Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > საკონდიტრო ნაწარმი - ბისკვიტი, კრემი, გაფორმება


Posted by: Oliver 9 Dec 2006, 11:49
მიყვარს კი არა, ვგიჟდები, გონება მეკეტება და სუნთქვა მეკვრის როცა ნაპოლეონს ვჭამ. lol.gif ზოგადად კრემიანების კლიენტი ვარ. კიდევ სომხური ქადა მიყვარს. გამომიცხვია კიდეც, ოღონდ ცომი გამზადებული იყო. ისე თუ გამიჭირდა, ცომსაც გავაკეთებ.

Posted by: ShadowCat 9 Dec 2006, 16:49
კექსი
© Breaky

3 კვერცხი
300 გრ შაქარი
150 გრ მარგარინი (გამდნარი)
250 გრ მაწონი ან არაჟანი
ვანილი
1ჩ/კ სოდა ძმრით
500 გრ ფქვილი

შემდეგ შეგიძლია ეს მასა მთლიანად ჩაასხა ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხო ღუმელში საშუალო ცეცხლზე, ან შეგიძლია გაყო შუაზე, ნახევარს დაამატო კაკაო და თეთრი და შავი მასები მორიგეობით ჩაასხა ფორმაში (ზებრა გამოვა)

რომ გამოცხვება, ცხელსვე გადმოიღებ ფორმიდან, გააციებ და ზემოდან წაუსმევ გამდნარ შოკოლადს (გადნობის დროს ცოტა რძეს ან წყალს ვუმატებ ხოლმე, თან აბევრებს, თან ძალიან სქელიც არ გამოდის და ადვილია წასმა)

p.s. თუ მაინც და მაინც პეჩენიები გინდა, რა ვიცი მე არ მიცდია, მაგრამ შეგიძლია, მეტი ფქვილი უქნა, სანამ კარგად არ გასქელდება და მერე პატარა გუნდები გააკეთო და ისე გამოაცხო

* * *
პეჩენიები
© Breaky

2 კვერცხი
2 ჩ.ჭ შაქარი
200 გრ მარგარინი
1/2 ჩ.ჭ რძე
ვანილი, სოდა, ძმარი
3 ჭ ფქვილი

ამ ცომს რომ მოზელავთ, გააბრტყელებთ და ამოჭრით მრგვალ ფორმებს. სასურველია ლუწი რაოდენობის გამოვიდეს, რადგან ნახევარს კიდევ უნდა ამოაჭრათ შუიდან სათითეთი ან რამე პატარა ფორმით გულები ანუ გაუკეთოთ ნახვრეტები. მერე გამოაცხობთ ღუმელში.
რომ გაცივდება, აიღებთ ერთ ცალ მთელ პეჩენიას, წაუსმევთ ზემოდან თხელ ფენად რაიმე ჯემს, დაადებთ ზემოდან ნახვრეტიან პეჩენიას და ბოლოს ნახვრეტში ისევ ჯემს დააკოსებთ პომპონივით. და ა.შ. ამ პროცედურას გაიმეორებთ ჯოველი წყვილისთვის

* * *
შოტლანდიური შაქარლამა (უკვერცხო):
© Deiko
1. 150-170 გ. კარაქი (სასურველია 82%, ან თუ მარხვაზე ხართ მაშინ მარგარინიც წავა)
2. 85 გ. შაქარი (შაქრის პუდრა თუ იქნება, უფრო ნაზი გამოვა)
3. 225 გ. ფქვილი
4. 60 გ. ბრინჯის ფქვილი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი ფქვილით)
5. ვანილი

კარაქი დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ ფქვილი და შაქარი და დაკეპეთ დანით, სანამ არ მიიღებთ ფხვიერ მასას. შემდეგ ეს მასა ხელით მოზილეთ და მიღებული ცომი ნახევარი საათით ჩადეთ მაცივარში. მაცივრიდან რომ გამოიღებთ, ნებისმიერი ფორმის პენეჩიებად დაჭერით (ძალიან თხელი არ უნდა იყოს) და 30-40 წუთით (გააჩნია გაზქურას, გაზის წნევას და ა.შ.) შედგით 150 გრადუსამდე გახურებულ გაზქურაში.

P.S. შოტლანდიურ ვარიანტში ცომისგან მზადდება ერთი ან ორი დიდი პეჩენია რომელიც კექსის ფორმაში ცხვება და გამოცხობის შემდეგ იჭრება 8 ნაჭრად.

* * *
ფრანგული apple pie
© tukula

ცხიმწასმულ ჟარონაზე იდება 8 ფენა ცომი, შემდეგ ვაშლის გული და თავსართი.
ცომის მასალაა: 8 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა თბილი წყალი, 80 მლ ზეითუნის ზეთი (დაახლოებით 10 სუფრის კოვზია) და 1 ჩ.კ. მარილი. ცომი დაყავით 8 ნაწილად და გაბრტყელეთ ძალიან თხელ ფენებად. ჟარონის ზომას უნდა აჭარბებდეს რათა ბოლოს კიდეები უნდა მოეკეცოს. თითოეულ ფენას მოასხით 1 ს.კ. გამდნარი კარაქი თანაბრად და ასე დაალაგეთ 8-ვე ფენა.
გული; სასურველია არომატული ვაშლი 1 კგ. ვაშლს მოაცილეთ კანი, დაჭერით სიგრძეზე, გამოიღეთ გული. ვაშლი უნდა დაიჭრას დაახლოებით 1 სმ სისქის გრძელ ნაჭრებად. გაადნეთ 50 გ კარაქი, ჩაყარეთ შიგ ვაშლი და გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი, თან მოურიეთ. შემდეგ მოაყარეთ 5 ს.კ. შაქრის პუდრი და მოასხით 1 ცალი ლიმონის წვენი და 1 ს.კ კონიაკი ან რომი. ეს მასა გააცივეთ და შემდეგ დადეთ ცომის ფენებზე. კიდეებზე გადარჩენილი ცომი გადმოკეცეთ და დაადეთ თავსართი.
თავსართი: 150 გ კარაქი დააქუცმაცეთ, შეურიეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი და მეოთხედი ჭიქა შაქარი, + ნახევარი ჩაის კოვზი კარიცა, კარგად გადალესეთ სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.

ძალიან უხდება ცხელი შოკოლადი

იგივე კვერცხით:
3 ჭიქა ფქვილი ჩააღრმავე, შუაგულში მოათავსე 50 გრ კარგად დარბილებული კარაქი, 2 კვერცხის გული, ცოტა ძმარი და მარილი, 1 ჭიქა თბილი წყალი. მოზილე რბილი ცომი და მოათავსე თბილ ჟამზე 20-25 წუთი.
შემდეგ გააბრტყელე მაქსიმალურად და თანაბრად, ფირფიტა უნდა იყოს ძალიან თხელი, თითქმის გამჭვირვალე. შიგთავსი გაანაწილე მთელ ფირფიტაზე, მხოლოდ კიდეებზე დატოვე 2-3 სმ თავისუფალი. ეს კიდეები გადაკეცე და გადაახვიე.
თუ ტკბილ შიგთავსს არ აკეთებ, მაშინ ჯობია გულსართი ერთ კიდეზე მოათავსო სიგრძივად და ისე გადაახვიო.
თუ მარხვას არ იცავ, მაშინ კარგი ხარისხის კარაქით გააკეთე და უკეთესი გამოგივა. ისე მარგარინის შეგიძლია გამოიყენო

* * *
"ოლადები"
© masha

1-2 კვერცხი შაქართან გათქვიფე + მაწონი რამდენიც გაქვს+ ფქვილი.
მთავარია კაგად ურიო რომ გამოგივიდეს ერთგვაროვანი მასა; უნდა იყოს ბლანტი დაახლოებით არაჟნის სისქე. ბოლოს დაუმატებ სოდას ძმარში ან ლიმონის წვენში გახსნილს.
და გამოაცხვე ზეთიან ტაფაზე.

* * *
Pancakes (ვარიანტი 1)
© Breaky

INGREDIENTS:
* 2 cups all-purpose flour, stirred or sifted before measuring
* 2 1/2 teaspoons baking powder
* 1/2 teaspoon salt
* 1 egg, slightly beaten
* 1 1/2 cups milk
* 2 tablespoons melted butter

PREPARATION:
Sift together flour, baking powder, and salt. In a separate bowl, combine egg and milk; add to flour mixture, stirring only until smooth. Blend in melted butter. Cook on a hot, greased griddle, using about 1/4 cup of batter for each pancake.

user posted image

* * *
Pancakes (ვარიანტი 2)
© masha

აი ამერიკული ბლინების რეცეპტი, ოღონდ თარგმნა მეზარება, ისედაც გასაგებია, დაახლოებით ისევე კეთება როგორც ბლინები, ოღონდ ემატება 50 გ უმარილო კარაქი. ჯერ ფქვილი უნდა გაცრა + (ბეკინგ ფაუდერ, არ ვიცი ჩვენთან თუ იყიდება, სოდაც წავა, მარილი, შაქარი) და მერე უნდა შეურიო ეს ცალკე არეულ რძეს, კვერცხს დ დამდნარ კარაქს.
ხვალ დილას გამოვაცხობ და ვნახოთ რა გამოვა.

Ingredients
250g/9oz plain flour
2 tsp baking powder
1 tsp sea salt
3 tbsp sugar
250ml/9fl oz milk
2 eggs, lightly beaten
50g/2oz unsalted butter, melted, plus extra for cooking
For the maple butter syrup
80ml/3fl oz maple syrup
25g/1oz unsalted butter

Method
1. Sift the flour, baking powder, salt and sugar into a bowl.
2. Mix the milk, eggs and the melted butter in a large jug, then add the flour mixture and mix quickly to make a batter - don't worry about any lumps.
3. Heat a cast iron frying pan or flat-surfaced griddle until medium-hot, grease lightly with the extra butter and pour in the batter in batches to make rounds 8-10cm/3-4in in diameter.
4. Cook for 1-2 minutes or until bubbles form on top of the pancakes and the underside is golden, then flip each one over and cook for one minute.
5. Keep the pancakes warm in the oven while you cook the remaining batches.
6. Heat the maple syrup and butter together in a small pan or in the microwave.
7. Stack the pancakes on warmed plates and pour over the buttery syrup.

To make cottage cheese pancakes, make the batter as above then stir in eight tablespoons of cottage cheese and cook as above. Serve with fresh berries, cherry or blackcurrant jam and crème fraîche, sour cream or thick yoghurt.

* * *
ბლინები (ვარიანტი 1)
© Abnormalia

2-3 კვერცხი.
1 ჩაის კოვზი სოდა.
1/2 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა.
1.5 ლიტრი რძე.
3-4 ჭიქა ფქვილი.
2-3 სუფრის კოვზი შაქარი.

გავტეხოთ ათქვიფოთ 2-3 კვერცხი. დავამატოთ სოდა. დავამატოთ ლიმონის მჟავა. აქაფდება. დავამატოტ შაქარი. ვურევთ და ვაყრით ფქვილს და ვასხამთ რძეს და უკვე მიქსერით ვურევთ მანამ სანამ არ მიიღება საშუალო სისქის მასა (ისეთი რომ ტაფაზე დასხმა ადვილი იყოს, ისე რაც უფრო თხელია უფრო ასწორებს). ჰო აუცილებელია ბევრი პატარა ბუშტები ქონდეს.

ნუ მერე ბამბას დავახვევთ რაზეც გვინდა, ვაწობთ ზეთში და კარგად გახურებულ ტაფაზე ვასხავთ ამ მასას და თან ტაფას ვაბრუნებთ ისე რომ სულ დაიფაროს. ცალი მხარის შეწვის მერე თუ დაამუღამებთ ჰაერშიც ამოატრილებთ. შეიძლება ცოტა რძის დამატება მოგიწიოთ რადგან ძირზე სქელდება ხოლმე.

მიირთვით მურაბით, არაჟნით, ხილფაფით, ხიზილალით wink.gif

* * *
ბლინები (ვარიანტი 2)
© ლაბუ

3 კვერცხი, 1 ჩ.კ. შაქარი, ცოტა მარილი, 200 გრ. ფქვილი, 0,5 ლ. რძე, ცოტა ვანილი

იმის მაგივრად რომ ყოველ წუთას ზეთი არ დავასხა ტაფაზე, ბლინების მასაში ვუმატებ 1 ს.კ. ზეთს და აღარ იკრავს
მე მიყვარს არაჟანი+ხაჭო+შაქარი+ვანილის 'ნაჩინკა", შიგთავსი რა

* * *
კექსი
© tu-tuna

ძალიან ადვილი და სწრაფი რეცეპტი
200გრ კარაქი, 1.5 შაქარი - გათქვიფე, დაუმატე 2 კვერცხი, 200გრ არაჯანი + სოდა და ძმარი, ფქვილი დაახლოებით 2 ჭიქა, სქელი არაჟანივით უნდა გამოვიდეს ცომი, დაუმატე ქიშმიში, გატარებული ნიგოზიც უხდება. ტესტედ - გუდ ლაქ.

Posted by: SnowFlakes 9 Dec 2006, 23:51
user posted image
ბანანის ბისკვიტი

3 ან 4 ბანანი
1 ჭ. ნიგოზი
1/3 ჭ. გამდნარი კარაქი
1 ჭ შაქარი
1 ათქვეფილი კვერცხი
1 ჩ/კ ვანილი
1 ჩ/კ სოდა
კოვზის წვერით დაუმატეთ მარილი
1 1/2 ჭ. ფქვილი

პირველ რიგში აურიეთ ბანანი და კარაქი ღრმა თასში ხის კოვზით.ჩაამატეთ შაქარი,კვერცხი,ვანილი და ძალიან ცოტა მარილი და ურიეთ იქამდე სანამ ყველაფერი კარგად არ გაიხსნება. ფქვილი და ნიგოზი ბოლოს ჩაამატეთ და განაგრძეთ მორევა. მასა მოათავსეთ ცოტა მაღალ ფორმაში და გამოაცხეთ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში. ასანთის ღერი ჩაარჭეთ ხოლმე რომ უმი არ გამოდგეს tongue.gif

Posted by: ShadowCat 9 Dec 2006, 23:55
დიეტური პეჩენია
© Deiko
გვჭირდება 2 ჭიქა გერკულესი (გერმანული ან რუსული... ორივე კაია), 1 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი, 1-2 კვერცხი, 4 სუფრის კოვზი თაფლი და თუ ტკბილი გიყვართ ოდნავ შაქარიც დაამატეთ (უშაქროდაც მშვენიერი გამოდის ), დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში ან კურაგა. ფქვილი საჭირო არის მხოლოდ იმისათვის რომ კვერცხთან ერთად შეკრას ეს პეჩენია და არ დაიშალოს, ამიტომ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთს, ჟაროვნაზე კოვზით დადეთ ბურთულები და ოდნავ მიაბრტყელეთ. ეს პეჩენია სასწაული სილამაზით და სიმეტრიულობით არ გამოირჩევა, მაგრამ გემრიელია ხოდა გამოაცხეთ 150-160 გრადუსზე სადღაც 20-30 წუთი. ნიგოზი ძალიან ძალიან უხდება, დანარჩენი სახლში რაც იქნება ის ჩაყარეთ.

* * *
უკვერცხო ნამცხვარი
© tat

2 არაჟანი(პატარა)+300გრ. შაქარი+სოდა ძმრით+3.5 ჭიქა ფქვილი. 3 ნაწილად ვყოფთ 1-ს ვუკეტებთ 2 სუფრის კოვზზ კაკაოს. ვაცხობთ ცივ, ცხიმწასმულ , ფქვილმოყრილ ტაფაზე.

კრემს ვუკეტებ ყველანაირს. განსაკუტრებით უხდება ვაშლის პიურეში ათქვეფილი აფაჟანი და ზედა ფენაზე შოკოლადის მინანქარი.

* * *
სამარხვო ნამცხვარი
© liziko

10 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (აუცილებლად რბილი ჯიშის, ბანანი ან სხვა.)
1 ცალი მარგარინი სამარხვო
1 ჩ/ჭიქა წყალი
1.5 ჩ/ჭიქა შაქარი
1 ჩ/ჭიქა გატარებული ნიგოზი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. დარიჩინი
3-4 ჩ/ჭიქა ფქვილი

ცომი:
გავადნობთ მარგარინს, დაუმატებთ წყალს, 0.5 ჩ/ჭ შაქარს, სოდას და ფქვილს, იმდენს რომ მივიღოთ რბილი ცომი, (დაახლოებით როგორიც ხაჭაპურის). გაყოფთ 40 ნაწილად და თითოეულს გაათხელებთ (ისე როგორც ხინკლის ცომს).

გული:
ვაშლებს გაჭრით 4 ტოლ ნაწილად, გათლით და გულებს ამოაცლით.
ცალკე ჭურჭელში აურევთ დარჩენილ 1 ჩ/ჭიქა შაქარს, ნიგოზს და დარიჩინს.

ცომზე დადებთ 1 კოვზ ნიგვზის და შაქრის ნარევს, და დაადებთ 1/4 ვაშლს, მრგვალი ნაწილი ქვევით (უკვე გათლილს და გამზადებულს) და შეკრავთ (მე ხინკლებივით ვკრავ).
ასე გაამზადებთ დანარჩენებსაც, დადებთ ღუმელის ტაფაზე "ჟარონაზე" მრგვალი ნაწილებით ზევით, ანუ ნაკეცები ქვემოთ. და გამოაცხობთ ჯერ ქვემოდან, შეფერადებამდე, შემდეგ ზემოდან და ქვემოდან ერთად, შევარდისფერებამდე.

გადმოიღეთ და ვისაც გიყვართ მოაყარეთ შაქრის პუდრი.
(ან მეორე ვარიანტი: ზემოთა ნაწილს მოასხით შოკოლადი და დააყარეთ ქოქოსის ფანტელი)

სულ გამოდის 40 ცალი.

* * *
ტირამისუს პეჩენიების ნამცხვარი
© ჩიტუციო

1 ტირამისუს პეჩენია.
1ც. პარმალატის ნაღები (თეთრი-ლურჯით) (500მგ)
5 სუფრის კოვზი არაჟანი
1ც. შავი შოკოლადი (მწარე)
ხსნადი ყავა 3 ჩაის კოვზი.

ტაკს ახლა როგორ ვაკეთებთ:

კრემი: პარმალატის ნაღებს ავურევთ 6 კოვზ შაქარს და ავთქვიფავთ მიქსერით. უნდა ვთქვიფოთ მანამდე სანამ არ მივიღებთ მკვრივ მასას. ამ მასას მერე დავუმატებთ 4 სუფრის კოვზ არაჟანს და ისევ ავთქვიფავთ და შევდებთ მაცივარში ან საყინულეში... საყინულეში 30-40 წუთი ეყოფა დებაო...

ცალკე ჯამში ნელ-თბილ 350-400გრ. წყალში გავხსნით 2-3 სუფრის კოვზ კონიაკს და მოვურევთ...

კიდე ცალკე ჯამში ვხეხავთ შოკოლადს.....

ყველაფერი მზადაა ახლა უნდა ავაწყოთ:

ვიღებთ პოდნოსს და ვუსმევთ პეჩენიების ფორმის შესაბამისად კრემს.... ვიღებთ პეჩენიას და წყალკონიაკში ვავლებთ, ოღონდ მალევე უნდა ამოიღოთ, ძალიან თუ გაუჯდა სითხე დაიშლებასავით, ცოტა ხანი უნდა ჩაყურყუმალავებ... და ესე თვითოეულ პეჩენიის ნაჭერს ჩავდებთ ამ სითხეში და დავდებთ პოდნოსზე... სულ უნდა გამოვიდეს 3 ფენა და 8-8 ცალი პეჩენია უნდა დადოთ თვითოეულ ფენაზე, ზუსტად ეგრე ყოფნის... ფენებს შორის კრემს ვუშვრებით... რო მოვრჩებით ფენებს ზემოდანაც უნდა წავუსვათ კრემი და გვერდებზეც, მერე ავიღებთ გახეხილ შოკოლადს და კაი გემოზე მოვაყრით ზემოდანაც და გვერდებიდანაც... მერე ავიღებთ შევდებთ მაცივარში და იყოს იქ სანამ ჭამა არ მოგვინდება

* * *
Tiramisu
© zviangi

8 large eggs, separated
1 pound mascarpone
4 ounces small almond biscotti
3 cups brewed espresso, cooled
1/3 cup coffee liqueur, such as Kahlua
42 store-bought Ladyfinger biscuits
1 cup heavy cream
Best-quality milk chocolate, for garnish
1 cup plus 1 tablespoon sugar

1. In a large bowl, whisk together yolks and mascarpone until smooth. Add 1 cup sugar; whisk until dissolved. Set aside.
2. Place biscotti in the bowl of a food processor; pulse for coarse crumbs. Fold biscotti into mascarpone mixture; set aside.
3. In the bowl of an electric mixer fitted with the whisk attachment, add egg whites; beat until soft peaks form. Fold egg whites into mascarpone mixture; set aside.
4. Combine espresso and liqueur in a medium bowl; pour half the mixture into a pie plate. Quickly dip half the ladyfingers individually into the pie plate, and place in the bottom of a 13-by-9-inch glass baking dish; fit snugly to line. Evenly spread half the mascarpone mixture over ladyfingers; repeat layers.
5. In a large bowl, whisk together heavy cream and remaining 1 tablespoon sugar until soft peaks form. Spread whipped cream evenly over tiramisu; garnish with grated chocolate. Chill at least 2 hours and preferably overnight before serving.

Note:პარმალატის ნაღები როგორც მივხვდი არის გასათქვეფი კრემი, ხოდა ყველის კრემსაც თუ იშოვით სხვა მეტი არაფერია ისეტი უშოვარი. მერწმუნეთ ეს არის the best, ერთხელ თუ გასინჯავთ ვეღარ შეელევით. (მე ამაზე ვზივარ მაგალითად)

პ.ს. თუ რამე კითხვა გაქვთ არ მოგერიდოთ
* * *
cheese cake
© tukula

3 ჭიქა ფქვილი ჩააღრმავეთ, შუაგულში ჩაასხით ნახევარი ჭიქა რძე და მეთხედი ჭიქა გამდნარი კარაქი ან მარგარინი, ასევე დაუმატეთ 3 ს.კ შაქარი. მოზილეთ ძალიან რბილი ცომი, თუ საჭიროა ფქვილი დაუმატეთ. შემდეგ გააბრტყელეთ 30 სმ- დიამეტრით და მოათავსეთ ისეთი ზომის ფორმაში რომ ცომით ამოიფინოს ამ ფორმის გვერდებიც. ზემოდან მოათვსეთ გულსართი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 პაკეტი cream cheese (დაახლოებით 300 გრ) გათქვიფეთ კარგად 2 კვერცხთან, ნახევარ ჭიქა შაქართან და ნახევარ ჩაის კოვზ ვანილინთან ერთად. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წთ. სანამ ცომის კიდეები შეყავისფერდება. გააცივეთ 10 წთ და მიირტვით თბილი.

თუ cream cheese ვერ შეიძინეთ, მაშინ სახლის პირობებში შეიძლება მისი დამზადება შემდეგნაირად: ახალ ამოღებული ყველი უნდა დაიწუროს 12-15 საათის განმავლობაში, შემდეგ გათქვიფეთ მიქსერით სანამ ერთიან მასას მიიღებთ და შედგით მაცივარში 8-10 საათის განმავლობაში. კარგად უნდა გაცივდეს მაგრამ არ უნდა გაიყინოს. გამოყენების წინ ისევ გათქვიფეთ.

* * *
სამახვო პეჩენია
© BEKO

2 ჭიქა ჰარკულესი. უმჯობესია გემანული. 250 გრამი სამარხვო მარგარინი, (მე დაჩას ვხმარობ), 100 გრ.წყალი, სოდა, ძმარი, ვანილი, ქიშმიში, დაჭრილი ნიგოზი. ფქვილი იმდენი რომ ნაზი ცომი გამოვიდეს. სველი ხელით ვაძლევთ მრგვალ ფორმას და ვაცხობთ ჰაერღუმელში.
* * *
კრუასანი ყველით:
© WOMAN IN LOVE

ცომი : 500 გრ ფქვილი,250 მლ.მუქი ლუდი,10 გრ საფუარი,1 კვერცხი,1 ჩ.კ. შაქარი,ცოტა მარილი(ეს შეუცვლელი ფრაზა - მარილი გემოვნებით),70 გრ კარაქი, 50 გრ წყალი. ეხლა როგორ იზილება ცომი: საპუარს დაასხით თბილი წყალი,დაამატეთ შაქარი ,15 წუთში დაამატეთ ლუდი და კვვერცხი, 10 წუთში ეს მასა დაასხით ფქვილს და მოზილეთ.შეგიძლიათ ცოტა ზეთიც შეურიოთ.40 წუთში აფუვდება და მზადაა. შიგთავსი: 300 გრ ყველი გახეხეთ, +50 გრ. გამდნარი კარაქი. ცომის გუნდებს გავაბრტყელებთ.დავადებთ ყველიან მასას, გადავახვევთ და მივცემთ კრუასანის ნახევარმთვარისებურ ფორმას.ცხვება ჰაერღუმელში, ცხიმწასმულ ''ჟარონაზე'' 180 გრადუსზე 25-30 წთ.როცა გამოცხვება, თუ გინდათ, რომ ძაან ხრაშუნა არ იყოს,დანამული ტილო გადააფარეთ.


Posted by: ShadowCat 10 Dec 2006, 13:52
Suisse Mocha Tiramisu
© pudelblack

Prep Time: 15 min
Total Time: 3 hr 15 min
Serves: 12 servings, 1/2 cup each

Ingredients:
1/4 cup GENERAL FOODS INTERNATIONAL Sugar Free Suisse Mocha, divided
2 Tbsp. hot water
1/2 pkg. (3 oz.) ladyfingers, split
3 cups cold fat free milk, divided
1 container (8 oz.) PHILADELPHIA Fat Free Cream Cheese
2 pkg. (4-serving size each) JELL-O Vanilla Flavor Fat Free Sugar Free Instant Reduced Calorie Pudding & Pie Filling
1 cup thawed COOL WHIP LITE Whipped Topping


Preparation:
Dissolve 1 Tbsp. of the flavored instant coffee in hot water in small bowl; sprinkle over ladyfingers. Line bottom and side of shallow 1-1/2-quart serving bowl with ladyfingers.

Place 1/2 cup of the milk, cream cheese and remaining undissolved flavored instant coffee in blender container; cover. Blend on medium speed until smooth. Add dry pudding mixes and remaining 2-1/2 cups milk; cover. Blend on medium speed until well blended. Carefully pour into lined bowl; top with whipped topping.

Refrigerate at least 3 hours or until set.

* * *
ტირამისუს პეჩენიის რეცეპტი.
© pudelblack

მოკლედ :
310 გრამი ჯვერცხის გული
207 გრ კვერცხის ცილა
207 გრ შაქარი
103 გრ კართოფილის ფქვილი
172 გრ ფქვილი

კვერცხის გული და შაქარის ნახევარი ავთქვიფოთ ფქვილები გავცრათ და თAნ ავურიოთ .
კოვზით კáლკა ქახალდზე ზომაზე დავდოთ და ცხელ გაზ ქურაში (მახალ საფეხურზე) გამოვაცხოთ
გამოცხობამდე შაქარი დავაყაროთ თავზე
გვეშველა ყველას

* * *
მექსიკური საქორწინო ორცხობილა
© cool_girl

ინგრედიენტები:
200-250 გრამი კარაქი (მარილიანი ოღონდ)
შაქარი (ჩვეულებრივიც და კრისტალურიც მოსაყრელად)
ვანილი
1 ჭიქა თეთრი ნიგოზი
1 ჭიქა თეთრი ფქვილი (პურის არა ოღონდ)

გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუსზე
ავიღოთ კარაქი და მიქსერით დავარბილოთ, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და ავთქვიფოთ სანამ კრემივით არ გახდება. დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ვანილი.
ცალკე ავიღოთ 1 ჭიქა ნიგოზი და დავღერღოთ.
ავიღოთ 1 ჭიქა თეთრი ფქვილი. შემდეგეს ნიგოზი, ფქვილი და კარაქის ნარევი ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ. ცომი პატარა ბურთულებად დავყოთ. ბურთები დავდოთ ფქვილმოყრილ კალკიან "ჟარუნაზე" და შევდოთ ღუმელში. დაახლოებით 30 წუთი. ორცხობილა უნდა იყოს ოქროსფერ-ყავისფერი.
როცა გამოიღებთ, სანამ ცხელია გააგორ-გამოაგორეთ დაფხვნილ შაქარში, მერე გავაცივოთ.
მოარიდეთ ჰაერზე დიდხანს ყოფნას (ისე მოგეწონებათ ეგრევე გაათავებთ) და ერთმანეთთან მიწებებას

* * *
დესერტები © WOMAN IN LOVE :
ხაჭოს ნამცხვარი ალუბლით

გამდნარ 120 გრ. კარაქს+100 გრ. შაქარი+ვანილი+3 კვ.გული+65 მლ. რძე. აურიეთ კარგად და ნელ-ნელა შეაზილეთ 200 გრ. ფქვილი და 1 ჩ.კ. საფუარი.
გაყავით ცომი 2 ნაწილად და ცალ-ცალკე გამოაცხვეთ მრგვალ ყალიბში. ჰო, მართლა, ცხვება წინასწარ გაცხელებულ ჰაერღუმელში (180 გრადუსზე).
ათქვიფეთ 3 კვ.ცილა, ნელ-ნელა შეურიეთ 150 გრ.შაქარი, 500 გრ. ხაჭო, 50 გრ. დამბალი ჟელატინი და 2 სადილის კოვზი ალუბლის მურაბის წვენი(ან ცოცხალი ალუბლის, როგორც ინებებთ, შეიძლება მარწყვისაც).ერთ ფენას რომ წაუსვამთ, შედეთ მაცივარში 10-20 წთ. შემდეგ მეორე ფენასაც წაუსვამთ, მორთავთ ალუბლებით და გააციებთ.

მარტივი პეჩენია
1 შეკვრა კარაქი
1 ჭ. შაქარი
1 ც. კვერცხი
1 ჩ.კ. სოდა ძმრით
ვანილი, მარილი (რა თქმა უნდა, ცოტა)
ფქვილი რამდენსაც შეიზელს, დაახლოებით 400გრ-500 გრ, ნახავთ, მოკლედ.
თუ ცოტაოდენ გახეხილ ლიმნის ქერქს ჩაუმატებთ, უფრო არომატული გამოვა.
ცომი უნდა იყოს ნაზი, გააკეთებთ პატარა ბურთულებს და გამოაცხობთ.

* * *
Круассаны классические
© DODI

Вам потребуются: мука пшеничная - 230г; свежие дрожжи - 15г; соль - 1/2 ч.л.; сахар - 1 ст.л.; сливочное масло - 110г; молоко - 3 ст.л.; дополнительно: мука - 3-4 ст.л.

Просеять муку в большую миску, собрать ее холмиком, в центре сделать углубление. В другой посуде раскрошить дрожжи и развести их 2-3 ст.л. теплой воды. Вылит дрожжевой раствор в ямку в муке, перемешать примерно с четвертью муки, скатать и нее шарик.

Шарик надрезать крест-накрест, переложить в большую миску и залить теплой водой. остальную муку перемешать с солью, сахаром, половиной сливочного масла, молоком и вымесить однородное упругое тесто. Продолжать вымешивать тесто на присыпанной мукой доске, пока оно не станет гладким и эластичным.

Когда шар из теста поднимется из воды и увеличится в 2 раза, выловить его, обсушить и тщательно перемешать с остальным тестом. Вымешивать тесто до однородности, затем переложить посыпанную мукой кастрюлю, закрыть крышкой и поставить на ночь для расстойки в прохладное место.

Раскатать тесто в прямоугольник. Мысленно разделить прямоугольник на 3 равные части (по высоте). Центральную часть прямоугольника смазать тонким слоем сливочного масла.

Правой третью накрыть часть прямоугольника с маслом, левой третью накрыть правую треть. Сложенное тесто повернуть на 90 градусов, раскатать со стороны открытых краев. Еще раз сложить втрое, повернуть и раскатать. Убрать на расстойку в холодильник примерно на 15 минут. Повторить еще 3 раза.

Раскатать тесто толщиной 3 мм, разрезать вдоль на 3 равные полоски, каждую полоску разрезать на треугольники.

Треугольники, начиная с широкого конца скатать в рогалик, свернуть в форме подковки, разложить на припудренной мукой противне и выпекать при 220С примерно 5 минут, после снизить нагрев до 200С и печь еще примерно 15 минут (или до готовности). Готовые круассаны должны увеличиться в размере и стать золотистого цвета.

user posted image \

* * *
შაქარლამა
© auau

ნახევარლიტრიანი ქილით შაქრის პუდრი ჩავყაროთ ჯამში. იმავე ქილით იმდენივე გადამდნარი ერბო
ან სამარხვო ერბო (უმჯობესია ტექსუნი და ისიც თბილ მდგომარეობაში, დამდნარი),ესიც მოვათავსოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ვანილი,მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. რაც მეტ ფქვილს შეაზელ, მით ფხვიერი
იქნება, ოღონდ კარგად მოზილეთ, რომ ღარები არ გაუჩნდეს ცომს. მერე გააკეთეთ სოსისივით ფორმის ცომის
"ძეხვები" და დაჭერით იმხელა ზომაზე, რაც გინდათ რომ იყოს თითო "პეჩენია "(რა ვქნა, ეს სიტყვა ყველაზე მისახვედრია).დაახლოებით პინგ-პონგის ბურთის ტოლი ბურთები გააკეთე, შუაზე გაჭერი და ბრტყელი მხრიდან დააწყვე ტაფაზე .საშუალო ცეცხლზე გამოაცხვე.ერთხელ რომ გააკეთებ ნიუანსებს მერე დაამუღამებ.

* * *
საახალწლო ტორტი
© sharla IX

9 კვერცხი, 220 გრ შაქრის პუდრი, 200 გრ გახეხილი ნიგოზი, 40 გრ უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 7-10 გრ სოდა, ვანილი - გემოვნებით.
გულსართი: 150 გრ შაქრის პუდრი, 150 გრ კარაქი, 80 გრ გახეხილი ნიგოზი, რომი - გემოვნებით.
რომიანი პომადა: 260 გრ შაქრის პუდრი, 2 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, 2 სუფრის კოვზი რომი, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი.
კვერცხის გული კარგად შევზილოთ შაქრის პუდრთან და ვანილთან ერთად. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ შესქელებამდე, დავამატოთ ნიგოზი, ფქვილი, სოდა, შემდეგ ოდნავ გადავურიოთ კვერცხისგულიან მასას. მზა ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ტორტის ფორმაში და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე.
გამოცხობილი და გაცივებული ტორტი გავჭრათ ორი თანაბარი სისქის ფენად, რომლებსაც წავუსვათ გულსართი და შევაერთოთ. ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ რომიანი პომადა და მოვრთოთ საკუთარი გემოვნებით.
გულსართი: შაქრის პუდრი შევაზილოთ კარაქთან, დავამატოთ რომი, ნიგოზი, კარგად გადავურიოთ.
რომიანი პომადა: შაქრის პუდრს დავასხათ მდუღარე წყალი, დავამატოთ რომი, ზეთი, კარგად გადავურიოთ შესქელებამდე.

* * *
რეცეპტი auau-ს შვილის შემოქმედებიდან
© auau

250გ კარგი მარგარინი ან კარაქი + 2 ჩაის ჭიქა შაქარი + ცოტა მარილი, ვანილი, ლიმონის ცედრა ან 6 ცალი
მოხალული და დაფქვილი ნუში (მწარე უკეთესია) +5 კვერცხი + 0.5 ლ მაწონი + 3 ან 3.5 ჭიქა კარგი ფქვილი.ამ თანამიმდევრობით თქვიფე მიქსერით . ცომი არის ტორტის ბისკვიტზე სქელი და კექსისაზე თხელი. გამოაცხე
ქაღალდჩაფენილ გვერდებიან ფორმაში.ცხვება საშუალოზე ცოტა დაბალ ცეცხლზე. შეგიძლია ზემოდან ქადის გული მოაყარო ან ცომში ქიშმიში აურიო

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 14:08
© sharla IX

ხილის ტორტი
საჭიროა: 1 ქილა მაიონეზი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 3 ცალი კვერცხი, 100 გრამი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი კარაქი, 0,5 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, ხილი.

ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა შაქართან ერთად. დავამატოთ მაიონეზი, არაჟანი, სოდა, ფქვილი და აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. მიღებული ცომი გადავიტანოთ ცხიმმოსმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, შემდეგ შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, გამოვიღოთ, შევაგრილოთ და გადავუსვათ რაიმე ჯემი და ზემოდან მოვაწყვოთ ხილი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი. მოღებული ბეზე გადავუსვათ ტორტს და შევდოთ ცივ ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე. როდესაც ბეზე კარგად შეშრება და დაიბრაწება მაშინ უკვე ტორტი მზად არის!!!


ტორტი ''კლეოპატრა''
4 ჭიქა ფქვილი, 1/2 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 100გრ ნაღების კარაქი, 2 ცალი კვერცხი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა, მარილი და ვანილი გემოვნებით. მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი დავფინოთ ქაღალდზე და გავასწოროთ. მასზე დავდოთ ფარში (გახეხილი ვაშლი შაქრით, ან დაკეპილი ქიშმიში მანქანაში გატარებულ შავ ქლიავთან ერთად), შემდეგ დავადოთ ცომის გაბრტყელებული და გასწორებული მეორე ნაჭერი და გამოვაცხოთ ფურნაკში 35-40 წუთი.
მზა ტორტს მოვასხათ ზევიდან ათქვეფილი ცილა შაქრით (2 კვერცხის ცილა და 3 სუფრის კოვზი შაქარი) და შევდოთ ფურნიკში კიდევ 15-20 წთ. ცილას შეიძლება შევურიოთ დაჭრილი ნიგოზიც.

''შოკოლადის'' ტორტი
შევურიოთ 150გრ ნაღების კარაქი 6 კვერცხის გულს. ნელ-ნელა დავუმატოთ 150გრ შაქარი და ვურიოთ 20-25 წთ. ნარევს დავუმატოთ გახეხილი შოკოლადი, 6 კვერცხის ათქვეფილი ცილა და 40გრ ფქვილი. გამოვაცხოთ, გაცივების შემდეგ გავჭრათ ორ ფენად და წავუსვათ ათქვეფილი ნაღები ან შოკოლადის კრემი. ზევიდან და გვერდებზე წავუსვათ შოკოლადის მინანქარი ან ათქვეფილი ნაღები.
შოკოლადის კრემი: ორთქლზე მოვხარშოთ სქელი კრემი 4 კვერცხის გულისა და 150გრ შაქრისგან. გახეხილი შოკოლადი შევურიოთ 100გრ ნაღების კარაქს, შემდეგ შევურიოთ ადრე მომზადებულ კრემს.

ფახლავა
სატენის მოსამზადებლად ავთქვიფოთ 4 კვერცხის ცილა, 2 ჭიქა შაქრის ფხვნილი და 200გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ცალკე შევურიოთ ერთმანეთში 300გრ არაჟანი, 300გრ ნაღების კარაქი ან მარგარინი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა და 4 ჭიქა ფქვილი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად. გავათხელოთ სამივე ნაწილი, მათგან ყველაზე დიდი ჩავაფინოთ ტაფაზე და წავუსვათ სატენი. შემდეგ დავაფინოთ მეორე ფენა, წავუსვათ სატენი, დავაფინოთ მესამე ფენა, წავუსვათ სატენი და ქვედა ფენის ნაპირები ამოვკეცოთ ზევით.

ტორტი ''გენერალი''
4 კვერცხი, 2 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 200გრ მარგარინი, 1 ჭიქა არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 2 ჭიქა ფქვილი ავურიოთ. მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად. პირველს დავუმატოთ 1 ჭიქა ქიშმიში, მეორეს -2სუფრის კოვზი კაკაო, მესამეს -1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი და სამივე გამოვაცხოთ.
კრემი: შევურიოთ 2 ჭიქა შაქარი, 1 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, ნახევარი ჭიქა რძე, ნარევი ჩავასხათ 2 ჭიქა მდუღარე რძეში და ნელ-ნელა ვურიოთ, ვიდრე მასა არ შესქელდება. გაციების შემდეგ დავუმატოთ 200-250გრ ნაღების კარაქი.

ტორტი ''იტალია''
შევურიოთ 200გრ ნაღების კარაქი, 200გრ შაქრის ფხვნილი, 10გრ სოდა, 10გრ სუფრის მარილი, 100გრ ქიშმიში, 100გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 300-350გრ რძე. მასა ჩავასხათ 300გრ ფქვილში და მოვზილოთ ცომი. ცხიმწასმულ კექსის ფორმას მოვაყაროთ ფქვილი და მოვათავსოთ ცომი. ვაცხოთ 40-45 წთ. გამომცხვარ ტორტს მოვაყაროთ შაქრის ფქვილი.

ტორტი ''ვენეცია''
125გრ ნაღების კარაქი შევზილოთ 125გრ შაქრის ფხვნილთან. ნელ-ნელა დავუმატოთ 125გრ გახეხილი შოკოლადი, შემდეგ 6 კვერცხის გული. როდესაც ამას ყველაფერს კარგად ავურევთ, დავუმატოთ 6 კვერცხის ათქვეფილი ცილა, შემდეგ 125გრ ფქვილი. მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და შევდგათ ნელ ცეცხლზე.
ნამცხვარი გასაცივებლად დავდოთ საცერზე და ირგვლივ წავუსვათ გარგარის მურაბა, ხოლო ზემოდან შოკოლადის მინანქრით დავფაროთ.

ტორტი ''ლიმონის''
12 კვერცხის გული შევურიოთ 250გრ შაქრის ფხვნილს. მასას დავუმატოთ 2 ლიმონის გახეხილი ცედრა და წვენი, ვურიოთ 5-10 წუთი. შემდეგ დავუმატოთ 12 კვერცხის ათქვეფილი ცილა და 170გრ კარტოფილის ფქვილი. გამოვაცხოთ, გაციებული ბისკვიტი გავჭრათ ორ ფენად, რომლებიც შევაერთოდ კრემით. ზემოდან დავფაროთ შოკოლადის მინანქრით (გლაზური).
კრემი: 200გრ ნაღების კარაქი, 1 ქილა შესქელებული რძე.

ტორტი ''ფიფქია''
1,5 ჭიქა ფქვილი, 100გრ გამდნარი ნაღების კარაქი, 2/3 ჭიქა არაჟანი, 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1/2 ჭიქა ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, ძმარში გახსნილი 1/2 ჩაის კოვზი სოდა შევურიოთ ერთმანეთში. ცომი გავყოთ 3 ნაწილად. გამოვაცხოთ ცალ-ცალკე.
კრემი: 1 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა შაქრის პუდრი, 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი კარგად გადავურიოთ.

პეჩენია-მაკოცე
4 კვერცხის გული
1ჭიქა შაქარი
300 გრამი კარაქი
1ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
1ჩ.ჭ. სოდა ძმრით
2ს.კ. არაჟანი
ვანილი, მარილი
3ჭიქა ფქვილი

ავთქვიფოთ შაქარი კარაქთან ერთად. სათითაოდ ჩავასხათ კვერცხის გული, დავუმატოთ დაჭრილი ნიგოზი და არაჟანი, მარილი, ვანილი, სოდა ძმრით.როცა გამოცხვება ზემოდან უნდა დავნამოთ ღოღნაშოს მურაბით და დავაყაროთ ქიშმიში. ამის შემდეგ დავასხათ ათქვეფილი ცილა.

ნამცხვარი ''ერთგული მეგობარი''
გავთქვიფოთ 2 კვერცხი 140გრ შაქრის ფხვნილთან ერთად გათეთრებამდე, დავუმატოთ 140გრ ნიგოზი (დაჭრილი ან გატარებული), გახეხილი ცედრა და 140გრ ფქვილი. კარგად ავურიოთ და გავაბრტყელოთ 2-3მმ სისქის ფენად. შემდეგ დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე და გამოვაცხოთ ნელცეცხლზე ცხელი ნამცხვარი დავჭრათ თითის სისქის წვრილ ნაჭრებად (ჩხირებად).

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 15:59
მინანქარი (ვარიანტი 1)
© ლაბუ

I ვარიანტი:
1 ჭ. შაქარი (200 გრ.), 2 -3 ს.კ. კაკაო, 6 ს.კ. რძე, 50 გრ. კარაქი, ვადუღოთ 5 წთ. და ვურიოთ;

II ვარიანტი:
6 ს.კ. რძე, 1 ჭ. შააქარი, 50 გრ. კარაქი, 6 ჩ.კ. კაკაო, 1 ს.კ. ფქვილი, ვანილი - ეს მეორე უფრო მომწონს

* * *
მინანქარი (ვარიანტი 2)
© Breaky

მე ასეთ მინანქარს ვუკეთებ კექსს და მისთანებს:
ვადნობ ერთ ფილა შოკოლადს დაახლოებით 3 ჩ/კ წყალთან
ან კიდევ უფრო უკეთესი, რძესთან ერთად. რომ წამოდუღდება, თუ ზედმეტად თხელი მომივიდა, ცოტას ვადუღებ,
რომ შესქელდეს. თუ არადა, მზადაა უკვე. ოღონდ ეგერევე უნდა წაუსვა ნამცხვარს, თორემ რომ გაგრილდება, მერე
ჩასქელდება. ძალიან ნაზი და რბილი მინანაქარია.
ერთხელ კიდევ თეთრი შოკოლადის მინანქარი გავაკეთე ზუსტად ეგეთი წესით.

* * *
თეთრი მინანქარი
© auau

თეთრი მინანქარი შეგიძლია გააკეთო ჩვეულებრივ შაქრის პომადისაგან.ანუ ხარშავ ძალიან სქელ სიროპს, აწვეთებ ლიმონს, რომ არ დაკრისტალდეს, კარგად რომ იდუღებს, ცოტა შეაგრილე და მიქსერით გათქვიფე. გამჭვირვალე მასა გაცივდება თუ არა,
თეთრდება. სხვათა შორის ეს პომადა შეგიძლია შეინახო ფოლგაში. როცა დაგჭირდება, ჩადე პატარა ქვაბში, დაჰკარ სულ ცოტა წყალი, რომ ადუღდება, მოასხი ნამცხვარს.

არის მეორე ვარიანტი - ჩვეულებრივ კაკაოს მინანქარს არ გაუკეთო კაკაო, სამაგიეროდ მის ხარჯზე დაამატე 1-2 კოვზი შაქარი და იქნება რძის მინანქარი.

* * *
ნამცხარი "ამერიკელი"
(საკმაოდ მარტივი)
© Lost

მასალა ცომისთვის:
100გ დარბილებული კარაქი
100გ შაქარი
2 კვერცხი
1 ჩ/კ სახამებელი
1 ჩ/კ რძის ფხვნილი
300გ ფქვილი
2 ჩ/კ ცომის საფხვიერებელი/ სოდა
6 ს/კ რძე

მასალა მინანქრისთვის:
200გ შაქრის პუდრა
1 ჩ/კ კაკაო

მოკლედ კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კვერცხი, სახამებელი და რძის ფხვნილი. ფქვილი და სოდა აურიეთ ერთმანეთში. ათქვეფილ მასას მონაცვლეობით შეურიეთ სოდიანი ფქვილი და 4 ს/კ რძე.
გააცხელეთ ღუმელი. ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და დასვით 12 გუნდა. აცხვეთ 200 გრადუსზე 10 წუთი. ზემოდან წაუსვით დარჩენილი რძე და აცხვეთ კიდევ 5 წთ.
გამოიღეთ და გააცივეთ. 100გ შაქრის პუდრა გახსენით 1-2 ს/კ ცხელ წყალში. დარჩენილი შაქრის პუდრა აურიეთ კაკოში და გახსენით 1-2 ს/კ ცხელ წყალში. ნამცხვრის ძირის ერთ ნახევარს წაუსვით ღია ფერის, მეორე ნახევარს კი მუქი ფერის მინანქარი.

გუშინ გამოვაცხვე და საკმაოდ გემრიელია

user posted image

Posted by: Princess 12 Dec 2006, 10:06
მოხარშული სგუშონით კრემი როგორ გავაკეთო დამიწერეთ რაა smile.gif და კიდევ არაჟნით რომ კეთდება ისეთი კრემი მინდა smile.gif

Posted by: miau 12 Dec 2006, 13:01
სამარხვო შაქარლამა

1/2 ლიტრიანი ქილა შაქრის პურდა

ამავე ქილით სამარხვო ერბო

ფქვილი რამდენსაც შეიზელს

ვადნობთ აღნიშნული რაოდენობის ერბოს და ვასხამთ შაქრის პუდრას, ვანილს, ან ნუშის ზეთს, ვაზელთ მაქსიმალური რაოდენობის ფქვილს, ანუ რამდენსაც შეიზელს, რაც მეტს შეიზელს, მით უფრო ფხვიერი გამოდის, შეგვიძლია ცომში ჩავუმატოთ მთელ-მთელი ნიგვზები ან ნუში, ვაკეთებთ პატარა ბურთებს და ნელ ცეცხლზე ვაცხობთ. მუქ კრემისფერს რომ დაიდებს, მზადაა.

(ჩემი აზრით არასამარხვოს გაცილებით ჯობია).

Posted by: ShadowCat 12 Dec 2006, 15:13
Princess
QUOTE
მოხარშული სგუშონით კრემი

მე როგორც ვიცი, კარგად უნდა ათქვიფო კარაქი უშაქროდ და უყველაფროდ.
შემდეგ შეურიო მოხარშული სგუშონი. და ეგაა!
სურვილის შემთხვევაში უკეთებ ვანილს.. ზოგი, ვიცი, ლიმონმჟავასაც კი უშვრება - ნუ, გააჩნია, ვის როგორ მოსწონს..

პროპორციები - 1 ქილა სგუშონზე 200 გრ. კარაქი.

Posted by: miau 12 Dec 2006, 19:26
QUOTE
პროპორციები - 1 ქილა სგუშონზე 200 გრ. კარაქი.



200 ცოტაა, 250-300 გრამი

Posted by: Princess 13 Dec 2006, 13:32
ShadowCat
miau
მადლობთ smile.gif
არაჟნით რომ აკეთებენ კრემს ეგეთი ხომ არ იცითsmile.gif

შოკოლადის არ მინდა, შეიძლება სახელს არ ვწერ სწორად smile.gif კრემის ნაცვლად რომ უკეთებენ ტორტების, ზოგი ხილსაც ურევს და ლამაზი და გემრიელია, თითქოს ბეზეაო მაგრამ ბეზეც არ არის smile.gif

Posted by: მ.დ.უ 13 Dec 2006, 14:21
კარგი პონჩიკები სად იყიდება, ხომ არ იცით? smile.gif
user posted image

Posted by: Breaky 13 Dec 2006, 16:42
ლუდზე მისაყოლებელი ნამცხვარი
© WOMAN IN LOVE

200 გრ. კარაქი ათქვიფეთ კრემივით+1ჭ. ლუდი+2ჭ. ფქვილი+ცოპტა მარილი.კარგად მოზილეთ,გადააფარეთ ტილო და 20 წთ. გააჩერეთ.მერე გააბრტყელეთ თხელ ფენად, ჩანგლით დაჩხვლიტეთ, გადაუსვით კვერცხი, მოაყარეთ ხაშხაში(თუ იშოვით ამათ ხელში),და კვლიავი,იგივე ბაზილიკო,იგივე მწვანე რეჰანი.დაჭერით ფიგურული დანით და გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ჰაერღუმელში.თქვენ თუ არ გიყვართ ლუდი, მაშინ ქმარს მაინც გაუსწორდება,თანაც სეზონი მოდის...

Posted by: ShadowCat 13 Dec 2006, 18:24
mxolod_debilebs_ukvardebat
QUOTE
კარგი პონჩიკები სად იყიდება, ხომ არ იცით?

სოლოლაკში, კიროვის ქუჩის ბოლოს (ქიქოძის დასაწყისში ფაქტიურად) პაააააწუკა მაღაზია-კაფეა,
"ლუი" ქვია.. არ ვიცი, პონჩიკებს რამდენად ყიდიან (არასოდეს დავინტერესებულვარ), მაგრამ ბევრი ტკბილეულ-გემრიელობები აქვთ.. ხაჭაპურებიც, ლობიანებიც, ტორტებიც. ნამცხვრებიც და ა.შ.
რაც მანდ გავსინჯე, ყველაფერი უგემრიელესია.
თუ მაქეთ მოხვდები, მოიკითხე შენი პონჩიკები, ეგებ ქონდეთ wink.gif

Princess
ჰოო... მე ეგ არ ვიცი.. ეგებ ვინმემ იცოდეს smile.gif

Posted by: kuna 13 Dec 2006, 18:50
QUOTE
ლუდზე მისაყოლებელი ნამცხვარი

არაჩვეულებრივია!
ეს ერთერთია რაც ამ თემამ მასწავლა.

Posted by: miau 14 Dec 2006, 11:32
mxolod_debilebs_ukvardebat
QUOTE
კარგი პონჩიკები სად იყიდება, ხომ არ იცით?




ჩემს ბავშვობაში ფრანციაში იყო ძალიან კარგი პონჩიკი, ახლა პონჩიკს მხოლოდ სახლში გამომცხვარს ვჭამ, არსად არ მომწონს სადაც არ მივირთვი. თუ გინდა დედაჩემის რეცეპტს დაგიდებ, დამიჯერე, ქუჩაში ასეთს ვერსად შეჭამ. smile.gif
* * *
Princess

ვიცი არაჟნნის კრემი.

ერთი ვარიანტია, რომ ძალიან სქელი (თითქმის რომ იჭრება) არაჟანი და შაქრის პუდრა და ვანილი დიდი ხანი უნდა თქვიფო, მერე შედგა მაცივარში და გააციო. - ეს ცოტა ძნელია, ასეთი არაჟანი არსად მეგულება.
მეორე ვიცი შესქელებული რძით ("სგუშჩონკა"). 1 ქილა შესქელებული რძე უნდა შევათქვიფოთ 200 გრამ მარგარინს და მერე შევათქვიფოთ 1 პატარა ქილა არაჟანი და დიდხანს ვთქვიფოთ, შემდეგ შევდგათ მაცივარში და გავაციოთ.

ჰო, ვანილი დამავიწყდა, ვანილიც უნდა.

კექსი

250 გ კარაქი + 1 ს/კ ერბო ან კარგად გადამდნარი ღორის ქონი +1 ჭიქა შაქარი + 6 კვერცხის გული + 3/4 ჭიქა შაქართან გათქვეფილი 6 ცილა + 3 ს/კ რძეში გახსნილი 3 ს/კ სავსე არაჟანი + 1 ჭიქა კონიაკში დამბალი ქიშმიში + 1 ს/კ კონიაკი + 1 ლიმონის ცედრა + ვანილი + 2.5-3 ჭიქა ფქვილში გახსნილი 1 ჩ/კ სოდა.

ცხიმწასმულ და საფანელმოყრილ ფორმაში ჩავდოთ და ნელ ცეცხლზე გამოვაცფოთ.

Posted by: Husky 14 Dec 2006, 12:34
SnowFlakes
QUOTE
ბანანის ბისკვიტი

up.gif

გუშინა გავაკეთე, ნახევარ საათში მუსრი გაავლეს. სპასიბო.

Posted by: SnowFlakes 14 Dec 2006, 12:40
Husky

მასეთს ვაკეთებ ხოლმე მოხარშული გოგრისგანაც. ბანანის მაგივრად გოგრას ვუშვები და დანარჩენი იგივეა. ეგეც გემრიელი გამოდის : ) შეგიძლია მერე ცადო. გოგრა უნდა იყოს დაახლოებით 2 ჩ/ჭ . დაამატე მერე მუსკატი და ილი (პასკას უკეთებენ ხოლმე) ვო up.gif

Posted by: auau 17 Dec 2006, 00:52
აჭარული შაქარლამის ერთერთი ვარიანტი:
1კგ ბრინჯი დაფქვით და გაცერით. (ადვილად იფქვება კომბაინში და ყავის ელექტრო საფქვავში) + 800გ შაქრის პუდრა +
400 - 500გ კარაქი+ ვანილი. ეს ყველაფერი დაზილეთ ხის კოვზით, მერე ხელში დააგუნდავეთ პატარა ბურთები, შეგიძლია ამოავლო ქოქოსში და დადე ცივ ადგილას. გამოცხობა არ უნდა. რეცეპტურა იტანს ცვლილებებს შაქარსა და კარაქში.

Posted by: asiko 17 Dec 2006, 01:07
auau
შაქარლამა ბრინჯით კეთდება? ვაა, რას არ გაიგებ.

Posted by: BadbadGirl 17 Dec 2006, 01:34
ნაზუქის რექის რეცეპტი მითხარით რა ვინმემ, ძAლიან მინდა და მენატრება, იმდენად რომ მზად ვარ გავაკეთო დღესვე. smile.gif


Posted by: miau 17 Dec 2006, 12:35
Pfefferkuchen
(გერმანული საშობაო ნამცხვარი)

500 გ. თაფლი
500 გ. შაქარი
100 გ. კარაქი
2 ს/კ ღორის ქონი
1 ჩ/კ დარიჩინი
1 ჩ/კ კარდამონი
1 ჩ/კ მიხაკი
1/2 ს/კ ბაჰარი (ე.წ. душистый перец)
120 გ. კაკაო
10 გ. პოტაში (ასაფუებელი ნივთიერებაა სოდისდამაგვარი ქიმრეაქტივებში იქნება) ან 1 ჩ/კ სოდა
1 კვერცხი
625 გ. ფქვილი
მარილი
250 გ. წყალი
100გ. დაფქვილი ტკბილი ნუში
10 ცალი დაფქვილი მწარე ნუში
2 ლიმონის ცედრა

გავათბოთ თაფლი, დავუმატოთ საქარი, ცოტა შევაგრილოთ და დავუმატოთ ცხიმი. დავდოთ გასაგრილებლად.

გაცრილი ფქვლი, სანელები, კაკაო, კვერცხი და დანარჩენი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში და ნელ-ნელა დავუმატოთ თაფლის მასას. ბოლოს დავუმატოთ ლიმონი და ნუში.

გავაბრტყელოთ (დაახლოებით 5 მმ. სისქე), ამოვჭრათ სხვადასხვა ტოლი ფორმებით, დავდოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ "ჟარონაზე" (ვერაფრით ვერ გავიხსენე ქართულად რა ჰქვია biggrin.gif) და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ, სანამ არ გაოქროსფერდება .

შემდეგ გამოვიღოთ, გავუკეთოთ სხვადსსხვა მინანქარი ფანტაზიისდამიხედვით smile.gif , ზემოდან მოვაყაროთ ნიგოზი, ან ნუში, ან ნებისმიერი სასმუსნავი, რაც გვინდა. smile.gif

არ ინანებთ.

* * *
გერმანული საშობაო ნამცხვარი (დედაჩემის რეცეპტებიდან)

360 გ. კარაქი
2 კვერცხი
2 კვერცხის გული
200 გ. შაქარი
ვანილი, მარილი
750 გ. ფქვილი

ამ ინგრედიენტებით მოიზილოს ცომი და ერტი საათი დაიდოს სიცივეში. გაიყოს ორად ნახევარზე ცოტა მეტ და ნახევარზე ცოტა ნაკლებ ნაწილებად, ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე დავფინოთ დიდი გუნდა, ერთ თითზე გაბრტყელდეს, შემდეგ შიგთავსი და ზემოდან გადავაფაროთ გაბრტყელებული მეორე გუნდა.

შიგთავსი მზადდება შემდეგნაირად:
1 ჭიქა საგოზინაყედ დათლილი ნიგოზი, 1.5 ჭიქა ქიშმიში და ვისაც ქიშმიში არ უყვარს ( wink.gif biggrin.gif ) დაჭრილი კურაგა, სამი სუფრის კოვზი თაფლი, სამი ლიმონის წვენი და ცედრა, კონიაკი (დაახლოებით 1 ს/კ მაინც).

შევდოთ და გამოვაცხოთ .

რჩევები:

ცომის მოზელის დროს ფქვილი აყარეთ თანდათანობით, თუ ძალიან მშრალი ფქვილია, მოზელა გაჭირდება და ამიტომ.

მეორე ნახევარს როცა ვაფარებთ ზემოდან, შეიძლება გაგვიჭირდეს გაბრტყელებული ცომის აღება, ამიტომ ფქვილმოყრილ გასაბრტყელებელ ჯოხზე გადავახვიოთ და ისე გადავაფინოთ.

ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა

გაამოთ smile.gif

Posted by: Solveig 17 Dec 2006, 13:01
QUOTE
10 გ. პოტაში (ასაფუებელი ნივთიერებაა სოდისდამაგვარი ქიმრეაქტივებში იქნება) ან 1 ჩ/კ სოდა


პოტაში არის კალიუმის კარბონატი K(2)CO(3), სოდა კი ნატრიუმის ბიკარბონატი...ისე, რად გინდათ პოტაში, სოდაც ეყოფა მაგას biggrin.gif

Posted by: miau 17 Dec 2006, 13:26
Solveig
QUOTE
პოტაში არის კალიუმის კარბონატი K(2)CO(3), სოდა კი ნატრიუმის ბიკარბონატი...ისე, რად გინდათ პოტაში, სოდაც ეყოფა მაგას 


რა ვიცი, ასე წერია რეცეპტში და დავწერე biggrin.gif
მე სოდას ვიყენებ საერთოდ.

Posted by: ნინა 17 Dec 2006, 13:28
miau
QUOTE
ჩემს ბავშვობაში ფრანციაში იყო ძალიან კარგი პონჩიკი

სოკო და ვაშლის ნამცხვარი ცუდი იყო?

Posted by: Solveig 17 Dec 2006, 13:31
ნინა


მოდი გავაფართოვოთ-რამე იყო მანდ ცუდი? ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო sad.gif ეეჰ, ეგ იყო ჩემი ბავშვიბის ტკბილი მოგონება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ტორტის კრემების რეცეპტები გაქვთ ვინმეს?

Posted by: BadbadGirl 17 Dec 2006, 13:40
ნაზუქი როგორ გავაკეთო ხალხო მითხარით რა

Posted by: miau 17 Dec 2006, 15:13
ნინა
QUOTE
სოკო და ვაშლის ნამცხვარი ცუდი იყო?


ვაშლის ნამცხვარიც მახსოვს... პავიდლოიანი დაწნული პეროგიც sad.gif მანდ ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო...
ეჰ... რა კარგია ბავშვობა baby.gif

Solveig

ესპანური ტორტის კრემია, ცოტა განსხვავებულია ტრადიციულებისგან, მაგრამ უგემრიელესია. smile.gif

280 გ. შაქარი
1 ჩ/კ დარიჩინი
6 ს/კ წყალი
8 კვერცხის გული
450 გ. დარბილებული კარაქი

სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ წყალი, წყალში ჩავყაროთ შაქარი და დარიჩინი და მოვადუღოთ ტან ვურიოთ. მერე დაბალ

ცეცხლზე ვადუღოთ მანამ, სანამ სეროფის წვეთი წყალში ჩავარდნისას არ იქცევა რბილ შარიკად.

სანამ სეროფი დუღს, მანამ კვერცხის გულები სითეთრემსე გავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ სეროფი და განუწყვეტლივ ვთქვიფოთ მანამ, სანამ კრემად არ გადაიქცევა და ოთახის ტემპერატურაზე შევაგრილოდ.

მერე დავუმატოთ თანდათან წინასწარ კარგად გათქვეფილი კარაქი, შევდოთ მაცივარში და გავაციოთ.


ასეთი კრემი უხდება კონიაკით დანამულ ტორტს.
ზემოდან შეგიძლია მოაყარო ნუში, თხილი, ნიგოზი, შოკოლად.
smile.gif

* * *
ტურინგული ტორტი

300გ კარაქი + 300 გ. შაქარი+ 6 კვერცხი + 300გ. ფქვილში არეული 2 სავსე ს/კ კრახმალი, ერთი მწიკვი ლიმონის მჟავა და 1 ჩ/კ სოდა ან 1 პაჩკა "რაზრიხლიტელი".
იყოფა ორ ფენად, ერთ ფენაში ერევა კაკაო.

საფანელიან თუნუქის ფურცელზე (ჟარონაზე) იდება კაკაოიანი ფენა, ზედ ეწყობა 1 KG ცოცხალი ან დაკონსერვებული ალუბალი, ზემოდან ეფინება მეორე ფენა და ცხვება დაახლოებით 45 წთ.

კრემი:

შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი კარაქის კრემი (შაქრის სეროფი + კარაქი და ვანილი)
შეგიძლიათ ასეტიც:

1/2 ლ. რძეს დავაკლოთ 2-3 ს/კ და მოვადუღოთ 1 ს/კ შაქართან და ვანილთან.

2-3 ს/კ რძე + 200გ. შაქარი +2 ს/კ კრახმალი+ 4 კვერცხის გული ჩავასხათ ადუღებულ რძეში, 2-3-ჯერ მივიყვანოთ მოდუღებამდე, მაგრამ არ წამოვადუღოთ, გაციებული შევათქვიფოთ 250 გ. კარაქს.
ნამცხვარს წავუსვათ ზემოდან და მოვაყაროთ შოკოლადი.

URL=http://pix.ge/]user posted image[/URL]
up.gif

Posted by: auau 17 Dec 2006, 19:47
QUOTE (asiko @ 17 Dec 2006, 00:07 )
auau
შაქარლამა ბრინჯით კეთდება? ვაა, რას არ გაიგებ.

ეს ერთ-ერთი სახეობაა შაქარლამის და ცივი შეკერლამაა. smile.gif

აჭარაშაი უამრავი სახეობის შაქარლამას აცხობენ, რამდენი დიასახლისიცაა, იმდენნაირი შაქარლამა არსებობს biggrin.gif

smile.gif

Posted by: miau 17 Dec 2006, 20:28
ბებიას ტორტი "ფანტაზია" (რომელსაც ადრე თურმე მჟავანაძეს უცხობდნენ)

1) 8 კვერცხის და 1 ჩ/ჭ შაქრის კარგად გათქვეფილი გოგლი-მოგლი + ვანილი + მარილი + 1 ჩ/ჭ ტკბილი ორცხობილას ფხვნილს( კარგად დაფქვილი) მოვაკლოთ ერთი თითის დადება, შევავსოთ ფქვილით და დავუმატოთ ცომს + 1 ჩ/ჭ ცეცხლზე მოტარებული და დაფქვილი ნიგოზი, ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ.

2) 4 კვერცხის და 1 ჩ/ჭ შაქრის ბეზე გამოვაცხოთ იგივე ფორმაში

3) კრემი:

1 ცალ შესქელებულ რძეს მოვაკლოთ 1/4 და შევავსოთ წყლით, ქვაბში ჩავასხათ, დავუმატოთ 4 კვერცხის გოგლი-მოგლი, დავუმატოთ 2 ჩ/კ ხსნადი ყავა, ქვაბი ჩავდგათ ადუღებლ წყალში და ორთქლზე ვხარშოთ შესქელება-წამოდუღებამდე, რომ გაცივდება, შევათქვიფოთ წინასწარ გათქვეფილი 350 კარაქი და ვანილი.

ბისკვიტი გავჭრათ ორად, წავუსვათ კრემი, დავადოთ ბეზე, მერე კრემი, მერე ისევ ბისკვიტი, ისევ კრემი და ზემოდან დავაყაროთ შოკოლადი და ნიგოზი.

(ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ტორტი)

Posted by: Breaky 17 Dec 2006, 20:31
miau
QUOTE
ვისაც ქიშმიში არ უყვარს (wink.gif biggrin.gif  )

lol.gif
შობის მერე უნდა გავაკეთო ეგ ნამხცვარი smile.gif


Posted by: Solveig 17 Dec 2006, 21:57
miau

დიდი მადლობა smile.gif ვცდი აუცილებლად, რადგან დასანამად კონიაკს ვანიჭებ უპირატესობას smile.gif

Posted by: Nan 17 Dec 2006, 22:30
Solveig
ფოთOლი აგახიეს? sad.gif

ისა, ყველაზე კარგი საკონდიტრო რომელია თბილისში?


მე რომ ვიცოდი, ის საკონდიტრო დახურეს და სექონდ ჰენდის მაღაზია გახსნეს.

Posted by: Solveig 17 Dec 2006, 22:35
Nan

რაღა დროს ფოთოლია...რამდენი ხანია, "სოფი მარსო" მყავს ავატარად smile.gif
QUOTE
ის საკონდიტრო

რომელი?

"ფრანციის" ადგილას ახლა მრავალსართულიანი შენობაა, გვერდით საქართვლეოს ბანკია, წინ-ტანსაცმლის მაღაზია.

Posted by: auau 18 Dec 2006, 14:30
ტორტი რულეტებით
8 კვერცხის ცილა + 8 სუფრის კოვზი შაქარი,+ 8 კვერცხის გული + ვანილი, მარილი + 6 სუფ.კოვზი ფქვილი და 2 საფ.კოვზი კრახმალი - ამ თანამიმდევრობით თქვიFე და ცხიმწასმულ ქაღალდდაფენილ "ჟარონკაზე"(ვერაფერი ვარ მივუქართულე)
დაბალ ცეცხლზე გამოაცხე. მერე გადმოიღე ნესტიან ტილოზე, ცხელსვე წაუსვი რაიმე ნაზი ჯემი და გადაახვიე. შემდეგ დაჭერი 2სმ სისქის ნაჭრებად. მინის ან ბროლის თასის, ჯამის ფორმის ჭურჭელში, თუნდაც ვაზაში, ნაპირებზე მჭიდროდ მიაწყეთ რულეტის ნაჭრები.შემდეგ წაუსვით კარაქზე დამზადებული კრემი, ოღონდ არა მოხარშული, თორემ დაამძიმებს.
კრემზე დააწყე დარჩენილი რულეტები, მწრწ ისევ კრემი, შემდეგ ხილის ასორტი , განსაკუთრებით სხვადასხვა ფერის სმაროდინა უხდება. მაყვალიც კარგია დაკონსერვებული თუ ცოცხალი სახით და განსაკუთრებით მარწყვთან ერთად. ყველაზე ზემოთ ირთვება ათქვეფილი ნაღებით ან მუსით.
ისეთი ლამაზია,ჭამა დაგენანება. გამჭვირვალე გვერდებიდან სულ ჭრელი ჩანს.

Posted by: BadbadGirl 19 Dec 2006, 01:01
ვაშაა ხალხო\ვიშოვე ჩემი უსაყვარლესი ნაზუქის რეცეპტიsmile.gif
შემადგენლობა:
6 კვერცხი
1კგ შაქარი
250 გრ მარგარინი ან ქარაქი
1.5ლიტრი რძე
300 გრამი Qიშმიში
მიხაკი, დარიჩინი,
100 გრამი დაჭრილი კაკალი.
25გრამი საფუარი
ფქვილი 2 დან 3 კილომდე
ვანილი

ვთქვიფავთ კვერცხს კარგად და ვამატებთ თბილ რძეში გახსნილ შაქარს და საფუარს, შემდეგ გამდნარ ცხიმს (ისე რომ კვერხი არ მოიხარშოს) და ვურევთ კარგად.შემდეგ ვზილავთ ფქვილში, იმდენს რამდენსაც შეიზელს. როვა თითქმის მოზელილი იქნება ცომი ვამატებთ მიხაკს, გადარიჩინს, ნიგოზს,ქიშმიშს ვანილს და ვაგრზელებთ ხელვას სრულ მომზადებამდე.შემდეგ ვდებთ თბილ ადგილას რომ ცომი ამოვიდეს.როცა ცომი ამოვა , ვაკეთEბთ გუნდებს , ვაძლევთ ჩვენთვის სასურველ ფორმას (ნახევარმთვარის ფორმეა იდეალურია ჩემი აზრით) ვდებთ ჟარუნაზე და ზემოდან ვუსმევთ მასას რომელიც მას მიანიჭებს სიწითლეს . ეს მასა კი აი ასე უნდა გავაკეთოთ.ერთი კვერცხი კარგად გავთქვიFოთ 3სუფრის კოვზ მაწონში.
ხოდა შევდებთ ჯარუნას დუხოვკაში და ვაცხობთ 200 გრადუსძე, სრულ მომზადებამდე.


იუმმი უფ რა გემო აქვს და სურნელი, დორბლებს ვყრი პირდაპირ!

Posted by: tu-tuna 28 Dec 2006, 15:42
მედოკის ან იდეალის რეცეპტი თუ იცით გამიზიარეთ, წინასწარ მადლობა

Posted by: კორდელია 30 Dec 2006, 00:37
"ს ი გ ა რ ე ტ ი "

200 გრ კარაქი
250 გრ მაწონი
0,5 კოვზი სოდა
ძმარი
1,5 კ წყალგარეული ზეთი
ვანილი
გატარებული ნიგოზი/თხილი
შაქარი 1 ჭ
1 კგ ფქვილი


მაწონი ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ სოდა-ძმარი, გამდნარი კარაქი, წყალგარეული ზეთი, ვანილი და შევაზილოთ ცომი სამამ საკმაოდ სქელ მასას არ მივიღებთ..

გავაპრტყელოთ, დავჭრათ სამკუთხა ნაჭრებად და კოვზით მოვაყაროთ შაქრისა და ნიგოზი/თხილი.. გადავახვიოთ და გამოვაცხოთ...

ხრაშუნაა და გემრიელი.. გასინჯეთ არ ინანებთ....

2kiss.gif

Posted by: miau 30 Dec 2006, 00:53
სამარხვო ტარტალეტკა


ახლა გამოვაცხვე და ძალინ მომეწონა.

დავადნოთ 250 გრამი სამარხვო მარგარინი და დავასხათ 3 ს/კ შაქარს და 2 ჩ/ჭ ფქვილს. დავუმატოთ 2 პირსავსე ს/კ სამარხვო მაიონეზი და 1 ჩ/ჭ ფქვილში გახსნილი 1 ჩ/კ სოდა ან ერთი პაკეტი "რაზრიხლიტელი", ცოტა ვანილი და ტარტალეტკის ფორმებში გამოვაცხოთ.
კრემი - სამარხვო კრემი როგორიც გაგიხარდებათ, ტარტალეტკას რომ მოუხდება.

Posted by: cesdeba 5 Jan 2007, 12:46
ხალხნოო, "პეროგი"-ს რეცეპტი სად დევს? ძალიან მინდა ხვალ გავაკეთო.

Posted by: August 5 Jan 2007, 12:52

************************************************************************************************

არ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაც კითხულობდა ცუკატები რა არისო. უნდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელი კექს ვაკეთებ ჩემივე "წარმოების" ცუკატებით. ამისთვის საჭიროა არ გადაყაროთ ფორთოხლის კანი, არც ლიმნის. დაჭერით პაწია კუბიკებად ან ძალიან ვიწრო ზოლებად. ჩაყარეთ ქილაში და მოაყარეთ შაქარი. რამოდენიმე დღეში გექნებათ საუკეთესო სუნის და არომატის ცუკატები, რომლის გამოყენება შეგიძლიათ ნამცხვრებში და კოქტეილებში.
ძალიან მოსახერხებელია ისიც, ჩამატება შეგიძლიათ ყოველი მომდევნო კანის "მოპოვების" შემდეგ.

*************************************************************************************************
კექსი "მაქსი", ანუ მაქსიმალურად მარტივი, მაქსიმალურად ადვილი, მაქსიმალურად სწრაფი. იმდენად მარტივია, რომ თითქმის ყოველ შაბათს ვუცხობ ჩემებს და საქმეში მეთვლება wink.gif.

3 კვერცხი + 250 გრ შაქარი + 200 გრ. ცხიმი (კარაქი, მარგარინი, ზეთი) + 500 გრ. მაწონი (ნატ.იოგურტი, აჭრილი ან აუჭრელი რძე, არაჟანი) + 1 პორცია ამოსაყვანი ფხვნილი (ან სოდა + ძმარი ) + 200 გრ პურისფქვილი + 100 გრ. სიმინდის ფქვილი (აქ მხოლოდ ყვითელი იყიდება , რაც ძალიან სასიამოვნო ოქროსფერს აძლევს ნამცხვარს) + ბლომად ცუკატი და თუ გაქვთ შეიძლება ცოტა ქიშმიშიც და რამოდენიმე ცალი მიხაკიც (გვაზდიკა), ან მხოლოდ ე რთ-ერთი + ვანილი (დაფქული დარიჩინი, ანუ კარიცა + დაფქული ჯავზი, ანუ მუსკატი). კარგად მოვურიოთ და ავზილოთ. მასა სქელი არაჟანის კონსისტენციის უნდა იყოს (საჭიროების შემთხვევაში დავუმატებთ პურის ან სიმინდის ფქვილს ).
ჩავასხათ ცხიმწასმულ, ქაღალდჩაფენილ ფორმაში და თავზე ზოლებად მოვაყაროთ დაფქული დარიჩინი(კარიცა) ან დაფქული ჯავზი (მუსკატი). გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 -45 წთ. წკირით გავსინჯოთ - შუაგულიც მშრალი უნდა ჰქონდეს.
გამოტანის შემდეგ ქაღალდს მოვხსნით ზემოდან მოვაყრით (წმ. საცერით) შაქრის პუდრს და გადავიტანთ ლანგარზე.

Posted by: cesdeba 5 Jan 2007, 13:16
ShadowCat

ჩვეულებრივი, ტკბილი, ჯემიანი პეროგი მინდა,

Posted by: BlaBla 7 Jan 2007, 16:17
მაქვს maple syrup და pancake გამაკეთებინეთ რა! აი ესეთი რამე მინდა.... ინტერნეტში ვეძევდი რეცეპტებს, მაგრამ რამე ისეთი მინდა... ქართულ რეალობასთან რომ იყოს ადაპტირებული -- აი უახლოეს სუპერმარკეტში რომ ვიყიდო ყველა ინგრედიენტი.

აი ასეთი რამე მინდა რომ გამომივიდეს და დამეხმარეთ რა!!! user.gif user.gif
* * *
QUOTE
Pancakes
© Breaky

INGREDIENTS:
* 2 cups all-purpose flour, stirred or sifted before measuring
* 2 1/2 teaspoons baking powder
* 1/2 teaspoon salt
* 1 egg, slightly beaten
* 1 1/2 cups milk
* 2 tablespoons melted butter

PREPARATION:
Sift together flour, baking powder, and salt. In a separate bowl, combine egg and milk; add to flour mixture, stirring only until smooth. Blend in melted butter. Cook on a hot, greased griddle, using about 1/4 cup of batter for each pancake.

აი ეს რეცეპტი ვიპოვნე.... მაგრამ baking powder რა არის?

Posted by: Solveig 7 Jan 2007, 17:25
მოკლედ, ჩვეულებრივი ბლინებია, რა smile.gif

მე მგონი ეგ რაღაც baking powder არის ცომის გასაფხვიერებელი, რაც იყიდება მაღაზიებშიც და ბაზრობაზეც.

Posted by: BlaBla 7 Jan 2007, 17:28
Solveig
ქართულად რა ქვია არ იცი? user.gif

Posted by: miau 7 Jan 2007, 19:39
BlaBla

ოლადები და ბლინები smile.gif

მეც მიყვარს... smile.gif
რეცეპტით არასოდეს არ ვაკეთებ sad.gif

აიღე 1 ლიტრი რძე, ან 1 ქილა მაწონი, ან 500 გ. არაჟანი, დაუმატე 5 კვერცხი, 3 ს/კ ფქვილში გახსნილი1/2 ჩ/კ სოდა ან ნახევარი პაკეტი რაზრიხლიტელი , 2-3 ს/კ ზეთი (ცხიმი შეგიძლია საერტოდაც არ გაუკეთო), ვანილი და ფქვილი. ფქვილი თვალით უნდა შეაზილო. ხაჭოს კონსისტენციის თუ გამოვა, ბლინებიც ფუმფულა იქნება, თუ თქელი ბლინები გინდა - მაშინ ძალიან ცოტა ფქვილია საჭირო, ცომი ძალიან თხელი, თხევადი უნდა იყოს.

შეწვა:

სქელი ცომის ოლადები
კარგად გაცხელებულ ტაფაზე (სასურველია სქელძირიანი ტაფა, რომელიც არ არის პრობლემული და არ მიიკრავს შეწვის დროს.) გაადნობ ცხიმს, (ზეთი, კარაქი,) რომ აშიშხინდება, კოვზით დადებ ცომს, საშუალო ცეცხლზე ორივე მხარეს შეწვავ. ოქროსფერი უნდა გახდეს.

თხელი ბლინები:
ასევე გახურებულ და ცხიმიან ტაფაზე (ცოტა ცხიმი დადე პირველ ორ ჯერზე, მერე როცა ნახავ, რომ მოაკლდა, დაუმატებ, ძალიან ცოტა ცხიმია საჭირო თხელი ბლინების შესაწვავად) აიღებ საწვნით ცომს, ზედ დაასხავ და ტაფის მიტრიალება-მოტრიალებით გადაანაწილებ, ცომი ძალიან თხლად უნდა მოედოს ტაფას, ქაღალდივით თხელი და ნაზი გამოდის, ორივე მხარეს შეწვავ, ძალიან მალე იწვება, რომ გადმოიღებ, ცოტა კარაქს წაუსვამ და რითიც გინდა იმით მიირთმევ.
smile.gif

ამ ბლინებს გულად გაუკეთე ასეთი შიგთავსი:

4 ცილა გათქვიფე გათეთრებამდე + 1 ჭიქა შაქარი,ვანილი და დათლილი ნიგოზი.

ბლინში ჩადე ეს შიგთავის, დაუმატე ცოტა მარწყვის ან ჟოლოს ჯემი და გადაახვიე. ზემოდან მოასხი გამდნარი შოკოლადი და ძალიან უხდება ნაღები. smile.gif

Posted by: tms 7 Jan 2007, 20:36
QUOTE (Solveig @ 7 Jan 2007, 17:25 )
მოკლედ, ჩვეულებრივი ბლინებია, რა smile.gif

მე მგონი ეგ რაღაც baking powder არის ცომის გასაფხვიერებელი, რაც იყიდება მაღაზიებშიც და ბაზრობაზეც.

baking powder ქართულად არის სოდა რაsmile.gif ......................

Posted by: Doloress 7 Jan 2007, 20:52
miau
QUOTE
აიღე 1 ლიტრი რძე, ან 1 ქილა მაწონი, ან 500 გ. არაჟანი, დაუმატე 5 კვერცხი, 3 ს/კ ფქვილში გახსნილი1/2 ჩ/კ სოდა ან ნახევარი პაკეტი რაზრიხლიტელი , 2-3 ს/კ ზეთი (ცხიმი შეგიძლია საერტოდაც არ გაუკეთო), ვანილი და ფქვილი. ფქვილი თვალით უნდა შეაზილო. ხაჭოს კონსისტენციის თუ გამოვა, ბლინებიც ფუმფულა იქნება, თუ თქელი ბლინები გინდა - მაშინ ძალიან ცოტა ფქვილია საჭირო, ცომი ძალიან თხელი, თხევადი უნდა იყოს.

ამ ყველაფერს იმასაც დავამატებ, რომ ბლინი ისეთი ფორმის რომ გამოვიდეს, როგორც ზემოთ, სურათზეა, სპეციალურ ტაფაზე უნდა შეიწვას, დამავიწყდა, ოღონდ რა ქვია, სპეციალური ფორმები რომ აქვს.. მოკლედ, მიხვდით ალბათ, იქ უფრო გემრიელი და ლამაზი გამოდის.. smile.gif

Posted by: Solveig 7 Jan 2007, 22:12
QUOTE (tms @ 7 Jan 2007, 19:36 )
QUOTE (Solveig @ 7 Jan 2007, 17:25 )
მოკლედ, ჩვეულებრივი ბლინებია, რა smile.gif

მე მგონი ეგ რაღაც baking powder  არის ცომის გასაფხვიერებელი, რაც იყიდება მაღაზიებშიც და ბაზრობაზეც.

baking powder ქართულად არის სოდა რაsmile.gif ......................

არრააა..არანაირად, რადგან მაგ რეცეპტში წერია-ორკოვზნახევარიო..მაგდენი სოდა რომ უყო, სულ გაყვითლდება ბლინები და არცთუ საამური გემო მიეცემა.

რუსული წარმოებისაა, პაკეტებში ყრია და ჰქვია разрыхлитель теста.
ქართულად ერქმევა გასაფხვიერებელი.

Posted by: auau 7 Jan 2007, 22:25
QUOTE
baking powder

გერმანულ შეფუთვას აწერია Backpulver და რუსულს разрыхлитель теста. გამაფხვიერებელია და სოდისგან განსხვავებით ის სიკეთე აქვს, რომ გემოს არ აძლევს.დეფიციტი არ არის და ყველგან იყიდება.

Posted by: BlaBla 7 Jan 2007, 22:35
მოკლედ, ხალხნო გავაკეთე და მშვენიერი გამოვიდა! ძალიან კარგი! გამოვიყენე სულ ზევით რომ რეცეპტია ეგ. რადგან ვერ გავარკვიე რა იყო ეს baking powder გამოვიყენე ჩვეულებრივი სოდა, მაგრამ როგორც ჩანს მთლად 1 1/2 კოვზი საჭირო არ არის. მოკლედ სოდას თუ გამოიყენებთ 1 კოვზე მეტი არ უქნათ. და ცხობის დროსაც მაგდენი კარაქი არ მიხმარია. ხომ...1 cup=140 gr.
სხვა ... მითითებული ინგრენდიენტებისგან გამოვიდა მხოლოდ 4 პანქეიქი, ოღონდ ტრადიციული ამერიკული ზომის!

ყველას დიდი მადლობა! იამიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!

Posted by: nanka_iuristka 7 Jan 2007, 23:28
ისა და "maple syrup" საქართველოში იყიდება? ხო ვერ მიმასწავლი სად იყიდე?


არ მეგონა თბილიშიც თუ იყო..

Posted by: Johnnie Walker 8 Jan 2007, 00:22
BlaBla
QUOTE
maple syrup

QUOTE
pancake

ერთად არის ის, რასაც ერთად ვერასოდეს ვერ ვიტანდი.
ამიტომ, არ დაგეხმარები biggrin.gif
აუ, მაპატიე, მაგრამ maple syrup საზიზღრობაა, რა....

Posted by: Solveig 8 Jan 2007, 01:26
მეთქი, რა არის ეს
QUOTE
maple syrup


ნეკერჩხლის სიროფი ყოფილა.
QUOTE
მაპატიე, მაგრამ maple syrup საზიზღრობაა, რა....


ასეთი უგემურია?

ჩემი ნაცნობის შვილია კანადაში და მასხოვს, მშობლებს აღტაცებული უყვებოდა ამ ნუგბარის შესახებ.

Posted by: miau 8 Jan 2007, 10:44
Solveig
QUOTE
არრააა..არანაირად, რადგან მაგ რეცეპტში წერია-ორკოვზნახევარიო..მაგდენი სოდა რომ უყო, სულ გაყვითლდება ბლინები და არცთუ საამური გემო მიეცემა.


რაზრიხლიტელი, იგივე Backpulver მთელი პაკეტი არის 1 ჩ/კ სოდის ტოლ-ფასი. უნდა შეურიო 2-3 ჭიქა ფქვილს, მეტ ფქვილზე დამატება მოგიწევს.

Posted by: Part 8 Jan 2007, 12:29
Solveig
QUOTE
ასეთი უგემურია?


ლეღვის მურაბის წვენს ფაქტიურად იგივე გემო აქვს, რავი ასეთი უგემურია? ჩვეულებრივი სიროფია, ნორმალურიsmile.gif ასე რომ თუ შეგხვდება სადმე გასინჯეsmile.gif

Posted by: nanka_iuristka 8 Jan 2007, 18:04
საქართველოში არ ვიცი და საზღვარგარეთ უგემრიელესია....

თან პექიექზე მოსხმა არაა აუცილებელი... ბევრნარად იხმარება...


ვერ მეტყვით თბილიში სად იყიდეთ?

Posted by: Vika 8 Jan 2007, 20:35
QUOTE
maple syrup

მიყვარს , გერკულესთან ან რამე სირიალთანაც გემრიელია.

Posted by: BlaBla 9 Jan 2007, 13:19
nanka_iuristka
არ ვიცი! მე ჩამომიტანეს.... ისე ალბათ იყიდება... გუდვილში smile.gif
Johnnie Walker
QUOTE
ერთად არის ის, რასაც ერთად ვერასოდეს ვერ ვიტანდი.
ამიტომ, არ დაგეხმარები
აუ, მაპატიე, მაგრამ maple syrup საზიზღრობაა, რა....

აი, ამ კომბინაციაზე ვეცემი! ჩემი გაკეთებულიც ძალიან კარგი იყო... იამმმმმიიიიიიიიიიიი! givi.gif

Solveig
პირდაპირ კოვზით თუ გაიქანებ პირში, დიდი არაპერი სასიამოვნო არაა... რაღაც დასპირტული კაკლის მურაბის გემო აქვს. მაგრამ პენქეიეთან ერთად ... იდეალურია!

სოდას რაც შეეხება, მე ყუყავი 1 1/2 და აშკარად მაგდენი საჭირო არ იყო. მერე მოვძებნი მაღაზიაში ამ backing powder-ს.

Posted by: SnowFlakes 11 Jan 2007, 00:55
user posted image

cheesecake-ის გაკეთება არავინ იცით?
ვინმეს ხომ არ გიცდიათ თვითონ გაკეთება,ძალიან მაინტერესებს და დღეს რომ გამახსენდა მას შემდეგ ამაზე ვფიქრობ : )

ისე,კაი საჩალიჩო ყოფილა თუ ვერ მოვახერხე გაკეთება,გუდვილში იქნება ალბათ და ვიყიდი : )

Posted by: ShadowCat 11 Jan 2007, 12:48
SnowFlakes
ჰმ.. გუდვილში ჩესნად რომ გითხრა, არ მახსოვს რომ დამენახა. ტირამისუ - კი, მარა ეს - არ მახსოვს.
ისე ბატონებსაც ქონდათ ადრე და ცუდიც არ იყო - მამენტ tongue.gif. აღარ აკეთებენ?spy.gif

Posted by: SnowFlakes 11 Jan 2007, 13:48
ShadowCat

აზრზე არ ვარ,ჩისქეიკი არ მიჭამია 1 წელია უკვე user.gif აქ არც ვიცი სად არის და გუდვილის იმედი მაქვს biggrin.gif

Posted by: Breaky 11 Jan 2007, 13:50
ShadowCat
QUOTE
ისე ბატონებსაც ქონდათ ადრე და ცუდიც არ იყო - მამენტ tongue.gif. აღარ აკეთებენ?

კი ქონდათ და ალბათ ახლაც ექნებათ, მაგრამ მე არ მომეწონა, არადა "იქ" ვგიჟდებოდი ჩიზქეიქზე smile.gif

არც გუდვილში შემიმჩნევია, რა ვიცი...

SnowFlakes
თუ ნახავ, გაგვაგებინე აბა.

Posted by: SnowFlakes 11 Jan 2007, 14:08
Breaky

დღეს ვაპირებ გავლას და ვნახავ : )

Posted by: ShadowCat 11 Jan 2007, 14:33
Breaky
QUOTE
კი ქონდათ და ალბათ ახლაც ექნებათ, მაგრამ მე არ მომეწონა, არადა "იქ" ვგიჟდებოდი ჩიზქეიქზე

same here - 100% yes.gif

Posted by: auau 12 Jan 2007, 21:45
QUOTE

აზრზე არ ვარ,ჩისქეიკი არ მიჭამია 1 წელია უკვე  აქ არც ვიცი სად არის და გუდვილის იმედი მაქვს 

"ამბასადორის " კონდიტერი ინგა აკეთებს ნორმალურ ტერამისუს და ჩიზქეიქს.

Posted by: aureliano 13 Jan 2007, 00:29
tiramisu magaria "avantshi"da qalaqurshi chemi usayvarlesi namcxvaria

Posted by: SnowFlakes 16 Jan 2007, 22:29
ჩიზკეიკის გაკეთება რარაც ვერ გამომდის და ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტი არავინ იცით?
ეგეც ძალიან მიყვარს და ცოტა ვამსგავსებ ჩიზკეიკს. rolleyes.gif

Posted by: auau 17 Jan 2007, 23:07
უნგრული კალათები მარწყვით
150გ შაქრის პუდრა გავთქვიფოთ 3 კვერცხთან ერთად ძალიან კარგად. + 100გ ფქვილი + ცოტა ვანილი. "ჟარონკაზე" წავუსვათ
კარაქი ან მარგარინი, მოვაყაროთ ფქვილი და ზედ კოვზით რამდენიმე ადგილას დავასხათ ცომი, ისე რომ ერთმანეთს არ შეეხოს და მრგვალი ფორმის ბლინებს დაემსგავსოს. ცხვება 200 გრადუსზე 8 - 10 წუთი. როგორც კი გამოიღებთ, იმავ წუთში
ზემოდან დააფინეთ გადაბრუნებულ ცხიმმოსმულ ღვინის ჭიქებს ისე, რომ ჭიქას შემოეხვიოს, მაგრამ არ დაიმტვრეს. როცა გაცივდება, ფრთხილად მოხსენით და მიიღებთ ორიგინალურ კალათებს. შიგ ჩააწყობთ შუაზე გაჭრილ მარწყვებს და ზემოდან
ათქვეფილ ნაღებს ან კარგად ათქვეფილ მოხარშულ ბეზეს ან ნაყინს. შეიძლება გამოიყენოთ მარწყვის ნაცვლად სხვა კენკრა და კრემის ნაცვლად მუსი.
რეცეპტი გამოცდილია და ადვილია.


* * *
ხაჭოს კექსი
250გ კარაქი ან კარგი მარგარინი+ 2 ჭიქა შაქარი + 5 კვერცხი + 1 ჭიქა ხაჭო + 1ჭიქა მაწონი ან არაჟანი + 1ჭიქა დაჭრილი კურაგა + ვანილი,ლიმონის ან ფორთიხლის ცედრა + 1ჩაის კოვზი სოდა ფქვილში არეული. ფქვილი უნდა დაახლოებით 3 ჭიქა (გააჩნია ხაჭოს სისველეს) ცომი უნდა გამოვიდეს ცოტა წებოვანი, კექსის ცომის კონსისტენციის. უკეთესია თუ მოზრდილ ტარტალეტკის ფორმებში გამოცხვება. ფორმას ცხიმი წაუსვით და დაფქვილი ორცხობილა მოაყარეთ.


ხაჭოს ღვეზელი
1. ცომი - 250 გ მარგარინი; 1.5 ჭიქა შაქარი; 3 კვერცხის გული; 1ჭიქა მაწონი ან არაჟანი; 1 ჩ/კოვზი სოდა + ძმარი;2.5 - 3ჭიქა ფქვილი; მოიზილება კექსზე უფრო სქელი ცომი, მაგრამ ისეთი არა, რომ ხელით აიზილოს.ჩავზილოთ ხის კოვზით და ცხიმწასმულ ჟარონკაზე ფქვილიანი ხელებით გავაბრტყელოთ. ცხვება საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე.
2. 1კგ ხაჭო + 6 კვერცხის გულისა და 1.5 ჭიქა შაქრის გოგლი მოგლი + ვანილი.
3. ცომი 15 წუთში გამოვიღოთ ღუმლიდან და დავაფინოთ ხაჭოს მასა და ისევ შევდგათ.
4. 6 ცილა + 2 ჭიქა შაქარი კარგად ავთქვიფოთ და ხაჭოიანი ცომის შედგმიდან 20 წუთის მერე დავაფინოთ ზემოდან და გამოვაცხოთ.
ძალიან ადვილი გამოსაცხობია და ძალიან გემრიელი, მაგრამ დრო ყველა ღუმელს ინდივიდუალური აქვს და უცებ დაამუღამებთ ასე: ხაჭო ეფინება მაშინ, როცა ცომი ეიკვრება და ზედაპირი თხელი აღარ არის. მთლიანად გამოცხობა გვერდიდან ჩხირით ნახეთ. ბეზესთან ერთად დაახლოებით 15-20 წუთი უნდა.

Posted by: SnowFlakes 17 Jan 2007, 23:59
QUOTE
ხაჭოს კექსი 250გ კარაქი ან კარგი მარგარინი+ 2 ჭიქა შაქარი + 5 კვერცხი + 1 ჭიქა ხაჭო + 1ჭიქა მაწონი ან არაჟანი + 1ჭიქა დაჭრილი კურაგა + ვანილი,ლიმონის ან ფორთიხლის ცედრა + 1ჩაის კოვზი სოდა ფქვილში არეული. ფქვილი უნდა დაახლოებით 3 ჭიქა (გააჩნია ხაჭოს სისველეს) ცომი უნდა გამოვიდეს ცოტა წებოვანი, კექსის ცომის კონსისტენციის. უკეთესია თუ მოზრდილ ტარტალეტკის ფორმებში გამოცხვება. ფორმას ცხიმი წაუსვით და დაფქვილი ორცხობილა მოაყარეთ.


მნიამ,მნიამ

Posted by: basa-ttt 18 Jan 2007, 12:45
ჭიანჭველანამცხვარი ხომ არ იცით ვინმემ? აი ცომს რომ საკეპ მანქანაში ატარებენ და მერე აცხობენ... ვერა და ვერ ვნახე ამ ნამცხვრის რეცეპტი.

Posted by: Natia_N_N 18 Jan 2007, 19:04
ამასწინდა გავაკეთე ნამცხვარი, შიგნით ნატეხი შოკოლადებით.
რეცეპტ ნე პომნიუ, თუ გამახსენდა და ვიპოვე, დაგიწერთ
აუფ, რა კარგი იყო................ 1 ჟარონას 20 წუთში ფაფუ უქნა ოჯახმა

Posted by: ნაიადა 20 Jan 2007, 16:36
ძალიან უბრალო, ადვილი და გემრიელი ნამცხვარი.

მიქსერით ავთქვიფოთ 2ც კვერცხი ცოტა მარილთან ერთად.თქვეფაში, ცოტ- ცოტაობით, შევათქვიფოთ 1ჩ.ჭ. პესოკი; 5-10 წთ.-ის თქვეფის შემდდეგ დავამატოთ წინასწარ გამდნარი, გაგრილებული მარგარინი (ან კარაქი.). შევურიოთ სოდა ძმრით ან ლიმ. წვ-ით, ვანილი. ტანდათანობით მოვუკიდოთ ფქვილი საშუალოზე ოდნავ სქელი ცომის მიღებამდე.

მრგვალ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. მოვზეთოთ და თითის სისქეზე ჩავდოთ ცომი, რომელსაც გავშლით წყალში დასველებული ხელით. (25-30 სმ. დიამეტრის ფორმაში გამოცხვება 4ც ფირფიტა).

ძირის ფირფიტას წავუსვათ მუქი ფერის ხილფაფა, სასურველია მომჟავო გემოსი; ზედა ფირფიტას კი წავუსვათ ღია ფერის ჯემი, მოვაყაროთ ქოქოსის ფხვნილი, ან დაფშვნილი პეჩენია.

Posted by: auau 20 Jan 2007, 19:47
basa-ttt
QUOTE
ჭიანჭველანამცხვარი ხომ არ იცით ვინმემ? აი ცომს რომ საკეპ მანქანაში ატარებენ და მერე აცხობენ... ვერა და ვერ ვნახე ამ ნამცხვრის რეცეპტი.

ჭიანჭველანამცხვარი არ ვიცი, მაგრამ ერთმა მაჭამა "ჭიანჭველის ბუდე". თუ გინდა გავიგებ.

Posted by: auau 22 Jan 2007, 00:29
killer
რეცეპტი პმ- ზე გამოგიგზავნე.
* * *
dolores
250 გ მარგარინი+ 2 ჭიქა შაქარი + 5 კვერცხი + ნახევარი ლ მაწონი + ვანილი, ლიმონის ცედრა + 3.5 ჭიქა ფქვილი 1ჩაის კოვზ სოდასთან ერთად. ეს ყველაფერი ამ თანამიმდევრობით ათქვიფე. გაზის ჟარონკაზე დააფინე ქაღალდი, წაუსვი კარაქი, მოაყარე გაცრილი სუხარი, მიაყარე კანგაცლილი თხლად დაჭრილი ვაშლი, ისე რომ ერთი ფენა შეიქნას. დაახლოებით 1კგ გამოდის. ზემოდან დაადე ცომი და საშუალოზე Dაბალ მაგრამ ბისკვიტის ცეცხლზე მაღალ ტემპერატურაზე გამოაცხე. მერე გადმოაბრუნე და ზემოდან მოაყარე დარიჩინიანი პუდრა.
შეგიძლია ბეზეთიც მორთო.

Posted by: August 22 Jan 2007, 01:53
ამ "კარალევსკი პეროგს" ჩვენს ოჯახში უკვე IV თაობა აცხობს.
2 50გრ კარაქი კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის გული + 1 ჭიქა მაწონი ან არაჟანი + სოდა და ძმარი + ვანილი. კარგად მოვურიოთ. ფქვილი იმდენი, რომ ცომი იყოს ფაფუკი და ნაზი.
გამოვაცხოთ სამი ფირფიტა.

4 კვერცხის ცილა ძალიან მაგრად ავთქვიფოთ და დავუმატოთ წინასწარ გამზადებული ვაშლის პიურე. ეს მასა წავუსვათ ყველა ფირფიტას, რომლებიც სურვილის შემთხვევაში სულ ოდნავ კონიაკით ან რომით შეგიძლიათ "მოწუწოთ". ზემოთას მოვაყაროთ შაქრის პუდრი. კიდევ ზემოდან სულ ოდნავ (ოდნავ!)დაფქული დარიჩინი .
მიირთვით 2-3 საათის შემდეგ.

Posted by: Solveig 22 Jan 2007, 02:08
August
ვა, საინტერესო რეცეპტია smile.gif ვცდი აუცილებლად.
მ,აგრამ რა მაინტერესებს-ბეზე უმი არაა? და არ ეტყობა უმი კვერცხის გემო?

Posted by: August 22 Jan 2007, 02:32
Solveig, კი ბეზე უმია, მაგრამ ცილის გემო ნამდვილად არ ექნება თუ ძალიან მაგრად ათქვიფავ. ბეზეიან ქვაბს, რომ თავდაღმა გადმოაბრუნებ არ უნდა გადმოვარდეს.


Posted by: ShadowCat 22 Jan 2007, 11:15
Solveig
თან, კვერცხიც ხარისხიანი უნდა იყოს და ახალი, რა თქმა უნდა,

განა "ტარტალეტკებზე" (ბლინ, ენა მომტყდა lol.gif) ან "ჩიტის რძეზე" უმ ბეზეს არ უკეთებენ? smile.gif
ბეზე უმიც ძალიან გემრიელია yes.gif

Posted by: Solveig 22 Jan 2007, 14:59
QUOTE (ShadowCat @ 22 Jan 2007, 10:15 )
Solveig
თან, კვერცხიც ხარისხიანი უნდა იყოს და ახალი, რა თქმა უნდა,

განა "ტარტალეტკებზე" (ბლინ, ენა მომტყდა lol.gif) ან "ჩიტის რძეზე" უმ ბეზეს არ უკეთებენ? smile.gif
ბეზე უმიც ძალიან გემრიელია yes.gif

ნწ, ტარტალეტკებისთვის საჭირო ბეზეს მე დაბალ ცეცხლზე ვდგამ და ასე ვთქვეფ. (დედაჩემისგან მაქვს ნასწავლი smile.gif

ჩიტის რძეს კიდევ, ფურცელზე დასხმული ცომი რომ შეშრება (გამოცხობისას), მაშინ ვუსვამ და ცეცხლს ვუწევ, ძირი რომ არ მიეწვას ნამცხვარს.

რა ვიცი,, რა ხდება. კვერცხი ყოველთვის საშიშია სალმონელოზზე, რადგან ქათამი (საერთოდ, ყველა შინაური ფრინველი) სალმონელის მატარებელია.

Posted by: ფიჭა 27 Jan 2007, 17:24
ტორტის ბისკვიტს როგორ აკეთებთ?
ყველამ თავისი ვარიანტი დაწერეთ რა

Posted by: tamunia_tamunia 27 Jan 2007, 17:43
ფიჭა
არ ჯობია იყიდო? იმიტომ რომ შეიძლება ჩაგივარდეს biggrin.gif მაგარი ნერვები უნდა biggrin.gif იყიდე და მორთე და ეგაა რაა smile.gif

ისე მაინც დაგიწერ რაც ვიცი : ესეიგი გავტეხოთ 25 კვერცხი. გულები ცალკე , ცილები ცალკე.შემდეგ ვთქვიფოთ ცილა გათეთრებამდე, დავამატოთ 2 ჭიქა ნახევარი შაქარი და ვთქვიფოთ გადნობამდე, შემდეგ ვამატებთ გათქვეფილ გულებს და ისევ ავთქვიფოთ ,საცერით ჩავაყაროთ 3ჭ/ნახევარი ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით ერთი და იმავე მიმართულებით. ბოლოს კი ცივ ზეთწასმულ, ფქვილ მოყრილ ფორმაში ჩავასხათ და ვაცხოთ 2 სთ.


ესაა რაა biggrin.gif

Posted by: Solveig 27 Jan 2007, 23:20
მე ასე ვაკეთებ:

ვიღებ კვერცხს (6, 10, 15 და ა. შ.), რამდენი კვერცხიცაა, იმდენ სუფრის კოვზ შაქარს და ამდენივე ფქვილს.

ვაცალკევებ ცილას და გულს, ცილას ვთქვეფ ღრუბლისებურ კონსისტენციამდე, ისე, რომ თავდაღმა გადმობრუნებული თასიდან არ იღვრებოდეს. მერე სათითაოდ ვათქვეფ გულებს, შემდეგ შაქრის ფხვნილს და ფქვილს. ვასხამ ცხიმწასმულ და ქაღალდამოფენილ ყალიბში დ ავაცხობ.

Posted by: August 28 Jan 2007, 01:32
ბისკვიტი ჩემი სპეციალიზაციაა.
ყოველ 10 კვერცხზე 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა ფქვილი.არც ცილა გულს არ ვაცალკევებ.
მიკლედ 10 გვერცხი ჩაახალე ქვაბში დააყარე 1 ჭიქა შაქარი და ძალიან მაგრად ათქვიფე. ისე რომ მიქსერს რომ ამოწევ და გოგლი-მოგლი ამოყვება ის უნდა დადგეს კრემივით. მერე 1ჭიქა პურისფქვილი კარგად აურიე მაგრამ ფრთხილად და ერთი მიმართულებით.
ფორმას ძირში ჩაუფინე ცხიმწასმული ქაღალდი და გვერდებიც გაუცხიმე. შედგი წინასწარ გახურებულ ღუმელში უფრო დაბალ ვიდრე საშუალო ცეცხლზე.
ამაზე თავს დავდებ თუ საჭიროა, რომ ბისკვიტი გამოდის საუკეთესო და როგორც ხედავთ არც ბევრი წვალება არ უნდა.
დასამახსოვრებლადაც ადვილია 10 : 1 : 1 ნუ თუ 25 კვერცხიანია შეიძლება ცოტა სულ ცოტა შაქარი წაამატო.
ბისკვიტი გადაჭერი შუაზე მოაპკურე კონიაკი ან რომი წაუსვი კრემი. თუ ხილის ტორტია, მაგალითად მარწყვის მაშინ კრემის თავზე ხილი მოაყარე. მეორე ნაწილსაც წაუსევი კრემი და I-ს დაადევი ზემოდან. ახლა მთელ ტორტს წაუსევი კრემი გვერდებზეც და ზემოდანაც. მორთე როგორც გაგიხარდება თუ მარწყვისაა მარწყვებით
თუ შოკოლადისას აკეთებ მაშინ გახეხილი შოკოლადით. ამას კაკლის მურაბა (დაჭრილი კაკლები) უხდება ძალიან.

Posted by: Solveig 28 Jan 2007, 01:40
QUOTE
წაუსევი კრემი

იმერეთში იციან ეგრე smile.gif

მე სამად ვჭრი ხოლმე ბისკვიტს, ვნამავ სხვადასხვანაირად: ალუბლის ლიქიორი, კონიაკი+ვარდის ნაყენი, ჩაის ნაყენი+კონიაკი+ვარდის ნაყენი, ჩაის ნაყენს+ფორთოხლის ქერქზე დაყენებული არაყი..

Posted by: August 30 Jan 2007, 13:30
Solveig, მეც შემიძლია გავიმეორო ნიცშეს სიტყვები: მე ადამიანი კი არა დინამიტი ვარ.
ჩემს შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ, რომ გურულ-მეგრული გენეტიკა ამის სრულ უფლებას მაძლევს.წარმოშობით კი ფოთელი ვარ (ჯერ კიდევ მამაჩემის ბაბუა იყო ფოთელი). მიუხედავად იმისა, რომ 1960 წლიდან კი უკვე თბილისში ვცხოვრობდით, საოცრად მიყვარს ფოთი. მეუბნებიან ფოთი ის აღარ არისო. შეიძლება, მაგრამ მე ჩემი ფოთი მაქვს და ის მიყვარს ჩემს მახსოვრობაში რომელიცაა.

ტორტის გაფორმებას რაც შეეხება - საინტერესო ვარიანტები გვაქვს სათვისტომოს საიტზე.
ამ გვერდის
http://mamuli.net/qartlosi/bpg/publications_list.asp?vjob=vsub,55
შოკოლადომანია _ში შეგიძლიათ ნახოთ.

გუშინ შევიძინე ძალიან კარგი წიგნი "შოკოლადი". გადასარევი რეცეპტებია და რაც მთავარია მომზადების ეტაპების ფოტოები და ულამაზესი საბოლოო "პროდუქტი".

Posted by: tu-tuna 30 Jan 2007, 14:50
ჩემ რეცეპტსაც გაგიზიარებ, ძაან ადვილია და არც ერთხელ არ "ჩამვარდნია" გაზის ღუმელში როცა ვაცხობდი, დენის ღუმელში რეჟიმი ვერ შევურჩიე და შევეშვი.

6 კვერცხი (ცილა და გული ერთად) + 1 ჭიქა შაქარი (12 კვერცხის შემთხვევაში 2 ჭ. შაქარი). მიქსერით ვთქვეფამ 15 წუთი, მერე 15 წუთი ვასვენებ და მერე ისევ 15 წ მიქსერით. შემდე ფქვილი გაცრილი - 6 კვერცხის შემთხვევაში - 1 ჭიქა, 12ის - 2, და ვუმატებ გათქვეფილ კვერცხს და შაქარს ცოტ-ცოტას და თან კოვზით ნელ-ნელა ვურევ - ქვაბის ერთი კედლიდან მეორისკენ. შემდეგ კალკას ვაფენ ფორმაში და ვაცხობ დაბალ ცეცხლზე. ცხვება დაახლოებით 45 წუთიდან 1 საათამდე.

Posted by: Vika 3 Feb 2007, 01:01
August
ძალიან გემრიელი პეროგი სჩანს.

ათქვეფილი ნაღებით (ბეზეს ნაცვლად) გამოვა, როგორ ფიქრობ?

Posted by: ikebana 4 Feb 2007, 16:22
August
QUOTE
ამ "კარალევსკი პეროგს" ჩვენს ოჯახში უკვე IV თაობა აცხობს.
2 50გრ კარაქი კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის გული + 1 ჭიქა მაწონი ან არაჟანი + სოდა და ძმარი + ვანილი. კარგად მოვურიოთ. ფქვილი იმდენი, რომ ცომი იყოს ფაფუკი და ნაზი.
გამოვაცხოთ სამი ფირფიტა.

4 კვერცხის ცილა ძალიან მაგრად ავთქვიფოთ და დავუმატოთ წინასწარ გამზადებული ვაშლის პიურე. ეს მასა წავუსვათ ყველა ფირფიტას, რომლებიც სურვილის შემთხვევაში სულ ოდნავ კონიაკით ან რომით შეგიძლიათ "მოწუწოთ". ზემოთას მოვაყაროთ შაქრის პუდრი. კიდევ ზემოდან სულ ოდნავ (ოდნავ!)დაფქული დარიჩინი .
მიირთვით 2-3 საათის შემდეგ.


აუ ვგიჟდები ამაზე, ჩემი საყვარელი ნამცხვარი იყო ბავშვობაში და დედაც სულ გვიკეთებდა.
ჩვენც ასე ვაკეთებდით ოღონდ დარიშინის გარეშე და ზემოდან დაფხვნილ ბისკვიტს ვაყრიდით.
ხშირად ვაშლის მაგივრად გახეხილ შაქრიან ლიმონს ვხმარობდით და მე ასე უფრო მიყვარდა.
მთელი ღამით ცელოფანჩამოცმული რომ დატოვოთ დილით უგემრიელესი იქნება. up.gif მნია

Posted by: Peppi 4 Feb 2007, 19:00
ვაშლის პეროგს მეც August-ტივით ვაკეთებ, ოღონდ ერთ ფენას- ვაშლს, მეორეს- ბეზეს, და მესამეს - შოკოლადის მინანქარს ვუშვებიsmile.gif ძალიან კარგია

ო, დღეს ტირამისუ გავაკეთე , ოხ-ოხ რა არისsmile.gif! ისე ერთი იდეა მომივიდა, ტირამისუს და "მთვრალი ალუბლის" ტორტის რეცეპტები გავაერთიანო, ვნახავ ერთი რა გამოვა, ისე არ უნდა იყოს ცუდი,ჰა რას იტყვით?!

Posted by: ikebana 4 Feb 2007, 21:47
Peppi
მასკარპონე სად იშოვე?

Posted by: Peppi 5 Feb 2007, 12:09
ikebana
აუ არა თბილისში არ ვარ(:
ისე, მართალი გითხრა ნადუღის და ნაღების ნაზავისგან მშვენიერი მასკარპონე გამოვა! ასე ვფიქრობ, საქართველოში რომ ვიყვე აუცილებლად მივიღებდი რაიმეს მასკარპონეს ნაირსwink.gif რას ვიქებ არა თავს? მოკლედ . . . ცავალ ეხლა მასკარპონეს როგორ მზადდება იმას გავიგებsmile.gif

Posted by: Without Nick 5 Feb 2007, 20:24
აუ ხალხო რა კარგები ხართ ვინც რეცეპტებს წერთ biggrin.gif
მართალია მაგისი გამკეთებელი არ ვარ მარა როცა მშივდება სულ აქ შემოვდივარ lol.gif yes.gif მაზოხისტი ვარ lol.gif

Posted by: tms 6 Feb 2007, 19:15
QUOTE (Peppi @ 4 Feb 2007, 19:00 )
ვაშლის პეროგს მეც August-ტივით ვაკეთებ, ოღონდ ერთ ფენას- ვაშლს, მეორეს- ბეზეს, და მესამეს - შოკოლადის მინანქარს ვუშვებიsmile.gif ძალიან კარგია

და ფქვილი რამდენი უნდა მაგ ვაშლის პეროგს? smile.gif

კიდევ რა მაინტერსებს, ვინმეს "ზახერი" გამოგიცხვიათ? შაბათს ვაპირებ, და ეს რეცეპტი რომელიც მაქვს ამბობენ ყველაზე მიახლობეულია ნამდვილ "ზახერთანო" და თქვენი რეცეპტიც მიანტერესებს .)

Posted by: kopa 10 Feb 2007, 05:11
oli
QUOTE
მიყვარს კი არა, ვგიჟდები, გონება მეკეტება და სუნთქვა მეკვრის როცა ნაპოლეონს ვჭამ

კოლეგა, მეც ძალიან მიყვარს baby.gif

Posted by: გარშოკი 15 Feb 2007, 22:28
მე რომ აქ დავპოსტო, მადა ხომ არ გაგიფუჭდებათ? user.gif

Posted by: Vika 19 Feb 2007, 20:34
Peppi
QUOTE
დღეს ტირამისუ გავაკეთე

დაწერე როგორ აკეთებ smile.gif
მასკარპონე ვიყიდე, მაცივარიდან თვალს მიკრავს მზად ვარო.

Posted by: ჰერმიონ 19 Feb 2007, 22:35
ხალხო გინდათ გამაგიჟოოოოოოოთ?

ეს მინდოდა მე დამშეულს?

აწი ეს ინქება ჩემი საყვარელი განყოფილება


Posted by: @SOPO@ 20 Feb 2007, 00:05
Natia_N_N
QUOTE
ამასწინდა გავაკეთე ნამცხვარი, შიგნით ნატეხი შოკოლადებით.
რეცეპტ ნე პომნიუ, თუ გამახსენდა და ვიპოვე, დაგიწერთ
აუფ, რა კარგი იყო................ 1 ჟარონას 20 წუთში ფაფუ უქნა ოჯახმა


შემთხვევით ხომ ვერ გაიხსენე როგორ გააკეთე ეს ნამცხვარი? ძალიან მაინტერესებსsmile.gif

Posted by: miau 20 Feb 2007, 12:17
ლიმონის (ან ფორთოხლის ) პეროგი

400გ. კარაქი ან მარგარინი + 1,5 ჭიქა შაქარი + 6 კვერცხის გული + 200გ. არაჟანი ან 250 გ. მაწონი + 1/2 ჩკ. სოდა ან ერთი რაზრიხლიტელი ფქვილში არეული + 3-4 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს ნაზი, ოდნავ ხელზე ეკრობოდეს. ფქვილიანი ხელით გავიყვანოთ თუნუქის ფურცელზე ორ დიდ და ერთ პატარა ფენად (იმდენი, რომ ერთი ხელის გულის ტოლი გამოვიდეს). გამოვაცხოთ საშ. ცეცხლზე.

2 ლიმონი ან 2 მომცრო ქართული ფორთოხალი (თურქული და ბერძნული არა) კანიანად გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში + 1.5შაქარი + 1-2 ს/კ წყალი . ეს ყველაფერი სქელძირიან პატარა ქვაბში მოვადუღოთ.

6 ცილა კარგად გავთქვიფოთ 1 ჭიქა შაქართან ერთად და დავუმატოთ მოხარშული ლიმონი.
ეს მტელი წავუსვათ ორ გამომცხვარ ფენას. მესამე პატარა კარგად დავფხვნათ და ზემოდან მოვაყაროთ მუსიან ნამცხვარს. გავჭრათ 6 საათის შემდეგ.

მუსის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლება - 1 ლიმონი ან 1 ფორთოხალი და 3 ცალი ვაშლი პატარა კუბიკებად დაჭრილი.
* * *
დოდკა
QUOTE
თორემ პლიტკების დნობა და რეაღაც..  ნი ტო.


გაცილებით საიმედოა მზა შოკოლადით მომზადება, ვიდრე კაკაოთი smile.gif


Posted by: tamrusha 27 Feb 2007, 15:33
ქალებო, შემთხვევით ხომ არ იცით სუფლე როგორ კეთდება, ან რაიმე ნამცხვარი სუფლეთი?

Posted by: Solveig 27 Feb 2007, 23:13
QUOTE
თორემ პლიტკების დნობა და რეაღაც..  ნი ტო.

ორთქლზე უნდა დადნო.
მართლა სჯობს, ასე გააკეტო მინანაქარი, ვიდრე თვითონ მოადუღო.

ისე, მე ასე ვაკეთებ: 1 ჭიქა შაქარი, 5კოვზი (სუფრის) კაკაო და იმდენი რძე, რომ ოდნავ დაასველოს. რომ გალღვება, ვუმატებ ვანილს და ცხლად ვუსვამ.

Posted by: tamrusha 5 Mar 2007, 13:26
ხალხნო, არაფრით არ გამომდის ბისკვიტი. თქვეფის დროს ყველა წესს ვიცავ (ერთი-ორჯერ ძალიან ცოტა სოდაც კი მივახმარე). გამოცხობის დროსაც კარგად ამოდის, ოღონდ, როგორც კი გამოვიღებ ჰაერღუმელიდან, იმ წუთში ვარდება. ხომ ვერ მეტყვით რა მჭირს?

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Mar 2007, 16:13
შტრუდელი გაგიკეთებიათ ვინმეს? ძნელია?

Posted by: tata-naka 5 Mar 2007, 17:22
WOMAN IN LOVE
კი ძნელია, ერთხელ გავაკეთე და მეტი სურვილი არ გამჩენია, ისე გემრიელია ეგ ოხერიsmile.gif
გერმანიაში რესტორანში მოქონდათ ხოლმე ცხელი შტრუდელი ცივი ნაღებით, ფანსასტიკა იყოsmile.gif
ცომი ისეთი თხელი უნდა იყოს რომ ქვეშ ნაწერს რომ ამოუდებ წაკითხვა უნდა შეგეძლოს, ავსტრიაში სპეციალური მასტერ კლასი იყო შტრუდელის გაკეთებაში smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Mar 2007, 18:26
tata-naka
თან ინ თხელ ცომსმგონი მარლის საშუალებით ახვევენ, ანუ უნდა დადო მარლაზე და ნელ-ნელა გადაახვიო. ძნელი იქნება ალბათ.

Posted by: kukurukuku 15 Mar 2007, 15:55
მე გასწავლით ძალიან გემრიელ და ადვილად გამოსაცხობ ნამცხვარს .
ინგრედიენტებია : 85 გრ შოკოლადი
75 გრ კარაქი
65 გრ შაქარი
65 გრ ნუში დაფხვნილი (შეგიძლიათ ნიგოზი )
2 კვერცხი
2 ყავის კოვზი ფქვილი
ეს რაოდენობა განსაზღვრულია 2 კაცზე , შესაბამისად თუ გინდათ მეტი გამოგივიდეთ მასალაც მეტი უნდა გამოიყენოთ. ჩემი ინტერპრეტაციით ამ ინგრედიენტებს დავუმატე დაჭრილი ბანანი და ქიშმიში , და ძალიან მოუხდა.
მომზადების წესი : ნელ ცეცხლზე ვადნობთ შოკოლადს და კარაქს ერთად.
რო გადნება დავუმატოთ შაქარი და ნუში (ან ნიგოზი )
შემდეგ ისე რო არ გავაჩეროთ მორევა , ვუმატებთ კვერცხს და ფქვილს , ქიშმიშს და ბანანს (გემოვნების მიხედვით).
შემდეგ კარგად ვურევთ გადმოვდგავთ და ჩავასხათ რაიმე ფორმაში და შევდოთ გაზქურაში 200 გრადუსზე 20 წუთით. რო გამოვიღებთ ცოტა გაცივდეს და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
გისურვებთ წარმატებებს! : )

Posted by: Dr_Zuzumbo 15 Mar 2007, 17:06
აი, ჩემი გაკეთებული, ნამდვილი, ფრანგული ტარ-ტატენი. ვისაც ეს არ გაუსინჯავს, ან დღე მოკვდება, ან ღამე wink.gif

Posted by: Vika 15 Mar 2007, 18:19
Dr_Zuzumbo
up.gif !

Peppi
ტირამისუს რეცეპტს ველოდები wink.gif

Posted by: kudracha 15 Mar 2007, 18:24
Dr_Zuzumbo
QUOTE
აი, ჩემი გაკეთებული, ნამდვილი, ფრანგული ტარ-ტატენი. ვისაც ეს არ გაუსინჯავს, ან დღე მოკვდება, ან ღამე

რეცეპტი სად გიწერია user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 15 Mar 2007, 19:09
QUOTE (kudracha @ 15 Mar 2007, 16:24 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
აი, ჩემი გაკეთებული, ნამდვილი, ფრანგული ტარ-ტატენი. ვისაც ეს არ გაუსინჯავს, ან დღე მოკვდება, ან ღამე

რეცეპტი სად გიწერია user.gif

არსად არ მიწერია რეცეპტი მარა ახლავე დავწერ.
პირველ რიგში, ვინც არ იცის ტარ-ტატენი რა არის მათ ვეტყვი, რომ ტარ-ტატენი არის ვაშლის ლეგენდარული ფრანგული ნამცხვარი და მისი სამშობოა პროვანსი.

მოკლედ: რადგან ტატენ ვაშლის ჯიშის ყიდვა ალბათ შეუძლბელია საქართველოში, ამ, მთავარ, კომპონენტს შეცვლის 5-6, საშუალო ზომის მჟავე ვაშლი(ვინც ევროპაში, ან ამერიკაში ცხოვრობს "გრანი სმიტი" გამოიყენეთ).

"ქვიშა" ცომისათვის საჭიროა 125 გრამი უმარილო კარაქი 4 დეცილიტრა(ორი ჭიქა) თეთრი ფქვილი, 1 დეცილიტრა წყალი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი.

კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებათ და ფქვილს დინჯად, თითებით შეაზილეთ ისე, რომ ქვიშასავით მასა მიიღოთ. შემდეგ გააკეთეთ მისაგან "კრატერი", მარილი და წყალი დაუმატეთ. მოზილეთ კარგად ცომი, შეახვიეთ ცელოფანის პატარა პარკში და შედგით რამოდენიმე საათით მაცივარში.

რამოდანიმე საათის შემდეგ გაფრცქვენით ვაშლები და დაჭერით ნაჭრებად(მე, 12 ნაწილადა ვჭრი თითო ვაშლს), ამასთან შუაგული ამოაჭერით. აიღეთ მცირე ზომის ტაფა(მე, ტარ-ტატენისათჳის განკუთვნილი სპილენძის სპეციალური ტაფა მაქვს) და მის ფსკერზე თანაბრად მოაყარეთ ჭიქანახევარი შაქარი. დაჭერით 125 გრამი კარაქი თხელ ნაჭრებად და შაქარზე თაბრად მოაფინეთ. ამის შემდეგ დაჭრილი ვაშლი ლამაზად დააწყვეთ(მე, წრიულად, მზის სხივებივით ვაწყობ მათ წაღმა-უკუღმა) ნახევარს რომ დააწყობთ, მოაყარეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და დანარჩენ ვაშლს რომ ჩააწყობთ, ზემოდან ერთი ჭიქა შაქარი მოაფრქვიეთ,.შემოდგით ტაფა ნელ ცეცხლზე და 1 საათი და 20 წუთი ათუხთუხეთ, სანამ მოთუხთუხე სითხე ოქროს ფერს არ მიიღებს და არ ჩაკარამელდება. ცოტა ხანი გააგრილეთ, მაცივარიდან ცომი გამოღეთ, ტაფის ზომაზე გააბრტყელეთ და ტაფას გადააფარეთ, არ დაგავიწყდეთ ცომის ჩანგლით დაჩვრიტვა. ამის შემდეგ ტაფა 15 წუთით შედგით 270 გრადუსამდე გახურებულ ჰაერ-ღუმელში. გამოცხობილი ნამცხვრიანი ტაფა გამოიღეთ, ზედ რაიმე თხელი კერამიკული ან მეტალის "პოდნოსი" დაამხეთ და შეეცადეთ ფრთხილად თავდაყირა გადაატრიალოთ, რათა გამომცხვარი ცომი ქვეშ მოექცეს. ტაფა მოხადეთ და... ვოლაა, ტარ-ტატენი მზადაა.

ტარ-ტატენი უნდა მიირთვათ ცხლად(პირს ნუ დაიწვამთ wink.gif ) მას შესანიშნავ კომპანინობას უწევს წითელი, მშრალი ღვინო.

უფ, რამდენი დამიწერია biggrin.gif

Posted by: kudracha 15 Mar 2007, 19:46
Dr_Zuzumbo
მადლობა smile.gif

Posted by: August 15 Mar 2007, 20:01
Vika,
ტირამისუს გაკეთება წინა საღამოს ჯობია.
მოადურეთ მაგარი ყავა (5 კოვზი 300მლ მდურაე წყალზე) და აცალეთ რომ გაცივდეს.
6 კვერცხის გული და1,3 ჭიქა საქრის პუდრი ატქვიფეთ წყლის აბაზანაზე ისე რომ სპილოს ძვლის ფერი მიიღოს და თანდათან უმატეთ 750 გრ ყველი მასკარპონე.
გაცივებული ყავა ორჯერ გაწურეთ (ან საერთოდ ექსპრეს ყავადანში მოადურეთ) და დაუმატეთ 1 სირჩა კონიაკი ან რომი
მომზადებული ფორმის ძირი დაფარეთ კრემით
user posted image
მოაყარეთ კაკაო
user posted image
სპეციალური ბისკვიტის ნამცხვრები სულ ერთი წამით ჩააწეთ ყავაში და დააწყვეთ ერთ ფენად
user posted image
გადაუსევით კრემი და მოაყარეთ კაკაო
user posted image
შემოაწყვეთ ბისკვირების II წყება. ამათ თავზე დააწყვეთ ყურძნის ორად გაჭრილი მარცვლები (მარწყვი და სხვა თქვენი გემოვნებით).
user posted image
ზემოდან ისევ კრემი და კაკაო.
user posted image
გადააფარეთ ფოლგა და დილამდე შედგით მაცივარში.

Posted by: kudracha 15 Mar 2007, 20:27
QUOTE
სპეციალური ბისკვიტის ნამცხვრები

ეს რაღაა? თბილისში იყიდება?

Posted by: Vika 15 Mar 2007, 20:31
August
ია ვ შოკე, ძალიან მაგარია! დიდი მადლობა smile.gif

ლედიფინგერ ბისკვიტები უნდა ვიყიდო, რაღაცა არ შემხვედრია, მაგრამ არც ვეძებდი.

Posted by: kudracha 15 Mar 2007, 20:34
Vika
QUOTE
ლედიფინგერ ბისკვიტები უნდა ვიყიდო, რაღაცა არ შემხვედრია, მაგრამ არც ვეძებდი.

თუ მიაგენი, დაწერე რა მერე

Posted by: Vika 15 Mar 2007, 20:37
kudracha
კუდრაჭ, ჩვენ სხვადასხვა კონტინენტზე ვართ მგონი wink.gif

Posted by: Breaky 15 Mar 2007, 20:45
kudracha
QUOTE
თუ მიაგენი, დაწერე რა მერე


ეგენი გუდვილშიც იყიდება სუპერმარკეტებშიც. გამჭვირვალე პარკებშია და ზუსტად ეგეტი ფორმა აქვთ, როგორც ზედა სურათზეა.

Posted by: kudracha 15 Mar 2007, 20:46
Vika
QUOTE
კუდრაჭ, ჩვენ სხვადასხვა კონტინენტზე ვართ მგონი

ააა, ოკ biggrin.gif
Breaky
QUOTE
ეგენი გუდვილშიც იყიდება სუპერმარკეტებშიც. გამჭვირვალე პარკებშია და ზუსტად ეგეტი ფორმა აქვთ, როგორც ზედა სურათზეა.

გაიხარე wink.gif

Posted by: ShadowCat 15 Mar 2007, 21:26
Dr_Zuzumbo
QUOTE
უფ, რამდენი დამიწერია

საღოლ, up.gif კარგად კი დაგიწერია და.. biggrin.gif

Posted by: სულხანი 15 Mar 2007, 21:57
Dr_Zuzumbo
QUOTE
გაფრცქვენით ვაშლები და დაჭერით ნაჭრებად

ვაშლი? დაჭრა?


შენგან ამას არ მოველოდი biggrin.gif



Posted by: August 15 Mar 2007, 21:58
Vika
Breaky

სწორედ ეგაა.
ძალიან ფრთხილად და სწრაფად უნდა ჩააწოთ ყავაში თორემ ღრუბელივით ისრუტაცს სითხეს და შეიძლება შიგ ჩაიშალოს.

Breaky, არ გადამრიო! გაკეთება არც იფიქრო. ცდუნებას ვერ გაუძლებ! gigi.gif

Posted by: killer 15 Mar 2007, 22:44
Dr_Zuzumbo
სურათიც ხომ არ მოგეპოვება? smile.gif
* * *
August
მასკარპონე რითი შეგვიძლია შევანაცვლოთ?

Posted by: miau 15 Mar 2007, 22:50
kudracha
QUOTE
ეს რაღაა? თბილისში იყიდება?


ტირამისუს ბისკვიტის გაკეთება შინაც შეიძლება და მშვენიერი გამოდის.
აი, რა მოგახსენო მასკარპონესი, რომელიც აქ ვერ ვიშოვე sad.gif

ტირამისუს რეცეპტი: http://kuking.net/my/viewalbum.php?a=146
ახლა ამით დაკმაყოფილდი და შემდეგ გამოცდილ რეცეპტს დავდებ რომ მოვიცლი. smile.gif

http://kuking.net/my/viewalbum.php?a=146 - აქ კიდევ უამრავი სახეობაა ტირამისუსი თავისი ისტორიით smile.gif

Posted by: Vika 15 Mar 2007, 22:55
killer
სურათიც მანდვეა.

მასკარპონე გემოთი და კონსისტენციით უმარილო ქრიმ-ჩიზს ჰგავს.

Posted by: Dr_Zuzumbo 15 Mar 2007, 22:57
QUOTE (killer @ 15 Mar 2007, 20:44 )
Dr_Zuzumbo
სურათიც ხომ არ მოგეპოვება? smile.gif

ჰმმმ, სურათი წინა გვერდებზე დავდე, კარგად გადაათვალიერე

Posted by: miau 15 Mar 2007, 22:59
Vika

სხვა უმარილო творожный сыр -ის გამოყენება არ გამოვა?
ისე, შეიძლება ცდა ... biggrin.gif

Posted by: Vika 15 Mar 2007, 23:02
miau
არ ვიცი biggrin.gif

August
შენ გეცოდინება.

Posted by: August 15 Mar 2007, 23:13
miau,
Vika,

არ ვიცი.
აქ ეგ არა პრობლემა და სხვა არ მიცდია. ისე კი творожный сыр უფრო პლავლენი სირს გავს. დანით წასასმელია კრემისმაგვარი.
ვერ დავიჯერებ თბილისში რომ არ იშოვებოდეს.

Posted by: Vika 15 Mar 2007, 23:19
August
უჰუ, მეც ასე ვფიქრობ.

Posted by: kudracha 16 Mar 2007, 11:29
miau
QUOTE
ტირამისუს ბისკვიტის გაკეთება შინაც შეიძლება და მშვენიერი გამოდის.
აი, რა მოგახსენო მასკარპონესი, რომელიც აქ ვერ ვიშოვე

მე ბისკვიტი გავიკვირვე და თურმე ყველი ყოფილა პრობლემა... გუდვილში არაა?

Posted by: Breaky 16 Mar 2007, 12:21
August

QUOTE
Breaky, არ გადამრიო! გაკეთება არც იფიქრო. ცდუნებას ვერ გაუძლებ!


ვიცი smile.gif გამიკეთებია და ძალიან მაგარია, უგემრიელესია!!! ისე, ტკბილეულის ცდუნებას ყველაზე მეტად ვუძლებ biggrin.gif


kudracha

QUOTE
თურმე ყველი ყოფილა პრობლემა... გუდვილში არაა?


no.gif არაა. შეგიძლია სანტეს მდნარი ყველით გააკეთო ან ვიოლათი ან რამე ეგეთით.
მე ცოტა სხვანაირი კრემით ვაკეთებ ხოლმე. მოვძებნი, სადღაც წერია აქ და დავდებ ლინკს.
* * *
აი აგერაა

http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=4325267

ჩიტუციოს დაუწერია (მე ვასწავლე biggrin.gif )

August
QUOTE
ძალიან ფრთხილად და სწრაფად უნდა ჩააწოთ ყავაში თორემ ღრუბელივით ისრუტაცს სითხეს და შეიძლება შიგ ჩაიშალოს.


ეგ მართალია, ყველაზე საფრთხილო მომენტი ეგაა, ძაააალიან ცოტა ხნით, სულ წამიერად უნდა გააჩეროთ და ეგრევე ამოიღოთ.

Posted by: kudracha 16 Mar 2007, 12:34
Breaky
გაიხარე biggrin.gif აქ ისეთ რამეებს წერთ, ცდუნებას ვერ ვუძლებ sad.gif
თუმცა რატომღაც მაინც ვიკლებ ჯერ ჯერობით, ნელ-ნელა ვიკლებ. ალბათ ბავშვის მოვლას მიაქვს მთელი ჩემი კალორიები biggrin.gif

Posted by: Breaky 16 Mar 2007, 12:39
kudracha
QUOTE
თუმცა რატომღაც მაინც ვიკლებ ჯერ ჯერობით, ნელ-ნელა ვიკლებ. ალბათ ბავშვის მოვლას მიაქვს მთელი ჩემი კალორიები


yes.gif ეგრეა. თავიდან მეც თითქმის ძველ წონაზე ჩამოვედი, მარა მერე ავკრიფე givi.gif

ხო, ტირამისუს რა ცშეეხება, აუცილებლად წინა დღით უნდა გააკეთო და მაცივარში ამყოფო მთელი ღამე, რომ კარგად დაჯდეს.

Posted by: miau 16 Mar 2007, 13:06
Breaky
QUOTE
არაა. შეგიძლია სანტეს მდნარი ყველით გააკეთო ან ვიოლათი ან რამე ეგეთით.
მე ცოტა სხვანაირი კრემით ვაკეთებ ხოლმე. მოვძებნი, სადღაც წერია აქ და დავდებ ლინკს.


მაშ სანტე არა?! 2kiss.gif

ჩიტუციოს კრემსაც ვცდი

Posted by: Breaky 16 Mar 2007, 13:08
miau
QUOTE
ჩიტუციოს კრემსაც ვცდი 


არაა ეგ ჩიტუციოსი, ჩემია, ჩემიიიი givi.gif
სანტეს მდნარი ყველით არ მიცდია სიმართლე რომ გითხრა, ნაღებით და არაჟნით ვაკეთებ ხოლმე და ძალიან გემრიელია up.gif

Posted by: miau 16 Mar 2007, 15:14
Breaky
QUOTE
არაა ეგ ჩიტუციოსი, ჩემია, ჩემიიიი


საავტორო უფლების შელახვისათვის დიდ ბოდიშს მოვახსენებ ქალბატონ ფუტკარს biggrin.gif

Posted by: killer 16 Mar 2007, 18:27
და სანტეს ყველი მაინც მლაშე არაა?

Posted by: miau 17 Mar 2007, 15:09
კნედლიკი
ძალიან გემრიელი რამეა, პრაღაში მივირთვი და აღფრთოვანებული დავრჩი smile.gif

400 გ. კარტოფილი
100 გ. ფქვილი
2 ს/კ მანანის ბურღული
150 გ. კარაქი
2-2,5 ს/კ შაქარი
1 კვერცხის გული
მარილი
12 ცალი ახალი ქლიავი ან მიზრდილი მარწყვი, ან გარგარი
12 ცალი ნატეხი შაქარი
100 გ. საფანელი (სუხრის ფხვნილი)
3 ს/კ შაქრის პუდრა ცოტა ვანილით



მომზადება

1. მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად, გავაცალოთ კანი და გავაციოთ. დავამატოთ მანანის ბურღული, ფქვილი, კვერცხის გული, 1ს/კ კარაქი, შაქარი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში და 20 წუთით დავდოთ.

