Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > გასტრიტი


Posted by: FAQ77 29 Jan 2009, 16:27
მეგობარი იყო ექიმთან ვიყავი რომელმაც ასეთი დიაგნოზი დასვა, თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლული შეიძლება იყოსო და გასტრიტი კუჭში, რენტგენი ჩატარდა, და ხვალ უნდა გაგრძელდეს ნაწლავებზე.

რას წარმოადგენს ეს დაავადება გასტრიტი და საშიშია თუ არა იოლად განკურნებადია თუ ქირურგიული ჩარევა ჭირდება, ან წყლულის შემთხვევა თორმეტგოჯა ნაწლავზე რას ნიშნავს, და რამდენად საშIშია

Posted by: babilina1983 29 Jan 2009, 16:58
ეეეხ, ბუტიიიი, ალა შეგეშინდეს 2kiss.gif

Posted by: mtvareuli 29 Jan 2009, 20:46
FAQ77

გასტრიტი-კუჭის ანთება

http://www.med.interes.ge/gastriti.php

ოღონდ აი ბოლოში ის ხალხური რაღაცეები გამოტოვე biggrin.gif

ინგლისურად:
http://en.wikipedia.org/wiki/Gastritis
http://www.mayoclinic.com/health/gastritis/DS00488
http://www.webmd.com/digestive-disorders/digestive-diseases-gastritis

Posted by: ``Lisichka`` 20 May 2009, 12:42
დაწერეთ თუ ვინმემ რამე იცით, სიმპტომებით დაწყებული ექიმით დამთავრებული

Posted by: გიგლა 19 Jun 2010, 11:08
სალამი,
მოკლედ რომ ვთქვა გრძელი სათქმელი ნევროზის გამო დამემართა გასტრიტი, იჟოგები და ა.შ. ეხლა ვგრძნობ რომ ნევროზმა თითქოს გადამიარა დამრჩა კუჭის პრობლემები, იქნებ ვინმემ დამიწეროს როგორ ვიკვებო, რა საათებში და რა მივიღო საკვებად რომ კუჭი წესრიგში მოვიდეს?

Posted by: Thandrus 19 Jun 2010, 11:41
გიგლა

შენ გასული წლის დეკემბერშიც სწერდი, გასტრიტი მაქვსო... იმის მერე ექიმთან იყავი?

საკვებიდან, მჟავეს, ცხარეს, მწარეს და ძალიან ცხელს მოერიდე

Posted by: გიგლა 19 Jun 2010, 12:46
Thandrus

ვიყავი ბევრჯერ, ზონდის გადაყლაპვაზე უარი ვთქვი და რაღაც თეთრი სითხე დამალევინეს და გამაშუქეს და გასტრიტიაო. მერე რაღაც წამლები გამომიწერეს, ვსვავდი ცოტა ხანი და მერე თავი დავანებე.... მარა ეხა ვგრძნობ რო ცუდად თუ ვარ იჟოგების გამო ვარ მგონი ნევროზმა გადამიარა და ეს როგორ მოვირჩინო :უსერ:

Posted by: Thandrus 20 Jun 2010, 06:14
გიგლა

QUOTE
ვსვავდი ცოტა ხანი და მერე თავი დავანებე....


ცუდი გიქნია.

QUOTE
როგორ მოვირჩინო :უსერ:


ყველაზე უკეთესი იქნება, კიდევ ერთხელ თუ მიხვალ ექიმთან და მკურნალობის კურსს თვითნებურად არ შეწყვეტ. ამ შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, გაგივლის.

Posted by: niniaa 20 Jun 2010, 10:52
გიგლა
კვების რეჟიმი უნდა მოაწესრიგო,ესაა უმთავრესი.კუჟის სიმჟავიანობა როგორი გაქვს? გულძმარვა მუდმივადაა,ჭამასთან და საკვებთან კავშირშია, რა წამლებს იღებდი? ბუნებრივი ბორჯომით თუ გიცდია მკურნალობა?

