთებდი ხოლმე, ნიგოზსაც ვუშვებოდი გულში დაჭრილს.

Posted by: zamtari 6 Dec 2014, 12:24
კეთილო ხალხო თუ შეგიძლიათ ცხელი შოკოლადის როგორ დავამზადო მარხული სტუმრებისთვის მითხარით.


დიდი მადლობა წინასწარ!

Posted by: fermina 6 Dec 2014, 12:56
taktakuna

მადლობა, ნიგოზიც ჰო, დამავიწყდა smile.gif

Posted by: BadbadGirl 6 Dec 2014, 14:31
zamtari
იყიდე სამარხვო შოკოლადი და სოიოს რძე. დანარჩენი ისე როგორც რეცეპტებშია ხოლმე.

Posted by: BELGEO 6 Dec 2014, 17:53
პოლენტა გავაკეთე

ღომისგან განსხვავებით 4-ჯერ მეტ ადუღებულ წყალში ხსნი და 5 წუთი ურევ დაბალ ცეცხლზე

შემდეგ გადმოდგამ და 2 წუთი ფუვდება


სულ ეს არის gigi.gif

Posted by: sqvoto 6 Dec 2014, 19:23
მშია ((((((( baby.gif cry.gif cry.gif

Posted by: tasikuna-taso 6 Dec 2014, 19:32
QUOTE
და არაჟნის ტორწიკ-დესერტი ფორთოხლით და ნიგვზით  გემრიელი იყო ძალიან


ამის რეცეპტი დევს სადმე? კრემი აქვს საინტერესო.

Posted by: ninicool 7 Dec 2014, 01:07
Jessica Rabitt
QUOTE
ამას როგრო წნით?

ალბათ რაღაც მარტივი მეთოდი იქნება

http://www.simplyrecipes.com/recipes/how_to_make_a_lattice_top_for_a_pie_crust/

Posted by: Bulbusa 7 Dec 2014, 16:08
გამარჯობათ, რა შემოძლია გავაკეთო 1 კგ საქონლის ხორცისაგან ისეთო რომ მერე ახალ წელსაც გავაკეთო. ანუ რეპეტიციისთვის biggrin.gif

Posted by: nia4u 7 Dec 2014, 16:40
tasikuna-taso
QUOTE
არაჟნის ტორწიკ-დესერტი ფორთოხლით და ნიგვზით

QUOTE
ამის რეცეპტი დევს სადმე? კრემი აქვს საინტერესო.


http://forum.ge/?f=82&showtopic=34592531&st=30
ადრე დაწერა აქ robi_robi, თავისი ინსტრუქციებით და რჩევებით... smile.gif
სანამ თვითონ შემოვა, მე გიპასუხებ smile.gif
* * *
fermina
QUOTE
მეგობრებო, გოგრაში გამომცხვარი ტკბილი ფლავის კარგი რეცეპტი მირჩიეთ რა.

აი, ეს რეცეპტები ვნახე და გადახედე smile.gif
http://www.marao.ge/hobi/kulinaria/3445-gogra-tkbili-flavis-gulsarthith.html
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&Itemid=181&id=759
http://forum.ge/?f=82&showtopic=34592531&st=420
(აქ ცოტა ქვემოთ წერია რეცეპტი smile.gif )
და ეს
https://www.facebook.com/PirveliCulinaryGEO/posts/429582097094863


პ.ს. მე, პირადად, ბრინჯს ვხარშავ წინასწარ, მეტს არაფერს.
უმ გოგრაში ვათავსებ ყველა ინგრედიენტს, როგორც ქვაბში და ღუმელში ვაცხობ...

Posted by: rtuli 7 Dec 2014, 16:58
smile.gif როგორ ხართ?

ახალი წევრები გვყავსს რაც სასიამოვნოა <3

მოვიცალე და შემოვიხედე smile.gif

ბეზე ლიმონის კრემით
http://pix.ge/

სალათა ღვიძლით ,ფორთოხლით და კეშიუთი,თხილით,ნიგვზით
http://pix.ge/

ხაჭაპურები ღუმელში გამომცხვარი,მინი ფორმის
http://pix.ge/

ნეკნები ბარბიქიუ სოუსში
http://pix.ge/

Posted by: nia4u 7 Dec 2014, 17:09
Bulbusa
QUOTE
გამარჯობათ, რა შემოძლია გავაკეთო 1 კგ საქონლის ხორცისაგან ისეთო რომ მერე ახალ წელსაც გავაკეთო. ანუ რეპეტიციისთვის

ორ რეცეპტს გირჩევ და ნახე აბა smile.gif
ერთი ეს, არაჩვეულებრივად არომატული და ძალიან გემრიელი და უცხო...ხორცი ქოქოსით და ნუშით...
http://www.medgeo.net/2011/06/09/%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AF%E1%83%98-2/
და ეს, ძალიან ნოყიერი, ძალიან გემრიელი და რაღაცნაირი...არაჟნით და სოკოთი...
http://www.medgeo.net/2011/06/09/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-2/
აბა, იერეპეტიციე... 2kiss.gif

Posted by: taktakuna 7 Dec 2014, 17:09
Bulbusa
გააჩნია სალათა გინდა, ცხელი კერძი. მე საახალწლოდ ან ოსტრს ვაკეთებ ხოლმე ან ხარჩოს ნიგვზიანს. ვინაიდან შარშან საცივი მქონდა, წელს ხარჩოს გავაკეთებ biggrin.gif

rtuli
ხაჭაპურებმა და ბეჭმა დამაგდო sad.gif ბარბექიუს სოუსი როგორ კეთდება?

Posted by: nia4u 7 Dec 2014, 17:12
rtuli
QUOTE
მოვიცალე და შემოვიხედე

დღეს მთელი დღე მეფიქრებოდა შენზე და შემოვედი და დამხვდი smile.gif
არაჩვეულებრივი ნახელავებით smile.gif
ნუ მოგვანატრე თავი!... 2kiss.gif

Posted by: BELGEO 7 Dec 2014, 17:13
rtuli
ხაჭაპურის სუნი და სიცხოველე ვიგრძენი biggrin.gif up.gif

Posted by: Bulbusa 7 Dec 2014, 17:14
nia4u
taktakuna
მადლობა გოგოებო smile.gif)))

Posted by: გუბაზიანი 7 Dec 2014, 17:36
rtuli
სადღაც მინახავს ეს ნეკნები უკვე...

Posted by: MasterJC 7 Dec 2014, 18:03
QUOTE (rtuli @ 7 Dec 2014, 16:58 )
smile.gif როგორ ხართ?

ახალი წევრები გვყავსს რაც სასიამოვნოა <3

მოვიცალე და შემოვიხედე smile.gif

ბეზე ლიმონის კრემით
http://pix.ge/

სალათა ღვიძლით ,ფორთოხლით და კეშიუთი,თხილით,ნიგვზით
http://pix.ge/

ხაჭაპურები ღუმელში გამომცხვარი,მინი ფორმის
http://pix.ge/

ნეკნები ბარბიქიუ სოუსში
http://pix.ge/

დაგვიბრუნდა მუცელღმერთების და გურმანების ჯალათი

bis.gif bis.gif bis.gif
როგორ ხარ?



შენი საოცრებების ხილვა ისე მომენატრა ზოგჯერ ძველ პოსტებს ვეძებ ხოლმე

Posted by: fermina 7 Dec 2014, 18:12
nia4u
მადლობა, ერთი შეცდომა დავუშვი, სიჩქარეში დაუფიქრებლად თხელკანიანი გოგრა ვიყიდე, გურიაში ხაპს რომ ეძახიან smile.gif თავიდან მოვწალე და გაიბზრა ორ ადგილას, მერე ამოღებისას, მერე ღუმელში შედგმისას, მოკლედ ძლივს დავაკავე შიგნით შიგთავსი. ხის ჩხირებით დავამაგრე გვერდები.

სხვა დროს ყველას ვურჩევდი, რომ აუცილებლად მაგარკანიანი გოგრა იყიდონ.

რაც შეეხებაბ ინგრედიენტებს, კარაქში ან ზეთში მოშუშულ ხილს და ჩირებს მაინც მგონია, რომ უფრო კარგი არომატი აქვს, ამიტომ ასე გავამზადე და ფენა-ფენად გავუშვი გოგრაში.

http://www.radikal.ru

Posted by: kactus 7 Dec 2014, 19:07
rtuli
bis.gif bis.gif bis.gif

..................................

Posted by: _sofa_ 7 Dec 2014, 20:49
შავი ბისკვიტი.... რაფაელოს, თეთრი შოკოლადის კრემით......
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: nin777 7 Dec 2014, 22:18
QUOTE
 დღეს გავაკეთე


ბლინჩიკები

მახინჯები კი იყო ,მაგრამ ძაალიან გემრიელი tongue.gif

Posted by: rtuli 8 Dec 2014, 00:45
taktakuna
QUOTE
ბარბექიუს სოუსი როგორ კეთდება?

მოკლედ:გემოვნებით ვამზადებ სოუსს:კეტჩუპი 1ბოთლი,1 ს.კ.ტომატ პასტა,4-5 კოვზი ყავისფერი შაქარი,ლიმონის წვენი,ძმარი,მარილი წყალი ცხარე წიწაკა...ცოთა ვუტჩესტერის სოუსს ვამატებ ....წამოვადუღე და მზად არის,ჩავაბასტურმე დილით საღამოთი შევწვი smile.gif

nia4u
2kiss.gif
ხომ არ დაგნიშნეს მოდერათ აქ ?
კარგი იქნებოდა რეცეპტების დადება შესაბამის თემებში რომ დაგვეწყო....საცოდაობაა ამხელა მასალა რომ გვეკარგება sad.gif

გუბაზიანი
QUOTE
სადღაც მინახავს ეს ნეკნები უკვე...

rolleyes.gif

MasterJC
kactus
love.gif

fermina
ტკბილი ვარიანტია გოგრის ,არიქნება ცუდი smile.gif

_sofa_
ყოჩაღი გოგო love.gif

მოკლედ ცოტას კიდე დავდებ სურათებსს smile.gif

ეს მეგობრებთან ერთად ვივახშმედ,თან მასტერ კლასიც გვქონდა :

http://pix.ge/

ეს კი გოგრის ფუნჩულები ფორთოხლის კარამელით
http://pix.ge/

კროკენბუშის მოტივებზე smile.gif
http://pix.ge/

ეს პიცა მოვამზადე 4 ყველით და შაშხით
http://pix.ge/

ეს ისე გაზაფხული რომ შემოგიტანოთ love.gif ყავის ტორტი
http://pix.ge/

Posted by: nin777 8 Dec 2014, 01:30
QUOTE (rtuli @ 7 Dec 2014, 16:58 )
ნეკნები ბარბიქიუ სოუსში
http://pix.ge/

აუ რა კაია user.gif
.........................................

წითელ ღვინოს დავაყოლებდი

Posted by: MasterJC 8 Dec 2014, 10:22
rtuli
QUOTE
მოკლედ:გემოვნებით ვამზადებ სოუსს:კეტჩუპი 1ბოთლი,1 ს.კ.ტომატ პასტა,4-5 კოვზი ყავისფერი შაქარი,ლიმონის წვენი,ძმარი,მარილი წყალი ცხარე წიწაკა...ცოთა ვუტჩესტერის სოუსს ვამატებ ....წამოვადუღე და მზად არის,ჩავაბასტურმე დილით საღამოთი შევწვი 

ცოტა მეტი კონკრეტიზაცია რა, ვიწერ 2kiss.gif
კეტჩუპი - რა ზომის ბოთლი? სტანდარტულები როა? 250მლ მგონი?
ყავისფერ და ჩვეულებრივ შაქარს შორის ფერის გარდა რამე სხვაობაა?
ცხარე წიწაკა - შავი/წითელი სულერთია?
ვუტჩესტერი არ ვიცი რაა, მაგის გარეშე ვერ გამოვა?
შენი გემოვნებით რომა მატებ, რაოდენობებს მიახლოებით ვერ დაწერ მაინც? smile.gif

წამოდუღება ალბათ ამ ნაზავს ეხება ხო?
და როგორ ჩააბასთურმე ეგ ნეკნები?
რა საოცრებაა. მმმ მინდა ძალიან












შენს პიცას პიცასთან არაფერი აქვს საერთო, რაღაც ჰაეროვან სასუსნავს ჰგავს

Posted by: გუბაზიანი 8 Dec 2014, 10:45
rtuli
QUOTE
ეს პიცა მოვამზადე 4 ყველით და შაშხით

კანჭთან ერთად ამასაც მყუდრო ადგილი მოუხდება... yes.gif

Posted by: fermina 8 Dec 2014, 15:06
MasterJC
უფრო მარტივი (მაგრამ სავარაუდოდ არაჯანსაღი) გამოსავალია იყიდო ეგ ბარბექიუ სოუსი, თითქმის ყველა სუპერმარკეტში აქვთ, ბოთლებში დაფასოებული და პლასტიკურ ტუბიკებში, მაიონეზივით smile.gif

Posted by: MasterJC 8 Dec 2014, 21:47
QUOTE (fermina @ 8 Dec 2014, 15:06 )
MasterJC
უფრო მარტივი (მაგრამ სავარაუდოდ არაჯანსაღი) გამოსავალია იყიდო ეგ ბარბექიუ სოუსი, თითქმის ყველა სუპერმარკეტში აქვთ, ბოთლებში დაფასოებული და პლასტიკურ ტუბიკებში, მაიონეზივით smile.gif

ჰო. მაგარი სურნელი და გემო აქვს მაგრამ ნაგავია

ცოტა უფრო უკეთესი მიბდა და ამიტომ ვეკითხები smile.gif

Posted by: nin777 9 Dec 2014, 00:00
QUOTE (robi_robi @ 4 Dec 2014, 00:28 )
http://www.picz.ge
http://www.picz.ge

ამმმმ user.gif

მინდა

.............................................

Posted by: =NASA= 9 Dec 2014, 00:25
გამარჯობათ, კაკაოს კარაქს (ცხიმს) სად შევიძენ ხომ ვერ მეტყვით.
შოკოლადის დამზადება მინდა სახლში და ...

Posted by: rtuli 9 Dec 2014, 00:40
MasterJC
QUOTE

QUOTE
მოკლედ:გემოვნებით ვამზადებ სოუსს:კეტჩუპი 1ბოთლი,1 ს.კ.ტომატ პასტა,4-5 კოვზი ყავისფერი შაქარი,ლიმონის წვენი,ძმარი,მარილი წყალი ცხარე წიწაკა...ცოთა ვუტჩესტერის სოუსს ვამატებ ....წამოვადუღე და მზად არის,ჩავაბასტურმე დილით საღამოთი შევწვი 

ცოტა მეტი კონკრეტიზაცია რა, ვიწერ 
კეტჩუპი - რა ზომის ბოთლი? სტანდარტულები როა? 250მლ მგონი?
ყავისფერ და ჩვეულებრივ შაქარს შორის ფერის გარდა რამე სხვაობაა?
ცხარე წიწაკა - შავი/წითელი სულერთია?
ვუტჩესტერი არ ვიცი რაა, მაგის გარეშე ვერ გამოვა?
შენი გემოვნებით რომა მატებ, რაოდენობებს მიახლოებით ვერ დაწერ მაინც?

