Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > საქართველოში კორუფცია არის?


Posted by: მაწო:+) 10 Oct 2023, 19:46
რა კაი იყო აკაკი გოგიჩაიშვილის 60 წუთი და მაშინდელი რუსთავი2

დღეს რა ხდება?

Posted by: temotab 10 Oct 2023, 19:47
ყველა ქვეყანაშია კორუპცია
დონეს გააჩნია

Posted by: levani169 10 Oct 2023, 19:51
მაწო:+)
QUOTE
რა კაი იყო აკაკი გოგიჩაიშვილის 60 წუთი და მაშინდელი რუსთავი2

ვალერი ასათიანი (კულტურის მინისტრი) რომ სატანისტი იყო და ახალშობილი ბავშვების სისხლს სვამდა?!

Posted by: xinkala 10 Oct 2023, 20:48
QUOTE
კი [ 6 ]  [100.00%]

ასე ვუპასუხე გამოკითვხვასა და დღეს სიდედრი მეუბნება, ასე ორი წლის წინ გაუჟონა მცირედით, ხოდა თელავში გვყავს ამუნაშვილი ვინმე, მგონი ნინო ქვია და ახლაც მასთან დადის და არა სახლში, არამედ სამსახურში-კლინიკაში, ყოველ მისვლაზე 50 ლარით ხელში და რიგი უდგასო კიდევ, ამას რა ქვია მაინტერესებს. კარგი სახლში მის არასამუშაო საათებში აკეთოს ფული, მარა კლინიკაში და ისიც ხელზე 50 ლარის გადაცემას რას დაარქმევდით. ამუნაშვილი ნინო.

Posted by: dega 10 Oct 2023, 21:17
QUOTE
საქართველოში კორუფცია არის?

რათქმაუნდა კი
როგორც ელიტარული ,ასევე დაბალ მხარესაც....
ადრე მხოლოდ ელიტური იყო.......

Posted by: xLEGENDx 10 Oct 2023, 21:26
მე რომ მკითხო კორუფცია უნდა უთანაბრდებოდეს სამშობლოს ღალატის დონეს....

კიბოა რომელიც ანადგურებს სახელმწიფოს...

Posted by: Paco_rabanne 10 Oct 2023, 21:27
მერის მოადგილეების სახლები ნახე და მიხვდები.

Posted by: გიო88 10 Oct 2023, 21:51
დაგვცინი ხო? საქართველოში რა უნდა ბიჭო კორუფციას? მილიარდელი ბრძენი კაცი როგორ მოიპარავს? რაღად უნდა ბრძენ კაცს ფული? lol.gif

Posted by: karlo-fan 10 Oct 2023, 21:56
არა ვინ მონიშნა ნეტა? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ჩეკო 10 Oct 2023, 21:56
არაბიჭოს
user posted image

Posted by: dollche90 10 Oct 2023, 21:57
QUOTE (karlo-fan @ 10 Oct 2023, 21:56 )
არა ვინ მონიშნა ნეტა? biggrin.gif biggrin.gif

იყა და ბტნ. ბდძ smile.gif ..................................

Posted by: DRAKONI 10 Oct 2023, 21:57
რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში.

Posted by: გიო88 10 Oct 2023, 22:00
QUOTE (DRAKONI @ 10 Oct 2023, 21:57 )
რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში.

როგორ გულისამაჩუყებლად მოსწმინდე ქოცებს ნამუსი lol.gif ანუ შენ ეხლა ამით ამბობ, რომ დანიაში იგივე დოზით იპარავენ ჩინოვნიკები მაყუთს როგორც გრუზიაში ხო? lol.gif

არა გლობალურ ომის პარტიას!

Posted by: babsi 10 Oct 2023, 22:04
QUOTE
კი [ 29 ]  [93.55%]


Posted by: DRAKONI 10 Oct 2023, 22:07
გიო88
QUOTE
როგორ გულისამაჩუყებლად მოსწმინდე ქოცებს ნამუსი lol.gif ანუ შენ ეხლა ამით ამბობ, რომ დანიაში იგივე დოზით იპარავენ ჩინოვნიკები მაყუთს როგორც გრუზიაში ხო? lol.gif

წაკითხულიდან შინაარსი?
ყველგან რავა ნაცი და ქოცი გელანდება?
ნაცებმა შექმნეს კორუფციის სამინისტრო და ქოცებმა კიდევ უფრო ფართო ფრონტით გააჩაღეს კორუფცია.
ეს ბევრჯერ დამიწერია და რა შუაშია ქოცების ნამუსი?

არ შეიძლება ესე ჩაციკვლა.

პ.ს. დანიაში კორუფციის დოზაზე არაფერი დამიწერია, კორუფცია ყველგანაა.

