forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (203) « პირველი ... 201 202 [203]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
most wanted
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4580
წევრი No.: 22885
რეგისტრ.: 5-September 06

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 14:48  #51010245      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Правовед

მართალი ხართ. სწორი შენიშვნაა.

მოცემულ შემთხვევაში, პასუხი საქ. შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილიზე იყო დაფუძნებული.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 316
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 16:26  #51010791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
most wanted

გმადლობთ!
მეც შევეცდები ვუპასუხო:
"რადგანაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანუ დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება, და ეს საფუძველი არ შედის შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებულ ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით (დამსაქმებლის მიზეზით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები) დაწესებულ ჩამონათვალში, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების კომპენსაციის უფლებას დასაქმებული ვერ გამოიყენებს."

nikoloznikolya
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე: დასაქმებულს, როცა თავისი ნებით, განცხადების საფუძველზე ტოვებს სამსახურს - საშვებულებო თანხა არ ეკუთვნის.

This post has been edited by Правовед on 22 Jul 2017, 16:30
Maomia
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 9
წევრი No.: 225434
რეგისტრ.: 28-October 16

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 18:24  #51011376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,ვინც კომპეტენტურია ამ საკითხში გამომეხმაურეთ,საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას,კი არ მინდა მაგრამ შემექმნა ასეთი პირობები იძულებული ვარ და ბავშვს მეუღლეს და დედამთილს ვუტოვებ ,მაინტერესებს იქიდან დაბრუნების შემდეგ მამას აქვს უფლება ბავშვი აღარ დამიბრუნოს განქორწინების შემთხვევაში
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 316
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 22:47  #51012491      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Maomia

რა თქმა უნდა ტრაგედია ასეთი გრძნობების და ასეთი შეუღლების ნდობის თანხლებით გამგზავრება. ნურც იწვალებთ ამის კითხვებით - ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ - ბევრ გარემოებებზეა დამოკიდებული, თანაც მომავალში რომ ჩამოყალიბდებიან - მშობლის მოვალეობების შესრულებასთან ერთად ასაკი, სქესი ... და ა. შ.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. თქვენი შეკითხვა ეხება მშობლის (თქვენს შემთხვევაში დედობის) უფლების ჩამორთმევას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის თანახმად უკანასკნელი!!! ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.
ასეთი აღნიშნული ღონისძიების გამოყენების წინაპირობები უტყუარად უნდა დასტურდებოდეს ანუ მშობლის უფლების ჩამორთმევას გარკვეული სიკეთე უნდა მოჰქონდეს ბავშვისთვის და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აყენებდეს მას. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ თქვენი საზღვარგარეთ წასვლა ქმრის და რაც მთავარია, ბავშვის მიტოვებასთანაა კავშირში, ამის გაფიქრებაც კი გამორიცხულია შემზარავია. ვთვლი რომ პირიქით, ბავშვის მატერიალური კეთილდღეობისკენ არის მიმართული ეს მიგრაცია.
იმ ასაკში და იმ ვითარებაში, რაშიც თქვენი შვილი იცხოვრებს მართალია მამასთან, მაგრამ თქვენი მატერიალური აქტიური მონაწილეობით, თქვენთვის, როგორც დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევით რა უპირატეს მდგომარეობაში და უკეთეს სამართლებრივ პირობებში გადაიყვანს მას, რა შეემატება მას? - მით უმეტეს თუ მატერიალური დახმარება თქვენი მხრიდან ნათელი იქნება.
მიმაჩნია, რომ თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოუდგენელია თქვენმა მეუღლემ ეს რამენაირად დაასაბუთოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ ჩათვლის მიზანშეწონილად თქვენს მიმართ ისეთი უმკაცრესი ღონისძიების გამოყენება, როგორიც დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევაა.

This post has been edited by Правовед on 22 Jul 2017, 23:12
Maomia
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 9
წევრი No.: 225434
რეგისტრ.: 28-October 16

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 11:33  #51014264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი მადლობა პასუხისთვის,ამოვისუნთქეე
simebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1776
წევრი No.: 113184
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 21:04  #51017117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თუ შეგიძლიათ იქნებ ამ შეკითხვაზე მიპასუხოთ.

შვილმა რომ მამის სახელზე გადაფორმებული პისტოლეტით თავი მოიკლას, მამას რაიმე პრობლემები შეიძლება შეექმნას სამართალდამცავების მხრიდან ?