2. ქლიავები გავრეცხოთ, შუაში გავჭრათ, ამოვაცალოთ კურკა და მის მაგივრად ნატეხი შაქარი ჩავუდოთ.

3. ცომი გავაბრტყელოთ ფქვილიან ზედაპირზე (5 სმ. სისქეზე), დავჭრათ 12 ნაჭრად, თითოში ჩავდოთ თითო ქლიავი ან სხვა ხილი , შევკრათ და ბატარა ბურთის ფორმა მივცეთ.

4. დიდ ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ ბურთები და დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ვხარშოთ.

5. დარჩენილი კარაქი გავადნოთ ტაფაში, ჩავყაროთ საფანელი და მოვბრაწოთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

6. მოხარშული კნედლები ამოვიღოთ დურშლაგზე, რომ დაიწრიტოს, შემდეგ ამოვავლოთ საფანელში, ამოვიღოთ თეფშზე და მოვაყაროთ შაქრის პუდრა, ზემოდან შეიძლება სხვადასხვა სეროფისა და შოკოლადის მოსხმაც.

Posted by: Solveig 17 Mar 2007, 15:33
QUOTE
უმარილო творожный сыр

არ მგონია, ტირამისუსნაირ რამეს მოუხდეს.

დამდნარი ყველი რომაა "Янтарный", ეგ უფრო გამოგდება..ვიოლას ცოტა მომჟავო გემო აქვს.

Posted by: ნაიადა 21 Mar 2007, 02:11

სამარხვო ნამცხვარი

კანიანად გავხეხოთ 4 პატარა, ან 3 მოზრდილი ვაშლი (ანტონოვკა უკეთესია); მიქსერით შევურიოთ 300 გრ შაქრის ფხვნილი, თანდათანობით; დავუმატოთ 100გრ ზეთი, მერე 4-5 ჩ. კოვზი კაკაო, სოდა ძმრით, ვანილი;
დავამატოთ თქვეფაში ფქვილი საშუალოზე ოდნავ სქელი მასის მიღებამდე, ჩავასხათ ქაღალდიან, ზეთწასმულ ფორმაში; ვაცხოთ ჯერ მაღალ, მერე დაბალ ტემპერატურაზე დაახლ. 80 წუთი.
შენიშვნა: აირღუმელში შედგმის მერე 60 წთ-ის განმავლობაში ღუმელის კარი არ გამოვაღოთ,-ცომი ჩავარდება.
სურვილით, შეგვიძლია შუაში გადავჭრათ, დავნამოთ, ხილფაფა წავუსვათ; ზემოდან კი მინანქარით მოვრთოთ.

Posted by: kudracha 21 Mar 2007, 15:09
როგორ მიყვარს ეს თემა user.gif

Posted by: BadbadGirl 21 Mar 2007, 19:09
ხალხო ამ თემის წაკითხვის შემდეგ აი ასეთი კიტხვები გამიჩნდა:
1. ტორტის ცომს თუ სჩირდება ცომს "ბეიკინგ პოუდერ"-ი ?
2. მრგვალ ფორმას რომ ვდგავ ღუმელში მთასავიდ ცხვება ცომი. შუაგულში ამოიბურცება ხოლმე და გვერდებზე თხელია. რა ვქნა ასე რომ არ გახდეს ჩემი ტორტი?
3. როგორ უკეთებთ დასანამს?
4. რას ფიქრობთ თუ ნაღებსა და შოკოლადის კარაQს ერთად ავურევ და ისე გავაკეთებ მოსართავ კრემს?
ან კრემის თქვენებური ვარიანტი დამიწერეთ.

წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისათვის smile.gif

Posted by: August 21 Mar 2007, 20:01
ცომს სხვა არაფერი არ სჭირდება:
10 კვერცხს და 1 ჭიქა (250 გრ) შაქარს ძალიან კარგად ათქვიფავთ. ისე რომ მიქსერის ჯოხებს რომ ამოიღებთ გოგლიმოგლი რომელიც ამოყვება უნდა დადგეს.
ფორმას ჩაუფინეთ გაცხიმული ქაღალდი და გვერდებიც გაუცხიმეთ.
შედგით ცხელ ღუმელში სულ ზემოთ გამოაცხვეთ საშუალოზე უფრო დაბალ ცეცხლზე. არ უნდა დაიბრიცოს წესით. ეგ იმას ნიშნავს რომ კარგად ათქვეფილი არ იყო. არც არავითარი ბრეიქ პუდერი არ სჭირდება.
დასანამად მე პატარა "პულვერიზატორი" მაქვს, მაგრამ შეგიძლიათ მცირე რაოდენობა დაისხათ ხელზე და ისე მოასხუროთ.
მე ან კონიაკით ვნამავ, ან რომით, ან თუ ხილით ვაფორმებ მაშინ ამ ხილის ვაჟინს ვამატებ სულ მცირე რაოდენობის სპირტს.
ცუდი არ იქნება მაგრამ ძალიან მსუყე არ გამოვა?
მე 1 ლიტრ რძეში ვხსნიდი 5-6 სუფრის კოვზს (დიდი თავით) პურისფქვილს და შაქარს გემოვნებით. კარგად უნდა გაქნა რომ ბუშტუკები არ გაიკეთოს (მერე თუ მაინცდა მაინც შეგიძლია საწურში გაწურო) და დაბალ ცეცხლზე ვადუღებდი მუდმივი მორევით. ადუღების პროცესსი დაიწყებს გასქელებას და ადუღებულსაც სულ უნდა ურიო, რომ არ მიიწვას და ასე 2-3 წუთი კიდევ დააცადე რომ ფქვილი კარგად მოიხარშოს.
დააცადე გაცივდეს და უკვე გაცივებულს დაუმატე კარაქი და ვანილი და ისევ მიქსერით ათქვიფე.
შეგიძლია გაყო ორად და ერთ ნაწილს კაკაო,თუ გაქვს ფერებიც, დაუმატო.
მე თბილისში კრემის ათასნაირი ფორმა მქონდა და მართლა ლამაზი ტორტები გამომდიოდა, ისეთი რომ ხუმრობდნენ კიდევაც ეს ალბათ ბუტაფორიაა თორემ ნამდვილი ასეთი როგორ იქნებაო.
აქ ამდენს აღარ ვწვალობ ეტყობა დავბერდი wink.gif ვყიდულობ მარკეტსი ბისკვიტს. 3 ცალია. ვნამავ რომით. ვყიდულობ იმავე მარკეტში კრემებს ვანილს და აირკონიაკს. ინსტრუქციით ვაკეთებ (მხოლოდ კარაქს არ ვამატებ და რძის ნაცვლად წყალზე ვამზადებ). ფირფიტებს ამ კრემს გადავუსმევ. ზემოდან და გვერდებზეც და მივაყრი ერთი კარგი მუსლი მაქვს გამოცდილი. იმით ვფარავ ზემოდანაც და გვერდებზეც. სულ ზემოდან ქიშმიშს და ცუკატებს მოვაყრი და შაქრის პუდრს მოვაფრქვევ.
ლამაზიც გამოდის და გემრიელიც და რაც ყველაზე ღირებულია დღეს ჩემთვის არც ძალიან კალორიულია და არც დიდი დრო არ მიაქვს.

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Mar 2007, 20:56
ტორტის ბისკვიტი:

1. 4 სუფრის კოვზი კარაქი
2. ერთნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი
3. 4 კვერცხის გული
4. 4. კვერცხის ცილა
5. 2 სუფრის კოვზი პუდრი შაქარი
6. ვანილინი თქვენი გემოვნებით
7. ჩაის კოვზის წვერი მარილი
8. ჭიქანახევარი გაცრილი ფქვილი

გააცხელეთ ჰაერღუმელი 175 გრადუსამდე, ფორმა შიგნიდან შეპოხეთ კარაქით, ჩაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და ისე არყიეთ რომ ფქვილმა ფორმის ყველა კუთხე-კუნჭული დაფაროს.

გაალხვეთ კარაქი და გვერდზე გადადგით, მოაცდევინეთ.

დაიწყეთ შაქრის ფხვნილის და კვერხის გულის თქვეფა მიქსერით შემდეგ ვანილინი დაამატეთ, თქვიფეთ მანამდის, სანამ მასაში არ მოიმატებს და არ გათეთრდება.

ათქვიფეთ ცალკე ცილა და მარილი თეთრ ქაფად. დაამატეთ პუდრი შაქარი და თქვიფეთ მანამდე, სანამ ბეზესავით არ გახდება. დანით ოთხად გაყოფის ხაზი მონიშნეთ.

1/4 ბეზესი და ფქვილის დაამატეთ გათქვეფილ გოგლიმოგლს და ძალიან ფრთხილად, კოვზით გადაურიეთ. შემდეგ დარჩენილი ბეზესი და ფქვილის 1/3, აგრეთვე ნახევარი გამდნარი და გაგრილებული კარაქისა დაამატეთ და ასევე ფრთხილად გადაურიეთ. ბოლოს დარჩენილი ბეზე და ფქვილი დაამატეთ და ისევ გადაურიეთ. როცა ცომს ნაწილობრივ გადაზილავთ დაამატეთ დარჩენილი კარაქი. ცომი არ უნდა აიზილოს ზედმეტად, რათა ათქვეფილი ცილა შესაძლებლობისდაგვარად ჰაეროვანი დარჩეს.

ჩაასხით ფორმაში და 30-35 წუთით შედგით ჰაერღუმელში. გამოცხობის შემდეგ, როცა გამოიღებთ 6 წუთი აცადეთ ფორმაში გაგრილება. გაგრილების შემდეგ ცოტათი მოიკლებს ზომაში და ადვილად მოსცილდება ფორმას. შემდგომ აცალეთ 1 საათი გაგრილება.

Posted by: August 22 Mar 2007, 21:27
"უხსოვარ დროში" tongue.gif როდესაც "ხეები დიდები იყვნენ" wink.gif ანუ მე პატარა, დედაჩემს ასწავლეს ერთი ცომი. მერე რეცეპტი დაეკარგა. სახელის მეტი ვერაფერი გაიხსენა. სახელი კი ფრიად ორიგინალური ქონდა - "უტოპლენნიკ" - რადგან ცომი რომ მოიზილებოდა მას მერე იგი წყლიან ვედროში უნდა ჩაგეგდო და გარკვეული დროის შემდეგ თავისით ამოტივტივდებოდა.

ბევრი ეცადა დედა, მაგრამ ვერც რეცეპტი გაიხსენა და ვერც ის ადამიანი ვინც ეს ცომი ასწავლა.

ახლა დედაზე ვფიქრობდი cry.gif და ეს უტოპლენნიკი რამ გამახსენა არ ვიცი eek.gif , მაგრამ დავგუგლე და ვიპოვე bis.gif . დიდი ხნის უნახავი ნათესავის ნახვა, რომ გაუხარდება ადამიანს ისე გამიხარდა.

ალბათ კარგი ცომი იყო, რადგანაც დედა ასე ძალიან განიცდიდა ამ რეცეპტის დაკარგვას, ამიტომ აქაც ჩავწერ თქვენთვის.

ცომი "Утопленник"

4 ჭიქა ფქვილი, 1ცალი მარგარინი, 1 ჭიქა რძე, 3 კვერცხი, 2 ს.კ შაქარი, 50გრ.საფუარი,1 ჩ.კ. მარილი.

50 გრ საფუარი გავხსნათ 1 ჭიქა თბილ რძეში, ისე რომ არ დაიკუშტოს, დავუმატოტ 3 კვერცხი, 2 ს.კოვზი შაქარი, 1 ჩ.კ. მარილი, წინასწარ დაკეპილი და გალღობილი მარგარინი და 4 ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ და გამოვკრათ ნაჭრის ხელსახოცში. ჩავაყურყუმელავოთ ოთახის ტემპერატურის წყლიან დიდი მოცულობის ქვაბში ისე რომ ფსკერამდე ჩაიძიროს. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ თქვენ გექნებათ შესანიშნავი ჰაეროვანი ცომი. არ ინერვიულოთ იგი თავისით ამოტივტივდება. ამ ცომისაგან შეიძლება ღვეზელების, ნაზუქების, თუნთუშების დამზადება და თუ შაქარს არ გაუკეთებთ - ხაჭაპურისაც. ვაშლის ღვეზელის შემთხვევაში დაჭრილ ვაშლს ცოტაოდენი შაქარი და დარიჩინი დაუმატეთ.

Posted by: ნაიადა 23 Mar 2007, 00:45
სამარხვო ღვეზელი
მასალა: 500გრ ფქვილი, ზეითუნის ზეთი 8-10 ს.კ; 150 გრ პესოკი; ნახევარი ჩ.კ.მარილი; 30 გრ საფუარი; 1კგ შავი ყურძნის მარცვლები, 2 ც ვაშლი

მომზადება
აღნიშნულიმასალით მოვზილოთ ნაზი ცომი თბილ წყალში,
აფუების შემდეგ ცომი ხელახლა გადავზილოთ; ისევ აფუვდეს;
ისევ გადავზილოთ; მერე გავათხელოთ თუნუქის ზომაზე ორჯერ მეტად;თუნუქზე დავაფინოთ ქაღალდი, დავდოთ მასზე ცომის ცალი მხარე, მოვაყაროთ გარეცხილ-გამშრალი მარცვლები და გაფცქვნილი ვაშლის თხელი ნაჭრები; მოვაფრქვიოთ ცოტა პესოკი, მოვასხათ 2-3 კ ზეითუნი; გადავაფაროთ მეორე მხარე, კიდეები შევაერთოთ
ზემოდანაც მოვათავსოთ მარცვლები, თან ოდნავ დავაწვეთ ხელით, მოვაყაროთ პესოკი, მოვასხათ ზეთი;
ვაცხოთ ჯერ მაღალ, მერე დაბალ ტ-ზე

ცომის მოზელისას გამოვიყენოთ მთლიანი ზეთ-პესოკის მესამედი ნაწილი, დანარჩენი ნორმა გამოვიყენოთ შუაში და ზემოდან,

მართალია, მარხვისას ტკბილეულისგან თავშეკავება ჯობს, მაგრამ საკურთხის დადგმისას საჭიროა მაინც

Posted by: BadbadGirl 23 Mar 2007, 01:01
მოკლეთ August-ის რეცეპტით უკვე შედგმული მაქვს ღუმელში ბისკვიტი, ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მის რეცეპტში ცერია
რა მეშველება რომ არ გამოვიდეს არ ვიცი sad.gif
მომიწევს ტორტის ყიდვა,არადა სად ვიყიდო?!

აააააააა , ვიტირებ ახლა, დზვრაც კი არ უჩანს ჩემ ტორტიკს sad.gif

ჩემი ტორტი კიდევ არ იძვრის sad.gif cry.gif cry.gif

Posted by: August 23 Mar 2007, 01:53
BadbadGirl,
ჰა რა ხდება? ავნერვიულდი უკვე მეც wink.gif

Posted by: BadbadGirl 23 Mar 2007, 02:13
August
მოკვდა ჩემი ტორტი sad.gif (ია ტაკ დუმაიუ)
კაროჩე ცავალ და ვიყიდი ხვალ, ან კიდევ ახალს გამოვაცხობ , კექსის რეცეპტით (ეს რაღაც ახალი ვარიანტი იქნება ტორტის biggrin.gif)

რამდენი ხანი უნდა მქონდეს გაზქურაში?

Posted by: August 23 Mar 2007, 02:21
BadbadGirl,
თუ შენი პოსტებით ვიმსჯელებთ სულ ცოტა 15-20 წთის წინ მზად უნდა ყოფილიყო. ისე კი მე წვრილი ჩხირით ვამოწმებ ხოლმე. ცენტრში რამოდენიმე ადგილას ჩავარჭობ და რომ ამოვიღებ თუ მშრალი ამოვა - მზადაა.
იმედი მაქვს ღუმელს არ აღებდი და არ "იჭყიტებოდი" მზად არის თუ არაო?
დაწერე ერთი ზუსტად როგორ გააკეთე.

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Mar 2007, 10:24
QUOTE (BadbadGirl @ 23 Mar 2007, 00:13 )
August
მოკვდა ჩემი ტორტი sad.gif (ია ტაკ დუმაიუ)
კაროჩე ცავალ და ვიყიდი ხვალ, ან კიდევ ახალს გამოვაცხობ , კექსის რეცეპტით (ეს რაღაც ახალი ვარიანტი იქნება ტორტის biggrin.gif)

რამდენი ხანი უნდა მქონდეს გაზქურაში?

გამოაცხვე ჩემი რეცეპტით, თუ არ გამოვიდა აქედან ჩამოგიტან ჩემი ფეხით baby.gif

Posted by: ShadowCat 23 Mar 2007, 12:48
August
Dr_Zuzumbo
რა კარგები ხართთთ!!! 2kiss.gif

Posted by: tamunia_ch 23 Mar 2007, 14:40
tamunia_tamunia
QUOTE
ისე მაინც დაგიწერ რაც ვიცი : ესეიგი გავტეხოთ 25 კვერცხი. გულები ცალკე , ცილები ცალკე.შემდეგ ვთქვიფოთ ცილა გათეთრებამდე, დავამატოთ 2 ჭიქა ნახევარი შაქარი და ვთქვიფოთ გადნობამდე, შემდეგ ვამატებთ გათქვეფილ გულებს და ისევ ავთქვიფოთ ,საცერით ჩავაყაროთ 3ჭ/ნახევარი ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით ერთი და იმავე მიმართულებით. ბოლოს კი ცივ ზეთწასმულ, ფქვილ მოყრილ ფორმაში ჩავასხათ და ვაცხოთ 2 სთ.

კი მასეა, მაგრამ მე შაქარს და კვერცხის გულებს ვამატებ მონაცვლეობით.. შაქარი, გულები, შაქარი, გულები და ა.შ. თან ძალიან კარგათ ითქვიფება ხელის ტორტის სათქვეფელით... პრუჟინა რომ არის ... სახელი არ ვიცი ......

ფიჭა
და ასევე არ შეიძლება არ ავღნიშნო, რომ ძალიან კარგი ბისკვიტი ცხვება ნელ გაზზე. არავითარი ღუმელი ან ელექტრო ფეჩი. ჩაასხით გამზადებული ცომი ტორტის ქვაბში, დააფარეთ ჩაის ტილო, შემდეგ სახურავი.. ისევ ჩაის ტილო (ან რამდენიმე, რომ სიმძიმე ედოს და ჰაერი არ შედიოდეს) და დადგით პირდაპირ გაზზე, ნელ ცეცხლზე...

მე მასე ავცხობ და მშვენიერი ბისკვიტები გამომდის wink.gif

Posted by: August 23 Mar 2007, 14:48
QUOTE (August @ 28 Jan 2007, 00:32 )
ბისკვიტი ჩემი სპეციალიზაციაა.
ყოველ 10 კვერცხზე 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა ფქვილი.არც ცილა გულს არ ვაცალკევებ.
მიკლედ 10 გვერცხი ჩაახალე ქვაბში დააყარე 1 ჭიქა შაქარი და ძალიან მაგრად ათქვიფე. ისე რომ მიქსერს რომ ამოწევ და გოგლი-მოგლი ამოყვება ის უნდა დადგეს კრემივით. მერე 1ჭიქა პურისფქვილი კარგად აურიე მაგრამ ფრთხილად და ერთი მიმართულებით.
ფორმას ძირში ჩაუფინე ცხიმწასმული ქაღალდი და გვერდებიც გაუცხიმე. შედგი წინასწარ გახურებულ ღუმელში უფრო დაბალ ვიდრე საშუალო ცეცხლზე.
ამაზე თავს დავდებ თუ საჭიროა, რომ ბისკვიტი გამოდის საუკეთესო და როგორც ხედავთ არც ბევრი წვალება არ უნდა.
დასამახსოვრებლადაც ადვილია 10 : 1 : 1 ნუ თუ 25 კვერცხიანია შეიძლება ცოტა სულ ცოტა შაქარი წაამატო.
ბისკვიტი გადაჭერი შუაზე მოაპკურე კონიაკი ან რომი წაუსვი კრემი. თუ ხილის ტორტია, მაგალითად მარწყვის  მაშინ კრემის თავზე ხილი მოაყარე. მეორე ნაწილსაც წაუსევი კრემი და I-ს დაადევი ზემოდან. ახლა მთელ ტორტს წაუსევი კრემი გვერდებზეც და ზემოდანაც. მორთე როგორც გაგიხარდება თუ მარწყვისაა მარწყვებით
თუ შოკოლადისას აკეთებ მაშინ გახეხილი შოკოლადით. ამას კაკლის მურაბა (დაჭრილი კაკლები) უხდება ძალიან.

ShadowCat 2kiss.gif

BadbadGirl,
გადავხედე ჩემს პოსტს და გულზე შემომეყარა... help.gif
თუმცა I პოსტში გარკევეით წერია 1 ჭიქა პურის ფქვილიო, ასევე მოგწერე PM-შიც მაგრამ აქ ეგ არ დამიკონკრეტებია და ვაითუ მხოლოდ გოგლიმოგლს აცხობდი eek.gif baby.gif .
ის 1 ჭიქა ფქვილი გაუკეთე? wink.gif
ფქვილი იმდენი უნდა რაც ერთი ხელის ამოსმით ამოყვება 1 ჭიქას (250გრ)

QUOTE
გამოაცხვე ჩემი რეცეპტით, თუ არ გამოვიდა აქედან ჩამოგიტან ჩემი ფეხით


Dr_Zuzumbo, 2kiss.gif
сгинь, конкурентная фирма ("12 სკამი" - ილფი და პეტროვი) gigi.gif

Posted by: kudracha 23 Mar 2007, 15:07
QUOTE
ცივ ზეთწასმულ

ეს ვერ გავიგე, ზეთი აუცილებელია? მე მარგარინს ვუსმევ და კიდე რა მაინტერესებს, ფქვილის მოყრა საჭიროა? მე ამის გარეშე ვაკეთებდი ხოლმე rolleyes.gif
ქაღალდს არ აფენთ?

Posted by: BadbadGirl 23 Mar 2007, 17:42
Dr_Zuzumbo
შენი რეცეპტით კექსს ვაცხობ და ძალიან გემრიელი გამომდის
უბრალოდ ცომის რამოდენიმე ნაწილად ვყოფ და პუდინგს ვამატებ. ეგაა ჩემი ფირმენნი ნამცხვარი (მეტის გაკეთება არ შემიძლია დამოუკიდებლად)
August
ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მითხარი. ცომი არ ამოვიდა , (მგონია ღუმელის ბრალი უნდა იყოს ) მაგრამ გამოცხვა და გემრიელი სუნი აქვს.
მაგრამ მეორე ნეუდაჩა დამემართა , ნაღების კრემი არ გამოვდა,(ცოცხალი თავით არც შეიკრა) კრემს მხოლოდ ნაღებიანს ვაკეთებ არასდროს არ გამფუჭებია და იმენნო დღეს არ გამოვიდა.
ეჰ ის დროა ჩავირბინო მაღაზიაში და ვიყიდო ტორტი sad.gif

Posted by: August 23 Mar 2007, 18:54
BadbadGirl,
ასეთ ბისკვიტს ვყიდულობ მარკეტში. ერთ შეკვრაში 3 ცალია.
user posted image

იმავე მარკეტში ვყიდულობ კრემებს ვანილს, აირკონიაკს,ამარეტოს ან ნიგვზიან-შოკოლადიანს

user posted image user posted image user posted image user posted image

ტორტი ასეთი გამოდის

user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image

ექსტერიერი ჩემებს უფრო ლამაზი აქვთ და სიმაღლე კი რასაც ხედავ wink.gif სტანდარტია.

Posted by: Breaky 23 Mar 2007, 18:57
August
QUOTE
ტორტი ასეთი გამოდის


და მერე ამათი ჭმისგან იკავებ თავს????? მე ანტიტკბილეულისტს მომინდა ახლა ტორტი ამ სურათებს რომ ვუყურებ და.....

Posted by: August 23 Mar 2007, 19:17
Breaky,
რომ არ ვიკავებდი იმიტომაც დამადგა კარგი დღე lol.gif
და "აწი რავა გავეკარები" cry.gif .
მაგრამ აი, ბოლოს რომ გავუკეთე ოჯახს - ვფიცავ, რომ გემოც არ გამისინჯია bis.gif .

ცოტას კი "ვეშმაკობ" და კრემებს რომ უწერია რძეში გახსენითო და მერე ბოლოში კარაქი შეაზილეთო - მე კარაქს არ ვამატებ და რძის ნაცვლად წყალში ვხსნი (ნაკლებ კალორიული, რომ იყოს).
არც ცეცხლი უნდა და არც გაზი - მიქსერით უნდა თქვიფო სულ 3-4 წუთი და ეგაა და გორის ციხე gigi.gif .
3 ფენიანი ბისკვიტი (არის 2-იანიც) 6,5 ზლოტი ღირს ($2-ზე ოდნავ მეტი). კრემი 1 ცალი 3 ზლოტამდეა. კარგა ბარაქიანად რომ გაკრემო სამ ფენას და მორთვას 2 ცალი სჭირდება. მოკლედ დაახლოებით 15 ზლოტი დაჯდება და დრო მთლიანობაში 15-20 წუთი.
აქ მოულოდნელა არავინ დაგადგება თავზე up.gif და ყავას მოუდუღებ, ამ ტორტს გამოუტან და ლიქიორს ან კონიაკს და "თავგადაკლულ" მასპინძლობაში კი ჩაგეთვლება wink.gif

Posted by: kudracha 24 Mar 2007, 10:59
არ მიპასუხებთ, არა? rolleyes.gif

Posted by: ShadowCat 24 Mar 2007, 11:33
kudracha
მე ტორტების ცხობის გაგებაში არ ვარ biggrin.gif
მაგრამ დედაჩემი და ჩემი და როგორც აკეთებს, იქიდან გამომდინარე გიპასუხებ:

QUOTE
ვერ გავიგე, ზეთი აუცილებელია? მე მარგარინს ვუსმევ

ზოგადად ცხიმია აუცილებელი. ასე რომ, შენ თუ გინდა კარაქი წაუსვი biggrin.gif
QUOTE
და კიდე რა მაინტერესებს, ფქვილის მოყრა საჭიროა? მე ამის გარეშე ვაკეთებდი ხოლმე

ფქვილს არც ჩემები აყრიდნენ no.gif
QUOTE
ქაღალდს არ აფენთ?

კი, ოდნოზნაჩნო yes.gif
ეს ძალიან კარგად მახსოვს - "კალკის" ქაღალდი smile.gif მრგვლად რომ ჭრიდა ჩემი და, რომ ფორმაში ჩაეფინა smile.gif

Posted by: kudracha 24 Mar 2007, 11:44
ShadowCat
biggrin.gif გაიხარე

Posted by: BadbadGirl 24 Mar 2007, 13:45
QUOTE
> როგორ გამოვაცხოთ ტორტი ისე რომ კარგი გამოვიდეს, ბისკვიტი

სულ ადვილად, ანუ ბისკვიტი ვიყიდოთ biggrin.gif tongue.gif

Posted by: August 24 Mar 2007, 17:20
BadbadGirl, შენ მოგეცა ჩემი ცოდვა gigi.gif
იმდენი საქმე მაქვს და ბისკვიტის გამოცხობისთვის მეცალა ახლა მე?! help.gif
დავიეწყე თან სურათებს ვიღებ და დავდებ მოგვიანებით. ეს წუთია შევდგი ღუმელში, მაგრამ რა გამოვა არ ვიცი, რადგან ჯერ მრგვალ ფორმაში ჩავასხი, მაგრამ აშკარად ვერ ჩაეტეოდა და ამიტომ გადავიტანე ოთხკუთხედში. თუ ამან არ "ავნო" კარგი უნდა გამოვიდეს.
საღამოს სურათებსაც დავდებ.
მორთვით ალბათ ბევრ "ფინტიკლუშკებს" ვერ გავუკეთებ cry.gif არაფერი აღმომაჩნდა სახლში და გარეთ გასვლას კი დღეს არ ვაპირებ, რადგან შემოსავლების დეკლარაცია მაქვს შესავსები ჩემიც, ჩემი ქმრისაც და შვილებისაც.
ტორტისთვის, რომ არ მეცალა ეს ერთია და როგორ გავუძლებ რომ არ გავსინჯო ის კიდევ მეორე.
მაგრამ ჩემი ქმარ-შვილი გიხდის დიდ მადლობას lol.gif . 10 წელია სახლში გამომცხვარი ბისკვიტი არ "ღირსებიათ" cry.gif .
კრემს კი მაინც ნაყიდს ვაკეთებ - ეგ კი მქონდა.

Posted by: BadbadGirl 24 Mar 2007, 17:39
August
ხოდა ჩემი არშემდგარი ტორტისგან მშვენიერი ნამცხვარი გავაკეთე,
ანუ დავნამე მალინის სეროფიტ, ცავუსვი მშვენიერი არაჯნის კრემი , ზემოდან დავაყარე მალინები და მოვასხი მალინის სეროფით გაკეთებული ჯელატინი,
პროსტო პრელესტ smile.gif smile.gif
ზოგი ჭირი მარგებელიაო, ტორტი არ გამომივიდა, სამაგიეროდ მშვენიერი მალინის ნამცხვარი გავაკეთე smile.gif

Posted by: August 24 Mar 2007, 18:47
bis.gif ბისკვიტია ზღაპარი bis.gif
ზუსტად 1 სთ ცხვებოდა.
მოკლედ არაფერი რევერანსები ბისკვიტს არ სჭირდება ... თუ კარგადაა ათქვეფილი.
როგორც უკვე დავწერე ჯერ ერთ ფორმაში ჩავასხი, მაგრამ რომ მივხვდი ეს ამოსასვლელად არ ეყოფოდა, გადავასხი სხვაში. ვითომ ამაზე მეტი "შოკი" რაღა უნდა ყოფილიყო wink.gif , მაგრამ
ის სხვა ფორმა ოთხკუთხედი იყო და ამიტომ ღუმელში თანაბრად რომ გამომცხვარიყო სადღაც 40 წუთის შემდეგ კარიც გავუღე, გარეთაც გამოვიტანე და შებრუნებული ისევ შევდგი gigi.gif

გაზქურა ავანთე საშუალოზე დაბალი ცეცხლით და ბისკვიტის თქვეფა დავიწყე.
10 კვერცხი და 250 გრ შაქარი ვთქვიფე ზუსტად 5 წთ ჩვეულებრივი მიქსერით. მიქსერი უნდა ამოძრაოთ რომ ყველგან თანაბრად აითქვიფოს.
250 გრ ფქვილი (ხორბლის უმაღლესი ხარისხის) არც გამიცრია და არც არაფერი ეგრევე ჩავყარე და ესეც საკმაოდ ენერგიულად ზემოდან ქვემოთ და ისევ ზემოთ მოძრაობებით კარგად ავურიე (ღომი თუ ამოგიზელიათ როდისმე? ზუსტად იგივე მოძრაობებით wink.gif lol.gif ).
გაცხიმულ და ქაღალდჩაფენილ ფორმაში ჩავასხი და შევდგი გახურებეულ ღუმელში საშუალოზე დაბალ ცეცხლზე.
ზუსტად 1 საათი ცხვებოდა.
წვრილი წკირით შუაში გავსინჯე და რადგან შუაში მშრალი იყო ე.ი. გვერდები მით უფრო.

კრემი აშკარად არ მეყოფა, მაგრამ ეგ არაფერი - მუსლით და კაკაო-შაქრის პუდრით მოვრთავ.
საღამოს სურათებს დავდებ.

P.S.
BadbadGirl,ძალიან კარგი! up.gif
დაახლოებით ეგეთს აქ სერნიკს ეძახიან. არაჟნის ნაცვლად ესები რამდენჯერმე ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხაჭოთი აკეთებენ. მართლა ძალიან გემრიელი რამეა!
* * *
ვასრულებ პირობას და სურათებს ვდებ yes.gif
როგორც გითხარით მხოლოდ 10 კვერცხი და თითო ჭიქა შაქარი და ფქვილი. როგორც ხედავთ არც კვერცხის ცილა და გული დამიცალკავებია. ჩვეულებრივი მიქსერით ვთქვიფე 5 წთ.
user posted image user posted image user posted image
დამეთანხმებით, რომ მშვენიერი ბისკვიტი გამოვიდა, არა?! არც სიმაღლე დაეწუნება და არც ფერი.გავჭერი შუაზე ვისკით დავნამე ( ქართული კონიაკის გარდა სხვა არაფერი აღმომაჩნდა სახლში და ის კი ვერ გავიმეტე wink.gif )
user posted image user posted image user posted image
მოვრთე არსებული საშუალებებით და შევუძახე მაცივარში.
user posted image
I ნაჭერი მაქსმა იგემა და ნახელავი ორიგინალურად მომიწონა: ნუღარ იყიდი იმ ბისკვიტებს. ასეთები გამოაცხვეო lol.gif
user posted image



Posted by: August 3 Apr 2007, 12:49
აქაური სერნიკის ( ჩიიზქეიქის ) რეცეპტს დავდებ - ძალიან გემრიელი რამეა.

* * *
კენკრის სერნიკი ცივად

user posted image

მასალა: 400 გრ ცხიმგაუცლელი ხაჭო, 300 მლ 36%-იანი არაჟანი, 1 ცალი ვანილის შაქარი, 300 გრ შაქრის პუდრი, 500გრ შავი კენკრა (ცოცხალი ან გაყინული), 4 კვერცხის გული, 10 გრ ჟელატინი

ბისკვიტის ძირი: 2 კვერცხი, 300 გრ შაქარი, 40 გრ ფქვილი

გამოვაცხოთ ბისკვიტი: ფორმას ჩავუფინოთ პერგამენტი ( ან გაქონილი ქაღალდი). კვერცხო სცილა მაგრად ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ შაქარი და თან ვთქვიფოთ სანამ შაქარი არ გადნება. შევურიოთ კვერცხის გული და კიდევ ავთქვიფოთ ბოლოდ დავუმატოთ გაცრილი ფქვილი. მასა გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტორტის ფორმაში და 190 გრადუს C ვაცხოთ 8 წთ-ის განმავლობაში. სანამ ჩალისფერს არ მიიღებს.გამოიღე ღუმელიდან და ფორმაშივე გააცივე. გახსენი ფორმა და ბისკვიტი ამოიღე. მოხსენი ქაღალდი. ისევ ჩადევი ფორმაში და ფორმა ჩაკეტე. პრაქტიკული რჩევა: ეს ეტაპი საერთოდ შეიძლება გამოტოვოთ, რადგან მშვენიერი ბისკვიტები იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში.

მოამზადე სერნიკის მოსართავი მურაბა: აწონე 100 გრ კენკრა და მოხარშე 1 სუფრის კოვზ შაქართან ერთად. გააცივე. პრაქტიკული რჩევა: ეს ეტაპიც შეიძლება გამოტოვოთ, რადგან კიდევ უფრო მშვენიერი მურაბები იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში.

ხაჭოიანი მასის მომზადება: ხაჭოში კარგად გავქნათ 150 გრ შაქარი და ვანილი. თქვეფის სეუჩერებლად ვ უმატოთ თითო-თითო კვერცხის გულები. მანამდე ვთქვიფოთ, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი, გლუვი და კრიალა. ჟელატინი დავალბოთ მცირე რაოდენობის ცივ წყალში. არაჟანი დარჩენილ საქართან ერთად ავთქვიფოთ. გაბერილი ჟელატინი გავხსნათ მიკროტალღოვან ღუმელში ან წყლის აბაზანაზე, ჩავასხათ ხაჭოს მასაში, დავუმატოთ ათქვეფილი არაჟანი და დარჩენილი კენკრა ( გაყინული კენკრის შემთხვევაში ინგიდიენტების დამატების რიგს დიდი მნიშვნელობა აქვს). ეს მასა ზემოდან დაადევი ბისკვიტს, რომელიც ფორმაში გიდევთ და სულ ცოტა 4 საათით შედგით მაცივარში. გამოიტანეთ, გადაიტანეთ ლანგარზე და მორთეთ მურაბით.

ატმის სერნიკი ცივად

user posted image

ხაჭოს მასა: 3 ცალი (3 X 150 გრ ) ვანილიანი ჰომოგენიზირებული ხაჭო, ლიმონის ჟელე (galaretka)

არაჟნის მასა: 1/2 ლ 30% არაჟანი, 2 ს.კოვზი ჟელატინი, 3 ს.კოვზი საქრის პუდრი

ბისკვიტის ძირი: 2 კვერცხი, 300 გრ შაქარი, 40 გრ ფქვილი

გარდა ამისა: ფორთოხლის ჟელე (galaretka) , ქილებში დაკონსერვებული ატმები

გამოვაცხოთ ბისკვიტი: ფორმას ჩავუფინოთ პერგამენტი ( ან გაქონილი ქაღალდი). კვერცხო სცილა მაგრად ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ შაქარი და თან ვთქვიფოთ სანამ შაქარი არ გადნება. შევურიოთ კვერცხის გული და კიდევ ავთქვიფოთ ბოლოდ დავუმატოთ გაცრილი ფქვილი. მასა გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტორტის ფორმაში და 190 გრადუს C ვაცხოთ 8 წთ-ის განმავლობაში. სანამ ჩალისფერს არ მიიღებს.გამოიღე ღუმელიდან და ფორმაშივე გააცივე. გახსენი ფორმა და ბისკვიტი ამოიღე. მოხსენი ქაღალდი. ისევ ჩადევი ფორმაში და ფორმა ჩაკეტე. პრაქტიკული რჩევა: ეს ეტაპი საერთოდ შეიძლება გამოტოვოთ, რადგან მშვენიერი ბისკვიტები იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში.

ლიმონის ჟელე გავხსნათ 1 ჭიქა ცხელ წყალში, გავაცივოთ. შენაგრებული ჟელე ავურიოთ ჰომოგენიზირებულ ხაჭოსთან ერთად. ქილიდან ამოვიღოთ ატმების ნახევარი, დავჭრათ კუბიკებად, დავუმატოთ ხაჭოს მასას. კარგად ავურიოთ. ეს მასა განვათავსოთ ბისკვიტის თავზე და 20 წუთით შევდგათ მაცივარში.

1/2 ჭიქა ცხელ წყალში გავხსნათ ჟელატინი, გავაცივოთ. არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად და დავუმატოთ ის გახსნილი და გაცივებული ჟელატინი. კარგად ავურიოთ და ეს მასა მოვათავსოთ ხაჭოს თავზე. ისევ შევდგათ 20 წთ-ით მაცივარში.

არაჟნიან მასის თავზე შემოვაწყოთ ფენებად დაჭრილი დარჩენილი ატმები.

2 ჭიქა ატმის ცხელ წვენში (თუ ნაკლები აღმოჩნდება წყალი დაუმატეთ) გავხსნათ ფორთოხლის ჟელე. გავაცივოთ და შესქელებული ჟელე დავასხათ ატმებს. ისევ შევდგათ მაცივარში და კარგად გავაცივოთ. გადავიტანოთ ლანგარზე.

Posted by: agr_bak 12 Apr 2007, 03:29
tamunia_ch
ჩემთვის მისაღები შენი ვარიანტია. ბებია და მანამდე მისი მამა ამ საქმის გენიოსები იყვნენ, რეცეპტი მემკვიდრეობით მე გადმომეცა და სწორედ მთავარი მუღამი ხელით თქვეფაში და ცეცხლზე ზემოდან გამოცხობაშია. ასეთი ბისკვითი არ ვარდება, არ არის მძიმე და სველი ტორტს არ აქვს კვერცხის გემო და მოლედ კარგი გამოდის ძალიან.

დღემდე შემომრჩა ოჯახში სპეციალურად შეკერილი პლედი ტორტზე დასაფარებლად smile.gif

Posted by: BadbadGirl 15 Apr 2007, 23:07
"ჩიტის რძე"
თავიდანვე ამბობ რომ საკმაოდ უჩვეულო ნამცხვაია და მოეწონება მხოლოდ იმას ვისაქ ნამდვილად უყვარს რძე .
გვჭირდება
1 ლიტრი რძე
6 კვერცხი
6 სუფრის კოვზი შაქარი (უმჯობესია პუდრა)
2 ცალი შაქრიანი ვანილი.

მომზადების წესი:
კვერცხის ცილისა და 2 სუფრის კოვზი შაქრისაგან გავაკეთებთ ბეზს, შემდეგ დავსვავთ პატარა ფორმებით ჟარონაზე და გამოვახცხობთ.
6 კვერცხის გულს კარგად ავთწვიფავთ 4 შუფრის კოვზ შაქარსა და 2 ვანილში, (ისე რომ შაქარი მთლიანად გაიხსნას.)
ავადუღებთ რძეს და ცოტაოდენს ჩAვასხავთ ჩვენს ათქვეფილ გულებში, კარგად მოვურევთ და შემდეგ მთლიან მასას ჩავასხავთ რძეში.თან კარგად და ჩქარჩქარა ვთქვიფავთ. წამოდუღებისთანავე გადმოვდგავთ ცეცხლიდან.
როცა ჩვენი ბეზეები გამოცხება,ჩავალაგებთ მათ რაიმე ღრმა და ბრტყელ ჭურჭელში და თავზე დავასხავთ ჩვენ რძეს.
უნდა მიირთვათ ცივი.(რაც უფრო ცივი მით უფრო კაი smile.gif )


მე პირადად ეს ნამცხვარი რძის გამო არ მიყვარს , მაგრამ ჩემი ჭმარი ერთ შეჭმაზე ჭამს ერთ პორციას tongue.gif tongue.gif
პ.ს.ალბათ ამიტომაცაა გოჭივით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Macy 17 Apr 2007, 22:16
იდეალი

ინგრედიენტები: 5 კვერცხი
2 ჭიქა შაქარი
2 სკ თაფლი
3.5 ჭიქა ფქვილი
2 ქილა მოხარშული ზგუშონი
250 გ მარგარინი
6 სუფრის კოვზი გატარებული ნიგოზი, სოდა, ძმარი ვანილი.



მომზადების წესი: 5 კვერცხის და 2 ჭიქა შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი მოგლი, დავამატოთ სოდა+ძმარი, ვანილი, 2 სკ თაფლი და 3სკ გატარებული ნიგოზი (ყველაფერი თანმიმდევრობით ). კარგად ავთქვიფოთ და დავამატთ ფქვილი, თუ მასა თხელი გამოვიდა კიდევ დავამატოთ ცოტა ფქვილი. საბოლოო ჯამში ცომი არც ძალიან თხელი არ უნდა იყოს და არც სქელი. კოვზიდან წურწურით არ უნდა ჩამოდიოდეს. ამის შემდეგ ჟარუნის ფორმაზე გამოჭრილ კალკაზე წავუსვათ ცხიმი (ზეთი ან მარგარინი) და ცომის ერთი მესამედი მასზე გავანაწილოთ. შევდგათ ცხელ ღუმელში (170გრადუსი) სანამ პირველი ფენა ცხვება ვამზადებთ მეორე ფენას. ბისკვიტმა ღია ყავისფერი უნდა მიიღოს. შეგიძლიათ ჩხირითაც შეამოწმოთ გამოცხვა თუ არა ბოლომდე. ფენის გამოღებიდან 5 წუთის შემდეგ ამოვაბრუნოთ და ქაღალდი მოვაძროთ. და ასევე დანარჩენ ორ ფენაზეც. ფირფიტების მომზადების შემდეგ ჯერი კრემზე დგება smile.gif 250გრ მარგარინი (ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი) კარგად ავთქვიფოთ და დავამატოთ 2 ქილა მოხარშული ზგუშონი, ვთქვიფოთ მანამდე სანამ მარგარინი ბოლომდე არ გაიხსენა ზგუშონში. შემდეგ დავამატOტ 3 კოვზი ნიგოზი და ცოტა ვანილი.
ბისკვიტის პირველ ფენას გადავუსვათ კრემის ერთი მესამედი და დავადოთ მეორე ფენა. მეორესაც წავუსვათ და დავადოთ მესამე ფენა. . ბოლო ფენას რომ წავუსმევთ კრემს ზევიდან მოვახეხოთ შოკოლადი და მოვაყაროთ პატარებათ დაჭრილი ნიგოზი. მართლაც ძალიან გემრიელი გამოვა, მე გამომდის ყოველ შემთხვევაში biggrin.gif


P.S შეგარგოთ wink.gif

Posted by: August 18 Apr 2007, 15:31
რაღაც ორიგინალურ ტკბილეულს ვეძებდი წინა კვირაში და აი, ასეთ რამეს გადავაწყდი.
user posted image

user posted image
შევისწავლე და ჩემებურად გავაკეთე. ძალიან გემრიელიც გამოვიდა ( როგორც ამბობენ- მე არ გამისინჯავს ) და არც თუ ბევრი საწვალებელია. ასე რომ, რადგან გამოცდა წარმატებით გაიარა, ამ შაბათს რამოდენიმე ჩემი სტუდენტი უნდა მეწვიოს ( საქართველოზე ფილმი და რაღაც რაღაცეები უნდა ვაჩვენო და მოვასმენინო) და მათთვისაც ამის გაკეთებას ვაპირებ. თქვენც გირჩევთ! ნუ, ახლა ცხადია იმათ ვინც დიეტაზე არა ხართwink.gif

მე ალუბლის შარლოტკა გავაკეთე!

საჭიროა:
1. მიქსერი
2. ორი სხვადასხვა ზომის ფორმა (დიდი არანაკლებ 28 სმ-დიამეტრის) და უფრო მცირე არა უმეტეს 26 სმ-ს). ფორმები უნდა იხსნებოდეს!!!
3. კულინარიული ქაღალდი ან უბრალოდ კალკა

ვაცხობთ რამოდენიმე ბისკვიტს. ერთს ჩვეულებრივ "ჟარონაზე" და გამოცხობის შემდეგ ვახვევთ პირსახოცით.
მეორეს და მესამეს ზემოთ ნახსენებ ფორმებში.

I ბისკვიტი:
3 კვერცხი
100 გრ ფქვილი
100 გრ. შაქარი
გამოვაცხოთ ქაღალდდაფენილ "ჟარონაზე".
შემდეგ სქელი პირსახოცზე გავშალოთ სუფთა ქაღალდი. თხელ ფენად მოაყარეთ შაქარი და მასზე მოვათავსოთ ბისკვიტი იმ ქაღალდიანად რომელზეც ცხვებოდა... 1 წთ გავაჩეროთ... მოვაშოროთ ის ქაღალდი რომელზეც გამოცხვა და პირსახოცის საშუალებით დავახსიოთ... გავაჩეროთ 5 წთ შემდეგ გავხსნათ წავუსვათ კრემი და ისევ გადავახვიოთ.
user posted image

10 კვერცხის ჩვეულებრივი ბისკვიტის ცომი გამოვაცხოთ დიდ და პატარა ფორმებში (7 კვერცხის დიდიში და 3 კვერცხის პატარაში)

კრემისთვის:
50გრ ჟელატინი
500 გრ. ჰომოგენიზირებული ხაჭო (ლიმნის არომატით)
500 გრ არაჟანი
250 გრ შაქარი
ლიმონის ცედრა და სხვა რამე-რუმეები სურვილის მიხედვით
ამ კრემის ნახევარზე ცოტა მეტს ფერისათვის დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი.

ზემოდან სპირალად დაწყობილი კონსერვირებული ან გაყინული ალუბლების დასაფიქსირებლად ალუბლისავე ჟელე.

დანარჩენს სურათებით მიხვდებით.
user posted image

user posted image
ბოლოს ეს ყველაფერი მაცივარში უნდა შედგათ სულ ცოტა 3-4 საათით.

Posted by: natia78 19 Apr 2007, 14:05
მე ტორტს ვაცხობ გაზის ქურაზე და არა ღუმელში.
ვიღებ 10 კვერცხს, 10 სუფრის კოვზი შაქარი, 10 სუფრის კოვზი ფქვილი. მომზადების იგივე, ანუ ჯერ ცილა, მერე შაქარი, მერე გული და მერე ფქვილი. ვასხამ ქვაბში, ვახურავ ტილოშემოფარებული თავსახურს, ვდგამ ქვაბის გამანაწილებელზე და ვაცხობ 1-1,5 საათი დაბალ ცეცხლზე. ყოველთვის ამართლებს.
ტორტის მორთვა კი არ ვიცი, ამიტომ ხილის ტორტს ვაკეთებ დიდ ჯამში სხვადასხვა ხილით. უფრო გემრიელია. არც მაინცდამაინც მსუყეა და არც მშრალი.

Posted by: BadbadGirl 20 Apr 2007, 16:57
http://ifun.ru/comments/joke10488.html ხალხო აი ეს ტორტები ნახეთ რა smile.gif
მე მაგრად მიმეწონა ზოდიერთი მათგანი smile.gif

Posted by: kudracha 20 Apr 2007, 17:22
BadbadGirl
QUOTE
მე მაგრად მიმეწონა ზოდიერთი მათგანი

გააკეთე? თუ ვიზუალურად მოგეწონა

Posted by: BadbadGirl 20 Apr 2007, 17:33
kudracha
არა რა გავაკეთე, სად შემიძლია მაგდენი smile.gif(ტორტის ბისკვიტი ვერ გამომიცხვია და მასეთს რა გამაკეთებინებს biggrin.gif)
უბრალოდ ორიგინალური იდეებია და "ექსტერიერი" მომეწონა smile.gif tongue.gif

Posted by: Vika 20 Apr 2007, 19:51
მეც გაგიზიარებთ ჩემს ნახოდკას, აქედან შევუკვეთე ერთხელ, ულამაზესი და უგემრიელესი იყო:

http://bonbonerie.com/signature/cakes.php

Posted by: Breaky 20 Apr 2007, 19:57
Vika

ვაიმე, გავგიჟდი რა სილამაზეააააა!!!!!
თან გემრიელიც ყოფილა up.gif გამიკვირდა, იმიტმ რომ როგორც წესი, ამერიკული ტორტები უგემურია ხოლმე.

Posted by: Vika 20 Apr 2007, 20:01
Breaky
მაღაზიის ტორტები მართლაც უგემურია smile.gif

Posted by: August 20 Apr 2007, 20:05
BadbadGirl, შენ ეგ არ იდარდო wink.gif ეგ უფრო ადვილია თუ ცოტა ძერწვა გეხერხება, რადგან მანდ ყველაფერი მარციპანისგანაა გამოძერწილი.
ულამაზესებია, მაგრამ მე მარციპანი არ მიყვარს .

Posted by: Breaky 20 Apr 2007, 20:05
Vika
QUOTE
მაღაზიის ტორტები მართლაც უგემურია


ხო ნუ, არ ვიცი ჩემი დედობილი სად ყიდულობდა ან უკვეთავდა ხოლმე (ჩემი სახელი კი ეწერა ხოლმე ზემოდან givi.gif ანუ მინიმუმ გაფორმებას უკვეთავდა), კაპიკად არ ვარგოდა, იმისთანა უგემური იყო სუყველა. არადა როგორ შევიმჩნევდი, იმხელა ტორტს შეუკვეთავდნენ ხოლმე და შეკრიბავდნენ ხოლმე მთელს ნათესაობას. თან ყველა აღფრთოვანებული იყო ხოლმე ტორტით, აბა მე რას ვიტყოდი იქ. თბილსიში დედაჩემის და მამიდაჩემის გამომცხვარ ტორტებთან ეს თქვენი შეთითხნილი ტორტები ძონძიათქო რომ მეთქვა, ინფარქტი ხევდა დედობილს lol.gif

Posted by: Vika 20 Apr 2007, 20:08
August
OMG, я упала, ოქროს ხელები გაქვს!
მე ყველაფერი გამომდის სტილში "პისალა კურიცა ლაპოი".. biggrin.gif

Posted by: Vika 20 Apr 2007, 20:11
Breaky
ვიცი რაზეც იძახი, რიგითი ტორტია, birthday cake, შოკოლადის ან ვანილის ბისკვიტი, შაქრის გლაზურით.
მე რომ ბონბონერიდან შევუკვეთე ტორტი, ამერიკელებიც კი იყვნენ აღფრთოვანებულნი.

Posted by: August 20 Apr 2007, 20:25
ავატარის დაყენება ვისწავლე bis.gif ახლა და ამათში ერთს ავირჩევ და დავიყენებ მეთქი, მაგრამ ვერ ავირჩიე - ყველა მომწონს!!! lol.gif

როგორც გითხარით მარციპანი არ მიყვარს, მაგრამ ამათ დასაჭრელად ისედაც ვერ დავადებდი დანას gigi.gif

Posted by: BadbadGirl 20 Apr 2007, 22:26
August
ძერწვაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი sad.gif
მარციპანი კი მიყვარს tongue.gif გემრიელი მარციპანის გოჭუნები და კურდღლები, მნია მნია biggrin.gif თუმცა ზოგს ვერ ვიმეტებ საჭმელად, მაგალითAდ მარციპანის "დალმატინის ლეკვი" "მყავს " უვე ცელია და ვერ გავიმეტე შესახრამუნებლად ისეთი საყვარელია tongue.gif

Posted by: Mr-President 22 Apr 2007, 13:09
QUOTE
საკონდიტრო ნაწარმი და ტკბილეულობა/დესერტი, ყველაფერი ნამცხვრებიდან შაქარლამებამდე smile.gif


აუ მინი ინფაქტი დამეწყება....

რა სურათებია.........


ვაფანატებ, ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება და აღარ მეხსნება ასეთ რაღაცეებზე...

მარმალადზე...
შოკოლადი როა და შიგნით თხილი...
ვაფლზე..
პეჩენიებზე...
ფახლავაზე..
კამფეტებზე..
ზეფირზე..
შოკოლადზე..
ვაფშე რაც ტკბილია ყველაფერზე... bis.gif
შაქარზეც არ ვიტყვი უარს თუ ძაან გაჭირდა... lol.gif

Posted by: პერწკლი 22 Apr 2007, 13:49
რისგან კეთდება ჩიტის რძე? მაღაზიებში რო იყიდება ასაწონი,შოკოლადში.
მიპ[ასუხეთ რა,ძალიან მაინტერესებს. და სახლში თუ შეიძლება გაკეთება და როგორ?

Posted by: kudracha 22 Apr 2007, 19:22
პერწკლი
QUOTE
რისგან კეთდება ჩიტის რძე

სავარაუდოდ რძე, კვერცხი, შაქარი და ჟელეა, შეიძლება კარაქიც ურევია

Posted by: BadbadGirl 22 Apr 2007, 23:55
პერწკლი
მე როგორც ვიცი და გამეგება ეგაა ბეზე + ჯელატინი და ვსიო smile.gif + ცომი (რაზეც დევს smile.gif )

Posted by: August 23 Apr 2007, 00:24
პერწკლი, ნებისმიერი სუფლე (მე შოკოლადის სუფლე მიყვარს , კაკაოსფერი რომაა) დაჭრილი სათანადო ზომაზე დააწყვე ქაღალდეზე და მოასხი შოკოლადის მინანქარი.

Posted by: Linkin Park 23 Apr 2007, 03:28
ტკბილეულზე ჭკუა მეკეტებაjump.gif შემიძლია რამოდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ ნამცხვრები მივირთვა და საჭმელი არ ვჭამო. ძალიან მიყვარს ნაპოლეონი, იდეალი, სნიკერსის ნამცხვარი და .......................... კიდევ ტორტები.
სგუშიონის კრემიანი ნამცხვერები უგემრიელესია.

Posted by: natali kalandadze 23 Apr 2007, 10:44
არ ვიცი აქ სადმე თუ ეწერა, თუ იყო მითხარით რა პოსტის ლინკი,
ნამცხვარი სნიკერსი როგორ გავაკეთო??

Posted by: Breaky 27 Apr 2007, 18:49
KORDELLIA
QUOTE
ხაჭოს პეჩენიები როგორ კეთდება?


1 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
200 გრ ხაჭო
1 პაჩკა (250გრ) გამდნარი კარაქი ან მარგარინი
ვანილი
სოდა+ძმარი
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (პლასტელინივით უნდა გახდეს, ხელებს არ უნდა ეკრეობოდეს)
მერე გააკეთებ პატარა გუნდებს, დააწყობ "ჟარონაზე", ცოტა შორი-შორს ერთმეთისგან, ცხობის დროს ფუვდება და დიდდება.
ხოდა შეაგდებ გაცხელებულ ღუმელში. დაახლებით ნახევარ საათში მზადაა.


Posted by: პერწკლი 27 Apr 2007, 19:00
BadbadGirl
August

მადლობა smile.gif

ისა,ვინმემ ხო არ იცით ასეთი ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტი? ბავშვობაში ვჭამდი ხოლმეგულში ქონდა ტკბილი ხაჭო sad.gif მეზობელი მიკეთებდა და ახლა სად მოვძებნო და სად ვკითხო. biggrin.gif sad.gif

Posted by: BadbadGirl 27 Apr 2007, 20:47
რამე კაი ნამცხვრის (იოლი გასაკეთებელი) მითხარით თუ შეიძლება. ხილით, შოკოლადით და ნაღებით smile.gif
August-მა რომ დადო ზევით ძალინ გემრიელად გამოიყურება მაგრამ იმდენი ცვალება უნდა სანამ გავაკეთებ ჩემი დამემართება sad.gif

ბისკვიტი მოვიფიქრე მაგრამ არ ვიცი როგორ გავაკეთო კრემი კარაქითა და იოგურტით, ვინმეს თუ გაქვთ რამე კაი იდეა, მითხარით smile.gif



Posted by: კორდელია 27 Apr 2007, 23:33
Breaky
QUOTE
1 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
200 გრ ხაჭო
1 პაჩკა (250გრ) გამდნარი კარაქი ან მარგარინი
ვანილი
სოდა+ძმარი
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (პლასტელინივით უნდა გახდეს, ხელებს არ უნდა ეკრეობოდეს)
მერე გააკეთებ პატარა გუნდებს, დააწყობ "ჟარონაზე", ცოტა შორი-შორს ერთმეთისგან, ცხობის დროს ფუვდება და დიდდება.
ხოდა შეაგდებ გაცხელებულ ღუმელში. დაახლებით ნახევარ საათში მზადაა.

მადლობა 2kiss.gif მალე ამის სურათებსაც დავდებ.. wink.gif

Posted by: Breaky 27 Apr 2007, 23:47
KORDELLIA

დამავიწყდა: ეგ პეჩენიები რომ გაგრილდება, ზემოდან შაქრის პუდრა მოაყარე, გაალამაზებს.

Posted by: BadbadGirl 28 Apr 2007, 15:11
Nამცხვარი "შეკოწიწებული" (გუშინ ექსპრონტად გავაკეთე და მაგიტო ქვია შეკოწიწებული tongue.gif )

ცომისათვის:
2 კვერცხი (გული), ცილა შევინახოთ
7სუფრის კოვზი შაქარი
7სუფრის კოვზი ფQვილი
100გრ მარგარინი (გადამდნარი)
1პაჩკა ვანილიანი შაქარი
2სუფრის კოვზი კაკაო
რძე ან იიგურტი ან მაწონი ანდა არაჟანი (დაგჭირდებათ მინიმუმი 100 მგ)
ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ძმრით, ან საცხობი ფქვილი

კვერცხის გულებს, შაქარს და გამდნარ კარაქს აურევთ ისე რომ შაქარი შეძლებსდაგვარად გაიხსნანს, დაამატებთ ფქვილის+კაკაო+ვანილი. ცომი იქნება სქელი ამიტომ ცოტა რომ გათელდეს დაამატებთ - რძე ან იიგურტს ან მაწონს ანდა არაჯანსდაგ ჭირდებათ მინიმუმი 100 მგ), ისე ომ ცომი ოდნავ თხევადი გახდეს. როვა ცომი მზად იქნება , შენახული ცილებისაგან ავთქვიფავთ ბეზეს და ძალინ ნაზად აურევთ ცომში, კოვზით და არა მიქსერით.
აიღებთ რამე ფორმას , გარშემო მოუსმევთ ცხიმს და მოაყრით ფქვუილს. შემდეგ ამ ფორმაში ცაასხავთ ცომს.
გაზქურა სადღაც 200-150გრადუს შორის დააყენეთ და აცხვეთ მხადყოფნამდე.
როცა ცომი გამოცხვება დააცადეთ გაციება და გაჭერით მერე ისე რომ ორი ფირფიტა მიიღოთ, ან თუ არ გეზარებათ ცომი თავიდანვე ორად გაყევით და ორი ფირფიტა გამოაცხეთ smile.gif

შიგთავსი:
ხილი 200-400გრ
2 სუფრის კოვზი შაქარი=კონიაკი+50მგ წყალი
აიღEთ ხილი ასე 200-400გრ , მე მარწყვი და მალინა ვცადე, ჩაყარეთ ჯამში დააყარეთ 2 სუFრის კოვზი შაქარი, დაასხით მაგდენივე კონიაკი + 50მგ წყალი და დადეთ (უმჯობესია ასე გააკეთოთ ცომის მომზადების დაწყებამმდე ).

კრემი:
150 გრ კარაქი მაგრად გათქვიფეთ დაამატეთ 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა , და თქვიფეთ მზადყოფნამდე. შემდეგ აიღეთ პატარა ჭიქა ჩაასხით შიგ ასე 100მგ არაჯანი ან იოგურტი ჩააყარეთ 2 სუფრის კოვზი კაკაო და ატქვიფეთ ისიც.როცა ჭიქაში მასა კარგად გაითქვიფება KOვზ-კოვზობით უმათეთ გათქვეფილ კარაქს ისე რომ ერთიანი შოკოლადის კრემი მიიღოთ. (პრინციპში როგორი კრემიც გინდათ ისეთი გააკეთEთ მთავარია შოკოლადის იყოსsmile.gif ) კრემი მზად რომ იქნება შედგით მაცივარში

ახლა ჩვენ ნამცხვარს მოვცეთ საბოლოო ფორმა tongue.gif
ერთი ფირფიტა (გაჭრილი ნახევარი) მოვასხათ ხილის სიროფი და მოვაწყოთ ხილი, მერე ხედ გადაუსვათ კრემის 2/3 ნაწილი. დავადოთ მეორე ფირფიტა თAვზე. მასაც გადაუსვათ კრემის დარჩენილი 1/3 და თავზე მოვაყაროთ ან დაფხვნილი ქოქოსი ან კიდე დაფხვნილი კაკალი + ტავზე სილამაზისათVის მოვაწყოთ ხილი.
შემდეგ შევდგათ მაცივარში მინიმუმი 3 საათით.


პატიოსან სიტყვას ვიძლევი უგემრიელესი ნამცხვარი გამოდის smile.gifsmile.gif
smile.gif

Posted by: კორდელია 28 Apr 2007, 19:25
კაკლის ნამცხვრის რეცეპტი მინდა sad.gif

აი კაკლის ფორმა აქვს, შუაში კი კრემი.. როგორ კეთდება? ცომიც და კრემიც მაინტერესბს...


Posted by: Solveig 28 Apr 2007, 22:27
ხაჭო ისე მიყვარს, რომ ვერაფრით ვერ გავიმეტებ ნამცხვრისათვის..

QUOTE
კაკლის ნამცხვრის რეცეპტი

ოდესღაც ასე ვაკეთებდი:
ცომი-ათქვიფე 2 კვერცხი ცოტა მარილთან ერთად კარგად, ცალკე გათეთრებამდე ათქვიფე 100გრ. კარაქი, მერე შეაზილე გოგლიმოგლი, ცოტა სოდა და იმდენი ფქვილი, რომ ცომი გამოვიდეს რბილი და დრეკადი, ხელს არ უდნა ეკრობოდეს. მერე ამოაკრავ ფორმაში და გამოაცხობ..გულად მე ჯემი მირჩევნია-ვაშლის ან შინდის. ისე, მოხარშული რძეს+კარაქსაც უსვამენ შიგნით, მაგრამ მე არ მომწონს ეგრე-ძალიან ლუყურტი და ცხიმიანია.

Posted by: BadbadGirl 29 Apr 2007, 21:25
"კიევსკი ტორტი" როგორ გავაკეთო მირჩიეთ რა ვინმემ smile.gif smile.gif

Posted by: კორდელია 29 Apr 2007, 22:02
Solveig
QUOTE
კაკლის ნამცხვრის რეცეპტი

ვცდი... დიდი მადლობა, ვნახოთ რა გამოვა.. smile.gif

Posted by: Solveig 29 Apr 2007, 22:28
KORDELLIA
უი, 200გრ უნდა დამეწერა კარაქზე..ეს როგორ მომივიდა.

Posted by: August 4 May 2007, 15:30
"Пьяная вишня в шоколаде"
თბილისში ხშირად ვაკეთებდი ხოლმე და ძალიანაც მიყვარდა. ხვალ დაპატიჟებული ვართ სტუმრად ეზოში გრილზე ჰო და ამ გახსენებაზე ამას გავაკეთებ და წავიღებ, დარწმუნებული ვარ ფურორს მოვახდენ!

Продукты:
2,5 стакана вишен, 0,5 стакана сахара, 0,5 стакана коньяка
бисквит: 10 яиц, 2,5 стакана сахара, 2 стакана муки, 50 г какао;
крем: 50 г какао, 600 г масла, 4 ст ложек молока, 3 стакана сахара, 4 яйца, 3 ст ложки коньяка (сцеженного с вишен), ванильный сахар;
глазурь: 1.5 стакана сахара , 6 ст. л. какао, 6 ст. л. молока, 4 ст ложки коньяка (сцеженного с вишен), ванильный сахар.

Инструкции:
Вишню без косточек за 2 дня до приготовления залить коньяком; перемешать с сахаром и закрыть крышкой.

Испечь бисквит: 2 стакана муки, 10 яиц, 2,5 стакана сахара, 50 г какао, ванильный сахар
Яйца с сахаром взбивают на пару до образования густой теплой массы. Затем, продолжают взбивать, пока не остынет. После этого осторожно смешивают с мукой, перемешивают с какао. Массу выкладывают в форму, смазанную маслом, выпекают при средней температуре.Желательно, чтобы форма была не столько широкой, сколько глубокой. Высокая "Пьяная вишня" смотрится гораздо эффектнее.

Приготавливают крем: 50 г какао, 600 г масла, 4 ст ложек молока, 3 стакана сахара, 4 яйца, 3 ст ложки коньяка (сцеженного с вишен), ванильный сахар
какао смешивают с небольшим количеством сахара, вливают 4 столовых ложки молока и ставят на огонь. Непрерывно помешивая, как только сахар разойдется, массу остужают. Сливочное масло, 2.5 стакана сахара растереть, постепенно добавляя остывшую массу из какао и яиц, добавить 3 ст ложки коньяка (сцеженного с вишен), ванильный сахар.

Разрезать бисквит пополам, из каждой половины вынуть вилкой весь мякиш. Растереть с 1/3 всего количества крема. Полученную массу перемешать с 1/2 всего количества вишни, разделить массу пополам и уложить обратно в коробочку из корок бисквита, предварительно смазав их кремом внутри. На нижнюю половину приготовленного торта выложить часть оставшегося крема, засыпать вишней, сверху покрыть всем остальным кремом, на него положить разрезом вниз вторую половину торта.

Залить глазурью: 1.5 стакана сахара смешать с 6 столовыми ложками какао + 6 столовых ложек молока + 4 ст ложки коньяка (сцеженного с вишен), поставить на водяную баню, постоянно помешивать. Как только растопится, добавить 150 гр. масла, мешая довести до однородной массы, залить равномерным слоем торт (чем дольше кипятить, тем жестче глазурь)и посыпать толчеными орехами.

Оставить на 2-3 часа в холодильнике.

Приятного аппетита!

Posted by: August 9 May 2007, 12:48
QUOTE
ხვალ დაპატიჟებული ვართ სტუმრად ეზოში გრილზე ჰო და ამ გახსენებაზე ამას გავაკეთებ და წავიღებ, დარწმუნებული ვარ ფურორს მოვახდენ!


მივედი, მივიტანე, გადავრიე!!! bis.gif

ალუბლების ნაცვლად ბანანებით გავაკეთე [ "Пьяная вишня в шоколаде" =>"Пьяный банан в шоколаде" ] - გაგიჟდნენ, გაცოფდნენ, ბრდღვნა ადინეს! bis.gif bis.gif bis.gif

lol.gif

Posted by: margusha 9 May 2007, 13:09
August

რეცეპტი დაწერე რა გთხოვ აღარ მახსოვს როგორ კეთდება არადა ძაან მაგარი რამეა. უი ბოდიში მარტო ეს ბოლო მესიჯი ვნახე. გიწერია თურმე. smile.gif

Posted by: killer 9 May 2007, 14:15
August
ბანანიც 2 დღე გქონდა კონიაკდასხმული ?

Posted by: August 9 May 2007, 15:14
killer,
სიმართლე გითხრა მე ერთი დღეც არ მქონია . პარასკევ ღამეს დავჭერი ბანანები რგოლებად და ... კიდევ ერთ სიმართლეს გეტყვი wink.gif - კონიაკი დამენანა და ამიტომ დავასხი არაყი, მაგრამ ძალიან ძლიერი 60% აწერია. შაბათ დილას კი ადრიანად დავიწყე და უკვე 12 საათზე მაცივარში იყო გასაცივებლად შებრძანებული. რამდენიმე საათიანი გაცივება აუცილებელია.

ის არაყი კი ნახევარი კრემში ჩავასხი და ნახევარიც მინანქარს დავუმატე.



Posted by: BadbadGirl 16 May 2007, 00:20
"ხაჭოს ვარდები " smile.gif
პეჩენია
Gვინდა 200 გრ მარგარინი ან კარაქი + 250 გრ ხაჭო + 2 ჭიქა ფქვილი 3 კვერცხის გული.+ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ძმრით
მოვზილავთ ცომს ისე რომ ხელზე არ გვეკვრებოდეს , გადავახვევთ ცელოფანში და შევდებთ მაცივარში . მინიმუმი 1 საათი მაქსიმუმი 12 საათი (რაც უფრო დიდი ხანია მაცივარშI მით უფრო გემრიელი და ფხვიერი ცომი გამოდის)

გამოცხობამდე ვაკეთებსთ ბეზეს: 3 კვერცხის ცილა+ 1 ჭიქა შაქარი + ნახევარი ჭიქა დაფქვილი ნიგოზი+ვანილი (შიგთავსად ასევე შეგიზლიათ გამოიყენოთ რომელიმე სურნელოვანი მურაბა ანდა ჯემი )

ცომს ვყოფთ 4 ნაწილად ასევე ბეზესაც ვანაწილებთ 4 ფირფიტისთვის.
ვაბრტყელებტ გუნდებს მართკუთხედებად , შეძლების და გვარად თხლად, ვუსმევთ ბეზეს მთელ ზედაპირზე , ვახვევთ რულეტივით. შემდეგ ვჭრით რულეტს 4-5 სმ სიგრძის ნაწილებად, და ვდებთ ჟარუნაზე სტოლბის სახით. ასე ვაკეთებთ ოთხივე გუნდით.
\პეჩენიებს ვაცხობთ 160-180 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი

ვარდის ფორმა რომ მიეცეს თავებს გადაუწევთ ვარდივით რომ გაიშალოს

აი ასეთები გამომივიდა tongue.gif


გემრიელია და ადვილი გასაკეთებელი + ცოტა ინგრიდიენტები სჭირდება

Posted by: bubu1234 16 May 2007, 20:37
BadbadGirl
დღეს მეც გავაკეთე უგემრიელესი გამომივიდა.
როგორ დაჭერი ესე თხლად?მე ვერ დავჭერი ეგრე თხლად,თან ბეზე გამოდიოდა გარეთ. 2kiss.gif


QUOTE
გამოცხობამდე ვაკეთებსთ ბეზეს: 3 კვერცხის ცილა+ 1 ჭიქა შაქარი + ნახევარი ჭიქა დაფქვილი ნიგოზი+ვანილი (შიგთავსად ასევე შეგიზლიათ გამოიყენოთ რომელიმე სურნელოვანი მურაბა ანდა ჯემი )

ბეზე იგივე ინგრედიენტებით გავაკეთე,უბრალოდ ადუღებულ წყალში ჩავდგი ბეზეიანი ქვაბი , ისე ამოვიყვანე და მერე ჩავახეხე ბანანი.

Posted by: BadbadGirl 16 May 2007, 20:59
bubu1234
QUOTE
დღეს მეც გავაკეთე უგემრიელესი გამომივიდა.


smile.gif smile.gif მოხარული ვარ რომ მოგეწონა
შენ მოხარშული ბეზე გააკეთე ეტყობა, არ გინდა მაგდენი ცვალება ჩვეულებრივიც მიდის. ანუ ჯერ ცილა ამოიყვანე კარგად + შაქარი თანდათAნ ჩააყარე და სულ ბოლოს ნიგოზი ან რაც გინდა ის smile.gif
გამოსვლით მეც გამომივიდა ცომიდან, მაგრამ მერე უფრო თხლად ცავუსვი და აღარ გამოვიდა.

ჰმ ბანანის იდეა მომწონს, მომავალ კვირას უნდა ვცადო ბეზე+ კაკაო+ნიგოზი მემგონი გემრიელი უნდა იყოს smile.gif smile.gif

თხლად არ არის დაჭრილი, ზემოთ ჩემი სურათი ზედ ხედიდანაა გადაღებული და დაბლები ჩანს , სინამდვილეშI კი მაღლებია, თხლად თუ დაჭრი მაშინ გამოდის ძალიან ხრაშუნა.

Posted by: Deiko 17 May 2007, 10:52
BadbadGirl
რაღაც მომეწონა შენი პეჩენია baby.gif შაბათს მინდა გავაკეთო და მოგახსენებ რამფერ გამოვა biggrin.gif
და ისა... ცომში შაქარი არ არის საჭირო? საბოლოოდ პეჩენიები უნდა გამოვიდეს თუ უფრო ბულაჩკებივით?

Posted by: BadbadGirl 17 May 2007, 16:59
Deiko
არა ცომში შაქარი არ უნდა.
ხაჭოც უყველაფრო გაუკეთე.
Gუშინ გამიჩნდა იდეა რომ ბეზეში ყველაფერთან ერთად კაკაოც აურიო. ნუ შენც სცადე ნახევარი გადასასმელი ბეზესი (უკვე ვანილით და ნიგვზით) გადაიღე ცალკე და კაკაო აურიე,( მე მგონია გემრიელი უნდა იყოს.) ნახევარი ჩვეულებრივად გააკეთე როგორც წერია და მერე აარჩევ რომელი მოგწონს smile.gif
"ბულოჩკასავით" გამოვა თუ რულეტს დაჭრი 4-5 სმ სტოლბებად. თუ პეჩენია გინდა მაშინ თხლად დაჭერი მაგრამ გაფრთხილებ რომ ძალინ ხრაშუნა იქნება biggrin.gif biggrin.gif

პ.ს.ცომისათვის კარაქი ძალიან დარბილებული უნდა იყოს + მერე ფქვილი და ხაჭო +კვერცხის გულებიდა ბოლოს - სოდა ძმრით.
ცომი შეძლებისდაგვარად თხელი გააბრტყელეთ ისე რომ მართკუთხედის ფორმა მიიღოს. და მერე შეიგთავსიანად სიგანეზე გადაახვიეთ :smile.gif smile.gif
მნია მნია
ამ შაბათ კვირას მეც ვაპირებ გაკეთებას.

Posted by: Deiko 17 May 2007, 22:48
ნუშის პეჩენია ხომ არ იცით როგორ კეთდება? აი მაღაზიაში რომ იყიდება ისეთი, ოღონდაც კარგი ხარისხის. იქნებ ვინმემ იცით, ფლიზ დადეთ რეცეპტი.

Posted by: bubu1234 18 May 2007, 00:34
ნამცხვარი ენა (თუ ზუსტად ვამბობ) ვინმემ ხომ არ იცით როგორ კეთდება?

Posted by: ILG 18 May 2007, 02:20
Vika
QUOTE
პარდონ, ესაა სწორი ლინკი

მადლობა 2kiss.gif

Posted by: Armonida 18 May 2007, 13:53
ესეც კარგი იქნება

Шоколадное печенье с кремом

125 г сливочного масла кусочками, 2 ст. ложки сахарной пудры, 100 г муки, 2 ст. ложки крахмала, 2 ст. ложки какао-порошка, 85 г шоколадной пасты.

125 г сливочного масла кусочками
2 ст. ложки сахарной пудры
100 г муки
2 ст. ложки крахмала
2 ст. ложки какао-порошка
85 г шоколадной пасты

Разогреть духовку до 180-190°С. Смазать два противня маслом. В небольшой миске взбить миксером масло и пудру в однородную массу. В два захода добавить просеянные сухие ингредиенты. Выложить тесто в кондитерский мешок с насадкой диаметром кончика 5 мм. Выдавить тесто на противни, оставляя 3 см между ними. Выпекать 10 мин. или пока печенье не станет крепким. Когда остынут, положить (или выдавить из мешка) шоколадный крем.


Posted by: ShadowCat 18 May 2007, 16:59
Deiko
QUOTE
ნუშის პეჩენია

ჩემი უსაყვარლესია user.gif
ვიცი, რომ თაფლი უნდა spy.gif
სხვა არაფერი ვიცი sad.gif და მეც მაინტერესებს smile.gif

Posted by: Allah 19 May 2007, 22:51
ეხლა გამოვძეხი ტორტით, ცუდად ვარ იმდენი ვჭამე.

Posted by: tamrusha 21 May 2007, 09:57
რადგან გადმოკოპირებამ მართლა შეიძლება "flooding"-ამდე მიგყვიყვანოს, დავდებ პირდაპირ საიტის მისამართს და თქვენ თვითონ აარჩიეთ რისი გაკეთება ჯობია.

ყველაზე მაგარი რუსული კულინარული საიტია http://www.millionmenu.ru/rus/recipes/collection/ ამ საიტის ნახვის შემდეგ სხვაგან შესვლის სურვილიც აღარ გექნებათ. მარტო იმად ღირს რომ გაფორმებები გამოიყენოთ.

Posted by: Breaky 22 May 2007, 20:49
ძალიან ძალიან გემრიელი მოხარშული კრემის რეცეპტი მინდა. აქ წერია რამდენიმე, მაგრამ ყველაზე გემრიელი რომელია????

Posted by: August 25 May 2007, 11:01
QUOTE (August @ 25 May 2007, 09:54 )
ფრუქტი ბოკერია არ მომწონს  vik.gif  , მაგრამ  ტორტი "ბოკერია" up.gif მერწმუნეთ, რომ მართლაც კარგი რამ არის. თუმცა აგერაა რეცეპტი და თავად გასინჯეთ. თანაც გეძლევათ შესაძლებლობა იმ ბოიკერიაზე გაცეცხლებულებმა ამ "ბოკერია"-ზე იყაროთ ჯავრი. lol.gif

ტორტი "ბოკერია"

3 კვერცხის ცილით ( ან  თუ გსურთ მეტიც შეიძლება ) ვთქვიფავთ ბეზეს და ვაცხობთ ბურთულებს ( 20-24 ცალი გამოვა ). დაბალ ცეცხლზე 2,5 - 3 საათი დასჭირდება.
ვამზადებთ კრემს (3 კვ. ცილისათვის):
600 გრ კარაქი კარგად ავთქვიფოთ + 1 ქილა შესქელებული რძე. ამას + ცოტა ალკოჰოლში (არაყი, რომი, კონიაკი, ვისკი) გახსნილი კაკაო. ვურიოთ სანამ მასა არ აიჭრება და მერე ისევ არ შეიკვრება.
ცალკე გვაქვს შოკოლადის წვრილი და მოგრძო ჩხირები (ნატეხები), მოხალული ნიგოზი, თხილი და ნუში.

ვიწყებთ ტორტის "შენებას".
ლანგარზე დავაწყოთ ერთი რიგი ბეზეს ბურთულები და გადავუსვათ კრემი. დავაწყოთ მეორე ფენა ბეზეს ბურთების ისევ კრემი და ასე ავაგოთ პირამიდა.
ცარიელი ადგილები გარედან ამოვავსოთ კერმით მოხალული ნიგვზებით, თხილითა და ნუშებით. ბოლოს აქ-იქ ჩავარჭოთ შოკოლადის წვრილი ჩხირები,


ეს პოლიტიკაში wink.gif დავპოსტე და ვფიქრობ აქ უფროა ამის ადგილი :lol;
* * *
ტორტმა "ბოკერია" wink.gif ნამცხვარი "სიგუა" vik.gif გამახსენა

იყო და არა იყო რა! 90-იან წლებზე უარესი რა იქნებოდა?! მაშინ კვერცხი, კარაქი, შაქარი და სხვა "დელიკატესები" wink.gif ძნელად იშოვებოდა. ერთმა ქართველმა დიასახლისმა "მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გაიცინა" გახეხილ ვაშლს პურის ფქვილი გადაურია, ცოტაოდები ზეთიც ჩააწვეთა. დღეს აღარავის ახსოვს, მაგრამ იქნებ შავი დღისთვის გადანახული ერთი-ორი კოვზი შაქრიც კი შემოივლო თავზე ... ვინ იცის?.. თუ არა და ცოტა სოდას და კიდევ უფრო ცოტა მარილს მაინც გაიმეტებდა. ექსპერიმენტის ბედი შეშის ღუმელს მიანდო ... და 40-45 წუთის შემდეგ ფორტუნას თვალი კიდე ერთხელ, ამჯერად, ნიშნისმოგებით, ჩაუკრა და ნამცხვარს სახელად "სიგუა" დაარქვა. lol.gif cry.gif

Posted by: nanka_iuristka 26 May 2007, 19:32
ეხლა ვაკეთებ ხაჭოს პეჩენიებს ჩემი ახალი რეცეპტით, ვნახოთ რა გამოვა smile.gif wink.gif


აი გოგოებო ასეთი გამოვიდა smile.gif ხაჭოს პეჩენიებში ჩემი დებიუტი smile.gif თან ვარაუდით გაკეთებული ვინაიდან რეცეპტი ზუსტად არ ვიცოდი smile.gif მარა უგემრიელსი გამოვიდა....

Posted by: Deiko 26 May 2007, 20:16
ძალიან მიყვარს გადაცემა "Едим Дома" ნტვ-ზე და არაერთი რამ გამიკეთებია იულიას რეცეპტებით. ბოლოს გამოვაცხე ფხვიერი ნიგვზიანი პეჩენია და როგორც თქვეს ძალიან გემრიელი გამოვიდა bis.gif
ხოდა რეცეპტს დავდებ:
ფხვიერი ნიგვზიანი პეჩენია
150 გრამი დაჭრილი ნიგოზი
300 გრამი კარაქი
300 გრამი ფქვილი
60 გრამი შაქარი (მე მინიმუმ 120 გ. ჩავყარე, მეცოტავა 60 biggrin.gif)
50 გრამი შაქრის პუდრა (ქართულად რა ქვია არ ვიცი)
ვანილი

ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი და დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, ვანილი და კარგად ავრიოთ ყველაფერი. ცომი მზად არის, შეგვიძლია კოვზით მოვზომოთ პატარა პეჩენიები და ცხიმწასმულ კალკაზე დავაწყოთ, ოდნავ გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სადღაც 20-25 წუთი. ღუმელიდან როცა გამოვიღებთ ცხელ პეჩენიებს ზედ დავაყაროთ ჩვენი შაქრის პუდრა და მორჩა, მზარ არის biggrin.gif

ისე მაინტერესებს იულიას რეცეპტებიდან ვინმეს რამე თუ გაქვთ გაკეთებული. იქნებ გაგვიზიაროთ გამოცდილება yes.gif
* * *
nanka_iuristka
რა გემრიელად გამოიყურება!!!

Posted by: nanka_iuristka 26 May 2007, 20:25
Deiko

smile.gif მადლობა. ხო, გემო კიდევ უფრო მაგარი აქვს ვიდრე ვიდი smile.gif ჩემდა გასაოცრად...

მე დანიურ პეჩენიებს ვაცხობ ხოლმე, ხაჭოთი არ გამიკეთებია აქამდე და დავალაგებ ხოლმე დიდ თეფშზე ერთ 5 ცალს, ზემოდან ნაყინის ბურთები და ხილი - მარწყვი ან ბანანი...

მასე მიმაქვს ხოლმე მაგიდასთან smile.gif ერთობლიობაში როგორც გემოთი ისე ვიდით ძალიან ლამაზი რამე გამოდის smile.gif

ხო ისე კენკრის სოუსიც მოუხდება პეჩენიებს ზემოდან რომ მოასხა და hot fudge-იც მაგრადმ ოუხდება(მგონი ცხელი შოკოლადია ქართულად - ანუ გამღვალი შოკოლადი, არა დასალევი ცხელი შოკოლადი) და გვერდით რომ ნაყინები მიულაგო და თხილი წააყარო - ძალიან კარგი იქნება....

საერთოდ მაგრად მევასება garnish-ის სპეც ტრიუკები.... ერთია გაკეთება და მოერეა სუფრაზე ისე მიტანა ადამიანს ნერწყვი აყლაპო გასინჯვამდე smile.gif

Posted by: Sharky 26 May 2007, 21:31
QUOTE
ტორტი "ბოკერია"

QUOTE
ნამცხვარი "სიგუა"

მოკლედ, ისე გვიყვარს ქართველებს პოლიტიკოსები, რომ მზად ვართ შევჭამოთ... biggrin.gif

Posted by: Deiko 26 May 2007, 21:41
August
QUOTE
ტორტი "ბოკერია"

უუიიი ჩემი სახელობის ტორტი აღმოვაჩინე biggrin.gif
მნია მნია chups.gif

nanka_iuristka
QUOTE
მე დანიურ პეჩენიებს ვაცხობ ხოლმე

შეგიძლია დანიური პეჩენიების რეცეპტი დადო? ეს ის დანიურია რკინის მრგვალ კოლოფებში რომ იყიდება ხომ? აააჰჰჰჰ

Posted by: Solveig 26 May 2007, 21:42
QUOTE
ტორტი "ბოკერია

აუ ცუდად ვარ biggrin.gif

ისე, რეცეპტის მიხედვით მაგარი გემრიელი რამე უნდა იყოს biggrin.gif biggrin.gif აჭამოს ოპოზიციამ ბოკერიას, იქნებ დაატკბონ ცოტა biggrin.gif biggrin.gif

ნამცხვარი "იუშჩენკო" არ გაგიგიათ? biggrin.gif

სიგუას ვაცხობდი ოდესღაც,..13 წლის წინ. სანამ "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების" ამბავი იცოცხლებს, მანამდე არავის დაავიწყდება ეგ ისტორიული ნამცხვარიც biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 26 May 2007, 21:50
nanka_iuristka
ასეთ გემრიელობას რომ დებ რეცეპტი არ უნდა მოაყოლო?
სასცრაფოდ რეცეპტი პლზ smile.gif
Deiko
"ფხვიერ ნიგვზიან პეჩენიას" შენ რომ დადე აქეთ ეძახიან ვანილის რგოლებს, აი შენს მიერ დადებულ რეცეპტს რომ დაამატო 2 პაჩკა ვანილი მად შემთხვევაში : ) biggrin.gif
მაგრად მიყვარს და უადვილესია გასაკეტებლად, smile.gif

Posted by: Deiko 26 May 2007, 22:06
BadbadGirl
QUOTE
დადებულ რეცეპტს რომ დაამატო 2 პაჩკა ვანილი

სულ დამავიწყდა რომ ვანილიც დავამატე biggrin.gif კაი გოგო ხარ რომ გამახსენე 2kiss.gif

Posted by: nanka_iuristka 26 May 2007, 22:19
ხო ესეიგი ხალხო, ესეც რეცეპტი, ოღონდ ეხლა გრამებიო და ესაო ისაო არ მკითხოთ, ვარაუდით ვუქენი ყველაფერი მარა გამოვიდა კლასი...

ხაჭოს პეჩენიები ნანკასებურად


ინგრედიენტები:
1. ფქვილი
2. ხაჭო
2. 2 კვერცხი
3. შაქარი
4. კარაქი
5. 2 პაკეტი ვანილი
6. სოდა
7. ძმარი

მომზადება:

ესიეგი ყველაფერი ჩავანთქნავლე ერთად smile.gif ფქვილი ნახევარი პაჩკა, ანუ 500 გრამი ხომ? დავამატე 2 კვერცხი, შაქარი(ძაან ბევრიც არა მარა არც ცოტა), ხაჭო ერთი ქილა(ეკოფუდის პატარა ხაჭოები რომაა მე ეგ ჩავუშვი, პრინციპში არც ისე პატარაა), ვანილი, კარაგი გამდნარი, სოდა კოვზის წვერით ამოვიღე და დავასხი ძმარი, რამაც ააფუა ჩემი პეჩენიები. ხოდა ეს ყველაფერი მოვზილე ერთად.... შიგა და შიგ ვამატებდი ფქვილს, როგორც მოითხოვდა... ტკბილი ცომი რადგანაა, წებოვანი მაინც დარჩება ანუ ნუ ეცდებით ბევრი ფქვილი დამაატოთ რომ წებოვანობა დაკარგოს...

შაქრის მხრივ მე გემო გავუსინჯე, ტკბილი ხომ უნდა იყოს, ხოდა თქვენთვის რა დონეზეც ტკბილი იქნება, მეტი აღარ ჩაამატოთ...

გავათბე ჟარონები(2 ჟარონა გამოვიდა), ამ გამთბარ ჟარონებზე დავყარე ფქვილი და ამ მასიდან პატარ პატარა ბურთულების გაკეთება დავიწყე ხელით და დავალაგე ფქვილიან ჟარონაზე რომ არ აეკრო...

ასე გავავსე ორი ჟარონა და შევაგდე საცხობში... ძალიან მალე გამოცხვა მაგრამ გირჩევთ გამორთვის მერე ერთი 10 წუთი დატოვოთ საცხობში რათა შიგნიდან ჩაცომებული არ გამოგივიდეთ...

თუ როგორი გამოვიდა - სურათი იხილეთ ზემოთ....


Deiko

კი,ეგ დანიური პეჩენიები. მაგეებს რომ ვაცხობდი 15-16ს ვიყავი და სიამრთლე გითხრა რეცეპტი ზუსტად არ მახსოვს... გავიხსენებ და გეტყვი....

--------------------------------------------

კრემიან რამეებს არ ვჭამ საერთოდ ტკბილი არ მიყვარს მარა ჩაისთან სუფრაზე მისატანად პეჩენიები სახლში უნდა ქონდეს ადამიანს user.gif

Posted by: Deiko 27 May 2007, 19:07
ესეიგი დღესაც გამოვაცხე ნამცხვარი იულია ვისოცკაიას რეცეპტით (მგონი მანიაკალურად დამოკიდებული ვხდები მსაზე biggrin.gif) ხოდა ვროდე კარგი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში ვისაც შოკოლადი უყვარს აღფრთოვანებული დარჩა (ცოტა მორიდებულობა არ მაწყენდა ალბათ biggrin.gif)

ესეიგი ეს ნამცხვარი მგონი არის ჩვეულებრივი ამერიკული ბრაუნი. დაგვჭირდება:
225 გ. ფქვილი
6 კვერცხი
300 გ. შაქარი
375 გ. კარაქი (82%)
375 გ. შავი შოკოლადი (70% კაკაო)
300 გ. ნიგოზი (მე ნიგვზის გარეშე გავაკეთე და სულაც არ ვთვლი რომ საჭიროა)
ვანილი და ცოტა მარილი

ჯერ მიქსერით კარგად ავთქვიფოთ კვერცხები, ისე რომ მოცულობაში 3ჯერ გაიზარდოს მასა. შემდეგ დავამატოთ შაქარი და კიდევ კარგად ავთქვიფოთ. ამ დროს შოკოლადი და კარაქი ერთად გავადნოთ და მიღებული შოკოლადის მასა დავამატოღ კვერცხის მასაში (შოკოლადის მასა არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, თორემ კვერცხები ჩაიხარშება). დავამატოთ ფქვილი, ვანილი და ნიგოზი და კვლავაც კარგად ავრიოთ ეს მასა. ცომი მზად არის.
გამზადებული უნდა გვქონდეს ფორმა, რომელშიც ჩავაფენთ ცხიმწასმულ კალკას (თორემ მიეკრობა). ფორმა უნდა იყოს იმხელა, რომ ცომის სიმაღლე არ აღემატებოდეს 2 სმ-ს . ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე და ჩვენი ბრაუნი გამოაცხეთ 20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით alk.gif

პ.ს. ბრაუნი უნდა იყოს ცოტა სველი, ასე რომ არ შეგეშინდეთ და არ იფიქროთ რომ არ გამოცხვა ბოლომდე. იმდენი შოკოლადია და იმდენი კარაქი რომ ფიზიკურად ვერ იქნება მშრალი.

Posted by: BadbadGirl 27 May 2007, 19:28
QUOTE
375 გ. შავი შოკოლადი (70% კაკაო)

ამას ნამცხვარში როგორ გავიმეტებ, უფრო სწორად მიმართულებას შეიჩვლის და სავარაუდოდ ჩემი მუცლისკენ აიღებს გეზს biggrin.gif D: biggrin.gif

Posted by: Deiko 27 May 2007, 19:31
BadbadGirl
QUOTE
375 გ. შავი შოკოლადი (70% კაკაო)
ამას ნამცხვარში როგორ გავიმეტებ, უფრო სწორად მიმართულებას შეიჩვლის და სავარაუდოდ ჩემი მუცლისკენ აიღებს გეზს


შენც კიდევ 750 გ. იყიდე და შენც და ბრაუნიც კმაყოფილი დარჩებით biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 27 May 2007, 19:32
Deiko
აგმოცდილებამ მაჩვენა რამდენსაც ვყიდულობ იმდენი მიდის მუცელში sad.gif
კოშმარ biggrin.gif

Posted by: ikebana 28 May 2007, 11:46
Deiko
QUOTE
ნიგვზიანი პეჩენია და როგორც თქვეს ძალიან გემრიელი გამოვიდა
ხოდა რეცეპტს დავდებ:
ფხვიერი ნიგვზიანი პეჩენია
150 გრამი დაჭრილი ნიგოზი
300 გრამი კარაქი
300 გრამი ფქვილი
60 გრამი შაქარი (მე მინიმუმ 120 გ. ჩავყარე, მეცოტავა 60 )
50 გრამი შაქრის პუდრა (ქართულად რა ქვია არ ვიცი)
ვანილი

დარწმუნებული ხარ რომ კვერცხი არ აკლია აქ? spy.gif
გავაკეთე და მთლიანად დადნა კარაქი, და ერთ ფირფიტად გაერთიანდა ყველაფერი weep.gif

Posted by: Deiko 28 May 2007, 14:11
ikebana
QUOTE
დარწმუნებული ხარ რომ კვერცხი არ აკლია აქ?


დარწმუნებული ვარ sad.gif

სამწუხაროა რომ არ გამოგივიდა, მე ერთი კვირის წინ გავაკეთე და მშვენიერი გამოვიდა. ცოტა შორი-შორს დავაწყვე ერთმანეთისგან ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ თურმე არ იყო საჭირო. ნეტავ რა მოხდა შენთან... იქნებ ფქვილი დაკალდა ცოტა? sad.gif არ ვიცი არ ვიცი sad.gif

Posted by: Digital Bitch 1 Jun 2007, 17:16
ნამცხვარი ,,ენა" ...გახსოვთ? სკოლის ბუფეტებში იყიდებოდა....ფენოვანი იყო და შაქრიანი..მინდააა.....იქნებ ვინმემ დადოს რა რეცეპტი?

DB

Posted by: BadbadGirl 24 Jun 2007, 19:18
შეკითხვა მაქვს კიდე აი ასეთი
ფაჰლავაზე წერია რომ ზედა ფენაზეც ცავუსვათო სატენი, კი მაგრამ არ დაიწვება ცხობისას? მერე კიდე რამდენ გრადუსზე უნდა ვაცხო და რამდენი ხანი, როგორ მივხვდე რომ მზადაა?

Posted by: BadbadGirl 27 Jun 2007, 00:19
QUOTE
ესეც "ფახლავა" - http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=4334735

ამ რეცეპტით გავაკეთე ფაჰლავა, და ისეთი არ გამომივიდა როგრიც უნდა იყოს
ანუ ისეთი აჭარასა და გურიაში რომ აკეთEბენ

კეთილო ხალხო, მითXარით რაა როგორ გავაკეთო ფაჰლავა

Posted by: Peppi 27 Jun 2007, 17:32
BadbadGirl
QUOTE
კეთილო ხალხო, მითXარით რაა როგორ გავაკეთო ფაჰლავა


მე არ ვიცი აჭარული ფაჰლავა, მაგრამ თურქული (რავი ტუნისური, მაროკოული) ბაქლავა არ გიცდია? უკვე გამზადებული ცომი რომ იყიდება ყველა მუსულმანების მაღაზიაში?

მე აჭარულის რეცეპტი რომ ვერ გავიგე, თურქულზე გადავერთე , რეცეპტიც ზედ აწერია, გუგლშიც უამრავია და თუ იყიდი ცომს მეც დაგიწერ რეცეპტს, უმარტივესია

P.ს. უი ასეთი ბაქლავა როგორც გეუბნები 80 ლარი ღირს თურმე ბათუმში ერთი "ჟარონა" wink.gif


Posted by: BadbadGirl 27 Jun 2007, 19:34
Peppi
მითხარი რეცეპტი რა, ძალიან მადლობელი დაგრჩები.
ცომის გაკეთება არ მეზარება გავაკეთებ, თუ არადა მითXარი რომელი ცომი ვიყიდო, (ტუმცა მაინც ამ შემთხვევაში ჩემით გაკეთება მირჩევნია)
ზემოთ რომ არის ის ფაჰოლავა უგემრიელესი გამოვიდა მაგრამ საშინელი შესახედი იყო, თან ისეთი არა როგორიც მე მინდოდა


Posted by: ShadowCat 27 Jun 2007, 20:30
Peppi
QUOTE
მაგრამ თურქული (რავი ტუნისური, მაროკოული) ბაქლავა

ვაბშეტა, ნაღდი "ფახლავა" მგონი თურქული უნდა იყოს yes.gif
მე ძალიან მომწონს, ოღონდ კალორიების ბომბაა! vis.gif
BadbadGirl, შენ თბილისში არ ხარ თორემ აქ არის ერთი ტოჩკა (თურქები) - ძააააალიან მაგარი სასუსნაოები აქვთ user.gif
მანდ რომ მოვხვდები, ვცდილობ არ გავიხედო ხოლმე, რომ ცდუნებამ არ მძლიოს user.gif

Posted by: Peppi 28 Jun 2007, 12:43
ShadowCat
QUOTE
ვაბშეტა, ნაღდი "ფახლავა" მგონი თურქული უნდა იყოს

ვაბშეტა, ნაღდი ბაქლავა მანამდე არსებობდა, ვიდრე თურქეთიwink.gif ანუ ფახლავა უფრო ადრეულ წყაროებში მოიხსენიება, ვიდრე თურქი ხალხი და თურქეთის სასულთნო. პირველი წყარო სადაც ბაქლავა მოიხსენიება ასირიული და მესოპოტამიური წყაროებია, პირველი რეცეპტი კი შუა საუკუნეების დასაწყისის ჩინურ წყაროებში მოიპოვება , ასე რომ ამჯამად მუსულმანურ ტკბილეულს რომ განეკუთვნება ორი აზრი არ არსებობს, თუმცა მარტო თურქული ნამდვილად არ არის (ადრე ვისი იყო "ჩორტ ეგო ზნაეტ"). ისე უკვე ბერძნულ ტკბილეულადაც შეიძლება ჩავთვალოთ. ამ ქვეყნების სამზარეულოები ძალიან არის გადაჯაჭვული გარკვეული ისტორიულ-გეოგრაფიული მიზეზების გამო.
აი სიტყვა "ბაკლავა" კი ნამდვილად თურქულიდან დამკვიდრდა ინგლისურშიsmile.gif

BadbadGirl
QUOTE
მითხარი რეცეპტი რა


პირველი იმით უნდა დავიწყო , რომ ბაქლავის დიდ სპეციალისტი არ ვარ და იმას, რასაც გეუბნები საკმაოდ განსხვავდება აჭარულისაგან, რადგან: 1. ცომი უფრო სქელი აქვს აჭარულს და გულსართიც უფრო მსხვილია, ანუ ერთგვაროვან მასად არ არის ქცეული.
ეხლა უშუალოდ რეცეპტზე:

ეს მზადდება უკვე მზა ცომისაგან, რასაც მაღაზიებში phyllo dough ქვია. უთხელესი ფირფიტებია (გაზეთის ქაღალდის სისქის) და 14-16 ცალი ფირფიტა დევს ერთ შეკვრაში. ამ ცომის გარდა დაგჭირდება 200 გრამი კარაქი ფენებს შორის მოსასხამად, სიროპისთვის: 200 გრამი შაქარი, 100 გრამი თაფლი, 100 გრამი წყალი. ეს სიროფი მერე ესხმება ზემოდან უკვე გამომცხვარ ბაკლავას. გულსართი კი სხვადასხვა ნაირი შეიძლება იყვეს: დაფქვილი (გახეხილი) ნიგვზის, თხილის, ქოქოსის, "ფისტაშკების" (მოკლედ ფანტაზიის შედეგია). მე მოხალული ნიგოზი და მზესუმზირა ვუქენი. ცუდი ნამდვილად არ იყო. ქოქოსისიც გემრიელია.

ჯერ მოამზადებ გულსართს. შემდეგ აიღებ ცხიმწასულ ჟარონას და დააფენ ორ ფენას, მოასხამ ცხიმს, შემდეგ კიდევ 2-ს და ისევ ცხიმს მოასხამ ფირფიტების ნახევარს რომ დაფენ შემდეგ გულსართი გაუკეთე და ისევ გააგრძელე ფენების დაფენა შუაში ცხიმით. როცა მორჩები შემდეგ უნდა დასერო, ფაქტიურად უნდა დაჭრა ან კვადრატებად ან/და რომბისებურად და შედგი უკვე გახურებულ აერღუმელში. მართალი გითხრა, რეცეპტებში უწერიათ, რომ მაღამ ტემპერატურაზე უნდა გამოცხვეს, მაგრამ მე დამეწვა ზედა ფენები ამის გამო, ამიტომ ხშირად აკონტროლე. მზად 15-20 წუთში იქნება. შემდეგ უნდა მოასხა წინასწარ მომზადებული სიროფი. სულ ეს არის მგონი.

ისე ნეტში უამრავი რეცეპტია, ძირითადად ეს არის, მარამ რადგან ამის სპეცი არ ვარ, გადახედე იმათაცsmile.gif
აი სურათიც ერთ-ერთი ვარიანტის:

Posted by: ShadowCat 28 Jun 2007, 13:26
Peppi
ასეთი "ვზროსლი" თუ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი biggrin.gif
და შენს სურათზე რომაა, სწორედ მასეთებს აკეთებენ იმ თურქულ სასუსნაოში yes.gif
user.gif

Posted by: Peppi 28 Jun 2007, 13:41
ShadowCat
QUOTE
ასეთი "ვზროსლი" თუ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი

აბაა, თუ ხედავ რავა შემოგვბერებია თვალს და ხელს შუა აი ბაქლავა wink.gif

ისე მართალი გითხრათ, მე ბაქლავის ჩეხური ვარიანტი უფრო მომწონს, ნაკლები ცხიმი აქვს და უფრო ფშვნადია. ესენი კი ძალიან ცხიმიანი და კალორიულია (:

Posted by: blear_witch 28 Jun 2007, 14:28
ShadowCat
ერთხელ ვუყურე ბობოყვათში ბაქლავის კეთების პროცესს. მზგავსი მაზოხიზმი არ მინახავს. თხილისოდენა ცომის გუნდები ბრტყელდება ქაღალდის სისქეთ ჟარონაზე 16 ცალი თუ არ ვცდები. საწყალი ქალის ცოდვით ვერ ვჭამე.

Posted by: Princess 28 Jun 2007, 15:12
ShadowCat
QUOTE
შენ თბილისში არ ხარ თორემ აქ არის ერთი ტოჩკა (თურქები) - ძააააალიან მაგარი სასუსნაოები აქვთ


სად არის ?

მიყვარს ფახლავა მაგრამ ძალიან კალორიულია sad.gif
სურატზე რომ არის ეგ არის თურქული ფახლავა , აჭარაშიც ასეთს არ აკეთებენ?

Posted by: ShadowCat 28 Jun 2007, 15:33
Princess
რედაქციიდან ქვემოთ, რუსთაველისკენ რომ მიდიხარ, როდი ჯინსის მაღაზია რომაა, მანდვეა yes.gif
ადრე კაფეც იყო, ახლა არ ვიცი არის თუ არა.
მანდ აქვთ ფახლავაც და კიდევ რაღაც ნუგბარეული (სახელები არ ვიცი).
მარა ჩემი ფავორიტი არის 3 თუ 4 ნაირი "პეჩენიები" - სეზამის მარცვლები აყრია და ძალიან "ფშხვნიერია" biggrin.gif
ალბათ მარგანინის გამო - ჭკუა მეკეტება მაგ პეჩენიებზე! user.gif

ფახლავა პლეხანოვზე თურქული რესტორნები რომაა, მანდაც აქვთ და ვიცი, რომ იმ კაფიდან მოაქვთ yes.gif

Posted by: BadbadGirl 28 Jun 2007, 15:47
დიდი მადლობა რეცეპტისტვის.
მართლა კალოერიების ბომბა ჩანს, კი ვცდი მაინც ჩემი რა მიდის , მაგრამ რომ ცარმოვიდგენე ამდენი კარაქი უნდა (და თურმე ამდენ კარაქიანს ვჭამდი საქართველოში ყოფნისას) მართლა ცუდად გავხდი tongue.gif tongue.gif

Posted by: Peppi 28 Jun 2007, 15:55
Princess
QUOTE
ეგ არის თურქული ფახლავა , აჭარაშიც ასეთს არ აკეთებენ?

არა, გარეგნულად გავს, თორემ გემოთი სხვანაირია. ყოველ შემთხვევაში მე რაც ბათუმში მიჭამია "აჭარულ ფახლავად" სხვანაირია და გემოს განსხვავებული აქვს, თუმცა ორივე უგემრიელესია
აი კიდევ რამდენიმე:

Posted by: ShadowCat 28 Jun 2007, 16:35
Peppi
ბათუმში სად მირჩევ, რომ მივირთვა? biggrin.gif
ასე 10 დღეში მივდივარ და ეგებ მოვახერხო და გავსინჯო yes.gif

Posted by: Peppi 28 Jun 2007, 19:57
ShadowCat
QUOTE
ბათუმში სად მირჩევ, რომ მივირთვა?

აზრზე არ ვარ(:
სამი წელია იქ არ ვყოფილვარ, არც საქართველოში ვარ(:


Posted by: BadbadGirl 28 Jun 2007, 19:59
Peppi
რომელ ქვეყანაში ხარ?
ShadowCat
QUOTE
ბათუმში სად მირჩევ, რომ მივირთვა? biggrin.gif ასე 10 დღეში მივდივარ და ეგებ მოვახერხო და გავსინჯო yes.gif

მე ჩვეულებრივ მაღაზიებში სადაც ცავაწყდებოდი და ვიდზე მომწინდა იქ ვყიდულობდი smile.gif ასევე პატარა კაფეტერიებშიც ბევრი იყო

Posted by: ShadowCat 28 Jun 2007, 22:17
BadbadGirl
სულ ცოტა ხნით ჩავდივარ, ძირითადად სასტუმროში მომიწევს ყოფნა user.gif
ვიფიქრე, თუ რამე "სერიოზული ტოჩკა" იცის ვინმემ, წავალ, ვიყიდი და წამოვალთქო rolleyes.gif

Posted by: Peppi 29 Jun 2007, 14:30
BadbadGirl
QUOTE
რომელ ქვეყანაში ხარ?

ეხლა ჰააგაში, ჰოლანდია.

Posted by: CM&AA 2 Jul 2007, 01:49
დამეხმარეთ, გამოცდილი ხალხი ჩანხართ:

მოხარშული კრემი მინდა გავაკეთო, ოღონდ ძალიან თეთრი რომ გამოდის ისეთი, შუ-სთვის ან ეკლერისთვის.
ერთი რეცეპტით ვაკეთებ და არაფრით არ გამოდის როგორიც უნდა იყოს ისეთი: ვადუღებ რძეს და ვასხამ შიგნით და ნელნელა ვურევ ათქვეფილ შაქარს, კვერცხს და ფქვილს. მგონი რაღაც არასწორ პრინციპს ვიყენებ და სულ სხვანაირი გამოდის ვიდრე მინდა.

დამავალებთ!

Posted by: dusi 2 Jul 2007, 02:47
ძალიან თეთრი კრემი გამოდის მაშინ როცა, არ იყენებ რძეს და კვერცხს და კარაქის მაგივრად მცენარეული მარგარინი.

Posted by: bubu1234 2 Jul 2007, 11:16
CM&AA
კვერცხიანი მგონი ქათქათა თეთრი არ გამოვა,თავისი სიყვითლე მაინც ექნება.
მერე რაში ურევ კარაქში და მარგარინში ერთად,თუ მარტო კარაქში ან მარტო მარგარინში?

Posted by: auau 2 Jul 2007, 12:10
dusi
bubu1234
ეს კრემი ნამდვილად ქათქთა თეთრი გამოდის:
წესი1 - 2 -3 ჩაის კოვზი კარტოფილის კრახმალი გავხსნათ 1 ჭიქა რძეში + 1 ჭიქა შაქარი და ერთი წამოვადუღოთ. შეგრილებულს + ვანილი და ეს მასა ნელ-ნელა მივათქვიფოთ გათეთრებამდე ათქვეფილ 300 - 350 გ კარაქს.
წესი2 - 3/4 ჭიქა რძე + 1ჭიქა შაქარი და წამოვადუღოთ, ადუღებისთანავე სწრაფი მორევით ჩავასხათ 1/4 ჭიქა ცივ რძეში
გახსნილი 2-3 ჩაის კოვზი კარტოფილის კრახმალი და ამოფუშფუშებისთანავე მოვხსნათ ცეცხლიდან. მერე შევაგრილოთ და თანდათანობით შევურიოთ ათქვეფილი კარაქი. კარაქი ინდივიდუალურად შეგიძლია მოარგო 250 -იდან 400 გრამამდე.
მე პირადად მეორე ვარიანტი უფრო მომწონს.

Posted by: ნაიადა 2 Jul 2007, 14:18
რომ არ მიიწვას, მოხარშულ კრემს ვამზადებ ორთქლზე, მას შემდეგ, რაც შემთბარ რძეში ჩავუშვებ ცალკე ანათქვეფ რძე-ფაფას;
განუწყვეტელი მორევა აუცილებელია ხარშვისას;
გაცივების შემდეგ ფაფას ვთქვეფ გათეთრებამდე;

ცალკე ვთქვეფ კრაქს ჰაეროვნებამდე, თქვეფისას ცოტ-ცოტაობით ვუმატებ სეროფს; (თქვეფაში თეთრდება კიდეც)

ბოლოს ორივე მასას: ფაფას და კარაქს ვთქვეფ ერთად და ვათავსებ 2-3 სთ-ით მაცივარში;

პს; ლიმონს აქვს გათეთრების უნარი, მაგალითად, დაჭრილი ვაშლი არ გამუქდება, თუ ლიმონის წვენს მოვასხურებთ, ამიტომ ლიმონის რამდენიმე წვეთის ჩამატება (სითეთრისთვის) კრემის ხარშვისასაც შეგვიძლია.

Posted by: CM&AA 3 Jul 2007, 07:00
ბუბუ, კარაქს ვურევ ხოლმე მერე, მაგრამ მე ამერიკაში ვარ და რაღაც წყალწყალა ხდება მთლად მერე, მგონი კარაქი უნდა შევარჩიო სხვანაირი.
ძალიან დიდი მადლობა ყველას. მოგახსენებთ შედეგებს აუცილებლად.
დროებით
პ.ს. ისე ჩემი რეცეპტი უფრო მარტივი კი იყო, მაგრამ ალბათ სწორედ ამიტომ არ გამოდის კარგიsmile.gif

Posted by: tata-naka 4 Jul 2007, 09:18
ჩემი არაადამიანური სამუშაო გრაფიკის გამო სულ მივატოვე ჩემი საყვარელი განყოფილება
როგორც იქნა მომეცა საშუალება აქ რამე დავწეროsmile.gif

მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ გუშინ სრულიად სპონტანურად შევიძინე ბაკურ სულაკაურის "დიდი წიგნი საცხობად" და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

ბევრი კარგი და რაც მთავარია მარტივი და ქართულ რეალობასთან ადაპტირებული რეცეპტი ამოვიკითხე, მითითებულია კალორიებიც და კიდევ ბევრ სხვა სასარგებლო რჩევას შEიცავს ეს წიგნი, ალბათ "გადმოკატავებულია" და ამაში არც არაფერია საკვირველი, მაგრამ მაინც ვიღAცამ იმუშავა იმაზე რომ ადაპტირება გაეკეთებინა ამ წიგნის ქართულ ენაზე.

მოგვიანებით ერთ-ერთი ნამცხვრის რეცეპტს დავწერ რომლის გაკეთებასაც ვაპირებ ამ შაბათ-კვირას.

Posted by: tu-tuna 4 Jul 2007, 10:30
QUOTE (tata-naka @ 4 Jul 2007, 09:18 )
ბაკურ სულაკაურის "დიდი წიგნი საცხობად"

ჰოო ეგ წიგნი მეც შევიძინე და რაღაც რუღაცეები გავაკეთე კიდეც! იდეაში რთული არ არის და ჩვენებურ რეალობასთან ახლოა, მარა კრემები თუ შეამჩნიე ძირითადად ან ნაღებით ან კიდე პუდინგის ფხვნილებით არის გაკეთებული. ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო, მარა აპეტიტნი შოკოლადის ტორტი გამოვიცხე დაბადებისდღეზე და საკმაოდ უდაჩნი გამოვიდა. ნიგვზის ნამცხვარი ვცადე, მარა ზემოდან ბეზე ჰქონდა და ჩემმა ელექტროღიმელმა ვერ ქნა და გადავაგდე და კიდე ნუშისა და შოკოლადის კეკსი ნამცხვარი ვცადე, მარა კეთების დროს დავაკვირდი რომ ფქვილი საერთოდ არ იყო საჭირო, და ჩემი ინიციატივიდ ფქვილი და "რაზრიხლიტელი" ჩავუმატე. ნაღების ასნოვაზე + დაფქული ნუში, ნე დურნო იყო!

ხო პუდინგის ფხვნილი გუდვილში ვიშოვე. მარა ჯერ ხმარებაში არ ვიცი როგორია. ჟელატინის ფირფიტებიო - ეგ აღარ ვიცი...

მოკლედ გაგვიზიარე რას იზამ!

Posted by: tata-naka 4 Jul 2007, 10:51
კი აუცილებლათ გაგიზიარებთ, შაბათს გუდვილში მივდივარ საყიდლებზე და ჩამოვცერ ყველა ინგრედიენტს.
კი გეთანხმები ყველა ნაღებზეა და ეგ პუდინგის ფხვნილი და კიდევ ცომის გასაფხვიერებელიც მემგონი გუდვილში იქნება.
* * *
ეხლა არ მცალია უბრალოდ თორემ დავწერდი რის გაკეთებას ვაპირებ, იქნებ შენ უკვე ცადე
მოგვიანებით დავწერsmile.gif

Posted by: tu-tuna 4 Jul 2007, 10:56
QUOTE (auau @ 2 Jul 2007, 12:10 )
dusi
bubu1234
ეს კრემი ნამდვილად ქათქთა თეთრი გამოდის:
წესი1 -    2 -3 ჩაის კოვზი კარტოფილის კრახმალი გავხსნათ  1 ჭიქა რძეში + 1 ჭიქა შაქარი და ერთი წამოვადუღოთ. შეგრილებულს + ვანილი  და ეს მასა ნელ-ნელა მივათქვიფოთ გათეთრებამდე ათქვეფილ  300 - 350 გ კარაქს.
წესი2 -  3/4 ჭიქა რძე + 1ჭიქა შაქარი  და წამოვადუღოთ, ადუღებისთანავე სწრაფი მორევით ჩავასხათ  1/4 ჭიქა ცივ რძეში
გახსნილი 2-3 ჩაის კოვზი კარტოფილის კრახმალი და ამოფუშფუშებისთანავე  მოვხსნათ ცეცხლიდან. მერე  შევაგრილოთ და თანდათანობით შევურიოთ  ათქვეფილი კარაქი. კარაქი  ინდივიდუალურად შეგიძლია მოარგო 250 -იდან  400 გრამამდე.
მე პირადად  მეორე ვარიანტი უფრო მომწონს.

auau
მოხარშულ კრემს კარაქს რომ ვუმატებ, ამ ბოლო დროს სულ მეჭრება. რისი ბრალია? ვცადე სხვდასხვა კარაქზე, ქართულზე და იმპორტულზე მარა მაინც არ შვება. მე მგონია რომ კარაქში არსებული წლის გამოა, არა?

tata-naka
გასაფხვირებელს ანუ რაზრიხლიტელს მე ბარობაზე ვყიდულობ, გუდვილშიც იქნება რა თქმა უნდა. აუ იმდენი რაღაცეები იყო ცხობისთივ გადავირიე - მარციპანიც კი გაიჩითა ტორტის მოსართავად biggrin.gif! მოკლედ დორბლები მდიოდა და ხელფასს ველოდებოდი, მარა ისე დავხარჯე, იქამდე ვეღარ მივედი biggrin.gif.

ვანილის ჩხირი რატო ღირს საერთოდ ეგრე ძვირი!?!?

Posted by: tata-naka 4 Jul 2007, 12:00
რატომ და იმიტომ რომ საერთოდ სპეციები ძვირია, წარმოიდგინე მთლიანი ჯოხია და არა პუდრა რომელშიც ალბათ პროცენტულად ვანილი არც ისე ბევრია.
ხო მეც ვფიქრობ ერთხელ სერიოზული შენაძენები გავაკეთო კულინარიის განსავითარებლათ smile.gif
განსაკუთრებით ფორმები მჭირდება და კიდევ ათასი რამ.
მე მინდოდა შოკოლადის ნატეხები, გუდვილში ვნახე მართAლია დიდი პარკი იყო მარა 100 ლარი რა ამბავია?smile.gif
* * *
ესეც ჩემი ფავორიტი ნამცხვარი ამ შაბათ კვირისთვის:

წითელი მოცვის ნამცხვარი
მასალა:
3 კვერცხი
200 გრ. არაჟანი (24% ცხიმიანობის)
200 გრ შაქარი
250 გრ ფქვილი
2 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი
400 გრ ნაღები
400 გრ წითელი მოცვი
ცხიმი ან პერგამენტი ფორმისათვის
ცხვება მრგვალ, 26 სმ დიამეტრის ფორმაში

1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩAაფინეთ პერგამენტი
2. კვერცხი არაჟანი დაშაქარი ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ ცომის საფხვიერებელი და და ფქვილი. ჩAასხით ფორმაში და აცხვეთ 25 წუთი. გამოიღეთ და გააგრილეთ.
3. ნამცხვარს ამოაჭერით გული ისე რომ დარჩეს ძირზე და კიდეებზე 2 სმ
4.ნარები ათქვიფეთ გამაგრებამდე, შეურიეთ მოცვი და ამოჭრილი გულის ნაფხვენები და ამ მასით ამოავსეთ ნამცხვრის გული. სუფრაზე მიტანამდე გააგრილეთ.


tu-tuna
თუ იცი რა არის რევანდი და ხურტკმელი??smile.gif
მაგ წიგნშია ზოგიერთ რეცეპტში

Posted by: tu-tuna 4 Jul 2007, 14:31
QUOTE (tata-naka @ 4 Jul 2007, 12:00 )
ხურტკმელი

კრიჯოვნიკი ხო არაა? ეხლა ისე არ მახსოვს, მე ერთი რევანდა თუ რაც არი ეგ არ ვიცოდი - ბოსტნეულს ჰგავს!

ისე კიდე მაგ დიდი წიგნი ცხობოსათვის-ში იცი რა არ მომწონს - ცომები ძირითადად მზა აქვთ - კრუასანის, ფენოვანი და ა.შ....

ნამცხვარი მერე გაგვაგებინე რა გამოვა wink.gif - გუდ ლაქ!



Posted by: tata-naka 4 Jul 2007, 15:05
შეიძლება კრიჟონ^ვნიკიც არის
მეც არ მიზვარს გამზადებული ცომები, ყოველ შემთხვევაში კრუასონს არასოდეს გავაკეთებ მზა ცომით, ეგ გემრიელი არ იქნება ასე მგონია

Posted by: tu-tuna 5 Jul 2007, 09:51
QUOTE (auau @ 2 Jul 2007, 12:10 )
ეს კრემი ნამდვილად ქათქთა თეთრი გამოდის:

წესი2 - 3/4 ჭიქა რძე + 1ჭიქა შაქარი და წამოვადუღოთ, ადუღებისთანავე სწრაფი მორევით ჩავასხათ 1/4 ჭიქა ცივ რძეში
გახსნილი 2-3 ჩაის კოვზი კარტოფილის კრახმალი და ამოფუშფუშებისთანავე მოვხსნათ ცეცხლიდან. მერე შევაგრილოთ და თანდათანობით შევურიოთ ათქვეფილი კარაქი. კარაქი ინდივიდუალურად შეგიძლია მოარგო 250 -იდან 400 გრამამდე.
მე პირადად მეორე ვარიანტი უფრო მომწონს.

dusi

yes.gif გუშინ გავაკეთე ზუსტად ხილის შუები ამ კრემით. კრემი ქათქათა გამოვიდა, ერთადერთი ძაან კარაქიანი იყო. ეგ კრემი მგონი უფრო ტორტის მოსართავად გამოდგება, და რაც მთავარია არ ამჭრია. კარგი რეცეპტია ნამდვილად, მადლობა auau-ს.

Posted by: ვეძმა 5 Jul 2007, 10:06
აუ ვინმემ ხომ არ იცით მსუბუქი კრემი როგორ გავაკეთოთ? რუსული სგუშონკიდან გაკეთებული კრემი მძიმეა. sad.gif

Posted by: tata-naka 5 Jul 2007, 10:42
QUOTE
ადუღებისთანავე სწრაფი მორევით ჩავასხათ 1/4 ჭიქა ცივ რძეში

ეს ვერ გავიგე? რომ ადუღდება მასა მოვხსნა ცეცხლიდან და ცივ რძეში ჩავასხა?

Posted by: tu-tuna 5 Jul 2007, 11:01
QUOTE (tata-naka @ 5 Jul 2007, 10:42 )
QUOTE
ადუღებისთანავე სწრაფი მორევით ჩავასხათ 1/4 ჭიქა ცივ რძეში

ეს ვერ გავიგე? რომ ადუღდება მასა მოვხსნა ცეცხლიდან და ცივ რძეში ჩავასხა?

ცივ რძეში ხსნი სახამებელს და ურევ მდუღარე შაქრიან რძეში.

ვედმა
QUOTE
აუ ვინმემ ხომ არ იცით მსუბუქი კრემი როგორ გავაკეთოთ? რუსული სგუშონკიდან გაკეთებული კრემი მძიმეა. sad.gif


QUOTE
3/4 ჭიქა რძე + 1ჭიქა შაქარი და წამოვადუღოთ, ადუღებისთანავე სწრაფი მორევით ჩავასხათ 1/4 ჭიქა ცივ რძეში
გახსნილი 2-3 ჩაის კოვზი კარტოფილის კრახმალი და ამოფუშფუშებისთანავე მოვხსნათ ცეცხლიდან. მერე შევაგრილოთ და თანდათანობით შევურიოთ ათქვეფილი კარაქი. კარაქი ინდივიდუალურად შეგიძლია მოარგო 250 -იდან 400 გრამამდე.

საკმაოდ მსუბუქია!

Posted by: ვეძმა 5 Jul 2007, 11:03
tu-tuna
QUOTE
საკმაოდ მსუბუქია!

ნამცხვრებში გამოდგება? : ) თანაც თეთრია და არა მოყვითალო?

Posted by: irinka1983 6 Jul 2007, 19:37
ვაიმე იქნებ ვინმემ შუს და ეკლერის ცომი მასწავლოს რა.
ისე მინდა ისე ლამის გავგიჟდე.

Posted by: iverson 6 Jul 2007, 22:20
ShadowCat
QUOTE
პეჩენიები © Breaky

2 კვერცხი 2 ჩ.ჭ შაქარი 200 გრ მარგარინი 1/2 ჩ.ჭ რძე ვანილი, სოდა, ძმარი 3 ჭ ფქვილი



ჩ.ჭ. რა არის? ჩაის ჭიქა? spy.gif

Posted by: ShadowCat 6 Jul 2007, 23:20
iverson
QUOTE
ჩაის ჭიქა

yes.gif
ს.კ. ჰო იცი რა არის? smile.gif
სუფრის კოვზი
ჩ.კ. - ჩაის კოვზი

givi.gif

Posted by: ShadowCat 7 Jul 2007, 02:23
Peppi
QUOTE
აგერ ბალღი შუს რეცეპს ითხოვს და თან დააკვალიანე

ვაიმე! მე არ ვიცი შუს რეცეპტი no.gif
რავა, კაცო, ყველაფერი რომ ვიცოდე, აქ კი არ ვიჯდებოდი! gigi.gif

Posted by: bochita 7 Jul 2007, 12:27
მე მაინტერესებს როგორ კეტდება ტორტის ბეზე smile.gif)))
tongue.gif tongue.gif sad.gif sad.gif bis.gif გახარებული დავრჩები თუ მიპასუხებთ

Posted by: Peppi 7 Jul 2007, 13:18
irinka1983
QUOTE
ვაიმე იქნებ ვინმემ შუს და ეკლერის ცომი მასწავლოს რა

ShadowCat
QUOTE
ვაიმე! მე არ ვიცი შუს რეცეპტი

არც, მე ვარ შუს სპეციალისტი, მაგრამ რადგან ასე გაჭირდაwink.gif
მოკლედ, ერთხელ გავაკეთე ამ რეცეპტით და მომეწონა, თან რასაც მალტერბახის წიგნიდან ვაკეთებ ყველაფერი გადასარევიაsmile.gif

600 გრამი ცომისათვის: მასალა: ერთი ჭიქა (200 მლ) რძე, 90 გრამი კარაქი, 1 მწიკვი მარილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 150 გრამი ხარისხიანი ფქვილი, 3-4 ცალი კვერცხი.

მომზადების წესი:
1. რძე, კარაქი, მარილი და შაქარი მიიყვანეთ ადუღებამდე.
2.როცა რძე წამოდუღდება და კარაქი მთლიანად გაიხსნება ჩამოდგით ცეცხლიდან.
3. მთელი ფქვილი ერთდროულად ჩაუშვით რძიან-კარაქიან მასაში და სწრაფან მოურიეთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე.
4. ქვაბი ისევ შედგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ სანამ არ შეიკვდება, ქვაბის ძირზე კი თეთრი ნადები უნდა გაიკეთოს;
5. ამის შემდეგ გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და თანდათანობით შეურით კვერცხი თითო-თითოდ; სანამ ერთი კვერცხი ბოლომდე არ შეიზილება არ დაამატოთ მეორე. (სხვა რეცეპტში ვნახე, რომ ცომი უნდა გააცივო, სანამ კვერცხს შეურევ, გაცივება, არ ვიცი, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით 3-5 წუთი აცალე მაინც)
6. მოხარშული-შუს ცომი ისეთი სისქის უნდა იყვეს, რომ შეიძლებოდეს მისი კულინარიული ფორმით დასმა თუნუქის ცხილწასმულ და ფქვილ მოყრილ ჟარონაზე. ცხვება 220 გრადუსზე, შუა სიმაღლეზე, დაახლოებით 15-20 წუთი.

შუს და ეკლერის გარდა შეიძლება გამოცხვეს :
1. "პროფიტროლები" (პატარა, მრგვალი ბურთულები, თითო-თითო ლუკმაა);
2. მსხვილი დაფქვის ან რუხი ფქვილისაგან კი მშვენიერი "სენდვიჩ-ეკლერები" გამოდის. რომლის გულსართიც უკვე ფანტაზიაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული: ნადუღი სხვადასხვა დანამატით: მაგ: პიტნით; როკფორი+ვიჩინა; რაიმე სალათა და ა.შ.

Posted by: ShadowCat 7 Jul 2007, 15:01
bochita
ტორტისთვის თუ რაიმე სფეშალ ბეზეა, არ ვიცი - ჩემთვის ბეზე ბეზეა! biggrin.gif
უნდა ათქვიფო კვერცხის ცილა ისე, რომ ჯამს რომ გადმოატრიალებ, არ გადმოვარდეს, არ "ჩამოიღვენთოს" biggrin.gif
მერე დაუმატებ შაქრის ფხვნილს და კარგად ათქვეფავ yes.gif

მგონი სულ ესაა rolleyes.gif
პროპორციები არ მკითხო - არ ვიცი/არ მახსოვს givi.gif

Posted by: auau 15 Jul 2007, 00:21
tu-tuna
QUOTE
მოხარშულ კრემს კარაქს რომ ვუმატებ, ამ ბოლო დროს სულ მეჭრება. რისი ბრალია? ვცადე სხვდასხვა კარაქზე, ქართულზე და იმპორტულზე მარა მაინც არ შვება. მე მგონია რომ კარაქში არსებული წლის გამოა, არა?

თუ კრემი აგეჭრა, კრემიანი ჭურჭელი შემოდგი ორთქლზე ცოტა ხნით მუდმივი თქვეფით და როცა დარბილდება და არა გადნება,
გადმოიღე და თქვიFე გაერთნაირებამდე. ამას წინათ დიდუბის მაცივარში ვიყიდე უკრაინული კარაქი და ძალიან მომეწონა.
* * *
tu-tuna
QUOTE
გუშინ გავაკეთე ზუსტად ხილის შუები ამ კრემით. კრემი ქათქათა გამოვიდა, ერთადერთი ძაან კარაქიანი იყო. ეგ კრემი მგონი უფრო ტორტის მოსართავად გამოდგება, და რაც მთავარია არ ამჭრია. კარგი რეცეპტია ნამდვილად, მადლობა auau-ს.

კარაქის რაოდენობა შეგიძლია არეგულირო. ეგ კრემი ჟერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს და რა ასაკის უნდა იყოს, თავად განსაჯე!

Posted by: Solveig 15 Jul 2007, 01:02
auau
სხვათა შორის, მე შატილის კარაქს ვიყენებ და არცერთხელ არ ამჭრია.

ჯერ კარაქი უდნა ათქვიფო კარგად, გათეთრებამდე. წყალიც გამოაცალო (ცოტა წყალი ყველა კარაქშია). თქვეფის დროს ცხიმს სცილდება და მე პატარა ჭიქა მაქვს მომარჯვებული და შიგ გადმოვწურავ ხოლმე. კარგად რომ გაითქვიფება, მერე ვამატებ კოვზობით ცივ, მოხარშულ კრემს, ვაზავებ ვანილით, ყავით, კონიაკით და ა. შ.

Posted by: Peppi 23 Jul 2007, 11:31
ფახლავას და აჩმის მზა ცომები - სურათზეsmile.gif

ვინც უცხოეთში ხართ - იცანით ალბათ.
ისე სხვა გემრიალი რაღაცეებიც მზადდება - ამასწინათ იტალიურ ვარიანტში გავშინჯე. თუმცა ეგ უკვე ტკბილეული არ იყო - მოცარელა და პომიდორი ქონდა. თურქულ ვარიანტში კი გატარებული და მოხარშული ხორციsmile.gif როგორც იტყვიან - მნიამsmile.gif


ხო, ძირითადად თურქულ მაღაზიებში იყიდება


Posted by: Solveig 26 Jul 2007, 14:59
ShadowCat
QUOTE
პროპორციები არ მკითხო - არ ვიცი/არ მახსოვს

ბეზესთვის 1 ცილაზე 1 სუფრის კოვზი შაქარი უნდა, როგორც ვიცი.

Posted by: BadbadGirl 28 Jul 2007, 01:01
ვახ,ვახ მეგობრებო, რა მაგარი ფაჰლავა გავაკეთე ნეტა იცოდეთ smile.gif (მკლავის დამწვრობად დამიჯდა biggrin.gif )
აწი თუ ვინმეს დაგჭირდებათ რჩევა ამ ნამცხვრის შესახებ, თამამად შეგიძლიათ მომმართოთ smile.gif
chest.gif chest.gif bis.gif

Posted by: August 31 Jul 2007, 19:09
ბლინჩიკები ათქვეფილი არაჟნითა და ალუბლი/მაყვლის მურაბით
P.S. ბლინჩიკების ნაცვლად ფხვიერი კორჟებიც შეიძლება, არაჟნის ნაცვლად ნაყინი ... მთავარია ლამაზი გამოვიდეს და კი გემრიელი ნამდვილად იქნება

Posted by: auau 12 Aug 2007, 15:47
რამდენი ხანია ამ რეცაპტს ვეძებდი და მინდა გაგიზიაროთ.არაჩვეულებრივ გემრიელია

Глазированные персики
В эмалированной или алюминиевой толстостенной кастрюле сварить на слабом огне густой сироп из 1/2 кг сахара, 1 стакана воды и 1 полной столовой ложки лимонного сока (вместо лимонного сока можно добавить 1 столовую ложку винного уксуса). Густоту сиропа проверить при помощи сухой палочки, опустив ее в сироп, а затем немедленно погрузив в холодную воду. Если сироп на палочке моментально затвердеет, и не будет липнуть к пальцам, то сироп готов. Пока сироп варится, подготовить фрукты. Для этой цели сварить 1/2 кг персиков, не доведя их до разваривания. Отцедить и подсушить полотенцем. Опускать по одному в сироп и укладывать на металлическую сетку для обсыхания. Хорошо обсохшие глазированные фрукты уложить в фарфоровую или эмалированную посуду, перекладывая их тонкой бумагой.
ჩემი მეზობლები გამზადებულ ატმებს გულში უდებენ თაფლში შეზელილ გატარებულ ნიგოზს და ქილებში ინახავენ. პროსტო სლოვ ნეტ!!!!!!!!!


* * *
ბისკვიტს ნამავთ ატმის სეროფით, ზედ აწყობთ ატმებს და ზემოდან ათქვეფილ ნაღებს........
აუ როგორ მომინდა!

Posted by: August 12 Aug 2007, 16:25
auau,
კარგი რამე სჩანს.
დღეს ვერა და ოთხშაბათს აქ დასვენებაა (მარიამობა) და მაშინ ვცდი.

Posted by: sky 23 Aug 2007, 17:53
ხაჭოს ნამცხხვარი



ნაჩინკა ქვედა ფენა ჟელატინის ზედა ფენა



600გრ ხაჭო 150გრ პეჩენია 60გრ ჟელატინი
50გრ ფქვილი 2 ჩაის კოვზი კარაქი 400 მლ ნებისმიერი ხილის წვენი
180გრ შაქარი 1 პაკეტი ვანილი
4 კვერცხი
100 მლ 36%-იანი ნაღები
1პაკეტი ვაილი
ფორთოხლის და ლიმნის ცედრა


მომზადების წესი;

პეჩენიას შევურიოთ კარაქი და ვანილი კარგათ ავურიოთ და დავაფინოთ გამოსაცხობი ფორმის ძირზე. შევდოთ მაცივარში 30 ცუთით.

ხაჭოს შევურიოთ ფქვილი შაქარი თითო თითო კვერცხი. ვანილი ავურიოთ ცედრას ჩავყაროთ მომზადებული ხაჭოს მასაში და კარგათ ავურიოთ. მასა ჩავასხათ პეჩენიიან ფორმაში. 15 წუთით სშევდგათ 180 გრადუსზე, დაბალ სართულზე ღუმელში. მერე ტემპერატურა დავუწიოტ 150 გრადუსამდე და კიდევ ვაცხოთ 1 საათ-ნახევარი. ამოვიღოთ დაველოდოთ რომ გაცივდეს.

ჟელატინს დავასხათ ჭიქა-ნახევარი წყალი და დავტოვოტ 10 წუთით. ფორთოხლის ტკბილი წვენი ოდნავ გავათბოთ. ჟელატინიც გავადნოთ ცეცხლზე და შევურიოთ ფორტოხლის თბილი წვენი, კარგათ მოვურიოთ მოვასხატ გაციებულ ხაჭოს ბისკვიტს და სჰევდოტ მაცივარში სანამ ჟელატინი არ გამაგრდება.
ბოლოს მოვრთოთ ხილით და მივირთვათ.

გამიკეთებია და მაგარი გემრიელია

Posted by: cooldadie 30 Aug 2007, 17:19
QUOTE (tu-tuna @ 4 Jul 2007, 10:56 )
[მოხარშულ კრემს კარაქს რომ ვუმატებ, ამ ბოლო დროს სულ მეჭრება. რისი ბრალია?