Posted by: aseaisea 21 Jun 2010, 14:05
გასტრიტი მეც მქონდა მაღალი მჟავიანობით. ვინმემ თუ იცით კეჩხობის მინერალური წყლები კარგია ახლა ჩემთვის თუ პირიქით უკუნაჩვენებია?

Posted by: კახა251 21 Jun 2010, 14:09
aseaisea
QUOTE
კეჩხობის მინერალური წყლები

ეს რა არის ნაგდად არ ვიცი მაგრამ ექიმი რო გჭირდება ეგ უეჭველია, ხალხო რატომ არ გიყვართ ამ მკითხაობას 1 წესიერ ექიმს გაესინჯოთ, თვითმკურნალობა არაა მაინც და მაინც სახარბიელო. ვიცი რომ საშუალება არაა მაგდენი მარა თავს ხო არ მოიკლავთ არა მტანჯველია ეგ გასტრიტი ვიცი.

Posted by: გიგლა 21 Jun 2010, 14:25
kaxa251

მართალი ხარ. მაგრამ რომელია წესიერი ექიმი? ზონდის გადამყლაპავი არა ვარ, რო მივიდე მეტყვიან უნდა გადაყლაპოვო sad.gif

niniaa
ბუნებრივი ბორჯომით მკურნალობა როგორია? რავიცი არ მახსოვს სახელები რა წამლებსაც ვიღებდი. მარა თაიდან რო ვარ მისასვლელი ვიცი. გამიმწარა ცხოვრება sad.gif

Posted by: კახა251 21 Jun 2010, 19:48
გიგლა
თუ ის რაგაცა დაგალევინეს და გითხრეს რო გასტრიტი გაქო რაღატ არ გმკურნალობენ? თერაპევტთან იყავი მაგ პასუხების მერე?

Posted by: botoxana 2 Dec 2011, 14:04
გამარჯობათ ყველას!
სასურველი იქნება თუ ვისაუბრებთ ქრონიკულ გასტრიტსა და მწვავე გასტრიტზე

Posted by: Mirikuna 4 Dec 2011, 16:55
მეც მაინტერესებს ეს თემა და იქნებ ექიმმა დაწეროს გასტრიტის დამახასიათებელი ნიშნები

Posted by: matilda123 4 Dec 2011, 19:19
გასტრიტი იგივე კუჭის ლორწოვანის ანთება შესაძლოა იყოს მწვავე და ქრონიკულიც. ვლინდება ნებისმიერ ასაკში.
მიზეზებია: კუჭის PH-ს დარღვევა, ჰელიკობაქტერია პილორის, ქიმიური(სხვადასხვა მედიკამენტებით გამოწვეული).
სიმპტომატიკა: ეპიგასტრალური ტკივილები( ზედა მუცლის ტკივილი) , გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება და ა.შ. ის სიმპტომები რაც სხვა დაავადებბესაც შეიძლება ახასითებდეს.
დიაგნოზი ყველაზე კარგად გასტროსკოპიით ისმევა , ამასთანავე უნდა მოხდეს 24სთ-იანი PH-მეტრია.
ნებისმიერი ჩივილებისას უნდა მიმართოთ ექიმს.

Posted by: Mirikuna 4 Dec 2011, 19:28
PH-მეტრია რას ნიშნავს? ეს სიმპტომები მქონდა. ვიმკურნალე კიდეც. ახლა დილით გულისრევის შეგრძნება, ცუდი გემო, და ჭამის შემდეგ მუცლის შებერილობა, კუჭში მძიმედ მაქვს საჭმელი.

Posted by: Natuka NGN 4 Dec 2011, 20:58
botoxana
გადახედეთ გზამკვლევს, არის ეს თემა უკვე. ერთდება.
http://forum.ge/?act=ST&f=43&t=33928504

Posted by: matilda123 4 Dec 2011, 22:14
Mirikuna
QUOTE
PH-მეტრია რას ნიშნავს?

