ჩვენც დავბრუნდიიიიიიიით
ესეიგი ვნახე შორენა, გამისინჯა ფეხები ხომ არ მქონდა გასიებული,
თითები, მუცელი. მერე ეხოს პასუხები ნახა, მოეწონა ძალიან და
არ დაპანიკდე და ახლა ბოლომდეც ნუ მოიკლავ თავს შიმშილითო,
შენი შვილი პატარა როგორ უნდა იყოსო
მარტო ჭამა არ განაპირობებს
ბავშვის წონას, მაგრამ ხელი შევუწყოთ. კი დიდია ბავშვი მაგრამ არც შენ
ხარ პატარაო.
მერე პლაცენტის არაერთგვაროვნებაზე ვკითხე და დამცინა, ეს მომწიფებას
რომ იწყებს ხდება არაერთგვაროვანიო და ასე უნდა იყოსო.
მერე შევედით კარდიოტოკოგრაფიაზე. მუცელზე მომახვია ის აპარატი,
კნოპკა დამაჭერინა ხელში და ნახევარი საათი ვუსმინე ჩემი ბეგემოტის
გულისცემას
ჯერ ეძინა 15 წუთი, არაფრით არ გაიღვიძა და მერე ჩაირთო
და ამუშავდა
ნაყოფის გულისცემა საშუალოდ 140 დაფიქსირდა. მონაცვლეობდა სადღაც
125-დან 160-მდე. ძალიან გახარებული დარჩა რაღაც მიოკარდიული რეფლექსები
ამ ვადაზე იწყებს ჩამოყალიბებასო და ამ მონსტრს უკვე ქონდა. ნაყოფის მოძრაობაც
კარგიაო. ჭიპლარი შემოხვეული რომ აქვს კომპრესია არ ხორციელდება,
უბრალოდ უდევს და ედოსო. ჟანგბადის იდეალურად მიეწოდებაო. მოძრაობას რომ იწყებდა
ჩქარდებოდა პულსი და რომ ჩერდებოდა ისიც უნელებდა.
მოკლედ ძალიან კარგი კაციაო
მერე ჩავაბარე სისხლი, შარდი, კოაგულოგრამა და ნაცხის ანალიზი. დღეს 4ისთვის იქნება პასუხები
და მაგრად მაინტერესებს.
2 კვირაში კიდევ ვნახავთ კარდიოტოკოგრაფიას და ეხოზე დავხედავთ ჭიპლარი თუ კიდე აქვს მოხვეული.
შემდეგ 2 კვირაში ანალიზებს ჩავაბარებთ. სუნთქვებს და რარაცეებს გასწავლი, ყელს გამოვასუფთავებთ,
მოვამზადებთ სამშობიაროდ და დაგსვავ ჩემოდანზეო
cinclaგოგო, პირიქით ჯობია ახლა რომ იკეთებ, რომ დაწერე მაშინ
უარი ვუთხარი 16-ზეო კი მომხვდა გულზე. მითუმეტეს წნევები
გაწუხებს. დამშვიდებული მიხვალ და გაიკეთებ.
ხო და ბავშვი აბსოლიტურად მზად არის გამოსაძრომად
მაგ ვადაზე. წასული რომ ყოფილიყო შენი მეანი და დაგწყებოდა
რა უნდა გექნა. ასე რომ მოემზადე დედობისთვიიიიიის
შენი ნომერი დაგვიტოვე PM-ში აუცილებლად
malimaliaხოო, ჩემი სქელო
ვნახოთ აბა როგორი კაცი იქნება
n_eloხო გოგო მეც გავარკვიე და თურმე ეგრე უნდა იყოს
Dancer