Posted by: SaamI 10 Oct 2023, 22:14
DRAKONI
QUOTE
ნაცებმა შექმნეს კორუფციის სამინისტრო და ქოცებმა კიდევ უფრო ფართო ფრონტით გააჩაღეს კორუფცია.

facepalm.gif facepalm.gif
რავა ყველაფერი ნაცების შექმნილია ამ ქვეყანაში.... ქოცებიც მაგათ ხო არ გაუკეთებათ?

Posted by: stopcovid 10 Oct 2023, 22:16
"რა კორუფცია, ხალხო? შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიჰრულ პონტში...."

Posted by: გიო88 10 Oct 2023, 22:24
DRAKONI

ხო, ზუსტადაც რომ "წაკითხულიდან შინაარსი", აი შენი კომენტარი - "რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში".

ხოდა ეს რა არის აბა? აბა რა შინაარს შეიცავს შენი კომენტარი?

მე გიპასუხებ კიდევ ერთხელ, შენი კომენტარის შინაარსი არის შემდეგი - "დანიაშიც კორუპციაა, გერმანიაშიც კორუფციაა, ავღანეთშიც კორუფციაა, და რა მოხდა მერე საქართველოშიც თუ კორუფციაა, ყველგან კორუფციაა". lol.gif

ეს კი არის კლასიკურად ქოცური გაპრავება.

აი შენი "წაკითხულიდან შინაარსიც",

Posted by: DRAKONI 10 Oct 2023, 22:32
გიო88
QUOTE
შენი კომენტარის შინაარსი არის შემდეგი - "დანიაშიც კორუპციაა, გერმანიაშიც კორუფციაა, ავღანეთშიც კორუფციაა, და რა მოხდა მერე საქართველოშიც თუ კორუფციაა, ყველგან კორუფციაა". lol.gif

ხო სწორედ გაიგე შინაარსი ყველგან არის კორუფცია.
დანიაშიც გერმანიაშიც და ავღანეთშიც.

რა მოხდა დავწერე სადმე? მასშტაბები შევადარე სადმე?

საქმე არა გაქვს?

Posted by: anara 10 Oct 2023, 22:37
შევარდნაძის დროინდელზე უფრო დიდი კორუფცია არის დღეს. ზოგადად - მაგრად გავბანძდით საზოგადოება.

Posted by: SaamI 11 Oct 2023, 08:15
DRAKONI
QUOTE
რა მოხდა დავწერე სადმე? მასშტაბები შევადარე სადმე?

რომ არ შეადარე, სწორედ მაგით გახდა ქოცების გაპრავება.
გგონია ვინმემ არ იცის რომ კორუფცია ყველგანაა?... სწორედ შედარებაა მთავარი.
ეგრე მკვლელობაც ყველგან ხდება/მოხდება, ავარიაც, ქურდობაც და ნებისმიერი სხვა დანაშაულიც. მთავარი რაოდენობაა და დინამიკაა.

QUOTE
არა [ 5 ]  [9.09%

ღმერთო, რამდენი ტვინგაჭირვებული დადის დედამიწაზე...

Posted by: დათიკო 11 Oct 2023, 11:22
QUOTE
არა [ 6 ]  [9.68%]

ეს ის ხალხია, რომლებსაც კორეუფციად მხოლოდ გაისთვის 3 ლარის ჩაჯიბვა მიაჩნია? smile.gif



"ქართულ ჯიგრულ პონტში"...

Posted by: მაწო:+) 22 Jan 2024, 18:36
აბა რა ხდება?
ანტიკორუფციულმა.300 ჩინოვნიკი უნდა შევამოწმოო, წერეთლის რემონტები, რესპუბლიკურის დემონტაჟიო, ბიძიმ კორუფციებიო, კიდე რამდენი რამეები ვიცით ან არ ვიცით

Posted by: ThisTooShallPass 22 Jan 2024, 19:13
მხოლოდ ელიტარული ! ოცნებას მინდა ვაღიარო განსაკუთრებული თვისება აღმოაჩნდა ქართველი კაცის გასაზიზღრების და დაცინვის, გატიტვლების და ფულით მასე მანიპულირების

Posted by: laxxa 22 Jan 2024, 19:17
საქართველოში კორუფციას რა გამოლევს ყველაფერი შედარებითია მარა ხაბე რომ ანტიკორუფციულ საბჭოს ხემძღვანელობდა თან კეზერას დაფინანსებით ეგ უკვე ...

Posted by: იბერი. 27 Mar 2024, 22:17
QUOTE
საქართველოში კორუფცია არის?


user posted image

Posted by: avt13 27 Mar 2024, 22:21
რა საყვარელი ხალხია. კი კაცო არის კორუფციაო, მაგრამ ეგრე ხო ყველგანააო lol.gif facepalm.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)