ვისაც გიყვართ დოსტოევსკი
ვისაც მისი ნაწარმოებების კითხვისას ”ვალიდოლი” დასჭირვებია და მოთქმით უბღავლია ჩაბნელებულ ოთახში "ეშმაკნი"ს წაკითხვის შემდგომ.
ვინც ცდილობს ნაწარმოებში მხოლოდ სიუჟეტზე არ იფიქროს
ან უბრალოდ
ვინც თვლის რომ სიგიჟესა და ნორმალურობას შორის ზღვარი საშინლად მცირეა წაიკითხეთ…
ეძღვნება უდიდესს უდიდესთა შორის!
1821 წლის 11 ნოემბერიმარიამ ბიჭი გააჩინა, თეოდორი დაარქვეს. აბა ვინ წარმოიდგენდა, თუნდაც მამამისი - საავადმყოფოს სიტყვაძუნწი ექიმი მიხაილი, რომ მისმა ცოლმა მსოფლიოს უდიდესი მწერალი შვა ნოემბრის ცივ და სუსხიან დღეს…ან საიდან მოუვიდოდა ბედნიერ მამას თავში , რომ მისი პირმშო უკვე განწირული იყო 60 წლიანი ტანჯვისთვის,რომელიც თითქოს უკვე ეგრძნო პატარას და იქაურობას ტირილით აყრუებდა…
1821-1837მოსკოვი… ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და ჭუჭყიანი უბნის საავადმყოფოს ეზოში მიხაილ დოსტოევსკის ცხრა სულიანი ოჯახი ცხოვრობს. გარემო იდეალურია იმისათვის, რომ ნორმალური განვითარების შანსი დაკარგო. ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს:
კრიმინალთა სასაფლაო. ფსიქიატრიული საავადმყოფო და მიტოვებულ ჩვილთა თავშესაფარი
თეოდორს მთელი ცხოვრება გაჰყვა იმდროინდელი მოგონებები.გარესამყარო სიზმარს ჰგავდა:
საშინელი გაჭირვება,სასოწარკვეთილი უიმედო ადამიანები,შიმშილი,ძონძები. მაწანწალებით გადავსებული მოსკოვი,უამრავი ლოთი, მეძავი…გადაავლეთ თვალი მის პერსონაჟებს,ყველანი აქ არიან.
საინტერესოდ ატარებდა დროს საგიჟეთის ეზოში… მაშინ როდესაც პაციენტები მზის სხივებზე ძვლების გასათბობად გამოდიოდნენ. მერე რა რომ მამა და დედა სასტიკად უშლიდნენ და ამის გამო შეიძლებოდა მოხვედროდა კიდევაც,თეოდორი აღმერთებდა შეშლილებისა და გიჟების საზოგადოებაში ყოფნას,მათი ისტორიების მოსმენას და ძალიანაც ბედნიერი იყო მათთან. სულაც არ მიაჩნდა უღმერთობად როდესაც რომელიმე პაციენტი დაჟინებით უმტკიცებდა რომ ის თავად პეტრე დიდია ან თვით ალექსანდრე მაკედონელი.
1830 - პირველი ეპილეფსიური შეტევაგაურკვეველი გრძნობა…. შემდეგ მოწყვეტით ეცემა იატაკზე.. თვალის გუგები ტრიალებს…გაცივდა ,ხელები ეკრუნჩხება.
ეს პირველი სტადიაა ყოველგვარი დუჟისა და ქაფის გარეშე… მხოლოდ ძლიერი სპაზმები რის გამოც გამუდმებით ეხეთქება იატაკს…
გონზე მოსვლის შემდეგ არაფერი ახსოვს,არც ის როგორ დაეხეთქა ძირს..საშინლად დაღლილი და ძალაგამოცლილია,თავი უხურს და გული ერევა… და ძალიან შეშინდა,იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ცხრა წლისაა.
