ჩემსავით ინტერნეტ კომუნიკაციებში განუსწავლელი ადამიანისთვის რთულია როუტერების და მოდემების სპეციფიკაციების შეფასება და სწორი არჩევანის გაკეთება. ამ თემაში გთავაზობთ დავეხმაროთ ერთმანეთს ამ სპეციფიკაციების განმარტებაში, შედარებაში და არჩევანის გაკეთებაში.
ჩემი კითხვა პირველ რიგში დისტანციას ეხება. როგორ შეიძლება გავიგო როუტერის დაფარვის არეალი და რა მანძილზე რამდენად სუსტდება სიგნალი.
მაგალითისთვის, როგორ შევადარო ამ 4g wifi როუტერების დაფარვის არეალი ერთმანეთს?
1)
https://smile.amazon.com/KuWFi-300Mbps-Wire...op?ie=UTF8&th=12)
https://smile.amazon.com/Modem-ROUTEUR-TP-L...33533538&sr=8-3ასევე საინტერესოა რა სიხშირულ დიაპაზონებზე მუშაობენ ჩვენი პროვაიდერების გადამცემი კოშკურები და რომელი 4g მოდემები იქნება მათთვის უკეთესი. ან და რა უსადენო კომუნიკაციების სტანდარტები არსებობს და რომელი სტანდარტები აქვთ ჩვენს პროვაიდერებს.
ყველა ტექნიკური თუ არა ტექნიკური ინფორმაცია როუტერების და მოდემების შესახებ, რომლებიც მათ შერჩევაში დაგვეხმარება, საინტერესო იქნება.
This post has been edited by ditOoOo on 12 Oct 2021, 14:24