This post has been edited by simebi on 23 Jul 2017, 21:06


--------------------
"ბევრი ფიქრი მავნებელია" :)
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 316
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 21:34  #51017285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
simebi

იმედია ეს შეკითხვა მოკლებულია სინამდვილის ცინიზმს და სასწავლო ტესტებიდან ამოღებულია ან უბრალო ცნობისმოყვარეობის ნაყოფია - გადაუხვიეთ ხომ პოსტულატს - რომ ბევრი ფიქრი მავნებელია lol.gif

ეხლა დარჩა გავარკვიოთ რას წარმოადგენს ეს "მამის სახელზე გადაფორმებული პისტოლეტი":
1. ირის თუ არა ეს საგანი ცეცხლსასროლი იარაღი?
2. მამა ფლობს და დარეგისტრირებულია მასზე თუ რაიმე სხვას იგულისხმება?
simebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1776
წევრი No.: 113184
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 21:41  #51017334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ეხლა დარჩა გავარკვიოთ რას წარმოადგენს ეს "მამის სახელზე გადაფორმებული პისტოლეტი":
1. ირის თუ არა ეს საგანი ცეცხლსასროლი იარაღი?
2. მამა ფლობს და დარეგისტრირებულია მასზე თუ რაიმე სხვას იგულისხმება?


ცეცხლსასროლი იარაღია რომელსაც ფლობს მამა და დარეგისტრირებულია მასზე
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 316
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 22:29  #51017637      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
simebi

ესე იგი არ წარმოადგენს სამსახურებრივ-საშტატო იარაღს და მოქალაქის საკუთრებაშია. რადგანაც მიუთითეთ რომ ეს პისტოლეტია - ესე იგი მოკლელულიანია ცეცხლსასროლი იარაღია,
ეს იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის ბრძანება № 164).

დავიცავ შეკითხვის სატირულ ინტონაციას, ე. წ. შავი და ინგლისური იუმორის სტილში.

თუ მამა არ მიეხმარა შვილს ტყვიის თხლეშვაში (რაც უკვე სხვა პიესიდან იქნება), მას პრობლემები შეიძლება შეექმნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე მუხლის სახით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დარღვევაში დაადანაშაულებენ და 400 ლარით მიაჯარიმებენ. თუ ეს უკვე მეორე შვილია, რომელიც ბედნიერი მამის იარაღით თავს იკლავს - უკვე 700 ლარს წააძრობენ, თან იარაღსაც კონფისკაციას უზამენ. მესამე შვილზე სტავკა გაიზრდება (თუ დარჩა რაიმე იარაღი ამ უბედურს) - 1 000-დან 1 500 ლარამდე ...

This post has been edited by Правовед on 23 Jul 2017, 22:39
simebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1776
წევრი No.: 113184
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 22:42  #51017713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
კარგი გასაგებია, დიდი მადლობა.
m-kasper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 813
წევრი No.: 98390
რეგისტრ.: 24-August 09

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 09:27  #51019211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
QUOTE

გმადლობთ!!! კარგი და გამართული პასუხისათვის!!!

გაიხარე მეგობარო
ფორუმზე კონკრეტული კითხვის კონკრეტული პასუხი გამოწვეულია იმით, რომ ხალხს ეზარება უკვე განხილული თემების გადაკითხვა და პასუხის მოძებნა. კითხულობენ და რაც ვიცით პასუხს ვცემთ, თუ რაიმე გაუგებარია მერე გვიწევს ძირეული ახსნა-განმარტება smile.gif


--------------------
ჯობია ყველამ ვაშენოთ და ერთმა ანგრიოს,
ვიდრე ერთმა აშენოს და ყველამ ვანგრიოთ
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 316
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 11:37  #51019800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
m-kasper