კუჭის წვენის მჟავიანობის გაზომვა.

Posted by: ich bin 11 Dec 2011, 18:49
საკმაოდ საშიშია თუ არ დაიცავი დიეტა. არის ორნაირი გასტრიტი წყლული და ასევე სიმშრალე ეწოდება თუ არ ვცდები. წყულმა იცის უაზროდ ან ძალიან ხდები ან პირიქით გასუქებს. დიეტით ეშველება ყველაფერი. თუარადა აღიზიანებს მარტო წამლები და კუჭის ფერმენტები ირღვევა რის შედეგადაც სხეულზე გაჩნდება დიდი თეთრი ლაქები. სწორი მკურნალობა და ახალივით გექნება კუჭი yes.gif

Posted by: BlackOrWhite 4 Jul 2012, 14:07
http://forum.ge/?f=43&showtopic=34409987 ამ პოსტში მაქვს დაწერილი ჩემი პრობლემის შესახებ დაწერილი , მოდერატორს ბოდიშს ვუხდი უბრალოდ ძალიან მჭირდება რჩევები და კომპეტენტური ხალხისგან ყურადღება ამიტომაც გავხსენი ცალკე პოსტი და იქნებ იქ გადმოხვიდეთ და გაეცნოთ ჩემს პრობლემას.

Posted by: botoxana 2 Aug 2012, 14:02
გამარჯობათ ყველას
აქ ამჟამად გასტროენტეროლოგი იმყოფება?
გთხოვთ გამომეხმაუროთ.
* * *
QUOTE
გადახედეთ გზამკვლევს, არის ეს თემა უკვე. ერთდება.
გასტრიტი


მედიკამენტებზე მაქვს შეკითხვა და კომპეტენტური ბრძანდებით?

Posted by: kolxi2008 21 Mar 2013, 12:15

მაინტერესებს, რა მოხდება, თუ ადამიანი არ უმკურნალებს გასტრიტს?

Posted by: lobja 21 Mar 2013, 14:30
kolxi2008
QUOTE
მაინტერესებს, რა მოხდება, თუ ადამიანი არ უმკურნალებს გასტრიტს?

თუ არ იმკურნალე და დიეტა არ დაიცავი გამწვავდება .. შეიძლება წყლული მოგადგეს smile.gif მერე კიდე წყლულს შეიძლება ხუთი გართულება მოყვეს wink.gif ამიტომ უნდა იმკურნალო ან უბრალოდ დიეტა მაინც დაიცვა

Posted by: rockataka 25 Jun 2013, 08:57
გამარჯობათ.

დახმარება მჭირდება..

გასტრიტის შეტევა აქვს 14 წლის მოზარდს და რა შეიძლება რომ ვაჭამოთ?

Posted by: Blankos_Qvrivi 25 Jun 2013, 12:23
rockataka


თხევადი საკვები უნდა მიიღოს, ცხელი საჭმელი არა, არც მჟავე მწარე

Posted by: [kitika] 25 Jun 2013, 13:28
rockataka
QUOTE

გასტრიტის შეტევა აქვს 14 წლის მოზარდს და რა შეიძლება რომ ვაჭამოთ?


ნამდვილად იცით რომ გასტრიტია და არა წყლული? დიეტა უნდა დაგინიშნოთ გასტროენტეროლოგმა და უნდა ჩაატაროს გამოკვლევენი მათ შორის ზონდის გადაყლაპვა.

მანამდე კი თუ კუჭის ტკივილი აწუხებს, არავიტარ შემტხვევაში არ მიიღოს გაზიანი სასმელი, მწარე, მჟავე, შემცვარ-მოხრაკული... და მიეცით მოხარშული ბოსტნეული და მოხარშული ხორცი,

მე გამოვიარე ეს ყველაფერი, მაგრამ დიაგნოზი უნდა იცოდეთ ზუსტად...