წამოდუღება ალბათ ამ ნაზავს ეხება ხო?
და როგორ ჩააბასთურმე ეგ ნეკნები?
რა საოცრებაა. მმმ მინდა ძალიან

კეტჩუპი 500მლ.
ყავისფერ შაქარსს სიტკბო ცოტა ნაკლები აქვსს და კარამელის გემო დაკრავსს...იყიდება ნიკორაში...
ცხარე წითელი ვიგულისხმე,შავი უფრო სურნელოვნებში გადის,თუმცა სიცხარეც აქვსს smile.gif...ეს გემოვნებით დაამატე
Worcestershire sauce ეს ემატება ცეზარის სოუსის მომზადების დროსაც,თუ გაქვსს დაამატე,თავის სპეციფიურ გემოს აძლევსს...თუ არა გამორიცხე smile.gif
დანარჩენ საკმაზებსს გემოვნებით ვამატებ,რადგან ძმარსს,ლიმონსს თავისებური სიმჟავე აქვსს,ანუ ზოგი მძაფრია ზოგი არა....გემოვნებას ენდე smile.gifტუ გინდა ჩვენი ძმარი ვაშლის ძმრით ჩაანაცვლე უფრო ლაითია და უხდება smile.gif

ნეკნებსს ვაბასტურმებ საღამოთი,დილით უკვე ღუმელშია...მოკლედ 6 საათი საკმარისია...
ხორცი კი ასეთი უნდა:
http://pix.ge/

Posted by: jadvari 9 Dec 2014, 18:27
აუ ვერსად ვერ ვიპოვე და პილმენის რეცეპტი იყო სადღაც ქოთნებში ცომგადაკრული იქნებ მაპოვნინოთ გთხოოოვთ

Posted by: nia4u 10 Dec 2014, 13:35
jadvari
QUOTE
აუ ვერსად ვერ ვიპოვე და პილმენის რეცეპტი იყო სადღაც ქოთნებში ცომგადაკრული იქნებ მაპოვნინოთ გთხოოოვთ

გააჩნია, სად ეძებდი wink.gif
http://forum.ge/?f=82&showtopic=34247891&st=1485
2kiss.gif
* * *
rtuli
QUOTE
კარგი იქნებოდა რეცეპტების დადება შესაბამის თემებში რომ დაგვეწყო....საცოდაობაა ამხელა მასალა რომ გვეკარგება

მოდერი ისევ არ გვყავს და მეც გული მისკდება, ამხელა მასალა რომ იკარგება უაზროდ.
ყველას ვთხოვ-ხოლმე, რომ შესაბამის თემებში პოსტონ, მაგრამ თან მერიდება შენიშვნების მიცემა...
ერთი სიტყვით, მოდერი სჭირდება ამ განყოფილებას და მიკვირს, აქამდე ყურადღებას რომ არავინ აქცევს ამ ამბავს... sad.gif


როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივი ნახელავი გაქვს! smile.gif
QUOTE
გოგრის ფუნჩულები ფორთოხლის კარამელით

როცა მოიცლი, ამის რეცეპტი დაგვიწერე, რა...
2kiss.gif

Posted by: MasterJC 10 Dec 2014, 13:54
QUOTE (rtuli @ 9 Dec 2014, 00:40 )
MasterJC
QUOTE

QUOTE
მოკლედ:გემოვნებით ვამზადებ სოუსს:კეტჩუპი 1ბოთლი,1 ს.კ.ტომატ პასტა,4-5 კოვზი ყავისფერი შაქარი,ლიმონის წვენი,ძმარი,მარილი წყალი ცხარე წიწაკა...ცოთა ვუტჩესტერის სოუსს ვამატებ ....წამოვადუღე და მზად არის,ჩავაბასტურმე დილით საღამოთი შევწვი 

ცოტა მეტი კონკრეტიზაცია რა, ვიწერ 
კეტჩუპი - რა ზომის ბოთლი? სტანდარტულები როა? 250მლ მგონი?
ყავისფერ და ჩვეულებრივ შაქარს შორის ფერის გარდა რამე სხვაობაა?
ცხარე წიწაკა - შავი/წითელი სულერთია?
ვუტჩესტერი არ ვიცი რაა, მაგის გარეშე ვერ გამოვა?
შენი გემოვნებით რომა მატებ, რაოდენობებს მიახლოებით ვერ დაწერ მაინც?

წამოდუღება ალბათ ამ ნაზავს ეხება ხო?
და როგორ ჩააბასთურმე ეგ ნეკნები?
რა საოცრებაა. მმმ მინდა ძალიან

კეტჩუპი 500მლ.
ყავისფერ შაქარსს სიტკბო ცოტა ნაკლები აქვსს და კარამელის გემო დაკრავსს...იყიდება ნიკორაში...
ცხარე წითელი ვიგულისხმე,შავი უფრო სურნელოვნებში გადის,თუმცა სიცხარეც აქვსს smile.gif...ეს გემოვნებით დაამატე
Worcestershire sauce ეს ემატება ცეზარის სოუსის მომზადების დროსაც,თუ გაქვსს დაამატე,თავის სპეციფიურ გემოს აძლევსს...თუ არა გამორიცხე smile.gif
დანარჩენ საკმაზებსს გემოვნებით ვამატებ,რადგან ძმარსს,ლიმონსს თავისებური სიმჟავე აქვსს,ანუ ზოგი მძაფრია ზოგი არა....გემოვნებას ენდე smile.gifტუ გინდა ჩვენი ძმარი ვაშლის ძმრით ჩაანაცვლე უფრო ლაითია და უხდება smile.gif

ნეკნებსს ვაბასტურმებ საღამოთი,დილით უკვე ღუმელშია...მოკლედ 6 საათი საკმარისია...
ხორცი კი ასეთი უნდა:
http://pix.ge/

უღრმესი მადლობა

ასე ლამაზ ხორცს სად ანხულობთ? თუ თავად ჭრით ასე?


და წამოდუღება გიწერია სოუსის. რა ვქნა რომარ გავაფუჭო. ასე სქელი ამრტო პავიდლო წამომიდუღებია smile.gif

Posted by: nia4u 10 Dec 2014, 14:11
MasterJC
შენ სადღაც ხომ მუშაობდი კვების ობიექტზე?
რაღაც ასე მახსოვს...

Posted by: MasterJC 10 Dec 2014, 17:20
nia4u
ჰო
მარა ის ფაქტიურად ფასტ ფუდი იოყო და რასაც მეუბნებოდნენ იასმ ვაკეთებდი გაწერილი რეცეპტებით და ისნტრუქციებით

ეხლა ვსწავლობ რეალურად smile.gif

Posted by: forever`s_NEVER 10 Dec 2014, 23:34
ბრინჯი ბოსტნეულით და ჯანჯაფილით
http://www.radikal.ru

კექსი უკარაქოდ და უკვერცხოდ smile.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

არ მჯეროდა რამე გამოვიდოდა, მაგრამ საკმაოდ გემრიელი, ნიგვზით, ქიშმიშით, დარიჩინით და ჯანჯაფილით smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: ninicool 11 Dec 2014, 05:34
nia4u
დააყენეთ საკითხი შესაბამის უწყებაში, მგონი, კარგი მოდერი იქნები.
forever`s_NEVER
QUOTE
კექსი უკარაქოდ და უკვერცხოდ

დავინტერესდი. რეცეპტი თუ წერია სადმე?

Posted by: forever`s_NEVER 11 Dec 2014, 09:59
ninicool

1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი და ნახევარი ჭიქა ზეთი გავაცხელოთ, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. ავურიოთ და გავადნოთ. ცალკე შევურიოთ ერთმანეთს სოდა-ძმარი, 1 კოვზი კაკაო და 1 კოვზი უნალექო ყავა, ნახევარი კოვზი დარიჩინი, ჩავახეხე ჯანჯაფილი. დავამატე თაფლიან მასას და კარგად ავურე. ვამატებთ იმდენ ფქვილს, რომ სქელი არაჟანივით ცომი მივიღოთ. შევურიოთ ნახევარი ჭიქა ნიგოზი და ამდენივე ქიშმიში.
გადავიტანე ქაღალდჩაფენილ ფორმაში, ზემოდან მოვაყარე ქოქოსის ფანტელი, ნუშიც ეწერა მგონი რეცეპტში, და გამოვაცხვე საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი

Posted by: nia4u 11 Dec 2014, 14:37
ninicool
QUOTE
დააყენეთ საკითხი შესაბამის უწყებაში, მგონი, კარგი მოდერი იქნები.

არა, არა, მე ვერა,
მაგრამ ვინმე აუცილებლად საჭიროა!
მე არ ვიცი, როგორ ხდება, მაგრამ "შესაბამის უწყებაში" თვითონ არ უნდა დაინტერესდნენ, რომ ამდენი ხანი უპატრონოდ არის ეს განყოფილება?
ისე, მადლობა... 2kiss.gif
* * *
MasterJC
QUOTE
ეხლა ვსწავლობ რეალურად

წარმატებები! smile.gif
forever`s_NEVER
QUOTE
კექსი უკარაქოდ და უკვერცხოდ

ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება! chups.gif
ისე, იმ "ბნელ წლებში" სულ უკვერცხო და უკარაქო რაღაცეებს ვაცხობდით-ხოლმე...
რიავიცი, კაი კი იყო და...

Posted by: Eirene 11 Dec 2014, 17:14
დღეს კი არადა ორი დღეა ტორტს ვაკეთებ(ვაცხობ), დედაჩემის დაბადების დღეა დღეს და გავწყდი წელში
ბანანით, ფორთხოლით, ზემოდან ერთი ტონა ნაირ-ნააირი ხილი..

ცოტა დანამვა დამიკლია ოღონდ user.gif
წინაზე რომ გავაკეთე, გაჟღენთილი იყო

ეს ოქროს შუალედი ვერ მოვნახე :|

Posted by: Besa 11 Dec 2014, 19:55
დღეს გავაკეთე კომბოსტო (ლაგოდეხის კომბოსტო)

Posted by: MasterJC 11 Dec 2014, 20:32
nia4u
მადლობა
QUOTE
და წამოდუღება გიწერია სოუსის. რა ვქნა რომარ გავაფუჭო

ამაზე რას მირჩევ?
უნდა გავაკეთო აუცილებლად

Posted by: kato_stropa 11 Dec 2014, 23:32
დავიწყე მანდარინის მურაბის კეთება. რა გამოვა და ცოცხალი თუ გადარჩება ვინმე,დავწერ biggrin.gif
3ჯერ გამოვუცვალე წყალი და ეხლა ჩავყარე სიროფში. 2/1 შაქარი

Posted by: _sofa_ 11 Dec 2014, 23:36
kato_stropa
lol.gif გულიანად გამაცინე.....

Posted by: kato_stropa 12 Dec 2014, 00:08
_sofa_
პირველად ვაკეთებ user.gif ჯერჯერობით ჩემს კულინარიულ შედევრებს რეგიდრონი დესერტად მხოლოდ ერთხელ დასჭირდა biggrin.gif ველოდები რჩევას,სოფა 2kiss.gif yes.gif

Posted by: nia4u 12 Dec 2014, 12:02
MasterJC
QUOTE
და წამოდუღება გიწერია სოუსის. რა ვქნა რომარ გავაფუჭო. ასე სქელი ამრტო პავიდლო წამომიდუღებია

გამოცდილება გქონია "პავიდლოს" მოდუღების... wink.gif
ნებისმიერი სქელი მასა უნდა წამოადუღო ნელ ცეცხლზე და მორევით, რომ არ მიიწვას...
QUOTE
მოკლედ:გემოვნებით ვამზადებ სოუსს:კეტჩუპი 1ბოთლი,1 ს.კ.ტომატ პასტა,4-5 კოვზი ყავისფერი შაქარი,ლიმონის წვენი,ძმარი,მარილი წყალი ცხარე წიწაკა...ცოთა ვუტჩესტერის სოუსს ვამატებ ....წამოვადუღე და მზად არის,ჩავაბასტურმე დილით საღამოთი შევწვი 

+ გაითვალისწინე, რომ ამ შემადგენლობაში არის ლიმონის წვენი, რომელიც ათხელებს ცოტათი
და წყალი, რომლითაც შეგიძლია სისქე არეგულირო
ან თუ შეატყვე, რომ იწვის და ვერ შველი ვერაფერს, ცოტა ჩაუმატო კიდეც (იმედია, რთული დეიდა არ გაგვიბრაზდება... smile.gif )
რა ვიცი აბა, სხვა რა გირჩიო, კონკრეტულად ეს სოუსი არ გამიკეთებია მე...
დანარჩენს რეცეპტის ავტორი გირჩევს... smile.gif

Posted by: MasterJC 12 Dec 2014, 14:18
QUOTE (nia4u @ 12 Dec 2014, 12:02 )
MasterJC
QUOTE
და წამოდუღება გიწერია სოუსის. რა ვქნა რომარ გავაფუჭო. ასე სქელი ამრტო პავიდლო წამომიდუღებია

გამოცდილება გქონია "პავიდლოს" მოდუღების... wink.gif
ნებისმიერი სქელი მასა უნდა წამოადუღო ნელ ცეცხლზე და მორევით, რომ არ მიიწვას...
QUOTE
მოკლედ:გემოვნებით ვამზადებ სოუსს:კეტჩუპი 1ბოთლი,1 ს.კ.ტომატ პასტა,4-5 კოვზი ყავისფერი შაქარი,ლიმონის წვენი,ძმარი,მარილი წყალი ცხარე წიწაკა...ცოთა ვუტჩესტერის სოუსს ვამატებ ....წამოვადუღე და მზად არის,ჩავაბასტურმე დილით საღამოთი შევწვი 

+ გაითვალისწინე, რომ ამ შემადგენლობაში არის ლიმონის წვენი, რომელიც ათხელებს ცოტათი
და წყალი, რომლითაც შეგიძლია სისქე არეგულირო
ან თუ შეატყვე, რომ იწვის და ვერ შველი ვერაფერს, ცოტა ჩაუმატო კიდეც (იმედია, რთული დეიდა არ გაგვიბრაზდება... smile.gif )
რა ვიცი აბა, სხვა რა გირჩიო, კონკრეტულად ეს სოუსი არ გამიკეთებია მე...
დანარჩენს რეცეპტის ავტორი გირჩევს... smile.gif

მადლობა დიდი
2kiss.gif

გავაკეთებ ამ დღეებში

წყალი რატომღაც ვერ შევამჩნიე sleep.gif
რა მჭირს ნეტა, გამვშტერდი სულ spy.gif

Posted by: taktakuna 12 Dec 2014, 23:25
ორაგულის ფილე, ბროწეულითა და მწვანილებით

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ფეტვის ფაფა biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 13 Dec 2014, 12:54
taktakuna
QUOTE
ფეტვის ფაფა 

რა გაცინებს მერე? biggrin.gif
მე მიყვარს ძალიან!
სასარგებლოა ძალიან!
და ყველი აკვდება, უხდება ძალიან!
აი ასე!
chups.gif

Posted by: elchi 13 Dec 2014, 14:04
taktakuna

მწვანილების და ხახვის გარდა დაფნის ფოთოლსაც ვხედავ სურათზე.

სხვადასხვა სახეობის ორაგულით მაქვს გამოტენილი საყინულე.

ფილე მოხარშულს ჰგავს.

მასწავლე რა როგორ გააკეთე.

Posted by: taktakuna 13 Dec 2014, 20:04
elchi
დაჭრილი ორაგული დავაწყე ტაფაზე, საერთოდ ღუმელში ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ გამიტყდა საცხობი ფორმა, ზემოდან დავაყარე, ქინძი, მწვანე ხახვი, დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი, ჩვეულებრივი ხახვი, დარჩეული ბროწეული და ზემოდანაც მოვასხი წვენი, ცოტა წყალი დავამატე, მოვაწუწე .ცოტა სიმინდის ზეთი, გადავაკარი ფოლგა, თავსაფარიც დავაფარე და დავდგი ნელ ცეცხლზე. დრო არ ვიცი, ასე 15-20 წუთში გავთიშე.


* * *
nia4u
მეც მიყვარს ძალიან, ყველთან ერთად smile.gif

Posted by: elchi 14 Dec 2014, 09:02
taktakuna

მადლობა გენაცვალე.

ჰო, ფოლგაში იხარშება და არ იბრაწება, იმიტომ მივამსგავსე მოხარშულს.

ნამეტანი გაწუხებ, რა წვენი მოასხი?

რატომ გეკითხები იცი, მხოლოდ სალმონოიდებზე ვარ "შემჯდარი" და ამივიდა ერთი და იგივე.

მრავალი რეცეპტი ვიცი და თქვენმა მომზადებულმა დამაინტერესა.

Posted by: taktakuna 14 Dec 2014, 11:57
elchi
არა რას მაწუხებ biggrin.gif ერთი ცალი ბროწეულიდან ცოტა მარცვლებიც მოვაყარე და დანარჩენი გავწურე, ცოტა წყლით გადავაზავე და მოვასხი ზედ. ტაფაზეც კარგია, მაგრამ ღუმელში თუ გააკეთებთ ეგ უკეთესია.

Posted by: elchi 14 Dec 2014, 12:40
taktakuna

ოქრო ხარ.

საყინულედან გამოვიღე ამ საღამოს ერთი ფილე, დილისთვის გამდნარი იქნება.

იმედია მოვახერხებ რამეს თქვენი რჩევების შემდეგ.

ძალიან მომეწონა ვიზუალურად, გემოთიც კარგი უნდა გამოვიდეს.

მადლობა.

Posted by: juli_26 14 Dec 2014, 18:26
nia4u
QUOTE
დააყენეთ საკითხი შესაბამის უწყებაში, მგონი, კარგი მოდერი იქნები.


ვეთანხმები biggrin.gif

რამდენჯერაც რამე ვიკითხე მაშIნვე დამიდეთ რეცეპტი, ყურადღებიანი ხართ ძალიან.

Posted by: nia4u 14 Dec 2014, 18:53
juli_26
მადლობა 2kiss.gif
მაგრამ ამხელა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავირებ sad.gif
თან ინტერნეტთან არასტაბილური წვდომა მაქვს...
სხვა ვინმე უნდა ვიპოვოთ სამოდერო smile.gif

Posted by: guruliqali 14 Dec 2014, 19:47
nia4u
QUOTE
გოგრის ფუნჩულები ფორთოხლის კარამელით როცა მოიცლი, ამის რეცეპტი დაგვიწერე, რა...

