ვეგებებით კორეული დრამალენდის კიდევ ერთ თემას. ამ ბოლო დროს საქართველოში დაიწყეს კორეული სერიალების დაფასება. ყველა გახსოვთ "იმპერატორის მეუღლე კი", ახლა გადის "ჟუმონგი". ჩვენს ტელევიზიებს, მოგეხსენებათ, მრავალეპიზოდიანი სერიალი იზიდავთ. აბა რაღაცით ხომ უნდა დააბან მაყურებელი ეკრანთან? ტექნიკურ დეტალებს არ ვეხები. მშვენივრად ახმოვანებს Green Tea Tv. ჩვენგან განსხვავებით, საზღვარგარეთ N რაოდენობის მოყვარული თუ პროფესიონალი გამხმოვანებელია. და ყველას თავისი სტილი აქვს. მათი კუროზებიც კი შეიძლება მოინახოს ნეტში.
რას ვაკეთებ, როცა ამდენი დორამაა სანახავი? ვადგენთ სიას. არის ასეთი საიტი: mydramalist.com . ვრეგისტრირდებით და ვნიშნავთ დორამებს, რომელიც ვნახეთ, რომელსაც ვუყურებთ და რომელსაც ვნახავთ. თან ვაფასებთ. შეფასება არ დაივიწყოთ.
მე მშვენივრად მეხმარება აღნიშნული საიტი. სულ ცოტა, სტატისტიკისთვის მაინც საინტერესო უნდა იყოს: ვუყურებ ჩემს "მწირ" გამოცდილებას და მიხარია.
საქართველოში აზიური ფილმების/დრამების პოპულარობის მანიშნებელია ისიც, რომ ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე საინტერესო საიტი/ფორუმი და ფეისბუქ გვერდებია.
ყველა კორეული სერიალი ჩემთვის უნიკალური და საინტერესოა. კორეელებს ახასიათებთ უცნაური დაბოლოება (აკა კანცოვკა). სამი მსხვილი არხია, სადაც უშვებენ ჩვენს "გემრიელობებს": KBS, MBC, და SBS. სამივე მსხვილი სატელევიზიო ქსელია. უშვებენ საკუთარ წარმოებულ/დაფინანსებულ სერიალებს. მაგალითად, ჩემი საყვარელი "Master's sun" SBS-ს სერიალია. ხოლო საუკეთესო კრიმინალ/დეტექტივის ჟანრი OCN-ს ეკუთვნის.
***
ძნელია მოსწყდე კორეულ დორამებს. პირადი გამოცდილებით გაგიმხელთ, პირველი სერია არა, მაგრამ სადღაც მესამე სერიიდან მანიაკალურად ვეჯაჭვები (მეტწილად ასეა). ამიტომ თავიდან არ შეგეშინდეთ პირველი სერიის "მუდოობის".
და რა გვემართება ბოლოს? აი ეს:
რამდენჯერ მიტირია ცხარე ცრემლებით: არა, არა, არ წახვიდე, არ დამტოვო თქო
მაგრამ, ვაი რომ ყველა დორამა აუცილებლად უნდა დამთავრდეს და მოგიწევს ახალზე გადაერთო.
***
პოპულარული ტერმინი, რომელიც ჩვენს მდგომარეობას ასახავს:
***
ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიას:
წინა (მეხუთე) თემის ლინკიწინა (მეოთხე) თემის ლინკიწინა (მესამე) თემის ლინკიწინა (მეორე) თემის ლინკისუ, სუ პირველი თემის ლინკი***
ახალ წევრებს სიამოვნებით ვიღებთ თემაში, სპეც ცეკვაც კი აქვს ჩვენს თანაფორუმელს, E madame-ს შემუშავებული.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის გმირები:
E madame 402
Unico 189
VAMPIRE_W 176
khatunadz 138
keen 137
gatuzina 100
username-username 84
მარიამ_მ 72
wrupa 54
LittleSunshine 50
kaneki_ken 36
bulog89 36
demna_ 35
niiite 26
ket-ka79 13
larakroft 9
Amie 8
kosheen 6
ranhh 6
chipmunck 3
死海. 3
QueenA 3
Nan 3
gigaia55 2
Green Eyed Angel 2
kaxakale 2
MEDS 2
MLFTS 2
cleopatra 2
alter_nick 1
sign_in 1
OELIA 1
samiii 1
ცერცვა 1
Facee 1
imageexpress 1
tsssssss..... Let us Begin
This post has been edited by Unico on 21 Sep 2015, 16:29