forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (30) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ისლანდია / Ísland , ენით აუწერელი სილამაზე
cartman
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3505
წევრი No.: 24396
რეგისტრ.: 14-October 06

გამოგზავნილია: 16 Feb 2008, 02:16  #8546936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმე თუ ხართ ნამყოფი ისლანდიაში,თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.და ხომ არ იცით საქართველოდან თუა შესაძლებელი წახვიდე როგორც ტურისტი?


user posted image user posted image
user posted image user posted image user posted image

This post has been edited by cartman on 16 Feb 2008, 02:31


--------------------
In Italy for 30 years under the Borgias, they had warfare, terror, murder and bloodshed...but they produced Michelangelo, Leonardo Da Vinci and the Renaissance.
In Switzerland they had brotherly love, 500 years of democracy and peace, and what did that produce?
The cuckoo clock.
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42937
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 17 Feb 2008, 00:31  #8555690      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართლაც და ღირს აქ წასვლა, ოღონდ რიგი სხვა ადგილების შემდეგ...
თუნდაც აღდგომის კუნძულების...
აქ გადის ზღვარი ამერიკასა და ევროპას შორის...


--------------------
არავინ იფიქროს ვახტანგა შალითურს სიკვდილისა სრცხვენიაო!!!
_Burzum
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5937
წევრი No.: 2895
რეგისტრ.: 16-October 03

გამოგზავნილია: 17 Feb 2008, 11:45  #8558611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · msn
cartman
შენ წარმოიდგინე და, ისლანდიაში კი არა ანტარქტიდაზეც შეიძლება წასვლა ტურისტად yes.gif



მიმაგრებული სურათი
antarctica3.jpg


--------------------
A true traveller has no fixed plan, and is not intent on arriving.
A journey of a thousand miles starts with a single step.
cartman
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3505
წევრი No.: 24396
რეგისტრ.: 14-October 06

გამოგზავნილია: 17 Feb 2008, 23:44  #8565345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (_Burzum @ 17 Feb 2008, 11:45 )
cartman
შენ წარმოიდგინე და, ისლანდიაში კი არა ანტარქტიდაზეც შეიძლება წასვლა ტურისტად yes.gif

ვიცი რომ შეიძლება და მგონი 10000$ ჯდება ერთი კვირა,მაგრამ საქართველოდან ანტარქტიდაში,ნამდვილად ვერ წახვალ.ამიტომ ვიკითხე საქართველოდან თუ არის შესაძლებელი ისლანდიაში წახვიდე....

This post has been edited by cartman on 17 Feb 2008, 23:49
_Burzum
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5937
წევრი No.: 2895
რეგისტრ.: 16-October 03

გამოგზავნილია: 18 Feb 2008, 02:44  #8567350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · msn
cartman
ანტარქტიდაზე კრუიზი უფრო იაფადაც შეიძლება და უფრო ძვირადაც... გააჩნია გემს. თუ 239427 კაციანი უზარმაზარი ლაინერია, მაშინ უფრო იაფია, რადგანაც კონტინენტზე გადასვლა ერთ გაჩერებაზე მხოლოდ 50 ადამიანს შეუძლია, ან მოგიწევს და ან არა.

და საქართველოდან ანტარქტიდაზე წასვლას რაც შეეხება - ვითომ რატომ ვერ წახვალ? ვიზა არ გჭირდება ნამდვილად: D
მთავარია არგენტინამდე ჩაფრინდე და იქიდან უამრავი საკრუიზო გემი გადის ნებისმიერ დროს.

იგივე წარმატებით შეიძლება მოხვედრა ისლანდიაშიც. (თუ უფრო მეტი წარმატებით არაbiggrin.gif).
ფორმალური მხარე - შენგენის ქვეყანაა და ნებისმიერი სხვა შენგენის ქვეყნის საელჩო გასცემს ვიზას.
ტრანსპორტირება - ისტანბული - ბაზელი იზიჯეთი დაფრინავს ( http://www.easyjet.com/ ), ბაზელი - რეიკიავიკი - აისლანდ ექსპრესი ( http://www.icelandexpress.com ) ამ შემთხვევაში ტრანსპორტირება 500-600 €. მაგრამ შეიძლება სხვადასხვა ვარიანტის შერჩევა (მაგ.-ად: თბილისი-ფრანკფურტი-რეიკიავიკი, სადაც მეორე ფეხს ისევ ისლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიახაზები შეასრულებს - ფასი 350 €)
ადგილზე - ძალიან ძვირიანი ქვეყანაა, რეიკიავიკის გარეთ აჯობებს კარვებით და საკვების მომზადებით თავის გატანა, წინააღმდეგ შემთხვევაში 200+€ ყველაზე იაფი სასტუმრო პიკის სეზონში აუ ზაფხულში.
უფრო დაწვრილებით აგერ ეს წიგნი გამოიწერე ამაზონიდან და იქ ეწერება