რთულიმ ვერ მოიცალა ალბათ, ეს რეცეპტია
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/2439-e18392e1839de18392e183a0e18398e183a1-e183a4e183a3e1839ce18397e183a3e183a8e18394e18391e18398
უგემრიელესია, მქონდა ბედნიერება, მეც მიმეღო მონაწილეობა ამის მომზადებაში love.gif

დღეს "პრიანიკები" მოვამზადე, შიგთავსი - ჭანჭურის ხილფაფა და მოხარშული შესქელებული რძე, ორივენაირად გემრიელია love.gif
http://www.radikal.ru
ესეც რეცეპტი: http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/484-e1839ee183a0e18398e18390e1839ce18398e18399e18394e18391e18398

Posted by: KOMBAT 14 Dec 2014, 22:33
rtuli

წინა გვერდებზე ვნახე რაღაცა ლიმონის კრემით და მაგ კრემის რეცეპტს ვერ ჩამაწერინებ ?

ან curd ხომ არაა? მაგრამ არ გავს რაღაც ..

http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/10406388_1528708410710162_1118778962542126154_n_zps19f5173d.jpg.html


ეს ჩემი KFC-ის შთაგონებით ქათმის ფილე კლიარში და ხრაშუნასაფანელში ^_^ ^_^ ^_^

Posted by: tasikuna-taso 14 Dec 2014, 22:52
QUOTE
elchi
არა რას მაწუხებ  ერთი ცალი ბროწეულიდან ცოტა მარცვლებიც მოვაყარე და დანარჩენი გავწურე, ცოტა წყლით გადავაზავე და მოვასხი ზედ. ტაფაზეც კარგია, მაგრამ ღუმელში თუ გააკეთებთ ეგ უკეთესია.



1. ღუმელში თუ მოვამზადებ, თავზე რამე დავაფარო?
2. ტაფაზე მომზადების დროს ფოლგის გარეშე გამოვა? (არ მაქვს).

მადლობა

Posted by: taktakuna 15 Dec 2014, 11:11
tasikuna-taso
ტაფაზე თუ გააკეთებ თავსაფარი დააფარე, ნელ ცეცხლზე ცოტა წვენში უნდა მოითუშოს. ღუმელში თუ გააკეთებ ფოლგა გადააფარე კარგად.

Posted by: robi_robi 15 Dec 2014, 14:14
სტუმრების მოთხოვნით ისევ არაჟნის დესერტი
http://pix.ge/

და დღეს გავაკეთე ლობიო და კომბოსტოს მწნილის სალათა

http://pix.ge/

Posted by: taktakuna 15 Dec 2014, 15:25
robi_robi
აუ, რა კარგი დესერტია? რეცეპტი თუ შეიძლება და მწნილის სალათაც როგორ გააკეთეთ?

Posted by: nia4u 15 Dec 2014, 16:04
guruliqali
მადლობა 2kiss.gif

Posted by: ValenTine_Kelly 15 Dec 2014, 20:48
KOMBAT
QUOTE
ეს ჩემი KFC-ის შთაგონებით ქათმის ფილე კლიარში და ხრაშუნასაფანელში

ამისი რეცეპტი დამიწერე რა :უსერ:

Posted by: tasikuna-taso 15 Dec 2014, 20:53
QUOTE
tasikuna-taso



მადლობააააა

Posted by: sopopaso 16 Dec 2014, 23:59
გამარჯობათ,
რამდენი ხანია, არაფერი დამიპოსტავს.
ეს გუშინდელი, დედას პატარა სუფრა მოვუწყე, - დაბადების დღის ))

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: tavadze 17 Dec 2014, 00:45
ბარბარობას გილოცავთ. მრავალს დაესწარით. ბევრი ლობიანი მოგემზადებინოთ, წმინდა ბარბარეს კი ყოვწელტვის დაეცვას თქვენი პატარები, თქვენი ოჯახის მშვიდობა და ჯანმრთელობა.
sopopaso
QUOTE
ეს გუშინდელი, დედას პატარა სუფრა მოვუწყე, - დაბადების დღის ))

სუფრა – რესპექტ! up.gif
დედის დაბდღეს გილოცავ, მრავალი აღგენიშნოს და გეფრიალოს მისთვის ასე გულმოდგინედ.

Posted by: sopopaso 17 Dec 2014, 01:33
tavadze
QUOTE
სუფრა – რესპექტ! 
დედის დაბდღეს გილოცავ, მრავალი აღგენიშნოს და გეფრიალოს მისთვის ასე გულმოდგინედ.


ძალიან დიდი მადლობა smile.gif
მართლა მთელი გულით და მონდომებით გავაკეთე ^_^

Posted by: MasterJC 17 Dec 2014, 02:33
ამდენს ტელეფონით ვერ დაგთაგავთ
ბარბარობას გილოცავთდა მინდა ვთქვა რომ უძალიანმაგრესები ხართ. რამდენი თქვენი ფოტო შევინახე აღარც მახსოვს
საოცრებები


აი ეხლა უკვე საახალწლო სეზონს გავხსნით არა? smile.gif

Posted by: elchi 17 Dec 2014, 08:27
sopopaso

ჯონჯოლის სურათი რამ დაგადებინა?

მიკროინფარქტი დამემართა, ვაფრენ მაგ მწნილზე.

ყველას გილოცავთ ბარბარობას, მრავალს დაესწარით.

Posted by: sopopaso 17 Dec 2014, 10:32
elchi
QUOTE
ჯონჯოლის სურათი რამ დაგადებინა?

მიკროინფარქტი დამემართა, ვაფრენ მაგ მწნილზე.


თავიდან ცოტა შევშინდი დაწყებაზე )))
მეც დიდ პატივს ვცემ ყველანაირ მწნილს! ^_^

Posted by: forever`s_NEVER 18 Dec 2014, 10:55
Food Network-ს მივეჯაჭვე smile.gif

ჰოდა ასეთი რაღაცა გააკეთეს და ამ საღამოს უნდა ვცადო:
ვჭრით 5-6 თავ ხახვს, სიგრძეზე.
ვაყრით მარილს, 2-3 კბილ დაფქვილ კარდამომს, სუნელებს (რაც მომეპოვება მოვაყრი smile.gif ) და მწვანილს.
ვურევთ ძალიან კარგად, წვნიანი სანამ არ გახდება მასა.
ვაყრით ფქვილს, 2 ჭიქამდე, ისევ ვურევთ კარგად. და ვწვავთ კროკეტებად. ეს მოამზადა ტიპმა შემწვარი ქათმისთვის.
მე სოკოს მოვუწყობ გვერდზე smile.gif

Posted by: blowers daughter 19 Dec 2014, 18:53
ომლეტი ზუსტად 2 წუთში და გემრიელი

http://www.radikal.ru

bis.gif bis.gif

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Q 7 19 Dec 2014, 22:08
blowers daughter
QUOTE
ომლეტი ზუსტად 2 წუთში და გემრიელი

შეწვი თუ დაწვი biggrin.gif
რეები აყრია ზემოდან





Posted by: blowers daughter 19 Dec 2014, 22:33
Q 7

მწვანილი და წიწაკები biggrin.gif და ყველი

Posted by: MasterJC 21 Dec 2014, 10:53
ჩემი რძალი ქმნის შედევრებს შედევრებზე

გავეხუმრე, დავდებ-თქო და არაო ჯერო
დავამუღამოო

მე კდეი დიეტას ვიწყებ
ეხლა ეს შეიძლება? smile.gif
პრინციპულად დავიცავ ახალ წელს, ვოტ ტაკ



ფაქიტასი თურ აღაცა ეგეთი სახელი თქვა, ემქსიკური იყო

დაგლიჯა, ძალიან გემრიელი აღმოჩნდა





Posted by: Whittaker 22 Dec 2014, 16:14
blowers daughter
QUOTE
ომლეტი ზუსტად 2 წუთში და გემრიელი


აუ მე რაღაც სექტა უნდა შევქმნა, ვთვლი რო კვერცხს კი არ უნდა უქნა რაღაცები, კვერცხი უნდა უქნა სხვა რამეებს.
ანუ კვერცხში შემწვარი რაღაც და არა შემწვარი კვერცხი რაღაცებით lol.gif lol.gif

Posted by: BWHC 22 Dec 2014, 22:40
Whittaker
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება?

Posted by: Whittaker 23 Dec 2014, 00:16
BWHC
ამ შემთხვევაში კი
კვერცხისა და სხვა ინგრედიენტების პროპორციულობა იცვლება
ბევრად თან biggrin.gif

Posted by: BWHC 23 Dec 2014, 01:04
smile.gif)) მერე იქნებ იმ ადამიანს იქნებ სწორედ ისე უყვარს როგორც დაწერაsmile.gif)))))) მე მაგალითად კვერცხი ისე მიყვარს არაფრისთვის არ მემეტებაsmile.gif))

Posted by: Whittaker 23 Dec 2014, 14:01
BWHC
ცუდია-თქო ის კი არ მითქვამს კაცო, ჩემ სექტაზე ვთქვი უბრალოდ
ვისაც როგორ უნდა ისე ჭამოს, ჰუ ქეარს biggrin.gif

Posted by: nadiri 24 Dec 2014, 21:33
ხვალ გავაკეთებთ კვერცხიან და ყველიან საშობაო ღვეზელს

Posted by: BWHC 25 Dec 2014, 06:30
nadiri
აუუ რა გემრიელია,
სადაური ყველი გაქ? ჩაგეძიებიbiggrin.gif
Whittaker
ეგ არ მიკადრებია კაი ადამიანო mo.gif

Posted by: nadiri 25 Dec 2014, 08:40
BWHC
QUOTE
სადაური ყველი გაქ? ჩაგეძიები

smile.gif
სვანების, თამაზას და თემურას მაღაზიაში ვყიდულობთ
კარგი ყველი და სულგუნი აქვთ

Posted by: irinol-ka 26 Dec 2014, 19:06
აფსუს წინათ ამ თემაში წინასაახალწლოდ რა ამბები იყო ხოლმე....

საუკეთესო ნახელავებით იწონებდნენ თავებს ჩვენი ხელმარჯვე კულინარები და არა მარტო პროფები....

მალი-მალ შემოვდიოდი აქ რომ ახალი გამეგო მენახა რამე, ახლა კი ძალიან ჩამკვდარია თემა...

მწყინს ძალიან...

პ.ს. სამარხო წიწიბურის და ბრინჯის კოტლეტები გავაკეთე smile.gif

http://www.radikal.ru

ვიზუალზე ბოდიში. უკეთესი სურათი ვერ გადავიღე უცბად... smile.gif

Posted by: ხინკალი 26 Dec 2014, 20:19
...კარტიფილუს სოუზი გავაკეთე ვერმუშელით მაგრამ სქელი და უგემური გამოვიდა..

..ტომატი არ დამიკლია..ფიეჰ..

..რაღაც კინოს ვუყურე და მომენტი იყო შემწვარი ხორცის..ლამის მეხორცე გავხდი..შობის მერე კარგი ხორცი რომელი ვიყიდო ძვლის გარეშე ნეკნებივით გემრიელი რომ იყოს?

...უკვე მესიზმრება სულ პატარა ნაჭრებად დაჭრილი შებრაწული ხორცის ნაჭრები.

..შობამდე რომც ოთახში ჩამკეტონ 2 დღე ტ თითს არ დავადებ : X

Posted by: nadiri 26 Dec 2014, 22:47
irinol-ka
QUOTE
სამარხო წიწიბურის და ბრინჯის კოტლეტები გავაკეთე

დადე რა რეცეპტიც და ტექნოლოგიაც

Posted by: avgusta 26 Dec 2014, 23:02
irinol-ka
სამარხო კატლეტში გერკულესიც შეურიეთ..???

Posted by: irinol-ka 27 Dec 2014, 07:12
nadiri
avgusta
1 ჭიქა ბრინჯი და 1 ჭიქა წიწიბურა მოვხარშე, და მერე თუშფალანგზე გადმოვიღე.
ნახევარი თეთრი პური დავალბე ცივ წყალში
მერე ეს ყველაფერი გავატარე ხორცსაკეპ მანქანაში + 1 ხახვი + 3-4 კბილი ნიორი + ქინძი და ოხრახუში
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
პატარა ბურთულები ამოვავლე ფქვილში და ცხელ ზეთიან ტაფაში შევწვი

სულ ეს არის. გემრიელად მიირთვით

Posted by: Tati_a 27 Dec 2014, 19:09
http://www.radikal.ru მეგრული ხარჩო აზიური მოტივებით. ქათმის ფილე მქონდა და ამიტომაც მთელი ღამე დავტოვე ლაიმის, ნივრის, ხარჩოს სუნელისა და ნივრის მარინადში. დილით ხორცი მაღალ ცეცხლზე შევწვი და მერე დავასხი ცალკე გაკეთებული ხარჩოს სოუსი. ცოტა ქინძიც მოვაყარე უკვე ბოლოს.

Posted by: 死海. 27 Dec 2014, 22:56
3 დღის წინ გავაკეთე შოკოლადის ნამცხვარი, ახალივითაა ისევ.. დღევანდელი გაკეთებულივით.
არადა რომ კითხო გემრიელია, მოგვეწონაო user.gif

Posted by: Q 7 28 Dec 2014, 00:25
死海.
lol.gif
up.gif
არაუშავს, მეორეჯერ უკეთესი გამოგივა 2kiss.gif






Posted by: 死海. 28 Dec 2014, 03:09
Q 7
მეორე იყო ეს biggrin.gif



კიდე კარტოფილის ტოლმა გავაკეთე... ჩემს გარდა არავინ ჭამს mo.gif

Posted by: ninicool 28 Dec 2014, 10:28
死海.
QUOTE
კიდე კარტოფილის ტოლმა გავაკეთე... ჩემს გარდა არავინ ჭამს

ანუ ხორცი კარტოფილში გაახვიეთ?


Posted by: უბრალოD 28 Dec 2014, 10:56
დილა მშვიდობისა smile.gif

მე ვარ დახვეწილი გურმანი და უცოდინარი კულინარი.
სამართლიანად ვთვლი, რომ ადამიანი, სქესის მიუხედავად, თუ კარგი კულინარია - ის ხელოვანია.
ამ განყოფილებაში მინახავს შედევრები. არავის გამოვყოფ, კონკრეტულად, თუმცა მყავს ჩემი Fავორიტები.

კულინART-ის საახალწლო ნომერი შევიძინე და ვაპირებ რომელიმე მარტივი რეცეპტი დედასთან ერთად დავტესტო.
თუ ღირდა გასაზიარებლად - მოგვიანებით ფოტოებს ავტვირთავ.

ბედნიერ 2015 წელს გისურვებთ.

http://www.radikal.ru

Posted by: 死海. 28 Dec 2014, 11:17
ninicool
არა, კომბოსტოს ფოთოლში გავახვიე კარტოფილის პიურე.
რეცეპტი თუ გაინტერესებთ ლინკზე გადადით http://www.tvcook.ru/recipes/golubci/golubcy-s-kartoshkoy.html


Posted by: taktakuna 28 Dec 2014, 23:02
შოკოლადისა და ღვინის კექსი
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: 死海. 29 Dec 2014, 02:59
taktakuna
გემრიელად გამოიყურება chups.gif
ღვინო რამე განსაკუთრებულ არომატს სძენს? რეცეპტი დაგვიწერე smile.gif
* * *
უბრალოD
QUOTE
მოგვიანებით ფოტოებს ავტვირთავ.

დაველოდები ფოტოებს.

მომწონს ხოლმე თვალიერება user.gif

Posted by: taktakuna 29 Dec 2014, 23:04
死海.
ღვინო რომ გაუჯდება, მეორე დღეს უკეთესია გემოთი. სამარხვოა, რეცეპტი ვნახე რატატუიზე, მაგრამ ვერ ვიპოვნე ეხლა, როგორც გავაკეთე დავწერ. დიდი ჭაის ჭიქით გავაკეთე,2 ჩ/ჭ ფქვილი, ერთი ჩ/კ სოდა, 2 ს/კ კაკაო,ვანილი, მწიკვი 1ჩ/ჭ შაქარი ავურიოთ ერთად. ცალკე ნახევარი შეკვრა მარგარინი, ან ზეთი, 1 ჩ/ჭ წითელი ღვინო, ერთი ჭიქა ან ცოტა ნაკლები ალუბლის მურაბა, ან სხვა რომელიმე, ამ თხევად მასას შევურევთ ფქვილიან მასას, ცხიმწასმულ ფორმაში ჩავასხათ, სქელი არაჟნის სისქის ცომი უნდა იყოს, გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე, გამზადებულს მოვასხათ შოკოლადი, ან პუდრიც უხდება მოყრილი.