Posted by: Natuka NGN 25 Jun 2013, 15:32
სანამ თემას გახსნიდეთ: http://forum.ge/?act=ST&f=43&t=33928504
იცილე კატალოგი. ერთდება

Posted by: Gio_1986 1 Nov 2013, 17:56
ამ ბოლო დროს ხელები და მთელი ტანი მიკანკალებს '' ვიბრაციები ''

კანკალი სხვისთვის არაა შესამჩნევი მაგრამ მე ვგძნობ კანკალს თუ ვიბრაციებს რაღაც მსგავს რაღაცას

ეხლა შევამჩნიე რომ თითები ოდნავ მიკანკალებს როცა ხელის გულებს ვეყდნობი მაგიდის კუთხეს და თითებს ვშვლი კანკალი არის ოდნავი ან მაშინ როცა ხელში ფურცელი მიჭირავს ფურცლები ირხევა ოდნავ

თითები და ხელები მებუჟება ძილის დროს ლოგინში და პოზას როგორ კი შევიცვლი და ხელებს გამოვაძრავებ დაბუჟება გამივლის

ზაფხულში ორპირი ნიავის გამო ძილის დროს კისერი გამიცივდა და მტკიოდა და გამიშეშდა მქონდა კისრის რადიკულიტი ნერვოლოგმა რაღაც წასასმელი გამომიწერა და ვისმევდი

ბოლო დროს ვინერვიულე გლანდების ოპერაციის გამო ეხლა მიკეთებენ და მეშინია გართულებები არ მოყვეს

მაენტერესებს კუჭნაწლავის პრობლემების გამო შეიძლება მცირე კანკალი და ვიბრაციები გქონდეს ? მაგალითად გასტრიტის გამო ?

არეული ცხოვრების წესიც მაქვს ( მჯდომარე ცხოვრების წესი ) ცოტას მოვძრაობ ძირითადად სახლში ვარ კომპიუტერთან ვზივარ ან ტელევიზორს ვუყურებ ძილითაც ცუდად მძინავს ხან ღამის 3 საათზე ვიძინებ ხან უფრო გვიანაც

დილით არ ვჭამ უფრო შუადღის 2 ან 3 სთზე და საღამოს 10 ზე ... წონაშიც მომატებული ვარ კარგა ხანია

წნევამაც მომიმატა ბოლო დროს გუშინ 140 მქონდა 110 ზე

და ატრერიული თითქმის 90 მდე

ერთი რამ შევამჩნიე ჩაის და ყავას რომ ვსვამ მერე კანკალი ( ვიბრაცია ) ოდნავ მატულობს უფრო ყავის დალევის შემდეგ

ეხლა აღარ დავლევ არც ყავას არც ჩაის მაენტერესებს როგორ იქნება

Posted by: QERBI 1 Nov 2013, 23:22
Gio_1986
QUOTE
კუჭნაწლავის პრობლემების გამო შეიძლება მცირე კანკალი და ვიბრაციები გქონდეს ? მაგალითად გასტრიტის გამო ?

არა.

QUOTE
ერთი რამ შევამჩნიე ჩაის და ყავას რომ ვსვამ მერე კანკალი ( ვიბრაცია ) ოდნავ მატულობს უფრო ყავის დალევის შემდეგ

ყავის ან კოფეინის შემცველი სხვა სასმელების ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს.

Posted by: bonvenon 27 Feb 2014, 22:43
მაინტერესებს, თუ შეიძლება ეშველოს ქრონიკულ გასტრიტს ყოველდღე უზმოზე ერთი ჭიქა რძის სმით?

Posted by: Solveig 27 Feb 2014, 23:40
bonvenon


გასტრიტს სჭირდება მიზეზის დადგენა და მკურნალობა, როგორც წესი და რიგია. გასტროენტეროლოგთან.