მიმაგრებული სურათი
icelad.jpg
BioHazard
Starless


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1789
წევრი No.: 1161
რეგისტრ.: 12-August 02

გამოგზავნილია: 18 Feb 2008, 12:09  #8569330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
მანდ ვიკინგები კიდევ არიან ?

user posted image


--------------------
ნეტარ არიან მახინჯნი ვინაიდან ეგენი გალამაზდებიან...
cartman
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3505
წევრი No.: 24396
რეგისტრ.: 14-October 06

გამოგზავნილია: 18 Feb 2008, 14:43  #8571071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
_Burzum
დიდი მადლობა ინფოსთვის smile.gif
mariamno
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 58146
რეგისტრ.: 11-April 08

გამოგზავნილია: 16 Jul 2008, 14:38  #10438372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ვიყავი ისლანდიაში ამ ზაფხულს. შესანიშნავი ქვეყანაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ დანარჩენი ევროპული ქვეყნებისგან ძალაინ განსხვავდება. ჯერ მარტო ის,რომ ლავითაა დაფარული თითქმის მთელი ნიადაგიsmile.gif ჩრდილოეთში ხომ ულამაზესი ცაა, შესაბამისად ისლანდიაშიც. სულ ცაში ვიყურებოდი, კიდევ კარგი არაფერს დავეტაკე.ჰეჰ. ისლანიელები ხუმრობენ, ჩვენს ქვეყანას წესიტ გრენლანდია (ანუ მწვანე ქვეყანა) უნდა რქმეოდა და გრენლანდიას კიდევ ისლანდიაო, მაგრამ არ გვინდოდა ხალხი მოწყდომოდა აქაურობას და ამიტომ დავარქვით ისლანდიაო. ივნისსში ვიყავი და იქაურობა მართლაც ისეთი მწვანე იყო, რაჭა გამახსენდა. ყველაზე კარგი ის იყო,რომ რეიკიავიკში ჩემი ჩასვლიდან მეორე დღეს ბიორკმა უფასო კონცერტი გამართა,ანუ ისლანდიურ მუსიკასაც ვეზიარე ლაივშიsmile.gif რეიკიავიკიდან არც ისე შორს ულამაზესი ჩანჩქერი გუთლფოსია,თან როცა კარგი ამინდია ცისარტყელაა ხოლმე ამ ჩანჩქერის თავზე გადაჭიმული. გეიზერები და ვულკანების კრატერები ხომ ულამაზესია. პირდაღებული ვუყურებდი გეიზერს, ეგეთი არაფერი მინახავს ცხოვრებაში.ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ცხელი აუზები იყო. ზამთარ/ზაფხულ დადის ხალხი ამ აუზებზე. მოკლედ,რა ხდება. ჯერ ნელ/თბილი წყლის აუზია, მერე შედარებით თბილი, ბოლოს ცხელი და სულ ბოლოს-საუნა. ჩვეულებრივი საცურაო აუზიცაა. ეს ცხელი წყლის აუზები ისლანდიური კულტურის განუყრელი ნაწილია როგორც მივხვდი. თან წყალი ისეთი სუფთაა და ისეთი სასიამოვნო სუნი აქვს(გოგირდოვანი წყლები აქვთ მაგათაც,ჩვენი არ იყოსsmile.gif რომ ამოსვლა აღარ მინდოდა ამ აუზებიდან. უამრავი სურათი მაქვს,ოღონდ არ ვიცი როგორ ავტვირთო ფორუმზე. თუ მასწავლით, სურათები უფრო მეტს გეტყვიან, ვიდრე ჩემი ქაქანიsmile.gif
მე ნორვეგიიდან გადავედი რეიკიავიკში, ანუ არც ისე ძვირი დაჯდა, თუმცა სხვა ქვეყნებში გადასვლა ბევრად უფრო იაფია. დარწმუნებული ვარ საქართველოდან წასვლა საკმაოდ ძვირი იქნება, თან თუ იქ ნაცნობი არ გყავს და ყველაფერი შენი თავში სახლელია, მითუმეტეს. მაგრამ მართლა ღირს ამ ქვეყნის ნახვა ჩემი აზრით.
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42937
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 16 Jul 2008, 14:47  #10438494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mariamno
QUOTE
უამრავი სურათი მაქვს,ოღონდ არ ვიცი როგორ ავტვირთო ფორუმზე. თუ მასწავლით, სურათები უფრო მეტს გეტყვიან, ვიდრე ჩემი ქაქანი

პოსტს რომ დაწერ (მინიმუმ 30 ასოს) შემდეგ დააჭირე Preview Post და მერე იქ Choose-ში აირჩიე სურათი, მერე add reply ჩვეულებრივად.
გაითვალისწინე რომ სურათი 100kb-ზე მეტი არ უნდა იყოს.
mariamno
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 58146
რეგისტრ.: 11-April 08