Posted by: MasterJC 29 Dec 2014, 23:17
დღეს მე და რძალმა ერთობლივად ვიბრძოლეთ ფრონტზე

სოფას ხბოს ხორცი ანღებით გავაკეთეთ
ფაკიტასი (მგონი ასე ქვია?) გააკეთა
და პიცა მოვამზადეთ ერთად

ფოტოებს დავდებ მერე

Posted by: nia4u 30 Dec 2014, 02:55
taktakuna
死海.
http://ratatui.me/gvinis-da-shokoladis-namcxvari/
მაგარია! smile.gif

Posted by: LUTA 30 Dec 2014, 16:04
დამდეგ შობა- ახალ წელს გილოცავთ love.gif love.gif

ჟოლოს რულეტი. შავი და თეთრი შოკოლადის კრემით.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Brosnan

მადლობა smile.gif
QUOTE
კომპი გქოდათ გაფუჭებული?


კომპი წერსრიგშია , უბრალოდ ბოლო დროს ძალიან დატვირთული ვარ sad.gif

_sofa_
2kiss.gif

MasterJC
QUOTE
სილამაზეების ცქერა ან ჭამა არ მომბეზრდება


ახლოს მაინც იყო 2kiss.gif

tavadze
QUOTE
ხომ ხარ მაგრად?


მე კარგად ვარ ირაკლი, თავად როგორ ხარ?

საშობაო საახალწლო პერიოდი აქ არის საგიჟეთ.

ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება biggrin.gif

nia4u
როგორ ხარ ? 2kiss.gif




* * *
MasterJC

QUOTE
ფაკიტასი (მგონი ასე ქვია?) გააკეთა


love.gif

ბოლო დროს მეც ხშირად ვამზადებ მექსიკურ კერძებს.





Posted by: tavadze 30 Dec 2014, 18:05
LUTA
QUOTE
ჟოლოს რულეტი. შავი და თეთრი შოკოლადის კრემით.

აუ, გემო არ ვიცი, მაგრამ ვიზუალურად რა ლამაზია, ნატიფი ნახელავი. up.gif up.gif ალბათ, გემოც ადექვატური ექნება.
QUOTE
tavadze
QUOTE
ხომ ხარ მაგრად?


მე კარგად ვარ ირაკლი, თავად როგორ ხარ?

საშობაო საახალწლო პერიოდი აქ არის საგიჟეთ.

ჩემს სამსახურზე მეტი საგიჟეთი არ იქნება.
რა ხდება ახალი თქვენსკენ, სად ხვდებით ახალ წელს - ირლანდიაში თუ იტალიაში?
ჰა, ბოლო-ბოლო შეაყვარე ლუკას ლობიო თუ ვერა? biggrin.gif

Posted by: MasterJC 30 Dec 2014, 18:29
LUTA
QUOTE
ჟოლოს რულეტი. შავი და თეთრი შოკოლადის კრემით.

საოცრებაა
ჯადოსნურად გამოიყურება
ასეთი სილამაზე love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: nia4u 30 Dec 2014, 21:46
LUTA
შენ როგორ ხარ, ჩემო მშვენიერო და მშვენიერებების შემქმნელო?!
წინასწარ გილოცავ დამდეგს და ველოდებით შენგან გამთანგველ ფოტოებს! 2kiss.gif

Posted by: nadiri 30 Dec 2014, 23:14
გამზადებულ ამოლესილ ლობიოში რომ მჭადის ფქვილი აურიო და ზეთიან ტაფაზე გამოაცხო, გემრიელი გამოვა?

Posted by: ინფინიტი 30 Dec 2014, 23:27
nadiri
კი არ აურიო, გამზადებული ამოლესილი ლობიო დააგუნდავე, მჭადის ფქვილში ამოავლე და ისე შეწვი. კი, გემრიელია, გამიკეთებია ლობიოს კატლეტები biggrin.gif
გახურებულ ცხელ ზეთიან ტაფაზე დადე და მაღალ ცეცხლზე ცალი მხარე კარგად მიუბრაწე, მხოლოდ შემდეგ გადააბრუნე, რომ არ დაიშალოს .


Posted by: 死海. 31 Dec 2014, 00:41
taktakuna
nia4u
მადლობა, მადლობა 2kiss.gif

LUTA
იდეალური კონდიტერი ხარ love.gif

Posted by: MasterJC 31 Dec 2014, 00:50
http://www.radikal.ru
ხბოს ხორცი ნაღებში სოფას მიხედვით
http://www.radikal.ru
ფახიტასი
http://www.radikal.ru
ესეც ისე
ხილი დაალაგა ლამაზად

Posted by: წუ-წუნა 31 Dec 2014, 03:09
LUTA
QUOTE
ჟოლოს რულეტი. შავი და თეთრი შოკოლადის კრემით.

....უფ, მოვიდა მიზანდასახული ტერორისტი biggrin.gif
მეც დავდებ იმ პეჩენიებს რომელიც შენი დახმარებიით გავაკეთე biggrin.gif და მერე საჩუქრებად დავარიგე biggrin.gif
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image


* * *
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას.....ხვავის დოვლათის და სიკეთის მომტანი ყოფილიყვეს თითოეული თქვენთაგანისათვის.....


tavadze
nia4u
.....ჩემი გურულები <3 ......

MasterJC
QUOTE
ფახიტასი

....კარგია მომეწონა, მეც ვაკეთებ ხშირად ......

ესეც ჩემი იტალიური ხაჭოს ნამცხვარი biggrin.gif
user posted image
user posted image

Posted by: nadiri 31 Dec 2014, 11:54
ინფინიტი
QUOTE
კი არ აურიო, გამზადებული ამოლესილი ლობიო დააგუნდავე, მჭადის ფქვილში ამოავლე და ისე შეწვი. კი, გემრიელია, გამიკეთებია ლობიოს კატლეტები 
გახურებულ ცხელ ზეთიან ტაფაზე დადე და მაღალ ცეცხლზე ცალი მხარე კარგად მიუბრაწე, მხოლოდ შემდეგ გადააბრუნე, რომ არ დაიშალოს .

არ იყო ჩემი ლობიო სქელი, თხელი იყო, ჩავყარე მჭადის ფქვილი, კოვზით მოვზილე, ხელით გავაკეთე ხელისგულისხელა მჭადები, ჩავალაგე მდუღარე ზეთიან ტაფაზე, დავახურე თავზე, 10 წუთის შემდეგ გადავაბრუნე, კვლავ დავახურე თავსახური. ნახევარ საათში გამზადდა გარედან ხრატუნა, გულში რბილი გემრიელი მჭადები.
კარგი იყო. ტყემალთან უკეთესი.

Posted by: nia4u 31 Dec 2014, 21:13
წუ-წუნა
QUOTE
.....ჩემი გურულები <3 ......

2kiss.gif


დამდეგს გილოცავთ ყველას საუკეთესო სურვილებით!
ბედნიერი, იღბლიანი და წარმატებული წელი ყოფილიყოს ყველასთვის!
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: tavadze 1 Jan 2015, 03:20
ყველას გილოცავთ აწ უკვე დამდგარ ახალ წელს. წინა წელზე უკეთესი წელიწადი დაგვდგომოდეს, ხვავი, ბარაქა, სიმშვიდე და წინსვლა გვქონოდეს, თქვენი ნახელავების შემფასებელ-დამგემოვნებელი და დამფასებელი არ მოგკლებოდეთ.
მოკლედ, 6-თვიანი განშორების შემდეგ ისევ დავუბრუნდი სამშობლოს - გურიას... გარეთ წვიმს ახლა,ეს დღეები სულ მოღრუბლულია, მაგრამ მაინც ძრიელ კარგია აქაურობა... აქ ჩამოპსულს დუმბაძის სიტყვები არ მშორდება - სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია. წვიმის მიუხედავად, იმდენად თბილა, გარეთ უკურტკუოდ, პულოვერის ამარა დავტანტალებ.
დედაჩემის შემდეგ კერძების გამკეტებელი აქ ჩემს მეტი არავინაა და დღეს მეც გავაკეტე რაღაცები. ცალკე ბუხარში ვუვლიდი ორ-ორ ქვაბს, აქეთ კიდევ ელექტრო ღუმელი დავტესტე. კერძების ნაწილი სულაც ახლა დავასრულე და გინდ დღეს გაკეტებულებში ჩამითვალეთ, გინდ - გუშინდელებში. biggrin.gif
მოკლედ, უკვე გავაკეთე ქათმის ჩახოხბილი და სალათი; ყაურმა და კუჭმაჭი; ბაჟე (ოღონდ ამის წვენი ჩემმა დამ გამიკეთა) და მოხარშული თევზი ვიკოს საწებელში; მაიონეზი (ე.წ. ვინეგრეტი) და ისპანახის ფხალი. დავჭერი და სახვალიოდ გავიმზადე სამწვადე და მოსახარში ხორცი; კომბოსტო ცოცხლად დაჭრილი - მხოლოდ ძმარი-მარილი ვუყავი და ხვალ უნდა დავასრულო. შუაღამეზე გამახსენდა, რომ ბადრიჯანის უნდა გამეკეთებინა, ისიც ახლა დავჭერი და მარილში ავსვარე, ხვალ შევწვავ და სუნელებში გადავახვევ. ხვალვე მჭადებიც უნდა დავაცხო კელამიდებზე, ხოლო ყველი კი მიდევს მაცივარში. biggrin.gif დღეს საგანგებოდ გავაგდე რაზმი ტყეში შქერის (როდოდენდრონის სახეობაა) ფოთლების მოსატანად - სხვის ფოთლებში გამომცხვარ მჭადს არ ვცნობ. biggrin.gif კომბოსტოც მოვხარშე და ხვალ მაგასაც ნიგოზში გავაკეტებ, მჟავეული და ზეთში მოთუშული უარომატულესი წიწაკაც მაქვს სოფას რეცეპტით, აბა, ჩემს აჯიკებს რა გამომილევდა, biggrin.gif კექსი მეზობელს გავაკეტებინე, ხვალ მეორე მეზობელი ხაჭაპურებს დამიცხობს და წავედი ახლა ძიმითში, თუ ავწიე ხვალ თავი საწოლიდან. biggrin.gif
* * *
წუ-წუნა
QUOTE
tavadze
nia4u
.....ჩემი გურულები <

ჩემი გურულები, გადარეულები, ხომ? lol.gif lol.gif
კიდევ ერთხელ გილოცავ შობა ახალ-წელს.
პ.ს. ელჩო, სადა ხარ, გამოჩნდი - ლუტას არ იყოს, შენც დაგვბომბე ნახელავებით.

Posted by: elchi 1 Jan 2015, 11:58
tavadze

აქა ვარ ძამა, სულ რაღაც 6 წუთი დარჩა და ჩემთანაც მოვა 2015.

რანაირი ქართლელი ვარ ეხლა მე?

ამერიკელი-რაჭველი უნდა ვიყვე წესით.

ყველაზე გვიან მე ვხვდები ახალ წელს.

გილოცავთ ყველას და რამოდენიმე ძირითადს გისურვებთ.

მშვიდობას, ჯანმრთელობას და გამრავლებას.

თქვენის ნებართვით შევხვდები რამოდენიმე წუთში ახალი წლის მოსვლას და მერე შემოვალ ისევ.

Posted by: Besa 1 Jan 2015, 14:22
tavadze
მრავალ ახალ წელს დაესწარი
elchi
თქვენც და ყველა კულინარს გილოცავთ. მრავალს დასწრებოდეთ და თქვენი გემრიელობებით გაგეხარებინოთ თქვენი საყვარელი ხალხი .
alk.gif

Posted by: tavadze 2 Jan 2015, 17:31
elchi
QUOTE
tavadze

აქა ვარ ძამა, სულ რაღაც 6 წუთი დარჩა და ჩემთანაც მოვა 2015.

რაღაც ძაან გაგრძელდა ეგ 6 წუთი, ელჩო. biggrin.gif აქამდე არ დადგა ახალი წელი?
Besa
QUOTE
tavadze
მრავალ ახალ წელს დაესწარი

გაიხარე. თქვენც ასევე - ბედნიერი წელიწადი დაგდგომოდეს.
პ.ს.როგორგადაჰყვა ხალხი საახალწლო სუფრას! biggrin.gif

Posted by: elchi 2 Jan 2015, 20:59
tavadze

აქაც მოვიდა როგორც იქნა.

დამიგვიანდა.

კომპმა დამღუპა, სკაიპი მქონდა ჩართული და საქართველოს ყველა კუთხეში მომიწია ქეიფი.

ბედობის დღეა და ყველას სიკეთე, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ოჯახებში, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული დაგბედებოდეთ.

ეს იყო ჩემი საახალწლო "სუფრა"./მართლა/

http://www.radikal.ru

Posted by: BadbadGirl 2 Jan 2015, 21:21
ყველას გილოცავთ ახალ წელს! საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს ლურჯი თხის წელი Ö

elchi
ჩემიც რაღაც მსგავსი იყო. ოღონდ სასმელად უალკოჰოლო "შამპანიური" მქონდა biggrin.gif biggrin.gif ჩურჩხელები ყველა შევჭამე დედამ რაც გამომიგზავნა, არადა 60 მდე იქებოდა biggrin.gif

Posted by: TT-KK 3 Jan 2015, 20:35
გილოცათ ახალ წელს კულინარებო!
ყველა ერთად სად გაქრით?

დღეს გავაკეთეს ნაცვლად დღეს რა ვჭამე გაქვთ,ხომ? givi.gif

Posted by: BWHC 3 Jan 2015, 21:26
tavadze
ყოჩაღ შენ, ვის ოჯახშიც შენ შეხვალbiggrin.gif
elchi
ამერიკაში სად ცხოვრობ? რამდენი ხანია აქ ხარ?

Posted by: elchi 3 Jan 2015, 22:49
BWHC

ორეგონის შტატში.

14 წელზე მეტია, რაც წამოსული ვარ ოჯახთან ერთად.

Posted by: sniferi 5 Jan 2015, 12:30
irinol-ka
კატლეტის რეცემპტი მითხარი თუ არ შეწუხდები რაა

Posted by: irinol-ka 5 Jan 2015, 12:55
sniferi
იმ გვერდზევე წერია ცოტათი ქვემოთ

აი დავაკოპირე:
1 ჭიქა ბრინჯი და 1 ჭიქა წიწიბურა მოვხარშე, და მერე თუშფალანგზე გადმოვიღე.
ნახევარი თეთრი პური დავალბე ცივ წყალში
მერე ეს ყველაფერი გავატარე ხორცსაკეპ მანქანაში + 1 ხახვი + 3-4 კბილი ნიორი + ქინძი და ოხრახუში
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
პატარა ბურთულები ამოვავლე ფქვილში და ცხელ ზეთიან ტაფაში შევწვი

სულ ეს არის. გემრიელად მიირთვით

Posted by: sniferi 5 Jan 2015, 15:55
irinol-ka
დიდი მადლობაა :* აუცილებლად გავაკეთებ

Posted by: starshi12345 5 Jan 2015, 16:02
მასწავლეთ რამე ადვილი ხორციანი კერძის მომზადება. ბიჭი ვარ მარტო ვარ და მშია

Posted by: taktakuna 5 Jan 2015, 17:48
starshi12345
დაჭერი წვრილად ხახვი, ასევე პატარა კუბიკებათ ხორცი, მოხრაკე შეთში ჯერ ხახვი და დააყარე ხორცი, განაგრძე შუშვა ნელ ცეცხლზე, ცოტა რომ დაწითლდება დაასხი ან წყალი,რომ დაიფაროს კარგად ხორცი ან ბულიონი და განაგრძე ხარშვა, ხორცი რომ მოიხარშება დაამატე ს/კ ტომატის საწებელი, ცოტა აჯიკა, სუნელები თუ გაქვს, მარილი, პილპილი და მწვანილები ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვიც უხდება.
ხორცი რისია არ დაგიკონკრეტებია, მაგრამ ქათმის ხორცზეც შეგიძლია იგივენაირად გააკეთო, ბოლოში გათქვეფილი კვერცხიც შეგიძLია გადაასხა

Posted by: _sofa_ 5 Jan 2015, 23:08
გამარჯობათ ჩემო ძვირფასებო...გილოცავთ ამ ლამაზ დღეებს..... მრავალს, მრავალს დაეწარით....გაიხარეთ და წყალობა არ მოგაკლოთ მაღალმა ღმერთმა......
ეს თეთრი თევზის და სურნელოვანი პურუკების მწვადუკები, როზმარინის ჩხირებზე......
http://www.radikal.ru

Posted by: elchi 6 Jan 2015, 01:52
მე კიდევ ასეთი რამ "გავაკეთე" დღეს.

გუშინწინ გავთიშე ჩემი უზარმაზარი საყინულე და დავარიგე ეკლესიებში ბუნების ნობათი.

3 კანადური ბატი, 6 მალარდის იხვი, 3 KING SALMON-ი, 18 მოზრდილი ცისარტყელა კალმახი, და ოკეანის ქაშაყი, დაახლოებით 30 ცალი.

წარმომიდგენია, როგორ გაუხარდებათ გაჭირვებულებს.

აქაც არიან ღარიბი ოჯახები.