რძის იმედად ყოფნა არ გამოგადგება. რძემ შეიძლება მომატებული მჟავიანობა დაწიოს ცოტა ხნით. მეტი არაფერი.


Posted by: bonvenon 28 Feb 2014, 00:53
Solveig

თუ ყოველდღე დალევს ადამიანი რძეს, მაინც არა?

Posted by: ქართლოსი 21 Sep 2014, 18:30
QUOTE
მაინტერესებს, თუ შეიძლება ეშველოს ქრონიკულ გასტრიტს ყოველდღე უზმოზე ერთი ჭიქა რძის სმით?


რძე როგორც ვიცი საერთოდ არ შეილება მაგ დროს.

Posted by: საკურა. 3 Jun 2017, 19:33
ვინმემ დასაშვები საჭმლის ზუსტი სია, რომ მითხრათ არ შეგიძლია?...
მოხარშული ჭამე ყველაფერიო და გადამეკეტა....ანტიბიოტიკებს ვიღენ ნ რაოდენობისას, სამაგიეროდ ვჭამ ყველაფერს.... sad.gif
* * *
matilda123
QUOTE
მიზეზებია: კუჭის PH-ს დარღვევა, ჰელიკობაქტერია პილორის, ქიმიური(სხვადასხვა მედიკამენტებით გამოწვეული).

ჰელიკო ბაქტერიაა ჩემთან გამომწვევი მიზეზი და 2 კვირიანი ანტიბიოტიკების კურსი დამინიშნა (დღეში 4 აბი)....
ჯერ ხო მაგრად შემეშინდა, მაგრამ 3 ექიმთან გადავამოწმე და აუცილებელია....
კუჭის დამცავს ვიღებ პარალელურად, მიკროფლორის აღმდგენს და სოკოს საწინააღმდეგოს....
ინფორმაცია მოვიძიე და პრობიოტიკებით დავინტერესდი, მიკროფლორის აღმდეგი მოიაზრება ამაში (მაგ: ლინექსი)....
ან ნორმალურია 14 კვირა ანტიბიოტიკი? ვნანობ ახლა, უკვე 6 დღეა ვიღებ და ანტიკიოტიკების შეწყვეტაც არ მინდა, სერიოზულად ვფიქრობ ბაქტერიოფაგში მივიდე ორშაბათს და ფაგებით დავიწყო მკურნალობა თუ შესაძლებელია....

Posted by: Natuka NGN 2 Oct 2017, 19:56
sofi123
გაააქტიურეთ თქვენი პროფილი, რეგისტრაციისას რომელი მაილიც გამოიყენეთ, იქ მივიდოდა გასააქტიურებელი ბმული გაააქტიურეთ და შესძლებთ საიტზე პოსტვას.
სხვა მრივ ვერ დაგეხმარებით.

Posted by: GeoSpeedcuber 2 Nov 2018, 14:13
ეს წავიკითხე ამ საიტზე გასტრიტზე

მათი გამომწვევი ბევრი რამ შეიძლება გახდეს:

დიდი რაოდენობით წამლები და განსაკუთრებით ზოგი ანტიბიოტიკი;
ალკოჰოლი, ნარკოტიკი;
ბაქტერიები და ვირუსები, ა.შ.
არაჯანსაღი კვება, ცხარეები, ქიმიური საკვებით სავსე რაციონი, მარინადები, კონსერვები, არასაკმარისი რაოდენობით ვიტამინების მიღება
სტრესი
სიმპტომებით დავიწყოთ: გულძმარვა, გულის რევა, სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება, ფაღარათი, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი...

https://daazgvie.ge/ge/istoriebi/gastriti-anu-chveni-drois-ert-erti-sashishi-daavadeba?fbclid=IwAR2w25ABD-x8YCiK9nCAVLIeSYYEIdGb5SPE2jm7Sz3np8gg1FLCFdx2Qqs

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)