დღეიდან დაიწყო და მომდევნო 51 წლის განმავლობაში პერიოდულად ასე იატაკზე გართხმა და არაამქვეყნიური ტანჯვის ატანა მოუწევს.თუმცა მერე თავადაც ამბობდა რომ შეტევების დროს არაამქვეყნიურ სიამოვნებას განიცდიდა და „ყველაზე ახლოს მაშინ გრძობდა თავს ღმერთთან“
ვინ იცის იქნებ დოსტოევსკი იყო ერთადერთი ეპილეპტიკი,რომელიც ღმერთმა უსაზღვრო ნიჭით დააჯილდოვა და მანაც თავის ნაწარმოებებში აღწერა სამყარო -სავსე განუზომელი ტანჯვით,მძაფრი შეგრძნებებით , აუტანელი ტკივილით და ამავე დროს შვებით.. რომელსაც ჩვენ,ნორმალური (ეგეც საკითხავია რომელი მდგომარეობაა ნორმალური) ,ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანები ვერასდროს ვერ ვიგრძნობთ ისე როგორც მან იგრძნო.
სამყაროს ჩვენ „ჯანმრთელი“ თვალებით აღვიქვამთ.
1837-1849
პეტერბურგი - აღიარება 1837წელს დედა ტუბერკულოზით გარდაეცვალა,ორი წლის შემდგომ მამა. 16 წლის თეოდორმა მოსკოვიდან გუდა ნაბადი აიკრა და პეტერბურგში გაემგზავრა სამხედრო საინჟინრო სასწავლებელში სასწავლებლად..აქ მას ისეთ საძულველ საგნებს ასწავლიან როგორიცაა მათემატიკა,თუმცა მალე ორიენტირებას ახდენს ლიტერატურაზე და გატაცებით სწავლობს შექსპირს,პასკალს ,ჰიუგოს. დიდ გავლენას ახდენს გერმანელი დრამატურგი შილერი.(ავტორი დრამისა მარია სტუარტი. ისე მერე ცოტა სასაცილოდ მიეწყო . დოსტოევსკი განიცდიდა შილერის გავლენას,ცვაიგმა აღიარა დოსტოევსკი ,ეთაყვანა მის ნიჭს და დაწერა ‘’მარიამ სტუარტი’’ – სადაც ჩემი მოკლე ჭკუით საშინლად ცდილობს ისეთივე სისავსით დახატოს მარიამის ფსიქოლოგიური პორტრეტი,როგორც ამას ერთი ხელის მოსმით დოსტოევსკი ახერხებდა და თანაც არა დედოფლის, არამედ უბრალო გლეხის ქალის მეშვეობით)
ეს ახალგაზრდობის წლები იყო,წლები როდესაც დოსტოევსკი საკუთარ თავს ‘’მეოცნებეს’’ უწოდებს . მალე მის თავზე ცეცხლოვანი ეტლით გადაივლის ულმობელი ბედისწერა და მალე დასცინებს კიდეც შილერს. 1842 წელს ტოვებს აკადემიას და ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყოფს ხელს. 1843 წელს ამთავრებს ბალზაკის ‘’ეჟენი გრანდეს’’ თარგმნას,თუმცა ამას მისთვის დიდი აღიარება არ მოუტანია, 1844 წლიდან უკვე საკუთარ მხატვრული ნაწარმოებების წერას იწყებს. აქედან კი იწყება ყველაზე საინტერესო:
24 წლის ასაკში იბეჭდება მისი პირველი ნოველა ‘’ საბრალო ადამიანები’’
ნეკრასოვი,რომელსაც მთელი რამე თეთრად გაუთენებია ‘’საბრალო ადამიანების’’ ხელნაწერის კითხვაში საშინლად აღელვებული შევარდება ბელინსკის კაბინეტში აცხადებს რომ დაიბადა ‘’ახალი გოგოლი’’
თეოდორს უდიდესი რუსი მწერლის ტიტულს უწინასწარმეტყველებენ, თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.
მაგრამ……
პირველ აღიარებას წარუმატებლობა მოსდევს. ეს საშინელი დუალიზმი მისი პიროვნების ,ცხოვრების და შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ზეცაში აყვანის შემდეგ ,რაღაც ძალა ისევ დაბლა ანარცხებს და თითქოს უფსკრულში მიექანება ,სადაც კვლავ უნდა გამოჭედოს ღმერთმა მისი უკვდავი სულისაგან რაღაც ახალი,რომელიც ზეცაზე მაღლა აიჭრება დიდების მოსახვეჭად,თავზე ოქროს გვირგვინის დასადგმელად.
რისთვის??
რომ ისევ ისე უმოწყალოდ დაენარცხოს ძირს,ოღონდ გაცილებით მტკივნეულად.