Posted by: polikarpe 6 Jan 2015, 02:02
elchi-უაღრესად კეთილშობილი საქციელია. yes.gif

Posted by: BWHC 6 Jan 2015, 23:16
elchi
აღარ ჩასულხარ მას მერე საქართველოში? არ გიჭირს აქ გაძლება?

Posted by: elchi 6 Jan 2015, 23:28
BWHC

თავიდან მიჭირდა, მერე მოვძებნე ჩემი გასართობი ადგილები და იოლას გავდივარ, თან ოჯახთან ერთად ვარ, ეგეც დიდი პლიუსია.
ასევე ინტერნეტით ურთიერთობა იქ დარჩენილებთან.

ბოლოს 10 წლის წინ ვიყავი საქართველოში.


Posted by: BadbadGirl 6 Jan 2015, 23:51
დღეს გავაკეთე საშობაო ღვეზელები http://tomushka.blogspot.se/2010/01/georgian-christmas-pie.html
კიდევ გავაკეთე ჟოლოს ნამცხვარი. ფორმიდან კარაქმა გაჟონა, დაიწვა და ისეთი სურნელი იდგა სახლში ....

Posted by: tavadze 7 Jan 2015, 00:54
elchi
QUOTE
ეს იყო ჩემი საახალწლო "სუფრა"./მართლა/

აშკარად მასე ჯობია, მაგრამ ამ ქართულ ტრადიციებს რა ვუყო! biggrin.gif არადა, ჯერ ხომ კეტებას გადავყევი 2 დღე, ახალ წელს ორ პარტიად გავისტუმრე მეზობლები, დილიდან საღამომდე დავრბოდი ფოსტის ცხენივით, აღარც ახალი წელი მინდოიდა, აღარც საჭმელი და არც არაფერი დასვენების გარდა. biggrin.gif
BWHC
QUOTE
tavadze
ყოჩაღ შენ, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ

რატომღაც მგონია, რომ ძველი იუზერი ხარ ახალი ნიკით, მაგრამ მაშინ დამავიწყდა მიწერა და ახლა დავწერ ტავის დასაზღვევად, ახლების საყურადღებოდ - ქალი არ გეგონოთ, არ გაბრიყვდეთ ვინმე და ტორტის ბისკვიტის რეცეპტივით, ხელი არ მთხოვოთ, ნაჯახივით კაცი ვარ. biggrin.gif
_sofa_ - შენც გილოცავთ, სოფა. მრავალს დაესწარით, სიკეთე და ხვავი დაებედოს თქვენს ოჯახს.

elchi - საშობაოდ უკეთესს რას იზამდი, სამადლო საქმე გიქნია.
BadbadGirl
QUOTE
დღეს გავაკეთე საშობაო ღვეზელები

მევიდა ჩვენი დღე - გურულების... biggrin.gif
ყველას გილოცავთ შობას. მრავალს დაესწარით და გფარავდეთ...

Posted by: love you 7 Jan 2015, 01:04
ჩემი საშობაო ღვეზლებით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს
http://www.radikal.ru bis.gif love.gif

Posted by: BWHC 7 Jan 2015, 08:51
tavadze
ძველი იუზერი კი ვარ მაგრამ იმდენად ძველი რომ ძველი ნიკი საერთოდ დამავიწყდა, ვიცი რომ კაცი ხარ tongue.gif და საერთოდ არ ვაპირებდი შენი ხელის თხოვნას tongue.gif
უბრალოდ ძალიან დასაფასებელია ადამიანს სამზარეულოში ტრიალი რომ ეხერხება. რაც მარტო ვცხოვრობ იმის მერე უფრო დავაფასე sad.gif
elchi
მე ძაან მიჭირს გაჩერება ერთი წელი მიხდება 7 დღეში, თან 27/7-ზე ვმუშაობ ბებიასთან და ძაან ძნელი ყოფილა ეს შინა პატიმრობაsad.gif

Posted by: tavadze 7 Jan 2015, 12:30
BWHC
QUOTE
რაც მარტო ვცხოვრობ იმის მერე უფრო დავაფასე

მეც, მეც... არადა, მანამ საჭმელების გაკეთება იოლი რამე მეგონა და ქალის საქმესაც ზედაპირულად ვუყურებდი...

Posted by: elchi 7 Jan 2015, 13:20
tavadze

მეც გილოცავ ირაკლი შობას, მრავალს დაესწარი.

BWHC

თუ სურვილი გაქვთ PM-ზე გავაგრძელოთ მიმოწერა.
გამოცდილი მაქვს პირველი წლები და შემიძლია რჩევები მოგცეთ.
თქვენც გილოცავთ შობას.

ასევე ყველა კულინარს და ამ განყში მოღვაწე ფორუმელებს.
მრავალს დაესწარით ხალხო.
ბევრნი ყოფილიყავით.
გამრავლდით და გაიხარეთ.

Posted by: tasikuna-taso 7 Jan 2015, 14:02
შობას გილოცავთ

ესეც ჩემი ღვეზელი

http://www.radikal.ru

Posted by: BWHC 7 Jan 2015, 20:57
მეც გილოცავთ ყველას შობას, მრავალს დაესწარით, ულევი ბედნიერება მოგცეთ ღმერთმა.
* * *
elchi
თუ რამე წამალი არსებობს ნოსტალგიის წინააღმდეგ სიამოვნებით მოვისმენდი

Posted by: ninicool 7 Jan 2015, 22:31
BWHC
QUOTE
თუ რამე წამალი არსებობს ნოსტალგიის წინააღმდეგ სიამოვნებით მოვისმენდი

კარგი რაა, რა ნოსტალგგია. რამე გასართობი ნახეთ.

მე დედაჩემის და მამაჩემმის დარდი მქონდა, დანარჩენი არავის მიმართ გასაგიჟებელი ნოსტალგია არ მქონია.

საქართველოში ყოფნა როგორ უნდა მოგინდეს ადამიანს.

Posted by: BWHC 7 Jan 2015, 22:54
ninicool
როგორ უნდა მოგინდეს და 24 საათი რო მუშაობ და გიჟ ბებიას უზიხარ სამშობლო კი არა გონია ციმბირი მოგენატროს. ყველა იქ მყავს ვინც მიყვარს. მარტო მამაა აქ და ახალ წელს და შობას ვერ შევხვდით ერთად, აი ასე შეიძლება მოგენატროს საქართველო, შენ საით ხარ?

Posted by: ninicool 7 Jan 2015, 23:11
BWHC
QUOTE
როგორ უნდა მოგინდეს და 24 საათი რო მუშაობ და გიჟ ბებიას უზიხარ სამშობლო კი არა გონია ციმბირი მოგენატროს. ყველა იქ მყავს ვინც მიყვარს. მარტო მამაა აქ და ახალ წელს და შობას ვერ შევხვდით ერთად, აი ასე შეიძლება მოგენატროს საქართველო, შენ საით ხარ?

საქართველოში ვარ.

ჰოო, ცუდ პირობებში ყოფილხართ და საქართველო არაფერშუაშია.

გაუპატიურებული ლარის ნახვას, გირჩევნიათ მანდ იზრუნოთ პირობების გაუმჯობესებაზე, რომ ხასიათი გამოგიკეთდეთ smile.gif

პ.ს. შობას გილოცავთ ყველას.

Posted by: BWHC 7 Jan 2015, 23:54
ninicool
პირობებზე როომ ვზრუნავ იმიტომ ვუზივარ 24 წლის გოგო გიჟს 24 საათი თორე რა გამაჩერებდა lol.gif
ისე ძაან მაგრად მომენატრა ყველაფერი უკვე

Posted by: elchi 8 Jan 2015, 02:12
BWHC

ჩემი უფროსი შვილის ხელა ყოფილხარ თითქმის.

მომწერე სკაიპი გენაცვალე და დროს არ დავიშურებ შენთვის.

Posted by: BWHC 8 Jan 2015, 15:02
elchi
სკაიპში არ შევდივარ ხოლმე კეთილისმოსურნე ნათესავ-მეგობრების გამო. კითხვას როგორია მერიკა ვერ ვუძლებ lol.gif სამაგიეროდ აქ ყოველ დღე შემოვდივარbiggrin.gif
დიდი მადლობა რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ამბავი.
ფორუმზე რომ შევატყობ ვინმეს უცხოეთშია და განსაკუთრებით აქეთ ასე მგონია ახლობელი ადამიანი ვიპოვეbiggrin.gif
ისე თემა კი გავაოფე.
დღეს არა და გუშინ ბებოს გურული ხაჭაპური გამოვუცხვე და არ მოეწონა(ცოტა მივუახლოვდები თემას)

Posted by: Tati_a 8 Jan 2015, 20:57
ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს! ბედნიერი წელი ყოფილიყოს ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის smile.gif ესეც ჩემი გუშინდელი ნახელავი თეკუნას კულინარიუმის მიხედვით http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

Posted by: kato_stropa 8 Jan 2015, 22:39
ხალხო!
ძალიან (ცოტაარიყოსდა) უცნაური რაღაც უნდა გკითხოთ

ახალ წელს გავაკეთე გოზინაყი,თითქმის 1 კგ ნიგვზით (პირველი იყ და შაყირს არ ვართ biggrin.gif )
ეხლა მჭამელი არავინაა,არადა ახალ წლამდე ვაკვდებოდი გოზინაყს და ჩურჩხელას,ეხლა სათოფეზეც ვერ ვეკარები,ხოდა მენანება გაფუჭება და რა ვუშველო? გოზინაყის მურაბას გავაკეთებთქო,ვიფიქრე,მაგრამ ჯერ ფიქრის პროცესში ვარ
ნამცხვრებში გულსართად გამოყენება რამდენად შეიძლება,მაგის კიტხვა მინდოდა biggrin.gif


შობას გილოცავთ ყველას ყველას ყველას! bis.gif bis.gif bis.gif
მე ძალიან ბედნიერი შევხვდი ახალ წელს და მინდა ყველა ასე გახარებული იყოთ!!! bis.gif bis.gif 2kiss.gif

BWHC
ეხ,ეს მზაკვარი სამშობლო კარგი რამეა,მაგრამ ხანდახან გამკრავსხოლმე,ნეტავ სადმე გადამხვეწა ამ უგვანი მთავრობის ხელში,ან ყველა ერთად ამომაბუგინათქო! mad.gif love.gif

Posted by: tasikuna-taso 8 Jan 2015, 23:03
QUOTE
ნამცხვრებში გულსართად გამოყენება რამდენად შეიძლება,მაგის კიტხვა მინდოდა


მე მინახავს ნამცხვრის გილსართად და ძალიან მომეწონა.

რეცეპტი არ ვიცი სამწუხაროდ.

Posted by: nadiri 9 Jan 2015, 10:56
kato_stropa
QUOTE
ხოდა მენანება გაფუჭება და რა ვუშველო?

მაცივარში შეინახე = ძველით ახალ წელს გამოგადგება
საყინულეში კი მთელი წელი შეინახება

Posted by: lola_keta 9 Jan 2015, 11:46
kato_stropa
მე გამომიტანე ^_______________^ წელს გოზინაყი კი არ მიჭამია sad.gif((((

Posted by: ^Nos_ka 9 Jan 2015, 21:37
kato_stropa
QUOTE
მენანება გაფუჭება და რა ვუშველო?

ვიბარებ გოზინაყს, გოზინაყს ვიბარებ, გოზინაყს chups.gif

Posted by: MasterJC 9 Jan 2015, 22:11
QUOTE (Tati_a @ 8 Jan 2015, 20:57 )
ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს! ბედნიერი წელი ყოფილიყოს ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის smile.gif ესეც ჩემი გუშინდელი ნახელავი თეკუნას კულინარიუმის მიხედვით http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

რა ქვია ამ სილამაზეს
და რეცეპტი სად დევს? smile.gif

Posted by: tikunia-teiko 10 Jan 2015, 01:53
QUOTE
რა ქვია ამ სილამაზეს და რეცეპტი სად დევს?


+11111111111111111111111111111

Posted by: kactus 10 Jan 2015, 12:09
tasikuna-taso
QUOTE
შობას გილოცავთ

ესეც ჩემი ღვეზელი

შენი ღვეზელების ცომის რეცეპტს ხომ ვერ დამიწერდი?

Tati_a
QUOTE
ესეც ჩემი გუშინდელი ნახელავი თეკუნას კულინარიუმის მიხედვით

ერთი-ორი სიტყვაც შეგვაწიე რა და როგორ!
როგორ უნდა მიიღო კნატუნა და დაბრაწული კანი?!
მე არ მიყვარს,არასდროს მიჭამია,მაგრამ ოჯახის წევრებს უყვართ და დამიწუნეს
შემწვარი გოჭი,კანი კნატუნა არ იყოო!

Posted by: elchi 10 Jan 2015, 12:38


ბოდიშს ვუხდი ვყველა იმ ფორუმელს, რომელიც თვლის რომ უადგილო იყო ჩემი გამოხმაურება BWHC-სთან ამ თემაში.

ვფიქრობ რომ თანადგომა სჭირდება და მე ვერავითარი ძალა ვერ გამაჩერებს, მზად ვარ ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო ამ გოგონას.

გთხოვთ, არ დამზრახოთ.

პ.ს. BWHC, მესმის შენი დამოკიდებულება სკაიპის შესახებ, გამოცდილი მაქვს.
მე მოგწერ PM-ზე, თუ რითი და როგორ უნდა იცურო დინების საწინააღმდეგოდ და თუ როგორ უნდა აჯობო პირველ რიგში საკუთარ თავს.

პირობას გაძლევ, არ დაგტოვებ უყურადღებოდ.





Posted by: nia4u 10 Jan 2015, 15:16
გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ! მრავალს დაესწარით!

kato_stropa
გოზინაყი დაამრგვალე და შოკოლადში ამოავლე და გრილიაჟი გამოგივა smile.gif
მერე, შეგიძლია, ლამაზად შეფუთო ფოლგაში ან ცელოფანში და სტუმრად რომ წახვალ ვინმესთან, წაუღო...

Tati_a
ულამაზესი ნახელავია და დარწმუნებული ვარ, უგემრიელესიც იქნებოდა smile.gif

MasterJC
QUOTE
რა ქვია ამ სილამაზეს
და რეცეპტი სად დევს?

kactus
QUOTE
ერთი-ორი სიტყვაც შეგვაწიე რა და როგორ!

ვიდრე ტატია გიპასუხებთ, ლინკს დაგიდებთ გადაცემის.
მანდ სხვა საინტერესო გადაცემები და რეცეპტებიც არის და ნახეთ smile.gif
http://maestro.ge/menu_id/74/id/2485/lang/1

Posted by: kactus 10 Jan 2015, 17:22
nia4u
QUOTE
ვიდრე ტატია გიპასუხებთ, ლინკს დაგიდებთ გადაცემის.
მანდ სხვა საინტერესო გადაცემები და რეცეპტებიც არის და ნახეთ 
http://maestro.ge/menu_id/74/id/2485/lang/1

უი,შენ კი გაიხარე,გენაცვალე!

Posted by: TT-KK 10 Jan 2015, 17:30
kato_stropa
QUOTE
ეხ,ეს მზაკვარი სამშობლო კარგი რამეა,მაგრამ ხანდახან გამკრავსხოლმე,ნეტავ სადმე გადამხვეწა ამ უგვანი მთავრობის ხელში,ან ყველა ერთად ამომაბუგინათქო!

ბოლოდან დეიწყე, ბოლოდაან!


QUOTE
მე ძალიან ბედნიერი შევხვდი ახალ წელს და მინდა ყველა ასე გახარებული იყოთ!!!

ესე სჯობია

გოზინაყი არ ფუჭდება, 1 კგ არც ისე ბევრია, შეინახე და მოგვიანებით ჩაიტკბარუნე პირი.

Posted by: _sofa_ 10 Jan 2015, 21:58
tavadze
გაიხარე ირაკლი...დიდი მადლობა, მეც ყველაფერს კარგს და საუკეთესოს გისურვებ მთელი სულით და გულით....საოცარი ადამიანი ხარ, არასოდეს არავინ არ გავიწყდება და არასოდეს არავის ზედმეტად არ შეაწუხებ შემაწუხებელი პოსტებით.....
smile.gif smile.gif (აქ ხორხეს გადავსწვდი) და ამ გახსენებაზე ხომ კარგადაა, აკლია წიწაკა ჩანართები აქაურობას.....
* * *
აპარატმა გაჭედა და ვიდრე გამოვასწორებ და სურათებს გადავწერ, შარშანდელ ღვეძელს დავდებ, რომ არ გამოვრჩე.....მერე ახალსაც მოგაწვდით... smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: MasterJC 10 Jan 2015, 23:07
elchi
რაა მანდ საბოდიშო, გეკადრება?
ამ თემამ დიდი როლი ითამაშა იმაში რომ ის 8 თვე გადამატანინა, ნეტა უფრო ადრე მეპოვა და დავინტერესებულიყავი
ვიცი რა ტრაკობაცაა შორს ყოფნა
აქედან შეგხარბიან,და მანდ კიდევ ზოგჯერ ისე ხარ, ყველაფერი გინდა მიაგდო ოღონდ კი დაბრუნდე
nia4u
მადლობა სიხარულო
_sofa_
ბოლობოლო რაა ეს საშობაო ღვეზელები? sad.gif
პირველად გავიგე

Posted by: BWHC 11 Jan 2015, 02:08
elchi
ძალიან დიდი მადლობა
მეც ბოდიშს გიხდით ყველას, უბრალოდ ძალიან მარტო ვიგრძენი თავი განსაკუთრებით ახალი წლების პერიოდში. მართლა ყველას ბოდიშს გიხდით.
* * *
MasterJC
საშობაო ღვეზელი იგივე გურული ხაჭაპურია, ანუ ხაჭაპური კვერცხით და ყველით, ყოველშემთხვევაში მე ასე ვიცი

Posted by: DontGetM@d 11 Jan 2015, 06:23
ღომი, სულუგუნი, ტყემლის წვენი & ქათამი/თევზი
ღომი, სულუგუნი, ლობიო.