წყლის ბრალია, ქართული და რუსული კარაქების უმეტესობას 20% წყალი აქვს. ერთადერთი ნამდვილად გემრიელი და უწყლო კარაქი არის ელისეევსკოე, მგონი ლენინგრადი უშვებს, პირადი გამოცდილებით ვიცი smile.gif

Posted by: ShadowCat 30 Aug 2007, 17:27
cooldadie
QUOTE
ელისეევსკოე

ან "midnight sun"-ი yes.gif
იგივე ფირმა უშვებს მგონი spy.gif

Posted by: BadbadGirl 31 Aug 2007, 21:23
ვაშლის ნამცხვარი უნგრულად

გვინდა:
200 გრამი შაქარი
200გრ მარგარინი
10 სუფრის კოვზი ფქვილი
4 კვერცხი
2 საშუალო ზომის ვაშლი
ვანილი,ლიმონის ცედრა,სინამონი , 1/2 ჩაის კოვზი სოდა (არ ვიცი ქართულად რააsad.gif )

მასა 1. 100 გრამ შაქარს, 200გრ კარგად დარბილებულ კარაქს და 4 კვერცხის გულს ავთქვიფავთ ისე რომ შაქარი გაიხსნას და თეთრი მასა მივიღოთ, დავამატებთ ცოტა ვანილს.
მასა 2.მეორე ჯამში 4 კვერცხის ცილისაგან და 100გრ შაქრისაგან გავაკეთებთ ბეზეს.დავამატებთ ცოტა ვანილს.
მასა 3 .ღრმა თეფშზე დავყრით 10 სუფრის კოვზ ფქვილს, დავაყრით ვანილს, ლიმონის ცედრას, სინამონს და 1/2 ჩაის კოვზ სოდას . კარგად ავურევთ

I.მასაში (ანუ კარაქიან შაქრიან კვერცხისგულიანში) ნელ ნელა ავურევთ (კოვზ-კოვზობით) II და III მასას , ისე რომ ჰაეროვანი ცომი მივიღოთ , მერე ჩავყრით კუბიკებად დაჭრილ ვაშლს (Vაშლი რაც უფრო სურნელოვანია მით უფრო გემრიელია )

ბოლოს ვიღებთ ფორმას, კედლებზე ვუსვავთ კარაქს, და შემდეგ ვაყრით ფქვილს. კარგად შეანჯღრიეთ რომ ფქვილი ყველგან მოეცხოს. ვასხავთ ჩვენს მასას და ვდგავთ გაზქურაში 180 -200 გრადუსზე smile.gif

ეს ნამცხვარი ძლაიან გერმრიელია შოკოლადის სოუსით (იგივე მინანქარი, ოღონდ თხელი, რომ არ გამაგრდეს) smile.gif smile.gif

Posted by: Guest'From'Future 7 Sep 2007, 01:44
kiss.gif აუუუ, მაგრები ხართ, რა კარგი ადგილი შეგიქმნიათ. მიყვარხართ ფუნთუშებო და პონჩიკებო kiss.gif

ვგიჟდებიი!




ისე იქნებ საშუალო პორციის ფასიც მიგეწერათ რა რეცეპტებისთვის, არ ვარ მთლად ალტრუისტი, რაღაც გეგმები მაწუხებს და ამაზე კი იმედია მაპატიებთ gigi.gif

Posted by: ShadowCat 12 Sep 2007, 14:09
Guest'From'Future
QUOTE
რაღაც გეგმები მაწუხებს და ამაზე კი იმედია მაპატიებთ 

გააჩნია გეგმებს!
ჩვენთან აქ ხალხს ბიზნეს წინადადებები ქონდა აქაურ რეცეპტებზე და შენ თუ პირიქით, ამ განყოფილების იუზერების ხარჯზე გინდა გაკეთდე, არ გამოვა მასე smile.gif

გადაიხადე გადასახადი ბიუჯეტში! gigi.gif

Posted by: Solveig 15 Sep 2007, 11:17
QUOTE
წყლის ბრალია, ქართული და რუსული კარაქების უმეტესობას 20% წყალი აქვს. ე



რას ამბობ biggrin.gif 20% წყალი რომ იყოს, რა აკარაქებდა..წავიდოდა მთხლესავით biggrin.gif

კრემის აჭრის ერთ-ერთი მიზეზი მართლა წყალია (მეორეა კიდევ პროპორციების დარღვევა. თუ სიროფს ან შესქელებულ რძეს მეტს აიღებ, რაღაც რაოდენობის მერე ცხიმი შიგ ვეღარ ემულგირდება და ცალ-ცალკე წავა), მაგრამ ასაჭრელად ცოტაც ყოფნის, 20% არაა საჭირო biggrin.gif მაგის თავიდანა საცილებლად კარაქი ცალკე უნდა ათქვიფო გათეთრებამდე და წყალი გამოაცალო-შიგადაშიგ შეაჩერო თქვეფა და წყალი გადმოწურო.

მე შატილის ან სამგორის კარაქს ვიყენებ და არცერთხელ არ ამჭრია კრემი...

BadbadGirl

ერთი ეგ უნდა ვცადო...
QUOTE
სინამონს

დარიჩინი ჰქვია.

Posted by: chxebiani 15 Sep 2007, 20:09
მაინტერესებს რაიმე ახალი და ორიგინალური მეთოდი ტორტების მორთვის, სად შემიძლია ვნახო? smile.gif
* * *

Posted by: BadbadGirl 17 Sep 2007, 00:28
ტორტის მორთვის ახალი მეთოდი:
ყიდულობ მარციპანის მასასsmile.gifურევ ფერებს, აბრტყელებsmile.gif ჭრი ფიგურებს : ყვავილები, ფოთლები, და ა.შ და აწყობ ტორტზეbiggrin.gif biggrin.gif

Posted by: ikebana 17 Sep 2007, 09:25
BadbadGirl
ეჰ სადაა მარციპანის მასა და კაი ცხოვრება user.gif

Posted by: killer 17 Sep 2007, 22:10
სანტეს კარაქს ვხმარობ და მგონი ერთადერთი კარაქია, რომელსაც თქვეფისას, არ გასდის წყალი.

ესეც ალბათ დროებით, ამასაც ალბათ გააფუჭებენ.

Posted by: miau 21 Sep 2007, 22:51
August

თქვენ პოლონეთში ხართ, არა? smile.gif
ჰოდა, წინა ახალ წლებზე მე და დედამ ძველ პოლონურ კულინარიის წიგნში აღმოვაჩინეთ ნამცხვარი, რომელშიც უმი კვერცხის ნაცვლად მოხარშული კვერცხის გულები უკეთდება, სამ ფენად ცხვება, შემდეგ ცილიანი და ჯემიანი მუსი ესმევა ფენებზე (როგორც "ჟოზეფინას", თუნდაც თქვენს ნამცხვარს) და ასე ინახება მინიმუმ 2 დღე. smile.gif
ძალიან აგვიტაცა ამ რეცეპტმა... ფენები საოცრად მშრალი მეჩვენა, მაინც გავაკეთეთ, როგორც ეწერა. smile.gif
2 დღის შემდეგ რომ გავსინჯეთ, რაღაც საოცრება იყო!!!!! მეც ვიცი ლიმონის პეროგის რეცეპტი, სადაც ფხვიერი ცომი ფენები კეთდება და ცილით და ლიმონის სეროფით კეთდება მუსი, უუუგემრიელესია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს იყო რაღაც საოცრება! smile.gif
ახლა ბათუმში ვარ და სახლში რომ წავალ, აუცილებლად დავდებ ეცეპტს. smile.gif
თქვენი ვაშლის პეროგის რეცეპტი ძალიან მომწონს, მიყვარს ასეთი სტილის ნამცხვრები და აუცილებლად მოვამზადებ... განსაკუთრებით კონიაკის იდეა მომეწონა smile.gif
* * *
ShadowCat
QUOTE
ვაბშეტა, ნაღდი "ფახლავა" მგონი თურქული უნდა იყოს


no.gif ბერძნული! ნამდვილად ვიცი.

ნამდვილი ბაქლავა მე და დედას ჩვენმა აჭარელმა "ნათესავ-მეგობრებმა" გვასწავლეს, შრომატევადია აშკარად, მარტო 45 ფენის გაკეთება კმარა ამისათვის, მაგრამ ღირს! თუ ერთხელ არ გიყურებია, რთული გასაკეთებელია!
დამოუკიდებლად გავაკეთეთ, გამოგვივიდა და მე არ ვიცი, ტრაბახით გავსკდით biggrin.gif
აქ აჭარლებიც იქნებიან ალბათ და მეტიჩრობას არ გამოვიჩენ, ჯობს მათ დადონ რეცეპტი smile.gif
nanka_iuristka
QUOTE
ასე გავავსე ორი ჟარონა და შევაგდე საცხობში... ძალიან მალე გამოცხვა მაგრამ გირჩევთ გამორთვის მერე ერთი 10 წუთი დატოვოთ საცხობში რათა შიგნიდან ჩაცომებული არ გამოგივიდეთ...

თუ როგორი გამოვიდა - სურათი იხილეთ ზემოთ....


smile.gif ცოტა დააკელი-მოუმატე ასეთ ნამცხვარს, არაფერი დააკლდება smile.gif ერთი რჩVევა - შაქრის პუდრა და კაკაო აურიე ერთმანეთსი და ცხელი ნამცხვარი მასში ამოავლე up.gif ასეთი იქნება! smile.gif

Posted by: Artgeo 23 Sep 2007, 02:26
მოკლედ ხვალ დედაჩემის დაბადების დღეა და მოკლედ სასწრაფოდ მჭირდება რამე კარგი და გემრიელი ტორტის რეცეპტი yes.gif user.gif


პირველად უნდა გავაკეთო ტორტი lol.gif

რას მირჩევთ? კულინარიაში მთლად ჩაინიკი არა ვარ, მაგრამ რამე მარტივი და გემრიელი მინდა smile.gif

Posted by: BadbadGirl 23 Sep 2007, 14:46
Artgeo
მე შენს ადგილას ასე მოვიქცეოდი :
ვიყიდიდი ბისკვიტს (რადგან გამოცხობა არ ვიცი ) , მერე მას გავჭრიდი შუაზე . პირველ ნაჭერს დავნამავდი იმ ხილის სანამით რომელიც დედას უყვარს. შემდეგ წავუსმევდი ვანილის გემრიელ კრემს და მოვაყრიდი ოდნავ მოხალულ და დაფხვნილ ნიგოზს. დავადებდი ზემოდან მეორე ფენას და იმასაც დავნამავდი და ზემოდან გადავუსმევდი იგივე კრემს. ასევე გვერდებზეც კრემს ცავუსმევდი.
თავზე გაფორმების მიზნით მოვაწყობდი იმ ხილს რომელიც დედას უყვარს. მაგ ლამაზად დაჭრილ ბანენებს, კივის და თეთრი ყურძნის მარცვლებს, შიგდაშიგ მთლიან ნუშს smile.gif , ბოლოს თავის გაფორმებას რომ დავამთავრებდი მოვასხვავდი ჟელატინს. ტორტის ნაპირზე გავაკეთებდი კანტს იგივე კრემით ან რამე პატარა კენკროვან ხოლს დავასკუპებდი ლამაზად, ან კიდევ თუ საშულება გაქვს ნუშებს შემოვაცყობდი. ტორტის გვერდებზე კი თხლად დაჭრილ ნუშებს მივაკრავდი.

მგონია რომ ასეთი ტორტი გემრიელია ძალიან smile.gif smile.gif

(აქ კაფეტერიაში ვჭამ ხოლმე და ძალიან მომწონს tongue.gif)

Posted by: ShadowCat 23 Sep 2007, 22:41
miau
QUOTE
შრომატევადია აშკარად, მარტო 45 ფენის გაკეთება კმარა ამისათვის, მაგრამ ღირს! თუ ერთხელ არ გიყურებია, რთული გასაკეთებელია!

შუთიშ? მაგის ნერვი სად მაქვს! biggrin.gif
ერთხელ კი არა, ათჯერ რომ ვუყურო, მაინც ვერ შევეჭიდები მაგ საქმეს user.gif
მირჩევნია, მზა ვიყიდო.. ან ვინმემ დამპატიჟოს და ის მივირთვა chups.gif givi.gif

Posted by: Artgeo 24 Sep 2007, 01:32
BadbadGirl
დიდი-დიდი მადლობა, შემდეგი დაბადებისდღისთვის გამომადგება smile.gif biggrin.gif

Posted by: August 25 Sep 2007, 00:34
miau,
ეგ რაღაც მაზურეკის (mazurek) ტიპი იქნებოდა ალბათ.
მე სტაროპოლსკი მაზურეკი ვიცი იმის ცომიც უმი კვერცხის ნაცვლად მოხარშული კვერცხის გულით იზილება.
რეცეპტს თუ არა ზუსტ სახელს მაინც ველოდები.

Posted by: miau 25 Sep 2007, 10:07
ShadowCat
QUOTE
შუთიშ? მაგის ნერვი სად მაქვს!
ერთხელ კი არა, ათჯერ რომ ვუყურო, მაინც ვერ შევეჭიდები მაგ საქმეს
მირჩევნია, მზა ვიყიდო.. ან ვინმემ დამპატიჟოს და ის მივირთვა 


biggrin.gif არა, არა ბატონო smile.gif რომ გავაკეთებ საახალწლოდ, დაგპატიჟებ smile.gif


ისე, მე კიდევ ერტი შემიძლია - 13 ლარად აცხობს ერთი ქალი 1 ლისტ ბაქლავას, ოღონდ აჭარაში, ჰოდა, რომ ჩახვალთ, შეგიძლიათ შეუკვეთოთ 2 დღით ადრე და არაჩვეულებრივ ბაქლავას დაგახვედრებეეენ smile.gif ჩემი მასპინძლები თუ შინ არ აკეთებენ, მას უკვეთავენ, ძალიან კარგადაა გაკეთებული, უკმაყოფილო არ დარჩებით. smile.gif თან მარტო დაჯდებით და იღორმუცელებთ biggrin.gif





August

კრაკოვული ტორტი

ამ ტორტს თურმე აცხობენ სააღდგომოდ, აღდგომამდე 2-3 დღით ადრე.
ცომი:
250 გ. კარაქი, 250 გ. ფქვილი 120 გ. დათლილი ნუში, 4 მოხარშული კვერცხის გული, 120 გ. შაქრის პუდრა და დანის წვერით ვანილისგან გავაკეთოთ ე.წ. "პესოჩნი" ცომი. ტორტის ფორმაში გამოვაცხოთ 4-5 თხელი ფირფიტა, ოღონდ ზედმეტად არ შევაწითლოთ, უნდა მიიღოს ღია ოქროსფერი. (გამოდის დაახლოებით 1/2 ჟარონა ამ პროდუქტებით, მე ორმაგს ვაცხობ ხოლმე, ჩემი ოჯახის წევრებს და სტუმრებს დიიიდი მადა აქვთ biggrin.gif )
კრემი:
4 ცილა და 100 გ. შაქრის პუდრა კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ 200 გ. ხილფაფა (პოვიდლო) ან ჯემი და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ, სანამ ფუმფულა მუსს არ მივიღებთ.
ეს კრემი წავუსვატ ფენებს, ბოლო ფენას კრემის ზემოთ მოვაყაროთ დაფქვილი ნუში და ბისკვიტის ნაფხვენები.

ნაცხვარი დავდგათ მინიმუმ 12 საათი - ეს ჩემი გამოცდილებით. smile.gif ვერ მოვითმინე და ადრე მივირთვი biggrin.gif

Posted by: ShadowCat 25 Sep 2007, 14:23
miau
QUOTE
რომ გავაკეთებ საახალწლოდ, დაგპატიჟებ

იმედია სპეციალურად ჩემს გამო არ გააკეთებ - არ მინდა მაგის ცოდვა დავიდო gigi.gif 2kiss.gif
(კახელი ვარ და ერთი თქმით ვიღებ მოპატიჟებას givi.gif )


Posted by: miau 25 Sep 2007, 16:52
ShadowCat
QUOTE
იმედია სპეციალურად ჩემს გამო არ გააკეთებ - არ მინდა მაგის ცოდვა დავიდო 
(კახელი ვარ და ერთი თქმით ვიღებ მოპატიჟებას


არააა (მეც კახური გენები მაქვს biggrin.gif ), მარტო შენთვის ვერ ვიწვალებ ამდენს gigi.gif
ახალწლებზე ვწვალობთ ხოლმე მე და auau და გაგუიმასპინძლდები შენც smile.gif
კიდევ ერთი დეგუსტატორი მყავს ფორუმიდან wink.gif
მიხვდება თავად. smile.gif

Posted by: ShadowCat 25 Sep 2007, 23:26
miau
QUOTE
კიდევ ერთი დეგუსტატორი მყავს ფორუმიდან

spy.gif მეც ხომ არ ვიცნობ შემთხვევით? wink.gif

auau მომიკითხე, კაი ხანია, არ შევხმიანებივართ smile.gif

Posted by: miau 26 Sep 2007, 10:59
QUOTE
მეც ხომ არ ვიცნობ შემთხვევით?


კიი wink.gif biggrin.gif

Posted by: Breaky 30 Sep 2007, 11:17
ikebana

გააკეთე შოკოლადიანი ბანანი? მე გუშინ გავაკეთე და ძალიან მაგარი იყო, ოღონდ შოკოლადი ცოტა ბევრი მომივიდა და მერე ვაცლიდი biggrin.gif

მოკლედ, 1 დიდი ზომის ბანანს შოკოლადის ფილის 5-6 უჯრედზე მეტი არ უნდა. 3 უჯრედი თითო მხარეს და ღუმელიდან რომ გამოიღებ და გაშლი,
მერე გადაანაწილებ (წაუსმევ) ყველგან.

ხო, ნუ უჯრედების ზომასაც გააჩნია, მე სლადკოს ფილით გავაკეთე, მაგას ძალიან პატარა ზომის უჯრედები აქვს და 6 ნატეხითქო, სლადკოს პარამეტრებით ვთქვი.

Posted by: BadbadGirl 7 Oct 2007, 14:56
ზანგის ღიმილი ჩემი რეცეპტით biggrin.gif biggrin.gif
დღეს გავაკეთე
ავიღე 4 კვერცხი (თუ გინდა 3 ) და 1ჭ (200გრ )შაქარი კარგად ავთქვიფე, დავამატე 200გრ გამდნარი მარგარინი,200მლ კეფირი(მაწონი) + 1 სავსე ჩაის კოვზი სოდა. ეს ყველაფერი კარგად ავთქვიფე , მერე დავამატე 3 სუფრის კოვზი კაკაო, და ფქვილი იმდენი რომ სმეტანასავით მასა გამოსულიყო. (მთლად თხევადი არა, აი ისეტი რომ დაისხას ჟარუნაზე) . ფირფიტა რომ გამოცხვა, გავაციე და ორად გავჭერი. გვერდები ჩამოვაჭერი (ნაფხვენებისათვის) , პირველ ფენაზე წავუსვი ვანილიანი კრემი და დავადე ფორთოხლის პატარა ნაჭრები. შემდეგ დავადე მეორე ფენა, წავუსვი იგივე კრემი და თავზე მოვაყარე ნაფხვენები და დაფქვილი (ოდნავ) ნუში smile.gif
ესაა და ეს . ხელათში გამოვაცხვე tongue.gif tongue.gif

Posted by: ikebana 9 Oct 2007, 11:04
tata-naka
მოკლედ გავაკეთე ეს ტირამისუ.
რა თქმა უნდა პირველ ჯერზე კმაყოფილი არ ვარ. ცუდი არ გამოვიდა, და ძალიანაც მოეწონათ მაგრამ რაღაცეების გაუმჯბესება შეიძლება. smile.gif

ორი ფენა გავაკეთე ბისკვითი და კრემი მეცოტავა.

კიდევ, იმის შიშით რომ ჩხირები ამოვლებისას ძალიან არ დამბალიყო ეტყობა პირიქით დააკლდა.
ბისკვიტი საშინლად ჰაეროვანია და გუბკასავით ისრუტავს.

მოკლედ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ მაინც smile.gif

Posted by: ILG 9 Oct 2007, 12:41
ikebana
რომელი რეცეფტით?





მშურს თქვენი
ამდენი რამის გაკეთების დრო და ნერვები რომ გაქვთ
მე ერთხელაც რომ არ გამომივიდეს, მე2დ ალბათ არც ვცდი user.gif

Posted by: tata-naka 9 Oct 2007, 13:30
ikebana
მეც მინდა ამ დღეებში გავაკეთო, პოპულში იყო 250 გრამიანი მასკარპონეები, ბისკვიტებიც ვიყიდე
კაკაო რომელი გამოიყენე? მე რომ გირჩიე იის?

მე კიდევ ის წიგნი რომ ვიყიდე ბაკურ სულაკაურის, ცხობისათვის, ზოგი რამ გამომდის, ზოგი არა, გავაკოტრე ოჯახი, ყოველ საღამოს რაღაცას ვაკეთებ და თუ არ გამომივიდა ოხრად პროდუქტი განადგურებული მრჩება, ტრუბოჩკებს ვაკეთებდი ამასწინათ და ტრუბოჩკების მაგივრად კარდონივით უხეში პეჩენიები გამომივიდაsmile.gif

Posted by: ikebana 9 Oct 2007, 18:31
tata-naka
QUOTE
კაკაო რომელი გამოიყენე? მე რომ გირჩიე იის?

yes.gif

250 პატარაა. გუდვილში 500-იანები შემოიტანეს.

ეგ წიგნი მეც მაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი გამიკეთებია.

ILG
წინა გვერდებზე დევს რეცეპტი, მე მასკარპონეს ყუთიდან გადმოვწერე, tata-naka-მ კი თარგმნა smile.gif

Posted by: QTblair 12 Oct 2007, 09:42
შუს რეცეპტი

ცომი:

4 კვერცხი
100 გრ. მარგარინი (ან კარაქი)
1 ჩაის ჭიქა ფქვილი
1 ჩაის ჭიქა წყალი
ვანილი (გემოვნებით)

ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და 100 გრ. მარგარინი (ან კარაქი) და აადუღეთ. დაამატეთ 1 ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ. შემდეგ გადმოდგით გაზის ქურიდან და სათითაოდ დაამატეთ 4 კვერცხი. აურიეთ სანამ მასა ერთი კონსისტენციის გახდება (თუ ოდნავ გააგრილებთ, შესაძლებელია ხელით მოზილვაც). იმის შემდეგ რაც ცომი მზადაა, დაყავით პატარ-პატარა ნახილებად, დაამრგვალეთ ბურთებად და გამოაცხვეთ გაზის ქურაში.

კრემი:
1 ჩაის ჭიქა რძე
2 კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი ფქვილი
¾ ჩაის ჭიქა შაქარი
100 გრ. კარაქი
ვანილი (გემოვნებით)

აადუღეთ 500 გრ. რძე და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი. ურიეთ ხშირად სანამ ბოლომდე არ გაიხსნება ფქვილი. ცალკე ათქვიფეთ 2 კვერცხის გული და ¾ ჩაის ჭიქა შაქარი (ანუ გააკეთეთ გოგლი-მოგლი). დაამატეთ გოგლი-მოგლი მდუღარე რძეს და ურიეთ. გადმოდგით გაზის ქურიდან და დააცადეთ სანამ კარგად გაგრილდება. ცალკე ათქვიფეთ 100 გრ. დარბილებული კარაქი და აურიეთ მანამდე მომზადებულ გაგრილებულ მასას. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გოგლი-მოგლს დაუმატოთ ½ ჩაის ჭიქა კაკაო და გამოგივათ შოკოლადის კრემი.



Posted by: Doloress 12 Oct 2007, 15:35
ბლინები მინდა 3 დღეა user.gif

სტანდარტულის გარდა რამ ე მარტივი რეცეპტი არ გაქვთ? user.gif

Posted by: ShadowCat 13 Oct 2007, 00:49
tata-naka
QUOTE
ყოველ საღამოს რაღაცას ვაკეთებ და თუ არ გამომივიდა ოხრად პროდუქტი განადგურებული მრჩება,

აუ, მართლა საღოლ შენ!
კერძები - ჰო, მარა "სასუსნავებს" რაც შეეხება...
მათდამი ჩემი დიდი სიყვარულისდა მიუხედავად - ვერა.. ნემოგუ biggrin.gif
ალბათ ახალ ბინაში უფრო მექნება მაგის ხალისი თორემ აქ თაგვი კუდს ვერ მოიქნევს mo.gif

Posted by: tata-naka 15 Oct 2007, 11:43
მოკლედ გავაკეთე ტურამისუ, ფაქტიურად ვაიძულე რომ გამოსულიყო, არ ვარგოდა მასკარპონე. ანუ იმის თქმა მინდოდა რომ პოპულის მასკარპონე არ მომეწონა, შEიძლება ძველიც იყო, არ ვიცი. გვერდებში წყალს იყებედა, ეგრე არ უნდა იყოს წესით. მარა მაინც ნეცჰეგო გამოვიდა რაsmile.gif
იკებანა, შEნი 250 გრამიანი იყო ტუ 500? გალბანის ფირმის თუ გახსოვს?

Posted by: Solveig 15 Oct 2007, 23:45
tata-naka
QUOTE
შEიძლება ძველიც იყო, არ ვიცი. გვერდებში წყალს იყებედა, ეგრე არ უნდა იყოს წესით


შეიძლება ძველი იყო, ან კიდევ დაცული არ იყო ტემპერატურული რეჟიმი-შენახვისას მაღალი და დაბალი ტემპერატურა ენაცვლებოდა ერთმანეთს.

მოკლედ, ეგეთი პროდუქტი არ უნდა იყიდო...საწყენია, რომ "სუპერმარკეტების" საქონელი ზოგჯერ დაახლოებით იგივე პრიობებში იანახება, როგორც ბაზრობის...

Posted by: ikebana 16 Oct 2007, 01:23
tata-naka
ძველი ყოფილა. მე რაც მომრჩა მაცივარში დამიძველდა და ზუსტად მასე შეიყენა წყალი.

ჩემი იყო გერმანული "მიბელ"-ის ფირმის. პირველად 250გრ ვიყიდე, მერე 500 იანი.



Posted by: tata-naka 16 Oct 2007, 08:54
Solveig
საქმე იმაშია რომ თავსახური რომ მოვხსენი შიგნით კიდევ გაუმჭირვალე პლასტიკით იყო დაცული, საერთოდ მასკარპონე მალეFუჭებადი პროდუქტია და ეტყობა ტრანსპორტირებისას უფრო არ იყო დაცული შEნახვის პირობები, იმიტომ რომ საქართველოში ელვისებურად იყიდება და იმას ვერ დავაბრალებ რომ დიდხანს იდო დახლზე. მოკლედ რა კი დამიჯდა 15 ლარი ეგ გაფუჭებული პროდუქტიsad.gif გემო ჩვეულებრივი იყო მარა მასა საჭიროზე თხელი გამომივიდა

Posted by: ShadowCat 16 Oct 2007, 21:55
tata-naka
გული არ გაიტეხო! სხვა დროს უკეთესი გამოგივა! yes.gif :-)

Posted by: ikebana 17 Oct 2007, 18:53
ვაშლის პროგი მინდა, მაგრამ რაც რეცეპტები ვნახე ამ თემაში ის არაა რაც მინდა.

სხვა იცით რამე?

Posted by: BadbadGirl 19 Oct 2007, 20:04
გოგოებო ქოქოსის რძისაგან რა ნამცხვარის გაკეთება შემიძლია?
მირჩიეთ რამეsmile.gif

Posted by: ShadowCat 19 Oct 2007, 20:34
BadbadGirl
დაივიწყე ნამცხვარი, ტაილანდური სუფი გააკეთე yes.gif

Posted by: BadbadGirl 20 Oct 2007, 23:15
გოგოებო, ახლა გავაკეთე შვედური შოკოლადის ნამცხვარი, ფრიად სასიამოვნო შესახრამუნებელი გამოვიდა ჩაიკუსთან ერთადsmile.gif smile.gif

"შოკოლადის ნამცხვარი"
გვჭირდება
100გრ მარგარინი
100გრ შავი შოკოლადის ფილა
2დცლ შაქარი
1 ჩ.კ სოდა.
2 ცალი კვერცხი
1.5 დცლ ფქვილი
100გრ კაკალი, ან თხილი ან რაც გაქვთ

მარგარინს გაადნობთ და მასში ჩაყრით შოკოლადის ფილებს, აურევთ კოვზით რომ ფილებიც დადნეს, შემდეგ დაელოდებით რომ ეს მასა ცოტათი გაცივდეს . როცა მასა თბილი იქნება დაამატებთ 2 კვერცს, შაქარს და კარგად ათქვიფავთ, შემდეგ დაამატებთ ფქვილს და სოდას, ათქვიფავთ ისე რომ ერთგვარი მასა მიიღოთ, ბოლოს ჩააყრით საშუალო ზომებად დაჭრილ კაკალს , ან თხილს...
აიღებთ ფორმას (წიგნში წერია 20-30 სმ - ზეო )თვალის ზომით განსაზღვრეთ რამხელა ფორმა იქნება საკმარისი რომ ცომი ჩაისხეს ასე 2-3 სმ- ზე. ჩაფებთ მასში საცხობ ქაღალდს და დაასხავთ მასას. შედებთ აირღუმელში 175 გრადუსზე, მომზადებამდე .

ეს ნამცხვარი ადვილი გასაკეთებელია და რაღაცნაირი გემრიელი გამოვიდააsmile.gif smile.gif

Posted by: ShadowCat 21 Oct 2007, 17:22
BadbadGirl
QUOTE
დცლ

ვოთ??? spy.gif

Posted by: BadbadGirl 21 Oct 2007, 17:53
ShadowCat
დეცილიტრი.
სამცუხაროდ , აქ ამ ყველაფერს დეცილიტრებში ზომავენ sad.gif ამიტო იძულებულები გავხდით პატარა ლაპატკები გვეყიდა 50დცლ დან 500დცლ -მდე რომ რეცეპტებიდან გაგცეკეთებინა საჭმელები sad.gif
აზრზე არ ვარ რამდენი გრამია ვთქვათ 150დეცილიტრი ფქვილი.

ლოლ შესაბამისად რეცეპტიც უვარგისიაsad.gif არდა კაი ნამცხვარი გამოვიდაsad.gif

Posted by: Solveig 21 Oct 2007, 18:36
QUOTE
დეცილიტრი.

იქნება ლიტრის მეათედი, ანუ 100 მლ

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩაის ჭიქის ნახევარი..

შესაბამისად, 1.5 დეცილიტრი იქნება 150 მლ და 2 კიდევ - 200მლ.

Posted by: ShadowCat 21 Oct 2007, 22:44
Solveig
QUOTE
იქნება ლიტრის მეათედი, ანუ 100 მლ

ჰო, მარა შაქარი და ფქვილი (ანუ, არათხევადი მასა) ლიტრებში და მილილიტრებში ცოტა სტრანნი პონტია gigi.gif

Posted by: BadbadGirl 21 Oct 2007, 23:49
QUOTE
ჰო, მარა შაქარი და ფქვილი (ანუ, არათხევადი მასა) ლიტრებში და მილილიტრებში ცოტა სტრანნი პონტია gigi.gif

თხილზე და ნიგოზზე ეწერა 1დცლ-იო biggrin.gif biggrin.gif მე 100გრ ვუქენი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Solveig 22 Oct 2007, 00:33
შაქრის და ფქვილის გამოსახვა მოცულობით ერთეულებში უფრო მოხერხებულია, რადგან ნახევარი ჭიქა ფქვილის არწყვა უფრო იოლია, ვიდრე სასწორის გაჩალიჩება და ზედ აწონვა.

Posted by: რევიზორი 22 Oct 2007, 00:35
ეს რა კაი ადსგილას მოვხვდი.არა და რაფერ მშიაააააააააააააააააააა

Posted by: ShadowCat 22 Oct 2007, 00:46
Solveig
QUOTE
გამოსახვა მოცულობით ერთეულებში

უი, მე რა "პოზდნი" ვარ, ეხლა მოვწვი biggrin.gif იგულისხმება მოცულობა და არა წონა.. http://smiles.33b.ru/smile.73074.html user.gif

გაიხარე! biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 22 Oct 2007, 12:03
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
არადა კაი ნამცხვარია, ალბათ დღეს საღამოსაც გავაკეთებ smile.gif
ჩაის უხდება და კიდე იცი როგორაა გემრიელი? აიღებ თასს, ჩაყრი პატარა ლუკმებად და მოასხავ კეფირს ან მაწონს (გინდა ხილის დანამატით გინდა ისე)
უხ მაგრად დავუმუღამე smile.gif


გოგოებო, პრიანიკები როგორ კეთდება შეგიძლიათ მასწავლოთ ?

Posted by: BadbadGirl 25 Oct 2007, 23:37
ხალხებო, მასცავლეთ რა ისეთი ნამცხვარი რომელსაც გულში უნდა ჯემი tongue.gif
ვიცი გაუგებრად დავწერე მაგრამ, მაღაზიებში რომ იყიდება ხოლმე, ხრაშუნა გარეკანიტ და შინგით ჯემით აი მასეთი მინდა გავაკეთო smile.gif

Posted by: Solveig 26 Oct 2007, 00:51
QUOTE
იდეალურია ფელამუშის გასაკეთებლად ასეთი სათქვეფი



ტარი მოძვრა ჩემსას..უკვე მეორეს,,და მაგიტომაა, რომ ფელამუშის ან ტორტის გაკეთების სემდეგ ბებერა მაზის შუა თითზე..

QUOTE
ნამცხვარი რომელსაც გულში უნდა ჯემი

"კაკალს" ვაკეთებდი მე.მაგრამ იმას სპეციალური საცხობი ფორმა უნდა. ცომს ასე ვამზადებდი-2 კვერცხის გული, 200გრ. კარაქი და 1 მარილის კოვზი სოდა, შევაზელდი ფქვილს, რომ მკვრივი ცომი გამოსულიყო და მერე ამოვაკრავდი ფორმაში და ვაცხობდი..გულად კი ჯემს ვუკეთებდი.
კარგა ხანია, არ გამომიცხვია..

Posted by: BadbadGirl 26 Oct 2007, 00:56
Solveig
ფორმა არ მაქვს სამწუხაროდ
ისე ადრე ვაკეთებდით , ბავვობაში, გულად მოხარშულ სგუშონს ვდებდით smile.gif
ძალიან მიყვარდაsmile.gif

Posted by: F_R_E_Y_A 26 Oct 2007, 01:52
აუ კომშის პეროგი რა მაგარია, ვაშლის ხო მაგარია და და კომშის კიდევ უფრო smile.gif

Posted by: Nausea 26 Oct 2007, 02:33
ესე იგი , გოგოებო! დღეს ბებიაჩემის გაკეთებულ პეჩენიას გეახელით, აი პროსტა უგემრიელესი იყო რა.......რამდენი ვეხვეწე რეცეპტი მასწავლე, გიუნას გავახარებ თქო და არაფრის დიდებით არ მითხრა, საფლავში უნდა ჩავიტანოო. არადა გიუნას როგორ უყვარს ნაჩინკიანი პეჩენიები, თქვენ ხო არ იცით.. რამე კაი პეჩენიების რეცეპტები დაყარეთ, თორე გიუნა მომკლავს პავიდლოიანი პეჩენიები რო არ დავახვედრო დილას პივაზე დასაყოლებლად sad.gif help.gif

Posted by: ShadowCat 26 Oct 2007, 12:20
BadbadGirl
QUOTE
გულად მოხარშულ სგუშონს ვდებდით

მაგ მოხარშულ სგუშონში რაღაც უნდა გაურიო... თუ არა
spy.gif

აი, მე კიდე ის პეჩენიები მიყვარს, "danish buttered cookies" პონტში რომაა biggrin.gif love.gif
პირში რომ დნება.. ჩაისთან უძლიერესია user.gif

არავინ იცით, როგორ კეთდება? user.gif
(ბრაიტონში 1 ფუნტი ღირდა ის, რაც მეგამარკეტში 10 ლარამდეა vis.gif)

Posted by: BadbadGirl 26 Oct 2007, 14:08
ShadowCat
არაფერს არ ვურევდით . შენ რომ პეჩენიები დაწერე ეგაა კალორიების ბომბაbiggrin.gif ცარიელი ქარაქია biggrin.gif

წუხელ გავაკეთეთ ჯემიანი პეჩენია და მართლა გემრელი გამოვიდაsmile.gif
გერმანული პეჩენია tongue.gif
გვჭირდება:
13 კარგად სავსე სუფრის კოვზი ფქვილი
5სუფრის კოვძი შაქარი,
ვანილი 1 პაჩკა
1ც კვერცხი
120 გრ კარაქი ან მარგარინი (რბილი, არავითარ სემთხვევაში გამდნარი)
0,5 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა.
ჯემი (მე ვუქენი კლუკვას მჟავე ჯემი და ძალიან მოიხდინა )

ყველაფერ ამას კარგად ავურევთ, ისე რომ მოიზილოს ერთგვაროვანი ცომის მასა. მერე დავდგავთ სიცივეში ასე 30 წუთიი smile.gif
როცა გავა დრო , გუნდას მოვაცლით ასე კაკლისოდენა პატარა ცომიკოებს და მრგვალად გავაბრტყელებთ , (არც ისე თხლად) ერთ ნაპირზე დავდებთ სქელ ჯემს (ნახევარი ჩაის კოვზი) და მეორე ნაწილს გადმოვაფარებთ და თითების ნაზად დაწოლით შევკრავთ პირებს. (თავიდანავე გეუბნევით რომ ცხობის დროს ცომი გასკდება და ჯემი გადმოვაtongue.gif )

ამ რეცეპტს ორიგინალში კი აი ასეთი შიგთავსი უწერია:
ტკვბილ ვაშლს გაჭრით შუაზე , და შემდეგ თითოეულ ნახევარს დაჭრით თხელ ფენებად. აიღებთ მარმელადს და დაჭრით შეძლებსდაგვარად თხლად. ხოდა მერე რამოდენიმე თხელ ნაჭერ ვაშლსა და მარმელადს დებთ ცომშიsmile.gif

Posted by: ShadowCat 26 Oct 2007, 14:28
BadbadGirl
QUOTE
შენ რომ პეჩენიები დაწერე ეგაა კალორიების ბომბა

ვიცი, მაგრამ ეგ იმ იშვიათ ბომბათაგანია, რომელიც ძალიან მიყვარს biggrin.gif
თანაც... მასეთი ბომბების მიმართ ამ ეტაპზე იმუნიტეტი მაქვს, როგორც ვატყობ fingal.gif

Posted by: BadbadGirl 26 Oct 2007, 14:33
ShadowCat
QUOTE
ეტაპზე იმუნიტეტი მაქვს, როგორც ვატყობ fingal.gif

ტო ესტ? წონაზე არ აისახება?


ისე იდეა მიტრიალებს თავში რამდენი ხანია, მინდა რომ კაფეშკა გავხსნა ... მაგრამ საიდან დავიწყო biggrin.gif
ფაქტია აშკარად მსიამოვნებს ცხობა კეთება biggrin.gif და + კულინარიული იდეებიც მომდის თავში biggrin.gif

Posted by: ninki 10 Nov 2007, 15:59
იქნებ მითხრათ ,,კორჟიკი" როგორ უნდა გამოვაცხო?
წინასწარ მადლობაააააააააააააააააააა

Posted by: allegro 10 Nov 2007, 16:03
miau-ს შეკვეთით გთავაზობთ ნამდვილ ბაქლავაას smile.gif

ბათუმელი ვარ და დამეჯერება.

მაშ ასე:
2 ჭიქა თბილი წყალი
3-4 კვერცხი
1/3 შაქარი
მარილი
100 გ. გამდნარი და გაციებული მარგარინი
1 ს/კ სპირტი
ფქვილი - რასაც შეიზელს, სქელი ცომი უნდა იყოს დაახლოებით ხინკლის ცომივით
ამ ყველაფერს ვურევთ ერთმანეთში და ვზელთ ცომს დიდი ხნის განმავლობაში, სანამ შიგნით გაჭრისას არ გაუჩნდება ფორები.

ეს ცომი უნდა დავყოთ 45 ბურთულად.

თითო ბურთულა ბრტყელდება დაახლოებით 20 სმ. დიამეტრით, ყოველ ფენას ვაყრით ან ფქვილს ან სახამებელს და ფენებს ერთმანეთისგან გამოვყობთ პოლიეთილენის პარკებით.


ცომამდე მზადდება შიგთავსი.
2,5 ჭიქა თხილი ან ნიგოზი - გარჩეული და კანგაცლილი (წინასწარ მოვატაროთ ცეცხლზე) და მსხვილად დაფქული

ახლა შემდეგი ნაბიჯი:

ვამზადებთ ჟარონკას, აჩმა რაზეც ცხვება. ძირში ვუსმევთ კარაქს და ამის გარდა ცალკე გამზადებული გვაქვს 700 გ. კარქაის ერბო თბილ მდგომარეობაში.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა


(ახლა გამაგრდითთ!)


ვიღებთ ერთ ცომს და ორი ქალი წრიული მოძრაობით ნაპირებიდან ვწელავთ ცომს, ისე, რომ გაიჭიმოს მთელ ჟარონაზე, გადავიდეს მის ნაპირებზე და არ გაიხხესს! (biggrin.gif)
ცომი ფრთხილად ატრიალეთ ხელში და თანაბრად გაიწელება.
ვასხამთ გადაჭიმულ ფენას ფუნჯით ერბოს, ასე ვაკეთებთ 4 ფენა, მეხუთე ფენას ვაყრით ნიგოზს და ასე ვაგრძელებთ ბოლომდე. ანუ, ყოველ მეხუთეს ეყრება ნიგოზი და დანარჩენებს ერბო. ზემოთა ფენას ცხიმს არ ვუსმევთ, დავასვენებთ ცომს 20 წუთით და შემდეგ გვერდებს შემოვაჭრით, რაც ჟარონის ნაპირებიდანაა გადასული.
შემდეგ ვჭრით პატარა რომბებად და ვდგამთ ცხელ ღუმელში საშუალო ცეცხლზე.

ახლა ვამზადებთ სიროპს:
2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი დავადუღოთ სიროპის კონსისტენციამდე - კარამელიზაცია არ უნდა განიცადოს.

გამომცხვარი ბაქლავა უნდა შეგრილდეს და შემდეგ ვასხამთ გრილ სიროპს.
დავტოვებთ ცოტა ხნით, რომ შეიწოვოს და მერე მიირთვით, თუ ამის თავი გექნებათ. biggrin.gif

Posted by: auau 10 Nov 2007, 16:09
ShadowCat

ქ-ნ allegro არის ბათუმელი smile.gif
და აკეთებს იმ ბაქლავას, მე და მიაუ რომ ვტრაბახობთ, მიირთვით და გააკეთეთ თუ ხალისი გექნებათ biggrin.gif

Posted by: ShadowCat 10 Nov 2007, 19:11
BadbadGirl
QUOTE
ტო ესტ? წონაზე არ აისახება?

no.gif გაზაფხულიდან მოყოლებული მართლა ძალიან ვცდილობდი და 2 კილო მოვიმატე gigi.gif

შენს იდეას რაც შეეხება, აქ რომ გაგეხსნა, გვერდში დაგიდგებოდი..
ცხადია, მანდაც რომ ჩამოვსულიყავი - უდიდესი სიამოვნებით givi.gif

allegro
QUOTE
ყოველ ფენას ვაყრით ან ფქვილს ან სახამებელს და ფენებს ერთმანეთისგან გამოვყობთ პოლიეთილენის პარკებით.

უკაცრავად, ფენას ფენაზე აბრტყელებთ თუ? spy.gif
იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცი, როგორი თხელი უნდა იყოს თითოეული ფენა და წარმომიდგენია იმის "ტრანსპორტირება"... fingal.gif
QUOTE
ორი ქალი წრიული მოძრაობით ნაპირებიდან ვწელავთ ცომს

ზნაჩიტ, უეჭველი 2 კაცია საჭირო biggrin.gif

auau
ვააა! სასიამოვნოა! smile.gif

Posted by: auau 10 Nov 2007, 19:54
ShadowCat
ძალიან ძნელია ასე აღწერა, ჩემთან რომ მოხვალთ, ვეცდები ეს ქალბატონი დაგახვედრო და გიჩვენებს.იქნებ სურათები გადავიღოთ ფორუმელებისათვის ფე3ნის გაწელვაზე?
თვითონ ისეთს აკეთებს, ჩადნები! 2kiss.gif

Posted by: ShadowCat 10 Nov 2007, 20:47
auau
QUOTE
იქნებ სურათები გადავიღოთ ფორუმელებისათვის ფე3ნის გაწელვაზე?

ძალიან საინტერესო და კარგი იქნებოდა! up.gif user.gif

Posted by: _Burzum 13 Nov 2007, 22:59
ე.წ. ნამცხვარი "ზღაპარი" როგორ კეთდება?

Posted by: BadbadGirl 21 Nov 2007, 01:09
გოგოებო შუს გაკეთება მასწავლეთ თორემ გადავირევი უკვეsad.gif
რამდენი არ ვცადე არაფერი გამომდის sad.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Nov 2007, 02:46
QUOTE (BadbadGirl @ 20 Nov 2007, 23:09 )
გოგოებო შუს გაკეთება მასწავლეთ თორემ გადავირევი უკვეsad.gif
რამდენი არ ვცადე არაფერი გამომდის sad.gif

3 დეცილიტრა წყალი
100 გრამი კარაქი
2,5 დეცილიტრა თეთრი ფქვილი
4 კვერცხი

წყალს ჩაასხავ სქელძირიან ქვაბში, გაახურებ და კარაგის ნაჭერს ჩააგდებ. როცა გადნება, ფქვილს დაამატებ დაკარგად მოურევ ისე, რომ კოშტები არ დარჩეს. ცოტათი მოხუხავსავით, ოღონდ ფერი არ შეიცვალოს ისე. გადმოდგავ და კარგად რევით თითო-თითო კვერცხს დაუმატებ მანამ, სანამ ერთგვაროვან ელასტიურ ცომს არ მიიღებ.
კოვზით, ჰაეღუმელის დაფაზე პატარა ბურთებად დაალაგებ ამ ცომს და 200 გრადუსზე გახურებულ ჰაერღუმელში 20 წუთით შედგავ. შუს ფუნთუშები ლამაზად დაიბერებიან და და შიგ სიცარიელე გაჩნდება. ნუ მერე რასაც გინდა იმას ჩაუდებ სატენად.

Posted by: BadbadGirl 21 Nov 2007, 15:58
Dr_Zuzumbo
აი ზუსტად მასე ვაკეთებ როგორც დაწერე .
ცომი არ სქელდება!! ფქვილი დავამატო ვითომ ??

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Nov 2007, 16:26
QUOTE (BadbadGirl @ 21 Nov 2007, 13:58 )
Dr_Zuzumbo
აი ზუსტად მასე ვაკეთებ როგორც დაწერე .
ცომი არ სქელდება!! ფქვილი დავამატო ვითომ ??

ნწუ,
კვერცხების ჩახლა მაშინ შეწყვიტე, როცა საჭირო ელასტიურობას მიიღებს ცომი. თუ მე-4 კვერცხი ზედმეტად თხევადსა ხდის, არ ჩაახალო. ცომი არ უნდა გაბრტყელდეს თავისი სიმძიმით. გუნდას რომ დადებ. თითქმის იგივე ფორმა უნდა შეუნარჩუნდეს.
ძალიან მაგრად უნდა მოინდომო, რომ შუ არ გამოგივიდეს wink.gif

Posted by: BadbadGirl 21 Nov 2007, 19:29
Dr_Zuzumbo
გასაგებიაააა, მე კიდევ რეცეპტის მიხედვით ყველა კვერცხს ვახლიდი biggrin.gif მიუხედავად იმისა, რომ შედეგად სმეტანასავით მასას ვღებულობდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჯერ არ მახსვს შუ გამომეცხოს და გუნდას Fორმა შეენარჩუნებინოს biggrin.gif biggrin.gif , აწი გავითვალისცინებ ყველა რჩევას ად შაბთ კვირას მოვსინჯავ კიდევ ერთXელ .
დიდი მადლობა მეზობელო smile.gif smile.gif

Posted by: _Burzum 22 Nov 2007, 02:43
QUOTE
ე.წ. ნამცხვარი "ზღაპარი" როგორ კეთდება?

ვკვდებით, ისე გვინდა user.gif

Posted by: tamrusha 22 Nov 2007, 12:21
QUOTE (BadbadGirl @ 21 Nov 2007, 15:58 )
Dr_Zuzumbo
აი ზუსტად მასე ვაკეთებ როგორც დაწერე .
ცომი არ სქელდება!! ფქვილი დავამატო ვითომ ??

შუ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება არ გამოვიდეს. როცა ფქვილია ცუდი. ეცადე სხვა, უფრო კარგი ხარისხის ფქვილით გააკეთო და აუცილებლად გამოგივა.

Posted by: auau 26 Nov 2007, 12:02
რაც შეეხება მორთვა-მოკაზმვას და დანამვას:
1) კექსის ცომში აურიეთ პაწია კუბიკებად დაჭრილი ფერადი მარმელადები.როსა დაჭრი, ულამაზესია.
2) არაჩვეულებრივი დასანამია ასეთი ნაზავი - აკეთებთ სქელ სიროპს.შეგრილებულში ყრით სურნელოვან ხილს - დათლილი და დაჭრილი ატამი ან გარგარი, ან მთლიანი ქლიავები,ან ნებისმიერი კენკრა -მარწყვი,მოცხარი, მაყვალი და ა. შ.ერთი ღამე გააჩერეთ, მერე ხილი ამოიღეთ და სიროპი წამოადუღეთ.შემდეგ გაციებულში ისევ ჩააწყეთ იგივე ხილი(რაოდენობა -რასაც აიტანს სიროპი ) მერე შეაზავეთ რომით ან სპირტით და შეგიძლიათ მთელი ზამთარი გქონდეთ, არაფერი მოუვა. ლიქიორად თუ მიირთმევთ, ძალიან ტკბილი თუ იქნება ანადუღარი ან გამიხდილი წყლით გააზავეთ. ეს შეგიძლიათ კოქტეილის ინგრედიენტადაც გამოიყენოთ.

Posted by: liziko5 26 Nov 2007, 17:38
მოგესალმებით, არავინ იცის ნამცხვარ "ენა"-ს რეცეპტი? მე სადაც ვცხოვრობ მსგავსი არაფერი იყიდება,თორემ არ შეგაწუხებდით.არადა ჩემს შვილებს უყვართ.მთხოვენ თბილისში თორნეში პურთან ერთად შაქრიანი პური რომ იყიდებოდა ის გაგვიკეთეო .

Posted by: BadbadGirl 26 Nov 2007, 19:27
liziko5
არ ვიცი როგორ კეთდება , მაგრამ რატომღაც მგონია რომ ფენოვანი ცომი ცხვება შაქართან ერთად. კარგად არ მახსოვს.

Posted by: liziko5 26 Nov 2007, 23:35
BadbadGirl
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის,ფენოვანი ცომი ალბათ რაც ნაპოლეონს უნდა,ხომ?

Posted by: BadbadGirl 27 Nov 2007, 23:23
liziko5
კი ნაპოლეონის ცომი ალბათ . მართლა არ ვიცი როგორ უნდა ... უბრალოდ რატომღაც მახსოვს რომ მასე იყო ....სკოლის ბუფეტში ვჭამდი ხოლმე, იმის სემდეგ კიდე კაი ხანი გავიდა
შენ სინჯე მცირე პორცია და ვნახოთ რა გამოგივა smile.gif smile.gif

Posted by: BadbadGirl 29 Nov 2007, 17:16
ბანანის ნამცხვარი ავსტრალიურად

მასალა:
75გრ მარგარინი ან კარაქი
1ცალი კვერცხი
50მლ რძე
110 გრ შაქრის პუდრა ან ჩვეულებრივი შაქარი
220გრ ფქვილი
2 ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი , ან 1 ჩ.კ სოდა , ოდნავ ვანილი
2 სუფრის კოვზი ლიმონის ან ლაიმის წვენი
3-4 ცალი ძალიან მწიფე ბანანი .

მომზადება :
1. ძალიან დარბილებულ კარაქს , კვერცხსა და შაქარს ავთქვიFავთ ისე რომ მივიღოთ სმეტანისებური მასა, შემდეგ დავამატებთ ფქვილს და საცხობ პუდრას (ბეიქინგ პაუდერ -ს , ან სოდას) ვანილს . მოვზილავთ ცომს ისე რომ ყველაფერი კარგად გაიხსნას.

2.ავიღებთ ჭიქას, ჩავასხავთ რძეს და დავამატებთ ლიმონის წვენს , კარგად მოვურევთ (რძე აიჭრება მაგრამ არ შეგეშინდეთ ) ,

3.ლიმონიან რძეს და ფქვილიან კარაქიან მასას ავურევთ ერთმანეთში ისე რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ, სმეტანასავით უნდა იყოს. მერე დავამატებთ დაქუცმაცებულ ბანანს .

4.ვიღებთ ფორმას , მრგვალი კექსის ფორმა რომაა ის ან კიდე მორივით რომაა იმას. გვერდებზე წაუსმევთ კარაქს და მერე ჩაყრით ცოტა ფქვილს და შეეეცდებით გადაანაწილოთ ყველგან, ფქვილი კარაქს მიეკრობა და დანარჩენი გადმოფენთხეთ ფორმიდან. ჩაასხით ცომი ამ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. დაახლოებით 50 წუთი ცხვებოდა ჩემთნ.

ორიგინალში ამ ნამცხვარს ზემოდან უნდა წაუსვათ დაახლოებით 5 მმ სისქეზე ცივი კრემი ბანანის და ვანილის არომატით , მაგრამ მე არ წამისვია რადგან დამეზარა გაკეთება.

ნამცხვარი გამოდის ძალიან გემრიელი და მშვენიერი ჩაიზე და ყავაზე მისაყლებლად smile.gif


Posted by: tamari207 29 Nov 2007, 18:23
არავინ იცის როგორ კეთდება donat-ები? დეტალურად დაწერეთ რა გთხოვთ. baby.gif 2kiss.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 29 Nov 2007, 18:27
tamari207
არასწორედ გიწერია დონატი აი ესე უნდა დაწერო ---> donut

რეცეპტს, რომ გაიგებ მეც გამაგებინე!

Posted by: TAXI 29 Nov 2007, 18:39
სამწუხაროდ არც მე ვიცი, მაგრამ ვიცი რო ვაკეშია ძააან გიჟი დონატების საცხობი, აუ მახსოვს ამერიკაში სანამ სკოლაში წავიდოდი, შევივლიდი ხოლმე ემ-სი დონატებში და ვუბერავდი მაგარია დონატები და მიკვირს რო საქართველოში ჯერ სრულად ვერ მოიკიდა ფეხი

Posted by: SnowFlakes 29 Nov 2007, 19:20
user posted image


crispy creme Donuts

2 ჭიქა ადუღებული რძე
1/2 კარაქი
2/3 შაქარი
1 ჩ/კ მარილი
2 ს/კ საფუარი
4 ათქვეფილი კვერცხი
1/4 ჩ/კ ჯავზიზ სუნელი
7 ჭიქა გაცრილი ფქვილი


Glaze
3 ჭიქა შაქრის ფხვნილი
1/2 ჩ/კ მარილი
1/2 ჩ/კ ვანილი
1/2 ჭიქა ცივი წყალი

აურიეთ ყველაფერი ერთად და ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.



1. გაადნეთ კარაქი ცხელ რძეში, დაამატეთ 1 ჩ/კ შაქარი და მარილი და დაელოდეთ გაგრილებას.
2. საფუარი,ჯავზის სუნელი,კვერცხი,შაქარი და 3 ჭიქა ფქვილი აურიეთ ერთმანეთში
4. დანარჩენი ფქვილი მერე შეურიეთ ( ცომი წებოვანი იქნება)
5. მოზილეთ 5-10 წთ-ის განმავლობაში და აცადეთ ამოსვლა 1-1 1/2 სთ-ის განმავლობაში.
6. ამოაბრუნეთ ცომი და დაჭერით ფორმაზე.
7. აღარ ამოაბრუნოთ ცომი და 30წთ-ის მანძილზე კიდევ აცადეთ ამოსვლა.
8. გააცხელეთ ზეთი 150 გრადუსზე. ყურადღება მიაქციეთ,ძალიან მალე ცხვება და ორივე მხრის შეყავისფრებას რომ შეამჩნევთ უკვე მზად არის.
9. გამომცხვარი,ცხელი დონატები ქაღალდზე გააგრილეთ.
10. ბოლოს ამოავლეთ "გლეიზში" და მიირთვით გემრიელად! : )




Posted by: stefani 29 Nov 2007, 20:18
SnowFlakes
QUOTE
ჯავზის სუნელი


ეს რა არის ამასაც თუ გვეტყვი საერთოდ SUPER გოგო იქნები 2kiss.gif

Posted by: SnowFlakes 29 Nov 2007, 21:11
QUOTE (stefani @ 29 Nov 2007, 20:18 )
SnowFlakes
QUOTE
ჯავზის სუნელი


ეს რა არის ამასაც თუ გვეტყვი საერთოდ SUPER გოგო იქნები 2kiss.gif

user posted image

ერთ-ერთი აზიური სუნელია.
აქ არ ვიცი სად იშოვება,როგორც ვიცი დეფიციტი არ უნდა იყოს და სადაც სუნელები იყიდება ესეც იქ იქნება. : )

Posted by: stefani 29 Nov 2007, 21:22
SnowFlakes დიდი მადლობა smile.gif

Posted by: BadbadGirl 29 Nov 2007, 21:35
SnowFlakes
QUOTE
1/2 კარაქი 2/3 შაქარი

ანუ ნახევარი კილო კარაქი და საქარი რამდენი ??? 150გრ ??

Posted by: მონიკა 29 Nov 2007, 21:36
stefani
QUOTE
QUOTE
ჯავზის სუნელი



ეს რა არის ამასაც თუ გვეტყვი საერთოდ SUPER გოგო იქნები

როგორ დავიჯერო მუსკატი არ გაგიგია 2kiss.gif

Posted by: ikebana 29 Nov 2007, 21:46
ჯავზის კაკალი იგივე მუსკატნი ორეხ-ია.

Posted by: stefani 29 Nov 2007, 21:59
Monica Bellucci
QUOTE
როგორ დავიჯერო მუსკატი არ გაგიგია


მუსკატი კი გამიგია, მაგრამ მუსკატი თუ ჯავზი იყო აი ეგ არ გამიგია... 2kiss.gif

Posted by: SnowFlakes 30 Nov 2007, 00:37
QUOTE (BadbadGirl @ 29 Nov 2007, 21:35 )
ანუ ნახევარი კილო კარაქი და საქარი რამდენი ??? 150გრ ??

user posted image
: )

Posted by: westsider 30 Nov 2007, 00:53
მაგარი ა მარა შAქრის არ მევასება
მე მიყვარს შიგნიდან ნუგა რომ აქვს და გარედან შოკოლადი უსვია,თხილი აქ მოყრილი
იფ იფ იფ

Posted by: paranoidis_dzma 30 Nov 2007, 01:01
იფ, იფი ბოსტონ ქრიმს შეჭამდა კაცი user.gif

Posted by: Neo 30 Nov 2007, 03:16
paranoidis_dzma
ყლაპე ნერწყვი!

user posted image

Posted by: shpargalka 1 Dec 2007, 21:24
გიცდიათ ნამცხვრის ცომში მაიონეზის ჩამატება?მე ვაკეთებ ჩვეულებრივ კექსს ხოდა შიგნით ვუმატებ 2 სუფრის კოვზ მაიონეზს ,,,ცომი ფხვიერი ხდება და რაგაცნაირად გემრიელდება.. rolleyes.gif

Posted by: პერწკლი 5 Dec 2007, 01:17
QUOTE
ლინები
© Abnormalia

2-3 კვერცხი.
1 ჩაის კოვზი სოდა.
1/2 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა.
1.5 ლიტრი რძე.
3-4 ჭიქა ფქვილი.
2-3 სუფრის კოვზი შაქარი.

გავტეხოთ ათქვიფოთ 2-3 კვერცხი. დავამატოთ სოდა. დავამატოთ ლიმონის მჟავა. აქაფდება. დავამატოტ შაქარი. ვურევთ და ვაყრით ფქვილს და ვასხამთ რძეს და უკვე მიქსერით ვურევთ მანამ სანამ არ მიიღება საშუალო სისქის მასა (ისეთი რომ ტაფაზე დასხმა ადვილი იყოს, ისე რაც უფრო თხელია უფრო ასწორებს). ჰო აუცილებელია ბევრი პატარა ბუშტები ქონდეს.

ნუ მერე ბამბას დავახვევთ რაზეც გვინდა, ვაწობთ ზეთში და კარგად გახურებულ ტაფაზე ვასხავთ ამ მასას და თან ტაფას ვაბრუნებთ ისე რომ სულ დაიფაროს. ცალი მხარის შეწვის მერე თუ დაამუღამებთ ჰაერშიც ამოატრილებთ. შეიძლება ცოტა რძის დამატება მოგიწიოთ რადგან ძირზე სქელდება ხოლმე.

მიირთვით მურაბით, არაჟნით, ხილფაფით, ხიზილალით


* * *
QUOTE
ბლინები
© ლაბუ

3 კვერცხი, 1 ჩ.კ. შაქარი, ცოტა მარილი, 200 გრ. ფქვილი, 0,5 ლ. რძე, ცოტა ვანილი

იმის მაგივრად რომ ყოველ წუთას ზეთი არ დავასხა ტაფაზე, ბლინების მასაში ვუმატებ 1 ს.კ. ზეთს და აღარ იკრავს
მე მიყვარს არაჟანი+ხაჭო+შაქარი+ვანილის 'ნაჩინკა", შიგთავსი რა




ეს რეცეპტები რამდენ კაცზეა?
მიპასუხეთ პლიზ
ანურამდენი ბლინი გამოვა

Posted by: ikebana 5 Dec 2007, 01:56
პერწკლი
მე პირველს ვაკეთებ ხოლმე, ოღონდ 1 ლიტრს რძეზე ანუ ერთ მესამედს ვაკლებ ყველაფერს და 20 ცალი მაინც გამომდის.
ტაფის ზომასაც გააჩნია.

Posted by: ShadowCat 5 Dec 2007, 11:56
ikebana
მაგრამ ეს თხელი ბლინები გამოდის, ჰო?

Posted by: ikebana 5 Dec 2007, 12:25
ShadowCat
ხო, ნაჩინკა უნდა.

Posted by: miau 5 Dec 2007, 18:44
პერწკლი
QUOTE
ეს რეცეპტები რამდენ კაცზეა?
მიპასუხეთ პლიზ
ანურამდენი ბლინი გამოვა


ა L.აწონით ან რძით რომ ვაკეთებ, გამოდის დაახლოებით 20-25 თხელი ბლინი, თუ სქელი მინდა, ფქივლს ბევრს ვუკეთებ და იმდენი გამოდის, საღამოსაც ვაცხობ, შემდეგ ცომს ვინახვ და დილითაც ვაცხობ საუზმეზე biggrin.gif

ასე რომ, ცოტა არ გამოვა, 1 ლიტრ რძეს ან კეფირს ან მაწონს დაახლოებით 5 კვერცხს ვუკეთებ, ფქვილი თვალით და შაქარი კიდევ გემოვნებით, ვცდილობ არ გავუკეთო ბევრი შაქარი, მაინც ჯემით ან სხვა რაიმე სასმუსნავით ვჭამთ ხოლმე და biggrin.gif
ჰო, ზეთი - ასე 1 ს/კ. smile.gif

Posted by: BadbadGirl 5 Dec 2007, 18:55
ხალხო, ნაღებით რა შემიძლია გავაკეთო კრემის გარდა?რამე ნამცხვარი მირჩიეთ რა პლიზ

Posted by: ShadowCat 5 Dec 2007, 20:52
miau
QUOTE
შემდეგ ცომს ვინახვ და დილითაც ვაცხობ საუზმეზე

აი, ეგ სულ მაინტერესებდა - რამდენად შეიძლება ცომის შენახვა.
დილაობით ცომის გაკეთებისთვის სად მცხელა და სულ საღამოობით ვაკეთებ ხოლმე ბლინებს.
მეორე დღის კიდე ისეთი ვერაა, როგორიც ახალი user.gif

კარგია, აწი გავითვალისწინებ wink.gif

Posted by: BadbadGirl 7 Dec 2007, 16:51
სასწაულია პირდაპირ, ან მე ვარ მთლად ხელუპყარი, ან კიდე შუს არაფრით არ უნდა რომ კარგი გამოვიდეს და გამახაროს....
ლოლ, მერამდენედ ვსინჯე და არ გამომივიდა.....................კოშმარ!

Posted by: sharlot 8 Dec 2007, 16:10
27 გვერდს ნუ წამაკითხებთ რა

საიუბილეო ტორტის რეცეპტი მინდა, იუბირალის სახელსი დაწერა რომ შეიძლებოდეს ზემოდან. ანუ მინანქრის გარეშე.

მინდა ტორტი და არა ნამცხვარი, თროემ იმდენი რეცეპტია ვაშლის ტორტი, ტორტი იდეალი, ტორტი სამეფო და ეს ყველაფერი ნამცხვრებია. sad.gif

Posted by: ShadowCat 8 Dec 2007, 20:43
sharlot
QUOTE
27 გვერდს ნუ წამაკითხებთ რა

spy.gif
გადამრევს ეს ხალხი!
http://forum.ge/?f=82&showtopic=33790052
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416246

rolleyes.gif

მოძებნე "ბისკვიტი" yes.gif

Posted by: sharlot 9 Dec 2007, 15:54
ShadowCat
ვაიმეეე, გაიხარეთ.

შენ და ბრეკუკუნას ორდენები კი არა და კაი პრემია გეკუთვნით.

ამას არ მოველოდი biggrin.gif

Posted by: Kuzu-kuzu 14 Dec 2007, 13:28
ვინმემ ხომ არ იცით სად ასწავლიან ცხობას და ტორტების მორთვას? მეგობარს სჭირდება და მე არაფერი ვიცი

Posted by: August 14 Dec 2007, 17:30
BadbadGirl,
როგორ აკეთებ?
ჩემი რეცეპტი ასეთია:

მასალა: 200 გრ უმაღლესი ხარისხის ფქვილი (აქ mąka tortowa-ს ეძახიან), 100 გრ კარაქი, 250 მლ წყალი, 5 კვერცხი და მწიკვი მარილი

კრემი: ან ჩვეულებრივი მოხარშული ან ათქვეფილი არაჟანი

მოხარშული კრემისთვის 1/2 ლ რძეზე 2 დიდი (თავიანი) ხის კოვზი ფქვილი, შაქარი და კარაქი როგორც გიყვარს, ვანილი.

არაჟნის შემთხვევაში: 500 გრ 36%-იანი არაჟანი, 2 ს.კ. შაქრის პუდრი, ვანილი

ცოტა პუდრი მოსაყრელადაც დაგჭირდება და ცოტა კარაქი ჟარონისთვის

წყალი, კარაქი და მარილი წამოვადუღოთ საშუალო ზომის ქვაბში. წინასწარ გაცრილი ფქვილი სწარაფად ჩავყაროთ და ასევე სწრაფად მოვურიოთ, ისე რომ ფქვილი არ დაკუშტდეს. ცეცხლს დავუშიოთ და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ და ვხარშოთ სანამ ცომი არ გახდება გლუვი, კრიალა და ქვაბის კედლებს აღარ მიეკრობა.
გადმოვდგათ და ვაცალოთ 5-ოდე წუთი რომ გაგრილდეს.
ავთქვიფოთ მიქსერით და თან თითო - თითოდ ჩავახალოთ კვერცხები.
მივიღებული ცომით დავსვათ ბურთები ცხიმწასმულ და წყალმოსხმულ ჟარონაზე ( მე საკონდიტრო შპრიცით სპირალივით ვახვევ ხოლმე და უფრო ლამაზები გამოდის) ერთმანეთისგან მოშორებით (ჩემს ტაფაზე 4x4 -ზე ეტევა).
კარგი დაბრაწული ფერი რომ ჰქონდეს დაახლოებით 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში აცხობ - 15 წუთი მაინც არ შეუჭყიტო!
შეგიძლია ჯამით წყალი ჩაუდგა ღუმელში თუმცა მე ამას არ ვაკეთებ.
ცხელივე გადაჭერი შუაზე ( ეს აქ მასწავლეს თორემ დედაჩემი (მეც, თბილისში) კრემს შპრიცით დებდა) და რკინის ცხაურზე ( ძირი რომ არ დაიორთქლოს) დადევი გასაცივებლად.

მოხარშული კრემი: 1/2 ლ რძეზე +2 დიდი (თავიანი) ხის (ლობიოს, თუმცა მე თბილისში რუსული ჭრელი კოვზები რომაა ის მქონდა ზომად)) კოვზი ფქვილი + შაქარი გავხსნათ და განუწყვეტელი მორევით ავადუღოთ. ადუღების მერე კიდევ 5 წუთი ვადუღოთ რომ ფქვილი მიხარშოს.
გადმოვდგათ და გაგრილების შემდეგ შევათქვიფოთ კარაქი და ვანილი.

ათქვეფილი არაჟნი: 500 გრ 36%-იანი არაჟანი კარგად ავთქვიფოთ 2 ს.კ. შაქრის პუდრთან და ვანილთან ერთად.

შუები ამ კრემით "დავტენოთ" და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

Posted by: otucho 14 Dec 2007, 17:35
August
რა გემრიელად გამოიყურებაა...
ეგ შპრიცები სად ვიყიდო?
არ დამცინოთ ოღონდ
მიყვარს ექსპერიმენტები და რა ვქნა, მერე რა რომ კაცი ვარ

Posted by: August 14 Dec 2007, 18:01
ნამცხვარი "შუ", უპირველეს ყოვლისა, ტკბილეულობის ასოციაციას იწვებს და აქაური რეცეპტიც ასეთია, მაგრამ რადგანაც ამ ცომს არა აქვს შაქარი, გადაჭრილი შუები შეგიძლიათ სხვადასხვა სალათებით, ფხალეულით, ან პაშტეტებითაც "დატენოთ" (ნას.2 ) ... მაგალითად ქათმის ფილეს სალათით, ან სალათი "ოლივიეთი" ... ცხადია მაშინ შაქრის პუდრის ნაცვლად შიგთავსისთან შეხამებულ რამე პიკანტურ სუნელს მოვაყრით და სატანადოდ მოვრთავთ ...
* * *
otucho,
დიდი ხანია თბილისში არა ვარ და არ ვიცი სად რა იყიდება, მაგრამ არ მოიწყინო - გოგოები შემოვლენ და გეტყვიან

* * *
ვერ გავძლებ, რომ არ დავიტრაბახო

შაბათობით თუ რამე სერიოზული, კულინარიით დამძიმებული, "მეროპრიატიე" არ იგეგმება - კექსს მაინც ვაცხობ ხოლმე ... მე არ გეახლებით, მაგრამ ამ სამ კაცს რა მოვუხერხო ...
მოკლედ, წინა შაბათს კექსის გამოცხობა დავიწყე და აღმოჩნდა რომ პურის ფქვილი ხომ არ მყოფნის და არც მჭადის ფქვილი მაქვს იმდენი, რაც მოცულობის გაზრდის wink.gif (იქნებ ციტა მეტი ხანი იმყოფინონ!!!) წერაატანილმა lol.gif რძე რომ ვშვლიპე თასში ... მეც ავდექი და ქატო დავამატე ... არც ეს ეყო ( საქმე იმაშია რომ კექსს შაბათს დილაადრეიან ვაცხობ ხოლმე, მარკეტში კი , მთელი კვირის პროდუქტისთვის, კვირას მივდივართ - აბა, მე სახლში სარამოს 9 საათზე ადრე ვერ შემოვდივარ ზოგჯერ დილის 7-ზე გასული და ...)
ნუ რაღას ვიზამდი და დავამატე ხილის მუსლიც.... როგორც იქნა მივიღე სასურველი სისიქის ცომი და შევუძახე ღუმელში .... გამოვიდა, მაგრამ რა გამოვიდა ....
ოქროსფერ, ფხვიერი, სურნელოვანი
ამიტომ დღეს დილას უკვე შეგნებულად დავიწყე ცხობა და თან ჩაწერა რა და რამდენი

რობოტში ჩავახალე 3 კვერცდხი + 200 გრ შაქარი და დავაბზრიალე მერე ამას + 1 ლ რძე + 1 ჩ.კ. სოდა + ძმარი 1 ჭიქა პურისფქვილი + 100 გრ ზეთი და ისევ დავაბზრიალე + 200 გრ მჭადის ყვითელი ფქვილი + ქატო 3 პეშვი + 100 გრ მუსლი - კარგად დავაბზრიალე და გადავიტანე ცხიმწასმულქაღალდ ჩაფენილ ფორმაში. ზემოდანაც მოვაყარე მუსლი და წინასწარ გახურებულ ღუმელში ვაცხვე საშუალოზე ცოტა დაბალ ცეცხლზე ზუსტად 1 საათი - ეს წუთია ღუმელი გამოვრთე.
მოვაყრი შაქრის პუდრას და ცოტა დარიჩინსაც.

ჯამში მაქსიმუმ 10 წუთი დავხარჯე და მაქვს უშველებელი კექსი, რომელიც იმედია ხვალ საღამომდე ეყოფათ.

მერე სურათსაც გადავუღებ და გაჩვენებთ

Posted by: BlaBla 15 Dec 2007, 19:45
ახლა მოვრჩი ტირამისუს კეთებას, ასეთი რეცეპტით:
2 კვერცხის ცილა+1ჭიქა შაქარი (ძლივს გავხსენი, აშკარად მეტი კვერცხი უნდოდა) + 400 გრ 36% ნაღები +500 გრ მასკარპონე და ცოტა ვანილი.

ნუ იტალიენ ფინგერ ბისკითს, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარ კონიაკ გარეულ ესპრესოსში დასველებულს მოვასხი ეს კრემი. 2 ფენა ბისკვიტები გავაკეთე და შუაში კაკოს მოყრა დამავიწყდა... იმედია მაინც გამოვა.... ჯერ არ გვიჭამია! user.gif

Posted by: BadbadGirl 15 Dec 2007, 20:36
August
კრემის პრობლემა არ მაქვს, კაი გამომდის , მაგრამ ცომია ვერ გავაკეთე. ვცდი შენი მეტოდითაც
დიდი მადლობა smile.gif
შპრიცებამდე ვერ მივიყვანე საქმე . ძალიან თხელი გამომდის....ბოლოს რომ გავაკეთე ბევრი ფქვილი ვუქენი და გაქვავდა biggrin.gif , მოკლეტ შუს ნაცვლად დანამვა და ნაღების სოუსში ჩაწყობა მომიწია .....

Posted by: Kuzu-kuzu 17 Dec 2007, 23:04
კიდევ ერთხელ გთხოვთ რა - ვინმემ ხომ არ იცით ტორტის ცხობის და მორთვის მასწავლებელი??? გამაგებინეთ რა.
აქ კი ისეთ კარგ რაღაცეებს წერთ აშკარაა რომ არ გჭირდებათ მარა სხვებს რომ სჭირდებათ?!

Posted by: WOMAN IN LOVE 17 Dec 2007, 23:16
Kuzu-kuzu
მაგაზე მგონი ჯობს აქ


http://forum.ge/?showforum=34

იკითხო smile.gif

Posted by: August 18 Dec 2007, 21:21
ზემოთ ნახსენები კექსის რეცეპტში ეტყობა ხელი ამიცდა და 200გრ ზეთი დამიწერია 100გრ-ს ნაცვლად. ესეც ის კექსი

ჩავასწორე 2kiss.gif

Posted by: Vika 19 Dec 2007, 21:48
August
ოქროს ხელები გაქვს, აგვისტო.

Posted by: auau 19 Dec 2007, 22:03
August
2kiss.gif
მაგარი ქალბატონი ბრძანდები!

Posted by: August 20 Dec 2007, 13:26
Vika,
auau
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: August 22 Dec 2007, 23:45
საშობაო დღესასწაული პოლონეთში წარმოუდგენელია პრიანიკის გარეშე.
ადრე მის მომზადებას მთელი თვით ადრე, უფრო სწორად "ანჯეიკების" (29/30 ნოემბერი) შემდეგ იწყებდნენ, რადგან ცომი ფერმენტაციას მოითხოვს. გამოცხობის შემდეგაც 4-7 დღის მერე ხდება საუკეთესო ... ასე მზადდებოდა პერნიკ სტაროპოლსკი, მაგრამ მოგეხსენებათ დღეს ყველანი თავბრუდამხვევ ტემპში ვცხოვრობთ ... ქვემოთ მოყვანილი რეცეპტიც ჩვენზეა მორგებული ...

მასალად საჭიროა:
ცომისათვის: 500 გრ ნატურალური თაფლი და ამდენივე ფქვილი, 250 გრ შაქარი, 200 გრ კარაქი ან მარგარინი, 4 კვერცხი, 2 ჩკ სოდა, 8-10 ცალი მიხაკი, დარიჩინის ნაჭერი (დაახ. 3 სმ.), 3 მარცვალი ბაჰარი, 2 ცალი ბადიანი ( Star anise/ Бадьян/звёздчатый анис), ცოტა დაფქული კოჭა და შავი წიწაკა, 100 გრ ნიგოზი და თუ გნებავთ 1 სკ ფორთოხლის დაცუკატებული კანი

მინანქარი: 1 საშუალო ფორთოხალი, 1 ს.კ ლიმნის წვენი, 2 ჭ შაქრის პუდრი.

ფორმისთვის:80 გრ. კარაქი და 3 ს.კ. დაფქული ორცხობილა.

მინანქარი ჯობია წინა დღით გააკეთოთ.
ფორთოხალი გაფრცქვენიდა კბილებად დახსენი კარგად გაწმინდე - თეთრი ნაწილები და კურკები არ შეატოო. წვრილად დაჭერი. დაასხი ლიმონის წვენი. ჩააყარე შაქრის პუდრი და კარგად გაამიქსერე სანამ შაქარი სულ არ გაიხსნება.

მოსამზადებელი სამუშაოები
გაცრილი ფქვილი და სოდა კარგად აურიე ერთმანეთში. მოამზადე სანელებლები ( მიხაკი, დარიჩინი, ბაჰარი, ბადიანი, კოჭა, შავი წიწაკა) - დაფქვი, ან კარგად დანაყე.

ჩართე ღუმელი 180 - 200 გრადუსზე.

წყალი ჩაიდანში გაამზადე ასადუღებლად .

ვიწყებთ ცომის მომზადებას.

ცილა ძალიან მაგრად ათქვიფე (ბეზესავით)
დაბალ ცეცხლზე დადგი ქვაბი და ჩაასხი თაფლი დაუმატე შაქარი და მანამდე ურიე სანამ მასა ოდნავ ყავისფერი არ გახდება.

აადუღე წყალი.

გადმოდგი თაფლი და მდუღარე (ქაფქაფა) წყალი (1 ჩ.ჭიქა) ნელ-ნელა დაასხი და თან ურიე. ორთქლი აუვარდება და როგორც კი ეს ორთქლი გაიფანტება დაუმატე სანელებლები და დაჭრილი კარაქი. კარგად მოურიე. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღო.

ეს მასა თასში გადაიტანე - აცალე გაცივდეს.

ჩაახალე კვერცხის გულები, დაჭრილი ნიგოზი და ფორთოხლის კანები. მიქსერით (საშუალო სიჩქარე) აურიე და ნაწილ ნაწილ დაუმატე სოდიანი ფქვილი. როცა ისევ ერთგვაროვან მასას მიიღებ დაუმატე ათქვეფილი ცილა და ფრთხილად, მაგრამ საგულდაგულოდ გადაურიე (მიქსერი აღარ იხმარო!)

მზა ცომი გადაიტანე კარაქწასმულ და ორცხობილა მოყრილ ფორმაში (2/3-ზე უნდა შეავსოს).
შედგი ღუმელში და აცხვე დაახ. 1 საათი.

სუნს დააყენეეეებს!!!!

თუ თავის ზედმეტად მოწვა დაიწყო - ფოლგა გადააფარე.
როცა ნამცხვარი მზად იქნება - ფორმის კედლებს დასცილდება, მაგრამ ჩხირით მაინც შეამოწმე.
გამოიღე ღუმელიდან მაგრამ ფორმაში დატოვე. ფორმიდან ამოიღებ ცოტა რომ გაგრილდება .

გაგრილებული პრიანიკი გადმოიტანე დაფაზე და თავზე ფუნჯით თანაბრად გადაუსვი წინა დღით მომზადებული მინანქარი.

ნამცხვრის დაჭრა შეგეძლება მეორე დღეს, როცა მინანქარი გაშრება.

P.S. სურვილის შემთხვევაში მინანქრის წასმამდე ნამცხვარი შეიძლება ჰორიზონტალურად გადაიჭრას და ქლიავის ან გარგარის ჯემი წავუსვათ ქვედა ნაწილს. დავახუროთ ზედა ნაწილი და მინანქარი მხოლოდ ამის შემდეგ გადავუსვათ.

ვიპოვე სტარაპოლსკის რეცეპტიც და რადგან რუსულადაა არ ვთარგმნი:
Старопольский праздничный пряник
потребуются:
- пшеничная или ржаная мука - 1 кг
- мед - 500г
- сахар - 350г
- смалец или сливочное масло - 250г
- яйцо - 3 шт.
- сода - 3 ч.л.

пряности (молотые):
- корица, гвоздика, имбирь, кардамон - 2 ч.л.
- ядра орехов (измельченные) - 1 горсть
- апельсиновые цукаты - 3 ст.л.

для глазури:
- молоко - 6 ст.л.
- сахар - 6 ст.л.
- какао - 6 ст.л.
- масло - 50г.

Мед, сахар и смалец подогревать, постепенно доведя до кипения, снять с огня, слегка охладить. В теплую массу при непрерывном помешивании добавить яйца, соду, разведенную в 1/3 стакана холодного молока, 1/2 чайной ложки соли. Положить молотые пряности, измельченные апельсинные цукаты и муку.

Тесто тщательно вымесить, закатать в шар, положить в глиняный горшок или эмалированную миску, покрыть холщовой салфеткой, поставить в холодное место, чтобы тесто медленно "дозревало" в течение 3 - 4 недель.

За неделю до праздника тесто разделить на 2 - 3 части, раскатать и выпекать на смазанном маслом противне при температуре 180 - 210С до готовности.

Охлажденные коржи густо намазать домашним сливовым или яблочным повидлом, положить друг на друга, сверху покрыть листом бумаги и положить груз, чтобы поплотнее прижать коржи. При желании поверхность пряника - коврижки можно заглазировать шоколадной глазурью.

Приготовление глазури: 6 столовых ложек молока, 6 столовых ложек сахара, 6 столовых ложек какао всыпать в ковшик и варить при постоянном помешивании. Когда глазурь закипит вбить туда 50 г. сливочного масла. Подавать к праздничному столу.

ასეთი ცომით სხვადასხვა ფიგურების გამოცხობაც შეიძლება ... მაგალითად დათოვლილი საახალწლო სახლები ... გინახავთ ალბათ ... ცალ-ცალკე რომ არ დავდო ორ სურათს გავაერთიანებ

Posted by: BadbadGirl 23 Dec 2007, 00:04
August
თქვენ გამოცდილი ხართ და იქნებ მითხრათ ყვითელ ყავავილს ინგლისურად რა ქვია?? და იქნებ სურათიც დადოთ ???
ადრე მეგონა რომ Saffron არის ყვითელი ყვავილი, იგვე ზაფრანა , მაგრამ ფაქტია რომ აი ეს ყვავილი ნამდვილად არაა ყვითელი ყვავილი.

Posted by: BadbadGirl 23 Dec 2007, 00:09
და აი კიდე თავად ყვავილის სურათიც .

ეს მცენარე ტორტებთან და ტკბილეულობასთან ნამდვილადაა კავშირში რადგან მთგან აცხოვენ მშვენიერ ბულკებს , ბისკვიტებს და ასევე კექსს . ასე რომ ჩემი შეკითხვა ოფტოპიკი არაა user.gif

Posted by: August 23 Dec 2007, 00:13
BadbadGirl,
სურათი უცხო სიტყვათა ლექსიკონში დევს 4 გვერდზე
http://forum.ge/?f=82&showtopic=33696268&st=45

user posted image

Posted by: BadbadGirl 23 Dec 2007, 00:16
August
უდიდესი მადლობა . რაც მე ამ ყვავილზე დღეს თავი ვიმტვრიე biggrin.gif . აქამდე დამეწერა და მეკითხა მაინც smile.gif

Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 00:22
BadbadGirl

ჩამაფიქრე ეხლა შენ... იტოგში ლათინურად ქვია Crocus sativus, ინგლისურად Saffron crocus საც ეძახიან, მარა ჩვენ ზაფრანა-ყვითელ ყვავილს ნაღდად არა გავს, სუ სხვანაირია. ლექსიკონები კიდე მაგას წერენ, მაყაშვილიც და სხვებიც რო ეგაა იმენა კროკუსი.

user posted image

თუმცა პატარა გამოძიების შემდეგ გავარკვიე, რომ ეგა ყოფილა იმენა იმერული ზაფრანა, ანუ ხავერდა (ლათ. tagetes patula). ანუ ეს ჩვენი დალოცვილი ყვითელი ყვავილი biggrin.gif

user posted image

Posted by: BadbadGirl 23 Dec 2007, 00:24
gabarzgaleba
ახლა ვხვდები რატომ იძახიან ხოლმე "ზაფრანასავით ძვირფასიო" , ამ მცენარის რამდენი მტვრიანა უნდა მოაგროვო რომ ერთი გრამი მშრალი სუნელი მიიღო smile.gif , გარდა ამისა, როგორც გავიგე, ზაფრანას 10 გრ ფხვნილი სასიკვდილოა ადამიანისათვის

Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 00:27
BadbadGirl

იტოგში ხო მიხვდი, კლასიკური ზაფრანა, ანუ შაფრანი რუსულად და საფრონი ინგლისურად და კროკუს სატივუს ლათინურად, არაა ჩვენებური ყვითელი ყვავილი, არამედ იმერული ზაფრანა, ხავერდა, ლათინურად ტაგეტეს პატულაა ეგა, ინგლისურად მაგას ქვიებია French marigold.

Posted by: BadbadGirl 23 Dec 2007, 00:31
gabarzgaleba
კი მივხვდი smile.gif და იმასაც მივხვდი რასაც ჩვენ საცივში და ბაჟეში ყვითელ ყავავილს ვაძლევთ, იმდენი ზაფრანა რომ ჩაგვეყარა , აქამდე ცოცხლები არ ვიქნებოდით biggrin.gif biggrin.gif

gabarzgaleba
August
ორივეს დიდი მადლობა smile.gif

Posted by: August 23 Dec 2007, 00:39
BadbadGirl,
საცივში, ბაჟეში - ყვითელი ყვავილი.
აი, პასკაში კი ნამდვილად ზაფრანა - ეგ ულვაშები - უნდა დააყენო არაყზე ან რომზე.

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Dec 2007, 00:42
BadbadGirl
gabarzgaleba

ნამდვილი ზაფრანა ალბათ არც იქნება აქ.

August
წიწაკა უნდა ნამდვილად პრიანიკს?
http://smiles.33b.ru/smile.93979.html

Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 00:43
BadbadGirl
QUOTE
კი მივხვდი  და იმასაც მივხვდი რასაც ჩვენ საცივში და ბაჟეში ყვითელ ყავავილს ვაძლევთ, იმდენი ზაფრანა რომ ჩაგვეყარა , აქამდე ცოცხლები არ ვიქნებოდით  


იასნია, ვერ გადავრჩებოდით biggrin.gif მარა ჩვენს ლექსიკონში მემგონი ცვლილება უნდა შევიდეს:

ნაცვლად

ყვითელი ყვავილი - Safflower, Tagetes - бархатец - ^^^^^^ - aksamitka, byczek

უნდა იყოს

ყვითელი ყვავილი - იმერული ზაფრანა - ხავერდა- French marigold, Tagetes patula - бархатец - чернобривцы - чернобровка. (არის ბლომად დიალექტური ვარიანტებიც: ხარჩოს ყვავილი, ჭითა პირა და მრავალი სხვა)

ხო აი ესენი არ ვიცი aksamitka, byczek

Posted by: BadbadGirl 23 Dec 2007, 00:52
gabarzgaleba
QUOTE
aksamitka

http://pl.wikipedia.org/wiki/Aksamitka , ბარხატცი რუსულად smile.gif Tagetes - ინგლისურად smile.gif

Posted by: August 23 Dec 2007, 01:00
WOMAN IN LOVE

კი შავი პილპილი დაფქვილი ... თუმცა სანელებლები მაინც ინდივიდუალურია
ისე აქ გამზადებულიც იყიდება ასეთი შემადგენლობა აქვს
Skład: cynamon, imbir, goździki, cukier, gałka muszkatołowa, kolendra, ziele angielskie, pieprz czarny, kardamon.

Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 01:01
BadbadGirl

http://en.wikipedia.org/wiki/Tagetes_patula

Posted by: BadbadGirl 23 Dec 2007, 01:02
gabarzgaleba
QUOTE
http://en.wikipedia.org/wiki/Tagetes_patula

კო , მოვნახე ეს საიტი smile.gif
უფ , ეს ვიკიპედია რომ არ იყოს, რა მეშველებდა smile.gif

Posted by: Kesi 24 Dec 2007, 11:55
მოგესალმებით ყველაზე გემრიელი განყოფილების ყველაზე ტკბილ და მსუნაგურ თემაში...

ესეიგი რეცეპტს ვერაფერს შემოგთავაზებთ, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღფრთოვანება აქაური რეცეპტის მიხედვით მომზადებული ტირამისუს შეახებ:

ესეიგი გავაკეთე ტირამისუ ორი აქაური რეცეპტის შესაზებით, კერძოდ კი კრემი გავაკეთე ჩიტუციოს რეცეპტის მიხედვით, რომელიც მგონი ბრეიკიმ wink.gif ასწავლა, ხოდა პეჩენიის დასანამად გამოვიყენე August ვარიანტი, ანუ კონიაკით და მაგარი ყავით და ფენებში კაკაოთი...ესეიგი სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარი გამოვიდა...სიმართლე გითხრათ ევროპის რამოდენიმე ქალაქში მაქვს ნაჭამი ეს გემრიელობა და თბილისშიც, მაგრამ ჩემი გაკეთებული ნამდვილად უმაგრესი გამოვიდა და არაფირით არ ჩამოუვარდებოდა ევრპელი პროფესიონალი მზარებულების მიერ გაკეთებულს...მაგრამ ერთ ნაჭერზე მეტი არ შემხვდა biggrin.gif სტუმრებმა სულ "გამინადგურეს"

საერთოდ დიდი მოყვარული ტკბილეულის და ნამცხვრების არ ვარ, მაგრამ ტირამუსუს ერთადერთი გამონაკლისია...ხოდა სულ მინდოდა რომ გამეკეთებინა და აი თქვენი დამსახურებით ამიხდა ეს ოცნებაც .. დიდი მადლობა რომ არსებობთ...
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

P.ს. პეჩენიად გამოვიყენე "დანიურში" ნაყიდი "დამსკიე პალოჩკი" და მაგრა გაამართლა

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Dec 2007, 16:02
Kesi
QUOTE
დიდი მადლობა რომ არსებობთ...

გაიხარე http://smiles.33b.ru/smile.96335.html

Posted by: auau 24 Dec 2007, 16:21
WOMAN IN LOVE
QUOTE
ნამდვილი ზაფრანა ალბათ არც იქნება აქ.

კი, იყო, სადგურის ბაზრობაზე მაქვს ნანახი.
* * *
August
ქალი კი არა ოჯახის საუნჯე ხარ!
შარშან მე და ქეთიმ პრიანიკის ცომით გავაკეთეთ პატარა სახლები დათოვლილი სახურავებით და "ეზოში" პაწია ნაძვის ხეებით.
სადაც ხელი მიმიწვდა, ყველას ჩამოვურიგე. ახლა ხვალიდან ვაპირებ შევუდგე საქმეს.


აი აქ ნახეთ აუცილებლად საშობაო სახლები
http://www.solnet.ee/parents/p12_09.html
* * *
კიდევ ვიპოვნე-http://wmj.ru/tabid/717/catalogID/16631/Default.aspx

Posted by: n_j 24 Dec 2007, 20:04
ბულკების რეცეპტს ვინ მასწავლის?აი ისეთი საფუნთუშეებში რომ იყიდება ჩვეულებრივი ქიშმიშიანი

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Dec 2007, 01:02
auau
QUOTE
შარშან მე და ქეთიმ პრიანიკის ცომით გავაკეთეთ პატარა სახლები დათოვლილი სახურავებით და "ეზოში" პაწია ნაძვის ხეებით.
სადაც ხელი მიმიწვდა, ყველას ჩამოვურიგე. ახლა ხვალიდან ვაპირებ შევუდგე საქმეს.

ამის გაკეთებას ალბათ დიდი დრო და უფრო დიდი ნერვები დაჭირდება... ძალიან ლამაზი კია, ცოდოა შესაჭმელად user.gif


* * *

Posted by: auau 25 Dec 2007, 22:49
WOMAN IN LOVE
დღეს დავაცხე სახლების დეტალები. ახლა თავი აღარ მაქვს და ხვალ მოვრთავ

Posted by: BadbadGirl 27 Dec 2007, 21:40
WOMAN IN LOVE
QUOTE
ამის გაკეთებას ალბათ დიდი დრო და უფრო დიდი ნერვები დაჭირდება... ძალიან ლამაზი კია, ცოდოა შესაჭმელად user.gif

ან კი როგორ უნდა შეჭამო? ტორტი არაა რომ დაჭრა და ისე მიირთვა. რატომღაც მგონია რომ ეს სახლები უფრო დეკორაციის მიზნით კეთდება.


Posted by: მონიკა 30 Dec 2007, 12:52
თოვლის ბაბუები
5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ 300 გრამ შაქართან ერთად, მიღებული მასით პერგამენტის ქაღალდზე დავსვათ 2, 4 და 6 სანტიმეტრის დიამეტრის ბურთულები და ვაცხოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე სრულ გამოშრობამდე. შემდეგ შევაერთოთ კრემით, ფირთოხლის ცედრით გავუკეთოთ შარფი, შოკოლადით ქუდი, თვალები, მარმელადით ცხვირი და თოვლის ბაბუაც მზადაა

http://imageshack.us

Posted by: n_j 31 Dec 2007, 13:04
რა ლამაზია ეხლა არა და მომავალი წლისთვის გავაკეტეB

Posted by: ShadowCat 31 Dec 2007, 13:53
აიტ-ტა-ტა-ტა! sa.gif
ჩემთან ისეთები ხდება, ისეთები!!!!!!!.......

ბოლოში გავიდე და დავწერ ვრცლად gigi.gif

(ტფუ, ტფუ, ტფუ :ხეზესამჯერდაკაკუნებისსმაილი: biggrin.gif )

Posted by: ხორხე 31 Dec 2007, 13:57
ფქვილიანი ხელებით ვპოსტავ


კრემი ამომყავს თან yes.gif

Posted by: gabarzgaleba 31 Dec 2007, 14:06
ხ ო რ ხ ე
QUOTE
ფქვილიანი ხელებით ვპოსტავ

კრემი ამომყავს თან


გენაცვალოს მამიდა, ერთი მაგ ბოთლს მომიხადე თავი, ფქვილიანი ხელები არ მინდა მოვკიდო biggrin.gif

Posted by: ხორხე 31 Dec 2007, 14:14
gabarzgaleba


biggrin.gif biggrin.gif


ვოტ

იმენო

მე გავრბივარ ხოლმე როცა ჩემთან ფუსფუსებენ სახლიდან


აი ეგეები რო არ მითხრან biggrin.gif

Posted by: ShadowCat 31 Dec 2007, 14:14
gabarzgaleba
QUOTE
ერთი მაგ ბოთლს მომიხადე თავი, ფქვილიანი ხელები არ მინდა მოვკიდო

კაცო, ვერ გაიგე, რა თქვა,
QUOTE
ფქვილიანი ხელებით ვპოსტავ

-ო gigi.gif


* * *
BadbadGirl
შენ ერთი ეს მითხარი, ნაღებით როგორ აკეთებ კრემს? baby.gif

Posted by: gabarzgaleba 31 Dec 2007, 14:27
ხ ო რ ხ ე
QUOTE
ვოტ

იმენო

მე გავრბივარ ხოლმე როცა ჩემთან ფუსფუსებენ სახლიდან

აი ეგეები რო არ მითხრან


ზუსტად მაგ დღეში ვარ. ხანდახან ისეთი ხმით მიძახიან ჩემი ცოლი და ჩემი და, ასე მგონია ბავშვი გადმოხტა. გავარდები და არაფერი, თურმე "დრუშლაგი" უნდა დავუჭირო ან ბოთლი უნდა გავუხსნა ან ზეთისხილის ქილა. biggrin.gif

Posted by: tsu-girl 31 Dec 2007, 15:26
მოგესალმებით, ერთი შეკითხვა მაქვს და თქვენი რჩევა მჭირდება. მოკლედ, სუპერმარკეტში ვიყიდე გაყინული მარწყვი, არ ვიცი რად მინდოდა, მაგრამ აშკარად ვიზუალურად მომეწონა და გადავწყვიტე შემეძინა, თუმცა იმაზე არ მიპიქრია რა დანიშნულება უნდა მიმეცა ამ მარწყვისთვის?! იქნებ მირჩიოთ რამე, რა მოვამზადო ისეთი რომ ადვილი გასაკეთებელი და გემრიელი გამოვიდეს? იქნებ რამე რეცეპტი შემომთავააზოთ...

დიდი მადლობა wink.gif

Posted by: gabarzgaleba 31 Dec 2007, 15:32
tsu-girl
QUOTE
მოგესალმებით, ერთი შეკითხვა მაქვს და თქვენი რჩევა მჭირდება. მოკლედ, სუპერმარკეტში ვიყიდე გაყინული მარწყვი, არ ვიცი რად მინდოდა, მაგრამ აშკარად ვიზუალურად მომეწონა და გადავწყვიტე შემეძინა, თუმცა იმაზე არ მიპიქრია რა დანიშნულება უნდა მიმეცა ამ მარწყვისთვის?! იქნებ მირჩიოთ რამე, რა მოვამზადო ისეთი რომ ადვილი გასაკეთებელი და გემრიელი გამოვიდეს? იქნებ რამე რეცეპტი შემომთავააზოთ...

დიდი მადლობა 


აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთო, კარგი ბრუტი იყიდე (მშრალი შამპანური) ან დემისეკი (ნახევრადმშრალი) და 12 სათზე რო გახსნი, იმას მიაყოლე. მაგარ წყვილად ითვლება.

Posted by: tsu-girl 31 Dec 2007, 15:41
gabarzgaleba
QUOTE
აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთო, კარგი ბრუტი იყიდე (მშრალი შამპანური) ან დემისეკი (ნახევრადმშრალი) და 12 სათზე რო გახსნი, იმას მიაყოლე. მაგარ წყვილად ითვლება.


იმდენი ვიყიდე, რომ ყველაფრისთვის მეყოფა wink.gif მაგრამ სამწუხაროდ შორს ვარ კულინარიისგან და არ ვიცი რა და როგორ გავაკეთო...

Posted by: ShadowCat 31 Dec 2007, 15:51
tsu-girl
გათქვეფილი ნაღები იყიდე და იმასთან ერთად მიირთვი biggrin.gif
და თუ მაინცდამაინც საკონდიტრო ნაწარმი გინდა გააკეთო, კაი ბატონო - ნება შენია.

გააკეთე..



მარწყვის ტორტი! bis.gif givi.gif

Posted by: BadbadGirl 31 Dec 2007, 15:53
ShadowCat
როგორ და ასე:
ვყიდულობ 40% იან ნაღებს . ვდებ მაცივარში ასე 2 საათით . მერე ვიღებ ჯამს ვასხავ ამ ნაღებს და ვაყრი 3 სუფრის კოვზ შაქრის პუდრას (ფქვილივით რომაა აი იმას) , 1 ჩაის კოვზ ვანილიან შაქარს ხოდა ვთქვიფავ მერე მიქსერით, იმ სისქემდე რა სისქეც მინდა. (მაგრამ შეეცადე ბევრი არ მოგივიდეს თორემ კარაქი გამოგივა ) თუ გინდა რამის მორთვა ამ კრემით, მაშინ უნდა დაამათო 1 პატარა პაჩკა სპეციალური ნაღების გამმამაგრებელი ფხვნილი .

tsu-girl
რა შეგიძლია მომაზადო და ფხვიერი ნამცხვარი კრემით, მარწყვით და თავზე მოსხმული ჟელატინით biggrin.gif biggrin.gif


ხალხო biggrin.gif გუშინ გამოვაცხვე ბისკვიტი და ფორმიდან გადმოღებისას სამ ნაწილად გადამიტყდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif იმენო გამეხლიჩა შუაზე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: მონიკა 31 Dec 2007, 16:01
gabarzgaleba
QUOTE
აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთო, კარგი ბრუტი იყიდე (მშრალი შამპანური) ან დემისეკი (ნახევრადმშრალი) და 12 სათზე რო გახსნი, იმას მიაყოლე. მაგარ წყვილად ითვლება.

გაყინული მარწყვი რომ გადნემა დიდი ვერაფერი მისაყოლებელია, გემოც ისეთი აღარაა შეცვლილი აქვს
tsu-girl
QUOTE
მაგრამ სამწუხაროდ შორს ვარ კულინარიისგან და არ ვიცი რა და როგორ გავაკეთო...

მუსი სეიძლება გააკეთო, ან ნამცხვრის კრემში გამოიყენო, მარა ჟელატინიან კრემში მარტო, ან ნამცხვრებს მოაწყო და ჟელე მოასხა, საერთოდ გაყინული ჯობია ჟოლო იყიდო. ფორმასაც უკერთესად ინარჩუნებს და გემოსაც.

Posted by: gabarzgaleba 31 Dec 2007, 17:17
Monica Bellucci
QUOTE
გაყინული მარწყვი რომ გადნემა დიდი ვერაფერი მისაყოლებელია, გემოც ისეთი აღარაა შეცვლილი აქვს


გაყინული თუ იყო, მაგას კი აღარ მივაქციე ყურადღება. ყოველ შემთხვევაში ცოცხალი ჯემის გაკეთება შეიძლება მაგისგან...

Posted by: ხორხე 31 Dec 2007, 18:28
ახალ წელს გილოცავთ ტკბილებო და კეთილებო smile.gif

Posted by: ShadowCat 31 Dec 2007, 18:34
BadbadGirl
QUOTE
როგორ და ასე:

კაი დროს ვნახე biggrin.gif უკვე გავაკეთე კრემი biggrin.gif (მოხარშული, ყავით :მნია-მნიაsmile.gif
მარა მაგ რეცეპტს სამომავლოდ ვსინჯავ აუცილებლად. სპასო! 2kiss.gif


* * *
ხ ო რ ხ ე
გაიხარე, ფქვილში-ხელებ-ამოგანგლულო biggrin.gif
მეც გილოცავ.. (აქაც გილოცავ biggrin.gif )

2kiss.gif

Posted by: ხორხე 31 Dec 2007, 19:11
ShadowCat

შედოუანიკო დაგვიბრუნდი

ძირს დიქტატორი წომენ ინ ლოვეს რეჟიმი !


Posted by: BadbadGirl 31 Dec 2007, 19:52
ხ ო რ ხ ე
QUOTE
ძირს დიქტატორი წომენ ინ ლოვეს რეჟიმი !

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: auau 31 Dec 2007, 19:56
tsu-girl
QUOTE
მოგესალმებით, ერთი შეკითხვა მაქვს და თქვენი რჩევა მჭირდება. მოკლედ, სუპერმარკეტში ვიყიდე გაყინული მარწყვი, არ ვიცი რად მინდოდა, მაგრამ აშკარად ვიზუალურად მომეწონა და გადავწყვიტე შემეძინა, თუმცა იმაზე არ მიპიქრია რა დანიშნულება უნდა მიმეცა ამ მარწყვისთვის?! იქნებ მირჩიოთ რამე, რა მოვამზადო ისეთი რომ ადვილი გასაკეთებელი და გემრიელი გამოვიდეს? იქნებ რამე რეცეპტი შემომთავააზოთ...

მარწყვი ძალიან ნაზია, გაყინულთან ცოტა რთულია ურთიერთობა. ამიტომ მოაყარე ცოტა შაქარი და დატოვე ცოტა ხანი . შაქარი შეამაგრებს, რომ არ დაიშალოს და სიტკბოსაც მისცემს. როცა წვენს გაუშვებს, ჩააწყვე სანაყინეში ან ბოკლებში, ზემოდან დაადე ათქვეფილი ნაღები ან ბეზე. წვენი შეგიძლია კოქტეილებში გამოიყენო.

Posted by: sharlot 31 Dec 2007, 20:19
BadbadGirl
უი, ბადბად საახალწლოდ შენი შეკოწიწებული ნამცხვარი გამოვაცხე. მე ვაპროტესტებ სახელზწოდებას!

შემდეგში გამოცაცხოვ ისევ, ოღონდ 2-ის ნაცვლად 4 კვერცხით. და ფორთოხლის, კივისა და ბანანისგან გავაკეთე, სევიდაანც მოვაყარე ხილი, მერე გვერდები ჩამოვაჭEრი ცოტა წინასწარ და მისი ნაფხვენები და დაჭრილი ნიგოზი.

ასე რომ რომ შევხედე ეგრევე მორბენალი ზღარბი იყო. მე მოვითხოვ მაგ ნამცხვარს შეეცვალოს სახელ და დაერქვას მორბენალი ზღარბი
biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 31 Dec 2007, 20:23
sharlot
QUOTE
მორბენალი ზღარბი

biggrin.gif biggrin.gif მომწონს სახელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე აგვისტოს შუები გამოვაცხვე , სასწაულია პირდაპირ , პირველად გამომივიდა შუ smile.gif
ხოდა ფრიად კმაყოფილი ვარ შედეგით smile.gif
* * *
ვაიჰ biggrin.gif
ახლა ვანახე ჩემი შუები და ჩემ ქმარს გამოუჭამია ნელ ნელა მაცივრიდან biggrin.gif biggrin.gif
4 ცალი კინკილა დაუტოვებია მხოლოდ ამ გოჭს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 2 Jan 2008, 17:41
auau
auau
საშობაო სახლებისათვის კედლები (ფირფიტები ) როგორი ცომით გამოაცხვე???

Posted by: Vika 2 Jan 2008, 18:30
საახალწლოდ გავაკეთე ტირამისუ და ძალიან გემრიელი გამოვიდა, აი ძალიან.

Posted by: August 2 Jan 2008, 19:03
Vika
QUOTE
საახალწლოდ გავაკეთე ტირამისუ და ძალიან გემრიელი გამოვიდა, აი ძალიან.

მეც!
კიდევ პოლონური პრიანიკი (ქლიავის ჯემით) და ატმის სერნიკი.
ჩემი ამოვლებული ჩურჩხელები იყო უგემრიელესი!!!! საშობაოდ ისევ უნდა ამოვავლო wink.gif აღარ დარჩა ... არა მართლა რა შესაძლებლობების პატრონები არიან?! გოზინაყი უშველებელი ლანგარი, 3 "ჟარონა" ხაჭაპური და დღეს დილით დამხვდა ... აღარცერთი ნაჭერი lol.gif

Posted by: Vika 2 Jan 2008, 20:39
August
მეც გამოვაცხე ხაჭაპური, პოშლო ნა ურა biggrin.gif
კიდევ ბაჟე გავაკეთე ძალიან ბევრი, ყველას უყვარს.

ტირამისუ გემრიელია, მაგრამ ძალიან ნოყიერია. დამავიწყდა სურათის გადაღება, ჩემი პირველი ცდა იყო.

Posted by: Deiko 2 Jan 2008, 22:01
August
Vika
მეც ტირამისუ გავაკეთე საახალწლოდ biggrin.gif თანაც არ დავიზარე და ჯერ ნამდვილი მასკარპონე გავაკეთე და შემდეგ უკვე თვით ტირამისუ smile.gif

Posted by: Vika 2 Jan 2008, 22:30
Deiko
(В шоке) მასკარპონე როგორ გააკეთე?? ნიჩეგო სებე!
მე გამზადებული ვიყიდე.

Posted by: ShadowCat 4 Jan 2008, 01:31
BadbadGirl
QUOTE
პირველად გამომივიდა შუ

wow, გამოვიდა?! გილოცავ! biggrin.gif


ეხლა უნდა ჩაგაბაროთ სრული "ატჩოტი":
კხმ..
მოკლედ, მე ვცადე აგვისტოს "სატორტე" ბისკვიტი.... მინდა გითხრათ, რომ საკონდიტრო "სფეროში" ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო. biggrin.gif ჰოდა.. მაგარი დავიბენი - ვერ მივხვდი, ჯერ კვერცხი უნდა ამეთქვიფა და შაქარი მერე დამემატებინა თუ პირდაპირ გოგლიმოგლი უნდა ამეთქვიფა (გოგლი-მოგლი ავთქვიფე);
ვერც იმას მივხვდი, მიქსერის რომელი "ჯოხები" უნდა გამომეყენებინა (ხან ერთი ვცადე, ხან - მეორე);
ფორმა ალუმინის და მაღალი სულ არ მქონია - დაბალი, რაცხა რკინის ფორმაში გამოვაცხე და.. 15 წუთის შედგმულიც არ იყო, ისეთი ამოფუვდა, რომ აღარ იცოდა საცოდავმა ცომმა სად წასულიყო.. მეც ვერაფრით დავეხმარე - არც მე ვიცოდი.. ჰოდა, ჩავიდა უკან user.gif
მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ ცომი ფორმაში ნახევარზე იყო ჩასხმული, გამოვიდა, რომ ბისკვიტი საბოლოოდ გაორმაგდა (აბა გასამმაგების საშუალება ვინ მისცა user.gif ), და ალბათ ამიტომ იყო, რომ ისეთი ფუმფულა, ფაფუკი და "ვაზდუშნი" ვერ გამოვიდა, როგორც ტორტი უნდა იყოს. sad.gif

სამაგიეროდ გამოვიდა მშვენიერი ნამცხვარი (BadbadGirl-ისა არ იყოს): დავნამე ვისკის, ალუბლის წვენისა და დარიჩინის მიქსით. შუაში წავუსვი კრემი (მოხარშულს+კარაქი=არ ვიცი რა ქვია givi.gif ), მოვაყარე ქიშმიში და მოხალული ნიგვზის მთელ-მთელი ლებნები. ზემოდანაც კრემი და ქიშმიშ-ნიგოზის მიქსი გავუკეთე ოღონდ გახეხილი შოკოლადითაც დავფარე და გათქვეფილი ნაღებითაც მოვრთე.

ერთი სიტყვით, ჩემი "საკონდიტრო დებიუტით" კმაყოფილები დავრჩით! bis.gif chups.gif givi.gif

Posted by: BadbadGirl 4 Jan 2008, 01:38
ShadowCat
QUOTE
ერთი სიტყვით, ჩემი "საკონდიტრო დებიუტით" კმაყოფილები დავრჩით! bis.gif chups.gif givi.gif

გილოცავ smile.gif მთავარია რომ შენ დარჩი კმაყოფილი yes.gif
ბისკვიტი დღემდე ვერ გამოვაცხვე biggrin.gif , სამაგიეროდ ბისკვიტის ნაცვლად ვიყენებ კექსის ცომისაგან გამომცხვარ ფირფიტებს biggrin.gif

QUOTE
საკონდიტრო დებიუტით"

ტიტუ, დებიუტიოოო?მანამდე არ გაგიკეთებია ნამცხვარი ?? როგორ ძლებდით ?? tongue.gif

გოზინაყი თუ გამოგივიდა ?

[QUOTE] wow, გამოვიდა?! გილოცავ! biggrin.gif

[QUOTE]
გამოვიდა რომელია biggrin.gif დღეს კიდევ გავაკეთე , და მთლად უკეთესი გამოვიდა, ოღონდ შუს ნაცვლად ეკლერის ფორმა მივეცი, თავზე დამდნარი შავი შოკოლადი მოვასხი tongue.gif (ხვალს სტუმრად მივდივარ და წავიღო უნდა tongue.gif ) biggrin.gif მოკლედ ჭკუაზე არ ვარ ისე მიხარია და სახლში ვიმუქრები ამ ნამცხვრის გარადა არაფრის გამკეთებელი არ ვართქო biggrin.gif

Posted by: ShadowCat 4 Jan 2008, 01:54
BadbadGirl
QUOTE
მთავარია რომ შენ დარჩი კმაყოფილი

ნწუ, მთავარია, რომ ჩემი ქმარი დარჩა კმაყოფილი, თან ძალიან biggrin.gif
QUOTE
მანამდე არ გაგიკეთებია ნამცხვარი ?? როგორ ძლებდით ??

ვყიდულობდით biggrin.gif
ზოგადად საკონდიტრო ნაწარმის უზომო მოყვარულები არც ერთი ვართ, არც - მეორე;
"ხასიათზე" თუ მოგვინდება ხოლმე yes.gif ტაკ ჩტო, "გაძლებაზე" არც მიმდგარა საქმე :-)
QUOTE
გოზინაყი თუ გამოგივიდა ?

აუ, კიიი! biggrin.gif აი, გოზინაყი არის ჩემი ფავორიტი! ტონობით შემიძლია ვჭამო user.gif
და მართლა გამომდის yes.gif რბილიც არის, ღია ფერისაცაა (ჯერ ერთი, ნიგოზს მხოლოდ იმ დონემდე ვხალავ, რომ ადვილად გაეცალოს კანი - ანუ, არ "ვწვავ" biggrin.gif და კანს აუცილებლად ვაცლი yes.gif) და გემრიელიცაა yes.gif
QUOTE
სახლში ვიმუქრები ამ ნამცხვრის გარადა არაფრის გამკეთებელი არ ვართქო

საწყალი შენი ქმარუკა givi.gif

Posted by: BadbadGirl 4 Jan 2008, 02:11
ShadowCat
QUOTE
ზოგადად საკონდიტრო ნაწარმის უზომო მოყვარულები არც ერთი ვართ, არც - მეორე;

მშურს .
ტკბილეულობის მანიაკები ვართ ორივე biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
საწყალი შენი ქმარუკა givi.gif

უფ, გაუძლებს , მეც მომბეზრდება შუს კეთება საბოლოოდ biggrin.gif ახლა ჯერ ახალი დამუღამებული მაქვს და მიხარია . ( მე უკრემო მხოლოდ შოკოლადიანი ბურთები მიყვარს biggrin.gif , აბა ნაღებიანს მე ვერ ვჭამ და მოხარშული კრემის კეთება კიდე მეზარება biggrin.gif )

Posted by: auau 4 Jan 2008, 12:34
BadbadGirl
აქ ნახე, დეტალურად არის. შეგიძლია რეცეპტი გაამარტივო. თუ ჭამას არ აპირებ და მარტო საყურებლად გინდა, თაფლის ნაცვლად შაქრის სიროპი გაუკეთე
http://www.solnet.ee/parents/p12_09.html
* * *
August
QUOTE
აღარ დარჩა ... არა მართლა რა შესაძლებლობების პატრონები არიან?! გოზინაყი უშველებელი ლანგარი, 3 "ჟარონა" ხაჭაპური და დღეს დილით დამხვდა ... აღარცერთი ნაჭერი 

ეეეეეეეეჰ, მაგით ვერ გამაკვირვებ, კაშალოტების ოჯახი მაქვს! პაწუკამ, წლის და სამი თვის რომ არის, საცივიც ჭამა, ნიგვზიანი ფხალიც, ღორის ხორციც და ხვანჭკარაც მოიპარა ბაბუამისის ჭიქიდან! მწვადზე და ხინკალზე ბავშვი გიჟდება. რომ გაიზრდება, რას ზამს?!ღვინო რომ დალია, აუღაჟღაჟდა ლოყები და დაიძინა გემრიელად. მერე "პახმელიაზე" კაი ბევრი წყალი სვა და 4 ტარტალეტკა მიაყოლა (კიდევ კარგი დასაკრემები იყო!). ოთახში გაგვეპარა და რომ მივასწარი, გული გამისკდა, არ აწყინოს თქო. კიდევ კარგი, იმდენს მოძრაობს, რომ არ სუქდება. ფაფებს და ლობიოს დასანახად ვერ იტანს.

Posted by: Deiko 5 Jan 2008, 15:50
Vika
QUOTE
(В шоке) მასკარპონე როგორ გააკეთე?? ნიჩეგო სებე! მე გამზადებული ვიყიდე.

ესეიგი ნეტში მოვიძიე თუ როგორ კეთდება მასკარპონე და ერთ-ერთი რეცეპტით გავაკეთე.
დაგჭირდება 1 ლ 35-38 % ნაღები და ერთი სუფრის კოვზი ლიმნის წვენი ან თეთრი ძმარი.
(ვიყიდე ძალიან კარგი ვალიოს ფირმის ნაღები რომელიც არის 38% იანი)

ზნაჩიტ ტაკ - იღებ ნაღებს და ასხავ უჟანგავ (stainless steel) ქვაბში. მანამდე ცალკე ქვაბში ადუღებ წყალს და ნაღებიან ქვაბს დგამ წყლიან ქვაბში (ისე რომ ძირს არ ეხებოდეს) - ანუ ორთქლის აბაზანას აკეთებ (баня მოკლედ). ნაღები უნდა გააცხელო სადღაც 85-90 გრადუსამდე. იმის გამო რომ მაქვს სპეციალური თერმომეტრი, არ გამიჭირდა ტემპერატურის გაკონტროლება, მაგრამ მათთვის ვისაც არ გაქვთ ასეთი თერმომეტრი შემიძლია გითხრათ რომ ნაღები მინიმუმ 20 წუთი არ მივიდა აღნიშნულ ტემპერატურამდე. წყალი ამ დროს არ უნდა დუღდეს, უბრალოდ უნდა შხუილებდეს (ანუ 100%-ზე ნაკლები ტემპერატურა თუ არის წყალში, ნაღებიც ვერ გაცდება ზღვარს). თან შიგადაშიგ ხის კოვზით ვურევდი ამ ჩემს ნაღებს, როცა მიაღწია სასურველ ტემპერატურას (როგორც უკვე ვთქვი დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ) ნაღებში დავამატე 1 სუფრის კოვზი ახლად გამოწურული ლიმნის წვენი და ყოველი შემთხვევისთვის 1 ჩაის კოვზი ძმარიც. რამდენიმე წუთში ნაღებში ხაჭოსმაგვარი რაღაცეები გაჩნდა, რაც რეცეპტის მიხედვით სავსებით ნორმალურია. გავაგრძელე ნაღების ნელ ნელა მორევა და სადღაც 5-10 წუთში მოვხსენი აბაზანიდან, გადავდგი და სანამ გაგრილდებოდა შიგადაშიგ ვურევდი ხოლმე. სანამ ნაღები ცივდებოდა გავამზადე ორმაგად დაკეცილი ჩაის ტილო (შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმეჯერ (4-5) გადაკეცილი მარლა) და მოვათავსე საცერში. შემდეგ გაგრილებული ნაღები ჩავასხი ამ ტილოში. სადღაც 2 საათი საცერში იყო აწ უკვე მასკარპონედ წოდებული ნაღები და შემდეგ ტილო გავკვანძე და ჩამოვკიდე, რომ ზედმეტი სითხე კარგად გამოვიდეს. მინიმუმ 12 საათი არის საჭირო იმისათვის რომ ნაღები საბოლოოდ დაიცალოს ზედმეტი სითხისგან, რის შემდეგაც ყველი ფაქტიურად მზად არის და შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში. სულ ეს არის biggrin.gif

Posted by: n_j 6 Jan 2008, 16:04
ეს ერთი ლიტრი ნაღებით გააკეთე? მასკარპონე რამდენი გამოვიდა
+

Posted by: Deiko 6 Jan 2008, 21:09
n_j
QUOTE
ეს ერთი ლიტრი ნაღებით გააკეთე? მასკარპონე რამდენი გამოვიდა

გავაკეთე 1 ლიტრი ნაღებისგან და მასკარპონე გამოვიდა 660 გრამზე ცოტა მეტი. ანუ საკმარისზე ოდნავ მეტია რომ კარგი ზომის ტირამისუ გააკეთოთ.

Posted by: n_j 7 Jan 2008, 12:31
QUOTE
გავაკეთე 1 ლიტრი ნაღებისგან და მასკარპონე გამოვიდა 660 გრამზე ცოტა მეტი. ანუ საკმარისზე ოდნავ მეტია რომ კარგი ზომის ტირამისუ გააკეთოთ.

თუ იცი ისე რა ღირს მზა მასკარპონე 500 გრამიანი , რომელი უფრო იაფი დამიჯდება? არასდროს გამიკეტებია ტირამისუ თუმცა სურვილი მაქვს

Posted by: Deiko 7 Jan 2008, 14:03
n_j
QUOTE
თუ იცი ისე რა ღირს მზა მასკარპონე 500 გრამიანი , რომელი უფრო იაფი დამიჯდება? არასდროს გამიკეტებია ტირამისუ თუმცა სურვილი მაქვს

მასკარპონე რა ღირს არ ვიცი და არც კი ვიცი სად იყიდება. ნაღები კი 10 ლარი ღირდა 1 ლიტრი ასე რომ მთლად იაფი სიამოვნებაც არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირდა chups.gif

Posted by: BadbadGirl 7 Jan 2008, 20:59
დღეს დილას გავაკეთე საშობაი სახლი ,
საღამოს რომ მოვედი, პატიოსნად დანგრეული დამხვდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: NAT414 7 Jan 2008, 23:11
ვაიმეე ყველაფერი მომინდა biggrin.gif

ძალიან მიყვარს ორცხობილები, კექსები და განსაკუთრებით პანქეიქები biggrin.gif


ძალიან გემრიელია გამოდის შოკოლადიანი პენქაიქი რომლის რეცეპტი ნატამ დაწერა პირველ გვერძე უბრალოდ უნდა შეურიოთ შოკოლადის ნატეხები smile.gif
user posted image

ისე იცით რა მაინტერესებს ?
ვინც საზღვარ გარეთ არის ნამყოფი ეცოდინება პენქაიქზე მოსასხმელი სიროფი, თაფლის მაგვარია.
ეგ სიროფი იყიდება ჩვენთან?
მე განსაკუთრებით მომწონდა ბებიის ფორმის ბოთლში ესხა ხოლმე, სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს smile.gif
აი ასეთი იყო biggrin.gif

user posted image

Posted by: მონიკა 8 Jan 2008, 01:06
NAT414
QUOTE
ისე იცით რა მაინტერესებს ?
ვინც საზღვარ გარეთ არის ნამყოფი ეცოდინება პენქაიქზე მოსასხმელი სიროფი, თაფლის მაგვარია.
ეგ სიროფი იყიდება ჩვენთან?

ეგ ნეკერჩხლის სიროფი უნდა იყოს, ჩვენთან იყიდება სუპერმარკეტებში, გუდვილში ვნახე პატარა ბოთლით მგონი 12 ლარი ღირდა

Posted by: Vika 8 Jan 2008, 01:13
Deiko
დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა. ვცდი ერთხელ გავაკეთო. მასკარპონეც საკმაოდ ძვირია, სადღაც 900 გრამი ვიყიდე, $16 ღირდა. ისე რთული გასაკეთებელი არ არის ტირამისუ, მაგრამ მომავალში ალბათ გამზადებულს ვიყიდი, too time-consuming.

BadbadGirl
ჩაინგრა? აბიდნა! smile.gif

Posted by: BadbadGirl 8 Jan 2008, 01:17
Vika
QUOTE
ჩაინგრა?

biggrin.gif biggrin.gif
თავიდან ძალიან გავბრაზდი biggrin.gif
მერე კიდე დავასკვენი რომ ჩემგან მშენებელ ინჟინერი არ გამოვა biggrin.gif biggrin.gif
რობლემა როგორც ვხვდები იყო სახურავი , რომელმაც მთელი კონსტრუქცია დამინგრია , მერე რომ დავაკვირდი ყველაზე სქელი ფირფიტები სწორედ სახურავისთვის გამიკეთებია biggrin.gif
კიდე შესაძლო მიზეზი არის მინანქარი, რომელიც მალევე არ გაშრა და ნაწილები დაცურდა
givi.gif

Posted by: Vika 8 Jan 2008, 01:26
BadbadGirl
QUOTE
მერე კიდე დავასკვენი რომ ჩემგან მშენებელ ინჟინერი არ გამოვა biggrin.gif biggrin.gif

biggrin.gif gigi.gif
სამაგიეროდ შეგიძლია გახდე კონსულტანტი.

Posted by: NAT414 8 Jan 2008, 02:55
Monica Bellucci
QUOTE
ეგ ნეკერჩხლის სიროფი უნდა იყოს, ჩვენთან იყიდება სუპერმარკეტებში, გუდვილში ვნახე პატარა ბოთლით მგონი 12 ლარი ღირდა

ხოო??
მე ვეძებდი იმ დღEს და ვერ ვნახე sad.gif

მადლობ ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: BadbadGirl 8 Jan 2008, 03:24
ხოოოდა
ჩემი სახლის დანგრევის მიზეზებს რომ ვარჩევდი ჩემს ქმართან, მას აი ასეთი საინტერესო წინადადება შემომთავაზა biggrin.gif , მოკლეთ კედლები და სახურავიც სუფთა კვადრატები კი არ გააკეთო, არამედ ჩაღრმავებები გაუკეთე და კედლები ერთმანეთში შესვიო biggrin.gif ისე კაი აზრია biggrin.gif biggrin.gif , კიდევ უნდა ვცადო ერთი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: jorjieli 8 Jan 2008, 06:20
NAT414
კიდევ არის Golden Syrup, თაფლის მსგავსია.
http://en.wikipedia.org/wiki/Golden_syrup

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Jan 2008, 13:11
perpetua2
მიყვარს-არ მიყვარს არ ეხება აქ თემები, ნუ აოფებ და რეცეპტებით კიდევ სავსეა განყოფილება!

ოფები იშლება!


http://smiles2k.net/admin_moder_smiles/index.html

Posted by: miau 8 Jan 2008, 20:02
Deiko
n_j

მასკარპონე უფრო ძვილი ღირს, ასე რომ, გაკეთება ღირს. smile.gif

მე საერთოდ ვერ ვიშოვე ეს მასკარპონე, ძნელი საშოვნელია.
BadbadGirl
QUOTE
საღამოს რომ მოვედი, პატიოსნად დანგრეული დამხვდა 

biggrin.gif auau -მ წებოდ ძალიან ბლომად შაქრის პუდრასთან კარგად შეთქვეფილი ცილა გამოიყენა, ქვასავით არის გამხდარი. ზემოდანაც იმდენი ცილა დავადეთ, მერე ქოქოსი და თეთრი პრიალა მოსართავი, ხვალ ჩემი რძალი კამერას მოიტანს და სურათსაც დავდებ. smile.gif

Posted by: auau 8 Jan 2008, 21:13
BadbadGirl
რა ვიცი, მე ისე ჩამითრია "ხუროთმოძღვრებამ", რომ უკვე ვემზადები, აღდგომისთვის გაზაფხულის პეიზაჟი უნდა გავაკეთო.
ერთი ეგ არის რომ ნებისყოფა გეყოს.

Posted by: BadbadGirl 8 Jan 2008, 21:25
auau
როგორ უნდა გააკეთო პეიზაჟი ??

უფ , ჩემ ქმარს უნდოდა, გუშინ თავისი სახელის დღე იყო და მთხოვა საჩუქრად გამიკეთეო თორემ მაგ სახლს 100 წელი არ გავაკეთებდი biggrin.gif სად მაქვს მაგდენი ტალანტი , ვაცხო და + ვაშენო biggrin.gif .

Posted by: ბაკო 9 Jan 2008, 02:31
NAT414
QUOTE
ძალიან გემრიელია გამოდის შოკოლადიანი პენქაიქი რომლის რეცეპტი ნატამ დაწერა პირველ გვერძე უბრალოდ უნდა შეურიოთ შოკოლადის ნატეხები smile.gif

რეცეპტს ვერ გვეტყვი? smile.gif
---
მოკლედ არასოდეს არაფერი გამომიცხვია ალადების გარდა (სხვათაშორის ცუდი არ გამომივიდა) smile.gif
მინდა რამე ადვილი ნამცხვარი გავაკეთო, თან ისეთი გემრიელიც რომ იყოს smile.gif
მოკლედ კულინარიაში გამოცდილო ხალხო დამეხმარეთ smile.gif

Posted by: მონიკა 9 Jan 2008, 10:51
ბაკო
QUOTE
NAT414

QUOTE
ძალიან გემრიელია გამოდის შოკოლადიანი პენქაიქი რომლის რეცეპტი ნატამ დაწერა პირველ გვერძე უბრალოდ უნდა შეურიოთ შოკოლადის ნატეხები smile.gif


რეცეპტს ვერ გვეტყვი? 

ჩვეულერბრივი ალადების რეცეპტით კეთდება, ჩვეულებრივი მაგრამ შოკოლადის ნატეხები არა მგონია გამოდგეს, მაგისთვის სპეციალური პატარა შოკოლადებია, თბილისში არც მინახავს

Posted by: ბაკო 9 Jan 2008, 12:40
Monica Bellucci
QUOTE
ჩვეულერბრივი ალადების რეცეპტით კეთდება, ჩვეულებრივი მაგრამ შოკოლადის ნატეხები არა მგონია გამოდგეს, მაგისთვის სპეციალური პატარა შოკოლადებია, თბილისში არც მინახავს

არადა ძალიან მოვიხიბლე შოკოლადებიანი პექეიქით.
თბილისში რამე იყიდება საერთოდ?!

Posted by: perpetua2 9 Jan 2008, 14:22
ფრანგული საშობაო ნაცხვარი
Для бисквита: 30 г муки, 50 г картофельного крахмала, 3 яйца, 150 г сахарной пудры, 1 ст. ложка сливочного масла для смазывания формы.
Для начинки: 250 г шоколада, 4 желтка, 6 ст. ложек сахарного песка, 150 г сливочного масла, 2 чайные ложки рома или коньяка, 2 чайные ложки очень крепко заваренного кофе, 12 жареных миндальных орехов. Нет миндаля? Не беда, замените фундуком.

Крем для украшения: 100 г сливочного масла, 2 желтка, 3 ст. ложки сахарного песка, 2 чайные ложки рома или коньяка, 2 чайные ложки очень крепкого кофе, 1 чайная ложка растворимого кофе. Грибы из меренги и прочие «лесные» украшения в зависимости от вашей изобретательности.

Это традиционный праздничный торт, украшенный кремом и напоминающий полено. Готовят его, как правило, к рождественским праздникам, т. е. к 24 декабря. Украшение этого торта довольно сложное: на нем делают и сучки дерева (из крема конечно же), и грибочки из меренг, цветы и листья из крема, сахарные помадки и проч., а кроме того добавляют в качестве украшения и маленькие фигурки из дерева, стекла, фарфора, пластмассы и т. п.
Приготовьте бисквит. Белки отделите от желтков. Желтки разотрите с сахарным песком (100 г) добела. Добавьте постепенно муку и крахмал. Взбив белок в густую пену, добавьте остальной сахар. Осторожно введите в тесто взбитый белок, перемешивая ложкой снизу вверх.

Нагрейте духовку до температуры 100°. Смажьте противень маслом, слегка припудрите мукой, влейте тесто, придав ему прямоугольную форму, и разровняйте. Выпекайте 10—12 минут.
За это время приготовьте шоколадный крем. Шоколад разломайте на кусочки, положите в небольшую кастрюлю, добавьте кофе и растопите шоколад на водяной бане.
В мисочке разотрите добела 4 яичных желтка с 6 ст. ложками сахарного песка.
Наконец соедините и тщательно перемешайте теплый шоколад, хорошо размягченное масло и яичную массу. Добавьте ром или коньяк.
Когда бисквит будет готов, намочите в холодной воде и отожмите хорошенько две чистые салфетки. На одну выложите бисквит и накройте его второй. Оставьте бисквит остывать в таком виде.
Приготовьте кофейный . крем: снова разотрите добела яичные желтки с сахаром (2 желтка, 3 ст. ложки сахарного песка). Отдельно смешайте ром (или коньяк) с 2 ст. ложками очень крепко заваренного кофе и 1 чайной ложкой растворимого кофе; так же, как и для шоколадного крема, размягчите сливочное масло (100 г) и соедините все вместе, хорошо перемешав.
Измельчите миндальные орехи. Бисквит смажьте шоколадным кремом, посыпьте орехами и сверните 'его в рулет, следя за тем, чтобы он , получился ровным, аккуратным.
Обрежьте рулет с двух концов наискосок; обрезанные куски, не дав им развернуться, положите сверху в двух местах: они будут выполнять роль сучков.
Теперь покройте полностью весь торт кофейным кремом. С помощью вилки проведите бороздки, напоминающие рисунок коры, украсьте грибочками, которые вы предварительно выпекли из взбитого белка с сахаром, цветами и листочками из крема.

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Jan 2008, 14:31
perpetua2
ამ განყოფილებაში მოქმედებს წესები, რომელთა გაცნობასა და გათვალისწინებასაც გირჩევ, აი , ამონარიდიც წესებიდან:

- მიუღებელია სხვადასხვა კულინარიული საიტებიდან ერთბაშად ყველა რეცეპტის "copy-paste"-ი "ქულების მომატების" მიზნით. გმადლობთ, ეს ყველას შეგვიძლია. ამ განყოფილებაში ძირითადი აქცენტი გადატანილია საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე.
- გთხოვთ, რეცეპტი დაპოსტოთ ქართულად, ადამიანურად გასაგები და მარტივი ფორმით. (შენიშვნა: ძველი თემიდან გადმოკოპირებულ-დახარისხებულ რეცეპტებს შორის შეიძლება იყოს უცხო ენაზე დაწერილიც, მაგრამ სამომავლოდ გთხოვთ, ქართულად დაპოსტოთ - ასე ყველასთვის გასაგები იქნება).


Posted by: perpetua2 9 Jan 2008, 14:45
ჰო, გავითვალისწინებ tongue.gif rolleyes.gif
ასე აღარ მოვიQცევი ფლიზ yes.gif

Posted by: NAT414 9 Jan 2008, 16:25
Monica Bellucci
QUOTE
ჩვეულერბრივი ალადების რეცეპტით კეთდება, ჩვეულებრივი მაგრამ შოკოლადის ნატეხები არა მგონია გამოდგეს, მაგისთვის სპეციალური პატარა შოკოლადებია, თბილისში არც მინახავს



არც მე
საზღვარგარეთ იყიდება სპეციალურად პატარა ცრემლების ფორმის შოკოლადები, ორცხობილებში და პენქეიქებში შესარევად,

user posted image


მაგრამ შეიძლება კარგი ხარისხის შოკოლადის ფილა რომ დაიჭრას ძალიან პატარა ნაჭრებად

Posted by: მონიკა 9 Jan 2008, 16:31
NAT414
QUOTE
მაგრამ შეიძლება კარგი ხარისხის შოკოლადის ფილა რომ დაიჭრას ძალიან პატარა ნაჭრებად

შეიძლება შავი შოკოლადი გამოდგეს, ის პაწაწუნა ცრემლის მსგავსი შოკოლადები თითქოს უფრო მაგარია

Posted by: NAT414 9 Jan 2008, 16:59
Monica Bellucci
QUOTE
შეიძლება შავი შოკოლადი გამოდგეს, ის პაწაწუნა ცრემლის მსგავსი შოკოლადები თითქოს უფრო მაგარია

კი მაგარია და განსაკუთრებით ჩემ საყვარე ორცხობილაში


გთავაზობთ ამ ორცხობილას რეცეპტს, ოღონდ ინგლისურად smile.gif თარგმნა დამეზარა და თანაც იმდენი არაფერია გადასათარგმნი smile.gif

P.S. ეგრედ წოდებული ყავისფერი შაქარი იყიდება გუდვილში

Chocolate Chip Cookies

Ingredients:

1 Cup Sugar
1/2 Cup Brown Sugar
2 Tsp. Vanilla
2 Eggs
1 Cup Butter (2 Sticks)
2 1/3 Cups Flour
1 Tsp. Salt
1 Tsp. Baking Soda
3 Cups Chocolate Chips


Step 1:

Preheat oven until 375 degrees. Mix together sugar, brown sugar, vanilla, eggs, and butter until creamy.

user posted image

Step 2:

Add flour, salt, and baking soda and mix together until fully blended.

Step 3:

Add chocolate chips and stir until the chips are evenly distributed.

user posted image

Step 4:

Place on the pan.
Make sure to distribute the cookies evenly so that they have room to spread. Also, try to keep them all the same size

user posted image

Step 5:

Bake in the oven for approximately 9 minutes or until thoroughly cooked.


user posted image

ძალიან მიყვარს ეს ორცხობილა biggrin.gif

Posted by: მონიკა 9 Jan 2008, 17:12
NAT414
QUOTE
ეგრედ წოდებული ყავისფერი შაქარი იყიდება გუდვილში

უიი თან რა ძვირია, კილო ათ ლარზე მეტი გამოდის, მარა ღირს თეტრი შაქრისგან განსხვავებით ყავისფერი შაქარი სასარგებლოც კია.

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Jan 2008, 17:43
NAT414
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695563

Posted by: NAT414 9 Jan 2008, 17:52
WOMAN IN LOVE
QUOTE
კულინარიის განყოფილების წესები

რომელი წესი დავარღვიე?

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Jan 2008, 18:20
NAT414
- გთხოვთ, რეცეპტი დაპოსტოთ ქართულად, ადამიანურად გასაგები და მარტივი ფორმით. (შენიშვნა: ძველი თემიდან გადმოკოპირებულ-დახარისხებულ რეცეპტებს შორის შეიძლება იყოს უცხო ენაზე დაწერილიც, მაგრამ სამომავლოდ გთხოვთ, ქართულად დაპოსტოთ - ასე ყველასთვის გასაგები იქნება).
rolleyes.gif

Posted by: miau 9 Jan 2008, 21:13
BadbadGirl
QUOTE
როგორ უნდა გააკეთო პეიზაჟი ??


აუაუს ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, ეს ჩემთვისაც სიახლეა. biggrin.gif

სააღდგომოდ შარშან საფუარიანი ცომით კალათები დავაცხეთ, ვარდები გავუკეთეთ, მერე ავაწყვეთ და ფუნჯით და საღებავებით შევღებეთ. smile.gif ძალიან ლამაზი იყო. smile.gif შიგნით უნდა ჩააწყო პასკა და კვერცხები, თან მაგარია, ძან ძალიან ეფექტური. აი, პეიზაჟი როგორ უნდა გააკეთოს, ამდენი აღარ ვიციი biggrin.gif

ახლა ახალი "დათუნიას" რეცეპტი
500 გ. მარგარინი 2-3 ს/კ არაჟანი ან მაწონი, 6 კვერცხი, 1 ჩ/კ სოდა 2 ფორთოხლის წვენით, ვანილი, კარგად დაფქული 2-3 ფორთოხლის ქერქი, 1 ჭიქა დახალული თხილი ან ნიგოზი 3 ჭიქა შაქარი. შოკოლადის მინანქარი. ფქვილი - რამდენსაც შეიზელს.