პატიმრობა - გადასახლება1849 წლის 23 აპრილს დოსტოევსკის აპატიმრებენ , ლიბერალური შეხედულებების მქონე ინტელექტუალურ ორგანიზაციის წევრობისათვის. 1848 წლის ევროპული რევოლუციების შემდგომ, მეფე ნიკოლოზს ჯოჯოხეთივიდ ეშინოდა ‘’იატაკქვეშეთის’’ და ამიტომ უმოწყალოდ ანადგურებდა ყოველივეს,რაც მის ავტორიტარიზმს შეუქმნიდა საფრთხეს.
16 ნოემბერიგაყინული დოსტოევსკი სიკვდილის ანგელოზს თვალებში უყურებს სატუსაღოს ეზოში და ელოდება როდის დაახლიან შუბლში ტყვიას, თუმცა მოულოდნელად გადაწყვეტილება იცვლება და მას ციმბირში ასახლებენ. იქნებ ეს უარესიცაა?? მაგრამ სიკვდილზე უარესი რაღა უნდა იყოს…
4 წელი ომსკში,აუტანელი შრომა და გაუსაძლისი პირობები. აქ დაიბადა ” ჩანაწერები მკვდარი სახლიდან”
იატაკი ისეთი დამპალია ვერ დაიძინებ,რადგან სრულიად შესაძლებელია ჩაინგრეს.
საშინელი დახუთულობა ზაფხულში და აუტანელი სიცივე ზამთარში. ტილები რწყილები და შავი ხოჭოებიკატორღული რეალობის აუცილებელ ატრიბუტებს შეადგენს. არანაირი საპირფარეშო,ძნელია ადამიანურად მოიქცე-სწერდა მოგვიანებით თავის ძმას. ეს ყველაფერი გიბიძგებს ღორივით იცხოვრო…
ავადმყოფიბა არსად არ გამქრალა. კვლავ უმეორდება საშინელი შეტევები. გამოფიტული და საშინლად განაწამები თეოდორი იმედს და შვებას რწმენაში ეძებს. როგორც მისი ბიოგრაფი იოზეფ ფრანკი შენიშნავს, ციხემ და კატორღამ დოსტოევსკი ფანატიკურად მორწმუნე გახადა.
1959 - დაბრუნება1959 წელს დოსტოევსკი პეტერბურგში ბრუნდება, იგი ზურგს აქცევს ყოველივე იმას რაც იტაცებდა მის გონებას გადასახლებამდე. უარყოფს დასავლურ,ევროპულ ფილოსოფიას. მისი შემოქმედება იჟღინთება სლავიანოფილიით,რელიგიით. ამ პერიოდიდან იწყება მისი შემოქმედებითი აღმასვლა,იგი ქმნის ტანჯვით ტკივილითა და სისხლით აღსავსე სიუჟეტებს. ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზის მეშვეობით ხატავს ადამიანის შინაგან სულიერ სამყაროს,უარყოფს ოცნებებს,იდეალიზმს ყოველივე არარეალისტურს.
მევალეები გამუდმებით აწუხებენ ,რაღაცა ყოველთვის ხელს უშლის წარმატებისათვის. 1963 წელია და დოსტოევსკი ევროპაში მიემგზავრება. რა იყო ეს თუარა უბრალოდ გაქცევა?
გაიქცა რომ დამალვოდა მევალეებს,ცხოვრებას ან უბრალოდ საკუთარ ტავს. თანაც რუსულ კაზინოებში უკვე აღარ აჭაჭანებდნენ,თეოდორი კი ნამდვილი აზარტული მოთამაშე გახლდათ. როგორც იტყვიან თრუ გეიმერი
წაიკითხეთ ” მოთამაშე”
მთელი წელი დაძრწის ბებერ კონტინენტზე და მწვანემაუდგადაკრულ მაგიდებზე უმოწყალოდ ჩადის
ფულს
გულს
ხორცს იგლეჯს და მაინც ჩადის
სულსაც დატოვებდა აქ - ოღონდ არ იცის როგორ.
