Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > საბავშვო ბაღი "ვინი პუჰი"


Posted by: Man33 8 Oct 2014, 22:08
გამრჯობათ,
გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ ერთ ერთ ბაღზე, "ვინი-პუჰი" რომელიც მდებარეობს ვაკის პარკთან, გვერდითი შესასვლელის წინ: https://ka-ge.facebook.com/KinderGardenVinniPuh
ამ ბაღზეა საუბარი.
ერთი შეხედვით ნორმალური ბაღი ჩანს, აღმზრდელებთან გასაუბრებისას ადამიანს ნორმალური შთაბეჭდილება გრჩება. მივიყვანე ბავშვი... 3 წლის... და აღმოჩნდა რომ მიდის ცემა ტყეპა ამ ბავშვებს შორის... და აღმზრდელებს ეს მაგარი კიდიათ... რა თქმა უნდა გამოვიყვანე ბავშვი მეორე დღესვე.. თუ ვინმეს დაგყავთ მანდ ბავშვი იცოდეთ სადაც დადის... და იცოდეთ ბავშვი რატომ მოდის სახლში უხასიათოდ!

ყველაზე საუკეთესოა არა მარტო მაგ ბაღთან მიმართებაში საერთოდ ნებისმიერ ბაღთან... რაც არ უნდა კარგი სახელის მქონე ბაღი იყოს,

რომ ბავშვს ჩაუდოთ ჯიბეში... რამე ხმის ჩამწერი მოწყობილობა.. მაგალითად usb recorder . ამაზონზე არ ღირს ძვირი...და მთელი დღის ფაილი შეგიძლიათ სახლში მოისმინოთ და აკონტროლოთ რა ხდება ბავშვის გარშემო... როგორც "აღმზრდელებთან" ისე ბავშვებთან მიმართებაში. ვერავინ ვერაფერს მოგატყუებთ და არ იქნებით ილუზიებში რომ ყველაფერი კარგად არის!

ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილება მაწერინებს და იმის სურვილი რომ არაფრის გამო უდანაშაულო ბავშვების ფსიქიკა არ ტრამვირდებოდეს!!!

გაატანეთ ბავშვებს ხმის ჩამწერები!!

პ.ს. თუ ეს ინფორმაცია ერთ ბავშვს მაინც იხსნის ფსიქოტრავმისაგან თავს ბედნიერად ჩავთვლი...
* * *
6-7 ბავშვს შორის ყველაზე საცოდავ მდგომარეობაში არის სათველეებიანი პატარა ბიჭი. ალბათ იქნება 2-3 წლის.
თუ ვნმემ იცით პატრონი ვინ არის ამ ბავშვის უთხარით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)