მომზადება: (გათვლილია დიდ ჟარონაზე)
კვერცხის გულებს ვთქვეფავთ 1 ჭიქა შაქართან ერთად. ცალკე მარგარინს ვთქვეფავთ 1 ჭიქა შაქართან ერთად, შემდეგ ამ მასებს ერთმანეთში ვურევთ, ვუმატებთ არაჟანს ან მაწონს, ვანილს, 1 ჩ/კ ფორთოხლის ცედრას, ფორთოხლის წვენში გახსნილ სოდას და ფქვილს. ცომი უნდა გამოვიდეს ისეთი, რომ ბრტყელდებოდეს, მაგრამ უნდა იყოს ნაზი. ვდებთ ერთ ფენას ცხიმწასმულ ჟარონაზე.
შემდეგ ვდებთ შიგთავსს: 6 ცილა ითქვიფება 1 ჭიქა შაქართან ერთად, ემატება 1 ჭიქა დაფქვილი ნიგოზი (1 ჭიქა ნიგოზი რომ დაიფქვება იმდენი, დაფქულს მოცულობა მეტი აქვს და არ მოტყუვდეთ biggrin.gif), დარჩენილი ფორთოხლის ცედრა.
შიგთავსს ზემოდან ვადებთ დანარჩენ ცომს. ცომი შეიძლება ცოტა მოგრჩეთ, მაგრამ ზალიან კარგი პეჩენია გამოდის. ჩემი გოჭებისთვის ბევრს ვაკეთებ ხოლმე biggrin.gif

რომ გამოცხვება, გავაციებთ და ზემოდან მინანქარს ვუკეთებთ.
ჩვეულებრივი "დათუნუასგან" იმით განსხვავდება, რომ აქვს აშკარა ფორთოხლის გემო და უფრო ნაზია. smile.gif

Posted by: auau 9 Jan 2008, 22:22
BadbadGirl
QUOTE
როგორ უნდა გააკეთო პეიზაჟი ??

სერიოზული ჩანაფიქრი მაქვს და პირობას გაძლევ, რომ გავაკეთებ რეცეპტთან ერთად ფოტოებსაც დავურთავ.
ისე, მასალად გამოვიყენებ პრიანიკის ცომს, ყავისფერ მინანქარს, მწვანე ფერის ქოქოსის ნაფხეკს, შაქრის მასტიკას და ორცხობილას ჩხირებს. ერთი კვირაა ამაზე ვიბურღავ ტვინს და მაინც გავაკეთებ.
შარშან სააღდგომო კალათებზეც დამცინოდნენ, მაგრამ ერთი არ დამიტოვეს სახლში. wink.gif

Posted by: BadbadGirl 9 Jan 2008, 23:39
auau
QUOTE
მასალად გამოვიყენებ პრიანიკის ცომს

პრინიკის გაკეთება იციიიიიიიიი???

თუ იცი მასწავლე რააა, რამდენი ხანია ვითხოვ რეცეპტს :sad.gif

Posted by: auau 10 Jan 2008, 13:50
BadbadGirl
http://www.solnet.ee/parents/p12_09.html - აქ არის დეტალურად ისეთი სახლები, რომლებიც შეგიძლია მიირთვა
დანარჩენი პმ-ზე

Posted by: BadbadGirl 10 Jan 2008, 20:49
auau
კიიიი, ეგ სახლი ავაშენე თავზე რომ დამენგრა biggrin.gif biggrin.gif

ვნახე PM -ი , ამ დღეები ვაპირებ გაკეთებას და აუცილებლად დაგიკავშირდები ოკ ?
რეცეპტებით რამდენი გავაკეთე არ გამომივიდა და ამიტომ მშირდება უკვე გამოცდილი რეცეპტით რომ ვცადე.

პრიანიკი იცი რომელი მინდა, აი რუსულები რომ იყიდებოდა ხოლმე, პეჩენიებივით, ზოგს შიგნით ჯემიც კი ქონდა yes.gif

Posted by: auau 10 Jan 2008, 22:04
BadbadGirl
მართლა საკვირველია, რატომ დაგენგრა! sad.gif
ხორცებში დავწერე გამოცდილი რეცეპტები და აბა ისინი სცადე!
აქ კი ერთი შემიძლია გირჩიო.
აბა ასეთი რეცეპტი სცადე: 250 გ შაქრის სიროპი (მურაბისაც წავა), 140 გ შაქარი და 150გ მარგარინი დაადნე ჯამში. მერე შეათქვიFე 2 კვერცხი და დაუმატე იმდენი ფქვილი, რომ ელასტიური ცომი გამოვიდეს. სოდა არ უნდა, ასეთი ცომი მაგარი გამოდის და საყურებლად უფროა, ვიდრე საჭმელად. გაბრტყელებულ ცომზე დეტალები დაჭერი და ისე გამოაცხე.
აქაც ნახე:wmj.ru/tabid/717/catalogID/16631/Default.aspx - 65k -

Posted by: BadbadGirl 10 Jan 2008, 22:17
auau
QUOTE
მართლა საკვირველია, რატომ დაგენგრა! sad.gif

საკვირველი არააა, ბეზე ვერ გავაკეთე კაი.
დღესაც კი მაქვს შობიდან შემორჩენილი და კიდევ არაა კარგად გამხმარი smile.gif

და კიდე ერთი კითXვა, ჩვეულებრივი პრიანიკი როგორ გავაკეთო ???

Posted by: auau 10 Jan 2008, 22:34
BadbadGirl
QUOTE
ბეზე ვერ გავაკეთე კაი.

ცილას რომ გათქვეფავ, რეცეპტს არ უყურო, იმდენი პუდრა აყარე, სანამ კარგად არ გასქელდება და წებოვანი არ გახდება.
პმ-ზე რომ გამოგიგზავნე, იქ ნახავ პრიანიკის რეცეპტებს და კიდევ აუგუსტს აქვს ძალიან კარგი რეცეპტები დადებული.

Posted by: ბაკო 10 Jan 2008, 23:28
გუდვილში რომ შოკოლადის პეჩენია იყიდება, იმის რეცეპტი იცით ვინმემ?
გუდვილში აკეთებენ, პური სადაც იყიდება იქ დევსხოლმე პლასტმასის გამჭვირვალე ერთჯერად ყუთებში, შოკოლათით, ცუკატით, ქიშმიშით, სხვადასხვანაირებია.
რეცეპტი მინდა, იქნებ ვინმემ იცოდეს... smile.gif

Posted by: manaenke 11 Jan 2008, 00:20
ძალიან გემრიელი გამოვიდა.
.................................

Posted by: tata-naka 11 Jan 2008, 10:27
ისე მოხდა რომ სახლში აღმომაჩნდა ბევრი არაჟანი, რატომღაც გამხეცდნენ ოჯახის წევრები და ყველამ სათითაოდ იყიდა. ესე 2 კილო მექნება. მენანება გაფუჭდეს და რამე რეცეპტი უცებ არ გახსენდებათ ამდენი არაჟანის ათვისება რომ მოვახერხო?
* * *
auau დარწმუნებული ვარ შEნ კრემ ბრიულეც გექნება მოსინჯული wink.gif

Posted by: auau 11 Jan 2008, 16:12
tata-naka
პმ-ზე გამოგიგზავნე რაღაც. არ მინდა წესები დავარღვიო, თორემ გმირ დედიკოს გავაბრაზებ biggrin.gif
ისე კი www.eda-server.ru აი აქ ყველაფრის ნახვა შეგიძლია.
ბევრ არაჟანში სხვა რაღაცეებიც შეიძლება. მაგალითად - 3-4 ს/კოვზი ჟელატინი დაალბე 1 საათით წყალში. მერე 1 კგ არაჟანი გათქვიფე შაქრის პუდრასთან ერთად, ისე, რომ ოდნავ მეტი სიტკბო ჰქონდეს, ვიდრე მზა პროდუქციას. გააკეთე 3 კვერცხის გულის გოგლიმოგლი, + ცოტა ვანილი და კონიაკი ან ამარეტო. დამბალი ჟელატინიდან ზედმეტი წყალი გადაღვარე, ჟელატინი ნელ ცეცხლზე დაადნე, არ უნდა ადუღება. მერე შეათქვიფე ჯერ არაჟნის მასას, შემდეგ ფრთხილად მიათქვიფე გოგლიმოგლი და დადე გასაციებლად, ოღონდ არა საყინულეში. ეს მე ახალგაზრდობაში მაქვს გაკეთებული და ახლა გამახსენდა, რა ვიცი, მაშინ საიდან მომივიდა თავში, ვერ გეტყვი, მაგრამ კარგად წავიდა ხილთან ერთად. გავაციე ბოკლებში და მოვაფხვენი შოკოლადი. კაი გამახსენდა, ახლა მიაუს წამოვახტუნებ და გავაკეთებ, თორემ ხვალ 12 იანვარია და ვინმე შეიძლება შემოეფეთოს ჩვენთან!

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jan 2008, 17:23
auau
ამ რეცეპტს რა ქვია? სარჩევში უნდა დავამატო...

Posted by: auau 11 Jan 2008, 17:35
WOMAN IN LOVE
ნამდვილად არ ვიცი რა ჰქვია, მაშინ როცა გავაკეთე, მეც tata-nakaსავით არაჟანი მქონდა ბევრი, რაღაცეები წავიფანტაზიე და გამოვიდა. ამიტომ ამ დესერტს მოდი შენი ყველაზე უმცროსი პაწუკას სახელი დავარქვათ და ძალიან კარგი იქნება. მასე ბევრი უსახელო რეცეპტი გვაქვს ოჯახში და ყველას "მოვნათლავ" ფორუმთან ერთად
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jan 2008, 17:41
auau
აი სიურპრიზი smile.gif გმადლობთ 2kiss.gif

Posted by: miau 11 Jan 2008, 19:13
ჰოო, ახლა კიდევ ერთი კრემი: ეს უკვე იმპროვიზირებული ვარიანტია.

1 სქელი შესქელებული რძე (ჰოლანდიური არის გადასარევი, ყველივით იჭრება smile.gif )
300-350 გ. დარბილებული კარაქი
1 პაკეტი გათქვეფილი ნაღების ფხვნილი (კრემები რომ კეთდება,ბაზრობაზე იყიდება) გათქვეფილი ნაღებიც შეძლება

კეთდება უმარტივესად:
1. კარაქს ვთქვეფთ და ვუმატებთ შესქელებულ რძეს.
2. ვთქვეფთ ნაღებს და ათქვეფილ კრემს ვათქვეფავთ, ვუმატებთ ფორთოხლის ცედრას და ვანილს. უხდება ქოქოსით გაკეთებულ ტორტებსა და ნამცხვრებს. არ არის ძალიან ტკბილი და სასურველია კრემი ახალი წასმული ჰქონდეს ნამცხვარს სუფრაზე გატანამდე, ისეც შეიძლება, მაგრამ ასე უკეთესია.
ძალიან უხდება შუს და ეკლერს.

Posted by: Breaky 11 Jan 2008, 20:49
დიდი არაფერი, ჩვეულებრივი ზებრაა. მაგრამ ჩემი გაკეთებული ხოა biggrin.gif
ამ წამს მოვრჩი შოკოლადის წასმას.

აი, რეცეპტიც დამიწერია თავის დროზე: http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=4322530


Posted by: ბაკო 12 Jan 2008, 03:12
QUOTE
გუდვილში რომ შოკოლადის პეჩენია იყიდება, იმის რეცეპტი იცით ვინმემ? გუდვილში აკეთებენ, პური სადაც იყიდება იქ დევსხოლმე პლასტმასის გამჭვირვალე ერთჯერად ყუთებში, შოკოლათით, ცუკატით, ქიშმიშით, სხვადასხვანაირებია. რეცეპტი მინდა, იქნებ ვინმემ იცოდეს...

ნუთუ არავინ იცის? user.gif
არადა ძალიან ადვილი გამოსაცხობი უნდა იყოს ჩემი აზრით.

Posted by: Peppi 15 Jan 2008, 14:28
"ტარტალეტკები" რეცეპტი ხომ არ იცით ვინმემ?

სარჩევში ვერ ვიპოვე (:

Posted by: auau 15 Jan 2008, 15:26
Peppi
250-300 გ მარგარინი დაადნე და არ აადუღო. შეაზილე 3 კვერცხის გულისა და 1/2 ჭიქა შაქრის გოგლიმოგლი, ცოტა ვანილი, მარილი და ფქვილი იმდენი, რომ მოიზილოს ელასტიური ცომი,რომელიც ხელებს არ ეკვრება. გააკეთე პატარა ბურთულები და მიალესე ფორმის კედლებს. ზალიან მალე ცხვება და ფრთხილად ამოიღე, რომ ნაზი და ფხვიერი გამოდის.
ტარტალეტკის გულში ჩადე გახეხილი შინდი ან რომელიმე არომატული ჯემი. ზემოდან მორტე ბეზეს კრემით, ან ათქვეფილი ნარებით, ან კარაქიანი და სგუშჩონკიანი კრემით.

Posted by: Peppi 15 Jan 2008, 18:46
auau
მადლობთ, გაიხარეsmile.gif

ისე,
QUOTE
გააკეთე პატარა ბურთულები
ადრე მეც ასე ვაკეთებდი, რამდენიმე წლის წინ, მერე რეცეპტი დავკარგე.
ეხლა კი სადღაც წავიკითხე და გამოვცადე კიდეც , მართლა უფრო მარტივია: ცომი უნდა გააბრტყელო და წრეებად დაჭრა, მერე თითეული წრე უნდა ჩააფინო ფორმაში.
* * *
ახალი "მოდის" ფორმები რომაა, რეზინის მაგვარი იმაში კექსი გამოგიცხვიათ ვინმეს?

Posted by: auau 15 Jan 2008, 21:51
Peppi
QUOTE
ცომი უნდა გააბრტყელო და წრეებად დაჭრა,

პარდონ, ვერ აგიხსენი კარგად! ბურთულები უნდა გააბრტყელო, ბუნებრივია და ისე ჩააფინო. როცა მთლიანად აბრტყელებ და ჭიქით ჭრი, გაუთავებლად უნდა აბრტყელო და მოზილო ამოჭრის მერე "ატხოდები" დსა როცა თავიდანვე ყოფ ნაწილებად, შრომა ნაკლებია. wink.gif

Posted by: Peppi 17 Jan 2008, 21:20
auau
QUOTE
პარდონ, ვერ აგიხსენი კარგად!


ვიცი ორივე მეთოდი და ორივე ნაცადი მაქვს და დამიჯერე ნამდვილად სადაოა რომელი მეთოდი უფრო მოკლევადიანია, ხოლო პროპორციის და სიმეტრიის დაცვის მხრივ ჭიქით მოჭრილი უფრო ზუსტია და მარტივი smile.gif

Posted by: August 17 Jan 2008, 21:36
auau
100%
ეგრეა პაწია ბურთს ჩააგდებ ფორმის შუაში და ცერი თითით მიალესავ ფორმას





Posted by: miau 18 Jan 2008, 13:51
Peppi

QUOTE
ორივე მეთოდი და ორივე ნაცადი მაქვს და დამიჯერე ნამდვილად სადაოა რომელი მეთოდი უფრო მოკლევადიანია, ხოლო პროპორციის და სიმეტრიის დაცვის მხრივ ჭიქით მოჭრილი უფრო ზუსტია და მარტივი 


მე პირველი ვარიანტი მომწონს, შეიძლება დროს მეტს იკავებს, მაგრამ თხლად ნაწილდება ცომი. არ მიყვარს სქელი ცომიანი ტარტალეტკა. smile.gif თან ის ცომი, auau-მ რომ დადო აქ, არის ფხვიერი და უხდება სწორედ ასე განაწილება. smile.gif
QUOTE
ახალი "მოდის" ფორმები რომაა, რეზინის მაგვარი იმაში კექსი გამოგიცხვიათ ვინმეს?


არასოდეს, ტრადიციულს ვანიჭებ უპირატესობას და ჯერ არ განმიცდია ფიასკო biggrin.gif
ისე, საინტერესოა, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება მის გამძლეობაში და გრძელვადიანობაში. smile.gif

მე ყველაზე მეტად რა ფორმებიც მომწონს, უფრო სწორედ, მასალა, არის ნერჟავეიკა, ნერჟავეიკის ჟარონა მაქვს და არაჩვეულებრივად ვხმარობ, ყველას გირჩევთ, ტან მუდმივია, არც იფხაჭნება, არც ფუჭდება, არც იწვება biggrin.gif
უკვდავი კაშეივით არის.

Posted by: BadbadGirl 18 Jan 2008, 16:26
miau
QUOTE
საინტერესოა, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება მის გამძლეობაში და გრძელვადიანობაში. smile.gif

ნრმალური ფორმებია, ყველას ზედ აწერია რამდენჯერ შეიძLება გამიყენო (მაგ მხოლოდ 30 ჯერ და მეტი აღარ ვარგა და უნდა მოისროლოtongue.gif )
ხოდა არ გინდა მაგის თვლა რამდენჯერ გამოაცხვე???
მოკლეთ გაუმარჯოს რკინას biggrin.gif

Posted by: jorjieli 18 Jan 2008, 19:33
BadbadGirl
ნახე რა ვიპოვე... : )

Posted by: BadbadGirl 18 Jan 2008, 23:02
jorjieli
biggrin.gif არავის მისცე მაგ ავატარი რა პლიზ smile.gif ჩემი იყოს ოკ ?? დააპატენტე რომ ჩემია smile.gif

ოფტოპიკი რომ არ იყოს აქვე დავწერ ტარტალეტკები რკინის ნაცვლად ქარალდის ფორმები რომაა იმაშI რომ გამოვაცხო რა მოხდება?? რკინისები არ მაქვს , სამაგიეროდ იგივე ფორმის და მოცულობის ქაღალდის ფორმები ძააალიან ბერი მაქვს .

Posted by: Deiko 18 Jan 2008, 23:05
BadbadGirl
QUOTE
ტარტალეტკები რკინის ნაცვლად ქარალდის ფორმები რომაა იმაშI რომ გამოვაცხო რა მოხდება?? რკინისები არ მაქვს , სამაგიეროდ იგივე ფორმის და მოცულობის ქაღალდის ფორმები ძააალიან ბერი მაქვს .

თუ სტანდარტული ქაღალდის ფორმებია, ანუ ისეთი როგორშიც როგორც წესი საკონდიტროების ტარტალეტკები იყიდება - მაშინ ცომს როგორც კი ჩაასხავ, შენი ფორმები გაიშლება და ცომი დაიღვრება biggrin.gif
თუ კი რაიმე განსაკუთრებულად მკვრივი ფორმებია - მასინ არ ვიცი.

Posted by: BadbadGirl 18 Jan 2008, 23:22
Deiko
კი მაგრამ ტარტალეტკების ცომი ხომ არაა ჩასასხმელი, საკმაოდ სქელია და იდეაში რატომ არ უნდა გამოვიდეს??
მანამდე იგივე ფორმებში გაკეთებული მაქვს Raspberry Muffins , ფორმა კი შეიცვალა მაგრამ არც ისე კატასტროფულად. ორი ქაღალდი ჩავდე ერთმანეთში .

Posted by: Deiko 19 Jan 2008, 11:02
BadbadGirl
QUOTE
კი მაგრამ ტარტალეტკების ცომი ხომ არაა ჩასასხმელი, საკმაოდ სქელია და იდეაში რატომ არ უნდა გამოვიდეს?? მანამდე იგივე ფორმებში გაკეთებული მაქვს Raspberry Muffins , ფორმა კი შეიცვალა მაგრამ არც ისე კატასტროფულად. ორი ქაღალდი ჩავდე ერთმანეთში .

თუ გამოცდილი გაქვს და ცომი არ გადაქექცა ბრტყელ მასად, მაშინ ვვარაუდობ რომ გამოგივა. უბრალოდ ჩემი ექსპერიმენტი ანალოგიურ ქაღალდებთან სავალალოდ დასრულდა biggrin.gif

Posted by: jorjieli 19 Jan 2008, 14:40
BadbadGirl
შენია ეგ ავატარი აბა ვისია. რაღათ უნდა დაპატენტება. მაგ ზღარბის ზურგსუკან რეები ხდება თურმე smile.gif

2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 19 Jan 2008, 14:45
Deiko
რამოდენიმე ქაღალდი ცადე და ჩადე ერთმანეთში, რავიცი არ გადმოქცეულა, უბრალოდ ხოტა დეფორმაცია მიიღო biggrin.gif

jorjieli
გაიხარე.
ახლა ხო ხვდები ატომ მირბის ზღარბი, ბუს მისი მურაბა უნდა sad.gif

Posted by: tos-ka 28 Jan 2008, 14:17
QUOTE
პარდონ, ვერ აგიხსენი კარგად! ბურთულები უნდა გააბრტყელო, ბუნებრივია და ისე ჩააფინო. როცა მთლიანად აბრტყელებ და ჭიქით ჭრი, გაუთავებლად უნდა აბრტყელო და მოზილო ამოჭრის მერე "ატხოდები" დსა როცა თავიდანვე ყოფ ნაწილებად, შრომა ნაკლებია. 


QUOTE
ვიცი ორივე მეთოდი და ორივე ნაცადი მაქვს და დამიჯერე ნამდვილად სადაოა რომელი მეთოდი უფრო მოკლევადიანია, ხოლო პროპორციის და სიმეტრიის დაცვის მხრივ ჭიქით მოჭრილი უფრო ზუსტია და მარტივი 


რატომ წვალობთ? "ტარტალეტკას" ფორმაში ჩადევით ცომის პატარა გუნდა და ძირსა და კიდეებზე "მიაგლისეთ" (ცომის სასურველ სისქეს თავისუფლად დაარეგულირებთ. სულ ორი-სამი ფორმის შევსება დაგჭირდებთ დასასპეციალისტებლად). ზედმეტი ცომი კიდეებში ამოვა და გინდათ დანით მოაშორეთ, გინდათ ხელით. დროს კი არც ცომის გაბრტყელებაზე და არც მის მოჭრაზე დახარჯავთ! smile.gif

Posted by: miau 29 Jan 2008, 16:55
tos-ka
QUOTE
რატომ წვალობთ? "ტარტალეტკას" ფორმაში ჩადევით ცომის პატარა გუნდა და ძირსა და კიდეებზე "მიაგლისეთ" (ცომის სასურველ სისქეს თავისუფლად დაარეგულირებთ. სულ ორი-სამი ფორმის შევსება დაგჭირდებთ დასასპეციალისტებლად). ზედმეტი ცომი კიდეებში ამოვა და გინდათ დანით მოაშორეთ, გინდათ ხელით. დროს კი არც ცომის გაბრტყელებაზე და არც მის მოჭრაზე დახარჯავთ! 


ტოს-კას ტარტალეტკები მეც მიჭამიააა tongue.gif wink.gif


Posted by: tos-ka 29 Jan 2008, 20:49
QUOTE
ტოს-კას ტარტალეტკები მეც მიჭამიააა 


გავიმეოროთ, რა პრობლემაა! თან ახალი გაზის ქურაც მაქვს "დასამუღამებელი" და ერთი მურაბის "ჯავრიც" მჭირს! smile.gif

Posted by: BadbadGirl 29 Jan 2008, 22:18
"ყაყაჩოს ნამცხვარი" (უნგრული ტრადიციული)
გვინდა :
3 კვერცხი
100 გრ მარგარინი
1 ჭიქა რძე
1 ჭ. შაქარი
1ჭ . დაფქვილი ყაყაჩო
1 ჭ . ფქვილი
12 - 10 გრ საცხობი ფქვილი ან სოდა.
ვაინილი, სინამონი
100 გრ ჯემი. (რომელიც გიქყვართ ის.)

მომზადების წესი:
კარგად დარბილებული კარაქის, კვერცხისა და შაქრისაგან მოამზადებთ გოგლიმოგლს. შაქარი კარგად რომ გაიხსნება დაუმატებთ ოდნავ თბილ რძეს და ყაყაჩოს, აურევთ კარგად და დაამატებთ ფქვილს + ვანილს + სინამონს + საცხობ ფქვილს . ამ ყველაფერს კარგად აურევთ და დაასხავთ ჟარუნაზე , საცხობი ქაღალდის ჩადება არ დაგავიწყდეთ. ( ჟარუნის ზომაა: 20სმ - 30 სმ-ზე.)
დუხოვკაში 180 გრადუსზე აცხობთ 40 წუთი, მერე გამორთავთ დუხოვკას და კარებს არ გააღებთ კიდევ 30 წუთი.

დროის გასვლის შემდეგ, გამოიღებთ ფირფიტას, გაჭრით ორ ტოლ ნაწილად. ერთს გადაუსმევთ ჯემს და დააფარებთ მეორე ნაწილს. თავზე მოასხავთ გამდნარ შოკოლადს.
შენიშვნები :
1. საზომი ჭიქა არის 250 მლ.
2. ყაყაჩოს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენეთ იგივე რაოდენობის დაფხვნილი ნიგოზი.

გემრიელად მირთვით.

Posted by: miau 30 Jan 2008, 00:17
BadbadGirl

ყაყაჩოს ვერ ვშოულობ აქ sad.gif ერთი დეგენერატიზმი გააკეთეს - ნარკომანები ყიდულობენ და ხარშავენო და საერთოდ აკრძალეეეს biggrin.gif
არადა, როგორ მიყვარს, რომ იცოდე....
სინამონი რა არის?
ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება შენი ნამცხვარი, მნია... tongue.gif

Posted by: მონიკა 30 Jan 2008, 00:34
miau
QUOTE
სინამონი რა არის?

დარიჩინი
QUOTE
ყაყაჩოს ვერ ვშოულობ აქ

ერთი ორი წლის წინ ბაზრობაზე ვიყიდე მას შემდეგ არც მინახია

Posted by: BadbadGirl 30 Jan 2008, 00:43
miau
ნიგოზით გააკეთე smile.gif
მე კიდევ ნიგვზიანი უფრო მიყვარს, მაგრამ არ მაქვს არავითარი მოწყობილობა რომ კაკალი ან გადავატარო ან დავფქვა.
Monica Bellucci
ამ სუნელებს სულ ვურევ ერთმანეთში smile.gif
აწი შევეცდები დავიმახსოვრო რომ სინამონი დარიჩინია smile.gif
უფ და კიდე ცხობისას შემთხვევით მიხაკი ლამის ჩავყარე , სინამონი მეგონა ერქვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: August 1 Feb 2008, 21:06
6 თებერვალს პოლონეთში Popielec-ია (თავზე ნაცრის დაყრიდანაა ეს სახელი), ანუ დიდი მარხვა დაიწყება. გუშინ კი კათოლიკების ყველიერი დაიწყო და იგი წარმოუდგენელია პონჩიკებისა და ბურბუშელებს გარეშე. ვფიქრობ ამ გემრიელი სასუსნავის შინაური და გამოცდილი რეცეპტები ჩვენც გამოგვადგება ...

პონჩიკები

მასალად დაგვჭირდება: 600 გრ უმ/ხ ფქვილი (tortowa ან krupczatka), 50 გრ საფუარი, 60 გრ კარაქი,100 გრ შაქარი, 6 კვერცხი, 1,5 ჩ.ჭ რძე, მწიკვი მარილი, 1 სირჩა რომი, კონიაკი ან არმანიაკი, 2-3 წვეთი რომის ესენცია, 1ცალი ვანილი, 1 ფორთოხლის ან ლიმნის ცედრა, შაქრის პუდრი, შესაწვავი ზეთი

შიგთავსისათვის: ქლიავის, ალუბლის, გარგარის ან რომელიმე სხვა ჯემი, სურვილის შემთხვევაში დახეხილი ნუში

მოსამზადებელი სამუშაოები: საფუარი დავტეხოთ დავამატოთ 5 - 6 კოვზი ფქვილი, ერთი კოვზი შაქარი, ცოტა მარილიც, დავასხათ 1 ჩ.ჭიქაზე ნაკლები თბილი (!!!) რძე. კარგად მოვურიოთ, გადავაფაროთ ხელსახოცი და ამოსასვლელად დავდგათ თბილ ადგილას ( 30-35°C). ამასობაში გავადნოთ კარაქი და გავაცივოთ. ფორთოხლის/ლიმნის ცედრა საცერზე დავმდუღროთ და წყალი როცა დაიწრიტება ქარალდის ხელსახოცით შევაშროთ. მიქსერში ავთქვიფოთ გოგლი-მოგლი.

საფუარი 15 წუთის შემდეგ მოცულობაში 2-ჯერ მოიმატებს. თასში ჩაყრილ ფქვილში გაკაკეთოთ კრატერი და ეს საფუარი შიგ ჩავასხათ. დავამატოთ გოგლი-მოგლი, დარჩენილი რძე, ალკოჰოლის ნახევარი. მოვაყაროთ ფორთოსლის ან ლიმნის ცედრა, ვანილი, ხის კოვზით კარგად მოვურიოთ. მანამ ვზელთ სანამ თასის კედლებს არ მოსცილდება და ხელზეც აღარ მოგვკრობა. დავამატოთ გამდნარი და გაცივებული კარაქი ისევ მოვზილოთ, მოვამრგვალოთ და დავდგათ თბილ ადგილას.გადავაფაროთ ხელსაწმენდი.

ცომი სანამ ამოვა მოვამზადოთ ჯემი. იგი საკმარისად სქელი უნდა იყოს რადგან მას დარჩენილი ალკოჰოლი უნდა დავამატოთ. ცომი ამოსულია თუ იგი 2-ჯერ მოიმატებს. ვყოფთ ორ ნაწილად. ერთს ისევ ვტოვებთ ხელსახოცგადაფარებულს მეორე კი გადაგვაქვს ოდნავ (!!!) ფქვილმოყრილ დაფაზე და ვაბრტყელებთ 1-1,5 სმ სისქეზე. ჭიქით ვჭრით რგოლებად. რგოლების ნახევარზე შუაგულში ვდებთ საჩურთს (ალკოჰოლიან ჯემს) ზემოდან ვადებთ მეორე რგოლს და სხვა ოდნავ ნაკლები დიამეტრის ჭიქით ისევ ვჭრით რგოლს. ნარჩენებს ისევ ვაგუნდავებთ ვაბრტყელებთ და ვჭრით რგოლებს პირველი, უფრო დიდი ჭიქით... ასე დამზადებულ პონჩიკებს ვათავსებთ ცხიმწასმულ დაფაზე და დავაცლით 10 წუთს რომ ისევ გაიზარდოს.

დიდ, ბრტყელძირიან და ქვაბში ვასხამთ ზეთს დაახლოებით 6 სმ სიმაღლეზე და ძლიერ გავაცხელებთ. ტემპერატურის შესამოწმებლად ჩავაგდოთ ცომის პატარა ნაგლეჯი ... თუ უცებ ამოტივტივდენა და დაიბრაწება ე.ი. ზეთს საკმარისი ტემპერატურა აქვს და ვიწყებთ პონჩიკების ცხობას. ისინი ქვაბში ხალვათად უნდა ცავდოთ, რადგან კიდევ გაიზრდებიან. ცეცხლი დაბალი უნდა იყოს და თან ჩანგლით ვამოწმებთ თუ პონჩიკი დაბლიდან კარგად შეოქროსფერდა მას მეორე გვარდზე გადმოვაბრუნებთ. ყოველი ახლი პარტიის ჩადების წინ ცოტა ზეთი უნდა დავუმატოთ.

მზა პონჩიკები ქაფქირით ამოგვაქვს და ვდებთ ქაღალდის ხელსახოცზე და ზემოდანაც ვაფენთ ქაღალდისავე ხელსახოცს, რათა ზედმეტი ცხიმი არ გაჰყვეს. დავაცადოთ გაგრილება და თბილსავე ვდებთ ლანგარზე და ყოველ ფენას ვაყრით ბლომად შაქრის პუდრს..

ბურბუშელა

მასალად საჭიროა: 350 გრ ფქვილი, 10 გრ დარბილებული კარაქი, 4 კვერცხი, 100 გრ მჟავე სქელი არაჟანი, 1სირჩა (50 მლ) სპირტი/ ან არაყი, 1 ცალი ვანილი, მწიკვი მარილი, ზეთი გამოსაცხობად და საქრის პუდრი მოსაყრელად.

ფქვილი დავკეპოთ კარაქთან ერთად, დავასხათ არაჟანი, ჩავახალოთ კვერცხები, ჩავასხათ სპირტი და ცოტა მარილიც მოვაყაროთ. კატგად მოვზილოთ. მერე 5 -6 წუთი კატგად "ვცემოთ" საბრტყელებელით და 1 საათით შევდგათ მაცივარში.

ცომს მოვაგლიჯოთ პატარ-პატარა ნაწილები (დანარჩენი ისევ მაცივარში რჩება) და გავბრტყელოთ უფქვილო (!!!) დაფაზე 1-2 მმ-ის სისქეზე. დავჭრათ 3 სმ X 10-15 სმ ზოლებად. ყოველ მათგანს შუაში სიგრძეზე ვუკეტებთ 5 -6 სმ ჭრილს, რომელშიც გამოვატარებთ ერთ ბოლოს.

დიდ, ბრტყელძირიან და ქვაბში ვასხამთ ზეთს 3 სმ სიმაღლეზე და ძლიერ გავაცხელებთ. ტემპერატურის შესამოწმებლად ჩავაგდოთ ერთ ბურბუშელას, თუ უცებ ამოტივტივდენა და დაიბრაწება ღია ოქროსფრად ე.ი. ზეთს საკმარისი ტემპერატურა აქვს და ვიწყებთ დანარჩენების ცხობასაც. ცეცხლი დაბალი უნდა იყოს. ბურბუშელებს ვწვათ ორივე მხრიდან დაახლოებით 5 წთ. ქაფქირით და ვდებთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი არ გაჰყვეს. დავაცადოთ გაგრილება და თბილსავე ვდებთ ლანგარზე და ყოველ ფენას ვაყრით ბლომად შაქრის პუდრს.


Posted by: BadbadGirl 3 Feb 2008, 14:52
nanana ძალიან გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი დაწერა სხვა თემაში, ხოდა რომ არ დაიკარგოს ის რეცეპტი თქვენის ნებართვით აქ დავაკოპირებ (ნამცხვრის გაკეთება რომ მინდა ამ თემაში ვიქექები სულ tongue.gif tongue.gif )
150 გრამი შოკოლადი 70% კაკაოს შემცველობით
125 გრამი კარაქი
60 გრამი შაქარი
ვანილი
60 გრამი ფქვილი
6 კვერცხი
2 კვერცხის გული
10 გრამი კაკაოს ფხვნილი

ორთქლზე ვადნობთ კარაქს და შოკოლადს და თანდათანობით ვათქვიფავთ დანარჩენ ინგრედიენტებს. ეს მასა ერთი ღამით შედეთ მაცივარში. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. ეს ნამცხვარი ცხვება სპეციალურ ფორმებში (ლითონის ფირფიტაში არის ჩაღმავება ) რომელიც თბილისშიც იყიდება. ნამცხვარს რომ შეხედავთ მიხვდებით როგორი ფორმა უნდა. გახურებულ ფორმას კარაქი მოუსვით და კაკაოს ფხვნილი მოაყარეთ. შეავსეთ ფორმები ცივი ცომით და 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 9 - 10 წუთით შედეთ. ამ ნამცხვარს ქერქი უცხვება და გული კი არის ცხელი შოკოლადი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა გადმოვიღოთ თეფშზე, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და გვერდი დავუმშვენოთ ვანილის ან ნაღების ნაყინის ბურთით.
უგემრიელესი და უსერიოზულესი დესერტია.

Posted by: Peppi 3 Feb 2008, 22:58
BadbadGirl
საინტერესო რეცეპტია, მაგრამ ფორმის რეცხვა რომ წარმოვიდგინე: არ შეიძლება სპეციალური ქაღAლდის ფორმები ჩავუფინო? თუ ისეთი გემრიელი არარ გამოვა? რას ფიქრობ?

Posted by: BadbadGirl 3 Feb 2008, 23:33
Peppi
ფორმის რეცხვა არ იქნება ძნელი, იმიტომ რომ ნამცხვარი უნდა ამოვარდეს თავისით,, კედელზე თუ მიეკრო, მაშინ გაიხევა და შოკოლადი გარეთ გამოვა.
ქაღალდის ფორმებზე დიდი ალბათობაა რომ ცომი მიეკრობა და ვერ ამოიღებ. სერვირებისას კიდე აუცილებელია რომ ის ლამაზად იდოს თეფშზე (ქაღალდების გარეშე) გარშემო შეგიძლია ალუბლები მიუწყო , ან კიდე ლამაზად დაჭრილიფორთოხალი , ცოტა მოშორებით კი , ნამცვარის მხურვალებამ რომ არ დაადნოს რამოდენიმე კოვზი ნაყინი დადო smile.gif


ხალხო, მაფინების ქაღალდები რომაა, ზუსტად ეგეთივე ვნახე ალუმინის "ქაღალდისაგან" , უფრო სქელია და მყარი. რას ფიქრობთ შეიძლება რამეში გამოვიყენო ?? გინდაც ზემოთ რომ ნამხვარი წერია იმის გამოსაცხბად.

Posted by: Peppi 4 Feb 2008, 00:21
BadbadGirl
გავიგეsmile.gif

მაგ ნამცხვრისთვის გამოდგება თUარა შენ უფრო გეცოდინება, შენ იცი მაგ ნამცხვრის მუღამი.

ისე ტარტალეტკებისთვის შეგიძლია გამოიყენო ან
ფენოვანი ცომისთვის. აი როგორ: გადმოაბრუნე ეს ფორმები და ზემოდან გადააფინე მრგვალად გამოჭრილი ცომები. ცომის დიამეტრი 1,5-ჯერ დიდი მაინც უნდა იყვეს ფორმის ფსკერის დიამეტრზე. ან ოქხკუთხედებად გამოჭერი ცომი და ისე გადააფარე. კუთხეებიანი კალათასავით გამოვა.

გამოყენება: ფურშეტებისთვის შიგ ჩააწყობ სათალი+კიტრი+მაიონეზი, ნებისმიერი სალათი, ხილი+კრემი და ა.შ.

Posted by: BadbadGirl 4 Feb 2008, 00:58
Peppi
QUOTE


მაგ ნამცხვრისთვის გამოდგება თUარა შენ უფრო გეცოდინება, შენ იცი მაგ ნამცხვრის მუღამი.

ის შოკოლადის ნამცხვარი არ გამომიცხვია ჯერ smile.gif ფორმა არ მაქვს ჩაღრმავებული.
მაფინებს ვაცხობ ხოლმე 3-4 პირ ქაღალდში biggrin.gif და ქაღალდს ყოველთვის ეკრობა , ამიტომ ვფიქრობ რომ არ გამოდგება იმ შოკოლადის ნამცხვარისათვის smile.gif
მაგ გემრიელ დესერტს კი კავეებში მივირთმევდი და ინტერესით ვკვდებოდი როგორ ხვდებოდა შუაგულში დამდნარი შოკოლადი biggrin.gif

ხოდა შენი ნაწერიდან გამომდინარე , შევიძენ მაშინ მაგ ალუმინის ფორმებს.
ტარტალეტკების მაინც გამოვაცხობ (ქაღალდის მაფინებში მინდოდა გამოცხობა და არ გავრისკე biggrin.gif )

Posted by: Peppi 4 Feb 2008, 01:21
BadbadGirl
QUOTE
მაფინებს ვაცხობ ხოლმე 3-4 პირ ქაღალდში  და ქაღალდს ყოველთვის ეკრობა

მაფინის მუღამიც ეგ არის უნდა მიეკრას ქაღალდს, მერე სადმე პარკში უნდა დაჯდე შესვენებაზე , სტარბაკსის ყავა იყიდო, მაფინი ერთ ხელში დაიჭირო და მეორეთი ეს ქაღალდი აცალო და თან თითო ლუკმა მოატეხო, არ დაგავიწყდეს - პირდაღებული კიდე გამვლელ-გამომვლელს უნდა ათვალიერებდეsmile.gif
აი როგორ შეიძლება იგრძნო თავი ნამდვილ ამერიკელად wink.gif

Posted by: BadbadGirl 4 Feb 2008, 01:32
Peppi

მაფინების ჭამის სურვილი დამეკარგა biggrin.gif givi.gif

Posted by: Peppi 4 Feb 2008, 12:12
BadbadGirl
QUOTE
მაფინების ჭამის სურვილი დამეკარგა

მარტო შენ არ ხარ მასე smile.gif

მაგრამ, ჩემი შვილი ეს ერთადერთია ნამცხვრებში - რასაც უპრობლემოდ ჭამს

Posted by: nanana 4 Feb 2008, 13:45
Peppi
QUOTE
საინტერესო რეცეპტია, მაგრამ ფორმის რეცხვა რომ წარმოვიდგინე: არ შეიძლება სპეციალური ქაღAლდის ფორმები ჩავუფინო? თუ ისეთი გემრიელი არარ გამოვა? რას ფიქრობ?


ფორმის გარეცხვა არანაირი პრობლემა არ არის. გუშინ ბაზრობაზეც ვნახე ეს ფორმები 45 ლარი ღირდა, ოღონდ ძალიან დიდი იყო. ისე გაჭირვების ჟამს შეიძლება თიხის ან ფაიფურის ჭიქაში გამოცხობაც. ოღონდ გადმოღება აღარ უნდა. ჭიქაშივე უნდა მივირთვათ.

Posted by: Peppi 4 Feb 2008, 13:53
nanana
QUOTE
ეს ფორმები 45 ლარი ღირდა

ნუ ქართული ფასები რომ მაოცებენ, ისე . . . ნუ რა ამბავია ეს აა?

QUOTE
ისე გაჭირვების ჟამს შეიძლება თიხის ან ფაიფურის ჭიქაში გამოცხობაც

რას ქვია გაჭირვების ჟამს, მაგარი პოპულარულია აქ ეგ ფორმები, თან კრემ-ბრულესთვის. თუ კარგი გამოდის მაგაშიც ვცდი.
მოკლედ დღეს გავაკეთებ ცომს და ხვალ გამოვაცხობ სხვადასხვა ფორმაში თან ქაღალდიან-უქაღალდოდ და მერე გეტყვით როგორია შედეგებიsmile.gif
* * *
BadbadGirl
nanana
პატარა დაზუსტება მაინტერესებს რეცეპტში:

QUOTE
6 კვერცხი
2 კვერცხის გული


ეს სწორია?

ისე ძალიან თხელი ცომი გამოდის ხომ?

Posted by: nanana 4 Feb 2008, 14:10

comi Txeli gamodis, oRond musis konsistenciis. SeiZleba odnav meti dro daschirdes gamocxobas. gumels gaachnia. rom amova da da zemodan Secxveba da titis dadebisas mixvdebi rom SigniT ragac sinaze itgznoba - mzadaa.

xoooo qarTuli fasebi magaria. erT funtiami micisTxilis karaqi 13 lari girs da xut funtiani forma 45 lari. ras izav

Posted by: BadbadGirl 4 Feb 2008, 21:37
nanana
რა ამბავია 45 ლარი.
ამ საღამოს ვიყავი ფომრბის საიდლად და მაქსიმუმი ფასი იყო 9 ევრო . 7 ევრო ღირდა ფორმა 6 დიდი ჩაღრმავებით. 9 ღირდა 12 საშუალო ჩაღრმავებით .

Posted by: auau 4 Feb 2008, 22:34
WOMAN IN LOVE
Breaky
მოდი, დედაჩემის საყვარელი ტორტის რეცეპტს დავდებ, თვითონ გაკეთებაც უყვარს და ჩატკბარუნებაც!
ამ ტორტს ოდესღაც მჟავანაძეს უცხობდა თავისი მზარეული და შეარქვეს "მჟავანაძე" biggrin.gif
1. ბისკვიტი
8 კვერცხი
1 ჩ/ჭიქა დაფქვილი და გაცრილი ტკბილი ორცხობილა
1ჩ/ჭიქა ოდნავ მოხალული, თხლად დაჭრილი ან გახეხილი ნიგოზი
1 ჩ/ჭიქა შაქარი
ვანილი, მარილი
გავთქვიფოთ ასეთი თანამიმდევრობით: ცილები + შაქარი + გულები + ვანილი,მარილი + ორცხობილა + ნიგოზი.
ჩავფინოთ ფორმაში ცხიმიანი ქაღალდი და ნელ ცეცხლზე გამოვაცხოთ.
2. ბეზე
4ცილა გავთქვიფოთ ძალიან მაგრად, შევათქვიფოთ 1 ჩ/ჭიქა შაქარი და გამოვაცხოთ იმავე ფორმაში, რაშიც ბისკვიტი.
ცხვება ცხიმიან ქაღალდჩაფენილ ფორმაში ნელ ცეცხლზე სრულ გამოშრობამდე.
3.კრემი
3/4 სგუშჩონკა + 2 ს/კოვზი რძე + 4 გულისა და 1/2ჭიქა შაქრის გოგლიმოგლი + 1 ს/კოვზი ხსნადი ყავა დავდგათ ორთქლზე ან ჭურჭლით მოვათავსოთ მდუღარე წყალში მუდმივი მორევით ნელ ცეცხლზე, ვიდრე არ ამოფუშფუშდება და გავაციოთ.
400 გ კარაქი ავთქვიფოთ და შევათქვიფოთ კვერცხიან - ყავიანი გრილი მასა.
4.აწყობა
ბისკვიტი გავჭრათ ორ ფირფიტად და დავნამოთ ყავის ან შოკოლადის ლიქიორით.
პირველ ფენას ვუსვებთ კრემს, მერე ვადებთ ბეზეს, მერე კრემი, მერე მეირე ფირფიტა და ისევ კრემი.

მორთვა - გარშემო და ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ორცხობილა, ნიგოზი და გახეხილი შოკოლადი, ანდა ბეზეებით მორთოთ. მოკლედ ფანტაზიას გააჩნია!
ზღაპრულად კარგი ტორტია http://smiles2k.net/big_smiles/2/index.html











Posted by: Peppi 5 Feb 2008, 00:20
auau
კარგი რეცეპტი ჩანს ნამეტნავადsmile.gif
და ეს
QUOTE
1 ჩ/ჭიქა დაფქვილი და გაცრილი ტკბილი ორცხობილა

სუხარია თუ პეჩენია? ქართულად ორვე ორცხობილაა მემგონი, ცოტა დავიბენი

Posted by: BadbadGirl 5 Feb 2008, 00:30
auau
შენი ტორტი ძაააააააააააალიან გავს კიევსკი ტორტს smile.gif
ძაააალიან გემრიელი ჩანს და სიამოვნებით გავაკეთებ, მაგრამ ეს ორცხობილა ვერ გავიგე.იგივე პეჩენია??? ტკბილი პეჩენია
??

Posted by: auau 5 Feb 2008, 00:58
BadbadGirl
კიევის ტორტის რამდენიმე რეცეპტი გვაქვს, თუ გაინტერესებს, მიაუს ვეტყვი და არ დაიზარებს!
ეს კი გემოთი სულ არ ჰგავს კიევისას. ძალიან ფუმფულა ბისკვიტი აქვს
Peppi
QUOTE
სუხარია თუ პეჩენია?

სუხარია. ოღონდ დაფქვილი და გაცრილი. დაფქვით ადვილად იფქვება ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით, ე.წ. კატალკით და მერე გაცრი

Posted by: Peppi 5 Feb 2008, 13:08
auau
მადლობთsmile.gif
ეხლა წინა გვერდიდან ვაცხობ ნანანა-ს რეცეპტით, შემდეგი ჩემი მუზა ეგ ნამცხვარიაsmile.gif

Posted by: tos-ka 5 Feb 2008, 13:11
auau
მართლა საინტერესო რეცეპტია (გამოვაცხობ), ოღონდ ჯერ "რიგში" მარციპანის "სამეფო პასტით" მორთული ტორტი დგას! smile.gif

Posted by: miau 5 Feb 2008, 14:32
tos-ka
QUOTE
მართლა საინტერესო რეცეპტია (გამოვაცხობ), ოღონდ ჯერ "რიგში" მარციპანის "სამეფო პასტით" მორთული ტორტი დგას! 


მე და შენ გავაკეთოთ, auau-მ პონჩიკები აცხოს. wink.gif კარგად გამოსდის სამოვარის ჩაის თანხლებით! gigi.gif

Posted by: August 5 Feb 2008, 15:41
auau,
ამ ტორტის ბებიას ხელით ჩაწერილი რეცეპტი მაქვს! მხოლოდ ნიგვზის ტორტი ბეზეთიო აწერია.
80-იან წლრბში მისი "მოდერბიზებული" ვარიანტი იყო მოდაში... "სენატორი" ერქვა.
15 კვერცხზე მზადდებოდა წინა დღით... ზემოდან ბეზეს სოკოები ეწყობოდა და შოკოლადის მინანქრით იწუწებოდა.
უგემრიელესი და ულამაზესი რამეა... რომ გამხსენებოდა გუშინწინ გამოვაცხობდი .. გუშინ ჩემი მეუღლე 60 წლის გახდა.

Posted by: tos-ka 5 Feb 2008, 15:49
miau
QUOTE
მე და შენ გავაკეთოთ,


"მჟავანაძე" თუ ტორტი? ერთდროულადაც შეიძლება, მაგრამ კალორიები, კალორიები . . . smile.gif

Posted by: Peppi 5 Feb 2008, 16:02
August
QUOTE
"სენატორი" ერქვა

ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ჩვეულებრივი ტორტის ბისკვიტით ვიცოდი და გამისინჯავსsmile.gif auau-ს რეცეპტში ბისკვიტი კიდე სხვანაირია.
QUOTE
გუშინ ჩემი მეუღლე 60 წლის გახდა

მიულოცე, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჯანმრთელად და ბედნიერადsmile.gif
* * *
tos-ka
მარციპანის პასტა სად იშოვე?

ეხლა რაღაც მოსართავი ამერიკული ვარიანტებია მოდაში, რაც არც თუ ისე მომწონს, თან რაც მთავარია განსხვავდება მარციპანისგან

Posted by: August 5 Feb 2008, 16:20
Peppi,
მადლობა! გადავცემ.

ბებიას რეცეპტი ზუსტად ეგეთია ნიგვზით და ორცხობილათი.

სენატორი კი მოდერნიზებულია მეთქი მაგიტომ დავწერე...
მე ნიგვზიანი ბისკვიტით ვაცხობდი ( ორცხობილას გარეშე! ) და თან კრემებს შორისაც ვაყრიდი ცოტას მოხალულს და საგოზინაყეს ზომაზე დაჭრილს ... გვერდებს კი ისევ ბეზეს სოკოებით და მოხალული ნიგვზის ლებნებით ვულამაზებდი

Posted by: Peppi 5 Feb 2008, 16:30
August
ხო დედაჩემიც მასე აკეთებს, ოღონდ ძალიან იშვითად, სულ არ ააქვს დრო(:

Posted by: tos-ka 5 Feb 2008, 18:56
Peppi

არსადაც არ მიშოვნია, რეცეპტი მაქვს რამოდენიმენაირი, ისევე, როგორც "სამეფო პასტის". რაც მთავარია, ნუში არ არის პრობლემა. ამოვირჩევ რომელიმეს და გავაკეთებ. საერთოდ, მინდა "დავასურათო" მომზადების პროცესი და "მზა პროდუქცია", თორემ auau რეცეპტების განთავსებას მთხოვს და მე კი "ვიზუალური" მასალის გარეშე არც ერთი რეცეპტი არ მიზიდავს. (ვფიქრობ დიასახლისების უმრავლესობა ასეა). smile.gif
p.s. ვეცდები, დავაჩქარო

Posted by: miau 5 Feb 2008, 19:23
tos-ka
QUOTE
"მჟავანაძე" თუ ტორტი? ერთდროულადაც შეიძლება, მაგრამ კალორიები, კალორიები . . . 


მარციპანის ტორტი smile.gif
მჟვანაძე არ არის საოცრება, ეს კი არ გამისინჯავს. smile.gif

Posted by: Peppi 5 Feb 2008, 19:32
tos-ka
მარციპანის მასის სახლში მომზადება იცი? ყველა რეცეპტშI წერია, რომ მარციპანის მასა იყიდეთ მაღაზიაშიო! და ვერ მივაგენი ვერსად.
გაგვიზიარე რა რეცეპტიsmile.gif

Posted by: auau 5 Feb 2008, 19:44
August
QUOTE
გუშინ ჩემი მეუღლე 60 წლის გახდა.

გილოცავთ 2kiss.gif
tos-ka
კულინარიაში ხომ შემოგიტყუე http://smiles2k.net/aiwan_smiles/index.htmlახლა უკვე იძულებულს გაგხდი, დაყარო შენი რეცეპტები, თორემ ეგოისტს დაგიძახებ http://smiles2k.net/aiwan_smiles/index.html
აბა გაიხსენე, რამდენნაირი ტორტი იცი (მეგრული სამზარეულოს "ბრილიანტებს" - თავის ადგილას ველოდებით, ანუ ხორცისა და რძის პროდუქტების თემებში !) ყველა ტორტი ჩააბულბულე, თორემ მოდერი დაგსჯის თუ ყველაფერს არ გაგვიზიარებ http://smiles2k.net/aiwan_smiles/2/index.html

Posted by: tos-ka 5 Feb 2008, 21:37
auau
QUOTE
ყველა ტორტი ჩააბულბულე, თორემ მოდერი დაგსჯის თუ ყველაფერს არ გაგვიზიარებ


უარზე არ ვარ, ოღონდ თავის "კარტოჩკებთან" ერთად! ხო იცი, "სიტყვას" "საქმე" ჯობია! აი, გავაკეთებთ მიაუ და მე ტორტს და რეცეპტსაც მოგართმევთ და მომზადების წესსაც (ზოგიერთებს გავასინჯებთ კიდევაც) smile.gif
* * *
Peppi
QUOTE
მარციპანის მასის სახლში მომზადება იცი?


კი, ბატონო. აი, ყველაზე იოლი რეცეპტი. მე თავად ჯერ არ გამიკეთებია, მხოლოდ გავსინჯე. გპირდებით რომ გავაკეთებ, ხელმეორედ აუცილებლად დავდებ რეცეპტსაც და მზა მასალასაც.

ნუში - 160გრ (კანგაცლილი, წმინდად დაფქული) მე ვინც გამასინჯა მან ყავის საფქვავში დაფქვა და მერე წმინდა საცერით გაცრა
შაქარი - 230 გრ
წყალი - 60 მლ
შაქარში ჩავამატოთ წყალი და ვადუღოთ, სანამ სქელ სიროფს არ მივიღებთ. შემდეგ ჩავამატოთ ნუში და დავტოვოთ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი. (თან უნდა ვურიოთ) უნდა გადმოვიღოთ ზეთწასმულ ლამბაქზე და შევაგრილოთ. შEმდეგ მარციპანი უნდა გატარდეს ხორცსაკეპ მანქანაში წვრილი ბადით. მივიღებთ ელასტიურ მასას. შენახვა შეიძლება მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში ან შესაფუთი ცელოფნით.

Posted by: Peppi 5 Feb 2008, 23:21
tos-ka
QUOTE
აი, ყველაზე იოლი რეცეპტი

გაიხარეsmile.gif


Posted by: SnowFlakes 23 Feb 2008, 22:55
ხალხნო,მუსი სად შეივიძინო ვინ მეტყვის?
გუდვილის გარდა,იქ არ ვიცი როდის მოვხვდები.
მადლობა : )

ან გაკეთება ხომ არ იცის ვინმემ?
ბეზეს არ ვგულისხმობ.
* * *
ჰმ.....კაკ ეტა სტრანნო : )
არავინ არაფერი იცით მუსის შესახებ?

Posted by: CKNAFA 25 Feb 2008, 05:28
QUOTE (ShadowCat @ 5 Dec 2007, 20:52 )
miau
QUOTE
შემდეგ ცომს ვინახვ და დილითაც ვაცხობ საუზმეზე

აი, ეგ სულ მაინტერესებდა - რამდენად შეიძლება ცომის შენახვა.
დილაობით ცომის გაკეთებისთვის სად მცხელა და სულ საღამოობით ვაკეთებ ხოლმე ბლინებს.
მეორე დღის კიდე ისეთი ვერაა, როგორიც ახალი user.gif

კარგია, აწი გავითვალისწინებ wink.gif

QUOTE
მეცსჰენნაირი ვარ ასჯერ გავაკეთე და არ გამომივიდა , არადა მარცმუნებენ უადვილესიაო

Posted by: Princess 25 Feb 2008, 11:13
კრემისთვის ნაღები (სლივკი)როგორი უნდა ვიყიდო ხომ ვერ მირჩევთ? smile.gif სხვადასხვაპროცენტიანები იყიდება და კრემისთვის რომელი ჯობია არ ვიცი.


რაღაც მომინდა ნამცხვრის გაკეთება, თან ადვილია, გამოცხობაც არ უნდა smile.gif თუ კარგი გამოვიდა რეცეპტს დავდებ.

Posted by: SnowFlakes 25 Feb 2008, 11:13
შოკოლადის გლაზურს როგორ აკეთებთ ?

Posted by: Princess 25 Feb 2008, 11:26
QUOTE
არავინ არაფერი იცით მუსის შესახებ?


აბა ეეს ნახე იქნებ გამოგადგეს


http://forum.ge/?showtopic=33790697&f=&st=0&#entry4334741

Posted by: SnowFlakes 25 Feb 2008, 11:31
Princess

მადლობა! : )

გამომადგება yes.gif



Posted by: BadbadGirl 25 Feb 2008, 12:19
Princess
ნარEბი უნდა იყოს 38-40% იანი და უპრობლემოდ ათქვიფავ.
თუ უფრო ნაკლებ პროცენტიანოა მაშინ დაგჭირდება სპეციალური ფხვნილი რომელიც ამაგრებს ნაღებს.

Posted by: Princess 25 Feb 2008, 13:18
BadbadGirl

მადლობაა smile.gif იმედია იყიდება ასეთი თბილისში, მეგამარკეტში გავივლი დღეს და ვნახავ /:)

Posted by: tos-ka 25 Feb 2008, 17:23
princess
QUOTE
კრემისთვის ნაღები (სლივკი)როგორი უნდა ვიყიდო ხომ ვერ მირჩევთ?


საერთოდ ჯობია ფხვნილი იყიდო, შენთვის საჭირო კონსინსტენციას უკეთესად დაარეგულირებ. ისე, თხევადი ნაღებიც იყიდება - სპეციალურად ასათქვეფი, ნამცხვრებისათვის. თუ ნამცხვარს იშვიათად აცხობ, მაშინ ჯობია ერთჯერადები იყიდო, სხვადასხვა გემოთი იყიდება, 100-150 გრამი. შეარჩევ შენს ნამცხვარს რომელი გემო მოუხდება. სულ იოლი მოსამზადებელია. ოღონდ მასზე მითითებულ რეცეპტურას თუ ოდნავ შეცვლი, კრემი არ წააგებს.
საერთოდ, გირჩევ იყიდო 1 კგ-იანი შეფუთვა. თუ მეხსიერება არ მღალატობს პარკზე DIANA აწერია (თურქულია). შესანიშნავი კრემი გამოდის, თოვლივით თეთრი და მსუბუქი.
მომზადება ძალიან უბრალოა: მასის 100-150 გრამში ჩაასხი ნახევარი ჭიქა რძე (წყალიც) შეიძლება, ან "სგუშონკა" ან ნებისმიერი კომპოტის წვენი, თუ შენს ნამცხვარს რომელიმე არომატი მოუხდება. მიქსერით გათქვიფე. მიიღებ ძალიან სქელ კრემის მასას, რომელიც სურვილისამებრ შეგიძლია "გაათხელო". კარგია, თუ ჟელეს დაუმატებ. მომზადებული კრემი სულ 20-30 წუთით შედგი მაცივარში.
სამწუხაროდ სურათებს ვერ ვაგზავნი რატომღაც, თორემ ვიზუალურად გაჩვენებდი როგორი კრემი გამოდის. აუაუ-მ მთხოვა და "დავასურათე" მაგრამ sad.gif

* * *
QUOTE
შოკოლადის გლაზურს როგორ აკეთებთ ?


შეიძლება თავად შოკოლადისგან გააკეთო. შავი ან რძიანი შოკოლადი (დანამატების გარეშე) დატეხე, მოათავსე ემალირებულ ჯამში და ორთქლზე შემოდგი. შეგიძლია ერთი ჩაის კოვზი რძეც ჩაუმატო. რომ დადნება (არ ადუღო) გადმოდგი, ოდნავ შეაგრილე და შეგიძლია გამოიყენო.

ან მეორენაირად - ნახევარი თლილი ჭიქა შაქარი (ჯობია წმინდა, ან პუდრა)+2 სადილის კოვზი კაკაო(შეიძლება მეტიც, თუ მუქი გლაზური გინდა)+50გრამამდე კარაქი+ვანილი აურიე. შემდეგ უნდა ჩაუმატო რძე (ან წყალი) მაქსიმუმ 3 დესერტის კოვზი (ჯობია პორციებად ამატო, რადგან თუ თხელი მასა გამოგივიდა, გლაზური დაგეწუწება). უნდა მიიღო "ზარმაცი" მასა (ანუ, როცა მოურევ უცბად არ უნდა დაიშალოს, ძნელად უნდა მოგყვეს), შედგი დაბალ ცეცხლზე და გააცხელე. ცეცხლზე იმდენი ხანი უნდა გედგეს, რომ მთელი მასა კარგად გაცხელდეს და ძალიან ნუ ადუღებ, შეიძლება ჩაშაქრდეს. მიიღებ არაჟანზე ოდნავ თხელ მასას. უცბად ნუ წაუსმევ ნამცხვარს, სულ ოდნავ შეაგრილე.

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Feb 2008, 17:57
tos-ka
ეს
QUOTE
1 კგ-იანი შეფუთვა

სად იყიდება? user.gif
და
QUOTE
ჟელეს

წინასწარ დალბობა უნდა, ხომ? ჟელეიანი როგორი გამოდის ისე?

Posted by: auau 25 Feb 2008, 19:50
Princess
QUOTE
მეგამარკეტში გავივლი დღეს და ვნახავ /:)

ბაზრობაზე ვყიდულობ მე .აწერია - ზაგუსტიტელ დლია სლივოკ
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეს

QUOTE
1 კგ-იანი შეფუთვა


სად იყიდება? 

ბაზრობაზე იყიდება, ეზოში რომ სავაჭროებია, იქ ვყიდულობ ხოლმე. ორნაირია - ერთი დიანაა და მეორე სხვანაირია, ქეთინო გაიხსენებს და დაწერს. მე ის მეორე უფრო მომწონს, შაქრის დამატება არც უნდა. მოკლედ, გამყიდველებმა იციან. სლივკის ფხვნილი რომ ჰკითხო, მოგართმევენ.

ჟელეთი გააკეთე ასე: 1 ჭიქა ნაღების ფხვნილი გათქვიფე რძეში ან წყალში.შეათქვიფე შაქრის პუდრა ისე,რომ ნაღების მასა უფრო ტკბილი უნდა იყოს, ვიდრე ეს კრემისთვის გინდა.
1 სავსე სუფრის კოვზი ჟელატინი 1/2 ჭიქა წყალში დაალბე 1 საათით,
მერე დადგი ნელ ცეცხლზე, რომ დადნეს (არ უნდა ადუღება), ეს დამდნარი მასა ჩაასხი ნაღებში და გათქვიფე კიდევ ცოტა ხანს. მერე შედგი მაცივარში და შეაგრილე, რომ გამაგრდეს მოსართავად. მიაუს აქვს რაღაც კომბინაციები - ხან ათქვეფილ კარაქს უმატებს, ხან სგუშჩონკას და რა ვიცი... მოკლედ თვითონ დაწერს.
tos_ka -მ ტორტო გააკეთა გუშინ - გული გამიჩერდა ისეთი ლამაზი იყო, მაგრამ სურათს ვერ ვდებო.






Posted by: CKNAFA 25 Feb 2008, 22:51
QUOTE (Peppi @ 5 Feb 2008, 19:32 )
tos-ka
მარციპანის მასის სახლში მომზადება იცი? ყველა რეცეპტშI წერია, რომ მარციპანის მასა იყიდეთ მაღაზიაშიო! და ვერ მივაგენი ვერსად.
გაგვიზიარე რა რეცეპტიsmile.gif

ეგ მეც მაინტერესებს და თბილისშითუ იყიდება?

Posted by: auau 26 Feb 2008, 11:04
გთავაზობთ ძალიან კარგი ქადის რეცეპტს.
ცომი - 2 ჩ/ჭიქა თბილ რძეში ჩავყაროთ 2 ს?კოვზი საფუარი და 1 ჩ/კოვზი შაქარი. დავდგათ თბილ ადგილზე. როცა ქაფივით გაიჩენს თავზე და საფუარი გაიხსნება თავისით, ავურიოთ ასეთი ნათქვეფი მასა: 2-3 კვერცხი + 10 ს/კოვზი შაქარი + ვანილი+ 1/2 ჩ/კოვზი მარილი, სურვილისამებრ - დაფქვილი ილი, მუსკატი და დანის წვერზე კოჭა (იმბირი). ნელ-ნელა შევაზილოთ ფქვილი ჯერ ხის კოვზით, ვიდრე სქელი არაჟნის კონსისტენციის არ გახდება, მერე დავადნოთ კარაქი ან მარგარინი და 8 ს/კოვზი თბილი სახით (და არა ადუღებული) შევაზილოთ ფქვილთან ერთად ისე, რომ ნაზი ცომი მოიზილოს. მოვაყაროთ ფქვილი და ტილოგადაფარებული დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. ერთხელ ან ორჯერ ჩავზილოთ და მერე მზად არის გამოსაცხობად. ძალიან დიდი დრო არ სჭირდება, თუ გამათბობელთან ახლოს იქნება.
შიგთავსი - ტაფაზე დავადნოთ 300 გ კარაქი ან სოფლის ერბო. დავაყაროთ იმდენი ფქვილი, რომ საშუალოდ ფხვიერი მასა გამოვიდეს. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ შაქარი გემოვნებით, ვანილი და ცოტა მარილი.

ცხვება საშუალო ან საშუალოზე ცოტა მარალ ცეცხლზე, როგორც ხაჭაპური და პასკა

შეგიძლიათ გამოაცხოთ რულეტივით, შეგიძლიათ ხაჭაპურივით (ყარაბაღული ვარიანტი). ცომი ქარალდივით არ გააბრტყელოთ, თორემ გულს ვერ დაიჭერს. ძალიან უხდება ასეთ შიგთავსს ნუში. 6-7 ცალი მწარე ნუში ოდნავ მოხალეთ, რომ შეძლებისდაგვარად გაძვრეს კანი, დაფქვით და ქადის გულს შეურიეთ.

ასეთ ცომში შეგიძლიათ ნიგვზის და თხილის,კურაგის რულეტების გაკეთებაც.

როცა გამოსაცხობად დააწყობთ, ზემოდან კვერცხის გული წაუსვით და ღუმლიდან გამოღების შემდეგ, ცხელსვე წაუსვით ფუნჯით თხლად სეროფი.

Posted by: tos-ka 26 Feb 2008, 11:09
გუშინ მიაუ-სგან კონსულტაცია მივიღე, მაგრამ სურათს მაინც ვერ ვდებ. ახლა სკაიპით გავუგზავნი, თვითონ დადოს, მე რეცეპტებს მოგაწვდით smile.gif

Posted by: Princess 26 Feb 2008, 13:15
tos-ka
auau
ძალიან დიდი მადლობა smile.gif თუ კარგი გამომივა სურატს გადავუღებ და დავდებ smile.gif))) ჯერ არ გამიკეთებია სლივკით ნამცხვარი, არც ისე ვარ დიდი პროფესიონალი baby.gif biggrin.gif მაგრამ თქვენ ისეთ რამეებს წერთ რომ მომინდა მეც რამე ვისწავლო smile.gif


tos-ka
სურატს ველოდები!!!!! 2kiss.gif

Posted by: CKNAFA 27 Feb 2008, 00:17
სასწაული მოხდა შუები გამომივიდა , (ასჯერ მაინც მქონდა გაკეთებული და შედეგად ,მხოლოდ პეჩენიებს ვიღებდი)

AUGUST _ის რეცეპტით გამოვიდა და თან როგორიიიიიიიიიიიიიიიი

AUGUST შენ ჯადოქარი ხარ , მადლობთ

Posted by: tos-ka 27 Feb 2008, 13:09
პროფესიონალი არც მე ვარ, უფრო მოყვარული.


Posted by: tos-ka 27 Feb 2008, 14:08
ტორტი ვარდებით
ბისკვიტი ჩვეულებრივი ცხვება(1კვერცხი+1ს/კ შაქარი+1ს/კ ფქვილი+სოდა/ძმარი+ვანილი), ამ ტორტისთვის ორი ცალი 15 კვერცხიანი ბისკვიტი დამჭირდა.
კრემი მიაუს - რჩევით შევიძინე. კრემის ფხვნილი (DIANA), თურქულია, 1 კგ-იანი შეფუთვით. ცოტა "ვიჯადოქრე" და აი, შედეგიც:

Posted by: tos-ka 27 Feb 2008, 14:45
ამ კრემის მომზადების წესი ზემოთ დავდე, სადღაც, მაგრამ თუ რამე დაგაინტერესებთ, შემეხმიანეთ

Posted by: Breaky 27 Feb 2008, 15:07
tos-ka

ვაიმე ამ ტორტს დანა როგორ უნდა დაადო (უფრო სწორედ, დაადეთ უკვე)????? biggrin.gif

აუაუ მომიყვა შენი ჯადოქრობების შესახებ, იმისთანა აღფრთოვანებული იყო, ახლა ვხედავ კიდეც, რატომ biggrin.gif
ის ბროწეულების სამაჯურებიც ვნახე იქეთ თემაში up.gif

Posted by: n_j 27 Feb 2008, 15:08
tos-ka
QUOTE
კრემი მიაუს - რჩევით შევიძინე. კრემის ფხვნილი (DIANA), თურქულია, 1 კგ-იანი შეფუთვით

ეს 1 კგ სულ დასჭირდა ალბათ ხო?რა ღირს ეგ ფხვნილი?

ძალიან ლამაზი ტორტია(დარწმუნებული ვარ გემრიელიც) ეს ვარდები მზა იყიდე თუ თვითონ გააკეთE,თუ კი როგორ?ანუ რაზე დაახვიე რომ მერე დაგესვა ასე კოხტად, ბეზეა თუ კრემის?ეს ფერები როგორ მიიღე?საღებავით თუ რამე ნატურალურით?და რაღაც ბრჭყვიალები რომ აყრია ეგ სად შევიზინო?

რამდენი შეკითხვა დავსვი....

Posted by: Princess 27 Feb 2008, 15:09
tos-ka

და შენ ამბობ რომ მოყვარული ხარ? smile.gif ძალიან ლამაზია და დაწმუნებული ვარ გემრიელიც იქნება smile.gif ყოჩაღ!!!!

Posted by: tos-ka 27 Feb 2008, 15:24
BREAKY
დავჭერით, რა თქმა უნდა . . . ოღონდ იუბილარმა ცოტა გადამალა და ექსკლუზიურად მიირთმევს smile.gif

n_j
არა, ამ ტორტზე და კიდევ ტარტალეტკების ერთ პორციაზე (სულ 30 ცალამდე გამოდის) დაახლოებით 400 გრამი ფხვნილი დამჭირდა.
ვარდებიც ჩემი გაკეთებულია და ამ კრემისგან. ფერები ჩვეულებრივია, "ვაგზლის ბაზრობაზე" საკონდიტრო განყოფილება რომ არის, იქ იყიდება. სხვათაშორის ეს "ბრჭყვიალებიც". ფერები ადრინდელი ნაყიდი მაქვს და ფასი შეიძლება ზუსტად ვერ გითხრათ, სადღაც 3-4 ლარი ეღირება, სამაგიეროდ მე უკვე 3 წელია ვიყენებ ერთ კოლოფს. "ბრჭყვიალების" ერთი პაკეტი 50 თეთრი ღირს.
აი, ბეზე ჩემი სისუსტეა. ვერაფრით ვერ გამოვაცხვე ხრაშუნა, მთლიანად რომ გამოშრეს. ამ ტორტს შიგნით ბეზეს ფენაც ქონდა, მაგრამ რბილი იყო, თუმცა "დეგუსტატორებს" არ დაუწუნიათ, გემრიელად მიირთვეს.

ნამდვილად მოყვარული ვარ. ეს ოსტატის ნახელავი არ არის, თუმცა შექებისთვის მადლობა.

პ.ს. ვარდების გაკეთება ძნელი არ არის, ოღონდ ერთხელ მაინც უნდა ნახო, როგორ კეთდება. მიაუ-მ და მე მოვილაპარაკეთ, რომ ჩიტის რძეს გავაკეთებთ, ნამდვილს, ბისკვიტის გარეშე. მაშინ ვარდების დასმაც უნდა ვასწავლო. ყველაფერს ჩაგიკარტოჩკებთ და ახსნა-განმარტებით მოგართმევთ.

Posted by: auau 27 Feb 2008, 15:56
დღეს ვიყავით ბაზრობაზე რომ ფორუმის აქტივისტებისათვის დაგვეზუსტებინა ზოგიერთი "მისამართი"

ნაღების ფხვნილი ბ ი ზ დ ი ნ ი ღირს 7და 50. ეზოში N105 სავაჭროა. ორჯონიკიძეზე გასასვლელი კიბიდან N5 არის და მუშაობენ დები, ელისო და ეთერი. მაგათ აქვთ ყველაფერი - ფერებიც, სლივკებიც, მოსართავებიც. მიაუმ ტელეფონიც გამოართვა და რომ მოვა დადებს.

Posted by: miau 27 Feb 2008, 17:20
QUOTE
ნაღების ფხვნილი ბ ი ზ დ ი ნ ი ღირს 7და 50. ეზოში N105 სავაჭროა. ორჯონიკიძეზე გასასვლელი კიბიდან N5 არის და მუშაობენ დები, ელისო და ეთერი. მაგათ აქვთ ყველაფერი - ფერებიც, სლივკებიც, მოსართავებიც. მიაუმ ტელეფონიც გამოართვა და რომ მოვა დადებს.


ტელეფონიც - 895604968

smile.gif


Posted by: Solveig 27 Feb 2008, 17:48
QUOTE
ბისკვიტი ჩვეულებრივი ცხვება(1კვერცხი+1ს/კ შაქარი+1ს/კ ფქვილი+სოდა/ძმარი+ვანილი),


უი, მე სოდა და ძმარი ბისკვიტში არასდროს გამომიყენებია...

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Feb 2008, 17:58
tos-ka
QUOTE
ამ ტორტზე და კიდევ ტარტალეტკების ერთ პორციაზე (სულ 30 ცალამდე გამოდის) დაახლოებით 400 გრამი ფხვნილი დამჭირდა.

ე.ი. ეგ 1 კგ.იანი შეფუთვა 3 ტორტს ეყოფა smile.gif უნდა ვცადო აუცილებლად. მაგის კრემი ტირამისუშიც ხომ წავა?

Posted by: miau 27 Feb 2008, 19:05
WOMAN IN LOVE
QUOTE
ე.ი. ეგ 1 კგ.იანი შეფუთვა 3 ტორტს ეყოფა  უნდა ვცადო აუცილებლად. მაგის კრემი ტირამისუშიც ხომ წავა?



ამის წინებზე შუ გამოვაცხე და კრემად გავუკეთე ნამდვილი ნაღები (მაღაზიაში რომ იყიდება მაღალ %-იანი ცხიმის შემცველობით), შემდეგ დავუმატე ზაკრეპიტელი (ნაღების, არაჟნის...) და შაქრის პუდრა და ასეთი კრემი არ არსებობს! smile.gif

ფხვნილის ვარიანტი მთლა ისეთი არ არის, მაგრამ ძალიან გავს ნამდვილი ნაღების კრემს. smile.gif
ასე რომ წავა ტირამისუშიც. smile.gif
QUOTE
ბისკვიტი ჩვეულებრივი ცხვება(1კვერცხი+1ს/კ შაქარი+1ს/კ ფქვილი+სოდა/ძმარი+ვანილი),

სოდას არა, მაგრამ ე.წ. backpulver -ს 1 ჩ/კ ერთ 12 კვერცხიან ბისკვიტზე, უკეთებს ჩემი რძალი და კარგი გამოდის. smile.gif

მე უმაგისოდ ვაკეთებ და მაინც ნორმალურია, რა ვიცი, ვისაც როგორ ეხერხება ისე უნდა გააკეთოს. smile.gif

Posted by: n_j 27 Feb 2008, 19:11
QUOTE
პ.ს. ვარდების გაკეთება ძნელი არ არის, ოღონდ ერთხელ მაინც უნდა ნახო, როგორ კეთდება. მიაუ-მ და მე მოვილაპარაკეთ, რომ ჩიტის რძეს გავაკეთებთ, ნამდვილს, ბისკვიტის გარეშე. მაშინ ვარდების დასმაც უნდა ვასწავლო. ყველაფერს ჩაგიკარტოჩკებთ და ახსნა-განმარტებით მოგართმევთ.

მაგას თუ იზამ, გადასარევი იქნება, ბევრ ფორუმელ კულინარს მოიმადლიერებთ, აბა ველოდებით მასტერ-კლასებს

Posted by: miau 27 Feb 2008, 19:29
QUOTE
პ.ს. ვარდების გაკეთება ძნელი არ არის, ოღონდ ერთხელ მაინც უნდა ნახო, როგორ კეთდება. მიაუ-მ და მე მოვილაპარაკეთ, რომ ჩიტის რძეს გავაკეთებთ, ნამდვილს, ბისკვიტის გარეშე. მაშინ ვარდების დასმაც უნდა ვასწავლო. ყველაფერს ჩაგიკარტოჩკებთ და ახსნა-განმარტებით მოგართმევთ.


ტოსკა მაას!
რიგითი მიაუ მზად არის სამსახურისთვის!!

ფოტოები მართლა კარგი ვარიანტია smile.gif

Posted by: Armonida 27 Feb 2008, 20:15
tos-ka
მაგარი ლამაზია. დიდი სიამოვნებით "გავსიკნიდი" მაგ ტორტს biggrin.gif

Posted by: მონიკა 27 Feb 2008, 20:30
miau
QUOTE
ფხვნილის ვარიანტი მთლა ისეთი არ არის, მაგრამ ძალიან გავს ნამდვილი ნაღების კრემს.

yes.gif
ნაღების კრემს გემოთი ნამდვილად ვერ შეედრება, მაგრამ ფხვნილის კერემიც გემრიელია, მგონი ნაკლებკალორიული უნდა იყოს.

Posted by: miau 27 Feb 2008, 23:10
Monica Bellucci
QUOTE
მგონი ნაკლებკალორიული უნდა იყოს.


ნამდვილად ასეა smile.gif

Posted by: nanana 27 Feb 2008, 23:18
tos-ka

ვაიმე ბავშვობა გამახსენდა ამ ტორტზე. ჩემს სახლთან, კაფე "ნარგიზში" იყიდებოდა ეგეთი ტორტები smile.gif

Posted by: tos-ka 28 Feb 2008, 10:14
WOMAN IN LOVE
ეს უშველებელი ტორტი იყო, დღემდე ვერ მოვერიეთ smile.gif წესით, ეგ შეფუთვა 40-50 სმ დიამეტრის მქონე ტორტზე (20-25 კაცზე ანგარიშობენ) 5-ჯერაც გეყოფა.

Monika Bellucci
გემო მომზადებაზეა დამოკიდებული. შეურიე ცოტა ნაღები და . . .

ბისკვიტი საერთოდ "ძაან კაპრიზნი" ვინმეა . . . სოდა/ძმარის გარეშეც გამომიცხვია, მაგრამ მე ასე უფრო ფორებიანი და ფაფუკი გამომდის.

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Feb 2008, 15:36
ნამდვილი, დაშაქრული ვარდებითაც შეიძლება თურმე ტორტის გაფორმება
http://www.surbitonart.co.uk/acatalog/Real_Roses.html

Posted by: n_j 29 Feb 2008, 15:53
QUOTE
ნამდვილი, დაშაქრული ვარდებითაც შეიძლება თურმე ტორტის გაფორმება

ძალიან საინტერესო და ლამაზია მაფრამ სხლის პირობებსი როგორ უნდა დავშაქროთ

Posted by: n_j 29 Feb 2008, 18:47
წითელი ხილის შარლოტი

პეჩენიები როგორც სურათზეა იყიდება სუპერმარკეტებში
400გ მარწყვი
150 გ ჟოლო
300 გ Nაღები
150 გ შაქარი
15 გ ჟელატინი 1 ლიმონი

დეკორი
მარწყვი ყუნწიანი ჟოლო წითელი მოცხარი შაქრის პუდრა, სეიზლება პიტნის ნედლი ფოთოლიც


ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში გარეცხილ დაწურული მარწყვი და ჟოლო ავთქვიფოთ მიქსერით(ღრმა ჯამში თორემ აქეთ-იქით გაასხავს)დავამატოთ 2 ს.კ. ლიმნის წვენი ეს ხილის პიურე გავატაროთ საცერში

შაქარი ჩავყაროთ ქვაბში დავამატოთცოტა ლიმნის წვენი 2 ს.კ. წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე და ნელ ცეცხლზე დავტოვოთ სიროფის მიღებამდე გადმოვდგათ და დავამატოთ გაწურული ჟელატინი კარგათ ავურიოთ სემდეგ ჩავასხათ ხილის პიურე, ავურიოთ.

ნაღებით გავაკეთოთ სქელი კრემი, ჯამს რომ გადმოაბრუნებ არ უნდა სრიალებდეს კრემი და დელიკატურად შევურიოთ ზემოხსენებულ მასას.

შესაბამის ფორმაში ნაპირებზე შემოვაწყოთ პეჩენიები შიგ ჩავასხათ ეს მასა, კარგი იქნება თუ ამ მასას შიგადაშიგ შევურევთ ხილის ნაჭრებს, თუ პეჩენიები შემოგვრჩა შეგვიძლია თავზე შემოვაწყოთ. მინიმუმ 12 საათი სევდოთ მაცივარში

სუფრაზე მიტანის წინგადმოვიღოთ შარლოტი ბრტყელ თეფშზე მოვრთოთ ზემოდან ხილით და პუდრა მოვაყაროთ.კარგი იქნება თუ ცოტა პიურეს შემოვინახავთ და სუფრაზე მივიტანთ შარლოტთან ერთად რათა მოჭრილ ნაჭერს მოვასხათ ზემოდან რამდენიმე კოვზი.

თუ შარლოტი არ გადმოდის ფორმიდან სეგვიძლია რანდენიმე წამით ჩავდოთ ფორმა ცხელ წყალში შემდეგ ფორმას თავზე თეფში დავადოთ და სწრაფად გადმოვაბრუნოთ, ქვედა მხარე, ძირი უნდა იყოს ზემოთ


რამდენიმე სურათის დადება ერთად არ ვიცი ამიტომ ცლ-ცალკე დავდებ

Posted by: n_j 29 Feb 2008, 18:54
ეს მზა შარლოტი როგორიც რეცეპტთან ეხატა

Posted by: n_j 29 Feb 2008, 19:02
ეს კიდე ჩემი გაკეთებულია, იმ სურათისგან განსხვავდება მაგრამ თავისებური ხიბლი აქვს smile.gif ზაფხულში კარგია საჭმელად მსუბუქი და სასიამოვნო, თანაც გემრიელი

Posted by: tos-ka 1 Mar 2008, 11:58
მშვენიერი შარლოტკაა! და აუცილებელიც არ არის ორიგინალს ჰგავდეს. ყველა მზარეულს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. მე მომეწონა, გემრიელიც იქნებოდა, ეტყობა.

Posted by: nanana 1 Mar 2008, 21:12
შოკოლადის ტორტი გაჟღენთილი გრანდ მარნიეს და ყავის სიროფით, კარამელის, ნაღების და ნუთელას კრემით ....

ბიკსვიტი - 15 კვერცხი +15ს/კ შაქარი + 15 ს/კ ფქვილი.
1/2 ქილა ნუთელა + ცოტა რძე
1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
შოკოლადის კრემი - 5 კვერცხის გული + 200 გრ შაქარი + 500 მლ რძე + 1 ფილა შოკოლადი + ვანილი. გაგრილებულ მოხარშულ კრემს + 250 გრამი კარაქი( მინ 80% ცხიმანობით)
ნაღების კრემი - 300 გრ გაცივებული ნაღები ( მინ 36% ) + ვანილი + შაქარი

სიროფი - 150 გრამი გრანდ მარნიე + ესპრესო ან ხსნადი ყავა 2 სუფრის კოვზი + შაქარი 2 სუფრის კოვზი + ანადუღარი წყალი 500 მლ.

ბისკვიტი იჭრება სამ ფენად და ინამება უხვად. თანამიმდევრობა: ბისკვიტი + შედედებული რძე+ შოკოლადის კრემი+ ბისკვიტი + ნუთელა + ნაღების კრემი+ ბისკვიტი + შოკოლადის კრემი.

აი ესეთი პრიმიტიულია ეს ტორტი! wink.gif

Posted by: auau 1 Mar 2008, 23:16
WOMAN IN LOVE
QUOTE
ნამდვილი, დაშაქრული ვარდებითაც შეიძლება თურმე ტორტის გაფორმება

იებითაც მინახავს და კიდევ კალენდულებს შაქრავენ.

Posted by: Solveig 3 Mar 2008, 20:14
tos-ka
QUOTE
სოდა/ძმარის გარეშეც გამომიცხვია, მაგრამ მე ასე უფრო ფორებიანი და ფაფუკი გამომდის.

არადა მე პირიქით biggrin.gif

ისე, გამზადებული რაღაცებით (ფირფიტები, კრემის ან ნაღების ფხვნილი, ბისკვიტი და ა. შ.) გაკეთება უფრო იოლია, მაგრამ მე უფრო მირჩევნიაქ, ყველაფერს ჩემით რომ ვაკეთებ..თუმცა უფრო საწვალებელია biggrin.gif მაგრამ ზოგჯერ გამზადებულის გამოყენებას ვერ აარიდებ კაცი თავს მაინც...


Posted by: მონიკა 3 Mar 2008, 21:40
Solveig
QUOTE
ისე, გამზადებული რაღაცებით (ფირფიტები, კრემის ან ნაღების ფხვნილი, ბისკვიტი და ა. შ.) გაკეთება უფრო იოლია, მაგრამ მე უფრო მირჩევნიაქ, ყველაფერს ჩემით რომ ვაკეთებ..თუმცა უფრო საწვალებელია

ნატურალური ნაღების კრემის გაკეთება სულაც არაა საწვალებელი, მაგრამ როგორც ჩანს ფხვნილის კრემი გაცილებით იაფია.

Posted by: nanana 4 Mar 2008, 13:21
QUOTE
როგორც ჩანს ფხვნილის კრემი გაცილებით იაფია.


მაგრამ გემოთი ახლოსაც ვერ მივა ნატურალურთან yes.gif

Posted by: miau 4 Mar 2008, 23:28
მონიკა
QUOTE
ნატურალური ნაღების კრემის გაკეთება სულაც არაა საწვალებელი, მაგრამ როგორც ჩანს ფხვნილის კრემი გაცილებით იაფია.


ასე განსაჯე - ჩვენს სუპემარკეტში ნაღები ღირს 16 ლარი (ის ნორმა, რასაც ჩემი ოჯახი იმყოფინებს biggrin.gif ), ხოლო ფხვნილისა, სადღაც 3 ლარი ჯდება. smile.gif
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ნატურალური ნაღების კრემთან ფხვნილის კრემი ახლოს ვერ მოვა, მაგრამ Финансы играют романсы.
smile.gif

ახლა ახალი კრემის რეცეპტი, რომელიც გამოვცადე და ძალიან კარგია.
მასალა:
500 გ. რძე
1 პაკეტი ვანილიანი პუდინგის ფხვნილი
2 კვერცხის გული
ვანილი
80 გ. თაფლი
1 ს/კ შაქარი
250 გ. კარაქი


ცოტა რძეში ვხსნით პუდინგის ფხვნილს, დანარჩენ რძეს დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დაბალ ცეცხლზე ვხარშავთ, ვადუღებთ 2 წუთი, მერე ვუმატებთ რძეში გახსნილ პუდინგის ფხვნილს და რამოდენიმე წამი ვადუღებთ.

ვაციებთ

ვთქვეფავთ კარაქს და ვამატებთ კარგად გაციებულ კრემს.

ამით გავაკეთე ასეთი რაღაც:

ბისკვიტის პეჩენია ფენა-ფენა ჩავაწყვე ხილის ვაზაში ხილთან და ამ კრემთან ერთად, თანდათანობით ვნამავდი ბისკვიტებს ლიქიორით. (ჩინური ტორტივით გამოვიდა).
რა ვიცი, მთელი შეიჭამა, მგონი გემრიელი გამოვიდა. smile.gif


Posted by: auau 5 Mar 2008, 16:33
ვისაც ტორტების ორიგინალური გაფორმება გაღელვებთ, ნახეთ:
http://www.mazpek.ru/arh/list-13.html
ან ეს
http://fotoplenka.ru/users/mazpek/15129/

Posted by: BAUSHKE_ 11 Mar 2008, 02:55
მაკარონები... ოღონდ იტალიური არა, ფრანგული.
love.gif

Posted by: gabarzgaleba 11 Mar 2008, 03:24
BAUSHKE_
QUOTE
ღმერთო ჩემო, აკი ფრანციცული არ ვიციო?


გითხარი მე შენ, ვიცი იმდენი ფრანციცული, რამდენიც მჭირდება, 1. რათა წავიკითხო ღვინის ეტიკეტი. 2. აპოლინერის, შარის ან პრევერის რომელიმე საყვარელ ლექსში გავერკვე 3. შევიგინო 4. გამოვხატო აღფრთოვანება, გაკვირვება და ა.შ. (შენ ეხა მეტყვი, მეტი კიარაფერია ფრანციცულიო biggrin.gif, მე კი გიპასუხებ, არამცდაარამც, ფრანციცული მეტია, მაგალითად, რო გავიპო ვერაფერს გავაგებინებ ფრანგ ოფიციანტს (ოფიციანტკასტან კიდე რაღაცა გამომივა)).

Posted by: Nomak 6 Apr 2008, 18:05
თემაში არავინ არ დამეხმარა, მაგრამ ბევრი წვალების შემდეგ მაინც რაღაცა გავაკეთე =) სურათზე ჩანს რომ ცოტათი დამეწვა... სულ რაღაც 10 წამით გავედი კარაქის ასაღებად და დაიწვა ეგრევე... მაგრამ ცოტა სიმწარე ძალიან მოუხდა კრემს, ესიამოვნა ჩემს ენას =P
user posted image

user posted image



უსათაურო / კლასიკური კრემი რძსიგან.

დაგვჭირდება:
2 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
1ლიტრი რძე (რაც უფრო ცხმიანი უკეთესი)
200გ კარაქი (რაც უფრო ცხმიანი უკეთესი)
ვანილი

მომზადების წესი:
1. ვურებთ 2 ჭიქა შაქარს 1 ჭიქა ხორბლის ფქვილში
2. ვამატებთ 1 ჭიქა რძეს (1)-ში, ვურევთ ისე რომ ბურთულები არ დაგვრჩეს და რძე მთლიანად გაიხსნას.
3. ვდგავთ დარჩენილ რძეს ცეცხლზე, ვადუღებთ.
4. ადუღებულ რძეს ვამატებთ (2)-ში ვურევთ და ვაბრუნებთ პატარა ცეცლხზე ადუღებამდე, აუცილებელია გაუჩერებლად მორევა თორე ეგრევე დაიწყვება.
5. ეს მასა რომ ადუღდება 90 წამი დააცადეთ დუღილი, 200გ კარაქი და ვანილი დაამატეთ, 90 წამი ისევ ადუღეთ და კარგათ მოურიეთ ყველაფერი.
6. ადუღების მერე, 3 წუთი დუღილის შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ =)

მე ლიმონი და ცოთა ლიქიორი დავუმატე, მე მომეწონა =)

და კიდე, არ ვიცი ეს კრემი რას მოუხდება, მე ცარიელად ვჭამე ^_^

Posted by: miau 6 Apr 2008, 18:44
ჩვეულებრივი მოხარშული კრემი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მოხარშული კრემების დიდი მოყვარული არა ვარ, მომწონს. smile.gif

1 ჭიქა ფქვილი
2 ჭიქა შაქარი
3 ჭიქა რძე

უნდა კარგად ათქვიფო რომ გაიშალოს და წამოადუღო დაბალ ცეცხლზე, სანამ კარგად არ შესქელდება და ღომივით თუხთუხხ არ დაიწყებს, თან ვურიოთ კოვზით. მერე ცხელსვე მიქსერით მიათქვიფავ 2 კვერცხს. რომ გაცივდება, დაუმატებ ვანილს და კონიაკს გემოვნებით და შეათქვიფავ წინასწარ საგულდაგულოდ გათქვეფილ კარაქს. smile.gif

ახლა კიდევ ერთი რეცეპტი კექსისა, რომლის მომზადებაც ჩემს ახლობელს ასწავლა ერთმა რუსმა ძალიან მაღალი დონის კონდიტერმა. smile.gif

"Кекс Николаевский"

4 კვერცხი და 2 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ 150 გ. კარაქი, 200 გ. არაჟანი, 2 ლიმონის გახეხილი ცედრა, 1 არასავსე ჩაის კოვზი სოდა, 1,5 ჭიქა გატარებული და 0.5 ჭიქა დამტვრეული ნიგოზი, 1,5 წმინდად დაფქვილი ტკბილი საფანელი, 0,5 ჭიქა ფქვილი, 2 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა და 1 ჭიქა ქიშმიში, რომელიც წინასწარ ასე მოამზადეთ: ჩაყარეთ მდუღარე წყალში 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ, დაასხით 3 შადილის კოვზი კონიაკი და ერთიანად შეურიეთ ცომს.

ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი, ჩავდოთ ცომი და წინასწარ გაცხელებულ ღუმელში საშუალოზე დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ.

ზემოდან ლიმონის ცედრასთან ერთად დაფქული შაქრის პურდა მოვაყაროთ და ვისიამოვნოთ. biggrin.gif

Posted by: მონიკა 16 Apr 2008, 13:30
auau
QUOTE
დღეს ვიყავით ბაზრობაზე რომ ფორუმის აქტივისტებისათვის დაგვეზუსტებინა ზოგიერთი "მისამართი"

ნაღების ფხვნილი ბ ი ზ დ ი ნ ი ღირს 7და 50. ეზოში N105 სავაჭროა. ორჯონიკიძეზე გასასვლელი კიბიდან N5 არის და მუშაობენ დები, ელისო და ეთერი. მაგათ აქვთ ყველაფერი - ფერებიც, სლივკებიც, მოსართავებიც. მიაუმ ტელეფონიც გამოართვა და რომ მოვა დადებს.

დღეს ვიყავი აღნიშნულ მისამართზე, კაი ხანია ბაზრობაზე არ ვყოფილვარ, თან ორიენტაციაშიც ცუდად მაქვს საქმე და წინასწარ ფურცელზე ჩამოვწერე სახელები, სავაჭრო ობიექტის ნომერი, ტელეფონიც ყოველი შემთხვევისთვის. ასე კითხვა-კითხვით და ხელში ჩამოწიკწიკებული ფურცლით რომ მივადექი (არ ვიცი ელისო თუ ეთერი, კარგი გოგო კი იყო) კი მკითხა ვისგან ხართ ინფორმირებულიო. მიაუ და აუაუ რომ მეთქვა იფიქრებდა ვერ არის ეს საცოდავი კაი ჭკუაზეო. მოკლედ შევიძინე ნაღების ფხვნილი და კიდევ რაღაც-რაღაცეები. უკვე ჩავუტარე დეგუსტაცია, საკმაოდ კაი რამეა ექსტრემალურ სიტუაციაში ორ-სამ წუთში მზადაა მშვენიერი კრემი.

Posted by: n_j 19 Apr 2008, 10:35
QUOTE
ტირამიცუ

რამდენი ხანია მინდა მაგის გასინჯვა დაგემოვნება , დარწმუნებული ვარ რაღაც ღვთაებრიობა იქნება
თან მინდა რომ მე თვითონ გავაკეთო და მერე დავტკბე საკუთარი შედევრით

Posted by: n@tia 20 Apr 2008, 00:52
ინგრედიენტები
6 ულუფა
1 ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი
1 ჩ.კი:. შაქრიანი ვანილი
2 ს.კ. შაქარი
70 გ კარაქი
1 კვერცხი წასასმელად:
100 გ კარაქი
1/2 ჭ. შაქარი
2 ს.კ. გარგარის ჯემი
200გ ქოქოსის ფანტელი
100გ შოკოლადის მინანქარი




მომზადების წესი:
1. ფქვილი, ცომის საფხვიერებელი, ვანილი, შაქარი და დაჭრილი კარაქი შეურიეთ ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. დაუმატეთ კვერცხი. მიღებული ცომი დაამრგვალეთ და შედგით მაცივარში 30 წთ.
2. გამოიღეთ, გააბრტყელეთ 0,7 სმ სისქეზე და მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში.
3. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, შეურიეთ ჯემი და ქოქოსის ფანტელი.
4. მიღებული მასა გაანაწილეთ ცომზე, შედგით ღუმელში 200 ºc-ზე და აცხვეთ 25 წთ.
5. გააგრილეთ, დაჭერით და სურვილისამებრ გააფორმეთ შოკოლადის მინანქრით

* * *



Posted by: Kesi 21 Apr 2008, 12:21
აბა საკონდიტრო ნაწარმის ლომებო ...
დამეხმარეთ, სასწრაფოდ მინდა "ტარტალეტკის" რეცეპტი, ოღონდ აპრობირებული..თორე ვებ სივრცეში მეც მოვძებნი... biggrin.gif

წინასწარ გმადლობთ .. wink.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2008, 12:29
Kesi
გადახედე აბა
http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=8150069

Posted by: Kesi 21 Apr 2008, 12:43
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: tatusa 2 May 2008, 11:56
მარწყვის ტორტი მინდა გამოვაცხო და დამეხმარეთ რაა. ისე ეს პირველია, არასოდეს არ გამომიცხვია და .... მოკლედ მომეცით რეცეპტი და კარგი რჩევები
* * *
რატო არ მეხმარებით? არ იცით თუ არ გინდათ დახმარება

Posted by: muzabello 2 May 2008, 15:54
tatusa
მე ასე ვაკეთებ ტორტს, ნუ , მარწყვის სეზონზე მარწყვით, ისე კი ხან კივით ხან ბანანაით. ძალიან კარგი და ადვილი რეცეპტია, 6 კვერცხიანი სრულიად საკმარისია ოჯახისთვის, თუ რა თქმა უნდა დამჟავებას, აყროლებას და გადაგდებას არ აპირებ biggrin.gif
ბისკვიტი:
6 კვერცხს განაცალკევებ ცილისაგან და გულისაგან.
ცილისგან ათქვეფავ ბეზეს, (ძალიანაც ნუ გადაყვები) და მერე ნელნელა შეურევ
8 სუფრის კოვზ შაქარს. შაქრის შერევის შემდეგ შეურევ
ყვითელ გულს და ისევ თქვეფ. ამის შემდეგ
8 სუფრის კოვზ ფქვილს შეურევ. და ამ ერთგვაროვან მასას
ჩაასხამ ცხიმწასმულ და ქაღალდჩაფენილ ფორმაში.
შედგამ ცხელ ჰაერღუმელში. საშუალო ცეცხლზე. ერთი საათი მაინც უნდა. თან აკონტროლე და ასანთის ღერი ჩაარჭე ხოლმე რომ უმი არ შეგრჩეს ხელში.
კრემი
1 კვერცხი
4 კოვზი შაქარი
4კოვზი ფქვილი
ამას აურევ ერთმანეთში და ნელნელა დაასხამ
ნახევარ ლიტრ რძეს.
ამ ერთგვაროვან მასას დადგამ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურევ შესქელებამდე და ადუღებამდე (ქვაბი არ უნდა იყოს ემალის და ალუმინის)
შემდეგ ამ მოხარშულ კრემს გააციებ და შეურევ ვანილს და რბილ კარაქს რამდენსაც გინდა (შენი ნებაა) .

მორთვა:
მე არ ვრთავ, ეგრევე კრემს ვუსმევ და მარწყვებს ვაყრი.
ბისკვიტის გულს ვნამავ ჩაის, ტკბილი სიროფისა და კონიაკის ნარევით. უხვად უნდა დანამო, რომ გემრიელი გამოვიდეს .
მერე კრემი უნდა გადაუსვა დანამულს და აქაც მარწყვები მოაყარო , მერე ბისკვიტის მეორე ნაწილი დაახურო და ზევიდან როგორც გითხარი, შენი ნებაა როგორ მორთავ. უგემრიელესი ტორტი გამოდის.
პატარა და მუშა.
პ.ს. ისე დავწერე რომ არ მგონია კიდევ რაიმე კითხვა გაგიჩნდეს,
თუ რამეა მკითხე .



Posted by: margusha 2 May 2008, 16:10
ჩემს დას უყვარდა სიგიჟემდე მარწყვის ტორტი და დედაჩემი ყოველთვის უცხობდა დაბადების დღეზე 23 მაისს. პატარა ბავშვივით უხაროდა ხოლმე. წელს მე უნდა გამოვუცხო...: )
http://imageshack.us

Posted by: (c)TG 2 May 2008, 16:20
margusha
ძალიან ლამაზი და გყავდა user.gif
გემრიელი იქნება თქვენი ტორტიც და დაგვიწრე რეცეპტი თუ არ შეწუხდები და მაგის გული და ნერვები გექნება

Posted by: margusha 2 May 2008, 16:22
©TG

ვკითხავ დედაჩემს და დავწერsmile.gif თორემ მე ჩემთვის როცა ვაკეთებდი ტორტის ბისკვიტს ვყიდულობდი, კრემს მე ვამზადებდი და ვაფორმებდიsmile.gif

Posted by: annak 2 May 2008, 16:26
margusha
ძალიან ლამაზი ტორტია. ზემოდან ასეთი გაფორმება არც მინახავს.
QUOTE
ვკითხავ დედაჩემს და დავწერ

კარგი იქნება yes.gif

QUOTE
პატარა ბავშვივით უხაროდა ხოლმე.

user.gif

Posted by: tatusa 2 May 2008, 16:44

muzabello
დიდი მადლობა , აუცილებლად ვცდი მაგ რეცეპტს და რა გამომივა სურათსაც გადავუღებ. აი margusha -ს ტორტის გაფორმება ძაან ლამაზია. რუსულ კულინარულ საიტებზე არის რეცეპტები, მაგრამ სულ ჟელატინები და რაღაცეებია, ტან იკ კვერცხის მაქსიმალური რაოდენობა 4-ია. ამიტომ ისევ თქვენი იმედი მაქვს. 2kiss.gif

Posted by: margusha 2 May 2008, 17:04
ნახეთ ესენიც რა მაგარია
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us

Posted by: (c)TG 2 May 2008, 17:12
margusha
ვაა გაიხარე, ეხლა ვფიქრობდი ზუსტად, თეთრი ტორტი რაღაც არ მინდა და შოკოლადის კრემს თუ მოუხდება მარწყვებითქო biggrin.gif რა კარგი გოგო ხარ, რომ დადე სურათები ანუ უხდება რა. თან კრემზე დახეხილი შოკოლადი მიყვარს და მარწყვები იმედია არ გააფუჭებს bis.gif

და მე ვაპირებ აგატსტონის დიეტას..........

Posted by: annak 2 May 2008, 17:17
სენდვიჩივით რომ არის თვალს ვეღარ ვწყვიტავ. help.gif
არასდროს მიფიქრია შოკოლადის მინანქრის გაკეთება მარწყვის ტორტზე.
არადა ძალიან უხდება რა გემრიელობა იქნება წარმომიდგენია. yes.gif

Posted by: margusha 2 May 2008, 17:18
©TG

დაანება თავი ამ აგატსონუგულავდოლინებსbiggrin.gif სამი საათის მერე არ ჭამო მანამდე რაც გინდა. მასე ვაკეტებ უკვე ორი თვეა. თვეში იკლებ 5 კილოს, ნელა სტაბილურად და დაავადმყოფების გარეშე, სამ საათამდე რაც გინდა ჭამე გინდა მარწყვის ტორტი და გინდა ერთიო მთლიანი ხარიbiggrin.gif

Posted by: (c)TG 2 May 2008, 17:20
margusha
3 საათი ძალიან ადრე არ არის? biggrin.gif მერე მშივდება, უკუღმართი ვარ, თორემ კაკ რაზ სამამდე შემიძლია არ ვჭამო

ეეჰ ძნელია ძნელი

Posted by: margusha 2 May 2008, 17:24
©TG


აი ეგ არის მთელი პრობლემა რომ სამის მერე ნელდება ნივთიერებათა ცვლა.smile.gif
შოკოლადზე ისე ვაფანატებ რომ ლამის ხაშლამასაც კი მივაყოლო, ტორტზე და ნამცხვარზე აღარ მაქვს ლაპარაკი. არ არსებობს გამოვაცხო რამე რომ შოკოლადი კრემი არ გავურიოsmile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 2 May 2008, 17:36
margusha
QUOTE
ძალიან ლამაზი და გყავდა

აღარ გყავს? sad.gif

Posted by: margusha 2 May 2008, 17:40
©TG

ნახე ესეც რა ორიღინალურია
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us

Posted by: (c)TG 2 May 2008, 17:46
margusha
ვაა ესეიგი მარწყვი შოკოლადში (აქ მე რომ პირველად გავიგე) თურმე არსებობს და მოდაშია biggrin.gif

Posted by: margusha 2 May 2008, 17:56
©TG

ჩემი ფავორიტი
http://imageshack.us
* * *
ეჰე! ორიც პირადად შენთვის და გავქრი თემიდანsmile.gif
http://imageshack.us
http://imageshack.us

Posted by: muzabello 2 May 2008, 18:13
margusha
ვაუ, რა მაგარი ტორტებია გავგიჟდი. ბისკვიტს ვაცხობ ეხლა და აუცილებლად შოკოლადით გადავწყვეთ მარწყვებს. ძალიან მოუხდება ჩემი გულის ფორმის ბისკვიტს.
ხო მართლა, შოკოლადის გლაზური როგორ კეთდება იცით ვინმემ ?


Posted by: SnowFlakes 2 May 2008, 19:10
muzabello

1 კაკაო (ერთჯერად პაკეტებში რომ არის) ნახევარი ჭიქა შაქარი და 5 სუფრის კოვზი წყალი. იდუღოს დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში და ბოლოს ჩაუმატე ვანილი და 1/4 მარგარინი.

Posted by: BadbadGirl 3 May 2008, 03:02
ჰეჰეე, აი მეც მოვედი და მოვიტანე უგემრიელესი ნამცხვარი, განსაკუთრებით იმათტვის ვისაც შოკოლადი უყვარსsmile.gif ეჭვი მაქვს margusha -ც ჩემნაირი ფანი გახდება ამ ნაცხვრის smile.gif

ნამცხვარი ”შოკოლადის მუსი”.

ინგრიდიენტები:
მუსი:
500 გრ შავი შოკოლადი;
2 სუფრის კოვზი თეთრი სიროფი; (შეგიძლიათ თაფლი გამოიყენოთ)
125 გრ უმარილი კარაქი;
4 კვერცხი არეული 2 კოვზ შაქარში
1 ს.კ უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი.

კრემი: მასკარპინე ყავით.
200გრ მასკარპონე;
1 ს.კ ხსნადი ყავა;
2.ს.კ. შაქრის ფხვნილი;

ბაზა:
200-300 გრ ნებისმიერი ორცხობილა რომელიც გიყვართ, დაფშხვენით მსხვილ ნაწილებად და აზილეთ 20 – 30 გრ გადამდნარ კარაქში ან კიდევ იოგურტში, ისე რომ მიიღოთ მასა რომლის გაბრტყელებასაც მცირეოდენი ძალის დატანებით შეძლებთ ფორმაში.

მომზადების წესი:

1.გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ფორმას, რომელიც აუცილებლად უნდა იხსნებოდეს გვერდზე (რადგან სხვაგვარად ვერ ამოიღებთ ნამცხვარს) და დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 30 სმ -ს გვერდებზე წაუსვით კარაქი მერე მოაყარეთ ფქვილი. (რაც უფრო დიდია დიამეტრი მით უფრო თხელი მუსის ფენა გამოგივათ) ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ ორცხობილას მასა.

2.გაადნეთ შოკოლადი, ოქროსფერი სიროფი/თაფლი და კარაქი თასში, დაბალ ცეცხლზე მდუღარე წყლის აბაზანაზე.

3.ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი დაახლოებით 10 წუთი , ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ძალიან სქელი და ფუმფულა მასა. ნელა დაამატეთ ფქვილი და მერე შოკოლადის მასა. (შოკოლადის მასა გააგრილეთ სულ ოდნავ)

4.ჩაასხით გამდნარი შოკოლადის მასა (2) ორცხობილიან ფორმაში და შედგით ღუმელში 8 წუთით. (რომ გამოიღებთ შოკოლადი ჟელესავით უნდა "ყანყალებდეს" ფორმაში. )

5.10 წუთის შემდეგ , გამიღეთ ღუმელიდან და გვერდებზე ნაზად ჩამოუსვით ბასრი დანა, რომ მოსცილდეს ფორმას.
მოაცილეთ ”კალიცო” ფორმას და ნამცხვარი შედგით მაცივარში, მინიმუმ ერთი საათით.

6.სანამ ნამცხვარი ცივდება მაცივარში , მომაზადეთ მასკარონეს კრემი შემდგენაირად: ყავას დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი და დაელოდეთ გაცივებას. აურიეთ ერთმანეთში მასკარპონე, ყავა და შაქარი სანამ არ გაიხსნება ყველაფერი კარგად.

7.1 საათის შემდეგ გამოიღეთ მუსი მაცივრიდან და თავზე ნაზად მოუსვით მასკარპონეს კრემი . გადაანაწილეთ თანაბრად. მოსართავათ შეგიძლიათ ტავზე მოაყაროთ სულ ოდნავ დაფშხვნილი შოკოლადი . ან გააკეთოთ მინანქარი, გააგრილეთ და თავზე ზებრასავით მოასხათ .

უგემრიელესია ხალხოო smile.gif smile.gif bis.gif bis.gif bis.gif

BAUSHKE_ - ფორუმზე შვებულება მქონდა აღებული. tongue.gif

Posted by: BAUSHKE_ 3 May 2008, 03:04
BadbadGirl

სად იყავი რო არ ჩანდი ? smile.gif

Posted by: margusha 3 May 2008, 07:42
BadbadGirl

გავხდი უკვე ფანი smile.gif

..................

Posted by: tos-ka 3 May 2008, 18:26
muzabello
მარწყვისთვის დამდნარი შოკოლადი ჯობია. 1 ან 2 ფილა მწარე შოკოლადი დატეხე, ემალირებულ ჯამში მოათავსე და წყლის აბაზანაზე შემოდგი. შოკოლადი მალე დადნება. ცოტა შეაგრილე და მერე ამოაწე მარწყვები. მალე შრება.

Posted by: auau 3 May 2008, 22:20
tos-ka
მსუნაგოოოოოოოოოო!
მარტო მე კი არა, მამიდაშენიც გემუქრება
არ გეცოდები, რეებს იგონებ??????????

Posted by: (c)TG 4 May 2008, 01:36
margusha
რეებს დებ გრცხვენოდეს biggrin.gif დახეხილი შოკოლადები, ათქვეფილი ნაღები, მარწყვები...........
QUOTE
ეჰე! ორიც პირადად შენთვის და გავქრი თემიდან

გმადლობთ user.gif ჩატVალე, რომ ვჭამე ეგენი, იმდენი ვათვალიერე და ვყლაპე ნერწყვები biggrin.gif

Posted by: asiko 4 May 2008, 10:52
pecan pie როგორ უნდა გაკეთდეს ქართულ რეალობაში? ამას წინათ გამახსენდა და მომინდა. მეორე დღეს შევდივარ პოპულიში და ვდრუგ გაიჩითა. ვიზუალურად კი გავდა ნამდვილს, მაგრამ გემოთი არა. smile.gif

Posted by: nanana 4 May 2008, 12:32
asiko
აჰა, თავისი ვიდეოთი.

http://www.videojug.com/film/how-to-make-pecan-pie





და მეორე

http://southernfood.about.com/od/pecanpies/r/blbb526.htm



Posted by: August 4 May 2008, 13:13
tos-ka,
ასე სჯობია
http://forum.ge/?showtopic=33790697&f=&st=30&#entry5075370
QUOTE
მარწყვი შოკოლადში

500 გრ მარწყვი (ლამაზები) გავრეცხოთ ყუნწიან-ფოთლიანად. შევამშრალოთ ქაღალდის ხელახოცით.
100 გრ თეთრი შოკოლადი ორთქლზე დავადნოთ და დავუმატოთ 1 კოვზი რბილი კარაქი. გავაცივოთ ისე რომ არ გამყარდეს და თითოეული მარწყვი ჩავაწოთ დაახლოებით 3/4-ზე. მარწყვები დავალაგოთ პერგამენტზე და ვაცალოთ სანამ შოლოლადი მთლიანად არ გამაგრდება.
იგივე გავიმეოროთ 100 გრ რძიანი/ შავი შოკოლადისა და 1 კოვზი რბილი კარაქითვისაც. მხოლოდ ახლა მარწყვი ისე ჩავაწოთ რომ თეთრი შოკოლადი კანტად გამოჩნდეს ანუ მარწყვის 1/2-მდე.
მოკლედ მწვანე ყუნწი და ფოთლები, წითელი მარწყვი, თეთრი კანტი და ყავისფერი შოკოლადის ბოლო = ლამაზი და გემრიელი ჩაროზი.

... თან ძალიან ლამაზიცაა

Posted by: asiko 4 May 2008, 18:04
nanana
ეგ იმის რეცეპტი არაა, რისი სურათიც მე დავდე. ვიდეო ეგაა, მარა სიროპი უნდა რაღაც სპეშალ.

Posted by: BAUSHKE_ 4 May 2008, 18:08
მარწყვის ტორტი კაია, მაგრამ " ტარტალეტკები " უმაგრესია

Posted by: nanana 5 May 2008, 00:08
asiko

ხო, ვიცი სიმინდის სიროფი უნდა, რომელიც გუდვილში იყიდება მგონი

Posted by: n_j 5 May 2008, 10:38
QUOTE (margusha @ 2 May 2008, 17:04 )
ნახეთ ესენიც რა მაგარია
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us

ვაიმეე, ეს რა ნახა ჩემმა სვედავსილმა თვალებმა?
ეს პირველი თითქოს ჩემთვის არის შექმნილი..... yes.gif
დანარჩენმა სამმა და იმ თეთრმა ხომ მომაჯადოვა

ზღაპრული ტორტებია ნამდვილად
თითქოს გემოსაც კი ვგრძნობ.....

Posted by: BlaBla 5 May 2008, 12:45
”პოპულის” ქსელში რომ იყიდება ”ფრანგული ფუნთუშა” ხომ არ იცით, როგორ შეიძლება გავაკეთო?

Posted by: tos-ka 5 May 2008, 13:22
auau
keh.gif ჯერ სადა ხარ, მარწყვის ტორტი უნდა გავაკეთო ერთი თეთრ შოკოლადში და მეორე მარწყვით-ჟელეში jump.gif

Posted by: Princess 5 May 2008, 13:58
რა ლამაზი ტორტებიაააააააააააა...გადავირიეეე. მარწყვი და შოკოლადი, მაგარი შეხამებაა!!!!

bis.gif

Posted by: margusha 5 May 2008, 14:11
ტააკს! მარწყვის ტორტები ხო მოვინელეთ ეხლა გადავიდეთ ჟოლოზე : )

http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us

Posted by: August 5 May 2008, 15:18
მარწყვიც კარგია , ჟოლოც, მაგრამ ... მაყვალი " ჩემი ტკივილია" ... აი ფრანგულ ჯემს რომ გადავეყრები ხოლმე მაღაზიაში ლეღვისას კიდევ გავუძლებ ხოლმე ( ახლაც მაქვს ერთი გაუხსნელი სახლში სუნელების ქილებშია დამალული თორემ ერთ ღამეს არ გაათენებინებდნენ), მაგრამ მაყვლისას თუ წავაწყდი ჯერ გვერდს ვერ ავუვლი და მერე დასწრებაზეა ვინ "მოიპარავს" დედა თუ შვილები ... აი, მაშინ აღარც აგატსტონი არ მახსენდება lol.gif

Posted by: miau 5 May 2008, 15:23
QUOTE
მარწყვიც კარგია , ჟოლოც, მაგრამ ... მაყვალი " ჩემი ტკივილია" ...

ერთ წელს დედაჩემმა იმდენი მოხარშა მურაბაც, ცოცხლადაც შეინახა, რომ ერთი წელი სულ მაყვალს მივირთმევდით და მომბეზრდა biggrin.gif
ახლა რაღაც ხასიათზე დავდექი ასეთი აღწერის შემდეგ. smile.gif

ამ ტორტების ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არც ძნელი გასაკეთებელია და თან ძალიან ლმაზი. smile.gif
ულამაზესია მოცხარის ტორტი, საერთოდ ეს ხილი ძალიან უხდება საზაფხულო ტორტს. smile.gif

რაც შეეხება ტორტს - ალუბლის და ატმის ტორტი ჩემი ტკივილია biggrin.gif

Posted by: auau 5 May 2008, 22:18
August
ერთი ხანი ხშირად ვაკეთებდი ბისკვიტის რულეტს ცოცხალ მაყვალთან და კარაქზე დამზადებულ კრემთან ერთად, რადგან იმ პერიოდში ნაღებს თბილისში ასე ადვილად ვერ იშოვნიდი. აი ახლა მომენატრა!
მაყვალი მიყვარს გონის დაკარგვამდე!

Posted by: Johnnie Walker 6 May 2008, 01:04
არა ვარ დიდი ტკბილეულის და ნამცხვრის მოყვარული მაგრამ..... მაგრამ smile.gif

არის ერთი ისეთი რამ, რამაც ჩემი სული და გული წაიღო biggrin.gif

ეს მოხდა ვენაში, კაი ხნის წინ და მას შემდეგ სისტემატურად ხდება... biggrin.gif

დავაგემოვნე აპფელშტრუდელი.... ხალხო, ეს ნამცხვარი არ არის, ეს მარადიული ნეტარებაა...

თუ ვენაში ხარ და ყავას აყოლებ იქაურს, განუმეორებელს, სურნელოვანს, მაშინ საერთოდ, სამოთხეა biggrin.gif

მიირთვით მხოლოდ ვენაში.

თბილისში ან სხვაგან მაგის არც ჭამას, არც გამოცხობას აზრი არა აქვს, ყველა ვარიანტში გამოვა "იხვის ტოლმა", ან "ბატის კუპატი" biggrin.gif

Posted by: August 6 May 2008, 02:30
Johnnie Walker,
კარგი რააა ... ვაშლის ღვეზელია ბოლოს და ბოლოს ნუშითა და დარიჩინით ნუ ცხელი apfelschtrudel ვანილის ნაყინით და ვანილის ვაჟინით კაი ყავასთან ... ცუდი არ არის, მაგრამ ...
აუაუ-ს გამოაცხობინე ჩემი რეცეპტით და ვნახოთ ...
ნუ ახლა ანტრუაჟზე და "სკაზკა ვენსკოგო ლესა"-ზე დიდი პარდონი ...


Posted by: Johnnie Walker 6 May 2008, 02:57
August
QUOTE
კარგი რააა ... ვაშლის პეროგია ბოლოს და ბოლოს

კი, კი, რავა არა....... biggrin.gif

და ვაშლის პეროგზე ვწერდი მეც, ცხადია lol.gif

ისე, ცნობისათვის: ბებიაჩემი ნინა იმფერ ვაშლის პეროგს აცხობდა, რომე არ შემეშლება ახლა მე, ვაშლის პეროგი რომელია biggrin.gif

ფაქტურაა სხვა, უბრალოდ. სხვაა პროპორციებიც. ცომია სხვა აბსოლუტურად, ვაშლის "ნაჩინკას", იმ რაღაც ვანილებს და კარდამონებს და ა.შ. ბევრ რამეს თავი რომ დავანებოთ.

ენაზე დნება.

რაც შეეხება პარდონს და ანტურაჟს - ეგ "მაღალი კულინარიის" ნაწილია, აბა კაკ ბეზ ეტოგო lol.gif

ისე, ვაშლიც არ არის ჩვენში ეგეთი...ანუ პრიმიტიული "ანტონოვკა" (ნე ზნაიუ კაკ უ ვას ვ რეჩი პოსპოლიტოი, მადამ biggrin.gif) მანდ არ გამოდგება.

Posted by: August 6 May 2008, 03:45
მაგას მჟავე ვაშლი უნდა სხვათა შორის.

რეცეპტი თუ გინდოდა გეთქვა wink.gif გვაქვენ lol.gif

ცომი: 250 გრ კარგად გამომშრალი ფქვილი, 1 კვერცხი, 2-3 ს.კ. ზეთი ან გადამდნარი ღორის ქონი, 3-4 ს.კ თბილი წყალი, რამოდენიმე წვეთი ძმარი, მწიკვი მარილი, კარაქი წასაცხებად.
ვაშლის გულსართი: 800გრ -1კგ ვაშლი, 1 მუჭა ქიშმიში და ამდენივე დაფქვილი ნუში, 1 სირჩა რომი, 100გრ დაფქვილი ორცხობილა, 100გრ. შაქარი, დარიჩინი, კარაქი/მარგარინი.
მოკლედ მოზილება ცომი. საზელ დაფაზე დავაცრით ფქვილს , ჩავახლით კვერცხს, ცხიმს, ძმარს და მარილს. მაგარ ცომს მოვზელთ, რომელიც იმდენ ხანს უნდა დააგდო ზემოდან ღონივრად სანამ აღარ მიეკრობა აღაც დაფას და აღარც ხელს და ბუშტებს არ გაიკეთებს. დაფაზე მოვაფრქვიოთ ფქვილი დავდოთ ეს ცომი მოვაპკუროთ თბილი წყალი და 30 წთ-ით გახურებული ქვაბი ჩამოვამხოთ თავზე.
ცომს გავაბრტყელებთ პაპიროსის ქაღალდივით ჯერ დაფაზე და მერე ხელსახოცზე ( დაფაზე დავაფინოთ ხელსახოცი რომელსაც მოვაფრქვევთ ფქვილს. ეს ხელსახოცი ძალიან გამოგვადგება რულეტად დასახვევად.). გაბრტყელებული ცომი ცოტა ხანს უნდა გავაჩეროთ რომ გამოშრეს.
ცომს გავცხიმავთ და მოვაყრით შაქარი+ორცხობილას (ორცხობილას შევურიოთ ცოტა შაქარი და კარაქში ოდნავ მოვბრაწოთ )და მოვათავსებთ გულსართს ( ვაშლი გავთალოთ,გავწმინდოთ და სახეხის მსხვილ თვლებზე გავხეხოთ. დავუმატოთ ქიშმიში, ნუში, რომი, ვანილი და დარიჩინი ). მოვაყაროთ დარიჩინიანი საქარი და დავახვიოთ რულეტად. კიდევ ერთხელ გადავუსვათ გამდნარი კარაქი და მაღალ ცეცხლზე გამოვაცხოთ სადღაც 40-45 წთ.
მზად რომ იქნება შაქრის პუდრი მოვაყაროთ.

უფრო მარტივადაც სეიძლება ... ფორმა ამოვაგოთ ცომით. ცავდოთ გულსართი და ზემოდანაც დავაფინოთ ცომის თხელი ფენა. მაგრამ ეს უნდა დაიჩხვლიტოს რამოდენიმე ადგილზე.
I ვარიანტია კლასიკური.

Posted by: annak 6 May 2008, 11:09
ვაშლის პეროგი უგემრიელესია ბებიას რეცეპტით ვაშლი უნდა იყოს "ანტონოვკა".
ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია ზემოდან "რეშოტკას" უკეთებთ ცომისგან ხანდახან ბეზესაც, მაგრამ ჩემი აზრით ბეზე ზედმეტია.
ძალიან მიყვარს ჩაისთან ჩვენთან საერთო ოთახში ან აივანზე სოფელში იმერეთში, თან რომ იმერულ გორაკებს გადაჰყურებ..
მეზობელი მარგალიტა ხმამაღლა ღრმა იმერული კილოთი რო ელაპარაკება დეიდაჩემს რაღაცაზე.

უFფ სამოთხეა..
QUOTE
მიირთვით მხოლოდ ვენაში.

ეს ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ალბათ
QUOTE
აპფელშტრუდელი....
-ის
მომხიბლაობის.
მომეწონებოდა ალბათ მეც..

Posted by: August 6 May 2008, 11:47
annak
QUOTE
ვაშლის პეროგი უგემრიელესია ბებიას რეცეპტით


ეგრეა, ეგრე!
ბებიას უნდა გახსენებდეს, სახლს, სითბოსა და სიყვარულს - მაშინაა გემრიელი!
ამის მოგონება და ფონად დადება არ შეიძლება თორემ სხვა ყველაფერს წარმოიდგენს ადამიანი ... თუნდაც ოცნებაში.

Johnnie Walker,
ისე მაგი რეცეპტი ბაბუაჩემის ხელითაა ჩაწერილი იცი რატომ? ავსტრიელი "სალდათისგან", ასე ეძახდა თვითონ, ჩაუწერია I მსოფლიო ომის დროს... ომში არ მიყავდათ თურმე სიმამრის ხათრით (ცნობილი ვაჭარი ყოფილა) და სამედიცინო კომისიაზე ავანტურა აუტეხია: რას ჰქვია რა მჭირს მე "დასაბრაკი" გული და ფილტვი არც კი ვიცი სად მაქვსო.

კიდევ ბაბუას ხელით ჩაწერილი "ფილტვების სისუსტის წამალი" მაქვს და მცენარეების კატალოგი ... ოდესიდან იწერდა ყვავილების და ბოსტნეულის თესლებს ...
მაინ რიდის კითხვა უყვარდა ... უამრავი და საოცარი ზღაპრები იცოდა... ბებიას მოყოლილი ზღაპრებიო რომ იტყვიან ჩვენთან მეზღაპრე ბაბუა იყო ...
აი, მაგ შტრუდელზე ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ მახსენდება ხოლმე ... ჩემი ანტურაჟი ესაა wink.gif
რას იზამ ჩემ ბოგატი ტემ ი რადი lol.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 6 May 2008, 11:56
August
მე ვუყურე ერთხელ კულინარიულ გადაცემაში, შტრუდელის ცომი მარლაზე დადეს და ისე გადაახვიეს...
Johnnie Walker
QUOTE
მიირთვით მხოლოდ ვენაში

არის, სერ! chest.gif

Posted by: auau 6 May 2008, 15:09
Johnnie Walker
August
თბილისში ცხოვრობდა ჩემი ახლო მეგობარი,ცნობილი მევიოლინე - მთელი ოჯახი მწარე გერმანელები. სანამ გერმანიაში გადავიდოდნენ, მოვასწარი რაღაცეების სწავლა. საოცარია, ბუბიკა თბილისში იყო დაბადებული, მისი ცოლი ყაზახეთში, დედამისი
და მამამისიც 100 წლის წინ ჩამოსულთა შთამომავლები ყველაფრით - კულტურით, ტრადიციებით სუფთა გერმანელები იყვნენ, შვილები კიდევ ტიპიური თბილისელები. დეიდა ლილი აკეთებდა ზღაპრულ შთრუდელს. ცომს წელავდა ბაქლავის ცომივით და რა ვიცი, ქართული ვაშლიც , ძირითადად "ბროდსკი", მშვენივრად უხდებოდა.
კიდევ რძალ-დედამთილი აცხობდნენ საშობაო "პფეფერქუხეებს" ბადიანით და ღორის ქონით. წლების განმავლობაში ინგოლშტატიდან საშობაოდ უგზავნიდნენ ქეთის სხვა ტკბილეულთან ერთად.
ჰოდა, შთრუდელს რომ ახსენებენ, მაგონდება ლილის და ლუცის შთრუდელის გემო, რომელიც ჯერ ვერ დავიბრუნე!
user posted image

Posted by: Johnnie Walker 7 May 2008, 02:01
annak
QUOTE
ვაშლის პეროგი უგემრიელესია ბებიას რეცეპტით ვაშლი უნდა იყოს "ანტონოვკა".
ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია ზემოდან "რეშოტკას" უკეთებთ ცომისგან ხანდახან ბეზესაც, მაგრამ ჩემი აზრით ბეზე ზედმეტია.

გესმის საგანი, საღოლ - ზუსტად ეგ ვიგულისხმე, როდესაც "ბებოს ვაშლის პეროგზე" ვპოსტავდი smile.gif

August
კი, რეცეპტი ალბათ ეგ არის. ისე, რეცეპტები მეც მოვნახე, საკმაოდ ბევრი, ზოგი შენსაზე უფრო მარტივი, ზოგიც უფრო ხუჭუჭი... საქმე სხვა რამეშია და იმის ახსნას ვცდილობ, უკვე მერამდენე პოსტია...

აპფელშტრუდელ არის ვენური ნამცხვარი, ის უნდა მომზადდეს და შეიჭამოს ვენაში.

ამის დედა ვატირე, იმერლები მწვადს ვერა წვამენ და დედალს ვერ ხარშავენ "ცივად"-ო... და კახელები კიდე წიწილას ვერ წვავენ და ხაჭაპური გამოცხობის აზრზე არ არიანო, ხომ ვამბობთ ხშირად?

ხოდა აბა საიდან გამოვა ვენური აპფელშტრუდელი კარგი თბილისში (ან ვარშავაში, ან ბარსელონაში, ან კუალა-ლუმპურში smile.gif), თუ ის უკვე იქვე, ყურის ძირში, ბავარიაში არ ვარგა? biggrin.gif

ვენის "შტაატსოპერაში" დადგმული მოცარტის "ფიგაროს ქორწინება" და თბილისის ოპერაში ნაჩხავლი მოცარტი ერთია? lol.gif

აქ უმთავრესია სწორედ ის "ანტურაჟი", შენ რომ ახსენე,რომელიც კულინარიაში მხოლოდ გარეგნული კატეგორია და მხოლოდ ანტურაჟი არ არის, ის კულინარიის შინაარსობრივი მომენტია biggrin.gif

აბა, ბავარიული სასისკი ჩათუთქული კომბოსტოს გარნირით, თავის პირშუშხათი და მოტკბილო მდოგვით, სადმე, დუნაისპირას, ან მიუნხენში კასრზე მირთმეული, და თბილისში ნაჭამი "ნიკორას" სასისკი ერთი და იგივეა? biggrin.gif

თორემ ისე, აპფელშტრუდელს (უფრო სწორედ იმას, რაც მათ თვითონ აპფელშტრუდელი ჰგონიათ biggrin.gif) აქაც ჰყიდიან თბილისში, პეროვსკაიას ბოლოს, ნიკოლაძის კუთხესთან..... givi.gif


* * *
ხო, რა მინდოდა მეკითხა... smile.gif

"შვარცვალდის ალუბლის ტორტი" (Schwarzwalder Kirshtorte) გაგისინჯავთ ვინმეს?
ან იქნებ რეცეპტი იცით?

მყავს თბილისში კაი ტორტების მცხობელი, ჟენია და ჟენიამ მითხრა, რეცეპტი მაიტა და გამოგიცხობო biggrin.gif
ინტერნეტიდან ამობეჭდილს მივცემდი, მაგრამ ყველა ნამეტანი ხუჭუჭია და მარტივს თუ დადებთ ვინმე, მადლობელი დაგრჩებით. თან მალე ალუბალიც შემოვა....

user posted image

Posted by: kanonika 7 May 2008, 03:30
Johnnie Walker
თუ ეგ არის, რისი სურათიც დადე, გამისინჯავს,
რეცეპტი არ უნდა იყოს რთული, მენამცვრეები მიხვდებიან, რომ დავძაბო გონება, მეც მივხვდები, მაგრამ მე ზოგადად ტორტები და ეგეთი რაღაცეები არ მიყვარს.

Posted by: Johnnie Walker 7 May 2008, 03:59
kanonika
მეც არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ, თუ ზალიან (როგორც მეზობელ ფორუმზე იტყვიან) "ტრაკშიპეროგარჭობილია" biggrin.gif, მაინტერესებს ხოლმე დაგემოვნება...

ეს მე თეორიულად ვიცი, რომ ძველი, ტრადიციული, სამხრეთგერმანული ტორტია და ლამის მთელი სკოლა არსებობს მაგის ცხობის ბადენ-ვიურტენბერგში smile.gif

თორემ ისე - არ გამისინჯია smile.gif

მოკლედ... ალუბალს თბილისშიც უკეთებენ ხოლმე ტორტში, მაგას არ ვამბობ, ეს ცალკე რაღაცაა.

* * *
August
QUOTE
კიდევ ბაბუას ხელით ჩაწერილი "ფილტვების სისუსტის წამალი" მაქვს და მცენარეების კატალოგი ... ოდესიდან იწერდა ყვავილების და ბოსტნეულის თესლებს ...
მაინ რიდის კითხვა უყვარდა ... უამრავი და საოცარი ზღაპრები იცოდა... ბებიას მოყოლილი ზღაპრებიო რომ იტყვიან ჩვენთან მეზღაპრე ბაბუა იყო ...

ვაა... ეს რა კაი რამე თქვი... 2kiss.gif
ჰანს ქრისტიანი ხომ არ ერქვა ბაბუაშენს, შემთხვევით? (იმიტომ, რომ მაგარი ლამაზი ობრაზი დახატე smile.gif).

მეც ყოველთვის მიყვარდა ეგ რასაც ჰქვია, "პირადი სიძველეები" - ბებია, ბაბუა, ძველი ბინები, ძველი ფოტოგრაფიები, ღვინოც ალბათ, ძველი, შინ შემორჩენილი მაისენის ჭიქა, გატეხილი/დაწებებული ლამბაქები, ბაბუის ნაქონი უცნაური რაღაცეები, რომელთა მნიშვნელობას დღესაც ვარკვევ და ა.შ... smile.gif

სხვათა შორის, აქ მიდევს, ბუხრის თავზე, ჩემი დიდი ბაბუის, მეფის ღენერლის, დეზები... smile.gif ანუ ცხენზე რომ იჯდა, ამას ურტყამდა (ზედ აფხაჭნიდა) ცხენებს? რა ველურობაა.......... biggrin.gif

სტაბილურობის განცდა გიჩნდება კაცს, მაგ ყველაფერზე რომ ფიქრობ და იმათი საფლავებისკენ მიგიწევს გული biggrin.gif

Posted by: tos-ka 7 May 2008, 11:39
Johnnie Walker

თუ რეცეპტს მოიძიებთ, გაგვიმხილეთ, ვცდით და გავეჯიბრებით
QUOTE
ტორტების მცხობელი, ჟენია
-ს smile.gif


auau
QUOTE
დეიდა ლილი აკეთებდა ზღაპრულ შთრუდელს.

რომ გავიხსენოთ და გავაკეთოთ? ძნელი იქნება, ვითომ? wink.gif

Posted by: n_j 7 May 2008, 12:19
QUOTE (Johnnie Walker @ 7 May 2008, 02:01 )
[ ხო, რა მინდოდა მეკითხა... smile.gif

"შვარცვალდის ალუბლის ტორტი" (Schwarzwalder Kirshtorte) გაგისინჯავთ ვინმეს?
ან იქნებ რეცეპტი იცით?

მყავს თბილისში კაი ტორტების მცხობელი, ჟენია და ჟენიამ მითხრა, რეცეპტი მაიტა და გამოგიცხობო biggrin.gif
ინტერნეტიდან ამობეჭდილს მივცემდი, მაგრამ ყველა ნამეტანი ხუჭუჭია და მარტივს თუ დადებთ ვინმე, მადლობელი დაგრჩებით. თან მალე ალუბალიც შემოვა....

user posted image

მე გამომიცხვია ეს ტორტი, მართლა ძალიან გემრიელია, მეორენაირად(არაგერმანულად) ამ ტორტს ჰქვია ,,შავი ტყე"

გუდვილშიც იყიდებოდა ხოლმე ადრე

ჩემი რეცეპტის წყაროა ფრანგული ლარუსის კულინარიული ენციკლოპედია.რეცეპტი გამოცდილია

165გ კარაქი
6 კვერცხი
500გ შაქარი
60გ ფქვილი
80გ კაკაო
3ს.კ ალუბლის ლიქიორი ან ალუბლის არაყი
750გ ნაღები
500გ უკურკო ალუბალი
200-250გ შავი სოკოლადი
ვანილი

ავთქვიფოთ კვერცხი ვანილი და 240გ შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შევურიოთ ფქვილი და კაკაო, შემდეგ 150გ გამდნარი კარაქი ნელ-ნელა.ეს მასა უნდა გავყოთ სამად და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15 სმ დიამეტრის მქონე ფორმაში 15 წთ.(ან ერთად გამოვაცხოთ და მერე სუაზე გავჭრათ სამად)გამოცხობიდან 5 წთ-ის მერე გადმოვიღოთ ფორმიდან


ავადუღოთ 180გშაქარი და 250გ წყალი, 5წთ-ით ჩავყაროთ ალუბლები, ამოვიღოთ დავწუროთ და ამ სიროფს დავამატოთ 2ს.კ ალუბლის ლიქიორი.დავჩხვლიტოთ ფირფიტების ზედაპირი და დავნამოთ ამ სიროპით.
ცივი ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე+80გ შაქარი+დარჩენილი ლიქიორი

პირველ ფირფიტას ვუსვამთ კრემს, ვაყრით ალუბალს, ვადებთ მეორე ფირფიტას+კრემი+ალუბალი.ასევე მესამეც ძემოდან და გვერდებზე კრემსვუსვამთ და ვრთავთ ალუბლებით და შავი შოკოლადის ნაფხვენებით

გემრიელად მიირთვი

Posted by: მონიკა 7 May 2008, 12:37
n_j
QUOTE
,,შავი ტყე"

რამდენჯერმე მეც გავაკეთე, საკმაოდ ადვილი გასაკეთებელია ეფექტური შედეგით.

Posted by: August 7 May 2008, 14:15
n_j
მონიკა

QUOTE
რამდენჯერმე მეც გავაკეთე, საკმაოდ ადვილი გასაკეთებელია ეფექტური შედეგით.

+1
აქ კიდევ უფრო გავიიოლე საქმე და ვყიდულობ ავსტრიულ მზა ტორტის ძირებს. ერთ სეკვრაში სწორედ 3 ცალია. არის ჩვეულებრივი და არის შოკოლადის.
მერე ალუბლის ლიქიორი და ალუბლისვე კამპოტი და დანარჩენი როგორც რეცეპტშია. მე ვანილ-დარიჩინზე, ნუშზე და რომზე მაქვს "გართულება" ...
ამ ტორტის საფირმო ნიშანია რომ ტორტი გარედან უნდა იყოს თეთრი. შუაგულზე დახეხილი შოკოლადით პერიმეტრზე თეთრი კრემის ვარდები შუაში ალუბლებით...