მენატრება ეს

ეე ტეხავს მაგრად

Posted by: Tinker Bell 11 Jan 2015, 16:03
გოგოებო ისეთი დაბალკალორიული კერძების რეცეპტები სად ვნახო, სადაც კალორიულობა იქნება მითითებული?? იქნებ დამეხმაროთ

Posted by: ninicool 11 Jan 2015, 16:16
Tinker Bell
QUOTE
გოგოებო ისეთი დაბალკალორიული კერძების რეცეპტები სად ვნახო, სადაც კალორიულობა იქნება მითითებული?? იქნებ დამეხმაროთ


http://dukandiet.ru/category/retseptyi/

Posted by: damokidebuli 11 Jan 2015, 20:43
აჩმა ))


სურათებს ხვალ გადავიღებ რომ შევწვავ..

Posted by: tikunia-teiko 12 Jan 2015, 02:47
გოგოებო და ბიჭებო, ამ ნამცხვრის რეცეპტი არავინ იცით? ლუიში იყიდება ლიმონის და შინდის, ზემოდან ბეზე აქვს. სახელიც არ ვიცი, რომ ინტერნეტში მოვძებნო. დაააააააამეეეეეეეხმარეტ რრრრრრრრრრრრრრრ smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: ინფინიტი 12 Jan 2015, 03:02
tikunia-teiko
ოპიუმს ეძახიან მაგ ნამცხვარს

ჩემი უსაყვარლესია biggrin.gif

Posted by: tikunia-teiko 12 Jan 2015, 03:21
ინფინიტი

QUOTE
ოპიუმს ეძახიან მაგ ნამცხვარს


ოპიუმი რომ დავძებნე , სულ სხვა რეცეპტებს მიგდებს sad.gif

Posted by: fermina 12 Jan 2015, 10:19
ოპიუმია, ჩემმა ახლობელმა მოიგონა, ახლა უკვე სხვებიც აკეთებენ მაგრამ ისეთი მაინც ვერ არის. ოღონდ ზუსტ რეცეპტს არ ამხელს ცოცხალი თავით smile.gif გუშინ მივირთვი სხვათაშორის ლიმონიანი.

Posted by: Templier 13 Jan 2015, 16:28
მეოთხეზე გავედით ევროპაში, ჭამა-სმის დარგში

http://www.thrillist.com/eat/nation/the-best-places-to-eat-and-drink-in-europe

Posted by: Yin&Yang 13 Jan 2015, 16:58
კულინარებო, ხინკალს (ცომს) იმ სიპრიალეს რა აძლევს ? რა არ უნდა დავაკლო პრიალა რომ იყოს ?

Posted by: taktakuna 13 Jan 2015, 22:28
Yin&Yang
rac sheidzleba naklebi wylit unda koizilos da kargad unda iyos mozelili,bevri zelvachirdeba,zogi kvercxsac ushveba

Posted by: Yin&Yang 13 Jan 2015, 22:35
taktakuna
QUOTE
rac sheidzleba naklebi wylit unda koizilos da kargad unda iyos mozelili,bevri zelvachirdeba,zogi kvercxsac ushveba 

კი, კვერცხიანი რეცეპტები ვნახე და ვიფიქრე ეგ ხომ არ აპრიალებს. 3-ჯერ გადავზილავ 30 წუთიანი დასვენებით და ეყოფა ალბათ.
მადლობა .

Posted by: nia4u 14 Jan 2015, 17:57
Yin&Yang
QUOTE
კულინარებო, ხინკალს (ცომს) იმ სიპრიალეს რა აძლევს ? რა არ უნდა დავაკლო პრიალა რომ იყოს ?

ამ განყოფილების იუზერების საუკეთესო რცევები თავმოყრილია ხინკლისადმი მიძღვნილ ამ თემაში
http://forum.ge/?f=82&showtopic=34584613&st=0
და გადახედე smile.gif

Posted by: Hopus 15 Jan 2015, 16:09
დღეს არაფერი გაგიკეთებიათ ?


......................................

Posted by: MasterJC 15 Jan 2015, 18:58
შეკითხვა მაქვს
თუ ვინმეს ამ სფეროსთან გქონიათ შეხება

საქართველოს კულინარიული აკადემიის გარდა სად შეიძლება კდიევ რომ ადამიანმა პროფესიულ დონეზე ისწავლოს მზარეულობა? სასურველია თუ გქონიათ შეხება და ისე მეტყვითაკადემია ემტისმეტად ძვირი მიჯდება :/

Posted by: i_am_goddess 15 Jan 2015, 20:03
ხალხნო და ჯამაათნო..
ბოლონეზეს რეცეპტი გქონდეთ იქნებ ვინმეს

Posted by: nia4u 15 Jan 2015, 20:46
MasterJC
http://focustv.ge/ipove-sakutari-tavi-kulinariumshi/
http://forum.ge/?f=82&showtopic=34712101
http://forum.ge/?f=82&showtopic=34534867
* * *
i_am_goddess
QUOTE
ბოლონეზეს რეცეპტი გქონდეთ იქნებ ვინმეს

http://ratatui.me/spaghetti-bolognese/

Posted by: Naniko1 16 Jan 2015, 15:45
რამდენი ხანია მინდოდა მეკითხა. ხორციან ბლინებს ყველა აკეთებთ ალბათ. ვინმეს გაქვთ ცოტა განსხვავებული რეცეპტი ფარშის? სტანდარტული ინგრედიენტები ხახვი, პილპილი, ნიორი და კიდევ რას უმატებთ უფრო გემრიელი რომ იყოს? ბრინჯსაც ვამატებ მე. ზოგი სუნელებს, ოგი მწვანილებს. ან ქონდარს უმატებენ. დღეს ვაკეთებ და თუ მიპასუხებთ მადლობელი დაგრჩებით მეც და ჩემებიც

Posted by: BadbadGirl 16 Jan 2015, 16:09
Naniko1
მობრაწული ბეიკონი ან კიდევ მობრაწული სოკო.

Posted by: Naniko1 16 Jan 2015, 16:32
BadbadGirl
ბეკონი აე მიყვარს, ანუ სოკო შეიძლება დავამატო? და ეამე მწვანილი? სოკო კი გაამსუბუქებს

Posted by: 200000 16 Jan 2015, 16:36
Naniko1
ჩაატარე ექსპერიმენტები , სხვადასხვა შიგთავსით გააკეთე , ზოგი კარგი გამოვა , ზოგი ცუდი და მიხვდები შენ თვითონაც smile.gif
ყველითაც კარგი გამოდის ( ფარში + ყველი არ ვიცი , მარტო ყველი )

Posted by: shilaida 16 Jan 2015, 16:37
Naniko1
ძალიან უხდება მოხარშული,წვრილად დაჭრილი კვერცხიsmile.gif
დედაჩემი ამზადებს წლებია ამ რეცეპტით და ვფიქრობ,სხვა არაფერი არ არის საჭირო (ჩემი გემოვნებისათვის)smile.gif) ყველა გიჯდება,ისე მოწონთsmile.gif
მოხარშული გატარებული ხორცი,უმატებს ცოტა მოხარშულ საქონლის ღვიძლსაც, შუშავს წვრილად დაჭრილ ხახვს ,ოქროსფერ შეფერილობამდე + მოხარშული კვერცხი,მარილი ,პილპილი - ეს არის სულ!!!
არავიტარი ბრინჯი,არავითარი ძირა და ა.შ smile.gif

Posted by: Naniko1 16 Jan 2015, 16:38
200000
კი, ეგრე ვაკეთებხოლმე, მაგრამ ვერ ვიპოვე ის გემო, რაც მინდა.

Posted by: MasterJC 16 Jan 2015, 17:16
i_am_goddess
მადლობა
ვნახავ
Naniko1
ოო
როგორ მიყვარდა და რიგორ აღარ მიყვარს

სოკოსი არ მომწონს

ექსპერიმენტები სცადე

ისე ხინკლის, კატლეტის, ქაბაბის და ა.შ. ფარში რომ გააკეთო და შეურიო? smile.gif

გემო მაგათ აქვთ თუ აქვთ...
* * *
i_am_goddess
მადლობა
ვნახავ
Naniko1
ოო
როგორ მიყვარდა და რიგორ აღარ მიყვარს

სოკოსი არ მომწონს

ექსპერიმენტები სცადე

ისე ხინკლის, კატლეტის, ქაბაბის და ა.შ. ფარში რომ გააკეთო და შეურიო? smile.gif

გემო მაგათ აქვთ თუ აქვთ...

Posted by: Naniko1 16 Jan 2015, 17:44
MasterJC
ამას მოხარშული და გატარებული ხორცი უნდა. ხინკალი ხინკალია, ქაბაბი ქაბაბია და ბლინი ბლინი :-) :-) :-) :-)

Posted by: MasterJC 16 Jan 2015, 17:58
Naniko1
ჰო ვიცი რომ მოხარშული უნდა
მაგრამ მსგავსი ფარში რომ დაამზადო და მოხარშო, არ წავა? smile.gif
ან მსგავსად შეანელო

Posted by: Perrier 16 Jan 2015, 18:01
პიცა კალცონე

............................................

Posted by: Naniko1 16 Jan 2015, 18:04
MasterJC
ფარშს ვერ მოვხარშავ :-) :-)
არ წავა

მაინც კარგი გამოვა, მთავარია გულით გაკეთდეს. ფირფიტებს მოვრჩი.

Posted by: robi_robi 16 Jan 2015, 18:44
taktakuna
QUOTE
აუ, რა კარგი დესერტია? რეცეპტი თუ შეიძლება და მწნილის სალათაც როგორ გააკეთეთ?

დიდი ბოდიში აქამდე რომ ვერ გიპასუხეთ... 84–ე გვერდზე დადეს რეცეპტი აღარ მახსოვს დაკოპირება როგორ უნდა ლინკის ....ადრე მაქვს დაწერილი

სალიათში არაფერი განსაკუთრებული არ არის...კომბოსტოს მწნილი რომაა დაჭრილი სტაფილოსთან ერთად ეგ გამოვიყენე ,დავამტე სტაფილო ცოცხლადაც+კარტოფილი+ხახვი+მარილი, პილპილი და მაიონეზი smile.gif სულ ეს არის... უბრალო და გემრიელია

საუზმედ ძალიან გემრიელია smile.gif მდნარი ყველი,სოკო.ქათმის ფილე,ხახვი,პილიპი
სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვამზადებ ხოლმე

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ოჯახური smile.gif
http://pix.ge/
იხვის ხარჩო
http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: BadbadGirl 16 Jan 2015, 19:02
Naniko1
მწვანილეულს არაფერს ვამატებ.
პილპილი, ხახვი, ნიორი და საკმარისია ჩემთვის.

Posted by: SAX 16 Jan 2015, 19:13
robi_robi
QUOTE
იხვის ხარჩო

ეუფ რა იქნება up.gif

ღომი სადაა ? smile.gif

Posted by: ვივიანა 16 Jan 2015, 19:46
ვინმე ნამცხვარ მისისიპის გაკეთება ხომ არ იცით ?
ინტერნეტში რაც ვნახე სულ სხვა რეცეპტია და შკარად სხვა მაქვს გასინჯული
იქნებ დამეხმაროთ

Posted by: teona55 16 Jan 2015, 23:55
უმორჩილესად გთხოვთ დამეხმარეთ რა...
მაგის მეტი რა გეცოდინებათ აქ ისეთი გამოცდილი კულინარები პოსტავთ...
ე.ი ჟელატინის დამზადებას ვცდილობ დაახლოებით 1 თვეა, რეგულარულად კვირაში ორჯერ მაინც,მარა არცერთხელ არ გამომივიდა.
ვიყენებ ყვითელ შეკვრაში რუსული გამოშვების ჟელატინს. მაგას აწერია 10 გრამი.

ამ 10 გრამ შელატინის ფხვნილს ვალბობ ადუღებულ და გაცივებულ წყალში 1 საათის განმავლობაში. მერე ვურევ ე.წ "იუპის" ფერს 100 გრამ ცივ წყალში... სპეციალურად არ ვურევ კომპოტს არ რამე ხილის წვენს... გამაგრება მაინტერესებს და არა გემო..
მერე ამ მასას ვაცხელებ, არ ვადუღებ და ვურევ განუწყვეტილივ. მერე ვდგამ გასამაგრებლად და უპს... ოდნავ მაგრდება.მყარი სულ არ არ არის...
მაინტერესებს რაა ჯანდაბა არ ამაგრებს და რა მეშლება მომზადების წესში? ამაზე მცირე დოზა წყალი რანაირად უნდა ვუქნა მე არ ვიცი...

Posted by: BadbadGirl 17 Jan 2015, 00:48
teona55
10 გრამ ჟელატნს ხომ დაალბობ ცივ წყალში, მერე ეგ წყალი უნდა გადაუწურო და მხოლოდ დამბალი ჟელატინი გამოიყეო იმ რაოდენობის სითხეზე რაც შეფუთვას აწერია.

თბილ სითხეში უნდა ჩაყარო და კარგად აურიო. სწორედ აკეთებ რომ არ ადურებ.

Posted by: teona55 17 Jan 2015, 01:12
BadbadGirl
QUOTE
10 გრამ ჟელატნს ხომ დაალბობ ცივ წყალში, მერე ეგ წყალი უნდა გადაუწურო და მხოლოდ დამბალი ჟელატინი გამოიყეო იმ რაოდენობის სითხეზე რაც შეფუთვას აწერია.

თბილ სითხეში უნდა ჩაყარო და კარგად აურიო. სწორედ აკეთებ რომ არ ადურებ.


დიდი მადლობა , გაიხარეთ...
ვცდი ამ კვირაში smile.gif)

Posted by: IngaKh 17 Jan 2015, 13:31
QUOTE (teona55 @ 16 Jan 2015, 23:55 )
უმორჩილესად გთხოვთ დამეხმარეთ რა...
მაგის მეტი რა გეცოდინებათ აქ ისეთი გამოცდილი კულინარები პოსტავთ...
ე.ი ჟელატინის დამზადებას ვცდილობ დაახლოებით 1 თვეა, რეგულარულად კვირაში ორჯერ მაინც,მარა არცერთხელ არ გამომივიდა.
ვიყენებ ყვითელ შეკვრაში რუსული გამოშვების ჟელატინს. მაგას აწერია 10 გრამი.

ამ 10 გრამ შელატინის ფხვნილს ვალბობ ადუღებულ და გაცივებულ წყალში 1 საათის განმავლობაში. მერე ვურევ ე.წ "იუპის" ფერს 100 გრამ ცივ წყალში... სპეციალურად არ ვურევ კომპოტს არ რამე ხილის წვენს... გამაგრება მაინტერესებს და არა გემო..
მერე ამ მასას ვაცხელებ, არ ვადუღებ და ვურევ განუწყვეტილივ. მერე ვდგამ გასამაგრებლად და უპს... ოდნავ მაგრდება.მყარი სულ არ არ არის...
მაინტერესებს რაა ჯანდაბა არ ამაგრებს და რა მეშლება მომზადების წესში? ამაზე მცირე დოზა წყალი რანაირად უნდა ვუქნა მე არ ვიცი...

Eგ ყვითEლი ჟEლატინი არასოდეს არ გამომადგა. Gუდვილში ვყიდულობ სწრაფად ხსნად ჟEლატინს (ფხვნილს) , Pირდაპირ ცხელი წყალი უნდა დაასხათ და სწრაფად ურიოთ, პროპორცია ზედ აწერია. Aნ კიდევ Dრ. OEტKEრIს ჟელატინის ფირფიტები. ცივ წყალსშI უნდა ჩAალბოთ, გაწუროთ და შემდეგ მორევით გახსნათ თბილ სითXეში. 10გრამიანი ფირფიტა 3,7 ლარი Gირს. სწრაფად ხსნადი კი- 1 ლარამდე.

