დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბათუმის საზღვაო პორტს პირველად სტუმრობდა დიდი ამერიკული სადესანტო ხომალდი-დოკი USS Oak Hill (LSD-51), რომელიც Harpers Ferry-ის კლასს განეკუთნება და მისი ღირებულება 330 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.
სახელი - Oak Hill სადესანტო ხომალდს ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის ჯეიმს მონროს (1817-1825) რეზიდენციის საპატივცემულოდ ეწოდა. 1823 წელს, ვირჯინიაში მდებარე ოუკ ჰილში მონრომ საგარეო პოლიტიკური კონცეფცია შეიმუშავა, რომელიც მონროს დოქტრინის სახელით არის ცნობილი. ხომალდ Oak Hill-ის მუდმივი ბაზირების პორტიც ვირჯინიაშია.
Oak Hill-ის ღირებულება 330 მილიონი აშშ დოლარია
აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტს ამ კლასის ოთხი ხომალდი ჰყავს (Harpers Ferry, Carter Hall, Oak Hill და Pearl Harbor), ისინი შეიარაღებაში 90-იანი წლების დასაწყისში მიიღეს, 2009-2014 წლებში ჩატარებული ძვირადღირებული მოდერნიზაციის შედეგად კი სადესანტო ხომალდების ექსპლუატაციის ვადა 2038 წლამდე გახანგრძლივდა.
186 მეტრიანმა Oak Hill-მა, რომლის ეკიპაჟიც კაპიტნის, 22 ოფიცრისა და 300 მეზღვაურისგან შედგება, საქართველოში 26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო შენაერთის 400-მდე საზღვაო მედესანტე ჩამოიყვანა. ხომალდზე განლაგებულია ორი M1A1 „აბრამსის“ ტიპის ტანკი, 15 ამფიბიური შემტევი სამხედრო მანქანა, LCAC და LCU-ის ტიპის სადესანტო კატერები და MH-60 Seahawk-ის ტიპის ვერტმფრენი.
26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო შენაერთის მებრძოლები Oak Hill-ის სასროლეთზე ვარჯიშობენ
26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო შენაერთის მებრძოლები Oak Hill-ის სასროლეთზე ვარჯიშობენ
ამერიკული სადესანტო ხომალდის შეიარაღებაშია 25 მმ-იანი ქვემეხები - Mk 38 Mod 2, 20 მმ-იანი Phalanx CIWS ტიპის თავდაცვითი დანადგარი, 12.7 მმ-იანი კალიბრის ტყვიამფრქვევები - M2 Browning და ახლო მანძილზე მოქმედი თავდაცვითი სარაკეტო სისტემა - RIM-116. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ USS Oak Hill ბათუმში შემოსვლას ისტორიული ფაქტი უწოდა:
„ასეთი მასშტაბის სამხედრო ხომალდი, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სადესანტო შესაძლებლობები, აშშ-დან პირველად გვესტუმრა. ჩვენ წელს აშშ-თან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, მრავალეროვნულ წვრთნებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ საზღვაო იქნება, სადესანტო შესაძლებლობების გამოყენებით.“ ლინკზე უფრო ვრცლადაა
https://www.amerikiskhma.com/a/georgia-uss-...mi/4306914.html This post has been edited by Lаki on 21 Mar 2018, 09:31
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3