მიყვარს კულინარია ზოგადად, მაგრამ უფრო მაინც კონდიტერული გადახრით.
თბილისში ჩემ ტორტებზე "ეს ალბათ ბუტაფორიაა, ნამდვილი როგორ იქნება"-ო ამბობდნენ ხოლმე.
QUOTE
,,შავი ტყე"

არასწორი თარგმანია ... ალბათ.

Johnnie Walker ჩემგანაც 2kiss.gif ... მაგრამ მაინც დიდი სნობი რამე ხარ ...
გადაგვირჩა ედინბურგის ჰერცოგი? wink.gif არ გამპუტო რაა 2kiss.gif ... უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ ... ამ დილით ავიწონე და 200 გრ მაქვს კიდევ დაკლებული ... სხვათაშორის აღდგომაც "მშვიდობით" გადავიტანე! lol.gif

Posted by: miau 7 May 2008, 14:16
ყოველთვის ვაპირებ ამ ტორტის გამოცხობას და საშველი ვერ დავადგი, არადა, სულაც არ ჩანს რთული მისი მომზადება.

მე ასეთი რეცეპტი მაქვს, ძველი გერმანული კულინარიის წიგნში ეწერა:
Schwarzwalder Kirschtorte
ცომისთვის:
1/5 ფილა შავი შოკოლადი
4 კვერცხი
4 ს/კ ცხელი წყალი
150 გ. შაქარი
1 პაკეტი ვანილი
75 გ. ფქვილი
75 გ. წმინდად დაფქული სიმინდის ფქვილი
2 არასავსე ჩ/კ ბაქპულვერი

შიგთავსი:
1,5 კგ. ალუბალი
250 გ. შაქარი
3 ს/კ ე.წ. "ვიშნოვკა"
30 გ. წმინდად დაფქული სიმინდის ფქვილი

2 შიგთავსი :
1/2 ლ. გათქვეფილი ნაღები
15 გ. ჟელატინი
5 ს/კ "ვიშნოვკა"
150 გ. შაქრის პუდრა

მოსართავად:
1/2 შავი შოკოლადი
16 ალუბალი

შოკოლადი გავადნოთ.
გავთქვიფოთ ცილა.
კვერცხის გული ავურიოთ ცხელ წყალთან, ვანილთან და შაქართან ერთად, დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი, ნელა ავურიოთ გათქვეფილი ცილა, დავუმატოთ ერთმანეთში არეული ფქვილი, სიმინდის ფქვილი და ბაქპულვერი.
გაზქურა გავაცხელოთ დაბალ შაშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე.
ტორტის ფორმას ჩავუფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი მხოლოდ ძირზე, ჩავდოთ ცომი და დაახლოებით30-40 წუთი ვაცხოთ.
რომ გამოცხვება, გავაციოთ და სამ ტოლ ნაწილად გავჭრათ.

ალუბალს გავაცალოთ კურკა, მსუბუქად დავშაქროთ და დავდგათ. წვენს რომ გაუშვებს, წვენი ამოვიღოთ, დავუმატოთ "ვიშნოვკა", სიმინდის ფქვილი და წამოვადუღოთ, შემდეგ ალუბლები ჩავყაროთ შიგნით, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

ჟელატინი დავალბოთ.
ნაღები კარგად გავთქვიფოთ.
შაქრის პუდრა და "ვიშნოვკა" ავურიოთ.
ჟელატინი წამოვადუღოთ და წვრილი ნაკადით ნაღებს შევათქვიფოთ, შემდეგ მაცივარში შევდგათ, სანამ ნაღები არ შესქელდება კარგად.

დავნამოთ ბისკვიტის პირველიფენა, დავაწყოთ ალუბლები, დავადოთ კრემი, ზემოდან დავადოთ მეორე ფენა და ასე გავაგრძელოთ...
გარშემო ტორტს წავუსვათ კრემი, მოვრთათ ალუბლებით და შავი შოკოლადით.
* * *
August
QUOTE
,,შავი ტყე"


არასწორი თარგმანია ... ალბათ.

არსებობს ასეთი ადგილი გერმანიაში, რომელსაც ჰქვია Schwarzwald და იქ არის მართლაც ლამაზი ტყე და აქედან მოდის ტორტის დასახელებაც. smile.gif

Posted by: auau 7 May 2008, 14:54
Johnnie Walker
QUOTE
მყავს თბილისში კაი ტორტების მცხობელი, ჟენია და ჟენიამ მითხრა, რეცეპტი მაიტა და გამოგიცხობო

ეჰ, მეც მყავს, ოღონდ ჟენია არ ჰქვია და შენ კარგად იცნობ, მაგრამ თუ "შევაბით", იქნებ გამოგვიცხოს? რა ვქნა, ეგ საქმე კარგად გამოსდის და...
ვცადოთ?
* * *
miau
QUOTE
30 გ. წმინდად დაფქული სიმინდის ფქვილი

მე მგონი ეგ იქნება სიმინდის კრახმალი.

Posted by: August 7 May 2008, 15:14
miau,
ჩემს საიტზე მაქვს პოლონური და რუსული ვარიანტები სურათებით და თუ ნებას დამრთავ ქართულსაც დავდებდი ავტორის მითითებით

http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication_view.asp?InfoID=11977&iabspos=27&vjob=vsub,55&vtkid=

auau, მართალი ხარ კრახმალია ... კარტოფილის ფქვილი, ან სულაც ალუბლის მზა კისელები რომ იყიდება იმის გამოყენებაც შეიძლება ... ნუ ცოცხალი უმჯობესია რა თქმა უნდა

Posted by: (c)TG 7 May 2008, 15:43
Johnnie Walker
QUOTE
აბა, ბავარიული სასისკი ჩათუთქული კომბოსტოს გარნირით, თავის პირშუშხათი და მოტკბილო მდოგვით,

ეგ ყველაფერი ჩამოტანილი და გერმანელის მომზადებული ვჭამე აქ თბილისში tongue.gif მგონი მარილიც კი ცამოტანილი ქონდა

Posted by: WOMAN IN LOVE 7 May 2008, 15:57
n_j
miau
August
ფოტოზე 5 ფენა ჩანს, არა?

Posted by: August 7 May 2008, 16:14
WOMAN IN LOVE
ეგ ლანგარიში არეკლილი გამოსახულებაა.
3 ფენა ბისკვიტია თავისი კრემებით ...
I ფენა ბისკვიტს ლიქიორი საეროდ არ მოასხა ( რბილი ძირი გადაღების დროს მოუხერხებელია) ისე გადუსევი ცოტა კრემი. მერე ამ კრემზე ზემოდან ისევ კრემით გააკეთებ წრეებს რომელტა შორის სივრცეს ამოავსებ ალუბლიანი მასით და ისევ გადაუსმევ კრემს ზემოდან დაადებ ლიქიორით დანამულ II ფენას. ისევ კრემი ( აქ მე მოხალულ და თხლად დათლილ ნუშს ვაყრი ) ისევ კრემი და III კარგად დანამული ფენა ბისკვიტის. ისევ კრემი ზემოსანად და გვერდებზე.
ცენტრში დაახეხავ შოკოლადს და ამის მერე პერიმეტრზე დააჯენ ვარდებს ... ჩამოასკუპებ ალუბლებს

Posted by: WOMAN IN LOVE 7 May 2008, 16:36
August
აუცილებლად უნდა გავაკეთო...
აქაც დევს რეცეპტი:
http://indianhotrecipes.blogspot.com/2007/12/ingredients-2-18-cups-all-purpose-flour.html

Posted by: WOMAN IN LOVE 7 May 2008, 16:40
აქამდე მეც ,,ბლექ Fორესტად,, ვიცნობდი ამ ტორტს



Posted by: annak 7 May 2008, 16:45
WOMAN IN LOVE
QUOTE
აუცილებლად უნდა გავაკეთო...
აქაც დევს რეცეპტი:

რა სილამაზეაა
мое сердечко лопнет

Posted by: WOMAN IN LOVE 7 May 2008, 16:48
აქაც მისი ისტორიაა მოთხრობილი
Called Schwarzwälderkirschtorte in German, which means Black Forest Cherry Torte
http://whatscookingamerica.net/History/Cakes/BlackForestCake.htm

Posted by: August 7 May 2008, 16:54
WOMAN IN LOVE
QUOTE
აუცილებლად უნდა გავაკეთო...

ბისკვიტი წინა დღეს გამოცხვე და მეორე დღეს მორთე ... ასე უკეთესად გაიჭრება სამ თანაბარ ნაწილად.
2kiss.gif

Posted by: keхi 7 May 2008, 17:31
August
QUOTE
ბისკვიტი წინა დღეს გამოცხვე და მეორე დღეს მორთე ... ასე უკეთესად გაიჭრება სამ თანაბარ ნაწილად.

გესმის აშკარად საკითხი ... დახურულში უნდა შეინახო რო ჰაერმა არ უნიავოს და იჭრება კიდეც უკეთესად და გემრიელიცაა რაღაცნაირად ციტა სხვა გემო ეძლევაისეთი მშრალი აღარაა ... yes.gif

Posted by: miau 7 May 2008, 17:37
August
QUOTE
ჩემს საიტზე მაქვს პოლონური და რუსული ვარიანტები სურათებით და თუ ნებას დამრთავ ქართულსაც დავდებდი ავტორის მითითებით


არა, უნდა გავაკეთო ეს ტორტი!
smile.gif
* * *
auau
QUOTE
მე მგონი ეგ იქნება სიმინდის კრახმალი.


ჰო ეგაა, ახლა მოვნახე ლექსიკონში. smile.gif


Posted by: BlaBla 8 May 2008, 17:24
არავინ არ იცით ფრანგული ფუნთუშას რეცეპტი? sad.gif

Posted by: Johnnie Walker 8 May 2008, 18:35
©TG
სადა? არის ეგთი ტოჩკა თბილისში?

August
QUOTE
მაგრამ მაინც დიდი სნობი რამე ხარ ...
გადაგვირჩა ედინბურგის ჰერცოგი?

გადაგვირჩა, გადაგვირჩა, თორემ რა გვეშველებოდა.........??? lol.gif

რატომ ვარ სნობი, კაცო, ჩემ ჭიას ვაბანავებ პერიოდულად, ეგაა და ეგ lol.gif

(ყველა ხომ თავისთვის გიჟობს, როგორც შეუძლია smile.gif).

ისე, ნანახი მაქვს, მარლბოროს ჰერცოგის გოგო, ლედი ალეგზანდრა ( http://en.wikipedia.org/wiki/11th_Duke_of_Marlborough ) თბილისში როგორ ცეკვავდა გაპრო&ილი ნასვამი შალახოს smile.gif მაგარი საყურებელი იყო (თან ნაშაც მაგარი იყო, მაშინ,10ოდე წლის წინ) biggrin.gif
მაგის ბრალი არ იყო - ძალით დაათვრეს და ძალით აცეკვებდნენ ღიპიანი გრუზინეცები, გოგო მთლად არზე ნაღდად არ იყო, სად იმყოფებოდა lol.gif

ისე, შენი პოსტები ზოგჯერ ჩემთვის ძალიან ახლობელ და მოციურად მნიშვნელოვან აზრებს შეიცავენ, ეგ ფაქტია biggrin.gif

მორჩა, წავედი მე ამ თემიდან იმიტომ, რომ ცხობაში აბსოლუტური ბარაბანი ვარ და უბრალოდ, ხელს გიშლით, კომპეტენტურ ხალხს... wink.gifაგერ, შვარცვალდის ტორტზე რა ამბავი ამიტეხავს, არც მოველოდი smile.gif

Posted by: kokogorgo 8 May 2008, 19:09
არავინ იცის კრემიანი კროასანის რეცეპტი? წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: WOMAN IN LOVE 9 May 2008, 20:19
kokogorgo
ეს პოსტი ნახე, ბოლოსკენ წერია კრუასანის რეცეპტი
http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=0&#entry4327790

Posted by: kokogorgo 9 May 2008, 20:34
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა
* * *
WOMAN IN LOVE
ბოროთად ვსარგებლობ თქვენი სიკეთით. იქნებ შუა აზიური ფლავიც იცით სად ვიპოვო. წინასწარ მადლობა

Posted by: Johnnie Walker 9 May 2008, 20:50
miau
QUOTE
მე ასეთი რეცეპტი მაქვს, ძველი გერმანული კულინარიის წიგნში ეწერა:
Schwarzwalder Kirschtorte

2kiss.gif biggrin.gif მადლობა მიაუ, ჯიგარი ხარ, მაგას ვეტყვი ჟენიას და მერე მე და თამაზა შენთან და თინასთან მაგ ტორტით გამოვცხადდებით, მაიცა, ალუბალი შემოვიდეს............ biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 9 May 2008, 21:37
kokogorgo
ეს გაწყობს?
http://forum.ge/?showtopic=33695676&view=findpost&p=5298783


* * *
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416188

Posted by: faustina 10 May 2008, 03:33
ვაშლისა და ნუშის გემრიელი პეროგი (ადვილი, ეკონომიური)

მასალისათვის საჭიროა:

- 5-6 საშუალო ზომის რბილი ჯიშის ვაშLი, სასურველია ავტონოვკა
- 3 კვერცხი
- 100-150 გრ. შაქარი
- 50 გრამი ფქვილი
- ნუში თხლად დაჭრილი, დაახლოებით 30 გრ.
- 3-4 სუფრის კოვზი გატარებული ნუში
- 3-4 პატარა კოვზი ატმის ჯემი ან მურაბის წვენი
კარაქი კი ძაან ცოტა, ისიც ნამცხვირის ფორმაზე წასასმელად და რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.
ნუშის მაგივრად შეგვიძლია ნიგოზი ვიხმაროთ


შევეცდები დავწერო თანმიმდევრულად

1. ჩართეთ გაზქურა 200გრადუსზე.. (პეროგოს შედგმის დროს ცხელი რომ იყოს )
2. გაფცქვენით ვაშლები, 3 ვაშლი მთEლი დავტოვოთ და დანარჩენი 3 კი გავჭრათ შუაზე, ამოვაცილოთ გულები, და დავჭრათ თხელ ფენებად
3. 3 კვერცხი და შაქარი (გემოვნებიტ 100გ ან 150 გ) ავთქვიფოთ მიქსერით კარგად , ისე რომ შაქარი აღარ ეტყობოდეს.
4. ცალკე ჯამში ვურევთ გატარებულ ნუშს და ფქვილს, შეგვიძლია 50 გ ფქვილი გავზარდოთ 70 გრამამდე , ავურიოტ კარგად და შEმდეგ ზემოდან სქელ სახეხზე მოვახეხოთ დარჩენილი 3 მთელი ვაშლი. ავზილოტ ეს ყველაფერი კარგად,
5. ერთი მასის მიღების შემდეგ, ეს მასა გადაგვაქვს უკვე მზა გოგლი- მოგლში, და ხელით ნელა (თითებით) ვურევთ ამ ორივე მასას. თითებით იმიტომ რომ არ ჩავარდეს ცომი.
6. უკვე კარგად გაერთIანებულ მასას ვასხავთ წინასწარ მომზადებულ ნამცხვრის ფორმაში.რომელსაც ექნება კარაქი წასმული და ზევიდან ფქვილი მოყრილი (ფორმის კედლებზეც )
ფორმა სასურველია იყოს მრგვალი, და გვერდიდან რომ იხსნებოდეს , ანუ გამოცხობის შემდეგ გადმოტრიალება არ დაგვჭირდება , რათა ბისკვიტი ამოვიღოთ .
7. ცომის ჩასხმის შემდეგ ცომს გვერდებზე 2 ფენად მოვაწყოთ თხლად დაჭრილი ვაშლი, (2 ფე ნად იმიტომ რომ როცა გამოცხვება , ვაშლის ნაჭრები არ დაიკარგოს და ეტყობოდეს .) )
შუაში დარჩEნილ ცომის გულზე კი მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ნუში .
8. შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში და დაველოDოთ დაახლოებით 30- 40 წუთი.
9. ამის შემდეგ ვაცდით პეროგს რომ გაგრილდეს , შემდეგ ვიღებთ ატმის მურაბის წვენს (შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ყვითელი ფერის ჯემი ან მურაბა), ვუმატებთ ლიმონის წვენს გემოვნებით, ოდნავ გავაცხელებთ, რათა გათხელდეს ცოტა და ვუსმევთ პეროგს ზევიდან, მხოლოდ ვაშლებს!!!,

ესეც ჩვენი ვაშლის პეროგი
http://www.radikal.ru

გააციეთ და გემრიელად მიირთვით
ბისკვიტი შიგნით ასეთი თხელი იქნება და არ გეგონოთ რომ არ არის გამომცხვარი


Posted by: miau 10 May 2008, 10:42
Johnnie Walker
QUOTE
მადლობა მიაუ, ჯიგარი ხარ, მაგას ვეტყვი ჟენიას და მერე მე და თამაზა შენთან და თინასთან მაგ ტორტით გამოვცხადდებით, მაიცა, ალუბალი შემოვიდეს............ 


biggrin.gif
მეც ვაპირებ გამოცხობას და თავად დაგპატიჟებთ! smile.gif

Posted by: auau 10 May 2008, 15:23
Johnnie Walker
QUOTE
მე და თამაზა შენთან და თინასთან მაგ ტორტით გამოვცხადდებით, მაიცა, ალუბალი შემოვიდეს............ 

თამაზა და ტორტი? lol.gif
ალუბლამდე მარწყვი შემოდის...

ვააა, ნუ მაშინებ რაა!
ხომ იცი, ეგეთი რამეების არ გვეშინია. ჩემი სახლი არ იკეტება, ერთი "სკრომნი ზავეძენიაა" დიდ "კალხოზს" რომ მოგაგონებს biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 11 May 2008, 15:50
QUOTE
აქ კიდევ უფრო გავიიოლე საქმე და ვყიდულობ ავსტრიულ მზა ტორტის ძირებს. ერთ სეკვრაში სწორედ 3 ცალია. არის ჩვეულებრივი და არის შოკოლადის.

ჩვენთან იყიდება ნეტავ ეგ? ან საერთოდ, ბისკვიტები რომ იყიდება, კარგია თუ იცით?

Posted by: მონიკა 11 May 2008, 18:37
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩვენთან იყიდება ნეტავ ეგ?

მე ვიყიდე ერთხელ, რომელი ფირმის ნაწარმი იყო არ მახსოვს (რომელიღაცა რულეტების მწარმოებელი) ცუდი არ იყო მაგრამ ცოტა თავისებური გემო დაკრავდა.

Posted by: faustina 11 May 2008, 19:20
ქიშმიშის პეჩენია (დიეტური)

მასალისათვის საჭიროა:

3 ჭიქა შვრია, დაფქვილი (მგონი შვრია ქვია sad.gif , ესპ.avena, ინგ.oats ქვია და აი სურათიც
http://radikal.ru/F/i014.radikal.ru/0805/43/4e687b4a3055.jpg.html )
1 ჭიქა ფქვილი,
1 ჭ. პესოკი,
2 კვერცხი,
1 ჭ. რძე,(დაახლოებით)
1 ჭ, ქიშმიში,
რონი,
1 კოვზი საფუარი ფქვილის სახით,
1 კოვზი დარიჩინი,
ცოოტა მარილი.

პირველად ვიღებთ ქიშმიშს და ვასხავთ ზევიდან რონს, ისე რომ ზევიდან ოდნავ დაიფაროს, ვაჩერებთ დაახლოებით 3 საათი.

ერთ ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, მარილი, საფუარი, დარიჩინი, შAქარი და ავურიოტ კარგად,
შემდეგ ცალკე ტაფაზე მოვხალოდ დაფქვილი შვრია, და შევურიოთ ამ გამზადებულ მასას, ავურიოთ კარგად და დავამატოთ კვერცხი, რძე(1 ჭ. ან ნაკლები..) და ქიშმიში. ხელით კარგად შევაზილოთ ერთმანეთს. თუ ატყობთ რომ თხელი გამოვიდა, ჩავუმატოდ ცოტა ფქვილი, გავაჩეროთ დაახლოებით 10 - 15 წუთი.
ვიღებთ 2 სუპრის კოვზს და ერთმანეთის დახმარებით, ვსვავთ ფორმებს (როგორც დაჯდება)თუნუქის ფურცელ გადაფარებულ ჟარონაზე და შევდგავთ წინასწარ გაცხელებულ ქურაში . (დაახლოებით 200 გრადუსზე)

ცოტა ხნის წინ გავაკეტე და ძAლიან გემრიელია ჩაისთან, რძესთან ერთად smile.gif
გემრიელად მიირთვით smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: miau 11 May 2008, 19:30
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩვენთან იყიდება ნეტავ ეგ? ან საერთოდ, ბისკვიტები რომ იყიდება, კარგია თუ იცით?


ადრე მახსოვს, იყიდებოდა მაღაზიებში უცხოური ბისკვიტები ინცლქი-ფონცქლო შეფუთვით და არც თუ ურიგო იყო... ახლა ამ ბოლო დროს არ დავინტერესებულვარ და არ ვიცი.
რაც შეეხება ქართული "წარმოშობის" ბისკვიტებს (თუ სპეციალურად სანდოდ არ ეუკვეთე) - მე არ მომწონს და ესეც რბილად ნათქვამია. smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 11 May 2008, 19:43
miau
18 ში აუცილებლად უნდა გავაკეთო ტორტი, ბისკვიტი რომ არ გამოვიდეს, ვერ გადავიტან მაგ ამბავს, ამიტომ ვეძებ ნორმალურ მზა ბისკვიტს...

Posted by: tos-ka 12 May 2008, 21:24
WOMAN IN LOVE
QUOTE
ამიტომ ვეძებ ნორმალურ მზა ბისკვიტს...


ძალიან ფუმფულა და გემრიელი ბისკვიტები იყიდება ვაგზალზე, პასაჟში რომ საკონდიტროებს ყიდიან. შეგიძლია წინასწარ მისცე შეკვეთა და ისე გამოგიცხობენ. ნამდვილად არ ღირს წვალებად, მე ბისკვიტს უკვე მხოლოდ იმ შემთხვავაში ვაცხობ, თუ განსხვავებული ფორმის მჭირდება
თუ მაინცდამაინც შენი გამომცხვარი არ გჭირდება, ხილიანზეა ერთი საკონდიტრო, ნაწარმს ვერაფრით დაუწუნებთ. სამსახურში მაქვს ნომერი, ხვალ ვნახავ და დაგიწერ
* * *
faustina
QUOTE
ქიშმიშის პეჩენია (დიეტური)


როგორ მომნატრებია! რა გემრიელი რამაა

Posted by: August 13 May 2008, 16:12
წიწაკებში დავპოსტე, მაგრამ ამის ადგილი აქ არის

" BOCA NEGRA " ქართულად "პირშავი" იქნება
6 ცალი წიწაკა ( საერთოდ ჩიპოტლე უნდა მაგრამ კარგი წითელი ცხარე წიწაკაც წავა) თესლგაცლილი წმინდად დაჭერით ან გაატარეთ მანქანაში
ერთი დიდი ფორთოხალის წვენი დადგით ცეცხლზე + 1 ჭ. შაქარი, როცა შაქარი გალღვება + 300 გრ. დატეხილი შოკოლადი. ვაცალოთ შოკოლადს გადნეს და დავამატოთ 150 გრ. კარაქი და გადმოვდგათ + 1 სირცა ალკოჰოლი (ბურბონი უხდება, მაგრამ სხვაც წავა)
4 კვერცხი ავთქვიფოთ და შოკოლადის მასაში დავუმატოთ და თან ენერგიულად უნდა ურიოთ რომ თანაბრად განაწილდეს. ახლა უკვე დავუმატოთ დაკეპილი წიწაკა + 4 კოვზი ფქვილი და ცოტა მარილიც.

ცხიმწასმულ ფორმაში ( შეგიძლიათ ცალკე სუფლეს ფორმებში) გავანაწილოთ და 150 გრად-ზე გამოვაცხოთ. დაახლოებით 1 სთ დასჭირდება.

user posted image

ფორმა ბოლომდე არ ამოავსოთ - ცხობაში საგრძნობლად იმატებს.
ძალიან უხდება ვანილის ან თხილის ნაყინი ...

ახლა კი როგორ შეიძლება გაფორმდეს ... მაგალიტად ტორტის ფორმაში გამომცხვარი "პირშავი" ჟოლოს კონფიტურით ცოცხალი ჟოლოებითა, "გოზინაყის" (შაქარის კარამელში მოხალული ნიგოზი, ან თხილი, ან არაქისი, ან ... ) გულით და კრემით ან ნაყინით ...
გამომცხვარი ფორმიდან ამოჭერით რაიმე ფორმა, მაგალითად გული, ვარსკვლავი ... ასეთივე ფორმაზე ამოჭერით "გოზინაყი"...

user posted image

არომატების ფეირვერკია!

tos-ka,
თუ მოგეწონება, აგატსტონის II ფაზაზე როცა გადახვალ, შაქრის ნაცვლად ფრუქტოზა და თაფლი იხმარე, ფქვილის ნაცვლად ქატო ...

Posted by: tos-ka 13 May 2008, 16:26
August
QUOTE
tos-ka,
თუ მოგეწონება, აგატსტონის II ფაზაზე როცა გადახვალ, შაქრის ნაცვლად ფრუქტოზა და თაფლი იხმარე, ფქვილის ნაცვლად ქატო ...


მომეწონება რომელია! ერთი სული მაქვს II ფაზაზე როდის გადავალ. ჰო, ცნობისათვის: უშაქრო და უპურო კვებაზე 5 დღეა, რაც გადავედი და 2 კგ-მდე დავიკელი უკვე! თუმცა ხილის გარეშე გაძლება მიჭირს sad.gif

Posted by: BadbadGirl 13 May 2008, 16:33
QUOTE
უშაქრო და უპურო კვებაზე 5 დღეა, რაც გადავედი და 2 კგ-მდე

გადასარევია პირდაპირ. არც პურს ვჭამ არც შაქარს და არ ვიკლებ მაინც!

Posted by: მონიკა 13 May 2008, 16:34
BadbadGirl
QUOTE
არც პურს ვჭამ არც შაქარს და არ ვიკლებ მაინც!

სურათებში ისედაც ტანწერწეტა ხარ, დიეტა რად გინდა.

Posted by: August 13 May 2008, 17:04
tos-ka
QUOTE
ერთი სული მაქვს II ფაზაზე როდის გადავალ. ჰო, ცნობისათვის: უშაქრო და უპურო კვებაზე 5 დღეა, რაც გადავედი და 2 კგ-მდე დავიკელი უკვე! თუმცა ხილის გარეშე გაძლება მიჭირს


5 დღეში 2კგ და ისიც ხილით ძალიან კარგი შედგია... მაგრამ შეეცადე იქნებ ხილი გარგარის და შავი ქლიავის ჩირით შეცვალო.
II ფაზიდან უკვე ატამი, ლეღვი, გრეიფრუტი, მსხალი, ვაშლი, მაყვალი, კივი, ჟოლო, მანდარინი, გარგარი, ფორთოხალი, ქლიავი, ალუჩა, ალუბალი, მარწყვი, ყურძენი შეგიძლია მიირთვა აქვე დავწერ, რომ ქიშმიში არ არის სასურველი.
ასევე არ არის სასურველი საზამთრო (განსაკუთრებით) ნესვი, ბანანი, ანანასი, ბალი, ფინიკი, მანგო ...

ავოკადო არის სამაგიეროდ ძალიან სასარგებლო რადგან მასში არის არანაჯერიცხიმები, ისევე როგორც ზეითუნში, არაქისში და სხვა ნიგოზ-თხილეულობაში.
ჰო კარაქის ნაცვლადაც მაშინ არაქისის კარაქი უნდა იხმარო ... ან ზეითუნი
* * *
BadbadGirl
შენი სურათი მაქვს ნანახი წიწაკების ფონზე და ვერ გამიგია რა გახდომაზეა საუბარი?
აგერ ეს ლინკი ნახე:
http://www.eurekalert.org/pub_releases/2008-05/uow-sao051208.php

Posted by: ALEF 14 May 2008, 11:04
August
" BOCA NEGRA "
რა ლამაზი და აპეტიტნია...და რა მაინტერესებს
წიწაკის გარეშე რომ გავაკეთო არ გამოვა? ანუ რაღაც ძაან ცხარე მეჩვენება...

Posted by: August 14 May 2008, 13:38
ALEF,
რატომ არ გამოვა? გამოვა, მაგრამ ძალიან საიტერესო გემო/არომატს დაკარგავს...
მაგრამ მიაქციე ყურადღება, რომ წიწაკა თესლგამოცლილია ... თან შეგიძლია ნაკლები გაუკეთო.

Posted by: ALEF 14 May 2008, 14:04
August
უნდა ვცადო...ჯერ ნახევარი წიწაკიდან დავიწყებ smile.gif

Posted by: tos-ka 14 May 2008, 14:27
August
QUOTE
მაგრამ შეეცადე იქნებ ხილი გარგარის და შავი ქლიავის ჩირით შეცვალო.


მადლობა რჩევისთვის. ხილი ძალიან მიყვარს და "მენატრება", თორემ ორი კვირა რა პრობლემაა, გავძლებ. არაქისის კარაქი უკვე ავითვისეთ. ჩემთვის ძალიან მსუყეა, ვერდიქტიც გამოვიტანე - ორ დღეში მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი smile.gif

ჩვენი "პირშავი" გადამდნარ თეთრ შოკოლადთანაც არ იქნება ცუდი დასაგემოვნებელი.

Posted by: vampiria 14 May 2008, 17:38
QUOTE
ბისკვიტი, კრემი, ნამცხვარი, კექსი, შაქარლამა, ღვეზელი, ბლინები..


ყველაზე მაფანატებს!
მე თვითონ ბლინებს ვაკეთებ ხოლმე, სხვა რამეებზე ჯერ-ჯერობით ბოდიში : ))

Posted by: WOMAN IN LOVE 17 May 2008, 20:49
ხვალ დაბადების დღე აქვს ჩემს უფროს გოგონას და მარწყვის ტორტი გავაკეთე (მე ვიტყოდი, მოვახლაფორთე biggrin.gif )
მადლობა აუაუს და ტოსკას 2kiss.gif
სურათს რატომღაც ვერ ვდებ...

Posted by: n_j 17 May 2008, 21:23
WOMAN IN LOVE
QUOTE
სურათს რატომღაც ვერ ვდებ...

დადე რა გვაინტერესებს ძალიან yes.gif

მეც ვაპირებ და....

Posted by: saliha82 19 May 2008, 13:52
ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ იცის დაწეროს სუფლეს რეცეპტი აი ისეთი ნამცხვრებში რომ არის ხოლმ ჩადებული ფირფიტებს შორის.მე მგონი გასაგებად დავწერე

Posted by: n_j 20 May 2008, 20:25
მნიამ, მნიამ
-------------------------------------------

Posted by: WOMAN IN LOVE 21 May 2008, 16:50
მოკლედ, ჩემი ტორტი ძალიან კარგი გამოვიდა, მაგრამ ერთს მივხვდი-დანამვა არასოდეს არის ზედმეტი... მეგონა, საკმარისად დავნამე, მაგრამ მაინც არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა, ამის მერე გავითვალისწინებ და ფენებს შორის მარწყვსაც უფრო მეტს ჩავუდებ yes.gif იმავე ნაღების ფხვნილით გავაკეთე ტირამისუ და ჩემს შვილებს ის უფრო მოეწონათ, თან ბევრად მარტივია, ვიდრე ტორტის მორთვა , განსაკუთრებით კი მისი გვერდების...ბევრი წვალების შემდეგ ჩავიქნიე ხელი, კარგად გავლეს-დავშპაკლე კრემით და მივაწებე შუაზე გაჭრილი მარწყვები biggrin.gif

Posted by: n_j 21 May 2008, 17:20
---------------------------------------------------

რამდენიმე სურათი ერთად როგორ დავდო?
რაღაც კაი რეცეპტი მაქვს და....

Posted by: faustina 22 May 2008, 17:03
n_j
QUOTE
რამდენიმე სურათი ერთად როგორ დავდო?
რაღაც კაი რეცეპტი მაქვს და....

www.radikal.ru ზე შეხვალ, ატვირთავ ჯერ ერთ სურატს, მერე გამოჩნდება ახალი გვერდი, შენი ატვირთული სურათით და ქვეშ ეწერება სხვადასხვა ფორმა სურათის დადების,აირჩევ ერთ ერთს, ამ შემტხვევაშI კარტინა ვტეკსტე, დააკოპირებ მაგ ლინკს და ფორუმში გაუკეთებ ლინკს,
მეორე სურათის ატვირთვისას იმეორებ იგივეს smile.gif





გოგოებო, რბილი და ფუნფულა პეჩენიის რეცეპტი არავინ არ იცის ???

ადრე, ბავშობაშI გავსინჯე ერთი პეჩენია, რომლის ერთ ერთი შემადგენლობა იყო რაღაცა მიატნი წვეთები, სახელი არ მახსოვს, ბავშვებს ასმევდნენ მუცლის ტკივილის დროს,
ხომ არ გსმენიათ ასეთ პეჩენიაზე რამე ???
იქნებ ვინმემ იცოდეს....

Posted by: WOMAN IN LOVE 24 May 2008, 22:21
ასეთ ლამაზ ტორტებს როგორ აკეთებენ?

Posted by: BadbadGirl 24 May 2008, 22:28
WOMAN IN LOVE
მარციპანით smile.gif
ჩემი ამხანაგიც კი აკეთებს, რომელიც უბრალოდ მოყვარულია smile.gif

მარციპანის ფიგურები ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება, ან თუ კარგი ხელი გაქვს უბრაოდ თავად გამოძერწავ, მერე კიდევ ფანტაზია და მისი ჯანი smile.gif

Posted by: auau 24 May 2008, 22:30
faustina
QUOTE
ადრე, ბავშობაშI გავსინჯე ერთი პეჩენია, რომლის ერთ ერთი შემადგენლობა იყო რაღაცა მიატნი წვეთები, სახელი არ მახსოვს, ბავშვებს ასმევდნენ მუცლის ტკივილის დროს,

ეგ არის რუსული პრიანიკები. რეცეპტი მაქვს თბილისში და სამშაბათამდე თუ მოიცდი, გამოგიგზავნი.

Posted by: faustina 27 May 2008, 01:54
auau
არა .... პრიანიკს დარიჩინს ურევენ....


ეგ კი პრიანიკის ხელა ბურთულები იყო და თეთრი, ოდნავ მოყვითალო ფერის... და მიატნი გემო ქონდა.... sad.gif

Posted by: miau 31 May 2008, 22:51
"თეთრი დათვი"

8 კვერცხის გულისა და 1 1/4 ჭიქა შაქრის გოგლიმოგლს დავუმატოთ ვანილი, 1 ჩ/კ სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით, 300 გ. დარბილებული მარგარინი და 4 ჭიქა ფქვილი. დავყოთ სამ ტოლ ნაწილად და საგულდაგულოდ ცხიმწასმულ ჟარონაზე გავიყვანოთ ხელით ფქვილის დახმარებით სამივე ფენა თანაბარ ზომაზე. (სასურველია წინასწარ მოამზადო სამო თუნუქის ფურცელი, ე. წ. ჟარონა და ზედ გადავანაწილოთ, თუ არადა, პერგამენტი დავჭრათ ტოლ ნაწილებად და იმაზე გადავანაწილოთ.)
ამის შემდეგ 8 ცილისა და 2 ჭიქა შაქრისაგან ავთქვიფოთ კარგი ბეზე, ხელით ავურიოთ 2 ჭიქა დათლილი ან დაფქვილი ნიგოზი და ეს მასაც გადავანაწილოთ ფენებზე. ცალ-ცალკე გამოვაცხოთ ფენები საშუალო ცეცხლზე. ზემოდან რომ შეიბრაწება ბეზე და საამო სურნელი დატრიალდება, მზად არის. smile.gif

ამის შემდეგ 1 საშუალო სისქის შესქელებული რძე და 250-300 გ. დარბილებული კარაქი კარგად შევათქვიფოთ ერთმნანეთს და დავუმატოთ ვანილი.

ფენები რომ გაცივდება, ერთ ფენას წავუსვათ კრემი, მეორე ფენა დავადოთ, მეორესაც წავუსვათ კრემი, მესამე ფენა დავადოთ და ზემოდან შაქრის პუდრა მოვაყაროთ. smile.gif

ძალიან გემრიელი რამეა, ეს ნამცხვარი ბათუმელებისგან ვისწავლე და ძალიან მომწონს.

Posted by: Peppi 1 Jun 2008, 01:39
miau
QUOTE
"თეთრი დათვი"

ნამცხვრის დიდი "მუშტარი" არ ვარ, მაგრამ მაგ ნამცხვარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მახსოვსsmile.gif

Posted by: tos-ka 2 Jun 2008, 12:20
ესეც დაპირებული მარწყვის ტორტი. მე არ გამისინჯავს მაგრამ ძალიან გემრიელი იყოო smile.gif

Posted by: n@tia_ 2 Jun 2008, 15:30
ძალიან გთხოვთ ნამდვილი კარამელის გაკეთება მასწავლეთ რაააა sad.gif

Posted by: August 2 Jun 2008, 21:32
tos-ka,
შენი გაკეთებული ხომ არის!
ყოჩაღ!
ულამაზესია!!!
P.S. ამხელა ცდუნებას როგორ გაუძელი? 2kiss.gif

Posted by: patriciia 2 Jun 2008, 22:35
August
ხაჭოს კრემი როგორ კეთდება?

Posted by: tos-ka 3 Jun 2008, 09:40
August
QUOTE
P.S. ამხელა ცდუნებას როგორ გაუძელი?


წონაში დაკლების ცდუნება უფრო ძლიერი გამოდგა smile.gif

Posted by: annak 3 Jun 2008, 09:48
tos-ka
QUOTE
წონაში დაკლების ცდუნება უფრო ძლიერი გამოდგა

ერთი თხელი ნაჭერი ტორტი ვითომ იზავს რამეს?
ესე მგონია რომ ზომიერად ყველაფერი შესაძლებელია თუნდაც დიეტის დროს. yes.gif

ტორტი მაინცდამაინც არ მიყვარს, მარწყვის თუ არ არის..
ისეთი გემრიელობა ჩანს რომ გულგრილად ყურება არ შემიძლია.
პლატონურად ვეტრფი, შორიდან.

Posted by: tos-ka 3 Jun 2008, 09:52
annak
QUOTE
ერთი თხელი ნაჭერი ტორტი ვითომ იზავს რამეს?


smile.gif არაფერს, მაგრამ კიდევ ერთი კვირა უნდა მოვითმინო. მე მიყვარს ტორტი და მთელი ცხოვრება ცქერით ტრფობას ვერ შევძლებ smile.gif ერთ კვირას კი უპრობლემოდ გავძლებ ამ გემრიელობის გარეშეც 2kiss.gif

Posted by: miau 3 Jun 2008, 10:06
tos-ka

ფქვილთან დაკავშირებული რაც არის, ყვეველაფერი იდეალურად იცი!!
აშკარად გემრიელი რამე-რუმეა. smile.gif

Posted by: nu_nuka 3 Jun 2008, 11:59
tos-ka
weep.gif
შემიბრალეთ ცოდოვარ, ამ ბოლო დროს აშკარათ მაზოხიზმი მჭირს თორე აბა რა მინდა აქ

Posted by: annak 3 Jun 2008, 13:47
შორით ტრფობას ვეღარ გავუძელი (ნე დლია მენია) და ეხლა მივირთმევ მარწყვის პაწაწინა ტორტუკას. (ითიდან)
დარწმუნებულივარ ტოს-კას გამომცხვარს ვერ შეედრება, yes.gif მაგრამ სურათის ყურებას ჯობია.

Posted by: tos-ka 3 Jun 2008, 13:57
miau
QUOTE
აშკარად გემრიელი რამე-რუმეა. 


შენ კი გაგიმასპინძლდები უახლოეს ხანში. იყოო, ესე მითხრეს და "რეპეტე" მომთხოვეს smile.gif

annak
QUOTE
მივირთმევ მარწყვის პაწაწინა ტორტუკას. (ითიდან)


ეგეც დაგემოვნებული მაქვს, მოწონებულია. ოღონდ თუ გემოზეა საუბარი, ხილიანის საკონდიტროს გირჩევთ (მე მაგ ტორტის დიზაინი მაგათ "მოვპარე" rolleyes.gif )


Posted by: auau 4 Jun 2008, 00:09
tos-ka
აბა სასწრაფოდ დადე ის რეცეპტი, ჩვენ რომ მოგვეწონა!

Posted by: patriciia 4 Jun 2008, 00:39
ხალხო, მითხარით, ხაჭოს კრემი როგორ კეთდება?

Posted by: CKNAFA 4 Jun 2008, 19:06
charlotte ს რეცეპტს ვეზებ იქნებ დამეხმაროთ, ლინქს ტუ მიუთითებთ უკეთესი

Posted by: n_j 5 Jun 2008, 15:36
http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=600&#entry8691199

აბა ეს ნახე, ზუსტად სეზონურია

Posted by: radiology 6 Jun 2008, 16:53
ჟელატინის გაკეტება მასწავლეთ რა ვინმემ?მაგარი რო გამოვიდეს და ნამცხვარს ზემოდან დავადო???

Posted by: tos-ka 6 Jun 2008, 17:14
radiology
QUOTE
ჟელატინის გაკეტება მასწავლეთ რა ვინმემ?მაგარი რო გამოვიდეს და ნამცხვარს ზემოდან დავადო???


ჟელატინის პაკეტს ზემოდან აწერია როგორ უნდა გააკეთო. თუ მაინცდამაინც უფრო "მაგარი" გინდა, სითხე დააკელი.
მზა ჟელეს ნამცხვარი ზემოდან უნდა დაადო და ერთიანად გადმოატრიალო. მთელი ფოკუსიც ეს არის smile.gif

Posted by: radiology 6 Jun 2008, 17:25
tos-ka



Thanks..smile.gif

Posted by: Aushki 6 Jun 2008, 23:00
ამდენი ვერ წავიკითხე გვიან შემოგიერთდით smile.gif

ხალხო ვგიჟდები "მალინას" ნამცხვრებზე. რა ლამაზია და რა გემრიელი, მაგრამ მე სილამაზე ძააააააან მმწონს.

კარამელიანი ნამცხმარი აქვთ რამოდენიმე. ხომ არ გაქვთ რამე მათი ნამცხვის რეცეპტი?


Posted by: patriciia 6 Jun 2008, 23:07
ვისაც უნდა, გავუზიარებ ძაოიან ჰაეროვანი პეჩენიის რეცეპტს

ყავის ელექტროსაფქვავი სამჯერ აავსეთ შაქრით და დაფქვით

250 გრამი მარგარინი უსტამი დანით ჩათალეთ თასში, დაუმატეთ სამი ჭიქა ფქვილი და ხელით ერთმანეტშ აურიეთ.
ცალკე თასში მოათავსეთ სამი წინასწარ ჩაციებული კვერცხი და მიქსერით კარგად ამოიყვანეთ,ნელ-ნელა შეურიეთ შაქრის პუდრა, ცოტა მოიტოვეთ.
დაუმატეთ სოდა ძმრით და ნახევარი ქილა მაწონი, ჩაასხით რომის ან ნუშის წვეთები
ნელ-ნელა შეურიეთ ერთმანეთში აზელილი მარგარინი და ფქვილი
მიქსერის გარეშე დაუმატეს კიდევ ცოტა ფქვილი, და ასევე ფქვილიანი ხელებით დაამრგვალეთ
გამოაცხვეთ 270 გრადუსზე
მოაყარეთ მონარჩენი შაქრის პუდრა
ასეთი ტექნოლოგიით უფრო ჰაეროვანი და ხრაშუნა გამოდის......

Posted by: nanana 7 Jun 2008, 01:30
QUOTE
ძალიან გთხოვთ ნამდვილი კარამელის გაკეთება მასწავლეთ რაააა 


300 გრ შაქარი
250 გრამი ნაღები
50 გრამი კარაქი
2 კვერცხი
1 კვერცხის გული
15გრ ( ერტ ჩაის კოვზზე ოდნავ ცოტა) ფქვილი

დაბალ ცეცხლზე, მშრალი მეთოდით, ანუ წყლის დამატების გარეშე დაადნე შაქარი. დაუმატე ნაღები და კარაქი. აურიე და გააგრილე.
ცალკე ათქვიფე კვერცხები და კვერცხის გული და დაუმატე ფქვილი. მირებული მასა შეურიე კარამელიან და ნაღებიან მასას და 2-3 წუთით დადგი ცეცხლზე.

ეს არის სულ. კექსებშიც კარგია, პეროგებშიც და ნაყინზეც yes.gif

Posted by: CZ88 8 Jun 2008, 23:02
შერეული კრემი (ჩემი "სამარკო" კრემია)

1 ლიტრი რძე
7-8 ს/კოვზი შაქარი (შეიძლება გემოვნებითაც)
ვანილი (საკმაოდ ბლომად)
ჰაერის ტემპარატურაზე დარბილებული 1 "პაჩკა" (200-250 გ) კარაქი ან ნეიტრალური გემოს მქონე მარგარინი,
1 კოლოფი შესქელებული რძე ("სგუშიონი")
2-3 კვერცხი
3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
4-5 ს/კოვზი კარტოფილის ფქვილი (ან სპეციალური კრემის შემკვრელი ფქვილი)

კვერცხი გავტეხოთ,ჩავახალოთ თასში,ჩავამატოთ შაქარი და მიქსერით კარგად ავურიოთ. პარალელურად რზეს მოვაკლოთ 1ჭიქა , დანარჩენი კი ქვაბში დავდგათ ასადუღებლად (ქვაბი სასურველია ემალის არ იყოს, არამედ უკრობი მეტალის). გოგლიმოგლში ჩავამატოთ ვანილი , იქ 1 ჭიქა ცივი რძე, ფქვილი და კარტოფილსი ფქვილი, ჯერ კოვზით ავურიოთ და მერე ცოტათი მიქსერით. ეს მასა ნელნელა ჩავუშვათ ადუღებულ რძეში და მეორე ხელით სამზარეულო მეტალის "ცოცხით" ან ხის ბრტყელტუჩა სარევით ერთი მიმართულებით ვურიოთ, სანამ მასა არ გასქელდება, მხურვალება ცხადია რევის დროს უნდა დავუკლოთ. როცა მივიღებთ ე.წ. მოხარშულ კრემს , პუდინგს, გადმოვდგათ , გადავიტანოთ სხვა თასში და გავაცივოთ.

გაცივების მერე ჯერ კარგად მიქსერით ავურიოთ ეს მზა პუდინგი, ჩავამატოთ კარაქი და სგუშიონი, ასევე ვანილი დავამატოთ, კარგად ავთქვიფოთ და მზადაა.

ამ კრემს ვიყენებ ტორტის კლასიკური ბისკვიტისთვის ან ფენოვანი ცომით ვამზადებ სამკუთხედებს, ვწვავ (ე.წ. "სალფეთქი" ) , შემდეგ ვჭრი მართი კუთხის წვეროდან შუაზე და ვტენი ამ კრემით, ზემოდანაც ვუსვა, ბოლოს როცა ყველა ეს სალფეთქები უკვე კრემითაა სავსე, წინასწარ დაფხვნილ რამდენიმე სალფეთქს ვაყრი თავზე.

იხილეთ სურათი :

http://www.radikal.ru

Posted by: sharla IX 9 Jun 2008, 23:57
გეხვეწებით ვინმემ მასწავლეთ კი არადა იქნებ იცოდეთ ეს რისგან შეიძლება იყოს გაკეთებულიი? ბისკვიტი არა, კრემი და ის რაღაცეები ... help.gif ვიდზე მომეწონა და იქნებ რამე გამომივიდეს biggrin.gif

Posted by: CZ88 10 Jun 2008, 00:04
sharla IX

აშკარად არაჟნის კრემს გავს,ანუ ათქვეფილი არაჟანი. ის "რაღაცაები" მეჩვენება რომ ხმელი კენკრაა და კარამელის ფიგურები, ასე ჩანს, ვერ დავიჩემებ smile.gif კარამელიზირებული ვარდიც ერიოს შეიძლება.

პ.ს. თითქოს ბეზეს კრემიც იყოს იქნება,მაგრამ მე მაინც არაჟანს ვფიქრობ.

Posted by: nanana 10 Jun 2008, 00:21
sharla IX

მგონი თეთრი ბეზეა ან სუფლე და კრემი კარამელის უნდა იყოს შიგნით ჩირებით და ნიგვზებით. ალუბლის ჩირს ვხედავ, პეკანს, მგონი ფორთხლის ცედრაც არის კარამელიზებული და ქლიავი?

Posted by: sharla IX 10 Jun 2008, 00:25
CZ88
nanana
უღრმესი მადლობა smile.gif 2kiss.gif

და ნეტა ადვილი გასაკეთებელი იქნებაა ? user.gif არა აშკარად ხოო? user.gif

Posted by: CZ88 10 Jun 2008, 00:25
nanana

ნაჭერს თუ დავაკვირდებით, ნაკლებად გავს ბეზეს, უფრო არაჟანს, დანარჩენი რაც დაწერე მეც მასე ვფიქრობ. არაჟნის კრემზეც შეიძლება "ტალღების" გაკეთება. თუმცა, მართლა არაა გამორიცხული ათქვეფილი ცილა იყოს...
* * *
sharla IX

რათქმაუნდა, ძნელი არ იქნება, თან ბისკვიტი ჩვეულებრივი ტორტისაა როგორც ჩანს, დანარჩენი კი ფანტაზია smile.gif

Posted by: samuraj 11 Jun 2008, 22:01
სტუმრები მყავდა თბილიში პურის მაღაზიაში ვიყიდეთ მრგვალი კორზიკის მაგვარი ნამცხვარი თუ პეჩენია ან კაკლით იყო ან ნუშით დაფხვნილი რა თქმა უნდა...
დაიშოკნენ ხალხი
რეცეპტი არ ვიცი იქნებ ვინმემ იცოდეს დამეხმარეთ ....
შემჭამეს იმ ხალხმა რეცეპტი იშოვეო
gigi.gif gigi.gif
მიშველეთ ხალხო help.gif help.gif

Posted by: CZ88 11 Jun 2008, 22:57
samuraj
QUOTE
პურის მაღაზიაში ვიყიდეთ


მაღაზიაში რომ იკითხო ? user.gif

"კორზიკი" არ ვიცი რაა, თორემ იქნებ მცოდნოდა რანაირად კეთდება.

Posted by: nanana 11 Jun 2008, 23:01
ნუშის ნამცხვარზე ამბობს. მაგის ფრანგი წინაპრის რეცეპტი ვიცი. მაკარონი ქვია , ორს აწეპებენ ერთად სხვადასხვა კრემებით. თუ გინდა ნუ შეაწეპებ და ისე ჭამე რა givi.gif

დავდო?

Posted by: მონიკა 11 Jun 2008, 23:53
samuraj
QUOTE
სტუმრები მყავდა თბილიში პურის მაღაზიაში ვიყიდეთ მრგვალი კორზიკის მაგვარი ნამცხვარი თუ პეჩენია ან კაკლით იყო ან ნუშით დაფხვნილი რა თქმა უნდა...

ნუშის ნამცხვარზე ამბობ მგონი, ცილა, შაქარი, ცოტა ფქვილი და დაფქული ნუში (ჩვენს მაღაზიებში ხშირ შემთხვევაში თხილია) ზეპირად აღარ მახსოვს პროპორციები დიდი ხანია არ გამომიცხვია.

Posted by: Vika 12 Jun 2008, 00:30
nanana
QUOTE
მაკარონი ქვია

ვროდე მაკარუნი, არა?


Posted by: irinka1983 12 Jun 2008, 01:56
nanana


აუუუუ დადე რა რეცეპტი, როგორ მომენატრააა
დედამ კი გამომიგზავნა თბილისიდან, მაგრამ ზაან ბანძი იყო

Posted by: Ani_Anna 12 Jun 2008, 19:49
ხალხნოო, ორი წელია ერთ კაი ადამიანს ვპირდები ალუბლის პეროგზე უნდა დაგპატიჟო მეთქი და აი ,უკვე მეორე ალუბლის სეზონია პირობა ვერ შევასრულე ,ხოოოოდააა იქნებ იცოდეთ რამე კაი რეცეპტი ალუბლის ნამცხვრის ან პეროგის? კრემის გარეშე ოღონდ jump.gif

Posted by: auau 12 Jun 2008, 20:43
Ani_Anna
1.
1კგ ალუბალს დააცალე კურკა, დაყარე საცერზე ან საწურზე, მოაყარე შაქარი და ცოტა ხანი დატოვე, რომ წვენი ჩამოვიდეს.
2.
250გ მარგარინი გათქვიფე 2 ჭიქა შაქართან.+ 5 კვერცხი + 0.5ლ მაწონი და შიგ გახსნილი 1ჩ/კ სოდა,მარილი ვანილი. მივათქვიფოთ დაახლოებით 3 ჭიქა ფქვილი. გვერდებიან ფორმაში ჩავფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი. ჩავასხათ ცომი, რომელიც არის კექსის ცომზე თხელი და ბისკვიტზე სქელი. ზემოდან მოაყარე წვენდაწრეტილი ალუბალი და შედგი ნელ ცეცხლზე გამოსაცხობად.

ალუბალი შეგიძლია უფრო ნაკლები აიღო

Posted by: auau 12 Jun 2008, 20:47
მე მგონი აქ კორჟიკებზეა ლაპარაკი, რომელიც ამას წინათ დავლანდე მაღაზიაში და სკოლის ბუფეტი გამახსენა...

Posted by: nanana 12 Jun 2008, 21:24
irinka1983

მაკარონი/მაკარუნი

60 გრ გახეხილი ნუში
110 გრ შაქრის ფხვნილი
4 კვერცხის ცილა
ლიმნის მჟავა ( ნამცეცი)
15 გრ შაქარი
ვანილი


1. შქრის ფხვნილი და გახეხილი ნუში აურიეთ
2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა + ლიმნის მჟავა
3. დაუმატეთ შაქარი+ ვანილი
4. ფრთხილად დაუმატეთ შაქრის ფხვნილის და ნუშის მასის ნახევარი და აურიეთ. ( დიდხანს მორევას არ საჭიროებს)
5. შეავსეთ კრემის ტომარა მასით და ცივ დაფაზე დასვით მრგვალი ფორმები
6. დატოვეთ ნახევარი საათით გამოსაშრობად ( გარეთ) ან მანამდე ვიდრე ზედაპირი ოდნავ მოუშრება
7. გაახურეთ ღუმელი 350 გრადუსით
8. შედეთ მაკარუნებიანი დაფა და გამაცხვეთ
9. დაახლოებით 5 -7 წუთში, ტემპერატურა180 გრადუსამდე დაიყვანეთ და კიდევ 7 - 8 წუთი აცხვეთ.
10. გამოიღეთ და გააცივეთ ჯერ დაფაზე და შემდეგ მაცივარში

მაკარუნი მეორე დღეს უფრო გემრიელია, იმიტომ რომ უფრო შრება. ნებისმიერი კრემით შეიძლება მათი შეწეპება.





Posted by: Vika 12 Jun 2008, 22:16
nanana
ნიამ-ნიამ, უნდა გავაკეთო (როცა მუზა მომივა).

Posted by: Ani_Anna 12 Jun 2008, 23:16
auau


გაიხარე შენ! დიიიიდი მადლობა 2kiss.gif კიდე შემოვირბენ ამ განყოფილებაში, ოღონდ ჩემი რეცეპტებით უკვე smile.gif

Posted by: samuraj 13 Jun 2008, 00:51
დიდი მადლობა რეცეპტისთვის მაგრამ ეს უფრო ხრაშუნაა მე ვგულისხმობ უფრო წელვადს თუ გამიგებთ ერთი ნახევარ მრგვალია კორზიკი რააა

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Jun 2008, 00:56
samuraj
ეს რეცეპტი ვიპოვე:
თხილის ნამცხვარი



4-პერსონაზე

ინგრედიენტები:
200 გ. დარბილებული კარაქი
200 გ. შაქარი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
2 ს/კ. ნუშის ლიქიორი ან ნუშის სიროფი
4 ც. კვერცხი
300 გ. ფქვილი
1 ს/კ. ცომის გასაფხვიერებელი, ან სოდა

სხვა მასალა:
100 გ. თხლად დაჭრილი თხილი
30 გ. შაქარი, 30 გ. კარაქი, ცხიმი საცხობი ფირფიტებისათვის.

მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი და წაუსვით ცხიმი საცხობ ფირფიტას. კარაქი, შაქარი, შაქრიანი ვანილი და ნუშის ლიქიორი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ თითო-თითო კვერცხი. შეურიეთ სოდა და ფქვილი.
ცომი გაანაწილეთ ფირფიტაზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 10 წუთი. თხლად დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და მოაყარეთ ნამცხვარს. ზემოდან დაადეთ კარაქის ანათალი და აცხვეთ კიდევ 15-20 წთ.

Posted by: BAUSHKE_ 13 Jun 2008, 01:03
nanana
Vika

არ ქვია მაგას მაკარუნი. მაკარონი ქვია smile.gif

Posted by: nanana 13 Jun 2008, 01:22
BAUSHKE_
ფრანგები როგორ ეძახიან არ ვიცი და ინგლისში ო და უ-ს შუალედური ხმოვნით გამოთქვამენ. რა მნიშვნელობა აქვს ისე, დავიკიდოთ

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Jun 2008, 01:22
ნუშის ნამცხვრის თემა შეუერთდა ამ თემას...

Posted by: irinka1983 13 Jun 2008, 02:35
nanana

გაიხარეეეე, გამრავლდი და სულ ესეთი გემრიელობები გეცხოსbiggrin.gif


QUOTE
. ფრთხილად დაუმატეთ შაქრის ფხვნილის და ნუშის მასის ნახევარი და აურიეთ.


უი ეს ვერ გავიგე, მეორე ნახევარს რა ვუყოbiggrin.gif ნაწილ-ნაწილ უნდა ავურიო?

და ფქვილი საერთოდ არ უნდა?

Posted by: nanana 13 Jun 2008, 10:40
QUOTE
. ფრთხილად დაუმატეთ შაქრის ფხვნილის და ნუშის მასის ნახევარი და აურიეთ.


არა ორივე ნახევარი უნდაsmile.gif უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ თანდათანობით უნდა ჩაყრა.
ფქვილი საერთოდ არ უნდა, მაგრამ ნუში უნდა იყოს ძალიან წვრილ სახეხზე გახეხილი. yes.gif


Posted by: miau 13 Jun 2008, 12:36
Ani_Anna

ალუბლის და ხაჭოს პეროგი გავაკეთე გუშინ და ძალიან გემრიელი გამოვიდა ერთადერთი რაცაა, 4-5 საათით მაცივარში უნდა შედო და ცივიკოვზით მიირთვა smile.gif

მაშ ასე:

3 კვერცხის გული, 1კგ. (ცოტა მეტიც შეიძლება) ხაჭო და 1ჭუქა შაქრის პუდრა დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ვანილი და დავდოთ.

3 კვერცხის გული, 250 გ. დარბილებული მარგარინი, 1,5 ჭიქა შაქარი, 4 ს/კ მაწონი ან არაჟანი ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ 1/2 ჩ/კ სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით და იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. (ისეთი უნდა იყოს ცომის კონსისტენცია, რომ ხელზე ეკვრებოდეს და ფქვილიანი ხელებით გავიყვანოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე).

1 კგ. კურკაგამოცლილი ალუბალი დავდოთ გვერდზე.

6 ცილა შევინახოთ

ცომიდავდოთ აღნიშნული წესით ჟარონაზე და ცხელ ქურაში შევდგათ, რომ ზემოდან მოშრეს, შემდეგ გამოვიღოთ, დავაყაროთ ალუბალი, ცოტა შაქარი მოვაყაროთ, გადავანაწილოთ ხაჭო და შევდგათ ქურაში.

6 ცილით და 1, 5 ჭიქა შაქრით გავაკეთოთ ბეზე, დავუმატოთ ვანილი.

გამოცხობას ოდნავ რომ ეკლდება, გამოვიღოთ ნამცხვარი, დავადოთ ბეზე და შევდოთ ქურაში, რომ მოიბრაწოს, რომ გამოვიღებთ, ზემოდან მოპვასხათ აქა-იქა შოკოლადის გლაზური და თავი ვუკრათ მაცივარში. smile.gif
ჯობია ღამით გავაკეთოთ და დილით მივირთვათ. smile.gif

Posted by: Ani_Anna 13 Jun 2008, 15:28
miau

უჰჰ რა გემრიელი ჩანს jump.gif მაგასაც აუცილებლად გავაკეთებ და როგორი გამომივა დავპოსტავ მერე smile.gif

Posted by: mankunia 13 Jun 2008, 16:45
დაბალკალორიული ნამცხვრები რამე თუ იცით?
ოღონდ პლიუს გემრიელიც რომ იყოს biggrin.gif

Posted by: miau 13 Jun 2008, 18:07
mankunia


QUOTE
დაბალკალორიული ნამცხვრები რამე თუ იცით?
ოღონდ პლიუს გემრიელიც რომ იყოს 

ტორტის ბისკვიტი გამოაცხვე და კრემად გაუკეთე მოხარშული ბეზე მოთუთქული ვაშლით ან ვაშლის ჯემით.

ე.წ. ორთქლის აბანოზე გათქვეფ ბეზეს (6 კვერცხლის ცილა) 2- ს/კ შაქართან ერთად, რომ ამოფუშფუშდება, დაუმატე 2/3 ქილა ჯემი და ბოლომდე თქვიფე, სანამ არ გამაგრდება.

რომ გაცივდება, ბისკვიტი შეგიძლია დანამო , შეგიძლია არც დანამო და წაუსვა ეს კრემი smile.gif
დაბალკალორიულიცაა და გემრიელიც. smile.gif

Posted by: deditu 14 Jun 2008, 01:09
გოგოებო, ტორტების დიდი მოყვარული გახლავართ, უფრო კეთების, ვიდრე ჭამის smile.gif მაგრამ გემრიელი ტორტის ჭამაც მიყვარს smile.gif
ხოდა, მოკლეთ, აქ ეხლა ყველაფერს ვერ გადავიკითხავ და მოსართავ კრემში რა კარაქს იყენებთ? და საერთოდ კრემი რომ არ აიჭრას როგორ აკეთებთ?
მე ბოლოდ დროს ყველა კრემი მეჭრება, ადრე მშვენიერი გამომდიოდახოლმე და ეხლა კარაქებს ვაბრალებ. ამიტომ ვრთავ ათქვეფილი ნაღებით...
ხოდა აი კრემის საკითხზე იქნებ დამეხმაროთ smile.gif
ხვალ დავდებ სურათს, როგორი ტორტი გამომივა ქმრის ბებოს დაბდღისთვის რომ ვამზადებ დღეს მთელი დღეა ბისკვიტებს smile.gif
ბეზეთიც რომ რთავენ ხოლმე ტორტებს ის ბეზეც აბაზანაზე კეთდება ხო მგონი, არასდროს მიცდია user.gif

Posted by: miau 14 Jun 2008, 10:08
deditu
QUOTE
მე ბოლოდ დროს ყველა კრემი მეჭრება, ადრე მშვენიერი გამომდიოდახოლმე და ეხლა კარაქებს ვაბრალებ. ამიტომ ვრთავ ათქვეფილი ნაღებით...


ნაღები ყველაზე მაგარია, მაგრამ კარაქიანი და შესქელებული რძიანი კრემი უნდა დადგა ასევე ორთქლის აბანოზე, გათქვიფო და შეერთდება თუ აჭრილია.

QUOTE
ბეზეთიც რომ რთავენ ხოლმე ტორტებს ის ბეზეც აბაზანაზე კეთდება ხო მგონი, არასდროს მიცდია

კი, მასე კეთდება,

ქვაბი დადგი და ცოტა წყალი ჩაახსი და აადუღე, რომ ადუღდება, ჩადგი პატარა ქვაბი ამ ქვაბში , რომელშიც ასხია 4 კვერცხის ცია, დაუმატე 1 ჭიქა შაქარი და ძალიან დაბალ ცეცხლზე დაუწყე თქვეფა მიქსერით და კარგად რომ ამოფუშფუშდება ჩვეულებრივ, როგორც ბეზე უნდა ამოფუშფუშდეს, მზად იქნება. უნდა იყოს ისეთი, რომ კრემი კარგად მაგარი იყოს და პრიალებდეს.

Posted by: saliha82 14 Jun 2008, 11:00
აქ ვნახე ასეთი კრემი პუდინგის ფხვნილი ჭირდებოდა და რამდენ გრამიან პაკეტზეა ლაპარაკი?მე რაც ვნახე პოპულში ძაალიან პატარა იყო ასე 30გრ,თუ შეიძლება დაპოსტეთ ზუსტად.ეგ კრემი ტორტში თუ შეიძლება?

Posted by: deditu 14 Jun 2008, 15:49
saliha82
პუდინგიანი კრემით მორთვა შეიძლება?
miau
QUOTE
ნაღები ყველაზე მაგარია,

აუ დამტანჯა!!! სისხლი გამიშრო!!! დნება მორთვის პროცესში და წურწურით გასდის წვეთები, გადავირიე!
ძლივს მივაკოსე რაღაცეები ჩემს ტორტს და ზევიდან შოკოლადის მოსაყრელები და ქოქოსები მოვაყარე, თორემ არ ვარგოდა! biggrin.gif
არადა 81 გამოვჭერი ბისკვიტიდან და ისეთი ლამაზი მეგონა რომ გამოვიდოდა sad.gif ნეტავ ზგუშონიანი კრემი მეცადა ამ ნაღების მაგივრად!
შემდეგ ტორტს ასეთი ბეზეთი გავაკეთებ..ნაღებს რაც დამრჩა სუფლეში გამოვიყენებ...მოკლედ, სურათს არ დავდებ ალბათ, კმაყოფილი არ ვარ მაინცდამაინც..ხლა მაცივარში დევს, ცოტა ხანში შევხედავ და ვნახოთ smile.gif

Posted by: shtori 14 Jun 2008, 16:26
ვინ იცის ტორტის ბისკვიტის გამოცხობა? დამეხმარეეთ help.gif
1-2ჯერ გავაკეტე და არ გამომივიდა, ჩავარდა sad.gif დაწვრილებით დაწერეთ რა რა და როგორ უნდა. სოდა უნდა? ქურაში ჯობია გამოცხობა თუ გაზზე? ხო და თAვზე ზოგი ტილოს აფარებს, და როგორ უნდაა? jump.gif 2kiss.gif

Posted by: CZ88 14 Jun 2008, 17:57
საქართველოში რომ ნამცხვრებს აკეთებენ, ისეთები არსად არ მინახია, ძალიან ბევრგან ვარ ნამყოფი smile.gif

shtori
QUOTE
ვინ იცის ტორტის ბისკვიტის გამოცხობა? დამეხმარეეთ


7 კვერცხი,
7 სუფრის კოვზი შაქარი,
7 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი,
ოდნავ მარილი, ვანილი საკმაოდ.

კვერცხი გავტეხოთ და ცილა და გული დავაცალკევოთ.

ცილას ჩავამატოთ მარილი ოდნავ, დანის წვერით და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ ( სასურველია თასი არ იყოს პლასტმასის), ვთქვიფოდ მანამ, სანამ მდგრად მასას არ მივიღებთ (მე ვაყირავებ თასს და ათქვეფილი ცილა იმდენად მდგრადია, რომ არ იღვრება), ჩავამატოთ 1 ცალი კვერცხის გული და 1 კოვზი შაქარი, ვთქვიფოთ კიდევ კარგად, ასე გავიმეოროთ და შევურიოთ რიგრიგობით ყველა კვერცხი და შაქარი,ასევე ვანილი. სულ ბოლოს ჩავამატოთ ფქვილი ასევე პორციებად და ვთქვიფოთ. მიღებული ცომი ჩავასხათ გაცხელებულ "ნამცხვრის ქაღალდ"-ჩაფენილ ტორტის ფორმაში (მრგვალი სქელძირიანი თუჯის მაღალი ტაფაც წავა), ჭურჭლის გვერდებს კი ცხიმი წავუსვათ მანამდე. საშუალოზე ოდნავ დაბალ სიმხურვალეზე ვაცხოთ. საქართველოში იყო ე.წ. გამანაწილებელი, რომელიც ქურაზე იდება და სიმხურვალეს თანაბრად ანაწილებს, მანდ მაგას ვიყენებდი. ქვაბს უნდა ეხუროს სახურავი. თუ კარგად მახსოვს, 20-25 წუთში ცხვება, შემოწმება ხდება ასანთის ღერით: უნდა ჩაარჭო და თუ არ მიეკრო ცომი, ე.ი. მზადაა შიგნითაც.

პ.ს. შეიძლება გაზქურაშიც გამოცხობა, ოღონდ თავსახური არ უნდა.

ახლა კი კლასიკურ ბისკვიტს სახლში არც ვაცხობ, არამედ ვყიდულობ "ვენური ტორტის " ფირფიტებს და მერე ვრთავ კრემით შესაბამისად. ფორთოხლალს ვაწურავ ოდნავ ამ ფირფიტებს ან მაგარ ყავას. გააჩნია, როგორი ტორტი მიინდა რომ იყოს.



Posted by: miau 14 Jun 2008, 17:59
deditu
QUOTE
აუ დამტანჯა!!! სისხლი გამიშრო!!! დნება მორთვის პროცესში და წურწურით გასდის წვეთები, გადავირიე!


ჟელატინით გაკეთება არ გიცდია? - მე სულ მასე ვაკეთებ, ჯურნალებიდან თუ წიგნებიდან რეცეპტებს რომ ვიღებ, ყველგან ასე წერია. smile.gif

Posted by: nu_nuka 14 Jun 2008, 19:24
QUOTE
ჟელატინით გაკეთება არ გიცდია? - მე სულ მასე ვაკეთებ, ჯურნალებიდან თუ წიგნებიდან რეცეპტებს რომ ვიღებ, ყველგან ასე წერია.

ეგბ რა კარგი რამე მასწავლე მაგრამ პროპორციები როგორ უნდა?

Posted by: shtori 14 Jun 2008, 19:36
CZ88 მადლობა
2kiss.gif
ამ დღეებში ვაპირებ და იმედი მაქვს გამომივაა smile.gif

Posted by: მონიკა 14 Jun 2008, 20:46
deditu
QUOTE
აუ დამტანჯა!!! სისხლი გამიშრო!!! დნება მორთვის პროცესში და წურწურით გასდის წვეთები, გადავირიე!

პატარა პაკეტებშია, загуститель сливок ქვია, ეგ დაამატე,და თავს კარგად დაიჭერს. გამიგია დაბალპროცენტიანი ნაღებიც ამოყავსო მაგრამ მე არ მიცდია.

Posted by: miau 14 Jun 2008, 21:18
nu_nuka

QUOTE
ეგბ რა კარგი რამე მასწავლე მაგრამ პროპორციები როგორ უნდა?


ჟელატინსაც გააჩნია, ზოგი კარგია, ზოგი ცუდი, მაგრამ დაახლოებით 2 ჭიქა კრემზე გაულეთე 1 ძალიან სავსე ან 1,5 ს/კ ჟელატინი. (ფხვნილს ვგულისხმობ, რომელიც უნდა დაალბო წყალში და ცეცხლზე დაადნო) უბრალოდ კრემს ცოტა მეტ შაქარს გაუკეთებ, რომ ჟელატინმა სიტკბო არ გაუნეიტრალოს.
კრემი რომ გაქვს გათქვეფილი, აურევ მზა ჟელატინს და მაცივარში 2-3 საათით შედგამ. სულ ესაა. smile.gif


Posted by: _Burzum 14 Jun 2008, 22:02
1 წლის წნაც ვიკითხე და არსაიდან ხმა, არსით ძახილი...
რა ენაზე და რა სახელებით აღარ ვეძებე რეცეპტი, ხალხი არა ხართ, ნამცხვარი "ზღაპარი" როგორ კეთდება? ან რუსული შესატყვისი რა არის მისი? მედოკით ვეძებე და სულ სხვა რამეები ამომიგდო.

Posted by: მონიკა 14 Jun 2008, 23:53
_Burzum
QUOTE
1 წლის წნაც ვიკითხე და არსაიდან ხმა, არსით ძახილი...
რა ენაზე და რა სახელებით აღარ ვეძებე რეცეპტი, ხალხი არა ხართ, ნამცხვარი "ზღაპარი" როგორ კეთდება? ან რუსული შესატყვისი რა არის მისი? მედოკით ვეძებე და სულ სხვა რამეები ამომიგდო.

ჩემი ვერსიით ჩვეულებრივი თაფლის ნამცხვარია შესქელებული რძის კრემით.
1 ს.კ. თაფლი გავაცხელოთ+150 გრ. კარაქი, ჭიქანახევარი შაქარი, 1 ჩ.კ. სოდა ძმრით, 3 კვერცხი. მოვათავსოთ ორთქლზე 20 წუთი. შემდეგ ვაცალოთ შეგრილება და დავუმატოთ ფქვილი იმდენი რომ საშუალო სისქის ცომი მივიღოთ. გავყოთ 5 ნაწილად და გამოვაცხოთ.(გათვლილია საშუალო ზომის ფორმაზე) ფირფიტები შევაერთოთ კრემით: ერთი ქილა შესქელებული რძე ნელ-ნელა შევათვიფოთ 200 გრამ ათქვეფილ კარაქს, დავუმატოთ ვანილი. კრემწასმულს მოვაყაროთ ნამცხვრის ნაფხვენი.

Posted by: August 15 Jun 2008, 15:40
_Burzum,
მონიკას უკვე დაუწერია მაგრამ ჩემი ვარიანტიც გქონდეს ... იქ ცომია თეთრი და კრემი მუქი და ცემთან პირიქითაა...
"ზღაპარი"
3 კვერცხი +1ჭ შაქარი კარგად ათქვიფე და + 3 ჩ.კ კაკაო + 2 ს.კ. თაფლი + 100 გრ გადამდნარი და გაცივებული კარაქი 2 ჩ.კ სოდა + ძმარი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და 5 წთ-ით დავდგათ ორთქლზე და განუწყვეტლად ვურიოთ.
გადმოვდგათ და სევაზილოთ 3 ჩ.ჭ ფქვილი. ცხიმწასმულ ტაფაზე გამოვაცხოთ 4 ნორმალური და მე- 5 პატარა ფირფიტა.
კრემი:
1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი + 4 ჩ.კ. კარტოფილის ფქვილი + 2.ჩ.ჭ რძე.
ამით ფაქტიურად ვაკეთებთ რძის კისელს. გავაცივებთ და შევათქვიფავთ 200 გრ კარაქს და ვანილს.

მე-5 ფირფიტა დაიფხვნება და ზემოდან მოეყრება
* * *
ალუბლიანი ნამცხვარი უნდოდა კიდევ ვიღაცას ...

"ალუბლიანი ფუნთუშები პორტუგალიურად"

250 გრ ხაჭო კარგად გავსრისოთ და დავუმატოთ წინასწარ სოდა და ძმარ დამატებული 200 გრ. არაჟანი.
შემდეგ 2 კვერცხი, 1 ჭ შაქარი და 2 ჭ ფქვილი, მარილი, ვანილი და კარგად მოვზილოთ.
ცომი გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ და დავახვიოთ რულეტად.
თითოეული ეს რულეტი დავჭრათ 10 ნაწილად (სულ 20 ცალი გვექნება).
თითოეული დავდოთ ისე რომ რულეტის რგოლები ზემოთ მოექცეს შუაში თითით ჩავჭყლიტოთ და ჩავდოთ 5 7 ალუბალი როგორც ბუდეში. ლამაზად მოვუკრათ პირი. გადავუსვათ კვერცხის გული.
ერბოჭასმულ ტაფაზე გამოვაცხოთ

Posted by: deditu 15 Jun 2008, 16:18
miau
ჟელატინით გამოდის სუფლე, მაგ მასით თუ მორთვა შეიძლება არ ვიცი, არ მგონია. სუფლე კეთდება ხაჭოთი, მერე ემატება ჟელატინი, ნახევარი საათი მაცივარში და მერე ითქვიფება ნაღებთან ერთად. მერე ესმევა ბისკვიტს და ისევ მაცივარში.
პროპორციები: 250გ ხაჭო, 12გ ჟელატინი, 200გ ნაღები. ჯერ არ გააკეთოთ, დავაზუსტებ პროპორციებს biggrin.gif
* * *
მონიკა
გაიხარეე! smile.gif ამ დღეებში ვცდი.
ჟელატინს მე გუდვილში ვყიდულობ ლურჯ პაკეტებშია ძალიან მომწონს.
მაგ ფირმის არის კიდე ჟელესავით , ტორტზე გადასასხამი, აი ხილს რომ დააწყობ და აპრიალდება smile.gif მაგარია ესეც ძალიან.

Posted by: miau 15 Jun 2008, 18:10
deditu
QUOTE
ჟელატინით გამოდის სუფლე


ახლაც გავაკეთე კრემი ჟელატინით და მშვენივრად მოვრთე smile.gif
სუფლე კიდევ სხვაა, უფრო მეტი ჟელატინი სჭირდება.

Posted by: deditu 16 Jun 2008, 00:18
miau
და როგორ არ გვეტყვი? biggrin.gif
ჰმ... მასე თუ შეიძლება კარგი უნდა გამოვიდეს, მაგრად შეინარჩუნებს ფორმას არა? ნაღებს ამატებ ჟელატინს?
ვააა უნდა მოვძებნო ეხლა..

Posted by: Peppi 16 Jun 2008, 10:40
August
მონიკა
QUOTE
ნამცხვარი "ზღაპარი"


ეს ნამცხვარი ბავშვობაში მაბრუნებსwink.gif

გაიხარეთ ამ რეცეპტის დაწერისთვისsmile.gif

Posted by: tos-ka 16 Jun 2008, 11:34
deditu
QUOTE
miau
და როგორ არ გვეტყვი?
ჰმ... მასე თუ შეიძლება კარგი უნდა გამოვიდეს, მაგრად შეინარჩუნებს ფორმას არა? ნაღებს ამატებ ჟელატინს?


ფორმას ძალიან კარგად ინარჩუნებს. შეგიძლია როგორც ნაღების ფხვნილში, ასევე გასათქვეფ ნაღებშიც გამოიყენო. თან უფერული ჟელატინიც იყიდება, სპეციალურად ტორტისთვის. სპეციფიკური სუნი არ აქვს. სულ 15-20 წუთით მოგიწევს კრემის მაცივარში შედგმა. smile.gif

ეს კი ტორტის მოსართავად გამოგადგებათ, შოკოლადის "ბაბთა"

Posted by: miau 16 Jun 2008, 14:18
deditu

2 ჭიქა კრემზე 1 ს/კ ჟელატინი - ესაა პროპორცია. smile.gif

Posted by: deditu 17 Jun 2008, 12:55
tos-ka
miau
კარგით, დიდი მადლობა smile.gif
მაგრამ კიდე ერთი შეკითხვა მაქვს: ათქვეფის შემდეგ ვამატებ ალბათ ხო?
და კიდევ ერთი: baby.gif ფორმა ჩამომდის ეხლა აი ასეთი,
http://www.radikal.ru

და კი მოყვება წესით თავის რეცეპტები, მაგრამ მაინც მაინტერესებს, თქვენი აზრით, ჩვეულებრივი ბისკვიტი გამოდგება მაგაში? თან ქაღალდს ხომ ვერ ჩავაფენ და...ხომ არ ჯობია სუფლე ან ჟელე გავაკეთო და ის მოვრთო მერე ფერებით?...მოკლედ, ჩემი გოგო 2 წლის ხდება ივლისში და იმისთვის მინდა და დამეხმარეთ რაა... help.gif

Posted by: miau 17 Jun 2008, 13:19
deditu
QUOTE
მაგრამ კიდე ერთი შეკითხვა მაქვს: ათქვეფის შემდეგ ვამატებ ალბათ ხო?
და კიდევ ერთი:  ფორმა ჩამომდის ეხლა აი ასეთი,


ხო, გააკეთებ კრემს, შემდეგ დაადნობ ჟელატინს და გაუკეთებ კრემს წვრილი ნაკადით თქვეფა-თქვეფით. smile.gif
შედგავ მაცივარში და ესააა smile.gif

Posted by: tos-ka 17 Jun 2008, 14:03
deditu
QUOTE
ჩემი გოგო 2 წლის ხდება ივლისში და იმისთვის მინდა და დამეხმარეთ რაა... 


საერთოდ მასეთ ფორმებში ბისკვიტიც უნდა გამოცხვეს. თუ არ დაგეზარება და გვეტყვი ფორმას რა სიმაღლე აქვს - უფრო გაგვიადვილდება შენი დახმარება. რა თქმა უნდა, შეიძლება ჟელე გააკეთო და ის მორთო . . . გააჩნია რამდენ სტუმარზე გაქვს გათვლილი. ოღონდ აქ გაფერადება გაგიჭირდება, ერთი ფერის ფიგურა გექნება. smile.gif პრინციპში არც მრავალფეროვნებაა პრობლემა, მაგრამ ამას დრო დაჭირდება - სხვადასხვა ფერის დასასხმელად და გასაყინად. ალბათ უმჯობესი იქნება ფორმის ზომები გვითხრა და მერე გირჩევთ, ასე "ზეპირად" ცოტა ძნელია smile.gif
ყოველი შემთხვევისათვის მაგ ფორმაში ნებისმიერ ვარიანტში შესაძლებელი იქნება "ტარტალეტკის" ცომით ფიგურის გამოცხობა. მერე ფერადი კრემით მორთავ და შენს პაწაწოს დაბადღეზე ლამაზი დათუნია ექნება . . .

Posted by: miau 17 Jun 2008, 15:22
deditu

ბლომანჟე და ჟელე საუკეთესო იქნება, ასევე სუფლე. smile.gif

Posted by: deditu 17 Jun 2008, 20:17
miau
tos-ka
ფორმა ალბათ ერთ კვირაში მექნება აქ. და ზუსტი ზომებიც მერე მეცოდინება, აუცილებლად დავწერ ამის შესახებ.
კიდევ ერთი ვარიანტი მომივიდა ეხლა აზრად. ჩვეულებრივ მრგვალ ან ოთხკუთხედ ფორმაში რომ გამოვაცხო ბისკვიტი და ზევიდან ამ ფორმის სუფლე ან ჟელე?? მოკლედ რომ ჩამოვა უნდა ვცადო რაგაცეები smile.gif
ისე სიგრძე 30 სმ-მდეაო წერია, სიგანე-20, სიღრმე-5. არ არის დიდი ფორმა. ალბათ ასე 7 კვერცხიანი?..

Posted by: Peppi 17 Jun 2008, 20:35
deditu
QUOTE
ბლომანჟე და ჟელე საუკეთესო იქნება, ასევე სუფლე

ხოო, თან ფერადი. მაგ: ბუშტი - ვარდისფერი, მაიკა - წითელი, თვითონ ყვითელი . . მოკლედ როგორც ორიგინალში , მაგარიიქნება wink.gif

ძალიან საწვალებელია, ტორემ მანდვილად შესაძლებელი;

ან მარციპანით შეიძლება მასეsmile.gif

Posted by: Aushki 17 Jun 2008, 20:41
რამე ლამაზი და ამვდროულად გემრიელი ნაცხვარი მინდა გავაკეთო, მაგრამ მინდა ლამაზო რომ იყოს smile.gif

ჭამა რომ დაგენანოს smile.gif შეიძლიათ რამე მირჩიოთ?

Posted by: deditu 17 Jun 2008, 20:45
Peppi
მარციპანი ჯერ არასდროს გამომიყენებია...
QUOTE
ბუშტი - ვარდისფერი, მაიკა - წითელი, თვითონ ყვითელი . . მოკლედ როგორც ორიგინალში , მაგარიიქნება wink.gif

ისე ტექნიკურად როგორ მოხდება ეგ ამბავი?...
რაღაც ბევრ შეკითხვებს ვსვამ ხო? smile.gif

Posted by: miau 17 Jun 2008, 22:06
deditu
QUOTE
ისე ტექნიკურად როგორ მოხდება ეგ ამბავი?...
რაღაც ბევრ შეკითხვებს ვსვამ ხო?


კარგად, გააკეთე ბლომანჟე, დაყავი ნაწილებად, გაუკეთე ტორტის ფერები, სულ ოდნავ შეაგრილე, რომ ოდნავ სქელი იყოს და არ გადავიდ-გადმოვიდეს აქეთ-იქით და საჭირო ადგილზე საჭირო ფერი ჩასვი. smile.gif
Aushki
QUOTE
რამე ლამაზი და ამვდროულად გემრიელი ნაცხვარი მინდა გავაკეთო, მაგრამ მინდა ლამაზო რომ იყოს

ჭამა რომ დაგენანოს  შეიძლიათ რამე მირჩიოთ?


ტორტი გააკეთე და მარციპანის მასით გამოძერწილი ფიგურები გაუკეთე, ეს ვარდებიც მარციპანის მასისგანაა გაკეთებული. smile.gif

Posted by: Aushki 17 Jun 2008, 22:13
miau


ვაიმე რა ლამაზია და დარწმუნებლი ხარ რომ ეგ ყვავილები "სიდობნია?" rolleyes.gif

სორრი მაგრამ ძალიან გთხოვ მითხარი როგორ გავაკეთო ეგ მარციპანი... და სეთი ამაი ყვავილები როგორ უნდა გავეკეთო? დავშტერდი მართლა sad.gif

deditu

საიდან ეგ ფორმა? გამოიწერე? ძაან საყვარელია smile.gif

Posted by: deditu 17 Jun 2008, 22:47
ხო გამოვიწერე ამაზონიდან. ვინი პუხია, ხომ იცანით? smile.gif
ისეთი საოცარი ფორმებია-გადავირიე!!!
დისნეის ყველა ცნობილი გმირის და სხვა ულამაზასები smile.gif
გინდათ ლინკი დავდო?
http://www.amazon.com/s/ref=nb_ss_gw?url=search-alias%3Dgarden&field-keywords=cake+pans&x=10&y=14
აბა ვის რომელი მოგეწონათ? smile.gif

Posted by: miau 18 Jun 2008, 10:59
Aushki
QUOTE
ვაიმე რა ლამაზია და დარწმუნებლი ხარ რომ ეგ ყვავილები "სიდობნია?"

კი,
პლასტილინივით მასა მზადება შაქრისა და ნუშისგან და იმისგან იძერწება, აქ სადღაც გამოცდილი რეცეპტიც დევს საკონდიტრო ნაწარმის განყოფილებაში, მოვძებნი და დავდებ. smile.gif

Posted by: tos-ka 18 Jun 2008, 11:18
deditu
QUOTE
სიღრმე-5. არ არის დიდი ფორმა. ალბათ ასე 7 კვერცხიანი


ალბათ . . . თან ეგ სიღრმე ჩვეულებრივი ბისკვიტის გამოსაცხობად არ არის საკმარისი. ფორმის ზომები ისეთია, რომ უმჯობესია შენი ვინი-პუჰი მართკუთხა ტორტზე (ეს ფორმა ჯობია მრგვალს) დასვა ჟელეს ან სუფლეს სახით. ფერადი ფიგურის გასაკეთებლად რჩევები უკვე მოუციათ, მე ძალიან განსხვავებულს ვერაფერს გეტყვი. შემიძლია მიგასწავლო სად შეძლებ სუფლეს შესაღებად საკვები საღებავების და ბრჭყვიალების (ეგენიც ფერადებია და ძალიან მოუხდება) შეძენას. (თუ გაინტერესებს როგორებია, ამავე თემაში სადღაც 50-ე გვერდზე არის ტორტი, მაგ ბრჭყვიალებით მორთული, შეგიძლია ნახო)
ფორმები ძალიან მომეწონა. შემდეგში თუ კიდევ რამის გამოწერას გადაწყვეტ, იქნებ ერთად დაგვეკვეთა?

კულინარებო, თქვენ რას ფიქრობთ, არ გინდათ ასეთი ყალიბების შეძენა? ამათი გამოყენება ხომ ბევრნაირად შეიძლება?

Aushki
QUOTE
ვაიმე რა ლამაზია და დარწმუნებლი ხარ რომ ეგ ყვავილები "სიდობნია?" 

სორრი მაგრამ ძალიან გთხოვ მითხარი როგორ გავაკეთო ეგ მარციპანი... და სეთი ამაი ყვავილები როგორ უნდა გავეკეთო? დავშტერდი მართლა


lol.gif თუ ძალიან ტკბილი რაღაცეები არ გიყვარს - ვერ მიირთმევ, ისე ძალიან გემრიელია. თავად მარციპანი არ არის ძნელი გასაკეთებელი, ოღონდ ძალიან ბევრი ნუში სჭირდება, წმინდად დაფქვილი და ცოტა არ იყოს, ძვირი სიამოვნებაა sad.gif ყვავილებსაც იოლად გააკეთებ კრემის ვარდები თუ იცი როგორ კეთდება, იგივე პრინციპია.

Posted by: Aushki 18 Jun 2008, 13:38
deditu
ძალიან ლამაზებია მართლა მეც მინდა smile.gif

tos-kaზუსტი რეცეპტი მიმსაწავლეთ სადმე რა smile.gif

Posted by: tos-ka 18 Jun 2008, 13:59
Aushki
QUOTE
tos-kaზუსტი რეცეპტი მიმსაწავლეთ სადმე რა


ამ მისამართზე ვარდების გაკეთებას ისწავლი http://saechka.ru/kuche/batch/262.php
ესეც მასტიკა: http://saechka.ru/kuche/batch/250.php

მარციპანის რეცეპტები კი სახლში მაქვს და რომ მივალ მაგასაც მოგიძებნი. არსებობს კიდევ ერთი საინტერესო მასალა ყვავილებისთვის - მარშმელოუ. ზეფირისგან მზადდება. ოღონდ თბილისური ზეფირი არ გამოგადგებათ sad.gif

Posted by: Aushki 18 Jun 2008, 16:25
tos-ka

მადლობ smile.gif
ნუთუ მართლა ასე მარტივია smile.gif

Posted by: n_j 18 Jun 2008, 16:53
ჩემი შვილის დაბადების დღეა მალე და რამე ასეთის გაკეთება მინდა
http://www.radikal.ru
URL=http://www.radikal.ru]user posted image[/URL
მეორე ტორტში რომ თეთრი კრემია ეგეთი ალბათ ნაღებით გამოვა
შოკოლადის გლაზურს რომ გადავასხავ კრემი არ დადნება?

Posted by: nanana 18 Jun 2008, 16:58
n_j

იცი რა, სადღაც მაქვს ნანახი რომ გლაზურის დასხმამდე ყინავდნენ ტორტებს და მერე ასხამდნენ გლაზურს.

Posted by: n_j 18 Jun 2008, 17:02
nanana
ყინავდნენ?
ალბათ უბრალოდ გაცივებას გულისხმობ მაცივარში და არა საყინულეში ხო?

Posted by: nanana 18 Jun 2008, 17:24
n_j


არა, საყინულეში. მერე ასხამდნენ შოკოლადს და მერე ისევ მაცივარში yes.gif

Posted by: deditu 18 Jun 2008, 20:35
რომ ჩამოვა სურათს დავდებ, ისე ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
შეკვეთას რაც შეეხება, რომ ჩამომივა, მერე აუცილებლად სხვა რამეებსაც შევუკვეთავ.
თუ გინდათ, შემიძლია გასწავლოთ და დაგეხმაროთ შეკვეთაში.

Posted by: nu_nuka 18 Jun 2008, 22:48
deditu
მეც ზლიან მომეწონა მადლობელი დაგრცები ტუ დამეხმარები

Posted by: tos-ka 19 Jun 2008, 14:38
n_j
QUOTE
მეორე ტორტში რომ თეთრი კრემია ეგეთი ალბათ ნაღებით გამოვა
შოკოლადის გლაზურს რომ გადავასხავ კრემი არ დადნება?


ეგ მთლად კრემი არ არის, სპეციალური "პასტაა". შაქრის პუდრას, კვერცხის ცილისა და ჟელესაგან კეთდება. თუ არ ვცდები - სამეფო პასტა ჰქვია. რეცეპტებში თუ ვერ იპოვნე, შემეხმიანე და დაგიწერ.
ზემოდან მოსასხმელად კი დასადნობი შოკოლადი გამოიყენე, მაგით იმ სამკუთხედებსაც და სპირალებსაც იოლად გააკეთებ (თავისი ნახატებით, სხვათაშორის) და წინასწარ მაცივარში შედგმაც არ უნდა : )

Posted by: Peppi 19 Jun 2008, 15:43
tos-ka
QUOTE
მარშმელოუ. ზეფირისგან მზადდება.

ხო მეზეფირო მასაა.
მე დიდად ვერ ვისიამოვნე მაგის გამოყენებით.

Aushki
"იუტუბ-ზე" დევს ვიდეოოები როგორ უნდა გამოიყენო მარშმელოუ

Posted by: n_j 19 Jun 2008, 15:45
tos-ka
QUOTE
ეგ მთლად კრემი არ არის, სპეციალური "პასტაა". შაქრის პუდრას, კვერცხის ცილისა და ჟელესაგან კეთდება. თუ არ ვცდები - სამეფო პასტა ჰქვია. რეცეპტებში თუ ვერ იპოვნე, შემეხმიანე და დაგიწერ.

მასწავლე რა, გთხოვ
თან ისე ლამაზად აქვს მოსწორებული ზედაპირი, კრემი ასე არც დადგება, შოკოლადს კი მივხვდი, ჩვეულებრივი შოკოლადი, შავი ხო გამოდგება?თუ საკონდიტრო შოკოლადი უნდა სპეციალური?აქ იშოვება?
მოკლედ, შენს რჩევებს ველი smile.gif

Posted by: tos-ka 19 Jun 2008, 16:49
n_j
QUOTE
ჩვეულებრივი შოკოლადი, შავი ხო გამოდგება?თუ საკონდიტრო შოკოლადი უნდა სპეციალური?აქ იშოვება?


შავი შოკოლადიც გამოდგება და ამ შემთხვავაში რძიანიც. სპეციალური დასადნობი შოკოლადიც იშოვება, არც ისე ძვირია - მიგასწავლი
მაგ "სამეფო პასტას" რეცეპტსაც დავდებ საღამოს
* * *
ესეც დაპირებული რეცეპტები:

მარციპანი (დოზები კულინარიული წიგნიდანაა)
ნუში 160 გრ (კანგაცლილი)
შაქარი - 230 გრ
წყალი - 60 მლ

ნუში უნდა დაიფქვას რაც შეიძლება წმინდად.
ჯამში მოვათავსოთ წყალი და საწარი, დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ სქელ სიროფს არ მივიღებთ. შემდეგ დავამატოთ ნუში, ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი დავტოვოთ (თან უნდა ვურიოთ). შემდეგ გადმოვიღოთ ზეთწასმულ ლამბაქზე და გავაცივოთ.
ცივი მარციპანი უნდა გატარდეს ხორცსაკეპ მანქანაში (წვრილი ბადით). შემდეგ ხელით გადავზილოთ. მივიღებთ ელასტიურ მასას. თუ მაშინვე არ გამოვიყენებთ, შეგვიძლია შევინახოთ "пищевая плёнка"-ს მეშვეობით.


შაქრის გლაზური (სამეფო პასტა)
შაქრის ფხვნილი (პუდრა) 450 გრ
2 კვერცხის ცილა ან 1 კვერცხის ცილა და 2 ს/კ ჟელე
ლიმონის წვენი - რამოდენიმე წვეთი

კვერცხის ცილა გავთქვიფოთ, შევურიოთ ლიმონის წვენი (ჟელე), შემდეგ პორციებად დავამატოთ შაქრის პუდრა და სწრაფი მორევით გადავზილოთ. უნდა მიიღოთ ჩვეულებრივი კრემის სისქის მასა, რომელიც ტორტის ზედაპირზე საკონდიტრო დანით თავისუფლად "გადაესმევა". რომ შეშრება, "პასტა" ოდნავ "ქერქს" იკეთებს და ბზინავს.

Posted by: Peppi 20 Jun 2008, 13:22
tos-ka
გაიხარე რეცეპტებისთვის:

QUOTE
მარშმელოუ

გუშინ აღმოვაჩინე თხევადი მარშმელოუც და მართლა კარგიაsmile.gif

Posted by: n_j 20 Jun 2008, 13:33
tos-ka
მოკლეთ რა ქალი ხარ!უღრმესი მადლობა

ერთი რაღაც დამიზუსტე
QUOTE
კვერცხის ცილა გავთქვიფოთ, შევურიოთ ლიმონის წვენი (ჟელე

ცილა ბეზესავით ავთქვიფო?ანუ მყარი მასა რომ იყოს
და ჟელე-ეს ჟელატინი? თუ რა ჟელეზე ამბობ?
თუ ჟელატინია დავალბო ხო ცოტა წყალში?

ჩემს დადებულ ფოტოებზე პირველ ტორტს , მარწყვებიანს მგონი ჩვეულებრივი კრემი აქვს შოკოლადიანი(კაკაოანი)
თუ ეს პასტა არ გამომივა კრემს ვცდი

Posted by: tos-ka 20 Jun 2008, 13:39
Peppi
QUOTE
გუშინ აღმოვაჩინე თხევადი მარშმელოუც და მართლა კარგია


თხევადი მარშმელოუ რომ არ ვიცი როგორია? იქნებ რეცეპტიც დაგედო?

მე ჩემი რეცეპტის პროპორციები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაინც ყოველთვის თვალზომით ვაკეთებ ხოლმე. smile.gif
ერთი შეკვრა ზეფირი დაახლ 300 გრამია, დავდგათ ორთქლზე. რომ შეთბება დაიბერება და ელასტიური გახდება. ამ მასას უნდა შევაზილოთ შაქრის ფხვნილი, რომ მივიღოთ პლასტილინივით მასა. ფერებს ჩვეულებრივად მივცემთ საღებავით და საჭირო ფიგურებსაც გამოვძერწავთ. მთავარია მარშმელოუ არ გამოშრეს, მერე ვეღარ გამოვიყენებთ.

n_j
ცილა ბეზესავით ავთქვიფო?ანუ მყარი მასა რომ იყოს
და ჟელე-ეს ჟელატინი? თუ რა ჟელეზე ამბობ?
თუ ჟელატინია დავალბო ხო ცოტა წყალში?

ეხლა ვნახე შენი წერილი smile.gif კი ჟელატინია, ჩვეულებრივი წესით მომზადებული. ანუ წყალში დაალბობ და მერე წამოდუღებამდე მიიყვან. ცილა ბეზესავით უნდა გათქვიფო.

Posted by: Johnnie Walker 20 Jun 2008, 13:51
ShadowCat
QUOTE
სოლოლაკში, კიროვის ქუჩის ბოლოს (ქიქოძის დასაწყისში ფაქტიურად) პაააააწუკა მაღაზია-კაფეა,

ხოოოოო...... biggrin.gif ეგ მართლა მაგარია, ვიცით, ვიცით smile.gif, საღოლ biggrin.gif

მანამდე უფრო მაგარი იყო იქვე, ცოტა ქვემოთ, აფთიაქამდე არ მისული, კიროვის ქუჩაზე, მაგრამ 1-2 წლის წინ პატრონი შეეცვალა მგონი და გაბანძდა..... sad.gif

Posted by: Peppi 20 Jun 2008, 14:03
tos-ka
QUOTE
თხევადი მარშმელოუ რომ არ ვიცი როგორია? იქნებ რეცეპტიც დაგედო?


უკვე გამზადებული იყიდება ქილებში - გამდნარი (ორთქლზე მოხარშული ბეზესავით არის) და მარტო უნდა გადაუსვა ბისკვიტს.
ნუ თუ ფიგურებისთვის გინდა (და არა ზედაპირისთვის), მაშინ შაქრის პუდრა უნდ დაემატოს.

ადრე ვყიდულობდი გამომშრალ მარშმელოუს და ვადნობდი, ნუ როგორც დაწერე უკვე.

სამწურახოდ საქართველოში არ მიყიდია.

პ.ს კიდევ მოხარშული "გრუშონი" აღმოვაშინე. ადრე დედაჩემს ჩამოვატანინე საქართველოდან LOL

Posted by: chaPPek 20 Jun 2008, 14:41
QUOTE
შენ ეტყობა ჯერ კიდევ გაღელვებს მაგ დროის მოგონებები, მე აღარ, კარგა ხანია



ოოჰ, არა ბატონო, არა, ღელვა რაშუაშია, თანაც ჩემს მდგომარეობაშI ნერვიულობა საერთოდაც არ შეიძლება. ისე, თქვენი სახე წამომიტივტივდა ბავშვობიდან, მეტი არაფერი

Posted by: CZ88 20 Jun 2008, 18:28
Johnnie Walker
QUOTE
აპფელშტრუდელი მიყვარს ყავით biggrin.gif


ჯონ, 2kiss.gif

ძალიან კაი რამეა smile.gif მარხვის დროს კაფეში სულ მაგას გეახლებით, არასამარხო დღეებში ვანილის სოუზი ან სულაც ნაყინი უხდება, თუმცა მე "ნატური" მირჩევნია smile.gif

მე სახლში არასოდეს არ ვაკეთებ მაგას, ვყიდულობ გაყინულს,გამზადებულს შესაწვავად და არანაირად არ ჩამოუვარდება საკონდიტროში შეძენილს.

Posted by: shtori 20 Jun 2008, 19:28
გამოვაცხე ტორტი. კარგი გამოვიდა არ ცჰავარდა მაგრამ არც ამოვიდა მგონი, რაღაც დაბალი გამოვიდა. 7 კვერცხიანი ბისკვიტი 29სმ დიამეტრის და 3 სმ სიმაგლის გამოვიდა. დაბალია ხო თუ ნორმალურია? კვერცხი პატარა ზომის იყო

Posted by: Johnnie Walker 21 Jun 2008, 10:20
CZ88
QUOTE
მე სახლში არასოდეს არ ვაკეთებ მაგას, ვყიდულობ გაყინულს,გამზადებულს შესაწვავად და არანაირად არ ჩამოუვარდება საკონდიტროში შეძენილს.

ბედნიერო smile.gif 2kiss.gif

თბილისში კი არის 1-2 ადგილას (პეროცსკაიაზე, მგონი smile.gif), მაგრამ პადოშია, შტრუდელი კი არა... biggrin.gif

ხო, კიდე რა გამახსენდა, ტკბილეულობიდან.... მიყვარს შვარცვალდის ალუბლის ტორტი (ოღონდ ცხადია, კარგად გაკეთებული), მახსოვს, მაგას ვუბერავდი (ისევ ყავასთან ერთად) ჰაიდელბერგში სტუმრობისას, კიდევ სხვაგანაც..... ეეჰ, კაი დრო იყო smile.gif

მაგრამ ტკბილეულობის ფანი ნაღდად არა ვარ, არა! lol.gif

user posted image

Posted by: auau 21 Jun 2008, 12:22
Johnnie Walker
QUOTE
შვარცვალდის ალუბლის ტორტი

ერთი კვირის წინ მიაუმ გაგვიკეთა და ტოსკას გარეშე რა იქნებოდა! ძალიან კარგი ტორტია, მაგრამ გუშინ გამოაცხო რაღაც გადასარევი მოცხარიანი ტორტი. ასე თუ აცხო ყოველდღე, სულ დამღუპავს!

Posted by: miau 21 Jun 2008, 13:05
n_j
QUOTE
tos-ka
მოკლეთ რა ქალი ხარ!უღრმესი მადლობა


biggrin.gif

ოო, რომ იცოდე ამ ქალმა თუ რამე მოინდომა, გაუკეთებელს გააკეთებს, თან განსაცვიფრებლად დაუზარელია... smile.gif
chaPPek
QUOTE
რას ვიფიქრებდი, რომ კაცი, რომელიც მთელიუ ჩემი ბავშვობა (ნუ მე რამდენადაც მახსოვს ) იქეთა ოთახში იჯდა, ზრდილობიანად ამბობოდა გამარჯობა - მე წავედი ხათუნას: D და სახეზეც სულ იმისთანა გამომეტყველება ჰქონდა რო ცოცხალი თავით ვერ გაარკვევდი რამით კმაყოფილი იყო თუ არა, კულინარიის ესეთი დიდი ტრფიალი იქნებოდა.

ისე, არასდროს გავსულვარ მაგ საიდუმლოებით მოცულ მეორე ოთხაში და სულ ჩემი ფანტაზიები მაწუხებდა მაგსათან დაკავშირებით ეს რო მცოდნო და ერთი დიდი საკონდიტრო მეგონებოდა ბატონი დეკანის ოთახი






თუ გადავამლაშე მე მომიტევეთ, თანაც ამ ტკბილეულის თემაში
მე შენს ადგილზე ერთ გარგ ნოველას დავწერდი კულინარიის ტრფიალ დეკანზე. up.gif biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 21 Jun 2008, 14:05
იოგურტის ტორტი.

ცომისათვის :
2.ც კვერცხი
5 ს.კ შაქარი
2 ს.კ ზეთი
2. ს.კ წყალი
1 ს.კ ვანილის შაქარი
2 ჩ.კ საცხობი ფქვილი (ან სოდა)
5ს.კ ფქვილი

იოგურტი ჟელატინით.
1 ლ იოგურტი.
11. ფირფიტა ჟელატინი.
200 გრ კენკროვანი ხილი. (რომელიც გინდათ.)
ლიმონის ცედრა
შაქარი გემოვნებით. მე საერთოდ არდავამატე.

მომზადება.
1. გამოაცვხეთ ბისკვიტი ისეთ ფორმაში რომელსაც გვერდი ეხსნება.
2. როცა ბისკვიტი მზადაა გამოიღეთ და გააცივეთ თავისივე ფორმაში.
3. მოამზადეთ იოგურტი შემდენაირად: აურიეთ იოგურტში ხილი და დაამათეთ წინასწარ მომზადებული ჟელატინი (100 მლ კენკრის წვენში უნდა დაალბოთ ფირფიტები და მერე წყლის ორქლზე დაადზნოთ.) თუ გსურთ დაამატეთ ლიმონის ცედრა და შაქარი. ეს მასა კარგად აურიეთ და თავზე დაასხით გამომცხვარ ტორტის ბისკვითს თავისივე ფორმაში.
4. შედგით ნამცხვარი მაცივარში მთელი ღამოთ.

დილას გამოიღეთ და გემრიელად მიირთვით.



Posted by: deditu 21 Jun 2008, 18:24
BadbadGirl
ვა რაღაც საინტერესოააა. უნდა გავაკეთო, მაგრამ ჟელატინის ფირფიტები არ ვიცი სად შევიძინო, ჩვეულებრივი ფხვნილით არ შეიძლება? კარგი ჟელატინი მაქვს, ტორტის....საცხობი ფქვილი ანუ გამაფხვიერებელი ხო? რაღაც უცნაური ბისკვიტია.. 5 სუფრის კოვზი ეყოფა ფქვილი? ააა 2 კვერცხია, ეტყობა ძალიან დაბალი გამოდის ხო ბისკვიტი?

Posted by: BadbadGirl 21 Jun 2008, 19:18
deditu
როგორ არ შეიძლება. უბრალოდ იმდენი ჟელატინის ფხვნილი იყიდე 1 ლიტრ სითხეს რომ ეყოს smile.gif
ბისკვიტი ძალიან დაბალია. მთავარი აქ სქელი ჟელატინიანი იოგურტია. smile.gif

ბისკვიტის / ბაზის კიდე მეორე ვარიანტი შემიძლია შემოგთავაზო.

ბისკვიტის ნაცვლად აი ასე მოიქცევი:
იყიდე 500 გრ პეჩენია, და კარგად დაფხვენი შემდეგ დაასხი ტკბილი იოგურტი და კარგად ამოურიე ისე რომ ფორმაში გაბრტყელება შეძლო. მერე ეს მასა გააბრტყელე ფორმაში და შედე გახურებულ დუხოვკაში 10 წუთით 200გრ- ზე, რომ გაცივდება დაასხი იოგურტი ჟელატინით.

Posted by: patriciia 21 Jun 2008, 19:46
Johnnie Walker
QUOTE
თბილისში კი არის 1-2 ადგილას (პეროცსკაიაზე, მგონი

გაგიკვირდება და ყველაზე არავეულებრივი შტრუდელი არის რუსთაველზე, პანტომიმის თეატრის გვერდით სრულიად უბრალო კაფეში, კაი ხანია, იქ აღარ ვყოფილვარ, ადრე მთლიანი 13 ლარი ღირდა. ლიტის და სხვა შტრუდელები მასხრობაა იმასთან შედარებით....
miau
QUOTE
მე შენს ადგილზე ერთ გარგ ნოველას დავწერდი კულინარიის ტრფიალ დეკანზე.

მეშინია, რამე მოგწერო, მაგრამ ისეთი მაგარი თემა ააგდე, თან ხანდახან ისეთი ჩახვევები აქვს ამ ჩვენს ყოფილ დეკანს ამ განყოფილებაშ, ეგ აზრი ერთი-ორჯერ მეც მომივიდა......

Posted by: CZ88 21 Jun 2008, 21:25
Johnnie Walker

მე არ მიყვარს შვარცვალდა user.gif ამათი მომწონს ფრანკფურტა კრანც, ჩვენთან რომ იყიდებოდა ადრე ტორტები, ჩემს ბავშვობაში იმას მაგონებს და ალბათ ნოსტალგიის დამსახურებაა smile.gif

მესტუმრე აქ და ჰაიდელბერგში ჰემინგუეის კაფეში დავსხდეთ , ნუ ჩემგან წავიდეთ მერე, თორემ კაი სუფრას მეც კი დაგახვედრებ,ამაში არ ვმაზავ ნამდვილად biggrin.gif 2kiss.gif

ყველაზე კაი ნამცხვრებს საქართველოში აკეთებენ და არ მესროლოთ ახლა, ნამდვილად ასეა biggrin.gif საუბედუროდ,სახელები არ მახსოვს .

Posted by: deditu 21 Jun 2008, 23:22
BadbadGirl
მე იცი როგორი რამე გამიკეთებია? როცა ბისკვიტის ცხობა და ამბავი მეზარება ასე ვიქცევი:
ვკიდულობ რულეტებს (7 DAYან რამე), ვჭრი საშუალო სისქის ნაჭრებად და ბორტიან ფორმაში ვაწყობ ქვევითაც და გვერდებზეც ვაყუდებ თხელ ნაჭრებს.
მერე შიგნით ვასხამ სუფლეს მასას (ალბათ ჟელატინიანი იოგუტიც შეიძლება) და ზევიდან სხვადასხვანაირად...ან მოვაწყობ რულეტის თხელ ნაჭრებს, ან ხილს მოვაწყობ ან კიდევ ერთი სართული შეიძლება დაადგა და ა.შ. ფანტაზიის და კონკრეტული განწყობის საკითხია smile.gif

Posted by: BadbadGirl 21 Jun 2008, 23:25
deditu
სუპერ მაგარი იდეაა რულეტთან დაკავშირებით.
მაგრამ როგორც წესი ორცხობილა ყოველთვის მაქვს სახლში, აი რულეტს არასდროს არ ვყიდულობ. თუმცა შეიძლება ყიდვა და შენახვა smile.gif

Posted by: Anie 21 Jun 2008, 23:29
უგემრიელესია და ძაან ადვილი გამოსაცხობი smile.gif



user posted image

Posted by: nanana 22 Jun 2008, 22:55
მინდა ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი დესერტი გაგიზიაროთ. ინგლისური დესერტია, მაგრამ სამოცდაათიან წლებში შეიქმნა და არ გაგიკვირდეთ რომ ინგრედიერტები ნაკლებად ინგლისურია. მოკლედ მე ამ ნამცხვარზე თავს ვდებ yes.gif ბანოფი ქვია. ბანანის, ტოფის ( კარამელის) და ათქვეფილი ნაღების სუპერსექსუალური შეთანხმება...

ბანოფი ფაი

ქილა შესქელებული რძე ( მოხარშული)
ბანანის წვენი
500 გრ ნაღები
5 მოზრდილი გადამწიფებული ბანანი
5 კვერცხი
5 სფ კ შაქარი
5 სფ კოვზი ფქვილი
ვანილი
შოკოლადი


1. 5 კვერცხი + 5 სფ კ შაქარი + 5 სფ კ ფქვილი + ვანილი - გამოვაცხოთ კლასიკური ბისკვიტი და გავაცივოთ
2. ბისკვიტი დავნამოთ ბანანის წვენით
3. გავაკეთოთ ბანანის პიურე (ბლენდერით ან ჩანგლით დავჭყლიტოთ)
4. დანამულ ბისკვიტზე წავუსვათ ბანანის პიურე
5. ზემოდან წავუსვათ მოხარშული შედედებული რძე
6. ავტქვიფოტ გაციებული ნაღები და მოვრთოთ ბანანიანი და შედედებულ რძიანი ბისკვიტი
7. დავახეხოთ შოკოლადი

მიირთვით ცივი.


რეცეპტი ოდნავ მოდიფიცირებულია ჩემს მიერ. კლასკიკურ ვარიანტში ბისკვიტი ჩიზქეიქის ტიპისაა( დაფხვნილი ორხცობილა + კარაქი) , მაგრამ კომპეტენტური ჟიურის აზრით ბისკვიტით უფრო ჰაეროვანია

Posted by: tos-ka 23 Jun 2008, 13:33
miau
QUOTE
ოო, რომ იცოდე ამ ქალმა თუ რამე მოინდომა, გაუკეთებელს გააკეთებს, თან განსაცვიფრებლად დაუზარელია...


არც მთლად მასეა, მაგრამ მაინც მადლობა 2kiss.gif

n_j
deditu
Peppi
WOMAN IN LOVE
როგორც იქნა აღმოვაჩინე მზა მარციპანი თბილისში და ძალიან საყვარელი მარციპანის ფიგურებიც (მელაკუდები ქონდათ, დათუნიები და ბაჭიები). მარციპანი 1კგ-იან ქილაშია შეფუთული, უკრაინულია და 20 ლარი ღირს. ფიგურები 2-3 ლარი და ისეთი ლამაზებია . . . (ესენიც უკრაინულია)
ჰო, რა თქმა უნდა, იყიდება დოლარ სთორისთან საბითუმო საკონდიტროში. ძალიან ადვილი მისაგნებია, წერეთლიდან დოლარ-სთორის აბრა რომ ჰკიდია, იმ რიგს უნდა გაყვეთ - პირდაპირ ამ მაღაზიასთან მიდის.

* * *
miau

ვინაიდან და რადგანაც ალუბალი ოდნავ "შემთვრალი" თუ არ არის გემოს ვერ ვატან, საკონიაკე სპირტში ვუკარი თავი wink.gif
2-3 კვირაში ე.წ "ვიშნოვკაც" იქნება ბისკვიტების დასანამად და . . . ჰო, რეცეპტი შენზეა smile.gif

Posted by: n_j 23 Jun 2008, 14:17
tos-ka
გმადლობ! smile.gif რამდენიმე ფიგურას სიამოვნებით ვიყიდი

Posted by: Peppi 23 Jun 2008, 14:26
tos-ka
QUOTE
როგორც იქნა აღმოვაჩინე მზა მარციპანი თბილისში

აი მესმისsmile.gif

ისე მეც გავაკეთე სახლში - შენი რეცეპტითsmile.gif
კარგია დამდვილად. საინტერესოა, ნუში - თხილით რომ ჩავანაცვლო, ან ნიგოზით, როგორი გამოვა ნეტა (შემდეგში ვცდი).

აქ, ჰოლანდიაში ერთი ფასი აქვთ ყველას. უბრალოდ მიყვარს სხვადასხვა მასალით ჩანაცვლება.


]

Posted by: nanana 23 Jun 2008, 16:30
quote]ნუში - თხილით რომ ჩავანაცვლო, ან ნიგოზით, როგორი გამოვა ნეტა (შემდეგში ვცდი).[/quote]

ნიგვზით მარციპანი არ გამოვა, იმიტომ რომ ნიგოზს მეტი ცხიმი აქვს და ნაკლები წებოვნება.

Posted by: CZ88 23 Jun 2008, 16:55
nanana
QUOTE
ნიგვზით მარციპანი არ გამოვა, იმიტომ რომ ნიგოზს მეტი ცხიმი აქვს და ნაკლები წებოვნება.


არსებობს პარციპანიც : აბრიკოსის და ატმის კურკებისგან კეთდება,ანუ ნაცვლად ნუშისა. საშობაო ნამცხვრებში იყენებენ შუა ევროპაში. მე არც მარციპანი მიყვარს მაინც და მაინც smile.gif

Posted by: nanana 23 Jun 2008, 17:15
QUOTE
მე არც მარციპანი მიყვარს მაინც და მაინც


არც მე, არაფრის გემო არა აქვს, უბრალოდ დეკორაციისთვისაა კარგიsmile.gif

Posted by: Peppi 24 Jun 2008, 00:27
nanana
QUOTE
ნიგვზით მარციპანი არ გამოვა, იმიტომ რომ ნიგოზს მეტი ცხიმი აქვს და ნაკლები წებოვნება.

კი, მაგრამ ნუშს იმდენ ზეთს უმატებ მერე, რომ ზეთის ფაქტორის გათვალისწინება ამ შემთხვევაში უმნიშვნელოაsmile.gif

QUOTE
არაფრის გემო არა აქვს, უბრალოდ დეკორაციისთვისაა კარგი

აი ამაში კი ცდები wink.gif
ისე მეც მასე მეგონა - სანამ ერთი ტორტი არ გავსინჯე - მალინის ექსტრაქტით იყო - უგემრიელესი.
მის მერეა, მარციპანს რომ ვცემ პატივსwink.gif

მე გავაკეთე კიდევ მუქი ყავისფერი შაქრით და ნუშით. ყავაც დავუმატე - და ისეთი გემრიელია . . . . .



CZ88
QUOTE
არსებობს პარციპანიც

მადლობა ინფორმაციისათვისsmile.gif
მე მიყვარს ერთი "პრიპასის" მეორეთი ჩანაცვლება - და იმიტომ ვიკითხე.
ასეთი ცდები, კი ხშირად წარმატებით მთვრდება თან wink.gif

Posted by: nanana 24 Jun 2008, 01:20
Peppi

ჯოლოს, ყავას და უკვდავების წყალს თუ დაუმატებ გემრიელი იქნება აბა რა wink.gif

Posted by: Peppi 24 Jun 2008, 01:23
nanana
QUOTE
ჯოლოს, ყავას და უკვდავების წყალს თუ დაუმატებ გემრიელი იქნება აბა რ

2kiss.gif
რა გულიანად გამაცინე wink.gif

Posted by: მონიკა 24 Jun 2008, 14:52
მგონი ამის ადგილი აქ კი არ არის მაგრამ ახლახანს გადმოვწერე და რაღაც კაი თვალით ვუყურებ. ზოგიერთი რაღაცის "წარმოებაში ჩაშვებას" ვაპირებ. აბა თქვენც დაგახედეთ.
http://www.allshares.ge/download.php?id=E0F73A5E8

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Jun 2008, 15:05
ნამცხვარ ,,პოლ რობსონის ,, ვარიანტები

auau
მე რამდენადაც მახსოვს, ასე ვაკეთებდი:
ბისკვიტი -
250გ მარგარინი,
4-5 სავსე სუფრის კოვზი კაკაო,
2 ჭიქა შაქარი
5 კვერცხი + მარილი, ვანილი,
2ჭიქა მაწონი + 1ჩ/კ სოდა
3 ჭიქა ფქვილი
კრემი - 2 ჭიქა რძე + 2 ჭიქა შაქარი. წამოდუღებულს სასწრაფოდ ჩავასხათ ცოტა ცივ წყალში გახსნილი 5 სავსე ჩაის კოვზი კრახმალი. შეგრილებულს დავუმატოთ ვანილი და გათქვეფილი 300-400გ კარაქი.

მომზადება:
ბისკვიტი ქაღალდჩაფენილ ცხიმწასმულ ფორმაში გამოვაცხოთ, გაციებული გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ყავის ან შოკოლადის ლიქიორით და წავუსვათ კრემი. გაფორმება თქვენთვის მომინდვია!
........................................................................

August
"პოლ რობსონი"
ცომი
4 კვერცხი + 3 ჭ. შაქარი + 6 ს.კ გამდნარი კარაქი + 1კოლოფი კაკაო + 2ჭ. ფქვილი + 1/2 ლ. მაწონი, სოდა, ძმარი, ვანილი
გამოვაცხოთ 3 ფენა და მეოთხე მოსაყრელად

კრემი:
250 გრ კარაქი + 1ქილა არაჟანი + ვანილი + 1 ლიმონის ცედრა +1 ჭ ნიგოზი (დაჭრილი და მოხალული)

იყო კიდევ "ლუი არმსტრონგი", რომლის კრემი იყო "შესქელებული რძით"და ცოტა ალკოჰოლით...
იყო კიდევ "ნეგრიტიანკა"
.....................................................


deditu

ჩემი "პოლ რობსონი" ასეთია:
ვურევთ:
1/2 შეკვრა კაკაო (რუსული კაკაოს შეკვრაზეა საუბარი)
2ჩ.ჭ შაქარი
3ჭ ფქვილი
ვანილი
ცალკე ვაკეთებთ:
5კვ და 1 ჭ შაქრის გოგლი-მოგლი
1ქ მაწონი + 1 ჩ.კ. სოდა.
მიღებული ნარევი ჩავასხათ ფქვილიან ნარევში და კარგად ავრიოთ.
ვაცხობთ 5 ნაწილად კარაქწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში.
(გამოცდილი რეცეპტია)
კრემი შესქელებული რძით და კარაქით მიწერია, მაგრამ მე ცოტა მოხარშულ კრემსაც ვაკეთებ და შესქელებულ რძესაც ვუმატებ.
(ანუ: ამოვიყვან 300გ კარაქს, მერე ნელ-ნელა ვამატებ მოხარშულ კრემს თვალით და 1 ქილა შესქელებულ რძეს.)
მორთვით დედაჩემის დროიდან ვფხვნიდით შემოჭრილ გვერდებს და იმას ვაყრიდით, მგრამ რა თქმა უნდა კრემითაც მოუხდება მორთვა და შოკოლადითაც.

Posted by: n_j 27 Jun 2008, 21:26
ტორტის დასანამად რამე კარგი ნაზავი მასწავლეთ, ცოტა ალკოჰოლსაც რომ შეიცავდეს, მიყვარს ძალიან ტორტში რომ იგრძნობა ალკოჰოლი, მაგალითად ლიქიორი ან კონიაკი. მე ზამთარში ვაკეთებ ხოლმე ფორთოხლის წვენი+სიროფი +კონიაკი მაგრამ საზაფხულოდ რას მირჩევთ?

Posted by: tos-ka 28 Jun 2008, 15:52
n_j
QUOTE
ტორტის დასანამად რამე კარგი ნაზავი მასწავლეთ,


პირველ რიგში ხარისხიანი ალკოჰოლი გჭირდება (მე საკონიაკე სპირტს ვიყენებ). smile.gif
დასანამი სითხე წინასწარ უნდა მოამზადო, სამი-ოთხი დღით ადრე მაინც და სხვადასხვა არომატი ერთმანეთში არ აურიო. ჯობია "საშობაო" ნაყენივით გააკეთო - ხილი+შაქარი+ვანილი+ალკოჰოლი (შუშის ქილაში მოათავსებ, ქილას თავზე დოლბანდი გადააფარე და ორი-სამი დღე მზეზე დადგი. თუ არ დაგეზარება, ყოველ დილით მოურიე, შაქარი კარგად რომ გაიხსნას და სქელი წვენი მიიღო).

ყავის ნაყენსაც წინასწარ უნდა მომზადება პროპორციით: 1 წილი რძიანი ყავა+ 2 წილი შავი ყავა

Posted by: auau 28 Jun 2008, 17:05
tos-ka
იმას დაედო ჩემი ცოდო, ვინც შენ მაგ სამსახურისთვის გაგიმეტა! შენი ადგილი შეფ-მზარეულობაა. მაგისი რომ მქონდეს, სიამოვნებით გაგიხსნიდი თანამედროვე საკონდიტროს და მასტერკლასებს ჩაგატარებინებდიიიიიიიი!
user posted image user posted image

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Jun 2008, 23:49
ეჰ, დიდი პოეტები, ნიკო სამადაშვილი და კონსტანტინოს კავაფისი მთელი ცხოვრება ბუღალტრად მუშაობდნენ sad.gif

Posted by: miau 29 Jun 2008, 02:04
auau
QUOTE
იმას დაედო ჩემი ცოდო, ვინც შენ მაგ სამსახურისთვის გაგიმეტა! შენი ადგილი შეფ-მზარეულობაა. მაგისი რომ მქონდეს, სიამოვნებით გაგიხსნიდი თანამედროვე საკონდიტროს და მასტერკლასებს ჩაგატარებინებდიიიიიიიი!

რეალითიზე კულინარიის აკადემიის მასტერკლასები რომ იყო, ისე არა? biggrin.gif

Posted by: tos-ka 29 Jun 2008, 21:43
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეჰ, დიდი პოეტები, ნიკო სამადაშვილი და კონსტანტინოს კავაფისი მთელი ცხოვრება ბუღალტრად მუშაობდნენ


lol.gif 2kiss.gif

auau
QUOTE
იმას დაედო ჩემი ცოდო, ვინც შენ მაგ სამსახურისთვის გაგიმეტა!

ჰო და ჩემი სამზარეულოდან გამოსატანად ამწე დაგჭირდებოდათ! smile.gif

Posted by: miau 30 Jun 2008, 00:26
tos-ka
QUOTE
ჰო და ჩემი სამზარეულოდან გამოსატანად ამწე დაგჭირდებოდათ!

შენ კიდევ სამზარეულო გაკლია? biggrin.gif

Posted by: n_j 30 Jun 2008, 08:51
tos-ka
ეხლა ვნახე შენი პოსტი, დიდი მადლობა

აქ რომ რამეს ვიკითხავ ზუსტად ვიცი რომ ერთ-ერთი პასუხი(თუ ერთადერთი არა) შენი იქნება 2kiss.gif
ეს დრეები ავად ვიყავი, ეხლაც სიცხე მაქვს არადა ეს ტორტი ხვალისთვის მინდოდა და არ ვიცი რა გამომივა, მაგ ნაყენს ალბათ სხვა დროისთვის გავაკეთებ, სამწუხაროდ ეხლა ვეღარ მოვასწრებ, რამე უფრო სწრაფი და მარტივით უნდა დავკმაყოფილდე

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Jun 2008, 17:55
Augustის
"მისტერ პრეზიდენტი"

ბისკვიტი, ბეზე, კრემიც რომელიც გაგიხარდება, ნიგოზი დაჭრილი და მოხალული (მე ნიგვზიანი მუსლით შევცვალე). არაყი ან რომი ბისკვიტის გასაჟღენთად და შოკოლადის მინანქარი ზემოდან მოსაწუწად.

ბეზე:
5 კვერცხის ცილა +1 ჭ. შაქარი გამოვაცხოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ კალკაზე. ძალიან ცხელ ღუმელში 2 წთით, მერე 5 -10 წუთი საშუალოზე და ბოლოს სულ დაბალზე ოდნავ რომ ბჟუტავდეს თან ასანთის ღერებით ღუმელის კარი გამოუღეთ. დაახლოებით 2,5 - 3 საათი დასჭირდება
ასევე 5 კვერცხის ცილა + 1 ჭ შაქარით ათქვეფილი ბეზეთი ვაცხობთ ბეზეს ფიგურებს: ვარდებს ან ბურთებს

ცომი:
5 კვერცხის გული + 1ჭ შაქარი + 100გრ. არაჟანი + 250 გრ კარაქი + 2 ჩ.კ. სოდა და ძმარი + 4 ჭ. ფქვილის + ვანილი

კრემი
5 კვ. გული + 1.5 ჭ შაქარი + 4 ს.კ ფქვილი + 3 ჭ.რძე მოვადუღოთ და გაცივებულს დავუმატოთ 250 გრ. კარაქი + ვანილი

მინანქარი
8 ჩ.კ კაკაო +12 ჩ .კ შაქარი + 40 გრ კარაქი + 4 ს.კ რძე

ბისკვიტს გაჭრი ორად. ქვედა ძირს წაუსმევ კრემს დააყრი დაჭრილ და მოხალულ ნიგოზს დაადებ ბეზეს ფირფიტას ისევ კრემი, ისევ ნიგოზი და ბისკვიტის ალკოჰოლით დანამული II ნახევარი, კრემი, ნიგოზი და მინანქარი მთელ ტორტზე (ზემოდანაც და გვერდებზეც) ბეზეს ფიგურები ისევ მოაყარე ნიგოზი და მოწუწე მინანქარით.

კარამელი არ არის მაგრამ კრემი მომრჩა ცოტა და რძით გავათხელე და ისიც ზემოდან მოვასხი.

Posted by: tos-ka 30 Jun 2008, 19:32
n_j
QUOTE
tos-ka

QUOTE
არადა ეს ტორტი ხვალისთვის მინდოდა და არ ვიცი რა გამომივა


ყველაფერი გამოგივა, ნუ დარდობ. 2kiss.gif ტორტი რომ დაუკვეთო არ გაწყობს? თუ ხილიანიდან მოტანა პრობლემა არ არის 899445048 ამ ნომერზე დარეკე და მარეხი იკითხე. თუ მოასწარი 9-მდე მუშაობენ. დილითაც რომ დაურეკო მაინც მოგიხერხებენ რამეს. აი ეგენი არიან ტკბილეულის ჯადოქრები, თუ არიან.

Posted by: auau 30 Jun 2008, 21:53
WOMAN IN LOVE
წინადადება შემომაქვს, ტოსკას ცნობათა ბიურო გავუხსნათ, ყველა კითხვისათვის პასუხი მზად აქვს!

უცოლო ფორუმელებო, ასეთი გოგო ცალად უნდა დადიოდეს?

Posted by: CZ88 30 Jun 2008, 22:46
ხვალ გაჩვენებთ აქაურ "შედევრებს" biggrin.gif სტუმრები გვყავს .

auau
QUOTE
უცოლო ფორუმელებო, ასეთი გოგო ცალად უნდა დადიოდეს?


ნამდვილად yes.gif გაახილეთ თვალი ვაჟებო smile.gif

Posted by: miau 30 Jun 2008, 23:00
QUOTE
უცოლო ფორუმელებო, ასეთი გოგო ცალად უნდა დადიოდეს?



აბა, შენ ეგა თქვი, კულინარიის თემასთან შვილობილი თემა ხომ არ გაგვეხსნა ასეთი დატვირთვით - გარიგება-გაცნობის ბიურო WOMAN IN LOVE & COMPANY გთავაზობთ მომსახურებას:

1. გარიგება-გაცნობა ასაკისა და მისწრაფებების მიხედვით და დაქორწინება
2. ქორწილის ორგანიზაცია
ა. სუფრისთვის კერძებს შეირჩევს სპეციალურ საბჭო კონკურსის წესით, რომლის წევრებიც ვიქნებით ჩვენ, ხოლო თავმჯდომარე იქნება არჩევით. ამასთან მთავარი დეგუსტატორის მოვალეობას შეასრულებს ხორხე

ბ. ღვინისა და სასმელის შერჩევა ევალება თავად gabarzgaleba -ს

გ. სუფრის გაწყობასა და დიზაინზე იზრუნებს tos-ka

დ. მუსიკალურ გაფორმებას მივანდობთ მეზობელ თემაში გადახვეწილ, მაგრამ ჩვენი განყოფილების დიიიიიდ ქომაგს - erekle III- ს biggrin.gif
ე. ჯვარს დასწერს მამაჯემალი ან მამაოენუქი biggrin.gif

ვ. გადაღება-დამონტაჟება ocelot-ს დაევალება და სოფელიც აშენდებააა!

gigi.gif

პატარძლის მომზადება

ა. კულინარიის მასტერკლასს პატარძლებისთვის ჩაატარებენ ფორუმის გამოცდილი დიასახლისები.
ასევე საჭიროა პატარძლის ფიზ.მომზადება, კერძოდ: მიზანში სროლა, სირბილი, კარატე და ბოქსი( რა იცი რა დედამთილი გხვდება?... gigi.gif ) ამ ყველაფერს მივიანდობთ ჩვენი ფორუმის მშვენებას! CZ88 -ს
biggrin.gif

ჰოოო, თამადა გამომრჩა, - თამადის მოვალეობა ვის დავაკისროთ?

Posted by: WOMAN IN LOVE 1 Jul 2008, 00:34
auau
QUOTE
უცოლო ფორუმელებო, ასეთი გოგო ცალად უნდა დადიოდეს?

კატეგორიულად მოვითხოვ ფორუმელი კაცების გააქტიურებას! აქ რომ შემოდიხართ შიმშილისგან აკვნესებულები, გაახილეთ ეგ ფართოდ დახუჭული თვალები!!! wink.gif

miau
ამ შუაღამისას ნუ მახარხარებ biggrin.gif biggrin.gif
ყველაფერზე თანახმა ვარ, ამ პუნქტის
QUOTE
ჯვარს დასწერს მამაჯემალი

გარდა!
ამას არ ვაფინანსებ!
biggrin.gif

Posted by: miau 1 Jul 2008, 00:43
WOMAN IN LOVE
QUOTE
ამ შუაღამისას ნუ მახარხარებ


რატომ? - კარგად დაგეძინება იმის ფიქრში, თუ როგორი სიამოვნებით ჩაუტარებს დეგუსტაციას კატლეტს ჩვენი ხორხე biggrin.gif
QUOTE
ჯვარს დასწერს მამაჯემალი


გარდა!
ამას არ ვაფინანსებ!


მამაო ენუქი? ;D

Posted by: ხორხე 1 Jul 2008, 10:50
მე ხინკალი ვჭამე ღამის 11-ზე

და ქაბაბი

დილის ხუთი საათიდან მძინავს givi.gif

ვეღარ მოვისვენე

წუხელ ჭამა რომ დავამთავრე ღრუტუნი აღმომხდა სიამოვნებისგან და მაშინ მივხვდი რომ კმარა !

Posted by: tos-ka 1 Jul 2008, 11:22
auau
CZ88
miau
WOMAN IN LOVE

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

უჰ, რაც მე ამ დილით ვიხარხარე! თანამშრომლები უნდა გენახათ - უფროსი გადაგვერიაო. რომ არ მიმესწრო სასწრაფოში რეკავდნენ! lol.gif

Posted by: patriciia 1 Jul 2008, 11:27
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეჰ, დიდი პოეტები, ნიკო სამადაშვილი და კონსტანტინოს კავაფისი მთელი ცხოვრება ბუღალტრად მუშაობდნენ

ჩემი ორი უსაყვარლესი პოეტი! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif


იდეა! იდეა! იდეა! საზოგადოებრივ არხზე (ყური მოვკარი, კონკურსს აწყობენო) პროექტი შევაგდოთ კულინარიის მასტერკალსებზე! დილის სამზარეულოები რომ არის სხვადასხვა არხებზე იმას აჯობებს ასი თავით! თან სამზარეულოს ტექნიკას გავაპიარებთ! დავიხმაროთ ხალხი მასმედიიდან, რომ პროექტა პრომო გაუკეთონ, თან გამოჩენილ კულინარებზეც შეიძლება საუბარი და მსოფლიოს სხვადასხვა კვიზინებზე ჩარფთვები და რაღაცები! მაგარი გადაცემა იქნება!

Posted by: auau 1 Jul 2008, 13:04
patriciia
QUOTE
დავიხმაროთ ხალხი მასმედიიდან, რომ პროექტა პრომო გაუკეთონ

ეჰ, ნეტარ არიან მორწმუნენი...
უნდა იცნობდე მაგათ და მიხვდები. იდეის მოპარვის პროფესორები არიან. რას ნიშნავს პროექტს რომ მოგპარავენ - მიაუს ჰკითხე და გეტყვის!

Posted by: Breaky 1 Jul 2008, 14:09
ორივე ხელით ვემხრობი აქ წამოჭრილ იდეებს bis.gif

Posted by: auau 1 Jul 2008, 14:20
tos-ka
აბა გაემზადეეეე! მაყრიონი მზად ვართ.


ახლა რეცეპტი:
250გ მარგარინი
250გ ხაჭო
ვანილი.
ფქვილი რამდენსაც შეიძელს.
მოვზილოთ ელასტიური ცომი. გავყოთ რამდენიმე გუნდად, გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ შაქარი და ნუში, თხილი ან ნიგოზი(დაფქვილი).გადავახვიოთ რულეტივით, დავჭრათ და გამოვაცხოთ. მერე ცხელსვე წავაყაროთბლომად პუდრა

Posted by: tos-ka 1 Jul 2008, 15:04
auau
QUOTE
tos-ka
აბა გაემზადეეეე! მაყრიონი მზად ვართ.


რავა! გვეშველა?! მეშველა?! lol.gif

QUOTE
ახლა რეცეპტი:

მე მაგ ცომის რეცეპტში კაკაოს დავამატებდი, გულსართში კიდევ ხალვას - ცენტრში რომ მოხვდეს, ნიგოზს კი დამტვრეულს გამოვიყენებდი.

Posted by: auau 1 Jul 2008, 15:51
tos-ka
QUOTE
მე მაგ ცომის რეცეპტში კაკაოს დავამატებდი, გულსართში კიდევ ხალვას - ცენტრში რომ მოხვდეს, ნიგოზს კი დამტვრეულს გამოვიყენებდი.

თუ მარტო ვარდისფრად შეღებილ შაქარს მოაყრი, მერე დაჭრი და ერტ გვერდს შეუკრავ, გამოცხვება პაწია ვარდები. ახლა ჩემები კახეთში წავიდნენ და მეზარება, თორემ გამოვაცხობდი!

Posted by: tos-ka 1 Jul 2008, 15:59
auau
QUOTE
ჩემები კახეთში წავიდნენ და მეზარება, თორემ გამოვაცხობდი!


smile.gif რაო, მიაუმ წავიდა თელავში სამწვადაოდ?

Posted by: auau 1 Jul 2008, 16:52
tos-ka
წავიდა კი არა, გაიქცა!

