masai11საინტერესი თემაა ისე ^-^
ყველა ადამიანს თავისი განსხვავებული გამოცდილება აქვს. ჩემს შემთხვევაში ასე იყო:
1) აღმოვაჩინე რომ ბრძნული გამონათქვამები და აზრები კი ვიცოდი თეორიულად და ვეთანხმებოდი, მაგრამ არ მქონია რეალურად და პრაქტიკულად გაცნობიერებული. იგივე საკუთარი თავის სიყვარული, ყველაფერი რომ ერთ დღესაც გაივლის და ა.შ.
ამის გაცნობიერებაში დამეხმარა დრო და კიდევ ბევრი კრიზისი, ტრამვა და გამოცდილება.
2) ვებრძოდი ჩემს აზრებს რომ ცუდი ვარ, არავის მოვეწონები, ნაკლებად სასურველი ვარ... (ამ აზრებისდა მიუხედავად გარემო ბევრ დადებით უკუკავშირს მაძლევდა მაგრამ ვერ აჯობა ჩემს ნეგატიურ აზრებს).
რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე რომ სიყვარული ზუსტადაც უპირველესად პატივისცემაში ვლინდება.
მარტივი სავარჯიშო დავიწყე: ჩემს თავს ვეუნებოდი: ლამაზი ვარ, კარგი ვარ, ჭკვიანი ვარ..(თავისი მაგალითებით
),რახან დავიბადე და ჯერ კიდევ გადავურჩი რუსთავი-თბილისის გზას, ესეიგი ვიმსახურებ სიყვარულს
ეს სავარჯიშო რეალობაშიც მუშაობს.
ისეთ სიტუაციებში ვთქვი არა და კიც , სადაც ადრე ვერ გავბედავდი. რთულია, მაგრამ გამოდის.
3) ვპატიობ ხოლმე ჩემ თავს როცა რაღაც ისე ვერ გამომდის, ეს უნარი არ მქონია საერთოდ აქამდე და შოკში ვიყავი როცა აღმოვაჩინე.
რაღაც მიზეზები აქვს საკუთარი თავის უსიყვარულობას, დაბალი თვითშეფასება, ბავშვობის ტრამვები, დიდი მოთხოვნები მშობლებისგან სწავლაში, ქცევაში. "უკეთესი მინდა იყო" ,"ასე თუ მოიქცევი არავის მოეწონები", "ჩემი შვილი სხვამ უნდა შეაქოს, მე არა" . კაი ხანი მეგონა რომ თუ დაბალ ნიშნებს მივიღებდი ბიჭებს არ მოვეწონებოდი. არადა მაგრად არ ადარდებდათ.
ბევრი დავწერე, თუ გამოდგება არ ვიცი
)