Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პინგვინები და ეშმაკუნები > თამაშის პრობლემა ონლიან ფილმის ყურების დროს.


Posted by: Chikod 15 Oct 2020, 23:01
გამარჯობა ხალხო.
მაქვს უცნაური პრობლემა.
თამაშებიდან მაგდებს როდესაც ამავე ქსელში ჩართული ანდროიდ მოწყობილობა უყურებს ონლაინ ვიდეოს.
ინტერნეტი 50 მეგაბიტი. ანუ, სიჩქარის პრობლემა არ არის.
პინგი სერვერთან არც იკარგება და არც ჩავადნები აქვს.
ეს ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც ტელეფონი ან პლანშეტი უყურებს ვიდეოს.
რაღაც პორტების კონფლიქტია სავარაუდოდ.
რა შეიძლება ვუშველო?

Posted by: Distortion 16 Oct 2020, 00:20
Chikod
სანახავია რა ხდება ქსელში ამ დროს. WiFi-ზე ხარ ჩართული თამაშისას? თუ WiFi-ზე ხარ და ონლაინ ვიდეოს multicast-ით უყურებენ ფლეიერები, დაიფლუდება შენსკენაც (არამგონია IGMP snooping გქონდეს ქსელში აწყობილი) და შესაძლებელია მაგიტომ გექმნება პრობლემა. Wireshark-ით უნდა ინახოს ქსელის ადაპტერზე რა ხდება სტრიმინგის დროს. პირველ რიგში WiFi-ს გამოვრიცხავდი და კაბელით დავერთდებოდი, შემდეგ თამაშის სერვერზე დავერთდებოდი, გავუშვებდი Wireshark-ს და შემდგომ video player-ს რომ ნახო რა ხდება ადაპტერზე ამ დროს.

Posted by: MRlurch 16 Oct 2020, 15:38
Chikod
ყველაზე კარგი გამოსავალი დისტორამ რაც გითხრა, იყიდე პაჩ კორდი და დააერთე კაბელით bis.gif .
როუტერის დარესეტებაც ცადე მაინც yes.gif yes.gif

Posted by: Chikod 16 Oct 2020, 18:16
Distortion
MRlurch

მადლობა პასუხებისთვის.

ოპტიკაზე დაერთებულია სილკნეტის ZTE F620 როუტერი. ეს WiFi არ არის. ჩემი PC, ZTE -ზე დაერთებულია კაბელით.
ZTE -ზე დაერთებულია Netgear X6 WiFi როუტერი და შემდეგ კიდევ ერთი Range Extender.
Wireshark -ზე რომ ამიხსნა, ამით რა უნდა გავიგო და როგორ?

Posted by: HBO 16 Oct 2020, 18:46
ფლუდი რომ იყოს მიზეზი, რუტერი მხოლოდ თამაშიდან გაგდებით არ "დაკმაყოფილდება".

Posted by: Chikod 16 Oct 2020, 22:12
HBO
QUOTE
ლუდი რომ იყოს მიზეზი, რუტერი მხოლოდ თამაშიდან გაგდებით არ "დაკმაყოფილდება".

კი, და თან ფილმის უბრალოდ გადმოწერის დროსაც იგივეს იზავდა. პრობლემა კი მხოლოს ონლაინ ყურების დროს არის.

Posted by: Distortion 17 Oct 2020, 01:15
Chikod
საერთოდ არაა იგივე ფილმის გადმოწერა. ფილმს როცა იწერ უნიკასტ კომუნიკაციაა კლიენტ-სერვერს შორის და უბრალოდ შეიძლება პროვაიდერის მიერ დაწესებული შეიპი გაავსო, მაგრამ აპარატურა ლამის idle-ზე იყოს. როცა მულტიკასტი იფლუდება, ქსელში, აპარატურამაც თითოეული პაკეტი უნდა დაამუშავოს ზუსტად ისე როგორც ბროუდქასტი, თანაც მულტიკასტი ბევრად უფრო მძიმეა რადგან რეალურად დატა დააქვს.

Wireshark-ს რაც შეეხება, უნდა დააიდენტიფიცირო გეიმსერვერ(ებ)ის IP მისამრთები, გაფილტრო ეგ სესიები მერე გაუშვა ფილმი და ნახო რა დაემრათება მაგ ტრაფიკს. რეტრანსმისია, თაიმაუთი, RST ან რა ხდება ზოგადად. კიდევ შეხედე ლან კარტა რამდენზე დგას. შეიძლება კაბელის, ლან ბარათის ან როუტერის პორტის გამო 10 მეგაბიტზე იდგას ან half-duplex-ში.

Posted by: didi bege 20 Oct 2020, 22:37
Distortion
პროვაიდერის იპტვ თუ არაა, სხვაგან საიტზე კინოს ან სხვა რამეს ყურებისას მულტიკასტი საიდან აღმოჩნდება ლოკალურად ჰოსტთან ???

Posted by: Chikod 25 Oct 2020, 21:10
მგონი ეშველა.
მას მერე რაც გამორიცხვის მეთოდით ვცადე ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა დარჩა მხოლოდ სილკნეტის ZTE F620 როუტერი.
პინგი არ ცვლებოდა, სერვერთან კავშირში პრობლემა არ იქმნებოდა და თამაშიდან მაინც მაგდებდა. იმის მიუხედავად რომ პორტებიც გადამისამართებული იყო მაინც იქმნებოდა პრობლემა. ეს ხდებოდა მხოლოდ რამოდენიმე თამაშში. მივედი იმ დასკვნამდე რომ ან როუტერის პროგრამულ უზრუნველყოფაში იყო რაღაც ბაგი (განახლება გაკეთებული მქონდა), ან რაღაც სხვა დეფექტი იყო. უამრავი ტესტი ჩავატარე მარა როუტერის პრობლემა სხვა არაფერში გამოჩნდა.
ამის მიუხედავად შევცვალე როუტერი. დააყენეს რაღაც კობასატი და ახლა პრობლემა აღარ მქონია.
მადლობა ყველას ვინც ცდილობდით დახმარებას.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)