Posted by: deditu 1 Jul 2008, 19:53
auau
ვაა ვარდებიც მომეწონა! biggrin.gif და უკაცრავად...შაქარს როგორ ღებავთ? თუ იყიდება ვარდისფერი შაქარი? ყავისფერი კი ვიცი და აი ვარდისფერი...
მოკლედ ისედაც გიჟი ვიყავი და სულ გამაგიჟეთ biggrin.gif

Posted by: auau 1 Jul 2008, 20:50
deditu
წითელ საღებავს გახსნი წყალში ან არაყში და მოასხავ შაქარს. ეს ძალიან ჩქარა ხდება და გამოზომვა უნდა, საღებავიანი სითხე იმდენი არ უნდა იყოს, რომ შაქარი შიგ გაიხსნას, პირიქით, უნდა დაინამოს და მერე გაშრება.

Posted by: deditu 2 Jul 2008, 00:06
auau
მადლოობთ smile.gif
აი ჩემი ფორმა smile.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: CZ88 2 Jul 2008, 04:18
დღეს გავაკეთე ბევრი რამეები და მათ შორის ალუბლის ტორტი, მიუხედავად რომ ხილის ნამცხვარი მე არ მიყვარს, ეს მართლა კაი გამოვიდა .

ჩვეულებრივ ბისკვიტს ვაცხობ, მერე არაჯნის კრემი ალუბლების ფენაზე, ასე ორი ფენა და მესამე ფენაზე კიდევ კრემი.სურათიც მაქვს სადღაც, მაგრამ არ ღირს, მარტივი და უბრალო რამეა.

Posted by: n_j 2 Jul 2008, 15:33
ესეც ჩემი შრომის შედეგი, ჩემს გოჭს გავუკეთე, გუსინ სამი წლის გახდა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: auau 2 Jul 2008, 15:43
n_j
მშვენიერი ტორტია, ულამაზესი!
გაგიზარდოს ღმერთმა და გიბედნიეროს! user posted image user posted image

Posted by: tos-ka 2 Jul 2008, 15:50
n_j
QUOTE
ჩემს გოჭს გავუკეთე, გუსინ სამი წლის გახდა


2kiss.gif up.gif ორიგინალურია და ძალიან ლამაზი! ჩემს კატალოგში გადავიტანე!
გილოცავთ, ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს!

Posted by: n_j 2 Jul 2008, 17:07
[tos-ka
გმადლობ 2kiss.gif smile.gif
==================================
მიაუ ეხლა ვნახე შენი პოსტი
გმადლობ

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Jul 2008, 20:45
patriciia
QUOTE
ჩემი ორი უსაყვარლესი პოეტი!

კავაფისის თარგმანზე დავიცავი დიპლომი smile.gif ნიკო კიდევ რაღაც ძაან მშობლიურია love.gif
tos-ka
შენ მარტო გვითხარი, ვინ გავკოჭოთ ივანე კოტორაშვილივით biggrin.gif
deditu
ძალიან ლამაზი ფორმაა, ტორტს რომ გამოაცხობ, სურათიც დადე რა...
n_j
ყოჩაღ, მშვენიერი ტორტი გამოგსვლია, დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი იქნებოდა და შენს პატარასაც ძალიან გაუხარდებოდა smile.gif

Posted by: deditu 2 Jul 2008, 22:32
WOMAN IN LOVE
აუცილებლად, დღეს ალბათ გამოვაცხობ სატესტო ვარიანტს, ძალიან მაინტერესებს ჩვეულებრივი ბისკვიტი თუ მიიღებს ამ ფორმებს...

Posted by: patriciia 3 Jul 2008, 00:08
auau
QUOTE
ეჰ, ნეტარ არიან მორწმუნენი... უნდა იცნობდე მაგათ და მიხვდები. იდეის მოპარვის პროფესორები არიან. რას ნიშნავს პროექტს რომ მოგპარავენ - მიაუს ჰკითხე და გეტყვის!

sad.gif

Posted by: (c)TG 3 Jul 2008, 03:16
n_j
1. გილოცავ შვილიკოს დაბადების დღეს
2. ეგ გვირილები და გოჭები სად იყიდება
3. იჭმება ანუ ბავშვმა რომ მოაძროს და პირისკენ გააქანოს, საშიში ხომ არ იქნება

Posted by: n_j 3 Jul 2008, 21:49
WOMAN IN LOVE
QUOTE
n_j
ყოჩაღ, მშვენიერი ტორტი გამოგსვლია, დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი იქნებოდა და შენს პატარასაც ძალიან გაუხარდებოდა

smile.gif ©TG
QUOTE
გილოცავ შვილიკოს დაბადების დღეს

უღრმესი მადლობა smile.gif
QUOTE
ეგ გვირილები და გოჭები სად იყიდება

ბაზრობაზე საკონდიტრო მაღაზიები ან დახლები რომ არის ყველგან აქვთ ნაირ-ნაირები და ფერად-ფერადები
QUOTE
იჭმება ანუ ბავშვმა რომ მოაძროს და პირისკენ გააქანოს, საშიში ხომ არ იქნება

კი იჭმევა, ჩემი შვილი ღამე მიეპარა და ნახევარი ყვავილები, რასაც მისწვდა მაცივრის თაროზე, შემიჭამა biggrin.gif შაქრიანი მასისგან არის დამზადებული, გოჭები კი ბეზესგანაა

Posted by: (c)TG 3 Jul 2008, 22:08
n_j
QUOTE
კი იჭმევა, ჩემი შვილი ღამე მიეპარა და ნახევარი ყვავილები, რასაც მისწვდა მაცივრის თაროზე, შემიჭამა  შაქრიანი მასისგან არის დამზადებული, გოჭები კი ბეზესგანაა

ხოდა მეც ვიცი, რომ იგივე მოელის მე რომ გოჭებს ვიყიდი და იმიტომ ვიკითხე biggrin.gif
კარგია ბეზესგან თუა
სექტემბერში ნათლობაზე გავუკეთებ სხვადასხვა ცხოველებით ბავშვებს და უფროსებისთვის ცალკე შევუკვეთავ რამეს

Posted by: CZ88 3 Jul 2008, 23:16
ამდენი წლის მანძილზე გუშინ ვნახე პირველად სერბული ბაქლავა, აქამდე სულ ჩვეულებრივს აკეთებდნენ , თურქულს. მოკლედ, ჩვეულებრივი ბაქლავის ცომია და ფენები (ფენების ყიდვა აქ მაღაზიაშიც შეიძლება, ანუ ესაა ძალიან თხელი, სიფრიფანა მშრალი ფენები ფენოვანი ცომისა). შიგთავსი კი მზადდება შმდეგნაირად:

6 კვერცხის გოგლიმოგლი 6 ს/კ შაქრით, 200 გრამი სმეტანა, ნახევარი სმეტანის კოლოფი მცენარეული ზეთი, 2 კოვზი ხორბლის ფქვილი. კარგად ათქვეფილი ეს ყველაფერი. ურევენ აგრეთვე ცოტა ქიშმიშსაც.

კარაქწასმულ ჟარონაზე აფენენ ცომის ერთ ფენას, ზემოდან კი სუპის ამოსაღებით (ქართულად რა ქვია არ მახსოვს) ასხამენ ამ შიგთავსს, ასწორებენ ფენის სიგრძე-სიგანეზე, ზემოდან კი მეორე ფენა და ასე გრძელდება დაახლოებით 10-12 ფენა. ცხადია, ზედა ფენას არ უნდა ეს ”კრემი”. იწვება ჰაერღუმელში ან ფეჩში. შეწვის მერე კი როგორც ბაქლავას ასხამენ შაქრის სიროპს. არ არის ნამეტარი ნობელური ნამცხვარი, მაგრამ ძალიან უცხო და გერმრიელია. სურათიც მაქვს, მაგრამ რაღაც ბუნდოვანია და არ ღირს ჩვენება.

პ.ს. ჩემი კომპლიმენტი გოგონებს, ძალიან ლამაზ რამეებს აკეთებთ 2kiss.gif

Posted by: tos-ka 4 Jul 2008, 11:54
WOMAN IN LOVE
QUOTE
tos-ka
შენ მარტო გვითხარი, ვინ გავკოჭოთ ივანე კოტორაშვილივით


2kiss.gif სიტყვა - სიტყვაა!

Posted by: shtori 11 Jul 2008, 01:13
შოკოლადის ტორტი და კიდევ ხილის ტორტი როგორ გავაკეთო? რეცეპტი მითხარით რაა. შეიძლება აქ უკვე წერია, მაგრამ ვერ ვიპოვე chups.gif

Posted by: BEKO 11 Jul 2008, 10:07
CZ88
QUOTE
, ზემოდან კი სუპის ამოსაღებით (ქართულად რა ქვია არ მახსოვს)

ქართულად საწვნე ჰქვიაsmile.gif

მე, ალბათ, სულ დამავიწყდა ცხობა, იმდენი ხანია, აღარაფერი გამომიცხვია.

Posted by: Angelopulosi 11 Jul 2008, 10:20
CZ88
QUOTE
სერბული ბაქლავა

მსგავსი რეცეპთით, ოღონდ არაჟნის მაგიერ ბეზეს ფენით და ბევრი ნიგვიზთა და ქიშმიშით დედაჩემი აკეთებს, ამბობს ჩეხური ბაქლავააო. მე ძალიან მიყვარს chups.gif

Posted by: Peppi 11 Jul 2008, 11:01
Angelopulosi
QUOTE
ჩეხური ბაქლავააო

და
QUOTE
სერბული ბაქლავა

ძალიან განსხვავდებიან., ის ცომი რაზეც CZ88 საუბრობს - საერთოდ სხვაა.

Posted by: Angelopulosi 11 Jul 2008, 11:43
Peppi
QUOTE
ძალიან განსხვავდებიან

შესაძლოა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jul 2008, 13:09
shtori
QUOTE
შოკოლადის ტორტი და კიდევ ხილის ტორტი როგორ გავაკეთო? რეცეპტი მითხარით რაა. შეიძლება აქ უკვე წერია, მაგრამ ვერ ვიპოვე

აქ თუ სასურველ რეცეპტს ვერ იპოვი და არ ვიცი რა...
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416246
პაიდუ , პავეშუს... wink.gif

Posted by: shtori 11 Jul 2008, 23:33
WOMAN IN LOVE
ესეთი სარჩევი თუ იყო არც ვიცოდი.მე კიდე ყველა გვერდს სათითაოდ ვკითხულობდი. მადლობააა 2kiss.gif

Posted by: Johnnie Walker 12 Jul 2008, 10:29
აი საკონდიტრო ნაწარმი რასაც ჰქვია... თვალები დახუჭეთ და ღრმად ამოისუნთქეთ .... smile.gif

ვაშლიან ნამცხვრებზე ტვინი მეკეტება............................. biggrin.gif

Posted by: auau 12 Jul 2008, 20:15
ეს აჭარული ბაქლავაა, რომლის რეცეპტიც თავის დროზე აქ დადო ალეგრომ.
დღეს გამომატანეს ბათუმიდან და 2 საათში ისე გააქრეს, სურათის გადაღება ძლივს მოვასწარით.
სახალხოდ მადლობა ქალბატონ ხაშლამას!!!!

Posted by: LKLK 13 Jul 2008, 22:50
QUOTE
ვაშლიან ნამცხვრებზე ტვინი მეკეტება............................. 

აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ...
მთელი დღე მშიერი დავდივარ, რაც მაქვს მაცივარში, ვერაფერს გავეკარე (სიცხე და საკვების მიღება არათავსებადია ჩემთვის), მაგრამ აი მაგას, შავ უშაქრო სურნელოვან ჩაისთან ერთად დიდი სიამოვნებით შევჭამდი. თან ეგ ფხვიერი ცომისგან გავს გაკეთებულს, ზუსტად ისეთია მე რომ მიყვარს.

Posted by: xashlama 16 Jul 2008, 10:50
QUOTE
სახალხოდ მადლობა ქალბატონ ხაშლამას!!!!
wink.gif biggrin.gif lol.gif bis.gif

Posted by: CZ88 17 Jul 2008, 04:12
ამ ნამცხვარს რატომრაც კოხი ქვია და ამზადებენ სერბიაში, 3 დღის წინ გვქონდა და ვიფიქრე იქნებ დაგაინტერესოთ.

მოკლედ, კლასიკურად შემდეგნაირად მზადდება: 6 კვერცხი 6 სუფრის კოვზ შაქარში ითქვიფება, მერე ამ გოგლი-მოგლში ურევენ 12 სუფრის კოვზ მანიკრუპას, ნახევარი ლიმნის გახეხილ კანს, ცოტა ვანილს და ცხვება ჩვეულებრივ ღუმელში.

შეიძლება მეტი კვერცხიდანაც გაკეთდეს, თუ ვინმეს ბევრი უნდა ან უფრო მაღალი, ერთ კვერცხზე კი მუდამ მოდის 1 ს/კ შაქარი და 2 ს/კ მანანი.

გამომცხვარს ჭრიან ნაჭრებად და სერვირებისას ასხამენ წინასწარ ადუღებულ შაქრიან რძეს და მიირთმევენ კოვზით. მაგრამ ეს რძე მე რაღაც ბალკანეთში თურQულ გავლენად მივიჩნიე და ამიტომ რძის მაგივრად პუდინგს ვხმარობ ან არც არაფერს და ყავასთან მშვენიერია:

http://www.radikal.ru

Posted by: nanana 17 Jul 2008, 11:57
CZ88

აუცილებლად ვსიჯნავ ამას. რაღაც ნაზი კექსიკო უნდა იყოს. ნაყინის შოკოლად-მოწუწულ ბურთთანაც კარგი იქნება არა?

კოხი გურულად სეტყვას ნიშნავს biggrin.gif

Posted by: CZ88 17 Jul 2008, 13:38
nanana
QUOTE
რაღაც ნაზი კექსიკო უნდა იყოს. ნაყინის შოკოლად-მოწუწულ ბურთთანაც კარგი იქნება არა?


ნაზიკოა ნამდვილად, გეთანხმები 2kiss.gif ეგ ვარიაციაც მომხიბლველი იქნება smile.gif

Posted by: deditu 19 Jul 2008, 16:54
აბა შემიფასეთ როგორი ტორტი გავუკეთე ჩემს გოგოს დაბდღეზე!
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: auau 19 Jul 2008, 19:27
deditu
ტორტი ხომ არაჩვეულებრივია და ტორტზე უკეთესი შენი პაწუკაა, გაგიზარდოს ღმერთმა!

Posted by: waiter 19 Jul 2008, 20:52
deditu
ეს შენი ხელით გააკეთე?
არაჩვეულებრივია
ძალიან ყოჩაღი და დაუზარელი ყოფილხარ, მეც არ ვიტყოდი უარს ასეთ ტორტზე, ხელოვნების შედევრია

Posted by: BEKO 19 Jul 2008, 22:47
CZ88
სოდა არ უნდა შენს ნაზ კექსს?

deditu

ულამაზასი კექსია, ულამაზასი პრინცესასთვის
2kiss.gif

Posted by: (c)TG 20 Jul 2008, 01:05
deditu
ბაო ძალიან საყვარელი გყავს, ეტყობა მოეწონა ვინი ტორტი smile.gif
CZ88
QUOTE
ამ ნამცხვარს რატომრაც კოხი ქვია და ამზადებენ სერბიაში,

ადვილი რეცეპტი ჩანს ძალიან და კოხი რას ნიშნავს?

Posted by: tos-ka 22 Jul 2008, 13:34
deditu
[quote]აბა შემიფასეთ როგორი ტორტი გავუკეთე ჩემს გოგოს დაბდღეზე![/quote
უუმაგრესი! ბრავო!
up.gif

ეგ თვალებციმციმა ანგელოზი ხომ . . . კომპის ეკრანზე გადავიყვანე და ვესიყვარულები. გაგეზარდოს 2kiss.gif

Posted by: miau 23 Jul 2008, 00:17
deditu

ტორტი ხომ კარგია, მაგრამ შენი პატარა პრინცესა სულ საოცრებაა smile.gif love.gif

Posted by: deditu 25 Jul 2008, 20:22
auau
waiter
©TG
tos-ka
miau
ყველას დიდი მადლობა შეფასებისთვის და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც თავისი რჩევებით ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებული მადლობა tos-ka-ს.

Posted by: CZ88 25 Jul 2008, 21:10
BEKO
QUOTE
სოდა არ უნდა შენს ნაზ კექსს?


მე არ ვუკეთებ,მაგრამ შეიძლება ალბათ smile.gif

©TG
QUOTE
ადვილი რეცეპტი ჩანს ძალიან და კოხი რას ნიშნავს?



მე მგონი ავტრო-უნგრული გავლენაა, გერმანულად კოხი მზარეულს ნიშნავს და რას გეიგებ biggrin.gif სერბოხორვატული ნამდვილად არაა ეს სიტყვა, აი,თურქულზე ვერაფერს ვიტყვი.

deditu

ახლა ვნახე შენი ტორტი და შენი ანგელოზი smile.gif ინტერნეტი მქონდა აქამდე სოფელში ცუდი და ვერ ვათვალიერებდი. ღმერთმა უამრავი დაბადების დღე გაზეიმებინოთ სიხარულში და ჯანმრთელობით.

ყველას 2kiss.gif

ეს არის ჩემი Stürmbahnführerin-ის მიერ დამზადებული ტკბილეული, ბაიადერა ქვია.რომელიც წამოვიღე და მაცივარში მშვენივრად ინახება. სამარხოა თან. რეცეპტს დავწერ მერე, სარამოს ვკითხავ, მე არასოდეს გამიკეთებია და რომ არ გავმაზო biggrin.gif როცა გასინჯავთ, დამეთანხმებით, რომ უგემრიელესია:

http://www.radikal.ru

საშინლად გაცუდდა ჩემი ფოტოაპარატი, დასაყენებელია და გასასწორებელი და ვერ მოვაბი თავი,უხარისხო სურათზე კი ბოდიში.

პ.ს. ზემოდან თეთრები რომ ჩანს ეგ რაფაელოა, ოღონდ Standartenführerin-ის დამზადებული biggrin.gif

Posted by: miau 25 Jul 2008, 22:56
deditu
QUOTE
განსაკუთრებული მადლობა tos-ka-ს.


პირად საქმეში შეტანით gigi.gif

Posted by: Solveig 26 Jul 2008, 20:17
QUOTE
ალუბლიანი ნამცხვარი უნდოდა კიდევ ვიღაცას ...

"ალუბლიანი ფუნთუშები პორტუგალიურად"

250 გრ ხაჭო კარგად გავსრისოთ და დავუმატოთ წინასწარ სოდა და ძმარ დამატებული 200 გრ. არაჟანი.
შემდეგ 2 კვერცხი, 1 ჭ შაქარი და 2 ჭ ფქვილი, მარილი, ვანილი და კარგად მოვზილოთ.
ცომი გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ და დავახვიოთ რულეტად.
თითოეული ეს რულეტი დავჭრათ 10 ნაწილად (სულ 20 ცალი გვექნება).
თითოეული დავდოთ ისე რომ რულეტის რგოლები ზემოთ მოექცეს შუაში თითით ჩავჭყლიტოთ და ჩავდოთ 5 7 ალუბალი როგორც ბუდეში. ლამაზად მოვუკრათ პირი. გადავუსვათ კვერცხის გული.
ერბოჭასმულ ტაფაზე გამოვაცხოთ


ვუი ეს რა ადვილია smile.gif

მე "მედოკის" გამოცხობას ვაპირებ მალე (თანამშრომლებისათვის) და ვნახოთ, იმედია, გამომივა კარგად და მოეწონებათ (არ მგონია, ნაჭამი ჰქონდეთ)...შვარცვალდერკირშეტორტეს გამოცხობა მინდოდა, მაგრამ ჯერ არასოდეს მიცდია და მეშინია. რამე არ გამიფუჭდეს და სულ ისე არ დავრჩე. თან საერთო საცხოვრებლის სამზარეულოში ცოტა ძნელია ეგეთ ნატიფ რარაცებზე ფიქრი...განსაკუთრებით, თუ შინ საღამოს 10 საათისათვის მიდიხარ.

Posted by: CZ88 26 Jul 2008, 20:29
Solveig
QUOTE
მე "მედოკის" გამოცხობას ვაპირებ მალე (თანამშრომლებისათვის) და ვნახოთ, იმედია, გამომივა კარგად და მოეწონებათ (არ მგონია, ნაჭამი ჰქონდეთ).


ისე, მედოკის გამოცხობაც არაა ისე ადვილი ხომ? რაღაც აბაზანები და ამბები უნდა თუ არ ვცდები. აბა, გისურვებ წარმატებებს და ამბავი გაგვაგებინე 2kiss.gif

Posted by: Solveig 26 Jul 2008, 20:52
CZ88
QUOTE
რაღაც აბაზანები და ამბები უნდა

კი, მე სულ ორთქლზე ვაკეთებდი ყოველთვის...კირშეტორტის გაკეთების ცდაც შემიძლია (თუ გული გულობსო, ხომ იცი), უბრალოდ, აქამდე არასოდეს გამიკეთებია და მეშინია. არ გამიფუჭდეს...თან გერმანიაში კირშეტორტით ალბათ ვერავის გავაკვირვებ...

ნამცხვრებს ყოველთვის ვაცხობდი, მაგრამ ახლა ისე ვარ, თითქოს პირველად ვაკეთებდე biggrin.gif

QUOTE
გისურვებ წარმატებებს და ამბავი გაგვაგებინე

მადლობა smile.gif) სურათს გადავუღებ, თუ კარგი გამოვიდა..თუ ცუდი გამოვიდა და, თავი არ გამომეყოფა სირცხვილით.

Posted by: CZ88 26 Jul 2008, 22:37
Solveig

იქნება მოვახერხოთ შეხვედრა ჩემთან 2kiss.gif იმასაც გპირდები უკმაყოფილო არ იქნები,ჩამოდი რამდენიმე დღით, მე მანჰაიმში ვარ ანნუ როცა ბელგრადში არ ვარ biggrin.gif

Posted by: nanana 28 Jul 2008, 11:27
CZ88

გავაკეთე კოხისგან ე.წ. აფსაიდ-დაუნ ქეიქი. ანუ დაფაზე სანამ კოხს დავასხამდი ცოტა ზეთი მოვწუწე, ყავისფერი შაქარი დავყარე + ლიმნის წვენი + ბევრი დაჭრილი ვაშლი და ამას ზემოდან მოვასხი ცომი. გამომცხვარი გადმოვაპირქვავე. ვაშლები ოქროსფრად იყო დაბრაწული და ლიმნიანი სიროფიც ძალიან მოუხდა yes.gif შეისანსლა უცებ

დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Peppi 29 Jul 2008, 12:09
deditu
აი მესმისsmile.gif
რა სიცოცხლეა და ანგელოზიაsmile.gif

ტორტი კი - საუკეთესო ნახელავიაsmile.gif . . . და შენი მაგალითით, მემგონი მეც ბალერინას გავუკეთებ ჩემს შვილს - "შემჭამა" რასაც ქვიაsmile.gif

Posted by: BAUSHKE_ 29 Jul 2008, 17:43
QUOTE (nanana @ 28 Jul 2008, 11:27 )
გავაკეთე კოხისგან ე.წ. აფსაიდ-დაუნ ქეიქი. ანუ დაფაზე სანამ კოხს დავასხამდი ცოტა ზეთი მოვწუწე, ყავისფერი შაქარი დავყარე +  ლიმნის წვენი + ბევრი დაჭრილი ვაშლი და ამას ზემოდან მოვასხი ცომი. გამომცხვარი გადმოვაპირქვავე. ვაშლები ოქროსფრად იყო დაბრაწული და ლიმნიანი სიროფიც ძალიან მოუხდა

როგორ მიყვარს ეგეთი ვაშლებიანი ქეიქი. რომ გადმოაბრუნებ, უფრო სწორად მანამ მიირთმევ, ვანილის ნაყინის ბურთი დაადე. ძალიან უხდება.

Posted by: auau 29 Jul 2008, 19:28
Solveig
QUOTE
მე "მედოკის" გამოცხობას ვაპირებ

მედოკზე ევროპაში აფრენენ.პრაღაში ვნსხე, ერთ კაფეში დამპატიჟეს, მსდოკი აქვთ "საიდუმლო რეცეპტითო" და სიცილით მოვკვდი. თუ რამე რეცეპტი ვიცოდი, ყველა მივეცი...

Posted by: irinka1983 29 Jul 2008, 19:47
სარჩევში ვერ ვიპივე მედოკიsad.gif
იქნებ დაწეროთ რა რეცეპტიიი

Posted by: nanana 30 Jul 2008, 12:25
BAUSHKE_
QUOTE
როგორ მიყვარს ეგეთი ვაშლებიანი ქეიქი. რომ გადმოაბრუნებ, უფრო სწორად მანამ მიირთმევ, ვანილის ნაყინის ბურთი დაადე. ძალიან უხდება.


ანანასებითაც გემრიელია და ბანანებით და ალუბლებით და საერთოდ თითქმის ყველა ხილით. user.gif
ერთი ტორტს არ ვჭამ ნაყინით თორემ სხვა არცერთი ნამცხვარი არ გადამდის ყელში ნაყინის გარეშე user.gif იმიტომაცაა რომ ვარ გოჭივით givi.gif

Posted by: Solveig 30 Jul 2008, 22:12
CZ88
auau
მოკლედ, გავაკეთე biggrin.gif მაგრამ ცუდი ისაა, რომ ცოტა ხმელი გამოვიდა...აქ რაღაც უცნაური კარაქია და მგონი, მაგის ბრალი იყო, რადგან თბილისში რაც არ უნდა მაგარი გამომსვლოდა "ლავაშები", კრემის წასმის მერე ლბებოდა...ისე, გემო მოეწონათ ჩემს თანამშრომლებს. განსაკუთრებით, კრემის.

გუშინ ვერავინ მოვიცალეთ სუფრისათვის-ყველა ალთა-ბალთას გარბოდა...შეფმა-ხვალ აღვნიშნოთო, თუმცა, ეტყობა სულმა წასძლია და ცივ ხაჭაპურს გაუსინჯა გემო, მე მგონი, მოეწონა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დღეს შევგროვდით, როგორც იქნა და მაშინ დააგემოვნეს ჩემი ნახელავი,

Posted by: Svet 31 Jul 2008, 00:35
nanana
QUOTE
გავაკეთე კოხისგან ე.წ. აფსაიდ-დაუნ ქეიქი.


ეგ კაი რაღაც მოგიფიქრებია, მეც ვსინჯავ kiss.gif

Solveig

ძალიანაც კაი smile.gif კარაქია კი მასეთი. მთავარია კარგად ჩაიარა :ყვავილები: 2kiss.gif

პ.ს. CZ ვარ , ხვალ ძველი ნიკით დავბრუნდები biggrin.gif

Posted by: nanana 31 Jul 2008, 10:39
Svet
wink.gif 2kiss.gif
.............................

Posted by: tata-naka 31 Jul 2008, 12:33
შვეიცარიული ეროვნული ნამცხვარი biggrin.gif
Rüebli-Nuss-Schnitten biggrin.gif

უგემრიელესია მინდა გითხრათ!

ესეიგი რა დაგჭირდებათ:

250 გრ სტაფილო (ხო სტაფილოbiggrin.gif)
1 ლიმონი
4 კვერცხი
1 მწიკვი მარილი
150 გრ შაქარი (თუ ყავისფერი იქნება კიდევ უკეთესი)
60 გრ ფქვილი (არარაფინირებულს აქ ვერ იშოვით), ამიტომ ჩვეულებრივი
5 გრ რაზრიხლიტელ'
150 გრ ნიგოზი დაფქვილი
100 გრ ნუში ასევე დაფქვილი
5 სუფრის კოვზი თაფლი

მოსართავად
5 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
200 შაქრის პუდრა
ნუშები (მთლიანი)

1. სტაფილო წვრილად გახეხეთ , ასევე გახეხეთ ლიმონის კანი და გამოწურეთ წვენი. ყველაფერი ცალ-ცალკე მოათავსეთ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.

2. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ და შაქრის ნახევარი დაუმატეთ, გააგრძელეთ თქვეფა. ცალკე ათქვიფეთ გულები დარჩენილ შაქართან ერთად, დაუმატეთ ლიმონის ცედრა. შემდეგ უმატებთ ლიმონის წვენს, ცოტას კიდევ გათქვიფავთ და დაუმატებთ სტაფილოს, ფქვილს და რაზრიხლიტელს (ქართულად არ ვიცი როგორ არის), დაფქვილ ნუშს, ნიგოზს და თაფლს. ბოლოს უმატებთ მომზადებულ ცილას (უმჯობესია მერე მიქსერი კოვზით ჩაანაცვლოთ). საცხობ ფირფიტაზე დადებთ პერგამენტს ან სპეციალურ ქაღალდს და გაანაწილებთ მასას. აცხობტ 30 ცუთი, ქვედა თაროზე. გამოიღებთ და გააგრილებთ.

3. მოსასხმელად ლიმონის წვენს და პუდრას აურევთ ერთმანეთსი და გადაუსვავთ ნამცხვარს. ეს მასა საკმაოდ სქელი უნდა გამოგივიდეთ, თუ თხელი აღმოჩნდება კიდევ დაუმატეთ პუდრა. ზემოდან დაალაგებთ ნუშებს, ისე რომ დაჭრისას ნუში ნაჭრის შუაში იყოს მოთავსებული. 5 წუთით მაცივარში შედგავთ.
ძალიან კარგია, მე დღეს უნდა გავაკეთო.


Posted by: miau 31 Jul 2008, 13:50
tata-naka

რა კარგია, რომ გამოპჩნდი smile.gif

მე კიდევ CZ88 -სგან გათამამებულმა კექსი გამოვაცხვე და ნახევარ0ნახევარი პურის ფქვილი და მანანის ბურღული გავუკეთე, მშვენიერი გამოვიდა. smile.gif

Posted by: Natia_N_N 31 Jul 2008, 13:59
nanana
QUOTE
კოხისგან

კოხი რა არის????

Posted by: nanana 31 Jul 2008, 14:31
Natia_N_N
QUOTE
კოხი რა არის????


smile.gif CZ88 -ს რეცეპტია კექსის.


tata-naka

ვგიჟდები სტაფილოს ნამცხვარზე. ოღონდ ცოტა მიხაკი თუ დარიჩინი თუ რომელიღაცა პასკის სუნელი რომ აქვს

Posted by: CZ88 31 Jul 2008, 16:16
miau
QUOTE
კექსი გამოვაცხვე და ნახევარ0ნახევარი პურის ფქვილი და მანანის ბურღული გავუკეთე, მშვენიერი გამოვიდა. smile.gif


smile.gif უფრო რაღაც ჰაეროვანი გამოდის მგონი მანანით kiss.gif

nanana

საყვარელი პატარა ხარ 2kiss.gif

Posted by: nanana 31 Jul 2008, 16:38
CZ88
QUOTE
nanana

საყვარელი პატარა ხარ


მადლობა smile.gif ამ საქართველოში ერთი ეს მანუგეშებს რომ ხალხი ვერ ხვდება რომ უჟე ზა ტრიცატ ვარ wink.gif

Posted by: BAUSHKE_ 31 Jul 2008, 16:45
QUOTE (nanana @ 30 Jul 2008, 12:25 )
ნამცხვარი არ გადამდის ყელში ნაყინის გარეშე user.gif იმიტომაცაა რომ ვარ გოჭივით givi.gif

2kiss.gif
დღეს ნაყინი არ ვიყიდე cry.gif თვითგვემას ვარ მიცემული biggrin.gif



Posted by: CZ88 31 Jul 2008, 16:53
nanana
QUOTE
მადლობა smile.gif ამ საქართველოში ერთი ეს მანუგეშებს რომ ხალხი ვერ ხვდება რომ უჟე ზა ტრიცატ ვარ wink.gif


მერე რა smile.gif ასაკს რა აზრი აქვს საყვარელი პატარა რომ იყო 2kiss.gif მე შენზე უფროსი ვარ,მაგრამ ბევრი პატარას მეძახის, მათ შორის შვილებიც biggrin.gif

BAUSHKE_ 2kiss.gif
QUOTE
დღეს ნაყინი არ ვიყიდე cry.gif თვითგვემას ვარ მიცემული biggrin.gif


სურვილს სორბეც დააკმაყოფილებს , იცი და ყველაფერი, ზედმეტი ცხიმებისგან თავისუფალია, მითუფრო მაქაური, ნაღდი biggrin.gif ერთი ბურთულა ნაყინი არაფერია ისე, მითუფრო მერე თუ იმოძრავებ. მალე მარხვა დაიწყება და ისედაც სულიერობის გარდა, ფიზიკური განტვირთვაც ხდება.


Posted by: BAUSHKE_ 31 Jul 2008, 16:57
CZ88
ხო, სორბეც კაია, მაგრამ რა ვიცი... ხო არ მივბრუნდე, ეხლა
ვფიქრობsmile.gif სინამდვილეში ნამცხვარი მინდოდა, მერე ნაყინი მომაფიქრდა და ბოლოს ნესვი ვიყიდეbiggrin.gif
თან ხო იცი ამათ ნამცხვრებს როცა უყურებ, იბნევი და აღარ იცი რა ქნაbiggrin.gif



Posted by: nanana 31 Jul 2008, 17:24
CZ88
BAUSHKE_
smile.gif 2kiss.gif

Posted by: UZUL 31 Jul 2008, 17:30
http://www.link.ge/file/90779/CVEN-VART-MTELI-SAQARTVELO.mp3.html

დააქლიქეთ biggrin.gif

Posted by: tata-naka 5 Aug 2008, 15:57
miau
ვაღიარებ ძალიან ჩამოვრჩი კულინარიულ ცხოვრებას, ეს იმის ბრალია რომ ოჯახი გახიზნული მყავსbiggrin.gif
სახლში პურის ნამცეციც კი არ მიგდია.
ამ ნამცხვრის ხათრით ერი-ორი კილოც კი ავკრიფე, სამი დღე მაგით ვიკვებებოდი სამსახურში.
გააკეთეთ არ ინანებთ

Posted by: BadbadGirl 5 Aug 2008, 16:12
ესეც ერთი გემრიელი ნამცხვარის რეცეპტი . სახელი არ ვიცი ჩემი ქმარი ეძახის "სპანჩ ქეიქს"- ს biggrin.gif
ბისკვიტი:
4 ც კვერცხი
7 ს.კ შაქარი
7 ს.კ ფქვილი
1.პ. ვანილის შაქარი
1.ჩ.კ საცხობი ფქვილი
100 გრ მარგარინი (დამდნარი და ოდნავ შეციებული, თხევად მდგომარეობაში რომ იყოს ისე.)

თავსართი:
1 პაჩკა პუდინგის ფხვნილი
500მლ რძე.
ხილი რაც გინდათ. მე ვაკეთებ კენკროვანებით და ალუბლით.

მომზადების წესი.

1. აიღეთ ხილი , დააყარეთ შაქარი და დაასხით ოდნავ წყალი რომ წვენი გამოუშვავს. დატოვეთ ასე.

2. გააცხელეთ დუხოვკა 160-180 გრადუსზე.

3. მოამზადეთ ბისკვიტი შემდეგნაირად: ათქვიFეთ კვერცხის ცილები კარგად, დაამატეთ შაქარი + კვერცხის გულები + ფქვილი , ვანილი, საცხობი პუდრა + გამდნარი კარაქი. აურიეთ ნაზად და კარგად.

4. აიღეთ ტორტის გამოსაცხობი ფორმა ისე რომ გვერდიდან იხსნებოდეს. ძირზე წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, ხედმეტი გადმოფენთზეთ. ჩააასხით ბისკვიტის მასა და შედეთ გამოსაცხობად. დაახლოებით 30 წუთი სჭირდება.

5. როცა ბისკვიტი მზად იქნება, გამოიღეთ და გააცივეთ. დანა ნელა შემოაარეთ გვერდებზე. (ფორმიდან არ გადმოიღოთ!!! )

6. დანამეთ ბისკვიტი ხილისაგან გამოსული სიროფით და თხელ ფენად მოაწყვეთ ზევიდან ხილი. (მოიტოვეთ მოსართავად)

7. მოამზადეთ პუდინგი და მოასხით ხილმოწყობილ ტორტს. ზევიდან კიდევ მოაწყვეთ ლამაზად ხილი.

8. გააცივეთ და შედგით მაცივარში. მინ 12 საათით.

9. გემრიელად მიირთვით tongue.gif




Posted by: tata-naka 5 Aug 2008, 16:21
მინდა მოგახსენოთ პატივცემულო საზოგადოებავ, რომ კრემ ბრიულეს ფორმები შევიძინე როგორც იქნა და ეხლა ვნახოთ.....
შედეგს შეგატყობინებთ დაუყოვნებლივ
QUOTE
გააცივეთ და შედგით მაცივარში. მინ 12 საათით
ამაზე გამახსენდაbiggrin.gif

Posted by: volli35 7 Aug 2008, 12:57
აი ჩემი რეცეპტიც გასინჯეტ, კარგია ძალიან smile.gif
Панфорте
Необходимые продукты: 110 г муки, 110 г жидкого меда, 2 ст. ложки какао, ½ ч. ложки корицы, ½ ч. ложки молотого имбиря, 150 г сушеного инжира, 85 г фиников без косточек, 50 г сушеной вишни, 125 г сушеных персиков, 80 г жареного миндаля, 75 г жареного фундука, 75 г сахарной пудры, 75 г тростникового сахара, несколько рисовых листочков.
Разогреть духовку до 150°С.
Смешать муку, какао, корицу и имбирь. Разрезать финики пополам, крупно порубить инжир и персики. Добавить в муку все сухофрукты и орехи. Вылить в кастрюльку мед, добавить сахарную пудру и сахар, поставить на огонь. Помешивая, дождаться, когда сахар растворится. Растопить на водяной бане шоколад. Добавить к муке, сухофруктам и орехам растопленный шоколад и медовую глазурь. Все хорошенько вымешать. Застелить форму для выпечки рисовыми листами, выложить получившееся тесто в форму и выпекать 40- 45 минут.

Posted by: miau 7 Aug 2008, 18:43
CZ88
QUOTE
უფრო რაღაც ჰაეროვანი გამოდის მგონი მანანით


ნამდვილად ასეა.

Posted by: CKNAFA 3 Sep 2008, 18:55
ჩემი პირველი ტორტი რომელიც ჩემი შვილის დაბადების დგეზე გავაკეტე
* * *
რაც ვერ ვისცავლე ამ საიტზე სურატის ატვირტვაააააააააააააა
help
* * *
რაც ვერ ვისცავლე ამ საიტზე სურატის ატვირტვაააააააააააააა
help

Posted by: miau 9 Sep 2008, 19:51
როგორც ავტორი, პროექტისა კულინარიის თემასთან შვილობილი თემის გახსნის შესახებ სათაურით -
QUOTE
WOMAN IN LOVE & COMPANY
, ვიღებ ინიციატივას შევიტანო ცვლილება.

გარიგება-გაცნობის ბიურო WOMAN IN LOVE & COMPANY გთავაზობთ მომსახურებას:

1. გარიგება-გაცნობა ასაკისა და მისწრაფებების მიხედვით და დაქორწინება
2. ქორწილის ორგანიზაცია
ა. სუფრისთვის კერძებს შეირჩევს სპეციალურ საბჭო კონკურსის წესით, რომლის წევრებიც ვიქნებით ჩვენ, ხოლო თავმჯდომარე იქნება არჩევით. ამასთან მთავარი დეგუსტატორის მოვალეობას შეასრულებს ხორხე

ბ. ღვინისა და სასმელის შერჩევა ევალება თავად gabarzgaleba -ს

გ. სუფრის გაწყობასა და დიზაინზე იზრუნებს tos-ka

დ. მუსიკალურ გაფორმებას მივანდობთ მეზობელ თემაში გადახვეწილ, მაგრამ ჩვენი განყოფილების დიიიიიდ ქომაგს - erekle III- ს
ე. ჯვარს დასწერს მამაჯემალი ან მამაოენუქი

ვ. გადაღება-დამონტაჟება ocelot-ს დაევალება და სოფელიც აშენდებააა!



პატარძლის მომზადება

ა. კულინარიის მასტერკლასს პატარძლებისთვის ჩაატარებენ ფორუმის გამოცდილი დიასახლისები.
ასევე საჭიროა პატარძლის ფიზ.მომზადება, კერძოდ: მიზანში სროლა, სირბილი, კარატე და ბოქსი( რა იცი რა დედამთილი გხვდება?... ) ამ ყველაფერს მივიანდობთ ჩვენი ფორუმის მშვენებას! CZ88 -ს


ჰოოო, თამადა გამომრჩა, - თამადის მოვალეობა ვის დავაკისროთ?

ამ პუნქტებს დაემატება შემდეგი პუნქტი - WOMAN IN LOVE & COMPANY - ის საპატიო მოდერატორის, ამავე თემის ღირსებიის ორდენის კავალერის , კულინარიის განყოფილების მოდერატორის, WOMAN IN LOVE - ის სახლი მიიღებს გასათხოვარ და დასაქორწინებელ ქალებსა და მამაკაცებს ერთი დღე-ღამით საკუთარ სახლში, ვინაიდან, სახლმა შეიძინა განსაკუთრებული ჯადოსნური თვისება ამ ფრიად მნიშვნელოვან "დარგში". აღნიშნული სერვისი იქნება ფასიანი, შემოსულ თანხას თავისი სურვილისამებრ გაანაწილებს მადამ მოდერატორი.
ეს ინიციატივა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. gigi.gif

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი შემდეგ მისამართზე
www.forum.ge
კულინარია
თემა - საკონდიტრო ნაწარმი - ბისკვიტი, კრემი, გაფორმება

Posted by: Tamaz68 15 Sep 2008, 18:24
გამარჯობათ, ვინმემ ხომ არ იცის ,,პეჩენიების" რეცეპტი?

Posted by: *tamtam* 17 Sep 2008, 15:51
გამარჯობა,

დახმარება მჭირდება.. ამ ტკბილეულის სახელიც არ ვიცი..
უბრალოდ ცომს აგდებენ წამოდუღებულ ზეთში და მერე შაქრის პუდრს აყრიან..

მიხვდით ალბათ ყველა - ძალიან მარტივი და გემრიელია.. იქნებ ამ ცომის რეცეპტი მომცეთ ვინმემ ან დამაკვალიანოთ სად ვნახო smile.gif

Posted by: Solveig 17 Sep 2008, 22:40
*tamtam*

ბიში ჰქვია მაგას.

Posted by: auau 18 Sep 2008, 00:37
*tamtam*
აბა ასე სცადე:
ცომი - ფქვილთან ერთად სახმარი 2 სუფრის კოვზი საფუარი ავურიოთ 2 ჭიქა ფქვილთან. 2 ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ 1 ჩაისკოვზი მარილი, 1 კვერცხი,3-4 ს/კოვზი შაქარი, 3-4 ს/კ ზეთი, 2ს/კ არაჟანი და შევურიოთ საფუვრიან მასას. ვუმატოთ ფქვილი, რომ
მოიზილოს ნაზი სახაჭაპურის კონსისტენციის ცომი. როცა ამოვა, გავაკეტოთ პატარა ბურტები ან რგოლები და მდუღარე ზეტში
ჩავყაროთ. ფრიტიურიდან ამოღებულები სასურველია, ხელსაწმენდზე დავაცყოთ. ზემოდან დიდი რაოდენობით შაქრის პუდრა
მოვაყაროთ.

ამ მეთოდოთ კეთდება პონჩიკებიც...

Posted by: leo_messi 18 Sep 2008, 04:09
Lemon Panna Cotta With Blackberry Sauce
Bon Appétit | April 2003
recipe


For convenience, chill these individual eggless custards overnight before serving. The sauce can also be made a day ahead.

Servings: Makes 6 servings.

subscribe to Bon Appétit
ingredients

Panna cotta
Vegetable oil
1 cup whole milk
1 cup whipping cream
1/2 vanilla bean, split lengthwise
5 tablespoons fresh lemon juice
2 teaspoons unflavored gelatin
1/2 cup sugar
1 cup crème fraîche*
2 tablespoons grated lemon peel

Sauce
3 cups frozen blackberries (about 12 ounces), thawed, drained, juices reserved
3 tablespoons (packed) golden brown sugar
3 tablespoons crème de cassis (black-currant-flavored liqueur; optional)

preparation

For panna cotta:
Lightly oil six 3/4-cup ramekins or custard cups. Mix milk and cream in heavy medium saucepan. Scrape in seeds from vanilla bean; add bean. Bring to simmer. Remove from heat. Cover; let steep 30 minutes. Remove vanilla bean.
Pour lemon juice into small bowl; sprinkle gelatin over. Let stand until gelatin softens, about 10 minutes. Stir sugar and gelatin mixture into milk mixture. Stir over low heat just until sugar and gelatin dissolve, about 2 minutes. Remove from heat. Whisk in crème fraîche and lemon peel. Divide among ramekins. Cover; chill until set, at least 6 hours or overnight.

For sauce:
Puree 2/3 of blackberries and all reserved juices, brown sugar, and crème de cassis, if desired, in blender. Strain mixture into medium bowl, pressing on solids to extract as much liquid as possible. Discard solids in strainer. Stir remaining blackberries into sauce. (Can be made 1 day ahead. Cover and chill.)

Run small knife around each panna cotta. Place bottoms of ramekins, 1 at a time, in bowl of hot water 45 seconds. Place plate atop ramekin. Hold plate and ramekin together; invert, shaking gently, to turn out panna cotta. Serve with sauce.

*Available at some supermarkets. If unavailable, heat 1 cup whipping cream to lukewarm (85°F). Remove from heat; mix in 2 tablespoons buttermilk. Cover; let stand in warm draft-free area until slightly thickened, 24 to 48 hours, depending on temperature of room. Chill until ready to use.
* * *
თუ გინდათ გადავთარგმნი კიდევაც. თან მოცხარიც იშოვება ეხლა მე მგონი smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Sep 2008, 12:55
miau
QUOTE
ჰოოო, თამადა გამომრჩა, - თამადის მოვალეობა ვის დავაკისროთ?

მე ჯონი ვოკერი წარმომიდგენია ამ თანამდებობაზე smile.gif)

QUOTE
მიიღებს გასათხოვარ და დასაქორწინებელ ქალებსა და მამაკაცებს ერთი დღე-ღამით საკუთარ სახლში,

ვაიმეეეე.... აქ ვინმეს რამე არ ეგონოსსსსსსსსსსს biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ასევე საჭიროა პატარძლის ფიზ.მომზადება, კერძოდ: მიზანში სროლა, სირბილი, კარატე და ბოქსი( რა იცი რა დედამთილი გხვდება?... )

აქ ჩასამატებელია სიტყვა ,,მული,, biggrin.gif

Posted by: miau 18 Sep 2008, 13:31
WOMAN IN LOVE
QUOTE
QUOTE
მიიღებს გასათხოვარ და დასაქორწინებელ ქალებსა და მამაკაცებს ერთი დღე-ღამით საკუთარ სახლში,


ვაიმეეეე.... აქ ვინმეს რამე არ ეგონოსსსსსსსსსსს


ინტრიგა, ინტრიგა არის მთავარი! biggrin.gif

QUOTE
აქ ჩასამატებელია სიტყვა ,,მული,,


მაგრამ ერთი პრობლემაცაა, CZ88-ის ნაირი რომ იყოს და ხელის შებრუნება იცოდეს? gigi.gif

Posted by: shtori 19 Sep 2008, 16:24
კარგ ტორტებს სად ამზადებენ ვინ მეტყვის? smile.gif

Posted by: auau 19 Sep 2008, 17:38
WOMAN IN LOVE
QUOTE
QUOTE
მიიღებს გასათხოვარ და დასაქორწინებელ ქალებსა და მამაკაცებს ერთი დღე-ღამით საკუთარ სახლში,
ვაიმეეეე.... აქ ვინმეს რამე არ ეგონოსსსსსსსსსსს 

კაცო, ვის რა უნდა ეგონოს, ერთად კი არ მიიღებ, არამედ ცალცალკე, ანუ რიგის მიხედვით. ბრეიკის კიდევ10 დღის რიგი უკვე შევსებული აქვს!

Posted by: Solveig 19 Sep 2008, 20:59
QUOTE
მაგრამ ერთი პრობლემაცაა, CZ88-ის ნაირი რომ იყოს და ხელის შებრუნება იცოდეს?

biggrin.gif

არადა, დარწმუნებული ვარ, CZ88 ოჯახში აბრეშუმივით იქნება smile.gif 2kiss.gif ჯერ მარტო ის რად ღირს, ასეთი დაკავებული ქალი როგორ ზრუნავს ქმარ-შვილზე. საერთოდ, თავისი საქმის (ამ შემთხვევაში, ბრძოლის) კარგად მცოდნე ამ საქმეს ცუდად არასოდეს გმაოიყენებს.

auau
QUOTE
ცომი - ფქვილთან ერთად სახმარი 2 სუფრის კოვზი საფუარი ავურიოთ 2 ჭიქა ფქვილთან. 2 ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ 1 ჩაისკოვზი მარილი, 1 კვერცხი,3-4 ს/კოვზი შაქარი, 3-4 ს/კ ზეთი, 2ს/კ არაჟანი და შევურიოთ საფუვრიან მასას. ვუმატოთ ფქვილი, რომ
მოიზილოს ნაზი სახაჭაპურის კონსისტენციის ცომი. როცა ამოვა, გავაკეტოთ პატარა ბურტები ან რგოლები და მდუღარე ზეტში
ჩავყაროთ. ფრიტიურიდან ამოღებულები სასურველია, ხელსაწმენდზე დავაცყოთ. ზემოდან დიდი რაოდენობით შაქრის პუდრა
მოვაყაროთ.



ჩემზე რომ იყოს, მოვზელდი საფუვრიან ცომს რძით და კვერცხით, ცოტა მარილს ვუზამდი..ცხიმს (არაჟანსაც კი) კი არ გამოვიყენებდი.

Posted by: izabel 20 Sep 2008, 11:20
Solveig
QUOTE
ბიში ჰქვია მაგას.

*tamtam*-მ რაც იკითხა ან ჭირიხტაა ან მართლაც ბიში. ჭირიხტას რეცეპტი არ მახსოვს...დადგენა შეიძლება...შორეულ წარსულში მაქვს გაკეთებული...ისე ბიშს ჩვეულებრივ პურის ცომისგან ვაკეთებდით...

Posted by: Solveig 20 Sep 2008, 12:24
izabel
QUOTE
...ისე ბიშს ჩვეულებრივ პურის ცომისგან ვაკეთებდით...

ვიცი, კი. უბრალოდ, ბიში უფრო ღვეზელისნაირი რაღაც გამოდის (შემწვარი მაგრამ ტკბილი) და ამიტომ ვიფიქრე-რძით და კვერცხით მოზელილი ცომით უფრო გემრიელი იქნება მეთქი.

Posted by: lola_keta 27 Sep 2008, 00:54
ალბათ ეს კითხვა აქ უნდა დავსვა smile.gif იმედია გავიგებ იმას რაც მინდა smile.gif ანუ თქვენი იმედი მაქ რა smile.gif
ე.ი. რა მაინტერესებს, ტორტი მინდ შევაკვეთინო smile.gif ოღონდ გემრიელი და ზინკლის სუნი რო არ ასდიოდეს რა no.gif no.gif სამშAბათისთვის მინდა. და იქნებ მირჩიოთ smile.gif თქვენც რო გაქვთ ნაყიდი გასინჯული და რო მოგწონებიათ ეგეთი ტორტი მინდა. smile.gif

Posted by: Johnnie Walker 27 Sep 2008, 02:29
lola_keta
რა ტორტი გინდა, თქვი smile.gif

სამშაბათისათვის საერთოდ, გვიანია, მაგრამ გააჩნია, რა ტორტი გინდა. იმიტომ, რომ ტორტი ათასნაირი შეიძლება იყოს.

თუ პროსტო რამე ტორტი გინდა, - სოლოლაკში მიდი, ლეონიძის (ყოფილი კიროვის) ქუჩაზე, აფთიაქის ზემოთ და არჩევანი აქვთ ტორტების, საკმაოდ ნორმალური.

სხვა - დააკონკრეტე. მაგრამ შეკვეთისთვის გვიანია biggrin.gif

Posted by: lola_keta 27 Sep 2008, 09:50
QUOTE (Johnnie Walker @ 27 Sep 2008, 02:29 )
lola_keta
რა ტორტი გინდა, თქვი smile.gif

სამშაბათისათვის საერთოდ, გვიანია, მაგრამ გააჩნია, რა ტორტი გინდა. იმიტომ, რომ ტორტი ათასნაირი შეიძლება იყოს.

თუ პროსტო რამე ტორტი გინდა, - სოლოლაკში მიდი, ლეონიძის (ყოფილი კიროვის) ქუჩაზე, აფთიაქის ზემოთ და არჩევანი აქვთ ტორტების, საკმაოდ ნორმალური.

სხვა - დააკონკრეტე. მაგრამ შეკვეთისთვის გვიანია biggrin.gif

ვაი უკვე გვიანი თუ იქნებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი baby.gif baby.gif დაბადების დღე მაქ და ჩვეულებრივი ხილის ტორტი მინდა smile.gif დედიკოს საშინლად ეზარება გამოცხობა და user.gif user.gif

Posted by: rtuli 27 Sep 2008, 11:57
lola_keta
QUOTE
ვაი უკვე გვიანი თუ იქნებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი

დოლიძეზე არის კარგი და გემრიელი საკონდიტრო,სუპერმარკეტ,,სიმბას,,მოპირდაპირე მხარეს,არHევანიც არის და შეკვეთაც შეიძლება მისცე.იქვე ცოტათი ზემოთ პატარა საკონდიტროც არის,,რომბაბა,,ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აკეტებენ,გასაკუთრებით ფახლავას.იმედი მაქვს გამოგადგება ჩემი რჩევა

Posted by: lola_keta 27 Sep 2008, 12:01
QUOTE (rtuli @ 27 Sep 2008, 11:57 )
lola_keta
QUOTE
ვაი უკვე გვიანი თუ იქნებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი

დოლიძეზე არის კარგი და გემრიელი საკონდიტრო,სუპერმარკეტ,,სიმბას,,მოპირდაპირე მხარეს,არHევანიც არის და შეკვეთაც შეიძლება მისცე.იქვე ცოტათი ზემოთ პატარა საკონდიტროც არის,,რომბაბა,,ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აკეტებენ,გასაკუთრებით ფახლავას.იმედი მაქვს გამოგადგება ჩემი რჩევა

დიდი დიდი მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: kuda 3 Oct 2008, 17:39
არაჟნის კრემის რეცეპტი -250გრ.კარაქი(შეიძლება მარგარინიც) კარგად ათქვიფე +1ჩ/ჭ შაქარი+1ქილა არაჟანი +ვანილი არაჟანი ნახე რომ იყოს %მაღალ ცხიმიანი:რადგან ჩვენ არაჟანში ბევრი წყალია და კრემი აიჭრება

Posted by: Peppi 3 Oct 2008, 18:58
Solveig
auau
QUOTE
ბიში



და ხაჭოს რომ უშვებიან ცომში (სმეტანის ნაცვლად) და ისე ხარშავენ - ეხ სხვაა თუ იცით?

Posted by: luiji 4 Oct 2008, 14:52
QUOTE
მიყვარს კი არა, ვგიჟდები, გონება მეკეტება და სუნთქვა მეკვრის როცა ნაპოლეონს ვჭამ



yes.gif

მეც მასე ვარ user.gif

Posted by: nanana 4 Oct 2008, 16:30
ეხლახანს გავსინჯე ნამცხვარი - "ბებია" ქვია givi.gif

ნაპოლეონის ფირფიტა+ ჩვეულებრივი ბისკვიტი+ რაღაც ნუშიანი პასტა + შოკოლადის სქელი ფენა. ჩვეულრივი მოხარშული კრემივით ჰქონდა ფირფიტებს შუა. მმმმმმმაგარი იყო


Posted by: Solveig 4 Oct 2008, 16:31
Peppi
QUOTE
და ხაჭოს რომ უშვებიან ცომში (სმეტანის ნაცვლად) და ისე ხარშავენ - ეხ სხვაა თუ იცით?

ეგ ნამდვილად არ ვიცი.,

ბიში მ,ოხარშული არაა, ზეთში იწვება და იშაქრება..ცხელი ძალიან გემრიელია, მაგრამ ფიგურას ვინც უფრთხილდება, მათთვის არაა რეკომენდებული biggrin.gif უცებ შემოგეჭმება ათიოდე ბურთულა და... biggrin.gif biggrin.gif

ისე, შენ ხაჭოს "ვარენიკებს" ხომ არ ამბობ? ეგ ტკბილი არაა...

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Oct 2008, 18:33
Solveig
QUOTE
ბიში

ეს იგივე ,,პიშკებია,, ?

Posted by: rtuli 4 Oct 2008, 19:47
ქოქოსის ფახლავა : 200 მლ.თბილი რძე+ 30 გრ.საფუარი+ 100გრ. ფქვილი დავდგად ამოსასვლელად.2 ცალი კვერცხი+ცოტა მარილი+200 გრ.გამდნარი კარაქი +700 გრ,ფქვილი + ამოსული საფუარი,მოვზელავთ ცომს და დავდგავთ ამოსასვლელად. ქოქოსის გულსართი ; 400გრ.ქოქოსი + 400გრ.შაქარი(მე ცოტა ნაკლებს ვიღებ შაქარს ,არმიყვარს ძალიან ტკბილი).ცომს გავყობთ 7 ნაწილად და გავაბრტყელებთ,ფენებს ვუსმევთ გამდნარ კარაქს და ვაქრით გულსარტს.ბოლო ფენას ვუსმევთ 2 კვერცხის გული + 1 ჩ.კ. იმბირი დაფქვილი(იყიდება ქოქოსიც და იმბირიც ,,პასაჯის ,,დასაწყისში სუნელებში),ვჭრით ,ვაცხობთ და 5 წუთით სანამ გამოვიღებთ ღუმელიდან მოვასხათ თაფლი

Posted by: izabel 4 Oct 2008, 20:02
rtuli
QUOTE
იმბირი დაფქვილი

ეს რა არის?

Posted by: rtuli 4 Oct 2008, 20:18
izabel
QUOTE
იმბირი დაფქვილი


ეს რა არის?

აქ სადღაც იყო იმბირზე გარჩევა,ისე იყიდება დაფქვილიც.მაგ იმბირს ახმობენ და ფქვავენ.კულინარიაში ფართოდ გამოიყენებენ დაფქვილს.იცი განსაკუთრებული არომატი აქვს yes.gif

Posted by: miau 7 Oct 2008, 13:51
izabel

იმბირი - ყვითელი კოჭა, ჯანჯაფილი.
http://images.google.com/imgres?imgurl=http://spice.by.ru/images/ginger.gif&imgrefurl=http://spice.by.ru/ginger.html&h=225&w=300&sz=34&hl=ru&start=3&um=1&usg=__QHxlBzXLTZaxpxYvadQD6PEj7D4=&tbnid=FO79FvusaVN6BM:&tbnh=87&tbnw=116&prev=/images%3Fq%3D%25D0%25B8%25D0%25BC%25D0%25B1%25D0%25B8%25D1%2580%25D1%258C%26um%3D1%26hl%3Dru%26lr%3D%26sa%3DN

მისი ფესვი კი ასე გამოიყურება, ხმარობენ პირდაპირ ნედლადაც დაგამშრალ მდგომარეობაში დაფქულს. smile.gif

Posted by: Romina 7 Oct 2008, 20:11
SnowFlakes
QUOTE
ბანანის ბისკვიტი

გავაკეთე! სულ რაღაც 1 სთ-ს წინ გამოვიღე გაზქურიდან. ძალიან არომატული და გემრიელია
დიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა 2kiss.gif
მე კექსის ფორმაში გამოვაცხვე ოღონდ.

* * *



* * *
სურათის დადება მინდოდა და არ მიება sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Peppi 7 Oct 2008, 23:13
Solveig
QUOTE
ეგ ნამდვილად არ ვიცი.,

ბიში მ,ოხარშული არაა, ზეთში იწვება და იშაქრება

ზეთში მოხარშული - შემწვარი ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა. როგორც უკვე ავღნიშნე - ბიშის ანალოგიურია, უბრალოდ სმეტანა არის ხაჭოთი ჩანაცვლებული.

WOMAN IN LOVE
QUOTE
ეს იგივე ,,პიშკებია,,

არ ვიცი, მაგრამ მე "პიშკები" კი ვიგულისხმე, ანალოგიურია ერთია ხაჭო აქვს დამატებული.

Posted by: Romina 8 Oct 2008, 07:58
გავაკეთე! სულ რაღაც 1 სთ-ს წინ გამოვიღე გაზქურიდან. ძალიან არომატული და გემრიელია
დიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა
მე კექსის ფორმაში გამოვაცხვე ოღონდ.

აი სურათიც

Posted by: Fe_male 8 Oct 2008, 10:35
Romina
ნერწყვი მომადგა, რა გემრიელად გამოიყურება......))))
შეგიძლია დაწერო როგორ გააკეთე?... ან ლინკი მომეცი თუ უკვე წერია სადმე.........))))

........................
ბავშვებო პეროგის გაკეთებე მასწავლეთ რაა... ხილის პეროგის.....))))) mo.gif

Posted by: SnowFlakes 8 Oct 2008, 11:31
Romina
QUOTE
გავაკეთე! სულ რაღაც 1 სთ-ს წინ გამოვიღე გაზქურიდან. ძალიან არომატული და გემრიელია დიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა მე კექსის ფორმაში გამოვაცხვე ოღონდ.


გემრიელად გამოიყურება : )
არაფრის! : )

Posted by: Romina 8 Oct 2008, 17:29
Fe_male
1 გვერდზე წერია რეცეპტი smile.gif

Posted by: natka-q 9 Oct 2008, 11:15
გამარჯობათ. ვგიჯდები კულინარიის თემებზე. ხოოოდა, როგორც იქნა დიდი ფიქრისა და ტვინის ჭყლეტვის შემდეგ, გადავწყვიტე, რაცხა მეც დამეპოსტა. მე ხომ ისეთ გემრიელ რაღAცეებს ვაკეთებ ხოლმე rolleyes.gif ( ხანდახან!!!)
მოოოკლედ, მამაჩემის საყვარელი სასუსნავით დავიწყებ.

ვაშლის ტორტი
ცომისთვის:
3 კვერცხის გული
2 ჭიქა შაქარი
200 გრ მარგარინი
3 სუფრის კოვზი მაწონი
1 სუფრის კოვზი სოდა
ვანილი
ფქვილი

3 კვერცხის გულისა და 2 ჭიქა შაქრისგან კეთდება გოგლი-მოგლი. ამას ვუმატებთ გამდნარ მარგარინს + მაწონში გახსნილი
სოდა+ვანილი+მწიკვი მარილი. ვამატებთ ფქვილს და ვზილავთ საშუალო სისქის ცომს, რომელსაც სემდეგ დავყოფთ 3 თAნაბარ და მეოთხე პატარა გუნდად.
ცომი გავაბრტყელოთ ძააალიან თხლად და დავდოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ცხვება საშუალო ტემპერატურაზე

კრემისთვის( baby.gif ამ მასას შეიძლება ასე დავარქვათ):

1 კგ ვაშლი
ვანილი
ნახევარი ჭიქა შაქარი
3 კვერცხის ცილა

ვაშლი გათალე, დაჭერი და ჩაუძახე ცოოოტა წყლიან ქვაბში( წყალი ვაშლს არ ფარავდეს უნდა) და დადგი ნელ ცეცხლზე. როცა ვაშლი ჩაიფშვნება+ შაქარი და ვანილი.
მანამდე, ცილა ლარგად ათქვიფე, გათეთრებამდე, ისე რომ, ამის ამოყირავების სემდეგაც კი ცილა დაბლა არ ჩამოიწლაწნოს
smile.gif . ვაშლის პიურე და ბეზე(ცილის ათქვეფვის მერე მიღებულ მასას მგონი ბეზე ქვია) შეურიე ერთმანეტს.
მიღებული მასა წაუსვი 3 ფირფიტას, რომლებსაც ერთმანეტზე მოათავსებ სემდეგ. მეოთხე, დაფშვენი და ნამცხვარს მაღლიდან მოაყარე.

bis.gif ძალაიან გემრიელი რაღაც გამოდის.

Posted by: tos-ka 9 Oct 2008, 12:50
natka-q
QUOTE
გამარჯობათ. ვგიჯდები კულინარიის თემებზე. ხოოოდა, როგორც იქნა დიდი ფიქრისა და ტვინის ჭყლეტვის შემდეგ, გადავწყვიტე, რაცხა მეც დამეპოსტა. მე ხომ ისეთ გემრიელ რაღAცეებს ვაკეთებ ხოლმე  ( ხანდახან!!!)


მშვიდობა შენს მობრძანებას! 2kiss.gif
რეცეპტი ძალიან მომეწონა, გემრიელი იქნება, თან ხილის "ფაფის" კრემით!
მთელი მაგ მასის 5 წუთით ღუმელში მოთავსება არ გიცდია? ზემოდან მობრაწული ვაშლით საინტერესოა smile.gif

Posted by: natka-q 10 Oct 2008, 11:22
tos-ka
2kiss.gif
მე საერთოდაც არ მიცდია ამ ნამცხვრის გამოცხობა, სურვილი დიიიდი მაქვს, უფრო იმიტომ, რომ ჩემი ქმრის და აწ უკვე ჩემი ოჯახის წევრებს პირი დავაღებინო გაოცებისგან-ვააა, ამას რა გემრიელი ნამცხვრი გამოცხობა ცოდნიაო, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე.
ხვალ აუუუცილებლად უნდა გავაკეთო ბანანის ბისკვიტი. დორბლები წამომივიდა, სურათი რომ ვნახე. მიკვარხართ ყველანი, იმიტომ რომ ვგიჯდები გემრიელ საჭმელებზე და საერთოდაც, ვინც გურმანია, ის არ შეიძლება ცუდი იყოს.
დავამთავრე გამოსვლა

bis.gif


* * *
ერთი კითხვა მაქვს, ბანანის ბისკვიტს ნეტა გლაზური ან გამდნარი შოკოლადი არ მოუხდება?!

Posted by: nanana 10 Oct 2008, 12:18
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს, ბანანის ბისკვიტს ნეტა გლაზური ან გამდნარი შოკოლადი არ მოუხდება?!


კი, და ნაყინის ბურთიც მოუხდება yes.gif

Posted by: Solveig 10 Oct 2008, 15:12
QUOTE
იმბირი - ყვითელი კოჭა, ჯანჯაფილი.

უკრაინელები დაფქულ ჯანჯაფილს პასკის ცომშიც დებენ..თუმცა რა ვიცი, მე მგონი დიდ არაფერ გადასარევ გემოს არ აძლევს (ან შეიძლება ცუდი გამომცხვარი გავსინჯე? არ ვიცი). ყოველ შემთხვევაშ, მე ჯავზ-მიხაკ-დარიჩინი მირჩევნია.

Posted by: rtuli 10 Oct 2008, 17:14
Solveig
QUOTE
მე მგონი დიდ არაფერ გადასარევ გემოს არ აძლევს (ან შეიძლება ცუდი გამომცხვარი გავსინჯე? არ ვიცი).

თუ დაფქვილი იხმარა(ანუ გამხმარი)მაშინ ვადაგასული იქნებოდა და დაეკარგა თვისებები.ყველაფერს სწორი შენახვა ჭირდება და რათქმაუნდა ახალს თავისი პლიუსი აქვს.მე თავღიათ არანაირ საკმაზ არვინახავ,+ ვცდილობ ვიყიდო ახლად დაფქვილი სუნელები(ადრე თვითონ ვფქვავდი სახლში საფქვავში,მაგრამ გავზარმაცდი tongue.gif).ყავას მაგალითად ყოველთვის(მარცვალს) ვინახავ მაცივარში და დალევის წინ ვიფქვავ,სულ სხვა არომატიაქვს up.gif

Posted by: Romina 10 Oct 2008, 19:05
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს, ბანანის ბისკვიტს ნეტა გლაზური ან გამდნარი შოკოლადი არ მოუხდება?!

ძალიან მოუხდება. მე ვაცხობ ეხლა კექსს ShadowCat-ის რეცეპტით (1 გვერდზე რო წერია) ბოლო დღეებში ძალიან მოწყენილი ვარ და რაღაცეების ცხობა მამხიარულებს. მაგას აქ გამდნარი შოკოლადი თავზე, მე კიდე ვაპირებ შოკოლადის ზემოთ გახეხილი თხილი მოვაყარო ერთ ნახევარს და მეორეს ქოქოსი.
ყველას გეცოდინებათ ალბათ გუდვილშია ნამცხვრის მოსართავი რამეები: გახეხილი ნუში, შოკოლადი, ქოქოსი და რაღაც ფერად-ფერადი ბურთულები smile.gif smile.gif იქ ვიყიდე

შოკოლადის გლაზურისთვის შოკოლადების განყოფილებაში არი მსუქანი შოკოლადები, შოკოლადი ცხობისთვის აწერია.

Posted by: Romina 10 Oct 2008, 20:13
გავაკეთე jump.gif ლამაზი გამოვიდა. ადრე არ ამოდიოდა ხოლმე ჩემი გაკეტებული ნამცხვრის ცომი. სოდას მე გაცილებით ცოტას ვიყენებდი და ალბათ იმიტომ. რეცეპტისთვის მადლობა ShadowCat 2kiss.gif

Posted by: rtuli 10 Oct 2008, 22:54
Romina
რა ლამაზია და ალბათ ძალიან გემრიელი იქნება smile.gif .მეც გამოვაცხობ აუცილებლად,საერთოდ ბანანს ნამცხვარში ძალიან სასიამოვნო გემო და სუნი აქვს up.gif
      შოკოლადის ნამცხვარი მინდა შემოგთავაზოდ:
        150 გრ.შოკოლადი დავამტვრიოთ დაუმატოდ 100 გრ.კარაქი და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, ერთგვაროვან მასამდე მივიყვანოთ.
          ავთქვიფოთ მიქსერით 4 ცალი კვერცხი და 100 გრ.შაქარი.შეურიოთ 80 გრ.ფქვილი , რაზრეხლიტელი 0,5 ჩ.კ. და ნელნელა შეურიოთ გამდნარი შოკოლადი.
            ეს მასა ჩავასხი მრგვალ ფორმაში და გამოვაცხე 170 გრადუსზე,25-30წუთი.ზემოდან წავუსვი ისევ გამდნარი შოკოლადი.თუ გინდათ გლაზური მოამზადეთ და მოასხით.ძალიან მარტივია და გემრიელი.

            Posted by: miau 11 Oct 2008, 01:49
            natka-q

            შენ რა კაი ტიპი ხარ! biggrin.gif up.gif




            Romina
            QUOTE
            მე კიდე ვაპირებ შოკოლადის ზემოთ გახეხილი თხილი მოვაყარო ერთ ნახევარს და მეორეს ქოქოსი.



            თეთრი ზოლებად წაუსვი ტეთრი და შავი შოკოლადის მინანქარი, ან შოკოლადის და ცილის smile.gif - ძალიან ლამაზი გამოდის ასეც smile.gif
            ან შავი შოკოლადის მინანქარი გაუკეთე და ზემოდან დაფქული თეთრი შოკოლადი მოაყარე smile.gif, ან პირიქითაც შეიძლება. smile.gif

            მკე პირადად, სულაც უმუინანქროდ ვაკეთებ ხოლმე და ზემოდან შაქრს პუდრას ვაყრი. ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება ხოლმე ასეც smile.gif

            rtuli
            QUOTE
            შოკოლადის ნამცხვარი მინდა შემოგთავაზოდ:


            რაღაცა ისეთია, მე რომ მიყვარს, ჩავიდე ერთი თბილისშიიიი... smile.gif
            ამ ნამცხვარს ნაღები დაამშვენებს smile.gif

            Posted by: aerztin 11 Oct 2008, 08:20
            rtuli
            QUOTE
            ბანანს ნამცხვარში ძალიან სასიამოვნო გემო და სუნი აქვს

            yes.gif yes.gif yes.gif yes.gif
            QUOTE
            ძალიან მარტივია

            ჩემთვის ყოფილა ზედგამოჭრილი. მარტივი და გემრიელი smile.gif

            Posted by: Breaky 11 Oct 2008, 11:15
            Romina
            QUOTE
            მე ვაცხობ ეხლა კექსს ShadowCat-ის რეცეპტით (1 გვერდზე რო წერია)


            ეგ ჩემი რეცეპტიააა, ხომ აწერია, co. ბრეიკიო user.gif tongue.gif biggrin.gif

            Posted by: Romina 11 Oct 2008, 13:45
            Breaky
            QUOTE
            ეგ ჩემი რეცეპტიააა, ხომ აწერია, co. ბრეიკიო

            ბოდიში რა cry.gif არ დავაკვირდი ეტყობა sad.gif

            Posted by: rtuli 12 Oct 2008, 14:49
            შოკოლადის მოყვარულებისათვის:
              შოკოლადი შავი-250გრ.
                წყალი-200 მლ.
                  ნაღები-300მლ.
                    კარაქი-80 გრ.
                      შაქარი-80 გრ.
                        შოკოლადი დავამტვრიოთ +წყალი+ 200მლ.ნაღები ,წამოვადუღოთ 10 წუთი.მოვანზადოთ კარამელი შაქრისგან+ 2 ს.კ.წყალი.კარამელი აურიოთ შოკოლადის მასასთან, დაუმატოთ დანარჩენი 100მლ.ნაღები,დაჭრილი კარაქი და გარგად ავთქვიფოდ. მოვათავსოდ ჭიქებში და მივირთვად.შეიძლება დაუმატოდ 2ს.კ. ვისკი ან რომი

                        Posted by: rtuli 12 Oct 2008, 22:31
                        -----------------------------------------------------------------------------------------
                          ხილის ფონდიუ:
                              ნაღები 500მლ. ავადუღოთ დავამატოდ 3 ჩ.კ ყავისფერი შაქარი(არის გაყიდვაში),20 მლ.ლიქიორი(ნებისმიერი) და 200 გრ. შოკოლადი (შავი).
                                დავჭრათ ხილი რაც გვიყვარს , მარწყვი თუ გვაქვს , ამოვავლოთ გემრიელ მასაში(რაც მოვამზადეთ) და მივირთვად

                                Posted by: balenciaga 12 Oct 2008, 23:21
                                იქნებ შოკმანჟეს რეცეპტი მოგეპოვებოდტ ვინმეს?

                                Posted by: natka-q 13 Oct 2008, 11:55
                                დამიტირეეეთ cry.gif
                                მთელი დღე ვემზადებოდი ბანანის ბისკვიტის გასაკეთებლად და რა გამოვიდა?! რაღაც, რისი აღწერაც კი არ შემიძლია. ღმერთო ჩემო, რა უბედური ვიყავი, ვერც კი წარმოიდგენთ. ჩემი სანაქებო კულინარული ნიჭი შელახულ იქნა ამ ერთი ბისკვიტით.
                                ოგონდაც, რატო არ გამოვიდა, გამაგებინებდეს ნეტა ვინმე.
                                ბანანი წვრილად დავჭერი და მერე, როცა ბისკვიტი ვერ გამოცხვა, ვივარაუდე, იქნებ, კი არ უნდა დამეჭრა, უნდა დამებლენდერებინებინა. cry.gif


                                სამაგიეროდ, "ღვინის ნამცხვარი" გამოვიდა სუპეეეერ და იხსნა ჩემი თავმოყვარეობა და ნამცხვართმოყვარეობა.
                                მოკლედ

                                აწ უკვე ცხონებული "ღვინის ნამცხვარი" ასე გავაკეთე

                                200 გრამი შაქარი
                                200 გრამი რბილი კარაქი ან მარგარინი
                                250 გრამი ფქვილი
                                3 კვერცხი
                                1 ჩაის კოვზი სოდა და 2 ჩ/კოვზი ძმარი
                                2 სუფრის კოვზი კაკაო
                                125 მგ წითელი ღვინო
                                100 გრამი პატარა ნატეხებად ქცეული შავი შოკოლადი( love.gif )
                                125 გრამი ნიგოზი, დაჭრილი
                                ვანილი
                                მწიკვი მარილი
                                კვერცხს ცილიან გულიანად და შაქარს ავთქვიფავთ, დავამატებთ დარბილებულ მარგარინს.
                                ფქვილი და კაკაო ერთმანეთში არეული დავუმატოთ ნელ-ნელა.შემდეგ როგორც გაგვიხარდება იმ თანამიმდევრობით ვუმატებთ ზემოთ აღნიშნულ ინგრედიენტებს. შოკოლადი და ნიგოზი ბოლოს.
                                მიღებულ მასას მოვათავსებთ ბლომად კარაქწასმულ და ცოოოტა ფქვილმოყრილ ყალიბში. ვაცხობთ დაახლოებით 75 გრადუსზე. ერთი სათი მაინც

                                ისეთი გემრიელი რაღაც გამოდიიიიის.

                                Posted by: tos-ka 13 Oct 2008, 14:35
                                natka-q
                                QUOTE
                                ბანანი წვრილად დავჭერი და მერე, როცა ბისკვიტი ვერ გამოცხვა, ვივარაუდე, იქნებ, კი არ უნდა დამეჭრა, უნდა დამებლენდერებინებინა. 


                                არა ეგ მთავარი "პრობლემა" არ იქნებოდა. smile.gif თუ მაინცდამაინც ბანანის ბისკვიტის გამოცხობა გინდა, იქნებ დაგვიზუსტო რა "შეგემთხვათ" და ვეცდები, დაგეხმარო

                                Posted by: Romina 13 Oct 2008, 17:48
                                b]rtuli[/b]
                                QUOTE
                                ხილის ფონდიუ:

                                მადლობა, გავაკეთებ ამ კვირაში. ალბათ ბანანს ამოვავლებ smile.gif smile.gif

                                natka-q
                                QUOTE
                                სანაქებო კულინარული ნიჭი შელახულ იქნა ამ ერთი ბისკვიტით.

                                sad.gif შენ მაგაზე გული არ გაიტეხო, კიდე გააკეთე და გამოგივა. ზუსტად რეცეპტს მიყევი და უნდა გამოვიდეს წესით. ბანანი კარაქში კარგად უნდა აზილო. გამოგივა მეორედ smile.gif

                                Posted by: kasandra 13 Oct 2008, 21:09
                                ხალხნო დამაკვალიანეთ
                                დედაჩემმა მოხარშული "მალაკოს" ნაცვლად მოიტანა რაღაც სხვა, ყავის გემო აქვს, ყავისაა რა, მაგრამ ძალიან მწარეა, მძაფრი გემო აქვს. როგორ ვაქციო გემრიელ კრემად? მოხარშულ კრემთან რომ ამოვიყვანო ივარგებს ვითომ? და საერთოდ გაგიგიათ ყავიანი მოხარშული "მალაკო"? spy.gif

                                Posted by: tos-ka 13 Oct 2008, 21:18
                                kasandra
                                QUOTE
                                ხალხნო დამაკვალიანეთდედაჩემმა მოხარშული "მალაკოს" ნაცვლად მოიტანა რაღაც სხვა, ყავის გემო აქვს, ყავისაა რა, მაგრამ ძალიან მწარეა, მძაფრი გემო აქვს. როგორ ვაქციო გემრიელ კრემად? მოხარშულ კრემთან რომ ამოვიყვანო ივარგებს ვითომ? და საერთოდ გაგიგიათ ყავიანი მოხარშული "მალაკო"?


                                კი, როგორ არა! გარედან ეწერებოდა აუცილებლად, რომ ყავიანია. არსებობს კიდევ შოკოლადის და კონიაკის გემოთი.
                                მოხარშულ კრემთან ნამდვილად ივარგებს, თუ ყავის არომატი და გემო "გაწყობს". smile.gif ოღონდ "სგუშენკა" ერთბაშად არ დაამატო მოხარშულ კრემს, პორციებად, რომ სასურველი გემო, ფერი და ა.შ. არ "გაგექცეს" smile.gif

                                Posted by: kasandra 14 Oct 2008, 20:02
                                გავაკეთე! bis.gif

                                მაგრამ რაგაც უცნაური კრემია, საშინელი ფერი აქვს... rolleyes.gif გემოს კი არა უშავს smile.gif

                                Posted by: natka-q 15 Oct 2008, 11:14
                                tos-ka
                                ხოო, აღმოვაჩინე, რომ ჩემს მიერ გადაწერილ რეცეპტს რაღაც ვერ ჰქონდა რიგზე - სოდა გამომრჩენია. user.gif
                                ეეხ, რა მეშველება-ვიტყვი, აუუუ, ნახე რა მაგარ რაღაცას გავაკეთებთქო და ბაც, რაღAცას გამოვტოვებ ან ზედმეტს ვუზამ და ვაფუჭებ ყველაფერს და ხალხი ვერ იგებს, რომ კარგი მზარეული ვარ, უბრალოდ რაღაც შემეშალა და ეგაა და ეგ. ვის არ მოსვლია.




                                biggrin.gif

                                Posted by: tos-ka 15 Oct 2008, 15:54
                                natka-q
                                QUOTE
                                და ხალხი ვერ იგებს, რომ კარგი მზარეული ვარ, უბრალოდ რაღაც შემეშალა და ეგაა და ეგ. ვის არ მოსვლია.



                                lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
                                2kiss.gif

                                Posted by: miau 19 Oct 2008, 22:42
                                ვაშლის ღვეზელი

                                1,5-2 კგ. ვაშლი დავფცქვნათ, დავჭრათ კუბიკებად, დავაყაროთ 1 1/3 (2 კგ. ვაშლის შემთხვევაში 2 ჭიქა შაქარი) ჭიქა შაქარი და ნელ ცეცხლზე ჩავთუშოთ.

                                1 მარგარინი გავადნოთ ნახევრად, შევათქვიფოთ 1,5 ჭიქა შაქარი, 4 კვერცხი, 1 ჭიქა მაწონში არეული 1 ჩ/კ სოდა, 2 ს/კ ლიმონისწვენი, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი.

                                ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე ფქვილიანი ხელით გავიყვანოთ ცომის დიდი ნაწილი, დავასხათ ზედ მოთუშული ვაშლი და დანარჩენი ცომით ზემოდან დავწნათ, როგორცდაწნული ღვეზელი. smile.gif

                                შემდეგ საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.
                                რომ გამოცხვება, ცხელსვე დავაყაროთ შაქრის პუდრა. smile.gif

                                Posted by: BadbadGirl 19 Oct 2008, 23:27
                                ვაშლის პეროგი smile.gif

                                ცომისათვის :
                                3 ცალი კერცხი
                                1.5 ჩიქა შაქარი
                                200 გრ მარგარინი
                                400 მლ არაჟანი
                                ვანილი,
                                2.ჩ.კ საცხობი ფქვილი
                                2 პაჩკა ვანილი
                                ნახევარი ჩ.კ კარიცა (ქართულად მომკალით და არ ვიცი როგორაა)

                                კრემ პიურე:
                                ერთმანეთში ვურევთ შემდეგ ინგრიდინეტებს : ვაშლის პიურე 500 მლ + 2 მწიკვი კარიცა + 4. ს.კ ლიმონის წვენი ანდა 2 ჩ. კ + ლიმონის ცედრა (ცედრა ჯობია )

                                მომზადება
                                კვერცხისა და შაქრისაგან მოამზადებთ გოგლიმოგლს + კარგად დარბილებულ კარაქი + არაჟანში ჩაყრილი და კარგად მორეული საცხობი ფქვილი + ვანილი, კარიცა + ფქვილი იმდენი რომ გამოვიდეს ნაზი ცომი რიმლის გაბრტყელება იქნება შესაძლებელი.
                                ცომის მასას გაყოფთ ორ ნაწილად და დატოვებთ 20 წუთით.

                                ღუმელს ვახურებთ 220 გრადუსზე. ვიღებთ ჟარუნას და ვაფენთ ზედ საცხობ ქაღალდს ან კალკას.
                                ვაბრტყელებთ ცომის ერთ ნაწილს და ვაფენთ ჟარუნაზე, შემდეგ ვასხავთ ვაშლის პიურეს. ვაბრტყელებთ მეორე გუნდასაც და ვადებთ ვაშლის პიურეს ისე რომ მთლიანად დაიფაროს.
                                ვიღებთ არაჟანს და ცომს ზემოდან ვუსმევთ . თუ გინდათ ჩანგლით ან ჩხირით ლამაზი ფორმები დაახატეთ tongue.gif

                                შედგავთ ღუმელში და გამოაცხობთ smile.gif

                                უმაგრესია დილის ჩაისთან smile.gif


                                Posted by: Johnnie Walker 20 Oct 2008, 02:23
                                BadbadGirl
                                QUOTE
                                ვაშლის პეროგი

                                მმმმმმმმმ...................................... smile.gif

                                თუ არსებობს რამე, რის გამოც შეიძლება ცოლს გავეყარო და სხვა ქალს ავეტორღიალო (მე, გათახსირებულმა gigi.gif) - ვაშლის პეროგია... სულს მივყიდი, თუ კარგია biggrin.gif

                                (უნამუსო ღორმუცელას აღსარება biggrin.gif)

                                Posted by: auau 20 Oct 2008, 09:15
                                BadbadGirl
                                QUOTE
                                კარიცა (ქართულად მომკალით და არ ვიცი როგორაა)

                                დარიჩინი

                                Johnnie Walker
                                QUOTE
                                თუ არსებობს რამე, რის გამოც შეიძლება ცოლს გავეყარო და სხვა ქალს ავეტორღიალო (მე, გათახსირებულმა ) - ვაშლის პეროგია... სულს მივყიდი, თუ კარგია

                                (უნამუსო ღორმუცელას აღსარება )


                                ჩემო კარგო, მაგისთვის ცოლს ნუ გაეყრები biggrin.gif
                                არსებობს ტელეფონი და სკაიპი და ერთი მცხობელი! biggrin.gif

                                Posted by: WOMAN IN LOVE 20 Oct 2008, 19:56
                                Johnnie Walker
                                QUOTE
                                თუ არსებობს რამე, რის გამოც შეიძლება ცოლს გავეყარო და სხვა ქალს ავეტორღიალო (მე, გათახსირებულმა ) - ვაშლის პეროგია... სულს მივყიდი, თუ კარგია

                                მე კი მეგონა, ოსო ბუკო გაიძულებდა ამას biggrin.gif თურმე, უმარტივესი ვაშლის ღვეზელით შეიძლება შენი გულის მოგება biggrin.gif

                                Posted by: Romina 20 Oct 2008, 22:14
                                "ტალღები" smile.gif

                                200 გრ. კარაქსა და ჭიქანახევარ შაქარს ავზილავთ. შემდეგ სათითაოდ დავამატებთ 5 კვერცხის გულს, დავამატებთ 1 ჩ.ჭ. არაჟანს. შემდეგ ვამატებთ 1ჩ.კ. სოდას, ვანილს და 3 ჩ.ჭ.
                                ფქვილს. გამოაცხობთ 30-40 წუთის განმავლობაში. გაციებულ ბისკვიტს წავუსმევთ გახეხილ ვაშლს, რომელსაც ცოტა შაქარი აქვს შერეული. ბოლოს ვასხამთ ბეზეს და მინანქარს.

                                ბეზე: 5 კვერცხის ცილა; 1 ჩ.ჭ. შაქარი კარგად ავთქვიფოთ
                                მინანქარი: 1 ჩ.ჭ. შაქარი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, 4 სუფრის კოვზი წყალი ან რძე, 100 გრ. კარაქი, ვანილი. ვადუღოთ 10 წუთი.

                                ვაშლს ჯერ ბეზეს წაუსმევთ, მერე მოასხავთ მინანქარს და თითის წრიული მოძრაობით დახატავთ ტალღებს.

                                Posted by: rtuli 21 Oct 2008, 22:38
                                --------------------------------------------------------------------------------------
                                  არაბული პეჩენია,,მაკრუტი,,:
                                  250 გრ. კარაქი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ
                                    ცოტა მარილი+saffron(ნამდვილი ირანული)+500 გრ. მანის ბურღული+80 მლ.წყალი,მოვზილოთ კარგათ.დავდოთ დასასვენებლად
                                        გულსართი:
                                        1 კგ. ფინიკი(არვიცი ისევ როგორარის ქართულად)გავაცალოთ კურკები და გავატაროთ ხორცის მაშინკაში .,მაგრამ მე რეცეპტს გადაუხვიე და 500გრ. ფინიკი +500გრ. გარგლის ჩირი ვიხმარე yes.gif
                                          გავშალოთ მანანის ცომი ოთკუთხედათ და ზედ დავადოთ ოთკუთხედათ გაშლილი გულსართი (მე ცელოფანში ვყრი გატარებულ მასას და ისე ვშლი,,უფრო ადვილია),მოვახვიოთ რულეტივით , დავჭრათ ,გამოვაცხოთ 15 წუთი,გამოვიღოთ და ზემოდან წავუსვათ თაფლი up.gif

                                          Posted by: MEZGVAURI 22 Oct 2008, 15:25
                                          rtuli
                                          მადლობა , ადვილი ჩანს და გემრიელიც, მომეწონა

                                          Posted by: camomle 22 Oct 2008, 18:50
                                          ისა და ენა რო იყიდება საფუნთუშეებში,როგორ მზადდება იცის ვინმემ? punch.gif

                                          Posted by: Solveig 22 Oct 2008, 22:37
                                          camomle
                                          როგორც მე ვიცი, ჩვეულებრივი ფენოვანი (მაგალითად, ნაპოლეონის) ცომია. აბრტყელებ, შაქარს აყრი, ახვევ და ჭრი ფიგურებს. თავზეც შაქარს აყრი და აცხობ. თუ ვინმეს კარგი რეცეპტი აქვს, მეც მაინტერესებს.

                                          Posted by: Angelopulosi 23 Oct 2008, 16:19
                                          heavy cream, whipped იგივე სმეტანაა? თუ ჩვეულებრივი ნაღები?

                                          ნამცხვრის რეცეპტშია..

                                          Posted by: მონიკა 23 Oct 2008, 16:48
                                          Angelopulosi
                                          QUOTE
                                          heavy cream, whipped იგივე სმეტანაა? თუ ჩვეულებრივი ნაღები?

                                          ნაღებია, სქელი, მაღალი ცხიმიანობის, არაჟანი -Sour Cream

                                          Posted by: Angelopulosi 23 Oct 2008, 17:06
                                          მონიკა

                                          ჰო, მეც ეგრე ვიცოდი მარა რატომღაც გადავამოწმე და ვიკიპედიაში ერთ ერთ ვარიანტად ეწერა სმეტანა user.gif

                                          მადლობა smile.gif


                                          Posted by: rtuli 24 Oct 2008, 01:03
                                          ხაჭოს პეროგი ალუბლით(შინდით):
                                            500 გრ. ალუბალი ან შვინდი გავრეცხოთ და კურკა გავაცალოთ
                                              125 გრ.კარაქი დარბილებული+100 გრ. შაქარი გავთქვიფოთ კარგად,შევათქვიფოთ 4 ს.კ. ლიმონის წვენი,1 პაკეტი შაქრიანი ვანილი+ 4 ცალი კვერცხის გულები (თითო თითო შევათქვიფოთ)
                                                4 ს.კ მანანის ბურღული+ ნახევარი პაკეტი რაზრიხლიტელი+1 პაკეტი ვანილის პუდინგი.ეს ინგრიდიენტები აურიოთ და დაუმატოდ კარაქიან მასას
                                                  კარგად გავთქვიფოთ 4 კვერცხის ცილა+ 100 გრ. შაქარი
                                                    დაუმატოდ კარაქიან მასას: 1 კილო ხაჭო( დიეტური,ანუ უნდა მშრალი და უცხიმო იყოს)(ხაჭო უნდა საცერში გავხეხოთ,წმინდა გახდება),ალუბალი ან შინდი,შეურიოთ ნელნელა ცილის მასა.
                                                        გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 175 გრადუსზე 1,5 საათი
                                                          შაქრის პუდრი მოვაყაროთ როცა გაცივდება

                                                          Posted by: POMPADOUR MADAM DE 24 Oct 2008, 01:07
                                                          rtuli


                                                          user posted image

                                                          Posted by: niki_ niki 24 Oct 2008, 13:45
                                                          rtuli
                                                          ძალიან მიყვარს, მადლობთ

                                                          2kiss.gif

                                                          Posted by: Anie 24 Oct 2008, 14:14
                                                          QUOTE
                                                          ხაჭოს პეროგი ალუბლით(შინდით):



                                                          ცოტა არ იყოს ბევრი რამ უნდა
                                                          მაგრამ ალბათ ძალინ გემრიელია smile.gif

                                                          Posted by: rtuli 24 Oct 2008, 14:59
                                                          POMPADOUR MADAM DE
                                                          niki19m
                                                          გაიხარეთ 2kiss.gif
                                                          QUOTE
                                                          ცოტა არ იყოს ბევრი რამ უნდა

                                                          ყველაფერ გემრიელს დრო და ბევრი რამ უნდა Anie 2kiss.gif

                                                          Posted by: Anie 24 Oct 2008, 15:03
                                                          QUOTE
                                                          ყველაფერ გემრიელს დრო და ბევრი რამ უნდა Anie



                                                          მართალია
                                                          მაგრამ დედაჩემი აცხობს ძალინ გემრიელ ბისკვიტს
                                                          და ძალინ ცოტა რამ უნდა
                                                          იმიტო მებევრა 2kiss.gif



                                                          user.gif

                                                          Posted by: niki_ niki 24 Oct 2008, 15:05
                                                          rtuli

                                                          გეთანხმები yes.gif

                                                          ყველა ძალიან გემრიელს ბევრი რამე უნდა lol.gif

                                                          Posted by: Solveig 26 Oct 2008, 16:08
                                                          QUOTE
                                                          მაგრამ დედაჩემი აცხობს ძალინ გემრიელ ბისკვიტს
                                                          და ძალინ ცოტა რამ უნდა

                                                          სამაგიეროდ ბისკვიტის დანამვა, კრემი, ბეზე, მორთვა...biggrin.gif

                                                          გუშინ გავაკეთე მარციპანის ნამცხვარი და საშინლად ტკბილი გამოვიდა sad.gif არადა, დავაკელი შაქარი..

                                                          Posted by: nanana 26 Oct 2008, 17:38
                                                          Solveig
                                                          QUOTE
                                                          გუშინ გავაკეთე მარციპანის ნამცხვარი და საშინლად ტკბილი გამოვიდა  არადა, დავაკელი შაქარი..


                                                          გუშინ მეც გავაკეთე მარციპანის ნამცხვარი და ჟალკოე პადობიე ტავო გამომივიდა, რამაც ასე აღმართოვანა და მარციპანი მაყიდინა საერთოდ.

                                                          Posted by: BAUSHKE_ 26 Oct 2008, 17:39
                                                          nanana
                                                          ეს მარციპანის ნამცხვარი რომელია მითხარით რა smile.gif

                                                          Posted by: nanana 26 Oct 2008, 17:49
                                                          BAUSHKE_

                                                          არ ვიცი Solveig- მა რომელი გააკეთა, მაგრამ მე ვენეციაში ვჭამე უნაზესი ლიმნიანი ბისკვიტი იყო იტალიური "ქასთარდ" რომ არის იმ კრემით და ზემოდან ლიმნის არომატიანი მარციპანის თხელი ფენა ჰქონდა. თავი მომაქვს რეცეპტებს ვიცნობ თქო და ვერ გამოვიცანი ამ ნამცხვრის რეცეპტი და საშინელი ჭადი გავაკეთე biggrin.gif

                                                          Posted by: BAUSHKE_ 26 Oct 2008, 17:56
                                                          nanana
                                                          ეხლა მარციპანს რისგან აკეთებენ ისიც უნდა დავადგინო wink.gif

                                                          Posted by: BadbadGirl 26 Oct 2008, 18:06
                                                          BAUSHKE_
                                                          QUOTE
                                                          მარციპანს რისგან

                                                          ნუშისა და შაქრისაგან Ö= Ö=
                                                          აი მარციპანისაგან მომზადებული ხილი Ö=

                                                          user posted image

                                                          Posted by: Peppi 26 Oct 2008, 18:06
                                                          BAUSHKE_
                                                          QUOTE
                                                          ეხლა მარციპანს რისგან აკეთებენ ისიც უნდა დავადგინო

                                                          დაფქვილი ნუში+შაქარი, ან სიროპი, ან იმ ხილიდ წვენი (ესენცია) რა გემოც და ფერიც გინდა რომ ქონდეს smile.gif კიდევ არის სხვანაირებიც . . .

                                                          ამ თემაშიც წერია მემგონი რეცეპტიsmile.gif

                                                          Posted by: rtuli 26 Oct 2008, 18:09
                                                          BAUSHKE_
                                                          QUOTE
                                                          ეხლა მარციპანს რისგან აკეთებენ

                                                          გაფცქვნილი ნუში და გატარებული+შაქრის პუდრი+კვერცხი+ვანილი+წყალი.ცომივით იზილება და ფიგურებს აკეთებენ,ან ნამცხვარს ადებენ.ცხელი და ცივი მეთოდი არსებობს დამზადების.შეიძლება ნუშის მაგივრად მიწის თხილი იხმარო

                                                          Posted by: BAUSHKE_ 26 Oct 2008, 18:18
                                                          rtuli
                                                          Peppi
                                                          BadbadGirl

                                                          smile.gif მივხვდი. ძალიან დიდი მადლობა
                                                          ოღონდ მე მგონი ჩემგან მემარციპანე არ გამოვა smile.gif


                                                          Posted by: BadbadGirl 26 Oct 2008, 18:37
                                                          QUOTE
                                                          ოღონდ მე მგონი ჩემგან მემარციპანე არ გამოვა smile.gif

                                                          არც ჩემგან.. სამაგიეროდ მომხმარებელი გამოვედი საუკეთესო biggrin.gif თვალის დახამხამებაში ვანადგურებ მარციპანისაგან დამზადებულ ნებისმიერ ტკბილეულს, ფიგურები იქნება, ნამცხვრები თუ შოკოლადი biggrin.gif

                                                          Posted by: Solveig 26 Oct 2008, 18:42
                                                          მოკლედ, ავთქვიფე 1 ცილა, დავამატე 2 პაკეტი ვანილიანი შაქარი, 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი და 200გ. მარციპანი. რომი არ მქონდა, თორემ რეცეპტში ეწერა. რეცეპტისგან განსხვავებით, ცოტა სოდა ვუყავი (უკეთესია).

                                                          გვაკეთე პატარა კვერები, (ცივ წყალში დასველებული ხელით), გამოვაცხვე 200 გრადუსზე ღუმელში. გადმოვიღე, წავუსვი ალუბლის ჯემი (მომჟავო) და გადავასხი შოკოლადის მინანქარი.

                                                          გამოვიდა ტკბილიიიიიიიიიიიიიიიი sad.gif არადა, რეცეპტში 100გრამი შაქარი ეწერა, (მე ცოტა დავაკელი biggrin.gif). აშკარად სჯობდა, 2 ცილა ამეღო და შაქარი 1 სუფრის კოვზი ან სულ არა. მარციპანი მაინც ტკბილია.

                                                          Posted by: rtuli 26 Oct 2008, 18:48
                                                          Solveig
                                                          QUOTE
                                                          გამოვაცხვე

                                                          მე არვიცოდი თუ აცხობდნენ მარციპანისგან პეჩენიებს.ნუშის ნამცხვარი გაგეკეთებინა არაჯობებდა rolleyes.gif

                                                          Posted by: Breaky 26 Oct 2008, 18:58
                                                          ამას წინათ თანამშრომელმა მოიტანა თავის დაბდღეზე მარციპანით მორთული ტორტი.
                                                          იმისთანა ლამაზი ყვავილები იყო, ამოვაცალე ტორტს და კაქტუსის ქოთანში ჩავარჭე, რაღაცნაირი მწოლიარე კაქტუსია, რბილი და დატოტვილი.
                                                          ხოდა ყველას, ვინც ოთახში შემოდის, ჰგონია, რომ კაქტუსმა იყვავილა lol.gif
                                                          თუ არ დამავიწყდა, გადავუღებ სურათს biggrin.gif

                                                          Posted by: Peppi 26 Oct 2008, 19:19
                                                          BadbadGirl
                                                          QUOTE
                                                          თვალის დახამხამებაში ვანადგურებ მარციპანისაგან დამზადებულ ნებისმიერ ტკბილეულს, ფიგურები იქნება, ნამცხვრები თუ შოკოლადი 



                                                          ოო, შენ "მოცარტის თვალი"-ც გეყვარება მაშინ smile.gif

                                                          ფიგურების კეთება youtube-ზე არის კარგად ახსნილი - მე ძალიან დამეხმარაsmile.gif

                                                          Posted by: balenciaga 26 Oct 2008, 23:07
                                                          ჩიზ ქეიქი ხომ არ იცით ვინმემ როგორ კეთდება. ყველანაირ ნამცხვარ მირჩევნია. თბილისში 1-2 ადგილას აქვთ მშვენიერი, მაგრამ სახლში მინდა გავაკეთო

                                                          Posted by: Solveig 26 Oct 2008, 23:30
                                                          rtuli
                                                          QUOTE
                                                          მე არვიცოდი თუ აცხობდნენ მარციპანისგან პეჩენიებს.ნუშის ნამცხვარი გაგეკეთებინა არაჯობებდა

                                                          რეცეპტი არ მაქვს და რაც გავაკეთე, იმისი მომზადების წესი მარციპანის პაკეტზე ეწერა. თუ ვინმე მითავაზებს ნუშის ნამცხვრის რეცეპტს, დიდად დამავალებთ smile.gif

                                                          Posted by: nanana 28 Oct 2008, 00:29
                                                          balenciaga
                                                          QUOTE
                                                          ჩიზ ქეიქი ხომ არ იცით ვინმემ როგორ კეთდება. ყველანაირ ნამცხვარ მირჩევნია. თბილისში 1-2 ადგილას აქვთ მშვენიერი, მაგრამ სახლში მინდა გავაკეთო


                                                          მეც მიყვარს ძალიან.

                                                          მოკლედ : ნუშის ნამცხვარი + ორცხობილა დაფხვნილი + 200 გრ გამდნარი კარაქი. ამ მასას ჩიზქეიქის ყალიბში ჩადებ ქე იცი როგორც. . . და 5 წთ- ით შედებ ღუმელში. მერე გამოიღებ და დაასხამ ამას - ათქვეფილი 4 კვერცხი+ 1 ჭიქა შაქარი+ ვანილი + 600 გრ ქრიმ ჩიზი ( პოპულში გამოჩნდა ფილადელფია და რაღაც ბეკოა, რომელიც მაგას გავს) + 500 გრ ნაღები. შეიძლება ლიმნის წვენიც თუ ნიუ იორკული გიყვარს, ან დატეხილი შოკოლადები ან სულაც ცოტა ჟოლო. ან არც არაფერი და უბრალოდ კლასიკური ჩიზქეიქი გამოვა. შედებ ღუმელში 2 საათით საშუალო ალზე. როცა ზემოთ ფერს შეიცვლის, შეყანყალებისას გვერდები გამაგრებული ექნება და გული ცოტა თხელი, გამოიღე, გააგრილე და მერე მაცივარში ერთი ღამით.... თუ დასკდა ნაღები წაუსვი, ან რამე ხილი მოაყარე.bis.gif
                                                          იმავე დღეს რომ არ იჭმევა ჩიზქეიქი ცნობილი ფაქტია yes.gif

                                                          Posted by: balenciaga 28 Oct 2008, 12:16
                                                          QUOTE (nanana @ 28 Oct 2008, 00:29 )



                                                          nanana

                                                          მადლობა!!! 2kiss.gif 2kiss.gif

                                                          Posted by: POMPADOUR MADAM DE 28 Oct 2008, 12:48
                                                          nanana
                                                          QUOTE
                                                          მოკლედ : ნუშის ნამცხვარი + ორცხობილა დაფხვნილი + 200 გრ გამდნარი კარაქი. ამ მასას ჩიზქეიქის ყალიბში ჩადებ ქე იცი როგორც. . .


                                                          ეს მე არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო და ამიხსენი? ნუშის ნამცხვარი? გამომცხვარი რომ იყიდება ის?

                                                          Posted by: nanana 28 Oct 2008, 13:39
                                                          POMPADOUR MADAM DE

                                                          ხო, ჩიზქეიქის "ბეიზს" მზა ნუშის ნამცხვისგან ვაკეთებ, მაღაზიებში რომ იყიდება. ვანაწევრებ და დაფხვნილ სუხოს ვურევ და მერე კარაქს. ისე ბევრნაირად შეიძლება, მაგ ნებისმიერი "პეჩენია" რომ დაფხვნა და კარაქი აურიო, ან მაგ. მერიოტშია ძალიან გემრიელი სუხარი+ დაჭრილი ნიგვზები+ შაქარი+ კარაქი. მოკლედ რაღაც ცომისმაგვარი მასაა და ჩიზქეიქის ყალიბში უნდა დააბრტყელო ისე რომ გვერდებზე ოდნავ იყოს ამოწეული. ჩიზქეიქის ფორმად ნებისმიერი ტორტის ფორმა არ გამოდგება. გვერდები უნდა ეხსნებოდეს, ალბათ ეს იცი smile.gif


                                                          Posted by: ბაკო 28 Oct 2008, 19:28
                                                          მაინტერესებს ტირამისუ რისგან კეთდება smile.gif
                                                          ვერ ვიპოვე აქ რეცეპტი. ისე არც მიძებნია ბევრი user.gif

                                                          Posted by: miau 28 Oct 2008, 20:58
                                                          ბისკვიტის პეჩენიბისა და მასკარპონეს კრემისაგან ძირითადში smile.gif
                                                          ბისკვიტის ფენაც შეიძლება გამოცხვეს smile.gif ამ თემაში უნდა იდოს რეცეპტებიც. smile.gif

                                                          Posted by: Peppi 28 Oct 2008, 21:36
                                                          ბაკო
                                                          QUOTE
                                                          მაინტერესებს ტირამისუ რისგან კეთდება


                                                          მშრალი, ფორებიანი პეჩენიისაგაან, რომელსაც "ქალის თითები" ქვია უმეტესად. ეს ორცხობილა სველდება შაქრიანი მხრიდან რომისა და ყავის ნაზავში რამდენიმე წამით, რომ ძალიან არ დასველდეს და ეწყობა სპეციალურ ამოღრმავებულ ჭურჭელში. ზემოდან მიდის მასკარპონეს კრემი - ათქვეფილ მასკარპონეს ემატენა ათქვეფილი კვერცხი და შაქარი. ორცხობილა იფარება ამ კრემით და ზემოდან მიდის კაკაოს ფხვნილი.

                                                          მასკარპონე, ფაქტიურად გემოთი და კონსისტენციით არის იგივე ახალ ამოყვანილი ნადუღი, რომლითაც გავაკეთე კიდეც საქართველოში - უგემრიელესი.

                                                          ისე, კი მასკარპონეს გაკეთების წესი 100% შეესაბამება ხაჭოს სახლში მიღების წესს, ანუ რძეს ემატება ლიმონის ცედრა ან რაიმე სხვა დანამატი აჭრისათვის, მაგ. მაწონი და ესეც შენი "მასკარპონე" wink.gif

                                                          Posted by: rtuli 28 Oct 2008, 21:54
                                                          ბაკო
                                                          QUOTE
                                                          მაინტერესებს ტირამისუ რისგან კეთდება

                                                          QUOTE
                                                          ბისკვიტის პეჩენიბისა და მასკარპონეს კრემისაგან ძირითადში

                                                          ამისგან კეთდება და ეს პეჩენიები იყიდება მარკეტებში და ვაგზალზე.მე ტელევიზორში ნანახს და იქიდან სახლში გაკეთებულს დაგიწერ
                                                            ტირამისუ:[
                                                            4 ცალი კვერცხი კარგათ გავთქვიფოთ 150 გრ. შაქრის პუდრთან ერთად
                                                              დაუმატოდ გაცრილი 90 გრ.ფქვილი და 30 გრ.კაკაო (ტურქულს ვხმარობ კარგი მუქი ფერის გამოდის)
                                                                გამდნარი კარაქი 50 გრ. შეურიე და ცომი საცხობ ქაღალდით ჩაფენილ ფორმაში ჩაასხი( მე 26 სმ.მრგვალ ფორმას ვხმარობ),გამოაცხე.
                                                                  კრემი:მასკარპონე 500 გრ(მე კრიმჩიზი ვიხმარე).გათქვიFე და თითო(სულ 2 ცალი)კვერცხის გული შეათქვიFე.გათქვიფე ცილები და 50 გრ. შაქარი.ეს ბეზეშეათქვიფე მასკარპონეს და დაუმატე 2 ს.კ. ამარეტოს ლიქიორი(მე მშრალი თეთრი ღვინო დაუმატე).
                                                                    გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერი შუაზე და დანამე მაგარი ხსნადი ყავის ნაყენით+ლიქიორი,მოასხი გამდნარი 100გრ.თეთრი შოკოლადი+20 გრ.კარაქი,წაუსვი ნახევარი კრემი.
                                                                      დაადე მეორე ბისკვიტი და გაიმეორე ყველაფერი თეთრი შოკოლადის გარდა.წაუსვი კრემი და კარგათ მოაყარე კაკაო

                                                                      Posted by: ბაკო 28 Oct 2008, 22:01
                                                                      rtuli
                                                                      ძალიან დიდი მადლობა რეცეპტისთვის 2kiss.gif
                                                                      მაგრამ ამის გამკეთებელი არ ვარ მე smile.gif უბრალოდ ძალიან მიყვარს ტირამისუ და სულ მაინტერესებდა რისგან კეთდებოდა smile.gif

                                                                      Posted by: Solveig 29 Oct 2008, 00:09
                                                                      Peppi
                                                                      QUOTE
                                                                      მასკარპონე, ფაქტიურად გემოთი და კონსისტენციით არის იგივე ახალ ამოყვანილი ნადუღი, რომლითაც გავაკეთე კიდეც საქართველოში - უგემრიელესი.

                                                                      ვა, საინტერესოა მართლა ცდა.
                                                                      ისე, გერმანული Frischkäse-თიც კარგი უნდა გამოვიდეს წესით...


                                                                      rtuli
                                                                      QUOTE
                                                                      გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერი შუაზე და დანამე მაგარი ხსნადი ყავის ნაყენით+ლიქიორი,მოასხი გამდნარი 100გრ.თეთრი შოკოლადი


                                                                      კი მაგრამ, შოკოლადი ხომ გამაგრდება? არ ხვდება კბილებს ცუდად?

                                                                      მე ვაკეთებდი კრემს, რომელსაც დაახლოებით ტირამისუს კრემის გემო ჰქონდა: ჯერ ვაკეთებდი გოგლიმოგლს 2 კვერცხის გულისა და 1 ჭიქა შაქრისგან, ვასხამდი ნახევარ ლიტრ რძეს და ვხარშავდი კრემს (3 კოვზი ფქვილი უნდა). მერე ვთქვეფდი კარაქს (300გ დაახლოებით) და რო გათეთრდებოდა, ნალ-ნელა ვამატებდი ცივ კრემს, ვანილს, წმინდად გაცრილ ხსნად ყავას და მაგარ კონიაკს..

                                                                      Posted by: kanonika 29 Oct 2008, 00:16
                                                                      ბაკო
                                                                      QUOTE
                                                                      მაინტერესებს ტირამისუ რისგან კეთდება

                                                                      მასკარპონესგან ძირითადად



                                                                      4 ცალი კვერცხი კარგათ გავთქვიფოთ 150 გრ. შაქრის პუდრთან ერთად
                                                                      დაუმატოდ გაცრილი 90 გრ.ფქვილი და 30 გრ.კაკაო (ტურქულს ვხმარობ კარგი მუქი ფერის გამოდის)
                                                                      გამდნარი კარაქი 50 გრ. შეურიე და ცომი საცხობ ქაღალდით ჩაფენილ ფორმაში ჩაასხი( მე 26 სმ.მრგვალ ფორმას ვხმარობ),გამოაცხე.
                                                                      კრემი:მასკარპონე 500 გრ(მე კრიმჩიზი ვიხმარე).გათქვიFე და თითო(სულ 2 ცალი)კვერცხის გული შეათქვიFე.გათქვიფე ცილები და 50 გრ. შაქარი.ეს ბეზეშეათქვიფე მასკარპონეს და დაუმატე 2 ს.კ. ამარეტოს ლიქიორი(მე მშრალი თეთრი ღვინო დაუმატე).
                                                                      გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერი შუაზე და დანამე მაგარი ხსნადი ყავის ნაყენით+ლიქიორი,მოასხი გამდნარი 100გრ.თეთრი შოკოლადი+20 გრ.კარაქი,წაუსვი ნახევარი კრემი.
                                                                      დაადე მეორე ბისკვიტი და გაიმეორე ყველაფერი თეთრი შოკოლადის გარდა.წაუსვი კრემი და კარგათ მოაყარე კაკაო

                                                                      გემრიელი გამოვიდოდა, მაგრამ სუხარივით პეჩენიები და კრემია მთავარი, იტალიაში თვითონ ტირამისუს პეჩენიები იყიდება, სპეციალურად, აქ როგორც დაიწერა დამსკიე პალჩიკის ფორმის, მხოლოდ შაქარმოუყრელი.

                                                                      მე ნაცხვარზე მეტად ნაყინი ტირამისუ მიმყვარს, ნიამ smile.gif

                                                                      Posted by: ბაკო 29 Oct 2008, 02:02
                                                                      kanonika
                                                                      დიდი მადლობა რეცეპტისთვის 2kiss.gif
                                                                      QUOTE
                                                                      მე ნაცხვარზე მეტად ნაყინი ტირამისუ მიმყვარს, ნიამ

                                                                      მართლა უგემრიელესია love.gif
                                                                      შოკოლადიც აღმოვაჩინე ტირამისუს არომატით smile.gif

                                                                      Posted by: kanonika 29 Oct 2008, 02:16
                                                                      ბაკო
                                                                      ბოდიში შეცდომაში შეგიყვანე, ეტყობა ცუდად დავაკოპირე.

                                                                      რთულისგან დავაკოპირე, უბრალოდ ის დავწერე, რომ ტირამისუს მუღამი კრემი და ეგ ორცხობილებია და რეცეპტში ვერვნახე ტქო ორცხობილები, არადა კარგი რეცეპტი ჩანს.


                                                                      რთული ბოდიში უნებლიე პლაგიატისთვის

                                                                      ხო, ნაყინი ძალიან გემრიელია, აი შოკოლადები ტომ ტყდება ნელ-ნელა და მერე პირში დნება, ნიამ

                                                                      Posted by: Peppi 29 Oct 2008, 11:51
                                                                      Solveig
                                                                      QUOTE
                                                                      ისე, გერმანული Frischkäse-თიც კარგი უნდა გამოვიდეს წესით...

                                                                      ვცდი აუცილებლად . . მიყვარს, როცა ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლების არჩევანი მაქვს . . .

                                                                      QUOTE
                                                                      მე ვაკეთებდი კრემს,

                                                                      დღეს სწორედ "ზანგის ქალის" გაკეთებას ვაპირებ და მაგ კრემს "მოვათუხთუხებ" smile.gif


                                                                      Posted by: ბაკო 29 Oct 2008, 16:55
                                                                      kanonika
                                                                      QUOTE
                                                                      ბოდიში შეცდომაში შეგიყვანე, ეტყობა ცუდად დავაკოპირე.

                                                                      2kiss.gif
                                                                      QUOTE
                                                                      ხო, ნაყინი ძალიან გემრიელია, აი შოკოლადები ტომ ტყდება ნელ-ნელა და მერე პირში დნება, ნიამ

                                                                      love.gif
                                                                      და ის პეჩენიები სად იყიდება? ისე არ იჭმევა??? smile.gif

                                                                      Posted by: MEZGVAURI 31 Oct 2008, 13:11
                                                                      Solveig
                                                                      QUOTE
                                                                      ჯერ ვაკეთებდი გოგლიმოგლს 2 კვერცხის გულისა და 1 ჭიქა შაქრისგან, ვასხამდი ნახევარ ლიტრ რძეს და ვხარშავდი კრემს (3 კოვზი ფქვილი უნდა). მერე ვთქვეფდი კარაქს (300გ დაახლოებით) და რო გათეთრდებოდა, ნალ-ნელა ვამატებდი ცივ კრემს, ვანილს, წმინდად გაცრილ ხსნად ყავას და მაგარ კონიაკს..

                                                                      მმმმაგარი იქნება

                                                                      Posted by: pucci 31 Oct 2008, 16:46
                                                                      ლოლ მადლობნა პასუხისთვის, 5კაცი შევიდა და გავიდა gigi.gif

                                                                      Posted by: rtuli 31 Oct 2008, 17:18
                                                                      pucci
                                                                      QUOTE
                                                                      ლოლ მადლობნა პასუხისთვის, 5კაცი შევიდა და გავიდა

                                                                      მე წავიკითხე ა ის 180 წამი არგასულა რომ დამეპოსტა.გააჩნია პეროგს,რის პეროგი გინდა მოამზადო სხვადასხვა ცომისგან კეთდება.დროჟიანი,მაწონზე,პხვიერი ცომისაგან.

                                                                      Posted by: pucci 31 Oct 2008, 18:03
                                                                      rtuli
                                                                      მადლობა რომ გამომეხმაურე smile.gif მაწონზე იყო ეს, პრინციპში უკვე ღუმელშია, სქელი არ გავაკეთე,ვნახოთ რა გამოვა biggrin.gif

                                                                      Posted by: rtuli 31 Oct 2008, 18:06
                                                                      pucci
                                                                      დადებ სურათს მერე რაც გამოგივიდა . მეც მოვზილე პეროგის ცომი და მოგვიანებით დავდებ რაც გამომივიდა biggrin.gif

                                                                      Posted by: rtuli 31 Oct 2008, 23:21
                                                                      პეროგი მსხლით და ფეიხოთი
                                                                        მოვზილოთ საფუვრიანი ცომი:
                                                                          30 გრ.საფუარი,200მლ.თბილი რძე,400 გრ. ფქვილი ,5 ს.კ. შაქარი,ცოტა მარილი, 1 ცალი შაქრიანი ვანილი,50 გრ.გამდნარი კარაქი,1 ცალი კვერცხი.დავდგათ ამოსასვლელად
                                                                              400გრ.ფეიხო, 400გრ.მსხალი გავფცქვნად და დავჭრათ თხელ ნაჭრებად,სხალს მოვასხათ 3 ს.კ. ლიმონის წვენი
                                                                                  მოვამზადოთ ქოქოსის კრემი: გავთქვიფოთ კარგათ 4 კვერცხის გული+100გრ.შაქარი.შეურიოთ 250 გრ.არაჯანი+150გრ.ქოქოსი
                                                                                      კროშკა:170 გრ.გამდნარი კარაქი+250გრ.ფქვილი+150გრ.შაქარი
                                                                                          გავშალოთ თუნუქის ფურცელზე ცომი,ზემოდან გადაუსვათ ქოქოსის კრემი და დავალაგოთ შახმატისებურად ხილი,დაუტოვოთ მანძილი 2 სმ.ზემოდან მოვაყაროთ კროშკა ,იმ გამოტოვებულ 2სმ. ადგილებში,ანუ კლეტკასავით გამოდის.შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე ,შუა ადგილზე 40 წუთი

                                                                                          Posted by: n_j 9 Nov 2008, 18:02
                                                                                          ნამცხვარი ,,ბუკლე'' რომელიც ძალიან, ძალიან გემრიელია,არ ინანებთ თუ გააკეთებთ

                                                                                          ცომი:
                                                                                          4 კვერცხის გული+1ჩ.ჭ. შაქარი+1/2 ჩ.კ. სოდა ლიმონის წვენით+4ჩ.ჭ. ფქვილი და 300დრ კარაქი გამდნარი
                                                                                          ცომს რომ გავაკეთებთ ორად გავყოფთ და საყინულეში შევინახავთ ცელოფანში გახვეულს

                                                                                          ბეზეს ავთქვიფავთ 1ჭიქა შაქართან+ვანილი+4ს.კ შინდის ან ჟოლოს ჯემი(მე შინდის ვუქენი)+ გატარებული ნიგოზი

                                                                                          გაცივებული ცომის ერტ ნაწილს ვხეხავთ ცივ ჟარონაზე ან სხვა სასურველ ფორმაში,მოვასწორებთ, კარგი იქნება თუ ნაპირებს ზემოთ ამოუკეცავთ, დავასხავთ ბეზეს და
                                                                                          დავახეხავთ მეორე ნაწილ ცომს
                                                                                          ვაცხობთ დაახლ.20 წთ დაბალ ცეცხლზე, დაახლ 180 გრადუსზე. ბოლოს შეგვიძლია ჩავურთოთ ზედა სპირალები დაბრაწვის მიზნით.
                                                                                          ზემოდან მოვაყაროთ პუდრა
                                                                                          Bon appetit!

                                                                                          http://www.radikal.ru

                                                                                          Posted by: Solveig 9 Nov 2008, 18:31

                                                                                          n_j
                                                                                          QUOTE
                                                                                          ნამცხვარი ,,ბუკლე''

                                                                                          მაგარი გამოვა..

                                                                                          აუ, ნამცხვრების გამოცხობა მომენატრა..მაგრამ ვის გამოვუცხო, საკითხავი აი ეს არის.

                                                                                          Posted by: Natia_N_N 11 Nov 2008, 20:02
                                                                                          rtuli
                                                                                          QUOTE
                                                                                          გაფცქვნილი ნუში და გატარებული+შაქრის პუდრი+კვერცხი+ვანილი+წყალი.ცომივით იზილება და ფიგურებს აკეთებენ,ან ნამცხვარს ადებენ.ცხელი და ცივი მეთოდი არსებობს დამზადების.შეიძლება ნუშის მაგივრად მიწის თხილი იხმარო

                                                                                          შეგიძლია დოზები დაწერო?

                                                                                          Posted by: rtuli 11 Nov 2008, 21:16
                                                                                          Natia_N_N
                                                                                          QUOTE
                                                                                          შეგიძლია დოზები დაწერო?

                                                                                          ნუში 250 გრ. მდუღარე წყალს დაასხავ და გაფცქვნი,გაატარებ წმინდად ხორცის მაშინკაში + 250 გრ.შაქრის პუდრი და კიდევ ერთხელ მაშინკაში გაატარებ,ანუ ეს იმიტომ ტარდება რომ,წმინდა იყოს ძალიან.+ 3-4 წვეთი ლიმონის წვენი,ნელნელა შეურიე 2 კვერცხის ცილა და მოზილე ცომივით,გახდება როგორც პლასტელინი.ცოტა დაასვენე ცელოფან გადაფარებული და სეგიძლია მოიხმარო.
                                                                                            მანდარინის კეკსი
                                                                                              1 ჭიქა მაწონი ან კეფირი
                                                                                              1,5 ჭიქა შაქარი
                                                                                              1 ცალი კვერცხი
                                                                                              100 გრ.გამდნარი კარაქი
                                                                                              4 ცალი მანდარინი(გავატაროთ ხორცის მაშინკაში,ან ბლენდერში.კანიანად!)
                                                                                              100 გრ. შოკოლადი,ანუ ერთი ფილა(დავჭრათ ტხლად,ეს ჩემი დანამატია,შეგიძლიათ არ უყოთ)
                                                                                              1 პაჩკა რაზრიხლიტელი, ცოტა მარილი
                                                                                              3 ჭიქა ფქვილი(მე სხვადროს უფრო მშრალი რომ გამოვიდეს,2 ჭიქა ფქვილს და 1 ჭიქა დაფქვილ სუხარს ვცდი)

                                                                                              გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი,შევათქვიფოთ კვერცხი,მერე დავამატოდ მაწონი+მანდარინი+მმარილი+ფქვილი და რაზრიხლიტელი.
                                                                                              ჩავასხათ ნახევარი ყალიბში,მოვაყაროთ შოკოლადი,ზემოდან დანარჩენი ცომი და შევდგათ ღუმელში(ცივში!) 30 წუთით.მერე ჩავრთოდ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 45 წუთი
                                                                                              გამოვიღოთ გავაციოთ და მოვასხათ შოკოლადის მინანქარი

                                                                                              Posted by: JustAMinute 12 Nov 2008, 20:11
                                                                                              rtuli
                                                                                              ძალიან მაგრად გამოიყურება.

                                                                                              QUOTE
                                                                                              რაზრიხლიტელი

                                                                                              რა არის?

                                                                                              ხვალ ვაპირებ გავაკეთო.

                                                                                              და კიდევ, კვერცხის გარეშე არ გამოცხვება?

                                                                                              Posted by: rtuli 12 Nov 2008, 22:25
                                                                                              JustAMinute
                                                                                              QUOTE
                                                                                              რა არის?

                                                                                              ხვალ ვაპირებ გავაკეთო.

                                                                                              და კიდევ, კვერცხის გარეშე არ გამოცხვება?

                                                                                              მანდარინის კეკსია,რეცეპტიც სურათის ზემოთ წერია,კვერცხის გარეშე არგამოვა
                                                                                              რატომ არგინდა კვერცხი იხმარო?
                                                                                              მე ერთი რეცეპტი ვიცი,თურქულ საიტიდან დამ ამომიწერა,ვაშლის სლოიკა მოშუშული პურით,მანდ კვერცხი არუნდა
                                                                                              გავაკეთებ ზეგ აუცილებლად და შემოგთავაზებ

                                                                                              Posted by: miau 13 Nov 2008, 18:51
                                                                                              n_j
                                                                                              QUOTE
                                                                                              ნამცხვარი ,,ბუკლე''


                                                                                              აუცილებლად ვცდი, ძალიან საინტერესოა smile.gif

                                                                                              Posted by: POMPADOUR MADAM DE 13 Nov 2008, 18:53
                                                                                              miau

                                                                                              ჯერ მე ვცდი უკვე ცომს ვყინავ და ვნახოთ რა გამოვა და შემოიარე ხვალ ჩემთან
                                                                                              2kiss.gif

                                                                                              Posted by: niki_ niki 14 Nov 2008, 00:10
                                                                                              ნამცხვარი "ბუკლე" ვერ ვნახე ან ვერ მივხვდი რომელია sad.gif იქნებ დამეხმაროთ? biggrin.gif

                                                                                              ჩემ "საკონდიტრო" გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ არ ვიცი რა გამომივა, მაგრამ მაინც lol.gif

                                                                                              Posted by: n_j 14 Nov 2008, 20:00
                                                                                              miau
                                                                                              POMPADOUR MADAM DE
                                                                                              აბა რა ქენით?გამოვიდა რამე?მოგეწონათ?
                                                                                              niki19m
                                                                                              წინა გვერდზე დავდე რეცეპტი მგონი
                                                                                              ძალიან ადვილია, არ არსებობს რომ არ გამოგივიდეს
                                                                                              ერტი ეგაა ნელ ცეცხლზე გამოაცხვე არ დაწვა

                                                                                              Posted by: POMPADOUR MADAM DE 14 Nov 2008, 20:01
                                                                                              n_j
                                                                                              QUOTE
                                                                                              აბა რა ქენით?გამოვიდა რამე?მოგეწონათ?


                                                                                              გამოვიდაsmile.gif აუაუმ და მიაუმ დაწერონ როგორი იყო smile.gif მე არ მიჭამია ვდიეტობ sad.gif

                                                                                              Posted by: miau 14 Nov 2008, 20:56
                                                                                              n_j
                                                                                              QUOTE
                                                                                              აბა რა ქენით?გამოვიდა რამე?მოგეწონათ?


                                                                                              გამოვიდა ძალიან გემრიელი, ნაზი და მსუბუქი, ტყუილად არ ჭამა მარკიზამ smile.gif
                                                                                              საერთოდ, მარკიზას ძალიან მსუბუქი ხელი აქვს და ყვრელაფერი, რაც გავსინჯე, ძალიან გემრიელი იყო smile.gif

                                                                                              Posted by: niki_ niki 14 Nov 2008, 21:10
                                                                                              n_j

                                                                                              QUOTE
                                                                                              წინა გვერდზე დავდე რეცეპტი


                                                                                              მე ძალიან წინ ვეძებდი lol.gif 2kiss.gif

                                                                                              Posted by: n_j 14 Nov 2008, 22:26
                                                                                              მიხარია რომ მოგეწონათ smile.gif
                                                                                              ----------------------------------

                                                                                              Posted by: shtori 16 Nov 2008, 14:28
                                                                                              ნუშის ორცხობილის რეცეპტი ვერ ვიპოვე და იქნებ თქვენ დამეხმაროთ? smile.gif

                                                                                              Posted by: BadbadGirl 17 Nov 2008, 21:25
                                                                                              ჩიტის რძე
                                                                                              1. გააკეთეთ ბეზე 2 კვერცხის ცილისა და 2 ს.კ შაქრისაგან. დასვით მრგვალ ფორმებად ჟარუნაზე და გამოაცხვეთ ღუმელში ისე რომ მხოლოდ გარედან გამაგრდეს ბეზე.

                                                                                              2. 250 მლ რძეში ჩაყარეთ 1.5 ს.კ ფქვილი, 3.5 ს.კ შაქარი და 2 კვერცხის გული. კარგად ათქვიფეთ ეს მასა.

                                                                                              3. აიღეთ 500მლ რძე და ადუღეღეთ 1 პაჩკა ვანილთან ერთად. დუღილს რომ დაიწყებს ცეცხლი დაწიეთ მინიმუმზე და ნელ ნელა დაამატეთ მასა #2. თან კარგად თქვიფეთ. რძე უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე (არაფრით არ აადუღოთ თორემ კვერცხის გული დაიწყებს ტივტივს) და გადმოდგათ ცეცხლიდან. (პუდინგისებრი მასასავით გამოვა)

                                                                                              4. აიღეთ ღრმა თასი, ჩააწყვეთ ბეზეები და მოასხით ზევიდან რძე smile.gif

                                                                                              უნდა მიირთვათ ცხელი smile.gif

                                                                                              Posted by: killer 18 Nov 2008, 10:11
                                                                                              BadbadGirl
                                                                                              ვაუ, ეს რაღაც მაგარი ჩანს. სურათს დადებ ?
                                                                                              * * *
                                                                                              BadbadGirl
                                                                                              QUOTE
                                                                                              1. გააკეთეთ ბეზე 2 კვერცხის გულისა და 2 ს.კ შაქრისაგან. დასვით მრგვალ ფორმებად ჟარუნაზე და გამოაცხვეთ ღუმელში ისე რომ მხოლოდ გარედან გამაგრდეს ბეზე.

                                                                                              აქ ცილა ხომ არ უნდა იყოს?

                                                                                              Posted by: tos-ka 18 Nov 2008, 10:39
                                                                                              killer
                                                                                              QUOTE
                                                                                              BadbadGirl

                                                                                              QUOTE
                                                                                              1. გააკეთეთ ბეზე 2 კვერცხის გულისა და 2 ს.კ შაქრისაგან. დასვით მრგვალ ფორმებად ჟარუნაზე და გამოაცხვეთ ღუმელში ისე რომ მხოლოდ გარედან გამაგრდეს ბეზე.


                                                                                              აქ ცილა ხომ არ უნდა იყოს?


                                                                                              yes.gif ცილააქ, გული მეორე მასაში.

                                                                                              BadbadGirl
                                                                                              რა კარგი რეცეპტია! მადლობა! 2kiss.gif

                                                                                              Posted by: BadbadGirl 18 Nov 2008, 12:41
                                                                                              killer
                                                                                              კიი ცილაააა ნამდვილად
                                                                                              tos-ka
                                                                                              და გული მეორე მასაში smile.gif

                                                                                              გაიხარეთ რომ მიანიშნეთ smile.gif
                                                                                              ვინმემ იქნებ ჩაასწოროს ?? user.gif

                                                                                              QUOTE
                                                                                              სურათს დადებ ?

                                                                                              სურათს ვერ დავდებ რადგან უკვე შეჭმულია biggrin.gif biggrin.gif
                                                                                              ისე თეთრ მასაში მოტივტივე ბეჟი ცილის ბურთები წამოიდგინე და ეგაა biggrin.gif


                                                                                              პ.ს სურათების გადაღება ყოველთვის მავიწყდება

                                                                                              Posted by: dali19 18 Nov 2008, 15:53
                                                                                              აუგუსტს
                                                                                              იქნებ იცით ჯელატინების რეცეპტი მოსართავად

                                                                                              Posted by: tos-ka 18 Nov 2008, 16:09
                                                                                              dali19
                                                                                              QUOTE
                                                                                              იქნებ იცით ჯელატინების რეცეპტი მოსართავად


                                                                                              თქვენ ჟელეს რეცეპტი გინდათ, ტკბილეულის მოსართავი თუ თევზეულისთვის ან ხორცეულისთვის?

                                                                                              Posted by: dali19 18 Nov 2008, 16:20
                                                                                              აუგუსტს ზალიან გთხოვ იქნებ მარციპანის რეცეპტი და მომზადების წესი დადო.
                                                                                              * * *
                                                                                              თუ ჯელეს ორივე რეცეპტს დამიწერთ დიდი მადლობელი ვიქნები.

                                                                                              Posted by: BadbadGirl 19 Nov 2008, 03:31
                                                                                              დღეს ძალიან კაი რეცეპტი ვნახე და საწრაფოდ ვწერ რომ არ დამავიწყდეს
                                                                                              თავად გავაკეთებ მაშინათვე როცა პატარა ფორმებს ვიყიდი.

                                                                                              "საშობაო პრალინე"
                                                                                              მასალა:
                                                                                              150 გრ შავი შოკოლადი
                                                                                              100 გრ ნუტელა
                                                                                              1 დცლ მოხალული თხილი ან ნუში.
                                                                                              20 ცალი მაფინის ყველაზე პატარა ფორმა.

                                                                                              მომზადება
                                                                                              1. გაადნეთ შოკოლადი, შემოინახეთ მასის მეოთხედი ნაწილი დანარჩენი კი ჩაასხით მაფინების ფორმაში.
                                                                                              2. შეინახეთ 20 ცალი მთელი ნუში/თხილი დანარჩენი კი კარგად დაჭერით.
                                                                                              3. აიღეთ ნუტელა, გაადნეთ და აურიეთ მასში დაჭრილი ნუში/თხილი ეს მასაც ჩაასხით შოკოლადიან მაფინებში.
                                                                                              4. აიღეთ შემონახული მთლიანი ნუში/თხილი და სათითაოდ დაწყვეთ მაფინზე.
                                                                                              5. თავზე მოასხით შემინახული გამდნარი შოკოლადი.


                                                                                              მე ვიფიქრე რომ ძალიან კაი გამოვა თუ ნუტელას ნაცვლად გამოვიყენებთ მარციპანის მასას , და მას დავადებ თავზე ნუშს მერე კი მოვასხავ შავ შოკოლადს.

                                                                                              მოკლეთ, ადვილი გასაკეთებელია და იმედია ისიამოვნებთ smile.gif

                                                                                              აი ასეთი ფორმები უნდა დაახლოებით და კამფეტებიც ასეთი ფორმის გამოდის.


                                                                                              user posted image
                                                                                              * * *
                                                                                              პ. ს ალბატ იცით რომ შოკოლადი და მსგავსი რამეები ორთქლის აბაზანაზე უნდა დადნეს smile.gif
                                                                                              და მეორეც ნუტელას მთლად წყალივით ნუ დაადნობთ არამედ სმეტანის კონსისტენციამდე smile.gif

                                                                                              Posted by: Peppi 19 Nov 2008, 12:13
                                                                                              BadbadGirl
                                                                                              [quote]"საშობაო პრალინე"[quote]

                                                                                              გადასარევიაsmile.gif თან ვისაც ბავშვები ყავს, ერთად შეუძლიან გააკეთონ - ოჯახური მზადება გამოვა საშობაოsmile.gif

                                                                                              [quote]მე ვიფიქრე რომ ძალიან კაი გამოვა თუ ნუტელას ნაცვლად გამოვიყენებთ მარციპანის მასას , და მას დავადებ თავზე ნუშს მერე კი მოვასხავ შავ შოკოლადს.[/quote]
                                                                                              "მოცარტის თვალის" ერთ-ერთი ვარიანტია ეგ. მე დიდად ვერ ვაფასებ - ამ დროს საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ითვლება smile.gif

                                                                                              მარციპანი გასაფორმებლად მართლაც კარგი იქნებაა - ძალიან გაახალისებს შოკოლადის ფენასsmile.gif

                                                                                              Posted by: dali19 19 Nov 2008, 16:11
                                                                                              n_j

                                                                                              ძალიან გთხოვ როგორ აცხობთ ასეთ თეთრ გოჭებას და საერთოდ თეთრ ბეზეებს დამიწერეთ. დიდი მადლობა წინასწარ.

                                                                                              Posted by: abelo 19 Nov 2008, 16:41
                                                                                              BadbadGirl
                                                                                              QUOTE
                                                                                              "საშობაო პრალინე"

                                                                                              ძალიან მაგარია bis.gif
                                                                                              თან რა ადვილად კეთდება... წავედი სახლში... დღეს შენი რეცეპტით უნდა გადავრიო ოჯახი, იმედია გამომივა smile.gif
                                                                                              მაცივარი არ უნდა? თუ ისედაც გამყარდება?

                                                                                              Posted by: BadbadGirl 19 Nov 2008, 16:55
                                                                                              abelo
                                                                                              ისედაც გამყარდება.

                                                                                              მთავარია რომ ის პატარა ფორმები გქონდეს. სულ პატარები არიან ცერა თითის სიგანე smile.gif

                                                                                              Posted by: BAUSHKE_ 19 Nov 2008, 17:12
                                                                                              Peppi

                                                                                              ეხლა მესმის რას ქვია ეგ მოცარტის თვალი.
                                                                                              რას ერჩიან ამ კაცის თვალებს? biggrin.gif

                                                                                              Posted by: BadbadGirl 19 Nov 2008, 17:47
                                                                                              BAUSHKE_
                                                                                              გემრიელია biggrin.gif biggrin.gif

                                                                                              ისე სახელი მართლა უაზრო აქვს biggrin.gif

                                                                                              Posted by: 13eqman 19 Nov 2008, 18:22
                                                                                              დედა, რა კარგი რამეებია, ძალიან მომინდა, მაგრამ გაკეთება რომ მეზარება?

