უკვე ვნახეთ, რომ ვისაც კომპიუტერი და ხმის გამაძლიერებელი + დინამიკები უკვე აქვს, მას მხოლოდ DAC-ის დამატება დასჭირდება, ხოლო სისტემა ასეთ სახეს მიიღებს:
(1) კომპიუტერი -> (2) DAC -> (3) ხმის გამაძლიერებელი -> (4) დინამიკები. ასეთი სისტემის ერთი მაგალითი წინა გვერდზე უკვე განვიხილეთ.
ისიც ვთქვით, რომ ვისაც მარტო კომპიუტერი გააჩნია, მისთვის უფრო ეკონომიური იქნება, ხმის გამაძლიერებლისა და დინამიკების ნაცვლად ყურსასმენი შეიძინოს. ასეთი სისტემა შემდეგნაირად გამოიყურება:
(1) კომპიუტერი -> (2) DAC -> (3) ყურსასმენის გამაძლიერებელი -> (4) ყურსასმენი. შესაბამისი მაგალითი აქაც წინა გვერდზე შეგიძლიათ მოიკითხოთ.
DAC-ისა და ყურსასმენის გამაძლიერებლის ყიდვა ცალ-ცალკე რომ არ მოგვიწიოს, შეგვიძლია შევიძინოთ ისეთი მოწყობილობა, რომელიც DAC-სა და ყურსასმენის გამაძლიერებელს ერთად შეიცავს. შესაბამისად, ჩვენი სისტემაც უფრო მარტივ სახეს მიიღებს:
(1) კომპიუტერი -> (2) DAC + ყურსასმენის გამაძლიერებელი -> (3) ყურსასმენი.
DAC + ყურსასმენის გამაძლიერებლის უამრავი ვარიანტი არსებობს. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ Maverick Audio TubeMagic D1, რომელიც ორასიოდე დოლარი ღირს (
http://www.head-fi.org/products/maverick-audio-tubemagic-d1 ) ან Zero Headphone Amp, რომელიც 150 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ (
http://www.best-headphone-review.com/ZeroHeadphoneAmp.html ). რა თქმა უნდა, არის უფრო იაფი და გაცილებით ძვირი მოდელებიც.
დაახლოებით ამავე ფასად შეიძლება საკმაოდ კარგი ყურსასმენის შოვნა. მაგალითისათვის, სახელგანთქმული Grado SR80i ასი დოლარი ღირს. ასე რომ უკვე 250-300 დოლარად ნორმალური, საბაზისო აუდიოფილური სისტემის აწყობა შეგვიძლია.
This post has been edited by WAGNERITE on 26 Dec 2010, 00:58
მიმაგრებული სურათი