მართალი ბრძანდებით, ხშირად შეკითხვის კოპირება google-ში უბრალო ჩაწერაც კი საკმარისია სრულიად გარკვეული პასუხის გასაცნობად. არ არის იშვიათი პასუხის შემცველი დოკუმენტი გვერდზე უდევს შემკითხავს ... მაგრამ! ... მოუსმინო და დამღლელ (და ხშირად მომქანცავ) შეკითხვებს ეს პროფესიის "ტრადიციული დანახარჯებია". მართალია ისიც, რომ საქართველოში ეს დოზა ერთი-ათად გაზრდილი მომეჩვენა - პირდაპირ ვიტყვი: სხვადასხვა ქვეყანაში ხეტიალისა და დაკვირვების (ანტროპოლოგიის ელემენტებიც საჭიროა პროფესიისთვის) ფართო გამოცდილება მაქვს და საქართველო მკვეთრად გამოირჩევა სამართლებრივი კულტურის სიდაბლით. ჩვენი თანამემამულნი თითქმის არასოდეს კითხულობენ წერილობით ვალდებულება-შეთანხმებებს, ისე აწერენ ხელს. გასაკვირია, მაგრამ ეს ავადმყოფობა სოციალურად აქტიურ ადამიანებსაც (მაგ. ბიზნესმენებს, მოხელეებს ...) მართებს. და პირიქითაც ... მართლწესიგის ამოცანების გადაწყვეტას ხშირად პოლიტიკური ხმაურის მეშვეობით ცდილობენ - აქ "დარბეულ" ბიზნესმენებსაც და განდევნილ მოხელეებსაც ახსენდებათ კანონის არსებობა ... ამას ხელს უწყობს "გერმანული" კანონმდებლობის გადმოთარგმნილი რეგულაციების პრაგმატული სრული აბსურდიც, არქაული და ვულგარიზმული დანაწესები ... პრაქტიკულად, უბრალო მოქალაქეებს (ხშირად ვსაუბრობ ნათესავ-მეზობლებში) სრულიად არ ესმით კანონის შინაარსი - მაგალითად, ემალებიან უწყებებს, რაიმე შეტყობინებებს თავს არიდებენ იმ რწმენით რომ მოუსმინეს "მაგარ იურისტს" ტელევიზორში ... მაქვს შემთხვევა, სარჩელებიც კი არ ჩაიბარეს ... საგამოძიებო ღონისძიებები ხომ მათთვის საერთოთ დაბინდულია - უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციების თანაბარია ...

რა თქმა უნდა ეს ფსევდოსამართლებრივი სისტემა ამ ბუტაფორიებზე და დეკორაციებზე დაყრდნობით დიდ ხანს ვერ გაძლებს, მაგრამ ვთვლი ამ მდგომარეობის განვითარებას იურისტებმა (ამ სიტყვის სწორი გაგებით) უნდა გაუწიონ ხელმისაწვდომი წინააღმდეგობა, ბოლოს და ბოლოს ხელი არ უნდა შეუწყონ ... ამ მხრივ, რასაც შევხედე იურიდიული კორპორაციები დიდად არ გამოირჩევიან - უკვე რამოდენიმე შემთხვევას გავეცანი: ჩუქების ხელშეკრულების, ან უფრო უარესი, ვალის აღიარების ბათილობის საქმეს ისეთი თავქარიანობით (ან გაიძვერულად) მოკიდებული აქვთ ხელი და საკმაო გასამრჯელოს მიღებით ე. წ. "ადვოკატებს" - რომ ეს უკვე სისტემურ პრობლემად მიმაჩნია. ან კიდევ ეს სარჩელის "ჩაბარება-მიღების" გახანგრძლივებული ფაცი-ფუცი რად ღირს - ვერც ერთმა "მაგინებელმა იურისტმა" ვერ გამაცნო სასამართლოს დაუსაბუთებელი აქტი არმიღება-შეჩერება-განხილვისგარეშეს შესახებ - რაც წავიკითხე (და ბლომად) ყველა კანონის სრული დაცვით აქვთ მიღებული - მართალია "სისასტიკით", მაგრამ, კანონის დაცვით ...
ამიტომაც ვთვლი, გაუგებარი კანონების, ხელშეკრულებაში ჩანაწერების, ადმინისტრაციული პასუხ-გადაწყვეტილების სრულყოფილი და გასაგები პასუხები უბრალო მოქალაქისთვის (არის მიზეზები ალბათ, რადგანაც გადაწყვიტა ადამიანმა მიემართა ფორუმს) ერთგვარი გზამკვლევია და ჩემი მხრიდან ამ წესების დაცვის მოწოდებაც, უბრალო ადამიანური თანაგრძნობისკენაა მიმართული ...
გმადლობთ ყურადღებისთვის!

This post has been edited by Правовед on 24 Jul 2017, 11:45
m-kasper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 813
წევრი No.: 98390
რეგისტრ.: 24-August 09

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 17:13  #51021926      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
QUOTE
გმადლობთ ყურადღებისთვის!

პირიქით, მადლობა აზრის გაზიარებისთვის
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (203) « პირველი ... 201 202 [203]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0695 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]