გამოგზავნილია: 16 Jul 2008, 14:52  #10438557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართლა, ტრანსპორტირებას რაც შეეხება, ორი ისლანდიური ავიაკომპანია დაფრინავს კოპენჰაგენიდან და ლონდონიდან (ალბათ სხვა ადგილებიდანაც, ეს რაც მე ვიცი). Icelandair და Icelandexpress.კომფორტის მხრივ აისლანდეარი ჯობია, ოღონდ ცეცხლის ფასი უკიდიაო რომ იტყვიან ეგაა. აისლანდექსპრესი შედარებით იაფად დაფრინავს (ლონდონიდან, მაგალითად, ხანდახან ასე 150 ევროდ შეიძლება ბილეთების შოვნა). მოკლედ, ვინმე თუ გადაწყვეტს წასვლას, ბევრი ისლანდიელი მეგობარი მყავს და გაგიკითხავთ ყველაფერსsmile.gif და ამერიკა-ევროპის საზღვარს რაც შეეხება, ისლანდიაში ერთი კლდეა,რომელის ნაპრალიც ყველწლიურად ერთი სანტიმეტრით ფართოვდება. ახლა ეს ნაპრალი უკვე საკმაოდ განიერი გზაა. მე როგორც მითხრეს, ამ კლდის ერთი მხარე ევროპის კონტინენტს ეკუთვნის, მეორე-ამერიკის კონტინენტს, ანუ აქ გადისო ამერიკა-ევროპის საზღვარი. მგონი ეგრეა, ჰა?
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42937
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 16 Jul 2008, 15:02  #10438704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mariamno
QUOTE
ისლანდიაში ერთი კლდეა,რომელის ნაპრალიც ყველწლიურად ერთი სანტიმეტრით ფართოვდება. ახლა ეს ნაპრალი უკვე საკმაოდ განიერი გზაა. მე როგორც მითხრეს, ამ კლდის ერთი მხარე ევროპის კონტინენტს ეკუთვნის, მეორე-ამერიკის კონტინენტს, ანუ აქ გადისო ამერიკა-ევროპის საზღვარი. მგონი ეგრეა, ჰა?

მეც მინახავს ეგ კლდე ტელვიზორში..
mariamno
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 58146
რეგისტრ.: 11-April 08

გამოგზავნილია: 16 Jul 2008, 15:57  #10439460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი მადლობა რჩევისთვის, კობა
ესეც ჩემი გადაღებული სურათები. მართალია თვალით დანახული სულ სხვაა, მაგრამ იმედია გარკვეულ წრამოდგენას მაინც შეგიქმნით

მიმაგრებული სურათი
DSC01413.JPG
mariamno
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 58146
რეგისტრ.: 11-April 08

გამოგზავნილია: 16 Jul 2008, 16:04  #10439544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს კიდევ ის კლდეა, სადაც გადმოცემის თანახმად ევროპის და ამერიკის კონტინენტებს შორის გადის საზღვარი

მიმაგრებული სურათი
DSC01412.JPG
mariamno
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 58146
რეგისტრ.: 11-April 08

გამოგზავნილია: 16 Jul 2008, 16:10  #10439613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს კიდევ ცნობილი ისლანდიური ცხენები. ცხოველებთან დაკავშირებით ძალაინ მკაცრი წესები აქვთ ისლანდიელებს. მაგალითად ცხენი, რომელიც ქვეყნის გარეთ გავა(გამოფენაზე და ა.შ) უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება. ამგვარად იცილებენ თავიდან მთელ რიგ ცხოველთა დაავადებებს. მაგალითად, იმის გამო,რომ ყველა შინაური თუ გარეული ცხოველის ქვეყნიდან გაყვანა-შემოყვანას ძალიან მკაცრად აკონტროლებენ, ისლანდიაში ცოფის შემთხვევა არასოდეს დაფიქსირებულა. საკმაოდ კარგია, მაგრამ თუ შინაურ ცხოველთან ერთად მოგზაურობ, ისლანდიაში წასვლა გარკვეულ პრობლემებს შეგიქმნის. ისლანდიური ცხენები მართლა ძალიან ლამაზები არიან. ჩვეულებრივ ცხენებზე ოდნავ პატარები და ძალაინ ლამაზი ფერისები.

მიმაგრებული სურათი
DSC01422.JPG
mariamno
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 58146
რეგისტრ.: 11-April 08

გამოგზავნილია: 16 Jul 2008, 16:16  #10439676      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს კიდევ რეიკიავიკიდან 40 წუთის სავალზეა, რეიკიავიკელებს საზაფხულო ,,დაჩები`აქვთ აქ. ულამაზესი ბუნებაა და მართლა რაჭის ასოციაციები მიჩნდებოდა იქ ყოფნისას. ისლანდია ეძახე შენ და...smile.gif

მიმაგრებული სურათი
DSC01420.JPG
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (30) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0386 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]