Posted by: robi_robi 17 Jan 2015, 19:44
SAX
მადლობა smile.gif

QUOTE
ღომი სადაა ?

biggrin.gif ღომი ? boli.gif
არ არის biggrin.gif

დღევანდელი გოგრის კრემ-სუპი ნაღებით
http://pix.ge/

ბევრნაირად გამიკეთებია,მაგრამ ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მომეწონა ,ძაალინ გემრიელი გამოვიდა

Posted by: MasterJC 17 Jan 2015, 20:18
robi_robi
QUOTE
გოგრის კრემ-სუპი

რეცეპტი დადე რა

რა მაგარია ^_^
მინდა მეც ვცადო გაკეთება
ერთხელ გავსინჯე, ინტერესით და ცოტა ხათრით

შოკი იყო ისე ძალიან მომეწონა chups.gif chups.gif

Posted by: Naniko1 17 Jan 2015, 20:18
ესეც ბლინები. ბრინჯი და ქონდარი დავუმატე. კარგი გამოვიდა. გოლიათები ჩანან აქ :-)
http://www.radikal.ru

Posted by: teona55 17 Jan 2015, 20:33
IngaKh
QUOTE
Eგ ყვითEლი ჟEლატინი არასოდეს არ გამომადგა. Gუდვილში ვყიდულობ სწრაფად ხსნად ჟEლატინს (ფხვნილს) , Pირდაპირ ცხელი წყალი უნდა დაასხათ და სწრაფად ურიოთ, პროპორცია ზედ აწერია. Aნ კიდევ Dრ. OEტKEრIს ჟელატინის ფირფიტები. ცივ წყალსშI უნდა ჩAალბოთ, გაწუროთ და შემდეგ მორევით გახსნათ თბილ სითXეში. 10გრამიანი ფირფიტა 3,7 ლარი Gირს. სწრაფად ხსნადი კი- 1 ლარამდე.


უღრმესი მადლობა , გაიხარეთ smile.gif)))
აუცილებლად ვიყიდი თქვენი რჩევის მიხედვით და ვცდი ...

Posted by: _sofa_ 17 Jan 2015, 23:17
MasterJC
ადრე ვერ გაგეცი პასუხი,მაგრამ გვიანაც არა უშავს......გურულები აცხობენ შობა დღეს.....ოჯახის უფროსი დიასახლისი ყველას სახელზე აცხობს თითო ღეზელს, კმერე წელზე სამჯერ შემოავლებს და ლოცვასაც წაუკითხავს ,,ყველა შენი სატკივარი, აღმა ქარსა, დაღმა წყალსა: smile.gifაი ასე, მე ისე მომწონს ეს ტრადიცია ავიტაცე და არ ვღალატობ......რაც შეეხება რეცეფტს, ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი, შიგნით ყველი და მოხარშული კვერცხი, მისცემ მთვარის ფორმას და დააცხობ..... smile.gif smile.gif
ხოლო რაც შეეხება კულინარიულ კურსებს, ოი ...... რომ გავიარო ეს კურსები 6000ლ მიჯდება და ვარ ესე, რას ვიზავ, ვერანაირად ვერ წავართმევ ჩემს შვილებს ეხლა 6000 და 7000 ლარს....თუმცაღა მთელი სულით და გულით მინდა.....ეხლა შიგადაშიგ სადაც ჩემი მეუღლე არის ხოლმე რესტორაში, შევძვრები სამზარეულოში და ვსწავლობ ზოგგან რას და ზოგგან რას....ძირითადად მაინც რუსული არხებიდან და ინტერნეტიდან.......აი ესეა საქმე.....

Posted by: tavadze 18 Jan 2015, 11:15
რჩევებში კი ვიკითხე, მაგრამ აქაც დავწერ რა, რადგან მეტი ხალხი შემოდის. ამიტომ მაპატიეთ ოფი და ვინმე მადლიანს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, პრაიმი ან ვაგნერი რამდენად ხარისხიანი, სანდო და საიმედო ბრენდებია? აგრეთვე – ტექნო ბუმის პროდუქციაზე რა აზრის ხართ, ღირს ყიდვა თუ სხვა მაღაზიებს მივმართო?

Posted by: ninicool 18 Jan 2015, 15:05
QUOTE
პრაიმი

წავა პივაზე, დიდი არაფერი, მაგრამ ხორცსაკეპი მაინც გავრისკე და ვიყიდე, მხოლოდ ტომატისთვის ვიყენებ, პომიდვრის გასატარებელი მოწყობილობაც მოჰყვა (მეორე ხორცის მანქანა პოლონური მაქვს, ოდნავ თბება მუშაობისას, პრაიმი კარგად ცხელდება, მაგრამ კონსულტანტმა მითხრა ძალიან ბევრი გავყიდეთ და არც ერთი არ მოუბრუნებიათ გაფუჭებულიო). სხვა ბრენდებიც აქვთ ტექნობუმში, სამსუნგი, კენვუდი, ბოში და ა.შ. და ფასები დაბალი სხვასთან შედარებით. ვაგნერი არ მქონია.

Posted by: Anushki777 18 Jan 2015, 17:20
გუშინ ჩემს მეგობართან ვჭამე უგემრიელესი ვაშლის და ხაჭოს პეროგი. შეკვეთილი იყო სახლში აცხობენ და ადგილზე მიაქვთ. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ნომერს მოგცემთ.

Posted by: tikunia-teiko 18 Jan 2015, 20:19

robi_robi

QUOTE
robi_robi


ხარჩჩოს რეცეპტი დაწერეთ რა? ძალიან მაგრად გამოიყურება love.gif

Posted by: taktakuna 18 Jan 2015, 20:20
tavadze
პრაიმის ტელევიზორი მაქვს მხოლოდ, კარგი ფერები აქვს, ერთი წელია გვაქვს და მშვენიერია, სამზარეულოს ტექნიკაზე ვერაფერს ვიტყვი

Posted by: nigo 19 Jan 2015, 15:54
tavadze
ჩემი მწარე გამოცდილებიდან,რომ გაჩუქონ ,სახლშიც არ წამოიღო,მერე გადასაგდები გაგიხდება მაინც.
ავად თუ კარგად ,მაინც ელიტ-ელექტრონიკსი.

მაგათ სეილებს საერთოდ არ დაუჯერო.

Posted by: MasterJC 19 Jan 2015, 16:35
tavadze
QUOTE
პრაიმი ან ვაგნერი რამდენად ხარისხიანი, სანდო და საიმედო ბრენდებია

რა პროდუქცია გჭირდება? თუ სამზარეულოს ტექნიკა, ვიცი რომ კენვუდი ხარისხიანია
სინბო საშუალო დონეა (მე მაქვს სინბოს ერთი აპარატი და კარგად გაართვა თავი)
ილიტეკი ქართულ-თურქული ბრენდია და ნორმალური ხარისხია. არცთუ ძვირი და მუშა.

თუ შავი ტექნიკა გინდა, დაწერე რა გჭირდება აბა.
მეტი კონკრეტიზაცია უკეთესი იქნებოდა

პრაიმის მარტო ტვ გამიგია დ ამგონი ნორმალურია. ბიუჯეტურის პონტში. შეხება არ მქონია ამ ორ ბრენდთან


QUOTE
ტექნო ბუმი

ვერ გეტყვი. მგონი საუკეთესო ხარისხი არა აქვთ, მაგრმა რაღაცეები გამიგია კარგი აქვთ.

tavadze
tavadze
ზუსტად რისი ყიდვა გინდა მIთხარი და გეტყვი სად იყიდო და რა ბრენდი თუ ამაში ვერკვევი smile.gif

Posted by: tasikuna-taso 20 Jan 2015, 21:39
ნაპოლეონი

საოცრება გამოვიდა. ჰაეროვანი და დაფიფქული.

http://www.radikal.ru

Posted by: tavadze 20 Jan 2015, 22:29
MasterJC
QUOTE
tavadze
ზუსტად რისი ყიდვა გინდა მIთხარი და გეტყვი სად იყიდო და რა ბრენდი თუ ამაში ვერკვევი

მაცივარი...
პ.ს. ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის;
მეტს აღარ გავაოფებ. wink.gif

Posted by: Blur 22 Jan 2015, 11:05
ქათმის ნიგვზიანი ხარჩო. დღეს გავაკეთე არაა, მაგრამ ბოლო დროისაა
http://pix.ge/

Posted by: forever`s_NEVER 22 Jan 2015, 11:20
პასტა პესტოთი smile.gif
შაშკვლავი და ბაზილიკი ვერ მოვიძიე ოჯახში და გავაკეთე ქინძით. მშვენიერი გამოვიდა.

Posted by: nino877 22 Jan 2015, 12:37
გუშინ გავაკეთე დავიღალე
http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge


Posted by: tavadze 22 Jan 2015, 13:16
nino877
QUOTE
გუშინ გავაკეთე

მშვენიერია! up.gif
Blur
forever`s_NEVER
ყოჩაღ ორივეს...

Posted by: MasterJC 22 Jan 2015, 13:36
nino877
ბრავო!!!
შესანიშნავია
სუში <3
მაგრად გაგიკეთებია smile.gif
როგორ მომენატრა გაკეთებაც და მირთმევაც...

Posted by: მერკუციო 22 Jan 2015, 15:43
nino877
ვასაბიც შენ გააკეთე? smile.gif)))))))))))))))

Posted by: BLOKKER 22 Jan 2015, 15:53
რა ხარჩოებია ! up.gif


..................................................

Posted by: MasterJC 22 Jan 2015, 17:50
მერკუციო
ვასაბის გაკეთებას რა უნდა, მზა ფხვნილი და წყალი ან გამზადებული ტუბი

სუშის შეხედე, მაგრად უჩალიჩია ადამიანს <3
love.gif love.gif

Posted by: kactus 22 Jan 2015, 17:58
ბორშჩი გავაკეთე და დამიწუნეს.ნუ,არ მითხრეს არაფერი,მაგრამ ხომ შევატყვე,რომ დიდად არ
მოსწონებიათ.
კეთილო ხალხო,მასწავლეთ გემრიელი ბორშჩის რეცეპტი რა!

Posted by: nigo 22 Jan 2015, 18:57
kactus
წესით ბორშჩს ბოსტნეულის მოხრაკვა არ უნდა,მაგრამ მე მაინც ვხრაკავ.

ჯერ ლამაზად დაჭრილი კომბოსტო,მერე ამატებ გახეხილ სტაფილოს,მერე ალყად დაჭრილ სხვადასხვა ფერის ბულგარულს და ხახვს.
ჭარხალი ცალკე გახეხე და პლიუს ნიორი.
ამ მოხრაკულ ბოსტნეულს დაასხამ წყალს და ცოტა ადუღე და სულ მალე დაუმატე კარტოფილი.
როცა მზად იქნება ჩაუმატებ გახეხილ ჭარხალს,მწვანილს და ნიორს.ჯერ მარტო ფერია არაჩვეულებრივი+ შავი წიწაკა.
ეს "პოსტნი"

ხორციანი თუ გინდა ცალკე მოხარშე და მერე ჩადე. ჩემთან ხორცის ნახარშს არ ჭამენ.
თუ ნახარშიანი გინდა, მაინც იგივე წესია,მოხარშულ ხორციან ნახარში ჩადე,ცალკე მოხრაკული ბოსტნეული.

Posted by: tigeona 22 Jan 2015, 20:53
nigo
QUOTE
წესით ბორშჩს ბოსტნეულის მოხრაკვა არ უნდა,მაგრამ მე მაინც ვხრაკავ.


+1

უბრალოდ მოხრაკვა ცოტა ძლიერად ნათქვამია,მე უფრო მოშუშვას ან ჩაშუშვას დავარქმევდი biggrin.gif

საერთოდ ცნობილი კულინარიული გამოცდილებაა რომ თუ გინდა ბოსტნეულმა გემო შეინარჩუნოს სუპებში,ჯერ რაიმე ცხიმში უნდა მოშუშო და შემდეგ ჩაუშვა ადუღებულ წყალში. მეც ეგრე ვაკეთებ და ყოველთვის გემრიელი წვნიანები გამომდის smile.gif

დღეს ვაპირებ სხვათაშორის ბორშის გაკეთებას, ოღონდ ჩემი ხორციანი ვარიანტი იქნება, გრუძინკაუკვე მოხხარშული მაქვსbiggrin.gif

Posted by: nigo 23 Jan 2015, 00:19
tigeona
ნამდვილად სწორი შენიშვნაა ტერმინთან დაკავშირებით.

Posted by: Blur 23 Jan 2015, 11:29
nino877
სუში love.gif love.gif არა რა უნდა გავწირო თავი და გავაკეთო

kactus
მე თითქმის ყველა წვნიანის ბაზისს ამ სახით ვიწყებ, ვშუშავ ხახვს, შემდეგ ვამატებ დაჭრილ სტაფილოს, შემდეგ ვამატებ ბულგარულს.
თუ ბორშჩს ვაკეთებ ბულგარულამდე კუბიკებად დაჭრილ ჭარხალს. ეს ყველაფერი რომ მოიშუშება მერე ვამატებ კარტოფილს, ცოტა ხანი ვაცდი და მერე ვასხამ წყალს. კარტოფილიც თითქმის როცა მოიხარშება მერე ვყრი გახეხილ ჭარხალს და წვრილად დაჭრილ კომბოსტოს (ასე ხრაშუნა რჩება). ბოლოში ქინძი, კამა და ოხრახუში (თუ ცხარე გიყვარს მწვანე წიწაკაც ამათთან ერთად). 5წუთი რომ იდუღებს ეს ყველაფერი სულ ბოლოს ვამატებ 1 სუფრის კოვზ ძმარს და მზადაა. ყოველთვის კვასკვასა გამომდის და თან ძალიან გემრიელი.

Posted by: kactus 23 Jan 2015, 12:09
nigo
QUOTE
წესით ბორშჩს ბოსტნეულის მოხრაკვა არ უნდა,მაგრამ მე მაინც ვხრაკავ.

სწორედ რომ არ ვხრაკავ თუ ვშუშავ.რაღაც რეცეპტი ვიცი,ადრე ამოვიწერე როგორც "კლასიკური უკრაინული ბორშჩი",რომელშიც
ბოსტნეული არ იშუშება.
სადღაც ჭამეს ჩემებმა და ეჭვი მაქვს,რომ ბოსტნეული მოშუშული იყო. biggrin.gif
QUOTE
ეს "პოსტნი"

ხო,"პოსტნი" მინდოდა.
nigo
tigeona
Blur
დიდი მადლობა.შემდეგისთვის თქვენს რჩევას გავითვალისწინებ და ვნახოთ,რა გამომივა.

პ.ს. ბორშჩს ბულგარულს არასდროს ვუშვრები,უხდება? არ წაიყვანს თავის გემოზე?

Posted by: nigo 23 Jan 2015, 13:15
kactus
კლასიკურში არ ითუშება,იხარშება და ამიტომაც ისეთი გემო არა აქვს.Blur
მწვანილთან ერთად თუ ჩაყრი გახეხილ ჭარხალს ,ძმარი აღარ უნდა.
ცოტაც გადაინახე და მეორე დღეს გაცხელებისას დაამატე,თუ თქვენთან ჭამენ მეორე დღისას.
მე ამან მომინელა ,ცოტა უნდა ვაკეთო,მხოლოდ ერთი დღისთვის.

Posted by: Blur 23 Jan 2015, 14:42
kactus
QUOTE
პ.ს. ბორშჩს ბულგარულს არასდროს ვუშვრები,უხდება? არ წაიყვანს თავის გემოზე?

არა უხდება ძალიან, მე წვრილად ვჭრი მერე მოხრაკული ცოტა რო რბილდება აღარ მომწონს რო მხვდება ჭამისას biggrin.gif

nigo
QUOTE
მწვანილთან ერთად თუ ჩაყრი გახეხილ ჭარხალს ,ძმარი აღარ უნდა.

ეს რატო?
მე ძმარს გემოსთვის ვუმატებ, მაგას როგორც კი დავამატებ და შეიკვრება თითქოს ყველა გემო ერთად biggrin.gif

Posted by: Nika303 23 Jan 2015, 19:08
ჩაყარეთ კარტოშკა კომბოსტო ჭარხალი სტაფილო ცოტა ბულგარული ბოლოს მარილი სანალებლები თუ რაცაა ცოტა წიწაკა და მზადაა რა biggrin.gif
8/10 შევაფასებდი პირველი იყო მაინც

Posted by: nigo 23 Jan 2015, 20:33
Blur
მე მეგონა ფერისთვის.

QUOTE
შეიკვრება თითქოს ყველა გემო ერთად

ჩემთან არ შემიმჩნევია.
ყველა თავის გემოზე დგას,თუ არ გადავხარშავ ან ნიორი თუ არ მომივიდა მეტი.

