ბოლო 2–3 წელია რაც კარგად ვამუღამებ ვებ–დეველოპმენტს, ვიცი შემდეგი "php/Laravel", "html", "css/sass", "javascript/jquery", "git", Vue.js-ზეც მაქვს რაღაც გამოცდილება და 1 წელია part time-ზე ვმუშაობ, თავიდან ბოლომდე მაქვს აწყობილი რამდენიმე სრულფასოვანი პროექტი php-ზე, Laravel–ზე და სხვა პროექტებზეც მაქვს ნამუშევარი, ვიყენებ linux-საც და ვაპირებ სხვა უამრავი ტექნოლოგიის სწავლას და გამოყენებას მათ შორის python(basic ვიცი და საკმაოდ მარტივია, გამოყენებული პრაქტიკაში არ მაქვს)
პრობლემა იმაშია რომ არ ვიცი მიღირს თუ არა საერთოდ უნივერსიტეტში ჩაბარება, როცა უნივერსიტეტში დაკარგული დროის სანაცვლოდ შემიძლია 2 part time job-ზე ერთად ვიმუშავო(ან სადაც ვარ full time ან 1 part-time და მეორე full time job), პარალელურად ახალი ტექნოლოგიები ვისწავლო და toptal–ისკენ და crossover–ისკენ გავიწიო სადაც სულ არ აინტერესებთ შენი უნივერსიტეტის დიპლომი, და ბევრისგანაც ვიცი რომ უნივერსიტეტი მხოლოდ basic-ებით შემოიფარგლება და ახალს ბევრს ვერაფერს მასწავლის რასაც ინტერნეტიდან ვერ ვისწავლი.
მაინტერესებს რომელი უნივერსიტეტის ფაკულტეტი ღირს დიდი დროის ფასად, რამე კაი ფაკულტეტები თუ იცით.
ან საერთოდ პროგრამირების ფაკულტეტების მაგივრად ხომ არ ღირდეს რაიმე სხვაზე ჩავაბარო(უმაღლესი მათემატიკა, მიკროელექტრონიკა, IT, networking etc.. IDK) რომელიც შემივსებს სხვა სფეროში ცოდნასაც და საბოლოოდ უფრო მეტი პერსპექტივა მექნება. ან IOS, Android, Python, C++(რაღაც ცოდნა აქაც მაქ) ხომ არ ჯობია. და თუ გადავწყვიტე რომ საერთოდ არ ვაბარებ, დიპლომის არ ქონა პრობლემა არ იქნებაქ სადამდეც მე ვიცი, თქვენი აზრები მაინტერესებს
მიმაგრებული სურათი