დროის შეგრძნება დაკარგულია . დოსტოევსკი გამუდმებით აგებს,ხან იგებს მაგრამ ისევ ატრიალებს….და ასე დაუსრულებლად. სულაც არ უყვარს ფული, არც სძულს, მაგრამ ნამდვილად არ თამაშობს ფულის გამო. უბრალოდ მძაფრი შეგრძნებები ენატრება. დოსტოევსკი თუნდაც ერთი კვირა რომ დაესვათ წყნარად და განცხრომით ერთ ადგილას დარწმუნებული ვარ სუიციდს მიმართავდა.
ტანჯვა მისი ბუნებრივი მოთხოვნილება იყო … უკვე მიეჩვია გულყრებსაც… მეტიც- სიამოვნებასაც განიცდის და სწორედ მაშინ ეწვევა ხოლმე ღვთაებრივი მუზაც. ძლივსძლიობით დგება იატაკიდან და მაგიდასთან აკანკალებული ხელებით წერს… წერს… წაიკითხეთ მისი მოთხრობები და იგრძნობთ როგორ უჭირავს ვიღაცას თქვენი გული ხელში და სული გეხუთებათ.
ასე მხოლოდ ” გიჟები” წერენ!
ქალები ,აზარტი და ლიტერატურა- დოსტოევსკის სამი დემონი!
ჰყავდა ცოლი,რომელიც ძალიან უყვარდა. .. მარია დმიტრიევნა ესაევა. იგიციმბირში გადასახლების დროს გაიცნო და 1857 წელს დაქორწინდა. მარიას ნამდვილად არ ჰქონია დალხენილი ცხოვრება თეოდორთან, ერთხელ თურმე დოსტოევსკიმ მისი ყველა კაბა გაყიდა სასმლისთვის თუ თამაშის გამო.. ზუსტად აღარ მახსოვს ცვაიგს უწერია სადღაც…
1864 წელს მარია გარდაიცვალა.. ძალიან იდარდა და განიცადა. ორი წლის სემდგომ ზმა დაეღუპა,მარიას ბავშვები წინა ქორწინებიდან, ასევე ძმიშვილები და რძალი მას დააწვა სარჩენად… ისევ ჩაეფლო ვალებში..
საშინელი სისწრაფით წერს .. წერს.. რათა გამომცემლებისაგან გასამრჯელო მიიღოს. საოცრად მოკლე დროის პერიოდში დაწერა ”დანაშაული და სასჯელი”
ასევე ” მოთამაშე”.
ამის შემდგომ მას რუსეთი აღარ დაუტოვებია. აქვე გარდაიცვალა 1881 წლის 9 თებერვალს პეტერბურგში
ეპილეფსიამ საბოლოოდ ამოართვა სასიცოცხლო ძალები.
კალთაზე ედო ”ახალი აღთქმა” რომელიც ციმბირში აჩუქეს.
დასაფლავებაზე 40000 მდე ადამიანი მივიდა
ტოლსტოი ტიროდა როდესაც დოსტოევსკის გარდაცვალება ამცნეს
ნიცშე წერდა რომ ის მისთვის ერთადერთი ფსიქოლოგი იყო,რომლისგანაც რაღაც ისწავლა…
რუსულმა მიწამ ყველაზე მგზნებარე პატრიოტი ჩაიკრა გულში…
წარწერა დოსტოევსკის საფლავზე:
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა,მარტო დარჩება. და თუ მოკვდა,ბევრ ნაყოფს გამოისხამს…
იოანე 12.24
თეოდორ დოსტოევსკივლადიმირ ხოტინენკოს „დოსტოევსკი“, 8 სერიაა,ჩაუჯექით (ხო ეგ ხოტინენკო ეხლა ეშმაკნი-ს იღებს,იმედია ტალანკინებივით უაზრობა არ გამოუვა
Прошло минут пять. Он все ходил взад и вперед, молча и не взглядывая на нее. Наконец подошел к ней, глаза его сверкали. Он взял ее обеими руками за плечи и прямо посмотрел в ее плачущее лицо. Взгляд его был сухой, воспаленный, острый, губы его сильно вздрагивали… Вдруг он весь быстро наклонился и, припав к полу, поцеловал ее ногу. Соня в ужасе от него отшатнулась, как от сумасшедшего. И действительно, он смотрел как совсем сумасшедший. – Что вы, что вы это? Передо мной! – пробормотала она, побледнев, и больно больно сжало вдруг ей сердце. Он тотчас же встал. – Я не тебе поклонился, я всему страданию человеческому поклонился, – как то дико произнес он и отошел к окну.