Posted by: pleita 24 Jan 2015, 21:19
ცომეულის კვირა გამოვაცხადე bis.gif თუ კიდევ ეს უნდოდა ჩემს თავს ამ ახალი წლების შემდეგ sleep.gif

ეს გუშინწინდელი მხლოვანი, უგემრიელესი ცომი გამოვიდა

http://www.radikal.ru


და ესეც დღევანდელი პიცა jump.gif jump.gif

ვაიმეეე რონის გარდა პიცას აღარსად მივირთმევ , ჩემს სამზარეულოში საოცრებების გამოცხობა შეიძლება თურმე chups.gif

http://www.radikal.ru

Posted by: rock in rose 25 Jan 2015, 14:34
ცეზარი გავაკეთე, დიდი ხანი მოვუნდი, პირველად ვაკეთებდი და ისე მომეწონა ჯერ ვიზუალურად, რომ ერთ 3 რაკუსში გადავუღე ფოტო facepalm.gif
იმედია მეორეთი ამდენი ხანი აღარ დამჭირდება მოსამზადებლად. სალათისთვის 1,5 საათი ბევრია mo.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: MasterJC 25 Jan 2015, 15:05
rock in rose
კისერი მოვატრიალე და ამად ღირდა

ძალიან ლამაზად და მადისაღმძვრელად გამოიყურება (არდა არ მევასება ეს სალათები ^_^)

Posted by: rock in rose 25 Jan 2015, 15:09
MasterJC
ხო, ის სურათი ამოტრიალებულად დაიდო biggrin.gif

დიდი მადლობა 2kiss.gif



Posted by: Galway 25 Jan 2015, 15:48
pleita
QUOTE
მხლოვანი

ფხალიანი ხაჭაპურია ?

Posted by: pleita 26 Jan 2015, 00:48
rock in rose
უჰჰ ❤

მე ადრე.ვცადე და უგემური გამომივიდა კლასიკური რეცეპტით sad.gif

სამაგიეროდ ვიცი სად.კეთდება უგემრიელესი ^_^


Galway

ჭარხლის ფოთლები, მწვანე ხახვი, ქინძი,ყველი აქვს გულში

Posted by: BWHC 26 Jan 2015, 01:04
ძალიან დიდი ხანია მინდა ხინკალი, ხოდა მინდა რო გავაკეთო მაგრამ სანელებლის ნასახი არ მაქ შავი წიწაკის გარდა და მაინც გემრიელი იქნება??

Posted by: QISA 26 Jan 2015, 06:30
pleita
QUOTE
ჭარხლის ფოთლები, მწვანე ხახვი, ქინძი,ყველი აქვს გულში

Da arajani :-)

Posted by: Templier 26 Jan 2015, 11:56
BWHC

ხინკალს მხოლოდ მარილი, შავი პილპილი (შავი წიწაკა არ არსებობს) და ხახვი ჭირდება, ძირაც თუ გექნა კაია, მაგრამ არა აუცილებელი

Posted by: MasterJC 26 Jan 2015, 12:07
QUOTE (BWHC @ 26 Jan 2015, 01:04 )
ძალიან დიდი ხანია მინდა ხინკალი, ხოდა მინდა რო გავაკეთო მაგრამ სანელებლის ნასახი არ მაქ შავი წიწაკის გარდა და მაინც გემრიელი იქნება??

სად ცხოვრობ? საქართველოში თუ ხარ, მეზობელს გამოართვი ან მგონი ყველა მაღაზიაშია 20 თეთრად სანელებლები smile.gif

Posted by: pleita 26 Jan 2015, 12:17
QISA
არაჟანი არა,.კარაქი და მარილი . თუ ასეთი კონკრეტიკაა საჭირო : D


პ.ს. ესეც გუშინდელი ღვეზელი chups.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Templier 26 Jan 2015, 12:38
გთხოვთ ახალ თემაში გაგრძელებას


აქეთ მობრძანდით smile.gif smile.gif


http://forum.ge/?f=82&showtopic=34725680

Posted by: nino877 26 Jan 2015, 15:54
მერკუციო
არა ვასაბი ვიყიდე
მაგრამ ფხვნილი იყიდება და მაგით აკეთEბენ smile.gif

ხის სოკოს რეცეპტები მომეცით
რამე განსაკუთრებული ხომ არ იცით
გუშინ მე 1 კილო სოკო ვიყიდე და 1 კილო ხახვით გავაკეთE biggrin.gif
ნუ ცოტა დამცინეს ხახვი სოკოთი უფრო იყყო (ძალიან მიყვარს ხახვი)
პიტნა და ნიორი
აი ესაა ჩემი რეცეპტი
რამე სხვა თუ იცით მომწერეთ

Posted by: BWHC 26 Jan 2015, 16:20
MasterJC
შორეულ ოკეანის გადაღმა (ანეგდოტის არ იყოს დასაკარგავში) ვცხოვრობ

Posted by: MasterJC 26 Jan 2015, 17:46
QUOTE (BWHC @ 26 Jan 2015, 16:20 )
MasterJC
შორეულ ოკეანის გადაღმა (ანეგდოტის არ იყოს დასაკარგავში) ვცხოვრობ

სადღაც ფორუმზე იდო მინი-ლექსიკონი. სანელებლების სახელები ქართულ, რუსულ, ინგლისურ და მგონი გერმანულ ენაზეც. სრული არ იყო, მაგრამ სად არ მახსოვს :/

Posted by: BWHC 26 Jan 2015, 17:53
MasterJC
ეგ ვერ მიშველის იმიტო რო 24/7 ვმუშაობ და გარეთ ვერ გავდივარ, NY-ში რომ ჩავალ იცოცხლე დავიხუნძლები და ისე წამოვალbiggrin.gif

Posted by: MasterJC 26 Jan 2015, 18:22
QUOTE (BWHC @ 26 Jan 2015, 17:53 )
MasterJC
ეგ ვერ მიშველის იმიტო რო 24/7 ვმუშაობ და გარეთ ვერ გავდივარ, NY-ში რომ ჩავალ იცოცხლე დავიხუნძლები და ისე წამოვალbiggrin.gif

აამზონი ან რამე იქნება საშუალება, ან ნაცნობი რავიცი

წამო ახალ თემაში ბარემ

Posted by: maggie 26 Jan 2015, 20:19
თუ შეგიძლიათ რამე მარტივი რეცეპტი მითხარით ხორცით რომ გავაკეთო ?

Posted by: მერკუციო 26 Jan 2015, 21:38
maggie
QUOTE
ხორცით

რისი?

Posted by: maggie 28 Jan 2015, 21:24
მერკუციო
საქონლის მაგრამ აღარ მინდა მოვიფიქრე უკვე smile.gif

Posted by: nigo 30 Jan 2015, 20:09
nino877
QUOTE
ხის სოკოს რეცეპტები მომეცით
რამე განსაკუთრებული ხომ არ იცით
გუშინ მე 1 კილო სოკო ვიყიდე და 1 კილო ხახვით გავაკეთ


განსაკუთრებული არაფერი,მაგრამ შეგიძლია ბრინჯი შეურიო.


Posted by: aninia 6 Feb 2015, 17:23
nino877
QUOTE
ხის სოკოს რეცეპტები მომეცით
რამე განსაკუთრებული ხომ არ იცით


ნინ, თუ ისევ გჭირდება განსხვავებული რეცეპტი, დაგიწერ. კახეთში აკეთებენ სოკოს ჩაქაფულს კალმახათი, გემრიელია.
გარეცხილი, ზოლებზე დაწეწილი ( წეწვისას ნაჭერების სიგანე თავად გადაწყვიტე) სოკო მუჭით ცოტა გაწურე და ღრმა ტაფაში, ან ქვაბში ჩაყარე. დადგი მაღალ ცეცხლზე. ცოოოტა მარილიც უქენი. ბევრი არ მოგივიდეს, წყალი რომ დააშრება, არ დაგიმლაშდეს. სანამ სოკო იხარშებ-იშუშება, ჭრი თითო კონა მწვანე ხახვს, ქინძს, ოხრახუშს, ტარხუნას, წიწმატს და რამდენიმე ფოთოლ პიტნას. როდესასც სოკოს წყალი სულ მთლად დააშრება და ქვაბში წკაპუნს დაიწყებს - უკვე ვიწვებიო, დაუწიე ცეცხლს, დაასხი ცოტა ზეთი ( 2 ს/კ დაახლოებით) და ჩაუშვი მწვანილეულობა. ხშირად ურიე და აცალე ზეთში მოიხრაკოს. შავი პილპილის მოყრა არ დაგავიწყდეს, უზომოდ უხდება. ჩვეულებრივი ჩაქაფულისგან განსხვავებით, მწვანე ტყემლის დამატება არ უნდა.

არის კიდევ ერთი ვერსიაც- თელავის რესტორნებში მინახავას, მაგრამ არ გამისინჯავს. შენ რომ გააკეთე, სოკოიანი ხახვი smile.gif, აი ეგ ჩაშუშული მზადდება და ბოლოს, ცეცხლიდან გადმოდგმამდე, დაახლოებით 10 წუთით ადრე ემატება ათქვეფილი კვერცხი -ესეც რომ მოიხარშება კარგად, გადმოდგამენ და ცხლად მიირთმევენ.

P.S სოკოსთან არ არის კავშირში და სხვათაშორის, მოხარშული კარტოფილის ჩაქაფული გამოდის კიდევ უგემრილესი სამარხვო კერძი მასე, მწვნილების შერევით. ოღონდ, აქ უმი, დაჭრილი კარტოფილი და მწვანილები ფენა-ფენად ლაგდება და ისე იხარშება. ლანგარზე კერძს ასეთი სახე აქვს- ზოგი კარტოფილი ჩაშლილია, ზოგი მთელ სახეს ინარჩუნებს. სიმწვანე საოცრად უხდება და სურნელი ააააააქვს, არაჩვეულებრივი. ხო , და მწვანილებში ცოტა კამის ჩამატება ძალიან აგემრიელებს wink.gif

Posted by: თბილი_სი 24 Feb 2015, 04:31
QUOTE (matusala__5 @ 18 Nov 2014, 00:05 )
აუ ხალხნო ადრეც დავწერე და არავინ გამომეხმაურა. გოჯი ეს გაგიგიათ ვინმეს?კოწახურს ჰგავს.
ერთ ადგილას გადავაწყდით მაგრამ მინიატურული ნაყოფს ეწერა კოწახური
ასეთი წვრილი არ მაწყობს( ჩირისთვის მინდა )
საერთოდ საქართველოში ასეთი იზრდება?
http://www.radikal.ru



თუ რამე იცით დაწერეთ რა.

ეს გოჯი, იგივე კოწახურია, ოღონდ უფრო დიდია და ძალიან სასარგებლო.
იზრდება ჩინეთში, ტიბეტში და მიმდებარე რეგიონში.
ჩვენ იბეიზე გამოვიწერეთ. http://www.ebay.com/itm/Lot-Premium-Organic-Goji-Berry-Dried-Lycii-Wolfberry-Healthy-New-Arrival-Natural-/261682901482?pt=LH_DefaultDomain_0&var=&hash=item3ced8431ea

ქართული კოწახური თბილისში სად ვიყიდო, სუპერმარკეტში?

Posted by: tavadze 24 Feb 2015, 10:39
თბილი_სი
QUOTE
ქართული კოწახური თბილისში სად ვიყიდო, სუპერმარკეტში?

მე მგონი, სუნელებით მოვაჭრეებსაც აქვთ.

Posted by: blowers daughter 24 Feb 2015, 13:12
ეს გავაკეთე ადრე sad.gif

http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 24 Feb 2015, 15:54
ძველი თემაა და აღარ დაპოსტოთ აქ!
წამოდით ახალ თემაში!
http://forum.ge/?f=82&showtopic=34725680

Posted by: leusbidz2 18 Sep 2018, 10:46
QUOTE
შდნ რა ნერვებუ გქონია


შდნ რას ნიშნაავს?

Posted by: annavita 14 Jan 2019, 10:20
QUOTE (თბილი_სი @ 22 Jul 2014, 22:55 )
QUOTE (თბილი_სი @ 21 Jul 2014, 11:48 )
გოგოებო , ერთი თხოვნა მაქვს, უნდა მასწავლოთ როგორ კეთდება ქლიავის პოვიდლო ( ჯემი) უშაქროდ.

შაქრით არ მინდა. ადრე შაქრის დეფიციტი რომ იყო, ქართველ დიასახლისებს შეუმუშავებიათ ჯემების უშაქროდ კეთება, რომელიც კიდეც ძლებდა და ტკბილიც გამოდიოდა. თუ ვინმეს ახსოვს, ამას როგორ აკეთებდნენ, გთხოვთ მასწავლოთ. ძალიან მჭირდება.

ჩემი თხოვნა რომ არ დაიკარგოს ამოვწიე : )

რამოდენიმე პირობა:
1.უნდა იყოს კარგად მწიფე, გადამწიფებამდე მისული
2.კანგაცლილი. რადგან კანი შეიცავს მჟავას და დუღილში (მითუფრო რაც მეტს ადუღებ) ეს მჟავა გამოიყოფა და ამჟავებს.
3.რომ წამოადუღებ წვენს გამოუშვებს და კარგად რომ გამოვა წვენი (მალევე გამოუვა, ამოურიე რომ არ მიგეწვას) გადმოდგი, ეგრევე გადაწურე საწურზე, გაციე ნაყოფი და ისევ შემდგი დავალ ცეცხლზე, გამანაწილებელზე. ემალირებული ჭურჭელი არ გამოიყენო.
ადუღებიდან 5 წუთში გადმოდგი, მანამდე გამუდმებით ურიე. გააცივე კარგად. 3-4 საათი მაინც უნდა გაციებას. შემდეგ შემოდგი ისევ დაბალზე და გამანაწილებელზე. ურიე თავიდანვე ხის ციცხვით. რომ ადუღდება 5 წთ. დუღილის შემდეგ ისევ გადმოდგი. შეამოწმე ხომ არ მიიკრა ფსკერზე. თუ მიიკრა აუცილებლად გადაიტანე სხვა ჭურჭელში, ის გარეცხე, გააშრე და რომ გაცივდება ისევ ამ მოსახარშ ქვაბში გადმოიტანე.
კარგად რომ გაცივდება ისევ შემოდგი დაბალზე, გამანაწილებელზე. კვლავ ხშირ-ხშირად ურიე. ადუღებიდან 30-40წთ. უნდა იდუღოს.
.......
სანამ გაცივების პროცედურები მიმდინარეობს მივხედოთ წვენს. შემოვდგათ და ვადუღოთ ადუღებიდან 20 წთ. გავაციოთ.
როცა გაცივდება, გავსინჯოთ გემოთი მისი სიტკბო. თუ უფრო ციტკბოსკენ იხრება ვიდრე სიმჟავისკენ ცოტა თაფლი დაჭირდება, თუ ცოტა მომჟაოა, მაშინ მეტი. თუ მჟავეა (ქლიავის ჯიშზეა დამოკიდებული) ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
ამ ვარგისი წვენის მცირე ოდენობაში გავქნათ თაფლი, ერთგვროვანი ბლანტი მასა რომ მივიღოთ, ცხელცხელ ჯემს დავსხათ თანდათან თან ვურიოთ რომ ბოლომდე კარგად შეიწოვოს.
ზოგი დიასახლისი ცხელ-ცხელს ასხამს გასტერილებულ ქილებში.
მე კარგად გარეცხილ, დამდუღრულ და აბსოლუტურად მშრალ ქილებში ვასხამ უკვე სრულიად გაციებულს.
"საიდუმლო ისაა რომ ერთგვაროვანი ტემპერატურა უნდა ჰქონდეს მასას და ქილებს. თან ,უნდა იყოს ან მდუღარე, ან სრულიად ცივი.
პირველ ხანებში მაცივარში ვინახავ.
თერმულ პროცესებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის და ვარგისიანობისთვისsmile.gif
..........
როგორც პრაქტიკოსი, გირჩევთ:
შეეშვათ ცეცხლთან თამაშს biggrin.gif როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.
მეტი კონტაქტი ცოცხალ, ცეცხლმიუაკრებელ საკვებთან- ესაა თქვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის წყარო.
დაჩირეთ, გაყინეთ, ხმელი წესით შეინახეთ, ჩაამჟავეთ ძმრისა და ჭარბი მარილის გარეშე, მიიღეთ უმად, ცოცხალი მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები. ჩვენ თავადაც ნივთიერებების, მინერალების, ამინომჟავების ჟელე ვართ, პრინციპში და მსგავსი ადვილად ითვისებს მსგავსს. smile.gif

დაივიწყეთ ცომეული, ამაფუებლები, შებოლილები- ეს ყველაფერი თქვენს ფლორაში მობიბინე სოკოს საკვებია. yes.gif

Posted by: ladocavalera 2 Oct 2020, 17:22
მეგობრებო პელმენის ფორმა სად იყიდება ხო ვერ მიმასწავლით?
ან ბათუმში ან ინტერნეტში
მადლობა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)