                                                                                              Posted by: n_j 19 Nov 2008, 19:10
                                                                                              dali19
                                                                                              QUOTE
                                                                                              n_j

                                                                                              ძალიან გთხოვ როგორ აცხობთ ასეთ თეთრ გოჭებას და საერთოდ თეთრ ბეზეებს დამიწერეთ. დიდი მადლობა წინასწარ

                                                                                              რომელი გოჭები და ბეზეები შემახსენე,ვერ მივხვდი რაზე ამბობ
                                                                                              აქ დავდე რამე ფოტო? რომელი? rolleyes.gif

                                                                                              Posted by: rtuli 20 Nov 2008, 00:01
                                                                                              კეკსი ღვინით და ქლიავით
                                                                                                250 გრ, შავი ქლიავი(მე ჩირი ვიხმარე)
                                                                                                100 გრ, კარაქი
                                                                                                2 ცალი კვერცხი
                                                                                                430 მლ. შავი მშრალი ღვინო
                                                                                                1 ჩ,ჭ. ყავისფერი შაქარი
                                                                                                3 ს.კ. არაჯანი(მაწონი)
                                                                                                2 ჩ.კ. რაზრიხლიტელი
                                                                                                0,5 ჩ.კ. მარილი
                                                                                                0,5 ჩ.კ კარიცა
                                                                                                ვანილი
                                                                                                1 ცალი ლიმონის ცედრა
                                                                                                2 ჭიქა ფქვილი

                                                                                                გავჭრათ შუაზე ქლიავი,დავასხათ ღვინო,მივიყვანოთ ადუღებამდე,გადმოვდგათ,გავაციოთ და გადაუწუროთ წვენი(წვენი დაგვჭირდება).
                                                                                                გავთქვიფოდ კარაქი+შაქარი,შევათქვიფოთ კვერცხი.კარიცა,ლიმონის ქერქი,მარილი,ვანილი,არაჯანი და ღვინის წვენი დაუმატოდ კარაქიან მასას,დავაცრად ფქვილი+რაზრიხლიტელი და ნელა ამოურიოთ ცომს ,ქვევიდან ზემოდ.
                                                                                                მოვაყაროთ ცოტა ფქვილი ქლიავს და ჩავყაროთ ცომში ამოურიოთ ფრთხილად,მოვათავსოდ კარაქ მოსმულ და ფქვილ მოყრილ ყალიბში,ზემოდან მოვაყაროთ ცოტა შაქარი.
                                                                                                შევდგათ ცხელ ღუმელში,გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

                                                                                                Posted by: gabarzgaleba 20 Nov 2008, 00:36
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                კეკსი ღვინით და ქლიავით


                                                                                                მაგარი ხარ რა, ხამსა ვიყო. მოშნი რეცეპტია.
                                                                                                ქლიავის ჩირით არ ივარგებს? სად ველოდო ახლა მე აგვისტოს? smile.gif

                                                                                                Posted by: miau 20 Nov 2008, 00:39
                                                                                                gabarzgaleba
                                                                                                QUOTE
                                                                                                მაგარი ხარ რა, ხამსა ვიყო. მოშნი რეცეპტია.
                                                                                                ქლიავის ჩირით არ ივარგებს? სად ველოდო ახლა მე აგვისტოს?


                                                                                                ქლიავის ჩირი (ოღონდ ბადაგში ამოვლებული), კურაგა და ნახევარ-ნახევარი ლებნები, დახალული კანგაცლილი ნიგოზი. smile.gif
                                                                                                მაგარია ასეც ძალიან. smile.gif
                                                                                                ღვინით ძალიან დამაინტერესა და აუცილებლად გამოვაცხობ smile.gif
                                                                                                კონიაკი უხდება და რომი და ღვინო რატომ არ უნდა მოუხდეს? smile.gif

                                                                                                Posted by: rtuli 20 Nov 2008, 01:06
                                                                                                gabarzgaleba
                                                                                                QUOTE
                                                                                                ქლიავის ჩირით არ ივარგებს? სად ველოდო ახლა მე აგვისტოს? 

                                                                                                მე არდაველდე აგვისტოს და ჩირის საყიდლად ვაგზალზე გავედი, ჩირი ძაფებზე ასხმული რაღაც არმომეწონა და წონის ჩირი ვიყიდე up.gif . ღვინოც კარგი საფერავი ვიხმარე.

                                                                                                პ.ს. არარის მსუყე,ძალინ ტკბილი,სასიამოვნო სუნით და ქლიავის გემრიელი სიმჟავით smile.gif

                                                                                                Posted by: auau 20 Nov 2008, 09:21
                                                                                                rtuli
                                                                                                აი რას ნიშნავს მრავალფეროვანი გენები! კულინარიის ყველა სფერო მაგრად გაქვს ათვისებული! biggrin.gif

                                                                                                Posted by: 13eqman 20 Nov 2008, 15:34
                                                                                                მადის აღმძვრელად გამოიყურება ქლიავის ნამცხვარი, შეიძლება გაკეთება.

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 20 Nov 2008, 23:58
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                გავთქვიფოდ კარაქი+შაქარი,შევათქვიფოთ კვერცხი.კარიცა,ლიმონის ქერქი,მარილი,ვანილი,არაჯანი და ღვინის წვენი დაუმატოდ კარაქიან მასას,დავაცრად ფქვილი+რაზრიხლიტელი და ნელა ამოურიოთ ცომს ,ქვევიდან ზემოდ.


                                                                                                მიქსერით თუ ხელით უნდა გავაკეთო ცომი?

                                                                                                Posted by: Peppi 21 Nov 2008, 12:24
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                კეკსი ღვინით და ქლიავით


                                                                                                "გემრიელი" რეცეპტი ჩანს . . მაგრამ ვის გავუკეთო? ჩემი შვილი მხოლოდ "ცარიელ" კექსს ჭამს.

                                                                                                Posted by: pipa 21 Nov 2008, 12:34
                                                                                                QUOTE
                                                                                                ჩემი შვილი მხოლოდ "ცარიელ" კექსს ჭამს.


                                                                                                ამ ბავშვების გურმანობამ მეც მომკლაsmile.gif
                                                                                                ერთი ერთს სჭამს, მეორე მეორეს

                                                                                                Posted by: rtuli 21 Nov 2008, 13:25
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                მიქსერით თუ ხელით უნდა გავაკეთო ცომი?

                                                                                                კეკსის ცომში ძირითადად კარაქი ფიგურირებს(ან მარგარინი) ამიტომ მიქსერით თქვეფავ შაქართან ერთად.
                                                                                                პ.ს. თუ გინდა რომ კარგად გაითქვიფოს ,უნდა ჯამი (სადაც თქვიფავ) დადგა ორთქლის აბაზანაზე,როგორც შეატყობ რომ კარაქი უკვე კარგად აირია შაქართან,გადმოდგავ და კარგად გათქვეფავ.ანუ ეს მიქსერით ითქვიფება.

                                                                                                კვერცხს რაც შეეხება,კარაქიან მასაში თითო-თითო უნდა შეათქვიფო მიქსერით და ერთგვაროვან ჰაეროვან მასამდე მიიყვანო.დანარჩენი მასალა ხის კოვზით უნდა შეურიო.

                                                                                                ფქვილი აუცილებლად უნდა გაიცრას+რაზრეხლიტელთან ერთად.არშეიძლება დიდხანს მორევა ცომის,ის ბევრ შებოვნებას გამოყობს და ცუდად ამოდის ცხობის დროს.
                                                                                                Peppi
                                                                                                QUOTE
                                                                                                ჩემი შვილი მხოლოდ "ცარიელ" კექსს ჭამს.

                                                                                                თუ ცარიელი კეკსი უყვარს,არგაგიკეთებია სგუშონზე(ანუ ცომი იზილება სგუშონზე) კეკსი?ძალიან გირჩევ.

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 21 Nov 2008, 13:33
                                                                                                rtuli

                                                                                                ეს რაზრიხლიტელის მაგივრად სოდა+ძმრით ან სოდა ლიმონის წვენით - ხომ ცვლის?

                                                                                                Posted by: rtuli 21 Nov 2008, 13:35
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                ეს რაზრიხლიტელის მაგივრად სოდა+ძმრით ან სოდა ლიმონის წვენით - ხომ ცვლის?

                                                                                                კი ცვლის

                                                                                                Posted by: Peppi 21 Nov 2008, 13:38
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                თუ ცარიელი კეკსი უყვარს,არგაგიკეთებია სგუშონზე(ანუ ცომი იზილება სგუშონზე) კეკსი?ძალიან გირჩევ.

                                                                                                არა, არ გამიკეთებიაsmile.gif თან რომ გავაკეთო - მერე უნდა გადავყარო დდი ნაწილი, რამდენი უნდა ჭამოს 2-3 დღეში? სულ 2-3 ნაჭერი, ან ინდივიდუალური, ერთ პორციანი კექსები.
                                                                                                ამასთან, ჩვენთან საკონდიტროში ისეთი კექსები იყიდება ჩვეულებრივი, ვენური, მოცხარის, შოკოლადის ბურთულებით- რომ სახლში არ ღირს წვალება . . . მე ვენური და მოცხარის მიყვარს, უფ, რა არის . . . smile.gif

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 21 Nov 2008, 14:04
                                                                                                ჩემი დისშვილიც ასევეა მხოლოდ უბრალო ნამცხვრები უყვარს ყველანაირი შიგსართის გარეშე და რადგან პარასკევია და დუდუ 3 დღე ჩვენთან იქნება უნდა გავაკეთო ჩვეულებრივი ნამცხვარი ან ხაჭოს ან მაწვნის..გადაიდო ქლიავის ნამცხვარი smile.gif

                                                                                                Posted by: Peppi 22 Nov 2008, 15:21
                                                                                                BAUSHKE_
                                                                                                QUOTE
                                                                                                ეხლა მესმის რას ქვია ეგ მოცარტის თვალი.

                                                                                                "მოცარტის თვალი", "მოცარტის ტკბილეული", "მოცარტის ბურთი" . . მოკლედ, ეს არის smile.gif
                                                                                                პერსონალურად შენთვის smile.gif

                                                                                                Posted by: BAUSHKE_ 22 Nov 2008, 16:55
                                                                                                Peppi

                                                                                                ოოო, რა კარგი პეპი ხარ. მერსი, მერსი და კიდე მერსი.


                                                                                                2kiss.gif



                                                                                                Posted by: rtuli 22 Nov 2008, 19:28
                                                                                                სატაფილოს პეჩენია
                                                                                                100 გრ.კარაქი
                                                                                                200 გრ. შაქარი
                                                                                                1 ცალი კვერცხი(შესაძლებელია არც იხმაროთ)
                                                                                                250 გრ.სტაფილო
                                                                                                1 პაჩკა რაზრიხლიტელი(1 ჩ.კ სოდა+1 ს.კ ძმარი)
                                                                                                400 გრ. ფქვილი

                                                                                                გავხეხოთ წმინდათ სტაფილო.
                                                                                                გავთქვიფოდ კარაქი+შაქარი,დაუმატოდ კვერცხი კიდევ ვთქვიფოდ 2 შუთის გგანმავლობაში.
                                                                                                შეურიოთ სტაფილო,სოდა და ფქვილი.მოვზილოთ ნაზი ცომი.გავაკეთოდ პატარა გუუნდები,დავალაგოთ ცხიმ მოსმულ,ფქვილ მოყრილ თუნუქის ფურცელზე.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი

                                                                                                Posted by: shtori 22 Nov 2008, 20:33
                                                                                                QUOTE
                                                                                                ნუშის ორცხობილის რეცეპტი

                                                                                                ვიცითო მაგრამ არ გეტყვითო თუ არ ვიცითო და ვერ გეტყვითო?

                                                                                                Posted by: BadbadGirl 22 Nov 2008, 20:54
                                                                                                აი ნახეთ , ასეთ ლამაზ ტორტებს ჩემი მეგობარი აცხობს და სამსახური მაინც ვერ უშოვია, სადაც არ წავიდა კველაგან ეუბნევიან კურსებიო ...
                                                                                                user posted image

                                                                                                Posted by: Peppi 22 Nov 2008, 21:19
                                                                                                BadbadGirl
                                                                                                QUOTE
                                                                                                აი ნახეთ , ასეთ ლამაზ ტორტებს ჩემი მეგობარი აცხობს და სამსახური მაინც ვერ უშოვია

                                                                                                რა სილამაზეაsmile.gif

                                                                                                ისე, www.youtube.com-ზე დადოს თავისი ვიდეოები და სხვებს ჩაუტაროს მასტერ კლასები . . . კომეტარებსაც დავუწერთ "გემრიელ-გემრიელს" და შეიძლება კლიენტებიც იშოვოსsmile.gif

                                                                                                Posted by: BAUSHKE_ 23 Nov 2008, 01:05
                                                                                                BadbadGirl

                                                                                                ჰელოუ კიტის ტორტი. rolleyes.gif მაგათ მაინც უთხრას ტორტებს გაგიკეთებთო, იქნებ აიყვანონ.

                                                                                                Posted by: Natia_N_N 24 Nov 2008, 12:23
                                                                                                BadbadGirl
                                                                                                ამ ტორტებს თბილისში აკეთებს? თუ კი, ჩათვალე მაისში 2 ტორტს მე ვიყიდი და საახალწლოდ კიდევ ერთს შევუკვეთავ. მტავარია სილამაზის შესადარი გემრიელიც იყოს smile.gif

                                                                                                Posted by: BadbadGirl 25 Nov 2008, 00:32
                                                                                                Mákos guba უნგრული ცხელი დესერტი smile.gif

                                                                                                გვინდა თეთრი პური ასე ნახევარი კილო. ძალიან გამხმარი უნდა იყოს. (საუეთესოა ბაგეტი.)
                                                                                                ყაყაჩო ან გატარებული ნიგოზი 200 გრამი (ორიგინალში არის ყაყაჩო)
                                                                                                რძე მაქსიმუმი 1.5 ლიტრი
                                                                                                შაქარი 6 ს.კოვზი
                                                                                                ვანილის შაქარი 1 სუფრის კოვზი
                                                                                                2. კვერხის გული
                                                                                                1 ს. კ. ფქვილი
                                                                                                1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა

                                                                                                1. აიღეღ გამხმარი პური და ჩაალბეთ რძეში ისე რომ მთლიანად დარბილდეს
                                                                                                2. მოამზადეთ პასტა: ყაყაჩოს ან გატარებული ნიგოზს + ლიმონის ცედრა, დაამატეთ 3 ს.კ შაქარი და რძე იმდენი რომ სმეტანისებრი კონსისტენცია უნდა მიიღოთ.
                                                                                                3. თუ პური კარგად დალბა, გადმოწურეთ რძე ქვაბში და დაამატეთ იმდენი რომ დაახლოებით 600 მლ რძე გქონდეთ. შემოდგით ცეცხლზე და აადუღეთ. Pური კი რალე ლამაზ გამჭირვალე ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ.
                                                                                                4. 50 მლ რძეში კარგად აურიეთ კვერცხის გულები, ვანილი 3 ს.კ შაქარი და რძე რომ ადურდება კარგად აურიეთ ეს მასა. ადუღებამდე არ მიიყვანოთ თორემ კვერცხის გულები დაიწყებენ ტივტივს.
                                                                                                5. ყაყაჩოს / ნიგვზის პასტა კარგად აურიეთ დალბობილ პურში და თავზე მოასხით მასა ნომერი 4.

                                                                                                სილამაზისათვის თავზე მოაყარეთ დაფშხვნილი ნიგოზი ან ყაყაჩო smile.gif


                                                                                                ჩემი აი ასეთი გამოვიდა ამიტომ სურათი არ გადავუღე და ნეტიდან დავდე პირდაპირ smile.gif

                                                                                                user posted image

                                                                                                Posted by: levanovna 25 Nov 2008, 02:03
                                                                                                აუფ..... დიიიიდი ნერწყვის ჩაყლაპვის სმაილიკი უნდა იყოს აქ წესიტ

                                                                                                Posted by: rtuli 25 Nov 2008, 16:29
                                                                                                ტორტი ,,ყველას ოცნება,,
                                                                                                100 გრ. შაქარი
                                                                                                3 ცალი კვერცხი
                                                                                                50 გრ. ფქვილი
                                                                                                50 გრ. სახამებელი(კრახმალი)
                                                                                                450 მლ.30% ნაღები(სლივკი)
                                                                                                200 გრ. თეთრი შოკოლადი
                                                                                                50 მლ.კოკოსის ლიქიორი
                                                                                                1დიდი ბანკა ანანასის რგოლები
                                                                                                ნაღების გასამაგრებელი(закрепитель сливок)
                                                                                                1 პაჩკა შაქრიანი ვანილი
                                                                                                0,5 ჩ.კ რაზრიხლიტელი
                                                                                                ქოქოსი

                                                                                                ნაღების ნახევარი(225 მლ.)გავათბოთ , ჩავყაროთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი,კარგად გავხსნად ერთგვაროვან მასამდე,გავაგრილოდ და შევDგათ მაცივარში 6 საათით.
                                                                                                მოვამზადოთ ბისკვიტი: კვერცხის გულები+შაქარი გავთქვიფოდ.ცალკე გავთქვიფოდ ცილა+შაქრიანი ვანილი.ნელა დაუმატოთ გათქვეფილი ცილები კვერცხის გულის მასას,ფქვილი+კრახმალი+რაზრიხლიტელი დავაცრათ კვერცხის მასას,ფრთხილად ამოურიოთ,ჩავასხათ მრგვალ (26 სმ)ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში ,180 გრადუსზე 20 წუთი.

                                                                                                ანანასის რგოლები დავჭრათ 1 სანტიმეტრიან ნაჭრებად(3 რგოლი შევინახოთ მოსართავად).
                                                                                                ანანასის 80 მლ.წვენი+50 მლ. ლიქიორი ავურიოთ და დავნამოთ ბისკვიტი.
                                                                                                დავალაგოთ ანანასის ნაჭრები.
                                                                                                გამოვიღოთ შოკოლადის მასა და კარგათ გავთქვიფოთ მიქსერით.გამოვა ღრუბელივით კრემი და გადაუსვათ ანანასის ნაჭრებს.
                                                                                                გავთქვიფოდ დანარჩენი ნაღები+ნაღების გასამაგრებელი.ამ ნაღებით მოვრთად ტორტის გვერდები და გაუკეთოდ ლამაზი კანტი ზემოდან.მოვაყაროთ ქოქოსი, მოვრთოდ ანანასის რგოლებით და ,,რაფაელოს,, ბურთულებით.

                                                                                                Posted by: n_j 28 Nov 2008, 11:57
                                                                                                ლიმონის კექსი

                                                                                                ინგრედიენტები მე თვალის ზომით განვსაზღვრე ამიტომ მიახლოებიტ იგულისხმება

                                                                                                2 კვერცხი
                                                                                                200-250 გრ შაქარი
                                                                                                2ლიმონი საშუალო ზომის
                                                                                                100გრ კარაქი
                                                                                                დაახლ. 400 გრ ფქვილი
                                                                                                სოდა ნახევარ ჩ.კ-ზე ოდნავ მეტი
                                                                                                200გრ არაჟანი
                                                                                                ვანილი სურვილისამებრ
                                                                                                ქიშმიში


                                                                                                კვერცხი დ შაქარი გათვიფე, დაამატე არაჟანი+ლიმნის ცედრა, ორივე ლიმნის მთლიანად, სოდა +ლიმნის წვენი და კარგად აურიე, ნელნელა შეათქვიფე გამდნარი კარაქი და შემდეგ გაცრილი ფქვილი, ანუ ზედ დააცერი და აურიე კარგად. ფქვილი შეურიე ნაწილ-ნაწილ რომ ცომის სისქე აკონტროლო, უნდა იყოს არაჟნის სისქის. შემდეგ ცხიმიან ფორმასი ჩაასხი და დაახლოებიტ 180გრადუსზე გამოაცხე.

                                                                                                ცომის ერტ ფენას რომ დაასხავ შეგიძლია სურვილისამებრ შოკოლადი დაახეხო და მერე მეორე ფენა ცომი

                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                Posted by: rtuli 28 Nov 2008, 12:04
                                                                                                n_j
                                                                                                Fორმის ზომაც მიუთითე რა.ზოგჯერ დიდ ფორმაში გამომცხვარი კეკსი პეჩენიას ემსგავსება biggrin.gif

                                                                                                Posted by: n_j 28 Nov 2008, 13:06
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                Fორმის ზომაც მიუთითე რა.ზოგჯერ დიდ ფორმაში გამომცხვარი კეკსი პეჩენიას ემსგავსება

                                                                                                არ გამიზომია არასდროს მაგრამ ათკვერცხიანი ტორტის ფორმები როა იმაზე ცოტა პატარაა

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 28 Nov 2008, 20:32
                                                                                                Breaky
                                                                                                miau
                                                                                                რთული (ეს იმ რეცეპტის ნაწილია რომელიც უნდა გასწავლოთ) wink.gif

                                                                                                შოკოლადის ნამცხვარი
                                                                                                © POMPADOUR MADAM DE

                                                                                                4 კვერცხი
                                                                                                2ჭიქა შაქარი
                                                                                                ვანილი
                                                                                                2 სუფრის კოვზი კაკაო და 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
                                                                                                150 გრ. არაჟანი (ან მაწონი)
                                                                                                სოდა ძმრით
                                                                                                2 სუფრის კოვზი დაჩა (ან კარაქი, მაგრამ მე ეს დაჩა ძალიან მომწონს ნამცხვრებში და ამიტომ დავწერე დაჩა)
                                                                                                3 ჭიქა ფქვილი (მზეკაბანი!!!! smile.gif)
                                                                                                4 კვერცხი +2 ჭიქა შაქარი+ ვანილი- კარგად ავთქვიფოთ ჩავამატოთ 2 სავსე სუფრის კოვზი ცხიმი (თქვენთვის სასურველი) + კაკაო და ყავა+არაჟანი (ან მაწონი) +სოდა-ძმრით (ჩაის კოვზის მეოთხედზე ცოტა მეტი)+3 ჭიქა ფქვილი კარგად ავთქვიფოთ. ცომი უნდა გამოვიდეს როგორც სქელი კრემი. გადავიტანოთ მასა ცხიმმოსმულ გამთბარ ფორმაში და შევდგათ გამოსაცხობად საშუალო ცეცხლზე. როდესაც გამოცხვება და გაგრილდება ზემოდან 1 ფილა გამდნარი შოკოლადი მოვასხათ და ვისაც ძალიან ტკბილი არ უყვარს შეიძლება შაქრის პუდრა.

                                                                                                გემრიელად მიირთვით.
                                                                                                ცოტა ხანში მზად იქნება და სურათებს დავდებ აქვე smile.gif

                                                                                                პ.ს. დღეს გავაკეთე-ში არ დავდე, მერე მიაუს უნდა ეწვალა და აქ გადმოეტანა2kiss.gif

                                                                                                wink.gif

                                                                                                Posted by: rtuli 28 Nov 2008, 23:02
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                შოკოლადის ნამცხვარი

                                                                                                რა მარტივია jump.gif
                                                                                                პ.ს.იცი რას მიუხვდი,ცომი არაჯნით უფრო ნაზი გამოდის,ვიდრე მაწონზე.თუ მომეჩვენა rolleyes.gif

                                                                                                ეს კი ჩემი რთული biggrin.gif თაფლიანი მანდარინის კეკსის რეცეპტი:

                                                                                                120 გრ.თაფლი(1 ს.კ.=20 გრ.)
                                                                                                70 გრ.კარაქი
                                                                                                2 ცალი კვერცხი
                                                                                                7 ს.კ. შაქარი
                                                                                                2 ს.კ.ლიქიორი
                                                                                                2 ჩ.კ.რაზრიხლიტელი
                                                                                                100 გრ. გერკულესი
                                                                                                0,5 ჩ.ჭ ნიგოზი დაჭრილი
                                                                                                3 ცალი მანდარინი
                                                                                                200 გრ.ფქვილი

                                                                                                3 ცალი მანდარინი მოვხარშოთ წყალში.ვადუღოთ 15 წუთი.გავაციოთ და დავაბლენდეროთ,ან ხორცსაკებ მანქანაში გავატაროდ.დაუმატოდ ნიგოზი.

                                                                                                თაფლი და კარაქი გავადნოთ,ნელ ცეცხლზე.შევაგრილოთ.
                                                                                                კვერცხი +შაქარი+;იქიორი კარგად გავთქვიფოდ მიქსერით.დაუმატოდ ფქვილი+რაზრიხლიტელი და გერკულესი.ჩავასხათ თაფლის მასა და ფრთხილად მოურიოთ.გამოვა ნაზი ცომი.

                                                                                                წაუსვათ კეკსის ყალიბს კარაქი,მოვაყაროდ ფქვილი,გადავიტანოთ ცომის ნახევარი,ზემოდან დავადოთ მანდარინის გულსართი,დავასხათ დანარჩენი ცომი.შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად,190 გრადუსზე 40-45 წუთით.

                                                                                                გამომცხვარ კეკს მოვასხათ შოკოლადის მინანქარი: 3 ს.კ კაკაო+0,5 ჩ.ჭ. შაქარი+3 ს.კ.რძე+ 50 გრ. კარაქი მივიყვანოთ დუღილამდე და გადმოვდგათ.

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 28 Nov 2008, 23:08
                                                                                                rtuli

                                                                                                კი რათქმაუნდა არაჟნით უკეთესია ვიდრე მაწვნით და მე იმ სნიკერსის ცომში აწი არაჟანს გავაკეთებ და არა მაწონს
                                                                                                კრემი იქნება პირადად ცხობის პროცესში აქ wink.gif

                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                ესეც ნამცხვარი რომელიც 5 წუთში ნახევარი დარჩა რაც მთავარია ოჯახის მთავარ კულინარს მოეწონა biggrin.gif

                                                                                                რაც მთავარია ეს ნამცხვარიც და წინაც რომელიც აქ დავდე - ესაა საყოველდღიურო უცებ გასაკეთებელი - სტუმარი მოვა და მომენტალურად გამოცხვება - ამ შემთხვევებში მართლაც რომ არაჩვეულებრივი ვარიანტია smile.gif

                                                                                                Posted by: rtuli 28 Nov 2008, 23:16
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                ესეც ნამცხვარი რომელიც 5 წუთში ნახევარი დარჩა

                                                                                                2kiss.gif ამ მომენტს მივეჩვიე უკვე,ჩემს შვილს თბილი უყვარს ნამცხვარი biggrin.gif
                                                                                                პ.ს. კოწახური ვიყიდე გღეს ბაზარში და რაღაცა რეცეპტი ამოვიკითხე ჟურნალ ,,ლიზაში,, უნდა ხვალ გამოვაცხო.
                                                                                                ერთი ის არის რომ წითელი სმაროდინის მაგივრად კოწახურს უზავ rolleyes.gif

                                                                                                Posted by: chorven:) 28 Nov 2008, 23:19
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                ბავშვი მომინათლეთ რაა biggrin.gif
                                                                                                bis.gif 2kiss.gif

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 28 Nov 2008, 23:19
                                                                                                rtuli

                                                                                                ა გდე კოფეეეეეე
                                                                                                boli.gif





                                                                                                biggrin.gif

                                                                                                Posted by: miau 29 Nov 2008, 17:17
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                შოკოლადის ნამცხვარი


                                                                                                მადამ, ამას არ მოუხდება კრემი? smile.gif - გული ,მიგრძნობს, ძალიან უნდა მოუხდეს არაჟნის კრემი დამტვრეული ნიგვზით და დაჭრილი ფორთოხლით wink.gif
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                პ.ს.იცი რას მიუხვდი,ცომი არაჯნით უფრო ნაზი გამოდის,ვიდრე მაწონზე.თუ მომეჩვენა

                                                                                                ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ არაჟნით უფრო ნაზი გამოდის და მაწვნით - უფრო ფუმფულა smile.gif

                                                                                                BadbadGirl
                                                                                                cry.gif

                                                                                                თუ ღმერთი გწამს, ნუ გვაღუიზიანებ და ყაყაჩოიან ნამცხვრებს ნუ აწყობ აქ, ძია ვანომ აკრძალა მაგისი იმპორტი ჩვენს სამშობლოში ნოარკომანების და ჩვენნაირი რიგითი უწყინარი კულინარების გულის გასახეთქად biggrin.gif

                                                                                                არადა, როგორ მიყვარს...



                                                                                                * * *
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                წითელი სმაროდინის მაგივრად კოწახურს უზავ 


                                                                                                რასაც ბაზარში კოწახურს ეძახიან, სინამდვილეში ქაცვის (აბლეპიხა) ერთ-ერთი ჯიშია და ვერ დააჯერებ გამყიდველებს biggrin.gif ჩვენც ხშირად ვიკენებთ მაგ ხილს ნამცხვარში smile.gif

                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                ა გდე კოფეეეეეე



                                                                                                თავაძეს მოსთხოვეთ, თავშენახული კაცია და კიდევ ექნება შემორჩენილი gigi.gif wink.gif
                                                                                                არ გვინდა "მაგისი გამომცხვარი" ტორტი, ჯანდაბას ჩვენ გამოვაცხოთ, მაგან ოღონდ ყავა მოიტანოს biggrin.gif

                                                                                                Posted by: BadbadGirl 29 Nov 2008, 17:27
                                                                                                miau
                                                                                                QUOTE
                                                                                                თუ ღმერთი გწამს, ნუ გვაღუიზიანებ და ყაყაჩოიან ნამცხვრებს ნუ აწყობ აქ, ძია ვანომ აკრძალა მაგისი იმპორტი ჩვენს სამშობლოში ნოარკომანების და ჩვენნაირი რიგითი უწყინარი კულინარების გულის გასახეთქად

                                                                                                ნიგოზით ბევრად უკეთესია!

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 29 Nov 2008, 19:40
                                                                                                miau
                                                                                                QUOTE
                                                                                                მადამ, ამას არ მოუხდება კრემი?  - გული ,მიგრძნობს, ძალიან უნდა მოუხდეს არაჟნის კრემი დამტვრეული ნიგვზით და დაჭრილი ფორთოხლით


                                                                                                ნუ ეს ნაწილია იმ ჩემი ცნობილი ნამცხვრის და კრემი სხვა აქვს, და ეს არის ძალიან სწრაფი გამოსაცხობი ჩაისთვის და მე ამის გამოცხობა (ან ხაჭოს ნამცხვრის) მიწევს ლამის ყოველდღე - ის გუშინდელი აღარაა და ხვალ დილას ისევ უნდა გამოვაცხო

                                                                                                Posted by: pipa 29 Nov 2008, 19:56
                                                                                                ცხობა აღარ მეხერხება, ტან ის რაც უამრავჯერ მაქვს გაკეთებული

                                                                                                Posted by: Solveig 30 Nov 2008, 15:23
                                                                                                ისე, სადაც ნიგოზი, თხილი და ნუშია, ყაყაჩო რა სახსენებელია smile.gif

                                                                                                QUOTE
                                                                                                წითელი სმაროდინის

                                                                                                კი არა, მოცხარის წვენს ვიყენებდი ხოლმე ოდესღაც რულეტის გულად, უფრო სწორად, როგორ: ერთ ჭიქა ახლადგამოწურულ წვენში ვურევდი ამდენივე შაქარს და ნიგოზს ისე, რომ სველი არ ყოფილიყო. გადავახვევდი და ვაცხობდი ჩვეულებრივად..ჩემებს მოსწონდათ.

                                                                                                Posted by: rtuli 30 Nov 2008, 15:31
                                                                                                miau
                                                                                                QUOTE
                                                                                                რასაც ბაზარში კოწახურს ეძახიან, სინამდვილეში ქაცვის (აბლეპიხა) ერთ-ერთი ჯიშია

                                                                                                sad.gif დედაჩემიც ამას მეუბნეოდა ,რომ აბლეპიხას ნაერსახეობაა და მე ჯიუტად არუჯერებდი.

                                                                                                Posted by: Solveig 30 Nov 2008, 15:34
                                                                                                rtuli
                                                                                                ნაღების გასამაგრებელი რა არის?

                                                                                                Posted by: rtuli 30 Nov 2008, 15:39
                                                                                                Solveig
                                                                                                QUOTE
                                                                                                ნაღების გასამაგრებელი რა არის?

                                                                                                закрепитель сливок ასე აწერია პაჩკას,რუსეთის გამოშვებაა.არვიცი ეხლა თუ იშოვება.
                                                                                                მაგრამ მე საკონდიტრო განყოფილებაში გამყიდველისგან საოცარი რამ შევიძინე,მითხრა სწრაფი ჯელატინია,ანუ სწრაფად იხსნება თქვეფის დროს და ის დაუმატე.იტალიურია და წონით ყიდიან,კილო 40 ლარი ღირს,100 გრ. ვიყიდე და დიდხანს მეყოფა. yes.gif

                                                                                                Posted by: bell 30 Nov 2008, 19:05
                                                                                                ბავშვებო რა მაინტერესებს მიკროტალღურში თუ შეიძლება ნამცხვრების და ტორტის გამოცხობა?
                                                                                                გრილ ფუნქცია აქვს
                                                                                                და მრგვალი ჟარონა უნდა ალბათ ხო? სად იშოვება ხო არ იცით?
                                                                                                ძალიან მინდა ნამცხვრის გამოცხობა cry.gif

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 30 Nov 2008, 21:39
                                                                                                bell
                                                                                                შუშის ფორმები რომელიც მიკროტალღოვან ღუმელშიც იხმმარება და ასევე გაზქურაშიც იყიდება სუპერში და ვაჟაზე უკვე ცოტა არჩევანია და დიღომში რომ გაიხსნა ახალი იქ ბევრი იყიდება
                                                                                                მე ძალიან მომწონს და ნამცხვრები ძალიან ჰაეროვანი გამოდის

                                                                                                Posted by: bell 1 Dec 2008, 10:05
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                შუშის ფორმები რომელიც მიკროტალღოვან ღუმელშიც იხმმარება და ასევე გაზქურაშიც იყიდება სუპერში და ვაჟაზე უკვე ცოტა არჩევანია და დიღომში რომ გაიხსნა ახალი იქ ბევრი იყიდება მე ძალიან მომწონს და ნამცხვრები ძალიან ჰაეროვანი გამოდის

                                                                                                რა კაია როგორ გამახარა შენმა პასუხმა, ძალიან დიდი მადლობაsmile.gif 2kiss.gif
                                                                                                არადა ვერ გამოაცხობო მეუბნებოდნენsmile.gif

                                                                                                Posted by: rtuli 1 Dec 2008, 19:02
                                                                                                მოცვის ტორტი
                                                                                                150 გრ. ფქვილი
                                                                                                75 გრ. კარაქი
                                                                                                1 ცალი კვერცხი
                                                                                                260 გრ. შაქარი
                                                                                                1 ს.კ. ლიმონის კანი
                                                                                                700 გრ. წითელი მოცვი
                                                                                                2 ს.კ.სახამებელი(კრახმალი)
                                                                                                2 ს.კ. საფანელი
                                                                                                6 კვერცხის ცილა
                                                                                                200 გრ. გატარებული ნუში
                                                                                                1 ს.კ. შაქრის პუდრი

                                                                                                ცომი: ფქვილი+ცივი კარაქის ნაჭრები(კუბიკებათ დაჭერით)+კვერცხი+60 გრ.შაქარი+ლიმონის ქერქი(ცედრა).მოვზილოთ,მოვათავსოთ ცელოფანში და მაცივარში გავაჩეროთ 30 წუთი.

                                                                                                გულსართი:გავთქვიფოთ ცილები+ცოტა მარილი+200 გრ. შაქარი,კარგად რომ ამოვა ბეზეს მასა დაუმატოდ ნუში და მოცვი(მოცვს დავაყაროთ სახამებელი და ამოურიოთ),ნაზად გადაურიოთ ინგრიდიენტები.

                                                                                                გავშალოთ ცომი(ადვილი ვარიანტია ცელოოფნებ შორის რომ მოათავსოთ ცომი) 36 სმ.ზე დიამეტრში(მრგვალად) და ჩავდოთ ცომი ,მრგვალ ყალიბში 26 სმ.დიამეტრით,გამოვა ყალიბის ფორმის ცომი,მოვაყაროთ ძირზე ,ცომს, საფანელი და გადავიტანოთ ბეზეს მასა.

                                                                                                შევდგათ ღუმელში 175 გრადუსზე და გამოვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში.
                                                                                                გამოვიღოთ,გავაციოთ,მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

                                                                                                პ.ს.მე ეგრედწოდებული კოწახური გამოვიყენე და გემრიელი გამოვიდა!

                                                                                                Posted by: MXK 1 Dec 2008, 20:45
                                                                                                rtuli, ცომს "რაზრეხლიწელი" ან სოდა არ უნდა, თუ ფენოვანივითაა? წინასწარ მადლობთ

                                                                                                Posted by: BadbadGirl 1 Dec 2008, 21:10
                                                                                                MXK
                                                                                                სანამ ავტორი მოვა მე გიპასუხებ. ეგ ცომი ე.წ. ფხვიერი ცომია ამიტომ რაზრიხატელს და სოდას არ საჭიროებს smile.gif

                                                                                                rtuli
                                                                                                ძააააალიან ლამაზია და დარწმუნებული ვარ გემოც ეგეთი კარგი აქვს როგორც შეხედულება smile.gif

                                                                                                Posted by: rtuli 1 Dec 2008, 21:14
                                                                                                MXK
                                                                                                QUOTE
                                                                                                ცომს "რაზრეხლიწელი" ან სოდა არ უნდა, თუ ფენოვანივითაა?

                                                                                                ეს უფრო პხვიერი ცომია,ანუ песочное.რადგან კარაქი ცივი უნდა იყოს მე ყველა მასალა ჩავყარე ჯამში(ცომის მასალა) და დანით დავკეპე,მერე ხელით ცოტა გადავზილე ,ერთგვაროვან მასამდე და მაცივარში შევდე.კარაქის ნამცეცები ისევ ეტყობოდა გაუშლელი smile.gif .გამოიღებ ერთს გადაზელავ და გაშლი.ცოტა რთული გასაშლელია,ცელოფანზე დადე ცომი,მეორე ცელოფანი გადააფარე და გაიშლება,ყალიბშიც ადვილად გადაიტან.ყალიბს კარაქი წაუსვი კარგად.
                                                                                                * * *
                                                                                                BadbadGirl
                                                                                                QUOTE
                                                                                                ძააააალიან ლამაზია და დარწმუნებული ვარ გემოც ეგეთი კარგი აქვს როგორც შეხედულება 

                                                                                                არავარ კარგი ფოტოგრაფი თორე უფრო ლამაზი გამომივიდოდა biggrin.gif.ისე მართლა გემრიელი გამოვიდა,დაველოდები მოცვის სეზონს და მოცვით უნდა გავაკეთო,უკვე წარმოვიდგინე რა არომატი დატრიალდება wink.gif

                                                                                                Posted by: Peppi 2 Dec 2008, 12:19
                                                                                                rtuli
                                                                                                კულინარი რომ ხარ საქები - არაა სადავო, მაგრამ ამდენ ტკბილეულს რომ აცხობ, თან ასე ხშირად - ვინ გყავს ასეთი მსუნაგი ოჯახში? wink.gif

                                                                                                პ.ს. ჩემთან თითო ნაჭერი თუ შევჭამეთ - ესეც დიდია . . მერე ძველდება - მე-3 დღეს ხომ არ იკადრებენ და გადაყრა მიწევს, ან 5-6 ნაჭრიან ნამცხვარს ხომ არ გამოვაცხობ . . . (:
                                                                                                ასეთ 'შავ" დღეში ვარ მე . . .

                                                                                                Posted by: n_j 2 Dec 2008, 15:56
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                მოცვის ტორტი

                                                                                                ძალიან მადისაღმძვრელია და ლამაზი

                                                                                                მაგრამ ერტ შესწორებას შევიტან თქვენის ნებართვით: მოცვი კი არ ქაცვი, ანუ ფოტოზე არის ქაცვის სახეობა, ჩვენში კოწახურად წოდებული

                                                                                                Posted by: rtuli 2 Dec 2008, 18:11
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                მოცვი კი არ ქაცვი, ანუ ფოტოზე არის ქაცვის სახეობა, ჩვენში კოწახურად წოდებული

                                                                                                მართალი ხარ მე ეგრედ წოდებული კოწახური ვიხმარე და სულ ბოლოში ავღნიშნე 2kiss.gif
                                                                                                მომოვალ სეზონზე მოცვს საყინულეში შევინახავ და ზამთრის პერიოდში ასეთი ტორტიკი მექნება სუფრაზე wink.gif ,თუმცა კოწახურითაც კარგი გამოვიდა up.gif

                                                                                                Posted by: MXK 2 Dec 2008, 19:23
                                                                                                BadbadGirl, გამოხმაურებისთვის გმადლობთ!

                                                                                                Posted by: dali19 3 Dec 2008, 18:30
                                                                                                rtuli გუდვილში ან პოპულში თუ იქნება ნაღები და ნაღების გასამაგრებელი. თქვენ სად ყიდულობთ იქნებ ის დამიწეროთ. გმადლობას გიხდით წინასწარ.

                                                                                                * * *
                                                                                                n_j მე-60-ე გვერდზე არის ტორტი ბავშვისათვის დაბადების დღის, სამი გოჭით.

                                                                                                * * *
                                                                                                tos-ka ჟელეს რეცეპტი მინდა ტორტების მოსართავად.

                                                                                                Posted by: rtuli 3 Dec 2008, 21:37
                                                                                                dali19
                                                                                                QUOTE
                                                                                                rtuli გუდვილში ან პოპულში თუ იქნება ნაღები და ნაღების გასამაგრებელი. თქვენ სად ყიდულობთ იქნებ ის დამიწეროთ. გმადლობას გიხდით წინასწარ.

                                                                                                პოპულში ვყიდულობ რუსეთის წარმოების ნაღებს,ყველგან არის ნაღები,ოღონდ ასათქვეფად ყველაზე კარგია 38%,გასამაგრებელი ვაგზალზე,(პასაჯის უკანა მხარეს),ჯერ ტანსაცმელებია,მერე მარცხენა მხარეს, ჭურჭლის გვერძე რიგში,იქ იყიდება უამრავი საცხობი ნივთები და საკმაზები.

                                                                                                Posted by: niki_ niki 3 Dec 2008, 22:04
                                                                                                rtuli
                                                                                                მოსწავლედ მაინც ამიყვანე, არ შეიძლება?! lol.gif
                                                                                                ყველა ნამცხვარი მიფუჭდება, მართალია მე არ მეჭმევა მაგარამ დანარჩენებს რა ვიყო lol.gif 2kiss.gif

                                                                                                Posted by: rtuli 3 Dec 2008, 22:10
                                                                                                niki19m
                                                                                                QUOTE
                                                                                                მოსწავლედ მაინც ამიყვანე, არ შეიძლება?!

                                                                                                მე სულ მცალია ,დათქვი დღე და მესტუმრე yes.gif

                                                                                                Posted by: niki_ niki 4 Dec 2008, 00:05
                                                                                                rtuli
                                                                                                შაბათს ან კვირას yes.gif

                                                                                                მაინც როცა მოახერხებ biggrin.gif

                                                                                                Posted by: n_j 4 Dec 2008, 10:48
                                                                                                dali19
                                                                                                QUOTE
                                                                                                მე-60-ე გვერდზე არის ტორტი ბავშვისათვის დაბადების დღის, სამი გოჭით.

                                                                                                ეს გოჭები და ყვავილები მე რ გამიკეთებია გამზადებული ვიყიდე

                                                                                                Posted by: Peppi 4 Dec 2008, 11:20
                                                                                                გუშინ მაინც მომიწია მაფინების გაკეთება (პატარა კაქსების):
                                                                                                ჩვეულებრივი;
                                                                                                შოკოლადის;
                                                                                                ჟირაფი (ანუ ზებრა) მაგრამ ჩემი შვილი ფერის გამო "ჯირაფს" ეძახის wink.gif
                                                                                                და
                                                                                                გაყინული კენკრის (მარწყვი, მალინა, მაყვალი და კურანტი იყო არეული ერთად - უფ, ძალიან მომეწონა, ტყის კენკრის ჩირით კი უმაგრესია, მაგრამ ასე კიდევ უფრო გემრიელია + ნაღებით ან ნაყინითsmile.gif

                                                                                                Posted by: tos-ka 4 Dec 2008, 13:40
                                                                                                dali19
                                                                                                QUOTE
                                                                                                tos-ka ჟელეს რეცეპტი მინდა ტორტების მოსართავად.


                                                                                                როგორ გინდა მორთო? პატარა ფიგურებად თუ ხილზე გადასასხმელად? ტკბილეულისთვის გჭირდება თუ თევზეულისთვის?

                                                                                                ყველა შემთხვევაში გამოგადგება სპეციალური საკონდიტრო ჟელეები სხვადასხვა არომატის და ფერის იყიდება. მე გირჩევდი წერეთელზე რომ დოლარ-სთორია, იმის გვერდზე არის საკონდიტრო მასალების მაღაზია. ხარისხიანი მოსართავები აქვთ, მარციპანის გამზადებული ფიგურებიც, დასადნობი შოკოლადი და ათასი რამ . . .
                                                                                                ჟელეს რაც შეეხება - თუ პატარა ფიგურებად უნდა დაჭრა, მაშინ შეფუთვაზე არც აწერია ის რეცეპტი არ შეცვალო, იმის მიხედვით გააკეთე. თუ ზემოდან მოსასხმელად გინდა ან ტოტის ზედაპირზე მთლიანად დასადებად - მაშინ სითხე უნდა დააკლო - მესამედი მაინც. შეიძლება სხვადასხვა ვარიაციები გააკეთო მაგ. ვარდისფერ(ან ნებისმიერ სხვა ფერ) ჟელეში ფორთოხლის ან მანდარინის ლებნით, ან "ბრჭყვიალა" ჟელე. უფრო კონკრეტულად დამიწერე რა გაინტერესებს და ზუსტად აგიხსნი smile.gif


                                                                                                Posted by: n_j 4 Dec 2008, 15:24
                                                                                                tos-ka
                                                                                                ბარემ ტორტზე ჟელეს დადების ტექნოლოგიაც აღგვიწერე

                                                                                                Posted by: Peppi 4 Dec 2008, 17:09
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                ბარემ ტორტზე ჟელეს დადების ტექნოლოგიაც აღგვიწერე

                                                                                                ეს რა გამახსენე . .

                                                                                                ისე მიყვარს, გერმანული ტორტია - ხაჭოს კრემით და ცოცხალი მალინის ჟელეთი . . . (ადრე დედაჩემიც აკეთებდა ქართულ სინამდვილეზე მორგებით) . . უგემრიელესიsmile.gif

                                                                                                Posted by: Solveig 4 Dec 2008, 17:15
                                                                                                QUOTE
                                                                                                გერმანული ტორტია - ხაჭოს კრემით და ცოცხალი მალინის ჟელეთი .


                                                                                                მე მიყვარს smile.gif ოღონდ მარტო კრემი და ჟელე biggrin.gif მართლა გემრიელია.

                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                ბარემ ტორტზე ჟელეს დადების ტექნოლოგიაც აღგვიწერე

                                                                                                მეც მაინტერესებს.

                                                                                                მე გავაკეთე ერთხელ, მაგრამ ნაჭერ-ნაჭერ ვადე და მაინც აიჩეჩა..თუმცა,ა ლუბლები ჰქონდა შიგ ჩატანებული და მაგით "გავიმართლე თავი" biggrin.gif

                                                                                                Posted by: BadbadGirl 4 Dec 2008, 17:19
                                                                                                მე ასე გამიკეთებია :
                                                                                                გამზადებულ ჟელეს მასას ვასხავ ტორტს ზემოდან.
                                                                                                აი ასე, ვიღებ საჭმლის ცელოფნები რომაა იმას და ვდებ ქვაბში ან ტორტის ფომაში, მერე ვაწყობ ტორტის ფენებს, კრემი ფენა კრემი ხილი და სულ ბოლოს თავზე ვახავ ჟელატინს და ვდებ მაცივარში.

                                                                                                მერე ამ ცელოფნის დახმარებით ვიღებ ტორტს ქვაბიდან და ისე ვრთავ როგორც მინდა.


                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 4 Dec 2008, 17:34
                                                                                                ვაშლის ფხვიერი ნამცხვარი
                                                                                                © POMPADOUR MADAM DE

                                                                                                1 კვერცხი+ერთი ჭიქა შაქარი და ავთქვიფოთ დავამატოთ მეოთხედი ჩაის კოვზი სოდა-ძმრით და ვანილი+300 გრამი კარაქი (ან დაჩა) და ფქვილი იმდენი რომ გამოვიდეს ფხვიერი ცომი - ცომი უნდა დაიკეპოს დანით. ამასობაში 4 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (სასურველია ბროცკი) დავთალოთ და გინდათ დახეხეთ გინდათ პატარა კუბიკებად დაჭერით და მოაყარეთ 1 ჭიქა შაქარი. შემდეგ ცომი ჩავყაროთ (ნახევარი) ფორმაში დავამატოთ ვაშლი და ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი ცომი და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.
                                                                                                გემრიელად მიირთვით.
                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                პ.ს. ნამცხვარი გამოცხობიდან 10 წუთში smile.gif მთლიანს ვეღარ მივუსწარი რომ სურათი გადამეღო smile.gif ეს ის ფორმებია (სუპერ-ში რაც კი ფორმა იყო თითქმის ყველანაირი ვიყიდე) რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს.

                                                                                                Posted by: dali19 4 Dec 2008, 17:45
                                                                                                tos-ka მინდა პატარა ფიგურებადაც რომ დავჭრა და ხილის ზემოდანაც რომ მოვასხა, ტორტის ზედაპირზე, ძალიან დიდი მადლობა, რომ შეწუხდი.

                                                                                                * * *
                                                                                                rtuli შაბათს ან კვირას წავალ პასაჟში ნაღების გასამაგრებლის საყიდლად. ძალიან დიდი მადლობა.

                                                                                                * * *
                                                                                                Peppiკურანტი რომელი ხილია?

                                                                                                Posted by: tos-ka 4 Dec 2008, 17:59
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                tos-ka
                                                                                                ბარემ ტორტზე ჟელეს დადების ტექნოლოგიაც აღგვიწერე

                                                                                                Solveig
                                                                                                QUOTE
                                                                                                მეც მაინტერესებს.


                                                                                                კარგი, ბატონო.
                                                                                                აქ ორი ვარიანტი მაქვს . . .
                                                                                                1. როცა ტორტი ზემოდან ხილითაა მორთული და დიზაინის შენარჩუნება გვინდა, ჯობია ჟელე ზემოდან მოვასხათ ტორტს (ბისკვიტის გასახსნელი ყალიბი ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ რომ ჟელე არ გადმოიწუწოს, თუმცა სქელი მასა გჭირდებათ და ეს ნაკლებად მოსალოდნელია)
                                                                                                2. თუ პრიალა ზედაპირი გჭირდებათ, მაშინ ტორტის ზომის (ცოტა დიდიც შეიძლება, კიდეებს შემოაჭრით) ლითონის ან შუშის ჭურჭელში ჩაასხით ჟელე, აცადეთ გაცივდეს, ზემოდან კრემი წაუსვით, მერე ბისკვიტი დაადევით და ტორტისთვის განკუთვნილ ლანგარზე გადმოატრიალეთ. ჟელე ზემოთ მოექცევა და ტორტის გვერდებსაც სურვილისამებრ მორთავთ.
                                                                                                * * *
                                                                                                dali19
                                                                                                QUOTE
                                                                                                tos-ka მინდა პატარა ფიგურებადაც რომ დავჭრა და ხილის ზემოდანაც რომ მოვასხა, ტორტის ზედაპირზე, ძალიან დიდი მადლობა, რომ შეწუხდი.


                                                                                                რა შეწუხებაა. ზემოთ უკვე დაგიწერე მთლიანი მასა როგორ დაადო ბისკვიტს. პატარა ნაჭრები კი სულაც არაა პრობლემა. სასურველი სიღრმის ლითონის ან შუშის სინზე დაასხი ჟელე, გააცივე, მერე ფიგურული დანით დაჭერი ან მზა ფიგურებით. ბავშვის სათამაშოები (ქვიშის) გამოგადგება smile.gif ტორტზე გადასატანად კი თხელი დანა გამოიყენე, რომ აღებისას არ დასერო. სულ ეს არის.

                                                                                                Posted by: Peppi 4 Dec 2008, 19:02
                                                                                                dali19
                                                                                                Peppiკურანტი რომელი ხილია?
                                                                                                სმაროდინაა რუსულად . .ქართულად ვერ ვიხსენებ . . . მოცხარი ყოფილა ესეც .. რა ყველაფერს მოცხარი ქვია ქართულად .. ეს წითელი მოცხარია . . ლექსიკონით . .

                                                                                                Posted by: dali19 5 Dec 2008, 10:14
                                                                                                Peppi გმადლობთ, მიმაგრებული სურათით გავარჩიე რომელი ხილიცაა.

                                                                                                Posted by: rtuli 5 Dec 2008, 18:27
                                                                                                გერკულესის ნამცხვარი სგუშონით
                                                                                                1,5 ჩ.ჭ. სწფად მზადებადი გერკულესი
                                                                                                1,5 ფქვილი+2,5 რაზრიხლიტელი+0.5 ჩ.კ. მარილი
                                                                                                1/3 ჩ.ჭ შაქარი
                                                                                                150 გრ.კარაქი
                                                                                                1 კვერცხი+1 გული
                                                                                                1/3 ბანკა სგუშონი
                                                                                                100 გრ.შოკოლადი
                                                                                                100 გრ.ქოქოსი
                                                                                                50 გრ. ნიგოზი

                                                                                                გავადნოთ კარაქი.
                                                                                                გავთქვიფოთ კვერცხი +შაქარი,დაუმატოდ კარაქი,გერკულესი და გაცრილი ფქვილი.
                                                                                                ეს ცომი გადავიტანოდ პერგამენტიტ მოფენილ ფორმაში (მრგვალში 26 სმ,ან ოთკუთხედში 20სმ-30სმ ზე).
                                                                                                ცომის ზემოდან დავასხათ სგუშონი,მოვაყაროთ ქოქოსი,გახეხილი შოკოლადი და ნიგოზი.

                                                                                                გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში(გავსინჯოთ ცომი ხის ჩხირით).


                                                                                                Posted by: BEKO 6 Dec 2008, 15:34
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                გერკულესის ნამცხვარი სგუშონით

                                                                                                ძალიან მაგარია რამე ჩანს, ვცდი აუცილებლადsmile.gif

                                                                                                ახლა ყარაყუმის რეცეპტი, მოსაყოლად გრძელი ამბავია, მაგრამ შედეგია, იფ-იფ-იფ!


                                                                                                ყარაყუმი

                                                                                                user posted image

                                                                                                ცომი: 4 კვერცხის გული, ნახევარი ჭიქა შაქარი, 500 გრ. გამდნარი კარაქი ან მარგარინი, სოდა-ძმრით, ვანილი, მარილი, ლიმონის ცედრა, ფქვილი, რამდნსაც შეიძელს, დაახლოებით 1 კგ.
                                                                                                ბეზე: 4კვერცხის ცილა, 6 სუფრის კოვზი შაქარი.
                                                                                                ვაშლის ხილფაფა -200 გრ.
                                                                                                მურაბები: სამნაირი მაინც, მიდის ნებისმიერი "თეთრი" მურაბა. ბლის, ლეღვის, საზამთროს, კომშის, მსხლის, ყურძნის.
                                                                                                ნიგოზი - დაჭრილი 1 ჭიქა

                                                                                                ახლა პროცესი.
                                                                                                ცომს ვყოფთ ორ ნაწილად, ერთი უფრო დიდი უნდა იყოს, მეორე, პატარა. დიდი ცომი ხელით გავწიოთ თუნუქის ფურცელზე.
                                                                                                პატარა ცომი დავჭრათ და შევდოთ საყინულეში 2 საათით.
                                                                                                აი, ასე:

                                                                                                user posted image

                                                                                                მურბაბი ამოვიღოთ თუშფალანგზე, დაახლოებით 400 გრამი თითო და გავავლოთ მდუღარე, რომ სიროფი და ზედმეტი წვენი მოშორდეს.
                                                                                                ცომზე ვუსმევთ ვაშლის ხილფაფას. შემდეგ ვანაწილებთ მურაბებს. მე ახლა საზამთროს, თეთრი ბლის და ლეღვის მურაბა მქონდა. მერე ვაყრით ნიგოზს.
                                                                                                აი, ასე:

                                                                                                user posted image

                                                                                                შემდეგ ვადებთ ბეზეს, და ზემოდან მოვახეხავთ გაყინულ ცომს.

                                                                                                user posted image

                                                                                                user posted image

                                                                                                ვაცხობთ 200 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი.
                                                                                                და გამოდის აი, ეს:

                                                                                                user posted image

                                                                                                მერე ვჭრით და მივირთმევთsmile.gif

                                                                                                Posted by: Antigone 6 Dec 2008, 15:39
                                                                                                BEKO
                                                                                                ეს შენ ახლა სახლში, მაცივარში გიდევს?

                                                                                                შენთან მოვრბივაააააააააარ

                                                                                                Posted by: Copula 6 Dec 2008, 17:43
                                                                                                BEKO
                                                                                                დზაააან მამა რამე სჩანს ეგ ყარაყუმი.

                                                                                                Posted by: niki_ niki 6 Dec 2008, 21:02
                                                                                                BEKO

                                                                                                ალბათ გემოც გადასარევი აქვს yes.gif

                                                                                                up.gif ესე სურათებით ნამდვილად ადვილი გასაგებია

                                                                                                Posted by: dali19 8 Dec 2008, 13:15
                                                                                                rtuli გერკულესის ნამცხვრისათვის ქოქოსის ფანტელები ხომ შEიძლება რომ ვიხმაროთ, თუ ცოცხალი ქოქოსი უნდა გავხეხოთ?

                                                                                                Posted by: rtuli 8 Dec 2008, 13:47
                                                                                                dali19
                                                                                                QUOTE
                                                                                                ფანტელები ხომ შEიძლება რომ ვიხმაროთ

                                                                                                ფანტელებს ვგულისხმობდი smile.gif

                                                                                                Posted by: tos-ka 8 Dec 2008, 14:43
                                                                                                მიაუმ გააკეთა უგემრიელესი ტერამისუ არაჟნის კრემით. პატარ-პატარა საიდუმლოებებს იმედია შესაბამის თემაში გაგვიმხელს smile.gif

                                                                                                Posted by: miau 8 Dec 2008, 15:32
                                                                                                tos-ka
                                                                                                QUOTE
                                                                                                მიაუმ გააკეთა უგემრიელესი ტერამისუ არაჟნის კრემით. პატარ-პატარა საიდუმლოებებს იმედია შესაბამის თემაში გაგვიმხელს


                                                                                                biggrin.gif

                                                                                                არაფერი განსაკუთრებული -

                                                                                                მაგარ, ტკბილ ყავაში ვურევთ კონიაკს და ამით ვჟღინთავთ ტურამისუს ბისკვიტებს, სასურველია ჯერ ჭურჭელში ჩავდოთ ბისკვიტები, შემდეგ დავნამოთ და შემდეგ ზემოდან წავუსვათ კრემი, შემდეგ ზემოდან ისევ გაჟღინთული ბისკვიტები, შემდეგ ისევ კრემი და ზემოდან ჩვეულებრივი, აცტეკური ხალხური კაკაო biggrin.gif
                                                                                                კრემი გავუკეთე სქელი არაჟნისა. არაჟანს გავუკეთე ნაღების შემკვრელი, ვანილი და შაქრის პუდრა, შემდეგ ნახევარი საათით შევდგი მაცივარშ გასაციებლად.

                                                                                                კარგი, ცხიმიანი ხაჭო ვერ ვიშოვნე, თორემ მაგასაც ვუკრავდი თავს შიგნით biggrin.gif

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 8 Dec 2008, 15:37
                                                                                                miau
                                                                                                QUOTE
                                                                                                ტურამისუს ბისკვიტებს


                                                                                                ეს გადმოაქართულე აბა user posted image

                                                                                                Posted by: miau 8 Dec 2008, 15:54
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE

                                                                                                ეს გადმოაქართულე აბა


                                                                                                პეჩენია "დამსკიე პალჩიკი" biggrin.gif

                                                                                                Posted by: n_j 8 Dec 2008, 15:56
                                                                                                QUOTE
                                                                                                მაგარ, ტკბილ ყავაში ვურევთ კონიაკს

                                                                                                სულ მაინტერესებდა აქ უნალექო ყავა იგულისხმება თუ ნალექიანი? თუ სულ ერთია? მე უნალექო მგონია...

                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                ტურამისუს ბისკვიტებს



                                                                                                ეს გადმოაქართულე აბა


                                                                                                Posted by: BadbadGirl 8 Dec 2008, 15:59
                                                                                                n_j
                                                                                                იდეაში იცი როგორაა, მაგარი ყავა მზადდება (ექსპრესოს მანქანები რომაა აი იმით ან მსგავსით ასე რომ ნალექი არ არის. სამაგიეროდ გემო და სურნელი უნალექო ხსნად ყავაზე ბევრად უკეთესია)

                                                                                                miau
                                                                                                მასკარპონე არ იყიდება მანდეთ ? smile.gif

                                                                                                Posted by: miau 8 Dec 2008, 16:02
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                მაგარ, ტკბილ ყავაში ვურევთ კონიაკს


                                                                                                უნალექო ყავა ან ესპრესო ან გაწურული ძალიან კარგი ნალექიანი ყავა smile.gif
                                                                                                მთავარია კარგი არომატი ჰქონდეს და რააც შეეხება კონიაკს -მე ისეტი კონიაკი ჩავასხი, მაგისი გულისთვის გაბარძგალებას მართლა რომ გააბარძგალებს biggrin.gif - 35 წლის ენისელი. smile.gif
                                                                                                მაინც ჯობია, რომ კონიაკი იყოს და არა ლიქიორი, თუ მიანცადამაინც-ან ყავის ან შოკოლადის ლიქიორი დაუმატე - გამოცდილებამ ასე მიჩვენა biggrin.gif



                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 8 Dec 2008, 16:05
                                                                                                miau
                                                                                                n_j
                                                                                                user posted image

                                                                                                Posted by: n_j 8 Dec 2008, 16:06
                                                                                                miau
                                                                                                BadbadGirl
                                                                                                გმადლობთ smile.gif

                                                                                                Posted by: miau 8 Dec 2008, 16:18
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                ვაშლის ფხვიერი ნამცხვარი


                                                                                                დედააა, რა გემრიელია sad.gif
                                                                                                BEKO

                                                                                                რაღაც საინტერესო ჩანს აშკარად და ერთხელ გამოვაცხობ.

                                                                                                Posted by: tos-ka 8 Dec 2008, 16:35
                                                                                                BadbadGirl
                                                                                                QUOTE
                                                                                                miau
                                                                                                მასკარპონე არ იყიდება მანდეთ ? 



                                                                                                კი იყიდება, მაგრამ რაცხა გემოზე ეს უფრო მოგვეწონა . . . wink.gif

                                                                                                Posted by: BadbadGirl 8 Dec 2008, 16:37
                                                                                                მე კიდე პროტესტის გამოცხადება მინდოდა რატომ არ იყიდება მანდ მასკარპონეთქო smile.gif


                                                                                                ძალიან პროტესტულ ხასიათზე ვარ ეს ბოლო თვეებია! sad.gif

                                                                                                Posted by: rtuli 8 Dec 2008, 18:20
                                                                                                miau
                                                                                                QUOTE
                                                                                                35 წლის ენისელი.

                                                                                                ეს როგორ გაიმეტე ტირამისუზე vik.gif







                                                                                                პ.ს. დაგჩა კიდე რამე ბოთლის ბსკერზე? rolleyes.gif biggrin.gif

                                                                                                Posted by: rtuli 8 Dec 2008, 18:49
                                                                                                პონჩიკები

                                                                                                530 გრ. ფქვილი
                                                                                                15 გრ.საფუარი
                                                                                                0,5 ჩ.კ. მარილი
                                                                                                60 გრ. შაქარი
                                                                                                1 ცალი კვერცხი
                                                                                                310 მლ. წყალი
                                                                                                30 გრ. მარგარინი დარბილებული

                                                                                                გავხსნად საფუარი თბილ წყალში,და შევიყვანოდ დანარჩენი მასალა ვზილოთ 10 წუთის განმავლობაში.
                                                                                                საკმაოდ ჩვილი ცომია.
                                                                                                დავDგათ გასაფუებლად ,გადავზილოთ,კიდევ დავაცადოთ 1,5 საათით ამოსვლა და გადავზილოთ.
                                                                                                გავაჩეროთ 1 საათი,გადმოვიღოთ მაგიდაზე,მოვაჭრათ ბატარა გუნდები,გავაბრტყელოთ,დავასვენოთ 30 წუთით,ჩაუდოთ გულსართი მოხარშული კრემი,ხილის ფაფა ან საერთოდ არაფერი და გამოვაცხოთ ზეთ ჩასხმულ ქვაბში.

                                                                                                გულსართს როცა ჩაუდებთ,მისცემთ ფორმას და ცოტახანს დააცდით ,ცომი უფრო ელასტიური ხდება და ფუმფულა

                                                                                                Posted by: BadbadGirl 12 Dec 2008, 15:40
                                                                                                შაფრანის პური- saffransbröd.

                                                                                                1 გრ შაფრანს დაასხით 4 ს.კ მდუღარე წყალი და დაგით მინ 7 საათი მაქსიმუმი 12 საათით. (საუკეთესოა ღამე თუ გააკეთებთ ასე და მერე დილას გამოაცხობთ )

                                                                                                გვინდა :
                                                                                                50 გრ დროჟი/საფუარი ტკბილი ცომისათვის
                                                                                                150 გრ გამდნარი კარაქი ან მარგარინი
                                                                                                500მლ რძე
                                                                                                2ც კვერცხი (1 ცომისათვის , 1 თავზე გადასასმელად)
                                                                                                2 ჭიქა შაქარი
                                                                                                2.ჩ.კ. ვანილის შაქარი
                                                                                                ფქვილი 900 - 1000 გრ
                                                                                                100 გრ ქიშმისი
                                                                                                100 გრ დაჭრილი ნუში

                                                                                                ვზილავთ ცომს.
                                                                                                1. გამდნარ კარაქს ჩაასხავთ რძეში და გააცხელებთ 37 გრადუსამდე დააამატებთ დროჟს და კარგად აურევთ. დაამატებთ შაქარს, მარილს და კიდევ კარგად ამოურევთ.
                                                                                                2. დიდი თასში მოათავსებთ ფქვილს (16 დეცლიტრით დაიწყეთ) აურევთ ვაინილს გაუკეთებთ ჩაღრმავებას . ჩაასხავთ მასა #1, კვერცხს + წინა ღამეს დაყენებულ შაფრანს. მოზილავთ ცომს კარგად და დადგავთ თბილ ადგილას.
                                                                                                3. ცომი რომ ამიფუვდება ერთცელ, გადაზილავთ ქიშმიშთან და დაჭრილ ნუშთან ერთად. (ცოტა მოიტოვეთ მოსართავად)
                                                                                                დადგით თბილ ადგილას და ადელოდეთ ამოფუვებას.

                                                                                                როცა ცომი ამოფუვდება გააკეთეთ პატარა გუნდები და მიეცით ისეთი ფორმა როგორიც გინდათ. თავზე გადაუსვით კვერცხი და მოაყარეთ დაჭრილი ნუში და ქიშმიში.

                                                                                                Posted by: n_j 12 Dec 2008, 16:55
                                                                                                BadbadGirl
                                                                                                QUOTE
                                                                                                ფქვილი 15-17 დეცილიტრი

                                                                                                ანუ?
                                                                                                ჩვენებურად რამდენი? rolleyes.gif

                                                                                                Posted by: BadbadGirl 12 Dec 2008, 17:06
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                ჩვენებურად რამდენი? rolleyes.gif

                                                                                                vis.gif

                                                                                                ძლივს მოვძებნე sad.gif

                                                                                                ჩავასწორე ზევით smile.gif
                                                                                                ერთ კილომდე სჭირდება ფქვილი smile.gif

                                                                                                Posted by: BAUSHKE_ 12 Dec 2008, 17:19
                                                                                                BadbadGirl
                                                                                                ცუდო გოგო, დროჟი რა არს? wink.gif

                                                                                                kar.gif

                                                                                                Posted by: BadbadGirl 12 Dec 2008, 17:31
                                                                                                BAUSHKE_
                                                                                                QUOTE
                                                                                                დროჟი

                                                                                                ?

                                                                                                აბა ?
                                                                                                საფუარი ?? tongue.gif კაი გადავასწორებ biggrin.gif

                                                                                                Posted by: zviangi 13 Dec 2008, 02:48
                                                                                                გამარჯობა კულინარებს bis.gif
                                                                                                დამეხმარეთ თუ ვინმეს გაქვთ ჩიტის რძის რეცეპტი, აი ისეთის პირში რო დნება chups.gif ჯერ კრემი, მერე გათქვეფილი ბეზე და მერე მინანქარი ბოლო
                                                                                                ფიფიტას.
                                                                                                მადლობა წინასწარ

                                                                                                Posted by: rtuli 13 Dec 2008, 18:50
                                                                                                zviangi
                                                                                                QUOTE
                                                                                                ჯერ კრემი

                                                                                                მე უკრემოდ ვიცი,მარტო ბეზეთი და მინანქრით.
                                                                                                ისე საკონდიტრო განყოფილებაში მოძებნე.

                                                                                                Posted by: kokogorgo 13 Dec 2008, 21:13


                                                                                                დღეს გავაკეთეში დავდე თხოვნა, აქაც ვიმეორებ.

                                                                                                მჭირდწბა ფორტოხლის ტორტის რეცეპტი[ ცომში მოხარშული ფორთოხალი და ფქვილის მაგივრად ვანილის ორცხობილა,]

                                                                                                წინასწარ მადლობას გიხდით

                                                                                                Posted by: rtuli 16 Dec 2008, 22:47
                                                                                                მსხლის პეროგი

                                                                                                100 გრ.შაქარი
                                                                                                200 გრ.კარაქი
                                                                                                400 გრ. ფქვილი

                                                                                                მოვზილოთ ფხვიერი ცომი,ცელოფანში მოვათავსოთ და მაცივარსი 30 წუთით გავაჩეროდ.

                                                                                                გულსართი:
                                                                                                10 ცალი საშვალო მსხალი(გულაბი,ალექსანდრია),დავჭრათ მოგრძო ნაჭრებათ 1,5 სმ. სისქის(თხელი არშეიძლება).გავაცხელოთ ტაფა,ჩავაგდოთ 100 გრ. კარაქი,დავაყაროთ დაჭრილი მსხლის ნაჭრები,მოვაყაროთ 50 გრ. შაქარი,
                                                                                                დავახეხოთ ცოტა მუსკატის კაკალი,ვანილი,კარიცა და ვშუშოთ 20 წუთის განმავლობაში.
                                                                                                გადავიღოთ თუშფალანგზე და გავაციოთ,თან ზედმეტი წვენი ჩამოიწურება.

                                                                                                ავიღოთ მართკუთხედი ფორმა 30სმ.-50 სმ. წაუსვათ ძირზე კარაქი,გავშალოთ ცომი ისე რომ ფორმაში ჩადებულ ცომს გვერდები ქონდეს(ანუ ფორმის ზომაზე დიდი),ცოტა ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ ცომი და დავალაგოდ გაციებული მსხლის ნაჭრები(ბევრი უნდა ელაგოს მსხალი).

                                                                                                შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში,30-40 წუთით(ცომს დაეტყობა სიყავისფრე).
                                                                                                გამოვიღებთ ღუმელიდან და გადაუსმევთ დარჩენილ წვენს(სულ არა ,მე ბევრი მომჩა).

                                                                                                Posted by: Peppi 16 Dec 2008, 23:21
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                მსხლის პეროგი


                                                                                                ოო, როგორ მიყვარს, განსაკუთრებით არაჟანთან ერთადsmile.gif

                                                                                                ისე, ჯოლო რომ ახსენე, მაშინ გამახსენდა, რომ სახლში მქონდა და ფუნთუშებში უნდა მექნა - "კარამბოლა", ანუ "ვარსკვლავა ხილი", იცი ამბათ, ულამაზესია და ციტრუსის+სხვა ხილის არომატიც ააქვსsmile.gif

                                                                                                ამ ხილით არის ეგ პეროგი ძალიან გემრიელი კიდევ, თუმცა მე ისე მიყვარს, ვაშლითაც არ ვამბობ უარსsmile.gif

                                                                                                მოვძებნი ეხლა სურათს -

                                                                                                Posted by: BadbadGirl 16 Dec 2008, 23:32
                                                                                                Peppi
                                                                                                QUOTE
                                                                                                "კარამბოლა",

                                                                                                ვერ დავუმუღამე ვერაფრით sad.gif ვერც კი ვჭამ sad.gif


                                                                                                ზემოთ თემაში ვნახე შენი ფუნთუშები smile.gif
                                                                                                რაააააააა ლამაზეეებიიიიაააააა და დარწმუნებული ვარ გემრიელებიც !!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

                                                                                                Posted by: Peppi 16 Dec 2008, 23:36
                                                                                                BadbadGirl
                                                                                                QUOTE
                                                                                                ვერ დავუმუღამე ვერაფრით

                                                                                                მე კიდევ ჩაიშიც ვუშვები არომატისთვის . .

                                                                                                გადავცემ ჩემს ფუნთუშებს smile.gif

                                                                                                Posted by: rtuli 17 Dec 2008, 11:22
                                                                                                Peppi
                                                                                                QUOTE
                                                                                                "კარამბოლა", ანუ "ვარსკვლავა ხილი", იცი ამბათ, ულამაზესია და ციტრუსის+სხვა ხილის არომატიც ააქვს

                                                                                                გამისინჯია,საინტერესო შეხამება აქვს,მომჯავო-მოტკბო ხილის ბუკეთის.
                                                                                                მე პაპაია ვერ დავამუღამე ვერანაირად,სამაგიეროდ მანგოზე და ანანასზე ვაბოდებ.

                                                                                                ძალიან მიყვარს ანანასის და ლორის შეხამება,ანუ ღუმელში იწვება ლორი ანანას მოყრილი up.gif

                                                                                                Posted by: nanana 17 Dec 2008, 11:27
                                                                                                QUOTE
                                                                                                მე პაპაია ვერ დავამუღამე ვერანაირად,სამაგიეროდ მანგოზე და ანანასზე ვაბოდებ.


                                                                                                აუ მეეეც საერტოდ არაფრის არომატი არ აქვს პაპაიას. ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა მაგ. მანგოს და შებოლილი ქათმის ხორცის შეხამება ასეთი მაგარი თუ იქნებოდა. შენ ქე გეცონიდება rtuli biggrin.gif

                                                                                                P.შ. გილოცავთ ბარბარობას bis.gif

                                                                                                Posted by: BadbadGirl 17 Dec 2008, 16:24
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                ანანასის და ლორის შეხამება,ანუ ღუმელში იწვება ლორი ანანას მოყრილ

                                                                                                +1

                                                                                                პიცას ვყიდულობ ხოლმე ანანასით და ლორით smile.gif

                                                                                                Posted by: niki_ niki 17 Dec 2008, 22:37
                                                                                                მე ვერ ვამუღამებ რამე ხილს ხორცთან ან სხვა რამესთან biggrin.gif

                                                                                                Posted by: tekla 18 Dec 2008, 09:34
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                ლიმონის კექსი

                                                                                                ინგრედიენტები მე თვალის ზომით განვსაზღვრე ამიტომ მიახლოებიტ იგულისხმება

                                                                                                2 კვერცხი 200-250 გრ შაქარი 2ლიმონი საშუალო ზომის 100გრ კარაქი დაახლ. 400 გრ ფქვილი სოდა ნახევარ ჩ.კ-ზე ოდნავ მეტი 200გრ არაჟანი ვანილი სურვილისამებრ ქიშმიში

                                                                                                კვერცხი დ შაქარი გათვიფე, დაამატე არაჟანი+ლიმნის ცედრა, ორივე ლიმნის მთლიანად, სოდა +ლიმნის წვენი და კარგად აურიე, ნელნელა შეათქვიფე გამდნარი კარაქი და შემდეგ გაცრილი ფქვილი, ანუ ზედ დააცერი და აურიე კარგად. ფქვილი შეურიე ნაწილ-ნაწილ რომ ცომის სისქე აკონტროლო, უნდა იყოს არაჟნის სისქის. შემდეგ ცხიმიან ფორმასი ჩაასხი და დაახლოებიტ 180გრადუსზე გამოაცხე.

                                                                                                ცომის ერტ ფენას რომ დაასხავ შეგიძლია სურვილისამებრ შოკოლადი დაახეხო და მერე მეორე ფენა ცომი


                                                                                                ეს გავაკეთე და არ ამოვიდა sad.gif
                                                                                                რატო არ ვიცი sad.gif
                                                                                                საერთოდ ასეთი ტიპის ნამცხვრები სულ მაწვალებს და რატომღაც იშვიათად ამოდის, ხომ ვერ მირჩევთ რამეს?

                                                                                                Posted by: n_j 18 Dec 2008, 10:27
                                                                                                tekla
                                                                                                სოდა ხო არ დაგავიწყდა? ან იქნებ ზალიან ცოტა უყავი? ზუსტად ასე გააკეთე როგორც წერია? ფქვილი ძალიან ბევრი არ უნდა თორემ ,,დამძიმდება" ცომი, ალადიკების ცომივით უნდა იყოს

                                                                                                არადა არ აის ძნელი sad.gif

                                                                                                Posted by: tekla 18 Dec 2008, 11:03
                                                                                                n_j
                                                                                                კი ნახევარი ჩაის კოვზი სოდქა ლიმონის წვენით ვუქენი. ცომიც არაჟანივით იყო,
                                                                                                შეიძლება გაზის ბრალი ყოფილიყო?

                                                                                                Posted by: n_j 18 Dec 2008, 11:32
                                                                                                tekla
                                                                                                QUOTE
                                                                                                შეიძლება გაზის ბრალი ყოფილიყო?

                                                                                                არა მგონია,გაზი გაზია, თავის ფუნქციას, ღუმელის გახურებას ხო ასრულებს?

                                                                                                საგონებელში ჩავვარდი rolleyes.gif
                                                                                                არადა მე მაგ კექსს ძალიან ხშირად ვაცხობ სხვადასხვა არომატებით და ინტერპრეტაციებიტ და ყოველთვის გამოდის.

                                                                                                ფერადი ჩირები რომაა იმით არის ძალიან ლამაზი, წვრილად დაჭრილს ვურევ ცომში, დარიჩინით, ფორთოხლით, ნიგვზიტ, გარგრით, ალუბლით და რითი აღარ ვაკეთებ ხოლმე და არასოდეს გამფუჭებია

                                                                                                იქნებ კიდევ სცადო?
                                                                                                ცეცხლი დაბალი რომ კარგად გამოშრობა-გამოცხობა მოასწროს და არ გდაიწვას გარედან

                                                                                                Posted by: tekla 18 Dec 2008, 12:06
                                                                                                n_j
                                                                                                აუცილებლად ვცდი კიდევ, არადა ისეთი მონდომებული ვიტავი ერთი სული მქონდა როდის გამოცხვებოდა sad.gif
                                                                                                ვეძებ მიზეზებს, ხან გაზს ვაბრალებ, ხან ფორმა იყო დიდითქო ვამბობ, ხან ფქვილი არ ვარგოდათკო, მაგრამ არ ვიცი რა sad.gif თან ახალი მიქსერი მაქვს და ისეთი ჟრიამულით ვაკეთებდი....

                                                                                                Posted by: n_j 18 Dec 2008, 12:12
                                                                                                tekla
                                                                                                QUOTE
                                                                                                ხან ფორმა იყო დიდითქო ვამბობ

                                                                                                ხო შეიძლება
                                                                                                მე მაგ მასას ვაცხობ 10 კვერცხიანი ტორტის ფორმაზე ცოტა პატარა ფორმა მაქვს და იმაში, 10 კვერცხიანისაშიც შეიძლება მაგრამ ცოტა დაბალი გამოვა'
                                                                                                ფოტოარ გაქვს, ჭრილში ?

                                                                                                ფქვილს რაც შეეხება ხო თეთრი ფქვილი იხმარე? მე მზეკაბანს ვხმარობ, კარგია

                                                                                                მთავარია ფქვილი არ იყოს ძველი,თორემ დაზეპილი გამოდის
                                                                                                ძველ ფქვილს გაცრის დროსაც მიხვდები, საცერში რაღაც ბუსუსიან ბურტულებს ტოვებს

                                                                                                აბა წარმატებები და გული არ გაიტეხო
                                                                                                * * *
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                ტორტი ,,ყველას ოცნება,,

                                                                                                ამის გაკეთებას ვაპირებ და რამდენიმე კითხვა გამიჩნდა
                                                                                                1). 3 კვაერცხიანი ბისკვიტი ძალიან პატარა(თხელი) არ გამოვა? და მარტო ერთი ფენაა ბისკვიტი ხო?შუაზე არ ვჭრით, ანუ ჭრილში ასეთი თანმიმდევრობა ექნება: ბისკვიტი, ანანასი, შოკოლადიანი კრემი და ზემოდან დეკორი

                                                                                                2) ქოქოსის ლიქიორი არ შეიძლება სხვა ალკოჰოლით ჩავანაცვლო?და რით?

                                                                                                26 სმ-იანი ფორმა ალბათ 10 კვერცხიანი ტორტის ფორმაა

                                                                                                აი შენი რეცეპტიც
                                                                                                http://forum.ge/?f=82&showtopic=33695527&st=1125

                                                                                                Posted by: kokogorgo 19 Dec 2008, 15:08
                                                                                                QUOTE
                                                                                                დღეს გავაკეთეში დავდე თხოვნა, აქაც ვიმეორებ.

                                                                                                მჭირდწბა ფორტოხლის ტორტის რეცეპტი[ ცომში მოხარშული ფორთოხალი და ფქვილის მაგივრად ვანილის ორცხობილა,]

                                                                                                წინასწარ მადლობას გიხდით



                                                                                                კულინარებო , თხოვნას გავიმეორებ. ნუთუ არავინ იცით ამ ტორტის რეცეპტი?

                                                                                                Posted by: rtuli 19 Dec 2008, 15:32
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                ამის გაკეთებას ვაპირებ და რამდენიმე კითხვა გამიჩნდა
                                                                                                1). 3 კვაერცხიანი ბისკვიტი ძალიან პატარა(თხელი) არ გამოვა? და მარტო ერთი ფენაა ბისკვიტი ხო?შუაზე არ ვჭრით, ანუ ჭრილში ასეთი თანმიმდევრობა ექნება: ბისკვიტი, ანანასი, შოკოლადიანი კრემი და ზემოდან დეკორი

                                                                                                2) ქოქოსის ლიქიორი არ შეიძლება სხვა ალკოჰოლით ჩავანაცვლო?და რით?

                                                                                                26 სმ-იანი ფორმა ალბათ 10 კვერცხიანი ტორტის ფორმაა


                                                                                                თხელი ბისკვიტია,შესაძლებელი ვარიანტია ორმაგი პორცია ცომი იხმარო,ამ შემთხვევაში დანამვა მეტი დასჭირდება.ჩემი ფორმა გვერდებიდან რომ იხსნება ისეთია და არამგონია შიგნით 10 კვერცხიანი ბისკვიტი გამოვიდეს,პატარაა.

                                                                                                მე სახლში მომზზადებული ფორთოხლის ლიქიორს ვხმარობ.და ხილის შეცვლა არმიცდია,ვფიქრობ ანანასი იდიალური ვარიანტია,თუმცა შეიძლება ცადო სხვა ხილით.

                                                                                                Posted by: auau 19 Dec 2008, 19:28
                                                                                                ნიგვზის რულეტი.
                                                                                                200გ კარაქი ან მარგარინი + 1.5 ჭიქა შაქარი გავთქვიფოთ. ამ მასას დავუმატოთ 2 კვერცხი და 1 ჭიქა მაწონი ან არაჟანი, ცოტა მარილი, ვანილი. 1/2 ჩაის კოვზი სოდა ან 1 პაკეტი ბაკპულვერი ავურიოთ 2 ჭიქა ფქვილში და შევურიოთ გათქვეფილ მასას. დავამატოთ ფქვილი ისე, რომ მოიზილოს ნაზი და ელასტიური ცომი. დაახლოებიტ ხაწაპურის ცომივით.ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს, მაგრამ ეცადეთ ბევრი ფქვილით არ გაამაგროთ.გავაკეთოთ 4მ - გუნდა და "ხდავასვენოთ" ხელსახოცგადაფარებული.

                                                                                                ამასობაში ვაკეთებთ გულსართს: 2 ჭიქა გატარებული ან გახეხილი ნიგოზი (ნუში, თხილი, ან ნარევი) + შაქარი გემოვნებით, 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა, 1/2 ჭიქა ქიშმიშისა და დაჭრილი კურაგის ნარევი, ვანილი. სურვილის მიხედვით - მუსკატი და მიხაკის ფხვნილი.
                                                                                                ცომის გუნდებს ვაბრტყელებთ თითის სისქეზე მართკუთხედის ფორმით, ვაყრით გულსართს და გვერდებამოკეცილს გადავახვევთ (ბლინჩიკებივით).

                                                                                                ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
                                                                                                ცხვება საშუალო ტემპერატურაზე.
                                                                                                ზედაპირი რომ მსუბუქად შეიბრაწება - მზად არის.





                                                                                                Posted by: miau 19 Dec 2008, 20:12
                                                                                                tekla
                                                                                                QUOTE
                                                                                                კი ნახევარი ჩაის კოვზი სოდქა ლიმონის წვენით ვუქენი. ცომიც არაჟანივით იყო,
                                                                                                შეიძლება გაზის ბრალი ყოფილიყო?

                                                                                                საერთოდ 400-500 გრამ ფქვიზე სტანდარტულად კექსისთვის გათვლილია 1 არასავსე ჩაის კოვზი სოდა ან ერთი პაკეტი ბაქპულვერი (რაზრიხლიტელი), შეიძლება სოდა ცოტა იყო, გარდა ამისა, არაჟნის სისქის ცომი ცოტა სათუთია და გახურებულ გაზქურაში კი უნდა შედგა გამოსაცხობად, მაგრამ ტემპერატურა უნდა არეგულირო, თავიდან საშუალო ცეცხლი მისცე, შემდეგ დაუკლო. სანამ სუნი არ გამოვა, არ გამოხსნა და გარდა ამისა, როგორც კი ფორმაში ჩაასხავ, მაშინვე ფრთხილად უნდა შედგა ქურაში, არ უნდა დააცადო, თუ სოდიანი ცომი ნაზი, მოზელილი ონმია, პირიქით - ცოტა დადგი გარეთ და შემდეგ გამოაცხვე, ასე უკეთ ცხვება.
                                                                                                smile.gif ეს ჩემი მცირე გამოცდილებიდან, ძალიან ხშირად მიწევს კექსების ცხობა ხშირი სტუმრიანობისა და ერთი პატარა სულიერის გამო, რომელსაც ძალიან უყვარს უკრემო ნამცხვარი და ჩემი პატარა ძმისშვილია wink.gif smile.gif

                                                                                                Posted by: MXK 19 Dec 2008, 23:23
                                                                                                rtuli, მეც მაქვს ამ ტორტთან დაკავშირებით კითხვა, ნაღებს რომელი ფირმისას ხმარობთ?

                                                                                                Posted by: rtuli 19 Dec 2008, 23:29
                                                                                                MXK
                                                                                                QUOTE
                                                                                                ნაღებს რომელი ფირმისას ხმარობთ?

                                                                                                სხვადასხვას,მთავარია 30% ნაკლები არიყოს.მაგალითად რუსეთის ვიყიდე პირველად როცა გამოვაცხე ,,დომიკ ვ დერევნე,,ეწერა ფირმა.ეხლა ვიყიდე VALIOს ფირმის და ყმაყოფილი დავჩი.

                                                                                                Posted by: INA-INA 23 Dec 2008, 20:34
                                                                                                rtuli

                                                                                                ეს 30 % რას ნიშნავს. სად ყიდულობ?

                                                                                                Posted by: n_j 23 Dec 2008, 21:24
                                                                                                INA-INA
                                                                                                QUOTE
                                                                                                ეს 30 % რას ნიშნავს. სად ყიდულობ?

                                                                                                ცხიმიანობას.
                                                                                                თუ ცხიმიანობა 30%-ზე ნაკლებია, არ გაითქვიფება, კრემი არ გაკეთდება
                                                                                                ვალიოს 38% ნაღები მართლა ძალიან კარგია

                                                                                                Posted by: INA-INA 23 Dec 2008, 21:28
                                                                                                n_j

                                                                                                მადლობა , თუ არ გეზარება ისიც ამიხსენი როგორ კეთდება? რაც არის იმას იყიდი, მერე როგორ კეთდება. დიდი ხანი უნდა თქვეფა და ამბები?

                                                                                                Posted by: nanana 23 Dec 2008, 22:01
                                                                                                INA-INA


                                                                                                ყინულებზე დადე ჯამი ნაღებით შაქრის ფხვნილი დააყარე და მიქსერით თქვიფე ცოტა ხანი. ჰაეროვანი უნდა იყოს, დაახლოებიტ ბეზესავით. სქელი არაჟნი კონსისტენციამდე არ უნდა მიიყვანო, თორემ ეკარგება მთელი ეშხი. ფხვნილიც მაგიტომ არის რეკომენდირებული რომ ჩვეულებრივი შაქარი ხელს უწყობს "გაკარაქებას" biggrin.gif ჰო, ვანილიც უნდა.
                                                                                                არასროს არ გამომიყენებია ნაღების შემკვრელი, მაგრამ უმშვენიერესი კრემი გამომდის.

                                                                                                Posted by: EXTRAORDINARY 24 Dec 2008, 20:46
                                                                                                ტორტები შესაბამის რუბრიკაშიო მარა ვერცერთი სურათი ვერ ვნახე ამიტომ აქ დავდებ ჩემს საქორწილო ტორტს. ძაან გემრიელობა იყოოვოოო. მე ვერ ვჭამე ჩემს ქორწილში ენტერო ვირუსი მეზგერა მაინცდამაინცsad.gif((

                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                Posted by: EXTRAORDINARY 24 Dec 2008, 22:02
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                არა საყვარელო მე ეს ტორტი შევუკვეთე ბელას და სანამ შევუკვეთავდი მანამდე ვეძებე როგორი დიზაინის მინდოდა და რა ფერი და ვინმე ცჩემნაირს რომ დაედო ასე სურათები ხომ გამიადვილდებოდა საქმე. ყვავილები იმდენნაირო ვნახე შესაბამის სექციებში რომ არა მგონია ვინმე აკეთებდეს ალბათ ყიდულობენ. ხოდა რაც შეეხება კრემს არ მომითხოვია ბელასთვის კრემის რეცეპტები უბრალოდ ვიცოდი რომ გემრიელს აკეთებდაა . ხოდა მართლა ძაან მაგარი იყოო. მასე რეცეპტების ნახვაც შეილება ინტერნეტში საყვარელოsmile.gif) ეხა რამე დიზაინი რომ მომინდეს ეს ამხელა ტემა უნდა ვათვალიერო არ ჯობია გაიოლებული საქმე სადაც მარტო სურათები იქნება და ვეტყვი ვისაც შევუკვეთავ რომ ასეთი და ასეთი მინდათქო . ანუ აქ კულინარები ხართ და ნამცხვრები და ტორტის მორთვა კი მარა ტორტების ცხობაზე ვერ დავდებ თავს და ჩვენ რა ვქნათ ამ შემთხვევაშიsmile.gif ვისაც რეცეპტები კი არა შეკვეთა უნდა ინდივიდუალური დიზაინით. ამის თქმა მინდააა სხვა არაფერი .

                                                                                                Posted by: rtuli 24 Dec 2008, 22:58

                                                                                                QUOTE
                                                                                                ინდივიდუალური დიზაინით


                                                                                                მე მაგალითად არამაქვს მხატვრული ნიჭი,ნუ არგამომდის დიდათ ყვავილები და ნავაროტკები,მაგრამ გემოვნება და შეგრძნება როგორი კრემი,რა ხილის შეხამება კარგად მესმის.

                                                                                                ვთვლი რომ სუპერ დიზაინის ტორტი დიდხანს ფორმა რომ შეინარჩუნოს და არამჯავდეს,ისეთი მასალისგან კეთდება რომ,მერე უგემური ხდება.აქ ეს ყვავილები მხოლოთ შაქრის პუდრით აკეთებენ,მარციპანი კი ძვირი დაუჯდებათ.

                                                                                                თან ძირითადათ ბისკვიტი ამოყავთ წყლის დამატებით,აკლებენ დანამვას და ა.შ.
                                                                                                მოკლედ იმის თქმა მინდა,მახინჯი მირჩევნია და გემრიელი ხარისხიანი. yes.gif

                                                                                                Posted by: rtuli 24 Dec 2008, 23:30
                                                                                                ფენოვანი ბულკები

                                                                                                450 გრ. ფქვილი
                                                                                                20 გრ. დროჯი(მშრალი მაგის ნახევარი)
                                                                                                5 გრ.მარილი
                                                                                                60 გრ.შაქარი
                                                                                                1 პაკეტი ვანილის შაქარი
                                                                                                170 მლ.რძე
                                                                                                1 კვერცხი და1 კვერცხის გული

                                                                                                მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ გასაფუებლად,გადავზილოთ და კიდევ დაველოდოთ ამოსვლას.
                                                                                                გავშალოთ ცომი(გამოდის ძალიან ნაზი ცომი)და წავუსვათ კარაქი 40 გრ.,მოვაყაროთ 2 ს.კ.შაქარი,გადავკეცოთ,კიდევ წავუსვათ 40 გრ. კარაქი+შაქარი გადავკეცოთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ.
                                                                                                შევდოთ მაცივარში და გავაჩეროთ 40 წუთი.გამოვიღოთ ცომი,გავშალოთ 1 სმ სისქეზე ,დავჭრათ ოთხკუთხედებათ,კონვერტივით გადავკეცოთ,მოვათავსოთ ლანგარზე(ახლოს ერთმანეთთან ),წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შტრეიზელი:
                                                                                                30გრ.ფქვილი+20 გრ.შაქარი+20გრ.კარაქი(გადაურიოთ ეს ყველაფერი და გამოგვივა ნამცეცები).

                                                                                                გავაჩეროთ 40 წუთი ლანგარზე ამოსასვლელად და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე

                                                                                                Posted by: EXTRAORDINARY 25 Dec 2008, 00:06
                                                                                                rtuli
                                                                                                სამაგიეროდ მე მაქვსsmile.gif) ტორტს სანამ არ გასინჯავ ვერ გაიგებ გემოს ხომ მართალია, ანუ ვისაც ტორტი დიდად არ უკვართ იმათაც რომ მოეწონებათ ძაან გემრიელიაო ანუ დიზანი უკვე აღარაფერ შუაშია . ისე დიზაინს + გემო ცუდი არ იქნება არანაირად.

                                                                                                Posted by: nin75 25 Dec 2008, 00:22
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                ფენოვანი ბულკები



                                                                                                რა საინტერესოა

                                                                                                მე ხვალ ვცდი და თუ გამომივა გეტყვით

                                                                                                ქალბატონო rtuli user posted image

                                                                                                Posted by: EXTRAORDINARY 25 Dec 2008, 16:18
                                                                                                Armonida
                                                                                                აი კიდევ ჩემნაირიsmile.gif)) ბელას საიტიც ააქვს? პირველად გავიგე

                                                                                                Posted by: Peppi 25 Dec 2008, 16:30
                                                                                                გუშინ "კარამბოლას" პეროგი გავაკეთე - სურათს მოგვიანებით დავდებ, ხაჭო-სმეტანის მოხარშული კრემით ("ჩიზ-კეიკის" კრემის ანალოგი გამოვიდა), კარამელიზირებული კარამბოლათი და პეროგის ბისკვიტის მოხალული ფხვნილით.

                                                                                                ძალზედ გემრიელი გამოვიდა.

                                                                                                რეცეპტი საკუთარი შემოქმედების და ინტერპრეტაციის შედეგია - ამიტომ, ჯერ "გამოსაქვეყნებელი" ფორმა და ფორმატი ვერ მიმიცია უდროობის გამო wink.gif

                                                                                                Posted by: rtuli 25 Dec 2008, 18:50
                                                                                                Peppi
                                                                                                QUOTE
                                                                                                გუშინ "კარამბოლას" პეროგი გავაკეთე

                                                                                                დაველოდები რეცეპტს,კარამბოლა არამაქვს მაგრამ ბალი,მანგო,გარგარი მაქვს.

                                                                                                nin75
                                                                                                მე ხვალ ვცდი და თუ გამომივა გეტყვით

                                                                                                ვნახოთ როგორ იშრომე,ისე ცოტა არიყოს რთულია ცოტათი გასაკეთებლად.


                                                                                                Posted by: Armonida 26 Dec 2008, 10:12
                                                                                                EXTRAORDINARY
                                                                                                არვიცი თუ აქვს biggrin.gif მაგიტო ვიკითხე ხო არ აქვს თქო biggrin.gif

                                                                                                Posted by: @kato@ 29 Dec 2008, 11:11
                                                                                                "ანიუტას" რეცეპტი მინდაააააა აი ლუიში და იდეალში რომ აკეთებენ გეცოდინებათ რა, აქ გადავქექე და ვერ ვიპოვე რაღაც იქნებ დამეხმაროთ sad.gif

                                                                                                Posted by: dali19 29 Dec 2008, 11:42
                                                                                                rtuli წყლის დამატებით როგორ კეთდება ბისკვიტი ძალიან მაინტერესებს. მე თვითონ სახლში ვაცხობ ბისკვიტს, მაგრამ ძალიან მიკვირს, სადაც ბისკვიტებს ყიდიან, მინახავს, რომ ცხელი ბისკვიტები ერთმანეთზე უწყვიათ და არ იტკეპნება .

                                                                                                * * *
                                                                                                rtuli ძალიან კი გაწუხებ, მაგრამ იქნებ მოიცალო და ფორთოხლის ლიქიორის რეცეპტიც დაწერო.

                                                                                                Posted by: n_j 29 Dec 2008, 12:11
                                                                                                ესეც ჩემი ტორტი ა ლა rtuli
                                                                                                ცოტა ინტერპრეტაციებით
                                                                                                http://www.radikal.ru
                                                                                                კრემის გაკეთებამ ცოტა გამაწვალა, მთლად ჰაეროვანი ვერ იყო მაგრამ გემოზე
                                                                                                up.gif up.gif

                                                                                                დიდი მადლობაrtuli-ს

                                                                                                Posted by: auau 29 Dec 2008, 15:42
                                                                                                n_j
                                                                                                რა კარგი გოგოები ხართ ყველა და როგორ მიხარია, ასეთი მაგარი კულინარები რომ იზრდებიან!

                                                                                                Posted by: rtuli 29 Dec 2008, 18:47
                                                                                                dali19
                                                                                                QUOTE
                                                                                                წყლის დამატებით როგორ კეთდება ბისკვიტი ძალიან მაინტერესებს

                                                                                                მე 10 კვეერცხზე როცა ვთქვეფავ 2 ს.კ. თბილ წყალს ვათქვეფავ.თან მე ცალკე ვთქვეფავ გულებს +შაქარი ნელა წყალს ვათქვეფავ,მერე ცილებს+შაქრიანი ვანილი.1/3 გათქვეფილ ცილებს ვტოვებ,ვაერთებ გულებს+ დანარჩენი ცილები+ ფქვილი გადაურევ ერთგვაროვან მასამდე და ბოლოს ნელა შეუერთებ დანარჩენ ცილას( ფქვილში რაზრიხლიტელს ვამატებ )
                                                                                                ასეთს ვაცხობ მე და კარგი გამომდის.

                                                                                                QUOTE
                                                                                                ფორთოხლის ლიქიორის რეცეპტიც დაწერო

                                                                                                ერთ თვეში იქნება ოღონდ მზად
                                                                                                biggrin.gif

                                                                                                სპირტი 90გრადუსიანი-1 ლიტრი (მე კარგი არაყი გამოვიყენე)
                                                                                                რძე-უმი- 1 ლიტრი
                                                                                                შაქარი - 1 კგ.
                                                                                                ფორთოხალი - 4 ცალი
                                                                                                ლიმონი - 1 ცალი

                                                                                                ფორთოხალი და ლიმონი ,თავისი ქერქიანად,წვრილად დაჭერი და 5 ლიტრიან პლასმასის ქილაში მოათავსე +სპირტი+რძე+შაქარი,მოუკარი თავი და დადგი ერთი თვის განმავლობაში,მხოლოდ მესამე დღეს კარგად მოურიე ხის კოვზით.
                                                                                                1 თვის მერე,მარლა გადავკეცოთ მრავალჭერ და გადავწუროთ ლიქიორი,ფორთოხალი კი კარგად დავაბლენდეროთ და გადავწუროთ.კიდე ერთხელ გავფილტროთ ეს ლიქიორი+ გადაწურული ფორთოხლის სითხე ბოთლებში და შევინახოთ.

                                                                                                პ.ს. მე შარშან მოვამზადე და ეხლა მომჩა 1 ლიტრი,ძალიან გემრიელია და ნამცხვრებში კარგი გამოსაყენებელიც არის!


                                                                                                მიაუსთან ბოდიში, და თუ გადასატანია რეცეპტი გადაიტანე rolleyes.gif

                                                                                                Posted by: unknown lady 29 Dec 2008, 19:15
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                ფენოვანი ბულკები



                                                                                                QUOTE
                                                                                                20 გრ. დროჯი(მშრალი მაგის ნახევარი)



                                                                                                ფენოვან ცომს დროჟს უშვრებიან? რატომ ვერ ვხვდები

                                                                                                Posted by: rtuli 29 Dec 2008, 19:18
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                კრემის გაკეთებამ ცოტა გამაწვალა, მთლად ჰაეროვანი ვერ იყო მაგრამ გემოზე
                                                                                                 

                                                                                                რატომ გაწვალდი!? რამდენ პროცენტიანი იხმარე ნაღები?

                                                                                                მე ღრუბელივით ამომდის კრემი.იქნებ თქვეფა დააკლდა!?

                                                                                                ისე ძალიან ორიგინალური გამოგივიდა,ფორთოხლის ნაჭრებით მორთე rolleyes.gif


                                                                                                nin75
                                                                                                QUOTE
                                                                                                რა საინტერესოა

                                                                                                აი ეს ფუნთუშები ცადე,ნამდვილად გამოგივა 2kiss.gif

                                                                                                საღამოთი მოზილე საფუარი და შედე მაცივარში;
                                                                                                2 ჩ.ჭ. თბილი რძე + 2,5 ს.კ. მშრალი დროჯი+230გრ.ფქვილი

                                                                                                დილით გამოიღე და ცომი მოზილე,ანუ საფუარს დაუმატე:

                                                                                                200გრ. კარაქი
                                                                                                200 გრ. შაქარი
                                                                                                0,5 ს.კ. მარილი
                                                                                                5 ცალი კვერცხი
                                                                                                950 გრ. ფქვილი

                                                                                                მოზილე,შეფუთე,როცა ამოვა გადმოიღე ცომი ,ორად გაყავი,გააბრტყელე ოთხკუთხედათ 50-25ზე,წაუსვი ფონჯით გამდნარი კარაქი და მოაყარე გულსართი.

                                                                                                გულსართი:
                                                                                                1,5 ს.კ. კარიცა
                                                                                                120 გრ. ყავისფერი შაქარი
                                                                                                105 გრ. შაქარი
                                                                                                შესაძლებელი დანამატები:ნიგოზი ან ქიშმიში ,ან ორივე.

                                                                                                გადაახვიე რულეტივით,ბოლოები მოუკარი,დაჭერი ორი თითის სისქეზე ,ანუ 2,5 სანტიმეტრზე,გადაალაგე პერგამენტ გაშლილ ლანგარზე და ცოტათი დატკეპნე ზემოდან ნაჭრები. გადააფარე ტილო და გააჩერე 30 წუთი ამოსასვლელად.
                                                                                                წაუსვი ,1 კვერცხი+1 ს.კ. რძე გათქვეფილი,ზემოდან და შედგი ღუმელში გამოსაცხობათ 180 გრადუსზე 15-20 წუთით.

                                                                                                გააცივე და გადაასხი გლაზური: 240 გრ. შაქრის ფხვნილი+ 3 ს.კ. ცხელი წყალი(გააცხელე ,არ აადუღო).


                                                                                                შეგიძლია მიირთვა თბილ მდგომარეობაში,ძალიან გემრიელებია smile.gif

                                                                                                პ.ს. ეს პორცია 40 ცალზეა გათვალისწინებული!!!

                                                                                                Posted by: unknown lady 29 Dec 2008, 19:21
                                                                                                n_j



                                                                                                შენ ტორტს პატარა ბურთებივით რო ადევს წრიულად რ არის? და ქოქოსი სად იყიდე ყველგან არი?


                                                                                                ახალი წელი მოდის და ....... biggrin.gif

                                                                                                Posted by: rtuli 29 Dec 2008, 19:26
                                                                                                unknown lady
                                                                                                QUOTE
                                                                                                ფენოვან ცომს დროჟს უშვრებიან? რატომ ვერ ვხვდები

                                                                                                ეს საფუვრიანი-ფენოვანი ცომია wink.gif ,ჩვეულებრივი ფენოვანი ცომისგან განსხვავდება და თუ ფენოვანი ცომი გაინტერესებს ცომეულ-ფქვილეულობის განყოფილებაში ნახავ yes.gif

                                                                                                Posted by: unknown lady 29 Dec 2008, 19:32
                                                                                                rtuli


                                                                                                არა ფენოვანი ცომი კი არ მაინტერესებს, ფენოვანი ცომი რომ შევუკვეთო და დროჟი გამირიონ მივხვდები?

                                                                                                ამ დროჟზე გართულება მაქვს. ანუ ჩვეულებრივ ფენოვანი ხაჭაპური რომ იყიდება იმაში ურევენ დროჟს გასაფუმფულებლად? sad.gif

                                                                                                Posted by: miau 29 Dec 2008, 20:17
                                                                                                unknown lady
                                                                                                QUOTE
                                                                                                ამ დროჟზე გართულება მაქვს. ანუ ჩვეულებრივ ფენოვანი ხაჭაპური რომ იყიდება იმაში ურევენ დროჟს გასაფუმფულებლად?


                                                                                                მეც მიყვრას კლასიკური ფენოვანი ცომი და საფუვრიანი ფენოვანი დიდად არ მეხატება გულზე smile.gif

                                                                                                Posted by: rtuli 29 Dec 2008, 21:48
                                                                                                unknown lady
                                                                                                QUOTE
                                                                                                ფენოვანი ცომი რომ შევუკვეთო და დროჟი გამირიონ მივხვდები?

                                                                                                აუცილებლად მიხვდები,ფენოვანი ცომი თხელი ფირფითებით იფრცქვნება და ხრაშუნაა.
                                                                                                საფუვრიანი-ფენოვანი რბილია და პურს ნასვრეტები რომ აქვს ისე უჩანს ცომსაც,წვრილი ნასვრეტები.


                                                                                                პ.ს. არგამაგიჟო ნუთუ ვერ გაარჩევ rolleyes.gif smile.gif

                                                                                                Posted by: unknown lady 29 Dec 2008, 22:12
                                                                                                rtuli

                                                                                                გაიხარე 2kiss.gif

                                                                                                QUOTE
                                                                                                არგამაგიჟო ნუთუ ვერ გაარჩევ




                                                                                                დროჟიანი ფენოვანი არ გამიგია და არც გაიმსინჯავს (მგონი biggrin.gif ) და იმედია გავარჩევ და უფრო დიდი იმედია გასარჩევად არ მექნება საქმე

                                                                                                miau

                                                                                                ვერ ვიტან დროჟს, ჯერ ერთი პატრიარქმაც თქვა ეგ სამარხო არ არისო , თან ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის

                                                                                                Posted by: n_j 29 Dec 2008, 22:31
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                კრემის გაკეთებამ ცოტა გამაწვალა, მთლად ჰაეროვანი ვერ იყო მაგრამ გემოზე
                                                                                                 


                                                                                                რატომ გაწვალდი!? რამდენ პროცენტიანი იხმარე ნაღები?

                                                                                                მე ღრუბელივით ამომდის კრემი.იქნებ თქვეფა დააკლდა!?

                                                                                                ისე ძალიან ორიგინალური გამოგივიდა,ფორთოხლის ნაჭრებით მორთე


                                                                                                ვალიოს 38 %-იანი ნაღები მქონდა და თეთრი შოკოლადი პოლონური, ნაღები გავათბე და შევურიე შოკოლადი, გავხსენი კარგად და მაცივარში დავდე, როგორც გეწერა, მაგრამ ათქვეფის დროს, რაღაცნაირად ცალცალკე წავიდა კრემი, გვიანი საღამო იყო, ვეღარ გავიდოდი საყიდლად, ამიტომ როგორც კარაქიანი კრემის დროს არსებბს ასეტი ხერხი, ორთქლზე რომ თქვეფავ და ერტგვაროვანი გამოდის, ისე გავაკეთე აქაც და შესაბამისად ჰაეროვანი აღარ იყო მაგრამ გემოზე ვერ დაიწუნებდი.
                                                                                                ბისკვიტი გადასარევი იყო, ასეთი კარგი ბისკვიტი არასდროს გამომსვლია და დავნამე ცედრა გარეული ფორთოხლის წვენით+ალკოჰოლი

                                                                                                პირში დნებოდა

                                                                                                Posted by: Solveig 29 Dec 2008, 22:38
                                                                                                unknown lady
                                                                                                QUOTE
                                                                                                თან ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის

                                                                                                საიდან მოიტანე? smile.gif

                                                                                                ამდენი ხანია, საფუარს იყენებს კაცობრიობა (ძველ ეგვიპტეში დაიწყეს პირველად) და აქამდე საიდან მოვაღწიეთ, აბა?

                                                                                                მერე მეორეც biggrin.gif გამომცხვარ პურში არანაირი საფუვრის უჯრედი აღარ რჩება, იმიტომ, რომ პური ცხვება მაღალ ტემპერატურაზე და ის უჯრედები წყდება...

                                                                                                მესამეც-სამარხო რატომ არაა ნეტავ? ცხოველური წარმოშობისაა? მართლა პატრიარქმა თქვა, თუ რომელიმე ენთუზიასტი საეკლესიო პირის მოსაზრებაა?

                                                                                                ლოლ, რას აღარ გაიგებს კაცი რა...ზიარება არის საფუვრიანი პურით და ღვინით...ღვინოში არ არის საფუარი? rtuli


                                                                                                ******

                                                                                                QUOTE
                                                                                                საფუვრიანი-ფენოვანი რბილია და პურს ნასვრეტები რომ აქვს ისე უჩანს ცომსაც,წვრილი ნასვრეტები.

                                                                                                მე ვაცხობდი ქადებს საფუვრიანი ცომისაგან და ძალიან კარგი გამოდიოდა..ოღონდ, ცომი ძალიან უნდა გათხელდეს და ცხიმიც სათანადოდ სჭირდება, რა თქმა უნდა.

                                                                                                Posted by: n_j 29 Dec 2008, 22:41
                                                                                                unknown lady
                                                                                                QUOTE
                                                                                                შენ ტორტს პატარა ბურთებივით რო ადევს წრიულად რ არის? და ქოქოსი სად იყიდე ყველგან არი?


                                                                                                ახალი წელი მოდის და ....... 

                                                                                                რაფაელოს ბურთულებია

                                                                                                ახალ წელს დაამშვენებს ნამდვილად გემრიელია და არა მსუყე

                                                                                                Posted by: rtuli 29 Dec 2008, 22:42
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                მაგრამ ათქვეფის დროს, რაღაცნაირად ცალცალკე წავიდა კრემი

                                                                                                რა საინტერესოა,მე ორჯერ გავაკეთე და ასე არმომსვლია.
                                                                                                იქნებ ქვაბი ნაღებიანი ქვაბი ისევ ცეცხლზე გედგა როცა შოკოლადს ადნობდი!? მურტალი თვისება აქვს შოკოლადს ძალიან ცხელზე იჭრება.

                                                                                                მე იტალიური შოკოლადი ვიხმარე ,მაგრამ ეხლა მეც პოლონური მაქვს ნაყიდი და ხვალ ვაპირებ ახალი ნამცხვრის გაკეტებას თითქმის მსგავსი კრემით და ვნახავ რა გამომივა,იქნებ შოკოლადის ბრალიც არის rolleyes.gif

                                                                                                QUOTE
                                                                                                დავნამე ცედრა გარეული ფორთოხლის წვენით+ალკოჰოლი

                                                                                                წინა გვერდზე დალის დაუდე ფორთოხლის ლიქიორის რეცეპტი და შეგიძლია მოამზადო ,თუ დაგჭირდა რათქმაუნდა.

                                                                                                Posted by: Solveig 29 Dec 2008, 22:49
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                მურტალი თვისება აქვს შოკოლადს ძალიან ცხელზე იჭრება.

                                                                                                ორთქლზე თუ ადნობ, მაშინაც?

                                                                                                მე ყოველთვის ორთქლს ვიყენებ და არ ამჭრია არცერთხელ, თუმცა ეგ (ჩემი აზრით) შოკოლადის ხარისხიანობით უფრო განისაზღვრება...მე ე. წ. "კუვერტურას" ვიყენებ ხოლმე-ვხეხავ და ორთქლზე ვადნობ.

                                                                                                თუ შოკოლადს ნაღებში ურევ, მაშინ კი შეიძლება მართლა აიჭრას, რადგან თვალით ვერ დაარეგულირებ ცხიმის და სითხის თანაფარდობას...ნაღებში ყოველთვის არის წყალი. ისე კი, რად უნდა აურიო? მაგას სჯობს, რძიანი შოკოლადი გამოიყენო თავიდანვე.

                                                                                                Posted by: rtuli 29 Dec 2008, 22:58
                                                                                                Solveig
                                                                                                QUOTE
                                                                                                შოკოლადის ხარისხიანობით

                                                                                                ეს უფროა მიზეზი.

                                                                                                QUOTE
                                                                                                ისე კი, რად უნდა აურიო?

                                                                                                ოოო,ეს განსაკუთრებული კრემის სახეობისთვის არის საჭირო.
                                                                                                ძალიან გემრიელი შეხამებაა სხვათაშორის.ნაღები+შოკოლადი
                                                                                                up.gif

                                                                                                Posted by: Solveig 29 Dec 2008, 23:38
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                ოოო,ეს განსაკუთრებული კრემის სახეობისთვის არის საჭირო.
                                                                                                ძალიან გემრიელი შეხამებაა სხვათაშორის.ნაღები+შოკოლადი

                                                                                                შეიძლება, მაგრამ მე ცალკე ნაღების კრემი მირჩევნია და ცალკე შოკოლადის..ანუ, ორივეთი რომ მორთო ნამცხვარი. smile.gif

                                                                                                Posted by: shtori 30 Dec 2008, 01:14
                                                                                                ნაღების კრემის რეცეპტები დადეთ რაა.
                                                                                                კი ვნახე მარა "კრემი ნაღების ფხვნილით" მე კიდე თხევადი ნაღები ვიყიდე და ახლა ვნახე რომ თურმე
                                                                                                QUOTE
                                                                                                საერთოდ ჯობია ფხვნილი იყიდო

                                                                                                mo.gif
                                                                                                სგუშონით თუ კეთდება რამდენი რამდენზე უნდა რომ თხელი არ გამოვიდეს. ან თუ მაინც ტხელი იქნება ჟელატინი რა დოზით უნდა, ან სხვა რამ რომ გაასქელოს. კიდე რა შეიძლება რომ შეერიოს.. შოკოლადი.. ხილი რამე? თუ არ დაიზარებთ და ზუსტ რეცეპტს მომცემთ(რამოდენიმე თუ იქნება უკეთესია smile.gif ) ძალიან გამახარებთ
                                                                                                jump.gif

                                                                                                Posted by: unknown lady 30 Dec 2008, 01:15
                                                                                                Solveig
                                                                                                QUOTE
                                                                                                საიდან მოიტანე?



                                                                                                QUOTE
                                                                                                ამდენი ხანია, საფუარს იყენებს კაცობრიობა (ძველ ეგვიპტეში დაიწყეს პირველად) და აქამდე საიდან მოვაღწიეთ, აბა?



                                                                                                მე იმ საფუარზე დავწრე ჩვენთან რომ შემოდის თურქეთიდან თორემ ზოგადად დროჟი რასაც ადრე იყენებდნენ ის არ არი ცუდი

                                                                                                პურს ეტყობა გემოზე რაღაც საშინელებას უშვრებიან,

                                                                                                QUOTE
                                                                                                ლოლ, რას აღარ გაიგებს კაცი რა...ზიარება არის საფუვრიანი პურით და ღვინით...ღვინოში არ არის საფუარი? rtuli

                                                                                                არა ზიარებისთვის პურს აცხობენ smile.gif

                                                                                                QUOTE
                                                                                                მართლა პატრიარქმა თქვა, თუ რომელიმე ენთუზიასტი საეკლესიო პირის მოსაზრებაა?


                                                                                                გგონია ვიგონებ? sad.gif

                                                                                                ჩემი აზრით, დღეს საშინელ პურს ყიდიან ისეა ზოგი გაფუებული ეგრევე დროჟის გემოგეცემა პირში

                                                                                                QUOTE
                                                                                                მერე მეორეც biggrin.gif გამომცხვარ პურში არანაირი საფუვრის უჯრედი აღარ რჩება, იმიტომ, რომ პური ცხვება მაღალ ტემპერატურაზე და ის უჯრედები წყდება...


                                                                                                მასში შედის მეტი რა გინდა ( თუ გაახმობ და დაასუხრებ ალბათ მართლა აღარ იქნება , მაგრამ დროჟი პურში არის biggrin.gif )

                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                რაფაელოს ბურთულებია

                                                                                                ახალ წელს დაამშვენებს ნამდვილად გემრიელია და არა მსუყე 



                                                                                                გაიხარეე , ისე ძალიან მომეწონა შEნი ტორტი დედაჩემს უნდა ვაჩვენო, რომ მასე მორთოს smile.gif

                                                                                                Posted by: shtori 30 Dec 2008, 01:23
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                მე 10 კვეერცხზე როცა ვთქვეფავ 2 ს.კ. თბილ წყალს ვათქვეფავ.თან მე ცალკე ვთქვეფავ გულებს +შაქარი ნელა წყალს ვათქვეფავ,მერე ცილებს+შაქრიანი ვანილი.1/3 გათქვეფილ ცილებს ვტოვებ,ვაერთებ გულებს+ დანარჩენი ცილები+ ფქვილი გადაურევ ერთგვაროვან მასამდე და ბოლოს ნელა შეუერთებ დანარჩენ ცილას( ფქვილში რაზრიხლიტელს ვამატებ ) ასეთს ვაცხობ მე და კარგი გამომდის.

                                                                                                1კვერცხზე 1ს.კ. შაქრი და ფქვილი? რაზრიხლიტელი (საფუარი როა ნამცვხრებისტვის?)1ჩ.კ?თუ?

                                                                                                აქეთ გადმოვიტან რომ არ გამოგეპაროთ biggrin.gif
                                                                                                QUOTE
                                                                                                ნაღების კრემის რეცეპტები დადეთ რაა.
                                                                                                კი ვნახე მარა "კრემი ნაღების ფხვნილით" მე კიდე თხევადი ნაღები ვიყიდე და ახლა ვნახე რომ თურმე
                                                                                                QUOTE
                                                                                                საერთოდ ჯობია ფხვნილი იყიდო

                                                                                                mo.gif
                                                                                                სგუშონით თუ კეთდება რამდენი რამდენზე უნდა რომ თხელი არ გამოვიდეს. ან თუ მაინც ტხელი იქნება ჟელატინი რა დოზით უნდა, ან სხვა რამ რომ გაასქელოს. კიდე რა შეიძლება რომ შეერიოს.. შოკოლადი.. ხილი რამე? თუ არ დაიზარებთ და ზუსტ რეცეპტს მომცემთ(რამოდენიმე თუ იქნება უკეთესია smile.gif ) ძალიან გამახარებთ
                                                                                                jump.gif

                                                                                                * * *
                                                                                                მმ.. კიდე რა მინდა იცით? ბისკვიტის დასანამად რამე... ესე 2 დღეში რომ იყოს მზად. საახალწლოდ მინდა და 1 თუ 2თვე მომზადებისთვის ბევრია

                                                                                                Posted by: miau 30 Dec 2008, 11:00
                                                                                                shtori
                                                                                                QUOTE
                                                                                                * * *
                                                                                                მმ.. კიდე რა მინდა იცით? ბისკვიტის დასანამად რამე... ესე 2 დღეში რომ იყოს მზად. საახალწლოდ მინდა და 1 თუ 2თვე მომზადებისთვის ბევრია


                                                                                                გააკეთე მაგარი ტკბილიყავა, მოადუღე სიროფად, მერე დაუმატე სპირტი, ნუშის ესენცია და ამით დანამე smile.gif
                                                                                                * * *
                                                                                                © xashlama

                                                                                                ჩეხური ბაქლავა

                                                                                                QUOTE
                                                                                                3 კვერცხის გული + 1 ყავის ჭიქა ზეთი+2 სუფრის კოვზი ძმარი+1 ჭიქა ნელთბილი წყალი+ მწკივი მარილი.ავფქვიფოთ, და +ფქვილი 800- 1000გრ, ვზილოთ 15 წთ.
                                                                                                სჰემდეგ გავაბრტყელოთ და წაუსვათ მარგარინის მესამედი (ნებიცმიერი მარგარინი), გავაჩეროთ მაცივაში 30 წუთი, ასე გავიმეოროთ 3 ჯერ. მერე ეს მასა გავყოთ 3 ნაწილად, და ერთი ნაწილი გამოვაცხოთ (როგორს ნაპოლეონის ფენა),"ჟარონაზე" ჩავაფინოთ ერთი უმი ფენა და წაუსვათ გულსართი ნახევარი ( 3კვერცცხის ცილისაგან გავაკეთოთ ბეზე, დაუმატოთ 1.5 შაქარი, ვანილი, 0.5 ჭიქა ქიშმიში, და 1 ჭიქა დაკეპილი ნიგოზი) დავადოთ გამომცხვარი ფენა, ისევ ჭაუსვათ დარჩებილი გულსართი(ბეზე ნიგოზითა და ქიშმიშით), და დავაფინოთ მეორე უმი ფენა, წაუსვათ ზემოდან 1 კვერცხის გული და 2 ს.კ მაწონი, დავჭრათ და გამოვაცხოთ 
                                                                                                აბა მიირთვით გემრიელად, დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონწბაა


                                                                                                Posted by: Solveig 30 Dec 2008, 14:40
                                                                                                unknown lady
                                                                                                QUOTE
                                                                                                პურს ეტყობა გემოზე რაღაც საშინელებას უშვრებიან,

                                                                                                მანდაური პური არ გამისინჯავს 1 წელია, მაგრამ ადრე, როცა მანდ ვიყავი, მე ვერაფერს ვამჩნევდი (რასაც ვყიდულობდი, იმ პურს)...

                                                                                                QUOTE
                                                                                                მე იმ საფუარზე დავწრე ჩვენთან რომ შემოდის თურქეთიდან

                                                                                                არ ვიცი, რომელ საფუარს გულისხმობ კონკრეტულად, მაგრამ თურქულ საფუარს ვიყენებდი და პურიც კარგი გამოდიოდა, ხაჭაპურიც და ნაზუქიც..პასკაც. მაინცდამაინც ამ 1 წელიწადში დაიქცა ქვეყანა? ის მშრალი საფუარი არის გამომშრალი საფუარი სოკო Sacccharomyces cerevisiae..რაკი თურქულია, იმიტომ?

                                                                                                QUOTE
                                                                                                ზიარებისთვის პურს აცხობენ

                                                                                                გასაგებია, რომ ზიარების პურს საყოველდღეო საჭმელ პურთან ერთად არ გამოაცხობენ, მაგრამ , ცომს რითი აფუებენ მერე smile.gif ეგ არის, რომ განგვასხვავებს-ზიარება აფუებულცომიანი პურით და წყალნარევი ღვინით...საფუარი სოკო კიდევ, მარტო პურის ცხობაში კი არ გამოიყენება, ღვინოც მაგათი "ნახელავია", ლუდიც და კიდევ სხვა რაღაცებიც...

                                                                                                QUOTE
                                                                                                დღეს საშინელ პურს ყიდიან ისეა ზოგი გაფუებული ეგრევე დროჟის გემოგეცემა პირში

                                                                                                შეიძლება, მაგრამ ეს როგორც ასეთი საფუვრის ბრალი კი არაა, არამედ საფუვრის დოზირებაა დარღვეული, ასევე ცხობის ტექნოლოგიაც. შეიძლება, თავის დროზე საფუარიც არ იყო სწორად შენახული და გაფუჭებული იყო.


                                                                                                QUOTE
                                                                                                მასში შედის მეტი რა გინდა ( თუ გაახმობ და დაასუხრებ ალბათ მართლა აღარ იქნება , მაგრამ დროჟი პურში არის  )

                                                                                                მე მგონი, რაღაც ვერ გაიგე.

                                                                                                გამომცხვარ პურში საფუვრის უჯრედები დაწყვეტილია მაღალი ტემპერატურის გამო. იდეაში, მათ თავისი საქმე გაუკეთეს ცომს, ანუ ფქვილში არსებული სახამებლის დუღილი მოახდინეს, რის შედეგაცად გამოიყო ნახშირორჟანგი, რომლის ბუშტებმაც ააფუა ცომი.

                                                                                                თუ დახოცილ საფუვრებს გულისხმობ..სოკოები არ არიან ცხოველური წარმოშობის. სოკო არის სოკო და არა მცენარე ან ცხოველი...ასე რომ, იმისი თქმაც არ შეიძლება-სამარხო არ არისო.

                                                                                                მოკლედ, შენი არგუმენტაცია საფუვრის მავნებლობის შესახებ უსაფუძვლოა 2kiss.gif smile.gif

                                                                                                Posted by: miau 30 Dec 2008, 15:45
                                                                                                Solveig

                                                                                                QUOTE
                                                                                                შეიძლება, მაგრამ ეს როგორც ასეთი საფუვრის ბრალი კი არაა, არამედ საფუვრის დოზირებაა დარღვეული, ასევე ცხობის ტექნოლოგიაც


                                                                                                მეც ასე ვფიქრობ smile.gif

                                                                                                Posted by: unknown lady 30 Dec 2008, 16:32
                                                                                                Solveig
                                                                                                QUOTE
                                                                                                მოკლედ, შენი არგუმენტაცია საფუვრის მავნებლობის შესახებ უსაფუძვლოა


                                                                                                არ არის უსაფუძვლო boli.gif არგუმენტები, ახსნა და. ა შ. არ/ვერ ვწერ, მე ქიმიკოსი არ ვარ საფუარის ფორმულა რომ დაგიწერო და არც ვარ ვალდებული ვიცოდე იმიტომ, რომ

                                                                                                მე არავისთვის არ მომიწოდებია , აბა ხალხო შეეშვით საფუარს აღარ გამიყენოთ - მეთქი . ჩემი აზრია (ნუ არა მარტო ჩემი , მაგრამ...) და სხვას რაც უნდა ის ქნას

                                                                                                ამ ყველაფერს მე რატომ მიხსნი ვერ გავიგე უბრალოდ

                                                                                                rolleyes.gif

                                                                                                Posted by: niki_ niki 31 Dec 2008, 02:13
                                                                                                მე გავაკეთე დღეს და ცხოვრებაში პირველად გამომივიდა ნამვხვარი, როგორც მოვახერხებ ისე დავწერ რეცეპტს და სურათს ხვალე დავდებ, რაღა ხვალე დღეს biggrin.gif

                                                                                                ნამცხვარი "ზღაპარი"

                                                                                                4 კვერცხი გავთქვიფოთ 2ჩ/ჭ შაქართან, დავუმატოთ 2ჩ/კ სოდა უძმროთ, 4 ს/კ თაფლი, 200 გრ კარაქი, ვანილი, ეს ყველაფერი დავდგათ ორთქლზე და ვურიოთ სანამ არ გადნება კარაქი, შემდეგ დავუმატოთ 6 ჩ/ჭ ფქვილი. გავყოთ 3 ნაწილად და ფქვილ მოყრილ ჟარონაზე გამოვაცხოთ, ცხვება ძალაინ მალე.
                                                                                                კრემი: 0.5ლ რძე, 1ჭიქა ფქვილი, 1ჭ შაქარი, ვანილი მოვხარშავთ, მერე 200 გრ კარაქთან ერთად კარგად ავთქვიფავთ ამ ყველაფერს დავუმატებთ მოხარშულ სგუშონს
                                                                                                გლაზური: 1.5ჩ/ჭ შაქარი, 6ს/კ რძე, 100 გრ კარაქი და 4 ს/კ კაკაო

                                                                                                ძალაინ გემრიელია up.gif

                                                                                                Posted by: shtori 31 Dec 2008, 05:37
                                                                                                miau
                                                                                                გმადლობ smile.gif
                                                                                                შოკოლადის ბისკვიტს მოუხდება chups.gif

                                                                                                Posted by: n_j 31 Dec 2008, 11:42
                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                ჩემი მინი ეკლერები და შუები

                                                                                                პირი უკვე ჩავიტკბარუნე

                                                                                                Posted by: miau 31 Dec 2008, 11:46
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                ჩემი მინი ეკლერები და შუები


                                                                                                რა ლამაზებია smile.gif) love.gif

                                                                                                Posted by: faustina 3 Jan 2009, 01:50
                                                                                                კულინარებოო, იქნებ დამეხმაროთ... რეცეპტი მინდა , მგონი ქადა ქვია, სურამის გზაზე რომ ყიდიან ..მმმმმმ გემრიელი რაგაცაა, პურივით არის და ზოგს ქიშმიში აქვს...


                                                                                                ცინც იცის, იქნებ დადოს რეცეპტი ???

                                                                                                დიდი მადლობა წინასწარ :*

                                                                                                Posted by: auau 3 Jan 2009, 15:04
                                                                                                faustina
                                                                                                QUOTE
                                                                                                მგონი ქადა ქვია, სურამის გზაზე რომ ყიდიან ..მმმმმმ გემრიელი რაგაცაა, პურივით არის და ზოგს ქიშმიში აქვს...

                                                                                                ეგ არის ნაზუქი. შენ რომ ნამდვილი ნაზუქი მიირთვა, ეგ დაგავიწყდება. არსებობს ტკბილი და უსაქრო ნაზუქები.
                                                                                                ჩვეულებრივ იზილება პურის ცომი, ერევა თაფლი,ეერბო და ქიშმიში დათონეში ცხვება, მაგრამ სურამელები თაფლს ხომ არ ჩადებენ! ტკბილ წყალში ზელენ ცომს ზეთის დამატებით, ფერისვის ყვითელ ყვავილს ხმარობენ ან მურაბის წვენს ურევენ შაქრის მაგიერ. უშაქრო ნაზუქები კი ასეა - პუეის ცომს ემატება მოშუშული ხახვი თავის ცხიმიანად.დააცლით ამოსვლას და მერე თონეში! ძალიან გემრიელი რამეა.

                                                                                                Posted by: faustina 4 Jan 2009, 01:20
                                                                                                auau დიიიიიდი მადლობა smile.gif
                                                                                                QUOTE
                                                                                                ეგ არის ნაზუქი. შენ რომ ნამდვილი ნაზუქი მიირთვა, ეგ დაგავიწყდება. არსებობს ტკბილი და უსაქრო ნაზუქები.
                                                                                                ჩვეულებრივ იზილება პურის ცომი, ერევა თაფლი,ეერბო და ქიშმიში დათონეში ცხვება, მაგრამ სურამელები თაფლს ხომ არ ჩადებენ! ტკბილ წყალში ზელენ ცომს ზეთის დამატებით, ფერისვის ყვითელ ყვავილს ხმარობენ ან მურაბის წვენს ურევენ შაქრის მაგიერ. უშაქრო ნაზუქები კი ასეა - პუეის ცომს ემატება მოშუშული ხახვი თავის ცხიმიანად.დააცლით ამოსვლას და მერე თონეში! ძალიან გემრიელი რამეა
                                                                                                დიდი მადლობა smile.gif
                                                                                                ახლა მე აქ როგორ გავაკეთO საზგავრგარეტის პირობებში ???
                                                                                                ჩვეულებრივი პურის ცომი რომ ვიყიდო და მერე თაფლი ერბოს მაგივრად კარაქი ან სხვა რამე რომ ჩავამატო და ქიშმიში, და მერე გაზქურაშI რომ გამოვაცხო , რამე გამოვა ???

                                                                                                ტემპერატურა რამდენი უნდა ??'
                                                                                                და ზევიდან მერე მაგ ნაზუქებს არაფრის გადასმა არ უნდა ??? პრიალი რომ დაიწყოს ???

                                                                                                Posted by: rtuli 4 Jan 2009, 01:31
                                                                                                faustina
                                                                                                რეცეპტს დაგიდებ ნაზუქის და შესქელებული რძე იყიდება მანდ,სადაც იმყოფები?

                                                                                                Posted by: Solveig 5 Jan 2009, 19:32
                                                                                                faustina
                                                                                                QUOTE
                                                                                                ჩვეულებრივი პურის ცომი რომ ვიყიდო და მერე თაფლი ერბოს მაგივრად კარაქი ან სხვა რამე რომ ჩავამატო და ქიშმიში, და მერე გაზქურაშI რომ გამოვაცხო , რამე გამოვა ???

                                                                                                ყიდვას სჯობს, რომ მოზილო თავად.

                                                                                                მოზილე თბილი რძით და საფუვრით, შეაზილე დამდნარი კარაქი, კვერცხის გულისა და შაქრისაგან დამზადებული გოგლიმოგლი, ვანილი, დარიჩინი, ქიშმიში-ესენი გემოვნებით. დადგი "ამოსასვლელად" , ამოიღე ცომი, მიეცი ფორმა და გაზის ღუმელში გამოაცხვე.

                                                                                                Posted by: BadbadGirl 5 Jan 2009, 21:14
                                                                                                faustina
                                                                                                მე ვაკეთებ ნაზუქებს smile.gif
                                                                                                რეცეპტიც უნდა იდოს სადღაც smile.gif
                                                                                                ძალიან კარგი გამოდის smile.gif

                                                                                                Posted by: CKNAFA 5 Jan 2009, 22:53
                                                                                                კულინარებო დამეხმარეტ
                                                                                                გერმანიასი ვჩამე, პატარა ზომის ტკბილი კვიტელი ბურთებია , მემგონი. რომ ზეთში არის შებრაცული , შიგნით კი ფაფუკი ტკბილი ცომია . იკნებ ვინმემ იცოდეთ სახელი მაინც

                                                                                                Posted by: Solveig 6 Jan 2009, 22:01
                                                                                                CKNAFA
                                                                                                QUOTE
                                                                                                პატარა ზომის ტკბილი კვიტელი ბურთებია , მემგონი. რომ ზეთში არის შებრაცული , შიგნით კი ფაფუკი ტკბილი ცომია . იკნებ ვინმემ იცოდეთ სახელი მაინც

                                                                                                შმალცკუხენები ალბათ smile.gif

                                                                                                Posted by: bubu1234 11 Jan 2009, 22:48
                                                                                                დღეს გავაკეთე კექსი,აქ იდო რეცეპტი ვინ დადო ვეღარ ვიხსენებ,ძალიან დიდი მადლობა,უგემრიელესი გამოვიდა.

                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                Posted by: nin75 11 Jan 2009, 22:59
                                                                                                bubu1234

                                                                                                შოკოლადის კექსია თუ ლიმონის ხაჭოთი?

                                                                                                ულამაზესია და გემრიელი რომ იქნება ეჭვი არ მეპარება smile.gif

                                                                                                pompadour

                                                                                                Posted by: bubu1234 11 Jan 2009, 23:02
                                                                                                შოკოლადის კექსიააა smile.gif



                                                                                                ----------------------

                                                                                                Posted by: natka-q 12 Jan 2009, 10:18
                                                                                                bubu1234
                                                                                                გადავათვალიერე ლამის ყველა გვერდი, მაგრამ შოკოლადის კექსი რომ ვერ ვიპოვე?!:cry:
                                                                                                არადა, რა გემრიელი ჩაააანს.
                                                                                                არის "შოკოლადის ნამცხვარი", "ამერიკული ბრაუნი"-შოკოლადით კეთდება. ერთ-ერთი ამათგანი ხომ არაა?!
                                                                                                ხო და, გლაზური ასე ლამაზად როგორ მოასხი, გვერდებზე ერთნაირი დაშორებით როგორ ჩAმოეწუწა კექსს?! baby.gif
                                                                                                და თუ არ დაგეზარება, იქნებ დაწერო შენ როგორ აკეთებ გლაზურს. love.gif

                                                                                                Posted by: nin75 12 Jan 2009, 11:21
                                                                                                natka-q

                                                                                                შოკოლადის კექსი

                                                                                                ფორმას გააჩნია რაში აცხობ
                                                                                                3-4 კვერცხი
                                                                                                ჭიქანახევარი შაქარი+ ვანილი-კარგად ავთქვიფოთ
                                                                                                100გრ. არაჟანი (შეიძლება ცოტა მეტიც - და თუ არაჟანი არ გაქვს მაწონი)
                                                                                                სოდა (ჩაის კოვზის მეოთხედი) ლიმონის წვენი დააწვეთე რამოდენიმე რომ გაიხსნას
                                                                                                2 სუფრის კოვზი კაკაო და 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
                                                                                                200 გრ. დაჩა ან ნებისმიერი მარგარინი
                                                                                                ფქვილი - იმდენი რომ სქელი არ გამოვიდეს - ანუ უნდა იყოს როგორც კრემი - ანუ სქელი კრემი smile.gifსადღაც 3 ჭიქა - თვალის ზომით მიხვდები
                                                                                                ჩაასხი ეს ფორმაში (ფორმას მოუსვი ცხიმი და ოდნავ ფქვილი მოაყარე) და გამოაცხვე და ოდნავ რომ შეგრილდება გლაზური მოასხი


                                                                                                Posted by: bubu1234 12 Jan 2009, 15:25
                                                                                                nin75

                                                                                                ეს კექსია ზუსტად,შენი დადებულია რეცეპტი?

                                                                                                Posted by: niki_ niki 12 Jan 2009, 17:44
                                                                                                არ დაგავიწყდეთ კექსის ამოღების დროს (ფორმიდან) მანამდე ცივ წყალში ჩადეთ თუ ვერ ამოდის biggrin.gif

                                                                                                Posted by: nin75 12 Jan 2009, 23:12
                                                                                                niki19m
                                                                                                ცივი წყალი რად უნდა? ცხიმი უნდა წაუსვა ფორმას და რომ გამოცხვება გვერდებზე დანა შემოუტარო და ამოდის თავისით ისიც იშვიათად ეკრობა გვერდები

                                                                                                bubu1234
                                                                                                კი ეს ჩემი რეცეპტია ოღონდ პომპადურის ნიკით smile.gif

                                                                                                Posted by: natka-q 13 Jan 2009, 10:16
                                                                                                nin75
                                                                                                უღრმესი მადლობა. დღესვე უნდა ვცადო 2kiss.gif

                                                                                                Posted by: dali19 13 Jan 2009, 11:52
                                                                                                თუ ვინმემ იცით სად გადავიდნენ პირიმზის მიქსერის ხელოსნები, ან სხვა თუ იცით ვინმე მისამართი იქნებ მითხრათ?

                                                                                                Posted by: nin75 13 Jan 2009, 13:05
                                                                                                dali19

                                                                                                ქუჩის დასახელება არ მახსოვს მაგრამ აგიხსნი ეხლა
                                                                                                პირიმზის ქვემოთ პოპულია და პირიმზის პირდაპირ შედის პატარა ქუჩა რომელიც გადის ძველ ამერიკის საელჩოსთან და იმ ქუჩაზე პატარა ოფისებია და ყველა იქ გადანაწილდა

                                                                                                პ.ს. ეს კითხვა უნდა დაგესვა აი კულინარიის მიპინული თემები რომ არის რჩევები ან ბიზნეს-ლანჩი იქ smile.gif ამის შემდეგ გაითვალისწინე - მსგავსი "ნე პო ტემე" კითხვები სუფთავდება მოდერატორების მიერ და შეიძლება ვეღარ იპოვო მერე პასუხი smile.gif

                                                                                                Posted by: dali19 13 Jan 2009, 16:23
                                                                                                nin75 დიდი მადლობა მისამართისათვის.

                                                                                                * * *
                                                                                                rtuliდიდი მადლობა ფორთოხლის ლიქიორის რეცეპტისათვის, აუცილებლად მოვამზადებ.

                                                                                                Posted by: nin75 13 Jan 2009, 18:06
                                                                                                dali19

                                                                                                გააკეთე რთულის ლიქიორი
                                                                                                უგემრიელესია ნამდვილად

                                                                                                Posted by: auau 15 Jan 2009, 20:15
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                ფორთოხლის ლიქიორის რეცეპტიც დაწერო


                                                                                                იქნებ ალკოჰოლურ სასმელებში გადაგეტანა? smile.gif

                                                                                                Posted by: bato-bato 16 Jan 2009, 01:51
                                                                                                შუს და ეკლერის რეცეპტი მინდა დაწვრილებით, სად ვნახო? : (((

                                                                                                ძალიან მინდა

                                                                                                Posted by: niki_ niki 16 Jan 2009, 01:59
                                                                                                bato-bato აქ უნდა ნახო "საკონდიტრო ნაწარმი - ბისკვიტი, კრემი, გაფორმება"

                                                                                                თუ ხვალე დილამდე მოიცლი აქედან ამოწერილი მთელი რეცეპტები მაქვს (ოღონდ სამსახურში) და დილას გამოგიგზავნი


                                                                                                biggrin.gif

                                                                                                Posted by: nin75 16 Jan 2009, 12:19
                                                                                                bato-bato

                                                                                                ესეც შუს რეცეპტი


                                                                                                http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=315&#entry6945934

                                                                                                Posted by: waiter 16 Jan 2009, 12:59
                                                                                                იცით რა მაინტერესებს, როგორ კეთდება კრემი, არ ვიცი რა ქვია, მარა კროასანებს უკეთებენ ხოლმე, კიდე პანეტერიას ხაჭოს ტარტალეტკებს რო აქვს. კრემი ყვითელია და ცოტა წელვადი და მსუბუქი. ნეტა თუ მისახვედრად დავწერე...

                                                                                                Posted by: Peppi 16 Jan 2009, 17:29
                                                                                                waiter
                                                                                                QUOTE
                                                                                                კრემი ყვითელია და ცოტა წელვადი და მსუბუქი. ნეტა თუ მისახვედრად დავწერე...


                                                                                                საქართველოში არ ვიცი ეგ კრემი როგორი გემოსია, მაგრამ როგორც აღწერე - ევროპულ საკონდიტროებშიც აქვთ მასეთი კრემები და მე ასე ვაკეთებ:

                                                                                                150 გრ ხაჭო, 100 გრ. სმეტანა, 50-75 გრ. ნაღები, ან ყავაში რომ უშვებიან ის რძე, 1 ან 2 ცალი კვერცხის გული (ზომას და სიყვითლის ფერს გაჩნია), 70 გრ. შაქარი (ეს შეგიძლია დაამატო სასურველი სიტკბოს და ნაღების სიტკბოობის მიხედვით), ვანილი (კრახმალიც შეიძლება ცოტა, თუ უბრალო რძეს უზამ ნაღების ნაცვლად ან არ იკვრება ეს).

                                                                                                ყველაფერს აურევ ქვაბში და შემოდგამ დაბალ ცეცხლზე, ურევ განუწყვეტლივ, მიიყვან ადუღებამდე და ბუშტების გაჩენის შემდეგ გადმოდგამ ცეცხლიდან. გაცივების შემდეგ წაუსვი რასაც გინდა ან უბრალოდ მიირთვით ხილთან ერთად.

                                                                                                შეიძლება აითქვიფოს უბრალოდ უფრო ჰაეროვნებისათვის ან შეურიო იმ ცილისგან გაკეთებული ბეზე, რომელიც კრემის გაკეთებისას მორჩა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია რას აკეთებ, დროზე და სურვილზეwink.gif

                                                                                                პ.ს. ნაღების ნაცვლად შეიძლება მომზადდეს ქოქოსის რძეზეც . . . თუ ტაილანდურ დესერტს აკეთებთ მაგალითადsmile.gif

                                                                                                Posted by: rtuli 16 Jan 2009, 19:20
                                                                                                waiter
                                                                                                QUOTE
                                                                                                კრემი ყვითელია და ცოტა წელვადი და მსუბუქი


                                                                                                ეს კრემი მოხარშული კრემის ( კვერცხის გულებზე მოხარშული ვანილის კრემი) +ჰაეროვანი ნაღების მასა.
                                                                                                მსუბუქი კრემია და ფაკტიურად დიეტურად ითვლება.

                                                                                                Posted by: rumpleteazer 16 Jan 2009, 22:48
                                                                                                აი ამ ნამცხვრის ცომის რეცეპტი მინდა smile.gif
                                                                                                აქამდე ვინც მასწავლა არცერთი ცომი არ გამოდგა, იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ smile.gif

                                                                                                Posted by: CKNAFA 17 Jan 2009, 02:45
                                                                                                QUOTE (Solveig @ 6 Jan 2009, 22:01 )
                                                                                                CKNAFA
                                                                                                QUOTE
                                                                                                პატარა ზომის ტკბილი კვიტელი ბურთებია , მემგონი. რომ ზეთში არის შებრაცული , შიგნით კი ფაფუკი ტკბილი ცომია . იკნებ ვინმემ იცოდეთ სახელი მაინც

                                                                                                შმალცკუხენები ალბათ smile.gif

                                                                                                მემგონი ეგააა სახელი კი აქ მეტად იოლი baby.gif

                                                                                                Posted by: n_j 17 Jan 2009, 13:34
                                                                                                waiter
                                                                                                QUOTE
                                                                                                იცით რა მაინტერესებს, როგორ კეთდება კრემი, არ ვიცი რა ქვია, მარა კროასანებს უკეთებენ ხოლმე, კიდე პანეტერიას ხაჭოს ტარტალეტკებს რო აქვს. კრემი ყვითელია და ცოტა წელვადი და მსუბუქი. ნეტა თუ მისახვედრად დავწერე...


                                                                                                მგონი ამას გულისხმობ? გუდვილის ზოგიერთ ტორტსც აქვს ასეთი კრემი
                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                Posted by: rtuli 17 Jan 2009, 14:30
                                                                                                rumpleteazer
                                                                                                QUOTE
                                                                                                აი ამ ნამცხვრის ცომის რეცეპტი მინდა
                                                                                                აქამდე ვინც მასწავლა არცერთი ცომი არ გამოდგა, იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ

                                                                                                აი ეს ცომი მე გამოვიყენე და ძალიან კარგია! ეს ეგრედ წოდებული ფხვიერი ცომია

                                                                                                მსხლის პეროგი მოვამზადე ამ ცომით.

                                                                                                100 გრ.შაქარი
                                                                                                200 გრ.კარაქი
                                                                                                400 გრ. ფქვილი

                                                                                                მოვზილოთ ფხვიერი ცომი,ცელოფანში მოვათავსოთ და მაცივარში 30 წუთით გავაჩეროთ.

                                                                                                სხვანაირი ფხვიერი ცომი ვვიცი და შიგნით გატარებულ ნუშს ამატებენ,თუ დაგაინტერესა მაგასაც დაგიდებ.

                                                                                                Posted by: rumpleteazer 17 Jan 2009, 16:29
                                                                                                rtuli
                                                                                                დიდი მადლობა smile.gif
                                                                                                QUOTE
                                                                                                მსხლის პეროგი მოვამზადე ამ ცომით.

                                                                                                100 გრ.შაქარი 200 გრ.კარაქი 400 გრ. ფქვილი

                                                                                                ასეთ მარტივ შემადგენლობას არ ველოდი smile.gif
                                                                                                ორი რამ მაინტერესებს, აი ის "კლეტკები" გაკეთდება ამ ცომით?
                                                                                                და კიდევ ჯემით ცხობისას არ ჩაცომდება? ანუ ჯემს და პრინციპში ხილსაც წვენი გასდის რაც ცომს "აფუჭებს".

                                                                                                mo.gif

                                                                                                Posted by: rtuli 17 Jan 2009, 18:07
                                                                                                rumpleteazer
                                                                                                ასე მოამზადე ალუბლის პეროგი


                                                                                                150 გრ.შაქარი
                                                                                                150 გრ. ცივი კარაქი
                                                                                                1 ცალი კვერცხი
                                                                                                ლიმონის წვენი
                                                                                                400 გრ. ფქვილი
                                                                                                მოზილე ცომი და მაცივარში შედე 1 საათით.ეცადე კარაქი გახეხო და ისე გადაურიო ფქვილს მიიღებ კროშკას და სწრაფად მოზილე ცომი.
                                                                                                ამ ცომის პრინციპი კარაქის არდადნობაა,რომელის მერე ცომს აფხვიერებს.

                                                                                                გულსართი:
                                                                                                700 გრ. კურკა გამოცლილი ალუბალი
                                                                                                150 გრ. შაქარი
                                                                                                ცოტა კარიცა და მიხაკი
                                                                                                ლიმონის ცედრა მსხვილი ნაჭრით(მერე ამოიღებ)
                                                                                                ამას მოთუშავ ცეცხლზე იქამდე სანამ წვენი არდააშრება,შეგიძლია ცოტა ალკოჰოლი დაამატო მოუხდება(კონიაკი ან ღვინო)

                                                                                                2/3 ცომი გაშალე მრგვალ ფორმაში,ნაპირებიც გაუკეთე 5 სანტიმეტრის სიმაღლის,ჩადე გულსართი გადმოუკეცე ნაპირები და დანარჩენი ცომი გაშალე,
                                                                                                გამოჭერი 1 სანტიმეტრის სიგანის ზოლები,დაადე ტორტს ზემოდან,მიეცი კლეტკის ფორმა,გადაუსვი გათქვეფილი კვერცხის გული+ოდნავ რძე.
                                                                                                გამოაცხე ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 შუთი.გაცივდება და მოაყარე შაქრის პუდრი.
                                                                                                ასეთი ნამცხვარი მეორე დღეს უფრო გემრიელია.

                                                                                                პ.ს.ფორმას წაუსვი კარაქი.

                                                                                                სხვა თუ გაინტერესებს მსხლის და მოცვის პეროგების რეცეპტები დადებული მაქვს ამ განყოფილებაში 78,და 81 გვერდებზე.

                                                                                                Posted by: kokogorgo 17 Jan 2009, 19:49
                                                                                                rtuli

                                                                                                დღეს გავაკეთეში ტორტი რომ დევს , რეცეპტი გასაიდუმლოებულია .

                                                                                                Posted by: rumpleteazer 17 Jan 2009, 21:19
                                                                                                rtuli
                                                                                                დიდი მადლობა კიდევ ერთხელ
                                                                                                ზუსტად ის არის რაც მჭირდებოდა smile.gif
                                                                                                2kiss.gif

                                                                                                Posted by: waiter 19 Jan 2009, 10:29
                                                                                                Peppi
                                                                                                n_j
                                                                                                აი უღრმესი მადლობა, ჯერ ესერთიც რო მიმიხვდით და მერე რო მასწავლეთ, ევროპაში გავსინჯე ეს კრემი და იმის მერე მაბოდებს, საქართველოში ისე ვერ აკეთებენ, მაგრამ მაინც გემრიელია, ასეც ვიცოდი რო ხაჭო ექნებოდა, ისე რთული გასაკეთებელია? ანუ აჭრის დიდი საშიშროებაა?

                                                                                                Posted by: natka-q 20 Jan 2009, 10:37
                                                                                                QUOTE
                                                                                                rtuli

                                                                                                დღეს გავაკეთეში ტორტი რომ დევს , რეცეპტი გასაიდუმლოებულია .


                                                                                                ძალიან გთხოვთ, იქნება და საიდუმლოს ახადოთ ფარდა.
                                                                                                ძალიან მინდა მასეთი ტორტების ცხობა ვიცოდეეე user.gif

                                                                                                Posted by: n_j 20 Jan 2009, 12:47
                                                                                                Peppi
                                                                                                QUOTE
                                                                                                ევროპულ საკონდიტროებშიც აქვთ მასეთი კრემები და მე ასე ვაკეთებ:

                                                                                                150 გრ ხაჭო, 100 გრ. სმეტანა, 50-75 გრ. ნაღები, ან ყავაში რომ უშვებიან ის რძე, 1 ან 2 ცალი კვერცხის გული (ზომას და სიყვითლის ფერს გაჩნია), 70 გრ. შაქარი (ეს შეგიძლია დაამატო სასურველი სიტკბოს და ნაღების სიტკბოობის მიხედვით), ვანილი (კრახმალიც შეიძლება ცოტა, თუ უბრალო რძეს უზამ ნაღების ნაცვლად ან არ იკვრება ეს).

                                                                                                ფრანგულ და ინგლისურ კულინარიულ საიტებზე მოვძებნე რეცეპტები და ხაჭო არსად არ იყო ამ კრემში user.gif

                                                                                                Posted by: nanana 20 Jan 2009, 12:50
                                                                                                waiter

                                                                                                შენ მგონი Custard-ს გულისხმობ. რძე და ბევრი კვერცხის გული უნდა. და ვანილის ჩხირი.

                                                                                                Posted by: n_j 20 Jan 2009, 12:53
                                                                                                waiter
                                                                                                QUOTE
                                                                                                ისე რთული გასაკეთებელია? ანუ აჭრის დიდი საშიშროებაა

                                                                                                ადვილია,

                                                                                                აქ რამდენიმე რეცეპტია , გადახედე აბა
                                                                                                http://www.youtube.com/results?search_query=creme+patissiere&search_type=&aq=0&oq=creme+pat
                                                                                                * * *


                                                                                                Pastry Cream (Custard Cream) ერთიდაიგივეა და ფრანგულად ჰქვია creme patissiere.

                                                                                                ერთნაირად კეთდება
                                                                                                http://www.youtube.com/watch?v=QzEqV8czM6A

                                                                                                Posted by: natka-q 20 Jan 2009, 13:08
                                                                                                rtuli
                                                                                                პმ-ში მოგწერე, მაგრამ თAვი ვერ დავადგი, გაგზავნილ მესიჯებში არ მიჩვენებს, რომ ცერილი გაეგზავნა, ასე რომ, დიდი მადლობა აქაც უნდა გითხრა.


                                                                                                Posted by: ialoni 20 Jan 2009, 13:09
                                                                                                http://imageshack.us

                                                                                                Posted by: rtuli 20 Jan 2009, 13:59
                                                                                                natka-q
                                                                                                QUOTE
                                                                                                პმ-ში მოგწერე, მაგრამ თAვი ვერ დავადგი, გაგზავნილ მესიჯებში არ მიჩვენებს, რომ ცერილი გაეგზავნა, ასე რომ, დიდი მადლობა აქაც უნდა გითხრა.

                                                                                                წავიკითხე 2kiss.gif

                                                                                                ialoni

                                                                                                თქვენი მომზადებულია?

                                                                                                Posted by: ialoni 20 Jan 2009, 14:05
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                თქვენი მომზადებულია?

                                                                                                არა სამწუხაროდ, ნაყიდია

                                                                                                Posted by: waiter 20 Jan 2009, 14:10
                                                                                                nanana
                                                                                                n_j
                                                                                                უკვე აღარ ვიცი რას ვგულისხმობ, ზუსტად ვიცი რო კრუასანებს უშვებიან, კიდე ბევრ ნამცხვრებს, ვანილის გემო აქვს და მსუბუქია და წელვადი

                                                                                                Posted by: n_j 20 Jan 2009, 14:14
                                                                                                waiter
                                                                                                QUOTE
                                                                                                უკვე აღარ ვიცი რას ვგულისხმობ, ზუსტად ვიცი რო კრუასანებს უშვებიან, კიდე ბევრ ნამცხვრებს, ვანილის გემო აქვს და მსუბუქია და წელვადი

                                                                                                ეგ არის, კი

                                                                                                Posted by: nanana 20 Jan 2009, 16:00
                                                                                                waiter
                                                                                                ეგ არის ეგ. Custard yes.gif ialoni

                                                                                                ialoni
                                                                                                QUOTE
                                                                                                არა სამწუხაროდ, ნაყიდია


                                                                                                გემრიელი თუ იყო ნეტა?

                                                                                                მე სახლში გაკეთებული ტორტები მიყვარს. აი რთული რომ აკეთებს და კიდე ვიღაცეები და მე :უსერ:
                                                                                                ოღონდ შესახედავად აჯღა- ბუჯღა ტორტები გამომდის
























































                                                                                                Posted by: ialoni 20 Jan 2009, 16:46
                                                                                                nanana
                                                                                                QUOTE
                                                                                                გემრიელი თუ იყო ნეტა?

                                                                                                კი დზაან გემრიელი იყო, საერთOდ მაგ საცხობის აღმოჩენის მერე გადავწყვიტე რომ სახლსჰი არაფერი გავაკეთო

                                                                                                Posted by: nin75 20 Jan 2009, 20:19
                                                                                                nanana
                                                                                                QUOTE
                                                                                                მე სახლში გაკეთებული ტორტები მიყვარს. აი რთული რომ აკეთებს და კიდე ვიღაცეები და მე :უსერ:
                                                                                                ოღონდ შესახედავად აჯღა- ბუჯღა ტორტები გამომდის


                                                                                                ვიცი გემრიელი იქნება რასაც გააკეთებ და რატომ გამოგდის აჯღა-ბუჯღა?
                                                                                                მოსართავები ხომ გაქვს? ბისკვიტის გამოცხობა კი შენც იცი რომ უადვილესია და მთავარი არის დანამვა და კრემი
                                                                                                მე როდესაც ტორტს ვაკეთებ 1 კრემით არასდროს მომირთავს
                                                                                                შუაში თუ ბეზესაც ვუმატებ ვაკეთებ სპეციალურ კრემს რომელშიც ბეზე არ დნება და უგემრიელესია
                                                                                                როდესაც ტორტს ვაერთებ ზემოდან ნაღებიან მოხარშულ კრემს ვუსმევ - ანუ ვასწორებ და შემდეგ ვრთავ სქელი შოკოლადის კრემით - თუ ყავისფერი მინდა შავი შოკოლადით და თუ თეთრი - თეთრი შოკოლადით
                                                                                                არ მიყვარს ის მძივებიანი და ა.შ მორთვა-გადაპრანჭულ ტორტებს - მიყვარს სადა და უცხოდ მორთული და ყოველთვის ვცვლი დიზაინს რომ არ მომწყინდეს smile.gif

                                                                                                Posted by: Peppi 20 Jan 2009, 20:47
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                ფრანგულ და ინგლისურ კულინარიულ საიტებზე მოვძებნე რეცეპტები და ხაჭო არსად არ იყო ამ კრემში

                                                                                                ვერც ნახავდიsmile.gif

                                                                                                QUOTE
                                                                                                ევროპულ საკონდიტროებშიც აქვთ მასეთი კრემები და მე ასე ვაკეთებ:
                                                                                                -თქოsmile.gif

                                                                                                აი, ესეც მაგ კრემით არის გაკეთებული, ოღონდ ზემოდან დაფქვილი და მოხალული ბისკვიტი აქბს მოყრილიsmile.gif

                                                                                                Posted by: auau 20 Jan 2009, 21:49
                                                                                                nin75
                                                                                                QUOTE
                                                                                                შუაში თუ ბეზესაც ვუმატებ ვაკეთებ სპეციალურ კრემს რომელშიც ბეზე არ დნება და უგემრიელესია
                                                                                                როდესაც ტორტს ვაერთებ ზემოდან ნაღებიან მოხარშულ კრემს ვუსმევ - ანუ ვასწორებ და შემდეგ ვრთავ სქელი შოკოლადის კრემით - თუ ყავისფერი მინდა შავი შოკოლადით და თუ თეთრი - თეთრი შოკოლადით

                                                                                                ტორტი მო0მინდა...

                                                                                                Posted by: n_j 20 Jan 2009, 21:57
                                                                                                nin75
                                                                                                QUOTE
                                                                                                შუაში თუ ბეზესაც ვუმატებ ვაკეთებ სპეციალურ კრემს რომელშიც ბეზე არ დნება და უგემრიელესია

                                                                                                ეს მასწავლე გთხოვ, ერთხელ ჩავდე ბეზე ტორტსი და რომ გავჭერი ვერარ ვიპოვე, მერე იმას დავაბრალე თხელი ბეზე იყო თქო
                                                                                                QUOTE
                                                                                                როდესაც ტორტს ვაერთებ ზემოდან ნაღებიან მოხარშულ კრემს ვუსმევ - ანუ ვასწორებ და შემდეგ ვრთავ სქელი შოკოლადის კრემით - თუ ყავისფერი მინდა შავი შოკოლადით და თუ თეთრი - თეთრი შოკოლადით

                                                                                                ესენიც ძაან საინტერესოა და თუ არ გეზარება გვასწავლე
                                                                                                Peppi
                                                                                                QUOTE
                                                                                                ვერც ნახავდი
                                                                                                მაპატიე, ისე გავიგე, თითქოს საკონდიტროების კრემია ასეთი

                                                                                                QUOTE
                                                                                                ევროპულ საკონდიტროებშიც აქვთ მასეთი კრემები და მე ასე ვაკეთებ:

                                                                                                -თქო

                                                                                                smile.gif

                                                                                                Posted by: nin75 21 Jan 2009, 00:01
                                                                                                n_j
                                                                                                ნუ ბეზეს რომელიც ცხვება კარგი ათქვეფა უნდა და გული არ უნდა გაგეპაროს ეს იცი
                                                                                                მე ხანდახან როდესაც არ მეზარება ცოტა მოხალულ ფქვილს ვუმატებ ბეზეს wink.gif

                                                                                                ბეზეს კრემი
                                                                                                (ამ კრემს თავისი ისტორია აქვს: იყო ერთი ძალიან ცნობილი ყიფშიძელი მცხობელი ქალი ჩემს ბავშვობაში - აკეთებდა უგემრიელეს და გულისწამსვლელ ტორტ "სენატორს" და მოკლედ რამდენი ჩამოვთვალო - სასწაული ხელი ჰქონდა. მოკლედ აკეთებდა ეს ქალი ასევე ბეზეს "ბომბებს" 2 ბეზე მიერთებული ამ კრემით და ნიგოზში ამოვლებული შუაში, ამ ქალმა თავის მეგობარს საიდუმლოდ ასწავლა ეს კრემი და შემდეგ ამ მეგობარმა ქალმა - რომელიც ჩვენი დაქალის დედა იყო - მე ჩემი და და ის გოგონა - 10-11 წლისები რომ ვიყავით და კულინარიამ გაგვიტაცა - გვასწავლა ეს კრემი და ლამის ყოველ დღე ვაცხობდით ბეზეებს და ვპატიჟებდით მეგობრებს - და მე გამოვიგონე ამ ბეზეების ტორტი - ეხლა რომ მახსენდება ასეთი პატარა და 4-ჯერ ვაცხობდი ერთი ტორტისთვის ბეზეებს ანუ თითო გამოცხობაზე გამოდიოდა 24 ცალი -წარმოიდგინეთ რამდენ დროს ვანდომებდი ამ ბეზეების გამოცხობას და + ეს კრემი 3 პორცია smile.gif )
                                                                                                9 კვერცხის გული,
                                                                                                1,5 შაქარი
                                                                                                1 ჭიქაზე ცოოტა ნაკლები რძე
                                                                                                კვერცხი+შაქარი=გოგლიმოგლს
                                                                                                დავასხათ რძე და დავდგათ ცეცხლზე (საშუალო)
                                                                                                და ვურიოთ განუწყვეტლივ (თუ ცოტათი მიიწვავს უკეთესია - მაგრამ არ დაწვათ smile.gif )
                                                                                                რომ გაგრილდება შევურიოთ ათქვეფილი 200 გრამი კარაქი და ვანილი გემოვნებით wink.gif

                                                                                                რაც შეეხება ტორტის მოხარშულ და შოკოლადის კრემს
                                                                                                მოხარშული ყველამ იცის და შოკოლადის კრემს მე ნუ როგორ აგიხსნათ - ვაკეთებ ყოველთვის სხვადასხვანაირად - ანუ ხასიათის მიხედვით და შეიძლება რამე რომ დავწერო თქვენ არ გამოგივიდეთ და ამ ცოდვაში ვერ ჩავდგები smile.gif ტორტებს ლამის ბავშვობიდან ვაცხობდით მე და ჩემი და, ყოველთვის ახალ კრემებს ვსწავლობდით ზოგს ვიგონებდით smile.gif
                                                                                                მე მაგალითად შედედებული რძის კრემი ტორტისთვის - არ მიყვარს...არ არის ეს მაგალითად ჩემთვის გემრიელი, არც ბეზეთი მორთული მიყვარს - ორივე კრემი უმია და ალბათ იმიტომაც თან ტორტთან ერთად არ გამოდის - რაღაცნაირად ცალკე გრელანდიასავით არის - ანუ არ უჯდება და მაგიტომაც არ მიყვარს smile.gif ჩემი აზრით კრემი უნდა უჯდებოდეს ბისკვიტს ისე რომ ერთი მთლიანი იყოს და არ გამოირჩეოდეს მკვეთრად გემოთიც და შეხედულებითაც..
                                                                                                მთავარი არის რომ მოსართავი კრემი - არამხოლოდ ლამაზი იყოს მოსართავად არამედ გემრიელიც smile.gif ბევრი იმისათვის რომ მორთული იყოს ლამაზად - კრემის გემოზე დიდად არ ზრუნავს - ანუ ცხიმი არის მეტი თან მარგარინით აკეთებენ..ასეთია საკონდიტროების ტორტების 99% - მარგარინია და დანამატები აქვთ ზოგს ისეთი რომ მყიდველს მოსწონს და ამ დროს ჭამს შენელებულ მარგარინს..

                                                                                                Posted by: rtuli 21 Jan 2009, 01:28
                                                                                                შოკოლადის შოკი

                                                                                                2 ცალი კვერცხი
                                                                                                1,5 შაქარი
                                                                                                150 გრ.კარაქი
                                                                                                250 მლ. ნაღები 30% არანაკლები
                                                                                                250 მლ. ცხიმიანი არაჯანი
                                                                                                70 გრ. კაკაო
                                                                                                0,5 პაჩკა რაზრიხლიტელი
                                                                                                1/4 ჩ.კ. სოდა
                                                                                                2-3 ს.კ. კონიაკი
                                                                                                180 გრ. ფქვილი

                                                                                                შოკოლადის მინანქარი:
                                                                                                100 გრ. შოკოლადი
                                                                                                80 მლ. ნაღები


                                                                                                გავთქვიფოდ გამდნარი კარაქი და შაქარი გათეთრებამდე,შევათქვიფოთ კვერცხები და დაუმატოდ დანარჩენი მასალა ცომის,გადაურიოთ ხის კოვზით(მივიღებთ სქელი არაჯნის ცომს).გადავიტანოდ ყალიბში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 50 წუთი(მე დამჭირდა 1 საათი და 15 წუთი).გამოვიღოდ ყალიბიდან, გადაუსვათ მინანქარი,მოვაყაროთ ნიგოზი ან ნუში.

                                                                                                მინანქარის მომზადება:
                                                                                                გავაცხელოთ ნაღები(არაადუღოთ!),გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავყაროთ შოკოლადის ნატეხები,კარგად გავხსნათ და გადაუსვათ ტორტს.

                                                                                                1. ყალიბს უნდა ძირზე ჩაუფინოთ ცხიმ წასმული პერგამენტის ქაღალდი.
                                                                                                2.ცომი კარგად ამოდის ,მაგრამ გამოცხობის დაგაგრილების მერე, ცოტათი იწევს.
                                                                                                3.ტორტი საკმაოდ სველი გამოდის და ძალიან შოკოლადიანი up.gif .
                                                                                                4.ცხობის დროს,ანუ 50 წუთის მერე,უნდა გავსინჯოთ ჩხირით ცომი.გამომცხვარს ყვება ცოტა ცომი და გამოსაშუშს ჩხირზე თხელი სისველე ეტყობა.
                                                                                                5.როცა გამოცხვა ტორტის ნაპირებიც ოდნავ მოცილდა ყალიბს.

                                                                                                Posted by: zviangi 21 Jan 2009, 02:26
                                                                                                ჩემს ბავშობაში მახსოვს ნუშის მრგვალი პეჩენიები იყიდებოდა წონით. ძაან გემრიელი იყო იიიამ.
                                                                                                ხომ არ იცით ვინმემ რეცეპტი?

                                                                                                Posted by: natka-q 21 Jan 2009, 10:36
                                                                                                შუს ცხობა მინდა ვისწავლო. რეცეპტები კი ვნახე აქ, მაგრამ ერთი რაღAც მაინტერესებს: გამომცხვარი შუ ხომაა შუაში ამოღრუნტული yes.gif ხოოოდა ეს სიცარიელე როგორ იქმნება- ცომს რომ ბურტებად დავსვამ ტაფაზე გამოცხობისას თავისით ამოიღრუნტება, თუ რამე სპეციალური მეთოდით აკეთებთ ამას?! baby.gif

                                                                                                მაპატიეთ ჩემი უვიცობა user.gif

                                                                                                Posted by: rtuli 21 Jan 2009, 10:57
                                                                                                natka-q
                                                                                                QUOTE
                                                                                                ხოოოდა ეს სიცარიელე როგორ იქმნება- ცომს რომ ბურტებად დავსვამ ტაფაზე გამოცხობისას თავისით ამოიღრუნტება, თუ რამე სპეციალური მეთოდით აკეთებთ ამას?! 

                                                                                                საერთოდ შუს ცომი,მოხარშული ცომია,ანუ ფქვილი მდუღარე კარაქიან წყალში იყრება და იზილება.ეს ფქვილის ჩახარშვა,აძლევს ცომს ამობერვის სტრუკტურას.
                                                                                                როცა ცომს ღუმელში შედგავ 3-4 იმატებს ცომი და სიგნით წარმოიქმნება სიცარიელე.
                                                                                                შუს გამოსაცხობად მაღალი ტემპერატურა ჭირდება თავიდან და მერე შუა ცხობაში ანელებ, რომ გამოშუშდეს.

                                                                                                Posted by: n_j 21 Jan 2009, 11:36
                                                                                                nin75
                                                                                                QUOTE
                                                                                                და ვურიოთ განუწყვეტლივ (თუ ცოტათი მიიწვავს უკეთესია - მაგრამ არ დაწვათ  )
                                                                                                რომ გაგრილდება შევურიოთ ათქვეფილი 200 გრამი კარაქი და ვანილი გემოვნებით

                                                                                                და რამდენ ხანს ვურიო, უნდა ადუღდეს და შესქელდეს?

                                                                                                და ამ კრემს რომ ტორტის შუაში წავუსვამ, თან ბეზესაც ჩავაყოლებ , ბეზე არ გადნება ხო? ნაყიდ ტორტებში რომაა შუასი ბეზე, სვეჟად რომ გამოიყურება ისე იქნება ხო?
                                                                                                QUOTE
                                                                                                მთავარი არის რომ მოსართავი კრემი - არამხოლოდ ლამაზი იყოს მოსართავად არამედ გემრიელიც

                                                                                                ესეც მაინტერესებს, კარაქიანი კრემი უფრო მკვრივია რაღაცნაირად და მოსართავად ადვილი, ფორმები ადვილად გამოდის, შენ როგორ კრემს ხმარობ ?
                                                                                                QUOTE
                                                                                                შოკოლადის კრემს მე ნუ როგორ აგიხსნათ - ვაკეთებ ყოველთვის სხვადასხვანაირად

                                                                                                მოხარშულს ან ნაღების კრემს რომ გამდნარი შოკოლადი გავურიო არ გამოდგება?

                                                                                                ძალიან ბევრი კითხვა დაგაყარე ხო? smile.gif

                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                შოკოლადის შოკი

                                                                                                ღმერტო დამიფარე ამ დიეტის დღეებში!

                                                                                                Posted by: Peppi 21 Jan 2009, 12:08
                                                                                                nin75
                                                                                                QUOTE
                                                                                                ბეზეს კრემი


                                                                                                ოო, ეგ გემრიელი კრემია ნამდვილადsmile.gif

                                                                                                ცილას ბეზედ თქვებ ხოომ?

                                                                                                მე მაგ კრემის, გამომცხვარი ბეზეს და ხილ-თხილეულის მიქსი მიყვარს ერთადsmile.gif



                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                შოკოლადის შოკი

                                                                                                დაშოკილი და ენაჩავარდნილი ვარsmile.gif
                                                                                                2kiss.gif

                                                                                                Posted by: nin75 21 Jan 2009, 12:32
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                და რამდენ ხანს ვურიო, უნდა ადუღდეს და შესქელდეს?

                                                                                                და ამ კრემს რომ ტორტის შუაში წავუსვამ, თან ბეზესაც ჩავაყოლებ , ბეზე არ გადნება ხო? ნაყიდ ტორტებში რომაა შუასი ბეზე, სვეჟად რომ გამოიყურება ისე იქნება ხო?


                                                                                                მიხვდები თვალით ანუ რომ შესქელდება - ბუშტები როგორც კი გამოჩნდება უნდა გადმოდგა - ანუ რძიანი რადგანაა ამოდის და აი ამ მომენტში მორევა არ გააჩერო და ჩააქვრე გაზი. რომ ცივდება სარკესავით უნდა იყოს - ანუ პრიალა smile.gif
                                                                                                არა ბეზე არ დადნება არარსებობს smile.gif
                                                                                                QUOTE
                                                                                                მოხარშულს ან ნაღების კრემს რომ გამდნარი შოკოლადი გავურიო არ გამოდგება?

                                                                                                უფრო მოხარშულს თუმცა ნაღების კრემშიც რომ გამდნარი შოკოლადი გაურიო უნდა ეცადო რომ სქელი გამოვიდეს - მე არ გამიკეთებია ასე რომ ვერ გეტყვი.
                                                                                                მოხარშულ კრემში უკვე კარაქიან კრემში შოკოლადი - და ეს ყველაფერი თვალის ზომით


                                                                                                Peppi
                                                                                                QUOTE
                                                                                                ცილას ბეზედ თქვებ ხოომ?

                                                                                                ნუ რათქმაუნდა პეპინო wink.gif
                                                                                                QUOTE
                                                                                                rtuli

                                                                                                QUOTE
                                                                                                შოკოლადის შოკი


                                                                                                დაშოკილი და ენაჩავარდნილი ვარ


                                                                                                ისეთი დაშოკილი ვიყავი გუშინ ღამე რომ არ დამეძინა და დღეიდან სასტიკ დიეტაზე ვარ smile.gif
                                                                                                რეცეპტი დადო რთულმა და ამიტომ გირჩევთ გააკეთოთ - არ ინანებთ - ეს შოკი კიარა რაღაც ჰაეროვანი - ამავდროულად უმაგრესად გაჟღენთილი...ნუ მოკლედ..გამოცდილო კულინარებო - გააკეთეთ მართლა შოკი გექნებათ wink.gif

                                                                                                Posted by: natka-q 21 Jan 2009, 12:33
                                                                                                rtuli
                                                                                                გასაგებად ამიხსენი ძალიან. დიდი მადლობა love.gif

                                                                                                Posted by: kasandra 23 Jan 2009, 18:10
                                                                                                მინდა ტორტი გამოვაცხო. დიდი ხანია არ გამიკეტებია და რომ არ დამავიწყდეს. ერთი კითხვა მაქვს, მინდა ბანანი და კივი გამოვიყენო და კრემს ხომ არ აჭრის?

                                                                                                ხილს არ ვთქვეფ, უბრალოდ ნაჭრებს ვალაგებ ბისკვიტზე კრემის წასმის შემდეგ. ბანანანი ალბად არა, მაგრამ კივის მეშინია, კრემი არ დაკოპლოს. თუ გაქვთ გამოცდილება, გამიზიარეთ, გთხოვთ.

                                                                                                Posted by: nin75 23 Jan 2009, 18:14
                                                                                                kasandra

                                                                                                ანუ კრემში გინდა კივი და ბანანი აურიო? ათქვიფო ანუ?
                                                                                                კივი წყლიანია ძალიან და დიდი შანსია აჭრას
                                                                                                ხოლო ამ ორივეს თუ ლამაზად დაჭრი და თავზე დააწყობ (გააფორმებ) ლამაზად - უფრო კარგი იქნება

                                                                                                აა გასაგებია - არ აჭრის დალაგებული ხილი და კივი მშვენიერია და არაფერი არ მოუვა კრემს

                                                                                                Posted by: rtuli 23 Jan 2009, 18:16
                                                                                                kasandra
                                                                                                QUOTE
                                                                                                ერთი კითხვა მაქვს, მინდა ბანანი და კივი გამოვიყენო და კრემს ხომ არ აჭრის?

                                                                                                რატომ უნდა აჭრას?უბრალოდ ნამცეცებივით იქნება კრემში ხილი.თუ ზემოდან ,ან ქვემოთ ჩაუფენ ხილს კრემს რა პრობლემაა.ოღონდ მალე ფუჭებადია ხილის ტორტი+კრემი yes.gif

                                                                                                Posted by: kasandra 23 Jan 2009, 18:27
                                                                                                nin75
                                                                                                rtuli

                                                                                                უღრმესი მადლობა და კიდევ ერთი კითხვა
                                                                                                user.gif

                                                                                                ბანანი ზემოდან რომ დავაწყო გაშავდება ალბათ და ლიმონი რომ მოვაწუწო ბანანის ნაჭრებს უშველის რამეს? rolleyes.gif

                                                                                                Posted by: nin75 23 Jan 2009, 18:34
                                                                                                kasandra
                                                                                                ხვალისთვის ფერი ბანანს შეცვლილი ექნება უკვე და შენ დღეისთვის გინდა?
                                                                                                აი დაგიდებ ლინკს და მიახლოებით ასე გააკეთე ძალიან ადვილია

                                                                                                http://www.link.ge/file/201932/DUDU-2009-bakuriani-003.jpg.html

                                                                                                Posted by: kasandra 23 Jan 2009, 18:37
                                                                                                nin75

                                                                                                დიდი მადლობა smile.gif
                                                                                                2kiss.gif

                                                                                                Posted by: nin75 23 Jan 2009, 18:44
                                                                                                kasandra
                                                                                                მიხვდი ხომ ფორთოხლები როგორ არის დაჭრილი და მერე დალაგებული?
                                                                                                ანუ თხლად უნდა დაჭრა და დაგრიხო- გამოვა ყვავილივით
                                                                                                ანუ იყენებ - გრეიფრუტს, ფორთოხალს, ყურძენს, ანანასს (რკინის ქილებშია იცი ), კივი და მწვანე ვაშლი, გარგარის ან ატმის კამპოტი - ეს ან სახლში გექნება ან იყიდება პატარა ქილებში, მარწყვი იყიდება პოპულშიც და გუდვილშიც

                                                                                                შეიძლება ამდენი დასახელება არ გამოიყენო და ფორთოხალი და კივი და ბანანიც ლამაზად დააწყო
                                                                                                მაინც ლამაზი გამოვა wink.gif

                                                                                                Posted by: kasandra 23 Jan 2009, 19:00
                                                                                                nin75

                                                                                                მგონი კარგი იქნება თუ გამოვიყენებ ბანანს, კივს, ანანასს და ყურძენს. მარწყვზე ბოდიში, ბათუმში ვარ და აქ არსად მინახავს მარწვი, არა მგონია იყოს smile.gif
                                                                                                ბისკვიტს დავნამავ ანანასით.
                                                                                                ისე ამ ზამთარში რა დროს ხილის ტორტია, მაგრამ რაღაც მსუბუქია და საყვარელი chups.gif


                                                                                                Posted by: nin75 23 Jan 2009, 19:36
                                                                                                kasandra

                                                                                                რადგან ბათუმში ხარ - მიდი აბა ბაზრის გვერდით შევარდნაძის დიდი სუპერმარკეტი რომ არის და არ არსებობს იქ არ იყოს გაყინული მარწყვი მაინც მაგრამ ჩვეულებრივიც იქნება რაღაც ასე მგონია - თუ ახლოსაა მიდი აბა ნახე
                                                                                                ჯორჯიტაშიც შეიარე - პარკის ცენტრალური გამოსასვლელის წინაა ძვ.სტალინის ქუჩის კუთხეში - იქაც შეიძლება იყოს

                                                                                                Posted by: kasandra 23 Jan 2009, 19:38
                                                                                                nin75
                                                                                                ჯორჯიტაში არ არის, აი შევარდნაძის მარკეტში შეიძლება იყოს ისე.. smile.gif

                                                                                                Posted by: nin75 23 Jan 2009, 19:41
                                                                                                kasandra

                                                                                                ხოდა წადი
                                                                                                დარწმუნებული ვარ იქნება რა
                                                                                                ჩემს საყვარელ ბათუმს მოკითხვა

                                                                                                ტორტს რომ გამოაცხობ - დადე მერე რეცეპტიც და სურათებიც ამ განყოფილებაში wink.gif

                                                                                                Posted by: kasandra 23 Jan 2009, 19:44

                                                                                                nin75
                                                                                                ბათუმს მოკითხვას გადავცემ. დღეს იყო რაღაც საოცარი ამინდი, ნამდვილი გაზაფხული. ყველას ვახარბებ
                                                                                                tongue.gif

                                                                                                რეცეპტს და ფოტოს აუცილებლად დავდებ. იმედია კარგი გამოვა და თავს არ შევირცხვენ smile.gif

                                                                                                Posted by: Maykuna 23 Jan 2009, 21:12
                                                                                                ზღვა როგორი იყო? ტორტის ცხობას ანდომებდა ადამიანს biggrin.gif

                                                                                                Posted by: rtuli 24 Jan 2009, 23:08
                                                                                                ნამცხვარი ხილის

                                                                                                1 ჩ.ჭ გაზიანი სასმელი ფანტა
                                                                                                1 ჩ.ჭ ზეთი
                                                                                                2 ჩ.ჭ შაქარი
                                                                                                4 ცალი კვერცხი
                                                                                                4 ჩ.ჭ ფქვილი
                                                                                                1 პაჩკა რაზრეხლიტელი

                                                                                                მოსაყრელად შტრეიზელი:
                                                                                                100გრ. კარაქი
                                                                                                100 გრ. შაქარი
                                                                                                200 გრ. ფქვილი
                                                                                                აურიოთ ეს მასა და გამოვა კროშკასავით.

                                                                                                ხილი გამოიყენეთ დაჭრილი ანანასი,ან ალუბალი ან სხვა საყვარელი ხილი.

                                                                                                გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე,დავამატოთ ფანტა, ზეთი,ნელა ამოურიოთ და დავაცრათ ფქვილი+რაზრეხლიტელი.გამოვა სქელი არაჟნის ცომი,დავადოთ ხილი და მოვაყაროთ შტრეიზელი.
                                                                                                გამოვაცხოთ 200 გრადუსზე ,სანამ არგამოცხვება.

                                                                                                Posted by: BEKO 25 Jan 2009, 12:32
                                                                                                rtuli

                                                                                                ეს რეცეპტი რამხელა ტაფისთვისაა?

                                                                                                დღეს უნდა გამოვაცხო და თუ შეძლებ, დაწერეsmile.gif

                                                                                                Posted by: rtuli 25 Jan 2009, 12:39
                                                                                                BEKO
                                                                                                QUOTE
                                                                                                ეს რეცეპტი რამხელა ტაფისთვისაა?

                                                                                                მთლიან ღუმელის ფურცელზე უნდა დაასხა და პერგამენტი ჩაუფინო.

                                                                                                ნამცხვარი სიმჯავეს ითხოვს,მე უცბად მოვიფიქრე გამოცხობა და ალუბლის გალღობა ვერ მოვასწარი.
                                                                                                მოვამზადე ანანასით და მანგოს ნაჭრებით.ჩემთვის ტკბილი იყო ხილი.ბავშვებმა მშვენივრად მიირთვეს

                                                                                                smile.gif

                                                                                                აი ფორთოხლის ნაჭრები და ანანასის მაგრად წავა.


                                                                                                ერთი შესაძლებელი ვარიანტიც არის,შეგიძლია ზეთის მაგივრად ,,დაჩა,,იხმარო 200 გრ.,ოღონდ ორთქლის აბაზანაზე 5 წუტით უნდა დადგა,გადმოდგა, შაქართან ერთად კარგად გათქვიფო და მერე თითო კვერცხი შეათქვიფო,კარგი ფუმფულა მასა გამოვა+ დანარჩენი მასალა.

                                                                                                Posted by: nin75 25 Jan 2009, 12:59
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                შეგიძლია ზეთის მაგივრად ,,დაჩა,,იხმარო 200 გრ.,


                                                                                                მე ზეთის გამო მართლა დაჩას ვცდი smile.gif
                                                                                                რა კარგია რომ მითხარი, თორემ ზეთზე სერიოზულად დავტორმუზდი gigi.gif

                                                                                                Posted by: miau 25 Jan 2009, 21:26
                                                                                                ფორთოხლის კრემი გავაკეთე ასე:
                                                                                                1 ჭიქა ფქვილი
                                                                                                2 ჭიქა შაქარი
                                                                                                3 ჭიქა რძე
                                                                                                ამ ყველაფერს ავურევთ, მიქსერით ავთქვეფავთ და ნელ ცეცხლზე მუდმივი რევის პირობებში მოვხარშოთ კრემი.

                                                                                                1 ფორთოხალს გავაცალოთ ცედრა, თხლად დავჭრათ და ცოტა შაქართან ერთად როდინში ვნაყოთ მანამ, სანამ არ გამოუშვებს სითხეს (ზეთს), შემდეგ ჩავდოთ ჩოპერში, დავასხათ სულ ცოტა ფორთოხლის წვენი და კარგად გავქნათ. ფორთოხლის ცედრა შევათქვიფოთ გაციებულ კრემს ვანილთან ერთად.

                                                                                                250 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ და დავამატოთ აღნიშნული კრემი.

                                                                                                2 ცალი ფორთოხალი გავფცქვნათ, მოვაცილოთ თეთრი კანი, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ავურიოთ კრემს.

                                                                                                Posted by: rtuli 25 Jan 2009, 22:14
                                                                                                miau
                                                                                                არაჯანს რა უყავი?
                                                                                                ვერ გარისკე? smile.gif

                                                                                                Posted by: niki_ niki 25 Jan 2009, 23:11
                                                                                                rtuli

                                                                                                ზეთზე უკეთესია თუ "დაჩა" რომ ვიხმარო? ამ ნამხვარს იქითა შაბათს გამოვაცხობ.
                                                                                                გადავედი იმ ნამცხვის კეთებაზე რასაც ხილი ურევია smile.gif

                                                                                                Posted by: Nadya 26 Jan 2009, 04:44
                                                                                                მე თქვენ გასწავლით ეხლა ძალიან გემრიელ რამეს
                                                                                                "შოკოლადის და ნაყინის ტორტი"
                                                                                                ინგრედიენტები
                                                                                                1) ასაწონი შოკოლადის ფხვიერი პეჩენია 200 გრამი
                                                                                                2) კარაქი - 50 გრამი
                                                                                                3) ერთი ბრიკეტი პლომბირის ნაყინები როა ყუთებში
                                                                                                4)ნუში ან ნიგოზი (თუ გინდათ)
                                                                                                გლაზურისთვის
                                                                                                1) სგუშონკა 100გრამი
                                                                                                2) შავი შოკოლადი 100გრამი
                                                                                                3) კარაქი 1/3 ჩაის კოვზი
                                                                                                4) ვანილი

                                                                                                ესეიგი, პეჩენია კარგად დაფხვენით კომბაინში, დაადნეთ კარაქი და დაუმატეთ დაფხვნილ პეჩEნიას ისე რო მასა გამოვიდეს არც ძალიან თხელი არც ფხვიერი, უფრო წებოვანი და გადაიტანეთ ოდნავ ღრმა ფორმაში, ოღონდ აი ფორმის კედლებზე კარგად ააკარით და შუაში ადგილი დატოვეთ ანუ კედლებზე ამოიყვანეთ უფრო მაღლა ვიდრე ძირში და შედგით მარაზილნიკში ერტი 15-20 წუთი, შემდეგ შიგნით დაუმატეთ საშუალოდ გამდნარი ნაყინი და გაავსეთ ზედაპირამდე გადაასწორეთ. შემდეგ ისევ შედგით მარაზილნიკში რომ გამდნარი ნაყინი თავიდან გაიყინოს. (დაახლოებით 2 საათი ჭირდება)

                                                                                                გლაზური

                                                                                                პატარა ქვაბში ჩაასხით სგუშონკა და დაატეხეთ შოკოლადი ნატეხებად, დაუმატეთ შაქარი და დადგით ცეცხლზე სანამ არ მიიღება (დაელოდეთ ადუღებას) ერთფეროვანი მასა, შემდეგ გამოდგით გაზიდან და დაუმატეთ ვანილი და კარაქი. გააგრილეთ და მოასხით ნაყინიან მასას, ოღოდნ სწრაფად იმიტომ რომ გლაზური ცივთან შეხებისას ეგრევე ქვავდება და სწრაფად მოასხით ზემოდან და შედგიტ ისევ მარაზილნიკში ნახევარი საათიტ.
                                                                                                ეხლა ცოტა აბდაუბდად ვწერე დილის 5 საათია და ძლივს ვიხსენებ ყველაფერს, მოკლედ ძალიან გემრიელია!

                                                                                                Posted by: miau 26 Jan 2009, 10:57
                                                                                                rtuli




                                                                                                არაჟანი შევინახე biggrin.gif

                                                                                                Posted by: rtuli 26 Jan 2009, 11:23
                                                                                                niki19m
                                                                                                QUOTE
                                                                                                ზეთზე უკეთესია თუ "დაჩა" რომ ვიხმარო? ამ ნამხვარს იქითა შაბათს გამოვაცხობ.

                                                                                                ორივეზეც კარგი გამოდის
                                                                                                პ.ს. ოღონდ კახური ზეთი არიხმარო biggrin.gif

                                                                                                miau
                                                                                                QUOTE
                                                                                                არაჟანი შევინახე

                                                                                                კეკსში გამოიყენე ძალიან გემრიელი გამოვა 2kiss.gif

                                                                                                Posted by: tos-ka 26 Jan 2009, 14:09
                                                                                                Nadya
                                                                                                QUOTE
                                                                                                შემდეგ შიგნით დაუმატეთ საშუალოდ გამდნარი ნაყინი და გაავსეთ ზედაპირამდე გადაასწორეთ. შემდეგ ისევ შედგით მარაზილნიკში რომ გამდნარი ნაყინი თავიდან გაიყინოს. (დაახლოებით 2 საათი ჭირდება)


                                                                                                დამდნარი ნაყინის ხელმეორედ გაყინვა ჯანმრთელობისთვის მავნებელია wink.gif 2kiss.gif
                                                                                                თუმცა, თუ ნაყინს თავად აკეთებ, მაშინ ეს ძალიან კარგი რეცეპტია smile.gif

                                                                                                Posted by: maknatuna 26 Jan 2009, 15:05
                                                                                                ბანანის "ტორტი"
                                                                                                6 კვერცხი
                                                                                                300 გრ მაწონი
                                                                                                200 გრ კარაქი
                                                                                                1 სგუშიონი
                                                                                                2 ჩ. ჭიქა რძე
                                                                                                5 ჭიქა შაქარი
                                                                                                3 ჩაის ჭიქა ფქვილი
                                                                                                2 ჩ.კ ძმარი და სოდა
                                                                                                3 ბანანი
                                                                                                ვანილი
                                                                                                მომზადება:
                                                                                                6 კვერცხის გული და 2 ჭიქა შაქარი გავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ 300 გრამი მაწონი, 1 ქილა სგუშიონი, 2 ჩ. კ. სოდა ძმრით, ვანილი და სამი ჩ. ჭ. ფქვილი. შეიძლება ცოტა მეტიც.
                                                                                                დავაფინოთ ჟარონაზე პერგამენტი, წავუსვათ ცხიმი და დავასხათ ნახევარი. შევდგათ მხურვალე გაზქურაში. 10 წუთის მერე გაზსს დავუწიოთ რომ გამოცხვეს.
                                                                                                ასევე გავაკეთოთ მეორე ფენაც. ფენები გამოდის ძალიან ფუმფულა smile.gif
                                                                                                კრემი:
                                                                                                2ჩ.ჭ რძით, 1.5 ჭ. შაქრით და 5 ს.კ ფქვილით მოვამზადოთ ჩვეულებრივი კრემი. გავთქვიფოთ კარგად 200 გრ კარაქთან და ვანილთან ერთად.
                                                                                                პირველ ფენას წავუსვათ მომზადებული კრემი. დავახეხოთ ბანანი. (+ კივი, ვფიქრობ ძალიან მოუხდება smile.gif ) მეორე ფენას წავუსვათ იმ მხარეს კრემი, რომლითაც უნდა დავადოთ პირველ ფენას. ზევიდანაც წავუსვათ კრემი. მოვრთოთ ბეზეთი და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები.
                                                                                                ბეზე:
                                                                                                6 კვერცხის ცილისაგან ამოვიყვანოთ ბეზე და ნელნელა შევურიოთ 1.5 ჭ. შაქარი. მომზადებული ბეზე დავდგათ ორთქლზე და ვადუღოთ 15-20 წუთი.
                                                                                                rolleyes.gif

                                                                                                Posted by: rtuli 26 Jan 2009, 16:23
                                                                                                maknatuna
                                                                                                QUOTE
                                                                                                სგუშიონი

                                                                                                გემრიელი ცომი გამოდის ძალიან სგუშონზე. up.gif

                                                                                                Posted by: miau 26 Jan 2009, 17:27
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                კეკსში გამოიყენე ძალიან გემრიელი გამოვა 


                                                                                                smile.gif არა, მე კრემის აკვიატება მაქვს, ვნახოთ რა გამოვა. smile.gif

                                                                                                Posted by: elizabeth 27 Jan 2009, 13:40
                                                                                                გოგოებო ბეზე ბლენდერში რო გავაკეთო გამოვა რამე???

                                                                                                Posted by: nin75 27 Jan 2009, 13:48
                                                                                                elizabeth

                                                                                                ბლენდერი 3-4 წუთი შეგიძლია ჩართული გქონდეს და ბეზეს დიდი ხანი უნდა რომ ამოვიდეს და
                                                                                                ამიტომ არამგონია ბლენდერი კარგი იდეა იყოს

                                                                                                Posted by: elizabeth 27 Jan 2009, 16:16
                                                                                                nin75
                                                                                                მადლოოობ 2kiss.gif
                                                                                                გავითვალისწინე შენი რჩევა და ხელით ავთქვიფე. არ ვიცოდი თურმე შაქარი ნელ-ნელა უნდა ჩამემატებინა და მაინც არ გამომივიდა sad.gif მაგრამ რაც გამოვიდა ის მოვასხი ნამცხვარს.ეხლა შედგმული მაქვს გაზში და ველოდები შედეგს smile.gif

                                                                                                Posted by: nin75 27 Jan 2009, 16:37
                                                                                                elizabeth
                                                                                                ხელით? ანუ სათქვეფელათი? მაგაზე ხელი შეჩვეული თუ არ გაქვს გაგიჭირდებოდა ნამდვილად
                                                                                                მიქსერით უნდა ათქვიფო - ზოგი ორთქლზე თქვიფავს - მიქსერით კარგად რომ გაამაგრებ ბეზეს შაქარი უნდა ჩაამატო მერე - მაგრამ ბევრი შაქარი არ უნდა ბეზეს - რამე რეცეპტში რაც წერია ზუსტად იმდენივე უნდა ჩაყარო - ისე შეიძლება მერე ბეზე გაწყალდეს

                                                                                                არის მეორე რეცეპტიც ბეზეს

                                                                                                ბეზე ათქვიფო ცოტა შაქარი შეათქვიფო და დანარჩენისგან სიროფი უნდა გააკეთო და შემდეგ ეს სიროფი კარგად რომ წამოდუღდება ესევე ცხელი ქაფქაფა უნდა ჩაასხა ბეზეში და განუწყვეტლად ურიო - ესაა ყველაზე მაგარი ბეზე - რომელიც მოსართავად გამოიყენება და ტორტზე, ტარტალეტკებზე რამოდენიმე დღე იქნება გაუნძრევლად wink.gif

                                                                                                და რამოდენიმე დღის წინ - პეპის დახმარებით მივაგენი ამ ბეზეს მომზადების იტალიურ-ამერიკულ ვარიანტებსაც smile.gif ანუ ამ ცხელ სიროფს რომ შეათქვიფავ შემდეგ უნდა დაამატო კარაქი (??!!) და ეს არისო მოსართავი კრემიო - ჯერ არ მიცდია და როდესაც გავაკეთებ შეგატყობინებთ შედეგს smile.gif ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით და ვნახოთ რა გამომივა smile.gif

                                                                                                Posted by: ancho 27 Jan 2009, 16:46
                                                                                                ელექტროქურები რომ არის ცალკე, მარტო ღუმელი რა, მაგაში კარგად ცხვება ნამცხვრები თუ იცით?

                                                                                                Posted by: nin75 27 Jan 2009, 16:53
                                                                                                ancho
                                                                                                ჩვეულებრივი ელექტრო ქურა კარგად აცხობს ნამცხვარსაც და ტორტის ბისკვიტსაც
                                                                                                ოღონდ ტემპერატურის დარეგულირებაა საჭირო

                                                                                                Posted by: kokogorgo 27 Jan 2009, 17:08
                                                                                                elizabeth
                                                                                                QUOTE
                                                                                                გავითვალისწინე შენი რჩევა და ხელით ავთქვიფე. არ ვიცოდი თურმე შაქარი ნელ-ნელა უნდა ჩამემატებინა და მაინც არ გამომივიდა  მაგრამ რაც გამოვიდა ის მოვასხი ნამცხვარს.ეხლა შედგმული მაქვს გაზში და ველოდები შედეგს 


                                                                                                ჯერ ცილა უნდა აითქვიფოს ისე, რომ ჭურჭელი[რაშიც აკეთებთ] რომ გადმოატრიალოთ, ათქვეფილი ცილა არ გადმოვარდეს. მერე უნდა შაქარი ნელ-ნელა შათქვიფოთ. 4კვერცხის ცილას-1ჭიქა შაქარი

                                                                                                Posted by: ancho 27 Jan 2009, 17:14
                                                                                                nin75
                                                                                                დიდი მადლობა. ვცდი ერთი რა გამოვა.
                                                                                                პ.ს. ნინოობას გილოცავ smile.gif

                                                                                                Posted by: nin75 27 Jan 2009, 17:51
                                                                                                ancho

                                                                                                მადლობა მეც გილოცავ
                                                                                                გადავცემ ნინოს მილოცვას
                                                                                                (ჩემი მამიდაშვილის ნიკია ეს smile.gif )

                                                                                                Posted by: Peppi 27 Jan 2009, 18:59
                                                                                                nin75
                                                                                                QUOTE
                                                                                                ანუ ამ ცხელ სიროფს რომ შეათქვიფავ შემდეგ უნდა დაამატო კარაქი


                                                                                                ეგ კლასიკური რეცეპტია იტალიური მარეინის (Italian Meringue ), რომელსაც მერე კარაქი ემატებაsmile.gif

                                                                                                QUOTE
                                                                                                ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით და ვნახოთ რა გამომივა

                                                                                                გამოვა, გამოვა - ოღონდ სიროფის ტემპერატურა უნდა დაარეგულირო ანუ 118 გრადუსი ცელსიუსით, ან 245 გრადუსი ფ'არენჰეიტით.

                                                                                                პ.ს. ბეზეს ასევე უშვებიან ფხვნილს - cream of tartar-ს, რომელიც ყურძნის დაწურვის და ღვინოდ ფორმირების შემდეგ რჩება და თეთრი ფხვნილის სახე აქვს საბოლოოდ.
                                                                                                ისე, "ბეიკინგ პაუდერიც" ძირითადად მაგ "ტარტარის კრემისგან" შედგებაsmile.gif

                                                                                                Posted by: ex_tunc 27 Jan 2009, 19:09
                                                                                                miau
                                                                                                რა გემრიელი ჩანს ეს ფორთოხლის კრემი მგონი ბისკვიტის გარეშე შემომეჭმევა თუ გავაკეთე smile.gif მადლობა რეცეპტისთვის

                                                                                                Posted by: miau 27 Jan 2009, 19:49
                                                                                                ex_tunc

                                                                                                ეს კრემი მაგრად უხდება ჩინურ ტორტს, ხილს და დამტვრეულ ბისკვიტს ვურევ და უგემრიელესია, აი, მსუბუქის რა მოგახსენოთ biggrin.gif

                                                                                                Posted by: natka-q 28 Jan 2009, 15:08
                                                                                                ტორტი სუფლეთი შეგიძლიათ ვინმემ მასწავლოთ? chups.gif
                                                                                                და რაც მთAვარია, სუფლე როგორ მზადდება?

                                                                                                Posted by: kokogorgo 28 Jan 2009, 19:26


                                                                                                ჩემი საყვარელი ვაშლის პეროგი.

                                                                                                150გრ. შერბილებული კარაქი+ 2ჭიქა შაქრის ფხვნილი , ავთქვიფოთ. დავუმატოთ 5 კვერცხის გული+ 2ქილა არაჟანი+ 1ჩ.კ. სოდა ძმრით+ ვანილი+ 3ჭიქა ფქვილი. ცხვება ოთხკამფორიანი გაზის ქურის ჟარონზე.
                                                                                                სადამ ცომი ცხვება მოვამზადოთ:
                                                                                                1. 6ც. ვაშლი[ უკეთესია მომჯავო. ბროცკი, ანტონოვკა] გავთალოთ და წვრილად დავჭრათ. დავაყაროთ 6სუფრის კოვზი შაქარი.
                                                                                                ნამცხვარი რომ გამოცხვება , წავუსვათ ეს ვაშლის მასა. კარგად გადავანაწილოთ.
                                                                                                2. ავთქვიფოთ 5 კვერცხის ცილა+ 1ჩ . ჭიქა შაცრის ფხვნილი+ 1ც. ლიმონის წვენი[ კურკები გამოაცალეთ]. ე. ი. ჩვეულებრივი მუსი.
                                                                                                ეს მუსი გადავუსვათ ვაშშლს ზემოთ. და შევდგათ ქურაში 10-15წუთით ძალიან დაბალ ცეცხლზე.
                                                                                                გამოვიღებთ ქურიდან და ცხელს მოვასხამთ გლაზურს.

                                                                                                3. გლაზური: 3სუფრის კოვზი რძე + 3სუფრის კოვზი კაკაო+ 50გრ. კარაქი. წამოვადუღოთ და ცხელი [ცოტა შეგრილებული] მოვასხათ ბეზეს.
                                                                                                გლაზური მოვასხათ კოვზით. მთლიანად არ ფარავს მუსს. თქვენი გემოვნებით მოასხით თხლად. მე ფრთხილად ვანაწილებ კოვზით. მაგრად არ უნდა დააწვეთ კოვზს, თორემ მუსი აგYვებათ და ნამცხვარი ლამაზი არ იქნება

                                                                                                ეს გლაზური არ არის მაგარი.
                                                                                                ქურა უნდა იყოს გაცხელებული[ძალიან არა] ,ჯარონა უნდა იყოს თბილი კარაქმოსმული და ფქვილიანი. ამ ნამცხვარის მინუსი არის ის, რომ ძნელად ძვრება ჟარონს. კალკაზეც ვცადე , არ მომეჭონა. ისევ კალკის გარეშე ვაცხობ. ჯარონზე ვჭრი და ნამცხვრის ამოსაღებით ამომაქვს ფრთხილად. მონარჩენს ისევ ვტოვებ და რამდენიც მჭირდება იმდენს ვაჭრი.

                                                                                                ძალიან გემრიელია. ერთი დღეც არ მიძლებს.

                                                                                                თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, თქვენს განკარგულებაში ვარ.
                                                                                                * * *

                                                                                                ცხვება საშუალო ცეცხლზე. ფრთხილად იყავით ზედმეტად არ გამოაცხოთ. გაითვალისწინეთ რომ მეორედაც მოგიწევთ ქურაში შედება.

                                                                                                Posted by: rtuli 29 Jan 2009, 02:31
                                                                                                ქოქოსის-ტრიუფელის ნამცხვარი.

                                                                                                250 გრ. ქოქოსი
                                                                                                200 გრ. შაქარი
                                                                                                4 ცალი კვერცხის ცილა

                                                                                                300 გრ. შოკოლადი
                                                                                                350 მლ. ნაღები 36-38%
                                                                                                1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

                                                                                                გავთქვიფოთ ცილა+შაქარი(ანუ ბეზეს მასა გამოვა)დავუმატოდ ქოქოსი.ეს მასა მოვათავსოთ ქაღალდ ჩაფენილ ყალიბში,გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 30-40 წუთი.გამოვიღოთ და გავაციოთ.

                                                                                                მოვამზადოთ კრემი:
                                                                                                ორთქლის აბაზანააზე გავადნოთ შოკოლადი,კარგად გავთქვიფოთ ნაღები(ამოვა ბეზესავით) და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ შოკოლადი(უნდა იყოს გრილი).

                                                                                                გამომცხვარ ქოქოსის ფენას გადავუსვათ კრემის მასა და მოვაყაროთ ზემოდან კაკაოს ფხვნილი.

                                                                                                Posted by: Natia_N_N 29 Jan 2009, 12:15
                                                                                                rtuli
                                                                                                მმაგარია smile.gif მნიამნია

                                                                                                Posted by: bubu1234 29 Jan 2009, 13:47
                                                                                                ძალიან გთხოვთ ეკლერის რეცეპტი დაწერეთ. help.gif help.gif help.gif help.gif

                                                                                                Posted by: miau 29 Jan 2009, 13:56
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                ქოქოსის-ტრიუფელის ნამცხვარი.


                                                                                                საოცრება ხარ, საოცრება!

                                                                                                ახლა გავაკეთე ქართული ხალხური პავიდლოიანი პეროგი, რომლის დიდი მუშტარიც მამაჩემი და ჩემი ძმა არიან,
                                                                                                ტყემლის მურაბას გავაცილე კანები და კურკები და ეგ წავუსვი, კარგი გამოვიდა, არაუშავს smile.gif
                                                                                                შემკვეთებს მოეწონათ biggrin.gifnatka-q
                                                                                                QUOTE
                                                                                                ტორტი სუფლეთი შეგიძლიათ ვინმემ მასწავლოთ? 
                                                                                                და რაც მთAვარია, სუფლე როგორ მზადდება?


                                                                                                სუფლე არის ბეზეს კრემს + ჟელატინი. smile.gif

                                                                                                შეგიძლია გააკეთო ტორტის ბისკვიტი -ერთი ფენა, მერე სუფლე და ზემოდან გათქვეფილო ნაღების კრემით მორთო, ძალიან მარტივია. smile.gif

                                                                                                შეგიძლია ტორტის ბისკვიტი საერთოდ არ გააკეთო, სუფლეს ერთ ფენას აურიო კენკრა, მეორეს - ვანილი, მერე შეაერთო ნაღების კრემით და ზემოდან მორთო ხილით.
                                                                                                ძალიან უხდება მარწყვი.
                                                                                                შეგიძLია გააკეთო მუსი და მუსს დაუმატო ჟელატინი. გათქვეფილ ცილას დაუმატო 1 -2 ს/კ შაქარი და რომელიმე არომატული ხილის (მაყვალი, მარწყვი და ა.შ.) ჯემი, შემდეგ დაუმატო ჟელატინი და სუფლეც მზადაა.
                                                                                                ჟელატინს რომ დაუმატებ, უნდა იცოდე, რომ ცილის კრემს ცოტა მეტი სიტკბო უუნდა გაუკეთო, რომ ჟელატინის მასა რომ დაემატება, სიტკბო არ დააკლდეს.
                                                                                                მერეჩაასხამ ფორმაში, შედგამ მაცივარში და გააციებ.
                                                                                                რომ გამოიღებ, თუ ადვილად არ გადმოვარდა ფორმიდან, 1-2 წამი ჩადგამ სუფლეიან ჭურჭელს ცხელ წყალში და ადვილად გადმოვარდება.
                                                                                                smile.gif


                                                                                                Posted by: elizabeth 29 Jan 2009, 14:09
                                                                                                nin75
                                                                                                უუუუუGრმესი მადლობა ყველაპრისთვის, დამწყები კულინარი ვარ და თითოეული სიტყვა ჩემთვის სასარგებლო და საჭიროა smile.gif რატომGაც მეგონა რომ ბეზე მარტო სათქვეფელათი კეთდებოდა და ხელი მომტყდა იმდენი ვთქვიფე biggrin.gif სახლში მეუბნებოდნენ კარგი გეყოფა აგარ გვინდა არაფერიო biggrin.gif მაგრამ ნამცხვარი მაინც კარგი გამოვიდა

                                                                                                Posted by: tos-ka 29 Jan 2009, 14:27
                                                                                                elizabeth
                                                                                                QUOTE
                                                                                                რატომGაც მეგონა რომ ბეზე მარტო სათქვეფელათი კეთდებოდა და ხელი მომტყდა იმდენი ვთქვიფე


                                                                                                smile.gif საერთოდ, ხელით ათქვეფილ ბეზეს არაფერი შეედრება, დაღლილხარ მაგრამ სამაგიეროდ სამეფო ბეზე გაგიკეთებია 2kiss.gif
                                                                                                ცილა კარგად რომ აითქვიფოს, კვერცხი მინიმუმ ნახევარი საათით მაინც შედგი ხოლმე მაცივარში. ხოლო როცა გააცალკევებ, ცილას დანის წვერით მარილი მოაყარე. უფრო მალე აითქვიფება

                                                                                                Posted by: nin75 29 Jan 2009, 16:17
                                                                                                QUOTE
                                                                                                საერთოდ, ხელით ათქვეფილ ბეზეს არაფერი შეედრება

                                                                                                რათქმაუნდა ოღონდ პროფესიონალისთვის ეს ადვილიცაა
                                                                                                ხოლო
                                                                                                QUOTE
                                                                                                დამწყები კულინარი ვარ

                                                                                                ამ ადამიანს მიქსერით გაუადვილდება, თან დიდი განსხვავება ხელით გათქვეფილის და მიქსერით არ არის - მთავარია ცილის ტემპერატურიდან დაწყებული ყველაფერი გაითვალისწინოს ადამიანმა smile.gif

                                                                                                Posted by: bubu1234 29 Jan 2009, 16:21
                                                                                                QUOTE
                                                                                                ძალიან გთხოვთ ეკლერის რეცეპტი დაწერეთ.   

                                                                                                მეც დამეხმარეთ რა ძალიან მინდა გავაკეთOოოოო

                                                                                                Posted by: tos-ka 29 Jan 2009, 16:22
                                                                                                nin75
                                                                                                QUOTE
                                                                                                დამწყები კულინარი ვარ


                                                                                                ამ ადამიანს მიქსერით გაუადვილდება,


                                                                                                მეც მანდა ვარ, ძვირფასო! 2kiss.gif

                                                                                                Posted by: nin75 29 Jan 2009, 16:34
                                                                                                bubu1234

                                                                                                http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=390&#entry7727862

                                                                                                და მიღებულ ცომს მისცემ ეკლერის ფორმას ანუ მრგვალი ბურთების ნაცვლად გააკეთებ მოგრძოებს - ეს შეიძლება გაკეთდეს შემდეგნაირადაც - ტორტის მოსართავი ზოლებიანი თავით დასვავ მოგრძო ფორმებს (იმედია გასაგებად ავხსენი smile.gif )

                                                                                                Posted by: bubu1234 29 Jan 2009, 16:36
                                                                                                nin75
                                                                                                ძალიან დიდი მადლობაა,გაიხარეეე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

                                                                                                Posted by: nin75 29 Jan 2009, 16:38
                                                                                                bubu1234
                                                                                                მიხვდი რითი დასვა ეკლერები?

                                                                                                ფორმა ანუ ზოლები თავზე თუ არ გაინტერესებს შეგიძლია კოვზით დასვა smile.gif

                                                                                                Posted by: Peppi 29 Jan 2009, 17:10
                                                                                                nin75
                                                                                                QUOTE
                                                                                                მიხვდი რითი დასვა ეკლერები?

                                                                                                ფორმა ანუ ზოლები თავზე თუ არ გაინტერესებს შეგიძლია კოვზით დასვა



                                                                                                ან ცელოფნის ”ცხვირ” წაჭრილი ტომარით და მერე ჩანგალი დაუსვასsmile.gif


                                                                                                Posted by: bubu1234 29 Jan 2009, 17:18
                                                                                                nin75
                                                                                                კი მივხვდი,და სახლში თუ მოვიპოვეე,არადა მინდა ზოლებიანი.sad.gif

                                                                                                Peppi
                                                                                                რა კაი აზრიააააა,გავაკეთებ აუცილებლად და დავდებ სურათს,რამე საშინელება თუ არ გამომივიდა.

                                                                                                Posted by: rtuli 29 Jan 2009, 17:22
                                                                                                bubu1234
                                                                                                QUOTE
                                                                                                არადა მინდა ზოლებიანი

                                                                                                რათ გინდა ზოლებიანი biggrin.gif ,შოკოლადის მინანქარი გადაასხი up.gif
                                                                                                miau
                                                                                                QUOTE
                                                                                                ქოქოსის-ტრიუფელის ნამცხვარი.



                                                                                                საოცრება ხარ, საოცრება!

                                                                                                ვცდილობ
                                                                                                gigi.gif

                                                                                                Posted by: Unfinished_Sympathy 29 Jan 2009, 17:59
                                                                                                ხვაალ ქ. რთულის რეცეპტით ვაპირებ ფანტის ნამცხვრის გაკეთეებააას jump.gif ცოტა მეშინია , რომ არ გამოვიდეს user.gif მარა ისეთი ადვილი ჩანს , მგონი გამოვა chups.gif შეედეეგებს აუცილებლად განახებთ yes.gif

                                                                                                Posted by: natka-q 30 Jan 2009, 10:13
                                                                                                miau
                                                                                                მე ვერასოდეს ვიქნები თქვენსავით კარგი კულინარიიი cry.gif
                                                                                                მაგრამ მაინც ვცდი და რამეს გავაკეთებ ამ რეცეპტეპიდან. დიიიდი მადლობა 2kiss.gif
                                                                                                QUOTE
                                                                                                სუფლე არის ბეზეს კრემს + ჟელატინი

                                                                                                ბეზეს კრემის რეცეპტი აქ წერია სადმე? ალბათ, ჩვეულებრივად ბეზეს გამოვაცხობ და მერე?!.......
                                                                                                და ჟელატინი როგორ უნდა აურიო კრემს?!
                                                                                                და ნაღების კრემი როგორ კეთდება?
                                                                                                ტუმცა, ნაღების კრემი როგორ კეტდება მგონი წინა გვერდებზე წერია, მოვძებნი.
                                                                                                ბევრი კითხვებია, მაგრამ მართლა ძალიან მინდა ვისწავლო ეს რაღაც-რაღაცეებიyes.gif

                                                                                                Posted by: miau 30 Jan 2009, 10:48
                                                                                                natka-q
                                                                                                QUOTE
                                                                                                მე ვერასოდეს ვიქნები თქვენსავით კარგი კულინარიიი



                                                                                                უკომენტაროდ.... lol.gif

                                                                                                QUOTE
                                                                                                ბეზეს კრემის რეცეპტი აქ წერია სადმე?


                                                                                                4 ცილა კარგად ათქვიფე და დაუმტე თანდათან 1 ჭიქა შაქარუი, ჯამს რომ გადმოატრიალებ და ცილა არ გადმოვარდება, ესეიგი მზადაა. smile.gif - ესაა კრემი.

                                                                                                შესაბამისი რაოდენობის ზაკრეპიტელი (ზედ აცერია ხოლმე პაკეტს) და შაქრის პუდრა უნდა დააყარო და კარგად ათქვიფო ნაღები მანამ, სანამ არ გახდება ფუმულა შეკრული მასა. smile.gif

                                                                                                Posted by: natka-q 30 Jan 2009, 11:55
                                                                                                მიაუ
                                                                                                და მაინც.....
                                                                                                QUOTE
                                                                                                QUOTE
                                                                                                მე ვერასოდეს ვიქნები თქვენსავით კარგი კულინარიიი





                                                                                                Posted by: rtuli 30 Jan 2009, 12:25
                                                                                                Unfinished_Sympathy
                                                                                                QUOTE
                                                                                                მგონი გამოვა  შეედეეგებს აუცილებლად განახებთ 

                                                                                                აუცილებლად გამოგივა yes.gif

                                                                                                miauშესაბამისი რაოდენობის ზაკრეპიტელი

                                                                                                ეხლა ბოლოს რომ გამოვაცხე ტორტიკი,ნაღებში არვიხმარე ზაკრეპიტელი და ძალიან კარგი გამოვიდა.მე იმ დასკვნამდე მივედი რომ ,ზაკრეპიტელი 30-33% ნაღებს ჭირდება,აი 38% კი აღარ,მშვენიერი ფუმფულა და მყარი კრემი ამოდის.

                                                                                                Posted by: miau 30 Jan 2009, 12:39
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                ეხლა ბოლოს რომ გამოვაცხე ტორტიკი,ნაღებში არვიხმარე ზაკრეპიტელი და ძალიან კარგი გამოვიდა.მე იმ დასკვნამდე მივედი რომ ,ზაკრეპიტელი 30-33% ნაღებს ჭირდება,აი 38% კი აღარ,მშვენიერი ფუმფულა და მყარი კრემი ამოდის.


                                                                                                თავის დაზღვევისთვის მაინც დამატება ჯობს, აქ ვინ რას ყიდის ღმერთმა იცის biggrin.gif

                                                                                                ერთხელ კი მახსოვს, საჭარაში კაიმაღი (ახალმოხდილი ნაღები) მოტანეს და მშვენივრად გაითქვიფა. smile.gif

                                                                                                არაჟანზეც ეგ პრობლემაა - ზოგი ითქვიფება და ზოგი არა.


                                                                                                .... თორემ, ამ საუკუნის წინ ზაკრეპიტელი არ იყო, მაგრამ ნაღებს მაინც თქვეფდნენ. smile.gif

                                                                                                Posted by: elizabeth 30 Jan 2009, 13:45
                                                                                                არაჩვეულებრივები ხართ 2kiss.gif
                                                                                                ეხლა კიდევ რამე ადვილს ამოვარჩევ, ალბათ ფანტის ნამცხვარს და მერე ნელ ნელა რთულებზე გადავალ

                                                                                                Posted by: Unfinished_Sympathy 30 Jan 2009, 15:32
                                                                                                rtuli
                                                                                                რავი აბა sad.gif რაზრეცლიწელი არც ერთ მაღაზიაში არ იყო და დროჟი რომ გავუკეთო? ან სოდა ძმრით? მესმის რომ დროჟი აფუებს, ის კი ფხვიერს ხდის მარა აბა რა ვქნა mo.gif

                                                                                                Posted by: rtuli 30 Jan 2009, 16:10
                                                                                                Unfinished_Sympathy
                                                                                                QUOTE
                                                                                                ან სოდა ძმრით

                                                                                                yes.gif 1 ჩ.კ. სოდა +1 ს.კ. ძმარი

                                                                                                Posted by: Unfinished_Sympathy 30 Jan 2009, 16:15
                                                                                                rtuli
                                                                                                რა კარგია bis.gif მადლობა დიდი, წავალ და დავიწყებ ახლა გაკეთებას jump.gif

                                                                                                Posted by: miau 30 Jan 2009, 17:09
                                                                                                Unfinished_Sympathy

                                                                                                QUOTE
                                                                                                რავი აბა  რაზრეცლიწელი არც ერთ მაღაზიაში არ იყო და დროჟი რომ გავუკეთო? ან სოდა ძმრით? მესმის რომ დროჟი აფუებს, ის კი ფხვიერს ხდის მარა აბა რა ვქნა 



                                                                                                საერთოდ რა არის იცი რაზრიხლიტელი? - სოდა + ლიმონმჟავა + კრახმალი + ფქვილი - ეს ნაზავია smile.gif

                                                                                                შეგიძლია ერთმანეთში აურიო 1 ჩკ სოდა + 2 ჩ/კ კრახმალი + 2 ჩ/კ ფქვილი + 1/4 ჩ/კ ლიმონმჟავა და ან ფქვილთან ერთად დაუმატო ნამცხვარს, ან კიდევ, თუ რძეს, მაწონს ან არაჟანს უკეთებ, მასში აურიო და დაუმატო ცომს smile.gif


                                                                                                rtuli -ს უკვე მოუცია რჩევა smile.gif

                                                                                                Posted by: Unfinished_Sympathy 30 Jan 2009, 18:06
                                                                                                miau
                                                                                                ააა, გასაგებია, ნუ ლიმონმჟავის მაგივრად ძმარიც ხომ წავა და ფქვილი ისეც გავუკეთე ნამცხვარს, smile.gif შევდგი ახლა და ვნახავთ რა გამოვა user.gif

                                                                                                Posted by: miau 30 Jan 2009, 23:12
                                                                                                Unfinished_Sympathy
                                                                                                QUOTE
                                                                                                ააა, გასაგებია, ნუ ლიმონმჟავის მაგივრად ძმარიც ხომ წავა და ფქვილი ისეც გავუკეთე ნამცხვარს,  შევდგი ახლა და ვნახავთ რა გამოვა 


                                                                                                მაშინ შეგჰიძლია არაჟნისა და ფქვილის მაგივრად ძმარში გახსნა და ისე დაასხა ცომს smile.gif

                                                                                                Posted by: brutal_88 31 Jan 2009, 21:40
                                                                                                გამარჯობათ
                                                                                                ოდა ისა ნაპოლეონი მომენატრა user.gif
                                                                                                დედაჩემი მიკეთბდა ხოლმე ბავშვობაში, მეც გადავწყვიტე გავიკეთებთქო, ფირფიტები ვიყიდე, კრემის რეცეპტი ამ ფორუმიდან ავიღე, ეხა რა მომივიდა გითხრათ, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, შესქელდა, კისელივით გახდა, სულ ვურევდი, ერთი 15 წუთი ვხარშე და მერე წყალივით გახდა spy.gif ესეიგი თავიდან სქელი იყო. მერე გათხელდა, ხარშვის დროს, არადა ხო პირიქით უნდა ყოფილიყო? მერე რა ვქენი, გასასქელებლად, გავხსენი რძეში ფქვილი და ჩავამატე, სულ 2 წუთით შემოვდგი ცეცხლზე, ცოტა ხანს ვხარშე, რო აღარ გათხელებულიყო. შედეგად მივიღე რაღაც მსგავსი იმ კრემისა, რაც ბავშვობაში მახსოვს, მარა მემგონი ცოტა უმია და ფქვილის გემო დაკრავს, პირველი ჯერისთვის არა უშავს, მაგრამ მეორეთ ასეტი კრახი აღარ მინდა, მირჩიეთ რა ვერ გავაკეთე სწორად, რა დავაკლე?

                                                                                                ხო, აესეც სურათი
                                                                                                http://imageshack.us
                                                                                                http://g.imageshack.us/img141/47800085rs6.jpg/1/

                                                                                                http://imageshack.us
                                                                                                http://g.imageshack.us/img141/88068353in3.jpg/1/

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 31 Jan 2009, 22:52
                                                                                                brutal_88
                                                                                                აბა რომელი რეცეპტიდან აიღე მოხარშული კრემი
                                                                                                რატომ გათხელდა?......
                                                                                                რომ გაცივდა კრემი კარაქი??

                                                                                                აი მოხარშული კრემები აქ წერია რამოდენიმეა
                                                                                                http://forum.ge/?showtopic=33912726&st=795&#entry12447805
                                                                                                http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=315&#entry6945934

                                                                                                პ.ს. ვიზუალურად მომეწონა ნამდვილ ნაპოლეონს გავს
                                                                                                კრემს დამხეცება უნდა და დიდად არ ინერვიულო
                                                                                                რეცეპტები კარგად წაიკითხე - შეკითხვები გექნება აქ არავინ არ დაგზარდება ასე რომ შემდეგ ნაპოლეონის გაკეთებას რომ დააპირებ გაგვაგებინე და ონლაინ რეჟიმში გამოვა ნამდვილად კრემი smile.gif

                                                                                                Posted by: brutal_88 31 Jan 2009, 23:25
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                აბა რომელი რეცეპტიდან აიღე მოხარშული კრემი

                                                                                                ამ თემაში ვნახე, დასაწყისში.

                                                                                                QUOTE
                                                                                                რატომ გათხელდა?......
                                                                                                რომ გაცივდა კრემი კარაქი??

                                                                                                კი რომ გაცივდა, კარაქი მიქსერით შევაზილე.

                                                                                                QUOTE
                                                                                                პ.ს. ვიზუალურად მომეწონა ნამდვილ ნაპოლეონს გავს

                                                                                                სხვათაშორის, ეხლა კრემი გაუჯდა, ცოტა დალბა და ძაან გემრიელია smile.gif

                                                                                                QUOTE
                                                                                                შემდეგ ნაპოლეონის გაკეთებას რომ დააპირებ გაგვაგებინე და ონლაინ რეჟიმში გამოვა ნამდვილად კრემი

                                                                                                დიდი მადლობა smile.gif

                                                                                                Posted by: miau 1 Feb 2009, 00:47
                                                                                                brutal_88

                                                                                                მოხარშული კრემი თუ გინდა ეს ვარიანტი არის უტყუარი:

                                                                                                1ჭიქა ფქვილი
                                                                                                2 ჭიქა შაქარი
                                                                                                3 ჭიქა რძე
                                                                                                აურიე ერთმანეთში მიქსერით, შემდეგ დადგი ცეცხლზე და მოხარშე ფაფა, ცხელსვე შეათქვიფე 1-2 კვერცხი და კარგად გააციე.

                                                                                                გაციებულს შეათქვიფე 200-250 გ. კარაქი, ვანილი, 2 ს/კ კონიაკი ან ლიქიორი და წაუსვი ნაპოლეონს. smile.gif


                                                                                                მოხარშული კრემის ვარიანტია კიდევ კრახმალით, აქ წერია სადღაც, ისიც ძალიან კარგია.
                                                                                                * * *
                                                                                                brutal_88
                                                                                                QUOTE
                                                                                                მერე გათხელდა, ხარშვის დროს,


                                                                                                სიმართლე გითხრა არ ვიცი, თუ შესქელდა, მერე არ უნდა გათხელებულიყო sad.gif

                                                                                                Posted by: kokogorgo 1 Feb 2009, 01:15
                                                                                                brutal_88
                                                                                                QUOTE
                                                                                                მერე გათხელდა


                                                                                                ფქვილის ბრალი იქნება.

                                                                                                Posted by: niki_ niki 1 Feb 2009, 01:20
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                ნამცხვარი ხილის

                                                                                                ფანტით რომ კეთდება ხვალე ვაპირებ გავაკეთო და ფორთოხალი რომ ვუქნა ალბათ ცუდი არ იქნება, ჩემმა შვილმა ეს მოინდომა
                                                                                                smile.gif

                                                                                                ნაპოლეონის კრემს მე კვერცხს არ ვუშვები sad.gif რძე, შაქარი, ფქვილი და მერე კარაქი და ვანილი

                                                                                                Posted by: armari 1 Feb 2009, 15:36
                                                                                                QUOTE (BadbadGirl @ 17 Dec 2006, 13:40 )
                                                                                                ნაზუქი როგორ გავაკეთო ხალხო მითხარით რა

                                                                                                ნაზუქს კვერცხი და ერბო სოფლის უნდა, გამოცხობა თონეში ჯობია, ყველაფერი ეს თუ გამოტოვე, გამოგივა სუროგატი, გინდა? wink.gif

                                                                                                Posted by: kokogorgo 1 Feb 2009, 15:51
                                                                                                armari

                                                                                                კახეთში ნაზუქს ასე აკეთებენ.

                                                                                                ზეთში თუშავენ წვრილად დაჭრილ ხახვს.[ხახვი უნდა ძალიან დარბილდეს, რომ გულში შეუმჩნეველი იყოს] მოთუშულ ხახვს ნელ-ნელა ამატებენ ფქვილს და კარგად შუშავენ. მასა ფხვიერი უნდა გამოვიდეს.
                                                                                                შეგიძლიათ დაამატოთ ვანილიც.
                                                                                                ამ გულსართს დებენ პურის ცომში და თონეში აცხობენ.
                                                                                                ძალიან გემრიელია.
                                                                                                თონის მაგივრად ქურაშიც შეგიძლიათ გამოაცხოთ.[ იყიDეთ ცოიმი]

                                                                                                Posted by: armari 2 Feb 2009, 18:53
                                                                                                [QUOTE]


                                                                                                ბოდიში, მგონი პრივატულ საუბარში ვერევი, მაგრამ მაინც; თითო ჭ. შაქარზე თითო კვ. გული ჯობია კარგად შეათქვიფო და ისე მოხარშო კრემი. დუღილს რომ დაიწყებს, კი გათხელდება, მაგრამ გაცივების მერე ისევ სქელი იქნება. სანამ ხარშავ (დაბალ ცეცხლზე), სულ უნდა ურიო და ფქვილის გემოს რომ დაკარგავს, მერე გადმოდგა.

                                                                                                Posted by: rtuli 4 Feb 2009, 11:38
                                                                                                ფხვიერი ნამცხვარი ფორთოხლის და ხაჭოს გულსართით.

                                                                                                1 პაჩკა მარგარინი(გაყინული)
                                                                                                2,5 ჩ.ჭ. ფქვილი
                                                                                                0,5 ჩ,ჭ შაქარი(ცოტა მეტი ვიხმარე)

                                                                                                გულსართი:
                                                                                                3 ცალი კვერცხი
                                                                                                0,5 ჩ.ჭ შაქარი(ცოტა მეტი შეიძლება)
                                                                                                250 გრ. ხაჭო(უკეთესია მშრალი იყოს)
                                                                                                1 დიდი ფორთოხალი

                                                                                                გაყინულ მარგარინს გახეხავთ სახეხზე და დაკეპავთ ფქვილთან,შაქართან.გამოვა კროშკა,შედგავთ მაცივაში სანამ გულსართს მოამზადებთ.

                                                                                                გულსართი: კვერცხს და შაქარს გათქვეფავთ,გაურევთ საცერში გატარებულ ხაჭოს,ფორთოხალს დააბლენდერებთ კანიანად(ან ხორცის მანქანაში გაატარებთ) და გაურევთ კვერცხის მასას.

                                                                                                ყალიბს წაუსმევთ კარაქს,მოაყრით ცომის კროშკის ნახევარს,მერე გულსართს დაადებთ და ბოლოს ისევ ცომის კროშკას მოაყრით.

                                                                                                გამოაცხეთ 200 გრადუსზე 50 წითი(შესაზლებელია მეტიც,ცომი ჩხირით გასინჯეთ).

                                                                                                Posted by: niki_ niki 4 Feb 2009, 23:38
                                                                                                rtuli
                                                                                                ამ შაბათ-კვირას ამას გავაკეთებ smile.gif წინა შეკითხვაზე არ მიპასუხე smile.gif

                                                                                                რა მაინტერესებს: 2 კვირა მედო ფორთოხალი სახლში და რომ გავჭერი ქონდა მწარე გემო, აქამდე ესეთი შემთხვევა არ მქონია და
                                                                                                ვერ მივხვდი თვითონ ფორთოხალი არ ვარგოდა თუ ამდენი ხანი რომ მედო გაფუჭდა sad.gif

                                                                                                Posted by: rtuli 5 Feb 2009, 14:43
                                                                                                niki19m
                                                                                                QUOTE
                                                                                                და ფორთოხალი რომ ვუქნა ალბათ ცუდი არ იქნება, ჩემმა შვილმა ეს მოინდომა

                                                                                                ცუდი არიქნება,აქ ერთმა ფორუმელმა უბრალოდ მურაბის ნაჭრებიც გამოიყენა ფანტის ნამცხვარში.
                                                                                                QUOTE
                                                                                                ვერ მივხვდი თვითონ ფორთოხალი არ ვარგოდა თუ ამდენი ხანი რომ მედო გაფუჭდა 

                                                                                                ნამდვილად ფორთოხალი იყო?იქნებ გრეიფრუტია?
                                                                                                smile.gif

                                                                                                მე ასეთი რამ არმომსვლია,უბრალოდ დამპალა დებისაგან rolleyes.gif

                                                                                                Posted by: ex_tunc 7 Feb 2009, 00:49
                                                                                                კულინარებო ერთი კითხვა მაქვს და გთხოვთ, თქვენი კომპეტენტური რჩევა არ დაიშუროთ, მოკლედ საქმე შემდეგში მდგომარეობს: ტორტი არ გამომიცხვია არასოდეს biggrin.gif ბისკვიტი უკვე მაქვს და ხვალ ვაპირებ მორთვას. და გამიჩნდა ერთი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის კრემი, რომელსაც მე ვიყენებ მაგალითად შუს დასაკრემად, ანუ სქელი კრემი (3 კვ. გული+1ჭ. შაქარი+3 ჭ. რძე+3 კ.ფქვილი+კარაქი), არ გამოდგება ბისკვიტებს შორის წასასმელად, რაღაცნაირი მძიმე კრემმია და მგონი ბაზად თუ რაც ქვია, გარედან რასაც უსმევენ მოკლედ ბისკვიტის ´´შესაბათქაშებლად´´ უფრო გამოდგება smile.gif. მოკლედ, ხომ უნდა გაუჯდეს ცოტა ეს შიგნითა კრემი. რაღაც სისულელეებს ვწერ მემგონი და მირჩიეთ რა ჩვეულებრივი მოხარშული კრემი, არა ნაღების, ტორტის რომელ ნაწილში როგორი უნდა ვიხმარო. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.

                                                                                                rtuli-ს ხილის ნამცხვარი ავითვისე მოკლედ მაგ ნამცხვრის ორკვირეული მქონდა სახლში, წინა შაბათ-კვირას ატმით და ანანასით ხომ მოვამზადე და დღეს ალუბლით. ალუბლითაც მართლა ძალიან გემრიელი ყოფილა, სიმჟავე ძალიან მოუხდა.

                                                                                                Posted by: rtuli 7 Feb 2009, 13:02
                                                                                                ex_tunc
                                                                                                QUOTE
                                                                                                გამიჩნდა ერთი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის კრემი, რომელსაც მე ვიყენებ მაგალითად შუს დასაკრემად, ანუ სქელი კრემი (3 კვ. გული+1ჭ. შაქარი+3 ჭ. რძე+3 კ.ფქვილი+კარაქი), არ გამოდგება ბისკვიტებს შორის წასასმელად, რაღაცნაირი მძიმე კრემმია და მგონი ბაზად თუ რაც ქვია, გარედან რასაც უსმევენ მოკლედ ბისკვიტის ´´შესაბათქაშებლად´´ უფრო გამოდგება

                                                                                                რამოდენიმე ვარიანტს დაგიწერ და ამოირჩიე:
                                                                                                1.აი ამ კრემს რაც გაქვს + სგუშონი(მოუხარშავი) შეათქვიფო გამოვა ნაზი კრემი.
                                                                                                პ.ს. ამ შემთხვევაში შაქარს დააკლებ მხოლოდ მოხარშულ კრემს.
                                                                                                მოსართავად არგამოდგება ,ფორმას ვერ შეინარჩუნებს,ნუ რათქმაუნდა თუ ბევრ კარაქს შეათქვეფავ მაშინ მორთავ კიდევაც(მე არმიყვარს კარაქიანი კრემები yes.gif ).

                                                                                                2. ვარიანტია და უგემრიელესი თუ მოამზადებ ფორთოხლის კრემს,ანუ:
                                                                                                55 მლ. ფორთოხლის წვენი+1 ფორთოხლის ცედრა(კანი დახეხილი)+4 კვერცხის გული+1 ცალი კვერცხი+70 მლ. მშრალი თეთრი ღვინო,უნდა მოხარშო შესქელებამდე.(მე ერთ ქვაბში წყალს ვასხავ ვადუღებ(სულ უნდა დუღდეს) და მეორე ქვაბს ვდგავ შიგნით ამ კრემის მასით და ისე ვამზადებ.)გადმოდგავ და ტქვეფავ სანამ გაცივდება(ნუ აქ შეგიძლია ჩივ წყალსი დადგა და ისე უფრო მალე გაცივდება). მერე გათქვიფე 4 კვერცხის ცილა +ოდნავ შაქრის ფხვნილი(ეს უკვე შენ უნდა გადაწყვიტო რამდენად ტკბილი გინდა კრემის მასა) და პირველ მოხარშულ მასას შეათქვეფავ.
                                                                                                გამოდის გემრიელი და არასტანდარტული კრემი.
                                                                                                ასეთ ტორტს,ანუ ასეთი კრემით, შოკოლადის მოხეხვა მოუხდება.


                                                                                                3. აუცილებლად უნდა დაინამოს ბისკვიტი,სეროფით : 1/3 ჩ.ჭ შაქარზე+1/2 ჩ.ჭ ადუღებული წყალი და კარგი იქნება დაამატო კონიაკი 2-3 ჩ.კ.

                                                                                                აბა შენ იცი ახლა.
                                                                                                იმედია ხილის ნამცხვარივით კიდე გაგაკეთებინებენ ტორტს smile.gif

                                                                                                Posted by: Emily 7 Feb 2009, 13:38
                                                                                                კიდევ კარგი, ჩემს სახლში ხშირად არ ცხვება ასეთი რაღაცები, თორემ საგრძნობლად გავიზრდებოდი ზომაში biggrin.gif user.gif
                                                                                                ხო, და კიდევ კარგი, რომ ამ თემის თვალიერებას ასეთი შედეგები არ აქვს user.gif

                                                                                                გუშინ ქონდა დედაჩემს მცდელობა, ვაშლის პეროგი გამოვაცხოთო და ეგრევე "მალჩი ჟენშინა" ვესროლე

                                                                                                biggrin.gif

                                                                                                Posted by: kokogorgo 7 Feb 2009, 17:22
                                                                                                rtuli


                                                                                                კრემის მეორე ვარიანტში ფქვილი არ არის საჭირო?
                                                                                                რა შეასქელებს?

                                                                                                Posted by: rtuli 7 Feb 2009, 18:01
                                                                                                kokogorgo
                                                                                                QUOTE
                                                                                                კრემის მეორე ვარიანტში ფქვილი არ არის საჭირო?
                                                                                                რა შეასქელებს?

                                                                                                კვერცხის გულები ასქელებენ smile.gif .

                                                                                                მე წუხელ მოვამზადე ლიმონით მსგავსი კრემი,ანუ არა იდენტური მაგრამ ძალიან გემრიელი და მაცივარში 2 კვირის მანძილზე შეგიძლია შეინახო შუშის ბანკაში.აი რეცეპტიც:

                                                                                                4 ლიმონი
                                                                                                4 ცალი კვერცხი
                                                                                                100 გრ. კარაქი
                                                                                                500 გრ. შაქარი

                                                                                                ლიმონებს გაწურავ და ერთი ლიმონის კანსაც გახეხავ(ცედრას).
                                                                                                ათქვეფავ კვერცხს და შაქარს +კარაქს +ლიმონის წვენი და ცედრა.
                                                                                                მოათავსებ ქვაბში და როგორც ზემოთ აღვწერე ისე მოამზადებ აბაზანაზე ამ პომადკას.
                                                                                                როცა შესქელდება ჩაასხი ქილაში და მერე გამოიყენე.

                                                                                                აი მე ამ ფხვიერი ცომის ნამცხვარზე გამოვიყენე

                                                                                                Posted by: ex_tunc 7 Feb 2009, 20:36
                                                                                                rtuli
                                                                                                დიდი მადლობა რჩევებისთვის გავითვალისწინებ აუცილებლად და რა გამოვა მოგახსენებთ smile.gif ოღონდ სგუშონი ვერ ვიშოვე აქ ვერსად სამ ყველაზე დიდ მაღაზიაში ვიყავი და არაა, ამიტომ მეორე ვარიანტის მომზადებაზე ვფიქრობ

                                                                                                Posted by: kokogorgo 8 Feb 2009, 01:57
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                კვერცხის გულები ასქელებენ  .


                                                                                                მადლობა, კეთილო. 2kiss.gif

                                                                                                Posted by: armari 8 Feb 2009, 20:27
                                                                                                QUOTE
                                                                                                ზეთში თუშავენ წვრილად დაჭრილ ხახვს.[ხახვი უნდა ძალიან დარბილდეს, რომ გულში შეუმჩნეველი იყოს] მოთუშულ ხახვს ნელ-ნელა ამატებენ ფქვილს და კარგად შუშავენ. მასა ფხვიერი უნდა გამოვიდეს.შეგიძლიათ დაამატოთ ვანილიც. ამ გულსართს დებენ პურის ცომში და თონეში აცხობენ. ძალიან გემრიელია. თონის მაგივრად ქურაშიც შეგიძლიათ გამოაცხოთ.[ იყიDეთ ცოიმი]

                                                                                                ეს არის ქადა. ნაზუქი მთლიანად ტკბილი ცომით კეთდება. საფუარიან ცომს უნდა შეაზილო კვერცხი, შაქარი, ერბო, ვანილი, ან დაფქ. მიხაკ -დარიჩინი.

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 9 Feb 2009, 14:03
                                                                                                http://supertort.ru/

                                                                                                ეს ნახეთ რა
                                                                                                მე უკვე საგონებელში ვარ

                                                                                                პ.ს. ვიცი არ უნდა დამედო ეს ლინკი მაგრამ ჩემი ემოციები გაგიზიარეთ
                                                                                                ერთი ტორტი მაინც რომ გავაკეთო ამ კოლექციიდან მართლა ბედნიერი ვიქნები.... user.gif

                                                                                                Posted by: pipa 9 Feb 2009, 14:09

                                                                                                POMPADOUR MADAM DE

                                                                                                ეგეთ ტორტებს ნეტავ ვინმე თუ აკეთებს თბილისში? სმეშარიკებისას გავუკეთებდი ბავშვს და სიხარულით გაგიჟდებოდა

                                                                                                Posted by: chaPPek 9 Feb 2009, 14:10
                                                                                                QUOTE
                                                                                                ერთი ტორტი მაინც რომ გავაკეთო ამ კოლექციიდან მართლა ბედნიერი ვიქნები.... 



                                                                                                ამ ტოტებიდან ვერცერთს პირსაც ვერ დავაკარებ..
                                                                                                გემოც არამგონია კარგი ქონდეს, და მორთულობა ნამდვილი რუსული უგემოვნების ზეიმია.

                                                                                                POMPADOUR MADAM DE - რა მოგწონს ამ ტორტში რთულის ტორტების მერე ზედაც არ შევხედავდი sad.gif

                                                                                                მმმმ... ეხლა მომცა თხელი ბლინები, არაჟნით და მარწყვის კონFიწიურით + წითელი ჩაი +დიეტაზე არ ვიყო cry.gif

                                                                                                Posted by: pipa 9 Feb 2009, 14:20
                                                                                                QUOTE
                                                                                                და მორთულობა ნამდვილი რუსული უგემოვნების ზეიმია.


                                                                                                აქ უფრო კორპორატიული დაკვეთებია, უამრავი ბრენდია წარმოდგენილი. ვფიქრობ რომ გემო არ ექნება ცუდი

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 9 Feb 2009, 14:27
                                                                                                chaPPek
                                                                                                QUOTE
                                                                                                რა მოგწონს ამ ტორტში რთულის ტორტების მერე ზედაც არ შევხედავდი


                                                                                                რთული ვინ არის? boli.gif

                                                                                                Posted by: rtuli 9 Feb 2009, 14:27
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                ერთი ტორტი მაინც რომ გავაკეთო ამ კოლექციიდან მართლა ბედნიერი ვიქნები.... 

                                                                                                ტორტზე რა მოგახსენო მაგრამ ამ ჩანებს გაგაკეთებინებ biggrin.gif 2kiss.gif
                                                                                                რათქმაუნდა შენს ბედნიერებას თუ დააყმაყოფილებს 2kiss.gif

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 9 Feb 2009, 14:30
                                                                                                rtuli


                                                                                                ჩანთა მინდა ოღონდ პროთეზი არა რა
                                                                                                კეიი?? boli.gif







                                                                                                lol.gif

                                                                                                Posted by: rtuli 9 Feb 2009, 14:37
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                ჩანთა მინდა

                                                                                                ბევრი ნუში დაგჭირდება და შაქრის პუდრი,მარციპანის მასის მოსაზელად,დანარჩენს სკულპტორს გავაკეთებინებ!ნუ მე მაქსიმუმ აი ის წითელი ჯვრის დახატვის შნო გამაჩნია rolleyes.gif და პროტეზზე ატვეჩაივარ მე მოვამზადებ,ოღონდ ჯერ სხვის პროტეზზე ვიმეცადინოთ yes.gif






                                                                                                lol.gif




                                                                                                არა რა ჩემგან მხატვარ-სკულპტორი არგამოვა smile.gif

                                                                                                Posted by: n_j 11 Feb 2009, 12:08
                                                                                                QUOTE
                                                                                                http://supertort.ru/

                                                                                                ასეთი ტორტები ძალიან ლამაზი და საინტერესოა მაგრამ მადას არ არმიძრავს რატომღაც, საერტოდ მარციპანი დიდად არ მიყვარს


                                                                                                ეს ტორტი-შარლოტკა ჩემს შვილს გავუკეტე 2 წლის რომ გახდა, , გემრიელი იყო ძალიან და ულამაზოც არ არის მგონი
                                                                                                http://www.radikal.ru
                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                Posted by: chaPPek 11 Feb 2009, 16:37
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                ეს ტორტი-შარლოტკა ჩემს შვილს გავუკეტე 2 წლის რომ გახდა, , გემრიელი იყო ძალიან და ულამაზოც არ არის მგონი


                                                                                                ვაიმე, ცუდად ვარ!
                                                                                                ესეთი მინდა smile.gif


                                                                                                ისა და

                                                                                                ესეთი ტარტის გაკეთება ძნელი იქნება შენი აზრით??? user.gif
                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 11 Feb 2009, 16:51
                                                                                                n_j
                                                                                                QUOTE
                                                                                                ასეთი ტორტები ძალიან ლამაზი და საინტერესოა მაგრამ მადას არ არმიძრავს რატომღაც, საერტოდ მარციპანი დიდად არ მიყვარს


                                                                                                ეს საიტი მიმასწავლა ჩემმა მოსკოველმა მამიდაშვილმა რომელმაც იცის რომ მე მიყვარს ნამცხვრები და ტორტების გამოცხობა და მითხრა რომ ყველაფერი იყო უგემრიელესი და რაც სურათებზეა ანუ ვითომ ნაჭერი და ა.შ. ყველაფერი იჭმევა და არის გემრიელი. კილო ღირს 500$ ნებისმიერი ამ ქალის გაკეთებული ტორტი

                                                                                                Posted by: rtuli 11 Feb 2009, 22:22
                                                                                                chaPPek
                                                                                                chaPPek
                                                                                                QUOTE
                                                                                                ესეთი ტარტის გაკეთება ძნელი იქნება

                                                                                                ძალიან მარტივია
                                                                                                ეს ფხვიერი ცომის და ალუბალია კარამელით.
                                                                                                თუ გინდა რეცეპტს დაგიწერ.

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 11 Feb 2009, 23:06
                                                                                                rtuli

                                                                                                შენ გირჩევნია ქალბატონო იმ შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტი გამოაცხო აქ sa.gif

                                                                                                დუდუსთვის მინდა ხომ იცი ბრაუნები როგორ უყვარს
                                                                                                თან იმ ჯორჯიტას კაკაოს დავტესტავ

                                                                                                Posted by: chaPPek 11 Feb 2009, 23:36
                                                                                                QUOTE
                                                                                                ძალიან მარტივია ეს ფხვიერი ცომის და ალუბალია კარამელით. თუ გინდა რეცეპტს დაგიწერ.

                                                                                                rtuli


                                                                                                მინდა მინდა მინდა!!
                                                                                                ოღონდ, გაითვალისწინე რო ძალიან ნუუუბ ვარ ცხობის სფეროშI და ისიც კი დამიწერე როგორ ღუმელში უნდა გამოვაცხო, შიძლება თუ არა ამ ცომის ტაფაზე მარტივად გამოცხობა, დალგაიგრაიუში ცომები ძირითადად მიფლავდება smile.gif

                                                                                                Posted by: rtuli 12 Feb 2009, 00:40
                                                                                                chaPPek
                                                                                                მარტივი რეცეპტია,თუ ფორმა არაგაქვს ჩვეულებრივ ტაფას ყური მოხსენი და შიგნით ჩააფინე ცომი(ოღონდ კარაქი მოუსვი ძირზე,გვერდებზე,მოაყარე საფანელი)

                                                                                                ცომი:
                                                                                                2 ცალი კვერცხი
                                                                                                1 ჩ.ჭ შაქარი
                                                                                                200 გრ მარგარინი
                                                                                                2-3 ს.კ. არაჟანი
                                                                                                0,5 ჩ.კ სოდა ან 1 ცალი რაზრიხლიტელი
                                                                                                3 ჩ.ჭ ფქვილი

                                                                                                დანით დაკეპე მარგარინი,ფქვილი და საქარი(კროშკას დაემსგავსება).
                                                                                                1,5 ცალი კვერცხი ჩაასხი(დანარჩენი 0,5 კვერცხი ზემოდან მოსასმელად დატოვე),გახსენი სოდა არაჟანში და მოზილე ერთგვაროვანი ცომი.გაშალე ტაფაზე და გაუკეთე 3-4 სმ. გვერდები.

                                                                                                გულსართი:

                                                                                                500 გრ. ალუბალი (კურკა გაცლილი)
                                                                                                100 გრ. კარაქი
                                                                                                8 ს.კ. შაქარი
                                                                                                2 ჩ.კ. სახამებელი(კრახმალი)+5 ჩ.კ თბილ წყალში გახსნილი.

                                                                                                ტაფაზე დაყრი ალუბალს+კარაქი+შაქარი მიიყვან ადუღებამდე და დაასხავ სახამებელს,წამოადუღებ და გამორთავ.
                                                                                                გაციებულ გულსართს დაადებ ცომს,გადმოუკეცავ გვერდებს,წაუსმევ დარჩენილ კვერცხის ნახევარს და გამოაცხობ ღუმელში 200 გრ. 30-40 წუთს.

                                                                                                ნაყინთან ერთად შესანიშნავი დესერტია!


                                                                                                Posted by: chaPPek 12 Feb 2009, 00:51
                                                                                                rtuli


                                                                                                ნაყინთან ერთად შესანიშნავი დესერტია![/quote]


                                                                                                გაიხარე გაიხარე!!
                                                                                                მომზადების ყველა ეტაპს გადავიღებ, რო თუ ჩავფლავდი მითხრა სად შემეშალაა smile.gif
                                                                                                ვეცდები გამომივიდეს. გაყინული ალუბალი იმედია გამომადგება: )

                                                                                                Posted by: kokogorgo 12 Feb 2009, 02:22
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                2 ჩ.კ. სახამებელი(კრახმალი)+5 ჩ.კ თბილ წყალში გახსნილი.


                                                                                                ალუბალი კარამელითო, ზემოთ რომ დაწერეთ?

                                                                                                Posted by: rtuli 12 Feb 2009, 10:30
                                                                                                kokogorgo
                                                                                                QUOTE
                                                                                                ალუბალი კარამელითო, ზემოთ რომ დაწერეთ?

                                                                                                რამე მარტივი მთხოვეს და მეც მარტივი რეცეპტი დაუდე smile.gif

                                                                                                კარამელით(ამ შემთხვევაში რბილი კარამელი გამოდგება),უკვე გამომცხვარ ფხვიერ ფირფიტაზე დაადებს გულსართს და ნაღებით დაამშვენებს.




                                                                                                შოკოლადის ნამცხვარი:

                                                                                                200 გრ. კარაქი
                                                                                                0,5 ჩ,ჭ (დატკეპნილი ჭიქაში) ყავისფერი შაქარი
                                                                                                1 ჩ.ჭ შაქარი
                                                                                                4 ცალი კვერცხი
                                                                                                ვანილი
                                                                                                1 ჩ.ჭ კაკაო(მე ასაწონს ვყიდულობ უფრო გემრიელია)
                                                                                                ცოტა მარილი
                                                                                                1 ჩ.კ გამაფხვიერებელი(რაზრიხლიტელ)


                                                                                                ორთქლის აბაზანაზე დავადნოთ კარაქი და კარგად გავთქვიფოთ შაქართან ერთად(ორივესთან),შევათქვიფოთ სათითაოთ კვერცხები,დავამატოდ მარილი და ვანილი,დავაცრათ გამაფქვიერებელი+ფქვილი+კაკაო,კოვზით კარგად ამოურიოთ მასას(ქვემოდან ზემოთ).
                                                                                                ჩავაფინოთ გამოსაცხხობი ქაღალდი ყალიბში(მე 25/30 ზე გამოვიყენე) დავასხათ ცომი(სქელი არაჯნის სისქის და ძალიან ფაფუკიგამოდის) და გამოვაცხოთ ღუმელში 170 გრადუსზე 30-40 წუთი.

                                                                                                მე დავნამე გარგლის კონფიტიურით + ლიქიორით+ ცოტა წყალი,ან არდავნამოთ თუ სველი არგიყვართ.(ორიგინალ რეცეპტში არაა დანამული). გადავასხათ შოკოლადის მინანქარი.

                                                                                                Posted by: iraklo 15 Feb 2009, 22:34
                                                                                                ვამეეეე, მე კიდე ეს შოკოლადი მინდოდა???? ისედაც 100 კილო გავხდი lol.gif lol.gif lol.gif
                                                                                                * * *
                                                                                                QUOTE (chaPPek @ 9 Feb 2009, 14:10 )
                                                                                                QUOTE
                                                                                                ერთი ტორტი მაინც რომ გავაკეთო ამ კოლექციიდან მართლა ბედნიერი ვიქნები.... 



                                                                                                ამ ტოტებიდან ვერცერთს პირსაც ვერ დავაკარებ..
                                                                                                გემოც არამგონია კარგი ქონდეს, და მორთულობა ნამდვილი რუსული უგემოვნების ზეიმია.

                                                                                                POMPADOUR MADAM DE - რა მოგწონს ამ ტორტში რთულის ტორტების მერე ზედაც არ შევხედავდი sad.gif

                                                                                                მმმმ... ეხლა მომცა თხელი ბლინები, არაჟნით და მარწყვის კონFიწიურით + წითელი ჩაი +დიეტაზე არ ვიყო cry.gif

                                                                                                სხვათაშორის ეგ ტორტები სულ შოკოლადით, ნიგოზით და თხილითაა გაკეთებული და გარედან კიდევ კარამელია და ერთი კილო 500$ ღირს. ცუდი იქნება კი არა არამგონია საქართველოში ვინმე ეგეთს აკეთებდეს spy.gif spy.gif spy.gif

                                                                                                Posted by: BEKO 17 Feb 2009, 00:11
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                1 ჩ.ჭ კაკაო(მე ასაწონს ვყიდულობ უფრო გემრიელია)



                                                                                                სად ყიდულობ?

                                                                                                Posted by: rtuli 17 Feb 2009, 12:08
                                                                                                BEKO
                                                                                                QUOTE
                                                                                                1 ჩ.ჭ კაკაო(მე ასაწონს ვყიდულობ უფრო გემრიელია)




                                                                                                სად ყიდულობ?


                                                                                                ვაგზალზე,პასაჟს რომ გაცდები და პროდუკტების ბაზარი იწყება მანდ,კანფეტებს და პეჩენიებს ვინც ყიდის შეათვალიერე,დაახლოებით 20 ლარი ღირს კილო,ძალიან კარგი კაკაო აქვთ.

                                                                                                Posted by: iveroni 17 Feb 2009, 22:20
                                                                                                რაღა დროს მარგარინია და ეგეთები . ერთი პაჩკა ოვალეტი ანუ კრემი ცოტა წყალი მიქსერი და ვსიო კრემი მზადაააა რა

                                                                                                Posted by: rtuli 17 Feb 2009, 22:37
                                                                                                iveroni
                                                                                                QUOTE
                                                                                                ერთი პაჩკა ოვალეტი ანუ კრემი ცოტა წყალი

                                                                                                წარმომიდგენია წყალდასხმული+ქიმიური დანამატებით გაჯერილი რა კრემი იქნება.


                                                                                                პ.ს. რეკლამა თუ გინდა გაუკეთო ყიდვა გაყიდვების განყოფილებაში დადე კრემ-პიარი!!!

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 17 Feb 2009, 22:38
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                წარმომიდგენია წყალდასხმული+ქიმიური დანამატებით გაჯერილი რა კრემი იქნება.


                                                                                                პ.ს. რეკლამა თუ გინდა გაუკეთო ყიდვა გაყიდვების განყოფილებაში დადე კრემ-პიარი!!!


                                                                                                +1

                                                                                                Posted by: BEKO 18 Feb 2009, 22:25
                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                შოკოლადის ნამცხვარი:


                                                                                                ნაყინთან ერთად მიირთვა ჩემმა ოჯახობამ.
                                                                                                უგემრიელესი გამოვიდა.
                                                                                                კიდევ ერთხელ მადლობა.
                                                                                                თან მომზადებას სულ 10 წუთი უნდაsmile.gif

                                                                                                rtuli
                                                                                                QUOTE
                                                                                                წარმომიდგენია წყალდასხმული+ქიმიური დანამატებით გაჯერილი რა კრემი იქნება.

                                                                                                იაფიანი ნამცხვრები სულ მაგით მზადდება.


                                                                                                Posted by: bell 18 Feb 2009, 22:37
                                                                                                კულინარებო 23ში ჩემ ქმარს დაბ დღე აქვს და ჩინური ტორტი მინდაო აი ის ხილი და კრემი როა და სადმე აკეთებენ მაგას? მე არც გაკეთება ვიცი და არც მიქსერი მაქვს არც ხელის და არც ელექტრო sad.gif
                                                                                                თუ იცით რეცეპტიც მინდა და იქნებ სადმე აკეთებენ თქვენი იმედი მაქვს baby.gif 2kiss.gif

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 19 Feb 2009, 00:33
                                                                                                bell

                                                                                                არ ვიცი ნამდვილად სად იყიდება sad.gif
                                                                                                ისე ეგ სეზონურია - ანუ ყველა ხილი როდესაც არის მაშინ კეთდება - უხდება მარწყვი ძალიან ჟოლო..

                                                                                                კეთდება მოხარშული კრემით
                                                                                                თუ გინდა რეცეპტს ვიპოვი - ბავშვობაში ვაკეთებდი user posted image

                                                                                                Posted by: (c)TG 19 Feb 2009, 01:51
                                                                                                bell
                                                                                                მოკლედ, თუ ვერსად ნახავ მაგ ჩინურ ტორტს და გამოცხობასაც ვერ ახერხებ, ბისკვიტი იყიდე გამზადებული (პატარა ზომის) და დაფშვენი, მოასხი კრემი, ხილი, ფენა-ფენა გააკეთე ღრმა ჭურჭელში (მე ადრე ბავშვობაში ვაცხობდი ხოლმე ჩვეულკებრივი ტორტის ბისკვიტით და ბროლის ღრმა და განიერ ვაზაში ვყრიდი ფენა-ფენა ბიკვიტს, დატეხილ/დაფშვნილ ბეზეს და ფორთოხალს). სულ არაფერს რაღაც კი გამოვა

                                                                                                Posted by: bell 19 Feb 2009, 09:17
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                არ ვიცი ნამდვილად სად იყიდებაისე ეგ სეზონურია - ანუ ყველა ხილი როდესაც არის მაშინ კეთდება - უხდება მარწყვი ძალიან ჟოლო..

                                                                                                კეთდება მოხარშული კრემითთუ გინდა რეცეპტს ვიპოვი - ბავშვობაში ვაკეთებდი

                                                                                                კი მინდა 2kiss.gif

                                                                                                მეუბნება რამე ძალიან მსუბუქი ტორტი მინდაო ადვილად საჭმელი და პატარაო და სად შეუკვეთო ასეთი ისიც არ ვიცი sad.gif


                                                                                                ©TG
                                                                                                QUOTE
                                                                                                მოკლედ, თუ ვერსად ნახავ მაგ ჩინურ ტორტს და გამოცხობასაც ვერ ახერხებ, ბისკვიტი იყიდე გამზადებული (პატარა ზომის) და დაფშვენი, მოასხი კრემი, ხილი, ფენა-ფენა გააკეთე ღრმა ჭურჭელში (მე ადრე ბავშვობაში ვაცხობდი ხოლმე ჩვეულკებრივი ტორტის ბისკვიტით და ბროლის ღრმა და განიერ ვაზაში ვყრიდი ფენა-ფენა ბიკვიტს, დატეხილ/დაფშვნილ ბეზეს და ფორთოხალს). სულ არაფერს რაღაც კი გამოვა

                                                                                                დიდი მადლობა სხვა თუ ვერაფერი მოვახერხე გავუკეთებ მასე smile.gif

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 21 Feb 2009, 20:38
                                                                                                bell

                                                                                                TG-მ რაც დაწერა ეს არის ზუსტად ის რეცეპტი რაც მე უნდა დამეწერა (მაპატიე აქამდე რომ ვერ გიპასუხე - ვირუსის მსხვერპლი ვარ) kiss.gif


                                                                                                ახალი ნამცხვრის ფორმა მაჩუქეს და ამ ფორმის ხათრით ენერგია მომემატა და გამოვაცხვე შოკოლადის ნამცხვარი ახალი რეცეპტით

                                                                                                "დუდუ"
                                                                                                (დუდუს შეკვეთაა და ამიტომაც დავარქვი ასე)

                                                                                                5 კვერცხი
                                                                                                2 ჩ.ჭ. შაქარი
                                                                                                4 სუფრის კოვზი ან კარაქი ან დაჩა
                                                                                                ვანილი
                                                                                                3 სუფრის კოვზი არაჟანი
                                                                                                3 სუფრის კოვზი ხაჭო (წვრილ საცერზე გახეხილი)
                                                                                                ნახევარი ჩაის კოვზი სოდა+ლიმონის წვენი
                                                                                                1 ჩაის ჭიქა კაკაო
                                                                                                3-4 ჩაის ჭიქა ფქვილი
                                                                                                2 ჩაის კოვზი მანი
                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                ცხვება ძალიან მალე, არ ვიცი ფორმის დამსახურებაა ალბათ wink.gif
                                                                                                ძალიან მოუხდება შოკოლადის გლაზური, მაგრამ ამჯერად არ გავაკეთე "შემკვეთმა" არ მოინდომა გლაზურით და შაქრის პუდრა მოვაყარე

                                                                                                Posted by: kukuruku 21 Feb 2009, 21:57
                                                                                                QUOTE
                                                                                                1 ჩაის ჭიქა კაკაო

                                                                                                აქ შეცდომაა მგონი spy.gif

                                                                                                Posted by: rtuli 21 Feb 2009, 22:26
                                                                                                კეკსი სეროფით

                                                                                                2 ჩ.ჭ ფქვილი(ჭიქა 240 გრამიანია!)
                                                                                                1 პაჩკა რაზრეხლიტელი ან 1 ჩ.კ. სოდა+ძმარი
                                                                                                1 1/3 ჩ.ჭ შაქარი
                                                                                                2 პაჩკა ვანილის შაქარი
                                                                                                160 გრ. ზეთი(მაგრამ გამდნარი მარგარინი ან კარაქი ჯობია)
                                                                                                4 ცალი კვერცხი
                                                                                                270 გრ. არაჯანი
                                                                                                1 ჩ.ჭ ნიგოზი დაჭრილი მსხვილად

                                                                                                სეროფი გვჭირდება კანადური ,,მეიპლ,, ! ალტერნატივა არსებობს ანუ:
                                                                                                3 ს.კ. თაფლი+ 200 მლ. ლიქიორი+ 100 მლ. წყალი დავდგათ ცეცხლზე და ნელა ადუღებამდე მივიყვანოთ და 10 წუთი კიდე ვაორთქლოთ.შევაგრილოთ.

                                                                                                ორიგინალ რეცეპტში წერია ყველაფერი აურიეთო(მასალა ცომის) და ცაასხით ყალიბში.
                                                                                                მე გავტქვიფე კარაქი+შაქარი და სათითაოდ შევათქვიფე კვერცხები + დანარჩენი მასალა მერე ნელა გადაურიე smile.gif ,ასე უფრო ჰაეროვანი გამოდის კეკსი! მე ისე ვთქვიფე მერე ვლოცულობდი ყალიბიდან ცომი არგამეპაროს biggrin.gif ,გადავჩი!
                                                                                                გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ,მძიმედ 45-50 წუთი,გამოვრთად ღუმელი ,კიდე გავაჩეროთ 5 წუთი კეკსი ღუმელში,გამოვიღოთ და ჯერ ზემოდან მოვასხათ ცოტა სეროფი(ყალიბშივე),მერე ამოვატრიალოდ და დანარჩენით ზემოდან დავნამოთ.


                                                                                                პ.ს. სეროფს სხვა ალტერნატივაც მოუძებნეთ ,თქვენი გემოვნებით.
                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                Posted by: kukuruku 21 Feb 2009, 22:31
                                                                                                rtuli
                                                                                                ძალიან საინტერესო რამე გამოვა, მასალით მივხვდი. დიდი მადლობა! smile.gif

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 21 Feb 2009, 22:42
                                                                                                kukuruku

                                                                                                არ არის შეცდომა wink.gif გავრისკე და რადგან ბავშვს შოკოლადის ნამცხვარი უყვარს ამიტომ 1 ჩაის ჭიქა - აი ეს
                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                მე სადაც ვწერ რომ ჩაის ჭიქა - ამას ვგულისხმობ და ამით ვზომავ ყოველთვის

                                                                                                სცადე და გამოაცხვე
                                                                                                ძალიან ადვილია თან ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი თავისთავად
                                                                                                8-ზე გამოცხვა და აღარ დარჩა lol.gif

                                                                                                Posted by: rtuli 21 Feb 2009, 22:46
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                8-ზე გამოცხვა და აღარ დარჩა

                                                                                                ხოოოოო არა aba.gif !მერე მე მაბრალებენ ბავშვის გასუქებას lol.gif


                                                                                                პ.ს. კუს ტბის სეზონი იხსნება მალე biggrin.gif

                                                                                                Posted by: irinol-ka 22 Feb 2009, 12:07
                                                                                                ძალიან მადისამღძვრელი კექსებია up.gif იმდენად რომ არომატიც კი შევიგრძენი love.gif

                                                                                                Posted by: miau 24 Feb 2009, 12:07
                                                                                                ერთ ჩემს კექსსაც დავწერ smile.gif

                                                                                                200 გ. მარგარინი და 3 ს/კ ერბო გავადნოთ, დავაყაროთ 1 ჭიქა შაქარი, ვანილი, სასურველია მშრალი დაფქული ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა ან 1 ახალი ლიმონის ცედრა და ცოტა მარილი.

                                                                                                5 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ 3/4 ჭიქა შაქარი, შემდეგ ნელ-ნელა შევათქვიფოთ კვერცხის გულები და შემდეგ ეს მასა შევათქვიფოთ მარგაარინის მასას, დავუმატოთ 1 ჭიქამდე არაჟანი, მაწონი ან ნაღები, შემდეგ დავაყაროთ 500 გ. ფქვილში არეული 1 პაკეტი გამაფხვიერებელი ან 1 ჩ/კ სოდა და ლიმონის ცუკატები.
                                                                                                შევდგათ ღუმელში და დაბალ ცეცხლზე გამოვავცხოთ კექსის ფორმაში.
                                                                                                ზემოდან ნებისმიერი მინანქარი უხდება, განსაკუთრებით შაქრის მინანქარი ლიმონის ცედრით smile.gif
                                                                                                თუ გეზარებათ - მშრალი ცედრა და შაქარი ერთად დაფქვით და პუდრა მოაყარეთ კექსს. ძალიან გემრიელია და ძალიან კარგად მიდის ჩვენთან ყოველშემთხვევაში. biggrin.gif

                                                                                                Posted by: merkantil 24 Feb 2009, 16:09
                                                                                                მარწყვის ტირამისუ:

                                                                                                კრემს ვაკეთებ შემდეგნაირად:
                                                                                                ვთქვიფავ 250 გრ. თხევად ნაღებს გასქელებამდე,ისე რომ ამოტრიალებისას არ გადმოვიდეს,ვამატებ შაქრის პუდრას,დაახლოებით ნახევარ ჭიქას,საერთოდ ვსინჯავ ხოლმე და გემოვნების მიხედვით ვატკბობ.
                                                                                                ცალკე ავთქვიფოთ ორი კვერცხის გული და 250 გრამი მასკარპონე,ასევე გასქელებამდე და შევურიოთ შემდეგ ორივე მასა,დავამატოთ ვანილი.

                                                                                                მარწყვის წვენს დავუმატოთ ცოტა კონიაკი,ნუ სასურველია დავშაქროთ მარწყვი და წვენი რო გამოუვა ის გამოვიყენოთ, ანუ მარწყვის სეზონზე უკეთესია გაკეთება smile.gif

                                                                                                წავუსვათ ფორმას ცოტა კრემი და დავალაგოთ წვენში დასველებული ტირამისუს ბისკვიტები,რომლებიც ალბათ იყიდება თბილისში. ბისკვიტებს მთლიანად არ ვდებ წვენში,მხოლოდ ორივე მხრიდან ვასველებ.
                                                                                                შემდეგ ისევ კრემი და თხლად დაჭრილი მარწყვი,მე ვაკეთებ ორ ფენად. ბოლო ფენაზე მარწვს ისევ თხლად ვუსვამ კრემს.

                                                                                                ისევე როგორც ჩვეულებრივ ტირამისუს ამასაც თავზე ვაყრი კაკაოს,მარწყვი და შოკოლადი მშვენიერ ჰარმონიაშია ერთმანეთთან smile.gif
                                                                                                კაკაო მხოლოდ თეფშზე, ანუ მირთმევამდე smile.gif

                                                                                                Posted by: Dancer 24 Feb 2009, 16:29
                                                                                                POMPADOUR MADAM DE
                                                                                                QUOTE
                                                                                                მე სადაც ვწერ რომ ჩაის ჭიქა - ამას ვგულისხმობ და ამით ვზომავ ყოველთვის


                                                                                                თუ არ დაგეზარება იქნებ გაზომო მაინც რა მოცულობისაა ეგ ჭიქა ? user.gif

                                                                                                Posted by: nat_nat777 24 Feb 2009, 19:32
                                                                                                bell
                                                                                                QUOTE
                                                                                                კულინარებო 23ში ჩემ ქმარს დაბ დღე აქვს და ჩინური ტორტი მინდაო აი ის ხილი და კრემი როა და სადმე აკეთებენ მაგას? მე არც გაკეთება ვიცი და არც მიქსერი მაქვს არც ხელის და არც ელექტრო
                                                                                                თუ იცით რეცეპტიც მინდა და იქნებ სადმე აკეთებენ თქვენი იმედი მაქვს 



                                                                                                იყიდე ჩვეულებრივი პეჩენია, გაუკეთე ცოცხალი კრემი ან მოხარშული. მე მაგალითად ვაკეთებ ჩვეულებრივ ფაფას და ვუმატებ მოხარშულ სგუშონს.

                                                                                                დადე პეჩენიები, დანამე... წაუსვი კრემი. მოაყარე რა ხილიც გაქვს, ძალიან უხდება კივი, ბანანი, ასევე ძალიან კარგია ანანასის კომპოტი. მე ძალიან ხშირად ვიყენებ ქოქოსის ნათალებს.
                                                                                                ერთხელ გავაკეთე მხოლოდ მოხარშული კრემითა და ფერადი მარმელადებით.
                                                                                                ზაფხულში რამდენიმეჯერ გავაკეთე მხოლოდ მარწყვით და დავუმატე ორთქლზე ამოყვანილი ბეზე (არ ვიცი რამე სახელი თუ ქვია) და დავასხი დამდნარი შოკოლადი... ოღონდ ეს უკანასკნელი, არა ფენებს შორის, არამედ ზედა ფენის გასაფორმებლად.
                                                                                                მოკლედ მიეცი შენ ფანტაზიას გასაქანი smile.gif

                                                                                                თან მეუღლისთვის აკეთებ და ასე გულით რომ გინდა აუცილებლად ძალიან კარგი გამოგივა.

                                                                                                ძალიან მარტივი, გემრიელია და რაც მთავარია რეცეპტით შეზღუდული არ ხარ. წარმატებები... 2kiss.gif


                                                                                                პ.ს. ისე მაღაზიებშიც იყიდება, ერთჯერად ჭიქებში მომზადებულები, მაგრამ რომ გითხრა გემრიელია-თქო, ნამდვილად მოგატყუებ. თან რა დღესასწაულისთვისაც შენ გინდა არა მგონია გამოგადგეს.

                                                                                                Posted by: rtuli 25 Feb 2009, 00:27
                                                                                                Самый дорогой чизкейк в мире стоит 14,5 тысячи долларов
                                                                                                и подается в одном из модных заведений на Шри Ланке.
                                                                                                Называется он The Fortress Aquamarine
                                                                                                и главной его изюминкой является драгоценный камень -
                                                                                                80-каратный аквамарин, который с ювелирной точностью
                                                                                                расположен на тонких шоколадных стружках и венчает творение кондитера.
                                                                                                После трапезы посетитель ресторана, конечно же,
                                                                                                может забрать с собой драгоценность.
                                                                                                vis.gif

                                                                                                Posted by: allegro 25 Feb 2009, 09:16
                                                                                                გისურვებთ ყველას, რომ ასეთი ჩიზქეიქის ყიდვის საშუალება გქონოდეთ bis.gif

                                                                                                Posted by: BEKO 25 Feb 2009, 11:26
                                                                                                აქ სადღაც ეწერა როგორ კეთდება ნაღებისგან მასკაპონე.

                                                                                                ვეძებე და ვეღარ ვიპოვე, ხომ ვერ დამეხმარებით?

                                                                                                Posted by: rtuli 25 Feb 2009, 12:01
                                                                                                BEKO
                                                                                                QUOTE
                                                                                                როგორ კეთდება ნაღებისგან მასკაპონე.



                                                                                                1 ლიტრი ნაღები (მინიმუმ 30%) და 1\4 ჩ.კ. ლიმონის მჟავა გახსნილი 1 ჩ.კ. წყალში.

                                                                                                გაათბე 75 გრადუსამდე ნაღები და ნელნელა შეურიე ლიმონის მჟავა,თან სულ ურიე.ასე გააჩერე 10 წუთი ნელ ცეცხლზე და კარგად აიჭრება.
                                                                                                გადაკეცე მარლა და მოათავსე ეს აჭრილი ნაღები,ჩამოკიდე ჩამოსაწურად(დაახლოვებით 2 საათი ჭირდება).გადაიტანე მინის ქილაში და შეინახე მაცივარში.გამოდის 500 გრ.მასკარპონე.


                                                                                                Posted by: BEKO 25 Feb 2009, 12:03
                                                                                                rtuli


                                                                                                დიდი მადლობა smile.gif

                                                                                                Posted by: POMPADOUR MADAM DE 25 Feb 2009, 12:16
                                                                                                რთულის მოთხოვნით wink.gif

                                                                                                ©POMPADOUR MADAM DE

                                                                                                (საზომია ჭიქა - 230მლ)

                                                                                                გულსართი:
                                                                                                150 გრ დაჭრილი ნიგოზი
                                                                                                1/2 ჭიქა შაქარი
                                                                                                ცოტა კორიცა, ვანილი
                                                                                                2 სუფრის კოვზი ფქვილი
                                                                                                1 სუფრის კოვზი კაკაო
                                                                                                4 სუფრის კოვზი ლიქიორი ან კონიაკი
                                                                                                30 გრ. კარაქი

                                                                                                ავურიოთ ეს ყველაფერი ერთად და მივიღებთ ერთგვაროვან მასას გულსართისთვის

                                                                                                ცომი:
                                                                                                200 გრ რბილი კარაქი
                                                                                                1+1/2 ჭიქა შაქარი
                                                                                                3 კვერცხი
                                                                                                ვანილი
                                                                                                200 გრ არაჟანი
                                                                                                ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ლიმონის წვენით ან შეიძლება ძმრითაც - მაგრამ მე ლიმონით მომწონს
                                                                                                2+3/4 ჭიქა ფქვილი

                                                                                                კარაქი+შაქარი+კვერცხი - კარგად ავთქვიფოთ დავამატოთ არაჟანი და სოდა ლიმონის წვენით - დავამატოთ ფქვილი და გამოვა ფაფუკი ცომი

                                                                                                ცომის ნაწილი ჩავასხათ ფორმაში (კეკსის ფორმაში - მე უგულო ფორმა შევარქვი რომელიღაც გვედზე დავდე ფოტო smile.gif )
                                                                                                გულსართი გადავანაწილოთ და დავასხათ დარჩენილი ცომი
                                                                                                ცხვება 45 წუთში - საშუალო ცეცხლზე

                                                                                                http://www.radikal.ru

                                                                                                Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
                                                                                                © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)